გულანი
საცდელი · 1.11.3
ხმა 8 · კვირა 1 / 111ვითარმე გნატრიდეთ შენ ღი҃ს-მშობელო, ყოვლად კურთხეულო, და…

ხმა 8 · კვირა

რვა ხმა

პარაკლიტონი · დაახლ. 44 წთ

ვითარმე გნატრიდეთ შენ ღი҃ს-მშობელო, ყოვლად კურთხეულო, და…

მცირესა მწუხრსა ზედა, უ҃ო ღაღად-ვჰყავსა ზედა, დასდებელნი აღდგომისანი, რუა-ჴმისა გ. ხოლო განვაორებთ პირუჱლისა მუჴლსა, დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა, დოღმატიკა. ჴმა ჱ.

ვითარმე გნატრიდეთ შენ ღი҃ს-მშობელო, ყოვლად კურთხეულო, და ანუ ვითარმე უგალობდეთ მიუწთომელსა საიდუმლოსა საშოსა შინა შენსა დატევნისასა, რამეთუ შემოქმედმან საუკუნეთამან, და დამბადებელმან ბუნებისა ჩუჱნისამან შეიწყალა ხატი თჳსი, დამდაბლებითა გამოუკულეველითა თავისა თჳსისათა, და მყოფი უნივთოთა შინა წიაღთა მამისათა, საშოსა შინა შენსა დაემკჳდრა წმიდაო, და ჴორც-იქმნა შენ მიერ უტყუჱლად უქორწინებელო და ეგო უკუჱ ვითარცა იყო ბუნებით ღთ҃, ამისთჳს მას ვითარცა ღთ҃სა ჭეშმარიტსა და კაცსა სრულსა, ერთსა შინა პირსა თაყუანის-ვჰსცემთ, რამეთუ ორნივე ბუნებანი არიან მას შინა ჭეშმარიტად ხოლო პყრობილთა თჳთებათა ორობითისა მებრ არსებისა მისისა ვქადაგებთ უტყუჱლად, და პატივს-ვჰსცემთ ორთა მოქმედებათა და ნებათა, რამეთუ ერთ-არს მყოფსა ღი҃სა და მამისასა თჳთ ნებებით ჰნებავს და მოქმედებს ვითარცა ღი҃, ხოლო ერთ-არსსა ჩუჱნდაცა თჳთ-ჴელმწიფებით ჰნებავს და მოქმედებს ვითარცა კაცი, მას ევედრე უბიწოო და ყოვლად სანატრელო, რათა აცხოვნნეს სულნი ჩუჱნნი:

გიხაროდენ ღი҃ს-მშობელო ღირსო, გიხაროდენ წყაროო, და თუალო…

სტიქარონსა ზედა, დასდებელი აღდგომისა, და ღი҃ს-მშობელისა მსგავსნი გ, ჴმა ჱ. მსგავსი ჵ სასწაულისა. მუჴლი. მოვიჴსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა.

გიხაროდენ ღი҃ს-მშობელო ღირსო, გიხაროდენ წყაროო, და თუალო ცხოვრებისაო, გიხაროდენ დედოფალო დაბადებულთაო, გიხაროდენ უბიწოო კურთხეულო, გიხაროდენ უხრწნელო და დიდებულო, გიხაროდენ, საღმრთო ტაბლაო, გიხაროდენ, დედაო, ქალწულო სძალო ღი҃საო, ყოვლად წმიდაო:

გიხაროდენ დედაო ღი҃საო, გიხაროდენ სასოო, მორწმუნეთაო, გიხაროდენ…

მუჴლი. ისმინე ასულო და იჴილე და მოყავ ყური შენი.

გიხაროდენ დედაო ღი҃საო, გიხაროდენ სასოო, მორწმუნეთაო, გიხაროდენ მონათა შენთა მწუხარებისა დამჴსნელო, გიხაროდენ სოფლისა განმწმედელო, გიხაროდენ ადამიანთა სიხარულო, გიხაროდენ ნუგეშინის-მცემელო და შემწეო, გიხაროდენ მთაო წმიდაო მუჱდრებელთა შენთა გოდოლო:

გიხაროდენ დედო ღი҃საო, გიხაროდენ ჭემწეო კაცთაო და…

მუჴლი. პირსა შენსა ლიტანიობენ მდიდარნი ერისანი.

გიხაროდენ დედო ღი҃საო, გიხაროდენ ჭემწეო კაცთაო და მაცხოვარო, გიხაროდენ სასანთლეო ნათლისაო ბრწყინუალეო, გიხაროდენ ლამპარო ელუარეო,უ გიხაროდენ სამოთხეო პირ-მეტყველო, გიხაროდენ საღმრთოო კარაო და საყდარო, გიხაროდენ მდინარეო ტკბილო მომრწყუელო ცისკიდეთაო:

რომელი ცათა ვერ დაიტიეს, ღი҃ს-მშობელო ქალწულო, მუცელსა…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა. დოღმატიკა.

რომელი ცათა ვერ დაიტიეს, ღი҃ს-მშობელო ქალწულო, მუცელსა, შენსა დაეტია და არა იწრო-ექმნა, ხოლო შენ ეგე წმიდად გამოუთქმელად, და უვნებელად ქალწულებითა, რამეთუ შენ მხოლომან აწოე სძე ძესა დაუსაბამოსა, და წიაღთა იტჳრთე დამბადებელი დაბადებულთა, არამედ არა დააკლდა წიაღთა მამისათა, ვითარცა პირუჱლ იყო წინა-საუკუნეთა, ზეცას ანგელოსთა თანა იყო ყოვლითურთ ღი҃, და კუალად იგივე კაცთა თანა განკაცებული ყოვლითურთ ქუჱყანასა ზედა, რომელი იგი ყოველსავე აღავსებს გარეშემოუწერელად, მას ევედრე დედოფალო ყოვლად წმიდაო, რათა აცხოვნნეს რომელნი მართლ-მადიდებლობით მარადის ღი҃ს-მშობლად აღგიარებთ შენ:

მწუხრისა გალობასა, და სიტყჳერსა მსხუჱრპლსა, შენდა ქე҃…

შაბათსა. დიდსა მწუხრსა ზედა, უ҃ო ღაღად-ვჰყავსა ზედა. დასდებელნი აღდგომისანი, ჴმა ჱ.

მწუხრისა გალობასა, და სიტყჳერსა მსხუჱრპლსა, შენდა ქე҃ შევსწირავთ რამუთე სათნო-იჩინე, შეწყალებაჲ ჩუჱნი აღდგომითა შენითა:

უ҃ო, უ҃ო ნუ გამნაგდებ ჩუჱნ პირისა შენისაგან, არამედ სათნო-იჩინე შეწყალება ჩუჱნი აღდგომითა შენითა:

გიხაროდენ სიონ წმიდაო დედაო ეკკლესიათაო, ღი҃სა სამკჳდრებელო, რამეთუ შეიწყნარე პირუჱლ, მოტევებაჲ ცოდუათა აღდგომისა მიერ:

ღი҃სა მამისა სიტყუა, პირუჱლ საუკუნეთა იშუა მისგან…

სხუანი, დასდებელნი აღმოსავლურნი.

ღი҃სა მამისა სიტყუა, პირუჱლ საუკუნეთა იშუა მისგან, ხოლო უკანასკნელთა ჟამთა, განზრახჳთ განჴორციელდა უქორწინებელისაგან, ჯუარცმა და სიკუდილი დაითმინა, და პირუჱლ მომწყდარი კაცი აცხოვნა აღდგომითა თჳსითა:

მკუდრეთით აღდგომასა შენსა ქე҃ დიდების-ვმეტყუჱლებთ, რომლისა მიერ იჴსნენ ადამიანნი ჯოჯოხეთისა მძლავრებისაგან, და მოანიჭე სოფელსა ვითარცა ღთ҃მან, ცხოვრება საუკუნო და დიდი წყალობაჲ:

დიდება შენდა ქე҃ მაცხოვარ, ძეო ღი҃საო მხოლოდ-შობილო, რომელი ჯუარსა დაემსჭუალე, და აღსდეგ საფლავით მესამესა დღესა:

შენ გადიდებთ უ҃ო, რომელმან ნებსით ჯუარცმა დაითმინე ჩუჱნთჳს, და შენ თაყუანის-გცემთ ყოვლად ძლიერო და მაცხოვარო, ნუ განმაგდებ ჩუჱნ პირისა შენისაგან, არამედ ისმინე ჩუჱნი და გუაცხოვნენ ჩუჱნ, აღდგომითა შენითა კაცთ-მოყუარე:

მეუფე ცათა კაცთ-მოყუარებისათჳს, ქუჱყანასა ზედა გამოსჩნდა, და…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

მეუფე ცათა კაცთ-მოყუარებისათჳს, ქუჱყანასა ზედა გამოსჩნდა, და კაცთა შორის იქცეოდა, რამეთუ ქალწულისაგან წმიდისა ჴორცნი შეისხნა და გამობრწყინდა, და შემდგომად ჴირცთშესხმისა ერთი ძე არს, ორკეცი ბუნებითა, არა გუამოვნებითა, ამისთჳს ღთ҃ად სრულად, და კაცად სრულად, ჭეშმარიტად ვჰქადაგებთ და აღჳარებთ, ქე҃სა ღთ҃სა ჩუჱნსა, რომელსა ევედრე დედაო უსძლოო, შეწყალებად სულთა ჩუჱნთათჳს:

ამაღლდა ჯუარსა ზედა იესო, რომელი გარდამოჰჴედ ზეცით…

სტიქარონსა ზედა დასდებელნი. ჴმა ჱ.

ამაღლდა ჯუარსა ზედა იესო, რომელი გარდამოჰჴედ ზეცით, მოხუჱდ სიკუდილად ცხოვრება ეგე უკუდავი, ბნელისა მყოფთა მიმართ ნათელი ჭეშმარიტი, დაცემულთა მიმართ ყოველთა აღდგომა, განმანათლებელი და მაცხოვარო ჩუჱნო უ҃ო დიდება შენდა:

ქე҃სა აღდგომილსა მკუდრეთით დიდების-ვმეტყუჱლებდეთ, რამეთუ სული და…

მებრ, ალფა ვიტასა.

ქე҃სა აღდგომილსა მკუდრეთით დიდების-ვმეტყუჱლებდეთ, რამეთუ სული და ჴორცნი მიიხუნა, და ვნებითა, განყუნა ურთიერთარს, ხოლო უხრწნელი სული მისი შთაჰჴდა ჯოჯოხეტად და წარმოსტყუჱნა, ხოლო წმიდათა ჴორცთა მისთა საფლავსა შინა განსახრწნელი არა იხილეს, და აცხოვნნა სულნი ჩუჱნნი:

ფსალმუნითა და გალობითა დიდების-ვნეტყუჱლებთ ქე҃, მკუდრეთით აღდგომასა შენსა, რომლისა მიერ მიჴსნენ ჩუჱნ მძლავრებისაგან ჯოჯოხეთისა, და ვითარცა ღთ҃ ხარ მომანიჭე ჩუჱნ, ცხოვრება საუკუნო, და დიდი-წყალობა:

ჵ მეუფეო ყოველთაო მიუწთომელო, შემოქმედო ცათა და ქუჱყანისაო, ჯუარითა ივნე უვნებელმან, და მე უვნებელობაჲ აღმომიცენე, დაფლუა სათნო-იჩინე, და აღსდეგ დიდებით, და ადამ თანა აღადგინე ჴელითა ყოვლად ძლიერითა, დიდება მესამისა დღისა აღდგომასა შენსა, რომლითა მომანიჭე ჩუჱნ საუკუნო ცხოვრება, და შენდობა ცოდუათა, მხოლომან მრავალ-მოწყალემან:

უსძლოო ქალწულო, რომელმან ღი҃ მუცლად-იღე გამოუთქმელად, დედაო…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

უსძლოო ქალწულო, რომელმან ღი҃ მუცლად-იღე გამოუთქმელად, დედაო ღი҃სა მაღლისაო, ვედრებაჲ მონათა შენთა შეიწირე ყოვლად უბიწოო, რომელი მისცემს ყოველთა შენდობასა ცოდუათასა, ჩუჱნიცა ვედრება შეიწირე, და გჳთხოვე ჩუჱნ დიდი წყალობაჲ:

მაღლით გარდამოჴედ მაცხოვარო ჩუჱნო, ჯუარცა თავს-იდევ, სამისა…

განსატევებელი, ჴმა ჱ.

მაღლით გარდამოჴედ მაცხოვარო ჩუჱნო, ჯუარცა თავს-იდევ, სამისა დღისა დაფლუა რათა ჩუჱნ განმათავისუფლნე ცოდუათა ჩუჱნთაგან, ცხოვრებაო და აღდგომაო ჩუჱნო, უ҃ო დიდება შენდა:

რომელი ჩუჱნთჳს იშევ ქე҃ ქალწულისაგან, ჯუარცმა დაითმინე სახიერ, რომელმან სიკუდილითა სიკუდილი მოაკუდინე, და აღდგომა მოგუმადლე ვითარცა ღთ҃-ხარ, და ნუ უგულებელს-ჰყოფ რომელი შეჰქმნეს ჴელთა შენთა, არამედ აჩუჱნე კაცთმოყუარებაჲ შენი მოწყალე და მიიღე რომელმან გშუა შენ ღი҃ს-მშობელისაგან, ვედრებაჲ ჩუჱნთჳს, და აცხოვნე მაცხოვარო ჩუჱნო, ერი განწირული:

კჳრიაკესა ცისკრად, შუაღამესა ზედა, კანონი სამებისა, რომლისა კიდურ-წერილობა.

სამებაო მხოლო მაცხოვნე მონა შენი.

სამ-ბრწყინუალესა მეუფესა, და სიბრძნით განმგებელსა ყოველთასა, რომელსა…

გალობა ა. ჴმა ჱ. სძლისპირი. ეტლთა მფლობელი ფარაო.

სამ-ბრწყინუალესა მეუფესა, და სიბრძნით განმგებელსა ყოველთასა, რომელსა მხოლოსა, აქუს ბუნებით სახიერებაჲ, და ღუთაებისა დიდებაჲ ღთ҃სა ყოვლად ძლიერსა, შეუვრდეთ ლმობიერად და გალობითა, სამწმიდითა ვაქებდეთ, რამეთუ დიდებულ-არს:

თქმულთა საღმრთოთა და იგავთა, ჭეშმარიტთა პირუჱლითგან სწავლულნი, ღმრთაებისა ბუნებასა, ერთ-არსებით ვადიდებდეთ, სამარადისოდ დაუსაბამოდ, სამითა ხატებითა, მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, ყოველთა შემოქმედსა, და ყოვლისა მპყრობელისა:

მამათ-მთავარი აბრაამი იქმნა ქადაგ ერთ-არსებისა პირუჱლ, რაბამს შემოქმედი, ღი҃ ყოველთა და უ҃ი, სამითა გუამოვნებითა, ისტუმრა მოხარულმან, და სამთა გუამთა ერთი ძლიერებაჲ, ბრწყინუალჱ გჳქადაგა, რამეთუ დიდებულ-არს:

ქე҃ ღი҃ ჰშევ უბიწოო, რომელმან ბუნებაჲ ჩუჱნი…

ღი҃ს-მშობლისა.

ქე҃ ღი҃ ჰშევ უბიწოო, რომელმან ბუნებაჲ ჩუჱნი მიიღო, თჳნიერ ცოდჳსა და ვიცნობთ ორითა ბუნებითა, ღთ҃სა სრულსა და კაცსა სრულსა, ნებითა და საქმითა, მას ევედრე ჰჴსნად ჩუჱნდა ყოველთაგან, განსაცდელთა რამეთუ დიდებით დიდებულ-არს:

მეუფეო დიდებისაო, და ღო҃ მიუწთომელო, საყდართა ზედა…

გალობა გ. სძლისპირი. განმაძლიერებელ.

მეუფეო დიდებისაო, და ღო҃ მიუწთომელო, საყდართა ზედა აღმატებულთა, გიხილა ისაია, და ხერუვიმნი გადიდებდეს, საღმრთოთა გალობითა, ერთ-არსებით სამ-გუამოვნებით:

მხოლოდ მამისაგან ვითარცა, გონებისაგან შობილსა, სიტყუასა და სულსა გამოსრულსა, გონებისა საწლოთა, და წიგნთა საღმრთოთა მოძღურებითა, ერთ ღმრთაებად ვიმსახურებთ, სამ-ბრწყინუალესა თჳთებასა:

მამამან უშობელმან თჳსისა, არსებისა ბრწყინუალებაჲ, ჰშუა უხრწნელად ნათელი, ნათლისაგან ძჱ და გამოვლინებით სული წმიდაჲ გამოავლინა, თანა-სწორი ნათელი, და თანა-არსი დამბადებელი:

ტაძარ ღი҃სა წმიდა იქმენ შენ, ქალწულო ყოვლად…

ღი҃ს-მშობლისა.

ტაძარ ღი҃სა წმიდა იქმენ შენ, ქალწულო ყოვლად წმიდაო, რომელმან ყოველივე დაბადა, და უპყრიეს და ჰმართებს, სიბრძნითა და ძლიერებითა, მას ევედრე ვითარცა, დედაჲ ჩუჱნთჳს უბიწოო:

სამ-მზეო ბრწყინუალეო, პირუჱლ საუკუნეო და მოუკლებელო, მორწმუნენი…

წარდგომა, ჴმა ჱ. ბრძანებული ჩუჱნ.

სამ-მზეო ბრწყინუალეო, პირუჱლ საუკუნეო და მოუკლებელო, მორწმუნენი სიმტკიცესა შენსა ვაქებთ აწ, რამეთუ წამის-ყოფითა შეამკობ ყოველთა, ზესთა გუნდთა ანგელოსთა, და ქუჱ ყოველთა მღუდელ-მთავართა, და ყოველთა ეკკლესიათა, შეგჳწყალენ რომელნი გიღაღადებთ, წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, სახიერო ღო҃, უფროსად დიდება და ქება სიმტკიცესა შენსა:

უცუალებელისა ღი҃სა მშობელო, ცოდჳთა და უდებებითა განცდილი…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა. მსგავსივე.

უცუალებელისა ღი҃სა მშობელო, ცოდჳთა და უდებებითა განცდილი მაცთურისა მიერ, მარადის შერყეული გული ჩემი კეთილად განამტკიცე დედობრივითა ვედრებითა შენითა, რათა მადლობით გადიდებდე შენ ღი҃ს-მშობელო მარიამ და შეიწყალე სამწყსოჲ შენი რომელი მოიგე ყოვლად უბიწოო:

აღმოსავალი ღმრუთაებისა, გამოუჩნდა ბნელსა, შინა მსხდომარეთა, და…

გალობა დ. სძლისპირი. შენ ხარ ქე҃ ღი҃ ჩემი.

აღმოსავალი ღმრუთაებისა, გამოუჩნდა ბნელსა, შინა მსხდომარეთა, და ყოველი წყუდიადი სულთა განაქარუა, და სიმართლისა მზე აღმოუბრწყინუა, ძე მხოლოდ შობილი და სული სახიერი მოსცა წინა-მძღურად, და ესრედ ერთ-არსებად აღჳარებთ, სამ-ბრწყინუალესა სამებასა, და მარადის უგალობთ და ვადიდებთ:

სერაფიმთა გალობითა, დიდებულსა ღთ҃სა, მიწისაგანნი ესე, უღირსითა პირითა შიშით გადიდებთ, ერთ-არსებით და სამებით უ҃სა დიდებისასა, ერთ-ბუნებით და სამ-გუამოვნებით, ყოველთა მეუფეო და ვღაღადებთ, მონათა შენთა҃ მოანიჭე მრავალ-ფერთა ცოდუათა მოტევებაჲ:

მპყრობელო ყოველთავე დაბადებულთაო, სამებაო წმიდაო, მრავალ-მოწყალეო, და კაცთ-მოყუარეო, ღო҃ ღმერთთაო, და უ҃ო უფლებათაო სამ-გუამოვანო, ნუ დამივიწყებ ჩუჱნ მოსავთა შენთა, დამკჳდრებაჲ, ცხოვრებისა საუკუნოჲსა:

წინა-საუკუნითგან მხოლო, გპოვა უბიწოო, სიტყუამან მამისამან, ყოვლად…

ღი҃ს-მშობლისა.

წინა-საუკუნითგან მხოლო, გპოვა უბიწოო, სიტყუამან მამისამან, ყოვლად ძლიერმან შუჱნიერებაჲ ეგე, იაკობისი, და შეგიყუარა ჭეშმარიტად და შენთანა, დაემკჳდრა და ყოვლითურთ განაახლა, არსებაჲ კაცთა ქე҃მან ღთ҃მან, მას ევედრე დაუცხრომელად, რათა ყოვლისა ჭირისაგან მიჴსნნეს ჩუჱნ:

სამებაო წმიდაო, სამ-ხატოვანო ერთ-არსებით გადიდებთ შენ, ერთსა…

გალობა ე. სძლისპირი ნუსადა განმიშორ.

სამებაო წმიდაო, სამ-ხატოვანო ერთ-არსებით გადიდებთ შენ, ერთსა მეუფებასა, რამეთუ ბუნებით ერთად აღგიარებთ შენ, და ვიტყჳთ. ერთ-მთავრობაო სამებაო ყოვლად წმიდაო, ჭირთაგან გჳჴსნენ მონანი შენნი:

ფრიად ვჰგოდებ და ვითხოვ, უძლურებისათჳს ბუნებისა ჩემისა, ვითარ ვიცუალები მე, თჳთოსახედ თჳნიერ ნებისა შენისა, არამედ, ვითარცა უცუალებელმან დამამტკიცე მე, კეთილთა ზედა სამებაო წმიდაო:

დავმძიმდი მე ძილითა, ცოდჳსათა და ჰრულად სიკუდილისა მივიზიდჳ, მეუფეო და ღო҃ ღმერთთაო სამებაო წმიდაო, ვითარცა, სახიერ-ხარ და კაცთ-მოყუარე შემიწყალე, და განმაფრთხუჱ მონებად შენდა:

დედაო და ქალწულო სძალო, ყოვლად წმიდაო ყოვლად…

ღი҃ს-მშობლისა.

დედაო და ქალწულო სძალო, ყოვლად წმიდაო ყოვლად უბიწოო ღი҃უ-მიმადლებულო, ვედრებითა შენითა, ძე შენი და ღი҃ მრავალ-მოწყალე, დაამტკიცე ჩემთჳს და ვნებათა და ცოდუათა ჩემთაგან, მსწრაფლ გამომიჴსენ მონაჲ შენი:

ზეცისა განწყობილთა, წესთ-მთავართა მიმსგავსებულნი, მთავართა მთავრობაო, ერთ-არსო…

გალობა ვ. სძლისპირი.

ზეცისა განწყობილთა, წესთ-მთავართა მიმსგავსებულნი, მთავართა მთავრობაო, ერთ-არსო სამებაო, გალობითა წმიდითა, ქებით შეგასხამთ ნუ ჴუჱბულ-გუყოფ მადლთა შენთაგან:

ხატად შენდა დაჰბადე, დასაბამსა კაცი მეუფეო, და არა არსისაგან, შეჰქმნენ ყოველნი არსნი, ღო҃ სამ-გუამოვანო, თაყუანის-გცემ შენ, და გიგალობ და გადიდებ:

ღო҃ ყოვლად ძლიერო, მხოლოო გაე-შეუწერელო, დაემკჳდრე ჩემ შორის, წყალობათა შენთათჳს, სამ-მზეო მეუფეო, და განმანათლე და გონიერ-მყავ სახიერო:

ტაძრად ღი҃სა გამოსჩნდი, დაუტევნელისა ყოვლად უჴრწნელო, მჰყავ…

ღი҃ს-მშობლისა.

ტაძრად ღი҃სა გამოსჩნდი, დაუტევნელისა ყოვლად უჴრწნელო, მჰყავ მეცა ტაძრად მისთა, მადლთა ღი҃სა დედაო, ვედრებითა შენითა, და დამიფარე საცთურთაგან მტერისათა:

მამასა დაუსაბამოსა, და ძესა თანა დაუსაბამოსა, და…

წარდგომა ჴმა ჱ. ბრძანებული.

მამასა დაუსაბამოსა, და ძესა თანა დაუსაბამოსა, და სულსა თანა საღმრთოსა ჭეშმარიტად აღჳარებდეთ მორწმუნენო, შეურევნელსა და უცუალებელსა, წმიდასა სამებასა ყოვლად სახიერსა წრფელსა ერთ-ბუნებით, და ანგელოსთა თანა უღაღადებდეთ, წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ და დიდებულ, შეგჳწყალენ რომელნი დაგუბადენ ხატად შენდა მეუფეო:

გმადლობთ შენ მარადის ღი҃ს-მშობელო, და გადიდებთ ყოვლად…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშ҃ბლისა. მსგავსივე.

გმადლობთ შენ მარადის ღი҃ს-მშობელო, და გადიდებთ ყოვლად წმიდაო, და თაყუანის-გცემთ მგალობელნი, შობისა შენისანი მიმადლებულო, და დაუდუმებელად მღაღადებელნი, გუაცხოვნენ ჩუჱნ ქალწულო ყოვლად მოწყალეო ვითარცა სახიერმან, და ეშმაკთა ცილის-წამებისაგან საშინელისა განგუარინენ, ჟამსა განკითხჳსასა, რათა არა სირცხჳლეულ-ვიქმნნეთ მონანი შენნი:

გამოუთქმელთა მათ, სახიერებათა, შენთა უფსკრულითა, უსასყიდლოდ მე…

გალობა ზ. სძლისპირი. ღი҃სა გარდამოსლუასა.

გამოუთქმელთა მათ, სახიერებათა, შენთა უფსკრულითა, უსასყიდლოდ მე მონა, შენი მაცხოვნე, და შემიწყალე ვითარცა იგი ადამ პირუჱლ, და მიჴსენ და განმარინე, სამებაო ღო҃, ცოდუათა და ვნებათაგან:

გამოუთქმელთა მათ, სახიერებათა, შენთა უფსკრულითა, უსასყიდლოდ მე მონა, შენი მაცხოვნე, და შემიწყალე ვითარცა იგი ადამ პირუჱლ, და მიჴსენ და განმარინე, სამებაო ღო҃, ცოდუათა და ვნებათაგან:

მამასა უშობელსა, და ძესა შობილსა, და სულსა წმიდასა, მისგან გამომავალსა, მოუკლებელად, ვითარცა სამ-ნათელსა სამ-გუამოვნებით, უგალობ და ვღაღადებ, მამათა ჩუჱნთა ღო҃ კურთხეულ-ხარ შენ:

მომკუდარ-ვარ დედოფალო, ცოდჳსა გესლისა, ჴუმევითა უბადრუკი, ხოლო…

ღი҃ს-მშობლისა.

მომკუდარ-ვარ დედოფალო, ცოდჳსა გესლისა, ჴუმევითა უბადრუკი, ხოლო მოვივლტი შენდა, სარწმუნოებით, რომელმან ჰშევ წინა-მძღუარი ცხოვრებისა, მეოხებითა შენითა, განმაცხოველე და განსაცდელთაგან მიჴსენ:

ნათელი ხარ დაუვალი, სამ-ბრწყინუალე სამ-მნათობიერი, მთავრობა თჳთ-მპყრობელი…

გალობა ჱ. სძლისპირი. შჳდ-წილ აღაგზნა.

ნათელი ხარ დაუვალი, სამ-ბრწყინუალე სამ-მნათობიერი, მთავრობა თჳთ-მპყრობელი, წრფელი მიუწთომელი, ღი҃ გამოუთქმელი, და ყოვლისა მპყრობელი უ҃ი, დაბნელებული წყუდიადითა გული ჩემი, განაბრწყინუჱ და ჰყავ შენ, განათლებულ და მნათობ, რათა გაქებდეს, და გადიდებდეს უკუნისამდე:

დაიფარუჱნ ფრთეებითა, დიდებულნი ხერუვიმ სერაფიმნი, პირთა და ფერჴთა მათთა შეძრწუნებულნი რამეთუ, დიდებისა შენისა, თუალთ-შედგომად ვერ შემძლებელ-არიან, სახიერო თჳთ მფლობელო ღთ҃-მთავრობაო, სამებაო წმიდაო, არამედ ღირს-მყუჱნ ჩუჱნ ცოდჳლნი სახიერებით, გალობად შენდა უკუნისამდე:

უ҃სა უფლებათასა, ყოვლად ძლიერსა ყოვლად სახიერსა, მწყემს-მთავარსა სახიერსა უსაზღუროსა შეუცევსა, მიზეზსა მიზეზთასა, შემოქმედსა სამარადისოსა, განმგებელსა და მაცხოვარსა, ყოველთასა, ერთ-არსსა არსებითა, და სამებასა პირებითა, გადიდებ ღთ҃სა, ჩემსა უკუნითი უკუნისამდე:

აღმობრწყინდა ქუჱყანასა, ზედა დაუვალი ბრწყინუალება, საშოსა შენისაგან…

ღი҃ს-მშობლისა.

აღმობრწყინდა ქუჱყანასა, ზედა დაუვალი ბრწყინუალება, საშოსა შენისაგან ქალწულო ყოვლად უხრწნელო, წმიდაო დედოფალო, და კაცნი იჴსნნა წყუდიადისა მისგან, ყოვლად ბოროტისა კერპთ-მსახურებისა, აწცა განმაბრწყინუჱ მე, საღმრთოჲთა მცხინუარებითა, და დაგჳფარენ, მონანი შენნი ბოროტისაგან:

ყოველთა მეუფესა შემოქმედსა, დაუსაბამოსა უჟამოსა ბუნებასა, ცხოველს-მყოფელსა…

გალობა თ. სძლისპირი. განკჳრდეს ზესკნელს.

ყოველთა მეუფესა შემოქმედსა, დაუსაბამოსა უჟამოსა ბუნებასა, ცხოველს-მყოფელსა სახიერსა, და კაცთ-მოყუარესა, სამებასა ერთ-არსებასა, დიდების-ვმეტუჱლებთ და გევედრებით, შენდობასა, და ეკკლესიათა ერთობასა:

ყოველთა მეუფესა შემოქმედსა, დაუსაბამოსა უჟამოსა ბუნებასა, ცხოველს-მყოფელსა სახიერსა, და კაცთ-მოყუარესა, სამებასა ერთ-არსებასა, დიდების-ვმეტუჱლებთ და გევედრებით, შენდობასა, და ეკკლესიათა ერთობასა:

ერთო მეუფეო სამ-ბრწყინუალეო, ერთ-ღმრთაებაო, სამ-მნათობიერო, მგალობელნი შენნი შეგჳწყალენ სახიერებით, და ცოდუათაგან გჳჴსნენ ჩუჱნ, განსაცდელთაგან და საძნაურთა, და მსწრაფლ მშჳდობა შენი, მოგუმადლე კაცთ-მოყუარე და მოეც ეკკლესიათა ერთობაჲ.

მაცხოვარო და მჴსნელო ჩემი ქე҃ ღო҃, ქალწულისაგან…

ღი҃ს-მშობლისა.

მაცხოვარო და მჴსნელო ჩემი ქე҃ ღო҃, ქალწულისაგან გამოუჩნდი სოფელსა, ღი҃ და კაცი, უქცეველად და შეურევნელად, და აღგითქუ ჭეშმარიტად, ჩუჱნთანა ყოფაჲ მონათა შენთა, ვედრებითა წმიდისა დედისა შენისათა, სრულ-ჰყავ აღთქმაჲ შენი ჩუჱნ ზედა:

აღსდეგ მკუდრეთით ცხოვრებაო ყოველთაო, ანგელოსი სათლისა დედათა…

კჳრიაკესა ცისკრად. შემდგომად ა. სტიხოლოღიისა, წარდგომანი აღდგომისანი. ჴმა ჱ.

აღსდეგ მკუდრეთით ცხოვრებაო ყოველთაო, ანგელოსი სათლისა დედათა უღაღადებდა, დასცხერით გლოვისაგან და მოციქულთა ახარეთ, ღაღადებდით და გალობდით ვითარმედ აღდგა ქე҃ უ҃ი, რომელმან აცხოვნა ნათესავი კაცთა ვითარცა ღთ҃-არს:

ჭეშმარიტად აღდგა ქე҃ საფლავისაგან, ეტყოდა ქადაგი ღირსთა…

აღსდეგ უ҃ო ღო҃ ჩუჱნო, ამაღლდინ ჴელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად. სიბრძნე, და სიტყუა.

ჭეშმარიტად აღდგა ქე҃ საფლავისაგან, ეტყოდა ქადაგი ღირსთა დედათა, წარუჱდით ხარებად მოციქულთა, ხოლო პეტრე მსწრაფლ მირავიდა საფლავად, და იხილნა ტილონი იგი მდებარენი რომელი იყო წარგრაგნილ, მაშინ სიხარულით ღაღადჰყო, დიდება შენდა ქე҃ ღო҃, რომელმან ყოველნივე გუაცხოვნენ მაცხოვარო ჩუჱნო აღდგომითა შენითა:

ზეცისა ბჭესა და კიდობანსა სიწმიდისასა, მთასა ღი҃სასა…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა:

ზეცისა ბჭესა და კიდობანსა სიწმიდისასა, მთასა ღი҃სასა და ღრუბელსა ნათლისასა უგალობდეთ, შეუწუჱლსა მაყუალსა და სამოთხესა პირ-მეტყუჱლსა, ევას აღმადგინებელსა და ყოვლისა სოფლისა საუნჯესა, და შენდობაჲ პირუჱლთა მათ შეცოდებათა, ამისთჳსცა ვედრებით უღაღადებთ, დედაო ღი҃საო ბრალთა შენდობაჲ გარდამოგჳვლინე, რომელნი მართლ-მადიდებლობით თაყუანის-ვჰსცემთ, ყოვლად წმიდასა შობასა შენსა:

საფლავსა შენსა მაცხოვარ დაბეჭდეს უსჯულოთა, ხოლო ანგელოსმან…

შემდგომად ბ სტიხოლოღიისა, წარდგომანი, ჴმა ჱ.

საფლავსა შენსა მაცხოვარ დაბეჭდეს უსჯულოთა, ხოლო ანგელოსმან ლოდი კარისაგან გარდააგორუა, და დედათა მკუდრეთით აღდგომილი გიხილეს, რომელთა იგი ახარეს მოწაფეთა შენთა სიონს შინა ვითარმედ აღდგა ქე҃ ცხოვრება ყოველთა, და დაჰჴსნა საკრუჱლნი სიკუდილისანი უ҃ო დიდება შენდა:

ნელსაცხებელი, დაფლჳსა მოიღეს დედათა, და ესმათ ჴმა…

აღგიარო შენ უ҃ო ყოვლითა გულითა ჩემითა და მიუთხრა მე ყოველი საკჳრუჱლებაჲ შენი.

ნელსაცხებელი, დაფლჳსა მოიღეს დედათა, და ესმათ ჴმა ანგელოსისა რომელი იტყოდა მათდა მიმართ, დასცხერით გოდებისაგან და მოციქულთა ახარეთ სიხარული, ღაღადებდით და გალობდით ვითარმედ აღდგა ქე҃ უ҃ი, რომელმან ჯერ-იჩინა ცხოვრებაჲ კაცთა ნათესავისა, ვითარცა ღთ҃-არს:

შენდამი იხარებს მიმადლებულო, ყოველი დაბადებული, ანგელოსთა კრებული…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

შენდამი იხარებს მიმადლებულო, ყოველი დაბადებული, ანგელოსთა კრებული, და კაცთა ნათესავი, ტაძარო სიწმიდისაო, სამოთხეო სიტყჳერო, ქალწულებისა სიქადულო, რომლისაგან სიტყუა განჴორციელდა, და ყრმა იშუა პირუჱლ საუკუნეთა ღი҃ ჩუჱნი, რომელმან საშო შენი საყდრად გამოაჩინა, და მუცელი შენი ცათა უვრცელეს-ჰყო, შენდამი იხარებს მიმადლებულო, ყოველი დაბადებული დიდება შენდა:

მენელსაცხებლენი ცხოველს მყოფელსა საფლავსა მოვიდეს, და მკუდართა…

შემდგომად ნეტარ-არიანისა, ანუ აქებდითისა. ესრეთ. იპაკო. ჴმა ჱ.

მენელსაცხებლენი ცხოველს მყოფელსა საფლავსა მოვიდეს, და მკუდართა თანა ეძიებდეს უკუდავსა მეუფესა, და სიხარულისა ხარება ანგელოსისაგან ისწავეს, და მოციქულთა ახარებდეს და ეტყოდეს, ვითარმედ აღდგა ქე҃ უ҃ი, და მოანიჭა სოფელსა დიდი-წყალობაჲ:

სიყრმით ჩემითგან მტერი, განმცდის გულის-თქმათა და გემოთა…

აღსავალნი. ანტიფონი ა. ჴმა ჱ.

სიყრმით ჩემითგან მტერი, განმცდის გულის-თქმათა და გემოთა მიერ, შემწუავს, ხოლო მე ვჰსძლევ მას, შეწევნითა შენითა უ҃ო:

იქმნენ ვითარცა თივა, მოფხრულ-მოძულენი სიონისანი, და შემუსრნეს ქე҃მან, ქედნი მათნი გუჱმითა ტანჯუათათა:

ყოველთა ცხოვრება არს, სული წმიდა და ნათელი…

დიდება.

ყოველთა ცხოვრება არს, სული წმიდა და ნათელი ნათლისაგან, ღი҃ დიდი მამისა, თანა დიდებული და სიტყუა:

სული ჩემი დაიფარე, შიშითა შენითა რათა დამდაბლდეს…

ანტიფონი ბ.

სული ჩემი დაიფარე, შიშითა შენითა რათა დამდაბლდეს იგი, ნუ უკუჱ აღზუავნეს და დაეცეს შეწევნისა, შენისა საღმრთოსაგან მრავალ-მოწყალე:

რომელთა სასოება, აქუნდეს უ҃ისა მიერ არა, შეძრწუნდეს მაშინ რაჟამს, ცეცხლითა და ტანჯჳთა, განსჯიდეს ღი҃ კაცთა, და ყოველთავე, საქმეთაებრ მიაგებდეს:

სულისა მიერ წმიდისა, საღმრთოდ ხედავს ყოველი, წინასწარ-მეტყუჱლებს…

დიდება.

სულისა მიერ წმიდისა, საღმრთოდ ხედავს ყოველი, წინასწარ-მეტყუჱლებს და ნიშთა აღასრულებს და სამებით ერთ ღმრთაებასა უგალობს და მონებს, დაღაცათუ სამ-ბრწყინუალე არს დიდებული, წმიდა სამება, არამედ ერთ-მთავრობით და ერთ ღმრთაებად იქების:

ვღაღადებ შენდა მომართ, უ҃ო მოხედენ ჴმასა ჩემსა…

ანტიფონი გ.

ვღაღადებ შენდა მომართ, უ҃ო მოხედენ ჴმასა ჩემსა, და მოყავ ჩემდა ყური შენი, და წმიდა-მყავ მე, ვიდრე განყუანებადმდე, ჩემდა ამიერ სოფლით, ჵ მრავალ-მოწყალე:

დედისა მიერ თჳსისა, მიწასა შთაჰჴდენ ყოველნი და კუალად აღგდენ, მიღებად პატივისა, გინა სატანჯუჱლისა, საქმეთა თჳსთასა რომელნი ჰქმნნეს სოფელსა შინა.

სულითა წმიდითა ღი҃ს-ვმეტყუჱლებთ სამებასა, ერთ-არსებით მამასა დაუსაბამოსა…

დიდება.

სულითა წმიდითა ღი҃ს-ვმეტყუჱლებთ სამებასა, ერთ-არსებით მამასა დაუსაბამოსა, რომლისაგან გამოუთქმელად იშუა ძე უჟამო, და სული წმიდა თანა-სწორი და თანა-მოსაყდრე, გამობრწყინდა, და ერთ-ღმრთაებად აღჳარებთ და თაყუანის-ვჰსცემთ:

აჰა ესერა რამე კეთილ, ანუ რამე შუჱნიერ…

ანტიფონი დ.

აჰა ესერა რამე კეთილ, ანუ რამე შუჱნიერ არამედ დამკჳდ-რება, ძმათა ერთად რამეთუ, ამის მიერ აღუთქუა, ქე҃მან ღთ҃მან ცხოვრებაჲ საუკუნოჲ:

სამოსლისა თჳსისათჳს, შროშანთა ველისათა, შეამკობს იგი ბრძანებს რათა მისითა მინდობითა არა ვზრუნჳდეთ:

სულისა მიერ წმიდისა, არიან ყოველნი, განსასუჱნებელნი და…

დიდება.

სულისა მიერ წმიდისა, არიან ყოველნი, განსასუჱნებელნი და კეთილთა საუნჯენი, და არა ჯერ-არს ზრუნუა საზრდელთათჳს ვინადგან, ყოველივე აქუს მას და იღუწის ჩუჱნთჳს რამეთუ ღი҃, არს ჭეშმარიტი, მამისა და ძისა თანა-არსი და გუაცხოვნებს ჩუჱნ:

სუფევს უ҃ი უკუნსამდე, ღი҃ შენი სიონ თესლითი…

წარდგომა, ჴმა ჱ.

სუფევს უ҃ი უკუნსამდე, ღი҃ შენი სიონ თესლითი თესლადმდე.

მუჴლი.

აქებს სული ჩემი უფალსა.

ეტლთა მფლობელი ფარაო, დაანთქა საკჳრუჱლთ მოქმედმან კუჱრთხმან…

ყოველი სული, სახარება აღდგომისა ჴმისაებრ, და სხუანი, და კანონნი. კანონი აღდგომისა. გალობა ა. ჴმა ჱ. სძლისპირი.

ეტლთა მფლობელი ფარაო, დაანთქა საკჳრუჱლთ მოქმედმან კუჱრთხმან, მოსესმან რომელმან, გამოსახა სახჱ ჯუარისა, და განუღო ზღუა მეწამული, და ისრაელნი იჴსნნა, განმავალად მეტყუჱლნი გალობასა უ҃ისასა, რამეთუ დიდებით დიდებულ-არს:

ვის არა უკჳრდეს ღმრთაება, ქე҃სი და ძლიერებაჲ…

ტროპარნი.

ვის არა უკჳრდეს ღმრთაება, ქე҃სი და ძლიერებაჲ მისი, რამეთუ ვნებითა, მისითა უვნებელო ბაჲ მომცა, უხრწნელებით მორწმუნეთა, ხოლო გუჱრდისა მისისაგან, აღმოგჳცენდა უკუდავებაჲ, და საღმრთო ცხოვრებაჲ საფლავისაგან:

გამოუჩნდა დედათა მათ, ანგელოსი ნათლით-შემოსილი, მსგავსად ბუნებისა, უსხეულოთა წესისა, და ბრწყინუალედ მოასწავა, ნათელი აღდგომისა, და ღაღადებით ეტყოდა მათ, აღდგა უ҃ი საფლავისაგან:

დიდებულნი ითქუნეს, შენთჳს თესლითი თესლადმდე ქალწულო, რომელმან…

ღი҃ს-მშობლისა.

დიდებულნი ითქუნეს, შენთჳს თესლითი თესლადმდე ქალწულო, რომელმან, შეიწყნარე სიტყუაჲ, ღი҃სა საშოსა შენსა და დაადგერ, ქალწულად ღი҃ს-მშობელო მარიამ, ამისთჳს ყოველნი გნატრით, შენ რომელი შემდგომად ღი҃სა მჴსნელად, ჩუჱნდა იპოე რამეთუ დიდებით დიდებულ-არს:

მწუხარებისა კარნი აღეხუნეს ხოლო, მეკარეთა ჯოჯოხეთისათა რაჟამს…

სხუა, კანონი ჯუარ-აღდგომისა, ჴმა იგივე, მსგავსი. ქუჱყანასა მწყურნებსა.

მწუხარებისა კარნი აღეხუნეს ხოლო, მეკარეთა ჯოჯოხეთისათა რაჟამს, იხილეს, უმაღლესი ყოველთა ბუნებათა, ქუჱსკნელად შთასრული შეძრწუნებულ იქმნნეს:

გუნდი ანგელოსთა განჰკრთა რაჟამს იხილეს, საღმრთოთა საყდართაზედა მჯდომარედ ბუნებაჲ კაცობრივი, დაცემული და შეყენებული, ქუჱსკნელთა თანა ქუჱყანისათა ჯოჯოხეთს:

კრებული ანგელოსთა, და კაცთა დედაო, უქორწინებელო გიგალობენ…

ღი҃ს-მშობლისა.

კრებული ანგელოსთა, და კაცთა დედაო, უქორწინებელო გიგალობენ შენ რამეთუ, დამბადებელი შენი ღი҃, ვითარცა ყრმაჲ უშევ დაბადებულთა:

ღი҃ს-მშობელო ქალწულო, მტჳრთუჱლო სიტყჳსა მის საღმრთოსაო, ცხოვრებისა…

სხუა, კანონი ყოვლად წმიდისა ღი҃ს-მშობლისა. მებრ ალფავიტასა, ჴმა იგივე. უგალობდით უ҃სა.

ღი҃ს-მშობელო ქალწულო, მტჳრთუჱლო სიტყჳსა მის საღმრთოსაო, ცხოვრებისა მიზეზო, ჩუჱნ ყოველნი მორწმუნენი გიგალობთ:

ტევანი ცხოვრებისა, რომლისაგან იწნიხა სიტკბოება, გამოჰჴსნისა ჩუჱნისა, ღი҃ს-მშობელო შენ მიერ მოვისთულეთ ჩუჱნ:

ერი ადამიანი, შენ მიერ უბიწოო ღი҃ს-მშობელო, ღი҃რს-იქმნა დამკჳდრებად, უზესთაესსა მას ნეტარებასა.

განმაძლიერებელ-მექმენ მე, დამბადებელო ცისაო, და ქუჱყანისაო, წყალთა…

გალობა გ. სძლისპირი.

განმაძლიერებელ-მექმენ მე, დამბადებელო ცისაო, და ქუჱყანისაო, წყალთა ზედა დამამტკიცე მე ქე҃, ეკკლესიისა კლდესა ზედა, რამეთუ არავინ-არს წმიდა შენებრ კაცთ-მოყუარე:

დაისაჯა პირუჱლ ადამი, ცოდჳსა გემოს-ხილჳთა, ხოლო ვნებითა…

ტროპარნი.

დაისაჯა პირუჱლ ადამი, ცოდჳსა გემოს-ხილჳთა, ხოლო ვნებითა შენითა ქე҃, განსწმიდე ცოდუათაგან, რამეთუ მხოლო უცოდუჱლ-ხარ, და ხრწნილებისა მისგან, განათავისუფლე იგი:

ნათელი საღმრთო იესოს, აღდგომისა გამოუჩნდა, მსხდომარეთა ბნელსა და აჩრდილთა, სიკუდილისათა ქუჱსკნელს, და მან შეკრა ძალი იგი, და საუნჯენი მისნი, უძლეველმან წარმოსტყუჱნა:

სერაფიმთა და ხერუვიმთა უმაღლესად გამოჰსჩნდი ღი҃ს-მშობელო, რამეთუ…

ღი҃ს-მშობლისა.

სერაფიმთა და ხერუვიმთა უმაღლესად გამოჰსჩნდი ღი҃ს-მშობელო, რამეთუ შენ მხოლომან დაიტიე დაუტევნელი ღი҃ მუცელსა შენსა უბიწოო, ამისთჳსცა ჩუჱნ მორწმუნენი გალობით გნატრით ყოვლად წმიდაო:

პირუჱლ ურჩებისათჳს, მცნებასა შენ დამბადებელისასა, სამართლად განმიშორე…

სხუა. სძლისპირი. შენ დამამყარ.

პირუჱლ ურჩებისათჳს, მცნებასა შენ დამბადებელისასა, სამართლად განმიშორე და განმაგდე შენგან მეუფეო, ხოლო შემოსითა, ჩემითა მორჩილებაჲ, მასწავე, და კუალად მადიდე შენ თანა, ვითარცა მოწყალე ხარ სახიერო:

საღმრთოთა მით სიბრძნითა ყოველივე წინასწარ უწყი უ҃ო, და გულის-ჴმის ყოითა შენითა, ყოველთა არსება დაბადე, და ქუჱსკნელად შთასლუა, არა უღირს იჩინე ღი҃სა სიტყუაო, რათა აღადგინო ხატად შენდა დაბადებული მოწყალებით:

დაემკჳდრე საშოსა ქალწულისასა უ҃ო, და გამოუჩნდი კაცთა…

ღი҃ს-მშობლისა.

დაემკჳდრე საშოსა ქალწულისასა უ҃ო, და გამოუჩნდი კაცთა ჴორცითა ვითარცა სათნო იყავ, და გამოაჩინე იგი, ჭეშმარიტად ღი҃ს-მშობლად, და შემწედ ყოველთა მორწმუნეთა, მხოლოო კაცთ მოყუარე:

მეოხ-გუჱყავ წინაშე ქე҃სა, შენგან შობილისა ქალწულო, რათა…

სხუა. სძლიპირი. შენ ხარ დამამტ.

მეოხ-გუჱყავ წინაშე ქე҃სა, შენგან შობილისა ქალწულო, რათა მიჴსნნეს მოწევნადთა მათ განსაცდელთაგან მტერისათა:

საცთური იგი ევასი, შესცუალე სიმართლედ, მარიამ რამეთუ შენ, სოფელსა უშევ ნათელი იგი ცხოვრებისა:

გარე-შემარტყ მე ძალი ყოვლად უბიწოო, რომელმან ჭეშმარიტად ჰშევ ღი҃ ჴორცითა, ძალი გუამოვანი მამისა:

შენ ხარ ქე҃ ღი҃ ჩემი, შენ ხარ…

გალობა დ. სძლისპირი.

შენ ხარ ქე҃ ღი҃ ჩემი, შენ ხარ ძალი ჩემი, შენ ხარ უ҃ი ჩემი, და სიქადული ცხოვრებისა ჩემისა, რომელმან არა დაუტევენ წიაღნი მამისანი, და გამოუჩნდი სიმდაბლესა ჩემსა, ამისთჳსცა წინასწარ-მეტყუჱლისა ამბაკომის თანა ვიტყოდეთ, ძალსა შენსა დიდება კაცთ-მოყუარე:

შენ მჴსნელო სახიერო, ფრიად შემიყუარე, მე განდგომილი…

ტროპარნი.

შენ მჴსნელო სახიერო, ფრიად შემიყუარე, მე განდგომილი ესე, ურჩებითა ჩემითა ჩემთჳს ღი҃, სიმდაბლით რა მოხუჱდ ქუჱყანასა ზედა რამეთუ არა ინებე შენ, მგმობრად შერაცხუაჲ ჩემი, არამედ დიდებასა, შენსა ღირს-მყავ არა ღირსი ესე:

ვინ იხილა უ҃ი, და არა დაუკჳრდა, რამეთუ შენ ძლევით, სიკუდილი დაჰჴსენ და ჯუარითა, ცოდუაჲ დასაჯე და ხრწნილებაჲ მოჰკალ, და ჯოჯოხეთი შეაძრწუნუჱ, ღმრთაებისა ძალითა, საკჳრუჱლთ მოქმედითა, კაცთ-მოყუარეო ღო҃ ყოველთაო:

შენ ხარ სიქადულ მორწმუნეთა ყოვლად წმიდაო, შუა-მდგომელ…

ღი҃ს-მშობლისა.

შენ ხარ სიქადულ მორწმუნეთა ყოვლად წმიდაო, შუა-მდგომელ და შესავედრებელ ქრისტიანეთა, ზღუდე და ნავთ საყუდელ, რამეთუ ძესა შენსა ოხასა შეჰსწირავ ყოვლად უბიწოო, და აცხოვნებ განსაცდელთაგან, სარწმუნოებით და სურჳლით, ღი҃ს-მშობლად და წმიდად მცნობელთა შენთა:

ჯუარსა რა შეგმსწუალეს შენ უსჯულოთა მათ ჰურიათა…

სხუა. სძლისპირი. მესმა უ҃ო.

ჯუარსა რა შეგმსწუალეს შენ უსჯულოთა მათ ჰურიათა ქე҃ ღო҃, რომელთაცა ცხოვრებაჲ მოგუანიჭე ვითარცა სახიერმან ღთ҃მან, ამისთჳს ვადიდებთ გამოუთქმელსა აურაცხელსა მოწყალებასა შენსა, უ҃ო დიდება შენდა:

რომელი აღსდეგ მკუდრეთით საფლავისაგან, და ყოველნი შენთანა აღადგინენ, რომელნიცა უკუჱ იყუნეს შეპყრობილ ჯოჯოხეთს შინა მკუდარნი, და განანათლენ იგინი ვითარცა სახიერმან, ამისთჳს ვადიდებთ აღდგომასა შენსა:

ღი҃ რომელი გჳშევ ჩუჱჳ҃, უბიწოო მარიამ ვედრებად…

ღი҃ს-მშობლისა.

ღი҃ რომელი გჳშევ ჩუჱჳ҃, უბიწოო მარიამ ვედრებად მისა, ნუ დასცხრები ჩუჱნთჳს ქალწულო, რათა მოგუანიჭოს ჩუჱნ დიდი წყალობაჲ:

ქუჱყანად დაუთესუჱლად, იწოდე ღი҃ს-მშობელო გამომღებელად, ყუავილსა მის…

სხუა. სძლისპირი. იგივე.

ქუჱყანად დაუთესუჱლად, იწოდე ღი҃ს-მშობელო გამომღებელად, ყუავილსა მის ცხოვრებისასა, რომელმან აღმავსნა სუნნელებითა:

განათლებულნი შენ მიერ, მორწმუნენი ნათლითა მით უსხეულოჲთა, აღგიარებთ შენ ღი҃ს-მშობლად, დედაო მზისა მის სიმართლისაო:

ღო҃ ჩუჱნო უცოდუჱლო, შენდობაჰყავ შეცოდებათა ჩუჱნთათჳს, მეოხებითა უბიწოჲსა, დედისა შენისა ქალწულისათა:

ნუსადა განმიშორებ, პირისაგან, შენისა ნათელო წარუვალო, და…

გალობა ე. სძლისპირი.

ნუსადა განმიშორებ, პირისაგან, შენისა ნათელო წარუვალო, და დამფარა მე ბნელმან, წყუდიადისამან განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და ნათელსა მცნებათა შენთასა, წარმართე სლუაჲ ჩემი გევედრები:

კუართი საბასრობელი, ჯერ იჩინე შემოსად ვნებისა პირუჱლად…

ტროპარნი.

კუართი საბასრობელი, ჯერ იჩინე შემოსად ვნებისა პირუჱლად, ცათა მეუფემან, რათა დაჰფარო სიშიშულე მამისა ჩუჱნისა, ადამისი და შიშუჱლი ჯუარს-ეცუ ჴორცითა, რათა მოსპო წყევისა სამოსელი:

სიკუდილისა ბჭეთაგან, ბუნება ჩემი ქე҃ შეწყდომილი იჴსენ, და კუალად აგე შენ, პირუჱლსავე მას აგებულებასა, ღუთაებისა, ღირს-ჰყავ იგი სასუფეველსა შენსა:

ღი҃ს-მშობლისა.

კადნიერება დედობრივი, ძისა შენისა თანა მოგიგიეს ყოვლად უბიწოო, და შეწევნასა ჩუჱნსა, ნუ დააცადებ, მისსა მიმართ გევედრებით რამეთუ, შენ გაქუს მეოხებაჲ ღი҃სა მიმართ და მოტევებაჲ, ცოდუათა ყოველთა ქრისტიანეთათჳს:

წარმართე ცხოვრებაჲ ჩუჱნი ვითარცა სახიერ ხარ, რათა…

სხუა. სძლისპირი. განგუანათლენ.

წარმართე ცხოვრებაჲ ჩუჱნი ვითარცა სახიერ ხარ, რათა უგალობდეთ აღდგომასა შენსა, და მოგუანიჭე ჩუჱნ მშჳდობაჲ შენი ვითარცა კაცთ-მოყუარე ხარ:

დაგუამტკიცენ ჩუჱნ ქე҃ ძალითა ჯუარისა შენისათა, და მოგუანიჭე ჩუჱნ მშჳდობაჲ შენი, რომელნი უგალობთ აღდგომასა შენსა, ვითარცა კაცთ-მოყუარე ხარ:

მეოხ-გუჱყავ ჩუჱნ, ძისა შენისა მიმართ ღი҃ს-მშობელო, რათა…

ღი҃ს-მშობლისა.

მეოხ-გუჱყავ ჩუჱნ, ძისა შენისა მიმართ ღი҃ს-მშობელო, რათა გარდამოგჳვლინოს სიმრავლჱ მოწყალებათა, ვითარცა გაქუს კადნიერება:

ბრალთა ჩემთა განძჳნებული ღელუაჲ დააყუდე, დედაო ნათლისაო…

სხუა. სძლისპირი. აღმსთობილნი.

ბრალთა ჩემთა განძჳნებული ღელუაჲ დააყუდე, დედაო ნათლისაო, რომელმან გჳშევ ღი҃ სრული:

ბანაკი ანგელოსთა, და კრებული ძეთა კაცთა, ჰმონებენ უბიწოო, შობასა შენსა ღი҃ს-მშობელო:

უქორწინებელად მშობელო ღი҃სა მაღლისაო, არცხჳნე მტერთა ჩუჱნთა, და გუახარე მორწმუნეთა:

მომიტევენ სახიერ, აურაცხელნი ცოდუანი ჩემნი, რომელთათჳს გიჴმობთ…

გალობა ვ. სძლისპირი.

მომიტევენ სახიერ, აურაცხელნი ცოდუანი ჩემნი, რომელთათჳს გიჴმობთ შენ, მიჴსენ მე ბოროტთაგან, შენდა მომართ ვღაღადებ ისმინე ჩემი, ღო҃ მაცხოვარო ჩემო:

ხისა გემოს-ხილჳთა, დამამდაბლა მე თავმან ბოროტთამან, ხოლო…

ტროპარნი.

ხისა გემოს-ხილჳთა, დამამდაბლა მე თავმან ბოროტთამან, ხოლო რაჟამს ამაღლდი, მაცხოვარ ძელსა ზედა, აღმმართე დაცემული, და განაქიქე, მტერი ჩემი კაცთ-მოყუარე:

შეიწყალე სიონი, ქე҃ რაჟამს საფლავით გამოხუჱდ, და განაახლე იგი, დაზუჱლებისა მისგან, საღმრთოთა მით სისხლითა, რომელი ჰსუფევს, მას შინა უკუნისამდე:

რათა ჰჴსნილ-ვიქმნნეთმცა ბოროტთაგან შეცოდებათა, მეოხებითა შენითა ღი҃ს-მშობელო…

ღი҃ს-მშობლისა.

რათა ჰჴსნილ-ვიქმნნეთმცა ბოროტთაგან შეცოდებათა, მეოხებითა შენითა ღი҃ს-მშობელო წმიდაო, და რათა მივემთხჳვნეთ ყოვლად წმიდაო ღი҃სა მცხინუარებსა, შენგან გამოუთქმელად განჴორციელებულისა ძისა ღი҃სასა:

ჴელნი თჳსნი ჯუარსა ზედა განიპყრენ ქე҃, განჰკურნე…

სხუა. სძლისპირი. ვედრებასა ჩემსა.

ჴელნი თჳსნი ჯუარსა ზედა განიპყრენ ქე҃, განჰკურნე ჴელნი იგი დაშთომილნი მამისა ადამისნი რომლითა სამოთხესა, ნაყოფი იგი ურჩებისა მიიღო მან, მის-წილ ნაღუჱლი, ჰსუ შენ ძრმისა თანა გოლგოთას:

სიკუდილისა გემო იხილა მჴსნელმან, რათა დაჰჴსნეს განბჭობაჲ იგი პირუჱლი და ხრწნილება უხრწნელებად შეჰსცუალა, და აღდგა მკუდრეთით მესამესა დღესა, და მისთანა, აღადგინა ბუნებაჲ ჩუჱნი დაცემული:

ნუ დასცხრები ვედრებასა ჩუჱნთჳს ქალწულო, ყოვლად წმიდაო…

ღი҃ს-მშობლისა.

ნუ დასცხრები ვედრებასა ჩუჱნთჳს ქალწულო, ყოვლად წმიდაო ღი҃ს-მშობელო მარიამ, რამეთუ სიმტკიცე ხარ ჩუჱნ მორწმუნეთ, და სასოებითა შენითა განვსძლიერდებით და სარწმუნოებით, შენ და ძესა შენსა გადიდებთ და თაყუანის-გცემთ:

კიდობნად სჯულისად აღგიარებთ, წმიდაო ღი҃ს-მშობელო, და ტაძრად…

სხუა. სძლისპირი. მომეც მე.

კიდობნად სჯულისად აღგიარებთ, წმიდაო ღი҃ს-მშობელო, და ტაძრად მაღლისა, კარავად საწამებელად, და ბჭედ ზეცისად:

დამამჴობელ კერპთა იქმნა შობაჲ შენი ღი҃სა დედაო, რამეთუ მიჴსნნა ჩუჱნ, მტერისა საცთურთაგან მოსავნი შენნი:

იქმენ კიბე ღი҃სა კაცთა მომართ, მარიამ უბიწოო, რამეთუ შენ მიერ გარდამოჴდა, მაცხოვარი დაბადებულთა:

აღრასდეგ მჴსნელო საფლავით, და მკუდარნი აღადგინენ საფლავთაგან…

კონდაკი. ჴმა ჱ. სოფლისა შემოქმედი.

აღრასდეგ მჴსნელო საფლავით, და მკუდარნი აღადგინენ საფლავთაგან, და სიმტკიცე სიკუდილისა შეჰმუსრე, და ადამ განაცხოველე, და ევა მხიარულ-ჰყავ აღდგომითა შენითა, ვინაცა კიდენი სოფლისანი დღესასწაულობენ, მკუდრეთით აღდგომისა შენისათჳს, მრავალ-მოწყალე ქე҃ ღო҃ დიდება შენდა:

ჯოჯოხეთისა მეუფება იავარჰყავ და მკუდარნი აღადგინენ უკუდაო…

იკოსი.

ჯოჯოხეთისა მეუფება იავარჰყავ და მკუდარნი აღადგინენ უკუდაო, და დედათა მენელსაცხებლეთა რა შეემთხჳე, მწუხარებაჲ მათი სიხარულად გარდასცუალე, და სასწაული ძლევისა მათ მიერ მოციქულთა აუწყე ცხოვრების მომცემელო, და დაბადებულნი განანათლენ კაცთ-მოყუარე, ამისთჳსცა განსცხრების ყოველი დაბადებული, მრავალ-მოწყალე ქე҃ ღო҃ დიდება შენდა:

საღმრთოსა შურისათჳს, ცეცხლმან შეიკდიმა პირუჱლად ბაბილონს, რომელსა…

გალობა ზ. სძლისპირი.

საღმრთოსა შურისათჳს, ცეცხლმან შეიკდიმა პირუჱლად ბაბილონს, რომელსა სამნი ყრმანი, ვითარცა რა სამოთხესა შინა ვიდოდეს, და შეცურეულნი ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს, კურთხეულ ხარ შენ უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:

სიმდაბლე შენი ქე҃, დაუკჳრდა კრებულსა ანგელოსთასა, რაჟამს…

ტროპარნი.

სიმდაბლე შენი ქე҃, დაუკჳრდა კრებულსა ანგელოსთასა, რაჟამს გიხილეს ღი҃, ჴორციელად დამსჭუალული ძელსა ზედა, რათა აცხოვნნე რომელნი ღაღადებდენ და იტყოდენ, კურთხეულ ხარ შენ უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:

ღმრთაებისა ნათლითა, აღივსო ქუჱსკნელი რაჟამს შთაჰხედ ქე҃, და ბნელი მეოტ-იქნნა, და წყვდიადი იგი ბნელი განიდევნა, და შეწყდომილნი მას შინა, გამოვიდეს და იტყოდეს, კურთხეულ ხარ შენ უ҃ო, ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:

ყოველთა შემოქმედად, და ერთისა ხოლო მხოლოდ შობილისა…

სამებისა.

ყოველთა შემოქმედად, და ერთისა ხოლო მხოლოდ შობილისა, მამად ღი҃ს-გმეტყუჱლებთ შენ და ერთსა სულსა წრფელსა, გამომავალსა, შენგან აღჳარებთ მამაო და ვიტყჳთ, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო, ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:

ჰქმენ ცხოვრებაჲ შორის ქუჱყანისა ქე҃ ღო҃ ჩუჱნო…

სხუა. სძლისპირი. ქუჱყანით იუდა.

ჰქმენ ცხოვრებაჲ შორის ქუჱყანისა ქე҃ ღო҃ ჩუჱნო, და ვღაღადებთ ჩუჱნცა ჴმასა მას წინასწარ-მეტყუჱლისასა, რომელი ამაღლდი შენ ჯუარსა ზედა სახიერებით, და მოუწოდე ყოველთა წარმართთა, რომელნი სარწმუნოებით ღაღადებენ შენდამი მამათა ჩუჱნთა ღო҃ კურთხეულ ხარ შენ უკუნისამდე:

აღრასდეგ შენ საფლავით ვითარცა ძილისაგან სახიერ, მაშინ მოუწოდე ყოველთა წარმართთა, და იჴსენ ყოველნივე ხრწნილებისაგან, და ჰრწმენა სოფელსა შენდამი, და მოციქულთა ქადაგეს აღდგომაჲ შენი და იტყოდენ, მამათა ჩუჱნთა ღო҃ კურთხეულ ხარ შენ:

სწორი მოქმედებითა მშობელისა, სწორი ძლიერებითა სიტყუა თანა-არსი…

ღი҃ს-მშობლისა.

სწორი მოქმედებითა მშობელისა, სწორი ძლიერებითა სიტყუა თანა-არსი, ჯერ-ჩინებითა მამისა და სულისათა დაებადების, მამათა ჩუჱნთა ღო҃ კურთხეულ ხარ შენ:

გამოსჩნდი მუცლისაგან, ქალწულისა სახიერ მაცხოვრად ძეთა კაცთა…

სხუა. სძლისპირი. იგივე.

გამოსჩნდი მუცლისაგან, ქალწულისა სახიერ მაცხოვრად ძეთა კაცთა ამისთჳს აღჳარებთ, მორწმუნენი დედასა შენსა ღი҃ს-მშობლად და ვღაღადებთ, მამათა ჩუჱნთა ღო҃ კურთხეულ ხარ მარადის:

იესეს ძირისაგან, კუჱრთხი აღმოსცენდი ღი҃ს-მშობელო ქალწულო, რომელმან გამოიღე ნაყოფად მაცხოვარი, მორწმუნეთა და იტყჳან, მამათა ჩუჱნთა ღო҃ კურთხეულ ხარ მარადის:

ჭურად სამკჳდრებელად, სიბრძნისა მის საღმრთოსა გამოსჩნდი უბიწოო, შენგან რა გამობრწყინდა, განმაბრძნობელი უგულის-ჴმოთა და ვღაღადებთ, მამათა ჩუჱნთა ღო҃ კურთხეულ ხარ შენ:

შჳდ-წილ აღაგზნა საჴუმილი, მძლავრმან ქალდეველთამან ყრმათათჳს, გულის-წყრომით…

გალობა ჱ. სძლისპირი.

შჳდ-წილ აღაგზნა საჴუმილი, მძლავრმან ქალდეველთამან ყრმათათჳს, გულის-წყრომით, რისჴჳთა ძალისა მაღლისათა, იხილნა უვნებელად, დაცულნი ცეცხლისაგან განუხრწნელად, დამბადებელისა მიმართ და მჴსნელისა ღაღად-ჰყუჱს აკურთხევდით, ყრმანი და მღუდელნი უგალობდით, ერნი უფროსად, ამაღლებდით მას უკუნისამდე:

იესოს ძალი ღმრთაებრი, უზესთაესი ყოვლისა, გამოჩნდა ჩუჱნ…

ტროპარნი.

იესოს ძალი ღმრთაებრი, უზესთაესი ყოვლისა, გამოჩნდა ჩუჱნ შორის ვითარცა შეჰგავს ღი҃სა, რამეთუ ყოველთათჳს, ჴორცითა ჯურცმა დაითმინა, და სიკუდილისა ძალი დაჰჴსნა ამისთჳსცა, ყრმანი აკურთხევდით მას, მღუდელნი უგალობდით მას, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე:

ჯუარცმული აღდგომილ-არს დღეს, და მოშურნე დაცემულარს, ხოლო ცთუნებული კუალად შეწყნარებულ არს, განხრწნილი უხრწნელ ქმნილ არს, მორწმუნენი იხარებენ, რაჟამს სიკუდილი განიოტა ცხოვრებამან, ხოლო ჩუჱნ ესრეთ ვიტყჳთ, აკურთხევდით ქე҃სა, და უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე:

ღუთაებასა სამებასა, ერთ-არსებასა დიდებულსა, არსებით მიუწთომელსა, სამ-გუამოვნებასა…

სამებისა.

ღუთაებასა სამებასა, ერთ-არსებასა დიდებულსა, არსებით მიუწთომელსა, სამ-გუამოვნებასა, მამასა უშობელსა, და ძესა შობილსა დაუსაბამოსა, და სულსა წმიდასა თანა არსსა, მარადის ვაკურთხევდეთ, ყრმანი და მღუდელნი, და ერნი უფროსად აღუამაღლებდეთ მას უკუნისამდე:

ძელსა ზედა რა ჴელნი განიპყრენ ჩემთჳს განშიშულებულმან…

სხუა. სძლისპირი. სამნი ყრმანი.

ძელსა ზედა რა ჴელნი განიპყრენ ჩემთჳს განშიშულებულმან, მომიწოდე მე კეთილ სახიერებითა შენითა, და შემოსე სიშიშულჱ ჩემი რომელი ესე ვიტყჳ, აკურთხევდით ყოველნი საქმენი უ҃ისანი უ҃სა, და ამაღლებდით მას უკუნისამდე:

რომელმან ქუჱსკნელით ჯოჯოხეთით აღმამაღლე მე დაცემული ესე, და სიმაღლისა საყდართა დიდებისა ღუთაებისა შენისათა ღირს-მყავ უღირსი ესე, ამისთჳს ვღაღადებ, აკურთხევდით ყოველნი საქმენი უ҃ისანი უ҃სა, და ამაღლ҃ებდით მას უკუნისამდე:

ასულად ადამ დაცემულისა გამოსჩნდი ქალწულო, ხოლო დედად…

ღი҃ს-მშობლისა.

ასულად ადამ დაცემულისა გამოსჩნდი ქალწულო, ხოლო დედად არსებისა ჩემისა განმაახლებელისა ღი҃სა, რომელსა უგალობენ ყოველნი საქმენი უ҃სა, და უფროსად აღამაღლებენ ყოველსა შინა უკუნისამდე:

წინა აღმდგომნი მბრძოლი ჩემი, ვითარ ცეცხლი შემწუჱლი…

სხუა. სძლისპირი. მეუფესა ცა.

წინა აღმდგომნი მბრძოლი ჩემი, ვითარ ცეცხლი შემწუჱლი, სულთა ჩუჱნთა დაშრიტე, მეოხებითა მშობელისა შენისათა ქე҃:

დამბადებელი ცათა სიტყუაჲ, უშევ კაცთა, უბიწოო ქალწულო ჴორცითა, ამისთჳს სარწმუნოებით გაკურთხევთ შენ:

ნათელმან მიუახლებელმან რომელიცა დაემკჳდრა შენთანა ქლწულო, გყო შენ სანთელ, განმანათლებელ მორწმუნეთა:

განკჳრდეს ზესკნელს ცანი და კიდენი, ქუჱყანისანი შეძრწუნებულ-იქმნნეს…

გალობა თ. სძლისპირი.

განკჳრდეს ზესკნელს ცანი და კიდენი, ქუჱყანისანი შეძრწუნებულ-იქმნნეს, რაჟამს ღი҃, შენ მიერ კაცთა გამოეცხადა, და საშო შენი უმაღლეს, ცათა საყდართა გამოაჩინა, ამისთჳს ღი҃ს-მშობელო, ანგელოსნი და კაცნი, ვითარცა ღირს-ხარ გადიდებენ შენ:

საღმრთოთა ბუნებითა უსხეულო ხარ, და ჴორცთ-შესხმითა სხეულევან…

ტროპარნი.

საღმრთოთა ბუნებითა უსხეულო ხარ, და ჴორცთ-შესხმითა სხეულევან იქმენ, და მით ივნე ვითარცა კაცმან ღი҃სა სიტყუაო, და ჰგიე შენ უვნებელად, ვითარცა ღთ҃-ხარ შეუხებელი რა მეთუ ბუნებანი, ორნი იყუნეს შენთანა განუყოფელნი და შეურწყმელნი:

მონათა თანა დამდაბლებითა მაღალო, ღმრთაებისა ბუნებითა მამასა, ღმრთად შენდა უწოდე ვითარცა კაცმან ბუნებით, ხოლო რაჟამს საფლავით აღსდეგ, მადლითა მამად ქუჱყანისა ნაშობთა, ბუნებით ღი҃ მამა, ჰბრძანე რომლისა თანა, ყოველნი სულით წმიდითურთ გადიდებთ:

დედად ღი҃სად გამოსჩნდი ქალწულო, და ზესთა ცნობისა გჳშევ ჴორცითა, სიტყუაჲ სახიერი, რომელი სახიერისა მის გულისაგან მამამან აღმოსთქუა, პირუჱლ ყოველთა, საუკუნეთა, რომელსა უზესთაეს ჴორცთასა გულის-ჴმა-ვჰყოფთ, აწ დაღათუ მოსიან ჴორცნი:

საღმრთოთა უკუჱ ბუნებითა მუცლადღებულსა, საშოსა შინა თჳსსა…

სხუა. სძლისპირი. შეძრწუნდეს.

საღმრთოთა უკუჱ ბუნებითა მუცლადღებულსა, საშოსა შინა თჳსსა დედა იგი შენ ღი҃სა, გხედჳდა რა ჯუარსა ზედა ჩუჱნთჳს კაც-ქმნილსა, ბუნებითა კაცობრივითა ვნებულსა, ხოლო ვითარცა ღთ҃სა უვნებელად დადგრომილსა გალობით გადიდებდა:

დაიჴსნა, ბნელი იგი მჭმუნუარჱ, რამეთუ აღმობრწყინდა ქე҃ მზჱ სიმართლისა ჯოჯოხეთიგან, განმანათლებელი ყოველთა კიდეთა ქუჱყანისათა, საღმრთოჲთა ნათლითა მცხინუარე, კაცი ზეცისა, ხოლო ღი҃ ქუჱყანისა, რომელსა ვადიდებთ ორთა შინა ბუნებათა:

გარდააცუ მშჳლდსა შენსა ძლიერო, წარემართე და სუფევდ რომელი იშევ, ქალწულისაგან, და მტერნი ჩუჱნნი ურწმუნონი დაუმორჩილენ, მეფესა ჩუჱნსა ჵ მორწმუნესა, რომელსა უპყრიეს ჯუარი შენი, და აცხოვნე ერი შენი, რომელნი სარწმუნოებთ გადიდებთ შენ:

საჴსენებელი შენი, ყოვლად წმიდაო ქალწულო, მადლითა და…

სხუა. სძლისპირი. ღი҃ს-მშობლად.

საჴსენებელი შენი, ყოვლად წმიდაო ქალწულო, მადლითა და სიხარულითა, აღსავსე არს და აღმოგჳცენდების, ჩუჱნ მის მიერ კურნებაჲ:

ფსალმუნთა გალობითა, ქებით შეგამკობთ შენ წმიდაო, ღი҃ს-მშობელო რომელმან აღმოგჳცენე ჩუჱნ სიხარული, საუკუნოჲ მჴსნელი სულთა ჩუჱნთა:

ბრწყინუალედ შუჱნიერ-არს ნაყოფი მუცლისა შენისა, ქალწულო უბიწოო, და ერნი რომელნი მას, მიიღებენ განცხოველდებიან:

უ҃ო დაღაცათუ სამსჯავროსა მას, წინაშე პილატესსა წარსდეგ…

აქებდითსა ზედა, დასდებელნი აღდგომისანი. ჴმა ჱ.

უ҃ო დაღაცათუ სამსჯავროსა მას, წინაშე პილატესსა წარსდეგ, არამედ მჯდომარე იყავ შენ მარადის საყდართა მამისათა, და აღსდეგ მკუდრეთით მაცხოვარ, და დაბადებულნი იჴსნენ მონებისაგან, უცხო-ქმნილისა, მოწყალეო და კაცთ-მოყუარეო:

უ҃ო დაღაცათუ ვითარცა მკუდარი, ჰურიათა საფლავსა დაგდუჱს, არამედ ერისაგანნი გცჳდეს, ვითარცა მეუფესა მძინარესა, და დაგბეჭდეს შენ ვითარცა, საფასჱ, დიდ-ძალი არამედ აღსდეგ, და მოანიჭე, შენ უხრწნელებაჲ სულთა ჩუჱნთა დღეს:

უ҃ო საჭურუჱლად მტერთა წყობასა, მოგუჱც ყოველთა ჯუარი შენი, რომლისაგან ჰსძრწის და ეშინის, რამეთუ ვერ იტჳრთავს ხილუად, ძლიერებასა მისსა, რომელი მკუდართა აღადგინებს და სძლევს სიკუდილსა, ამისთჳს ჩუჱნცა უგალობთ და თაყუანის-ვჰსცემთ მას:

ანგელოსმან შენმან უ҃ო, რომელმან აღდგომა შენი ჰქადაგა, მცუჱლნი იგი შეაშინნა, ხოლო დედანი ხარებულ-ჰყუნა და რქუა მათ, რასა ეძიებთ ცხოველსა მას მუდართა თანა, აღდგა ვითარცა ღთ҃-არს, და ყოველსა სოფელსა ცხოვრებაჲ მოანიჭა:

ჯუარითა ივნე, უვნებელმან ღმრთაებითა, დაფლუა თავს-იდევ სამისა…

სხუანი. დასდებელნი აღმოსავლურნი. ჴმა ჱ.

ჯუარითა ივნე, უვნებელმან ღმრთაებითა, დაფლუა თავს-იდევ სამისა დღისა, რათა ჩუჱნ განგუათავისუფლნე მონებისაგან მტერისა, და უკუდავ გუყუნე და გუაცხოვნნე ჩუჱნ, ქე҃ ღო҃ კაცთ-მოყუარეო აღდგომითა შენითა:

თაყუანის-ვჰსცემთ და ვადიდებთ, და უგალობთ მკუდრეთით აღდგომასა შენსა ქე҃, რომლისა მიერ განმათავისუფლენ ჩუჱნ, საკრუჱლთაგან ჯოჯოხეთისათა განუჴსნელთა, და ვითარცა ღთ҃-ხარ მოანიჭე სოფელსა, უხრწნელებაჲ და ცხოვრებაჲ საუკუნოჲ, მხოლომან სახიერმან და კაცთ-მოყუარემან:

ცხოვრების მომცემელსა მას, საფლავსა უსჯულონი, ჰურიანი სცჳდეს და დაბეჭდეს დასითა, ხოლო ვითარცა ღთ҃-ხარ აღსდეგ, ქე҃ ძლიერებით მესამესა დღესა მკუდრეთით:

წარრახუჱდ ჯოჯოხეთისა, ბჭეთა უ҃ო, და შეჰმუსრენ, ხოლო იგი ტყუჱ-ქმილი ესრეთ ღაღადებდა, ვინმე არს ესე რომელი არა დაისაჯების, ქუჱსკნელთა შინა ქუჱყანისათა, არამედ ვითარცა ტალავარი დაარღჳა, სიკუდილსა საპყრობილჱ, შევიწყნარე ვითარცა მკუდარი, და ვსძრწი ვითარცა ღი҃საგან, ყოვლად ძლიერო ღო҃ შეგჳწყალენ ჩუჱნ:

მომიჴსენე ჩუჱნ ქე҃ სოფლის მაცხოვარ, ვითარცა ავაზაკი…

კჳრიაკესა. ლიტურღიასა ზედა. მომიჴსენენი. ჴმა ჱ.

მომიჴსენე ჩუჱნ ქე҃ სოფლის მაცხოვარ, ვითარცა ავაზაკი წინაშე ჯუარსა, და ღირს მყუჱნ ჩუჱნ ყოველნი მრავალ მოწყალე, შენსა ზეცისა სასუფეველსა:

ისმინე ევას თანა ადამ და იშუჱბდ რომელმან განგაშიშულა მტერმან პირუჱლად და ცთუნებითა წარგტყუჱნა, ესე აწ ჯუარსა, დამსჭუალჳთა დასცა ქე҃მან:

ძელსა დამოეკიდე მჴსნელო განზრახჳთ, ძელითა ადამ იჴსენ წყევისა მისგან, და მიეც, ვითარცა ღთ҃ ხარ, ხატსა შენსა სამოთხისა იგი მკჳდრობაჲ:

დღეს ქე҃ აღდგა საფლავით და მიანიჭა, ყოველთა კაცთა უხრწნელებაჲ და სიხარული, რაჟამს განეცხადა შემდგომად აღდგომისა, მენელსაცხებლეთა დედათა:

იხარებდით დედანო ბრძენნო მენელსაცხებლენო, პირუჱლად მხილუჱლნო ქე҃ს აღდგომისანო, რომელთა ახარეთ მოციქულთა აღმოწოდებაჲ ყოვლისა, სოფლისა:

მეგობარნო ქე҃სნო მოციქულნო რომელთა გეგულუჱბისთ თანა მოსაყდრე ყოფად დიდებისა მისისა, კადნიერებით ჩუჱნდა წარდგომად მისსა მიმართ იოხეთ, ვითარცა მოწაფეთა მისთა:

დაუსაბამოო სამება, განუყოფელო არსებაო, თანა-მოსაყდრეო ერთობაო დიდებითა…

დიდება.

დაუსაბამოო სამება, განუყოფელო არსებაო, თანა-მოსაყდრეო ერთობაო დიდებითა ერთ-პატივო თჳთ მთავარო ბუნებაო და მეუფებაო, აცხონენ სარწმუნოებით მგალობელნი შენნი:

გიხაროდენ ვრცელო დასატევნელო ღი҃საო, გიხაროდენ კიდობანო ახლისა…

ღი҃ს-მშობლისა.

გიხაროდენ ვრცელო დასატევნელო ღი҃საო, გიხაროდენ კიდობანო ახლისა აღთქმისაო, გიხაროდენ ტაკუკო, რომლისაგან მოეცა ყოველთა მანანაჲ ზეციერი:

სამოთხეო სულიერო, ტაძარო უ҃ისაო, ჵ ღი҃ს-მშობელო დედოფალო…

გალობანი წმიდისა ღი҃ს-მშობელისანი. გალობა ა. ჴმა ჱ. სძლისპირი. ისრაილი მონა.

სამოთხეო სულიერო, ტაძარო უ҃ისაო, ჵ ღი҃ს-მშობელო დედოფალო, ჩუჱნ მგალობელთა შენთა, გჳთხოე დიდი წყალობა:

იშუა რა შენგან ღი҃ს-მშ҃ბელო სიტყუა დაუსაბაო, დაუსაბამოსა მამისა, რომელმან მოწყალებით ინება გამოჴსნა ჩუჱნი:

ქერობიმთა უწმიდესო, მშობელო უ҃ისაო სული ჩემი ცოდუათა მიერ, შებღალული განწმიდე მეოხებითა შენითა:

არა ღირს ვარ კადნიერად, აღხილუად თუალთა ზეცად, ვედრებად ცოდუათა ჩემთათჳს ღი҃ს-მშობელო ქალწულო შენ ჰყავ ჩემ თანა წყალობა:

დაცემული ცოდუათაგან მრავალთა, აღმადგინე ღის-მშობელო და განმაძლიერე…

გალობა გ. სძლისპირი. შიში შენი დაჰნერგე.

დაცემული ცოდუათაგან მრავალთა, აღმადგინე ღის-მშობელო და განმაძლიერე მოსწრაფედ, მონებად ძესა შენსა ყოვლისამპყრობელსა:

უძლურება სულთა ჩუჱნთა განჰკურნე, ქე҃ ღო҃ ვედრებითა, მშობელისა შენისათა, და ღირს-მყავ მონებასა შენსა კაცთ-მოყუარე:

ლმობიერად ევედრე ძესა შენსა, ღი҃ს-მშობელო უბიწოო ჩუჱნ მონათა შენთათჳს, რათა მოგუანიჭოს ჩუჱნ მოტევება ცოდუათა:

უბიწოო ღი҃ს-მშობელო ქალწულო, აღმადგინე დაცემული, ცოდუათაგან და მაცხოვნე მე, სასოო და მეოხო ყოველთა ცოდჳლთაო:

საუნჯე ხარ შენ, დაულევნელი ჵ ღი҃ს-მშობელო ქალწულო…

გალობა დ. სძლისპირი. მესმა პირუელად.

საუნჯე ხარ შენ, დაულევნელი ჵ ღი҃ს-მშობელო ქალწულო, ამისთჳს გევედრები ღირსო მადლითა შენითა, განამდიდრე სული ჩემი დაგლახაკებული, ცოდჳსა მიერ:

უ҃ისა დედად, აღგიარებთ შენ მორწმუნენი ღი҃სა დედაო, და გევედრებით მეოხ-გუჱყავ, და გევედრებით მეოხ-გუჱყავ, რათა მოტევება, ცოდუათა მოგუჱნიჭოს ჩუჱნ სარწმუნოებით, შემსხმელთა შენთა:

ფრიად მრავალთა, ცოდუათაგან მოცულსა მილხინე უ҃ო რომელმან ჴსნისათჳს ჩუჱნისა ბუნება კაცობრივი, შეიმოსა საშოსა შინა ქალწულისა, უბიწოსასა:

ლოცუანი ჩუჱნნი, შეწირე ღირსო წინაშე ძისა შენისა, და წყალობა შენი გარდამოგჳვლინე, ქალწულო სძალო, უბიწოო სარწმუნოებით მგალობელთა შენთა, ღი҃სა დედაო:

იძლია ბუნება ჩუჱნი, გემოთაგან სოფლისათა და გარდავჴედ…

გალობა ე. სძლისპირი. ღამისაგან წყუდიადი.

იძლია ბუნება ჩუჱნი, გემოთაგან სოფლისათა და გარდავჴედ მცნებათა შემოქმედისათა მე უბადრუკი, არამედ წმიდაო, ღი҃სა დედაო შენ მომაქციე:

სულისა ჩემისა თუალნი, განმინათლე ნათლითა თუალთ-შეუდგამო იესო, ვედრებითა დედისა შენისათა, რომელნი ცოდუათა მიერ, და ვნებათა მწარედ დავაბნელენ:

აღიძრა ჩემ ზედა ღელუა, გულისთქმათა და დამნთქამს ამისთჳს მოვივლტი შენდა, მყუდროდ ნავთ-საყუდელად დედოფალო, ქალწულო ღი҃სა დედაო განმარინე ოხითა შენითა:

ურუათათჳს სოფლისათა, და ჭირთა მტერისა მიერ მოწევნულთა, ჩემ ზედა, არავი მაქუს შემწე შენსა გარეშე, ღი҃ს-მშობელო უბიწოო, აღმიპყარ ჴელი მოწყალებისა:

ცხოვრებისა ჩემისა წინამძღუარო, და სულთა ჩუჱნთა მეოხო…

გალობა ვ. სძლისპირი. ვეშაპისა მუცელსა.

ცხოვრებისა ჩემისა წინამძღუარო, და სულთა ჩუჱნთა მეოხო, ქალწულო ღი҃სა დამტევნელო, მოღუაწე გუჱქმენ ღირსო, ძისა შენისა მიმართ, რათა გუაცხოვნნეს:

უ҃ი ჰშევ, და მეუფე რომელმან, მოწყალებით ჯერიჩინა, ხსნა ჩუჱნი, ტყუჱ-ქმნილთა ცოდჳთა, მას ევედრე მარიამ, რათა შენდობა მოგუმადლოს მოსავთა შენთა:

დააყუდენ ღი҃ს-მშობელსა მიერ, აღძრუანი განსაცდელთანი, უ҃ო განწირულთა მჴსნელო, რათა უვნებელად განულნეთ ღელუანი, ამის საწუთოსანი:

ვინ შეუძლოს, ღირსებით ქებად შენდა, ნივთიერითა ენითა, ქალწულო, რამეთუ უფროს ხარ, ყოველთა არსთა, რომელმან სიტყუა ღი҃სა ჴორცითა, ჰშევ უბიწოო:

აღმიპყარ ჴელი მოწყალებისა, ცოდუათაგან მრავალთა, გუჱმულსა მწარედ…

გალობა ზ. სძლისპირი. ყრმანი ებრაელნი.

აღმიპყარ ჴელი მოწყალებისა, ცოდუათაგან მრავალთა, გუჱმულსა მწარედ, ღი҃სა დედაო რათა ვღაღადებდე და ვიტყოდე, კურთხეულ-ხარ შენ მშობელო, მეუფისა ცათასაო:

თუალთა ჩემთა წყარო, ცრემლთა მოჰმადლე, წმიდაო ღი҃ს-მშობელო, რომლისა მიერ, მწიკული ცოდუათა განჳბანო და ღაღად-ვჰყო, კურთხეულ-ხარ შენ მშობელო, მეუფისა ცათასაო:

აოტენ სულნი იგი უკეთურნი, რომელთა ეგულების მონადირებად, სული ჩემი, ჵ ღი҃ს-მშობელო, რათა ვღაღადებდე, კურთხეულ-ხარ შენ მშობელო, მეუფისა ცათასაო:

განუშორებელი ძე მამისაგან, და სულისა წმიდისა, ჴორცითა იშუა, შენგან ქალწულო ღი҃ს-მშობელო, რომელსა უგალობთ, კურთხეულ-ხარ შენ მშობელო, მეუფისა ცათასაო:

ნიავქარნი, ვნებათანი აღმიდგეს, და ღელუანი, სოფლისანი დამნთქენ…

გალობა ჱ. სძლისპირი. მთასა ზედა, მოსეს-თანა.

ნიავქარნი, ვნებათანი აღმიდგეს, და ღელუანი, სოფლისანი დამნთქენ მე, შენ გევედრებით ღი҃ს-მშობელო ქალწულო, ჰყავ ჩემ თანა წყალობა, და განმარინე ოხითა შენითა:

მზაკუარისა, მტერისა ბრძოლათაგან, გამომიჴსენ, წმიდაო ღი҃ს-მშობელო, და ღირს-მყავ წყალობასა ქე҃ს ღი҃სასა რათა გაკურთხევდე, და აღგამაღლებდე შენ უკუნისამდე:

იშუა შენგან, სამართლისა იგი მზე, ღი҃ს-მშობელო, რომელმან განანათლნა, სულნი ჩუჱნნი დაბნელებულნი ცოდჳთა ამისთჳს ვაკურთხევთ, და აღუამაღლებთ მას უკუნისამდე:

ლმობიერ ჰყავ, გული ჩემი წმიდაო, ღი҃ს-მშობელო, რათა ვჰმონო მჴურუალედ, ძესა შენსა და ვჰპოო მისგან შენდობა ცოდუათა ჩემთა და გაკურთხევდე შენ უკუნისამდე:

ხე ცხოვრებისა ხარ გამომღებელი ნაყოფსა მას ტკბილსა…

გალობა თ. სძლისპირი. შენ რომელი უქორწინე.

ხე ცხოვრებისა ხარ გამომღებელი ნაყოფსა მას ტკბილსა, ღი҃ს-მშობელო გევედრები სიმწარე ესე ცოდუათა ჩემთა, დაატკბე ოხითა შენითა უბიწოო, რათა გალობითა, დაუდუმებელითა გადიდებდე:

იქმენ ჴელის-აღმპყრობელ ჩემდა, დღესა მას საშინელსა, ოდეს იგი მოვიდეს ძე შენი დიდებით განსჯად ყოველთა, ქალწულო და ღირს-მყავ მარჯუჱნით მისსა დადგომად, მეოხებითა შენითა უბიწოო:

ნუ შეურაცხ-ჰყოფ უძლურსა ამას ვედრებასა ჩემსა, ღი҃ს-მშობელო არამედ მექმენ შემწე და ჴელის-აღმპყრობელ, და მომეც მადლი სიწმიდისა შენისა და მაცხოვნე, დედოფალო ოხითა შენითა:

ერთი სამებისაგანი იშუა შენგან ღი҃ს-მშობელო, თანა მფლობელი მამისა და სულისა ყოვლად წმიდისა, ძე მხოლო ორითა ბუნებითა სრულითა, რომელსა გალობითა, დაუდუმებელითა ვადიდებთ: