გულანი
საცდელი · 1.11.3
ხმა 8 · ხუთშაბათი 1 / 75უ҃ო ცისკრითა ნუგეშინის-მცემელისა სულისა შენისათა განანათლენ მოციქულნი…

ხმა 8 · ხუთშაბათი

რვა ხმა

პარაკლიტონი · დაახლ. 29 წთ

უ҃ო ცისკრითა ნუგეშინის-მცემელისა სულისა შენისათა განანათლენ მოციქულნი…

მწუხრად დასდებელნი, მსგავსნი მოციქულთანი. ჴმა ჱ. უ҃ო დაღაცათუ.

უ҃ო ცისკრითა ნუგეშინის-მცემელისა სულისა შენისათა განანათლენ მოციქულნი შენნი, და მნათობად დაადგინენ იგინი, სიმტკიცედ სარწმუნოებისა, ნათლითა გონიერითა გულის-ჴმის-ყოფისა შენისათა მეუფეო ამისთჳს თაყჳანის-ვსცემთ გამოუთქმელსა კაცთ-მოყუარებასა შენსა:

უ҃ო ვედრებითა მოციქულთათა შეზღუდე სამწყსოჲ ესე შენი, და დაიცევ უვნებელად განცდისაგან მტერთასა, რამეთუ პატიოსნითა სისხლითა შენითა მოიყიდე უცხოჲსაგან მონებისა, ვითარცა მოწყალემან და კაცთ-მოყუარემან:

გამოჰსჩნდით საფუძუჱლსა შინა, ეკკლესიისასა ერთბამად ვითარცა ქუანი პატიოსანნი, და ცისკრითა ბრწყინუალითა ელუარე-ჰყოფთ ყოველსა შინა სოფელსა საცნაურად საღმრთოსა გულის-ჴმის-ჰყოფასა, საღმრთონო მოციქულნო, სამებისა წინაშე მდგომარენო, და მეოხნო სულთა ჩუჱნთანო:

უ҃ო საღმრთოჲთა ოხითა მღუდელ-მთავრისა შენისათა მოწყალე-იქმენ და…

სხუანი. დასდებელნი წმიდისა ნიკოლოზისანი, მსგავსნი.

უ҃ო საღმრთოჲთა ოხითა მღუდელ-მთავრისა შენისათა მოწყალე-იქმენ და ყოვლისაგან განსაცდელისა, და ყოვლისაგან განბოროტებისა, და ზედა-მოსლჳსაგან მტერთასა განათავისუფლენ მონანი შენნი, რომელნი სარწმუნოებით თაყუანის-სცემენ უძლეველსა სიმტკიცესა შენსა:

უ҃ო მღუდელ-მთავარი შენი გამოაჩინე სოფელსა შინა ვითარცა კეთილ-სუნნელება, რამეთუ ყოველთა გულთა მორწმუნეთასა განასუნნელებს იგი საკჳრუჱლებათა მიერ, ხოლო ტკივილთა და სულიერთა ვნებათა განჰსდევნის მადლითა შენითა, რომლისა მეოხებითა აცხოვნენ მგალობელნი შენნი ვითარცა მოწყალემან:

უ҃ო მღუდელ-მთავარი შენი პატიოსანი ადიდე ნიკოლოზი, ყოველთა კიდეთა შინა, და მიეც მას მადლი საკჳრუჱლებათა, და თანა-მბრძოლ გამოაჩინე იგი ბოროტითა განსაცდელთა შინათა და ჭირთა და ძჳრთა, ხოლო შევრდომილთა და მთხოველთა მისდა მარადის შეწევნისათა:

იხილე შემუსრჳლისა გულისა ჩემისა, სულთქმაჲ ღი҃სა სძალო…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა, მსგავსი.

იხილე შემუსრჳლისა გულისა ჩემისა, სულთქმაჲ ღი҃სა სძალო, და შეიწირე ქალწულო მარიამ აღპყრობაჲ ჴელთა ჩემთა, ვითარცა კაცთ-მოყუარემან, და ნუ გამნაგდებ ყოვლად უბიწოო, რათა გიგალობდე და გადიდებდე შენ, მადიდებელსა ნათესავისა ჩუჱნისასა:

უ҃ო წადიერად ქუჱყანასა ზედა, მოციქულთა შეგიყუარეს შენ…

სტიქარონსა ზედა, დასდებელნი მოციქულთანი. ჴმა ჱ. უ҃ო დაღაცათუ.

უ҃ო წადიერად ქუჱყანასა ზედა, მოციქულთა შეგიყუარეს შენ, და ნაგევად შერაცხეს ყოველი, რათა შენ მხოლო შეგიძინონ, და შენთჳს სატანჯუჱლთა, ჴორცნი მათნი მისცნეს ვინაცა იდიდნეს, და მეოხ-არიან შეწყალებად სულთა ჩუჱნთათჳს:

უ҃ო მოციქულთა საჴსენებელი განადიდე ქუჱყანასა ზედა, რამეთუ ყოველნი ერთობით შემოკრებულ-ვართ მათ შინა, და დიდების-გმეტყუჱლებთ შენ, რამეთუ მოგუცემ ლოცჳთა მათითა, კურნებასა და მშჳდობასა, ღო҃ ჩუჱნო მრავალ-მოწყალე:

რაოდენი რა არს შუჱნიერ, და რაოდენი რა…

მოწამეთა.

რაოდენი რა არს შუჱნიერ, და რაოდენი რა არს საქებელ, ყოველივე შუჱნის მოწამეთა, რამეთუ მახჳლსა მოუდრიკნეს ქედნი მათნი, შენთჳს რომელმან მოსდრიკენ ცანი, და გარდამოჴედ ქუჱყანად, დასთხივნეს სისხლნი მათნი შენთჳს, რომელმან დაიმდაბლე თავი თჳსი და ხატი მონისა მიიღე, დამდაბლდეს ვიდრე სიკუდილადმდე, მიბაძჳთა სიგლახაკისა შენისათა, მათითა ლოცჳთა, მრავალთა მათებრ წყალობათა შენთა, ღო҃ შეგჳწყალენ ჩუჱნ:

სძლად გქადაგეს შენ ქალწულო, მამისა დიდებისა და…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა. ვითარმე გხადოდეთ.

სძლად გქადაგეს შენ ქალწულო, მამისა დიდებისა და ღმრთაებისა მისისა, თჳთ-მხილუჱლთა, ხოლო მშობელად სიტყჳსა ღი҃სა, და სულისა-წმიდისა შემწყნარებელად, რამეთუ დაემკჳდრა ღი҃ საშოსა შინა შენსა, მადლითა თჳსითა მაგრილებელი შენი:

მნათობად სოფლისათა და წინამძღუართა ცხოვრებისა ჩუჱნისათა, საღმრთოთა…

ხუთშაბათსა ცისკრად, შემდგომად ა სტიხოლოღიისა, წარდგომანი მოციქულთანი. ჴმა ჱ. სიბრძნე.

მნათობად სოფლისათა და წინამძღუართა ცხოვრებისა ჩუჱნისათა, საღმრთოთა მოწაფეთა ქე҃ს ღი҃სა ჩუჱნისათა უგალობდეთ, რამეთუ ნათლად ბნელსა შინა მყოფთა გამოუბრწყინდეს, და მზე სიმართლისა ასწავეს ყოველსა სოფელსა, და კერპთა საცთური დაამჴუჱს, და სამებისა ერთ-ღმრთაებად ჰქადაგეს, ამისთჳსცა უღაღადებთ მათ და ლმობიერად ვევედრებით, მოციქულნო ქე҃ს ღი҃სანო ცოდუათა შენდობაჲ გჳთხოვეთ, რომელნი სურჳელად ვდღესასწაულობთ ჴსენებასა თქუჱნსა:

ყოვლად ბრძენმან მან თქმულმან თქუჱნმან რომელი განჰჴდა…

ყოველსა ქუჱყანასა განჴდა ჴმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი: მსგავსი.

ყოვლად ბრძენმან მან თქმულმან თქუჱნმან რომელი განჰჴდა ყოველთა მიმართ კიდეთა ყოვლად ქებულნო მოციქულნო უ҃ისანო, უქადაგა ცხადად ყოველთა გულის-ჴმის-ჰყოფაჲ ღი҃სა, ხოლო წარმართთა უმეცრებაჲ მოიყუანნა მეცნიერებად, ვინაცა განსდევნა საცთური საკერპოჲ, და ნათელი მეცნიერებისა ბნელსა შინა მყოფთა აღმოუბრწყინუა, რომლისათჳს გევედრებით ევედრენით ქე҃სა ღთ҃სა, ცოდუათა მოტევებისა მონიჭებად, სურჳლით პატივის-მცემელთათჳს წმიდისა ჰჴსენებისა თქუჱნისათა:

ყოვლისაგან მძჳნუარებისა და ბოროტთა კაცთაგან გჳხსნენ ჩუჱნ…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა. აღსდეგ მკუდრეთით ცხოვრება.

ყოვლისაგან მძჳნუარებისა და ბოროტთა კაცთაგან გჳხსნენ ჩუჱნ ქალწულო ყოვლად წმიდაო, რამეთუ შენ გჳვი შემწედ რომელნიცა მოვივლტით შენდა, და შენგან შობილისა ღი҃სა ჩუჱნისა უბიწოო, რომელსაცა ევედრე აწ რათა გჳჴსნნეს ჩუჱნ განსაცდელთაგან და ჭირთა დედაო ღი҃საო:

მნათობად ბრწყინუალედ გამოსჩნდით თჳთ მხილუჱლნო ქე҃სნო, და…

შემდგომად ბ სტიხოლოოღიისა, წარდგომანი მოციქულთანი, ჴმა ჱ. ბრძანებული.

მნათობად ბრწყინუალედ გამოსჩნდით თჳთ მხილუჱლნო ქე҃სნო, და განანათლებთ მარადის ყოველსა ქუჱყანასა, და მრავალ-ღმრთაებისა ბნელსა განსდევნით, ნათლითა კეთილ-მსახურებითა მოძღურებათათა, რომლისათჳს მე მყოფი ესე ბნელსა შინა ვნებათასა, მავალი თჳნიერ ყოვლისა შიშისა განმანათლებელ წმიდითა მეოხებითა თქუჱნითა, ღთ҃-შემოსილნო მოციქულნო:

აღთქმაჲ უ҃ისა სულსა შინა, ვითარცა საუნჯჱ სიმდიდრისა…

ცანი უთხრობენ დიდებასა ღი҃სასა და ქმნულსა ჴელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო: მსგავსი.

აღთქმაჲ უ҃ისა სულსა შინა, ვითარცა საუნჯჱ სიმდიდრისა სარწმუნოებით მიიღეს მოციქულთა, და ქუჱლისმოქმედ გამოუჩნდეს ყოველთა, და განმდევნეთ საეშმაოჲსა სიგლახაკისა, და სიმდიდრითა საღმრთოჲთა განმამდიდრებელ, მათდა მიმართ ჴმა ვჰყოთ ყოველთა, ჩუჱნცა განგუამდიდრენით გევედრებით კეთილთა საქმეთა მიერ დაგლახაკებულნი:

სული ჩემი ქალწულო მდაბალი, ქარითა მძაფრითა ცხოვრებისა…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა. სიბრძნე ღი҃სა მოვიდა.

სული ჩემი ქალწულო მდაბალი, ქარითა მძაფრითა ცხოვრებისა განსაცდელისათა, მყოფი აწ თჳნიერ მმართებელისა, დაინთქმის ღელჳთა ტჳრთითა ცოდჳსათა ყოვლად აღუსებული განცხადებულად, და ფსკერსა ცოდჳსასა მისლუად საწყალობელი, ისწრაფე ღი҃ს-მშობელო წყალობითა მეოხებისა შენისათა, მყუდროებისა მომცემელო და აღმომყუანებელო განსაცდელთაგან, რამეთუ შენ-ხარ ლიმენა უღელუო, მუჱდრებელი ძისა შენისა და ღი҃სა, ცოდუათა მოტევებისა მონიჭებად ჩემდა, რამეთუ შენ ზედა მაქუს სასოებაჲ მონასა შენსა:

ბადითა სიტყჳსათა საღმრთოთა, სიტყჳერნი თევზნი მოინადირენით, და…

შემდგომად გ სტიხოლოღიისა, წარდგომა. ჴმა ჱ. სიბრძნე.

ბადითა სიტყჳსათა საღმრთოთა, სიტყჳერნი თევზნი მოინადირენით, და პირუჱლად ნაყოფად შესწირენით ღი҃სა, და საწერტელთა მათთჳს საუფლოთა გსუროდათ, და ვნებათა მისთა მობაძავად გამოჰსჩნდით, ამისთჳსცა შემოკრებულნი ესე, სამართლად პატივს-გცემთ თქუჱნ დიდებულნო მოციქულნო, და ყოვლისა სოფლისა საგალობელსა, დღესასწაულსა თქუჱნსა ქებით აღუასრულებთ, და ვღაღადებთ ევედრენით ქე҃სა ღთ҃სა, რათა ცოდუათა შენდობაჲ მოგუანიჭოს სურჳლით მგალობელთა თქუჱნთა:

მნათობად სოფლისა მარადის, ბრწყინუალედ გამოჰსჩნდით წმიდანო მოწამენო…

დიდება შენდა, ღო҃ ჩუჱნო, დიდება შენდა: მოწამეთა. მსგავსი.

მნათობად სოფლისა მარადის, ბრწყინუალედ გამოჰსჩნდით წმიდანო მოწამენო, და ყოველივე სარწმუნოებაჲ, და სასოებაჲ თქუჱნი ღი҃სა მიმართ დასდევით, და საცნაურითა მით ზეთითა სულიერითა, სულიერნი ლამპარნი თქუჱნნი განაბრწყინუჱნით, და ბარძიმად შუჱნიერად ქე҃ს ეკკლესიისა გამოჰსჩნდით, და სისხლთა მდინარესა, ვითარცა ღჳნოსა აღმოაცენებთ, და ახარებთ გულსა მორწმუნეთასა, ღუაწლით-შემოსილნო ყოვლად ქებულნო ევედრენით ქე҃სა ღთ҃სა, რათა ცოდუათა შენდობა მოანიჭოს, რომელნი სურჳლით დღესასწაულობენ ჴსენებასა თქუჱნსა:

საცნაურო ბჭეო ცხოვრებისაო, უხრწნელო ქალწულო ღი҃ს-მშობელო, რომელნი…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

საცნაურო ბჭეო ცხოვრებისაო, უხრწნელო ქალწულო ღი҃ს-მშობელო, რომელნი სარწმუნოებით შენდა მოვივლტით, გჳჴსნენ ჭირთაგან და განსაცდელთა, რამეთუ ვადიდებთ ყოვლად წმიდასა შობასა შენსა, მაცხოვარსა სულთა ჩუჱნთასა:

გუნდმან მაცხოვნოს მე, ბრძენთა მოციქულმან

ხუთშაბათსა კანონი, წმიდათა მოციქულთა, რომლისა კიდურ-წერილობა.

გუნდმან მაცხოვნოს მე, ბრძენთა მოციქულმან.

ქუჱყანასა მწყურნებსა ვითარცა ჴმელსა განჳდა და შრომათაგან…

გალობა ა. ჴმა ჱ. სძლისპირი.

ქუჱყანასა მწყურნებსა ვითარცა ჴმელსა განჳდა და შრომათაგან ეგჳპტისათა განერა, ერი ისრაილთა ღაღადებდა, მჴსნელსა ჩუჱნსა და უ҃სა უგალხდობდით:

ღი҃უ ბრწყინუალენო გუნდნო მოციქულთანო, დიდისა მის ნათლისა…

ტროპარნი.

ღი҃უ ბრწყინუალენო გუნდნო მოციქულთანო, დიდისა მის ნათლისა მდგომარენო წინაშე ზეცას, მე დაბნელებული განმანათლეთ, და გზათა ცხოვრებისათა წარმიმართეთ:

ჵ საკუთარნო მეგობარნო მჴსნელისანო, შეცთომილი ესე საცთურთაგან სოფლისათა, მიჴსენით, ვნებათა საყუარელისაგან, და ბნელისა წყუდიადისა ცოდუათასა:

ისარნო ძლიერისანო აღლესულნო, მოწყლულნი ესე მახჳლითა მტერისათა განმკურნენით, მოციქულნო რომელნი სურჳლით, შევევედრებით საფარუჱლსა თქუჱნსა:

სავსე ჴუჱბულ-იქმნა ღი҃უ-შუჱნიერებით, და საშოსა შენისაგან განკაცებული…

ღი҃ს-მშობლისა.

სავსე ჴუჱბულ-იქმნა ღი҃უ-შუჱნიერებით, და საშოსა შენისაგან განკაცებული გამოვიდა, ცხოვრებად მტერისა წარტყუჱნულთა, ყოვლად წმიდაო დედაო და ქალწულო:

შენ ნიკოლოზ, მოგერთმის მერუჱ გალობაჲ

სხუა. კანონი წმიდისა ნიკოლაოსისა, რომლისა კიდურ-წერილობაჲ.

შენ ნიკოლოზ, მოგერთმის მერუჱ გალობაჲ.

გუნდთა თანა ზენათა ძალთასა, მეუფისა ყოველთასა წინაშე…

იოსებისა. გალობა ა. ჴმა ჱ. სძლისპირი. განუკუჱთელი გა.

გუნდთა თანა ზენათა ძალთასა, მეუფისა ყოველთასა წინაშე მდგომარემან ნეტარო, ჩუჱნ რომელნი გხადით ქუჱყანასა ზედა, ყოვლისაგან განსაცდელისა ბოროტისა გუაცხოვნენ ნიკოლოზ, და ითხოვე ჰჴსნაჲ ცოდუათაგან ჩუჱნთა:

შენ შუა-მდგომელისა მიერ მდიდარ-ქმნილნი ჵ ნიკოლოზ, დღისი და ღამე გიჴმობთ სარწმუნოებით, მსწრაფლ-გუჱწიენ ჩუჱნ, საეშმაკოჲსა მიერ სიბოროტისა ზედა მოსლჳთა განცდილთა ამათ, და განმხრწნელთა კაცთაგან, რათა მყუდროებისა მიმთხუჱულნი გაქებდეთ შენ:

რომელნი ისწრაფიან მოშთობად ჩუჱნდა, ნიკოლოზ, ძლიერითა ძალითა ლოცუათა შენთათა, მისცნენ სრულიადსა მოშთობასა, და გჳხსნენ ჩუჱნ ბოროტისაგან ზედა მოსლჳსა მათისა, ქებით მგალობელნი, უ҃სა უგალობდით რამეთუ დიდებით დიდებულ-არს:

თჳნიერ სჯულთა ბუნებათასა ჰშევ ღი҃, და სჯულისა…

ღი҃ს-მშობლისა.

თჳნიერ სჯულთა ბუნებათასა ჰშევ ღი҃, და სჯულისა მომცემელი კაც-ქმნილი, მას უკუჱ ევედრე ვითარცა სახიერსა ყოვლად უბიწოო, რათა უგულებელს-ჰყუნეს უსჯულოებანი ჩუჱნნი, მგალობელთა მარადის, უ҃სა უგალობდით რამეთუ დიდებით დიდებულ-არს:

არავინ-არს წმიდა, ვითარ უ҃ი და არავინ-არს მართალი…

გალობა გ. სძლისპირი.

არავინ-არს წმიდა, ვითარ უ҃ი და არავინ-არს მართალი, ღი҃სა ჩუჱნისაებრ, რომელსა უღაღადებთ, არავინ-არს წმიდა შე-ნ ნებრ უ҃ო:

ძლიერებაჲ საღმრთოჲ, შემოსეთ გულსა ჩემსა ვნებათა მიერ…

ტროპარნი.

ძლიერებაჲ საღმრთოჲ, შემოსეთ გულსა ჩემსა ვნებათა მიერ, და გულის-სიტყუათა მოუძლურებულსა, ქე҃ს მოციქულნო ყოვლად წმიდანო:

ერთსა ქადაგებდეს, სამ-ბრწყინუალისა, ღმრთთაებისა ნათელსა, და მრავალ-ღმრთაებისა ბნელი უჩინო-ჰყუჱს, ქე҃ს მოწამეთა ყოვლად ქებულთა:

გულისა ჩემისა, წყლულებაჲ მწარჱ, განჰკურნეთ მოციქულნო, ქე҃ს ღი҃სანო ჴელთა თქუჱნთა სალბუნითა, ვითარცა მკურნალთა სამეუფოთა:

მაცხოვნე მშობელო, მეუფისაო, რომელმან უზესთაეს, ბუნებათა გჳშევ…

ღი҃ს-მშობლისა.

მაცხოვნე მშობელო, მეუფისაო, რომელმან უზესთაეს, ბუნებათა გჳშევ მჴსნელი და მაცხოვარი, და ღი҃, და უ҃ი დამბადებელი:

შენ ხარ დამამტკიცებელი, მუჱდრებელთა შენთა ქე҃, შენ-ხარ…

სხუა. სძლისპირი.

შენ ხარ დამამტკიცებელი, მუჱდრებელთა შენთა ქე҃, შენ-ხარ ნათელი დაბნელებულთა, და გადიდებს სული ჩემი:

რათა პატივს-გცემდეთ, და რათა გიგალობდეთ შენ მარადის…

ტროპარნი.

რათა პატივს-გცემდეთ, და რათა გიგალობდეთ შენ მარადის, მოგუჱც ჩუჱნ ჴელი შეწევნისა, მღუდელ-მთავარო ნიკოლოზ:

დააძინენ ნიკოლოზ დაუძინებელითა ლოცჳთა შენითა, აღდგომილნი განსაცდელნი ჩუჱნ ზედა გევედრებით:

ყოვლითა ვნებითა განცდილი, განსაცდელთაგან კაცთა ბოროტთასა მიჴსენ შუა-მდგომელობითა შენითა წმიდაო ნიკოლოზ:

ცოდუათა მოტევებისა მონიჭებად ჩემდა, იოტებ მჴსნელისა მიმართ…

ღი҃ს-მშობლისა.

ცოდუათა მოტევებისა მონიჭებად ჩემდა, იოტებ მჴსნელისა მიმართ წმიდაო, და სოფლისა ბოროტთა განსაცდელთაგან:

მესმა უ҃ო განგება საიდუმლოთა შენთა გამოუთქმელთა, განჳცადენ…

გალობა დ. სძლისპირი.

მესმა უ҃ო განგება საიდუმლოთა შენთა გამოუთქმელთა, განჳცადენ საქმენი შენნი, და აღჳარე მე ღმრთაება შენი:

განშუჱნდით თქუჱნ მოციქულნო, და შეიმკუჱნით საღმრთოჲთა ბრწყინუალებითა…

ტროპარნი.

განშუჱნდით თქუჱნ მოციქულნო, და შეიმკუჱნით საღმრთოჲთა ბრწყინუალებითა, და ნათლითა მის მიერითა, რომელმან მნათობად განგაბრწყინუნა თქუჱნ:

მენავეთ-მოძღუარნო ბრძენნო, მოციქულნო განმარინეთ ღელუათაგან, განსაცდელთა ცხოვრებისათა, და საცთურთა შინა, ღელუა გუჱმული:

რომელთა აღსძრენით ძღუანი მრავალ ღმრთაებისანი, ჰუნენო რჩეულნო, უფსკრულნი ცოდუათა ჩემთანი, განაჴმენით თქუჱნთა ლოცუათა მიერ:

მამისა თანა მოსაყდრე, სიტყუა ჰშევ ყოვლად უბიწოო…

ღი҃ს-მშობლისა.

მამისა თანა მოსაყდრე, სიტყუა ჰშევ ყოვლად უბიწოო საშოჲთ შენით, ვინაცა უზასთაეს იქმენ, ყოველთავე არსთა ღი҃სა დედაო:

მრავალთაგან ცოდუათა ჩემთა, შთავვარდები ურიცხუთა ჭირთა შინა…

სხუა. სძლისპირი. იგივე.

მრავალთაგან ცოდუათა ჩემთა, შთავვარდები ურიცხუთა ჭირთა შინა მრავალთა, ისწრაფე წმიდაო ნიკოლოზ, შეწევნად ჩემდა, ვითარცა მიმსგავსებულმან ქუჱლის-მოქმედისამან:

ვჰგოდებ მე წარწყმედასა თავისა ჩემისასა დაჴსნილებასა შინა მყოფი ესე, გარნა მეოხებითა შენითა ნიკოლოზ, ჴელ-პყრობილ-მყავ სინანულისა მიმართ:

რომელმანცა იჴსნენ სამნი იგი ჭაბუკნი სიკუდიდ გულუჱბადნი, მამაო ნიკოლოზ, მიჴსენ მეცა ყოვლისაგან შეიწრებისა, და საუკუნოჲსაგან სასჯელისა:

მარადის გონებად ზეციერთა განმაძლიერე მე ყოვლად უბიწოო…

ღი҃ს-მშობლისა.

მარადის გონებად ზეციერთა განმაძლიერე მე ყოვლად უბიწოო, და საცხოვრებელისა მიმართ გზისა წარმართენ აღძრუანი სულისა ჩემისანი:

რომელმან ღამისაგან, უმეცრებისა ღმრთაებისა ცნობითა განანათლე ქუჱყანა…

გალობა ე. სძლისპირი.

რომელმან ღამისაგან, უმეცრებისა ღმრთაებისა ცნობითა განანათლე ქუჱყანა, განგუანათლენ ჩუჱნ აწცა უ҃ო:

შეიწრებული ესე, მრავალთა ცოდუათაგან შემიყუანეთ, ცხოვრებისა საყუდელად…

ტროპარნი.

შეიწრებული ესე, მრავალთა ცოდუათაგან შემიყუანეთ, ცხოვრებისა საყუდელად, ქე҃ს მოციქულნო დიდებულნო:

მადიდებელი ესე, ყოვლად პატიოსნისა გუნდისა თქუჱნისა, მიჴსნენით დიდებულნო, მწჳრისაგან ბილწთა საქმეთასა:

მიმსგავსებულნო ქე҃ს, ვნებათანო ყოვლისა გულის-თქმისაგან, იჴსენით სული ჩემი, ქე҃ს მოციქულნო სანატრელნო:

განჰკურნე სული ჩემი, სნეული ყოვლად წმიდაო დედოფალო…

ღი҃ს-მშობლისა.

განჰკურნე სული ჩემი, სნეული ყოვლად წმიდაო დედოფალო, რომელმან ჰშევ აღმხმელი, სენთა სოფლისათა უსძლოო:

განგუაძლიერენ ოხათა შენთა მიერ, დაცუად საღმრთოთა ბრძანებათა…

სხუა. სძლისპირი. აღმსთობით.

განგუაძლიერენ ოხათა შენთა მიერ, დაცუად საღმრთოთა ბრძანებათა, მხოლოსა ქე҃ს ღი҃სა ჩუჱნისათა, ნიკოლოზ, ღი҃უ სანატრელო:

რომელი მკჳდრობდ მჳროს შინა, აღგუავსენ ჩუჱნ საღმრთოჲთა სუნნელებითა, პატივით მგალობელნი შენნი:

შეგჳწყალენ ლოცჳთა შენითა მღუდელ-მთავარო, მუჱდრებელმან ღი҃სა მიმართ ყოვლად მოწყალისა, რათა ვიჴსნნეთ განსაცდელთა და ჭირთაგან:

წყლითა ცხოვრებისა მადინებელითა სავსეო ყრმააო, გუასუ ჩუჱნ…

ღი҃ს-მშობლისა.

წყლითა ცხოვრებისა მადინებელითა სავსეო ყრმააო, გუასუ ჩუჱნ ყოველთა, რომელნი კეთილ-მსახურებით გიგალობთ შენ:

ვედრებასა ჩემსა, განუჰფენ უ҃ისა მიმართ, და მას…

გალობა ვ. სძლისპირი.

ვედრებასა ჩემსა, განუჰფენ უ҃ისა მიმართ, და მას აღუარებ ბრალთა ჩემთა, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი, და სიმტკიცე ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია, და იონასებრ, ვღაღადებ აღმომიყუანე მე ღო҃ ჩემო:

დაარღჳენით ტაძარნი საკერპონი, ლოცუათა თქუჱნთა, მეხისტეხითა წმიდანო…

ტროპარნი.

დაარღჳენით ტაძარნი საკერპონი, ლოცუათა თქუჱნთა, მეხისტეხითა წმიდანო, მოციქულნო ამისთჳს გევედრები სულისა, ჩემისა კერპნი დაამჴუჱნით და ტაძრად, ღი҃სა გამომაჩინეთ, თანა-მდები ესე მრავალთა შეცოდებათა:

მსგავსად ქუათა პატიოსანთა აღშენებულნო, კლდესა ზედა სიმტკიცისასა ღი҃ს-მხილუჱლნო, ქჳშასა ზედა და დაფუძნებული გული ჩემი, იჴსენით დაცემისაგან დიდისა რამეთუ ქარნი, და მდინარენი, განსაცდელთანი მძჳნუარედ შემაშთობენ მე:

ჴორცთა სიყუარულისაგან წარმწყმედელისა, მიჴსენით მე ჵ მეგობარნო სიტყჳსანო და ბოროტთა სიმრავლითა საძაგელ ქმნილი ესე, შემკართ სიყუარულსა უ҃ისასა რომელი იგი, ელის ცოდჳლთა, მოქცევასა მოწყალებით ნეტარნო:

ვითარცა რა ვარდი და შროშანი სუნნელი, და…

ღი҃ს-მშობლისა.

ვითარცა რა ვარდი და შროშანი სუნნელი, და მირონი მრავალსასყიდლისა მთათა შინა, და ღელეთა მსოფლიოთა გამოგირჩია შენ, მჴსნელმან და დაემკჳდრა შენ შორის და იშუა რა, სუნნელებითა აღავსო ყოველი სოფელი დედოფალო:

გამოჩნდა გული შენი სამოთხედ ნიკოლოზ, თჳს შორის…

სხუა. სძლისპირი, იგივე.

გამოჩნდა გული შენი სამოთხედ ნიკოლოზ, თჳს შორის მქონებელი ხისა ცხოვრებისა ქე҃ს მჴსნელისა, რომელსა ევედრე დაუცხრომელად, სამოთხესა შინა ცხოვრებად ჩუჱნ ყოველთა, რომელნი ესე მდიდარ-ვართ მჴურუალითა შუა-მდგომელობითა, შენითა:

წარუვლი ცხოვრებასა ჩემსა მედგრობასა შინა, და უშიშად ვჰსცოდავ უბადრუკი, და ვიგონებ რამეთუ ვერ განუჱრები სამსჯავროჲსა მისგან, და შიშით შევიპყრობი, შემიწყალე მე ღო҃ ლოცჳთა ნიკოლოზისათა, ვითარცა სახიერ-ხარ:

განსაცდელთა ვრცელ-ღელჳსათა, მრავალ სახითა ანაზდად მოსრულთა ჩემ ზედა, სიმრავლისათჳს ცოდუათა ჩემთასა გიღაღადებ, ნუ დამიტევებ მე ნეტარო თჳნიერ შეწევნისა, არამედ მოჰყავ ჩემდა ხელი შეწევნისა, და ვითარცა მოწყალემან მაცხოვნე მე:

პალატ მაღლისა მეუფისა, და ცეცხლ სახილუჱლ-საყდარ, და…

ღი҃ს-მშობლისა.

პალატ მაღლისა მეუფისა, და ცეცხლ სახილუჱლ-საყდარ, და უზესთაეს ხერუვიმთა, და სერაფიმთა უაღრეს გონებისა იქმენ ქალწულო, ამისთჳს ყოველი სული გადიდებს შენ, ვითარცა დედასა დამბადებელისასა:

საღმრთოსა შურისათჳს, ცეცხლმან შეიკდიმა პირუჱლად ბაბილონს, რომელსა…

გალობა ზ. სძლისპირი.

საღმრთოსა შურისათჳს, ცეცხლმან შეიკდიმა პირუჱლად ბაბილონს, რომელსა სამნი ყრმანი, ვითარცა სამოთხესა შინა ვიდოდეს, და შეცურეულნი ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:

დამნთქამს მე მედგრობისა მწუხრი და დამფარავს არმური…

ტროპარნი.

დამნთქამს მე მედგრობისა მწუხრი და დამფარავს არმური ცოდჳსა, ნათელნო სოფლისანო, ყოვლად ბრძენნო მოციქულნო განანათლეთ, გული ჩემი დაბნელებული და ჴმა-ვჰყო, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:

სხუად სამყაროდ გამოჰსჩნდით, ქადაგად დიდებულისა ქე҃ს ღი҃სასა, წმიდანო მოციქულნო, ამისთჳს გევედრებით დაგჳფარენით სარწმუნოებით შევედრებულნი ესე, წმიდასა საფარუჱლსა, წყალობისა თქუჱნისასა:

ნაკუჱრცხლად მოტყინარედ, ცეცხლითა სულისათა გამოჰსჩნდით წმიდანო, ქადაგნო უ҃ისანო, ნიბთნი ბოროტნი ვნებათა ჩემთანი, დაჰსწუჱნით ბრძენნო და ცეცხლისა მისგან, გეენიისა გჳჴსნენით, მადიდებელნი თქუჱნნი:

მთად ჩრდილოვნად გამოსჩნდი, და შენგან უჴელოდ გამოეკუჱთა…

ღი҃ს-მშობლისა.

მთად ჩრდილოვნად გამოსჩნდი, და შენგან უჴელოდ გამოეკუჱთა ლოდი, დედოფალო წმიდაო, მსგავსად ლოდთა ულმობელი სული ჩემი, და გემოთ-მოყუარებითა დაბნელებული, ლმობიერ-ჰყავ უსძლოო, და აღავსე სინანულითა:

ადინენ მდინარენი მოძღურებათანი, განმაჴმობელნი წუალებათა ნაკადულთანი, და…

სხუა. სძლისპირი. იგივე.

ადინენ მდინარენი მოძღურებათანი, განმაჴმობელნი წუალებათა ნაკადულთანი, და ასუ სულთა მორწმუნეთასა, მღუდელმოქმედო ნიკოლაოს, ამისთჳს პატივს-გცემთ შენ:

განძლიერდი ძალითა სამებისათა, და კერპნი მაცთურნი წარსწყმიდენ, ამისთჳს სარწმუნოებით გევედრები შენ ნიკოლოზ, გონებისა ჩემისა კერპნი ვნებათანი განჰჴადენ:

მჳროელთა პირუჱლ მოსაყდრეო ღირსო, ადინებ შემდგომად სიკუდილისა საღმრთოსა მჳრონსა, და ბოროტ-სუნობასა უძლურებათა ჩუჱნთასა განსდევნი, რომელნი მოვივლტით შენდა სარწმუნოებით, ნიკოლოზ, ყოვლად სანატრელო:

დააყუდე დინებაჲ სიკუდილისა, მშობელო უკუდავისა ღი҃საო, რომელსა…

ღი҃ს-მშობლისა.

დააყუდე დინებაჲ სიკუდილისა, მშობელო უკუდავისა ღი҃საო, რომელსა ევედრე წმიდაო, ვნებათა მდაბლისა ჴორცისა ჩემისათა, მოკუდინებად, და ღირს-ჰყოფად ჩემდა ცხოვრებისა:

შჳდ-წილ-აღაგზნა საჴმილი, მძლავრმან ქალდეველთამან ყრმათათჳს, გულის-წყრომით, რისხჳთა…

გალობა ჱ. სძლისპირი.

შჳდ-წილ-აღაგზნა საჴმილი, მძლავრმან ქალდეველთამან ყრმათათჳს, გულის-წყრომით, რისხჳთა ძალითა მაღლისათა, იხილნა უვნებელად, დაცულნი ცეცხლისაგან განუხრწნელად, დამბადებელისა მიმართ და მჴსნელისა, ღაღადჰყო აკურთხევდით, ყრმანი და მღუდელნი უგალობდით, ერნი უფროსად, ამაღლებდით მას უკუნისამდე:

შერყეული სული ჩემი, ვნებათაგან დაამტკიცეთ ღირსნო, ეკკლესიისა…

ტროპარნი.

შერყეული სული ჩემი, ვნებათაგან დაამტკიცეთ ღირსნო, ეკკლესიისა საფუძუჱლნო და სუჱტნო უძრავნო, მორწმუნეთა გოდოლნო, და სიღრმით ცოდჳსათ მომნადირებელნო, და მესათხევლენო კაცთა ცხოვრებისანო, წმიდანო მოციქულნო, ნავთ-საყუდელნო მყუდრონო, რომელნი ქებით აღუამაღლებთ ღთ҃სა უკუნისამდე:

მდებარე საფლავსა შინა, ბნელსა სასო წარკუჱთილებისასა, და ქუჱსკნელსა შინა გემოთასა დაცემული, ვედრებითა თქუჱნითა აღმომიყუანეთ დიდნო მოციქულნო მობაძავნო წყალობათა ქე҃ს ღი҃სათა, და ღირს-მყავთ დიდებულნო, ნათელსა სათნოებათასა, რათა ქე҃სა ვაკურთხევდე უკუნისამდე:

შუჱნიერად განშუჱნდი შენ, სათნოებათა სამკაულთა, ქალწულო და…

ღი҃ს-მშობლისა.

შუჱნიერად განშუჱნდი შენ, სათნოებათა სამკაულთა, ქალწულო და შემოქმედი ყოველთა სიკეთეთა სიკეთჱ დაიტიე, რომელსა ლმობიერად ევედრე, რათა უშუჱრქმნილი ესე ვნებათაგან, სული ჩემი შეამკოს, და ბრწყინუალედ განაშუჱნოს, სათნოებათა, საღმრთოთა ნათლითა დედოფალო:

სამნი ყრმანი ღო҃, შეჭურჳლნი, მადლისაგან მძლედ გამოჩნდეს…

სხუა. სძლისპირი.

სამნი ყრმანი ღო҃, შეჭურჳლნი, მადლისაგან მძლედ გამოჩნდეს, ალსა და მძლავრსა სძლეს, სჯულისა და მარხჳთა და ესრეთ, ღაღადებდეს, ყოველნი საქმენი უ҃სა აკურთხევდით, და ამაღლებდით მას უკუნისამდე:

განათლებულმან მღუდელ-მთავარო ღი҃უ-განბრძნობილო, ნათელ-ცისკროვანითა შარავანდედითა სამ-მზეობითითა ღუთაებისათა…

ტროპარნი.

განათლებულმან მღუდელ-მთავარო ღი҃უ-განბრძნობილო, ნათელ-ცისკროვანითა შარავანდედითა სამ-მზეობითითა ღუთაებისათა, ბნელი ვნებათა ჩემთა, დაჰჴსენ ლოცჳთა შენითა ნიკოლოზ:

რომელმან სამნი იგი მძღუანნი მჴედართანი იჴსნენ სიკუდილისაგან, საშინელითა მისლჳთა შენითა, ნიკოლოზ, მღუდელ-მესაიდუმლოეო, გჳჴსნენ ჩუჱნცა ყოვლისაგან ვნებისა სიკუდილ-შემოსილისა:

შერყეული განსაცდელთაგან საეშმაკოთა და კაცთა მიერ მაჭირუჱბელთა, დაგუამტკიცენ მეოხებითა შენითა, და გჳჴსნენ უვნებელად ყოვლად სანატრელო ნიკოლოზ:

შესწირე ოხაჲ უ҃ისა მიმართ, შეწყალებად და ცხოვრებად…

ღი҃ს-მშობლისა.

შესწირე ოხაჲ უ҃ისა მიმართ, შეწყალებად და ცხოვრებად მათთჳს რომელნი მოივლტიან შენდა, სარწმუნოებით ყოვლად წმიდაო ქალწულო, შემწეო კაცთაო:

განკჳრდეს ზესკნელს ცანი და კიდენი, ქუჱყანისანი შეძრწუნებულ-იქმნნეს…

გალობა თ. სძლისპირი.

განკჳრდეს ზესკნელს ცანი და კიდენი, ქუჱყანისანი შეძრწუნებულ-იქმნნეს, რაჟამს ღი҃, შენ მიერ კაცთა გამოეცხადა, და საშო შენი უმაღლეს, ცათა საყდართა გამოაჩინა, ამისთჳს ღი҃ს-მშობელო ანგელოსნი და კაცნი, ვითარცა ღირს-ხარ გადიდებენ შენ:

ლომთა მათ სულთა განმხრწნელთა შემუსრენით, შუანი ძლიერებითა…

ტროპარნი.

ლომთა მათ სულთა განმხრწნელთა შემუსრენით, შუანი ძლიერებითა საღმრთოჲთა, დიდნო მოციქულნო და მსგავსად წერილისა, ყოვლისა სოფლისა მთავრად, დაიდგინენით თქუჱნ ქე҃ს მიერ, და სულსა სახიერსა დაამონეთ ქუეყანაჲ, მეცა ღირს-მყავთ მონებასა ქე҃სსა:

შუჱნიერი სიკეთითა უფროს კაცთა, სიტყუაჲ ღი҃სა ქუჱყანად მოსრული, ფერხითა შუჱნიერითა ახარეთ სოფელსა, ჵ ყოვლად ბრძენნო ქადაგნო, და მახარებელნო მშჳდობისანო ამისთჳს გევედრები, ვედრებითა თქუჱნითა, სული ჩემი მშჳდობითა აღავსეთ:

ქუჱყანისა ასოთა მოკუდინებითა, ცხოვრებაჲ საუკუნოჲ შეიმოსეთ, და ვნებითა ვნებათა საღმრთოთა სახე ექმნენით, მომკუდარი ესე ისრითა, ბოროტისათა განმაცხოველეთ, წამლითა უბიწოსა ლმობიერებისათა, ღი҃უ-სანატრელნო მოციქულნო:

სული ჩემი სნეული ვნებათაგან, სახიერისა ღი҃სა მშობელო…

ღი҃ს-მშობლისა.

სული ჩემი სნეული ვნებათაგან, სახიერისა ღი҃სა მშობელო, ვითარცა ტკბილმან და სახიერმან განჰკურნე, და იჴსენ და მქენჯნელთა მათ, მტერთა და მოძულეთა ჩემთაგან, რათა ჰჴსნილი შენ მიერ, გულს-მოდგინედ გაქებდე მაცხოვარსა კაცთა ბუნებისასა:

ღი҃ს-მშობლად აღგიარებთ, რომელნი შენ მიერ ვიჴსნენით ქალწულო…

სხუა. სძლისპირი.

ღი҃ს-მშობლად აღგიარებთ, რომელნი შენ მიერ ვიჴსნენით ქალწულო უბიწოო, და გუნდსა თანა უჴორცოთასა, შენ დაუცხრომელად გადიდებთ:

ვითარცა მჴსნელმან ჭირთა შინა სარწმუნოებით შენდა მუჱდრებელთამან…

ტროპარნი.

ვითარცა მჴსნელმან ჭირთა შინა სარწმუნოებით შენდა მუჱდრებელთამან, მიჴსენ მე ყოვლისაგან ძჳრისა ნიკოლოზ, ვედრებითა სახიერისა მიმართ ღი҃სა და უ҃ისა:

მყოფი გუნდთა თანა ზეციერთა, უწმიდესო მამაო ნიკოლოზ, ევედრე სახიერსა ღთ҃სა ცხოვრებად ჩუჱნდა:

წინაშე კართა ზედა არს სასჯელი, ეკრძალე სულო ჩემო, და ღაღად-ჰყავ მსაჯულისა ღი҃სა ჵ მიმართ, ოხითა ნიკოლოზისათა მაცხოვნე მე უ҃ო:

ღი҃ს-მშობლისა.

ნათლისა შემწყნარებელო ქალწულო, განანათლე ვნებათა მიერ დაბნელებული სული ჩემი, რათა სარწმუნოებით და სურჳლით გადიდებდე შენ მარადის:

აღჳვსენითსა ზედა, დასდებელნი მოციქულთანი. ჴმა ჱ.

უჳ҃ო წადიერად ქუჱყანასა ზედა, მოციქულთა შეგიყუარეს შენ, და ნაგევად შერაცხეს ყოველი, რათა შენ მხოლო შეგიძინონ, და შენთჳს სატანჯუჱლთა, ჴორცნი მათნი მისცნეს ვინაცა იდიდნეს, და მეოხ-არიან შეწყალებად სულთა ჩუჱნთათჳს:

უჳ҃ო მოციქულთა საჴსენებელი განადიდე ქუჱყანასა ზედა, რამეთუ ყოველნი ერთობით, შემოკრებულ-ვართ მათ შინა, და დიდების გმეტყუჱლებთ შენ, რამეთუ მოგუცემ ლოცჳთა მათითა, კურნებასა და მშჳდობასა, ღო҃ ჩუჱნო მრავალ-მოწყალე:

მოწამეთა.

ჯაჭჳ სარწმუნოებისა სიმჴნით, შეიმოსეთ და ნიში, ჯუარისა საჭურუჱლად, აღიღათ მოწამენო, და მჴედრად ქე҃სა ახოვნად, გამოსჩნდით, რამეთუ წინა აღუდექით მძლავრთა, და კუალად ეშმაკისა საცთური დააკუჱთეთ, უძლეველნო, და გჳრგჳნნი მოიხუჱნით, ბრწყინუალენი ღი҃საგან, მეოხ-გუჱყუჱნით ცხოვებად სულთა ჩუჱნთა.

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

დედოფალო შეიწირე ვედრებაჲ მონათა შენთა, და გჳჴსნენ ჩუჱნ ყოვლისაგან ჭირისა და მწუხარებისა:

ხუთშაბათსა მომიჴსენენი. ჴმა ჱ.

მომიჴსენენ ჩუჱნ ქე҃, სოფლის მაცხოვარ, ვითარცა ავაზაკი წინაშე ჯუარსა. და ღირს-მჰყუჱნ ჩჳუჱნ ყოველნი მრავალ-მოწყალე, შენსა ზეცისა სასუფეველსა:

ნესტუ საუფლო-იქმნენით თქუჱნ მოციქულო, ურწმუნონი საფლავით აღადგინენით, ურწმუნოებისაგან, და ცხოვრებისა მის, საუკუნოჲსა მკჳდრად ღირს-ჰყუჱნით:

წარმართთა გონებისა უნაყოფოჲსა, დასთესეთ თესლი სიტყჳსა ჵ ღი҃ს-მეტყუჱლნო, და ნაყოფიერჰყუჱნით, ღი҃ს-მსახურებით, ამისთჳს გნატრით ყოვლად ქებულნო:

ყოვლისა ბოროტისა ზესთა-იქმნენით ტანჯუათა სიმწარენი მჴნედ თავსისხენით…

მოწამეთა.

ყოვლისა ბოროტისა ზესთა-იქმნენით ტანჯუათა სიმწარენი მჴნედ თავსისხენით, და წინდი ცხოვრებისა, ზეცით მოიღეთ, ქე҃ს მჴედარნო ღუაწლისა-მძლენო:

მოაკუდინენ აღდგომანი ბოროტთა, ვნებათანი უბადრუკისა სულისა ჩემისანი…

დიდება.

მოაკუდინენ აღდგომანი ბოროტთა, ვნებათანი უბადრუკისა სულისა ჩემისანი, სამებაო პატიოსანო ყოვლად წმიდაო, მეოხებითა საღმრთოთა მოციქულთა შენთათა, რათა ცხოვნებული გადიდებდე შენ:

გიხაროდენ მარწუხო ნაკუჱრცხალისა მის, საღმრთოსაო, გიხაროდენ მოსწავებულო…

აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

გიხაროდენ მარწუხო ნაკუჱრცხალისა მის, საღმრთოსაო, გიხაროდენ მოსწავებულო, წინასწარ-მეტყუჱლთაო, და მოციქულთაო, საგალობელო ღი҃სა დედაო:

ანგელოსი ღი҃უ-ბრწყინუალე, ტომით დავითისით აღმოსრულისა, ქალწულისა მომართ…

სერობისად, გალობანი წმიდისა ღი҃ს-მშობელისანი. თქმული იოაე დამასკელისანი სარწმუნოებიანნი. გალობა ა. ჴმა ჱ. სძლიპირი. ეტლთა მფლობელი.

ანგელოსი ღი҃უ-ბრწყინუალე, ტომით დავითისით აღმოსრულისა, ქალწულისა მომართ, მოივლინა და მიაგებ კურთხეულსა გიხაროდენი, რომლისა მიმართ უბიწო, შემდგომად შფოთთა სულისათა და ჰჴსნისა, ჰჴმობდა მეყავნ მე მსგავსად, ქადაგებისა შენისა:

შეიწყნარა რა უხრწნელმან, ხარება უცხო შეუორგულებელად, მოვიდა მის ზედა, სული ღი҃სა და წმიდა ჰყო, და მისცა ძალი დასატევნელად სიტყჳსა ღმრთაებისა, და უაღრეს ცნობისა მიერ კერძო, ბუნებითთა საზღუართა, ქალწულებით შობისა:

და ესრეთ აგრილობდა მას, გუამოვანი სიბრძნე და ძალი ღი҃სა, თანა არსი მისი, ვითარცა, საღმრთო რაიმე თესლი, და უბიწოთა სისხლთა მისთაგან, უშენნა თავსა თჳსსა, ჴორცნი სულიერნი მას სული სიტყჳერი, და გონიერი თბისა ჩუჱნისა დასაბამნი:

არათუ თესლოვნებისა, არამედ დამბადებელობისაებრ არცა, მცირედ მცირედისა, სახისა შემატებისაებრ, წარმოაჩინა საღმრთოსა, მუცლად-ღებისა სახე, არამედ მყის სრულ-იპოვა რამეთუ, თჳთ იგი სიტყუა ღი҃სა, გუამ ექმნა ჴორცთა თჳსთა:

არათუ პირუჱლ გუამქმნილთა, ჴორცთა შეერთო ღი҃სა სიტყუა…

გალობა გ. სძლისპირი. განმაძლიერებელ.

არათუ პირუჱლ გუამქმნილთა, ჴორცთა შეერთო ღი҃სა სიტყუა, არამედ გარე შეუწერელად მკჳდრ-იქმნა, რათა უხრწნელსა, საშოსა ქალწულისასა, თჳსსა მას გუამსა შინა, მიიხუნას ყოველნივე ჩუჱნნი:

ამისთჳს მეყუსეულად ჴორცნი, მყის სიტყჳსა ღი҃სა ჴორცნი, მყის ჴორცნი სულიერნი და გონიერნი, ვინაცა არა კაცად, განღმრთობილად არამედ სიტუად, და ღმრთად განკაცებულად, ვქადაგებთ მასუჱ ქე҃სა:

და რამეთუ ბუნებით სრულქმნილი ღი҃ ბუნებით სრულ კაც-იქმნა, არა შეცუალა ბუნება, არცა აოტნა განკაცება, არამედ მის შორის მყოფსა, მქონებელთა მათ ჴორცთა, გუამოვნებით შეერთა:

შეერთებასა ვიტყჳთ ახალსა, შეზავებასა მაღალსა, უცუალებელსა და განუყოფელსა, რამეთუ არცა საღმრთო, ბუნება მისი კაცობრივად, შეეცუალა და არცა, კაცობრივი საღმრთოდ არსებად:

არათუ ორთაგან ერთსა ვიტყჳთ შეზავებულსა, ბუნებასა ჴორცთა…

გალობა დ. სძლისპირი. ამჴედრდი ეტლთა.

არათუ ორთაგან ერთსა ვიტყჳთ შეზავებულსა, ბუნებასა ჴორცთა და სიტყჳსასა არცაღა, სხუათაგან სხუად რადმე შეცუალებულსა არამედ, სხუათაგან მათუჱ შინა, არსებითთა თჳთებათა ცნობილსა:

რამეთუ უწყით ვითარმედ შეზავებული ბუნებაჲ, არცა ერთისა თანა-არს რომელთაგან, მოეღოს შეზავება და ვერცა ძალუც, არსებით მარტივსა, საღმრთოსა ბუნებისა თანა არსობაჲ:

არამედ ღმრთაებისაგან და კაცებისა სრულისა, ღმრთად სრულად და კაცად სრულად ვქადაგებთ, ერთსა და მასუჱ ორთაგან და ორთა შინა, ბუნებათა, ვითარცა მამისა და ჩუჱნსა თანა-არსსა:

არათუ კერძო კერძოსა შეეყო კაცობრივისა, ბუნებისასა საღმრთო ბუნება, არამედ ყოვლითურთ სრული სრულსა შეერთო გუამსა შინა, სიტყჳსასა და შენგან, მიცემულნი ჴორცნი ღთ҃-ჰყუნა უხრწნელო:

არათუ ბუნებით არცა მადლით, არამედ ზესთა ბუნებისა…

გალობა ე. სძლისპირი. ნუ სადა განმიშორებ.

არათუ ბუნებით არცა მადლით, არამედ ზესთა ბუნებისა განაღმრთუნა შენგან მიცემული ჴორცნი, სიტყუამან ღთ҃მან უბიწოო, და ღი҃სა, ჴორცად და ღი҃სა სულად და ღი҃სა გონებად, საკჳრუჱლებით გამოაჩინა:

ქე҃ს სახელის დებითა, თჳთებასა მრჩობლთა არსებათა მისთასა ვქადაგებთ, რამეთუ ვითარ ღთ҃მან, სცხო ღმრთაება თჳსი კაცებასა თჳსსა, ამისთჳს, არცა ერთ-კერძოსა მათისა, არამედ ორთა ბუნებათა მისთა ცხოველად ვიცნობთ:

ორთა სრულთა ბუნებათა, ცხოველად დაცუასა ვიტყჳთ შემდგომად შეერთებისა, არათუ განთჳსებით, თჳსაგან დავსდებთ თჳთეულსა არამედ ერთსა მას, შეზავებულსა გუამსა შევაერთებთ, არსებითა შეერთებითა:

აგებულსა აგებულად, და აუგებელსა აუგებელად ვიცნობთ, მოკუდავსა მოკუდავად, და უკუდავსა უკუდავად მის შორის, რამეთუ ერთი იგი ბრწყინჳდა საკჳრუჱლებითა, ხოლო მეორე თავს-ისხმიდა შეურაცხებითა:

თჳსად განისაკუთრებს სიტყუა ვნებასა ჴორცთა თჳთასა, და…

გალობა ვ. სძლისპირი. მომიტევენ სახიერ.

თჳსად განისაკუთრებს სიტყუა ვნებასა ჴორცთა თჳთასა, და კუალად მისცემს თჳსთა, დიდებულებათაგან, წმიდათა ჴორცთა თჳსთა, შეერთებისა, ერთ-გუამოვნებითისათჳს:

ამისთჳსცა უ҃ი, დიდებისა ჯუარცმულად აღიარების, საღმრთოსა ბუნებისა, უვნებელად გებითა, და კუალად ძე კაცისა, ზეცათა შინა, მყოფად უწინარეს ვნებისა:

არა ვქადაგებთ ერთსა, მოქმედებასა ქე҃სსა, რათა არა, სიტყჳსა ღმრთაებასა შევეჴნეთ, ვნებანიცა სულისა ჩუჱნისანი შიშსა ვიტყჳ, და მწუხარებასა და ურუასა:

კაცობრივ სადამე მოქმედ, და სამარადისოდ მოქმედ არს ქე҃, ვინათგან სიტყჳერი, და გონიერი სული, მიიღო, მან, რამეთუ მგონებლობა არს, მოქმედება გონებისა

ორთა ვიტყჳთ უ҃ისა, ჩუჱნისა იესოს, მოქმედებათასაცა, რამეთუ…

გალობა ზ. სძლისპირი. ღი҃სა გარდამოსლუასა.

ორთა ვიტყჳთ უ҃ისა, ჩუჱნისა იესოს, მოქმედებათასაცა, რამეთუ აქუნდა ვითარ, ღთ҃სა და თანა არსსა მამისასა საღმრთო მოქმედება, და ვითარ კაცსა ჩუჱნებრსა, კაცობრივისა, გონებისა მოქმედებაჲ:

საღმრთოთა სასწაულთა, ღმრთაება სიტყჳსა, მოქმედებდა გარნა, არა თჳნიერ ჴორცთა, ხოლო მდაბალთა ჴორცნი, არამედ არა თჳნიერ ღმრთაებისა, რამეთუ ივნებდეს რა ჴორცნი, მათ თანა იყო, ღმრთაება უვნებელად:

სრულად ღმრთად აღჳარებთ, რამეთუ მის შორის, მკჳდრ-არს ყოველივე, სავსება ღმრთაებისა, ჴორციელად და სულიერად, კაცად რათა სრულებით აცხოვნოს, კაცი რამეთუ მიუღებელი, უკურნებელ-არს მამობრივთა ჴმათაებრ:

ყოვლითურთ ღთ҃-არს შენგან, შობილი ქალწულო, გარნა არა ყოვლად ღთ҃, რამეთუ არა მხოლოდ ღთ҃-არს არამედ კაცცა, და კუალად ყოვლად ყოვლითურთ კაც-არს იგი, გარნა არა ყოვლად კაც-არს, არამედ ღმერთცა, ვითარცა მრჩობლი არსებითა:

ზესთა სიტყჳსა სძალო, შენგან მიცემულთა მათ, ჴორცთა სიტყჳსათა, არსებად ვიტყჳთ არა, გუამად რამეთუ განთჳსებული პირი, სახე იდების გუამად, არამედ სულნი და ჴორცნი განუწუალებელ არიან სიტყჳსაგან:

ორთა შობათა, დაუსაბამოსა და ჟამიერსა, და ორთა…

გალობა ჱ. სძლისპირი. რომელმან დაჰრთენ.

ორთა შობათა, დაუსაბამოსა და ჟამიერსა, და ორთა არსებათა მისთა, და ორთა ბუნებითთა საქმეთა, ორთა ნებათა, და მრჩობლთა სიბრძნეთა, საღმრთოსა და კაცობრივსა ვმსახურებთ, ერთისა მის შენგან შობილისა, ქე҃სთა უბიწოო დედაო:

არათუ სხუასა და სხუასა, არამედ ერთსა და მასუჱ, ერთბამად ღთ҃სა და კაცსა სრულსა, მასუჱ ყოვლითურთ ღთ҃სა ჴორცთა თანა, და კუალად მასუჱ, ყოვლითურთ კაცსა სრულსა, ზესთა ღმერთთასა ღმრთაებისა თანა თაყუანის-ვჰსცემთ, და უწყით მისთა, ბუნებათა შერწყმა და განყოფა:

ღმრთისად გურწამს შოსად სიკუდილი და ვნებანი, ღი҃სად ჯუარი და საფლავი და სამსჭუალნი, და ღი҃სად სისხლი, რამეთუ ერთიყო, საღმრთო გუამი ჴორცთა და სიტყჳსა, და ვითარცა მასუჱ და ერთსა, ევნებოდეს და შეემთხუჱოდეს

არათუ ღი҃სა, ვნებასა ვიტყჳ, წარუჱდ ღი҃ს-მბრძოლო, რამეთუ მარტივსა ბუნებასა, ვერ ეუფლების სიკუდილი ვინათგან შეერთებულთა, განყოფისა არს მოქმედ, არამედ წმიდათა ჴორცთა მისთასა მისდა შევრაცხთ, გუამოვნებითისა, ერთობისათჳს სიტყჳსა თანა:

ერთ-გუამოვნებით, ღი҃სად შეერთებულნი ჴორცნი, და ღი҃სა სულად ცნობილი სული, განიყუნეს რა სიკუდილისა მიერ, ღი҃სად შერაცხეთ, სიკუდილი და განყოფა, ჴორცთა და სულისა მისისა, და რამეთუ, არა უწყოდეთ მუნ, სხუა გუამი გარნა ხოლო სიტყჳსა:

ქალწულებრივთა სისხლთა შენთაგან უხრწნელო, ჴორცნი და სული…

გალობა თ. სძლისპირი. განკჳრდეს ზესკნელს.

ქალწულებრივთა სისხლთა შენთაგან უხრწნელო, ჴორცნი და სული კაცობრივნი მიიხუნა, გუამსა შინა თჳსსა სიტყუამან ღი҃სამან ამისთჳს, უქცეველად ჴორც-მნასა სიტყჳსასა და უცუალებელად სიტყუა ქმნასა ჴორცთასა, ვიტყჳთ რამეთუ ღთ҃-არს კაცი, და ღი҃ კაც-არს, გუამოვნებითისა ერთობისათჳს:

ვითარ ზესთა არსებისა-არს იქმნა, ქალწულისაგან განჴორციელებითა, ეგრეთუჱ ზესთა კაცთასა მოქმედებდა კაცობრივთა, ამისთჳსცა ვიდოდა რა, წყალთა ზედა მიწიერითა ფერჴითა, არა მიწა ქმნა წყალი, არამედ ღმრთაებრითა, ძალითა მტჳრთუჱლ ჰყო ნივთთა სიზრქისათა:

ერთისა პირისად უწყნით ყოველნივე, ქე҃ს განგებულებისა საქმენი, და არცა ერთი რა განთჳსებულისა სახისად, გარნა ეგრეთცა განუყოფელად, ქმნულთა მათ არა რომლითა სახითა შევრევთ, არამედ საქმეთა მათ, ვედრებისაგან ვჰსცნობთ თუ რომლისა ბუნება არს თჳთეული:

არა განყოფილთა ვქადაგებთ ერთისა ქე҃ს მოქმედებათა, არცა განთჳსებულთა, მოქმედთა ბუნებათა, არამედ ერთ-გუამოვნებით, შეერთებულთა, და თჳთეუსა თანა ზიარებითა მეორისათა, მოქმედად მისსა რაცა, თჳს-იყჳს თჳთეულისა, ვითარცა წამებს მწყობრი მამათა:

ბუნებითადცა და ზესთა ბუნებისა, ჭეშმარიტად და საკუთრად ღი҃ს-მშობლად, აღგიარებთ რამეთუ სიტყჳსა ღი҃სა გუამი განხორციელებული გჳშევ, თჳნიერ ყოვლისა ქცეულებისა, რომლისად უწყნით მრჩობლთა ბუნებათა სახელნი, არსებითნი და ბუნებითნი თჳთებანი: