ერთა უსჯულოთა ჰსაჯეს ჯუარცმაჲ შენი უსჯულოთა შორის…
მწუხრად დასდებელნი მსგავსნი, ჯუარისანი. ჴმა ჱ. ამგელოსმან შენ.
ერთა უსჯულოთა ჰსაჯეს ჯუარცმაჲ შენი უსჯულოთა შორის, მეუფისა და შემოქმედისა ჵ იესო ჩემო და ჰხედჳდა რა ქუჱყანა განსაცჳფრებელსა, ამას კადნიერებასა შეძრწუნდებოდა, მჩუჱნებელი, რამეთუ შენ ხარ მეუფე ყოველთა და შემოქმედი:
წყევისაგან სჯულისა და დასჯისაგან ვიჴსნენით ყოველნი, რამეთუ შემოქმედი და უ҃ი სჯულისა ამაღლდა ჯუარსა ზედა, და მადლი და წყალობაჲ, და მოწყალებანი თჳსნი მოგუანიჭნა ჩუჱნ, რომელნი უგალობთ საღმრთოთა ვნებათა მისთა:
განჰკურნენ კაცთ-მოყუარე წყლულებანი ჩუჱნნი, წყლულებითა ჴელთა შენთათა, და წარმართენ ფერჴნი ჩუჱნნი გზასა ზედა საცხოვრებელსა, ჯუარსა ზედა შემსჭუალჳთა ფერჴთა შენთათა, რომელნიცა ძუჱლად პირუჱლ ქმნულმან იხილა სამოთხესა შინა და დაიმალა:
გიხაროდენ ღი҃ს-მშობელო დედოფალო, გიხაროდენ სკიპტრაო დავითისო, გიხაროდენ…
სხუანი, დასდებელნი ღი҃ს-მშობლისანი. მსგავსნი. ჵ სასწაული.
გიხაროდენ ღი҃ს-მშობელო დედოფალო, გიხაროდენ სკიპტრაო დავითისო, გიხაროდენ კარო ზეცისაო, გიხაროდენ მაყუალო შეუწუჱლო, გიხაროდენ მთაო ჩრდილოვანო, გიხაროდენ სასანთლეო, გიხაროდენ ყოვლად უბიწოო, გიხაროდენ ტაკუკო, გიხაროდენ პალატო, გიხაროდენ ყოვლად წმიდაო დედაო ქე҃ს ღი҃სა ჩუჱნისაო, გიხაროდენ მარწუხო, გიხაროდენ ტაბლაო, გიხაროდენ მხოლოო სასოო სოფლისაო:
სიმრავლენი ცოდუათა ჩემთანი, თავსა ჩემსა ზედა აღმატებულნი, ვითარცა ღელუანი ზღჳსანი დამნთქმენ მე დედოფალო, არამედ მოჰყავ ჴელი შენი ვითარცა პეტრეს, და ღელუა-გუჱმულსა ამას წარმიმართე ლიმენად სინანულისა, და მაცხოვნე გევედრები, წმიდაო დედაო ღი҃საო ყოვლად უბიწო, სასოო ყოვლისა სოფლისაო:
დაბნელებული ფრიად ვნებათა მიერ ცოდჳსათა, სიღრმედ განწირულებისა შთავვარდი უბადრუკი, არამედ შემიწყალე მე კურთხეულო ღი҃უ-მიმადლებულო, და განმანათლე ნათლითა სახიერებისა, შენისათა და გზად სინანულისად მიძღოდე გევედრები, მოქენე შენდამი არა წარწყმედად ჩემდა:
რაჟამს გიხილა შენ უბიწომან ნებსით დამოკიდებული ჯუარსა…
დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.
რაჟამს გიხილა შენ უბიწომან ნებსით დამოკიდებული ჯუარსა ზედა, მცნობელი ძალისა შენისა ლმობიერად ცრემლით გიღაღადებდა შენ, ნუ დამივიწყებ შჳლო მშობელსა შენსა, მეც მე სიტყუა სიტყუაო მამისაო, და ნუ დამიტევებ ძეო ჩემო მჴევალსა შენსა:
ამაღლდი ჯუარსა ზედა ქე҃ ღო҃, და აცხოვნე…
სტიხარონსა ზედა, დასდებელნი ჯუარისანი. ჴმა ჱ.
ამაღლდი ჯუარსა ზედა ქე҃ ღო҃, და აცხოვნე კაცთა ნათესავი, და ვადიდებთ ვნებათა შენთა:
ჯუარსა შეემჰსჭუალე ქე҃ ღო҃, და განახუჱნ კარნი სამოთხისანი, ამისთჳს ვადიდებთ ღუთაებასა შენსა:
ქე҃ს მოწამენო ყოვეთა ადგილთა წმიდა-ჰყოთ, ყოველთა სნეულთა…
მოწამეთა.
ქე҃ს მოწამენო ყოვეთა ადგილთა წმიდა-ჰყოთ, ყოველთა სნეულთა განჰკურნებთ თქუჱნ, და აწ ევედრენით თქუჱნ, ჰჴსნად მახეთაგან მტერისათა სულთა ჩუჱნთათჳს გევედრებით:
შენ ჯუარცმულისა და მომკუდრისა მხედუჱლი მშობელი შენი…
დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃შ-მშობლისა. მოწამეთა შენთა.
შენ ჯუარცმულისა და მომკუდრისა მხედუჱლი მშობელი შენი, ვაჲ ჩემდა ღაღადებდა, ვითარ უკუჱ თავს-იდებ ტკივილთა ტბილო ძეო ჩემო, მოსწყლავს გულსა ჩემსა ვნება ლახუარი განწონილი გუჱრდსა შენსა, განაღებს შინაგანთა ჩემთა ვნება შენი, გარნა უგალობ სულ-გრძელებასა შენსა, რამეთუ ნებსით თავს-იდებ ამათ ყოველთა მნებებელი ცხოვრებად, კაცთა:
ხედჳდა რა ავაზაკი წინა-მძღუარსა ცხოვრებისასა, ჯუარსა ზედა…
პარასკევსა ცისკრად, შემდგომად ა. სტიხოლოღიისა, წარდგომანი ჯუარისანი ჴმა ჱ.
ხედჳდა რა ავაზაკი წინა-მძღუარსა ცხოვრებისასა, ჯუარსა ზედა დამოკიდებულად იტყოდა არათუმცა ღი҃ იყო განჴორციელებული, ჩუჱნთანა ჯუარცმული ესე, არამცა დაეფარნეს მზესა შარავანდედნი თჳსნი, არცამცა ქუჱყანა შერყევით შეიმუსრუოდა, არამედ რომელმან ყოველივე თავს-იდევ, მომიჴსენე მჴსნელო სასუფეველსა შენსა:
შორის ორთა ავაზაკთა, სასწორად სამართლისა იპოვა ჯუარი…
აღამაღლებდით უ҃სა, ღთ҃სა ჩუჱნსა, და თაყუანის-ჰსცემდით კუარცხლბეკსა ფერჴთა მისთასა, რამეთუ წმიდა არს:
შორის ორთა ავაზაკთა, სასწორად სამართლისა იპოვა ჯუარი შენი უ҃ო, რამეთუ ერთი იგი ჯოჯოხეთად შთაიყუანა სიმძიმემან გმობისამან, ხოლო მეორე იგი აღასუბუქნა ბრალთაგან, მეცნიერებამან ღი҃ს-მეტყუჱლებისამან ქე҃ ღო҃ დიდება შენდა:
რომელი პატიოსანთა სისხლთა შენთაგან განჴორციელდა, უზესთაეს გონებისა…
დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა. ბრძანებული ჩუჱნდა.
რომელი პატიოსანთა სისხლთა შენთაგან განჴორციელდა, უზესთაეს გონებისა, და იშუა შენგან წმიდაო, იხილე რა ძელსა ზედა მოკიდებული ძჳრის-მოქმედთა შურის, მოიწყლათ ნაწლევითა, და დედობრივ, ტირილით ჰჴმობდი, ჵ მე შჳლო ჩემო, რაჲ არს, საღმრთო და გამოუთქმელი განგებულება შენი, რომლითა განვჰსცხოველდით დაბადებულნი, უგალობ სახიერტებასა შენსა:
სახიერებით ჯუარცმაჲ დაითმინე, მხოლომან უცოდუჱლმან, ადამის სიგლახაკე…
შემდგომად ბ, სტიხოლოღიისა, წარდგომანი ჯუარისანი. ჴმა ჱ. სიბრძნე და სიტყუა.
სახიერებით ჯუარცმაჲ დაითმინე, მხოლომან უცოდუჱლმან, ადამის სიგლახაკე რა შეიმოსე, ყოვლად ძლიერო და მრავალ-მოწყალეო უ҃ო, არამედ სიკუდილისა სიმტკიცჱ შემუსრე, და ვნებითა შენითა სოფელი აცხოვნე, ამისთჳს ცხოვრების-მომცემელო სულიცა ჩემი დაცემული შეიწყალე გევედრები, რაჟამს განიკითხჳდე საქმეთა ჩემთა, კაცთ-მოყუარეო და მართლ-მსაჯულო, და პირუჱლ სიკუდილისა მომაქციე მე ქე҃ ღო҃, და შენდობაჲ ცოდუათა მომანიჭე, რამეთუ შენ მხოლო-ხარ ძჳრ-უჴსენებელ, უ҃ო დიდება შენდა:
შორის ედემისა ხემან აღმოაცენა სიკუდილი, და შორის…
ხოლო ღთ҃მან, მეუფემან ჩუჱნმან, წინა-საუკუნეთამან, შეჰქმნა ცხოვრება შორის ქუჱყანისა: მსგავსი. აღსდეგ მკუდრეთით.
შორის ედემისა ხემან აღმოაცენა სიკუდილი, და შორის ყოვლისა ქუჱყანისა ხემან აღაყუავილა ცხოვრებაჲ, რამეთუ პირუჱლისა მის გემო რა ვიხილეთ, უხრწნელნი განხრწნილ-ვიქმნენით, ხოლო მივემთხჳენით რა მეორესა უხრწნელებისა შუჱბაჲ მოგუჱცა, რამეთუ ამის მიერ აცხოვნებ სიტყუაო ღი҃საო, ნათესავსა კაცთასა ვითარცა ღთ҃-ხარ:
სისხლთაგან ჩემთა კაც-იქმენ, რათა სისხლითა შენითა განაღმრთუნე…
დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა. ბრძანებული.
სისხლთაგან ჩემთა კაც-იქმენ, რათა სისხლითა შენითა განაღმრთუნე კაცნი, რამეთუ ჭამითა განხრწნილთა მოხუჱდ განცხოველებად ვითარცა ყოვლად სახიერი, ღაღადებდა ოდესმე ტირილით უბიწო მხედუჱლი დამოკიდებულისა ქე҃სი მომკუდრისა ჯუარსა ზედა, და დასთხევდა წყაროთა ცრემლთასა, მადიდებელი სიმტკიცისა მისისა:
სასოებითა ტყუილისა განღმრთობისათა, მთავარი ნათესავთა მიზეზ გამოჩნდა…
შედგომად გ. სტიხოლოღიისა წარდგომანი, ჴმა ჱ. არსდეგ კუდრეთით.
სასოებითა ტყუილისა განღმრთობისათა, მთავარი ნათესავთა მიზეზ გამოჩნდა ხრწნილებისა, და ხრწნილებისაგანთა ყოველთა, ხოლო შენ ჯუარითა შენითა ცხოვრებაჲ აღმოაცენე, ვითარცა სახიერმან, რამეთუ მას ზედა ნებსით შემსჭუალულიქმენ, რათა გჳჴსნნე პირუჱლისა მისგან დასჯისა, ამისთჳს უგალობთ ქე҃ ნებსით ვნებასა შენსა:
ნათლითა ზეგარდამოჲთა, ჰბრწყინავს დღეს კარავი ესე მოწამეთა…
დიდება შენდა, ღო҃ ჩუჱნო, დიდება შენდა:
ნათლითა ზეგარდამოჲთა, ჰბრწყინავს დღეს კარავი ესე მოწამეთა, რამეთუ ამას შინა მხედრობანი ანგელოსთანი იხარებენ, და მათთანა გუნდნი მოწამეთანი მხიარულ არან ჴსენებასა ღუაწით-შემოსილთასა, მათითა მეოხებითა ქე҃ ღო҃, მომადლე სულთა ჩუჱნთა, მშჳდობაჲ და დიდი-წყალობაჲ:
ჵ საკჳრუჱლი ახალი, ჵ საშინელი საიდუმლო, ჰჴმოდა…
დიდება, აწდა. ჯუა-ღი҃ს-შობლისა. აღსდეგ მკუდრეთით.
ჵ საკჳრუჱლი ახალი, ჵ საშინელი საიდუმლო, ჰჴმოდა ტარიგი მხედუჱლი ძისა ძელსა ზედა ჯუარისასა განრთხმულისა, რა არს ესე სიყტყუაო ღი҃საო უკუდავო, ვითარ უკუჱ მკუდრად იხილუჱბი, და შეჰსძრავ უჱყანასა ვითარცა ყოვლად ძლიერი, არამედ უგალობ საშინელსა და საღმრთოსა გარდამოსლუასა შენსა:
სავსება ყოველთა კეთილთა არს ჯუარი
პარასკევსა. კანონი ჯუარისა, რომლისა კიდურ წერილობაჲ.
სავსება ყოველთა კეთილთა არს ჯუარი.
ეტლთა მფლლობელი ფარაო, დაანთქა საკჳრუჱლთ-მოქმედმან, კუჱრთხმან, მოსესმან…
იოსებისა. გალობა ა. ჴმა ა. სძლისპირი.
ეტლთა მფლლობელი ფარაო, დაანთქა საკჳრუჱლთ-მოქმედმან, კუჱრთხმან, მოსესმან რომელმან, გამოსახა სახე ჯუარისა, და განუღო ზღუა მეწამული და ისრაილნი იჴსნნა, განმავალად მეტყუჱლნი გალობასა, უ҃ისასა რამეთუ დიდებით დიდებულ არს:
განრაიპყრენ ჯუარსა ზედა, მკლავნი შენნი ქე҃ ღო҃…
ტროპარნი.
განრაიპყრენ ჯუარსა ზედა, მკლავნი შენნი ქე҃ ღო҃ შეჰკრიბენ, ჴელთა შენთა ქმნულნი, და იჴსნენ მტერთა ჴელისაგან, და დაამორჩილენ მაღალო, მკლავსა შენა მტკიცესა, ამისთჳს, მეუფეო ყოველთაო, გიგალობთ და გადიდებთ, რამეთუ დიდებულ-ხარ:
წარწყმიდნა გემოს ხილუამან, ხისამან ედემს შინა და მომკლნა ჩუჱნ, ხოლო ქე҃მან რა, სიკუდილი ჯუარითა თავს-იდუა, ცხოვრებაჲ მოჰმადლა სოფელსა, და მოაკუდინა გუჱლი მკულელი ჩუჱნი, ღუთაებისა ძალითა ამისთჳს უგალობთ რამეთუ დიდებულ-არს:
განაძლიერენ კრებულნი მარტჳლთანი ჯუარცმითა და ვნებითა შენითა…
მოწამეთა.
განაძლიერენ კრებულნი მარტჳლთანი ჯუარცმითა და ვნებითა შენითა იესო, და მფლობელჰყუჱნ ვნებათა ზედა, და წინაშე მძლავრთა უღმრთოთა, აღგიარეს მეუფედ, და მოითმინნეს ჭირნი და ტანჯუანი ამისთჳს ზიარ იქმნნეს დიდებისა შენისა:
პკურებითა საღმრთოთა მათ სისხლთა შენთათა მჴსნელო მოწამეთა, თჳსნი იგი სისხლნი, ძღუნად მიგიპყრნეს მხიარულებით, მძლავრთა მიერ იძულებულთა, ზორუად ბილწთა ეშმაკთა, ვინაცა მსხუჱრპლად წმიდად შეიწირნეს, შენდა შემოქმედისა, რამეთუ დიდებულ არს:
გიხილა რა ჯუარსა ზედა, დამსჭუალული ყოველთა შემოქმედო…
ღი҃ს-მშობლისა.
გიხილა რა ჯუარსა ზედა, დამსჭუალული ყოველთა შემოქმედო ქალწულმან წმიდამან, გოდებით ესრეთ ღაღადებდა, რა არს ესე ჵ ძეო ჩემო, რასა მოგაგებს ძჳრი, ფრიად შუჱბულთა კეთილთა შენთაგან, დიდება წყალობათა შენთა ყოვლად ძლიერო:
ღი҃ს-მშობლად მქადაგებელი შენი წმიდაო ჰსძლევს უკუჱ ყოველთა…
სხუა კანონი ყოვლად წმიდისა ღი҃ს-მშობლისა. გალობა ა. ჴმა ჱ. სძლისპირი იგივე.
ღი҃ს-მშობლად მქადაგებელი შენი წმიდაო ჰსძლევს უკუჱ ყოველთა წუალებათა რამეთუ ჰშევ ჴორცთა მიმღებელი უტყუჱლად ღჲს-მშობელო უმაღლესი ყოველთა დაბადებულთა, მარადის მყოფი იგი სიტყუაჲ ღი҃სა:
ვითარცა დედა ღი҃სა მქონებელი კადნიერებისა, შენგან შობილისა მიმართ მხოლოდ-შობილისა სიტჳსა, მამისათანა დაუსაბამოჲსა, და სულისა წმიდისა თანა-არსისა, ნუ დასცხრები ვედრებად ჰჴსნად განსაცდელთაგან, ღი҃ს-მშობლად მადიდებელთა შენთა ყოვლად უბიწოო:
შენთა შუა-მდგომელად მქონებელთა ღი҃ს-მშობელო არა გუჱშინის სიმრავლისაგან მტერთა მბრძოლთა ჩუჱნთასა, რამეთუ ვადიდებთ კეთილ-მსახუებით შენგან განჴორციელებულსა ღთ҃სა, და უ҃სა ყოველთასა, რომელსაცა ევედრე ჩუჱნთჳს:
გონებაჲ უმაღლესი ვრ შემძლებელ არს მიწთომად სადუმლოსა მიდგომილებისა შენისასა უბიწოო, რამეთუ თანა-მოსაყდრემან მან მამისამან მუცელსა შენსა დამკჳდრებად, და შენგან შობად სათნო-იყო, ორთა შინა ბუნებათა ცნობილმან:
შენ დამამყარებელო, კამარათა ცისათაო უ҃ო, და აღმაშენებელო…
გალობა გ. სძლისპირი.
შენ დამამყარებელო, კამარათა ცისათაო უ҃ო, და აღმაშენებელო ეკკლესიათაო დამატკიცენ ჩუჱნ, სიყუარულსა შენსა, თაო ყოვლისა სიხარულისაო, და განმაძლიერებელო, მორწმუნეთაო მხოლოო კაცთ-მოყუარე:
მზემან რა გიხილა შენ, უბრალოდ დამსჭუალული ჯუარსა…
ტროპარნი.
მზემან რა გიხილა შენ, უბრალოდ დამსჭუალული ჯუარსა ზედა, ქე҃ ღო҃ ბნელი წყუდიადი შეიმოსა და კლდენი განსქდეს, და ქუჱყანა ძრწოდა, საშინელისა მისთჳს ვნებისა შენისა განმაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო კაცთ-მოყუარე:
განპყრობითა ჴელთათა, სახე ჯუარისა გამოსახა მოსე, რაჟამს იგი მტერი ამალეკი შეჰმუსრა და უკუნ-აქცია, ეგრეთუჱ ძალითა ჯუარისათა შეჭურჳლნი მორწმუნენი, მტერთა უკუნ-ვაქცევთ და ყოველთა, ვნებათა ზესთა-ვექმნებით:
ტანჯუათა მრავალ-ფერთა, დათმენითა ვნებათათა მძლედ გამოჰსჩნდეს ახოვანნი…
მოწამეთა.
ტანჯუათა მრავალ-ფერთა, დათმენითა ვნებათათა მძლედ გამოჰსჩნდეს ახოვანნი მარტჳლნი და თანა-ხატ-ექმნნეს საუფლოთა ვნებათა, უვნებელისათა, რომელმან იგი ვნებანი მოაკუდინნა, და ცხოვრება წარუვალი, სოფელსა აღმოუბრწყინუა:
გზათა წამებისათა, მიუდრეკელად ჰრბიოდეს მარტჳლნი, და ყოველნი ღირღლოვანნი და შესაბრკოლებელნი საცთურისანი, წრფელ-ჰყუნეს დიდებულთა, და მიიცუალნეს საღმრთოდ განსუჱნებად, ქე҃ს ღი҃სა ყოვლად ძლიერისა, ყოვლად წმიდითა წინა-მძღურებითა:
ზესთა კაცობრივთა მათ, სჯულთა მუცლად-გიღე და გშევ…
ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.
ზესთა კაცობრივთა მათ, სჯულთა მუცლად-გიღე და გშევ უ҃ო, და ვითარ ჯუარს-გაცუჱს უსჯულოთა შორის უსჯულოთასა მჴსნელო, ცხოვრებისა სჯულთა, სჯულის-მდებელი, მხოლო სახიერი, ღი҃ს-მშობელი გოდებით იტყოდა ქე҃ს მიმართ, ხედჳდა რა ჯუარცმულსა:
განმაძლიერებელ-მექმენ მე, დამბადებელო ცისაო, და ქუჱყანისაო, წყალთა…
სხუა. სძლისპირი.
განმაძლიერებელ-მექმენ მე, დამბადებელო ცისაო, და ქუჱყანისაო, წყალთა ზედა დამამკტკიცე მე ქე҃, ეკკლესიისა კლდესა ზედა, რამეთუ არავინ-არს, წმიდა შენებრ კაცთ-მოყუარე:
დაბნელებული გონებაჲ ჩემი, განანათლე ნათლითა შენგან სოფლისა…
ტროპარნი.
დაბნელებული გონებაჲ ჩემი, განანათლე ნათლითა შენგან სოფლისა მიმართ აღმობრწყინუჱბულისათა, და სალმობანი დააყუდენ, და ბიწნი ცოდუათანი განჰკურნენ ღი҃ს-მშობელო უბიწოო:
თქმანი და იგავნი საღმრთოთა წინასწარ-მეტყუჱლთანი სრულ-ჰყუჱნ შენ წმიდაო, რამეთუ ჰშევ სიტყუაჲ თქმული იგი პირითა მათითა, აღმასრულებელი წინასწეარ-მეტყუჱლებისა მათისა, მხოლოო კურთხეულო:
გამოუთქმელად შობილი მამისაგან პირუჱლ საუკუნეთა, ქრმისა გამოუცდელად საშოსა შინა მიდგომილმან გჳშევ ჩუჱნ ქალწულო თანად ღი҃ და კაცი, ორთა შინა ბუნებათა სრული და განუყოფელი:
მუცელსა შინა შენსა წმიდასა დაემკჳდრა ღი҃, და კაც-იქმნა ვითარცა თჳთ უწყის ღი҃სა დედაო, და გუაცხოვნნა ჩუჱნ ვნებითა თჳსითა, ამისთჳსცა ქალწულო ვითარცა მიზეზსა ცხოვრებისა ჩუჱნისასა გადიდებთ:
მესმა უ҃ო განგება, საიდუმლოთა შენთა გამოუთქმელთა, განჳცადენ…
გალობა დ. სძლისპირი.
მესმა უ҃ო განგება, საიდუმლოთა შენთა გამოუთქმელთა, განჳცადენ საქმენი შენნი, და აღჳარე მე ღმრთაება შენი:
სასოება საროსა წილ, და სარწმუნოება ნაძჳსა წილ…
ტროპარნი.
სასოება საროსა წილ, და სარწმუნოება ნაძჳსა წილ და სიყუარული, ფიჭჳსა წილ აღჳღოთ ძმანო, და ჯუარსა ცხოველსა თაყუანის-ვჰსცემდეთ:
ჯუარითა შენითა მჴსნელო, სამოთხე განეღო და დასჯილი კაცი, კუალად მუნუჱ შინა მკჳდრ-იქმნა, და მოწყალებათა შენთა აქებდა:
მომკუდარნი განმაცხოველენ, სიკუდილი რა თავს-იდევ ჩუჱნთჳს უკუდავო, ხოლო ვეშაპი მოაკუდინე, სიკუდილისა ჩუჱნდა მომატყუჱბელი:
ზიარ-საღმრთოთა ვნებათა, ღი҃სათა გამოსჩნდით მოწამენო, და ეგრეთუჱ…
მოწამეთა.
ზიარ-საღმრთოთა ვნებათა, ღი҃სათა გამოსჩნდით მოწამენო, და ეგრეთუჱ ბრწყინუალებისა, მისისა საღმრთოჲსა ზიარ-იქმნენით:
განშუჱნდით მოწამენო, შეერთებითა შუჱნიერისა სიტყჳსათა, და განათლდით ბრწყინუალედ მოყუარენი მზისა სიმართლისანი:
ახლად ყრმად გჳშევ ქალწულო, წინა-საუკუნეთა სრული ღუთაებითა…
ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.
ახლად ყრმად გჳშევ ქალწულო, წინა-საუკუნეთა სრული ღუთაებითა და ჯუარსა ზედა სრულ-მყოფელი, თჳსთა მორწმუნეთა სახიერებით:
გიცით შენ უბიწოო შემდგომად ღი҃სა რამეთუ შენ…
სხუა. სძლისპირი. შენ ხარ ქე҃ ღი҃.
გიცით შენ უბიწოო შემდგომად ღი҃სა რამეთუ შენ დედად ღი҃სად გამოსჩნდი შემოქმედისა და დამბადებელისა რომელმან იგი მიიღო ხატი ჩუჱნი და აცხოვნა, და დიდებითა თჳსითა საღმრთოჲთა ადიდა:
ძირისაგან სამეუფოჲსა აღმოსრულმან, ჰშევ ჩუჱნდა განჴორციელებული სიტყუაჲ ღი҃სა მეფჱ იგი ყოველთა უაღრეს სიტყჳსა და გულის-ჴმის-ჰყოფისა, ამისთჳს შენ ღი҃ს-მშობელსა ყოვლად წმიდაო ქალწულო ჭეშმარიტად გადიდებთ:
ღთ҃სა განჴორციელებულსა შენ მიერ მამისა თანა-არსსა, და თანა-არსსა შენსა დაუცხრომელად უკუჱ ევედრე, რათა მოსცეს მოტევებაჲ ცოდუათა და აცხოვნნეს სარწმუნოებით მგალობელნი შობისა შენისანი:
რომელნი არა განაგდებენ არამედ პატივს-სცემენ ხატსა, უაღრეს გონებისა შენგან შობილისა ღი҃სა ყოვლისა სოფლისა, განმანათლებელისასა, დაიფარენ, საფარუჱლითა შენითა ყრმააო, და აცხოვნენ სარწმუნოებით მგალობელნი შენნი მხოლოო ყოვლად საგალობელო:
ნუ სადა განმიშორებ პირისაგან, შენისა ნათელო წარუვალო…
გალობა ე. სძლისპირი.
ნუ სადა განმიშორებ პირისაგან, შენისა ნათელო წარუვალო, და დამფარა მე ბნელმან, წყვდიადისამან განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და ნათელსა ცნებათა შენთასა, წარმართე სლუა ჩემი გევედრები:
რათა უხრწნელებისა, სამკაული შეგუმოსო ჩუჱნ განშიშულებულთა ქე҃…
ტროპარნი.
რათა უხრწნელებისა, სამკაული შეგუმოსო ჩუჱნ განშიშულებულთა ქე҃ ჯუარსა ზედა განშიშულდი, და განაშიშულე მტერი მრავალ-ღონჱ, ყოველთა სივერაგეთა და ძმაცულებათა მისთაგან ამისთჳს ვაქებთ ვნებათა შენთა:
სისხლმან ცხოველს-მყოფელმან, რომელი გუჱრდისა შენისაგან გარდამოჴდა, ქე҃ ჭეშმარიტებით, წმიდა-ჰყო სოფელი და სისხლნი იგი, ბომონთა, არა წმიდათა საზორუჱლნი უჩინო-ჰყუნა, და მოსცა უხრწნელებაჲ სულთა ჩუჱნთა:
მრავალთა მათ ტაკნჯუათა, ბრწყინუალებითა განშუჱნებულთა მოწამეთა, და…
მოწამეთა.
მრავალთა მათ ტაკნჯუათა, ბრწყინუალებითა განშუჱნებულთა მოწამეთა, და საღმრთოჲთა სისხლითა, აღბეჭდულთა მახჳლი იგი იქცევისი, უშიშად, თანა წარულეს და სამოთხისა შუჱბაჲ უხრწნელი, მხიარულთა ბრწყინუალედ დაიმკჳდრეს:
წმიდათა შენთა შორის, საკჳრუჱლ-იქმენ ქე҃ რომელთა შეგიყუარეს, და სიმდიდრეთა მიერ, ღმრთაებისა შენისათა განმდიდრებულნი, უფსკრულსა კურნებათასა მორწმუნეთა მიჰფენენ, და ვნებათა ღუარსა განაჴმობენ:
ცოდჳსა სენთა მიერ, დაცემულნი ესე განგუჰკურნენ ღი҃ს-შობელო…
ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.
ცოდჳსა სენთა მიერ, დაცემულნი ესე განგუჰკურნენ ღი҃ს-შობელო, გჳშევ რა ჩუჱნ მკურნალი, და მაცხოვარი რომელმან ჩუჱნთჳს თავს-იდუა, ჯუარსა ზედა, მოწყლუაჲ და მოსცა უხრწნელებაჲ სულთა ჩუჱნთა, ვითარცა მრავალ-მოწყალე-არს:
გარე-შეუწერელი ღი҃ ბუნებით, დაემკჳდრა ჩუჱნ კაცთათჳს საშოსა…
სხუა. სძლისპირი იგივე.
გარე-შეუწერელი ღი҃ ბუნებით, დაემკჳდრა ჩუჱნ კაცთათჳს საშოსა შინა შენსა, და სისხლთაგან შენთა უბიწოთა ჴორც-იქმნა, რომელსა ევედრე ცხოვრებად პატივის-მცემელთა შენთა:
განშუჱნდი ყოვლად წმიდაო ქალწულო, შუჱნიერებითა ქალწულებისათა, და ევა პირუჱლისა ხატი იგი ბოროტ-სახილუჱლი აღჴოცე შობითა ქე҃ს ღი҃სათა, რომელმან მოანიჭა სამოსელი უკუდავებისა მგალობელთა შენთა:
წეშმარიტად ღი҃ს-მშობლად მცნობელნი შენნი ყოვლად წმიდაო დედოფალო, შენგან შობილსა მოქმედებათა და ნებათა სრულსა ცნობილსა ვჰქადაგებთ, დედაო უსძლოო:
ზღუდედ უკუჱ მომგებელნი შენნი, და საფარუჱლითა შენითა შეცულნი, საღმრთოჲთა დიდებითა დავჰსტკბებით მადიდებელნი შენნი რამეთუ შენ ყოვლად უბიწოო მოჰსცემ სულთა ჩუჱნთა მშჳდობასა და დიდსა წყალობასა:
ვედრებასა ჩემსა, განვჰფენ უ҃ისა მიმართ, და მას…
გალობა ვ. სძლისპირი.
ვედრებასა ჩემსა, განვჰფენ უ҃ისა მიმართ, და მას აღუარებ ბრალთა ჩემთა რამეთუ, ბოროტითა, აღივსო სული ჩემი, და სიმტკიცე ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია, და იონასებრ ვღაღადებ აღმომიყუანე მე ღო҃ ჩემო:
გულსა ქუჱყანისასა აღემართა ჯუარი, და შორის სამოთხისა…
ტროპარნი.
გულსა ქუჱყანისასა აღემართა ჯუარი, და შორის სამოთხისა ქმნილი დაცემაჲ განჰკურნა, რამეთუ შორის ძჳრის-მოქმედთა ჯუარცმულმან ღთ҃მან, აღამაღლა კაცთა ბუნებაჲ, და სიმაღლით, გარდამოთხეულნი, უფსკრულთა შინა ჯოჯოხეთისათა შთასთხინა:
მშჳლდად მოირთხ ჯუარი შენი ძლიერი მჴსნელო, და სამჰსჭუალნი შენნი ისრად განაწონენ გულსა, მტერისასა მრისხანესა და ყოვლად ბოროტსა, და სრულიად მოაკუდინე იგი, და მის მიერ, მომკუდარნი იგი, ცხოველჰყუჱნ მრავალ-მოწყალეო და სახიერო:
სისხლთა ნაკადულმან წმიდათა მოწამეთამან, კერპთ-მსახურებისა იგი ცეცხლი…
მოწამეთა.
სისხლთა ნაკადულმან წმიდათა მოწამეთამან, კერპთ-მსახურებისა იგი ცეცხლი დაშრიტა, და ეკკლესიისა წმიდისა ორნატნი მორწყნა და სარწმუნოებისა და სასოებისა და სიყუარულისა, იფქლი დიდ-ძალი, გამომზრდელი სულთა მდიდრად აღმოაცენა:
უმძაფრეს ცეცხლისა ეგზებოდეს შინაგან, ცეცხლსა რა ნივთიერსა შეითხივნეს მარტჳლნი, განჩინებითა უკეთურთა მათ მსაჯულთათა, და შეუწუჱლად დაიცუჱბოდეს, შეწევნითა, უძლეველითა, მამისა და ძისა და სულისა წმიდისათა:
იხილე რა ძჱ შენი განრთხმული ჯუარსა ზედა…
ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.
იხილე რა ძჱ შენი განრთხმული ჯუარსა ზედა, მახჳლმან ურჳსამან განულო გული შენი, ყოვლად წმიდაო ქალწულო და ცრემლითა აღუსებული, დედობრივითა მწუხარებითა ადიდებდი, ვნებათა მისთა, და საღმრთოსა გუჱრდსა მისსა ლახურითა მოწყლულსა:
მომიტევენ სახიერ, აურაცხელნი ცოდუანი ჩემნი, რომელთათჳს გიჴმობ…
სხუა. სძლისპირი.
მომიტევენ სახიერ, აურაცხელნი ცოდუანი ჩემნი, რომელთათჳს გიჴმობ შენ, მიჴსენ მე ბოროტთაგან შენდა მომართ ვღაღადებ, ისმინე ჩემი, ღო҃ მაცხოვარო ჩემო:
მოვიდა შენ ზედა სული ყოვლად მოქმედი ყოვლად…
ტროპარნი.
მოვიდა შენ ზედა სული ყოვლად მოქმედი ყოვლად უბიწოო, და სიტყუა ღი҃სა დაემკჳდრა შენ შორის, და ჴორც-იქმნა გამოუთქმელად, უცუალებელად დადგრომილი:
ვითარცა კიდობანმან სულიერმან იტჳრთე მომცემელი სჯულისა, და ვითარცა სასძლომან წმიდამან დაიტიე სიტყუაჲ უწმიდესი, რომელმან სახიერებითა თჳსითა მიიღო ჴორცნი კაცობრივნი ყოვლად უბიწოო:
უფლად და დედოფლად ყოველთა სახელ გდებთ, რამეთუ ღი҃ ყოველთა შემოქმედი, ჭეშმარიტად მმართებელი და მპყრობელი, ჰშევ გამოუთქმელად უბიწოო:
მცნობელთა ამათთჳს შენ მიერ შობილად ღი҃სა, ღი҃სა სძალო, იოხედ ცოდუათა ყოველთა მოტევებად უბიწოო:
საღმრთოსა შურისათჳს, ცეცხლმან შეიკდიმა პირუჱლად ბაბილონს, რომელსა…
გალობა ზ. სძლისპირი.
საღმრთოსა შურისათჳს, ცეცხლმან შეიკდიმა პირუჱლად ბაბილონს, რომელსა სამნი ყრმანი, ვითარცა რა სამოთხესა შინა ვიდოდეს, და შეცურეულნი ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:
რაჟამს განეფინე შენ, ჯუარსა ზედა ვითარცა საღმრთო…
ტროპარნი.
რაჟამს განეფინე შენ, ჯუარსა ზედა ვითარცა საღმრთო ბაბილო, სიტყუაო მამისაო, გჳწდიე სიტკბოება მახარებელი, გულთა და დამჴსნელი სიმთურალისა ცთომათა, რომელნი აღგიარებთ ღმრთად და დამბადებელად:
ჯუარცმაჲ თავს-იდევ ქე҃, სულთქმათა და ყუჱდრებათა ჩუჱნთა დაცხრომად, და ძმარი და ნაღუჱლი, ჰსუ სახიერ აღმოფხურად სიმწარისა, დაბადებულთასა და წყლულებითა შენითა, განჰკურნენ წყლულებანი, სულთა და ჴორცთა ჩუჱნთანი:
ულმობელი ცხოვრება, ჭირთა მიერ დაიმკჳდრეთ მოწამენო, და…
მოწამეთა.
ულმობელი ცხოვრება, ჭირთა მიერ დაიმკჳდრეთ მოწამენო, და სალმობათა ჩუჱნთა, განჰკურნებად მადლი მოიღეთ მაღლით, და სულთა და ჴორცთა სალმობასა იოტებთ, და სულთა ბოროტთა განჰსდევნით, და მორწმუნეთა განანათლებთ:
წარსდეგით თქუჱნ მარტჳლნო, წინაშე საყდართა მძლავრთა უღმრთოთასა, და ჰქადაგეთ თქუჱნ შობა, და ჯუარცმა უ҃ისა და მიემსგავსენით, ვნებათა მისთა და ცეცხლი და წყალი განუვლეთ, და ყოველნი ტანჯუანი მადლობით მოითმინენით:
ურჳთა აღუსებულ-ვარ, უბრალოდ დასჯისა შენისათჳს ძეო ჩემო…
ღი҃ს-მშობლისა.
ურჳთა აღუსებულ-ვარ, უბრალოდ დასჯისა შენისათჳს ძეო ჩემო, და მოწყლულ-ვარ სულითა ლახურისა მიერ მოწყლჳსა შენისათჳს, ღი҃ს-მშობელი გოდებით ესრეთ იტყოდა ხედჳდა რა მეუფესა, ჯუარცმულსა ზედა გოლგოთას:
აჰა ესერა აღესრულა დავით საღმრთოჲსა წინათ-თქმაჲ იგი…
სხუა. სძლისპირი. ღი҃სა გარდა.
აჰა ესერა აღესრულა დავით საღმრთოჲსა წინათ-თქმაჲ იგი, რამეთუ ჭეშმარიტად ლიტანიობენ პირსა შენსა ღი҃ს-მშობელო უბიწოო, და მოიგებენ სიმდიდრესა მადლთასა, და ადიდებენ ღთ҃სა მამათა ჩუჱნთასა:
აღივსო აწ ყოველი ნათლითა საღმრთოჲთა შენ მიერ ყოვლად წმიდაო, რამეთუ შენ გამოჰსჩნდი კარად, რომლითა სოფელსა ეზრახა ღი҃, განმანათლებელი სარწმუნოებით მჴმობელთა, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:
ვიჴსნენით ყოვლად წმიდაო შობითა ქალწულებისა შენისათა საკრუჱლთაგან სასიკუდინეთა, და წყევისაგან პირუჱლ ქმნილისა ადამისა, ამისთჳს შენ ღი҃ს-მშობლად აღგიარებთ, და ვღაღადებთ, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:
შენ უფალსა დედოფალსა და ღი҃ს-მშობელსა გადიდებთ ყოველნი, რამეთუ შენ მიერ შემოქმედმან საუკუნეთამან, მოანიჭა ყოველსა ბუნებასა კაცთასა ცხოვრებაჲ, ამისთჳსცა ერთ-ჰჴმობით უგალობთ მას, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:
შჳდ-წილ აღაგზნა საჴუმილი, მძლავრმან ქალდეველთამან ყრმათათჳს, გულის-წყრომით…
გალობა ჱ. სძლისპირი.
შჳდ-წილ აღაგზნა საჴუმილი, მძლავრმან ქალდეველთამან ყრმათათჳს, გულის-წყრომით, რისხჳთა ძალითა მაღლისათა, იხილნა უვნებელად, დაცულნი ცეცხლისაგან განუხრწნელად, დამბადებელისა მიმართ და მჴსნელისა, ღაღადჰყო აკურთხევდით, ყრმანუ და მღუდელნი უგალობდით, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე:
კურთხეულ-არს ძელი საღმრთოჲ, რომლისა მიერ განქარდა წყევაჲ…
ტროპარნი.
კურთხეულ-არს ძელი საღმრთოჲ, რომლისა მიერ განქარდა წყევაჲ ადამის მიერ აღმოცენებული ძელისა მიერ და ამაღლებულ ქე҃, რომელი ნებსით ამაღლდა მას ზედა და აღამაღლა ბუნება კაცთა წყალობით, და გალობს აკურთხევდით, ყრმანი და მღუდელნი უგალობდით, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე:
კურთხევასა მას ყრმათასა, შეცუალებით დასხმითა ჴელთათა, მამათ-მთავარმან იაკობ გამოსახა სახჱ ჯუარისა, რომლისაგან მოეცა, კურთხევაჲ, ყოველთა მორწმუნეთა, და იჴსნნეს წყევისაგან და ხრწნილებისა, და ჰჴმობენ აკურთხევდით, ყრმანი და მღუდელნი უგალობდით, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე:
ჯუარისა აღმართებითა, და ქე҃ს ღი҃სა დამსჭუალჳთა, აღემართა კაცთა ბუნებაჲ და დაეცნეს მტერნი, და კუალად განყოფილნი, ერთობად მოვიდეს და ამაღლდა რქაჲ მორწმუნეთა და განმტკიცნა კუჱრთხი მეფეთა, და აქებენ ძლიერსა ძალსა შენსა ყოვლად ძლიერსა, და უფროსად, ამაღლებენ მას უკუნისამდე:
ნეტარი იგი დიდება, და ფუფუნება და უვნებელი…
მოწამეთა.
ნეტარი იგი დიდება, და ფუფუნება და უვნებელი, და ნათლით-შემოსილნი სავანენი დაიმკჳდრენით უ҃ისა მოწამენო, და ზეცისა წესთა შეერთებულთა, სასოებათა თქუჱნთა ოხჭანი ჰპოვეთ, და ჰგალობით აკურთხევდით, ყრმანი და მღუდელნი უგალობდით, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე:
სიმჴნე თქუჱნი უძლეველი, უბრწყინუალეს მზისა განჰბრწყინდა, ნათლით-შემოსილნო ქე҃ს მჴსნელისა მოწამენო, და ყოველი საცთური ეშმაკთა განიოტა ქუჱყანით, და ყოველთა მორწმუნეთა გულნი განაბრწყინუნა და ჰჴმობენ აკუთხევდით, ყრმანი და მღუდელნი უგალობდით, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე:
ღრუბელად სულ მცირედ სახელგდებთ და სამკჳდრებელად სიწმიდეთა…
ღი҃ს-მშობლისა.
ღრუბელად სულ მცირედ სახელგდებთ და სამკჳდრებელად სიწმიდეთა, და ბჭედ ნათლისად და აღმოსავალად სიტყჳსა ღი҃სა, და საყდრად მეუფისა, ყოვლად წმიდაო ღი҃ს-მშობელო ქალწულო კურთხეულო, და სასოო მორწმუნეთაო ნუ დასცხრები ვედრებად, ჩუჱნ მგალობელთა შენთათჳს, რათა იჴსნნე სიკუდილისაგან სულნი ჩუჱნნი:
ნათლისა დაუვალისა შემწყნარებელ იქმენ ყოვლად განწმედილო, ქალწულებისა…
სხუა. სძლისპირი იგივე.
ნათლისა დაუვალისა შემწყნარებელ იქმენ ყოვლად განწმედილო, ქალწულებისა სიკეთითა ელუარე-ქმნილი, და ყოველნი ცისკროვან ჰყუჱნ, შენნი ჭეშმარიტად ღი҃ს-მშობლად აღმსარებელნი და მგალობელნი, ყრმანი, აკურთხევდით, მღუდელნი უგალობდით, ერნი უფროსად ამაღლებდით მას ყოველსა შინა უკუნისამდე:
სიტყუაჲ ღი҃სა დაუსაბამოჲ თანა არსი მამისა, მოქმედი ყოველთა არა არსისაგან, ჰშევ კეთილ-შუენიერად, ჩუჱნ კაცთათჳს ჴორცთა მიმღებელი, ამისთჳს შენ ღი҃ს-მშობელსა მართლ-მადიდებლობით გადიდებთ, და ქე҃სა აღუამაღლებთ ყოველსა შინა უკუნისამდე:
ანგელოსთა წესთა უწმიდეს გამოსჩნდი, ყოვლად უბიწოო ღი҃ს-მშობელო, რამეთუ შემოქმედი მათი და უ҃ი, ქალწულებრივით და უქორწინებელით, მუცლით შენით ჰშევ, ორთა შინა ბუნებათა შეურევნელთა ცნობითი, ხოლო ერთსა შინა გუამსა ღი҃ ჴორციელ ქმნილი:
მომკუდარი სული ჩემი ვნებათა მიერ და განხრწნილი გესლიანითა ნაკბენითა გუჱლისათა, განცხოველებად ყოველთა შემძლებელისა ღი҃სა, უაღრეს ბუნებისა უქორწინებელად მშობელო, განჰკურნე მგალობელი, მღუდელნი აკურთხევდით, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე:
შეძრწუნდეს დაბადებულნი, გარდამოსლუასა ღი҃სა, გამოუთქმელისასა, ვითარ მაღალი…
გალობა თ. სძლისპირი.
შეძრწუნდეს დაბადებულნი, გარდამოსლუასა ღი҃სა, გამოუთქმელისასა, ვითარ მაღალი იგი, ნებსით თჳსით, განჴორციელებად გარდამოჴდა, საშოსა ქალწულისასა და განკაცნა, უქცეველად სიმდაბლით, ამისთჳს მორწმუნენი, ღი҃ს-მშობელსა უბიწოსა, გალობით ვადიდებდეთ:
გალობით გადიდებთ მჴსნელო, და თაყუანის-ვჰსცემთ ჯუარსა და…
ტროპარნი.
გალობით გადიდებთ მჴსნელო, და თაყუანის-ვჰსცემთ ჯუარსა და ლახუარსა შენსა, ღრუბელსა და ლელწამსა, და ჴელთა და ფერჴთა შენთა წმიდათა სამჰსჭუალთა, რომელთა მიერვჰპოეთ მეუფეო, სრულიად, შენდობაჲ და კუალად ღირს-ვიქმნენით, სამოთხისა შუებასა, უოხჭნოსა და ტკბილსა:
ჵ ვითარ-თავს-იდევ, მჴსნელო, უმსჯავრო დასჯა და დამსჭუალუა ჯუარსა ზედა ჩუჱნთჳს სახიერებით, და განგუამართლენ დასჯილნი ესე ურჩებითა, ვადიდებთ განგებულებასა შენსა, ვაქებთ ვნებათა შენთა, და თაყუანის-ვჰსცემთ ჯუარსა, შენსა ცხოველს-მყოფელსა, და გალობით გადიდებთ:
ჴორცნი თჳსნი წადიერად, მისცნეს ტანჯუათა ყოვლად ქებულთა…
მოწამეთა.
ჴორცნი თჳსნი წადიერად, მისცნეს ტანჯუათა ყოვლად ქებულთა მოწამეთა, თავს-ისხნეს წყლულებანი, მოჭრა ასოთა ხუჱტა მძჳნუარე, და სიკუდილი, და საჴუმილითა, განლევა რამეთუ ეგზებოდეს საღმრთოჲთა, სიყუარულითა ღირსნი, და აწ გჳრგჳნ შემოსილნი, ცათა შინა იშუჱბენ:
მოციქულთა და მარტჳლთა სიტკბოებაო მეოხებითა მათითა დღეს, ლოცუაჲ ჩუჱნი ისმინე, და შეცოდებათა შენდობაჲ მოგუანიჭე, და განსაცდელთა და ურუათაგან გჳჴსნენ, და სასუფეველსა, მჳდრობაჲ მოგუმადლე ჩუჱნ, ქე҃ ღო҃ სახიერო, რათა გადიდებდეთ შენ:
სასძლოდ ნათლით-შემოსილად, და კარუად წმიდად ყოველთა დამბადებელისა…
ღი҃ს-მშობლისა.
სასძლოდ ნათლით-შემოსილად, და კარუად წმიდად ყოველთა დამბადებელისა, გამოჰსჩნდი შენ ქალწულო, რომელმან იგი ვნებაჲ თავს-იდუა ჯუარსა ზედა, და უვნებელობაჲ მოგუმადლა ყოველთა, რომელსა თაყუანის-ვჰსცემთ, მორწმუნეთა კრებული და შენ ყოვლად დიდებულსა, გალობით გადიდებთ:
განკჳრდეს ზესკნელს ცანი და კიდენი ქუჱყანისანი შეძრწუნებულ-იქმნნეს…
სხუა. სძლისპირი.
განკჳრდეს ზესკნელს ცანი და კიდენი ქუჱყანისანი შეძრწუნებულ-იქმნნეს, რაჟამს ღი҃, შენ მიერ კაცთა გამოეცხადა, და საშო შენი უმაღლეს, ცათა საყდართა გამოაჩინა, ამისთჳს ღი҃ს-მშობელო, ანგელოსნი და კაცნი, ვითარცა ღირს-ხარ გადიდებენ შენ:
მძლედ წუალებათა ახოვნად გამოაჩინე პატიოსანი ეკკლესიაჲ რომელიცა…
ტროპარნი.
მძლედ წუალებათა ახოვნად გამოაჩინე პატიოსანი ეკკლესიაჲ რომელიცა ქე҃მან ძემან შენმან პატიოსნითა სისხლითა თჳსითა მოიგო ვითარცა სახიერმან და გუაცხოვნნა ჩუჱნ დედოფალო განსაცდელთა მიერ და მძლავრებათა გარე შეცულნი:
მოკლებულნი მკჳდრობისაგან ზეციერისა, და სიკუდილისა უბადრუკად ქუჱ შევრდომილნი, აღგუადგინენ კუალად ყოვლად უბიწოო რაჟამს დედა იქმენ მჴსნელისა, და პირუჱლისავე მიმართ მამულისა მისლუად ღირს-გუყუჱნ, ამისთჳს შენ ღი҃ს-მშობელო დაუცხრომელად გადიდებთ:
ღირს-მყავ მე ღი҃ს-მშობელო, ადჳლად განულად ღელუასა სოფლისა განსაცდელთასა, და ვნებანი აწინდელი დააყუდენ ვითარცა სახიერმან, და გზად კეთილად საქმეთა მიძღოდე მე რათა ვითარცა ქუჱლის-მოქმედსა დაუცხრომელად გადიდებდე შენ:
რომელმან ჰშევ მაცხოვარი და მჴსნელი ყოველთა, ცხოვრებისა ზიარად გამომაჩინე მე ყრმააო ყოვლად წმიდაო, და განხეთქენ საკრუჱლნი ცოდუათა ჩემთანი ოხითა შენითა, რამეთუ ყოვლისავე შემძლებელ-ხარ რაცა გენებოს, ვითარცა წიაღთა შინა შენთა სახიერებითა თჳსითა მტჳრთუჱლი ყოველთა მეუფისა, უზენასი ყოველსა:
კუჱრთხი იგი მოსესი, პატიოსანსა ჯუარსა შენსა წინათ-გამოსახჳდა…
აღჳვსენითსა ზედა, დასდებელნი ჯუარისანი, ჴმა ჱ.
კუჱრთხი იგი მოსესი, პატიოსანსა ჯუარსა შენსა წინათ-გამოსახჳდა მაცხოვარო ჩუჱნო, რამეთუ შენ მის მიერ აცხოვნებ, ვითარცა ზღჳსა უფსკრულით, ერსა შენსა კაცთ-მოყუარე:
რომელმან ედემს შინა ოდესმე, ხე იგი საცნაური, აღმოაცენე, შორის ნერგთა მისთა, ეკკლესიასა შინა ქე҃, ჯუარი შენი აღაყუავე, რომელმან მოსცა სოფელსა მშჳდობაჲ, არამედ მაშინ მოაკუდინე ხისა მის ჭამითა ადამი, ხოლო აწ განაცხოველე სარწმუნებით ავაზაკი, რომლისა ზიარად, მოტევებასა მიჩინენ ჩუჱნ ქე҃ მაცხოვარ, რომელმან ივნე ჩუჱნთჳს, და დაჰჴსენ შური იგი მტერისა, და ღირს-მყუჱნ ჩუჱნ ყოველნი, სასუფეველსა შენსა უ҃ო:
ვითარმე გხადოდეთ თქუჱნ წმიდანო, ხერუვიმად რამეთუ, იქმნენით…
მოწამეთა.
ვითარმე გხადოდეთ თქუჱნ წმიდანო, ხერუვიმად რამეთუ, იქმნენით ეტლად ქე҃სა, სერაფიმად რამეთუ, მარადის ადიდებდით მას უჴორცოდ, რამეთუ ჴორცნი უარ-ჰყუჱნით, და ძალად, რამეთუ იქმთ საკჳრუჱლებათა, დიდ-არიან სახელნი თქუჱნნი წმიდანო და უფროსად მადლი, მეოხ გუჱყუჱნით ჰჴსნად სულთა ჩუჱნთათჳს:
ჵ ყოვლად დიდებული საჳრუჱლი, ჵ საიდუმლო საშინელი…
დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა. ჵ სასწაული.
ჵ ყოვლად დიდებული საჳრუჱლი, ჵ საიდუმლო საშინელი, რამეთუ უკუდავი იგი ბუნებით, ვითარიმე დამოეკიდა ძელსა, ვითარ სიკუდილისა გემო იხილა, და ვითარ დაისაჯა უბრალოდ, დაიფარე ნათელი შენი, და ბნელიქმენ მზეო, მხილუჱლი განსაკრთომელისა ამის, სახილუჱლისა, ქალწული ღაღადებდა სულთქმით, ჰხედჳდა რა ჯუარცმულად ქე҃სა, რომელი იგი ჰყუა უთესლოდ:
მომიჴსენენ ჩუჱნ ქე҃, სოფლის მაცხოვარ, ვითარცა ავაზაკი…
პარასკევსა მომიჴსენენი. ჴმა ჱ.
მომიჴსენენ ჩუჱნ ქე҃, სოფლის მაცხოვარ, ვითარცა ავაზაკი, წინაშე ჯუარსა, და ღირს-მყუჱნ ჩუჱნ, ყოველნი მრავალ-მოწყალე შენსა ზეცისა სასუფეველსა:
ჯუარსა ზედა განიპყრენ რა ჴელნი მაცხოვარ, ბნელისა მთავრობანი და ჴელმწიფებანი, განაქიქენ და იჴსნენ მათგან რომელნი სარწმუნოებით გადიდებენ შენ:
ლახურითა განიგუმირე მჴსნელო, ჯუარ-ეცუ-რა, გუჱრდით შენით წყარონი ღი҃უ-ბრწყინუალენი, უკუდავებისანი ჩუჱნ, მოკუდავთა ამათ, აღმოგჳცენენ და უკუდავ მყუჱნ ჩუჱნ:
უცხო-ჰყუნეს თავნი თჳსნი წარმავალთაგან, და უცხოთა ტანჯუათა…
მოწამეთა.
უცხო-ჰყუნეს თავნი თჳსნი წარმავალთაგან, და უცხოთა ტანჯუათა დასჯად მიეცნეს, და სიმჴნით თავს-დებითა, გუნდითურთ თჳსით, შეჰმუსრეს მტერი მჴნეთა მარტჳლთა:
მხოლოსა მამისა და ძისა და სულისა ყოვლად…
დიდება. სამებისა.
მხოლოსა მამისა და ძისა და სულისა ყოვლად წმიდისა, დაუსაბამოჲსა მთავრობისა მადიდებელნი მორწმუნენო, მოვედით თაყუანის-ვჰსცეთ მას ვითარცა ღთ҃სა ჩუჱნსა, და ვიტხოვდეთ მოტევებასა ცოდუათასა:
ემმანუილს ძესა და კრავსა ღი҃სასა, ხედჳდა რა…
ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.
ემმანუილს ძესა და კრავსა ღი҃სასა, ხედჳდა რა ვნებულად დედა ქალწული, ტკივილთა სიმწარითა, შეურუჱბული, გოდებდა ცრემლით და ადიდებდა:
სიტყუა მამისა უჴორცო, განკაცებული გჳშევ ღი҃ს-მშობელო, ზესთა…
სერობისად, გალობანი ღი҃ს-მშობელისანი. გალობა ა. ჴმა ჱ. სძლისპირი. ეტლთა მფლობელი.
სიტყუა მამისა უჴორცო, განკაცებული გჳშევ ღი҃ს-მშობელო, ზესთა ბუნებისა, ღი҃ და კაცი უბიწოო, რომელი გამოჩნდა ჩუჱნ შორის, ამისთჳს მორწმუნენი, სულიერითა ჴმითა გიგალობთ შენ, შემდგომად ღი҃სა მჴსნელსა და მაცხოვარსა ჩუჱნსა:
ღი҃ს-მშობლად ქადაგება, შენი ქალწულო ყოვლისა წუალებისა, დამწუჱლ და დამჴსნელ-არს, და მის მიერ შეიმკუჱ, სამკაულითა მით საუფლოთა, რომელ არს დედა ღი҃სა წმიდა და დიდებული:
მადლთა პირად პირადთა, სამკაულითა შემკულმან სძალო, ძე ღი҃სა უჟამო, წყალობით ჴორც-შეშხმული, ზესთა ცნობისა და სიტყჳსა, გჳშევ ჵ კურთხეულო, და ეგე ქალწულად წმიდად უბიწოდ, ამისთჳს გიგალობთ შენ, სასოო სოფლისაო:
საშოსა შენსა უბიწოსა, დაემკჳდრა სიტყუა ღი҃სა ვითარცა…
გალობა გ. სძლისპირი. განმაძლიერებელი.
საშოსა შენსა უბიწოსა, დაემკჳდრა სიტყუა ღი҃სა ვითარცა უწყის ღი҃სა დედაო, და ჴორცნი შეიმოსნა, და გჳჴსნნა ვნებითა თჳსითა, ამისთჳს ცხოვრებისა ბჭეო ქალწულო გადიდებთ:
ყოველთა სულთა შემოქმედი ქუჱყანასა ზედა გამოჩნდა, საშოსა შენისაგან ქალწულო, უთესლოდ და უბიწოდ ამისთჳს ერი მორწმუნეთა გნატრით და გიგალობთ შენ, შესხმითა სულიერითა:
შენ ხარ კუჱრთხი მეფობისა, რომელმან ყუავილად საღმრთოდ, გამოიღე ქე҃ დამბადებელი, და ნაკუჱრცხლისა მის, საუფლოსა სასაკმევლე, ღი҃ს-მშობელო ქალწულო, სუნნელ-მყოფელო სოფლისაო:
კიდობნად, სულიერად მოესწრაფე დედოფალო, შემწყნარებელად სჯულისა ღი҃უ…
გალობა დ. სძლისპირი. ამჴედრდი ეტლთა.
კიდობნად, სულიერად მოესწრაფე დედოფალო, შემწყნარებელად სჯულისა ღი҃უ დაწერილისა, და მშობლად სიტყჳსა ღი҃სა გამოუთქმელად, ღი҃ს-მეტყუჱლთა პირითა, და გჳშევ მზრდელი დაბადებულთა:
მიზეზად, კაცთა ცხოვრებისა იწოდე ჭეშმარიტად, და წმიდათა სისხლთა შენთაგან შემოქმედსა, ავასხენ ჴორცნი უბიწოო ღი҃ს-მშობელო, რომელმან შეფქუნა ბჭენი, სიკუდილისა და ხრწნილებისაგან:
შემდგომად ღი҃სა შემწედ აღგიარებთ ღი҃სა დედაო, რომელმან ჰშევ ჴორცითა დამბადებელი, რომელმან გჳჴსნნა ხრწნილებისაგან და აცხოვნნა, ბუნება კაცობრივი, და ზიარჰყო საღმრთოსა დიდებისა:
ვითარცა ღი҃ს-მშობელსა ტომნი და ნათესავნი გნატრიან შენ…
გალობა ე. სძლისპირი. ნუ სადა განმიშორებ.
ვითარცა ღი҃ს-მშობელსა ტომნი და ნათესავნი გნატრიან შენ, და უჴორცოთა წესთ-მთავრობანი ძრწოლით გიგალობენ, დედაო, ქე҃ს ღი҃საო სასოო განწირულთაო, და მეოხო ყოველთა ცოდჳლთაო:
ზეცისა მთავრობანი, ქუჱყანისა თანა გიგალობენ ქალწულო, რამეთუ შენ მხოლომან, შეაერთენ ანგელოსნი და კაცნი, და დაჰჴსენ შუა-კედელი იგი მტერობისა დაუჴსნელი, შობითა ქე҃ს მეუფისათა:
ვინ არა გიგალობდეს, ანუ ვინ არა გადიდებდეს და გნატრიდეს, დედაო მჴსნელისაო, სასოო ყოველთა განწირულთაო, რამეთუ შენ იქმენ მიზეზ კაცთა ცხოვრებასა, და ქე҃ ღი҃ გჳშევ ჴორცითა:
ყოვლისა მპყრობელითა ძალითა, მპყრობელმან ყოვლისამან ჴორცთა უძლურებანი…
გალობა ვ. სძლისპირი. მომიტევენ სახიერ.
ყოვლისა მპყრობელითა ძალითა, მპყრობელმან ყოვლისამან ჴორცთა უძლურებანი, შენ მიერ შეიმოსნა, ქალწულო უბიწოო, მაცხოვრად კაცთა, მხოლომან კაცთ-მოყუარემან:
ყოველთა შემოქმედმან, სულმან განისუჱნა, შენ ზედა, და სიტყუამან ღი҃სამან, შენთანა დაიმკჳდრა, და ჴორცნი შეიმოსნა გამოუთქმელად, ნებითა მამისათა ქალწულო:
ღუთაებისა ტაძარსა, საღმრთოსა ყოვლად პატიოსანსა მადლობით უგალობდეთ, მარიამს უბიწოსა, რამეთუ ღი҃ გჳშუა, დაუტევნელი, და გარე შეუწერელი:
ეჰა ყოვლად წმიდაო დედოფალო, რომელმან მუცლად იღე…
გალობა ზ. სძლისპირი. ყრმათა ღი҃ს-მსახურთა.
ეჰა ყოვლად წმიდაო დედოფალო, რომელმან მუცლად იღე მჴსნელი ყოველთა მიჴსენ საცთურისაგან და საბრჴეთა მტერისათა, რათა მადლობით გიღაღადებდე, კურთხეულ-არს ქალწულო, ნაყოფი მუცლისა შენისა:
აღივსო ყოველივე ბრწყინუალებითა, საღმრთოთა შენ მიერ ღი҃ს-მშობელო, რამეთუ ბჭედ ნათლისად გამოჰსჩნდი ჭეშმარიტად, რომლისაგან გამოვიდა უ҃ი, და ყოველი სოფელი შეამკო ბრწყინუალებითა:
წინასწარ-მეტყუჱლება დავითისი, აღესრულა შენთჳს ღი҃სა დედაო, აჰა ესერა ჭეშმარიტად ლიტანიობენ, პირსა შენსა კეთილთა საქმეთაგან, მდიდარნი ერისანი, და ღთ҃სა აკურთხევენ:
მხოლოო უბიწოო სულისა, ჩემისა წყლულებანი, და შეცოდებათა…
გალობა ჱ. სძლისპირი. შჳდ-წილ აღაგზნა.
მხოლოო უბიწოო სულისა, ჩემისა წყლულებანი, და შეცოდებათა ჩემთა ნაბრძჳლნი უჩინო ჰყუჱნ, რომელმან გჳშევ ღი҃, მპყრობელი ყოველთა და განმგებელი, ქალწულებრივისაგან უბიწოსა საშოსა, რომელსა აკურთხევენ, ყრმანი და მღუდელნი უგალობდით, ერნი უფროსად ამაღლებდით:
ნათლისა წარუვალისა, იქმენ საუნჯე ღი҃სა დედაო ქალწულებისა ბრწყინუალებითა ელუარე ქმნილი, და ყოველნი აღავსენ, ნათლითა რომელნი აღგიარებენ, დედად ღი҃სად ღი҃ს-მშობლად უბიწოდ, და ჰჴმობენ აკურთხევდით:
უშუჱნიერეს გამოჰსჩნდი, ღი҃ს-მშობელო ყოვლად უბიწოო, ზეცისა კრებულთა ანგელოსთა წესთ-მთავრობასა, რამეთუ შემოქმედი, და დამბადებელი მათი მუცლად-იღე, და ჰშევ ქალწულებრივით საშოთ შენით, ორთა ბუნებითა, შეურევნელად და უქცეველად, ერთ გუამოვნებად ქე҃ ღი҃ მხოლო დაუსაბამო:
კეთილთაგან ზეცისათა დაცემულნი, და სიკუდილისა დამონებულნი. იქმენ…
გალობა თ. სძლისპირი. განკჳრდეს ზესკნელს.
კეთილთაგან ზეცისათა დაცემულნი, და სიკუდილისა დამონებულნი. იქმენ რა დედა მჴსნელისა კუალად გჳჴსნენ ჩუჱნ, და პირუჱლსავე პატივსა, და მამულსა ღირს-გუყუჱნ ღი҃სა დედაო, ამისთჳს ღი҃ს-მშობელო, ანგელოსნი და კაცნი, ვითარცა ღირს-ხარ გადიდებენ შენ:
წმიდაო დიდებულო ღი҃ს-მშობელო, სურჳელად მგალობელნი შენნი, გჳჴსნენ ჭირთა და განსაცდელთა სიმრავლისაგან, რამეთუ ვითარცა ღი҃სა დედასა რაოდენიცა გენებოს, ყოვლისა შემძლებელ ხარ, და ყოველივე ძალ-გიც ამისთჳს ჯეროვნად გადიდებთ შენ:
ჵ დედოფალო ყოვლად უბიწოო, მომმადლე მე წადიერად მოქცევა, და გულის-სიტყუა კეთილი და სათნო უ҃ისა, და ბოროტნი განზრახუანი, განფხურად გონებისაგან ჩემისა, რათა გიგალობდე შენ, სასოსა ყოვლისა სოფლისასა: