გულანი
საცდელი · 1.11.3
ხმა 8 · სამშაბათი 1 / 81ვის მიემსგავსე სულო, უღრმესითა ძილითა ცოდუათა და…

ხმა 8 · სამშაბათი

რვა ხმა

პარაკლიტონი · დაახლ. 25 წთ

ვის მიემსგავსე სულო, უღრმესითა ძილითა ცოდუათა და…

მწუხრად, დასდებელნი მსგავსნი სამეუფონი, ჴმა ჱ. ჵ სასწაული.

ვის მიემსგავსე სულო, უღრმესითა ძილითა ცოდუათა და დაცემათა ბოროტთათა დამძიმებულო, რამეთუ წარულე მედგრობასა შინა ცხოვრებაჲ შენი, აწ უკუჱ აღსდეგ მსწრაფლ, და ყოველთა მეცნიერსა ღთ҃სა შეუვრდი, ჰსტიროდე და ითხოვე ჟამი სინანულისა, პირუჱლ ვიდრე ცეცხლსა დაუშრეტელსა დასჯადმდე:

ქე҃ რომელი ჰხედავ უძლურებასა ჴორცთა კაცობრივთასა, და უღონოებასა ბუნებისა მათისასა გულის-ჴმა-ჰყოფ მეუფეო, ვითარცა შემოქმედმან და ღთ҃ან დააყუდენ ღელუანი გულისა ჩემისანი, და მოეც მყუდროებაჲ მდაბალსა სულსა ჩემსა, და წარმართებაჲ საქმეთა ჩემთა, და ცეცხლისაგან დაუშრეტელისა მიჴსენ მე, ვითარცა მხოლომან სახიერმან:

ყოველი ცხოვრებაჲ ჩემი უძღებებით წარუვლე კაცთ-მოყუარე, არა მომგონებემან ყოფადისა მის ტანჯჳსამან, გარნა ღო҃ ჩემო, აწ მოქცეული შემიწყნარე მაცხოვარ ვითარცა უძღები იგი, მეოხებითა წმიდათა მოციქულთა, წინა-მორბედისა შენისა, და თჳთ მშობელისა ქე҃, და მაცხოვნე მე:

ჵ უწმიდესო ნაყოფო უნაყოფოთაო, კაცთა შუჱნიერებაო, უ҃ისა…

სხუანი. დასდებელნი წინა-მორბედისანი. მსგავსნი.

ჵ უწმიდესო ნაყოფო უნაყოფოთაო, კაცთა შუჱნიერებაო, უ҃ისა წინა-მორბედო იოანე ყოვლად ქებულო მცუჱლო მდაბლისა სულისა ჩემისაო, შეწევნა და ფარუა მომეც მონასა შენსა, და სივერაგეთაგან საეშმაკოთა, და ყოვლისა ბოროტისა ზედა მოსლჳსაგან მიჴსენ მე:

რათა ვადიდებდე და პატივსვჰსცემდე, რათა ვაქებდე და უგალობდე, და რათა განუადიდებდე საღმრთოსა, და ყოვლად პატიოსანსა სახელსა შენსა, ყოვლად ბრძენო წინა-მორბედო, ნუ დამიტევებ მონასა შენსა, არამედ ფრთითა პატიოსნითა ლოცჳსა შენისათა, მცევდ მე და მფარევდ ყოვლისაგან ბოროტისა:

შენ რომელი აღივსე ყოვლითურთ სიტკბოებითა და სურჳლითა საღმრთოჲთა, მხიარულჰყუჱნ ყოველნი მოლტოლჳლნი შენდა სარწმუნოებით, და დაატკბენ საცნობელნი სულისა და ჴორცთანი, და სალმობათა და ბოროტთა ზედა მოსლუათა, და სულთა განმხრწნელთა ჭირთაგან გჳჴსნენ ჩუჱნ ყოველნი:

გიხაროდენ ღი҃ს-მშობელო დედოფალო, გიხაროდენ საღმრთოო სამკჳდრებელო, გიხაროდენ…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა. მსგავსი.

გიხაროდენ ღი҃ს-მშობელო დედოფალო, გიხაროდენ საღმრთოო სამკჳდრებელო, გიხაროდენ მტჳრთუჱლო სიტყჳსა ღი҃საო, გიხაროდენ პალატო ღი҃უ აღყშენებულო, გიხაროდენ საუნჯეო, გიხაროდენ სასძლოო სულიერო, გიხაროდენ საღმრთოო ტაბლაო და კიდობანო, და დამტევნელო ყოვლად წმიდისა სულისაო:

შენ მეუფესა და უ҃სა, ანგელოსნი დაუცხრომელად გიგალობენ…

სტიქარონსა ზედა, დასდებელნი, სინანულისანი, ჴმა ჱ.

შენ მეუფესა და უ҃სა, ანგელოსნი დაუცხრომელად გიგალობენ, ხოლო მე შეგივრდები შენ, და ვჰჴმობ მეზუჱრისაებრ, ღო҃ მილხინე და მაცხოვნე მე:

უკვდავი ხარ შენ სულო ჩემო, ღელუათაგან სოფლისათა ნუ დაინთქმი, განიფრთხუჱ და ღაღადებდ ქუჱლის-მოქმედისა შენისა მიმართ, ღო҃ მილხინე და მაცხოვნე მე:

ქე҃ს მოწამენო ევედრენით თქუჱნ ჩუჱნთჳს ქე҃სა, და…

მოწამეთა.

ქე҃ს მოწამენო ევედრენით თქუჱნ ჩუჱნთჳს ქე҃სა, და ითხოვეთ თქუჱნ სულთა ჩუჱნთათჳს, სიმრავლჱ მოწყალებათა, და მრავალთა ცოდუათა ჩუჱნთა ლხინებაჲ გევედრებით:

საფარუჱლი შენი ღი҃ს-მშობელო ქალწულო, სამკურნალო არს სულიერი…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

საფარუჱლი შენი ღი҃ს-მშობელო ქალწულო, სამკურნალო არს სულიერი, რამეთუ მას შინა მილტოლჳლნი, სულიერთა სენთაგან ვიჴსნებით:

მოწყალითა თუალითა მოხედენ უ҃ო სიმდაბლესა ჩემსა, რამეთუ…

სამშაბათსა ცისკრად, შემდგომად ა. სტიხოლოღიისა, წარდგომანი, სინანულისანი, ჴმა ჱ.

მოწყალითა თუალითა მოხედენ უ҃ო სიმდაბლესა ჩემსა, რამეთუ დღითი დღე ცხოვრებაჲ ჩემი განილევის, და საქმეთა ჩემთაგან არა არს ჩემდა ცხოვრებაჲ, ამისთჳს გევედრები, მოწყალითა თუალითა მოხედენ უ҃ო სიმდაბლესა ზედა ჩემსა და მაცხოვნე მე:

მსგავსად მეძჳსა მის შეგივრდები, რათა მოვიღო შენდობაჲ…

უ҃ო ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ მე და ნუცა რისხჳთა შენითა მჰსწავლი მე:

მსგავსად მეძჳსა მის შეგივრდები, რათა მოვიღო შენდობაჲ, და ნელსაცხებელისა წილ შევსწირავ, ცრემლთა, გულისაგან მჴურუალისა აღმოცენებულთა, რათა ვითარცა იგი შემიწყალო მე ქე҃ ღო҃ სახიერ, და მომმადლო შენდობაჲ ცოდუათა, რამეთუ ვითარცა იგი გიღაღადებ, მიჴსენ მე მწჳრისაგან საქმეთა ჩმთასა:

შეუძრუჱლსა სიმტკიცესა სარწმუნოებისასა, და პატიოსანსა ნიჭსა სულთა…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

შეუძრუჱლსა სიმტკიცესა სარწმუნოებისასა, და პატიოსანსა ნიჭსა სულთა ჩუჱნთასა, ღი҃ს-მშობელსა გალობით ვადიდებდეთ მორწმუნენო, გიხაროდენ რომელმან კლდე ცხოვრებისა საშოსა დაიტიე, გიხაროდენ სასოო ყოველთა კიდეთაო, ჭირუჱულთა ჴელის-აღმპყრობელო, მწუხარეთა შემწეო, გიხაროდენ სძალო უსძლოო:

ვიდრე მოსლუადმდე მსაჯულისა, განიფრთხუჱ შენ სულო ჩემო…

შემდგომად ბ. სტიხოლოღიისა, წარდგომანი, სინანულისანი, ჴმა ჱ.

ვიდრე მოსლუადმდე მსაჯულისა, განიფრთხუჱ შენ სულო ჩემო, და საზარელისა მის დღისა ჟამი მოიჴსენე, რამეთუ სასჯელი უწყალო არს მათთჳს, რომელთა იგი არა ჰყონ წყალობა, ამისთჳს ჰჴმობდი შემინდევ მე მაცხოვარ, რამეთუ შენ მხოლო ხარ უცოდუჱლი, და მრავალ-მოწყალე:

ყოვლად ბრძენთა ქალწულთა სიხარული, ხოლო სულელთა მწუხარებაჲ…

მიწყალე მე უ҃ო, რამეთუ უძლურ ვარ, განმკურნე მე: სიბრძნე.

ყოვლად ბრძენთა ქალწულთა სიხარული, ხოლო სულელთა მწუხარებაჲ, იხილე სულო ჩემო, მშიერნი განაძღენ უცხონი შეიყუანენ, და წყალობისა ზეთითა შეამკევ ლამპარი შენი, რამეთუ არა რაჲმესა სხუასა სოფლისა ამის ამაოთაგანსა, არამედ წყალობასა უფროს მსხუჱრპლად მიიღებს ღი҃, და მისცემს სახიერებისა თჳსისა მრავალ-რიცხუსა მისაგებელსა, სახიერი იგი მეუფე, ყოველთა რომელთა იგი ქუჱყანასა ზედა განაბნიეს სიმდიდრჱ კეთილად, და შეიყუანს სასძლოსა საღმრთოსა დიდებისა თჳსისასა:

მოქცევსა შინა მძჳნუარესა მოწყინებისასა შთავვარდი მრავალთაგან ბოროტთა…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა. აღსდეგ მკუდრეთით ცხოვრება.

მოქცევსა შინა მძჳნუარესა მოწყინებისასა შთავვარდი მრავალთაგან ბოროტთა და არა წმიდათა საქმეთა ჩემთასა, მოვედ უცნობელობასა შინა, და განწირულებითა აწ შეპყრობილ-ვარ, დედოფალო ღი҃ს-მშობელო შენ მაცხოვნე მე სახიერებითა შენითა, რამეთუ ცოდჳლთა შენ ხარ შემწე, განმწმედელი და მაცხოვარი:

აღსდეგ სულო ჩემო, რომელმან ეგე წარულე უკრძალუჱლობით…

შემდგომად გ, სტიხოლოღიისა წარდგომანი, ჴმა ჱ. აღსდეგ მკუდრეთით.

აღსდეგ სულო ჩემო, რომელმან ეგე წარულე უკრძალუჱლობით ცხოვრებაჲ შენი, და მიაქციე სინანულისა მიმართ, და ჰსტიროდე მწარედ სიღრმით გულისათ, რათა არა ჰგოდებდე მუნ თჳნიერ შეწევნისა, განკერთ და იგონებდ მეუფისა მეორედ-მოსლუასა, და პირუჱლ სასჯელისა დასაჯე თავი თჳსი, რათა განრომით იქმნა განსჯასა მას მართალსა:

მნათობად გონიერად გამოჰსჩნდით, წმიდანო მოწამენო, რომელთა ნისლი…

დიდება შენდა, ღო҃ ჩუჱნო, დიდება შენდა: მოწამეთა.

მნათობად გონიერად გამოჰსჩნდით, წმიდანო მოწამენო, რომელთა ნისლი საცთურისა განაქარუჱთ, ქე҃ს სარწმუნოებითა, ლამპარი სულთანი განაბრწყინუჱნით, და სიძისა მის თანა უკუდავსა, სასძლოსა ცათასა დიდებით შეხუჱდით, მას ევედრენით ცხოვრებისათჳს სულთა ჩუჱნთასა:

მადლობისა ქებასა თანა-მდებსა, ვითარცა ქურივი მწულილსა შეგწირავ…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა. სიბრძნე.

მადლობისა ქებასა თანა-მდებსა, ვითარცა ქურივი მწულილსა შეგწირავ შენ, ყოველთაგან შენთა მონიჭებულთა, რამეთუ შენ გამოსჩნდი მფარუჱლ და შემწე, ვნებისაგან და ჭირისა მარადის აღმომიყუანეთ, და ეგრეთუჱ ვითარცა საჴუმილისა მგზებარისა შუათაგან და ჭირისა გამომჴსნელ, გულითა მჴმობელსა ამას ღი҃ს-მშობელო შემეწიე ვედრებითა შენითა ქე҃ს მიმართ, ცოდუათა მოტევებისა მონიჭებად ჩემდა, რამეთუ შენ მივი სასოდ მონასა შენსა:

ქუჱყანასა მწყურნებსა ვითარცა ჴმელსა, განჳდა და შრომათაგან…

სამშაბათსა, კანონი სინანულისა. იოსებისა. გალობა ა. ჴმა ჱ. სძლისპირი.

ქუჱყანასა მწყურნებსა ვითარცა ჴმელსა, განჳდა და შრომათაგან ეგჳპტისათა განერა, ერი ისრაელთა, ღაღადებდა, მჴსნელსა ჩუჱნსა და უ҃სა უგალობდეთ:

აღავსე გული ჩემი სინანულითა ქე҃, რათა შევიდე…

ტროპარნი.

აღავსე გული ჩემი სინანულითა ქე҃, რათა შევიდე ლმობიერებით საყოფელთა შენთა, და თანა-ნადებთა აღმჴოცელი, აღსარებაჲ შევსწირო შენდა უ҃ო:

განჰჴსნენ სიტყუაო ბოროტთა ჩემთა საკრუჱლნი, რათა ვიდოდე მე გზასა სიმართლეთა შენთასა წრფელსა, საუკუნეთა ფუფუნებათა, და საღმრთოსა ნათლისა მომატყუჱბელთა:

ამაღლდა ზეცად მარტჳლთა შენთა დიდებაჲ, და შუჱნიერებაჲ…

მოწამეთა.

ამაღლდა ზეცად მარტჳლთა შენთა დიდებაჲ, და შუჱნიერებაჲ რამეთუ შუჱნიერად იღუაწეს, და საღმრთონი მადლნი დაიმკჳდრნეს, მარჯუჱნითა შენითა გჳრგჳნოსანთა:

პკურებითა სისხლთა წმიდათა მარტჳლთათა, სისხლნი საზორუჱლნი ბომონთანი დასცხრეს და დაშრტეს, და განწმიდნა ყოველი სოფელი, მადლითა სულისა წმიდისათა მათ მიერ:

სინანულისა გზანი მაუწყენ ქალწულო, და ცოდჳსა მიმართ…

ღი҃ს-მშობლისა.

სინანულისა გზანი მაუწყენ ქალწულო, და ცოდჳსა მიმართ მიმყუანებელთა მათ ალაგთაგან, მომაქციე რათა გიგალობდე, ყოვლად საგალობელო ღი҃სა დედაო:

წინა-მორბედო ქე҃სო, რომელმან გჳქადაგე, სინანული მომაქციე მე…

სხუა, კანონი პატიოსნისა წინა-მორბედისა. გალობა ა. ჴმა იგივე. სძლის-პირი. ისრაილი მონა ქმნი.

წინა-მორბედო ქე҃სო, რომელმან გჳქადაგე, სინანული მომაქციე მე, და ღირს-მჰყავ სინანულსა, და მომეც წყალობაჲ შენი:

უდაბნოსა შუჱნიერო, ყუავილო წარმიმართე, გზათა მათ საღმრთოთა, და მიჴსენ ვნებათაგან ბოროტთა, რათა გადიდებდე შენ:

სანატრელო გამომიჴსენ, მძლავრებისა მისგან, ურიცხუთა ცოდუათა ჩემთასა, ვედრებითა შენითა, ქე҃ს მეუფისა მიმართ:

შემიწყალე უბიწოო, მშობელო უ҃ისაო, და ღელუა-გუჱმული ესე…

ღი҃ს-მშობლისა.

შემიწყალე უბიწოო, მშობელო უ҃ისაო, და ღელუა-გუჱმული ესე, მრავალთა ვნებათაგან გამომიჴსენ და მაცხოვნე მე:

განმაძლიერებელ-მექმენ მე, დამბადებელო ცისაო, და ქუჱყანისაო წყალთა…

გალობა გ. სძლისპირი.

განმაძლიერებელ-მექმენ მე, დამბადებელო ცისაო, და ქუჱყანისაო წყალთა ზედა დამამტკიცე მე ქე҃, ეკკლესიისა კლდესა ზედა, რამეთუ არავინ-არს წმიდა შენებრ კაცთ-მოყუარე:

მწიკულისა მისგან ვნებათასა, განჰსწმიდე გონებაჲ ჩემი, და…

ტროპარნი.

მწიკულისა მისგან ვნებათასა, განჰსწმიდე გონებაჲ ჩემი, და ღირს-მყავ უბრალოდ წარდგომად ქე҃, დღესა მას საშინელსა, რაჟამს განიკითხჳდე კაცთა, მხოლო სახიერო, მჰსჯავრითა სიმართლისათა:

მომლა ცოდჳსა მახჳლითა, მტერმან ბოროტმან სახიერ, ხოლო შენ ცხოველს-მყოფელითა მით, წამლითა ძლიერითა, სინანულისათა განმკურნე, და ცრემლთა მდინარისა, ზეთი და ღჳნოჲ დამასხ:

ახოვნითა გულის-სიტყჳთა, იღუაწეს მჴნეთა მარტჳლთა, და ურთიერთარს…

მოწამეთა.

ახოვნითა გულის-სიტყჳთა, იღუაწეს მჴნეთა მარტჳლთა, და ურთიერთარს განამჴნობდეს, ნუმცა ვინ მომედგრდების, რამეთუ მეუფე და ღი҃, ჩუჱნი შემწე არს ჩუჱნდა, მჴსნელ და გჳრგჳნოსან მყოფელ:

პატიოსანთა მარგარიტთა, ქე҃ს ეკკლესიისათა გოდოლთა სარწმუნოებისათა წმიდათა მოწამეთა, საცთურისა დამარღუჱველთა გალობით პატივს-ვსცემდეთ, შესხმითა სულიერითა:

აღდგომაო დაცემულთაო, აღმადგინე მთხრებლისაგან, ბოროტთა ჩემთასა მოწყალებით…

ღი҃ს-მშობლისა.

აღდგომაო დაცემულთაო, აღმადგინე მთხრებლისაგან, ბოროტთა ჩემთასა მოწყალებით, ღი҃ს-მშობელო ქალწულო, და საღმრთოთა მცნებათა კლდესა ზედა დამამტკიცე მე, და მტკიცედ განმაძლიერე მე:

არავინ-არს წმიდა, ვითარ უ҃ი, და არავინ-არს მართალ…

სხუა. სძლისპირი.

არავინ-არს წმიდა, ვითარ უ҃ი, და არავინ-არს მართალ, ღი҃სა ჩუჱნისაებრ, რომელსა უღაღადებთ, არავინ არს წმიდა შენებრ უ҃ო:

ჯუარი წყალობისა, მომივლინე მე, ქე҃ს ნათლის-მცემელო, რომელი…

ტროპარნი.

ჯუარი წყალობისა, მომივლინე მე, ქე҃ს ნათლის-მცემელო, რომელი ღირს-იქმენ წყალობისა უფსკრულსა, ნათლის-ცემად წყალთა შინა ნეტარო:

განსაცდელთა მათგან სოფლისათა ჩუჱნ, შეიწრებულნი გიჴმობთ, შემწედ ჩუჱნდა ღირსო და ჴსნად ყოველთაგან, მტერისა საცთურთა წინა-მორბედო:

შენ მნათობსა დიდსა, მორწმუნეთასა, გევედრები ნეტარო, განანათლე სული ჩემი დაბნელებული, რათა გადიდებდე შენ დაუცხრომელად:

გიხაროდენ ჩუჱნ მიერ წმიდაო ღი҃ს-მშობელო, გიხაროდენ სოფლისა…

ღი҃ს-მშობლისა.

გიხაროდენ ჩუჱნ მიერ წმიდაო ღი҃ს-მშობელო, გიხაროდენ სოფლისა სიხარულის მშობელო, გიხაროდენ ტაკუო, რომლისა მიერ მოგუჱცა მანანაჲ ზეცისა ყოველთა მორწმუნეთა:

აღმჴედრდი, ეტლთა მოციქულთა შენთასა უ҃ო, და აღჳრნი…

გალობა ა. სძლისპირი.

აღმჴედრდი, ეტლთა მოციქულთა შენთასა უ҃ო, და აღჳრნი მათნი ძლიერად ჴელთ-ისხენ, მჴედრობა შენი, ცხოვრება არს მორწმუნეთა რომელნი ღაღადებენ, დიდება ძალსა შენსა უ҃ო:

გემოთა, ცოდჳსათა მაცთუნა მტერმან მაცთურმან, და შორად…

ტროპარნი.

გემოთა, ცოდჳსათა მაცთუნა მტერმან მაცთურმან, და შორად განმაშორა შენგან უ҃ო, და მძჳნუარედ განმლევს კბილითა ბოროტითა, ისწრაფე სახიერო, და განმკურნე შუათა მისთაგან:

შენ უწყნი, ცხადნი და დაფარულნი ჩემნი უ҃ო, რომელმან ესე აურაცხელად შეგცოდე, სიტკბოებით მოწყალე-მექმენ მაცხოვარო, და ჟამი სინანულისა, მომეც განმწმედელად ბრალთა ჩემთა:

ცეცხლითა, ტანჯუათათა აღძრული ღელუა ბოროტი, საჭეთ-მპყრობელობითა ქე҃სითა…

მოწამეთა.

ცეცხლითა, ტანჯუათათა აღძრული ღელუა ბოროტი, საჭეთ-მპყრობელობითა ქე҃სითა განულეთ, და ზეცათა ნავთ-საყუდელსა ამაღლდით თქუჱნ, გჳრგჳნითა შემკულნი, ქე҃ს მოწამენო უძლეველნო:

მოჰჴნენით, გულნი თქუჱნნი სარწმუნოებითა მარტჳლნო, და თესლი აღსარებისა საღმრთოჲ დასთესეთ, და წამებისა ასეული თავ-წარსხმული შუჱნიერი მოიმკეთ, ყოვლად ქებულნო ღუაწლისა მძლენო:

რომელი ესე, გიგალობ წადიერებით სძალო, აღავსე გული…

ღი҃ს-მშობლისა.

რომელი ესე, გიგალობ წადიერებით სძალო, აღავსე გული ჩემი სიხარულითა, და მომანიჭე გლოვაჲ მჴურუალჱ და ტირილი, და ცნობაჲ სულიერი დედოფალო ყოვლად საგალობელო:

თავსა ჩემსა ვიგლოვ მწარედ, მორავიჴსენე ბოროტნი საქმენი…

სხუა. სძლისპირი. მესმა უ҃ო.

თავსა ჩემსა ვიგლოვ მწარედ, მორავიჴსენე ბოროტნი საქმენი ჩემნი, წინა-მორბედო უ҃ისაო, მითხოვე შენდობაჲ მეუფისაგან:

ლოცჳთა და ვედრებითა, შენითა შემეწიე წინა-მორბედო, და განმაძლიერე უღირსი, რათა ღირს-ვიქმნე მე სლუად გზათა შენთა:

დანთქმული უფსკრულთა შინა, ცოდჳსათა აღმომიყუანე ნეტარო, და ნავთ-საყუდელთა მყუდროსა, ზეცისასა ღირს-მყავ მეცა მიწევნად:

დამამდაბლე და მაცხოვნე, ცუდად მზუაობრობითა ცხოვრებული ესე…

ღი҃ს-მშობლისა.

დამამდაბლე და მაცხოვნე, ცუდად მზუაობრობითა ცხოვრებული ესე, რომელმან ჰშევ აღმამაღლებელი, კაცთა ბუნებისა ღი҃სა დედაო:

ბნელისაგან ცოდუათასა, აღმომიყუანენ მორწმუნენი შენნი სახიერო, და…

გალობა ე. სძლის-პირი.

ბნელისაგან ცოდუათასა, აღმომიყუანენ მორწმუნენი შენნი სახიერო, და განგუანათლენ მცნებათა შენთა ნათლითა სულნი, რომელთა აღიმსთუჱს შენდამი სიხარულით რათა ვადიდოთ, წყალობა შენი კაცთ-მოყუარე:

რომელმან მეძავი იგი, სიტყჳთ განამართლე და კეთროვანი…

ტროპარნი.

რომელმან მეძავი იგი, სიტყჳთ განამართლე და კეთროვანი განსწმიდე ქე҃, სულიცა ჩემი განსწმიდე მეუფეო, უშუჱრებისაგან და საძაგელებისა ცოდუათასა, და სამოსლითა, ბრწყინუალითა შეამკუჱ იგი:

განჴმსენ მე კრულებისაგან, მრავალთა ცოდუათა ჩემთასა ქე҃ მეუფეო კეთილად სავალჰყუჱნ ალაგნი ჩემნი, რათა განჴსნილი საკრუჱლთაგან ჴორცთასა დავემკჳდრო, წმიდათა თანა, და მჴურუალედ გადიდებდე შენ:

სამოსელი დიდებისა, თჳსთა შრომათა ქსოვილი შთაიცუჱს მოწამეთა…

მოწამეთა.

სამოსელი დიდებისა, თჳსთა შრომათა ქსოვილი შთაიცუჱს მოწამეთა, რომლითაცა ბრწყინუალედ განშუჱნებულნი, ზეცისა სასუფეველსა სიხარულით განისუჱნებენ, და გჳრგჳნითა, ძლევისათა შეიმკუჱბიან:

ღი҃უ-გონიერად სიბრძნითა, წარუვალთა მათ წარმავალნი ესე მისცუალენით, და იწროთა მათ წილ ტანჯუათა მოწამენო, ფართოებასა მას სასუფეველისასა მიიწიენით, და განისუჱნეთ წმიდათა თანა ანგელოსთა:

ღი҃ს-მშობელო უბიწოო, რომელმან ჰშევ ჴორცითა წმიდაჲ წმიდათა…

ღი҃ს-მშობლისა.

ღი҃ს-მშობელო უბიწოო, რომელმან ჰშევ ჴორცითა წმიდაჲ წმიდათა, სიტყუა ღი҃სა, ყოველთა წმიდათა შორის განსუჱნებული, განჰსწმიდე გული ჩემი კეთილთა სათნოებათა მიერ, და სულიერთა შრომითა აღაორძინე:

რომელი ღამესა მას, შინა ცხოვრებისასა მწარედ შეცთომილვარ…

სხუა. სძლისპირი. რომელმან ღამისაგან.

რომელი ღამესა მას, შინა ცხოვრებისასა მწარედ შეცთომილვარ, გევედრები ნეტარო, ნათლის-მცემელო განმანათლე მე:

მერმესა მას სასჯელსა, მექმენ ჴელის-აღმპყრობელ წინა-მორბედო, და მიჴსენ ცეცხლისაგან, საუკუნოჲსა მოსავი შენი:

დამამტკიცე საღმრთოსა გზასა, შეცთომილი ესე ეშმაკთაგან, და დამიდგინენ ფერჴნი, სინანულისა მას კლდესა ზედა:

უზესთაეს ყოველთა, გამოჰსჩნდი მიმადლებულო ქალწულო, რამეთუ დაიტიე…

ღი҃ს-მშობლისა.

უზესთაეს ყოველთა, გამოჰსჩნდი მიმადლებულო ქალწულო, რამეთუ დაიტიე, დაუტევნელი სიტყუაჲ მამისა:

წინასწარ-მეტყუჱლი იჴსენ, სიღრმეთაგან და მჴეცისა ქე҃ ღო҃…

გალობა ვ. სძლისპირი.

წინასწარ-მეტყუჱლი იჴსენ, სიღრმეთაგან და მჴეცისა ქე҃ ღო҃, მიჴსენ მეცა დანთქმული სიღრმესა ცოდუათასა, და მაცხოვნე მე ვითარცა მოწყალე-ხარ:

მონანული შემიწყნარე, ვითარცა იგი ნინეველნი რომელთა, ისმინეს…

ტროპარნი.

მონანული შემიწყნარე, ვითარცა იგი ნინეველნი რომელთა, ისმინეს ქადაგებაჲ, იონასი უ҃ო, და კეთილად განაგე ცხოვრებაჲ ჩემი:

მეზუჱრისაებრ სულთ-ვითქუამ, და მეძჳსაებრ ვჰსცრემლოჲ და პეტრესებრ ვჰჴმობ, მრავალთაგან ცოდუათა, დანთქმული მეუფეო, ჴელი შეწევნისა მომეც და მაცხოვნე მე:

ნათლითა ღუაწლთა თქუჱნთათა, უბრწყინუალეს მთიებისა ბრწყინავთ მოწამენო…

მოწამეთა.

ნათლითა ღუაწლთა თქუჱნთათა, უბრწყინუალეს მთიებისა ბრწყინავთ მოწამენო, და ყოველსა სოფელსა ელუარედ განანათლებთ, და წყუდიადსა საცთურისასა განსდევნით:

სანატრელი აღსასრული, ჰპოვეთ სანატრელნო მარტჳლნო მარადის, უგალობთ სამებასა და იშუჱბთ მისითა მით, სამ-გზის-სანატრელითა ბრწყინუალებითა:

ტაკუკმან მანანასამან, წინათუჱ გამოგსახა შენ ღი҃ს-მშობელო, რამეთუ…

ღი҃ს-მშობლისა.

ტაკუკმან მანანასამან, წინათუჱ გამოგსახა შენ ღი҃ს-მშობელო, რამეთუ ჰშევ უ҃ი ცხოვრების-მომცემელი, და მაცხოვარი მადიდებელთა შენთა:

მომეც მე სამოსელი ბრწყინუალჱ, რომელმან შეიმოსე, ნათელი…

სხუა. სძლისპირი.

მომეც მე სამოსელი ბრწყინუალჱ, რომელმან შეიმოსე, ნათელი სამოსლად, ღო҃ მეოხებითა მოწამეთათა:

ცუარითა მით სინანულისათა, განჰსწმიდე ცოდუათა მათ, ჩემთა ნივთი ღირსო, იოანე უ҃ისა წინა-მორბედო:

სიღრმეთაგან ცოდჳსათა დანთქმული, ვღაღადებ შენდა მომართ, წინასწარ-მეტყუჱლო, აღმომიყუანე ვედრებითა შენითა:

სულო ჩემო შეინანე აწუჱ, რამეთუ მოწევნულ-არს, ჟამი განკითხჳსა, რათა არა იპოო შენ უნანელი:

რომელმან სიტყჳთ სიტყუა ღი҃სა, შეიწყნარე საშოსა, ქალწულო…

ღი҃ს-მშობლისა.

რომელმან სიტყჳთ სიტყუა ღი҃სა, შეიწყნარე საშოსა, ქალწულო წმიდაო, მას ევედრე ცხოვრებად სულთა ჩუჱნთათჳს:

ყრმათა ღი҃ს-მსახურთა, ბაბილონს შინა, არა ჰმსახურეს ხატსა…

გალობა ზ. სძლისპირი.

ყრმათა ღი҃ს-მსახურთა, ბაბილონს შინა, არა ჰმსახურეს ხატსა ოქროსასა, და მით სახუმილსა შეითხივნეს, და შეცურეულნი ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო, ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:

უსჯულოებათა შინა მიუდეგ, და ვიშევ რა ცოდუათა…

ტროპარნი.

უსჯულოებათა შინა მიუდეგ, და ვიშევ რა ცოდუათა შთავვარდი, და უფროს ყოველთა კაცთა განგარისხე ქე҃, მომეც მე მჴსნელო ჟამი სინანულისა, რათა განმართლებული, მარადის გაკურთხევდე შენ:

ავმაღლდი მე სიცოფით უგუნური, ვითარცა პირუჱლ ფარისეველი, და დაცემითა ბოროტითა მწარედ დავეცი, და მტერი მხედავს და მხიარულ-არს, ჵ სიტყუაო ღი҃საო, ნუ სრულიად განმწირავ:

ბანაკი წმიდა ქე҃ს მოწამეთა, მჴედრობა უძლეველი მწყობრი…

მოწამეთა.

ბანაკი წმიდა ქე҃ს მოწამეთა, მჴედრობა უძლეველი მწყობრი ჰრჩეული, გუნდი ერ-მრავალი ზეცისა მოქალაქე, წესთა ზეცისათა მოდასე, ღუაწლთა მოთმინებითა, წინაშე ღი҃სა იხარებთ:

ნებსით მოღუაწებითა მოწამეთა, ვნებითა ვნებათა მომკულელითა, წყარო კურნებათა აღმოუცენეს კაცთა, განმანათლებელი ცისკიდეთა, სენთა და სალმობათა, და ეშმაკთა მაოტებელი:

ზესთა ბუნებისა ჰშევ შემოქმედი, მოწყალებით ჩუჱნთჳს განკაცებული…

ღი҃ს-მშობლისა

ზესთა ბუნებისა ჰშევ შემოქმედი, მოწყალებით ჩუჱნთჳს განკაცებული, ამისთჳს ყოველნი გნატრით ღისა დედაო, უაღრესო ზეცისა ძალთაო, სასოო სოფლისაო, კურთხეულო დედოფალო:

რომელმანცა, გზანი მეუფისანი, განმზადენ, წარმართენ გზანიცა, ჩემნი…

სხუა. სძლისპირი. დასაბამსა.

რომელმანცა, გზანი მეუფისანი, განმზადენ, წარმართენ გზანიცა, ჩემნი ღირსო ნებასა მისსა, რათა გაკურთხევდე უკუნისამდე:

შენ ქადაგო, ნათლისაო ნათელჰყავ, სული ჩემი და ვნებათა ბნელი, განიოტე ჩემგან და ღირს-მყავ, ხილუად ნათელსა ქე҃ს ღი҃სასა:

ბერწისაგან იშევ წინა-მორბედო, და იქმენ შჳლ-მრავალ, რამეთუ განამრავლენ შენ მორწმუნენი, რომელთა ექმენ ქადაგ სინანულისა:

ჰრჩეულო ტარიგო ღი҃სა სიტყჳსაო, ევედრე შენგან, განჴორციელებულსა…

ღი҃ს-მშობლისა.

ჰრჩეულო ტარიგო ღი҃სა სიტყჳსაო, ევედრე შენგან, განჴორციელებულსა ღთ҃სა, აღრაცხუად ჩემდა ჰრჩეულთა მათ ცხოვართა თანა, ჟამსა მას საშინელსა:

რომელმან დაჰრთენ, წყალთა ზედა ზესნელნი მისნი, და…

გალობა ჱ. სძლისპირი.

რომელმან დაჰრთენ, წყალთა ზედა ზესნელნი მისნი, და შეაყენე ზღუა ქჳშასა, და გიპყრიეს ქუჱყანა ბრჭალითა, შენ გიგალობს მზე, შენ გადიდებს მთოვარე, და შენდა შესწირუჱნ დიდებასა, ქმნულნი შენნი, და აღგამაღლებენ, შემოქმედსა უკუნისამდე:

ბოროტთა მიერ, საქმეთა შეაგინენ სულო, ჴელნი შენნი…

ტროპარნი.

ბოროტთა მიერ, საქმეთა შეაგინენ სულო, ჴელნი შენნი ვითარ აღიპყრნე, იგინი ვედრებად მეუფისა, უჴმარ-ჰყუჱნ ფერჴნი, არა-წმიდებითა სლჳთა, საქმეთა შინა სირცხჳლისათა, აწ მოაქციე და ვიდოდე შენ, სინანულისა ალაგთა წრფელთა:

არა დავადგერ, მცნებათა შინა შენთა უ҃ო, და არა ვჰქმენ ერთსაცა დღესა, ნება შენი ღო҃ სახიერო, და რაჟამს იგი, ჰყოფდე განჩინებასა, სამართალსა ვითარ მიგხედნე, მე უბადრუკმან, ოდეს იგი ბრალეულთა, წარავლინებდე ცეცხლად უშრეტად:

მძჳნუარე ცეცხლი მრავალ-ღუთაებისა დაშრიტეთ, ახოვანნო მარტჳლნო რაჟამს…

მოწამეთა.

მძჳნუარე ცეცხლი მრავალ-ღუთაებისა დაშრიტეთ, ახოვანნო მარტჳლნო რაჟამს, ვითარცა წყალი მძაფრი დასთხიეთ, სისხლი თქუჱნი უბრალოდ, დათხეული ქე҃ს-თჳს, დამბადებელისა თქუჱნისა, ამისთჳსცა, ღუარნი საღმრთოჲსა საშუჱბელისანი დაიმკჳდრენით:

თანა-წარჰჴედით, მიწისა ჴორცთა ბუნებასა, და ვითარცა სხჳსა ჴორცითა, ეგრეთ თავს-ისხენით სატანჯუჱლნი, ჴელთა და ფერჴთა, და ასოთაგან თჳსთა, ყოვლად ქებულნო მოწამენო ამისთჳსცა, ზეცისა ცხოვრებასა, უკუდავსა დაემკჳდრენით თქუჱნ:

ცოდუათა ზღჳთა, ღელუა-გუჱმული დედოფალო, სინანულისა ნავთ სადგურსა…

ღი҃ს-მშობლისა.

ცოდუათა ზღჳთა, ღელუა-გუჱმული დედოფალო, სინანულისა ნავთ სადგურსა, შემიყუანე ვედრებითა შენითა, რათა ვიხილო, ნათელი ცხოვრებისა, დაბნელებულმან უდებობითა, და მარადის, აღგამაღლებდე, შენ დედასა ცხოვრებისასა:

მეუფესა ცათასა, რომელსა მსახურებენ, გუნდნი ანგელოსთანი უგალობდით…

სხუა. სძლისპირი.

მეუფესა ცათასა, რომელსა მსახურებენ, გუნდნი ანგელოსთანი უგალობდით, და ამაღლებდი მას უკუნისამდე:

ტარიგი ღი҃სა აღმღებელი, სოფლისა ცოდუათა, გჳჩუჱნე რომელსა…

ტროპარნი.

ტარიგი ღი҃სა აღმღებელი, სოფლისა ცოდუათა, გჳჩუჱნე რომელსა უგალობთ, და აღუამაღლებთ მას უკუნისამდე:

აღმისუბუქე ტჳრთი ცოდუათა ჩემთა, ნათლის-მცემელო მეოხებითა შენითა, რათა გაკურთხევდე უკუნისამდე:

განეშორე ყოველთაგან ნივთთა, სოფლისათა, და იქცეოდე უდაბნოსა შინა, ანგელოსთა თანა ყოვლად ქებულო:

ტევანი ცხოვრებისა ქალწულო, იშუა შენგან, სომელმანცა დაატკბნა…

ღი҃ს-მშობლისა.

ტევანი ცხოვრებისა ქალწულო, იშუა შენგან, სომელმანცა დაატკბნა სულნი ჩუჱნნი, ამისთჳს ჩუჱნ გაკურთხევთ უკუნისამდე:

შეძრწუნდეს დაბადებულნი, გარდამოსლუასა ღი҃სა, გამოუთქმელისასა, ვითარ მაღალი…

გალობა თ. სძლისპირი.

შეძრწუნდეს დაბადებულნი, გარდამოსლუასა ღი҃სა, გამოუთქმელისასა, ვითარ მაღალი იგი, ნებსით თჳსით, განჴორციელებად გარდამოჴდა, მუცელსა ქალწულისასა და განკაცნა, უქცეველად სიმდაბლით, ამისთჳს მორწმუნენი, ღი҃ს-მშობელსა უბიწოსა, გალობით ვადიდებდეთ:

რათა მეცა ცხოვნებული, გმადლობდე ქე҃ და გადიდებდე…

ტროპარნი.

რათა მეცა ცხოვნებული, გმადლობდე ქე҃ და გადიდებდე მოიხილე, ჩემ ზედა და განმკურნე, ბოროტად მოწყლული ავაზაკთა მიერ, და სასწაული მოწყალებათა შენთა, ზეთი და ღჳნოჲ დამასხ, და მიღუაწე კეთილად, ვითარცა იგი პირუჱლ, ავაზაკთაგან წყლული:

ვითარცა იგი აცხოვნე, გონიერებით მუჱდრებელი შენი ავაზაკი, და იჴსენ ცოდუათაგან, ვითარცა შეიწირენ ცრემლნი მეძჳსანი, და დავითის გოდება, მეცა მოწყალე-მექმენ, სასო-წარკუჱთილსა ამას ქე҃ ღო҃ სახიერო:

თანა ხატ-ექმნენით მჴნენო, ვნებათაგან თქუჱნთათჳს, და მისთანა…

მოწამეთა.

თანა ხატ-ექმნენით მჴნენო, ვნებათაგან თქუჱნთათჳს, და მისთანა იდიდებით, განმღრთობილნი საღმრთოჲთა მით ზიარებითა, და ბრწყინავთ უბრწყინუალეს მზის-თუალისა, ახოვანნო მარტჳლნო, და განანათლებთ გულსა, მადიდებელთა თქუჱნთასა, და დაჰჴსნით სალმობასა:

განბრწყინდა შუჱნიერებაჲ, წმიდათა მოწამეთა, სათნოებათა მათთათჳს, და ყოველთა ქალაქთა და სოფელთა საუნჯედ დიდძალად მოუგიან, და მათ მიერ ელუარებითა, განათლდებიან ერნი მორწმუნენი, რომელთა შევასხმიდეთ, ვითარცა ზიართა, მცუჱლთა ყოვლისა სოფლისათა:

ძისა და ღი҃სა შენისა, ბრწყინუალებითა, ყოვლად წმიდაო…

ღი҃ს-მშობლისა.

ძისა და ღი҃სა შენისა, ბრწყინუალებითა, ყოვლად წმიდაო ღი҃ს-მშობელო, მადიდებელნი შენნი, და სარწმუნოებით მგალობელნი განგუანათლენ, და ბნელისა მის წყუდიადისაგან, და საუკუნეთა მათ, სატანჯუჱლთაგან გჳჴსნენ, შუამდგომელობითა შენითა კურთხეულო:

ქალწულსა მარიამს მორწმუნენო, ქებით პატივს-ვსცემდეთ, რომელმან ცეცხლი…

სხუა. სძლისპირი.

ქალწულსა მარიამს მორწმუნენო, ქებით პატივს-ვსცემდეთ, რომელმან ცეცხლი ღუთაებისა უზესთაესი, ბუნებათა იტჳრთა, გალობით მას ვადიდებთ:

რაჟამს იგი წარუდგე მე წინაშე, საყდარსა საშინელსა…

ტროპარნი.

რაჟამს იგი წარუდგე მე წინაშე, საყდარსა საშინელსა, სიტყჳსმიცემად საქმეთათჳს, რამე მოგიგო, უბადრუკმან ამან, გარნა შენ ქე҃ შემიწყალე:

ჴმაო სიტყჳსა მის საღმრთოსაო, წარმართე სლუაჲ ჩემი, გზასა მშჳდობისასა, რათა მივემთხჳო მე ნიჭთა კეთილთა, ზეცისა სასუფეველსა:

განმაძღე მე საზრდელითა უკუდავითა ქე҃ს მცნებათა, და დამათრუჱ მე სასუმელითა ცხოველითა ნათლის-მცემელო, და წინასწარ-მეტყუჱლო, და ცხოვნებული წარმადგინე ღი҃სა მიმართ, მოლტოლჳლი ესე საფარუჱლსა შინა შენსა:

ქალწულო დედოფალო წმიდაო, ყოვლად დიდებულო, ითხოე ძისა…

ღი҃ს-მშობლისა.

ქალწულო დედოფალო წმიდაო, ყოვლად დიდებულო, ითხოე ძისა შენისაგან შენდობაჲ ცოდუათა, ჩუჱნთა ურიცხუთა, რათა მარადის გადიდებდეთ:

მოვიღებდე რა გონებად, სიმრავლესა ჩემ მიერ ქმნილთა…

აღჳვსენითსა ზედა, დასდებელნი სინანულისანი. ჴმა ჱ.

მოვიღებდე რა გონებად, სიმრავლესა ჩემ მიერ ქმნილთა ბოროტთასა, და ვიგონებდე საშინელსა მას განკითხუასა, შეპყრობილი ძრწოლით მოვივლტი შენდამი კაცთ-მოყუარისა ღი҃სა, რომელისათჳს ნუ უგულებელს-მჰყოფ გევედრები მხოლოო უცოდუჱლო, მოეც ლმობიერებაჲ მდაბალსა სულსა ჩემსა პირუჱლ აღსასრულისა, და მაცხოვნე მე:

ცრემლნი მომცენ მე ღო҃, ჩემო, ვითარცა ოდესმე დედაკაცსა მას ცოდჳლსა, და ღირს-მჰყავ დალტობად ფერჴთა შენთა, რათა მიჴსნეს მე გზისა მისგან საცთურისა, და შეწირუად შენდა ნელსაცხებელი სუნნელებისა, რომელ-არს ცხოვრება უბრალო და წმიდა სინანულით მოგებული, რათა მესმას მეცა საწადელი იგი ჴმა შენი, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ ვიდოდე მშჳდობით:

ძლიერად იღუაწეთ მოწამენო, და სიმჴნით სატანჯუჱლთა, უსჯულოთასა…

მოწამეთა.

ძლიერად იღუაწეთ მოწამენო, და სიმჴნით სატანჯუჱლთა, უსჯულოთასა დაუთმეთ, და ქე҃ აღიარეთ, წინაშე მეფეთა ღირსნო, და კუალად, განრახუჱდით საწუთოსაგან, ძალთა, და ნიშთა აღასრულეთ სოფელსა შინა, და სნეულთა, განჰკურნებთ უძლურებასა, და ვნებათა წმიდანო, მეოხ-გუჱყუჱნით ჰჴსნად სულთა ჩუჱნთათჳს:

ხოლო მე ქალწულო ყოვლად წმიდაო, საფარუჱლსა შენსა…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

ხოლო მე ქალწულო ყოვლად წმიდაო, საფარუჱლსა შენსა მოვივლტი, უწყი ვითარმედ მივემთხჳო შენდობასა, რამეთუ ძალგიც ყოველივე, ღი҃ს-მშობელო შეწევნად ჩემდა:

მომიჴსენენ ჩუჱნ ქე҃ სოფლის მაცხოვარ, ვითარცა ავაზაკი…

სამშაბათსა, მომიჴსენენი. ჴმა ჱ.

მომიჴსენენ ჩუჱნ ქე҃ სოფლის მაცხოვარ, ვითარცა ავაზაკი წინაშე ჯუარსა, და ღირს-მყუჱნ ჩუჱნ ყოველნი მრავალ-მოწყალე, შენსა ზეცისა სასუფეველსა:

ვითარცა გაქუს უფსკრული მოწყალებათა, განაჴმე ბრალთა ჩემთა უფსკრული ქე҃, და სინანულისა ცრემლნი, მომცენ სახიერ, ცოდჳთა განფრდილსა სულსა ჩემსა:

რომელმან წყალთა შინა ნათელ-ეც ღთ҃სა, წინა-მორბედო ღირსო ვნებათა ჩემთა, ღელუანი დააყუდენ და ნავთ-სადგურსა, სინანულისასა წარმიძეღუ:

სისხლთა თქუჱნთა ღუარითა, ღუაწლისა მძლენო, დაშრიტეთ კერპთ…

მოწამეთა.

სისხლთა თქუჱნთა ღუარითა, ღუაწლისა მძლენო, დაშრიტეთ კერპთ მსახურთა საჴუმილი მძაფრი, და მდიდრად აღმოუცენეთ, წყალთა ცხოველთა, მკურნალთა ყოველთა ვნებათასა:

დაუსაბამოო მამაო, და ძეო, და საღმრთოო სულო…

დიდება.

დაუსაბამოო მამაო, და ძეო, და საღმრთოო სულო, მეოხებითა ნათლის-მცემელისათა მრავალ წელიწდეულნი ვნებანი სულისა ჩემისანი დააყუდენ გევედრები, და მაცხოვნე მე მონაჲ შენი:

განმარინე ცოდუათა და ვნებათაგან, და მწარისა ტანჯჳსა…

ღი҃ს-მშობლისა.

განმარინე ცოდუათა და ვნებათაგან, და მწარისა ტანჯჳსა ჯოჯოხეთისა, ვედრებითა შენითა, ღი҃სა დედაო, რომელი გნატრით სარწმუნოებით:

უხრწნელო ღი҃შ-მშობელო, რომელმან სიტყუა, დაუსაბამო და ღმრთაებით…

სერობისად. გალობანი, წმიდისა ღი҃ს-მშობლისანი. გალობა ა. ჴმა ჱ. სძლისპირი. ქუჱყანასა მწყურნე.

უხრწნელო ღი҃შ-მშობელო, რომელმან სიტყუა, დაუსაბამო და ღმრთაებით მიუწდომელი უაღრეს ბუნებისა განჴორციელებული, გჳშევ მარადის სარწმუნოებით გიგალობთ შენ:

ტევანი ცხოვრებისა და მომწთოლუარე, სიტკბოებასა ყოვლისა სოფლისა ცხოვრებისასა, ქალწულმან გშუა შენ ქე҃ მაცხოვარ, ამისთჳს სარწმუნოებით უგალობთ:

ადამიანნი ტომნი აღყუავებულნი, შენ მიერ ღი҃ს-მშობელო ბუნებათა უაღრესსა მას პატივსა, და ნეტარებასა ჯეროვნად და სამართლად იდიდებიან:

მომეც ჩუჱნ შეწევნა, მეოხებითა, შენითა უბიწოო, და…

გალობა გ. სძლისპირი. არავინ არს წმიდა.

მომეც ჩუჱნ შეწევნა, მეოხებითა, შენითა უბიწოო, და უკუნ აქციენ, საცთურთა კუჱთებანი, ყოვლად მძჳნუარეთა განსაცდელთანი:

ევას პირუჱლისა, დედისა იქმენ, აღდგომა ღი҃ს-მშობელო, რამეთუ წინა-მძღუარი, ცხოვრებისა ქე҃, შენ უშევ სოფელსა გამოუთქმელად:

ცხოველ მყავ წმიდაო, ძლიერებითა, შენითა რომელმანცა, ღი҃სა მამისა არსებით ძლიერება, ჴორცითა გჳშევ ჩუჱნ ჭეშმარიტებით:

რომელმან გამოიღე ცხოველს-მყოფელი, ჴუვილი ქუჱყანაო დაუთესუჱლო, რომელმან…

გალობა დ. სძლისპირი. მესმა მე ქე҃ სმენა.

რომელმან გამოიღე ცხოველს-მყოფელი, ჴუვილი ქუჱყანაო დაუთესუჱლო, რომელმან მოსცა სოფელსა, ცხოვრება სძალო, აცხოვნენ მადიდებელნი შენნი:

ყოველნი მორწმუნენი, განათლებულნი, ღი҃ს-მშობლად გქადაგებთ ყოვლად წმიდაო, რამეთუ მზე სიმართლისა, გჳშევ ქალწულო, და ჰგიე ქალწულად სამარადისოდ:

ლხინება მოგუანიჭე უმეცრებათა, ვითარცა უცოდუჱლმან და მშჳდობა-ჰყავ, სოფლისა შენისათჳს ღო҃, მეოხებითა, წმიდისა დედისა შენისათა:

დააცხურე ღელუა, დაუცხრომელი ვნებათა ჩემთა, რომელმან ჰშევ…

გალობა ე. სძლისპირი. განგუანათლენ ჩუჱნ.

დააცხურე ღელუა, დაუცხრომელი ვნებათა ჩემთა, რომელმან ჰშევ ღი҃ მენავეთ-მოძღუარი და მმართებელი, და უ҃ი საუკუნეთა:

შიშით ჰმონებენ, შობასა შენსა ღი҃ს-მშობელო, წესნი ანგელოსთანი და კრებულნი ძეთა კაცთანი, და თაყუანის-ცემენ უხრწნელო:

უსძლოო სძალო, მარიამ დედაო ღი҃საო, სასოება მტერთა ჩემთა უკეთურთა განაცრუვე, და შემსხმელნი შენნი განაბრწყინუჱნ:

გქადაგებთ შენ მორწმუნენი, სასძლოდ სულიერად დედაო ღი҃საო…

გალობა ვ. სძლისპირი. წინასწარ-მეტყუჱლი იჴსენ.

გქადაგებთ შენ მორწმუნენი, სასძლოდ სულიერად დედაო ღი҃საო, და ტაძრად სამეუფოდ, და კიდობნად სჯულისად, და ბჭედ ზეცისა და საყდრად ქე҃ს ღი҃სა:

სძალო ღი҃საო მარიამ, კერპთა დამამჴობელ იქმნა შენგან შობილი, და მარადის იქების, თანა მამით და სულით, და თაყუანისიცემების ვითარცა ღი҃:

ღი҃სა მამისა სიტყუამან, კიბედ ზეცისად გჳჩუჱნა მორწმუნეთა, რამეთუ გარდამოჴდა შენ მიერ ჩუჱნდა მომართ, ღი҃ს-მშობელო და კაცნი ზეცას აღიყუანნა:

ქალწულისა საშოსაგან განჰკაცენ, და გამოსჩნდი მაცხოვრად ჩუჱნდა…

გალობა ზ. სძლისპირი. ყრმათა ღი҃ს-მსახურთა.

ქალწულისა საშოსაგან განჰკაცენ, და გამოსჩნდი მაცხოვრად ჩუჱნდა ქე҃, ამისთჳს ღი҃ს-მშობლად ვიცნობთ დედასა შენსა, და მადლობით გიღაღადებთ და ვიტყჳთ, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო:

ძირისაგან იესესა აღმოჰჴედ, კუჱრთხად ნაყოფიერად დედოფალო, და ყოვლად სანატრელი ყუავილი აღმოუცენე, ძე შენი მორწმუნეთა და ჴმა-ჰყუჱს, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო:

სიბრძნითა და ძლიერებითა საღმრთოთა, აღავსენ ყოველნი ქალწულისა მიერ, ბუნებით სიბრძნეო ღი҃სა მაღლისაო, რათა სარწმუნოებით გიგალობდენ, კურთხეულ ხარ შენ უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:

მბრძოლთა ჩუჱნთა, აღძრულნი გულისთქმანი, და საჴმილებრ განმლეველნი…

გალობა ჱ. სძლისპირი. მთასა ზედა მოსეს თანა.

მბრძოლთა ჩუჱნთა, აღძრულნი გულისთქმანი, და საჴმილებრ განმლეველნი ბრძოლანი, დაშრიტენ ღი҃ს-მშობელო, რათა გიგალობდეთ და გაკურთხევდეთ და აღგამაღლებდეთ უკუნისამდე:

შემოქმედი და მაცხოვარი ჩუჱნი, სიტყუა ღი҃სა ბუნებათა უაღრეს, გჳშევ ღი҃ს-მშობელო ამისთჳს გიგალობთ ჩუჱნ მორწმუნენი, და აღგამაღლებთ შენ უუნისამდე:

ნათელმან-მან, ყოვლად შეუხებელმან რომელიცა, დაენკჳდრა შენთანა, და ოქრო ბრწყინუალედ ლამპრად გაჩუჱნა შენ მორწმუნეთათჳს განმანათლებელად ღი҃სა დედაო:

მადლითა და კურთხევითა, აღსავსე-არს ჴსენება შენი, და…

გალობა თ. სძლისპირი. რომელმან წინასწარ მოასწავა.

მადლითა და კურთხევითა, აღსავსე-არს ჴსენება შენი, და შემსხმელთა შენთა, კურნებასა მიჰმადლებს, რომელნი იგი სარწმუნოებით, ჭეშმარიტად დედად ღი҃სად გქადაგებენ:

ფსალმუნთა და გალობათა, მიერ გიგალობთ სძალო, მიმადლებულო და ვიტჳთ, მარადის გიხაროდენ რამეთუ შენ მიერ მოემადლა, სიხარული ყოველთა დაბადებულთა:

მეოხებითა სახიერ, დედისა შენისათა, აჴოცენ ცოდუანი ჩუჱნნი, შეიწირე ვედრება, ბაგეთა ჩუჱნთა უნაყოფოთა და ნაყოფიერ ჰყუჱნ სულნი ჩუჱნნი: