გულანი
საცდელი · 1.11.3
ხმა 8 · ორშაბათი 1 / 84ვითარმე უკუჱ წარუვლე დახსნილებასა შინა ცხოვრება ჩემი…

ხმა 8 · ორშაბათი

რვა ხმა

პარაკლიტონი · დაახლ. 25 წთ

ვითარმე უკუჱ წარუვლე დახსნილებასა შინა ცხოვრება ჩემი…

მწუხრად დასდებელნ სამეუფონი. ჴმა ჱ. ჵ სასწაული.

ვითარმე უკუჱ წარუვლე დახსნილებასა შინა ცხოვრება ჩემი, არა მომღებელმან გონებასა შინა ცოდუათა ჩემთა სიმრავლისამან და არცა მგონებელან საშინელისა სასიკუდინესა ჟამისა, და პირ-უთნებელისა სამსჯავროსამან, ვინმე უკუჱ მიჴსნას მე ცეცხლისაგან საუკუნოჲსა, უკეთუ შენ ყოვლად სახიერო:

ჵ სულო უბადრუკო, ვითარიმე ტიირილი იქმნეს მაშინ, რაჟამს იგი მართალნი სასუფეველსა ზეცისასა აღჳდოდენ, ხოლო შენ ცეცხლსა შინა საუკუნესა დაისჯებოდე, საქმეთა შენთათჳს, სულთ-ითქუჱმდ და ჰსიროდე და შეუვრდი ქე҃სა მჴსნელსა შენსა, და განაგდე უსჯულოებაჲ შენი:

ვიდრეღა გაქუს ჟამი სოფელსა ამას შინა, შეინანე და ჰსტიროდე ცოდუათა შენთა სულო ჩემო, რამეთუ მუნ ჰპოებ განსუჱნებასა, და საუკუნოჲსაგან პატივისა განერები მჴმობელი, უ҃ო უ҃ო მხოლო სახიერო, ნაწილისა მიმართ რჩეულთა შენთასა აღმრაცხე მე:

უ҃ო, კრებული უჴორცოთანი, დაუცხრომელად გადიდებენ შენ, შუჱბულნი…

სხუანი დასდებელნი უჴორცოთანი. ჴმა გივე. უ҃ო დაღაცათუ.

უ҃ო, კრებული უჴორცოთანი, დაუცხრომელად გადიდებენ შენ, შუჱბულნი შუჱნიერებითა შენითა, და გამოუთქმელთა სიკეთითა და სამ-მზეობითითა სარავანდედითა მდიდრად ცისკროვანქმნილნი, რომელთა მეოხებითა და შუა-მდგომელობითა მაცხოვარ აცხოვნენ სულნი ჩუჱნნი:

უ҃ო, გუნდნი ანგელოსთანი განწყობილნი დაადგინენ შენ ყოვლად ძლიერითა სიტყჳთა შენითა, და ყოვლად წმიდითა სულითა შენითა ცისკროვნებითა არა გარდამოვრდომილითა მცხინუარე, ჰყუჱნ რომელთა ოხითა და შუამდგომელობითა სულნი ჩუჱნნი:

უ҃ო, სერაფიმნი გიგალობენ შენ, და ჴელმწიფებანი, და ანგელოსნი, მთავრობანი, უფლებანი, საყდარნი, და ძალნი, და მთავარ-ანგელოსნი, და საშინელნი იგი ხერუვიმი, შენდამი ქებასა შესწირუჱნ, რომელთა ოხითა და შუამდგომელობითა აცხოვნე სულნი ჩუჱნნი:

გიხაროდენ ეშმაკთა აღმჴოცელო, გიხაროდენ ასულო ადამისო, რომელმან…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა. ჵ სასწაული.

გიხაროდენ ეშმაკთა აღმჴოცელო, გიხაროდენ ასულო ადამისო, რომელმან ჭეშმარიტად აღმოაცენე ყუავილი იგი დაუჭნობელი, გიხაროდენ მკურნალო სალმობათაო, გიხაროდენ ყოვლად უბიწოო შემწყნარებელო ღი҃სა, მიერ სიხარულისაო, გიხაროდენ მფარუჱლო სოფლისაო, გიხაროდენ წმიდაო დედოფალო, მონათა მუჱდრებელო და მადიდებელთა შენთა დიდებაო:

შენ მეუფესა და უ҃სა, ანგელოსნი დაუცხრომელად გიგალობენ…

სტიქარონსა ზედა, დასდებელნი სინანულისანი. ჴმა ჱ.

შენ მეუფესა და უ҃სა, ანგელოსნი დაუცხრომელად გიგალობენ, ხოლო მე შეგივრდები შენ, და ვჰჴმობ მეზუჱრისაებრ, ღო҃ მილხინე და მაცხოვნე მე:

უკუდავი ხარ შენ სულო ჩემო, ღელუათაგან სოფლისათა ნუ დაინთქმი, განიფრთხუჱ და ღაღადებდ ქუჱლის-მოქმედისა შენისა მიმართ, ღო҃ მილხინე და მაცხოვნე მე:

ქე҃ს მოწამენო, ყოველთა ადგილთა წმიდა-ჰყოფთ თქუჱნ, ყოველთა…

მოწამეთა.

ქე҃ს მოწამენო, ყოველთა ადგილთა წმიდა-ჰყოფთ თქუჱნ, ყოველთა სნეულთა განჰკურნებთ თქუჱნ, და აწ ევედრენით თქუჱნ ჰჴსნად მახეთაგან მტერისათა, სულთა ჩუჱნთათჳს გევედრებით:

გიხაროდენ მარიამ უბიწოო, კუჱრთხო აღყუავებულო, და ქალაქო…

დიდება. აწდა. ღი҃ს-მშობლისა. ჵ სასწაული.

გიხაროდენ მარიამ უბიწოო, კუჱრთხო აღყუავებულო, და ქალაქო სულიერო, გიხაროდენ მტილო ყოვლად დიდებულო, გიხაროდენ ზღუდეო დაურღუჱველო, და ჴიდო ღი҃სა მიმართ წიაღმყუანებელო, გიხაროდენ სულიერო სასძლოო ღი҃საო, გიხაროდენ დედაო უბოიწოო, გიხაროდენ ყოველთა სასოო:

ხილუად შენდა ვერ იკადრებენ, ხერუვიმნი, მფრინუალენი ჰჴმობენ…

იგალობების გალობაჲ სამებისა, რაჟამს იყოს ალილუია, ჴმა ჱ.

ხილუად შენდა ვერ იკადრებენ, ხერუვიმნი, მფრინუალენი ჰჴმობენ ღაღადებით ერთსა ღმრთაებისა გალობასა სამ-წმიდაობისა ჴმითა, მათ თანა ჩუჱნცა ცოდჳლნი, ვღაღადებთ წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, შენ ღო҃ ჩუჱნო, ღი҃ს-მშობელისა მიერ შეგჳწყალენ ჩუჱნ:

ზეცას გულნი გუაქუნდენ, ანგელოსთასა მივემსგავსნეთ წესსა, შიშით თუალ-უხუავსა შეუვრდეთ, და ძლევისა ვღაღადებთ გალობასა წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, შენ, ღო҃ ჩუჱნო, ღი҃ს-მშობელისა მიერ შეგჳწყალენ ჩუჱნ:

დაღონებულნი სიმრავლითა ცოდუათა ჩუჱნთათა, და ვერ მკადრენი აღხილუად სიმაღლისა შენისა, სულსა ჴორცთა თანა მოვიდრეკთ, და ანგელოსთა თანა გიღაღადებთ შენ, წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, შენ ღო҃ ჩუჱნო, ღი҃ს-მშობელისა მიერ შეგჳწყალენ ჩუჱნ:

მოწყალებითა თუალითა მოხედენ უ҃ო სიმდაბლესა ჩემსა, რამეთუ…

ორშაბათსა ცისკრად, შემდგომად ა, სტიხოლოღიისა, წარდგომანი, სინანულისანი, ჴმა ჱ.

მოწყალებითა თუალითა მოხედენ უ҃ო სიმდაბლესა ჩემსა, რამეთუ დღითი დღე ცხოვრებაჲ ჩემი განილევის, და საქმეთა ჩემთაგან არა არს ჩემდა ცხოვრება, ამისთჳს გევედრები, მოწყალითა თუალითა მოხედენ უ҃ო სიმდაბლესა ზედა ჩემსა და მაცხოვნე მე:

დღესა მას საშინელსა იჴსენებდ სულო ჩემო, იღჳძებდ…

უ҃ო ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ მე და ნუცა რისხჳთა შენითა მჰსწავლი მე: მსგავსი, სიბრძნე და სიტყუა.

დღესა მას საშინელსა იჴსენებდ სულო ჩემო, იღჳძებდ და აღანთებდ ლამპარსა შენსა, და ზეთითა განაბრწყინუჱბდ, რამეთუ არა უწყი ოდეს იგი მოვიდეს შენ ზედა, ჴმაჲ იგი რომელი იტყოდის, აჰა ესერა სიძე მოვალს გამოვედით მიგებებად მისსა, იხილე სულო ჩემო და ნუ გრულის, და ნუცა გძინავს, რათა არა გარე დაშთე და ცუდად ჰრეკდე ვითარცა სულელნი იგი ქალწულნი, არამედ მღჳძარებით განიფრთხუჱ, რათა მიეგებო ქე҃სა ლამპრითა ბრწყინუალითა, და ზეთითა პოხილითა, და ღირს გყუჱს შენ სასძლოსა მას დიდებისა მისისასა:

ყოველთა მეუფემან და შემოქმედმან, ყოვლად წმიდათამან სისხლთა…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

ყოველთა მეუფემან და შემოქმედმან, ყოვლად წმიდათამან სისხლთა შენთა ჴორცთა მიმღებელმან, შუა-მდგომელად კაცთა გამოგაჩინა შენ ყოვლად უბიწოო, ამისთჳს ყოველნი შენდა მოვივლტით დედოფალო, და ვითხოვთ მოტევებასა ცოდუათასა, და საუკუნოჲსაგან ტანჯჳსა, და ყოვეთაგან მუნათა სიბოროტისათა, გარემოებათა ჰჴსნად გევედრებით და გიგალობთ შენ, ევედრე ქე҃სა ღთ҃სა რათა მოსცეს ცოდუათა მოტევებაჲ ყოველთა, რომელნი საფარუჱლისა შენისა მომართ სარწმუნოებით მოივლტიან:

ვიდრე მოსლუადმდე მსაჯულისა, განიფრთხუჱ შენ სულო ჩემო…

შემდგომად გ, სტიხოლოღიისა, წარდგომანი სინანულისანი, ჴმა ჱ.

ვიდრე მოსლუადმდე მსაჯულისა, განიფრთხუჱ შენ სულო ჩემო, და საზარელისა მის დღისა ჟამი მოიჴსენე, რამეთუ სასჯელი უწყალო არს მათთჳს, რომელთა იგი არა ჰყონ წყალობაჲ, ამისთჳს ჰხმობდი შემინდევ მე მაცხოვარ, რამეთუ შენ მხოლო ხარ უცოდუჱლი და მრავალ-მოწყალე:

მსგავსად მეძჳსა მის შეგივრდები, რათა მოვიღო შენდობაჲ…

მიწყალე მე უ҃ო, რამეთუ უძლურ ვარ, განმკურნე მე:

მსგავსად მეძჳსა მის შეგივრდები, რათა მოვიღო შენდობაჲ, და ნელსაცხებელისა წილ შევჰსწირავ ცრემლთა, გულისაგან მხურუალისა აღმოცენებულთა, რათა ვითარცა იგი შემიწყალო მე ქე҃ ღო҃ სახიერ, და მომმადლო შენდობაჲ ცოდუათა, რამეთუ ვითარცა იგი გიღაღადებ, მიჴსენ მე მწჳრისაგან საქმეთა ჩემთასა:

ღი҃უ-მიმადლებულო წმიდაო კურთხეულო, სახიერებით მოწყალეო, რომელი შენგან…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა. ბრძანებული ჩუჱნდა.

ღი҃უ-მიმადლებულო წმიდაო კურთხეულო, სახიერებით მოწყალეო, რომელი შენგან იშუა, მაღლისა ძალთა თანა და მთავარ-ანგელოსთა, და ყოველთა უჴორცოთა თანა ევედრე დაუცხრომელად, მოცემად ჩუჱნდა პირუჱლ აღსასრულისა შენდობად ცოდუათა წყალობისა, და ცხოვრებისა წარმართებად, და რათა მოიქცეს მოწყალებად:

ვიდრემდის მყოფ-ხარ სულო ჩემო თჳნიერ კრძალულებისა, ვიდრემდის…

შემდგომად გ, სტიხოლოღიისა, წარდგომანი, ჴმა ჱ. სიბრძნე და სიტყუა.

ვიდრემდის მყოფ-ხარ სულო ჩემო თჳნიერ კრძალულებისა, ვიდრემდის აღესრულები მოწყინებასა შინა, აღსდეგ უბადრუკო ძილისაგან მოწყინებისა, და გონებად მოიღენ საქმენი შენნი, სულთ-ითქუჱნ და მართლისა მის მსაჯულისა შესძრწუნდი სიტყუათაგან, რამეთუ რაჲმე ეგულუჱბოდეს ჟამსა მას მიგებად, ანუ ვითარმე მოღებადისა იჴსნა დაწჳსაგან, რომელ ეგე განუმართლებელად ჰგიე, ღაღად-ჰყავ პირუჱლ აღსასრულისა მსაჯულისა მიმართ, შეცოდებათა მოტევებაჲ მომეც მე მაცხოვარ, რამეთუ სულ-გრძელ შენ მხოლო-ხარ:

ნათლითა ზეგარდამოთა ჰბრწყინავს დღეს კარავი ესე მოწამეთა…

დიდება შენდა, ღო҃ ჩუჱნო, დიდება შენდა:

ნათლითა ზეგარდამოთა ჰბრწყინავს დღეს კარავი ესე მოწამეთა, რამეთუ ამას შინა მჴედრობანი ანგელოსთანი იხარებენ, და მათ თანა გუნდნი მოწამეთანი მხიარულ-არიან, ჴსენებასა ღუაწლით შემოსილთასა, მათითა მეოხებითა ქე҃ ღო҃ მომადლე სუთა ჩუჱნთა, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ:

ბრძანებული ჩუჱნდა საიდუმლოჲ, გულის-ჴმა-ვჰყოთ გონიერად, და მეყუსეულად…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

ბრძანებული ჩუჱნდა საიდუმლოჲ, გულის-ჴმა-ვჰყოთ გონიერად, და მეყუსეულად კარუად იოსებისსა მოიწია უჴორცო, და ეტყოდა უქორწინებელსა, რომელმან სიმდაბლით ცანი მოდრიკნა, ყოვლითურთ უცუალებელად შენ შორის დატევნილ-იქმნების, რომელსა ვხედავ მუცელსა შენსა მონისა ხატითა, განსცჳფრდები და გიღაღადებ, გიხაროდენ სძალო უსძლოო:

მიჴსენმე ცეცხლისაგან გეენიისა ქე҃ ჩემო

ორშაბათსა, კანონი სინანულისა. რომლისა კიდურ-წერილობაჲ.

მიჴსენმე ცეცხლისაგან გეენიისა ქე҃ ჩემო.

ქუჱყანასა მწყურნებსა, ვითარცა ჴმელსა, განჳდა და შრომათაგან…

იოსებისა. გალობა ა. ჴმა ჱ. სძლისპირი.

ქუჱყანასა მწყურნებსა, ვითარცა ჴმელსა, განჳდა და შრომათაგან ეგჳპტისათა განერა, ერი ისრაილთა ღაღადებდა, მჴსნელსა ჩუჱნსა და უ҃სა უგალობდეთ:

მიჴსენ ცეცხლისაგან, რომელი განუმზადე, სულსა ჩემსა მჴსნელო…

ტროპარნი.

მიჴსენ ცეცხლისაგან, რომელი განუმზადე, სულსა ჩემსა მჴსნელო საქმეთა მიერ უჯეროთა, და სირუარულისა შენისა ცეცხლი, სანატრელი აღაგზენ გონებასა ჩემსა:

დაბნელებული დავემონე ვნებათა, და პირუტყუად გამოვჰსჩნდი სიტყჳთა პატივ-ცემული, განფრთხობაჲ მოჰმადლე სულსა ჩემსა, და ვითარცა უწყი შემიწყალე ქე҃:

ტანჯუათა მიერ გუჱმულნი ჴორცნი თქუჱნნი, ცხად-ჰყოფდეს სულისა…

მოწამეთა.

ტანჯუათა მიერ გუჱმულნი ჴორცნი თქუჱნნი, ცხად-ჰყოფდეს სულისა თქუჱნისა სიწრფოებასა მარტჳლნო, და შემოქმედისა სიყუარულსა, ჵ გჳრგჳნ-შემოსილნო ყოვლად ქებულნო:

სისხლისა ღუარნი ჴორცთა მათ წმიდათანი ეკუჱთნეს საცთურსა კერპთმსახურებისასა და წარღუნეს, ძალითა შენითა და მოაშთუჱს, მტერი ბოროტი ქე҃ ყოვლად ძლიერო:

განმკურნე სნეული სენითა სასიკუდინოჲთა, და მიჴსენ სულიერთა…

ღი҃ს-მშობლისა.

განმკურნე სნეული სენითა სასიკუდინოჲთა, და მიჴსენ სულიერთა და ჴორციელთა ვებათაგან, ქალწულო წმიდაო დიდებულო, რათა მარადის გნატრიდე სარწმუნოებით:

ვითარცა მთავარნი და წინა-მძღუარნი ანგელოსთანი, და ღი҃ს-მხილუჱლობითა…

სჴუა. კანონი უჴორცოთა. რომლისა კიდურ-წერილობა. ალფავიტა. გალობა ა. ჴმა და სძლისპირი იგივე.

ვითარცა მთავარნი და წინა-მძღუარნი ანგელოსთანი, და ღი҃ს-მხილუჱლობითა ბრწყინუალედ შუჱბულნი, კეტილის-მომცემელსა და მაცხოვარსა, ევედრენით ჩუჱნთჳს მთავარ-ანგელოსნო:

შეიწრებულთა განსაცდელთა მიერ, შეპყრობილნი, თქუჱნდამი ვითარცა შუა-მდგომელთა მიმართ მოვივლტით, მორწმუნენო საღმრთონო მთავარ-ანგელოსნო, გულს-მოდგინედ ევედრენით ჩუჱნთჳს მეუფესა:

იყავნ ჩემდა ქალწული შესავედრებელ, ნავთ-საყუდელ და ზღუდე…

ღი҃ს-მშოლისა.

იყავნ ჩემდა ქალწული შესავედრებელ, ნავთ-საყუდელ და ზღუდე და შუა-მდგომელ, რომელმან ჰშევ ღი҃ ჴორცითა ღი҃სა დედაო, მჴსნელი და ყოვლად მოწყალჱ:

განმაძლიერებელ-მექმენ მე, დამბადებელო ცისაო, და ქუჱყანისაო, წყალთა…

გალობა გ. სძლისპირი.

განმაძლიერებელ-მექმენ მე, დამბადებელო ცისაო, და ქუჱყანისაო, წყალთა ზედა დამამტკიცე მე ქე҃, ეკკლესიისა კლდესა ზედა, რამეთუ არავინ-არს წმიდა შენებრ კაცთ-მოყუარე:

ვითარ მიგხედნე ქე҃ მჴსნელო, რომელმან ერთიცა მცნება…

ტროპარნი.

ვითარ მიგხედნე ქე҃ მჴსნელო, რომელმან ერთიცა მცნება, შენი არა ვქმენ ქუჱყანასა ზედა, ვითარ წარუსდგე საყდარსა, შენსა თუალთ-უხუავსა ოდეს იგი, სიტყუა მიმეხდებოდეს, ურიცხუთა ბოროტთა ჩემთა:

განმარტენ მამულნი წიაღნი, და შემიწყნარე ვითარცა, უძღები იგი შჳლი რომელმან, მსგავსად მისსა წარუაგე, სიმდიდრე კეთილთა საქმეთა, და განგეშორე შენგან, კაცთ-მოყუარეო მამაო:

დაფუძნებულთა კლდესა ზედა, საღმრთოთა ბრძანებათასა, ახოვანნო ქე҃ს…

მოწამეთა.

დაფუძნებულთა კლდესა ზედა, საღმრთოთა ბრძანებათასა, ახოვანნო ქე҃ს მოწამენო, წარჰკუჱთეთ უღმრთოებაჲ, სარწმუნოებისა ცულითა, და ნაყოფნი ღუაწლთანი, კეთილნი გამოიხუჱნით:

ეკლესიისა სამკაულნი, შეურუჱბულნი გოდოლნი, საღმრთოსა სარწმუნოებისანი, ყოვლად წმიდანი მსხუჱრპლნი, და ნებსით შეწირულნი კრავნი, ქებით იდიდებოდენ, ქე҃ს ღი҃სა მოწამენი:

შენ მოგიგებთ ყოვლად წმიდაო, ზღუდედ განსაცდელთა შინა…

ღი҃ს-მშობლისა.

შენ მოგიგებთ ყოვლად წმიდაო, ზღუდედ განსაცდელთა შინა, და ღი҃სა მიმართ მეოხად მჴურუალედ, შენ მიჴსენ დასჯისაგან, დღესა მას განკითხჳსასა, და მწყალობელ-მექმენ მე, და მფარუჱლ დედოფალო:

შენ დამამყარებელო, კამარათა ცისათაო უ҃ო, და აღმაშენებელო…

სხუა. სძლისპირი.

შენ დამამყარებელო, კამარათა ცისათაო უ҃ო, და აღმაშენებელო ეკკლესიათაო დამამტკიცე ჩუჱნ, სიყუარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო, და განმაძლიერებელო მორწმუნეთაო მხოლოო კაცთ-მოყუარე:

ვითარცა წესთ-მთავართა ანგელოსებრივთა წესთათა, მრავალ-ხატთა ნიჭთა მიერ…

ტროპარნი.

ვითარცა წესთ-მთავართა ანგელოსებრივთა წესთათა, მრავალ-ხატთა ნიჭთა მიერ განშუჱნებულთა მთავარ-ანგელოსნო, მტკიცედ დაცულ ჰყავთ ეკკლესიანი ქე҃სნი შუამდგომელობითა თქუჱნითა:

მართლ-მადიდებლობისა სიკეთითა, გჳრგჳნოსან-ქმნილნი საღმრთონო მთავარ-ანგელოსნო, იჴსნენით განსაცდელთაგან ვითარცა დიდებულთა ღი҃სა მიმართ შუა-მდგომელთა საჭურუჱლითა კეთილ-ნებებისათა მორწმუნეთა კრებულნი:

უხრწნელისა ცხოვრებისა, საუკუნითგან განცხადებულ საღმრთო სახე-იქმენ ქალწულო…

ღი҃ს-მშობლისა.

უხრწნელისა ცხოვრებისა, საუკუნითგან განცხადებულ საღმრთო სახე-იქმენ ქალწულო დედაო წმიდაო, ამისთჳს ყოვლად საგალობელო, მე მყოფსა აჩრდილთა შინა სიკუდილისათა, ცხოვრებისა მიმართ წარმიძეღუ მეოხებითა შენითა:

ამჴედრდი ეტლთა მოციქულთა შენთასა უ҃ო, და აღჳრნი…

გალობა დ. სძლისპირი.

ამჴედრდი ეტლთა მოციქულთა შენთასა უ҃ო, და აღჳრნი მათნი ძლიერად ჴელთ-ისხენ, მჴედრობა შენი ცხოვრება არს მორწმუნეთა რომელნი ღაღადებენ, დიდება ძალსა შენსა უ҃ო:

საზარელ, და შესაძრწუნებელ-არს განყოფაჲ სულისა, ყოვლად ულხინებელ…

ტროპარნი.

საზარელ, და შესაძრწუნებელ-არს განყოფაჲ სულისა, ყოვლად ულხინებელ არს განსჯაჲ მსაჯულისა, კაცთა ცოდჳთა შებღალულთა ჵ რამე ვჰყო, მე უბადრუკმან ამან დღესა მას დიდსა სასჯელისასა:

გული მაქუს, აღსავსე ყოვლითა შეგინებითა, და ტჳრთი მკიდავს ცოდუათა უზომოთა, და წყალობათა შენთა მოვივლტი ნუ განმაგდებ, არამედ შემიწყალე, სახიერ და აღხოცენ ბრალნი ჩემნი:

წინაშე, ღი҃სა პატიოსან-იქმნა სიკუდილი თქუჱნი, ახოვანნო მარტჳლნო…

მოწამეთა.

წინაშე, ღი҃სა პატიოსან-იქმნა სიკუდილი თქუჱნი, ახოვანნო მარტჳლნო ღუაწლით-შემოსილნო, რამეთუ ბევრეულთა ტანჯუათა და გუჱმათა, მიერ შეიწრებულთა, არა უარ-ჰყავთ სახელი მისი:

მოიწყლა, მაცთური წყლულებითა მოწამეთათა, და დაეცა ზახებაჲ მისი აღზუავებული, ხოლო გჳრგჳნოსან მყოფელი მათი ღი҃, ასოთა მათთა მიერ, საღმრთოთა იდიდა და ამაღლდა:

წმიდაო, საუნჯეო ყოველთა მეუფისაო, სარწმუნოებით გევედრები განმწმიდე…

ღი҃ს-მშობლისა.

წმიდაო, საუნჯეო ყოველთა მეუფისაო, სარწმუნოებით გევედრები განმწმიდე მე, ყოველთა ბრალთა მწიკულისაგან ღი҃ს-მშობელო, და გამომაჩინე მე, ტაძრად სულისა ყოვლად წმიდისა:

ორობაო მთავრობაო მთავარ-ანგელოსთა კრებულისაო, მოლტოლჳლნი საფარუჱლისა მომართ…

სხუა. სძლისპირი. მესმა უ҃ო.

ორობაო მთავრობაო მთავარ-ანგელოსთა კრებულისაო, მოლტოლჳლნი საფარუჱლისა მომართ თქუჱნისა, ყოვლისაგან განსაცდელისა იჴსენით:

რომელნი ჰხედავთ ბრწყინუალესა, ღთ҃-მთავრობასა და მადლსა, მთავარ-ანგელოსნო ყოვლად დიდებულნო, განანათლენით სამწყსონი თქუჱნნი:

სამღუდელოდ გადიდებენ შენ საღმრთონი მჴედრობანი უჴორცოთანი, ღი҃სა…

ღი҃ს-მშობლისა.

სამღუდელოდ გადიდებენ შენ საღმრთონი მჴედრობანი უჴორცოთანი, ღი҃სა დედაო ყოვლად უბიწოო, რამეთუ ჰშევ შენ შემოქმედი მათი:

განგუანათლენ ჩუჱნ, ნათლითა შენითა უ҃ო, და მკლ;ავითა…

გალობა ე. სძლისპირი.

განგუანათლენ ჩუჱნ, ნათლითა შენითა უ҃ო, და მკლ;ავითა მაღლითა მორწმუნეთა მშჳდობა შენი, ზეცით მომეც ჩუჱნ კაცთ-მოყუარე:

უკეთურებით, განგამწარე შენ ქე҃ ღო҃, საქმეთა მიერ…

ტროპარნი.

უკეთურებით, განგამწარე შენ ქე҃ ღო҃, საქმეთა მიერ ბოროტთა, არამედ შემიწყალე, და მომაქციე და მაცხოვნე მე:

გულის-სიტყუა მაქუს, ბოროტი და მოუქცეველი, და ულმობელობითა შეპყრობილ-ვარ, ქე҃ მაცხოვარ, სიბრმჱ ჩემი დაჰჴსენ, და მიჴსენ:

მსგავსად ლამპართა, დაგხსნა მნათობად ქუჱყანისა, და დამჴსნელად…

მოწამეთა.

მსგავსად ლამპართა, დაგხსნა მნათობად ქუჱყანისა, და დამჴსნელად ბნელსა საცთურისასა, ქე҃ს მარტჳლნო, ნათლისა მომცემელმან ღთ҃მან:

სჯულთა ბოროტთა, სჯული საღმრთოჲ წინა უყუჱნით, და უღმრთოებისა ღი҃ს-მსახურებაჲ და მისთჳს მოჰკლენით, წადიერად ღუაწლისა-მძლენო:

ვნებათა ჩემთა, აღძრუანი მოაკუდინენ სძალო, რომელმან მოაკუდინე…

ღი҃ს-მშობლისა.

ვნებათა ჩემთა, აღძრუანი მოაკუდინენ სძალო, რომელმან მოაკუდინე შობითა, შენითა შეცოდება, იგი პირუჱლისა მამისა:

გარემოს ღი҃სა მდგომარეთა მთავარ-ანგელოსნო, და მიერ გამომდინარითა…

სხუა. სძლისპირი. იგივე.

გარემოს ღი҃სა მდგომარეთა მთავარ-ანგელოსნო, და მიერ გამომდინარითა ცისკრითა განათლებულთა, დაიცუჱნით სამწყსონი თქუჱნნი:

ევედრენით უკუჱ მეუფესა და ღთ҃სა, რათა მოგუანიჭოს ჩუჱნ ჰჴსნაჲ, ვითარცა შუა-მდგომელნი ყოველთა ჰჴსნისანი:

მჳრონად საიდუმლოდ სახელგდებთ შენ ყოვლად წმიდაო რამეთუ…

ღი҃ს-მშობლისა.

მჳრონად საიდუმლოდ სახელგდებთ შენ ყოვლად წმიდაო რამეთუ ჰშევ ღი҃ ჴორცითა, კეთილსუნნელებისა ნიჭთა მადიდებელნი:

მომიტევენ სახიერ, აურაცხელნი ცოდუანი ჩემნი, რომელთათჳს გიჴმობ…

გალობა ვ. სძლისპირი.

მომიტევენ სახიერ, აურაცხელნი ცოდუანი ჩემნი, რომელთათჳს გიჴმობ შენ, მიჴსენ მე ბოროტთაგან, შენდა მომართ ვღაღადებ ისმინე ჩემი, ღო҃ მაცხოვარო ჩემო:

მზისა უმცხინუარესი, მადლი სინანულისა მომფინე, ცოდჳსა ბნელსა…

ტროპარნი.

მზისა უმცხინუარესი, მადლი სინანულისა მომფინე, ცოდჳსა ბნელსა შინა, დანთქმულსა ქე҃ ღო҃, ნათლისა მომცემელო, რათა ვაქებდე სახიერებასა შენსა:

საყდრისა შენისაგან, საშინელისა ვსძრწი და მეშინის, ხოლო ძჳრთა საქმეთა, არა დავაცადებ მე, რამეთუ ვმონებ, ბილწთა ჩუჱულებათა, მომაქციე ქე҃ მაცხოვარ:

წმიდათა მოწამეთა, ახოვნებით ეშმაკნი დასცნეს, და ანგელოსთა…

მოწამეთა.

წმიდათა მოწამეთა, ახოვნებით ეშმაკნი დასცნეს, და ანგელოსთა გუნდსა, შეერთნეს მოხარულნი, ვედრებითა მათითა, ყოვლად წმიდითა, გუაცხოვნენ ჩუჱნ კაცთ-მოყუარე:

შეწევნითა შენითა, უძლეველ-ჰყუჱნ ბანაკნი წმიდათანი, ქე҃ ღო҃ ძლიერო, და ყოველივე ძალი, მტერისა დააკუჱთეს, მათ მიერ მჴსნელო, გუაცხოვნენ მონანი შენნი:

რათა გადიდებდე შენ, ჴმითა მადლობისათა ქალწულო, განსდევნე…

ღი҃ს-მშობლისა.

რათა გადიდებდე შენ, ჴმითა მადლობისათა ქალწულო, განსდევნე ჩემგან ბნელი, ცოდუათა და მომფინე, სინანულისა იგი, საღმრთოჲ ნათელი, და მიჴსენ ვნებათა მწიულისაგან:

ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უ҃ისა მიმართ, და მას…

სხუა. სძლისპირი.

ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უ҃ისა მიმართ, და მას აღუარებ ბრალთა ჩემთა რამეთუ, ბოროტითა აღივსო სული ჩემი, და სიმტკიცე ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია, და იონასებრ ვღაღადებ აღმომიყუანე მე ღო҃ ჩემო:

საყდრისა მის საშინელისა წინაშე მიუდრეკელად დგომად ღირსქმნილთა…

ტროპარნი.

საყდრისა მის საშინელისა წინაშე მიუდრეკელად დგომად ღირსქმნილთა მხედუჱლნო ღი҃სანო, და ცისკრითა წმიდისა სამებისათა შუჱბულთა იოხეთ თქუჱნდამი მოლტოლჳლთა ჰჴსნად განსაცდელთაგან და ვნებათა:

რომელნი ეგე განიცდით ღთ҃სა მთავარ-ანგელოსნო გაბრიილ და მიხაილ ყოვლად დიდებულნო, იოხეთ მიმთხუჱვად სამეუფოჲსა სტუმრობისა მგალობელთა თქუჱნთა, და სიხარულისა მარადის მყოფისა ღირს-ჰყოფად, და ბრწყინუალებისა საღმრთოჲსა:

სასძლო სულიერი მეუფისა, ბრწყინუალითა შარავანდედითა ქალწულებისათა ნათელ-სახილუჱლი…

ღი҃ს-მშობლისა.

სასძლო სულიერი მეუფისა, ბრწყინუალითა შარავანდედითა ქალწულებისათა ნათელ-სახილუჱლი, ვითარცა შროშანო ელუარე შორის ეკლოვანისა შფოთისა, ყოვლად წმიდა და კეთილ-შუჱნიერი ქალწული ღი҃ს-მშობელი იდიდებოდენ:

ყრმათა ღი҃ს-მსახურთა ბაბილონს, შინა, არა მსახურეს ხატსა…

გალობა ზ. სძლისპირი.

ყრმათა ღი҃ს-მსახურთა ბაბილონს, შინა, არა მსახურეს ხატსა ოქროსასა, და მით საჴუმილსა შეითხივნეს, და შეცურეულნი ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო, ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:

სულ-თქმაჲ მომმადლე მსგავსად მეზუჱრისა, და მსგავსად მეძჳსა…

ტროპარნი.

სულ-თქმაჲ მომმადლე მსგავსად მეზუჱრისა, და მსგავსად მეძჳსა ცრემლითა განჰბანე, მაცხოვარ მწჳრჱ ბოროტთა ჩემთა უკურნებელთა, რათა ვღაღადებდე და ვიტყოდე, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო, ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:

სულთა განმხრწნელთა ავაზაკთა მოწყლული, განმკურნე ზეთითა სინანულისათა, და ცრემლთა მდინარითა განმწმიდე ყოვლად ძლიერო, რათა ვღაღადებდე და ვიტყოდე, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო, ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:

მოკუჱდით სოფლისაგან ღუაწლისა მძლენო, და ქე҃ მეუფე…

მოწამეთა.

მოკუჱდით სოფლისაგან ღუაწლისა მძლენო, და ქე҃ მეუფე თქუჱნთჳს მომკუდარი, არა უარ-ჰყავთ ყოვლადუჱ ყოვლად ქებულნო, არამედ მადლობით უგალობდით, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:

ერთი ბუნება სამ-გუამოვნებისა, აღიარეთ, ღუაწლისა-მძლენო მარტჳლნო და მრავალ-ღუთაებასა კერპთა საცთური დაჰჴსენით, და ჴმა ტკბილად უგალობდით და იტყოდით, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო, ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:

სიტყუა ღი҃სა, რომელი დაემკჳდრა, საშოსა შენსა სძალო…

ღი҃ს-მშობლისა.

სიტყუა ღი҃სა, რომელი დაემკჳდრა, საშოსა შენსა სძალო ღი҃უ-მიმადლებულო, ყოველთა ჭირუჱულთა შემწედ გამოგაჩინა, რომელნი მადლობით ღაღადებენ, კურთხეულ-არს ქალწულო ნაყოფი მუცლისა შენისა:

მრავალთაგან, ყოფილი იგი მადლი მოგანიჭა თქუჱნ ქუჱლის-მოქმედმან…

სხუა. სძლისპირი. ქუჱყანით იუდა.

მრავალთაგან, ყოფილი იგი მადლი მოგანიჭა თქუჱნ ქუჱლის-მოქმედმან ყოველთამან, რომლისა მგალობელი ეკკლესიაჲ აცხოვნეთ, მამათა ჩუჱნთა ღო҃ კურთხეულ ხარ შენ:

ძალითა ყოვლისა მხილუჱლისათა განძლიერებულნი, ყოველთა კიდეთა ქუჱყანისათა მოხედავთ მცხინუარედ, და ყოველთა სარწმუნოებით მგალობელთა აცხოვნებთ, მამათა ჩუჱნთა ღო҃ კურთხეულ-ხარ შენ:

რომელთა გუაქუ შენ ლიმენად ცხოვრებისა ქალწულო ღი҃ს-მშობელო…

ღი҃ს-მშობლისა.

რომელთა გუაქუ შენ ლიმენად ცხოვრებისა ქალწულო ღი҃ს-მშობელო, განუჱრებით მსოფლიოთა განსაცდელთაგან და შფოთთა, ძისა შენისა მიმართ მჴმობელნი, მამათა ჩუჱნთა ღო҃ კურთხეულ-ხარ შენ:

მთასა ზედა, მოსეს თანა მზრახუჱლმან, მაყულოვანით, სახედ…

გალობა ჱ. სძლისპირი.

მთასა ზედა, მოსეს თანა მზრახუჱლმან, მაყულოვანით, სახედ გამოაჩინა, და ქალწულისაგან შობილსა უვნებელად, ყოველნი ვაკურთხევთ, და აღუამაღლებთ მას უკუნისამდე:

დავემონე ჴორცითა გემოვნებასა, სახიერო, და განგეშორე შენგან…

ტროპარნი.

დავემონე ჴორცითა გემოვნებასა, სახიერო, და განგეშორე შენგან, და მივემსგავსე პირუტყუთა უგუნურთა, ნუ უგულებელს მჰყოფ, არამედ წყალობით კუალად მომაქციე:

ცოდუათაგან, განუჱშორები, და ვღაღადებ, უბადრუკი შეგცოდე, ხოლო მოქცევაჲ ყოვლადუჱ არა მნებავს, ღო҃ სახიერო, ულმობელი სული, ჩემი ლმობიერ ჰყავ:

ახოვანნი მოწამენი ქე҃სნი, სისხლთა თჳსთა ემბაზსა განიბანნეს…

მოწამეთა.

ახოვანნი მოწამენი ქე҃სნი, სისხლთა თჳსთა ემბაზსა განიბანნეს, მეორისა ბიწისაგან შეუხებელსა და ანგელოსთა თანა, ღთ҃სა აკურთხევენ უკუნისამდე:

მჴნედ გამოჩნდეს, უოხჭნოთა კეთილთა, სურჳლითა, ახოვანნი მარტჳლნი, და სიმრავლჱ ტანჯუათა შუჱბად შერაცხეს, და ღი҃სა საყდართა, წინაშე დგანან განბრწყინუჱბულნი:

მდგომარეთა, დამამტკიცებელი ხარ, დაცემულთა აღდგომაო ქალწულო, მეცა…

ღი҃ს-მშობლისა.

მდგომარეთა, დამამტკიცებელი ხარ, დაცემულთა აღდგომაო ქალწულო, მეცა დაცემული ესე აღმადგინე, რათა გადიდებდე, ყოვლად კურთხეულსა და მიმადლებულსა:

მეუფესა ცათასა, რომელსა ჰმსახურებენ, გუნდნი ანგელოსთანი უგალობდით…

სხუა. სძლისპირი.

მეუფესა ცათასა, რომელსა ჰმსახურებენ, გუნდნი ანგელოსთანი უგალობდით, და ამაღლებდით მას უკუნისამდე:

მდგომარენი და მგალობელნი გამოუთქმელისა, და ვერ სასიტყუჱლისა…

ტროპარნი.

მდგომარენი და მგალობელნი გამოუთქმელისა, და ვერ სასიტყუჱლისა დიდებისა შენისანი, მიიღენ იგინი შენდამი მეოხად ჩუჱნთჳს ქე҃ უკუნისამდე:

მხოლოო სახიერო ქე҃, მუჱდრებელად ჩუჱნთჳს მიიღენ მჴედრობანი ანგელოსთანი მგალობელნი შენდამი უკუნისამდე:

უბრწყინუალესითა ელუარებითა, შენითა ღი҃სა დედაო, განანათლებ სარწმუნოებით…

ღი҃ს-მშობლისა.

უბრწყინუალესითა ელუარებითა, შენითა ღი҃სა დედაო, განანათლებ სარწმუნოებით მგალობელთა, და მაქებელთა შენთა ყოველსა შინა უკუნისამდე:

შეძრწუნდეს დაბადებულნი, გარდამოსლუასა ღი҃სა, გამოუთქმელისასა, ვითარ მაღალი…

გალობა თ. სძლისპირი.

შეძრწუნდეს დაბადებულნი, გარდამოსლუასა ღი҃სა, გამოუთქმელისასა, ვითარ მაღალი იგი, ნებსით თჳსით, განჴორციელებად გარდამოჴდა, საშოსა ქალწულისასა და განკაცნა, უქცეველად სიმდაბლით, ამისთჳს მორწმუნენო, ღი҃ს-მშობელსა უბიწოსა, გალობით ვადიდებდეთ:

ვითარცა იგი პირუჱლ განჰსწმიდე, მეძავი რომელი ტირილით…

ტროპარნი.

ვითარცა იგი პირუჱლ განჰსწმიდე, მეძავი რომელი ტირილით გევედრებოდა და ვითსრცა იგი განამართლე, მეზუჱრჱ მაცხოვარ სულთქმით ვედრებისა, მისთჳს, ვითარცა შეიწყნარე მანასჱ მჴსნელო, ვითარცა დავით აცხოვნე, სინანულით გლოვითა, მსგავსად მათსა შემიწყალე, მეცა და მაცხოვნე ქე҃:

სულთ ითქუჱმდ და სცრემლეოდე, და განეშორე სულო პირუჱლთა ცთომათა შენთა, და დაფარულთა შენთა, მხილუჱლსა ცხადად შეუვრდი, და მჴურუალედ ჰჴმობდი შეგცოდე, უ҃ო და განგარისხე, უსასყიდლოდ მაცხოვნე, ჵ მრავალ-მოწყალეო და შემიწყალე ვითარცა მხოლო კაცთ-მოყუარე-ხარ:

იღუაწეს ღი҃უ-შუჱნიერთა, ღუაწლისა-მძლეთა ახოვნად ქუჱყანასა ზედა, და…

მოწამეთა.

იღუაწეს ღი҃უ-შუჱნიერთა, ღუაწლისა-მძლეთა ახოვნად ქუჱყანასა ზედა, და ყოვლად შეუძრავი, და უცუალებელი სასუფეველი დაიპყრეს და სამოთხე ფუფუნებისა მიიღეს, და იხარებენ მას შინა, მათითა მეოხებითა, დიდებისა შენისა ქე҃, ზიარ-გუყუჱნ გევედრებით:

მნათობ ბრწყინუალე-იქმნენით, დაუვალისა აღმოსავალისა ბრწყინუალებითა, ხოლო უღმრთოებისა ბნელი, უჩინო ჰყავთ ბრძენნო, და ბრწყინუალებითა, წარუვალითა განანათლებთ ყოველთა რომელნი, ელუარესა დღესასწაულსა, თქუჱნსა გალობით ადიდებენ, წმიდანო მოწამენო:

ბჭეო ნათლისაო ღირსო, განმინათლენ მე თუალნი გულისა…

ღი҃ს-მშობლისა.

ბჭეო ნათლისაო ღირსო, განმინათლენ მე თუალნი გულისა ჩემისანი, რომელნი დამიბნელნა, მძიმემან ბნელმან ცოდჳსამან და სინანულისა, ბრწყინუალებაჲ, გარდამომივლინე სძალო და საუკუნოსა მის, ცეცხლისაგან მიჴსენ მე, მეოხებითა შენითა, რათა გადიდებდე შენ:

ღი҃ს-მშობლად აღგიარებთ, რომელნი შენ მიერ ვიჴსნენით, ქალწულო…

სხუა. სძლისპირი.

ღი҃ს-მშობლად აღგიარებთ, რომელნი შენ მიერ ვიჴსნენით, ქალწულო უბიწოო, და გუნდსა თანა უჴორცოთასა, შენ დაუცხრომელად გადიდებთ:

უხორცოთა გუნდთა მობაძავად, ეკკლესიაჲ შენი ქე҃ გამოაჩინე…

ტროპარნი.

უხორცოთა გუნდთა მობაძავად, ეკკლესიაჲ შენი ქე҃ გამოაჩინე კეთილთა მიერ საქმეთა, და გარე შეიცევ ანგელოსთა მიერ სამწყსოჲ შენი:

ცხოვრებისა სულთასა ღი҃სა მიერ მონიჭებად შემწენო ანგელოსნო, იოხეთ მოლტოლჳლთა საფარუჱლსა ქუჱშე თქუჱნსა ყოვლად დიდებულნო:

ვითარცა ცისკარი ბნელისა შინა მყოფთა, და შეცთომილთა…

ღი҃ს-მშობლისა.

ვითარცა ცისკარი ბნელისა შინა მყოფთა, და შეცთომილთა, აღმოუბრწყინუჱ მზჱ სიმართლისა ქე҃, ქალწულო, რომელი იგი იტჳრთე ჴელთა შენთა ზედა:

მოვიღებდე რა გონებად, სიმრავლესა ჩემ მიერ ქმნილთა…

აღჳვსენითსა ზედა, დასდებელნი, სინანულისანი, ჴმა ჱ.

მოვიღებდე რა გონებად, სიმრავლესა ჩემ მიერ ქმნილთა ბოროტთასა, და ვიგონებდე საშინელსა მას განკითხუასა, შეპყრობილი ძრწოლით მოვივლტი შენდამი კაცთ-მოყუარისა ღი҃სა, რომლისათჳს ნუ უგულებელს-მჰყოფ გევედრები მხოლოო, უცოდუჱლო, მოეც ლმობიერებაჲ მდაბალსა სულსა ჩემსა პირუჱლ აღსასრულისა და მაცხოვნე მე:

ცრემლნი მომცენ მე ღო҃ ჩემო, ვითარცა ოდესმე დედაკაცსა მას ცოდჳლსა, და ღირს-მყავ დალტობად ფერჴთა შენთა, რათა მიჴსნეს მე გზისა მისგან საცთურისა, და შეწირუად შენდა ნელსაცხებელი სუნნელებისა, რომელ არს ცხოვრება უბრალო და წმიდა სინანულით მოგებული, რათა მესმეს მეცა საწადელი იგი ჴმაჲ შენი, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ, ვიდოდე მშჳდობით:

ვითარმე გხადოდეთ თუჱნ წმიდანო, ხერუვიმად, რამეთუ იქმნენით…

მოწამეთა.

ვითარმე გხადოდეთ თუჱნ წმიდანო, ხერუვიმად, რამეთუ იქმნენით ეტლად ქე҃სა, სერაფიმად, რამეთუ მარადის ადიდებდით მას. უჴორცოდ, რამეთუ ჴორცნი უარ-ჰყუჱნით და ძალად, რამეთუ იქმთ საჳრუჱლებათა, დიდ-არიან, სახელნი თქუჱნნი წმიდანო, და უფროსად მადლი, მეოხ-გუჱყუჱნით ჰჴსნად სულთა ჩუჱნთათჳს:

ზეცისანი გიგალობენ შენ, მიმადლებულო დედაო უსძლოო, და…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

ზეცისანი გიგალობენ შენ, მიმადლებულო დედაო უსძლოო, და ჩუჱნ დიდების-ვმეტყუჱლებთ გამოუკულეველსა შობასა შენსა, ევედრე ღი҃ს-მშობელო, შენგან შობილსა ცხოვრებისათჳს სულთა ჩუჱნთასა:

მომიჴსენენ ჩუჱნ ქე҃ სულის მაცხოვარ ვითარცა ავაზაკი…

ორშაბათსა, მომიჴსენენი, ჴმა ჱ.

მომიჴსენენ ჩუჱნ ქე҃ სულის მაცხოვარ ვითარცა ავაზაკი წინაშე ჯუარსა, და ღირს-მყუჱნ ჩუჱნ ყოველნი მრავალ-მოწყალე, შენსა ზეცისა სასუფეველსა:

სული ჩემი უძლური განჰკურნე ქე҃, ვთარცა ხარ მკურნალი, სულთა და ჴორცთა, და ცრემლთა მდინარითა, განმბანე ტკბილო, ვითარცა ხარ მრავალ მოწყლე:

ღუთაებისა საყდართა გარემოს დგანან, საყდარნი, უფლებანი და მთავრობანი, ხერუვიმ სერაფიმნი, და აქებენ, მას სხუათა მათ თანა წესთ-მთავრობათა:

ქე҃ს სიყუარულითა განჴურუჱბულნი შეუწუჱლად ეგენით ცეცხლისაგან, და…

მოწამეთა.

ქე҃ს სიყუარულითა განჴურუჱბულნი შეუწუჱლად ეგენით ცეცხლისაგან, და შესწუჱნით თქუჱნ ეკალნი საცთურისანი, მარტჳლნო მჴნენო ღუაჭლისა-მძლენო:

ჵ სამებაო ყოვლად წმიდაო, უმთავრესო ერთობაო, იჴსნენ…

დიდება.

ჵ სამებაო ყოვლად წმიდაო, უმთავრესო ერთობაო, იჴსნენ მონანი შენნი ცეცხლისაგან დაუშრეტელისა, მეოხებითა საღმრთოთა უჴორცოთა ძალთა შენთათა, და ღირს-ჰყუჱნ სასუფეველსა შენსა:

ისაია გიხილა გრაგნილად საღმრთოდ, რომელსა ზედა ღთ҃მან…

ღი҃ს-მშობლისა.

ისაია გიხილა გრაგნილად საღმრთოდ, რომელსა ზედა ღთ҃მან მამამან, თჳსი მხოლოდ შობილი გამოუთქმელად, დასწერა და მან, აღგუწერნა ჩუჱნ ზეცათა შინა:

ღი҃ს-მშობელო ქალწულო, მტჳრთუჱლო სიტყჳსა მის საღმრთოსაო, ცხოვრებისა…

სერობისად, გალობანი, წმიდისა ღი҃ს-მშობლისანი. გალობა ა. ჴმა ჱ. სძლისპირი. უგალობდეთ უ҃სა.

ღი҃ს-მშობელო ქალწულო, მტჳრთუჱლო სიტყჳსა მის საღმრთოსაო, ცხოვრებისა მიზეზო, ჩუჱნ ყოველნი მორწმუნენი გიგალობთ:

ტევანი ცხოვრებისა, რომლისაგან იწნიხა სიტკბოება, გამოჴსნისა ჩუჱნისა, ღი҃ს-მშობელო რომელნი მოვისთულეთ ჩუჱნ:

ერი ადამიანი, შენ მიერ უბიწოო ღი҃ს-მშობელო, ღირს-იქმნა დამკჳდრებად, უზესთაესსა მას ნეტარებასა:

მეოხ-გუჱყავ წინაშე ქე҃სა, შენგან შობილისა ქალწულო, რათა…

გალობა გ. სძლისპირი. შენ ხარ დამამტკიცებელი.

მეოხ-გუჱყავ წინაშე ქე҃სა, შენგან შობილისა ქალწულო, რათა მიჴსნნეს მოწევნადთა, მათ განსაცდელთა მტერისათა:

საცთური იგი ევასი, შესცუალე სიმართლედ მარიამ, რამეთუ შენ სოფელსა უშევ ნათელი იგი ცხოვრებისა:

სულიერად სამოთხედ, გიცნობთ შენ ადამ გონიერსა, და კიდობნად საღმრთოდ აღგიარებთ, მორწმუნენი ღი҃ს-მშობელო:

ქუჱყანად დაუთესუჱლად, იწოდე ღი҃ს-მშობელო გამომღებელად, ყუავილსა მას…

გალობა დ. სძლისპირი. მესმა უ҃ო განგება.

ქუჱყანად დაუთესუჱლად, იწოდე ღი҃ს-მშობელო გამომღებელად, ყუავილსა მას ცხოვრებისასა, რომელმან აღმავსნა სუნნელებითა:

განათლებულნი შენ მიერ, მორწმუნენი ნათლითა მით უსხეულოთა, აღგიარებთ შენ ღი҃ს-მშობლად, დედაო მზისა მის სიმართლისაო:

ღო҃ ჩუჱნო უცოდუჱლო, შენდობა ჰყავ შეცოდებათა ჩუჱნთათჳს, მეოხებითა უბიწოსა, დედისა შენისა ქალწულისათა:

ბრალთა ჩემთა განძჳნებული ღელუა დააყუდე, დედაო ნათლისაო…

გალობა ე. სძლისპირი. აღმსთობილნი შენ.

ბრალთა ჩემთა განძჳნებული ღელუა დააყუდე, დედაო ნათლისაო, რომელმან გჳშევ ღი҃ სრული:

ბანაკი ანგელოსთა და კრებული ძეთა კაცთა, ჰმონებენ უბიწოსა, შობასა შენსა ღი҃ს-მშობელო:

უქორწინებელად მშობელო ღი҃სა მაღლისაო, არცხჳნე მტერთა ჩუჱნთა, და გუახარე მორწმუნეთა:

კიდობნად სჯულისად აღგიარებთ, წმიდაო ღი҃ს-მშობელო, და ტაძრად…

გალობა ვ. სძლისპირი. მომეც მე სამოსელი.

კიდობნად სჯულისად აღგიარებთ, წმიდაო ღი҃ს-მშობელო, და ტაძრად მაღლისა, კარუად საწამებელად და ბჭედ ზეცისად:

დამამჴობელ კერპთა იქმნა შობა, შენი ღი҃სა დედაო, რამეთუ მიჴსნნა ჩუჱნ მტერისა საცთურთაგან, მოსავნი შენნი:

იქმენ კიბე ღი҃სა კაცთა მომართ, მარიამ უბიწოო, რამეთუ შენ მიერ, გარდამოჴდა მაცხოვრად დაბადებულთა:

გალობა ზ. სძლისპირი. ქუჱყანით იუდასით.

გამოსჩნდი მუცლისაგან, ქალწულისა სახიერ მაცხოვრად ძეთა კაცთა. ამისთჳს აღგიარებთ, მორწმუნენი დედასა შენსა ღი҃ს-მშობლად და ვღაღადებთ, მამათა ჩუჱნთა ღო҃ კურთხეულ-ხარ:

იესეს ძირისაგან, კუერთხი აღმოსცენდი ღი҃ს-მშობელო ქალწულო, რომელმან გამოიღე, ნაყოფად მაცხოვარი მორწმუნეთა და იტყჳან, მამათა ჩუჱნთა ღო҃ კურთხეულ-ხარ:

ჭურად სამკჳდრებელად, სიბრძნისა მის საღმრთოსა გამოსჩნდი უბიწოო, შენგან რა გამობრწყინდა, განმაბრძნობელი უგულის-ჴმოთა და ვღაღადებთ, მამათა ჩუჱნთა ღო҃ კურთხეულ-ხარ შენ:

წინა-აღმდგომი მბრძოლი ჩემი, ვითარ ცეცხლი შემწუჱლი, სულთა…

გალობბა ჱ. სძლისპირი. მეუფესა ცათასა.

წინა-აღმდგომი მბრძოლი ჩემი, ვითარ ცეცხლი შემწუჱლი, სულთა ჩუჱნთა დაშრიტე, მეოხებითა, მშობელისა შენისათა ქე҃:

დამბადებელი ცათა სიტყუა, უშევ კაცთა, უბიწოო ქალწულო ჴორცითა, ამისთჳს, სარწმუნოებით გაკურთხევთ შენ:

ნათელმან მიუახლებელმან რომელიცა, დაემკჳდრა შენთანა ქალწულო, გყო შენ სანთელ, განმანათლებელ მორწმუნეთა:

საჴსენებელი შენი, ყოვლად წმიდაო ქალწულო, მადლითა და…

გალობა თ. სძლისპირი. ღი҃ს-მშობლად აღგიარებთ.

საჴსენებელი შენი, ყოვლად წმიდაო ქალწულო, მადლითა და სიხარულითა, აღსავსე-არს და აღმოგჳცენდების, ჩუჱნ მის მიერ კურნება.

ფსალმუნთა გალობითა, ქებით შეგამკობთ შენ წმიდაო ღი҃ს-მშობელო რომელმან, აღმოგჳცენე სიხარული, საუკუნო მჴსნელი სულთა ჩუჱნთა:

ბრწყინუალედ შუჱნიერ-არს, ნაყოფი მუცლისა შენისა, ქალწულო უბიწოო, და ერნი რომელნი მას, მიიღებენ განცხოველდებიან: