გულანი
საცდელი · 1.11.3
ხმა 8 · ოთხშაბათი 1 / 73სიტყუაო ღი҃საო ყოვლად სახიერო, რომელი ჩუჱნთჳს დამოეკიდე…

ხმა 8 · ოთხშაბათი

რვა ხმა

პარაკლიტონი · დაახლ. 32 წთ

სიტყუაო ღი҃საო ყოვლად სახიერო, რომელი ჩუჱნთჳს დამოეკიდე…

მწუხრად, დასდებელნი, მსგავსნი ჯუარისანი. ჴმა ჱ. ჵ სასწაული.

სიტყუაო ღი҃საო ყოვლად სახიერო, რომელი ჩუჱნთჳს დამოეკიდე ჯუარსა ზედა ვითარცა რა დასჯილი, ცეცხლისაგან საუკუნოსა, და სასჯელისაგან საშინელისა, და ყოვლისაგან სხჳსა პატივისა იჴსნენ ყოველნი, მეოხებითა მშობელისა შენისათა, რამეთუ შენ ყოვლად სახიერსა კაცთ-მოყუარე ქე҃, გალობით ყოველნი დაუცხრომელად დიდების-გმეტყუჱლებთ:

რაჟამს ჯუარსა ზედა ნებსით განკუართულსა გხედჳდა მზე იესო ბნელ-იქმნა, ქუჱყანა ჰსძრწოდა, კლდენი განსქდებოდეს, ხოლო საფლავნი შიშით აღეხუნეს, და ყოველნი ძალნი შეშინებულ-იქმნნეს, და ქალწულმან გიხილა რა ჯუარსა ზედა მეუფეო, ჰჴმობდა ვაჲ ჩემდა, რა-არს სახილუჱლი ესე:

განჴორციელებულმან შენ მიეს უზომოჲთა სახიერებითა თჳსითა ღი҃ს-მშობელო ყოვლად საგალობელო, ჯუარი და სიკუდილი ნებსით დაითმინა, რათა აცხოვნოს სოფელი, რომელიცა დაჰბადა, მას უკუჱ ევედრე რათა მეცა საწყალობელი, და მრავალ-მწუხარე ესე მიჴსნას ყოფადისაგან სატანჯუჱლისა, და დამამჳდროს სადა იგი ჰბრწყინავს ნათელი დაუღამებელი:

გიხაროდენ დედაო ღი҃საო, გიხაროდენ სასოო მორწმუნეთაო, გიხაროდენ…

სხუანი დასდებელნი ღი҃ს-მშობლისანი. მსგავსნი.

გიხაროდენ დედაო ღი҃საო, გიხაროდენ სასოო მორწმუნეთაო, გიხაროდენ მონათა შენთა მწუხარებისა დამჴსნელო, გიხაროდენ სოფლისა განმწმედელო, გიხაროდენ ადამიანთა სიხარულო, გიხაროდენ ნუგეშინის მცემელო და შემწეო, გიხაროდენ მთაო წმიდაო მუჱდრებელთა შენთა გოდოლო და ზღუდეო შეურყეველო:

გიხაროდენ ღი҃ს-მშობელო ღირსო, გიხაროდე წყაროო და თუალო ცხოვრებისაო, გიხაროდენ დედოფალო დაბადებულთაო, გიხაროდენ უბიწოო კურთხეულო, გიხაროდენ უხრწნელო და დიდებულო, გიხაროდენ საღმრთოო ტაბლაო, გიხაროდენ დედაო, ქალწულო, სძალო ღი҃საო ყოვლად წმიდაო:

გიხაროდენ დედაო ღი҃საო, გიხაროდენ შემწეო, კაცთაო და მაცხოვარო, გიხაროდენ სასანთლეო ნათლისაო ბრწყინუალეო, გიხაროდენ ლაპარო ელუარეო, გიხაროდენ სამოთხეო პირ-მეტყუჱლო, გიხაროდენ საღმრთოო კარაო და საყდარო, გხაროდენ მდინარეო ტკბილო მომრწყუჱლო ცისკიდეთაო:

_ჵ_ ყოვლად საკჳრუჱლი სასწაული, ჵ საიდუმლო ახალი…

დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა. მსგავსი.

_ჵ_ ყოვლად საკჳრუჱლი სასწაული, ჵ საიდუმლო ახალი, ჵ საშინელი დასაწყისი ესე, ქალწული იტყოდა გიხილა რა ჯუარსა ზედა დამოკიდებული და შორის ორთა ავაზაკთა განკიცხული, რომელი ულმობელად გჰშევ შენ, ვაჲმე ძეო ჩემო საყვარელო, ვითარ ამათ ბოროტთა ერთაგან, და უმადლოთა ჯუარსა ზედა დამოეკიდე:

ამაღლდი ჯუარსა ზედა ქე҃ ღო҃, და აცხოვნე…

სტქარონსა ზედა, დასდებელნი ჯუარისანი. ჴმა ჱ.

ამაღლდი ჯუარსა ზედა ქე҃ ღო҃, და აცხოვნე კაცთა ნათესავი, და ვადიდებთ ვნებათა შენთა:

ჯუარსა შეემჰსჭუალე ქე҃ ღო҃, და განახუჱნ კარნი სამოთხისანი, ამისთჳს ვდიდეთ ღუთაებასა შენსა:

მოწამეთა შენთა უ҃ო, დაივიწყნეს საწუთოსა ამის საშუჱბელნი…

მოწამეთა.

მოწამეთა შენთა უ҃ო, დაივიწყნეს საწუთოსა ამის საშუჱბელნი, და შეურაცხ-ჰყუნეს სატანჯუჱლნი საუკუნოსა ცხოვრებისათჳს, რომლისა მოგებად ღირს-იქმნნეს ნეტარნი, და ანგელოსთა თანა იხარებენ, მათითა მეოხებითა, მოჰმადლე ერსა შენსა დიდი-წყალობაჲ:

ჯუარსა შემსჭუალული რაჟამს, გიხილა შენ, მშობელმან შენმან…

დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.

ჯუარსა შემსჭუალული რაჟამს, გიხილა შენ, მშობელმან შენმან, მხოლოო სულ-გრძელო, მტირალი გოდებით ღაღადებდა და იტყოდა, ივნებ ნებსით მრავლითა სახიერებითა შენითა, რათა განხრწნილი ბუნებაჲ ბუნებაჲ კაცთა განაახლო, უგალობ სიმტკიცესა შენსა:

ხედჳდა რა ავაზაკი წინა-მძღუარსა ცხოვრებისასა, ჯუარსა ზედა…

ოთხშაბათსა ცისკრად, შემდგომად ა. სტიხოლოღიისა, წარდგომანი ჯუარისანი. ჴმა ჱ.

ხედჳდა რა ავაზაკი წინა-მძღუარსა ცხოვრებისასა, ჯუარსა ზედა დამოკიდებულად იტყოდა, არათუმცა ღი҃ იყო განჴორციელებული, ჩუჱნთანა ჯუარ-ცმული ესე, არამცა დაეფარნეს მზესა შარავანდედნი თჳსნი, არცამცა ქუჱყანა შერყევით შეიმუსრუოდა, არამედ რომელმან ყოველივე თავს-იდევ, მომიჴსენე მჴსნელო სასუფეველსა შენსა:

შორის ორთა ავაზაკთა, სასწორად სიმართლისა იპოვა ჯუარი…

აღამაღლებდით უ҃სა, ღთ҃სა ჩუჱნსა, და თაყუანის-ჰსცემდით კუარცხლბეკსა ფერჴთა მისთასა, რამეთუ წმიდა არს:

შორის ორთა ავაზაკთა, სასწორად სიმართლისა იპოვა ჯუარი შენი უ҃ო, რამეთუ ერთი იგი ჯოჯოხეთად შთაიყუანა სიმძიმემან გმობისამან, ხოლო მეორე იგი აღასუბუქნა ბრალთაგან, მეცნიერებამან ღი҃ს-მეტყუჱლებისამან, ქე҃ ღო҃ დიდება შენდა:

ტარიგსა და მწყემსსა და მჴსნელსა, ტარიგი გხედჳდა…

დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა. სიბრძნე და სიტყუა.

ტარიგსა და მწყემსსა და მჴსნელსა, ტარიგი გხედჳდა რა ჯუარსა ზედა, გოდებით ტიროდა, და სიმწარისა გლოვითა ჰჴმობდა, სოფელსა უხარის რამეთუ მიიღებს განთავისუფლებასა, ხოლო ნაწლევნი ჩემნი შეიწუჱბიან, რამეთუ გხედავ შენ ჯუარსა ზედა ვნებულად, რომელსა დაითმენ წყალობისა და მოწყალებისათჳს სულ-გრძელებით უ҃ო, უფსკრულო მოწყალებისაო, წყაროო დაუწყუჱდელო, მოწყალე გუჱქმენ, და მოგუანიჭე ცოდუათა შენდობაჲ, სარწმუნოებით მგალობელთა საღმრთოსა ვნებისა შენისათა:

შორის ედემისა ხემან აღმოაცენა სიკუდილი, და შორის…

შემდგომად ბ, სტიხოლოღიისა, წარდგომანი ჯუარისანი. ჴმა ჱ. აღსდეგ მკდრეთით.

შორის ედემისა ხემან აღმოაცენა სიკუდილი, და შორის ყოვლისა ქუჱყანისა ხემან აღაყუავილა ცხოვრებაჲ, რამეთუ პირუჱლისა მის გემო რა ვიხილეთ, უხრწნელნი განხრწნილ-ვიქმნენით, ხოლო მივემთჳენით რა მეორესა, უხრწნელებისა შუჱბაჲ მოგუჱცა, რამეთუ ამის მიერ აცხოვნებ სიტყუაო ღი҃საო, ნათესავსა კაცთასა ვითარცა ღთ҃-ხარ:

ხისა გემოს-ხილჳთა პირუჱლ სამოთხეს შინა, მტერმან განმძარცუა…

ხოლო ღთ҃მან, მეუფემან ჩუჱნმან, წინა-საუკუნეთამან, შეჰქმნა ცხოვრება შორის ქუჱყანისა: ბრძანებული ჩუჱნდა საიდუმლო.

ხისა გემოს-ხილჳთა პირუჱლ სამოთხეს შინა, მტერმან განმძარცუა და მომაკუდინა, ხოლო ძელი ჯუარისა რა დაენერგა ქუჱყანასა ზედა, სამოსელი ცხოვრებისა შეჰმოსა კაცთა, და ყოველი სოფელი აღავსო სიხარულითა, რომელსა ვხედავთ ამაღლებულსა, და ღთ҃სა სარწმუნოებით უღაღადებთ, ერთობით ერი მორწმუნეთა და ვიტყჳთ, სავსე არს დიდებითა ტაძარი დიდებისა შენისა, ყოვლად ძლიერო უ҃ო დიდება შენდა:

წინაშე ჯუარსა მდგომარე ქალწული ღაღადებდა გოდებით, ჭეშმარიტად…

დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა. მსგავსი.

წინაშე ჯუარსა მდგომარე ქალწული ღაღადებდა გოდებით, ჭეშმარიტად მიუწთომელ-არს ძეო ჩემო ვნებაჲ შენი, ვერ დავითმენ განღებასა შინაგანისა ჩემისასა, ვერ შემძლებელ-ვარ მიხედუად შენდა ჯუარსა ზედა, ნუ დამიტევებ მჴევალსა შენსა, არამედ აღსდეგ მკუდრეთით და მადიდე მე შენდამი მხმობელი მრავალ-მოწყალე უ҃ო დიდება შენდა:

ძელმან ოდესმე გამოიღო სიმწარჱ ედემს შინა, ხოლო…

შემდგომად გ, სტიხოლოღიისა, წარდგომანი, ჴმა ჱ. ბრძანებული.

ძელმან ოდესმე გამოიღო სიმწარჱ ედემს შინა, ხოლო ძელმან ჯუარისამან ცხოვრებაჲ იგი ტკბილი აღაყუავილა, რამეთუ ადამ მჭამელი ხრწნილებასა შინა შებრკმულ-იქმნა, ხოლო ჩუჱნ ჴორცითა ქე҃სითა დამტკბარნი ცხოველ-ვიქმნებით, და განღმრთობილი საიდუმლოდ მარადის მყოფსა სუფევასა ღი҃სასა მოვიღებთ, ამისთჳს სარწმუნოებით ვჰჴმობთ, დიდება სიტყუაო ვნებასა შენსა:

ტანჯუათა მოთმინებითა ქე҃ს მოწამეთა, ტანჯუანი იგი მტერთანი…

დიდება შენდა, ღო҃ ჩუჱნო, დიდება შენდა: მოწამეთა.

ტანჯუათა მოთმინებითა ქე҃ს მოწამეთა, ტანჯუანი იგი მტერთანი, ცეცხლებრ შემწუჱლნი მოაკუდინნეს, და უძლურთა კურნებისა, სენთა ოტებისა, მადლი ზეცით მოიღეს, ცხოვრებისაცა მათსა, და შემდგომად სიკუდილისაცა, საკჳრუჱლთ-მოქმედად გამოსჩნდეს, ეჰა საკჳრჳჱლი დიდებული, რამეთუ ძუალნი შიშუჱლნი, მსგავსად წყაროსა აღმოაცენებენ კურნებასა, საჳრუჱლთმოქმედო უ҃ო დიდება შენდა:

უბიწო ტარიგი, ტარიგსა და მწყემსსა ჯუარსა ზედა…

დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა. აღსდეგ მკუდრეთით.

უბიწო ტარიგი, ტარიგსა და მწყემსსა ჯუარსა ზედა დამოკიდებულსა ჰხედჳდა, და ღაღადებდა, ძეო ჩემო, რაჲ არს საშინელი ესე სახილუჱლი, ვითარ ცხოვრება ყოველთა სიკუდილითა დასჯასა, თავს-იდებ ქუჱყანისაგანთა მიერ, არამედ აღსდეგ სიტყუაო სამისა დღისა საფლავით ვითარცა ჰსთქუ, რათა მოხარული გადიდებდე შენ:

დამსჭუალულსა ძელსა ზედა ქე҃სა მადლი

ოთხშაბათსა. კანონი ჯუარისა. რომლისა კიდურ-წერილობაჲ, თჳნიერ, ღი҃ს-მშობლის მუჴლთა.

დამსჭუალულსა ძელსა ზედა ქე҃სა მადლი.

ეტლთა მფლობელი ფარაო, დაანთქა საკჳრუჱლთ-მოქმედმან კუერთხმან, მოსესმან…

იოსებისა. გალობა ა. ჴმა ჱ. სძლისპირი.

ეტლთა მფლობელი ფარაო, დაანთქა საკჳრუჱლთ-მოქმედმან კუერთხმან, მოსესმან რომელმან, გამოსახა სახე ჯუარისა, და განუღო ზღუა მეწამული, და ისრაილნი იჴსნნა, განმავალად მეტყუჱლნი გალობასა უ҃ისასა, რამეთუ დიდებით დიდებულ-არს:

მომკუდარი გემოს-ხილჳთა, ხისათა რაჟამს მოჰკუჱდ ჯუარსა ზედა…

ტროპარნი.

მომკუდარი გემოს-ხილჳთა, ხისათა რაჟამს მოჰკუჱდ ჯუარსა ზედა, ქე҃ ცხოველ-მყავ მე, და დიდებითა განმაშუჱნე, თაყანისვსცემ ცნებათა შენთა, უგალობ ძალსა შენსა, და მრავალ-მოწყალებასა უსაზღუროსა, ყოვლად-ძლიერო ღო҃, დიდებით დიდებულო:

ვენაჴი რა დაუსხმელი, ჯუარსა ზედა განეფინა გჳწდია, საღმრთოჲსა მადლისა ღჳნოჲ მახარებელი გულთა, და საცთურისა სიმთურალესა, ყოვლად განმაჴმობელი, და ცოდჳსა სრულიად დამცემელი, სისხლი და წყალი წმიდა მაცხოვარი სოფლისა:

პირად პირადად შემკულნი, ტანჯჳთა და ღუაწითა მოწამეთათა…

მოწამეთა.

პირად პირადად შემკულნი, ტანჯჳთა და ღუაწითა მოწამეთათა, მეუფისა ღი҃სა, წინაშე ბრწინუალედ მდგომარე-ხართ, ყოვლად დიდებულნო მარტჳლნო, და განმღრთობილნი იშუჱბთ სიკეთითა მით თუალთ-შეუდგამითა, ჩუჱნ მგალობელთა თქუჱნთათჳს, ოხად ნუ დაიდუმებთ:

ძალითა ზეგარდამოჲთა, განძლიერებულთა ყოვლად ნეტარნო, ყოველივე ძალი ძლიერისა სულთა მომსრუჱლი, ახოვნებით დააკუჱთეთ თქუჱნ, და შარავანდედითა, ძლევისათა ბრწყინუალედ გჳრგჳნოსანნი, წინაშე მეუფისა მდგომარე-ხართ მარტჳლნო:

წინაშე ჯუარსა მდგომარე, უქორწინებელი დედა უ҃ისა, წყლულებათა…

ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.

წინაშე ჯუარსა მდგომარე, უქორწინებელი დედა უ҃ისა, წყლულებათა შენთა, ჰხედჳდა რა მოწყლული იტყოდა, ჵ მე ძეო და ღო҃ ჩემო, შობისა სალმობათა, ზესთა ვექმენ შობასა შენსა, ხოლო აწ სალმობათა მოუცავ, და მწარედ ვიგუჱმები:

ვედრება არს მერუჱ ღი҃ს-მშობლისა მიმართ

სხუა, კანონი ყოვლად წმიდისა ღი҃ს-მშობლისა, რომლისა კიდურ-წერილობა.

ვედრება არს მერუჱ ღი҃ს-მშობლისა მიმართ.

დიდებულნი ითქუნეს შენთჳს, დიდებულო ქალწულო უბიწოო, რომელი…

იოსებისა. გალობა ა. ჴმა ჱ. სძლისპირი იგივე.

დიდებულნი ითქუნეს შენთჳს, დიდებულო ქალწულო უბიწოო, რომელი დიდებად, ყოვლისა სოფლისა იწოდე, ამისთჳს მადიდებელი შენი საუკუნესა დიდებასა ღირს-მყავ მეოხებითა შენითა სანატრელო, დიდებით დიდებულო:

კურთხეულ-არს ღი҃ს-მშობელო, ნაყოფი წმიდა მუცლისა შენისა, რომლისა მიერ ჩუჱნ, წყევისაგან ვიჴსნენით კაცნი, კურთხეულო უბიწოო, საკჳრუჱლო და ნიშო გამოუთქმელო და განუცდელო, მორწმუნეთა სასოო, და მაცხოვარებაო:

ანგელოზთა გუნდი მარადის, გევედრებიან მოციქულთა თანა, და მარტჳლთა მწყობრსა, და წინასწარ-მეტყუჱლთა კრებულსა, მამათა მართალთა ბანაკსა, ღი҃ს-მშობელისა მიერ, ცოდუათა შენდობაჲ მოგუანიჭე ჩუჱნ, კაცთ-მოყუარეო ღო҃, დიდებით დიდებულო:

შენ რომელმან შეიწყნარე, ცეცხლი ღუთაებისა წიაღთა შენთა, უხრწნელთა ქალწულო, გევედრები განმარინე, მე ცეცხლისაგან გეენიისა და სატანჯუჱლთა მათგან, წინა-მდებარეთა გამომიჴსენ, ვედრებითა შენითა, ყოვლად დიდებულითა:

შენ დამამყარებელო, კამარათა ცისათაო უ҃ო და აღმაშენებელო…

გალობა გ. სძლისპირი.

შენ დამამყარებელო, კამარათა ცისათაო უ҃ო და აღმაშენებელო ეკკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუჱნ, სიყუარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო, და განმაძლიერებელო, მორწმუნეთაო მხოლოო კაცთ-მოყუარე:

რომელმან დაამტკიცენ ცანი, და ქუჱყანა დაამყარე, და…

ტროპარნი.

რომელმან დაამტკიცენ ცანი, და ქუჱყანა დაამყარე, და ზღუა შეჰკარ სიტყჳთა შენითა მჴსნელო ჩუჱნთჳს შეკრუა თავს-იდევ, ჯუარს-ეცუ ჴორცითა, რათა ცოდჳსა კრულებათაგან განმჴსნე, და მაცხოვნო მე განწირული, მხოლოო კაცთ-მოყუარე:

ძელსა რა ჯუარისასა, ეკუჱთა მტერი მზაკუარი, მოიკლა ეშმაკთა მისთა თანა მაცთურთა, და ბოროტის-მოქმედთა, ხოლო პირუჱლ ქმნული ხისა მიერ დასჯილი შეიწყალა და სარწმუნოებისა სიმტკიცითა დაბადებულნი დაემტკიცნეს:

ტანჯუათა მრავალ-ფერთა, მიცემულნი ახოვანნი მოწამენი, და მჴეცთა…

მოწამეთა.

ტანჯუათა მრავალ-ფერთა, მიცემულნი ახოვანნი მოწამენი, და მჴეცთა და მახჳლსა და შიშლოებასა და ყინელსა მრავალფერსა, ჴელთ უსხმელად ეგნეს, საღმრთოსა წამის-ყოფისა ძალითა, მდევარისა მის ბოროტისა, მრავალ-სახეთა საცთურთაგან უძლეველნი:

ფრთხილითა გონებითა და განათლებულითა გულის-სიტყჳთა განიცდიდეს წარუვალთა მათ კეთილთა ქე҃ს მოწამენი, და წარმავალნი ესე სრულიად შეურაცხ-ჰყუნეს დიდებულთა, ვინაცა დაუთმენელნი, ტანჯუანი სიხარულით დაითმინნეს:

ტარიგმან უბიწომან, იხილა რა კრავი იგი უმანკო…

ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.

ტარიგმან უბიწომან, იხილა რა კრავი იგი უმანკო, ნებსითსა მას ვნებასა მიმავალი და ჯუარსცმული ჴორცითა, ცრემლთა მდინარითა, აღუსებული ჴმითა მაღლითა გოდებდა, და სულ-გრძელებასა მას მისსა, მიუწთომელსა ადიდებდა:

სიწმიდით ცხოვრებასა, განუჱშორე უხრწნელო ღი҃ს-მშობელო, და პირუტყუთა…

სხუა. სძლისპირი იგივე.

სიწმიდით ცხოვრებასა, განუჱშორე უხრწნელო ღი҃ს-მშობელო, და პირუტყუთა უგუნურთა ვბაძევდი და მივემსგავსე მათ, უბადრუკი ესე, და თავით თჳსით დასჯილ-ვარ გონებითა, ყოვლისა დასჯისაგან მიჴსენ, ღი҃სა დედაო, და მაცხოვნე მე:

სულთქმანი სულიერნი, და ცრემლნი და ტირილი სამარადისოჲ, და ლმობიერებაჲ გულისა მომმადლე ქალწულო უბიწოო, რათა ვიგლოვდე, ვნებათა ჩემთა სიმრავლეთა ბოროტთა, რომელნი იგი მეუფლნეს მე, წადიერებითა ჩემითა უბადრუკსა:

სულნი მსახურნი შენნი, და ზეცისა წესთა კრებულნი უ҃ო, წინასწარ-მეტყუჱლთა თანა მოციქულთა და მოწამეთა, და დედისა შენისა, გევედრებიან მრავალ-მოწყალეო, ერსა შენსა მოანიჭე, შენდობაჲ ბრალთა და დიდი-წყალობაჲ:

საღმრთოსა წყალობასა, ვითარცა მოწყალემან ღირს-მყავ ქალწულო, ოხითა შენითა ღი҃სა მიმართ მრავალ-მოწყალისა, მე უწყალო-ქმნილი, სულისათჳს და ცხოვრებისა ჩემისა, და ღირსი დასჯისა საუკუნოჲსა, ყოვლად ულმობელი ესე:

შენ-ხარ ქე҃ ღი҃ ჩემი, შენ-ხარ ძალი ჩემი…

გალობა დ. სძლისპირი.

შენ-ხარ ქე҃ ღი҃ ჩემი, შენ-ხარ ძალი ჩემი, შენ-ხარ უ҃ი ჩემი, და სიქადული ცხოვრებისა ჩემისა, რომელმან არა, დაუტევენ წიაღნი იგი მამისანი, და გამოუჩნდი სიმდაბლესა ჩემსა. ამისთჳსცა წინასწარ-მეტყუჱლისა ამბაკომის თანა ვიტყოდეთ, ძალსა შენსა დიდება კაცთ-მოყუარე:

ძელსა რა დამოეკიდა, ყოველთა უ҃ი, და სამსჭულითა…

ტროპარნი.

ძელსა რა დამოეკიდა, ყოველთა უ҃ი, და სამსჭულითა დამსჭუალუა, ჴელთა და ფერჴთა და გუჱრდისა განღება, ლახურისა მიერ, დაითმინა ნებსით თჳსით წყალობით, ნათესავი კაცთა განთავისუფლდა, დაცემისა მისგან რომელი იგი, მოგუატყუა პირუჱლმან მამამან, ურჳჩებითა მით დამბადებელისათა:

ჯუარი რა აღემართა, საცთური დაეცა, და მაცთური განშიშულდა, ხოლო ადამ შეიმკო უხრწნელებითა, განშიშულება რა, ნებსით თავს-იდევ ქე҃ მეუფეო, და ყოველი სოფელი განათლდა, რაჟამს შეიმოსა მზემან ბნელი, დღესა მას ჯუარცმისა შენისასა, და საკრუჱლნი სიკუდილისანი დაიჴსნნეს:

მსგავსად ცხოვართა დაკლულნი, ვითარცა რა მსჴუჱრპლნი, ჩუჱნთჳს…

მოწამეთა.

მსგავსად ცხოვართა დაკლულნი, ვითარცა რა მსჴუჱრპლნი, ჩუჱნთჳს დაკლულისა მის, სიტყჳსა ძღუნად შეიწირენით მარტჳლნო, და სისხლთა მდინარითა, საცთურთა ზღუანი განაღენით, ხოლო წჳმითა საკჳრუჱლებათათა ღუარსა ვნებათასა, განაჴმობთ მჴნენო, და ცუარითა მადლისათა მოჰრწყავთ კიდეთა ყოვლისა სოფლისათა:

დაწუა ჴორცთა დაითმინენით, წმიდანო მარტჳლნო, კბილთა და ფრჩხილთა მოფხრუა, და ყოველთა ასოთა განთჳსუა მწარე, ჴელთა და ფერჴთა მოჭრა, და ენათა ურიდად აღმოჰკუჱთაჲ ვინაცა გარდარეულსა დიდებასა, და საღმრთოსა სიხარულსა ღირს-იქმნენით, და ყოველთა შემოქმედისა ქე҃ს ღი҃სა, წინაშე მდგომარე ხართ თქუჱნ:

დედამან უბწომან, იხილა რა მჴსნელი ძელსა ამაღლებული…

ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა:

დედამან უბწომან, იხილა რა მჴსნელი ძელსა ამაღლებული, გლოვითა და ტირილითა აღუსებული, ღაღადებდა ჵ ძეო სასურუჱლო და საწადელო უ҃ო, ვითარ კრებულმან უსჯულომან, ყოვლადუჱ არა გაჩუჱნეს წყალობაჲ, მწყალობელსა და მაცხოვარსა, და შეოქმედსა ყოვლისა სოფლისასა:

ბოროტთა ცოდუათა ჩემთა, ჴელით წერილნი საღმრთოჲთა მით…

სხუა. სძლისპირი იგივე.

ბოროტთა ცოდუათა ჩემთა, ჴელით წერილნი საღმრთოჲთა მით ლახურითა, ძისა შენისათა გახეთქენ ქალწულო და წიგნსა ცხოველთასა აღწერაჲ ჩემი სათნო-იყავ, რომელი ესე უგუნურებითა, და მედგრობითა ჩემითა განუჱშორე, ღი҃საგან და გულს-მოდგინე-მყავ, შენანებად ბრალთა ჩემთა ურიცხუთა:

რათა მადლობითა ჴმითა, გადიდებდე სძალო, რათა წადირებით, ვაქებდე დიდებულსა შობასა შენსა, რომლისა მიერ, დიდებულ-მჰყუჱნ დაკნინებულნი ესე, შენდობაჲ ცოდუათა მომანიჭე მე, მწარედ დაცემულსა და დამბადებელსა, რათა სარწმუნოებით ჴმა-ვჰყო, დიდება ძესა შენსა ღი҃ს-მშობელო:

სჯულნი ბუნებათანი, შენ მიერ იძლივნეს, ჵ ყოვლად უბიწოო, რამეთუ ზესთა ბუნებათა ჰშევ სიტყუა ღი҃სა, ამისთჳს სარწმუნოებით გევედრები რომელმან ესე, ვჰსცოდე უფროს ყოველთა კაცთა ბუნებისა, და განუჱშორე შემოქმედისაგან, მომაქციე და მაცხოვნე მე, მეოხებითა შენითა ღი҃ს-მშობელო:

ცოდჳსა ისართა მიერ, მოსწყლა უკეთურმან, მტერმან გონებაჲ ჩემი, და სული ჩემი აღავსო წყლულებითა, და შეაგინა გულის-თქმათა მიერ და გემოთა, გული ჩემი საწალობელი ქალწულო, და შემაცთუნა გზისაგან წრფელისა, ამისთჳს, გიღაღადებ შენ მომაქციე განმჰკურნე და მაცხოვნე მე:

ნუსადა განმიშორებ პიისაგან შენისა ნათელო წარუვალო, და…

გალობა ე. სძლისპირი.

ნუსადა განმიშორებ პიისაგან შენისა ნათელო წარუვალო, და დამფარა მე ბნელმან, წუდიადისამან განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და ნათელსა მცნებათა შენთასა, წარმართე სლუაჲ ჩემი გევედრებით:

რათა გემოვნისა მის, გემოს-ხილჳსა პატიჟთაგან მიჴსნა მეუფეო…

ტროპარნი.

რათა გემოვნისა მის, გემოს-ხილჳსა პატიჟთაგან მიჴსნა მეუფეო, ნაღუჱლი ჰსუ შენ ნებსით, და რათა განმძარცო სიზრქჱ სიკუდილისა, იესო, შიშუჱლმან თავს-იდევ ჯუარ-ცმაჲ ძელსა ზედა, უგალობ წყალობათა შენთა სულ-გრძელო:

განახლებაჲ გენება, ვნებათაგან განხრწნილისა სულისა ჩემისა, ამისთჳს ძელსა ზედა, დამოკიდებულმან შეჰვედრე მამასა, საუფლოჲ, სული ვინაცა ვერ იტჳრთა ქუჱყანამან, არამედ ძრწოლით გიგალობდა შენ:

ჴორცთა თქუჱნთა ვნებითა, შემკული მოწამენო, განშუჱნდით ვნებათა…

მოწამეთა.

ჴორცთა თქუჱნთა ვნებითა, შემკული მოწამენო, განშუჱნდით ვნებათა მიერ, უვნებელობისათა, და მოსწრაფებით ჰრბიოდეთ კუალსა მისსა, ამისთჳს, მისთანა იდიდენით საუკუნესა, რომელი ჰშუა მამამან პირუჱლ ჟამთა:

უხილავნი კეთილნი, ხილულთაგან უცხო-ყოფითა დაიმკჳდრენით, და აწ ზეცათა შინა, განისუჱნებთ და საღმრთოთა სავანეთა ღირს-ქმნილნი, ჰსუფევთ წინაშე მაცხოვრისა და მჴსნელისა, უძლეველნო დიდებულნო მარტჳლნო:

საკჳრუჱლსა უცხოსა, ვხედევ ღაღადებდა ქლწული ყოვლად უბიწო…

ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.

საკჳრუჱლსა უცხოსა, ვხედევ ღაღადებდა ქლწული ყოვლად უბიწო, ვითარ რომელი ეგე, მიხედჳთა შეაძრწუნებ ქუჱყანასა, ჯუარითა, ვნებაჲ თავს-იდევ, ვნებუთა ცხოვრებისათჳს, თაყუანის-ვჰსცემ სულ-გრძელებასა შენსა:

ტომნი და ნათესავნი, გნატრიან შენ ქალწულო მარადის…

სხუა. სძლისპირი იგივე.

ტომნი და ნათესავნი, გნატრიან შენ ქალწულო მარადის სანატრელო, და ძალნი ზეცისანი გაქებენ დედათა შორის კურთხეულო, ვითარცა, ანგელოსთა და კაცთა შემაერთებელსა და ადამის აღმადგინებელსა:

კეთილად დგომისაგან, შეურყეველად დაცუაჲ მითხოვე დედოფალო, და წრფელ-ჰყუჱნ სლუანი ჩემნი და მომმადლე ღირსად მონებაჲ ღი҃სა, უჴრწნელო და მშობელო სახიერისა სიტყჳსაო, რომელმან გჳჴსნნა ტყუჱობისაგან:

რომელმან სისხლი შენი, უფსკრულთა ვრცელთა წყალობისა შენისათა, ჯუარსა ზედა დასთხიე, ვნებათა ჩემთა უფსკრული განაჴმე, და ღირს-მჰყავ, სინანულით სათნო-ყოფად შენდა ქე҃, ვედრებითა ღი҃ს-მსობელისათა:

სიღრმენი, ცოდუათანი და ღელუა მოქცევითა შემაძრწუნებს მე…

გალობა ვ. სძლისპირი.

სიღრმენი, ცოდუათანი და ღელუა მოქცევითა შემაძრწუნებს მე, და უფსკრულთა საშინელებანი დამნთქმენ მე უწყალოდ, არამედ შენ სახიერ, აღმომიყუანე ღო҃ ჩემო, და მაცხოვნე ე ვითარცა მოწყალე-ხარ:

განჰკრთების, ძალნი ზეცისანი გიხილეს რა ჯუარსა ზედა…

ტროპარნი.

განჰკრთების, ძალნი ზეცისანი გიხილეს რა ჯუარსა ზედა მჴსნელო, და გალობაჲ, ღი҃უ-შუჱნიერი მიგიძღუანეს შენ, და ადამ განიკურნა, წყლულებათა მათ შენთა მიერ, ხოლო წყევა სრულიად განიდევნა:

წარწმედელთა, საკრუჱლთაგან განიჴსნა კაცთა ნათესავი მჴსნელო, შერაჲკარ, ჴორცითა ნებსით და შეიკრა მძლავრი, და საცინელ იქმნა იგი ვითარცა სირი შეურაცხი, ყოველთა მორწმუნეთა შენთაგან:

ღი҃უ-შუჱნიერი იქმნენით მარტჳლნო და ვითარცა ნაკუჱრცხალთა, ყოველივე…

მოწანეთა.

ღი҃უ-შუჱნიერი იქმნენით მარტჳლნო და ვითარცა ნაკუჱრცხალთა, ყოველივე უღმრთოებისა ნივთი დაჰსწჳთ მადლითა, და ნაკუჱრცხალთა ზედა, ცეცხლისათა განრთხმულნი იშუჱბდით, და საღმრთოჲ განსუჱნებაჲ მოგეცემოდათ:

იქმნენით თქუჱნ, სამწყსო ქე҃ს მწყემსისა მის ჭეშმარიტისა მოწამენო, და შორის მგელთა უვნებელად ეგენით და საღმრთო სარბიელი, ღუაწლთა თქუჱნთა სრულ-ჰყავთ კეთილად, და ბაკსა ზეცათასა დაემკჳდრენით:

ცხოვრებისა, უ҃ი და შუჱნიერი სიკეთითა უფროს ძეთა…

ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.

ცხოვრებისა, უ҃ი და შუჱნიერი სიკეთითა უფროს ძეთა კაცთა, გშევ და აწ, ვითარ მოჰკუდები ძეო ჩემო, და სიკეთე არა გაქუს, ყოველთა არსთა შემამკობელსა, ქალწული ეტყოდა უ҃სა ჯუარცმულსა:

მომიტევენ სახიერ, აურაცხელნი ცოდუანი ჩემნი, რომელთათჳს გიჴმობ…

სხუა. სძლისპირი.

მომიტევენ სახიერ, აურაცხელნი ცოდუანი ჩემნი, რომელთათჳს გიჴმობ შენ, მიჴსენ მე ბოროტთაგან, შენდა მომართ ვღაღადებ ისმინე ჩემი, ღო҃ მაცხოვარო ჩემო:

შეიწყალა შენ მიერ, ქალწულო ბუნებაჲ კაცობრივი, რამეთუ…

ტროპარნი.

შეიწყალა შენ მიერ, ქალწულო ბუნებაჲ კაცობრივი, რამეთუ ჰშევ მოწყალე, უ҃ი უბიწოო, ამისთჳს გევედრები, გლახაკი სული ჩემი შეიწყალე უსძლოო:

უჴორცოთა კრებულნი, მარტჳლთა თანა გევედრებიან, ქე҃ და მოციქულთა, და წინასწარ-მეტყუჱლთა, ღი҃ს-მშობელისა მიერ, იჴსენ სოფელი, ყოვლისაგან განსაცდელისა:

რომელმან ჰშევ მუშაკი, საღმრთოჲ ღელეო დაუთესუჱლო, ეკლითა და ნივთითა, ბოროტთათა აღსავსჱ, სული ჩემი განსწმიდე, და ნაყოფითა, სათნოებათათა აღავსე:

ურჩ-ვექმენ მე მცნებათა საღუთოთა ცხოვრებისა მიზეზთა, და ნებსით დავემონე, ვნებათა წარმწყმედელთა, ამისთჳს გევედრები, მიჴსენ ქალწულო, ჴელმწიფებისაგან მათისა:

ღი҃სა გარდამოსულასა, ოდესმე, ბაბილონს ცეცხლი მეოხ-იქმნა, რომელსა…

გალობა ზ. სძლისპირი.

ღი҃სა გარდამოსულასა, ოდესმე, ბაბილონს ცეცხლი მეოხ-იქმნა, რომელსა სამნი ყრმანი, საჴმილსა მას შინა ვითარცა ვარდსა ფერხითა ტკებნიდეს, და განწყობილნი გალობდეს, მამათა ჩუჱნთა ღო҃ კურთხეულ-ხარ შენ:

მოიწყლნეს ჴელნი შენნი, რომლითა ჰქმნენ ნიშნი საკჳრუჱლნი…

ტროპარნი.

მოიწყლნეს ჴელნი შენნი, რომლითა ჰქმნენ ნიშნი საკჳრუჱლნი ქე҃, და წყლულებაჲ თავს-იდევ, წყლულებათა მათ ჩემთა განჰკურნებად ყოვლად ძლიერო, ამისთჳს ქებით გიგალობთ, კურთხეულ-ხარ შენ, უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:

განჴურიტნეს ჴელნი შენნი და ფერჴნი სამსჭუალითა ჯუარსა ზედა ქე҃ და განეღო ლახურითა, აღმოგჳცენა ჩუჱნ, ქებით მგალობელთა შენთა, მამათა ჩუჱნთა ღო҃ ურთხეულ-ხარ შენ:

ხოლო განუაწყოთ ერნო, და უგალობდეთ ჩუჱნ ქე҃ს…

მოწამეთა.

ხოლო განუაწყოთ ერნო, და უგალობდეთ ჩუჱნ ქე҃ს მოწამეთა, ანგელოსთა კრებულთა, შეერთებულთა და ყოვლისა, ქუჱყანისა მნათობთა რომელნი გალობენ ტბილად, მამათა ჩუჱნთა ღო҃ კურთხეულ-ხარ შენ:

წმიდათა ბრწყინუალებაჲ, დაიმკჳდრეთ მჴნენო მარტჳლნო სიწმიდითა, და მიჰფენთ მორწმუნეთა, მადლთა საღმრთოთა სიწმიდეთა, და გამოჴსნასა რომელნი, გალობენ და იტყჳან, მამათა ჩუჱნთა ღო҃ კურთხეულ-ხარ შენ:

ჵ მზეო დაუვალო, ძელსა ზედა ვითარ აღივსე…

ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.

ჵ მზეო დაუვალო, ძელსა ზედა ვითარ აღივსე განრთხმული, და მზემან რა გიხილა, ბრწყინუალება და სრბა დააყენა, რამეთუ ვერ უძლო, განცდად ჯუარცმისა შენისა, ჰჴმობდა ქალწული და აქებდა სულ-გრძელებასა შენსა:

ნიჭთა გამოუთქმელთა, ღირს-მყუჱნ ჩუჱნ გამოუთქმელითა შობითა შენითა…

სხუა. სძლისპირი. საღმრთოსა.

ნიჭთა გამოუთქმელთა, ღირს-მყუჱნ ჩუჱნ გამოუთქმელითა შობითა შენითა ღი҃ს-მშობელო, ამისთჳს გევედრები მიჴსენ მე სძალო საშინელისა მისგან განკითხჳსა, და მოუგონებელთა მათ, კეთილთა ღირს-მჰყავ საგალობელო:

უდებად განულენ მე ჟამნი, ჩემნი და უნაყოფო-ვიქმენ და მეშინის, გეენიისა მისგან, და ცეცხლისა უშრეტისა საუკუნოჲსა, ქე҃ს მეუფისა მშობელო ქალწულო, შემწე-მეყავ და მიჴსენ, მეოხებითა შენითა:

ყოველთა საკჳრუჱლთა, აღემატა სასწაული შობისა შენისა, ამისთჳს გიღაღადებ, ქალწულო წმიდაო მშობელო ღი҃საო, წყალობანი შენნი საკჳრუჱლ-ჰყუჱნ ჩემ ზედა, და მერმისა რისხჳსაგან, განმარინე და მაცხოვნე:

მაცხოვრებელი ესე, უდებად და უგბილად და ბრძანებათა შენთა, საღმრთოთა ქე҃ ღო҃, და სჯულთა შენთა წმიდათა დამთრგუნუჱლი, შემიწყალე და მაცხოვნე მშობელისა შენისა, ყოვლად-წიდისა ოხითა, ყოვლად ძლიერო ღო҃:

შჳდ-წილ აღაგზნა საჴუმილი, მძლავრმან ქალდეველთამან ყრმათათჳს, გულის-წყრომით…

გალობა ჱ. სძლისპირი.

შჳდ-წილ აღაგზნა საჴუმილი, მძლავრმან ქალდეველთამან ყრმათათჳს, გულის-წყრომით რისხჳთა ძალითა მაღლისათა, იხილნა უვნებელად, დაცულნი ცეცხლისაგან, განუხრწნელად, დამბადებელისა მიმართ და მჴსნელისა, ღაღად-ჰყო აკურთხევდით, ყრმანი და მღუდელნი უგალობდით ერნი უფროსად, ამაღლებდით მას უკუნისამდე:

ძირთაგან იესესთა, გამოსრულით ქალწულით განჰკაცენ, და ადამის…

ტროპარნი.

ძირთაგან იესესთა, გამოსრულით ქალწულით განჰკაცენ, და ადამის ცთღომითა აღმოსრულთა ეკალთა ძირნი, აღმოჰფხურენ მეუფეო, ეკალთაგან გჳრგჳნისა დადგმითა, და ძელსა ზედა დამჰსჭუალჳთა ძელისა, წყევაჲ განჰკურნე მჴსნელო და აცხოვნებ მღაღადებელთა, რომელნი ქებით, აღგამაღლებენ უკუნისამდე:

რათა განამღრთო კაცებაჲ, კაცება შეიმოსე კაცთ-მოყუარე, და ჯუარცმა და გუჱრდისა განღება თავს-იდევ ნებსით, და ძმარი და ნაღუჱლი, ჰსუ სახიერებით ჩუჱნთჳს, ამისთჳს, ცხოვნებულნი ვნებათა შენთა მიერ, ვღაღადებთ აკურთევდით, ყრმანი და მღუდელნი უგალობდით, ერნი უფროსად, ამაღლებდით მას უკუნისამდე:

შეკრუოდეთ რა მარტჳლნო, და ვითარცა კრავნი დაიკულოდეთ…

მოწამეთა.

შეკრუოდეთ რა მარტჳლნო, და ვითარცა კრავნი დაიკულოდეთ, და ცეცხლისა მიერ უწყალოდ განილეოდეთ, და მჴეცთა განსაჭრელად, მიეცემოდეთ და მახჳლითა, დაიჭრებოდეთ და აღესრულებოდეთ, იხარებდით ბრწყინუალედ, ყოვლად ქებულნო და ჰგალობდით, ყრმანი და მღუდელნი უგალობდით, ერნი უფროსად, ამაღლებდით მას უკუნისამდე:

გჳრგჳნოსანნო მარტჳლნო, და ანგელოსთა თანა ზიარნო, რომელთა მტერნი უჴორცონი, სიმჴნით დასთრგუნენით, ოხაჲ ჩუჱნთჳს შეჰსწირეთ, მჴსნელისა მიმართ და გჳთხოვეთ რათა, სიყუარულით და მშჳიდობით ვჰსცხოვნდებოდით, და ვჰჴმობდეთ აკურთხევდით, ყრმანი და მღუდელნი უგალობდით, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე:

სალმობიერად სულთ-ითქუჱმდ, და დედობრივ ჰგოდებდ მწუხარებით, და…

ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.

სალმობიერად სულთ-ითქუჱმდ, და დედობრივ ჰგოდებდ მწუხარებით, და ტკივილსა მწარეთა ნაწლევთასა ვერ იტჳრთევდ, ჯუარსა განიცდიდ სძალო, შენგან შობილსა ტირილით მიხედევდ, და წყლული მოწლედ ესრეთ უღაღადებდი, რამე არს ესე შჳლო, ვითარ გევნების უვნებელო, დიდება შენდა, რომელმან ჩუჱნთჳს ყოველივე თავს-იდევ:

მომკუდარი ესე ცხოველ-მჰყავ, და დაცემული აღმადგინე, და…

სხუა. სძლისპირი იგივე.

მომკუდარი ესე ცხოველ-მჰყავ, და დაცემული აღმადგინე, და წყლული სული ჩემი განჰკურნე ღი҃სა დედაო, და განსაცდელთა ღელუა დააყუდე და გონება ჩემი, მშჳდობითა ზეგარდამოჲთა აღავსე, და ჴმა-ვჰყო აკურთხევდით, ყრმანი და მღუდელნი უგალობდით, ერნი უფროსად, ამაღლებდით მას უკუნისამდე:

მსგავსად ავაზაკისა ვჰჴმობ, მომიჴსენე მე ჵ კაცთ-მოყუარე, მეძჳსაებრ ვჰსცრემლოჲ და უძღებისაებრ ვღაღადებ, შეგცოდე სახიერო, შემიწყალე განწირული ესე ღი҃ს-მშობელისა მიერ, რათა მადლობით ვღაღად-ვჰყო აკურთხევდით, ყრმანი და მღუდელნი უგალობდით, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე:

ქალწულო საგალობელო, სულთქმით ვედრებაჲ ჩემი ისმინე, და ზეცისა ძალთა თანა მარტჳლთა და მოციქულთა, და წინასწარ-მეტყუჱლთა, და მამათა და ყოველთა მართალთა, შეწირე ოხაჲ ყოვლისა სოფლისათჳს, რათა გჳჴსნნეს ქე҃მან, რისხჳსაგან მოწევნულისა, მადიდებელნი შენნი, სასოო განწირულთაო:

განკჳრდეს ზესკნელს ცანი და კიდენი, ქუჱყანისანი შეძრწუნებულ-იქმნნეს…

გალობა თ. სძლისპირი.

განკჳრდეს ზესკნელს ცანი და კიდენი, ქუჱყანისანი შეძრწუნებულ-იქმნნეს, რაჟამს ღი҃, შენ მიერ კაცთა გამოეცხადა და საშო შენი უმაღლეს, ცათა საყდართა გამოაჩინა, ამისთჳს ღი҃ს-მშობელო ანგელოსნი და კაცნი, ვითარცა ღირს-ხარ გადიდებენ შენ:

განჰკურნენ მეუფეო წყლულებანი, ჩემნი ჴელთა შენთა საღმრთოთა…

ტროპარნი.

განჰკურნენ მეუფეო წყლულებანი, ჩემნი ჴელთა შენთა საღმრთოთა მოწყლჳთა, და გზასა ცხოვრებისასა წარმიმართე ფერხთა შენთა, ჯუარსა ზედა, განჴურეტითა, რომელნი ნათესავთა მთავართა, იხილნეს რა მავალნი, სამოთხეს, დაიმალნეს, რომლითა მოხუჱდ ძიებად ჩუჱნდა:

ჯუარცმითა შენითა აღემართა ქე҃, და ცემისა მწარისაგან პირუჱლ ქმნული, ხოლო ყოველი ძლიერებაჲ მტერისა დაეცა, და ყოველი ქუჱყანაჲ განწმდა სისხლითა მით და წყლითა რომელი, გარდამოხდა გუჱრდით შენით, ამისთჳს მოწყალეო, დაუდუმებელად გადიდებთ შენ:

გუჱმულთა საგუჱმელნი მტერისანი, შეჰმუსრენით წმიდანო მოწამენო, და…

მოწამეთა.

გუჱმულთა საგუჱმელნი მტერისანი, შეჰმუსრენით წმიდანო მოწამენო, და საკრუჱლითა მით რომელ დაითმინენით, შეჰკართ იგი განუჴსნელად, და დაეცით ფერჴთა ქუჱშე თქუჱნთა, სირცხჳლითა აღსავსე, და მადლითა ღი҃სათა, საკიცხელი ყოველთა მხილუჱლთა მისთა:

ქუჱყანა წმიდა-იქმნა დიდებულთა, მარტჳლთა ნაწილთა დასხმისა მიერ, და კურნებასა პირად პირადსა აღმოაცენებს, და სულთა და ჴორცთა ვნებასა, მარადის უშურუჱლად განჰკურნებს, და სულთა უკეთურთა სიცბილსა განიოტებს, ვედრებითა მათითა ღი҃სა მიმართ:

განუჱრი სალმობათა დედობრივთა, ჟამსა შობისა შენისასა მჴსნელო…

ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.

განუჱრი სალმობათა დედობრივთა, ჟამსა შობისა შენისასა მჴსნელო, ხოლო აწ ნებსითსა ამას ვნებასა შენსა, და ტკივილთა დათმენასა, მელმის სული და ნაწლევნი ჩემნი, ქალწული ღაღადებდა სიღრმითა გულისათა, და მადლობდა სულგრძელებასა შენსა:

ჵ საღმრთოო ცხედარო სოლომონისო, რომელი მოუცავ სამეოცთა…

სხუა. სძლისპირი. იგივე.

ჵ საღმრთოო ცხედარო სოლომონისო, რომელი მოუცავ სამეოცთა ძლიერთა, სიტყუათა წერილთასა რომელსა განისუჱნა, სიტყჳსამან ღი҃სა მამისამან, სულთა ბოროტთაგან მოცული ესე, მოუწყულელად დამიცევ, შეწევნითა შენითა, მზაკუარწებათა მათგან ქალწულო:

მთაო სიტკბოებისა მადინებელო, რომელმან ჰშევ თავი სიტკბოებათა გესლითა გუჱლისათა მოწყლული სული ჩემი, დაატკბე მეოხებითა, შენითა და უცხომჰყავ ცოდჳსაგან, სასოო სოფლისაო, კლდეო ცხოვრებისაო, ქალწულო სძალო საგალობელო:

მზეო სიმართლისაო იესო, უძლური სული ჩემი განანათლე, ოხითა დედისა შენისა უბიწოჲსათა, და უჴორცოთა ძალთა თანა, წინასწარ-მეტყუჱლთა და მოციქულთა, და წმიდათა მამათა და მღუდელთ-მოღყ҃უართა შენთა, და ყოვლად ქებულთა მოწამეთათა:

ვჰსძრწი და მეშინის მხოლოო მეუფეო, მეორედ მოსლჳსა მის შენისაგან, რამეთუ ყოვლითურთ დასჯილ-ვარ და სასოწარკუეთილ, ამისთჳს პირუჱლ სიკუდილისა, გევედრები, მშობელისა შენისა, ოხითა შემიწყალე, მაცხოვნე და მიჰჴსენ მე, ჵ სახიერო და კაცთ-მოყუარეო:

კუჱრთხი იგი მოსესი, პატიოსანსა ჯუარსა შენსა წინათ-გამოსახჳდა…

აღჳვსენითსა ზედა, დასდებელნი ჯუარისანი. ჴმა ჱ.

კუჱრთხი იგი მოსესი, პატიოსანსა ჯუარსა შენსა წინათ-გამოსახჳდა მაცხოვარო ჩუჱნო, რამეთუ მის მიერ აცხოვნებ, ვითარცა ზღჳსა უფსკრულით, ერსა შენსა კაცთ-მოყუარე:

რომელმან ედემს შინა ოდესმე, ხე იგი საცნაური, აღმოაცენე შორის ნერგთა მისთა, ეკკლესიასა შინა ქე҃, ჯუარი შენი აღაყუავე, რომელმან მოსცა, სოფელსა მშჳდობაჲ, არამედ მაშინ მოაკუდინე ხისა მის ჭამითა ადამი, ხოლო აწ, განაცხოველე სარწმუნოებით ავაზაკი, რომლისა ზიარად, მოტევებასა მიჩინენ ჩუჱნთჳს, და დაჰჴსენ შური იგი მტერისა, და ღირს-მჰყუჱნ ჩუჱნ ყოველნი, სასუფეველსა შენსა უ҃ო:

მჴედარნო ქე҃სნო უძლეველნო, რომელთა ჰსძლეთ საცთურსა ძალითა…

მოწამეთა.

მჴედარნო ქე҃სნო უძლეველნო, რომელთა ჰსძლეთ საცთურსა ძალითა მით ჯუარისათა, და მოიღეთ თქუჱნ მადლი, უოხჭნოჲსა ცხოვრებისა, და მძლავრთა, შინებასა არა შესძრწუნდით. გუჱმასა, და ტანჯუასა შინა იხარებდით, ქე҃ს მიერ, და აწ ძუალნი თქუჱნნი იქმნნეს, მკურნალ სენთა ჩუჱნთათჳს:

რაჟამს გიხილა უ҃ო დამსჭუალული ძელსა ზედა ტარიგმან…

დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.

რაჟამს გიხილა უ҃ო დამსჭუალული ძელსა ზედა ტარიგმან უთესლოდ მშობელმან შენმან, გასიპებოდა იგი შინაგანით, და ტირილით იტყოდა, ვითარმე დაითმენ ძეო ჩემო უმსჯავროსა დაკლუასა, ვითარმე უკუჱ მოჰკუდები უკუდავი ეგე ვითარცა კაცი, მომეც მე სიტყუაჲ ტკბილო ნათელო ჩემო, მოხედენ დედასა მგოდებარესა, და მადიდე მე სიტყუაო აღდგომითა შენითა:

მომიჴსენენ ჩუჱნ ქე҃ სოფლისა მაცხოვარ, ვითარცა ავაზაკი…

ოთხშაბათსა მომიჴსენენი. ჴმა ჱ.

მომიჴსენენ ჩუჱნ ქე҃ სოფლისა მაცხოვარ, ვითარცა ავაზაკი წინაშე ჯუარსა, და ღირს-მყუჱნ ჩუჱნ ყოველნი მრავალ-მოწყალე, შენსა ზეცისა სასუფეველსა:

იქმნა სახე ჯუარისა, კუჱრთხი მოსესი, განჰკუჱთა მეწამული ისრაილთათჳს, ხოლო ჩუჱნ გამოვსახავთ, სასწაულსა მას, მისსა ცხოველსა და დავჰსცემთ მტერსა:

პირუჱლ აკურთხევდა რა, ყრმათა იაკობ, შეცუალებით დასხმითა, ჴელთათა ნიში, ჯუარისა გამოსახა, რომლისა მიერ ვიჴსნენით ყოველნი წყევისაგან:

ვნებათა მჴსნელისათა, ბაძევდით მჴნენო, და ტანჯუათა სიმწარე…

მოწამეთა.

ვნებათა მჴსნელისათა, ბაძევდით მჴნენო, და ტანჯუათა სიმწარე მოითმინეთ თქუჱნ, და გჳრგჳნი დაიდგთ უხრწნელებისა, და ცათა შინა ჰსუფევთ მარტჳლნო:

დიდება მამასა მხოლოსა უკუდავსა, დიდება ძესა მყოფსა…

დიდება.

დიდება მამასა მხოლოსა უკუდავსა, დიდება ძესა მყოფსა უკუნისამდე, დიდება თანად სულსა ყოვლად წმიდასა, განმწმედელსა ყოვლისა დაბადებულისასა:

ქალწულებრივით საშოჲთ, შენით გამოჩნდა, მზისა და მთოვარისა…

ღი҃ს-მშობლისა.

ქალწულებრივით საშოჲთ, შენით გამოჩნდა, მზისა და მთოვარისა დამბადებელი, რომელსა ჯუარსა ზედა ჰხედევდ რა სძალო, დაბადებულთა თანა, იგლოვდი:

გონებითა ლმობიერითა, და გულითა შემუსრჳლითა, შეგივრდები ღირსო…

სერობსად, გალობანი წმიდისა ღი҃ს-მშობლისანი. გალობა ა. ჴმა ჱ. სძლისპირი. გალობა შესწირავ.

გონებითა ლმობიერითა, და გულითა შემუსრჳლითა, შეგივრდები ღირსო, წმიდაო დედოფალო, მომფინე მადლი შენი, და განმაძლიერენ გალობით, ქებად შენდა ღი҃სა საუნჯეო:

განბრწყინუჱბულნო მორწმუნენო, დღეს ნათლითა ღმრთაებისათა, მოვედით ვაქებდეთ, დედასა ნათლისასა, მფარუჱლსა სოფლისასა, მეოხსა მორწმუნეთასა, გალობითა სულიერითა დღეს:

გალობასა შინა მოთმინებით, და ვედრებასა მონიჭებით, ღირს-მყავ ღი҃ს-მშობელო, შეწევნითა შენითა, რათა ღირს-ვიქმნე მეცა, შესლუად სამწყსოთა მათ თანა, მაქებელთა ძისა შენისათა:

გონება გულის-ჴმის-ყოფისა, და ცნობა შიშისა შენისა, დაჰნერგე ჩემთანა, იესო სახიერო, რათა ღირს-ვიქმნე მეცა, აღსრულებად ჟამთა ჩემთა, სათნოდ შენდა და გადიდედე შენ:

აღივსე სულითა, ყოვლად წმიდითა, ქალწულო უბიწოო, და…

გალობა გ. სძლისპირი. არავინ არს წმიდა.

აღივსე სულითა, ყოვლად წმიდითა, ქალწულო უბიწოო, და ჴორცითა გჳშევ ჩუჱნ კრავი იგი ღი҃სა, აღმხმელი სოფლისა ცოდუათა ღირსო:

ამაღლდი უფროსად, ძალითა ცისათა, სძალო მეუფისაო, იტჳრთე რა შემოქმედი, ცათა და ქუჱყანისა, მას ევედრე ღირსო, სულთა ჩუჱნთათჳს:

არა ღირსვარ მე, აღხილუად ზეცად, ვედრებად ღი҃სა მიმართ, შენდობასა ცოდუათასა შენდა მოვივლტი, მშობელო ღი҃საო მეოხ მეყავ მე:

აღმიპყარ მარჯუჱნე, მოწყალებისა, ქე҃ კაცთ-მოყუარეო, დაცემულსა ცოდჳთა და აღმადგინე, ოხითა წმიდისა ღი҃ს-მშობელისათა:

მამისაგან მხოლოსა გამორჩეულო, ძისა მხოლოსა საყდრად განწესებულო…

გალობა დ. სძლისპირი. მესმა მე ქე҃ სმე.

მამისაგან მხოლოსა გამორჩეულო, ძისა მხოლოსა საყდრად განწესებულო, სულისა წმიდისა სადგურო, სძალო წმიდაო, მეოხ-გუჱყავ სულთა ჩუჱნთა-თჳს:

მზისა მის სიმართლისა, ეტლო წმიდაო, რომელმან განანათლა ბნელისა მყოფნი, ნათლითა ღმრთაებისათა, მას ევედრე აწ, მოცემად ჩუჱნდა დიდი წყალობა:

მოწყალებისა წყარო, განეღო კაცთა, ვინათგან აღმოცენდა წყალი ცხოველი, საშოსა შენისაგან სძალო, რომელმან მორწყნა მოწყალებით გულნი კაცთანი:

მცნებათა შენთა გზასა, გარდავჴედ ქე҃, უდებებითა ჩემითა და შთავვარდი მე, საბრჴეთა მათ მტერისათა, არამედ მიჴსენ, მეოხებითა ღი҃ს-მშობელისათა:

რომელმან განამრავლენ, მოყუარენი სასუფეველისანი, შემძლე მეცა მათ…

გალობა ე. სძლისპირი. რომელმან ღამისაგან უგუ.

რომელმან განამრავლენ, მოყუარენი სასუფეველისანი, შემძლე მეცა მათ თანა, მადიდებელთა შენთა ქალწულო:

რომელმან განანათლენ, ყოველნი კიდენი შობითა შენითა, განმანათლე მეცა დღეს, დაბნელებული გულის-თქმათაგან:

რომელმან აღადგინე, ცთომათაგან ევა მშობელი შენი, აღმადგინე მეცა დღეს, სამარეთაგან უდებებისათა:

რომელმან მოწყალებით ინებე ჴსნა კაცთა ნათესავისა, მიჴსენ მეცა სახიერ, განსაცდელთაგან ეშმაკისათა:

იქმნა უაღრეს ცათა, საშო შენი, რამეთუ მისგან…

გალობა ვ. სძლისპირი. ისაკის მიერ.

იქმნა უაღრეს ცათა, საშო შენი, რამეთუ მისგან, გამოვიდა მჴსნელი, და მაცხოვარი დაბადებულთა, მას ევედრე წმიდაო ქალწულო, რათა აცხოვნნეს, სულნი ჩუჱნნი ოხითა შენითა:

ისმინე ჩუჱნი ღო҃ მჴსნელო ჩუჱნო, მეოხებითა, ღი҃ს-მშობელისათა, და დამიფარენ განსაცდელზთაგან, და მერმეთა სატანჯუჱლთაგან, განმარინენ ჩუჱნ ვითარცა, მხოლო მრავალ-მოწყალე ხარ:

ისარნი იგი, მტერისანი მწარედ, განმეწონნეს მე, და ვიწყალ ბოროტად, გულის სიტყუათაგან შეგინებულთა, შენ გევედრები ღი҃სა დედაო, მკურნალ მექმენ მე, დაცემულსა ამას სულით და ჴორცით:

იტჳრთე ღი҃, წიაღითა სძალო, რომელმან სიტყჳთ, ყოველივე შექმნა, და მკლავნი შენნი საყდარ-ექმნნეს, რომელსა ხერუვიმნი შიშით დაეფარჳან, მას ევედრე ჴსნად სულთა ჩუჱნთათჳს:

ყოვლითურთ განწმედილი გპოვა შენ ღირსო, ყოველთა დამბადებელმან…

გალობა ზ. სძლისპირი. ყრმათა ღი҃ს-მსახურთა.

ყოვლითურთ განწმედილი გპოვა შენ ღირსო, ყოველთა დამბადებელმან უ҃ლმან, და უზესთაეს ცათა და ქუჱყანისა გადიდა, რაჟამს ჴორცნი შეისხნა შენგან, კაცთა ცხოვრებისათჳს, ღთ҃მან მამათა ჩუჱნთამან:

ყოველივე ბუნება პირ-მეტყუჱლი აღავსო მადლითა შობამან შენმან, სძალო მეუფისაო, და განათლებულნი აქებენ, დღესასწაულსა შენსა, და უგალობენ ღთ҃სა აწდა უკუნისამდე:

ყოვლისაგან ჭირისა და ვნებისა, შენდა მოვივლტით და გევედრებით, მარადის შემწისა ჩუჱნისა ღი҃სა დედაო, მფარუჱლ მექმენ და განმარინენ, მტერთა უჩინოთაგან მუჱდრებელნი შენნი.

ყოვლადუჱ მოწყალეო და მწყალობელო, მეუფეო და შემოქმედო ჩემო, ყოვლითურთ დაცემულსა ამას ვნებათა მიერ, მომხედენ და განმარინე მე, რათა გაკურთხევდე შენ ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:

სამოსელი სამეუფო, შეიმოსნა ჴორცნი შენნი წმიდანი, ყოველთა…

გალობა დ. სძლისპირი. საჴმილსა რა შეთხე.

სამოსელი სამეუფო, შეიმოსნა ჴორცნი შენნი წმიდანი, ყოველთა მეუფემან ქალწულო, და აღავსო ქუჱყანა, ცნობითა საღმრთოთა, და აკურთხევდნენ უკუნისამდე:

სული სიბრძნისა ღი҃სა, სული ცნობისა და გულის-ჴმის-ყოფისა, შენ თანა დაემკჳდრა ქალწულო, და გამოგაჩინა შენ, საყდრად მეუფისა, ცათა უვრცევლესად:

სამკაული სულიერი, შეჰმოსე სულსა ჩემსა ღი҃ს-მშობელო, რათა შენ მიერ შევიდე, სასძლოსა, ძისა შენისასა, და გაკურთხევდე შენ აწდა უკუნისამდე:

საჴმილსა მას ვნებათასა, აღგზებულსა ცოდუათა გულის-თქმითა, შთავრდომილსა სახიერ მომხედენ, და აღმომიყუანე მე, ოხითა წმიდისა ღი҃ს-მშობელისათა:

ქალაქო მეუფისა დიდისაო, ყოვლად ბრწყინუალეო, ნათლითა დაუვსებელითა…

გალობა თ. სძლისპირი. ქალწულსა მარიამს.

ქალაქო მეუფისა დიდისაო, ყოვლად ბრწყინუალეო, ნათლითა დაუვსებელითა უმაღლესო, ცათა და ქუჱყანისაო, ქალწულო ქებით გადიდეთ:

ქე҃სა მეუფესა ყოველთასა, ჴორც-შესხმულსა, შენგან ევედრე ქალწულო წმიდაო ჴსნად ჩუჱნდა, საუკუნოსა ცეცხლისაგან, ქებით მგალობელთა შენთა:

ქმნული ჴელთა შენთა მომიძიე, მწყემსო სახიერო, და შემძლე არუჱსა მას მეოხებითა, ღი҃ს-მშობელისათა, ქებით მალობელი შენი:

ქარნი ვნებათანი აღმიდგეს მე, აღძრულნი მტერთაგან, და დამცეს სიკუდილად, არამედ, გევედრები ქალწულო, აღმადგინე ქებით მგალობელი შენი: