ქე҃ს მოწამენო ყოველთა ადგილთა წმიდაჰყოფთ, ყოველთა სნეულთა…
მწუხრად. უ҃ო ღაღად-ვჰყავსა ზედა, დასდებელნი, მოწამეთანი. ჴმა ჱ.
ქე҃ს მოწამენო ყოველთა ადგილთა წმიდაჰყოფთ, ყოველთა სნეულთა განჰკურნებთ თქუჱნ, და აწ ევედრენით თქუჱნ, ჰჴსნად მახეთაგან მტერისათა, სულთა ჩუჱნთა გევედრებით:
მოწამეთა შენთა უ҃ო დაივიწყეს, საწუთოსა ამის საშუჱბელნი, და შეურაცხ-ჰყუნეს სატანჯუჱლნი საუკუნოჲსა ცხოვრებისათჳს, რომლისა მოგებად ღირს-იქმნნეს ნეტარნი, და ანგელოსთა თანა იხარებენ, მათითა მეოხებითა, მოჰმადლე ერსა შენსა დიდი-წყალობაჲ:
რაოდენი რა არს საქებელი და რაოდენი რა არს შუჱნიერ, ყოველივე ჰშუჱნის მოწამეთა, რამეთუ მახჳლსა მოუდრიკნეს ქედნი მათნი, შენთჳს რომელმან მოჰდრიკენ ცანი, და გარდამოჰხედ ქუჱყანად, დასთხიცნეს სისხლნი მათნი შენთჳს, რომელმან დაიმდაბლე თავი თჳსი, და ხატი მონისა მიიღე, დამდაბლდეს ვიდრე სიკუდილადმდე, მიბაძჳთა სიგლახაკისა შენისათა, მათითა ლოცჳთა, მრავალთა მათებრ წყალობათა შენთა, ღო҃ შეგჳწყალენ ჩუჱნ:
ხესა უნაყოფოსა მივემსგავსე, ამაოებისა ხატითა ვითარცა ფურცლითა…
სხუანი, დასდებელნი მსგავსნი. ჴმა ჱ. ჵ სასწაული.
ხესა უნაყოფოსა მივემსგავსე, ამაოებისა ხატითა ვითარცა ფურცლითა შემოსილი, და მეშინის მეუფეო რათა არა მოკუჱთილი წარმგზავნო მე ცეცხლად საუკუნოდ დაუშრეტელად, არამედ მომეც მე ჟამი მოქცევისა, რათა შევსწირნე შენდა კეთილთა საქმეთა მოქმედებათა ნაყოფნი კეთილნი, და ღირს-ვიქმნა სასუფეველსა შენსა:
უ҃ო, უ҃ო მონასა ამას შენსა მრავალ განმარისხებელსა, ყოველსა შინა დღესა სახიერებისა შენისასა კაცთ-მოყუარე, ნუ განმაგდებ პირისაგან შენისა ქე҃, ნუცა მსწავლი მე მართლითა რისხჳთა შენითა, რამეთუ აღჳარებ შეგცოდე, შეგცოდე შენ, ვითარ იგი არავინ სხუამან შემიწყალენ და მაცხოვნე მე მეოხებითა დედისა შენისათა:
რაჟამს დაჰსჯდე დიდებითა შენითა, ვითარცა მეუფე ყოველთა საყდარსა ზედა სასჯელისასა, და მდგომარე იყუნეს შიშით წმიდანი ანგელოსნი შენნი, და წარმოდგეს წინაშე სასჯელად ყოველი ბუნებაჲ კაცთა ქე҃, მაშინ მეოხებითა დედისა შენისათა უ҃ო, იჴსნენ ყოველთაგან სატანჯუჱლთა სარწმუნოებით დაძინებულნი:
მეუფე ცათა კაცთ-მოყუარებისათჳს ქუჱყანასა ზედა გამოჩნდა, და…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
მეუფე ცათა კაცთ-მოყუარებისათჳს ქუჱყანასა ზედა გამოჩნდა, და კაცთა შორის იქცეოდა, რამეთუ ქალწულისაგან წმიდისა ჴორცნი შეისხნა და გამობრწყინდა, და შემდგომად ჴორცთ-შესხმისა ერთი ძე არს, ორკეცი ბუნებითა არა გუამოვნებითა, ამისთჳს ღუთად სრულად, და კაცად სრულად, ჭეშმარიტად ვჰქადაგებთ და აღჳარებთ ქე҃სა ღთ҃სა ჩუჱნსა, რომელსა ევედრე დედაო უსძლოო, შეწყალებად სულთა ჩუჱნთათჳს:
ქე҃ს მოწამენო ევედრენით თქუჱნ ჩუჱნთჳს ქე҃სა, და…
სტიქარონსა ზედა დასდებელნი. ჴმა ჱ.
ქე҃ს მოწამენო ევედრენით თქუჱნ ჩუჱნთჳს ქე҃სა, და ითხოვეთ თქუჱნ სულთა ჩუჱნთათჳს სიმრავლჱ მოწყალებათა, და მრავალთა ცოუათა ჩუჱნთა ლხინებაჲ გევედრებით:
ვჰგოდებ და ვიგლოვ მე, რაჟამს გულის-ჴმა-ვჰყო სიკუდილი…
მუჴლი. ნეტარ-არს, რომელი გამოირჩიე, და შეიწყნარე უ҃ო, და სახსენებელი მათი იყოს თესლითი თესლადმდე.
ვჰგოდებ და ვიგლოვ მე, რაჟამს გულის-ჴმა-ვჰყო სიკუდილი, და ვიხილო საფლავსა შინა მდებარე, შუჱნიერება ჩუჱნი ხატად ღი҃სა დაბადებული, შეურაცხად უპატიო და უსახურად, ეჰა საკჳრუჱლი, რა არს ესე ჩუჱნი, ქუჱყანისა ნაშობნო საიდუმლო ესე, ვითარ მივეცენით ხრწნილებასა, ვითარ შევეყუჱნით სიკუდილსა, ჭეშმარიტად განჩინებითა ღი҃სათა, ვითარცა წერილ-არს, რომელი მოანიჭებს მიცუალებულთა განსუჱნებასა:
სიკუდილი შენი უ҃ო, უკუდავებისა იქმნა შუამდგომელ, რამეთუ…
მუჴლი. სულმან მათმან კეთილთა შინა განისუჱნოს და ნათესავმან მათმან დაიმკჳდროს ქუჱყანა.
სიკუდილი შენი უ҃ო, უკუდავებისა იქმნა შუამდგომელ, რამეთუ სადამე საფლავსა არა დაიდევ, არცამცა განღებულ-იყო სამოთხჱ, ამისთჳს მიცუალებულთა განუსუჱნე, ვითარცა მოწალე-ხარ:
წმიდაო ქალწულო ბჭეო სიტყჳსაო, ღი҃სა ჩუჱნისა დედაო…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
წმიდაო ქალწულო ბჭეო სიტყჳსაო, ღი҃სა ჩუჱნისა დედაო, ევედრე ცხოვრებამან ჩუჱნდა:
მნათობად გონიერად გამოსჩნდით, წმიდანო მოწამენო, რომელთა ნისლი…
შაბათსა ცისკრად, შემდგომად ა სიხოლოღიისა, წარდგომანი მოწამეთანი, ჴმა ჱ.
მნათობად გონიერად გამოსჩნდით, წმიდანო მოწამენო, რომელთა ნისლი სათურისა განაქარუჱთ ქე҃ს სარწმუნოებითა, ლამპარნი სულთანი განაბრწყინუჱნით, და სიძისა მისთათანა უკუდავსა, სასძლოსა ცათასა დიდებით შეხუჱდით მას ევედრენით ცხოვრებისათჳს სულთა ჩუჱნთასა:
ქე҃ს მოწამეთა ტანჯუათა მოთმინებითა, ტანჯუანი იგი მტერთანი…
საკჳრუჱლ არს ღი҃ წმიდათა შორის მისთა, ღი҃ ისრაილისა: ბრძანებული ჩუჱნდა:
ქე҃ს მოწამეთა ტანჯუათა მოთმინებითა, ტანჯუანი იგი მტერთანი, ცეცხლებრ შემწუჱლნი მოაკუდინნეს, და უძლურთა კურნებასა, სენთა ოტებისა, მადლი ზეცით მოიღეს, ცხოვრებასაცა მათსა, და შემდგომად გამოჩნდეს, ეჰა საკჳრუჱლნი მსგავსად წყაროსა აღმოაცენებენ კურნებასა, საკჳრუჱლთ მოქმედო უ҃ო დიდება შენდა:
რომელი ჩუჱნთჳს იშევ ქე҃ ქალწულისაგან, ჯუარცმა დაითმინე…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
რომელი ჩუჱნთჳს იშევ ქე҃ ქალწულისაგან, ჯუარცმა დაითმინე სახიერ რომელმან სიკუდილითა სიკუდილი მოაკუდინე, და აღდგომა მოგუმადლე ვითარცა ღთ҃-ხარ, და ნუ უგულებელს-ჰყოფ რომელი შეჰქმნეს ჴელთა შენთა, არამედ აჩუჱნე კაცთ-მოყუარებაჲ შენი მოწყალე, და მიიღე რომელმან გშუა შენ ღი҃ს-მშობელისაგან ვედრება ჩუჱნთჳს, და აცხოვნე მაცხოვარო ჩუჱნო ერი განწირული:
წინასწარ-მეტყუჱლნო და მოწამენო ქე҃სნო, და მღუდლ-მთავარნო, რომელთა…
შემდგომად ნეტარ-არიანისა, სხუნი, წარდომანი, ჴმა ჱ. ბრძანებული ჩუჱნდა საიდუმლო.
წინასწარ-მეტყუჱლნო და მოწამენო ქე҃სნო, და მღუდლ-მთავარნო, რომელთა ღუაწლი კეთილი კეთილ-მსახურებით სჯულიერად აღასრულეთ, და მიიღეთ გჳრგჳნნი დაუჭნობელი ღი҃სა, მიერ დაუცხრომელად ევედრენით ჩუჱნთჳს სახიერებისა მისსა, რათა მოგუანიჭოს ჩუჱნ მოტევებაჲ ცოდუათა, ვითარცა ღთ҃მან მოწყალემან:
კეთილ-მსახურებით ჟამიერთა ამათგან მიცუალებულნი, საყოფელთა შინა ჰრჩეულთასა…
სულმან მათმან კეთილთა შინა განისუჱნოს და ნათესავმან მათმან დაიმკჳდროს ქუჱყანა. მიცუალებუთა, მსგავსივე.
კეთილ-მსახურებით ჟამიერთა ამათგან მიცუალებულნი, საყოფელთა შინა ჰრჩეულთასა მართალთა თანა აღრაცხენ მეფეო, და განუსუჱნე მათ ადგილთა მედღესასწაულეთასა, და სიტკბოებასა შინა დაუსრულებელსა სამოთხისასა ვითარცა სახიერმან, და ნებსითნი და უნებლიეთნი ცოდუანი მათნი, უმწუჱრუალესისათჳს სახიერებისა შენისა შეუნუჱნ კაცთ-მოყუარე:
რომელი სიღრმითა მით სიბრძნისა შენისათა, კაცთ-მოუარებთ ყოველსავე…
მიცუალებულთავე.
რომელი სიღრმითა მით სიბრძნისა შენისათა, კაცთ-მოუარებთ ყოველსავე განაგებ, რომელი უმჯობესსა ყოველთასა განაწესებ, მხოლოო დამბადებეკო ყოველთაო, განუსუჱნე სულთა მონათა შენთასა, რამეთუ შენდა მომართ აქუნდათ სასოებაჲ შემოქმედისა ყოველთასა და კაცთ-მოყუარისა ღი҃სა:
შენ-ხარ ზღუდე ჩუჱნი და ნავთ-საყუდელი, და მეოხი…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
შენ-ხარ ზღუდე ჩუჱნი და ნავთ-საყუდელი, და მეოხი კეთილად შემწყნარებელი, მისსა მიმართ რომელი ჰშევ შენ, ღი҃ს-მშობელო უსძლოო მორწმუნეთა ცხოვრებაო:
რუა ჴმისა ახლისა, პატიოსანი დასასრული
შაბათსა, კანონი ყოველთა წმიდათა, რომლისა კიდურ წერილობაჲ.
რუა ჴმისა ახლისა, პატიოსანი დასასრული.
უგალობდეთ უ҃სა, რომელმან განიყუანა ერი თჳსი, ზღუასა…
შრომანი იოსებისნი. გალობა ა. ჴმა ჱ. სძლისპირი.
უგალობდეთ უ҃სა, რომელმან განიყუანა ერი თჳსი, ზღუასა მას მეწამულსა, მას მხოლოსა უგალობთ რომელიცა დიდებულ-არს:
გამოსჩნდით მარგარიტ პატიოსან, გჳრგჳნ განმაშუჱნებელ პატიოსნისა ეკკლესიისა, მჴნენო მოღუაწენო ქე҃სნო:
განაბრწყინუჱს დოღმატი კეთილთა საქმეთა საღმრთოჲთა ბრწყინუალებითა, ყოვლად ბრძენთა მღუდელ-მთავართა, და მორწმუნეთა გულნი განანათლნეს:
საკჳრუჱლსა წინასწარ-მეტყუჱლთა შორის და ღირსთა, გევედრებით შენ სიტყუაო რომელთა ოხითა გუაცხოვნენ ჩუჱნ:
რაჟამს იგი ყოფად მართლისა სასჯელისა მოხჳდე მართალო, მეოხებითა წმიდათა შენთათა, დაუსჯელად გუაცხოვნენ ჩუჱნ სიტყუაო:
მცნობელი შენი დედად უ҃ისა გუნდი დედათა, შემდგომად შენსა ქალწულო მოღუაწე-ქმნილი, ძისა შენისა მიმართ მირთმულ იქმნა:
სარმუნოებით მიცუალებულთა მერუჱსა შეუთხზავ გალობასა
სხუა. კანონი მიცუალებულთა, რომლისა კიდურ-წერილობა.
სარმუნოებით მიცუალებულთა მერუჱსა შეუთხზავ გალობასა.
ვნებითა ვნებათა ქე҃სთა, და სიკუდილითა სიკუდილისა დიდებულსა…
გალობა ა. ჴმა ჱ. სძლისპირი. ეტლთა მფლობელი ფარაო.
ვნებითა ვნებათა ქე҃სთა, და სიკუდილითა სიკუდილისა დიდებულსა, მიემსგავსნეს მჴნენი, ყოვლად-ქებულნი მოწამენი, რომლისა თჳსცა მიემთხჳვნეს, საღმრთოსა ცხოვრებისა, და სამ-გზის სანატრელსა დიდებასა და ღთ҃სა უგალობენ, დიდებით დიდებულსა:
ცოდუათა სიჭაბუკისა, და უმეცრებისათა ნუ მოიჴსენებ, ქე҃ მაცხოვარო, პირუჱლ ჩუჱნგან მიცუალებულთა, მონათა შენთასა წყალობით, არამედ აღრაცხილ-ჰყუჱნ, წმიდათა და რჩეულთა შენთა თანა, რათა გიგალობდენ შენ, ძლევისა გალობითა:
სიხარული და დიდება, და ფუფუნება რომელსა მიემთხჳვნეს, სანატრელისა მის, მოქალაქობისა მუშაკნი, და სიწმიდით მსახურნი შენნი, ქე҃ მდიდრად მიმადლე, მონათა შენთა მიცუალებულთა, რომელნი შეივედრენ, ჩუჱნგან მრავალ-მოწყალე:
მუცლად-იღე სიტყუაჲ ღი҃სა, ჴორცთა არსებისა შეერთებული, შენ…
ღი҃ს-მშობლისა.
მუცლად-იღე სიტყუაჲ ღი҃სა, ჴორცთა არსებისა შეერთებული, შენ შორის ქალწულო, ყოვლად წმიდაო დედოფალო რომელმან ჯოჯოხეთისა, მძლავრებაჲ წარმოსტყუჱნა, და დასცა მძჳნუარჱ ფლობაჲ მისი, ამისთჳს გიგალობთ შენ, მფარუჱლსა სოფლისასა:
რომელმან ცანი სიტყჳთა დაამტკიცენ, და ქუჱყანაჲ დააფუძნე…
გალობა გ. სძლისპირი.
რომელმან ცანი სიტყჳთა დაამტკიცენ, და ქუჱყანაჲ დააფუძნე წყალთა ზედა მძლავრთა, დამამტკიცე მე გალობად, დიდებისმეტყუჱლებისა შენისა უ҃ო:
მსხუჱრპლნი საძაგელნი მოღუაწეთა გონებითა უძლიერესითა განჰყარნეს, და…
ტროპარნი.
მსხუჱრპლნი საძაგელნი მოღუაწეთა გონებითა უძლიერესითა განჰყარნეს, და იქმნნეს მსხუჱრპ უგანწმედილეს დაკლულისა სიტყჳსა:
სიტყჳთა სამღუდელოჲთა განაახლენით ყოვლითა ვნებითა დაძუჱლებულნი, და სოფლისა განმაახლებელისა სიტყჳსა, გამოჰსჩნდით საღმრთოდ მოწამედ:
წინასწარ-მეტყუჱლთა და პირუჱლ მოცემულმან მადლმან ყოვლად წმიდისა სულისამან, უკანასკნელ მმარხუჱლნი ნიჭითა საღმრთოჲთა აღახუნა:
გუნდთა თანა წმიდათასა აღრაცხენ ღო҃, რომელნიცა წარჳდეს სარწმუნოებით ცხოვრებისა ამისგან, და მკჳდრ-ჰყუჱნ სამოთხესა გამოუთქმელითა წყალობითა:
ვერსადა დასატევნელი უ҃ი იესო, არა იწროდ დატევნილი…
ღი҃ს-მშობლისა.
ვერსადა დასატევნელი უ҃ი იესო, არა იწროდ დატევნილი, დაემკჳდრა განწმედილსა მუცელსა შინა შენსა, ყოვლა უბიწოო ქალწულო ყოვლად საგალობელო:
შენ დამამყარებელო, კამარათა ცისათაო უ҃ო, და აღმაშენებელო…
სხუა. სძლისპირი.
შენ დამამყარებელო, კამარათა ცისათაო უ҃ო, და აღმაშენებელო ეკკლესიათაო დამამტკიცენ ჩუჱნ, სიყუარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო, და განმაძლიერებელო, მორწმუნეთაო მხოლოო კაცთ-მოყუარე:
მამულთაგან ცთომათა, ემბაზითა მით ნათლის-ღებისათა, განთავისუფლდით პირუჱლ…
ტროპარნი.
მამულთაგან ცთომათა, ემბაზითა მით ნათლის-ღებისათა, განთავისუფლდით პირუჱლ ღირსნო მარტჳლნო და იშუჱნით, და კუალად მდინარითა თჳსთა სისხლთათა ბრწყინუალედ სხურებულნი, ქე҃ს ღი҃სა თანა ჰსუფევთ, ყოვლად ქებულნო და სამ-გზის სანატრელო:
რომელი ნებსით თჳსით, ვითარცა მკუდარი საფლავსა დაიდევ, და რომელნი მყოფ-იყუნეს საფლავსა შინა მკუდრეთით აღადგინენ, აწცა ჯერ-იჩინე, რომელნი იგი ჩუჱნგან შეივედრენ საყოფელსა წმიდათასა, დამკჳიდრებაჲ და განსუჱნებაჲ მათი ქე҃:
ღუთაებრთა წყალობათა, და ბუნებრივთა სახიერებათა, შენთა მიერ მოდრეკილმან, და ვედრებულმან ქე҃ სახიერო, ცოდუათა შენდობაჲ, მიეც მონათა შენთა მიცუალებულთა, და საშუჱბელთა საუკუნეთა, ღირს-ჰყუჱნ მხოლოო კაცთ-მოყუარე:
საშოსა შენისაგან, ყოვლად უბიწოსა განჴორციელდა, და კაც-იქმნა…
ღი҃ს-მშობლისა.
საშოსა შენისაგან, ყოვლად უბიწოსა განჴორციელდა, და კაც-იქმნა კაცთ-მოყუარებით, მხოლო მრავალ-მოწყალე ქალწულო, ყოვლად დიდებულო და იჴსნა კაცნი ბჭეთაგან სიკუდილისათა ამისთჳს პირითა და გულითა, ჭეშმარიტად დედად ღი҃სად გქადაგებთ:
მესმა უ҃ო განგებაჲ, საიდუმლოთა შენთა გამოუთქმელთა, განჳცადენ…
გალობა დ. სძლისპირი.
მესმა უ҃ო განგებაჲ, საიდუმლოთა შენთა გამოუთქმელთა, განჳცადენ საქმენი შენნი, და აღჳარე მე ღმრთაება შენი:
რომელთა წარულეთ ასპარეზი, ტანჯჳსა მჴურუალებითა სულისათა, მოღუაწენო…
ტროპარნი.
რომელთა წარულეთ ასპარეზი, ტანჯჳსა მჴურუალებითა სულისათა, მოღუაწენო ღი҃უ-სანატრელნო, შეჰსწუჱნით ნივთნი საცთურისანი:
ღი҃რსნი შენნი უ҃ო და მღუდელ-მთავარნი ადიდენ ბრწყინუალედ, საღმრთოჲთა მეოხებითა მათითა, ზიარ-მყავ მე დიდებასა შენისა:
მობერუამან საღმრთოჲთა სულისამან, განმანათლებელმან წინასწარ-მეტყუჱლთამან, მიანიჭა ძლიერებაჲ დედათა, წარწყმედად აღძრუათა მტერისათა:
ყოველთა თანა წმიდათა ღირს-ჰყუჱნ შუჱბად, რომელნიცა იგი მიჰსცუალენ მონანი შენნი სახიერ, საყოფელთა შინა წმიდათა შენთასა გევედრებით:
საღმრთოსა სჯულისა მომცემელი, ჰშევ უზესთაეს სჯულთა ბუნებისათა, განმანათლებელი ყოვლად უბიწოო ბრკმულისა კაცთა ბუნებისა:
რათა იხილონ დიდებაჲ, შენი მეუფეო, და ნათლისა…
სხუა. სძლისპირი. შენ ხარ ქე҃.
რათა იხილონ დიდებაჲ, შენი მეუფეო, და ნათლისა უფსკრულსა, ბრწყინუალებასა შენსა საღმრთოსა, მიემთხჳნეს, ყოველივე სახე სატანჯუჱლთა დაითმინეს მარტჳლთა, და მძლე-ექმნნეს მთავარსა ბნელისასა, და დასთა მისთა ურიცხუთა სიმრავლესა, და გალობით გიღაღადებდეს, ძალსა შენსა დიდება კაცთ-მოყუარე:
მრავალ-სავანე-არიან, შენთანა უ҃ო, და თჳთოეულისა სათნოებათა და მოღუაწებათა, საზომისაებრ, განიყოფიან რომელნი იგი აღავსენ, სარწმუნოებით დაძინებულთა მიერ, მონათა შენთა მრავალ-მოწყალეო, რათა მადლობით გიღაღადებდენ, ძალსა შენსა დიდება კაცთ-მოყუარე:
სწორი ჩუჱნი შეიმოსე, კაცებაჲ უკუდავო, უბრალოდ უცოდუჱლო, და მსგავსად ჩუჱნსა სიკუდილი დაითმინე, და გზანი ცხოვრებისა საუკუნოჲსანი გჳჩუჱნენ, რომელნი იგი გზა-უყუჱნ შესუჱნებულთა, და შენდობაჲ ცოდუათა მიანიჭე, და ნათლისა მის უოხჭნოჲსა, დამკჳდრებასა, ღირს-ჰყუჱნ კაცთ-მოყუარე:
შენ-ხარ სიქადულ მორწმუნეთა ყოვლად წმიდაო, შუა-მდგომელ და…
ღი҃ს-მშობლისა:
შენ-ხარ სიქადულ მორწმუნეთა ყოვლად წმიდაო, შუა-მდგომელ და შესავედრებელ ქრისტიანეთა, ზღუდე და ნავთ-საყუდელ, რამეთუ ძესა შენსა ოხასა შეჰსწირავ ყოვლად უბიწოო, და აცხოვნებ განსაცდელთაგან, სარწმუნოებით და სურჳლით, ღი҃ს-მშობლად და წმიდად მცნობელთა შენთა:
განგუანათლენ ჩუჱნ, ნათლითა შენითა უ҃ო, და მკლავითა…
გალობა ე. სძლისპირი.
განგუანათლენ ჩუჱნ, ნათლითა შენითა უ҃ო, და მკლავითა მაღლითა მორწმუნეთა მშჳდობა შენი, ზეცით მომეც ჩუჱნ კაცთ-მოყუარე:
დაითმინნეს წყლულებანი ჴორციელნი მოწამეთა საღმრთოთა, და ამისთჳს…
ტროპარნი.
დაითმინნეს წყლულებანი ჴორციელნი მოწამეთა საღმრთოთა, და ამისთჳს ჰკურნებენ წყლულებათა ჩუჱნთა მარადის, მომწყლუჱლნი ეშმაკთანი:
წმიდანო მღუდელ მთავარნო ღი҃სანო, ქე҃სა ევედრენით ყოველთა თანა ღირსთა, ცოდუათა მოტევებისა მონიჭებად ჩუჱნდა:
ჰსტანჯნეს ჴორნი თჳსნი ღირსთა, დედათა გუჱმითა და სწავლითა კაცთ-მოყუარე, და სასოებასა კეთილთასა ღირს-იქმნნეს:
რომელმან სიკუდილითა შენითა უკუდავო წარსმწყმიდე სიკუდილი, მომკუდართა განუსუჱნე სასოებასა შინა და ცხოვრებასა მორწმუნეთა მონათა შენთა ვითარცა კაცთ-მოყუარემან:
დასჯა იგი ლირუჱლთა მამათა უქმ-ჰყავ უკუჱ წმიდაო…
ღი҃ს-მშობლისა.
დასჯა იგი ლირუჱლთა მამათა უქმ-ჰყავ უკუჱ წმიდაო, ჴორცითა მშობელმან ყოველთა განმანათლებელისა იესოს მხოლოჲსა უ҃სამან:
გაოუკულეველსა მას, შენდა ქე҃ დიდებასა და ნეტარებასა…
სხუა. სძლისპირი. ნუ სადა გან.
გაოუკულეველსა მას, შენდა ქე҃ დიდებასა და ნეტარებასა, წმიდათა სავანესა, სადა იგი არს ჴმა დღესასწაულთა, ამიერ, მიცუალებულნი დააწესენ კაცთ-მოყუარე, უვნებელსა და უკუდავსა ცხოვრებასა:
სადა იგი კრებულნი, ანგელოსთანი და მწყობრნი მართალთანი იშუჱბენ აბრაამის წიაღთა, დააწესენ მონანი შენნი მაცხოვარ, და ღირს-ჰყუჱნ, კადნიერებით წარდგომად საყდართა შენთა საშინელსა, და მიეც განსუჱნებაჲ:
ლხინება ჩუჱნდა იქმენ, და სიმართლე და გამოჰჴსნა ქე҃ კაცთ-მოყუარეო, და სალმობანი ჩუჱნნი, განჰკურნენ წყალობითა შენითა, სახიერ, და აწცა საშუჱბელთა სამოთხისათა, დაამკჳდრენ სულნი მიცუალებულნი:
კაცებაჲ შეიმოსე, აღმატებულმან ღმრთაებისა ბრწყინუალებითა, სიტკბოებით მოწყალე…
ღი҃ს-მშობლისა.
კაცებაჲ შეიმოსე, აღმატებულმან ღმრთაებისა ბრწყინუალებითა, სიტკბოებით მოწყალე, და ჴორცნი სულიერნი მიიხუჱნ, სძლისაგან, ყოვლად წმიდისა და სული სიტყჳერი, რომელთა მიერ სიკუდილი დაჰჴსენ:
მომიტევენ სახიერ, აურაცხელნი ცოდუანი ჩემნი, რომელთათჳს გიჰჴმობ…
გალობა ვ. სძლისპირი.
მომიტევენ სახიერ, აურაცხელნი ცოდუანი ჩემნი, რომელთათჳს გიჰჴმობ შენ, მიჴსენ მე ბოროტთაგან, შენდა მომართ ვღაღადებ ისმინე ჩემი, ღო҃ მაცხოვარო ჩემო:
პატიოსნითა წყლულებითა თქუჱნითა განჰკურნებთ უძლურებათა სულთასა წმიდანო…
ტროპარნი.
პატიოსნითა წყლულებითა თქუჱნითა განჰკურნებთ უძლურებათა სულთასა წმიდანო მოწამენო, და განჰხდით მარადის სიმპალეთა ჴორცთასა და მოსწყლავთ სიმრავლესა ბოროტთა ეშმაკთასა:
გუნდმან ღირსთამან, და კრებულმან მღუდელ-მთავართამან, და დედათა უბიწოთა მტკიცედ მოღუაწეთა საღმრთომან შეერთებულებამან დაიმკჳდრნეს ცათა შინა შუჱბაჲ:
მოკუდინებითა ჴორცთათა მმარხუჱლნო ცხოვრებასა მიემთხჳენით, ხოლო მწყსითა კეთილად სამწყსოთა ქე҃სთათა მღუდელ-მთავარნო ყოვლად ბრძენნო, უკუდავსა დიდებასა ღირს-იქმნენით შემდგომად აღსასრულისა:
ცხოველთა ცხოველს-მყოფელო სიტყუაო და მომკუდართა განსუჱნებაო, რომელნი მიიცუალნეს ჩუჱნგან საღმრთოჲთა მით წამის-ყოფითა შენითა მონანი შენნი, წიაღთა სათნოჲსა შენისა აბრაამისთა დაამკჳდრენ:
დაემკჳდრა შენ შორის წმიდაო ბრწყინუალებაჲ მამისა, და…
ღი҃ს-მშობლისა:
დაემკჳდრა შენ შორის წმიდაო ბრწყინუალებაჲ მამისა, და ცისკრითა უნივთოჲსა ღმრთაებისა თჳსითა, დაჰჴსნა ბნელი იგი მრავალ-ღმრთაებისა, და სოფელი ყოველი განანათლა:
მარტჳლთა შენთა ქე҃, ტანჯუანი მრავალნი მოითმინნეს, სურჳლითა…
სხუა. სძლისპირი იგივე.
მარტჳლთა შენთა ქე҃, ტანჯუანი მრავალნი მოითმინნეს, სურჳლითა შენითა, მოიწყლნეს გონებითა, რამეთუ ტკბილისა მის ზიარებისა, შენისა წადიერ-იქმნნეს:
მუცელი მძჳნუარისა, სიკუდილისა მაცხოვარ განხეთქე, და მის მიერ პყრობილნი ყოველნი აღადგინენ, და ცხოვრებაჲ მიჰმადლე, რომელსა ღირს-ჰყუჱნ, მოწყალე შესუჱნებულნი:
ცრემლთაგან და სულთქმისა, ჯოჯოხეთისა იჴსნენ მაცხოვარ, მიცუალებულთა სულნი რამეთუ შენ მხოლომან, მოსპე ყოველი ცრემლი, მათგან რომელნი სარწმუნოებით გიგალობენ:
ბუნებით შემოქმედი, დაებადა საშოსა შენსა, და სავსე…
ღი҃ს-მშობლისა.
ბუნებით შემოქმედი, დაებადა საშოსა შენსა, და სავსე ღმრთაებითა, ჴუჱბულ-იქმნა სძალო, და მან მხოლომან უკუდავმან, ცხოვრებისათჳს ჩუჱნისა სიკუდილი თავს-იდუა:
ყრმათა ღი҃ს-მსახურთა, ბაბილონს შინა, არა ჰმსახურეს ხატსა…
გალობა ზ. სძლისპირი.
ყრმათა ღი҃ს-მსახურთა, ბაბილონს შინა, არა ჰმსახურეს ხატსა ოქროსასა, და მით საჴუმილსა შეითხივნეს, და შეცურეულნი ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:
რომელთა დაარღჳენით ზღუდენი ბოროტ-მსახურებისანი შეიკრენით რა საღმრთოდ…
ტროპარნი.
რომელთა დაარღჳენით ზღუდენი ბოროტ-მსახურებისანი შეიკრენით რა საღმრთოდ ყოვლად ქებულნო, შეცოდებათაცა ჩემთა ტჳრთი განაბნიენით, და მაცხოვნეთ მოწამენო მგალობელი, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:
ღრუბლითა სამღუდელოჲთა სისხლთა თქუჱნთათა, დაშრიტეთ ცეცხლი წუალებათა, და შესწუჱნით მღუდელ-მთავარნო ყოვლად ბრძენნო, ღუარძლნი უღმრთოებითისა საცთურისანი, და სულნი მორწმუნეთანი განანათლენით:
მმარხუჱლნი კრძალულებისა მიერ მომაკუდინებელნი, იგი ჴორცთანი, ცხოველ-არიან შემდგომად სიკუდილისა, ხოლო გუნდნი წინასწარ-მეტყუჱლთა მართალთა, და შეერთებლება მოღუაწე დედათა იდიდების, რომელთა ოხითა ქე҃ გჳჴსნენ განსაცდელთაგან:
ყოველთა რომელნი იგი აღესრულნეს სასოებასა შინა ცხოვრებისასა, დაძინებულთა სულთა განუსუჱნე ქე҃, და უგულებელს-ჰყუჱნ სოფელსა შინანი შეცოდებანი მათნი, მრავლისათჳს სახიერებისა შენისა, მაცხოვარ მხოლოო სახიერო, მამათა ღო҃ კურთხეულო:
ვითარცა ყოვლითურთ წმიდამან შეიწყნარე, საშოსა შინა შენსა…
ღი҃ს-მშობლისა.
ვითარცა ყოვლითურთ წმიდამან შეიწყნარე, საშოსა შინა შენსა სიტყუაჲ განჴორციელებული, მას ევედრე ყოვლად უბიწოო, შეცოდებათა სულთა და ჴორცთა ჩემთასა განწმედად, რომელი მოვივლტი შენდა წმიდითა სარწმუნოებითა:
ყოველივე სურჳლი მოწამეთა, აღპყრობილ იყო მეუფისა მიმართ…
სხუა. სძლისპირი იგივე.
ყოველივე სურჳლი მოწამეთა, აღპყრობილ იყო მეუფისა მიმართ, და შეზავებულ მისთანა სიყუარულისა მიერ, ვინაცა მადლობით ღაღადებდეს, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:
სარწმუნოებით შესუჱნებულთა მიეც ბრწყინუალებაჲ სასუფეველისა, და უხრწნელებისა, სამოსელი შეჰმოსე მჴსნელო, რათა მადლობით გიღაღადებდენ, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:
სიხარულითა და მხიარულებითა, აღავსენ მონანი შენნი მოწყალე, რომელნი მისცუალენ და განსუჱნებაჲ მიჰმადლე, რათა მადლობით გიღაღადებდენ, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:
რათა დაჰჴსნე წყევაჲ ევასი, ყოვლად უბიწო საშო…
ღი҃ს-მშობლისა:
რათა დაჰჴსნე წყევაჲ ევასი, ყოვლად უბიწო საშო ქალწულისა, დაიმკჳდრე ქე҃ და კურთხევა მიანიჭე, სარწმუნოებით მგალობელთა, კურთხეულ-არს მშობელი შენი, ცათა უმაღლესი:
სამნი ყრმანი ღი҃ს-მეტყუჱლნი, სახუმილსა მას შინა ცეცხლისასა…
გალობა ჱ. სძლისპირი.
სამნი ყრმანი ღი҃ს-მეტყუჱლნი, სახუმილსა მას შინა ცეცხლისასა, მჴნედ დათრგუჳდეს, და კადნიერად ღაღადებდეს, აკურთხევდით ყოველნი საქმენი უ҃ისანი უ҃სა:
ტაძარნი საკერპონი დაარღჳენით მოღუაწენო, და თავნი თჳსნი…
ტროპარნი.
ტაძარნი საკერპონი დაარღჳენით მოღუაწენო, და თავნი თჳსნი ტაძრად საღმრთოსა სამებისა აღაშენენით ვნებათა მოთმინენო უ҃ისანო თანა მზრახუჱლნო ანგელოსთანო:
მღუდელნი შენნი ქე҃ ღირსად სიმართლითა შემოსილნი, აწ იხარებენ საუკუნითგან მყოფთა თანა, და ხედუჱნ ბრწყინუალედ საღუთოსა სიკეთესა შენსა:
უსამღუდელოესითა ლოცჳთა წინასწარ-მეტყუჱლთა შენთა, და დედათა მარადის დიდებულთა, და საუკუნითგან მყოფთა მართალთათა, მოანიჭენ სიტყუაო სოფელსა შენსა წყალობანი შენნი:
მსაჯულო მართალო რაჟამს იგი გენებოს განჰსჯად, დამარხენ დაუსჯელად რომელნი იგი მიიღენ ჩუჱნგან, და უგულებელს ჰყუჱნ შეცოდებანი მათნი მეუფეო:
რომელნი ეგე განსცხადენ ქალწულად, ღრუბელნი ბნელნი სულისა…
ღი҃ს-მშობლისა.
რომელნი ეგე განსცხადენ ქალწულად, ღრუბელნი ბნელნი სულისა ჩემისანი ნათლითა შენითა განჰსდევნენ, მშობელო მზისა სიმართლისაო:
მთასა ზედა, მოსეს თანა მზრახუჱლმან, მაყულოვანი სახედ…
სხუა. სძლისპირი.
მთასა ზედა, მოსეს თანა მზრახუჱლმან, მაყულოვანი სახედ გამოაჩინა, და ქალწულისაგან შობილსა უვნებელად, ყოველნი აკურთხევთ და აღუამაღლებთ მას უკუნისამდე:
ქუჱყანასა ზედა, ღუაწლი თავს-ისხნეს, მოწამეთა, ხოლო ზეცათა…
ტროპარნი:
ქუჱყანასა ზედა, ღუაწლი თავს-ისხნეს, მოწამეთა, ხოლო ზეცათა შინა, გჳრგჳნნი უხრწნელებისანი მიიხუნეს, ღთ҃სა აკურთხევენ, და ამაღლებენ მას უკუნისამდე:
შთაჴედ ქუჱსკნელს, ქე҃ და სამარეთა, მდებარენი წყალობით აღადგინენ, აწცა სარწმუნოებით მიცუალებულთა, მიეც განსუჱნებაჲ, ყოვლისა მპყრობელო, და ყოვლად ძლიერო:
ვითარცა ხარ, ცხოვრებისა უფსკრული, და მდინარე, საღმრთოთა საშუჱბელთა მონანი შენნი პირუჱლ დაძინებულნი ღირს-ჰყუჱნ გალობასა, შენსა, და ქებასა უკუნისამდე:
ღი҃ს-მშობელო, მარიამ რომელმან ჰშევ, მაცხოვარი, ყოველთა ჴორციელად…
ღი҃ს-მშობლისა.
ღი҃ს-მშობელო, მარიამ რომელმან ჰშევ, მაცხოვარი, ყოველთა ჴორციელად, იჴსნენ სარწმუნოებით, შემსხმელნი შენნი, რომელნი აქებენ ყოვლად უბიწოსა, შობასა შენსა:
შენ რომელი უქორწინებელ-ხარ დედაო უსძლოო, შენ რომელმან…
გალობა თ. სძლისპირი.
შენ რომელი უქორწინებელ-ხარ დედაო უსძლოო, შენ რომელმან უზესთაეს ბუნებათა ჰშევ დაუსაბამო, რომელ-არს შემოქმედი ღი҃, ჭეშმარიტი გალობითა, დაუდუმებელითა გადიდებთ:
მდგომარე-იყუნეს მოწამენი წინაშე უმართლოჲსა სამჰსჯავროსა, და ყოველი…
ტროპარნი.
მდგომარე-იყუნეს მოწამენი წინაშე უმართლოჲსა სამჰსჯავროსა, და ყოველი უმართლოება მადლითა ქე҃სითა დასაჯეს, და უმართლოდ პყრობილნი განარინნეს, და სიმართლისა გჳრგჳნნი მოიჴუნეს:
გამოსჩნდით ვითარცა საჭე ეკკლესიისა, და ყოველნი ჴუამალდი მცნებათა ღი҃სათა წარმართეთ კეთილ-მსახურებით მღუდელ-მთავარნო და მწყემსნო სანატრელნო, ამისთჳს ვითარცა კეთილ-მესაჭეთა პატივს-გცემთ თქუჱნ:
კრებული წინასწარ-მეტყუჱლთა და ღირსთა, და უბრწყინუალესი გუნდი დედათა წურთილებათა შინა ბრწყინუალე გევედრების უ҃ო, მოგუანიჭენ წყალობანი შენნი:
პატივსა რომელსაცა და დიდებასა ღირს-იქმნნეს საუკუნესა ყოველნი წმიდანი ქე҃სნი, სარწმუნოებით ამაოსა ამისგან წარსრულნი ღირს-ჰყუჱნ ზიარებად, მონანი შენნი სახიერ, მეოხებითა წმიდათა შენთათა:
რომელმან იტჳრთე სავსება წიაღთა შენთა ყოვლად უბიწოო…
ღი҃ს-მშობლისა.
რომელმან იტჳრთე სავსება წიაღთა შენთა ყოვლად უბიწოო, სრულ-ჰყუჱნ ვედრებანი ჩუჱნ მონათა შენთანი, და ღი҃სა მიმართ წარმართენ სლუანი ჩუჱნნი, და განმაძლიერენ ქმნად კეთილთა საქმეთა:
განჰკჳრდეს ზესკნელს ცანი და კიდენი, ქუჱყანისანი შეძრწუნებულ-იქმნნეს…
სხუა. სძლისპირი.
განჰკჳრდეს ზესკნელს ცანი და კიდენი, ქუჱყანისანი შეძრწუნებულ-იქმნნეს, რაჟამს ღი҃ შენ მიერ კაცთა გამოეცხადა, და საშო შენი უმაღლეს, ცათა საყდართა გამოაჩინა, ამისთჳს ღი҃ს-მშობელო, ანგელოსნი და კაცნი, ვითარცა ღირს-ხარ გადიდებენ შენ:
გაქუნდათ თქუჱნ მოწამენო დიდებულნო, უძლეველი ძალი ქე҃ს…
ტროპარნი.
გაქუნდათ თქუჱნ მოწამენო დიდებულნო, უძლეველი ძალი ქე҃ს მჴსნელისა, ვინაცა მძლავრთა ბრძანებანი შეურაცხჰყუჱნით, და ზეცათა სუფევისა ჭეშმარიტად მკჳდრად გამოჰსჩნდით, და ჰბრწყინავთ სამებისა, წმიდისა ბრწყინუალებითა, საწადელითა ყოვლად ქებულნო:
დაიჴსნა ჯოჯოხეთი უსახური, და დაირღუა შენ მიერ კაცთ-მოყუარე, და აღდგეს დასჯილნი და შეწყდომილნი მას შინა, და აწცა ყოვლად ძლიერო, წინაშე შენსა მიცუალებულნი, დაუღამებელსა მას ნათელსა შენსა ღირს-ჰყუჱნ, და განუსუჱნე ვითარცა ღთ҃-ხარ:
ყოვლითურთ ხარ მაცხოვარ სიტკბოება, ყოვლითურთ გულისსათქმელ და საწადელ, ყოვლითურთ სიკეთე და შუჱნიერება უსაზღურო, და აწ შენდა მიცუალებულნი, განუძღომელისა, სიკეთისა, შენისაგან აღავსენ, და ღირს-ჰყუჱნ მეუფეო, წინაშე შენსა შუჱბად მარადის:
რომელმან ჰშევ ქე҃ მაცხოვარი ჩემი ღი҃ და…
ღი҃ს-მშობლისა.
რომელმან ჰშევ ქე҃ მაცხოვარი ჩემი ღი҃ და კაცი ღი҃სა დედაო, მრჩობლი ბუნებითა და არა გუამოვნებითა, მხოლოდ-შობილი მამისაგან, და შენგან პირმშო დაბადებულთა, მაცხოვნე გევედრები, რათა სარწმუნოებით, გადიდებდე ყოვლად უბიწოო:
ძლიერად იღუაწეთ მოწამენო, და სიმჴნით სატანჯუჱლთა, უსჯულოთასა…
აქებდითსა ზედა, დასდებელნი მოწამეთანი. ჴმა ჱ.
ძლიერად იღუაწეთ მოწამენო, და სიმჴნით სატანჯუჱლთა, უსჯულოთასა დაუთმეთ, და ქე҃ აღიარეთ, წინაშე მეფეთა ღირსნო, და კუალად, განრახუჱდით საწუთოსაგან, ძალთა, და ნიშთა აღასრულებთ სოფელსა შინა, და სნეულთა, განჰკურნებთ უძლურებასა, და ვნებათა წმიდანო, მეოხ-გუჱყუჱნით ჰჴსნად სულთა ჩუჱნთათჳს:
მჴედარნო ქე҃სნო უძლეველნო, რომელთა სძლეთ საცთურსა, ძალითა მით ჯუარისათა, და მოიღეთ თქუჱნ მადლი, უოხჭნოჲსა ცხოვრებისა, და მძლავრთა, შინებასა არა შესძრწუნდით, გუჱმასა, და ტანჯუასა შინა იხარებდით, ქე҃ს მიერ, და აწ ძუალნი თქუჱნნი იქმნნეს, მკურნალ სენთა ჩუჱნთა, მეოხ-გუჱყუჱნით ჰჴსნად სულთა ჩუჱნთათჳს:
ჯაჭჳ სარწმუნოებისა სიმჴნით, შეიმოსეთ და ნიჭი, ჯუარისა საჭურუჱლად, აღიღეთ მოწამენო, და მჴედრად ქე҃სა ახოვნად, გამოსჩნდით, რამეთუ წინა-აღუდეგთ მძლავრთა, და კუალად, ეშმაკისა საცთური დააკუჱთეთ, უძლეველნო, და გჳრგჳნნი მოიხუჱნით, ბრწყინუალენი ღი҃საგან, მეოხ-გუჱყუჱნით ცხოვრებად სულთა ჩუჱნთათჳს:
აურაცხელ არს, არა წმიდებით ცხოვრებულთათჳს სასჯელი, ღრჭენა კბილთა და ტირილი უნუგეშინისცემო, ნისლი წყუდიადი და ბნელი გარესკნელი, და მატლი უძილი, ცრემლნი ურგებნი, და მსაჯული ულმობელი, ამისთჳს პირუჱლ აღსასრულისა ღაღად-ვჰყოთ მისსა მიმართ, ქე҃ მეუფეო რომელნი გამოირჩიენ, ჰრჩეულთა შენთა თანა განუსუჱნე:
ხოლო მე ქალწულო ყოვლად წმიდაო, საფარუჱლსა შენსა…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
ხოლო მე ქალწულო ყოვლად წმიდაო, საფარუჱლსა შენსა მოვივლტი, უწყი ვითარმედ მივემთხჳო შენდობასა, რამეთუ ძალ-გიცს ყოველივე ღი҃ს-მშობელო შეწევნად ჩემდა:
მეუფებს დამიწერე თავის-უფლებაჲ, მაცხოვარ თითთა, მათ შენთა…
აღჳვსენითსა ზედა, დასდებელნი მსგავსნივე, ჴმა ჱ. ჵ სასწაული.
მეუფებს დამიწერე თავის-უფლებაჲ, მაცხოვარ თითთა, მათ შენთა მეწამულითა, რომელნი მეწამულ-ჰყუჱნ სისხლითა მით საუფლოჲთა, და აწ სარწმუნოებით გევედრებით, პირმშოთა შენთა თანა აღრაცხილ-ჰყუჱნ, და მართალთა შენთა სიხარულსა ღირს-ჰყუჱნ მიმთხუჱვად, შენ წინაშე მიცუალებლთა სულნი ვითარცა მოწყალე-ხარ:
მღუდელთ-მოძღუარ-იქმენ ვითარცა კაცი, და რა იკალ შესწირე…
მუჴლი. ნეტარ-არს რომელი გამოირჩიე, და შეიწყნარე უ҃ო.
მღუდელთ-მოძღუარ-იქმენ ვითარცა კაცი, და რა იკალ შესწირე, მსხუჱრპლად მამისა თავი თჳსი, და ესრეთ მოიყიდენ კაცნი ხრწნილებისაგან, და აწ მიცუალებულთა სულნი კაცთ-მოყუარე, სოფელსა შინა ცხოველთასა დააწესენ, სადა, იგი ღუარნი საშუჱბელთანი ჰსდიან, სადა იგი წყარონი დაუწყუჱდელნი აღმოეცენებიან:
სიბრძნითა გამოუკულეველითა, განსაზღურებ ცხოვრებასა, და წინასწარ-ჰხედავ სიკუდილსა…
მუჴლი. სულმან მათმან კეთილთა შინა განისუჱნოს და ნათესავმან მათმან დაიმკჳდროს ქუჱყანა.
სიბრძნითა გამოუკულეველითა, განსაზღურებ ცხოვრებასა, და წინასწარ-ჰხედავ სიკუდილსა, და საღმრთოდ ცხოვრებად მისცუალებ მონათა შენთა, და აწ რომელნი შეივედრენ დააწესენ, წყალთა ზედა განსასუჱნებელთასა, და ბრწყინუალებითა წმიდათათა განანათლენ, სადა იგი, ჴმა სიხარულისა და აღდგომისა ზადიკობს:
სიტყუა ღი҃სა ხარ უხილავი, თანა-სწორი მამისა, და…
და სახსენებელი მათი იყოს თესლითი თესლადმდე.
სიტყუა ღი҃სა ხარ უხილავი, თანა-სწორი მამისა, და სულისა თანა-არსი და ჩემთჳს კაც-იქმენ და ჴორცითა გამოსცხადენ, და აწ მოწყალეო და კაცთ-მოყუარეო, საწუთოსა ამისგან მიცუალებულნი, შუენიერებისა და ჰაეროვნებისა შენისა, სიკეთითა, განაბრწყინუჱნ და განანათლენ ჵ მაცხოვარ:
მუცლად-იღე დაუსაბამო, სიტყუა ღი҃სა და ღი҃, ღი҃უ-სანატრელო…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
მუცლად-იღე დაუსაბამო, სიტყუა ღი҃სა და ღი҃, ღი҃უ-სანატრელო ქალწულო მას ევედრე დედობრვითა კადნიერებითა, რათა დააწესნეს მონანი შენნი, განწყობილსა მას შორის მოხარულთასა, რომელნი სამარადისოდ გიგალობენ შენ, სადა იგი, არს ბრწყინუალებაჲ, საუკუნოჲ და ოხრაჲ დღესასწაულთა:
მომიჴსენენ ჩუენ ქე҃, სოფლის მაცხოვარ, ვითარცა ავაზაკი…
შაბათსა, მომიჴსენენი, ჴმა ჱ.
მომიჴსენენ ჩუენ ქე҃, სოფლის მაცხოვარ, ვითარცა ავაზაკი, წინაშე ჯუარსა და ღირს-მყუჱნ ჩუჱნ ყოველნი მრავალ-მოწყალე შენსა ზეცისა სასუფეველსა:
ტკივილთა სიმწარენი დაითმინენით, წყლულებითა თქუჱნითა ღუაწლისა მძლენო, მოწამენო მოსწყლენით, ათასეულნი და ბევრეულნი ეშმაკთა გუნდნი:
საღმრთონო მღუდელთ-მოძღუარნო, ღირსნო ქე҃სნო, წინასწარ-მეტყუჱლთა და მართალთა გუნდნო, და ყოველნო წმიდანო, რომელნი ჰსუფეთ წინაშე ღი҃სა მეოხ-გუჱყუჱნით:
რომელნი იგი სოფლით სარწმუნოებით, განჳდეს დააწესენ მართალთა თანა, და სამოთხისა მკჳდრად, გამოაჩინენ, ქე҃ სახიერ მრავალ-მოწყალე:
მამაო და ძეო და სულო წმიდაო, მხოლოო…
დიდება.
მამაო და ძეო და სულო წმიდაო, მხოლოო ბუნებაო შენ-ხარ ღი҃ ჩუჱნი, რომელმან შეჰქმენ ყოველნივე სიტყჳთ, შენ უკუჱ თაყუანის-გცემენ ანგელოსნი და კაცნი, დაუცხრომელად მადიდებელნი შენნი:
ვითარცა გჳშევ თავი, და სრულ-მყოფელი, ყოვლისა კეთილისა…
აწდა.
ვითარცა გჳშევ თავი, და სრულ-მყოფელი, ყოვლისა კეთილისა, სრულ-ჰყუჱნ თხოვანი ჩუჱნნი, ღი҃სა დედაო და განათლებაჲ, და ბრალთა შენდობაჲ გჳთხოვე მისგან:
დიდებულნი ითქუნეს შენთჳს, დიდებულო ქალწულო უბიწოო, რომელი…
სერობისად. გალობანი წმიდისა ღი҃ს-მშობლისანი. გალობა ა. ჴმა ჱ. სძლისპირი. ეტლთა მფლობელი,
დიდებულნი ითქუნეს შენთჳს, დიდებულო ქალწულო უბიწოო, რომელი, დიდებად, ყოვლისა სოფლისა იწოდე, ამისთჳს მადიდებელი შენი საუკუნესა დიდებისა ღირს-მყავ მეოხებითა შენითა სანატრელო, დიდებით დიდებულო:
კურთხეულ-არს ღი҃ს-მშობელო ნაყოფი წმიდა, მუცლისა შენისა, რომლისა მიერ ჩუჱნ წყევისაგან ვიჴსნენით კაცნი, კურთხეულო უბიწოო, საკჳრუჱლო და ნიშო გამოუთქმელო და განუცდელო, მორწმუნეთა სასოო, და მაცხოვარებაო:
ანგელოსთა გუნდნი მარადის, გევედრებიან მოციქულთა თანა, და მარტჳლთა მწყობრსა და წინასწარ-ნეტყუჱლთა კრებულსა, მამათა მართალთა ბანაკსა, ღი҃ს-მშობელისა მიერ, ცოდუათა შენდობა მოგუანიჭე ჩუჱნ, კაცთ-მოყუარეო ღო҃, დიდებით დიდებულო:
შენ რომელმან შეიწყნარე ცეცხლი ღმრთაებისა წიაღთა შენთა, უხრწნელო ქალწულო, გევედრები განმარინე მე, ცეცხლისაგან გეენიისა, და სატანჯუჱლთა მათგან, წინა-მდებარეთა გამომიჴსენ, ვედრებითა შენითა ყოვლად დიდებულითა:
სიწმიდით ცხოვრებისა, განუჱშორე უხრწნელო ღი҃ს-მშობელო და პირუტყუთა…
გალობა გ. სძლისპირი. შენ დამამყარებელო.
სიწმიდით ცხოვრებისა, განუჱშორე უხრწნელო ღი҃ს-მშობელო და პირუტყუთა უგუნურთა ვბაძევდი და მივემსგავსე მათ, უბადრუკი ესე, და თავით თჳსით დასჯილ-ვარ გონებითა, ყოვლისა დასჯისაგან მიჴსენ, ღი҃სა დედო და მაცხოვნე მე:
სულთქმანი სულიერნი, და ცრემლნი და ტირილი სამარადისო, და ლმობიერება გულისა მომმადლე ქალწულო უბიწოო, რათა ვიგლოვდე, ვნებათა ჩემთა სიმრავლეთა ბოროტთა, რომელნი იგი მეუფლნეს მე, წადიერებითა ჩემითა უბადრუკსა:
სულნი მსახურნი შენნი, და ზეცისა წესთა კრებული უ҃ო, წინასწარ-მეტყუჱლთა თანა მოციქულთა და მოწამეთა, და დედისა შენისა, გევედრებიან მრავალ-მოწყალეო, ერსა შენსა მოანიჭე, შენდობა ბრალთა და დიდი წყალობა:
საღმრთოსა წყალობისა, ვითარცა მოწყალემან ღირს-მყავ ქალწულო, ოხითა შენითა ღი҃სა მიმართ მრავალ-მოწყალისა, მე უწყალო ქმნილი, სულისათჳს და ცხოვრებისა ჩემისა, და ღირსი დაჰსჯისა საუკუნოსა, ყოვლად ულმობელი ესე:
ბოროტთა ცოდუათა ჩემთა, ჴელით წერილნი, საღმრთოთა მით…
გალობა დ. სძლისპირი. შენ ხარ ქე҃ სიბრძნე.
ბოროტთა ცოდუათა ჩემთა, ჴელით წერილნი, საღმრთოთა მით ლახურითა, ძისა შენისათა განხეთქენ ქალწულო, და წიგნსა ცხოელთასა აღწერა ჩემი სათნო იყავ, რომელი ესე უგუნურებითა, და მედგრობითა ჩემითა განუჱშორე ღი҃საგან, და გულს-მოდგინედ მყავ, შენანებად ბრალთა ჩემთა ურიცხუთა:
რათა მადლობისა ჴმითა, გადიდებდე სძალო, რათა წადიერებით ვაქებდე დიდებულსა შობასა შენსა რომლისა მიერ, დიდებულ-მყუჱნ დაკნინებული ესე, შენდობა ცოდუათა მომანიჭე მე, მწარედ დაცემულსა და დაბელებულსა, რათა სარწმუნოებით ჴმა-ვჰყო, ძესა შენსა დიდება ღი҃ს-მშობელო:
სჯულნი ბუნებათანი, შენ მ,იერ იძლინეს, ჵ ყოვლად უბიწოო, რამეთუ ზესთა ბუნებითა ჰშევ სიტყუა ღი҃სა, ამისთჳს სარწმუნოებით გევედრები რომელმან ესე, ვსცოდე უფროს ყოველთა კაცთა ბუნებისა, და განუჱშორე შემოქმედისაგან მომაქციე და მაცხოვნე მე, მეოხებითა შენითა ღი҃ს-მშობელო:
ცოდჳსა ისართა მიერ, მოწყლა უკეთურმან მტერმან გონება ჩემი, და სული ჩემი აღავსო წყლულებითა და შეაგინა, გულის-თქმათა მიერ და გემოთა, გული ჩემი საწყალობელი ქალწულო, და შემაცთუნა გზისაგან წრფელისა, ამისთჳს გიღაღადებ შენ, მომაქციე, განმკურნე და მაცხოვნე მე:
ტომნი და ნათესავნი, გნატრიან შენ ქალწულო მარადის…
გალობა ე. სძლისპირი. ნუ სადა განმიშორებ.
ტომნი და ნათესავნი, გნატრიან შენ ქალწულო მარადის სანატრელო, და ძალნი ზეცისანი გაქებენ დედათა შორის კურთხეულო, ვითარცა ანგელოსთა და კაცთა შემაერთებელსა, და ადამის აღმადგინებელსა:
კეთილად დგომისაგან, შეურყეველად დაცუა მითხოვე დედოფალო და წრფელ-ჰყუჱნ სლუანი ჩემნი, და მომმადლე ღირსად მონება ღი҃სა, უხრწნელო, და მშობელო სახიერისა სიტყჳსაო, რომელმან გჳჴსნენ ტყუჱობისაგან:
რომელმან სისხლი შენი, უფსკრულთა ვრცელთა წყალობისა შენისათა ჯუარსა ზედა დასთხიე, ვნებათა ჩემთა უფსკრული განაჴმე, და ღირს-მყავ სინანულით სათნო ყოფად შენდა ქე҃, ვედრებითა ღი҃ს-მშობელისათა:
შეიწყალა შენ მიერ, ქალწულო ბუნება კაცობრივი, რამეთუ…
გალობა ვ. სძლისპირი. მომიტევენ სახიერ.
შეიწყალა შენ მიერ, ქალწულო ბუნება კაცობრივი, რამეთუ ჰშევ მოწყალე, უ҃ი უბიწოო, ამისთჳს გევედრები, გლახაკი სული ჩემი შეიწყალე უსძლოო:
უჴორცოთა კრებულნი, მარტჳლთა, თანა გევედრებიან, ქე҃ და მოციქულთა, და წინასწარ-მეტყუჱლთა, ღი҃ს-მშობლისა მიერ, იჴსენ სოფელი ყოვლისაგან განსაცდელისა:
რომელმან ჰშევ მუშაკი, საღმრთო ღელეო დაუთესუჱლო, ეკლითა და ნივთითა ბოროტთათა აღსავსე, სული ჩემი განსწმიდე და ნაყოფითა, სათნოებათათა აღავსე:
ურჩ ვექმენ მე მცნებათა, საღმრთოთა ცხოვრებისა მიზეზთა, და ნებსით დავემონე, ვნებათა წარწყმედელთა, ამისთჳს გევედრები, მიჴსენ ქალწულო, ჴელმწიფებისაგან მათისა:
ნიჭთა გამოუთქმელთა, ღირს-მყუჱნ ჩუჱნ გამოუთქმელითა შობითა შენითა…
გალობა ზ. სძლისპირი. საღმრთოსა შურისა-თჳს.
ნიჭთა გამოუთქმელთა, ღირს-მყუჱნ ჩუჱნ გამოუთქმელითა შობითა შენითა ღი҃ს-მშობელო, ამისთჳს გევედრები მიჴსენ მე სძალო საშინელისა მისგან განკითხჳსა, და მოუგონებელთა მათ, კეთილთა ღირს-მყავ საგალობელო:
უდებად განულენ მე ჟამნი, ჩემნი და უნაყოფო ვიქმენ და მეშინის, გეენიისა მისგან, და ცეცხლისა უშრეტისა საუკუნოსა, ქე҃ს მეუფისა მშობელო ქალწულო, შემწე მეყავ და მიჴსენ, მეოხებითა შენითა:
ყოველთა საკჳრუჱლთა, აღემატა სასწაული შობისა შენისა, ამისთჳს გიღაღადებ, ქალწულო წმიდაო მშობელო ღი҃საო, წყალობანი შენნი საკჳრუჱლ-ჰყუჱნ ჩემ ზედა, და მერმისა რისხჳსაგან, განმარინე და მაცხოვნე:
მე ცხოვრებული ესე, უდებად და უბგილად და ბრძანებათა შენთა, საღმრთოთა ქე҃ ღო҃, და სჯულთა შენთა წმიდათა დამთრგუნუჱლი, შემიწყალე და მაცხოვნე მშობელისა შენისა, ყოვლად წმიდისა ოხითა, ყოვლად ძლიერო ღო҃:
მომკუდარი ესე ცხოველ-მყავ, და დაცემული აღმადგინე, დაწყლული…
გალობა ჱ. სძლისპირი. შჳდ-წილ აღაგზნა.
მომკუდარი ესე ცხოველ-მყავ, და დაცემული აღმადგინე, დაწყლული სული ჩემი განჰკურნე ღი҃სა დედაო, და განსაცდელთა ღელუა, დააყუდე და გონება ჩემი, მშჳდობითა ზეგარდამოთა აღავსე, და ჴმა-ვჰყო, აკურთხევდით უ҃სა და ამაღლებდით:
მსგავსად ავაზაკისა ვჴმობ, მომიჴსენე მე კაცთ-მოყუარე, მეზუჱრისაებრ ვცრემლოჲ და უძღებისაებრ ვღაღადებ, შეგცოდე სახიერო, შემიწყალე განწირული, ესე ღი҃ს-მშობელისა მიერ რათა ვღაღადებდე, მადლობით აკურთხევდით ყოველნი:
ქალწულო საგალობელო, სულთქმით ვედრება ჩუჱნი ისმინე, და ზეცისა ძალთა თანა და მარტჳლთა, და მოციქულთა, და წინასწარ-მეტყუჱლთა, და მამათა და ყოველთა მართალთა, შეწირე ოხა ყოვლისა სოფლისათჳს, რათა გჳჴსნნეს ქე҃მან რისხჳსაგან მოწევნულისა, მადიდებელნი, შენნი სასოო განწირულთაო:
ჵ საღმრთოო ცხედარო სოლომონისო რომელი მოუცავ სამეოცთა…
გალონა თ. სძლისპირი. განკჳრდეს ზესკნე.
ჵ საღმრთოო ცხედარო სოლომონისო რომელი მოუცავ სამეოცთა ძლიერთა სიტყუათა წერილთასა რომელსა განისუჱა, სიტყუამან ღი҃სა მამისამან სულთა ბოროტთაგან მოცული ესე, მოუწყლუჱლად დამიცევ, შეწევნითა შენითა, მზაკუარებათა მათთაგან ქალწულო:
მთაო სიტკბოებისა მადინებელნო, რომელმან ჰშევ თავი სიტბოებათა, გესლითა გუჱლისათა მოწყლული სული ჩემი, დაატკბე მეოხებითა შენითა, და უცხო მყავ ცოდჳსაგან, სასოო სოფლისაო, კლდეო ცხოვრებისაო, ქალწულო სძალო საგალობელო:
მზეო სიმართლისაო იესო, უძლური სული ჩემი განანათლე, ოხითა დედისა შენისა უბიწოსათა, და უჴორცოთა ძალთათა, წინასწარ-მეტყუჱლთა და მოციქულთა, და წმიდათა მამათა და მღდელთ-მოძღუართა შენთა, და ყოვლად ქებლთა მოწამეთათა:
ვძრწი და მეშინის მხოლოო მეუფეო, მეორედ მოსლჳსა მის შენისაგან, რამეთუ ყოვლითურთ დასჯილ-ვარ და სასოწარკუჱთილ, ამისთჳს პირუჱლ სიკუდილისა, გევედრები მშობელისა შენისა, ოხითა შემიწყალე, და მაცხოვე და მიჴსენ მე, ჵ სახიერ და კაცთ-მოყუარე: