წმიდანო მოწამენო, რომელთა კეთილად იღუაწეთ, და გჳრგჳნოსან-იქმნენით…
მწუხრად, დასდებელნი. მოწამეთანი. ჴმა ზ.
წმიდანო მოწამენო, რომელთა კეთილად იღუაწეთ, და გჳრგჳნოსან-იქმნენით, უ҃სა ევედრენით ცხოვრებისათჳს სულთა ჩუჱნთასა:
ყოველივე ქუჱყანისა, შეურაცხ-ჰყავთ წმიდანო მოწამენო, და სტადიონსა შინა კადნიერად ჰქადაგეთ ქე҃, და მოსაგებელი ტანჯუათა მის მიერ მოიხუჱნით, არამედ ვითარცა გაქუსთ კადნიერებაჲ, მას ევედრენით ვითარცა ღთ҃სა ყოვლად ძლიერსა, რათა აცხოვნნეს სულნი ჩუჱნნი, რომელნი თქუჱნდა მოვივლტით და გევედრებით:
მოღუაწენო წმიდანო ცხოვარნო მეტყუჱლნო, და შესაწირავნო სულიერნო, მსხუჱრპლნო და საკუჱრთხნო სათნონო ქე҃ს ღი҃სანო, თქუჱნ ქუჱყანამან არა დაგფარნა, არამედ ზეცათა შეგიწყნარეს, და ანგელოსთა თანა ზიარ-იქმნენით, მათ თანა ითხოეთ თქუჱნ მაცხოვრისა ღი҃საგან მშჳდობაჲ სოფლისა, და აურაცხელნი დიდი-წყალობა სულთა ჩუჱნთათჳს:
ნუ მარცხუჱნ მე მაცხოვარ, ოდეს იგი მოხჳდე…
სხუანი, დასდებელნი მსგავსნი, ჴმა იგივე. არღარა დავეყენებით.
ნუ მარცხუჱნ მე მაცხოვარ, ოდეს იგი მოხჳდე განსჯად ყოვლისა სოფლისა, რომელი ვიქმ საქმეთა სირცხჳლისათა:
უზომოდ გცოდე შენ, და უზომოთა მოველი ტანჯუათა, ჵ ღო҃ ჩემო შემიწყალე და მაცხოვნე მე:
განუსუჱნე სარწმუნოებით მიცუალებულთა, ეზოთა შინა შენთა მეუფეო…
მიცუალებულთა.
განუსუჱნე სარწმუნოებით მიცუალებულთა, ეზოთა შინა შენთა მეუფეო, და სუფევასა შენ თანა ღირს-ჰყუჱნ:
უაღრეს ბუნებათა დედად იცნობე ღი҃ს-მშობელო, ხოლო დაადგერ…
დიდება, აწდა. ღი҃სმშობლისა.
უაღრეს ბუნებათა დედად იცნობე ღი҃ს-მშობელო, ხოლო დაადგერ ქალწულად, ზესთა სიტყჳსა და გონებისა, და საიდუმლო შობისა შენისა, გამოთქმად ენასა ვერ ძალ-უცს, რამეთუ საკჳრუჱლ-არს მიდგომილება შენი, და მიუწდომელ სახე შობისა შენისა, რამეთუ სადაცა ენებოს ღთ҃სა, იძლევის წესი ბუნებათა, ამისთჳსცა ყოველნი დედად ღი҃სად გიცნობთ შენ, და ცრემლით გევედრებით, ევედრე მას ცხოვრებად სულთა ჩუჱნთათჳს:
დიდება შენდა ქე҃ ღო҃, მოციქულთა სიქადულო, მოწამეთა…
სტიქარონსა ზედა დასდებელნი. ჴმა ზ.
დიდება შენდა ქე҃ ღო҃, მოციქულთა სიქადულო, მოწამეთა სიხარულო, რომელთა ჰქადაგეს სამებისა წმიდისა ერთ-არსებაჲ:
ხატად და მსგავსად შენდა, დაჰბადე დასაბამსა კაცი…
სხუანი დასდებელნი მიცუალებულთანი. მუჴლი. ნეტარ-არს, რომელი გამოირჩიე, და შეიწყნარე უ҃ო, და სახსენებელი მათი იყოს თესლითი თესლადმდე.
ხატად და მსგავსად შენდა, დაჰბადე დასაბამსა კაცი უ҃ო, და სამოთხესა შინა დაადგინე, მთავრობად დაბადებულთა შენთა, ხოლო შურითა ეშმაკისათა ჰსცთა, და ხისა მის გემო იხილა, და გარდაჰჴდა მცნებათა შენთა. ვინაცა კუალად დასაჯე იგი, მიწადუჱ მიქცევად, რომლისაგან დაიბადა, ამისთჳს გევედრებით, მიცუალებულთა სულთა განსუჱნებაჲ მიანიჭე ქე҃:
განუსუჱნე მჴსნელო ჩუჱნო ცხოვრების-მომცემელო, რომელნი გარდასცუალენ ძმანი…
მუჴლი. სულმან მათმან კეთილთა შინა განისუჱნოს და ნათესავმან მათმან დაიმკჳდროს ქუჱყანა.
განუსუჱნე მჴსნელო ჩუჱნო ცხოვრების-მომცემელო, რომელნი გარდასცუალენ ძმანი ჩუჱნნი ამიერ სოფლით, რათა იტყოდე უ҃ო დიდება შენდა:
მთად წმიდად გიხილა შენ დანიილ, ხოლო ბრძენმან…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
მთად წმიდად გიხილა შენ დანიილ, ხოლო ბრძენმან უკუჱ ისაია დედად ღი҃სად სახელ-გდუა შენ წმიდაო, რომელმან იტჳრთე ღი҃ ჴორცითა უძუჱლესი იგი ადამისი, რომელსა ხერუვიმნი შიშით დაუცხრომელად დიდების-მეტყუჱბენ, მას უკუჱ ევედრე ცხოვრებად სულთა ჩუჱნთა:
მოწამენი შენნი უ҃ო მტერთა მძლე იქმნნეს, და…
შაბათსა, ცისკრად, შემდგომად ა. სტიხოლოღიისა, წარდგომანი. მოწამეთანი. ჴმა ზ.
მოწამენი შენნი უ҃ო მტერთა მძლე იქმნნეს, და საცთური განაქარუჱს, რამეთუ შეიჭურეს ძლიერება ჯუარისა, და აწ ანგელოსთა თანა გიგალობენ და გადიდებენ, და ძლევისა გალობასა გიღაღადებენ, მათ მიერ მოჰმადლე სულთა ჩუჱნთა დიდი წყალობაჲ:
ქუჱყანასა ზედა წმიდათა შენთა უ҃ო იღუაწეს, და…
საკჳრუჱლ არს ღი҃ წმიდათა შორის მისთა, ღი҃ ისრაილისა:
ქუჱყანასა ზედა წმიდათა შენთა უ҃ო იღუაწეს, და მტერი დათრგუნეს, და კერპთა საცთური განაქარუჱს, ვინაცა გჳრგჳნოსან-იქმნნეს შენგან მრავალ მოწყალისა ღი҃სა, და კაცთ-მოყუარისა მეუფისა, რომელი მოსცემ სოფელსა დიდსა წყალობასა:
ვითარცა ჩუჱნისა აღდგომისა საუნჯე-ხარ ღი҃ს-მშობელო და რომელნი…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
ვითარცა ჩუჱნისა აღდგომისა საუნჯე-ხარ ღი҃ს-მშობელო და რომელნი შენდა მოივლტიან მღჳმისაგან და უფსკრულისა ცოდუათასა აღმოიყუანენ რამეთუ შენ თანა-მდებნი ცოდუათანი დაჰჴსნენ, ჰშევ რა უ҃ი პირუჱლ შობისა ქალწულო, და შობასა ქალწულო, და შემდგომად შობისა კუალად ქალწულო:
წმიდანო მოწამენო ევედრენით ცოდუათა მოტევებისა მოცემად ჩუჱნდა…
შემდგომად ნეტარ-არიანისა, წარდგომანი, სხუანი, ჴმა ზ. მოწამეთა.
წმიდანო მოწამენო ევედრენით ცოდუათა მოტევებისა მოცემად ჩუჱნდა, და ჰჴსნად მოსალოდებელთაგან სატანჯუჱლთა, და მწარისაგან სიკუდილისა გევედრებით:
სიკუდილმან შენმან მეუფეო მოკუდავთა შეჰმოსა ცხოვრებაჲ, ხოლო…
სულმან მათმან კეთილთა შინა განისუჱნოს და ნათესავმან მათმან დაიმკჳდროს ქუჱყანა. მიცუალებულთა.
სიკუდილმან შენმან მეუფეო მოკუდავთა შეჰმოსა ცხოვრებაჲ, ხოლო ჯოჯოხეთი განაშიშულა, და ბნელსა შინა მსხდომარენი აღმოიყუანნა, ამისთჳს ვითარცა ღთ҃სა გიგალობთ შენ ცხოვრების მომცემელო, რომელნი იგი მისცუალენ ჩუჱნგან, მართალთა თანა განუსუჱნე, რათა ჰპოონ დღესა სასჯელისასა დიდი წყალობაჲ:
გიხაროდენ ღი҃ს-მშობელო, რომელმან ცათა დაუტევნელი დაიტიე საშოსა…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
გიხაროდენ ღი҃ს-მშობელო, რომელმან ცათა დაუტევნელი დაიტიე საშოსა, გიხაროდენ ქალწულო წინასწარ-მეტყუჱლთა მიერ ქადაგებულნო, რომლისა მიერ გამოგჳბრწყინდა ჩუჱნ ემმანუილ, გიხაროდენ დედაო ქე҃ს ღი҃საო:
გუნდთა თანა მწყემსთა, და მოწამეთასა
და მიცუალებულთა, რომლისა კიდურ-წერილობაჲ, შაბათსა, კანონი, მოწამეთა, ღირსთა, მღუდელ-მთავართა.
გუნდთა თანა მწყემსთა, და მოწამეთასა.
რომელი შეეწია ღი҃ მოსეს ეგჳპტეს შინა განყუანებად…
უგალობ, იოსებ. გალობა ა. ჴმა ზ. სძლისპირი.
რომელი შეეწია ღი҃ მოსეს ეგჳპტეს შინა განყუანებად ისრაილისა, მას მხოლოსა უგალობთ რომელიცა დიდებულ-არს:
გუნდმან მარტჳლთა უცთომელთამან, სძალო ყოველსა საცთურსა მბრძოლისასა…
ტროპარნი.
გუნდმან მარტჳლთა უცთომელთამან, სძალო ყოველსა საცთურსა მბრძოლისასა, და განსცხრების წინაშე პირსა შემოქმედისა თჳსისასა მოხარული:
მღუდელ-მთავარნი ქე҃სნი, და ყოველნი ღირსნი მოღუაწენი, საშუჱბელსა საუკუნესა ღირს-იქმნნეს მადლითა:
გჳჴსნენ ჩუჱნ ქე҃ ყოვლისაგან რისხჳსა, მეოხებითა წინასწარ-მეტყუჱლთა და ღირსთა, და უბიწოთა დედათათა, და აცხოვნენ სულნი ჩუჱნნი:
რომელმან შემქმენ მე მიწისაგან სიტყუაო, და კუალად…
მიცუალებულთა.
რომელმან შემქმენ მე მიწისაგან სიტყუაო, და კუალად მიწადუჱ მიქცევად მიბრძანე მე, განუსუჱნე რომელნიცა სარწმუნოებით მიიცუალნეს:
ღი҃ს-მშობლისა.
ყოვლად წმიდაო დედაო, რომელმან ჰშევ ღი҃ ყოვლად წმიდაჲ იგი სიტყუაჲ, განსწმიდენ ყოველნი რომელნი სურჳლით გადიდებენ შენ:
სხუა, კანონი მიცუალებულთა. რომლისა კიდურ-წერილობაჲ.
კანონი მეშჳდე მისუჱ ხატისა მქონე.
სამკაულად შემკულად, სათნოებათა ფერითა, და პირად პირადად…
გალობა ა. ჴმა ზ. სძლისპირი. წამის-ყოფითა ღო҃.
სამკაულად შემკულად, სათნოებათა ფერითა, და პირად პირადად განშუჱნებულად გჳრგჳნად, ქე҃ს, სარწმუნოებითა, შეიწირენით, მისსა წმიდანო მარტჳლნო:
ნათელსა წარუვალსა, სამებით მნათობიერსა ღუთაებისა შენისასა ღირს-ჰყუჱნ შესუჱნებულნი, სადათ იგი წარჰჴდა ჭირი, სულთქმა სალმობა მრავალ მოწყალეო უ҃ო:
სიკუდილითა დასჯილი, ბუნება კაცთა უ҃ო, სიკუდილითა შენითა აღადგინე და განაღმრთუჱ, აწცა, ყოვლად მოწყალეო მიცუალებულთა, შენ წინაშე განუსუჱნე:
ცთომა იგი ევასი, სიმრთელედ შეჰსცუალე სძალო, ჰშევ…
ღი҃ს-მშობლისა.
ცთომა იგი ევასი, სიმრთელედ შეჰსცუალე სძალო, ჰშევ რა მეუფე აღმადგინებელი მისი, მყოფთა, საფლავისათა სულსა, ცხოვრებისასა, შთამბერუჱლი და მაცხოვარი:
რომელმან ცანი სიტყჳთა დაამტკიცენ, და საფუძუჱლი ქუჱყანისა…
გალობანი გ. სძლისპირი.
რომელმან ცანი სიტყჳთა დაამტკიცენ, და საფუძუჱლი ქუჱყანისა დაამყარე წყალთა ზედა მრავალთა, დაამტკიცე გონებაჲ ჩემი ნებასა ზედა შენსა კაცთ-მოყუარე:
ქუათა მიერ შემუსრჳლთა, და მთხრებლთა შინა შთაყრილთა…
ტროპარნი.
ქუათა მიერ შემუსრჳლთა, და მთხრებლთა შინა შთაყრილთა, შეჰმუსრეთ ყოველი ძალი მაცთურისა, და შეუმუსრუჱლითა გონებითა ეგენით მოწამენო:
ცისკრითა საღმრთოთა მოძღურებათათა, და კეთილთა საქმეთა შარავანდედითა, ყოვლად ბრძენნო მღუდელ-მთავარნო, მორწმუნენი განანათლენით, და წუალებათა ნისლი ყოველი განსდევნეთ:
მომკუდართა სოფლისა მიმართ ღირსთა შენთა სიტყუაო, ცხოვრება ზეციერი ჭეშმარიტად დაიმკჳდრეს, რომელთათჳს მოწყალეო ჩუჱნ ყოველნი შეგჳწყალენ:
რომელნი იგი მიიცუალნეს სარწმუნოებით და სასოებით, ყოველნი უკუჱ გევედრებით სახიერსა მეუფესა, შეწყალებად მათდა ჟამსა შინა სასჯელისასა:
სიტყუა რომელმან არა დააცალიერნა წიაღნი მამისანი, წიაღთა…
ღი҃ს-მშობლისა.
სიტყუა რომელმან არა დააცალიერნა წიაღნი მამისანი, წიაღთა შინა შენთა ყოვლად წმიდაო გამოჩნდა ტჳრთული ვითარცა ჩჩჳლი, დასაბამისა შენგან მიმღებელი დაუსაბამო იგი:
ღო҃ მაცხოვარო ჩუჱნო, ყოვლისა დამბადებელო, რომელმან სიტყჳთ…
სხუა. სძლისპირი.
ღო҃ მაცხოვარო ჩუჱნო, ყოვლისა დამბადებელო, რომელმან სიტყჳთ დაამყარენ, ცანი მაღალნი, ყოვლით ძალით მათით, და სულითა მით საღმრთოთა, დაგუამტკიცენ ჩუჱნ ერთობით, კლდესა ზედა სარწმუნოებისასა:
მტკიცე და ყოვლად ძლიერი, სიმჴნე აჩუჱნეს მარტჳლთა…
ტროპარნი.
მტკიცე და ყოვლად ძლიერი, სიმჴნე აჩუჱნეს მარტჳლთა, გუნდმან, და მწყობრმან ახოვანმან, და სიმძაფრენი, ტანჯუათანი ბრძენთა, ყოვლად მწარენი თავს-ისხნეს, საღმრთოსა მის დიდებისა და შუჱნიერებისა სურჳლითა:
ცხოვრებისა უოხჭნოჲსა, სასოებითა განსრულთა, სულნი შეგჳწყალენ მოწყალე, წიაღთა შინა, ტკბილთა სახიერო, აბრაამისთა, რომელთაცა შეიწყნარეს, და შეიტკბეს პირუჱლ ლაზარჱ, და რჩეულთა შენთა თანა აღრაცხენ:
რომელი მოხუჱდ ცხოვრებად, კაცთა ზეცით ქე҃ ღო҃, უნივთოსა ნათელსა შენსა, და დიდებასა, მართლ-მადიდებლობით, გარდაცუალებულნი ღი҃რს-ჰყუჱნ, მოწყალებითა შენითა, და ნუ მოიჴსენებ ცოდუათა მათთა:
სჯულნი რა ბუნებათანი, შენ მიერ დაიჴსნნეს სძალო…
ღი҃ს-მშობლისა.
სჯულნი რა ბუნებათანი, შენ მიერ დაიჴსნნეს სძალო, სიტყუა მხოლო რა მუცლად-იღე, და სჯული საღმრთო, მოგუჱცა მის მიერ, მომტევებელი ცოდუათა, მადლთა მიერ საუფლოთა მაცხოვარი და მჴსნელი განწირულთა:
ჴორციელი მოსლუაჲ შენი ქე҃ ჰრწმენა წინასწარ-მეტყუჱლსა შენსა…
გალობა დ. სძლისპირი.
ჴორციელი მოსლუაჲ შენი ქე҃ ჰრწმენა წინასწარ-მეტყუჱლსა შენსა ამბაკომს, და ჴმა-ჰყო, დიდება ძალსა შენსა უ҃ო:
გამძლიერებულთა უ҃ისა მიმართ სიყუარულითა მოწამეთა, მოაუძლურეს ძალი…
ტროპარნი.
გამძლიერებულთა უ҃ისა მიმართ სიყუარულითა მოწამეთა, მოაუძლურეს ძალი მტერისა რომლისათჳს ნეტარ-არიან:
ვითარცა ცხოვარნი და ტარიგნი მწყემსისანი ნეტარნო მღუდელ-მთავარნო, სიტყჳერსა სამწყსოსა წარმოუდეგით საღმრთოჲთა მადლითა:
მრავალ-ბრწყინუალეთა ვითარცა ვარსკულავთა კეთილთა საქმეთა ბრწყინუალებითა, ცისკროვან-ჰყავთ სავსებაჲ მორწმუნეთა, ღირსნო მამანო ჩუჱნნო:
ერთობილმან ზადიკობამან ძლიერთა დედათამან, და კრებულმან წმიდათა წინასწარ-მეტყუჱლთამან, მიიღეს სიტკბოებაჲ ზეციერი:
ევედრე ძესა შენსა რომელი ჰშევ ყოვლად საგალობელო…
ღი҃ს-მშობლისა.
ევედრე ძესა შენსა რომელი ჰშევ ყოვლად საგალობელო, ყოველთაგან განსაცდელთა და ჭირთა, ჰჴსნად მონათა შენთა:
მოწამეთა სიმჴნე აჩუჱნეს, და სიმართლისა გჳრგჳნითა გჳრგჳნოსან…
სხუა. სძლისპირი. ქე҃ ღო҃ რომელმან.
მოწამეთა სიმჴნე აჩუჱნეს, და სიმართლისა გჳრგჳნითა გჳრგჳნოსან იქმნნეს, მარტჳლნი შენნი უ҃ო, და ბრწყინუალედ აქებენ, ყოვლად ძლიერსა ძალსა შენსა:
ბუნებათა უაღრესსა მას, დიდებასა ღირს-ჰყუჱნ მიცუალებულთა სულნი, ანგელოსთა შენთა თანა, რაჟამს მოხჳდე ზეცით, დიდებით ქე҃, მრავალ-მოწყალე:
სამ-მნათობსა ბრწყინუალებასა, და ერთსა ნათელსა ღუთაებასა შენისასა, შუჱბად ღირს-ჰყუჱნ სახიერო, მიცუალებულთა სულნი დიდება შენდა კაცთ-მოყუარე:
წიაღთა მათ მამულთა მყოფი, წიაღთა შენთა დაემკჳდრა…
ღი҃ს-მშობლისა.
წიაღთა მათ მამულთა მყოფი, წიაღთა შენთა დაემკჳდრა ღი҃სა დედაო, და სიკუდილითა თჳსითა, იჴსნნა შემსხმელნი შენნი, მხოლოო ყოვლად საგალობელო:
აღიმსთობს სული ჩემი შენდამი ღო҃, რამეთუ ნათელ-ხარ…
გალობა ე. სძლისპირი.
აღიმსთობს სული ჩემი შენდამი ღო҃, რამეთუ ნათელ-ხარ, და ბრძანებანი შენნი კურნება-იქმნნეს მონათა შენთა კაცთ-მოყუარე:
წყლულებანი ჴორცთანი არარად ჰრაცხეთ ძლიერნო მოღუაწენო, და…
ტროპარნი.
წყლულებანი ჴორცთანი არარად ჰრაცხეთ ძლიერნო მოღუაწენო, და ყოველთა ვნებათა და წყლულებათა განჰკურნებთ, საღმრთოჲთა წყლულებითა თქუჱნითა:
მიიღეთ ჴელმწიფება ქუჱყანასა ზედა განჰჴსნად და შეკრუად მღუდელ-მთავარნო ქე҃სნო, რომლისათჳს საკრუჱლნი ცოდუათა ჩუჱნთანი განიჰჴსნენით:
გონებითა წმიდათა ღი҃სა მიმართ შეერთებულნი, გუნდნი მმარხუჱლთა, წინასწარ-მეტყუჱლთა, და ღირსთა, და პატიოსანთა დედათანი, განსცხრებიან მოხარულნი განცხრომითა მოუკლებელითა:
ვითარცა მხოლომან მრავალ-მოწყალემან, სარწმუნოებით მიცუალებულნი ქე҃ ცხოვრებისა ამისგან, სამოთხესა მკჳდრ-ჰყუჱნ კაცთ-მოყუარე:
რომელი გამოსჩნდი სასძლო ღი҃სა დაურღუჱველ, მას ევედრე…
ღი҃ს-მშობლისა:
რომელი გამოსჩნდი სასძლო ღი҃სა დაურღუჱველ, მას ევედრე ქალწულო ყოვლად წმიდაო, რათა მკჳდრ-ვიქმნე გონიერისა მის სასძლოსა:
სიკუდილი ცხოველს-მყოფელი ტანჯუათა მიერ ქსოვილი გმოსიესთ ყოვლად…
სხუა. სძლისპირი. სული მაცხოვა.
სიკუდილი ცხოველს-მყოფელი ტანჯუათა მიერ ქსოვილი გმოსიესთ ყოვლად ქებულნო მარტჳლნო, ბრწყინუალედ შემკული, და პირად პირადად განშუჱნებული მჴნენო, და ითხოვთ ღი҃საგან მიცუალებულთათჳს, საღმრთოსა და წარუალსა განსუჱნებასა:
დაულევნელთა მათგან საუნჯეთა, მიჰფინე კურთხევაჲ შენი სულთა მიცუალებულთა, და პირმშოთა ბანაკსა თანა აღრაცხენ ყოვლად მოწყალეო, სავანეთა მათ შინა სამარადისოთა და უჴრწნელთა და ნუ მოიჴსენებ ბრალთა და ცოდუათა მათთა:
რომელთა ესე სიმძიმე განაგდეს, და საკრუჱლთაგან განიჴსნნეს საწუთოსათა, და ზეცისა, ცხოვრებად მოიცუალნეს მონანი შენნი ქე҃, ღირს-ჰყუჱნ, შუჱბად ბრწყინუალებასა წმიდათა შენთასა, და მიანიჭე მათ ცხოვრებაჲ საუკუნოჲ:
რომელმან ჰშევ ცხოვრებაჲ ბუნებრივი, ღი҃ს-მშობელო დედოფალო ყოვლად…
ღი҃ს-მშობლისა.
რომელმან ჰშევ ცხოვრებაჲ ბუნებრივი, ღი҃ს-მშობელო დედოფალო ყოვლად უბიწოო, დაჰჴსნენ, ბრალნი ჩემნი და შენდობა ცოდუათა მომანიჭე მე, შეცოდებულსა და უჴმარსა მონასა შენსა, რათა ვადიდებდე წყალობათა შენთა:
ღაღადებდა მუცლით გამო ჯოჯოხეთისათ იონა, აღმოიყუანე განხრწნისაგან…
გალობა ვ. სძლისპირი.
ღაღადებდა მუცლით გამო ჯოჯოხეთისათ იონა, აღმოიყუანე განხრწნისაგან ცხოვრებაჲ ჩემი, ხოლო ჩუჱნ შენდამი ვღაღადებთ, ყოვლად ძლიერო მაცხოვარ შეგჳწყალენ ჩუჱნ:
დაამჴუთ ამაღლებულებაჲ მტერისა ამაღლებულთა ვნებათა შინა ღი҃სა…
ტროპარნი.
დაამჴუთ ამაღლებულებაჲ მტერისა ამაღლებულთა ვნებათა შინა ღი҃სა მიმართ, ყოვლად დიდებულნო მესაჭურუჱლენო და ზეცათა მოქალაქე იქმნენით:
წუალებათა ზამთრისაგან მდევნელთა მღუდელ-მთავართა ქე҃სთა, არად ჭეშმარიტებითად სიმრავლენი კეთილ მსახურთანი მოიყუანნეს:
ძლიერებითა შენითა ქე҃, სიმრავლე ღირსთა განმართლდა, და წინასწარ-მეტყუჱლთა და დედათა წმიდათა, და აწ დაუვალითა იშუჱბენ ნათლითა:
მისცუალენ მოწყალე, ჟამიერთა ამათგან მონანი შენნი, გარნა იგინი საუკუნესა სიხარულისა, და ჭეშმარიტისა ცხოვრებისა ზიარად ღირს-ჰყუჱნ:
განსწმიდენ ყოვლად წმიდაო ქალწულო მონანი შენნი, რომელმან…
ღი҃ს-მშობლისა.
განსწმიდენ ყოვლად წმიდაო ქალწულო მონანი შენნი, რომელმან ჰშევ ყოვლად წმიდაჲ იგი სიტყუა ჴორცითა, რომელსა ყოველი სული უგალობს განწმედილი:
დანთქმული ღელჳთა, სოფლისა ამის განსაცდელთათა, ნავითა ცოდჳსათა…
სხუა. სძლისპირი.
დანთქმული ღელჳთა, სოფლისა ამის განსაცდელთათა, ნავითა ცოდჳსათა შთავრდომილი, და მიგდებული მჴეცთა სულთა მომსრუჱლთა, გიღაღადებ ვითარცა იონა ხრწნილებისაგან და სიკუდილისა მიჴსენ ქე҃:
გუნდმან მარტჳლთამან დაუთმენელთა მათ ტკივილთა, ახოვნად, მოთმინებითა…
ტროპარნი.
გუნდმან მარტჳლთამან დაუთმენელთა მათ ტკივილთა, ახოვნად, მოთმინებითა ულმობელნი იგი ფუფუნებანი დაიმკჳდრნეს, და გჳრგჳნნი სიმართლისანი, მარჯუჱნისაგან ცხოველს-მყოფელისა დაიდგნეს:
მართალთა კრებულსა, და ანგელოსთა მწყობრსა თანა, და სადა, იგი არს სიხარული საუკუნო და ბრწყინუალება წარუვალი, პირუჱლ დაძინებულნი მონანი შენნი, დააწესენ მრავალ მოწყალე ქე҃ ღო҃:
რომელმან ყოველი შეჰქმნა საღმრთოჲთა განზრახჳთა, ქე҃, საშოსა…
ღი҃ს-მშობლისა.
რომელმან ყოველი შეჰქმნა საღმრთოჲთა განზრახჳთა, ქე҃, საშოსა შენისაგან გამოგჳბრწყინდა უბიწოო ღი҃სა დედაო, და ბნელსა ცოდჳსასა დანთქმულნი, საღმრთოჲთა სათლითა ბრწყინუალედ განანათლნა:
საჴუმილსა შინა ქალდეველთასა მყოფნი აბრამიანნი ყრმანი განსცხრებოდეს…
გალობა ზ. სძლისპირი.
საჴუმილსა შინა ქალდეველთასა მყოფნი აბრამიანნი ყრმანი განსცხრებოდეს, ანგელოსისა თანა მეტყუჱლნი, მამათა ჩუჱნთა ღო҃ კურთხეულ-ხარ შენ:
მდინარითა სისხლთათა მოღუაწეთა, უღმრთოებისა ალი დაშრიტეს მგალობელთა…
ტროპარნი.
მდინარითა სისხლთათა მოღუაწეთა, უღმრთოებისა ალი დაშრიტეს მგალობელთა, მამათა ჩუჱნთა ღო҃ კურთხეულ-ხარ შენ:
ვაქებდეთ მღუდელ-მთავართა, განმანათლებელთა სოფლისათა, მგალობელნი, მამათა ჩუჱნთა ღო҃ კურთხეულ-ხარ შენ:
გალობით პატივ-იცემებოდენ გუნდნი წმიდათა წინასწარ-მეტყუჱლთა და ღირსთანი, მგალობელთა, მამათა ჩუჱნთა ღო҃ კურთხეულ-ხარ შენ:
იჴსენ გეენისაგან რომელნი მიიღენ ქე҃, მორწმუნენი მონანი შენნი, მგალობელნი, მამათა ჩუჱნთა ღო҃ კურთხეულ-ხარ შენ:
ვითარცა უპატიოსნესსა ანგელოსთასა ღი҃ს-მშობელსა გალობის-ვმეტყუჱლებთ, მგალობელნი, მამათა…
ღი҃ს-მშობლისა.
ვითარცა უპატიოსნესსა ანგელოსთასა ღი҃ს-მშობელსა გალობის-ვმეტყუჱლებთ, მგალობელნი, მამათა ჩუჱნთა ღო҃ კურთხეულ-ხარ შენ:
გუნდნი მარტჳლთა გჳრგჳნოსანნი, ქე҃სა მეუფესა, წესთა თანა…
სხუა. სძლისპირი. საჴმილსა რა.
გუნდნი მარტჳლთა გჳრგჳნოსანნი, ქე҃სა მეუფესა, წესთა თანა ანგელოსთასა, ბრწყინუალედ უგალობენ და იტყჳან, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო საუკუნითგან უკუნისამდე:
შენ რომელსა გაქუს ჴელმწიფებაჲ სიკუდილისა, და ცხოვრებისა, სარწმუნოებით დაძინებულნი, საღმრთოსა შუჱბასა ღირს-ჰყუჱნ რათა ჴმა-ჰყონ კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო საუკუნითგან უკუნისამდე:
უნივთოსა ნათლისა მიფენითა, განაბრწყინუჱნ ქე҃, სულნი რომელ ჩუჱნგან მისცუალენ, და საუკუნეთა სავანეთა ღირს-ჰყუჱნ, რათა მადლობით გიღაღადებდენ მამათა ჩუჱნთა ღო҃ კურთხეულ-ხარ შენ:
პირუჱლ უდედო მამისაგან, და შენგან უმამო იშუა…
ღი҃ს-მშობლისა.
პირუჱლ უდედო მამისაგან, და შენგან უმამო იშუა ქე҃, გამოუთქმელად ღი҃ს-მშობელო, და ნებსით დაგლახაკნა ჰჴსნად ჩუჱნდა და ვიტყჳთ, კურთხეულ-არს უბიწოო, ნაყოფი მუცლისა შენისა:
საჴუმილსა შინათა ყრმათა, შემწყნარებელთა სულიერისა ცუარისათა მიბაძჳთა…
გალობა ჱ. სძლისპირი.
საჴუმილსა შინათა ყრმათა, შემწყნარებელთა სულიერისა ცუარისათა მიბაძჳთა ვჰჴმობდეთ სარწმუნოებით, აკურთხევდით საქმენი უ҃ისანი უ҃სა:
ტაძარნი კერპთანი მიმო-დაჰყარენით დარღუჱვითა ყოვლად ქებულნო, და…
ტროპარნი.
ტაძარნი კერპთანი მიმო-დაჰყარენით დარღუჱვითა ყოვლად ქებულნო, და თავნი თჳსნი ტაძრად სულისა აღაგენით ვნებისა მოთმინენო, ახოვნად სრბისა სრულ-მყოფელთა:
გამოსჩნდით ვითარცა ყუავილნი კეთილ-სუნნელნი გულის-ჴმის-ჰყოფისა მიერ მღუდელ-მთავარნო, და კეთილ-მსახურებით მხიარულ-ჰყოფთ სულთა მორწმუნეთასა, რომლისათჳს ღირსად ინეტარებით:
მოვლეთ უკუჱ ყოველი ქუჱყანაჲ ღირსნო, და ღი҃სა მწირიქმნენით წინასწარ-მეტყუჱლნო, და დაიცუჱნით სიტკბოებაჲ იგი ზენაჲ, და დიდებაჲ მარადის მდგომარჱ:
უ҃ო ცხოველთა და მკუდართაო სიტყუაო, სარწმუნოებით დაძინებულნი მონანი შენნი, ცხოვნებულთა გუნდთა თანა აღრაცხენ ყოველნი, ვითარცა მხოლომან კაცთ-მოყუარემან:
დედათა ყოველი კრებული, რომელნიცა მარხჳთა და ვნებითა…
ღი҃ს-მშობლისა.
დედათა ყოველი კრებული, რომელნიცა მარხჳთა და ვნებითა ეძიებდეს უ҃სა, ლიტანიობენ დაუცხრომელად საღმრთოსა, პირსა შენსა ყოვლად წმიდაო:
სხუაცა. სძლისპირი.
შეუწუჱლმან მაყუალმან, სინას აუწყა, ღი҃ მოსეს ჴმითა წულილსა, ენა მძიმესა და შურმან საღმრთომან, ყრმანი იჴსნნა საჴუმილისაგან, და გალობით ღაღადებდეს ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს, ღთ҃სა და უ҃სა უგალობდით, და ამაღლებდით მას უკუნისამდე:
ზეცისა დიდებისა მიხედჳთა ქუჱყანისა შეურაცხ-ჰყავთ, დიდება უნდო…
ტროპარნი.
ზეცისა დიდებისა მიხედჳთა ქუჱყანისა შეურაცხ-ჰყავთ, დიდება უნდო საწუთო და განხრწნადი, ღირსო მარტჳლნო და უგალობდით, მოსლუასა ქე҃სსა და ჰჴმობდით ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს ღთ҃სა და უ҃სა უგალობდით, და ამაღლებდით მას უკუნისამდე:
რომელმან დაჰჴსენ მიწისა ესე სახლი, უოხჭნოსა ცხოვრებისა, შუჱბა და ფუფუნება წარუვალი, და ზეცისა სამკჳდრებელი, და მართალთა სავანენი მიანიჭენ, სულთა მიცუალებულთა, და განუსუჱნე მრავალ-მოწყალე, ნათელსა შინა პირისა შენისასა:
რომელი მკუდართა მიჰმადლებ აღდგომასა, და წყაროჲ გაქუს ცხოვრებისა, დაუწყუჱდელი, ქე҃ ყოვლად ძლიერო, ღუართა მიერ საშუჱბელისათა, აღავსენ პირუჱლ შესუჱნებულნი მონანი შენნი, და განსუჱნებაჲ, საუკუნო მიანიჭე მათ, და აღჰჴოცენ ყოველნი ცოდუანი მათნი:
რომელმან შეიწყნარე საღმრთოჲ ნათელი, ღი҃ს-მშობელო დედოფალო, საშოსა…
ღი҃ს-მშობლისა.
რომელმან შეიწყნარე საღმრთოჲ ნათელი, ღი҃ს-მშობელო დედოფალო, საშოსა შენსა წმიდასა გამოუთქმელად, ბნელსა შინა საწუთოსასა, დანთქმულნი განგუანათლენ ჩუჱნ რათა უგალობდეთ, ქე҃სა ღთ҃სა, და ანგელოსთა თანა ვაკურთხევდეთ, და აღვამაღლებდეთ მას უკუნისამდე:
უაღრეს ბუნებისა დედასა, და ქალწულსა ბუნებით, მხოლოსა…
გალობა თ. სძლისპირი.
უაღრეს ბუნებისა დედასა, და ქალწულსა ბუნებით, მხოლოსა დედათა შორის კურთხეულსა, ღი҃ს-მშობელსა გალობით ვადიდებდეთ მორწმუნენო:
საღმრთოთა მოწამეთა, და წინასწარ-მეტყუჱლთა, და ღირსთა, და…
ტროპარნი.
საღმრთოთა მოწამეთა, და წინასწარ-მეტყუჱლთა, და ღირსთა, და მართალთა რომელნი საუკუნითგან კეთილად იქცეოდეს, მეოხებითა მათითა ქე҃, შეიწყალენ სულნი ჩუჱნნი:
ვითარცა მსახურნი მეუფისანი, მღუდელ-მესაიდუმლოენო შეერთენით მსახურთა ზეციერთა, რომელთა თანა შეჰსწირეთ მეოხებაჲ ჩუჱნთჳს:
დედათა თანა სანატრელისა სრბისა სრულ-მყოფელთა, მმარხუჱლთასა გუნდთა წმიდათა პატივს-ვჰსცემდეთ, რათა მეოხებითა მათითა მივემთხჳვნეთ განწმედასა:
რომელსაცა დიდებისა ღირს-იქმნენ ყოველთა წმიდათა გუნდნი, ქე҃, ზიარებად მისსა ღირს-ჰყუჱნ მიცუალებულნი, რომელნიცა მართლ-მადიდებლობით გმსახურებდეს შენ:
ვჰსძრწი ცოდჳს-მოყუარე ესე საშინელისა სამჰსჯავროჲსაგან შენგან შობილისა…
ღი҃ს-მშობლისანი.
ვჰსძრწი ცოდჳს-მოყუარე ესე საშინელისა სამჰსჯავროჲსაგან შენგან შობილისა უბიწოო, რომელსა შინა სახიერმან დამიცევ მე დაუსჯელად:
მტჳრთუჱლმან გამოუთქმელად, უხრწნელებისამან სიტყუასა დამბადებელსა ავასხა ბუნებაჲ…
სხუა. სძლისპირი.
მტჳრთუჱლმან გამოუთქმელად, უხრწნელებისამან სიტყუასა დამბადებელსა ავასხა ბუნებაჲ, მოვედ უბიწოო, ქალწულო ღი҃ს-მშობელო, შენგან შობილსა თანა, გუასწავენ მორწმუნეთა, რათა ღირს ვიქმნნეთ ჩუჱნ დიდებად შენდა:
საჩინოდ განაბრწყინუჱბენ ყოველსა სოფელსა, ღუაწლით-შემოსილნი მჴნენი მოწამენი…
ტროპარნი.
საჩინოდ განაბრწყინუჱბენ ყოველსა სოფელსა, ღუაწლით-შემოსილნი მჴნენი მოწამენი, ეკლესიისა სუჱტნი, ყოვლად შეურყეველნი, და ღმრთის-მსახურებისა გოდოლნი და ზღუდენი, ამათ სარწმუნოებით ვნატრიდეთ მორწმუნენო:
იჴსნენ ცეცხლისაგან საუკუნესა უ҃ო ჩუჱნგან მიცუალებულნი და ლახურითა შენითა, ბრალთა მათთა განხეთქე, ჴელით-წერილი მჴსნელო, ვითარცა მოწყალე-ხარ და ღირს-ჰყუჱნ სახიერ, ბრწყინუალებასა წმიდათა შენთასა:
ვითარცა სახიერმან და კაცთ-მოყუარემან ღთ҃მან, და მფლობელმან სიკუდილისა და ცხოვრებისამან, ტკბილმან და მოწყალემან, მიცუალებულთა სულნი მორწმუნეთა შენთანი, დაუსრულებელსა მას, შუჱბასა და ფუფუნებასა ღირს-ჰყუჱნ:
სჯულისა აჩრდილნი და პირუჱლნი იგავნი წარჰხდეს, და…
ღი҃ს-მშობლისა.
სჯულისა აჩრდილნი და პირუჱლნი იგავნი წარჰხდეს, და სჯულისა და წინასწარ-მეტყუჱლთა დასასრული, ქე҃ შენგან განჰკაცნა, ღი҃ს-მშობელო ქალწულო, რომელსა აღჳარებთ, ორითა ბუნებითა, და შენ დაუცხრომელად გალობით გადიდებთ:
სტადიონსა შინა უსჯულოთასა, მხიარულებით ჰჴმობდეს ღუაწლით შემოსილნი…
აქებდითსა ზედა, დასდებელნი. მოწამეთანი. ჴმა ზ.
სტადიონსა შინა უსჯულოთასა, მხიარულებით ჰჴმობდეს ღუაწლით შემოსილნი, უ҃ო დიდება შენდა:
მნათობად სოფლისა გამოჩნდეს ყოვლად ქებულნი ღუაწლით შემოსილნი, და ქე҃ს მიმართ ჰჴმობდეს, უ҃ო დიდება შენდა:
ერთსა ზრახჳდეს, ერთისა მიმართ ჰჴედჳდეს, ღუაწლით-შემოსილნი მარტჳლნი, ერთი გზა უწყოდეს ცხოვრებისა ქე҃სთჳს სიკუდილი, და ურთიერთარს ჰჴმობდეს აღსასრულისათჳს, ეჰა საკჳრუჱლი, ტანჯუათა ვითარცა საფასეთა მიიტაცებდეს, ურთიერთარს იტყოდეს, დაღაცათუ არა მოვსწყდეთ, უეჭუჱლად მოსიკუდიდ-ვართ, და ბუნებისა თანა-მდებ, მსახურება აღსრულებად გუაც ვჰყოთ უკუჱ საჭიროჲ იგი პატივად ჩუჱნდა, ზიარი თჳსად შევრაცხოთ, სიკუდილითა ცხოვრება მოვიყიდოთ, მეოხებითა მათითა ღო҃ შეგჳწყალენ ჩუჱნ:
ჴსენებასა ღუაწლით-შემოსილთა, წმიდათასა, ვდღესასწაულობთ და გიგალობთ შენ ქე҃, და ვიტყჳთ უ҃ო დიდება შენდა:
ადგილთა შინა მართალთა შენთასა მოწყალეო, რომელნი სარწმუნოებით…
მიცუალებულთა.
ადგილთა შინა მართალთა შენთასა მოწყალეო, რომელნი სარწმუნოებით მიიცუალნეს ჟამიერთა ამათგან დააწესენ კაცთ-მოყუარე:
ევედრე ქალწულო მოციქულთა თანა, და მოწამეთა, რათა…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
ევედრე ქალწულო მოციქულთა თანა, და მოწამეთა, რათა ჰპოონ დღესა მას განკითხჳსასა, მიცუალებულთა დიდი-წყალობაჲ:
მკუდრად იხილუჱ შენ ჯუარსა ზედა უკუდაო, და…
აღჳვსენითსა ზედა, დასდებელნი, მსგავსნივე, უ҃ისა თეოფანესნი. ჴმა ზ. ყოველივე ქუჱყანისა.
მკუდრად იხილუჱ შენ ჯუარსა ზედა უკუდაო, და საფლავსა შინა ვითარცა მკუდარი დაიდევ, რომლითაცა ხრწნილებისაგან და სიკუდილისა, განათავისუფლენ კაცთა ნათესავი, არამედ ვითარცა ხარ უფსკრული მოწყალებისა, განუცდელი უსაზღურო და წყარო სახიერებისა, მიცუალებულთა მონათა შენთა განუსუჱნე:
უხრწნელითა მით სიკუდილითა შენითა, და სიტბოებითა შუჱნიერებისა…
მუჴლი. ნეტარ-არს, რომელი გამოირჩიე, და შეიწყნარე უ҃ო, და სახსენებელი მათი იყოს თესლითი თესლადმდე.
უხრწნელითა მით სიკუდილითა შენითა, და სიტბოებითა შუჱნიერებისა შენისათა, და ნათლისა შენისა ელუარებითა, მიცუალებულთა სულნი განაბრწყინუჱნ ქე҃, უნივთოთა შარავანდედთა მიერ შენთა სახიერო, და ანგელოსთა თანა ღირს-ჰყუჱნ დიდებად და ქებად შენდა, მეუფისა ღი҃სა ყოვლად ძლიერისა:
ნიჭთა სიმრავლე და დიდად შუჱნიერება, გაქუს შენ…
მუჴლი. სულმან მათმან კეთილთა შინა განისუჱნოს და ნათესავმან მათმან დაიმკჳდროს ქუჱყანა.
ნიჭთა სიმრავლე და დიდად შუჱნიერება, გაქუს შენ ვითარცა საუნჯესა დაულევნელსა, და სავსესა ყოვლითა სიტკბოებითა, შენდა მიცუალებულნი დააწესენ, ვითარცა ღთ҃მან სოფელსა რჩეულთასა, განსასუჱნებელსა, ადგილსა საკჳრუჱლსა, სახლსა დიდებისა შენისასა, სასძლოსა ქალწულთასა მრავალ-მოწყალე:
აღმასრულებელი ჰსჯულისა ჰშევ ქალწულო, მჴსნელი ჩუჱნი განკაცებული…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
აღმასრულებელი ჰსჯულისა ჰშევ ქალწულო, მჴსნელი ჩუჱნი განკაცებული, რამეთუ არა იქმნა პირუჱლ, სჯულისა განმართლება, ვინაცა ქე҃ ჯუარს-ეცუა ჩუჱნთჳს და განგუამართლნა, ამისთჳს ვითარცა გაქუს კადნიერებაჲ დედობრივი ღირსო, ევედრე ძესა შენსა რათა განუსუჱნოს წყალობით, სულთა სარწმუნოებით მიცუალებულთა:
შუჱნიერ-იყო ხილუად, და კეთილ საჭმლად, რომელმან იგი…
შაბათსა. ლიტურღიასა ზედა. მომიჴსენენი, ჴმა ზ.
შუჱნიერ-იყო ხილუად, და კეთილ საჭმლად, რომელმან იგი მომაკუდინა მე პირუჱლ ნაყოფმან, ხოლო ქე҃ ღი҃-არს იგი ხე იგი ცხოვრებისა, რომლისაგან ვჰსჭამო და განვჰსცხოველდე, და ვღაღად-ვჰყო ავაზაკისა თანა, საღმრთოსა და ვჰსთქუა, მომიხსენე მე მჴსნელო, ოდესმოხჳდე სუფევითა შენითა კაცთ-მოყუარე და მაცხოვნე მე:
აღასრულეთ ღუაწლი კეთილი მოწამენი, და სარწმუნოებაჲ წმიდაჲ დაიმარხეთ, გჳრგჳნნი უხრწნელნი და უოხჭნონი, ღი҃საგან მიიხუჱნით ყოვლად ქებულნო, და დიდებისა მისისა ზიარ-იქმნენით, ნეტარნო მარტჳლნო, და ყოვლად დიდებულნო, ანგელოსთა მოდასენო, გჳთხოვეთ ქე҃სგან დიდი-წყალობაჲ:
მღუდელ-მოძღუართა და მამათა ბანაკსა, წინასწარ-მეტყუჱლთა და წმიდათა მოწამეთა კრებულსა, პატივს-ვჰსცემდეთ შესხუმითა სულიერითა, რომელნი აწ დამკჳდრებულ-არიან, სავანელთა მათ შინა პირ-მშოთასა, და სულიერსა მას, ზეცისა ტალავარსა, და უჴორცოთა გუნდსა თანა, განბრწყინუჱბულნი აქებენ სამებასა წმიდასა:
დააწესენ საყოფელსა წმიდათასა რომელნი მისცუალენ ჩუჱნგან სახიერო მეუფეო, სულნი მონათა შენთა ძმათა ჩუჱნთანი, დაღაცათუ შეგცოდეს ვითარცა კაცთა, არამედ ვითარცა ღთ҃მან მოწყალემან, უგულებელს-ჰყუჱნ, ყოველნივე ცოდუანი, მეცნიერებით და უმეცრებით ქმნილნი, მათ მიერ რამეთუ უფსკრული ხარ წყალობისა:
მონანი შენი ჵ სამებაო წმიდაო, მიცუალებულნი მოვლენან…
დიდება.
მონანი შენი ჵ სამებაო წმიდაო, მიცუალებულნი მოვლენან შენდამი, და ითხოვენ ჰჴსნად საშინელთა მათგან სატანჯუჱლითა, და რათა მიემთხჳვნენ დიდებასა და სიწმიდესა კეთილთა შენთასა, დღესა სასჯელისასა:
დაემჳდრა ქალწულო წმიდაო, საშოსა შენსა ხატი და…
აწდა.
დაემჳდრა ქალწულო წმიდაო, საშოსა შენსა ხატი და ბრწყინუალებაჲ და ძლიერებაჲ ღი҃სა მამისა, და წარტყუჱნულნი ცთუნებითა მტერისათა, ბოროტითა მით განზრრახჳთა მისითა ხრწნილებასა და სიკუდილსა შთავრდომილნი, აღმიყუანნა, ნათელსა ჭეშმარიტსა, და განათლებულნი ვიტყჳთ, დიდებულო უ҃ო დიდება შენდა:
ცხოვრებისა ჩუჱნისა მიზეზსა გიგალობთ, დედაო მჴსნელისაო, ყოვლად…
სერობისად, გალობანი წმიდისა ღი҃ს-მშობლისანი. გალობა ა. სძლისპირი. ჴმა ზ. ღთ҃სა რომელმან დაანთქა.
ცხოვრებისა ჩუჱნისა მიზეზსა გიგალობთ, დედაო მჴსნელისაო, ყოვლად საგალობელო, მეოხ-გუჱყავ ცხოვრებისათჳს სულთა ჩუჱნთასა:
სასოდ, სიმტკიცედ და შესავედრებელად, მოგიგებთ ღი҃ს-მშობელო, შეცოდებულნი ესე, და ვსცხონდებით მეოხებითა შენითა:
ქარნი ვნებათანი დამნთქენ ვნებათა, უფსკრულსა შინა სძალო, მეოხებითა შენითა ნავითა მიჴსენ ჵ ღი҃სა დედაო:
უთესლოდ შობითა შენითა მოატყუ სოფელსა განახლებად ქალწულო, წმიდაო უბიწოო და ღთ҃სა დააგენ კაცნი უსძლოო:
რომელთაცა მოგჳგიეს, განსაცდელთა და ჭირთათჳს, შესავედრებელად და…
გალობა გ. სძლისპირი. ღო҃ მაცხოვარო ჩემო.
რომელთაცა მოგჳგიეს, განსაცდელთა და ჭირთათჳს, შესავედრებელად და ზღუდედ, შეწევნა შენი, ქალწულო წმიდაო, ნუმცა ჴუჱბულ-ვიქმნებით ჩუჱნ, სასოებათა ჩუჱნთაგან, ვედრებითა შენითა დედოფალო:
საღმრთო ცეცხლი მუცლად-იღე, ღი҃ს-მშობელო რომელმანცა, შეწუნა ეკალნი ცოდუათანი, ყოვლად წმიდაო, ამისთჳსცა დედად, ნათლისად აღგიარებთ ჩუჱნ, და სარწმუნოებით გადიდებთ, და ვითხოვთ შენ მიერ ღი҃საგან წყალობასა:
ზარისაგან სასჯელისა, შეძრწუნებულ-ვარ ქალწულო, და გეენიასა განჳცდი, და გიღაღადებ, ვედებათა შენთა, ცუარითა დაშრიტე იგი, და მიჴსენ მე გევედრები, საფარუჱლსა შენსა შევედრებულნი:
კურთხევა მოატყუ სოფელსა, და სიხარული მოჰმადლე, და წყევა აღმოფხუარ ქალწულო, ურჩებისა მის, ამისთჳს ყოველნი, ჭეშმარიტად ღი҃ს-მშობლად, აღგიარებთ უბიწოო, და გულითა და გონებითა გადიდებთ:
ჟამნი ჩემნი უდებებით წარულენ მაცხოვარ, და დაიდგმის…
გალობა დ. სძლისპირი. სმენა მესმა ძლიერებისა.
ჟამნი ჩემნი უდებებით წარულენ მაცხოვარ, და დაიდგმის განკითხჳსა შენისა საყდარი, ნუ დამსჯი მჴსნელო სირცხჳლეულსა ამას:
მეწია მე ცოდუათა მწარე ალმური, და წყუდიადითა ბრალთათა მწარედ დაბნელებულ-ვარ, ქე҃ს დედაო განმანათლე წყალობით:
შენდა მომართ დამიც სასოება სძალო, ცხოვრებისა ჩემისა, სასოო სოფლისაო, მეოხებითა შენითა მაცხოვნე მე:
დედად ღი҃სად განკაცებულისად გიცნობთ, მორწმუნენი ღი҃ს-მშობელო ყოვლად უბიწოო, ამისთჳს გნატრით, და გალობით გადიდებთ შენ:
ნათლითა საღმრთოთა განბრწყინდი სულითა და იქმენ, სადგურ…
გალობა ე. სძლისპირი. ღამე ბნელი ურწმუ.
ნათლითა საღმრთოთა განბრწყინდი სულითა და იქმენ, სადგურ მზისა სიმართლისა ქალწულო, და დაჰჴსნი ბნელსა ბრალთა ჩემთასა, ბრწყინუალებითა მადლთა შენთათა:
ოხითა შენითა სოფელსა იჴსნი სძალო, სიკუდილისაგან და ჭირთა ურიცხუთა, მეცა მტერთა ბოროტთაგან მიხსენ, მონა შენი რათა გადიდებდე:
ნიავქარი ცოდუათა და ღელუა ცხოვრებისა, და ბრალთა ბოროტი მოქცევი შემაშთობს, მოღუაწე მექმენ ღი҃სა დედაო, და მიჴსენ მარჯუჱნითა შენითა:
გიხაროდენ სძალო ღი҃საო ყოვლად წმიდაო, გიხაროდენ დედაო ძისა ღი҃საო, გიხაროდენ შენ სამკჳდრებელო, სულისა ცხოველსმყოფელისაო:
ქალწულმან ყოვლად წმიდამან, იტჳრთა ტარიგი ღი҃სა, აღმხმელი…
გალობა ვ. სძლისპირი. ვითარცა იგი იონა.
ქალწულმან ყოვლად წმიდამან, იტჳრთა ტარიგი ღი҃სა, აღმხმელი სოფლისა ცოდუათა, და სიტყუა დაუსაბამო, ამისთჳს გნატრით, ვითარცა დედასა ღი҃სასა:
მწიკული ცოდუათა დაიხსნა, შენ მიერ ყოვლად წმიდაო, რამეთუ ჰშევ შენ ლხინება, და ნათელი სოფლისა, და სულთა ჩუჱნთა, მჴსნელი და განმანათლებელი:
სინანულისა საღმრთოსა, ნათელი შენგან გამოჩნდა, ღი҃ს-მშობელო დედოფალო, და უმეცრებისა ბნელი განდევნა ჩუჱნგან, და ბრწყინუალედ განგუანათლნა:
ევა მწუხარებით შობა, და წყევა მოატყუა სოფელსა, ხოლო შენ მიერ ქალწულო, კურთხევა აღყუავილნა და წყევა დაიჴსნა, და ცხოვნდა ყოველი სოფელი:
ვნებათა ჩემთა, საჴმილი დაშრიტე წყალობათა შენთა ცუარითა…
გალობა ზ. სძლისპირი. ყრმათა ბაბილონს.
ვნებათა ჩემთა, საჴმილი დაშრიტე წყალობათა შენთა ცუარითა, ვითარცა ძლიერ ხარ მაცხოვარ რათა ვსთქუა კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო, მამათა ჩუჱნთა ღო҃ უკუნისამდე:
განმრავლდეს ბრალნი, განმრავლდეს უსჯულოებანი ჩემნი მაცხოვარ და ვერ ვიკადრებ აღხილუად თუალთა ზეცად, არამედ გიღაღადებ მილხინე, მილხინე და მაცხოვნე სახიერ:
სიმტკიცე და მცუჱლ, და სიქადულ და სასო ჩუჱნდა იქმენ ღი҃სა დედაო, და მლხინებელ ცოდუათა რათა ვიტყოდით, კურთხეულ-ხარ მშობელო, სიტყჳსა ღი҃საო, სასოო სოფლისაო:
მიწისაგანთა, ბუნება განაახლე შობითა შენითა სძალო და განმღრთობილი ქე҃სა უღაღადებს, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო, მამათა ჩუჱნთა ღო҃ უკუნისამდე:
შემნდობელ ბრალთა მათ, ურჩებისათა, იქმენ, რომლისა მიერ…
გალობა ჱ. სძლისპირი. რომელი მხოლო-არს.
შემნდობელ ბრალთა მათ, ურჩებისათა, იქმენ, რომლისა მიერ სასჯელი სიკუდილისა განეფინა, ადამის ტომთა შორის, ქალწულო წმიდაო, აღგამაღლებთ შენ ქებით აწდა უკუნისამდე:
მეორედ მოსლუასა, მას შენსა საშინელსა, დასჯისაგან მიჴსენ ქე҃ ღო҃, რათა გიღაღადებდე, მღუდელნი აკურთხევდით, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე:
წყლულებანი სულთა, ჩუჱნთანი განჰკურნენ შენ, და სენნი ვნებათანი განჰსდევნენ ჩუჱნგან ღი҃ს-მშობელო, რათა ვღაღადებდეთ მღუდელნი აკურთხევდით ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე:
მუცლად-იღე სიტყუა, ღი҃სა საშოსა შენსა, და გჳშევ დამბადებელი და უ҃ი ღი҃ს-მშობელო, რომელსა უღაღადებთ, მღუდელნი აკურთხევდით, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე:
მომცემელი ცხოვრებისა უხრწნელებით გჳშევ, და მოსპე პატიჟი…
გალობა თ. სძლისპირი. მტჳრთუჱლმან გამო.
მომცემელი ცხოვრებისა უხრწნელებით გჳშევ, და მოსპე პატიჟი ბრალთა და ცოდუათა ჩუჱნთა, ქალწულო და დაჰჴსნენ, თანა-ნადებთა ჩუჱნთა, მწარე ჴელით-წერილი, ამისთჳს უბიწოო, შესხმითა, საღმრთოთა გალობით გადიდებს:
შენ ხარ ჭეშმარიტი შემწე და დიდი სასოება, და უტყუჱლი ცხოვრება კაცთა-ნათესავისა, წმიდაო დედოფალო შენ მიერ ცხოვნებულნი, მორწმუნეთა კრებულნი, ჯეროვნად გადიდებთ შენ, ნუ დასცხრები ოხად სულთა ჩუჱნთათჳს:
ნუ უგულებელს-მყოფ სნეულსა და დაცემულსა, ცხედარსა ზედა ცოდჳსასა ჵ უბიწოო, არამედ განმჰკურნე, შენგან შობილისა ღი҃სა, მიმართ მეოხებითა, და მიჴსენ ვნებათაგან წარმწყმედელთა ღი҃ს-მშობელო ქალწულო:
ზღუდედ უბრძოლუჱლად მოგიგებთ ყოვლად წმიდაო, ჭირთა და ურუათა და განსაცდელთა შინა, და ძჳრთა სოფლისათა, მორწმუნენი ქალწულო, ყოველთა დედოფალო, და წადიერითა ჴმითა, ზეცისა ძალთა თანა გადიდებთ: