მეუფეო და ღო҃ ყოვლად მოწყალეო, რომლითაცა უწყი…
მწუხრად დასდებელნი მსგავსნი სამეუფონი. ჴმა ზ. დღეს იღჳძებდა იუდა.
მეუფეო და ღო҃ ყოვლად მოწყალეო, რომლითაცა უწყი მსჯავრითა, მომეც მე შიში ქონებად გულსა შინა ჩემსა მომეც მე მოძაგებად ბოროტთა საქმეთა, მომეც მე შეყუარებად შენდა ყოვლითა სულითა ჩემითა, და ქმნად საცხოვრებელისა ნებისა შენისა, რამეთუ შენ ხარ ღი҃ ჩუჱნი, რომელმან ჰსთქუ, ვითარმედ ითხოვდით და მიიღოთ:
ვიქმენ მე საცინელ ეშმაკთა, ხოლო კაცთა მიმართ შეურაცხ, მართალთა საგოდებელ, და ანგელოსთა სატირალ, შემაგინებელ ჰაერისა ქუჱყანისა და წყალთა, რამეთუ ჴორცნი ბიწიან-ვჰყუჱნ, სული და გონება ჩემი შევაგინენ ურიცხუთა მიერ საქმეთა, და მტერ ღი҃სა ვიქმენ, ვაჲ ჩემდა უ҃ო, შეგცოდე შენ შეგცოდე მომიტევე მე:
სულ-გრძელებდ ჩემ ზედა უნაყოფოსა მეუფეო გევედრები, და ნუ მომკუჱთ მე ვითარცა ხესა მას უნაყოფოსა სასიკუდინეთა მოკუჱთითა, და ნუ წარმგზავნი მე ცეცხლსა შინა, არამედ მყავ მე ნაყოფიერ, და მომეც ჟამი სინანულისა ვითარცა კაცთ-მოყუარემან, რათა განჳბანნე ქე҃ მაცხოვარ მრავალნი ცოდუანი ჩემნი:
დაუწინდე ქე҃სა ეკკლესიაჲ სიტყჳთა შენითა წინა-მორბედო, და…
სხუანი. დასდებელნი წინა-მორბედისანი. ჴმა იგივე.
დაუწინდე ქე҃სა ეკკლესიაჲ სიტყჳთა შენითა წინა-მორბედო, და ვითარცა სძალი უბიწო დამორჩილებულად წარუდგინე მეუფესა, ამისთჳს ჰსცევდ მას ვითარცა გაქუს ძალი, და ჰბრძოდე მის წილ, და იჴსნიდ მას ყოვლისაგან საეშმაკოჲსა ჴელოვნებისა:
ნათელი გონიერი აღმოუბრწყინუჱ მდაბალსა სულსა ჩემსა წინა-მორბედო, და განჰსდევნე მისგან ყოველი ნისლი სულისა განმხრწნელთა გემოვნებათა, და ვითარცა გაქუს ძალი დამიფარე მე და შემწე-მეყავ, და ყოვლისაგან იწროებისა და ბოროტისა გარე-მოდგომილებისა მიჴსენ მე:
თავო წინასწარ-მეტყუჱლთაო, და ბეჭედო მოსწავებულისა სჯულისაო, უზესთაესო ყოველთა ნაშობთაო, ქე҃ს მოსლჳსა ქადაგო და წინა-მორბედო, მოძღუარო სინანულისაო, და სამკაულო ქალწულებისაო, ჰსცევდ მონათა შენთა ყოვლისაგან იწროებისა, და ყოვლისაგან გარე-მოდგომილისა განსაცდელისა იჴსნენ იგინი:
გიხაროდენ საცავო წმიდაო ქალწულებისაო, გიხაროდენ უბიწოო ღი҃სა…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
გიხაროდენ საცავო წმიდაო ქალწულებისაო, გიხაროდენ უბიწოო ღი҃სა სამკჳდრებელო, გიხაროდენ ქალწულო ცხოვრებაო მორწმუნეთაო, გიხაროდენ დედოფალო, გიხაროდენ სძალო უსძლოო:
ვითარცა უძღები იგი შჳლი, მეცა მოვსრულ-ვარ მაცხოვარ…
სტიქარონსა ზედა, დასდებელნი სინანულისანი. ჴმა ზ.
ვითარცა უძღები იგი შჳლი, მეცა მოვსრულ-ვარ მაცხოვარ, შემიწყნარე რომელი ესე შეგივრდები, ვითარცა ერთი სასყიდლით დადგინებული შენი, და შემიწყალე მე კაცთ-მოყუარე:
ვითარცა შთავრდომილი იგი ავაზაკთა და მოწყლული, ეგრეთუჱ მეცა დავეცი ცოდუათა ჩემთა მიერ, და მოიწყლა სული ჩემი, ვისსამე მივივლტოდე ბრალეული ესე, გარნა შენ მოწყალისა სულთა მკურნალისა, დაასხ ჩემ ზედა ღო҃, დიდი წყალობაჲ შენი და შემიწყალე მე:
წმიდანო მოწამენო, რომელთა კეთილად იღუაწეთ, და გჳრგჳნოსან-იქმნენით…
მოწამეთა.
წმიდანო მოწამენო, რომელთა კეთილად იღუაწეთ, და გჳრგჳნოსან-იქმნენით, უ҃სა ევედრენით, ცხოვრებისათჳს სულთა ჩუჱნთასა:
დაამშჳდე ვედრებითა ღი҃ს-მშობელისათა ცხოვრებაჲ ჩუჱნი, რომელნი ვღაღადებთ…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
დაამშჳდე ვედრებითა ღი҃ს-მშობელისათა ცხოვრებაჲ ჩუჱნი, რომელნი ვღაღადებთ შენდამი, მოწყალეო უ҃ო დიდება შენდა:
გაქუს შენ სულო ჩემო, მოცემული ღი҃სა მიერ…
სამშაბათსა ცისკრად, შემდგომად ა, სტიხოლოღიისა, წარდგომანი სინანულისანი. ჴმა ზ.
გაქუს შენ სულო ჩემო, მოცემული ღი҃სა მიერ სამკურნალოჲ სინანულისა, მოუჴედ ცრემლითა, და სულთქმით უღაღადებდ მკურნალსა სულთა და ჴორცთასა, განმათავისუფლე კაცთ-მოყუარე ცოდუათა ჩემთაგან, და შემრაცხე მე მეძავსა მას თანა, მეზუჱრესა და ავაზაკსა, და მომმადლე ღო҃ ჩემო, შენდობაჲ ცოდუათა და მაცხოვნე მე:
უფსკრული ამის ცხოვრებისა, ღელუა-გუჱმულ-მყოფს მე უ҃ო, და…
უ҃ო ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ მე და ნუცა რისხჳთა შენითა მჰსწავლი მე:
უფსკრული ამის ცხოვრებისა, ღელუა-გუჱმულ-მყოფს მე უ҃ო, და ღელუანი უსჯულოებათა ჩემთანი დამნთქმენ მე მეუფეო, არამედ მოყავ ჩემდა ჴელი შენი, და ვითარცა პეტრე მაცხოვნე მე:
მჴურუალეო შუა-მდგომელო, შენ ხარ შემწე ქრისტიანეთა, ღი҃ს-მშობელო…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
მჴურუალეო შუა-მდგომელო, შენ ხარ შემწე ქრისტიანეთა, ღი҃ს-მშობელო ყოვლად საგალობელო, რომლისათჳს წინა-მორბედისა თანა ძესა შენსა ევედრე პოვნად ჩუჱნდა დიდი წყალობა:
მეზუჱრისა მის სინანულსა არა ვებაძუჱ, და მეძჳსა…
შემდგომად ბ, სტიხოლოღიისა, წარდგომანი სინანულისანი. ჴმა ზ.
მეზუჱრისა მის სინანულსა არა ვებაძუჱ, და მეძჳსა მის ცრემლნი არა მოვიგენ, და ესე ვითართა ამათ სათნოებათაგან უცხო-ვარ სიბრმისათჳს გულისა ჩემისა, არამედ წყალობითა შენითა მაცხოვნე მე ღო҃ ვითარცა კაცთ-მოყუარე-ხარ:
რომელმან პეტრეს უარის-ყოფაჲ ცრემლითა განსწმიდე და მეზუჱრისა…
მიწყალე მე უ҃ო, რამეთუ უძლურ ვარ, განმკურნე მე:
რომელმან პეტრეს უარის-ყოფაჲ ცრემლითა განსწმიდე და მეზუჱრისა ბრალნი სულთქმით აღჴოცენ კაცთ-მოყუარეო უ҃ო მეცა შემიწყალე:
უ҃ო ჩუჱნ ვართ ერნი შენნი, და ცხოვარნი…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
უ҃ო ჩუჱნ ვართ ერნი შენნი, და ცხოვარნი სამწყსოსა შენისანი, შეცთომილნი მომაქციენ, ვითარცა მწყემსმან კეთილმან, განბნეულნი ხრწნილებისაგან ვნებათასა წყალობით შეკრიბენ, შეგჳწყალენ დაბადებულნი შენნი კაცთ-მოყუარე სახიერ-მექმენ მეოხებითა ღი҃ს-მშობელისათა მხოლოო უცოდუჱლო:
უ҃ო ბიწი სულისა ჩემისა, უსუპითა წყალობათა შენთათა…
შემდგომად გ. სტიხოლოღიისა წარდგომა. ჴმა ზ.
უ҃ო ბიწი სულისა ჩემისა, უსუპითა წყალობათა შენთათა, ვითარცა მოწყალემან და სახიერმან განჰბანენ, და განჰსწმიდენ უყისაგან ბიწისა ვნებათასა, შემიწყალე მე მეუფეო და მაცხოვნე დაბადებული შენი, მეოხებითა წინა-მორბედისა შენისათა მხოლოო მრავალ მოწყალეო:
წმიდათა შენთა უ҃ო ქუჱყანასა ზედა იღუაწეს, და…
დიდება შენდა, ღო҃ ჩუჱნო, დიდება შენდა: მოწამეთა.
წმიდათა შენთა უ҃ო ქუჱყანასა ზედა იღუაწეს, და მტერი დათრგუნეს, და კერპთა საცთური განაქარუჱს, ვინაცა გჳრგჳნოსან-იქმნნეს შენგან მრავალ-მოწყალისა ღი҃სა, და კაცთ-მოყუარისა მეუფისა, რომელი მოსცემ სოფელსა დიდსა წყალობასა:
ვითარცა მწყალობელ-ხარ სიგლახაკისა ჩუჱნისა, და ჰხედავ ქუჱყანისათა…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
ვითარცა მწყალობელ-ხარ სიგლახაკისა ჩუჱნისა, და ჰხედავ ქუჱყანისათა შენდა შევედრებულთა, რომელთა სხუა არავინ გუაქუს შემწე, შეგჳწყალენ ჩუჱნ კურთხეულო ღი҃ს-მშობელო, და ნუ მოიწყინებ ჩუჱნთჳს მეოხებასა, რათა არა ბოროტად წარუსწყმდეთ, ევედრე ყოვლად დიდებულო წყალობის-მოყუარესა ღთ҃სა, რათა აცხოვნნეს სულნი ჩუჱნნი, ყოვლად წმიდაო ქალწულო:
წამის-ყოფითა ღო҃, ბუნებანი მდინარენი, ზღუდედ აღამაღლენ, და…
სამშაბათსა, კანონი სინანულისა, იოსებისა. გალობა ა. ჴმა ზ. სძლისპირი.
წამის-ყოფითა ღო҃, ბუნებანი მდინარენი, ზღუდედ აღამაღლენ, და მას შინა განიყუანე, ერი ისრაილთა ჴმელად და გიგალობდეს გალობასა ძლევისასა:
მარად დღე ვჰსცოდავ ქე҃, და სულ-გრძელებით დროებასა…
ტროპარნი.
მარად დღე ვჰსცოდავ ქე҃, და სულ-გრძელებით დროებასა შენსა სინანულისა მოლოდებითა დავსტკებნი, მომეც ნებაჲ მოქცევისა სახიერებით მჴსნელო და ნუ შეურაცხ-მყოფ:
ცოდჳსა ბრალთა ზედა დასლუასა არა დავსცხრები, ულმობელობითა ფრიად საწყალობელი ესე, ქე҃ მხოლოო სახიერო, და უცოდუჱლო შემიწყალე და მაცხოვნე მე:
სიმჴნით ჰჴმობდეს მარტჳლნი, ახოვანნი აჰა ესერა, სტადიონი…
მოწამეთა.
სიმჴნით ჰჴმობდეს მარტჳლნი, ახოვანნი აჰა ესერა, სტადიონი სავსე ღუაწლითა ვჰრბიოდეთ მოსწრაფედ, ქე҃, მჯდომარე არს რათა, გჳრგჳნოსან-ჰყუნეს მტერისა მძლენი უძლეველნი:
განიძარცუჱნით ჴორცნი, მრავალ-სახითა ტანჯჳთა და უხრწნელებისა სამოსელი შეიმოსეთ ბრძენნო წმიდანო მარტჳლნო და ძე იქმნნენით მამისა მოწყალისა:
სული ჩემი დაცემული, მრავალთა სალმობათაგან, ჵ ღი҃ს-მშობელო…
ღი҃ს-მშობლისა.
სული ჩემი დაცემული, მრავალთა სალმობათაგან, ჵ ღი҃ს-მშობელო ყოვლად დიდებულო განჰკურნე, რათა მადლობისა ჴმითა, წადიერებით გადიდებდე შენ მარადის:
გალობასა და ქებასა მივართუამ
სხუა კანონი წინა-მორბედისა, რომლისა კიდურ-წერილობაჲ.
გალობასა და ქებასა მივართუამ.
გამოსჩნდი სამკაულად, ბრწყინუალედ ეკკლესიისა, წინა-მორბედო რომელი დაიცავ…
გალობა ა. ჴმა იგივე. იოსებისა. სძლისპირი იგივე.
გამოსჩნდი სამკაულად, ბრწყინუალედ ეკკლესიისა, წინა-მორბედო რომელი დაიცავ მარადის, შენთა ვედრებათა ფარჳთა, მწუალებელთაგან, მტკიცედ და შეურყევლად:
მსხუჱრპლად უბიწოდ სათნოდ, შეიწირე ქე҃ს ღი҃სა, დარაიკალ წინა-მორბედო ვითარცა კრავი, წმიდა, ამისთჳს ვღაღადებ, სარწმუნოებით მტერთა ბოროტთაგან მიჴსენ მე:
განჰკურნენ სულთა ჩუჱნთა, და ჴორცთა სენნი იოანე, ქე҃ს ღი҃სა ვედრებითა რომელმან იგი, სენნი და უძლურებანი, ჩუჱნნი აღიხუნა მოწყალებით დიდებულო:
ჴორცითა გუამოვნებითა, მსგავსად კაცთა ჴორც-შესხმული, სიტყუა გარეშეუწერელი…
ღი҃ს-მშობლისა.
ჴორცითა გუამოვნებითა, მსგავსად კაცთა ჴორც-შესხმული, სიტყუა გარეშეუწერელი გჳშევ უბიწოო, მისსა ვედრებაჲ შესწირე ჩუჱნთჳს, რომელნი გნატრით რათა გუაცხოვნნეს:
ღო҃ მაცხოვარო ჩუჱნო, ყოვლისა დამბადებელო, რომელმან სიტყჳთ…
გალობა გ. სძლისპირი.
ღო҃ მაცხოვარო ჩუჱნო, ყოვლისა დამბადებელო, რომელმან სიტყჳთ დაამყარენ, ცანი მაღალნი, ყოვლით ძალით მათით, და სულითა მით საღმრთოჲთა, დაგუამტკიცენ ჩუჱნ ერთობით კლდესა ზედა სარწმუნოებისასა:
რომელი უგულებელს-ჰყოფ, შეცოდებასა კაცთასა, წყლობათა სივრცითა ქე҃…
ტროპარნი.
რომელი უგულებელს-ჰყოფ, შეცოდებასა კაცთასა, წყლობათა სივრცითა ქე҃, კაცთ-მოყუარეო, სიმრავლე ბოროტთა, ჩემთა უგულებელს-ჰყავ შენ, რათა მარადის გაქებდე, მხოლოო სახიერ მრავალ-მოწყალე:
რათა ვჰყო ჴორცთა გულისთქმა, ნება შენი შეურაცხვჰყავ, უგუნურმან მეუფეო, და ცეცხლისაგან, უშრეტისა ვსძრწი მე, საწყალობელი ესე, რომლისაგან განმარინე, სიტყუაო ღი҃საო მხოლოდ-შობილო:
ჴორცთა ტანჯუანი თავს-ისხნეს, უტკივარისა ცხოვრებისა, განცდითა ბრძენთა…
მოწამეთა.
ჴორცთა ტანჯუანი თავს-ისხნეს, უტკივარისა ცხოვრებისა, განცდითა ბრძენთა მოწამეთა, რომელსა იგი მიემთხჳვნეს მხნენი, და სენსა მორწმუნეთასა მარადის მდიდრად ჰკურნებენ, და სალომობათა ბოროტთა განიოტებენ:
ბრწყინუალებითა ღუაწლთათა, ღუაწლით შემოსილნო ბნელი, საცთურისა უკუნი დაჰჴსენით, და აღჴედით თქუჱნ, ნათლად წარუვალად, საღმრთოჲსა ბრწყინუალებისა, და ბნელსა სალმობათასა, ელჳთა კურნებათათა განჰკურნებთ:
წინასწარუჱ გიხილა შენ, ბჭედ ნათლისად ეზეკიილ, რომელი…
ღი҃ს-მშობლისა.
წინასწარუჱ გიხილა შენ, ბჭედ ნათლისად ეზეკიილ, რომელი განულო მეუფემან, ვითარცა უწყის, ქალწულო უხრწნელო, ამისთჳს გევედრები მე, განმიხუჱნ, სინანულისა, ბჭენი მიმყუანებელი სასუფეველად:
მზეებრთა ელუარებითა, განანათლებ ცისკიდეთა, რამეთუ მზისა სიმართლისა…
სხუა. სძლისპირი იგივე.
მზეებრთა ელუარებითა, განანათლებ ცისკიდეთა, რამეთუ მზისა სიმართლისა, მთიებ საჩინო, იქმენ იოანე, მას ევედრე ლმობიერად, განდევნად ბნელი ვნებათა, შეურუჱბულთა გონებათა ჩუჱნთაგან:
მდგომარე შორის სჯულისა, და მადლისა წინა-მორბედო, ყოველთა ცხადად მოასწავებდ დადუმებასა ძუჱლთა მათ წესთასა, და მადლთა სიორძილესა, განახლებითა სრულითა, დაძუჱლებულთა მათ ცოდჳსა მიერ:
საეშმაკოთა ბრძოლათა, და სოფლისა საცთურთაგან, და ყოვლისა ჭირისაგან, გჳჴსნენ, წინა-მორბედო, და ევედრე ღთ҃სა, რათა სატანჯუჱლთა მათგან, მწარეთა განგუათავისუფლნეს დღესა მას საშჲნელსა სასჯელისასა:
კურთხეულო დედოფალო, რომელმან ჰშევ ქე҃ ღი҃, ზესთა…
ღი҃ს-მშობლისა.
კურთხეულო დედოფალო, რომელმან ჰშევ ქე҃ ღი҃, ზესთა ცნობისა და სიტყჳსა, ჩუჱნთჳს ევედრე, მას დაუცხრომელად, რათა ბრალთა სიღრმისაგან, და სოფლისა განსაცდელთაგან, განგუარინნეს მეოხებითა შენითა:
ქე҃ ღო҃, რომელმან არა დაუტევენ წიაღნი იგი…
გალობა დ. სძლისპირი.
ქე҃ ღო҃, რომელმან არა დაუტევენ წიაღნი იგი მამულნი ზეცად, და გარდამოჰჴედ ქუჱყანად სმენა შენი მესმა მე, და ქებით ვადიდებ ძალსა შენსა:
გარდავსდერკ მე გზათაგან შენთა, ცხოვრებად მიმყუანებელთა ქე҃…
ტროპარნი.
გარდავსდერკ მე გზათაგან შენთა, ცხოვრებად მიმყუანებელთა ქე҃ მეუფეო და მღჳმესა წარმწყმედელთა შთავუარდი უბადრუკი, ნუ უგულებელს-მყოფ მაცხოვარ:
ნაკადულნი ცრემლთა მომმადლე, რათა ურიცხუთა მათ შეცოდებათა ჩემთა, მწჳრჱ განჳბანო მჴსნელო და განუბრწყინდე სულითა სინანულისა ელუარებითა:
მსგავსად კრავთა დაკლუად მისრულთა, მოწამეთა მოაკუდინეს მტერი…
მოწამეთა.
მსგავსად კრავთა დაკლუად მისრულთა, მოწამეთა მოაკუდინეს მტერი უკეთური, დასაბამითგან მოშურნე, და ყოველთა ბოროტთა, მასწავლელი და მომპოვნებელი:
მდინარენი სისხლთანი რაჟამს დასთხივნეს ახოვანთა ქე҃ს მოწამეთა, ღუარნი ფუფუნებათანი, განუმზადნეს ყოველთა ქებით მადიდებელთა მათთა:
სისხლთა შენთა უბიწოთაგან, განჴორციელდა ქე҃ მეუფე ღი҃ს-მშობელო…
ღი҃ს-მშობლისა.
სისხლთა შენთა უბიწოთაგან, განჴორციელდა ქე҃ მეუფე ღი҃ს-მშობელო, რომელმან სინანულისა, კარნი განუხუნა კაცთა, შუამდგომელობითა შენითა:
განაბნიენ მტერნი ჩუჱნნი, ბოროტნი და მძჳნუარენი, ქე҃ს…
სხუა. სძლის-პირი. რაჟამს ესმა.
განაბნიენ მტერნი ჩუჱნნი, ბოროტნი და მძჳნუარენი, ქე҃ს ნათლის-მცემელო, და ახოვნებაჲ, ბრწყინუალჱ აჩუჱნე მათდა მიმართ გევედრებით და ცოდუათა სიმრავლე დაამჴუ:
სანთლად გამოჰსჩნდი ნეტარო, მზისა მის საცნაურისა, რომელიცა უჩუჱნე კაცთა ბრწყინუალედ, ქე҃ ღი҃ რომლისაგან ითხოვე ბრძენო, რათა განანათლნეს გონებანი ჩუჱნნი:
ცოდუათა შინა მიუდეგ, და გვიშევ რა ვჰსცხოვრებ მედგრად და მეშინის მერმეთა, სატანჯუჱლთაგან გევედრები განმარინე ნათლის-მცემელო, ღი҃სა მიმართ ვედრებითა შენითა:
ჩუჱნთჳს ვედრებაჲ შეჰსწირე, რომელნი ესე პატივს-გცემთ, ღი҃სა მიმართ ნეტარო, რათა გჳჴსნნეს ჩუჱნ, ყოველთა ვნებათა და განსაცდელთაგან, და ეშმაკთა ბრძოლისა ყოვლად ქებულო:
მრავალ-სახედ მოგასწავეს სჯულისა აჩრდილთა სძალო და დედაო…
ღი҃ს-მშობლისა.
მრავალ-სახედ მოგასწავეს სჯულისა აჩრდილთა სძალო და დედაო წმიდაო ქე҃ს ღი҃საო, მას ევედრე რათა მიჴსნნეს ჩუჱნ ვნებათაგან, და ცოდუათა და უსჯულოებათა:
სული მაცხოვარებისა უ҃ო, რომელი იგი მიუდგა გულთა…
გალობა ე. სძლისპირი.
სული მაცხოვარებისა უ҃ო, რომელი იგი მიუდგა გულთა შინა პირუჱლთა, წინასწარ-მეტყუჱლთასა და იშუა ქუჱყანასა, მან მაუწყა ჩუჱნ, მოსლუა შენი ქუჱყანად, მორწმუნეთა ცხოვრებად და აწ განათლებულნი გალობით გადიდებთ:
მიჴსენ მე სიტყჳთ რისხჳსა შენისაგან, რაჟამს განიკითხჳდე…
ტროპარი.
მიჴსენ მე სიტყჳთ რისხჳსა შენისაგან, რაჟამს განიკითხჳდე ქუჱყანასა სიმართლით, და მრავალთა ცოდუათაგან განმწმიდე სინანულისა მიერ, და ტაძრად შენისა დიდებისა გამომაჩინე, მხოლოო შემოქმედო ყოვლად ძლიერო:
ალმურისაგან ჴშირისა ვნებათასა, დავბრმდი გონებითა და არა…
მოწამეთა.
ალმურისაგან ჴშირისა ვნებათასა, დავბრმდი გონებითა და არა უწყი რასა ვიქმ, მომაქციე მეუფეო დაბნელებული ესე სულითა, და მომანიჭე სინანული ყოვლად შუჱნიერი, წმიდა-მყოფელი ბრალთა და შეცოდებათა:
ასპარეზი სავსე ოფლითა და შრომითა, განვლეთ მოწამენო და ახოვნად მორბედობითა განსუჱნებასა ზეცათასა მიიწიენით, და გჳრგჳნნი ძლევისანი, ცხოველს-მყოფელისა მარჯუჱნისაგან მოგეცნესთ, და იხარებთ კრებულსა თანა პიმშოთასა:
ძლიერთა ძარღჳთა ღუაწლთა თქუჱნთათა, მარტჳლნო დიდებულნო მოაშთუჱთ მტერი დასაბამი ბოროტთა ვეშაპი და ღირს-იქმნენით ფუფუნებასა სამოთხისასა ამისთჳს ქებით პატივს-გცემთ თქუჱნ, და წმიდასა ხსენებასა თქუჱნსა ვადიდებთ:
ჵ ღრუბელო მზისა სიმართლისაო, გამომიბრწყინუჱ მე ნათელი…
ღი҃ს-მშობლისა.
ჵ ღრუბელო მზისა სიმართლისაო, გამომიბრწყინუჱ მე ნათელი სინანულისა და განიოტე ჩემგან ბნელი ბოროტთა გულის-თქმათა ჩემთა, რათა სარწმუნოებით გიგალობდე შენ სძალო, სასოო ყოველთა ქე҃ანეთაო:
გონებათა უქმთა ყოვლად ქებულო, ღი҃ს-მეცნიერებისა ჴმა-ექმენ ჭეშმარიტად…
სხუა. სძლისპირი იგივე.
გონებათა უქმთა ყოვლად ქებულო, ღი҃ს-მეცნიერებისა ჴმა-ექმენ ჭეშმარიტად წინა-მორბედო ამისთჳს გევედრები უქმი სული ჩემი, და აღსავსე ვნებათა, მიერ მოიმუშაკე და განაახლე მეოხებითა შენითა:
ჭურ პატიოსან-იქმენ მეუფისა, წინასწარ-მეტყუჱლო ყოვლად ბრძენო ამისთჳსცა, გევედრები მიჴსენ მე საქმეთაგან უპატიოებისათა და პატივსა საუკუნესა მიმთხუჱვად, ევედრე ჩემთჳს კეთილის-მყოფელსა ღთ҃სა:
დამეცნეს ჩემ ზედა უსჯულოებანი, მედგრობითა და დაჴსნილობითა ჩემითა, სინანულისა წესითა დამამტკიცე ნეტარო წინა-მორბედო, რათა გულს-მოდგინედ ვიდოდე გზათა უ҃ისათა, და ღირს ვიქმნე ცხოვრებასა საუკუნესა:
მოაკუდინე ჴორცთა ჩემთა განზრახუაჲ, უნდოჲ და ქუჱყანისა…
ღი҃ს-მშობლისა.
მოაკუდინე ჴორცთა ჩემთა განზრახუაჲ, უნდოჲ და ქუჱყანისა წმიდაო ღი҃ს-მშობელო, რომელმან ჰშევ ცხოვრებაჲ, მომკულელი სიკუდილისა სიკუდილითა სიკუვდილითა და საღმრთოჲთა ძლიერბითა დამამჴობელი განმხრწნელისა მის ძალისა მისისა ქალწულო:
ვითარცა იონა, წინასწარ-მეტყუჱლი იჴსენ, სიღრმეთაგან ეგრეცა მეცა…
გალობა ვ. სძლისპირი.
ვითარცა იონა, წინასწარ-მეტყუჱლი იჴსენ, სიღრმეთაგან ეგრეცა მეცა, სიღრმეთაგან ცოდუათასა აღმომიყუანე ვითარცა ხარ მრავალ მოწყალე:
ახლად უძღებად გამოვჰსჩნდი, საძაგელად ცხოვრებითა და გემოთა…
ტროპარნი.
ახლად უძღებად გამოვჰსჩნდი, საძაგელად ცხოვრებითა და გემოთა დავემონე, მომაქციე მსგავსად მისსა უ҃ო ღო҃, და მაცხოვნე მრავალ-მოწყალეო:
სულთ-ითქუჱმდ ჵ სულო ჩემო, რათა განერე სულ-თქმასა ცრემლეოდე რათა ცრემლთა ურგებთა დაუცხრომელთა არა მიეცე, და სცრემლეოდე სამარადისოდ:
გამოსჩნდით ქუად პატიოსნად, ეკკლესიისა გჳრგჳნსა დასხმულად და…
მოწამეთა.
გამოსჩნდით ქუად პატიოსნად, ეკკლესიისა გჳრგჳნსა დასხმულად და სამკაულად მისსა ბრწყინუალედ მარტჳლნო, ყოვლად ქებულნო, და შეამკუჱთ ვითარცა სძალი:
პატიოსნად სიკეთითა უკუდავსა მას დიდებასა, დამკჳდრებულად ღირს-იქმნენით და ჩუჱნიცა აღსასრული მეოხებითა თქუჱნითა სინანულით განაგეთ:
უფსკრულით დაჴსნილობისათ, და ურიცხუთა ბოროტთაგან, აღმომიყუანე ქალწულო…
ღი҃ს-მშ҃ბლისა.
უფსკრულით დაჴსნილობისათ, და ურიცხუთა ბოროტთაგან, აღმომიყუანე ქალწულო, და წყაროჲ ცრემლთა მომმადლე ჵ სახიერო, რომელმან ჰშევ უფსკრული წყალობისა:
დანთქმული ღელჳთა სოფლისა ამის განსაცდელთათა ნავითა ცოდჳსათა…
სხუა. სძლისპირი.
დანთქმული ღელჳთა სოფლისა ამის განსაცდელთათა ნავითა ცოდჳსათა შთავრდომილი და მიგდებული მხეცთა სულთა მომსრუჱლსა, გიღაღადებ ვითარცა იონა, ხრწნილებისაგან და სიკუდილისა მიჴსენ ქე҃:
ჰბრწყინავ ნათლითა მით მაღლითა სათნოებათათა ჵ დიდო…
ტროპარნი.
ჰბრწყინავ ნათლითა მით მაღლითა სათნოებათათა ჵ დიდო წინა-მორბედო და ელუარებითა წამებისათა ჰნათობ ვითარცა მზე, და განანათლებ ყოველსა სოფელსა, საღმრთოჲსა აღმოსავალისა მეგობარო:
ბერთაგან წმიდათა, მოხუცებულთა აღმოსცენდი, ქე҃ს, მეუფისა მქადაგებელო ნაყოფი წმიდა ყოვლად შუჱნიერი, ამისთჳს გევედრები დაძუჱლებული ცოდუათაგან განმაახლე ღი҃რსო სინანულითა:
სანთელო ნათლისა საღმრთოჲსა დაუშრეტელისაო, ნეტარო, წინასწარ-მეტყუჱლო სანთელი სულისა ჩემისა დაშრეტილი, აღანთე მეოხებითა შენითა, და ღირს-მჰყავ მე ნათლისა მის წარუვალისა:
ვითარცა რა წჳმა საწუმისსა ზედა გარდამოჴდა, უ҃ი…
ღი҃ს-მშობლისა.
ვითარცა რა წჳმა საწუმისსა ზედა გარდამოჴდა, უ҃ი, საშოდ შენდა ყოვლად უბიწოო რომლისაგან ითხოვე განჴმობაჲ, რომლისაგან ითხოვე განჴმობაჲ, ღუარსა შეცოდებათა ჩუჱნთასა, მეოხებითა შენითა დედოფალო:
ყრმათა ბაბილონს, საჴუმილსა მას შინა ცუარი აცურიეს…
გალობა ზ. სძლისპირი.
ყრმათა ბაბილონს, საჴუმილსა მას შინა ცუარი აცურიეს ზეგარდამო, ღი҃სა მიმართ ღაღადებდეს და იტყოდეს, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო, მამათა ჩუჱნთა ღო҃ უკუნისამდე:
ვჰბაძევდ პირუტყუთა, უგუნურთა და მივემსგავსე მათ მე…
ტროპარნი.
ვჰბაძევდ პირუტყუთა, უგუნურთა და მივემსგავსე მათ მე უბადრუკი, და არა ვჰსძრწი სულგრძელებისა შენისაგან, მომეც სინანულისა, ჟამი და მაცხოვნე ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:
მედგრად განულიე, ცხოვრებაჲ ჩემი საქმეთა შინა არა კეთილთა, და მივეახლე ბჭეთა ჯოჯოხეთისათა, და არა გულის-ჴმა-ვჰყოფ, წარწყმედასა ჩემსა შემიწყალე სახიერ:
საუკუბნოჲსა, ცხოვრებისა სურჳლითა საწუთოსაგან მოჰკუჱდით, და ტკივილთა…
მოწამეთა.
საუკუბნოჲსა, ცხოვრებისა სურჳლითა საწუთოსაგან მოჰკუჱდით, და ტკივილთა მწარეთა მოთმინებითა, მარტჳლნო მოაკუდინეთ, მტერი უკეთური და ღთ҃სა, აკურთხევდით:
განიჴსენენით თქუჱნ, ჭირთაგან ჴორცთასა და დაჰჴსენით საცთური, და შეეყუჱნით სიყუარულსა მჴსნელისასა, თქუჱნთჳს შეკრულისა მის, მჴნენო მოწამენო ხრწნილებისაგან ჰჴსნილნი:
ახლად გრაგნილად, გიხილა წინასწარ-მეტყუჱლმან რომელსა სიტყუაჲ მამისა…
ღი҃ს-მშობლისა.
ახლად გრაგნილად, გიხილა წინასწარ-მეტყუჱლმან რომელსა სიტყუაჲ მამისა, დაიწერა სძალო რომელსა ევედრე, წიგნსა ცხოვრებისასა აღწერად ჩუჱნდა და აღჴოცად ბრალთა ჩუჱნთა:
ცრემლთა მდინარჱ მომმადლე ლოცჳთა, შენითა დიდებულო, რომელმან…
სხუა. სძლისპირი. საჴმილსა.
ცრემლთა მდინარჱ მომმადლე ლოცჳთა, შენითა დიდებულო, რომელმან წყალობისა უფსკრულსა, წყალთა შინა ნათელ-ეც წინა-მორბედო, და სრულიად განმწმიდე მე, სულთა და ჴორცთა მწიკულისაგან:
ვედრებაჲ ჩუჱნთჳს შეჰსწირე ღი҃სა მიმართ, ყოვლად ნეტარო, რათა წყალობით შეგჳწყალნეს, ფრიად შეცოდებულნი ესე და ულმობელნი, და მოგუმადლოს მოსწრაფებაჲ, და შენანებაჲ ბოროტთა ჩუჱნთა:
უნაყოფოო სულო ჩემო ისწრაფე, და შეინანე, რათა არა მჰსჯავრმან საღმრთომან, მოგფხურას ლეღჳსა მის უნაყოფოსაებრ, არამედ ლმობიერად ჰჴმობდ, ღო҃ მილხინე, და მაცხოვნე მე:
ცოდუათა მიერ ურიცხუთა მომკუდარ არს, სული ჩემი…
ღი҃ს-მშობლისა.
ცოდუათა მიერ ურიცხუთა მომკუდარ არს, სული ჩემი გლახაკი, რომელმან ეგე მოჰკალ ჯოჯოხეთი, შობითა შენითა გევედრები სძალო, სინანულითა ცხოველ-მყავ, და აღმადგინე დაცემისაგან:
შეუწუჱლმან მაყუალმან სინას აუწყა, ღი҃ მოსეს ჴმითა…
გალობა ჱ. სძლისპირი.
შეუწუჱლმან მაყუალმან სინას აუწყა, ღი҃ მოსეს ჴმითა წულილსა, ენა მძიმესა და შურმან საღმრთომან, ყრმანი იჴსნა საჴუმილისაგან, და გალობით ღაღადებდეს ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს, ღთ҃სა და უ҃სა უგალობდით, და ამაღლებდით მას უკუნისამდე:
განვჰკფდი შუჱბათა შინა წარმწყმედელთა სიცოფით მედგარი ესე…
ტროპარი.
განვჰკფდი შუჱბათა შინა წარმწყმედელთა სიცოფით მედგარი ესე, და უძჳრესი ყოველთა ცოდჳლთა ჵ წყალობა აურაცხელო მომეც შენდობაჲ ბრალთა და ვჰსთქუა ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს, ღთ҃სა და უ҃სა უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე:
აჰა ესერა კართა ზედა დგას სიძჱ, შეამუჱ სულო ლამპარი აღუგე მოწყალებისა ზეთი, და ყოველთა სათნოებათა და პირუჱლ კარისა დაჴშუადმდე ისწრაფე შესულად, ქე҃ს მჴსნელისა თანა რათა ღირსგყოს წყალობით სიხარულსა მას უცუალებელსა:
უშიშითა გონებითა ჰჴმობდეს მარტჳლნი, აჰა ჟამი შეწყნარებული…
მოწამეთა.
უშიშითა გონებითა ჰჴმობდეს მარტჳლნი, აჰა ჟამი შეწყნარებული დავსდგეთ ახოვნითა გონებითა და წუთთა ამათ ტკივილთა მიერ მოვიგო უტკივარი და უჭირუჱლი ცხოვრებაჲ, და ფუფუნებაჲ, უცუალებელი საუკუნეთა, და ვაკურთხევდეთ ღთ҃სა უკუნისამდე:
დამთურალნი წყალთაგან ცხოველს-მყოფელთა, მორწყავთ ყოველსა სოფელსა, მიბაძჳთა ღუაწლთა თქუჱნთათა მარტჳლნო და ნაყოფიერ-ჰყოფთ სათნოებითა და გალობით ღაღადებენ ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს, ღთ҃სა და უ҃სა უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე:
მტკიცეო სასოო ქრისტიანეთაო, ღი҃ს-მშობელო დიდებულო, შემწე-მეყავ დღესა…
ღი҃ს-მშობლისა.
მტკიცეო სასოო ქრისტიანეთაო, ღი҃ს-მშობელო დიდებულო, შემწე-მეყავ დღესა მას საშინელსა, ფრიად შეცოდებულსა და მიჴსენ საშინელისა მისგან გეენიისა სძალო და ცხოვართა თანა მარჯუჱნეთა შემრაცხე, ყოვლად ძლიერითა ოხითა შენითა:
რომელი შეიკარ და შეკრულნი განჰჴსნენ წინასწარ-მეტყუჱლო დიდო…
სხუა. სძლისპირი, იგივე.
რომელი შეიკარ და შეკრულნი განჰჴსნენ წინასწარ-მეტყუჱლო დიდო, ევედრე მას განჰჴსნად კუჱთებათა ჩუჱნთა და ღირს-მყუჱნ სლუად გზათა სიმართლისათა, მიმყუანებელთა ცხოვრებად და ჴმა-ვჰყო ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს, ღთ҃სა და უ҃სა უგალობდით, და ამაღლებდით მას უკუნისამდე:
მოვიწყალ მე გულის-თქმათა მახჳლითა ქე҃ს წინა-მორბედო და სალმობითა გულისათა გიღაღადებ, განჰკურნე სულისა ჩემისა წყლულებაჲ და ევედრე შენ ქე҃სა მეუფესა სულთა და ჴორცთა მკურნალსა მხოლოსა სახიერსა, რათა განმკურნოს და შემიწყალოს მე:
რომელსა ნათელ-ეც ჴელითა შენითა ნუ დააცადებ ვედრებად მისსა ყოვლად ქებულო წინა-მორბედო, ჰჴსნად ჩუჱნდა ჴელთაგან ცოდჳსათა, ფრიად შეცოდებულისა და დამდაბლებულისა და დასჯილისა, რამეთუ გაქუს კადნიერებაჲ და ისმენს მეუფე თხოვათა შენთა:
რამეთუ დავმალე მიწასა შინა, უგუნურებით ტალანტი, რომელი მერწმუნა მე ქე҃ს ღი҃საგან და მოველი ფრიად მწარესა ტანჯუასა და დასჯასა დიდო წინა-მორბედო, და გევედრები, მიხსენ მისგან ოხითა შენითა, სარწმუნოებით მადიდებელი შენი:
ჰშევ რა ცეცხლი მიუახლებელი სძალო, შეუწუჱლადუჱ დაიცევ…
ღი҃ს-მშობლისა.
ჰშევ რა ცეცხლი მიუახლებელი სძალო, შეუწუჱლადუჱ დაიცევ, ვითარცა მშობელი ყოველთა ღი҃სა, მეცა მიჴსენ ცეცხლისა მისგან უშრეტისა და შემაცურიე სინანულითა, ყოვლად წმიდითა და კეთილად ქცევითა განმაშუჱნე, და ღირს-მჰყავ ცხოვრებასსა საუკუნესა:
მტჳრთუჱლმან გამოუთქმელად უხრწნელებისამან, სიტყუასა დამბადებელსა ავასხა ბუნებაჲ…
გალობა თ. სძლისპირი.
მტჳრთუჱლმან გამოუთქმელად უხრწნელებისამან, სიტყუასა დამბადებელსა ავასხა ბუნებაჲ მოვედ უბიწოო ქალწულო ღი҃ს-მშობელო, შენგან შობილსა თანა, გუასწავენ მორწმუნეთა, რათა ღირს ვიქმენთ ჩუჱნ დიდებად შენდა:
რათა დავამკჳდროთ საუკუნენი კეთილნი, ვიგლოვდეთ სულთვითქმიდეთ და…
ტროპარნი.
რათა დავამკჳდროთ საუკუნენი კეთილნი, ვიგლოვდეთ სულთვითქმიდეთ და ვევედრებოდეთ ღთ҃სა, ვიდრე ესე გუაქუსღა, ჟამი ჵ მორწმუნენო, ლოცჳსა და მარხჳსა, და ღი҃სა ვედრებისა, რათა ღი҃რს-ვიქმნნეთ ჩუჱნ სასუფეველსა:
მსგავსად მანასესსა შემიწყალე ჵ მეუფეო, ქანანელისაებრ აღმმართე დაღონებული და მსგავსად პეტრესა, მიჴსენ მე დანთქმისაგან და მსგავსად მეზუჱრისა განმამართლე სულთქმითა, რათა ვადიდებდე წყალობათა შენთა:
შეიწრებულნი დილეგთა მიერ და ტანჯუათა, ჭირთა და…
მოწამეთა.
შეიწრებულნი დილეგთა მიერ და ტანჯუათა, ჭირთა და გუჱმათა და სიყმილთა მოწამენი, ფართოებასა მას სასუფეველისასა განსუჱნებად ღი҃რს-იქმნნეს და იწროებისაგან, ბრალთასა ფართოებად მიგჳძღჳან:
დაღათუ ქუჱყანამან დაჰფარნა წმიდანი ჴორცნი თქუჱნნი, ხოლო ზეცათა შინა სულნი თქუჱნნი მარტჳლნო საყდართა წინაშე ღი҃სათა მდგომარენი აწ ანგელოსთა თანა იხარებენ დიდებულნო, მეოხ-გუჱყუჱნით სულთა ჩუჱნთათჳს:
შემიმოსა მე უ҃მან და შენგან გამოვიდა ქალწულო…
ღი҃ს-მშობლისა.
შემიმოსა მე უ҃მან და შენგან გამოვიდა ქალწულო უბიწოო დამბადებელი ჩემი მას ევედრე სძალო, რათა განმაბრწყინუოს მე ნათლისა სამოსლითა და განხეთქოს ძაძაჲ ესე მძიმჱ ვნებათა მეოხებითა შენითა:
ძირთაგან წმიდათა აღმოჰჴედ წინასწარ-მეტყუჱლო და ყოველნი ძირნი…
სხუა. სძლისპირი იგივე.
ძირთაგან წმიდათა აღმოჰჴედ წინასწარ-მეტყუჱლო და ყოველნი ძირნი უკეთურისანი აღმოფხურენ რომელთა მიერ აწ შეშთობილსა მომხედენ, ყოვლად სანატრელო და ღირს-მჰყავ მე გამოღებად, სინანულისა საღმრთოსა ნაყოფსა:
გურიტად შუჱნიერად და იადონად ჴმა-ტკბილად გიცის ეკკლესიამან დიდო წინა-მორბედო, რამეთუ ჴმა ტკბილი სინანულისა ჴმაყავ ნაყოფიერ მყოფელი სულთა უნაყოფოთა, ამისთჳს სარწმუნოებით გნატრით შენ:
შენ გზანი იგი ცხოვრებად მიმყუანებელნი ყოველთა უჩუჱნენ წმიდაო წინა-მორბედო, რომელთა ზედა სლუად ღირს-მჰყავ მე შეცთომილი, მაცთურისა ბრძოლითა, უგზოთა და უვალთა და ყოველთა ვნებათა მიერ ძლეული:
დღე იგი საშინელი კართა ზედა მოახლებულ-არს, და დასჯისა თანამდები ვჰგოდებ და ვიგლოვ, უ҃ო უ҃ო, მხოლოო მოწყალეო, მადლითა და ლოცჳთა წინამორბედისათა, დაუსჯელად გამომაჩინე მაშინ:
რომელმან ჰშევ საღმრთო ნათელი ღი҃უ-მიმადლებულო, დაბნელებული ესე…
ღი҃ს-მშობლისა.
რომელმან ჰშევ საღმრთო ნათელი ღი҃უ-მიმადლებულო, დაბნელებული ესე მცნებათა გარდასლჳთა, განმანათლე სძალო, და მიჴსენ საუკუნოჲსა ბნელისაგან მწარისა, რათა გადიდებდე შენ, და გიგალობდე ჵ ყოვლად სანატრელო:
ვითარცა ლეღუსა მას უნაყოფოსა ნუ მომკუჱთ მე…
აღჳვსენითსა ზედა დასდებელნი სინანულისანი. ჴმა ზ.
ვითარცა ლეღუსა მას უნაყოფოსა ნუ მომკუჱთ მე მაცხოვარ ცოდჳლსა ამას, არამედ მერმეცა მრავალ-ჟამ შენდობაჲ მომმადლე და მორწყე სული ჩემი ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართუა შენ მოწყალებისა:
ვითარცა ხარ მზე სიმართლისა, განანათლენ გულნი მგალობელთა შენთანი, უ҃ო დიდება შენდა:
სტადიონსა შინა უსჯულოთასა, მხიარულებით ჰჴმობდეს ღუაწლით-შემოსილნი უ҃ო…
მოწამეთა.
სტადიონსა შინა უსჯულოთასა, მხიარულებით ჰჴმობდეს ღუაწლით-შემოსილნი უ҃ო დიდება შენდა:
უნაყოფოსა მუცლისაგანმან საშოსა შინა შენსა იცნა სიტყუა…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა. დღეს იღჳძებდა იუდა.
უნაყოფოსა მუცლისაგანმან საშოსა შინა შენსა იცნა სიტყუა, იგი ღი҃სა ქალწულო, და მოკითხჳსა მიერ შენისა აღივსო იგი სიხარულითა, რომლისათჳს გიწოდა შენ ღი҃ს-მშობლად ენითა დედისათა, მაშინ კლებულება იგი აღივსო ბუნებისა მისისა, და უნაყოფოება ნაწევართა დედისათა განიჴსნა რომელთაცა ცნობად ვერ შეუძლებს გონება:
შუჱნიერ-იყო ხილუად და კეთილ საჭმლად რომელმან იგი…
სამშაბათსა მომიჴსენენი. ჴმა ზ.
შუჱნიერ-იყო ხილუად და კეთილ საჭმლად რომელმან იგი მომაკუდინა მე პირუჱლ ნაყოფმან, ჴოლო ქე҃ ღი҃ არს ხე იგი ცხოვრებისა, რომლისაგან ვჰსჭამო და განუჰსცხოველდე და ვღაღადყო ავაზაკისა თანა, საღმრთოსა და ვჰსთქუა, მომიხსენე მე მჴსნელო, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენითა კაცთ-მოყუარე და მაცხოვნე მე:
წყლულებანი გულისა ჩემისანი, უკურნებელნი განჰკურნენ მრავალ-მოწყალეო ღო҃, ვითარცა ხარ მკურნალი სულთა და ჴორცთა ჩუჱნთა, და წარმართენ ფერჴნი ჩემნი ალაგთა მათ წრფელთა სინანულისათა მარადის, და ცხოვრებისა გზასა ზედა მავლინე რათა სათნოდ მოქალაქობითა სათნო გეყო შენ, ვპოოთ დიდი წყალობა:
წინა-მორბედო მზისა მის სიმართლისაო, ქე҃ს ნათლის-მცემელო იოანე დიდებულო, ლამპარი სულისა ჩემისა დაშრეტილი სიმრავლითა ურიცხუთა ბოროტთათა, აღანთე ლოცჳთა შენითა ღირსო, რათა გნატრიდე, შენ მიერ ცხოვნებული, და განათლებული ვიტყოდე, დიდებულო უ҃ო დიდება შენდა:
იღუაწეთ მარტჳლნო და გჳრგჳნნი დაიდგით ჴელთაგან საღმრთოთა…
მოწამეთა.
იღუაწეთ მარტჳლნო და გჳრგჳნნი დაიდგით ჴელთაგან საღმრთოთა და მტერი სირცხჳლეულჰყავთ თქუჱნ და აწ ცათა შინა იქცევით შუჱნიერად, აღუსებულნი ნათლითა წარუვალითა, ყოვლად ბრძენნო გონიერნო განახლებულნო მეოხ გუჱყუჱნით მჴნენო სულთა ჩუჱნისათჳს, რათა განახლებულთა ჴმა-ვჰყოთ, დიდებულო უ҃ო დიდება შენდა:
განჰკურნენ სულისა ჩემისა უკურნებელნი ესე ვნებანი საღმრთოო…
დიდება.
განჰკურნენ სულისა ჩემისა უკურნებელნი ესე ვნებანი საღმრთოო სამებაო და გეენიისაგან და განსაცდელთა გამომიხატე მე საღმრთოსა შინა ერთობასა რომელი იდიდები კეთილ-მსახურებით, და საუკუნოჲ სუფევაჲ მომანიჭე მე:
დაიტიე საშოსა დაუტევნელი, და გარე-შეუწერელი სიტყუა ღი҃სა…
ღი҃ს-მშობელო.
დაიტიე საშოსა დაუტევნელი, და გარე-შეუწერელი სიტყუა ღი҃სა ქალწულო, უხრწნელად და უბიწოდ ყოვლად დიდებულო, რომლისა მიმართ ვედრებად ნუ დასცხრები, რათა ვნებათა მძლავრებისაგან გჳჴსნნეს შენ მიერ მონანი ესე შენნი, და სურჳლით მადიდებელნი, სასოო ყოვლისა სოფლისაო უხრწნელო:
ცხოვრებისა ჩუჱნისა მიზეზსა გიგალობთ, დედაო მჴსნელისაო, ყოვლად…
სერობისად, გალობანი წმიდისა ღი҃ს-მშობელისანი. გალობა ა. ჴმა ზ. სძლისპირი. ღთ҃სა რომელმან დაან.
ცხოვრებისა ჩუჱნისა მიზეზსა გიგალობთ, დედაო მჴსნელისაო, ყოვლად საგალობელო მეოხ გუჱყავ ცხოვრებად სულთა ჩუჱნთათჳს:
სასოდ სიმტკიცისად და შესავედრებელად, მოგიგებთ ღი҃ს-მშობელო, შეცოდებულნი ესე, და ვცხოვნდებით მეოხებითა შენითა:
ქარნი ცოდჳსანი დამნთქმენ ვნებათა, უფსკრულსა შინა სძალო, მეოხებათა შენთა, ნიავითა მიჴსენ ჵ ღი҃სა დედაო:
უთესლოდ შობითა მოატყუ სოფელსა განახლება ქალწულო, წმიდაო უბიწოო, და ღთ҃სა დააგენ კაცნი უსძლოო:
რომელთაცა მოგჳგიეს, განსაცდელთა და ჭირთათჳს, შესავედრებელად და…
გალობა გ. სძლისპირი. ღო҃ მაცხოვარო ჩემო.
რომელთაცა მოგჳგიეს, განსაცდელთა და ჭირთათჳს, შესავედრებელად და ზღუდედ, შეწევნა შენი, ქალწულო წმიდაო, ნუმცა ჴუჱბულ-ვიქმნებით ჩუჱნ, სასოებათა ჩუჱნთაგან, ვედრებითა შენითა დედოფალო:
საღმრთო ცეცხლი მუცლად-იღე, ღი҃ს-მშობელო რომელმანცა, შეწუნა ეკალნი ცოდჳსანი, ყოვლად წმიდაო, ამისთჳსცა დედად, ნათლისად აღგიარებთ ჩუჱნ და სარწმუნოებით გადიდებთ, და ვითხოვთ შენ მიერ ღი҃საგან წყალობასა:
ზარისაგან სასჯელისა, შეძრწუნებულ-ვარ ქალწულო, და გეენიასა განჳცდი და გიღაღადებ ვედრებათა შენთა, ცუარითა დაშრიტე იგი, და მიჴსენ მე გევედრები, საფარუჱლსა შენსა შევედრებული:
კურთხევა მოატყუ სოფელსა, და სიხარული მომმადლე, ურჩებისა მის, ამისთჳს ყოველნი ჭეშმარიტად ღი҃ს-მშობლად, აღგიარებთ უბიწოო, და გულითა და გონებითა ვადიდებთ:
ჟამნი ჩემნი უდებებით წარულენ მაცხოვარ, და დაიდგმის…
გალობა დ. სძლისპირი. სმენა მესმა ღი҃სა.
ჟამნი ჩემნი უდებებით წარულენ მაცხოვარ, და დაიდგმის განკითხვისა შენისა საყდარი. ნუ დამსჯი მჴსნელო სირცხჳლეულსა ამას:
მეწია მე ცოდუათა მწარე ალმური, წყუდიადითა ბრალთათა მწარედ დაბნელებულსა, ქე҃ს დედაო განმანათლე წყალობით:
შენდა მომართ დამიც სასოებვა სძალო ცხოვრებისა ჩემისა სასოო სოფლისაო, მეოხებითა შენითა მაცხოვნე მე:
დედად ღი҃სა განკაცებულისა გიცნობთ, მორწმუნენი ღი҃ს-მშობელო ყოვლად უბიწოო, ამისთჳს გნატრით და გალობით გადიდებთ შენ:
ნათლითა საღმრთოთა განბრწყინდი სულითა და იქმენ, სადგურ…
გალობა ე. სძლისპირი. ღამე ბნელი ურწმ.
ნათლითა საღმრთოთა განბრწყინდი სულითა და იქმენ, სადგურ მზისა სიმართლისა ქალწულო, და დაჰჴსნი ბნელსა ბრალთა ჩუჱნთასა, ბრწყინუალებითა მადლთა შენთათა:
ოხითა შენითა იჴსნი სოფელსა სძალო, სიკუდილისაგან და ჭირთა ურიცხუთა, მეცა მტერთა ბოროტთაგან მიჴსენ, მონა შენი რათა გადიდებდე:
ნიავქარი ცოდუათა და ღელუა ცხოვრებისა, და ბრალთა ბოროტი და მოქცევი შემაშთობს, მოწყალე მექმენ ღი҃სა დედაო, და მიჴსენ მარჯუჱნითა შენითა:
გიხაროდენ სძალო ღი҃საო ყოვლად წმიდაო, გიხაროდენ დედაო ძისა ღი҃საო, გიხაროდენ შენ სამკჳდრებელო, სულისა ცხოველსმყოფელისაო:
ქალწულმან ყოვლად წმიდამან, იტჳრთა ტარიგი ღი҃სა, აღმხმელი…
გალობა ვ. სძლისპირი. ვითარცა იგი იონა.
ქალწულმან ყოვლად წმიდამან, იტჳრთა ტარიგი ღი҃სა, აღმხმელი სოფლისა ცოდუათა, და სიტყუა დაუსაბამო ამისთჳს გნატრით, ვითარცა დედასა ღი҃სასა:
მწიკული ცოდუათა დაიჴსნა, შენ მიერ ყოვლად წმიდაო, რამეთუ ჰშევ შენ ლხინება, და ნათელი სოფლისა, და სულთა ჩუჱნთა მჴსნელი და განმანათლებელი:
სინანულისა საღმრთოსა, ნათელი შენგან გამოსჩნდა, ღი҃ს-მშობელო დედოფალო, და უმეცრებისა ბნელი, განსდევნა ჩუჱნგან, და ბრწყინუალედ განგუანათლნა:
ევა მწუხარებით შობა, და წყევა მოატყუა სოფელსა, ხოლო შენ მიერ ქალწულო, კურთხევა აღყუავილნა, და წყევა დაიჴსნა, და ცხოვნდა ყოველი სოფელი:
ვნებათა ჩემთა, საჴმილი დაშრიტე წყალობათა შენთა ცუარითა…
გალობა ზ. სძლისპირი. ყრმათა ბაბილონს.
ვნებათა ჩემთა, საჴმილი დაშრიტე წყალობათა შენთა ცუარითა, ვითარცა ძლიერ-ხარ მაცხოვარ და ვერ ვიკადრებ, თუალთა ახილუად ზეცად, არამედ გიღაღადებ, მილხინე და მაცხოვნე სახიერ:
სიმტკიცე და მცუჱლ, და სიქადულ და სასო ჩემდა იქმენ ღი҃სა დედაო, და მლხინებელ ცოდუათა რათა ვიტყოდი, კურთხეულ-ხარ მშობელო, სიტყჳსა ღი҃საო სასოო სოფლისაო:
განმრავლდეს ბრალნი ჩემნი, განმრავლდეს უსჯულოებანი ჩემნი მაცხოვარ, და ვერ ვიკადრებ ახილუად თუალთა ზეცად, არამედ ვღაღადებ, მილხინე, მილხინე და მაცხოვნე სახიერ:
მიწისაგანთა, ბუნება განაახლე შობითა შენითა სძალო, და განმღრთობილი ქე҃სა უღაღადებს, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო, მამათა ჩუჱნთა ღო҃ უკუნისამდე:
შემნდობელ ბრალთა მათ, ურჩებისათა იქმენ რომლისა მიერ…
გალობა ჱ. სძლისპირი. რომელი მხოლო არს.
შემნდობელ ბრალთა მათ, ურჩებისათა იქმენ რომლისა მიერ სასჯელი სიკუდილისა განეფინა, ადამის ტომთა შორის, ქალწულო წმიდაო, აღგამაღლებთ შენ ქებით აწდა უკუნისამდე:
მეორედ მოსლუასა, მას შენსა საშინელსა, დასჯისაგან მიჴსენ ქე҃ ღო҃ რათა გიღაღადებდე, მღუდელნი აკურთხევდით, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე:
წყლულებანი სულთა, ჩუჱნთანი განჰკურნენ შენ, და სენნი ვნებათანი განდევნენ ჩემგან, ღი҃ს-მშობელო რათა ვღაღადებდე, მღუდელნი აკურთხევდით, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე:
მუცლად-იღე სიტყუა, ღი҃სა საშოსა შენსა, და გჳშევ დამბადებელი და უ҃ი, ღი҃ს-მშობელო, რომელსა უღაღადებთ, მღუდელნი აკურთხევდით, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე:
მომცემელი ცხოვრებისა უხრწნელებით გჳშევ ჩუჱნ, და მოსპე…
გალობა თ. სძლისპირი. მტჳრთუჱლმან გამოუ.
მომცემელი ცხოვრებისა უხრწნელებით გჳშევ ჩუჱნ, და მოსპე პატიჟი ბრალთა და ცოდუათა ჩუჱნთა, ქალწულო და დაჰჴსენ, თანა ნადებთა ჩუჱნთა, ჴელით-წერილი, ამისთჳს უბიწოო, შესხმითა საღმრთოთა, გალობით გადიდებთ:
შენ ხარ ჭეშმარიტი შემწე დიდი და სასოება, და უტყუჱლი ცხოვრება კაცთა ნათესავისა, წმიდაო დედოფალო, შენ მიერ ცხოვნებულნი, მორწმუნეთა კრებულნი, ჯეროვნად გადიდებთ შენ, ნუ დასცხრები ოხად სულთა ჩუჱნთათჳს:
ნუ უგულებელს მყოფ სნეულსა და დაცემულსა, ცხედარსა ზედა ცოდჳსასა ჵ უბიწოო, არამედ განმკურნე, შენგან შობილისა ღი҃სა, მიმართ მეოხებითა, და მიჴსენ ვნებათაგან, წარმწყმედელთა ღი҃ს-მშობელო ქალწულო:
ზღუდედ უბრძოლუჱლად მოგიგებთ ყოვლად წმიდაო, ჭირთა და ურუათა და განსაცდელთა შინა, და ძჳრთა სოფლისათა მორწმუნენი ქალწულო, ყოველთა დედოფალო, და წადიერითა ჴმითა, ზეცისა ძალთა თანა გადიდებთ: