გულანი
საცდელი · 1.11.3
ხმა 7 · ორშაბათი 1 / 76აღიხილენ თუალნი შენნი ჵ სულო ჩემო, და…

ხმა 7 · ორშაბათი

რვა ხმა

პარაკლიტონი · დაახლ. 24 წთ

აღიხილენ თუალნი შენნი ჵ სულო ჩემო, და…

მწუხრად, დასდებელნი, მსგავსნი სამეუფონი. ჴმა ზ. დღეს იღჳძებდა იუდა.

აღიხილენ თუალნი შენნი ჵ სულო ჩემო, და მიხედენ განგებულებასა ღი҃სასა, და სახიერებასა მისსა, ვითარ მოდრიკნა ცანი და გარდამოჰჴდა ქუჱყანასა ზედა, რათა უბადრუკებისაგან ვნებათა შენთასა აღგადგინოს, და დაგადგინოს შენ კლდესა ზედა სარწმუნოებისასა, ეჰა საკჳრუჱლება საშინელისა სასწაულისა, დიდება წარმოცალიერებასა შენსა კაცთ-მოყუარე:

იხილენ ყოვლად უსჯულონი საქმენი შენნი ჵ სულო ჩემო და დაგიკჳრდინ, რამეთუ ვითარმე გიტჳრთავს შენ ქუჱყანა, ვითარ არა განიპების, ვითარ არა შეგჭამენ შენ მჴეცნი ველურნი, ვითარ მზეცა იგი დაუვალი არა დასცხრების მცხინუარე-ყოფად შენდა, აღდეგ შეინანე და ღაღად-ჰყავ უ҃ისა მიმართ, გცოდე გცოდე შემიწყალე მე:

შენდამი მქონებელნი სასოებისანი, ჵ უ҃ო ყოვლად ძლიერო გევედრებით, ყოველთაგან განსაცდელთა ვნებათა და შფოთთა ჴსნად ჩუჱნდა, და რათა ცხოვრებაჲ ჩუჱნი წარულოთ მშჳდობით, და სიწმიდესა შინა მყოფთა გპოვოთ დღესა სასჯელისასა, შენ სახიერი და მწყალობელი მეუფე:

რომელმან შეჰქმენ ანგელოსნი შენნი ალად ცეცხლისად, და…

სჴუანი დასდებელნი უჴორცოთანი. ჴმა იგივე.

რომელმან შეჰქმენ ანგელოსნი შენნი ალად ცეცხლისად, და მოავლინებ მათ შემწედ ჩუჱნდა უ҃ო, დაჰმართებ მსწრაფლ სულთა ჩუჱნთა ყოვლად ძლიერო უ҃ო დიდება შენდა:

გუაცხოვნენ ჩუჱნ უ҃ო შუამდგომელობითა ანგელოსთა შენთათა, და განჰბანენ ბიწნი, ცოდუათა და დაცემათა ჩუჱნთანი, და მოწყლულნი ცოდჳთა განგუკურნენ, რათა ვგალობდეთ უ҃ო დიდება შენდა:

სერაფიმნი, ხერუვიმნი, ძალნი, საყდარნი, მთავრობანი, და უფლებანი, მთავარ-ანგელოსთა თანა დაუცხრომელად გიღაღადებენ შენ, უ҃ო დიდება შენდა:

შენ დედასა ღი҃სასა გიხაროდენსა გიგალობს ყოველი გონება…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა. მსგავსი.

შენ დედასა ღი҃სასა გიხაროდენსა გიგალობს ყოველი გონება კაცთა, ვითარცა შუამდგომელსა ცხოვრებისასა შობითა შენითა ღი҃ს-მშობელო:

ვითარცა უძღები შჳლი, მეცა მოვსრულ-ვარ მაცხოვარ, შემიწყნარე…

სტიქარონსა ზედა, დასდებელნი სინანულისანი. ჴმა ზ.

ვითარცა უძღები შჳლი, მეცა მოვსრულ-ვარ მაცხოვარ, შემიწყნარე რომელი ესე შეგივრდები, ვითარცა ერთი სასყიდლით დადგინებული შენი, და შემიწყალე მე კაცთ-მოყუარე:

ვითარცა შთავრდომილი იგი ავაზაკთა და მოწყლული, ეგრეთუჱ მეცა დავეცი ცოდუათა ჩემთა მიერ, და მოიწყლა სული ჩემი, ვისსამე მივივლტოდე ბრალეული ესე გარნა შენ მოწყალისა სულთა მკურნალისა, დაასხ ჩემზედა ღო҃ დიდი წყალობაჲ შენი და შემიწყალე მე:

დიდება შენდა ქე҃ ღო҃, მოციქულთა სიქადულო, მოწამეთა სიხარულო, რომელთა ჰქადაგეს სამებისა წმიდისა ერთ-არსებობაჲ:

უმაღლეს-ხარ შენ ყოველთა წესთა ანგელოსთასა, ვითარცა მშობელი…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა. დღეს იღჳძებდა იუდა.

უმაღლეს-ხარ შენ ყოველთა წესთა ანგელოსთასა, ვითარცა მშობელი ღი҃სა ჴორცითა, ხოლო მე ყოველთა კაცთა აღმატებულ უსჯულოებითა, ვაჲ ჩემდა განსაკრთომელისა ამის, და ვერ კადნიერისა ვედრებად შენდა ღი҃ს-მშობელო დედოფალო, ნუ წარმსწყმედ მე, არამედ ისწრაფე, და გზად სინანულისად წარმიმართე და მაცხოვნე:

რომელი მაღლითა ძლიერებითა, ხერუვიმთა ზედა განისუჱნებ, და…

ორშაბათსა ცისკრად ოდეს იყოს ალილუია. გალობა სამებისა. ჴმა ზ.

რომელი მაღლითა ძლიერებითა, ხერუვიმთა ზედა განისუჱნებ, და ღუთაებისა დიდებითა, ანგელოზთაგან თაყუანის-იცემები შეიწირე ჩუჱნიცა ცოდჳთა სინანულით ღაღადებაჲ, წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, შენ ღო҃ ჩუჱნო ღი҃ს-მშობლისა მიერ შეგჳწყალენ ჩუჱნ:

მიუწთომელსა სამებასა, ერთ-არსებასა სამებისასა, სერაფიმთაებრ სამ-გზის წმიდასა გალობასა შევსწირჳდეთ და შიშით უღაღადებდეთ, წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, შენ ღო҃ ჩუჱნო, ღი҃ს-მშობელისა მიერ შეგჳწყალენ ჩუჱნ:

გაქუს შენ სულო ჩემო, მოცემული ღი҃სა მიერ…

ორშაბათსა ცისკრად, შემდგომად ა სტიხოლოღიისა, წარდგომანი სინანულისანი, ჴმა ზ.

გაქუს შენ სულო ჩემო, მოცემული ღი҃სა მიერ სამკურნალოჲ სინანულისა, მოუჴედ ცრემლით, და სულთქმით, უღაღადებდი მკურნალსა სულთა და ჴორცთასა, განმათავისუფლე კაცთ-მოყუარე ცოდუათა ჩემთაგან, და შემრაცხე მე მეძავსა მას თანა, მეზუჱრესა და ავაზაკსა, და მომმადლე ღო҃ ჩემო შემდობაჲ ცოდუათა და მაცხოვნე მე:

მეზუჱრისა მის სინანულსა არა ვებაძუჱ, და მეძჳსა…

უ҃ო ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ მე და ნუცა რისხჳთა შენითა მჰსწავლი მე:

მეზუჱრისა მის სინანულსა არა ვებაძუჱ, და მეძჳსა მის ცრემლნი არა მოვიგენ, და ესე ვითართა ამათ სათნოებათაგან უცხო-ვარ, სიბრმისათჳს გულისა ჩემისა, არამედ წყალობითა შენითა, მაცხოვნე მე ღო҃ ვითარცა კაცთ-მოყუარე-ხარ:

ღი҃ს-მშობელო ქალწულო უბიწოო, ძესა შენსა ევედრე ზენათა…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

ღი҃ს-მშობელო ქალწულო უბიწოო, ძესა შენსა ევედრე ზენათა ძალთა თანა, პირუჱლ აღსასრულისა შეცოდებათა მოტევებისა მონიჭებად ჩუჱნდა, სარწმუნოებით მადიდებელთა შენთა:

რომელმან პეტრეს უარის-ყოფაჲ ცრემლით განსწმიდე, და მეზუჱრისა…

შემდგომად ბ. სტიხოლოღიისა, წარდგომანი სინანულისანი, ჴმა ზ.

რომელმან პეტრეს უარის-ყოფაჲ ცრემლით განსწმიდე, და მეზუჱრისა ბრალნი სულთქმით აღჴოცენ, კაცთ-მოყუარეო უ҃ო მეცა შემიწყალე:

განემზადე სულო ჩემო ცხოვრებასა ამას შინა, რათა…

მიწყალე მე უ҃ო, რამეთუ უძლურ ვარ, განმკურნე მე:

განემზადე სულო ჩემო ცხოვრებასა ამას შინა, რათა არა უსასო იყო ყოფადისა მის მიმართ ცხოვრებისა, რამეთუ არავინ-არს შემწე მუნ, არა სიმდიდრე, არცა ძალი, არა მეგობსარნი, არჩაღა მთავარნი, არამედ საქმეთა ოდენ ჩუჱნებანი, და ღი҃სა იგი კაცთ-მოყუარება ოდენ:

უპატიოსნეს-ხარ დიდებულთა ხერუვიმთა ყოვლად წმიდაო ქალწულო, რამეთუ…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

უპატიოსნეს-ხარ დიდებულთა ხერუვიმთა ყოვლად წმიდაო ქალწულო, რამეთუ იგინი საღმრთოჲსა ძალისა ვერ დამთმენელნი, ფრთეთა პირთა თჳსთა დამფარუჱლნი მსახურებასა აღასრულებენ, გარნა შენ განჴორციელებული სიტყუა თჳთ სახილუჱლად მხილუჱლსა გიტჳრთავს, რომელსა დაუცხრომელად ევედრე სულთა ჩუჱნთათჳს:

რომელმან ცრემლნი პეტრესნი შეიწირენ, და მეზუჱრე რომელი…

შემდგომად გ. სტიხოლოღიისა წარდგომანი, ჴმა ზ.

რომელმან ცრემლნი პეტრესნი შეიწირენ, და მეზუჱრე რომელი სულთ-ითქმიდა სიღრმით გულისათ განამართლე, მეცა რომელი ესე შეგივრდები ცრემლით, შემიწყალე მაცხოვარ და მაცხოვნე მე:

ევედრენით წმიდანო მოტევებისა მოცემად ჩუჱნდა შეცოდებათა ჩუჱნთა…

დიდება შენდა, ღო҃ ჩუჱნო, დიდება შენდა: მოწამეთა.

ევედრენით წმიდანო მოტევებისა მოცემად ჩუჱნდა შეცოდებათა ჩუჱნთა, და მოსლუადთა ბოროტთაგან ჴსნად ჩუჱნდა, და მწარისაგან სატანჯუჱლისა გევედრებით:

ამაღლდი უფროს ძალთა ცისათა, რამეთუ ტაძრად იხილუჱ…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

ამაღლდი უფროს ძალთა ცისათა, რამეთუ ტაძრად იხილუჱ საღმრთოდ, კურთხეულო ღი҃ს-მშობელო, რამეთუ ჰშევ ქე҃ მაცხოვარი სულთა ჩუჱნთა:

ღმერთსა რომელმან დაანთქა მეწამულსა ზღუასა მტერი ფარაოჲ…

ორშაბათსა, კანონი სინანულისა. იოსებისა. გალობა ა. ჴმა ზ. სძლისპირი.

ღმერთსა რომელმან დაანთქა მეწამულსა ზღუასა მტერი ფარაოჲ ძლევისა გალობითა, მას უგალობდეთ რამეთუ დიდებულ-არს:

უფსკრულით ბრალთად ვღაღადებ შენდა მომართ ჴელი მოწყალებისა, აღმიპყარ და მაცხოვნე, ვითარცა პეტრე ჵ კაცთ-მოყუარე:

მსგავსად მეძჳსა განმწმიდე მე მონანული, ცოდუათაგან მრავალთა, წყალობით ქე҃ ღო҃ რათა სარწმუნოებით გიგალობდე:

რომელმან ტანჯუათა ბრძმედითა განაბრწყინუჱნ, წმიდანი მოწამენი, ვედრებითა…

მოწამეთა.

რომელმან ტანჯუათა ბრძმედითა განაბრწყინუჱნ, წმიდანი მოწამენი, ვედრებითა მათითა ბნელისაგან ვნებათასა მიჴსენ მე:

უფროს მზის-თუალისა განბრწყინდეს მოწამენი, ტანჯუათა დათმენითა, და ბნელი უჩინო-ჰყუჱს და შეამკუჱს სოფელი ბრწყინუალებითა:

მორმწუნეთა სასოო და ბრალეულთა მოქცევისა მიზეზო, ქალწულო…

ღი҃ა-მშობლისა.

მორმწუნეთა სასოო და ბრალეულთა მოქცევისა მიზეზო, ქალწულო დიდებულო, მაცხოვნე მე ვედრებითა შენითა:

უჴორცოთა ქებასა მეშჳდესა მივართუამ

სხუა, კანონი უჴორცოთა, რომლისა კიდურ-წერილობა.

უჴორცოთა ქებასა მეშჳდესა მივართუამ.

უსაზღუროთ ძლიერებითა ქე҃ ცისკროვან-ჰყავ ნათლითა შენითა გონებაჲ…

გალობა ა. ჴმა იგივე და სძლისპირიცა იგივე.

უსაზღუროთ ძლიერებითა ქე҃ ცისკროვან-ჰყავ ნათლითა შენითა გონებაჲ ჩემი, გალობად ანგელოსთა შენთა ვითარცა ყოვლად ძლიემან:

ძლიერისა ბრწყინუალებისა მქონებელი ღთ҃-მრავლობითისაგან წყაროსა გამოსრულისა, გუნდი ზეცისანი ქე҃სა გალობით პატივს-სცემენ:

შემკულად საღმრთოთა ბრწყინუალებათა გიცით შენ, და ცხადად ვჰჴმობთ შენდამი ყოველნი გიხაროდენსა:

განძლიერდა დღეს, სარწმუნოებით ეკკლესია, ქე҃ს მიერ, და…

გალობა გ. სძლისპირი.

განძლიერდა დღეს, სარწმუნოებით ეკკლესია, ქე҃ს მიერ, და გალობით ესრეთ იტყოდა წმიდა-ხარ შენ უ҃ო სულთა ჩუჱნთა მაცხოვარო:

წყუდიადსა ბნელსა, ცოდჳსასა შთავუარდი და ვღაღადებ, სინანულისა…

ტროპარნი.

წყუდიადსა ბნელსა, ცოდჳსასა შთავუარდი და ვღაღადებ, სინანულისა ნათლითა განმაბრწყინუჱ ქე҃ ნათლისა მომცემელო, რათა შიშით გადიდებდეთ:

ალაგნი იგი, რომელთა ვიდოდე სოფელსა შინა, გემოთა მთხრებლსა და კაპანსა გულის-თქმათასა, შთამაგდეს მე უ҃ო სინანულისა გზანი მომმადლენ:

ღუაწლნი ძლიერნი, სიმჴნით თავს-ისხენით და გჳრგჳნნი დაუჭნობელნი…

მოწამეთა.

ღუაწლნი ძლიერნი, სიმჴნით თავს-ისხენით და გჳრგჳნნი დაუჭნობელნი ზეცით მოგეცნეს მოწამენო წმიდანო ყოვლად ქებულნო, გჳთხოვეთ დიდი-წყალობაჲ:

აურაცხელნი გუჱმანი თავს-ისხენით მარტჳლნო, და ბევრეულთა კეთილთა ღირს-იქმნენით მჴნენო, ბევრეულთა კრებულთა ზეცისათა შეერთებულნო:

ცათა მფლობელი ღი҃ ჴორცითა გჳშევ ქალწულო, მიმადლეულო…

ღი҃ს-მშობლისა

ცათა მფლობელი ღი҃ ჴორცითა გჳშევ ქალწულო, მიმადლეულო რომელი ესე ჰსუფევს ჩმ შორის ცოდუაჲ დაეც წმიდაო და მიჴსენ დამონებული:

შუამდგომელნი საღმრთოჲსა გამოცხადებისანი ანგელოსნო, ჰჴმობთ უნივთოდ დაუცხრომელად…

სხუა. სძლისპირი იგივე.

შუამდგომელნი საღმრთოჲსა გამოცხადებისანი ანგელოსნო, ჰჴმობთ უნივთოდ დაუცხრომელად, წმიდა-ხარ შენ უ҃ო სულთა ჩუჱნთა მაცხოვარო:

სიყუარულითა სჯულიერითა ურთიერთასა საღმრთოჲსა ბრყინუალებისა მიმცემელნი, კეთილ-წესიერად უგალობთ ქე҃სა, წმიდა-ხარ შენ უ҃ო, მხოლოო მრავალ-მოწყალეო:

პირუჱლისა მიმართ ცისკრისა ქე҃ჲსა ცხოვრებითა კეთილ-მსახურითა მივემსგავსნეთ ნათელთა მეორეთა მგალობელნი, წმიდა-ხარ შენ უფალო სულთა ჩუჱნთა მაცხოვარო:

რომელმან არა არსისაგან ყოველნი ნებითა თჳსითა მოიყუანნა…

ღი҃ს-მშობლისა.

რომელმან არა არსისაგან ყოველნი ნებითა თჳსითა მოიყუანნა, შენგან ქალწულო სიტყუა ჴორცთა ივასხებს, წყალობით კაც-ქმნილი კაცთ-მოყუარე:

სმენა მესმა მე, ღი҃სა გამოჩინებისა, ქუჱყანასა ზედა…

გალობა დ. სძლის-პირი.

სმენა მესმა მე, ღი҃სა გამოჩინებისა, ქუჱყანასა ზედა მაცხოვრად ჩუჱნ მორწმუნეთა მისთა, და უღაღადებთ, დიდება ძალსა შენსა:

ჵ სიტყუაო მაცხოვარო ცოდჳლთაო, მაცხოვნე მე გარდამავალი…

ტროპარნი.

ჵ სიტყუაო მაცხოვარო ცოდჳლთაო, მაცხოვნე მე გარდამავალი მცნებათა შენთა, და ნუ განმაგდებ პირისა შენისაგან:

დავემონე პირ-უტყულთა გულის-თქმათა, და პირ-უტყულთა უგუნურთა ვემსგავსე უბადრუკი, შენ შემიწყალე და მაცხოვნე უ҃ო:

ტკივნეულთა და ცეცხლითა განლეულთა, განულეთ საცთური და…

მოწამეთა.

ტკივნეულთა და ცეცხლითა განლეულთა, განულეთ საცთური და აღეტყინენით შურითა, ქე҃ს ღი҃სათა ახოვანნო მარტჳლნო:

გონიერად სამოთხედ, გამოჰსჩნდით მჴნენო, და ხედ ცხოვრებისად გაქუნდათ ქე҃ჲ შორის თქუჱნსა მუშაკთ-მთავარი ყოველთა დამნერგუჱლი:

ჵ ქალწულო ღი҃უ მიმადლებულო სძალო, მადლითა აღავსე…

ღი҃ს-მშობლისა.

ჵ ქალწულო ღი҃უ მიმადლებულო სძალო, მადლითა აღავსე გონებაჲ ჩემი და ბნელი უმეცრებისა სრულიად განმაშორე:

რომელნი ჰსდგათ წინაშე ქე҃სსა ვითარცა მსახურნი ჰრჩეულნი…

სხუა, სძლისპირი. მესმა სმენა.

რომელნი ჰსდგათ წინაშე ქე҃სსა ვითარცა მსახურნი ჰრჩეულნი, ანგელოსთა გუნდნო ევედრენით მას, განკურნებად სულისა ჩემისა წყლულებათა:

მჴედრობანი უჴორცოთანი მეუფეო, გარემოს საყდრისა შენისა განკრძალულადრე მდგომარენი, მარადის გალობენ მცხინუარედ, დიდება ძალსა შენსა უ҃ო:

წესნი ანგელოსთანი განჰკჳრდეს, გხედჳდეს რა ქე҃ მოკუდავთა კაცთა თანა, ჴორცითა მყოფსა ქუჱყანასა ზედა:

ყოვლად საგალობელო დედაო ღი҃საო, ყოვლად წმიდაო გამოუთქმელად…

ღი҃ს-მშობლისა.

ყოვლად საგალობელო დედაო ღი҃საო, ყოვლად წმიდაო გამოუთქმელად ჴორცითა მშობელო ღი҃საო შენ გევედრებით ევედრე მას ცხოვრებად ჩუჱნდა:

შენდა აღჳმსთობთ და გიღაღადებთ მოწყალეო უ҃ო, განანათლენ…

გალობა ე. სძლისპირი.

შენდა აღჳმსთობთ და გიღაღადებთ მოწყალეო უ҃ო, განანათლენ სულნი ჩუჱნნი დაბნელებულნი ნათლითა მცნებათა მათ, შენთათა ღო҃ და გუაცხოვნენ ჩუჱნ:

დაჴსნილებითა, მედგრად განულიე ცხოვრება ჩემი, და ვსძრწი…

ტროპარნი.

დაჴსნილებითა, მედგრად განულიე ცხოვრება ჩემი, და ვსძრწი საყდრისაგან შენისა რომლისა იგი, წინაშე განკითხუად ვარ შემიწყალე უბადრუკი ესე ქე҃.

ეჰა სიტყუაო, რომელმან განანათლენ თუალნი ყრმათანი, სულისა ჩემისა თუალნი დაბნელებულნი, განმინათლენ მე განცდად, ნათელსა ბრძანებათა შენთასა.

მჴნითა გულითა, ყოველნი ტანჯუანი დაითმინენით, ახოვანნო მოწამენო…

მოწამეთა.

მჴნითა გულითა, ყოველნი ტანჯუანი დაითმინენით, ახოვანნო მოწამენო ქე҃ს ღი҃სათჳს, ამისთჳს სანატრელ-ხართ, და დიდებულ მორწმუნეთა მიერ:

ტანჯუათა იგი, სამ-ნაკეცნი ღელუანი წიაღულენით, და ზეცისა ნავთ-სადგურსა ყოვლად მყუდროსა, შეხუჱდით მოწამენო, და სუფევთ წინაშე ქე҃ს ღი҃სა:

ღი҃სა სიტყუამან, რომელმან წამის-ყოფითა შეჰქმნა ყოველი ზესთა…

ღი҃ს-მშობლისა.

ღი҃სა სიტყუამან, რომელმან წამის-ყოფითა შეჰქმნა ყოველი ზესთა სიტყჳსა ქალწულო შენგან განაცნა, მას ევედრე ცხოვრებად, ჩუჱნდა შემსხმელთა შენთა დედოფალო:

სამღუდელოჲთა და მრავალმეტყუჱლითა პირებითა უგალობენ სერაფიმნი, ყოვლად…

სხუა. სძლისპირი. იგივე.

სამღუდელოჲთა და მრავალმეტყუჱლითა პირებითა უგალობენ სერაფიმნი, ყოვლად დაუსაბამოსა და ყოვლად საღმრთოსა დასაბამსა, უნივთოჲთა ნათლითა განათლებულნი:

სამღუდელოჲთა და მრავალბრწყინუალითა ფრთეებითა, დაფარჳან საღმრთოჲსა მიმართ მცხინუარებისა მიხედუად ვერ მკადრენი ხერუვიმნი, სიბრძნისა ყოვლად საღმრთოჲსა შემწყნარებელნი:

საღმრთოჲსა მიერ და ყოვლოად მდიდრისა საყდრისა, უშუჱნიერესისა მის ელუარებისა, გონიერად შუჱბულნი, გამოუთქმელთა მხილუჱლ ზეციერად გამოჩნდებიან:

შეერთა ყოვლად უბიწოო გონება იგი ყოვლად საღმრთოჲ…

ღი҃ს-მშობლისა.

შეერთა ყოვლად უბიწოო გონება იგი ყოვლად საღმრთოჲ გონებასა ამას კაცისასა, ყოვლად განწმედილსა და ყოვლად წმიდასა მუცელსა შინა შენსა, გუამოვნებისაებრ შეერთებული შეურწყმელად და უცუალებელად:

იონასებრ ვეშაპისა მისგან მიჴსენ მე გევედრები, სახიერო…

გალობა ვ. სძლისპირი.

იონასებრ ვეშაპისა მისგან მიჴსენ მე გევედრები, სახიერო უ҃ო, რომელსა შთანთქმა ჰნებავს, ჩემი უწყალოებით განმარინე მე:

მომიცუა მე უფსკრულმან ბრალთამან და შთავჰჴედ სიღრმესა…

ტროპარნი.

მომიცუა მე უფსკრულმან ბრალთამან და შთავჰჴედ სიღრმესა, ცოდუათასა უ҃ო აღმოიყუანე მსგავსად, იონასა ცხოვრებაჲ ჩემი განხრწნილი:

სამ-ნაკეცი ღელუა გულის-თქმათა, დამნთქამს მრავალ-მოწყალე, სინანულისა მყუდროდ, ნავთ-სადგურად მიმიღეღუ და იჴსენ გული ჩემი კუჱთებათაგან:

მოწამენი, ფარითა სარწმუნოებისათა მოცულნი ლიქნასა ამაოსა, უღმრთოთასა…

მოწამეთა.

მოწამენი, ფარითა სარწმუნოებისათა მოცულნი ლიქნასა ამაოსა, უღმრთოთასა მძლე-ექმნნეს, და მტერისა ისართა ვერ მოსწყლეს იგინი:

ღთ҃ისა მიმართ, სიყუარულითა ამაღლებულთა მოიძულეს, სოფლისა სიყუარული, და მაგობრად ყოველთა მეუფისა იწოდნეს მჴნენი მარტჳლნი:

გიგალობთ შენ, ქალწულო საგალობელო რომელმან გჳშევ, უფროსად…

ღი҃ს-მშობლისა.

გიგალობთ შენ, ქალწულო საგალობელო რომელმან გჳშევ, უფროსად დიდებული, სიტყუა ღი҃სა ჴორცითა, რომელსა უგალობენ ძალნი ცათანი:

ღაღადებდა მუცლით-გამო ჯოჯოხეთისათ იონა, აღმოიყუანე განხრწნისაგან ცხოვრებაჲ…

სხუა. სძლისპირი.

ღაღადებდა მუცლით-გამო ჯოჯოხეთისათ იონა, აღმოიყუანე განხრწნისაგან ცხოვრებაჲ ჩემი, ხოლო ჩუჱნ შენდამი ვღაღადებთ, ყოვლად ძლიერო მაცხოვარ შეგჳწყალენ ჩუჱნ:

ბრწყინუალებითა უფალთმთავრისათა ელუარენი გამოუთქმელსა დიდებასა მისსა უგალობენ…

ტროპარნი.

ბრწყინუალებითა უფალთმთავრისათა ელუარენი გამოუთქმელსა დიდებასა მისსა უგალობენ, და უფლებად მარადის გამოჩნდებიან:

ძალსა ყოვლისა შემძლებელსა ძალისაებრ ჰხედუჱნ სიყუარულით ძალნი იგი საღმრთონი, და ძლიერებასა შინა ჰგიან ცხადად განძლიერებულნი:

სამეუფოჲსაგან ტომისა გამოსრულმან ქალწულო, ჰშევ უაღრეს ბუნებისა…

ღი҃ს-მშობლისა.

სამეუფოჲსაგან ტომისა გამოსრულმან ქალწულო, ჰშევ უაღრეს ბუნებისა სიტყუაჲ იგი მეუფჱ ყოველთა, და ქალწულად ჭეშმარიტად სრულ-იქმენ:

ყრმათა ბაბილონს, საჴუმილსა მას შინა ცუარი აცურიეს…

გალობა ზ. სძლისპირი.

ყრმათა ბაბილონს, საჴუმილსა მას შინა ცუარი აცურიეს ზეგარდამო, ღი҃სა მიმართ ღაღადებდეს და იტყოდეს, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო, მამათა ჩუჱნთა ღო҃ უკუნისამდე:

შესწირე ღი҃სა, მსხუჱრპლი ქებისა ჵ სულო ჩემო…

ტროპარნი.

შესწირე ღი҃სა, მსხუჱრპლი ქებისა ჵ სულო ჩემო და შეინანე, ვიდრეღა ჰგიეს სავაჭროჲ ცხოვრებისა აწუჱ მოივაჭრე შენ, კეთილი ვაჭრობაჲ სათნოებათა ტჳრთი:

დრო სიკუდილისა, ახლოს არს ჵ სულო გამოიხუჱნ ღირსი ნაყოფნი, რათა არა ვითარცა უნაყოფოჲ ხჱ, ცეცხლსა გეენიასა, დაწუად მიეცე და ჰგონებდე უსარგებლოდ:

ქე҃ს მარტჳლთა, საჴუმილი საცთურისა სისხლთა მდინარითა დაშრიტეს…

მოწამეთა.

ქე҃ს მარტჳლთა, საჴუმილი საცთურისა სისხლთა მდინარითა დაშრიტეს, და ღი҃სა მიმართ ღაღადებდეს და იტყოდეს, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო, მამათა ჩუჱნთა ღო҃ უკუნისამდე:

შეეზავენით, ნათელსა საღმრთოსა და ძე ნათლისა იქმნენით მარტჳლნო, და ბნელისა მყოფთა ბრწყინუალედ განანათლებთ, და საცთურისა ბნელსა, არმურსა იოტებთ, და ჰნათობთ მორწმუნეთა:

პირუჱლ მავალმან, შეუწუჱლმან გამოგსახა სძალო, რამეთუ ცეცხლი…

ღი҃ს-მშობლისა.

პირუჱლ მავალმან, შეუწუჱლმან გამოგსახა სძალო, რამეთუ ცეცხლი, ღუთაებისა მიუახლებელი, ჰშევ, ამისთჳს გიღაღადებ, ეკალნი ვნებათა ჩემთანი დასწუჱნ ღირსო:

დიდების-გმეტყუჱლებენ დაუცხრომელად, საყდრისა შენისა ქე҃ გარემოს მდგომარენი…

სხუა. სძლისპირი. საჴმილსა.

დიდების-გმეტყუჱლებენ დაუცხრომელად, საყდრისა შენისა ქე҃ გარემოს მდგომარენი გონიერნი ანგელოსთა გუნდნი, მჴმობელნი, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:

მოძრაობენ შენ მიერ ერთისა მთავრობისა, წმიდანი, მთავრობანი, და ზეციერთა გულს-მოდგინებითა დაუცხრომელად დიდების-გმეტყუჱლებენ მჴმობელნი, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:

ერთი გუამი ორთა შინა არსებათა ჰშევ ღი҃ს-მშობელო…

ღი҃ს-მშობლისა.

ერთი გუამი ორთა შინა არსებათა ჰშევ ღი҃ს-მშობელო, უთესლოდ მხოლოჲ იგი ქე҃, სრულ-მყოფელი საშინელისა განგებულებისა, ღი҃ მამათა ჩუჱნთა:

რომელი მხოლო არს, მეუფე დიდებისა, რომელსა გუნდნი…

გალობა ჱ. სძლისპირი.

რომელი მხოლო არს, მეუფე დიდებისა, რომელსა გუნდნი ზეცათანი აქებენ და ეშინის, ანგელოსთა კრებულსა, მღუდელნი აკურთხევდით, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე:

სიტყუა ვითარცა რა, სანთელი მოვიღე მე, ხოლო…

ტროპარნი.

სიტყუა ვითარცა რა, სანთელი მოვიღე მე, ხოლო პირუტყულ სახეთა დავემონე მე უბადრუკი, და ბნელსა ცოდჳსასა შინა შეცთომილ, მარადის, ვალ მე ქე҃ ღო҃ წყალობით მომიძიე:

უ҃ი ახლოს არს, გულის-ჴმა ჰყავ ჵ სულო, განიღჳძე და ზრუნევდი და ნუ გძინავს და მჴურუალედ, უღაღადებდ ღთ҃სა, შემიწყალე სახიერ, შეცოდებული და მაცხოვნე წყალობითა შენითა:

გემო რა იხილეთ, ღი҃სა სიტკბოებისა, ტანჯუათა სიმწარჱ…

მოწამეთა.

გემო რა იხილეთ, ღი҃სა სიტკბოებისა, ტანჯუათა სიმწარჱ ტკბილად მოითმინეთ მოწამენო, და აწ ზიარებითა, სიტყჳსათა იშუჱბთ ყოვლად, ქებულნო ფუფუნებასა მას სამოთხისასა:

შეხუჱდით საღმრთოსა, შინა განსუჱნებასა, ღირს-იქმნენით კეთილთა რომელთა ესევდით დიდებულნო, ქე҃ს მოწამენო, ამისთჳს სამართლად გნატრით, ყოველნი და ვაქებთ საჴსენებელსა თქუჱნსა:

იჴსნა კაცობრივი, ბუნება წყევისაგან, შობითა შენითა ქალწულო…

ღი҃ს-მშობლისა.

იჴსნა კაცობრივი, ბუნება წყევისაგან, შობითა შენითა ქალწულო უბიწოო რამეთუ ჰშევ, მხოლო კურთხეული, მაკურთხეველი ჩუჱნი, აღმავსებელი მადლითა ცათა და ქუჱყანისა:

რომელთა გაქუსთ ყოველი სურჳლი ღი҃სა მიმართ, და…

სხუა. სძლისპირი. იგივე.

რომელთა გაქუსთ ყოველი სურჳლი ღი҃სა მიმართ, და იშუჱბთ მუნაჲთა მით ცისკროვნებითა მთავარ-ანგელოსნო, ჰჴსნად განსაცდელთაგან მგალობელთა, თქუჱნთა, ევედრენით მეუფეა ყოველთასა ქე҃სა:

გონებანო პატიოსანნო, უცხონო ყოვლისაგან ნივთიერისა ვნებისა ჵ ანგელოსნო აცხოვნენით ყოველნი, რომელნი თქუჱნ თანა სიყუარულით აღამაღლებენ ქე҃სა უკუნისამდე:

ნათელი შეუხებელი ღი҃ს-მშობელო ქალწულო მუცელსა შინა შენსა…

ღი҃ს-მშობლისა

ნათელი შეუხებელი ღი҃ს-მშობელო ქალწულო მუცელსა შინა შენსა შეიწყნარე გამოუთქმელად, და ბნელსა შინა ამის ცხოვრებისასა მყოფნი განანათლენ, დიდებად ქე҃სა კეთილ-მსახურებით შენგან გამოუთქმელად გამოსრულისა:

ყოვლად ქებულო ქალწულო ღი҃სა საყდარო, რომელმან სიტყუა…

გალობა თ. სძლისპირი.

ყოვლად ქებულო ქალწულო ღი҃სა საყდარო, რომელმან სიტყუა იგი, დამბადებელი გჳშევ ჴორცითა გამოუთქმელად ამისთჳს სიხარულით ჩუჱნ ყოველნი დაუცხრომლად გადიდებთ:

აჰა ესერა სასჯელი მოახლებულ-არს, და სასო-წარკუჱთილვარ, რამეთუ…

ტროპარნი.

აჰა ესერა სასჯელი მოახლებულ-არს, და სასო-წარკუჱთილვარ, რამეთუ საქმენი დაჰსჯისანი მიქმნიან მე ჵ მართლ-მსაჯულო ქე҃, ნუ დამსჯი თჳთ დასჯილსა და სირცხჳლეულსა:

ქანანელისა მისებრ ვჰჴმობ შემიწყალე ქე҃, და წიდოვანისა მისებრ აღმმართე დაღონებული ესე, რათა მართლიად ვიდოდე მცნებათა შენთა გზასა და ღირს-ვიქმნე ცხოვრებასა მიმთხუჱვად:

განიძარცუჱთ თქუჱნ სამოსელთა თქუჱნთა თანა, ყოველი სიბოროტჱ…

მოწამეთა.

განიძარცუჱთ თქუჱნ სამოსელთა თქუჱნთა თანა, ყოველი სიბოროტჱ და სატანჯუჱლთა თქუჱნთა მიერ, სამოსელი ცხოვრებისა შეიმოსეთ მარტჳლნო და სუფევთ სასძლოთა შინა ზეცათასა:

ცხოლველთ-სოფელმან და სიონმან ზეცათამან, და პირმშოთა ქალაქმან, შეგიწყნარნა მარტჳლნო, ღუაწლითა განშუჱნებულნი, ბრწყინუალედ შემკობილნი და იშუჱბთ გუნდთა თანა ანგელოსთასა:

ნათლითა საღმრთოჲთა შენგან შობილისათა ქალწულო დიდებულო შეამკუჱ…

ღი҃ს-მშობლისა.

ნათლითა საღმრთოჲთა შენგან შობილისათა ქალწულო დიდებულო შეამკუჱ სული ჩემი, ვნებათაგან და ცოდუათა მწარედ დაბნელებული, და ღირს-მყავ ცხოვრებასა საუკუნესა:

მცხინუარებითა ღთ҃-მთავრისა ბრწყინუალებისათა, იშუჱბენ ყოველნი გუნდი ანგელოსთანი…

სხუა. სძლისპირი იგივე.

მცხინუარებითა ღთ҃-მთავრისა ბრწყინუალებისათა, იშუჱბენ ყოველნი გუნდი ანგელოსთანი და უფროსად დიდებულსა ღთ҃სა დაუცხრომელად უგალობენ, და ადიდებენ მარადის მადიდებელნი მისნი:

ჵ ხერუბიმნო, ანგელოსნო, მთავარ-ანგელოსნო, მთავრობანო, საყდარნო და უფლებანო, ქე҃სა ევდრენით წადიერად ჰჴსნად ჩუჱნდა პყრობილებისაგან ვნებათასა:

ვითარცა დედამან ღი҃სამან კადნიერებისა მქონებელმან ძისა მიმართ…

ღი҃ს-მშობლისა.

ვითარცა დედამან ღი҃სამან კადნიერებისა მქონებელმან ძისა მიმართ შენია ღი҃ს-მშობელო, სურჳლით მგალობელნი შენნი გჳჴსნენ ცოდუათაგან ბოროტთა, და უძლურებათაგან და განსაცდელთა:

ვითარცა ლეღუსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკუჱთ მე…

აღჳვსენითსა ზედა დასდებელნი სინანულისანი. ჴმა ზ.

ვითარცა ლეღუსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკუჱთ მე მაცხოვარ ცოდჳლსა ამას, არამედ მერმეცა მრავალ ჟამ შენდობაჲ მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართუა შენ მოწყალებისა:

ვითარცა ხარ მზე სიმართლისა, განანათლენ გულნი მალობელთა შენთანი უ҃ო დიდება შენდა:

ხსენებასა ღუსწლით-შემოსილთა, წმიდათასა ვდღესასწაულობთ და გიგლობთ შენ ქე҃ და ვიტყჳთ უ҃ო დიდება შენდა:

გიხაროდენსა შევსწირავთ შენდა ღი҃ს-მშობელო, რამეთუ ანგელოსთა უმაღლეს…

დიდება აწდა. ღი҃ს-მშობელისა.

გიხაროდენსა შევსწირავთ შენდა ღი҃ს-მშობელო, რამეთუ ანგელოსთა უმაღლეს გამოსჩნდი, ჰშევ რა ღი҃:

შუჱნიერ-იყო ხილუად და კეთილ საჭმელად, რომელმან იგი…

ორშაბათსა მომიჴსენენი. ჴმა ზ.

შუჱნიერ-იყო ხილუად და კეთილ საჭმელად, რომელმან იგი მომაკუდინა მე პირუჱლ ნაყოფმან, ხოლო ქე҃ ღი҃ არს ხე იგი ცხოვრებისა, რომლისაგან ვჰსჭამო და განუსცხოველდე, და ღაღად-ვჰყო ავაზაკისა თანა საღმრთოსა და ვჰსთქუა, მომიჴსენე მე მჴსნელო, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენითა კაცთ-მოყუარე და მაცხოვნე მე:

ვითარცა მორწმუნე ქანანელი უ҃ო, გიღაღადებ შენ ტკივნეული გულითა, შემიწყალე მაცხოვარ ვითარცა სახიერ-ხარ, რამეთუ სული ჩემი ყოველთა მიერ მანქანებათა მტერისათა იგუჱმების, და ღელუა გუჱმული ძჳრ ძჳრად იტანჯების, არამედ ვითარცა განჰკურნე ასული მისი, მეცა განმკურნე სახიერ:

ქერუვიმ სერაფიმნი და საყდარნი, მთავრობანი, ძალნი მთავარ-ანგელოსნი და ანგელოსნი უფლებანი და ჴელმწიფებანი წმიდანი, ჴმითა სასმენელითა და საწადელითა, მარადის გადიდებენ ქუჱლის-მოქმედსა სამებასა ღთ҃სა, სამ-გუამოვნად ცნობილსა, დაუცხრომელად გიგალობენ და სამ წმიდა-არსებით ქებასა შეგასხმენ:

მტერისა ზვაობაჲ ამაღლებული ღი҃სა მიერ ამაღლებულთა დააკუჱთეთ სრულიად, ღუაწლით-შემოსილნო მოწამენო ქე҃სნო, და ძლევა-შემოსილად გამოჰსჩნდით თქუჱნ, და მხიარულნი ცათა შინა იქცევით განათლებულნი და ბრწყინუალედ შუჱნიერნი მოგჳხსენენით მგალობელნი თქუჱნნი, და გჳთხოვეთ ჩუჱნ დიდი წყალობაჲ:

დაუსაბამოსა მამისა თაყუანის-ვჰსცემდეთ ძისა თანა და სულისა…

დიდება.

დაუსაბამოსა მამისა თაყუანის-ვჰსცემდეთ ძისა თანა და სულისა წმიდისა დაუბადებელსა არსებასა, არა არსისაგან დამბადებელსა ყოველთასა, რომლისათჳს სამება არს, და ერთობად იცნობების:

გემოთა მიერ სოფლისათა შებღალული შენდა მომართ მოვივლტი…

აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

გემოთა მიერ სოფლისათა შებღალული შენდა მომართ მოვივლტი ყოვლად უბიწო სძალო, ყოვლისა ბრალისა და ბიწისაგან იჴსენ, ყოვლად უბადრუკი ესე სული ჩემი და ტაძრად სამეუფოდ გამოაჩინე რათა გნატრიდეს მარადის სანატრელო, სასოო ყოვლისა სოფლისაო, და განმანათლებელო მგალობელთა შენთაო:

რომელმან ჰშევ უფსკრული, მოწყალებათა ქალწულო, სული ჩემი…

სერობისად, გალობანი, წმიდისა ღი҃ს-მშობელისანი, გალობა ა. ჴმა ზ. სძლისპირი. წამის-ყოფითა.

რომელმან ჰშევ უფსკრული, მოწყალებათა ქალწულო, სული ჩემი განანათლე ნათლითა შენითა, რათა, საკჳრუჱლებათა შენთა უფსკრულსა ღირსად ვაქებდე წმიდაო:

ისრითა ცოდჳსათა, მოწყლულთა გჳლხინა ღთ҃მან, და ვითარცა ქუჱლის მოქმედი მოწყალე გუჱქმნა, სძალო, ამისთჳს კაც-იქმნა, ჴორცთა შენთაგან და განგუაახლნა განხრწნილნი:

განხრწნით იქმნა ბუნება, ჩუჱნი და საწუთო იქმნა, და დაემონა სიკუდილსა ჵ ღი҃სა დედაო, ხოლო, რაჟამს მუცლად-იღე, ცხოვრება საღმრთო მოგუატყუ ჩუჱნ ცხოვრება უკუდავი:

განღმრთობისა ქადებითა, ედემით განმჴადა მტერმან, და მიწადუჱ…

გალობა გ. სძლისპირი. ღო҃ მაცხოვარო ჩემო.

განღმრთობისა ქადებითა, ედემით განმჴადა მტერმან, და მიწადუჱ მიმაქცია მე, ხოლო ქე҃მან, ყოვლად სახიერმან, და ბუნებით მოწყალემან, განმაღმრთო და რა ემკჳდრა, საშოსა შენსა სძალო ყოვლად ქებულო:

კურთხეულ-არს დედოფალო ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ ყოვლისა სოფლისა, სიხარული ჰშევ და განმაქარუჱბელი, ცოდჳსა მწუხარებათა, სიხარულო ყოველთაო ღი҃უ მიმადლებულო დედაო ღი҃საო:

ქალწულო ღი҃სა დედაო, ნათელი და ცხოვრება ჰშევ, და მშჳდობის მომცემელი, რომელმან დაჰჴსნა, პირუჱლი მტერობა, კაცთა ქე҃მან ჯუარითა, და დამაგნა ღთ҃სა მამასა, და ჰყო მშჳდობა ანგელოსთა და კაცთა:

უწინარეს დაბადებისა, იქმენ კეთილ და შუჱნიერ წინაშე…

გალობა დ. სძლისპირი. ქე҃ ღო҃ რომელმან, არა.

უწინარეს დაბადებისა, იქმენ კეთილ და შუჱნიერ წინაშე ღი҃სა სძალო, ელუარითა მით ნათლითა, შენითა დედოფალო მგალობელნი შენნი განაბრწყინუჱნ:

ღი҃ კაცთა უშევ ქალწულო, განკაცებული უბიწოთა მათ სისხლთა შენთაგან, რომელმან იჴსნნა ბრალთაგან, მადიდებელნი შენნი, და შემსხმელნი შობისა შენისანი:

განაახლა კაცთა ბუნება შობისა შენისა საიდუმლომან ქალწულო, პირუჱლივე ქადაგებულმან, და აწ აღსრულებულმან, ზესთა ცნობისა ჵ სანატრელო:

კიბე რომელი იხილა იაკობ, დამტკიცებული სიმაღლედ მიმართ…

გალობა ე. სძლისპირი. სული მაცხოვარებისა.

კიბე რომელი იხილა იაკობ, დამტკიცებული სიმაღლედ მიმართ სახე იყო, უქორწინებელისა და უთესლოსა შობისა შენისა სძალო, რამეთუ ღი҃ შენ მიერ კაცთა შორის გამოსჩნდა, და კაცთა ბუმება ზეცად აღამაღლა:

რომელთა ესე მოვიღეთ შენ მიერ ჴსნა საუკუნო წადიერად გიღაღადებთ, გიხაროდენ დედოფალო უბიწოო და ყოვლად უხრწნელო, და ნათლითა შენითა განათლებულნი სძალო, გალობითა ღი҃უ-ბრწყინუალითა გადიდებთ:

სიწმიდისა ბრწყინუალებითა ელუარე, და სუნნელი შროშანი შორის ეკალთა გპოვა შენ, სიძემან სულთამან უკუდავმან და ყოვლად ძლიერმან, დედოფალო და შენგან უაღრეს ბუნებათა განჴორციელდა და მამამან ზეცათამან სძლად შეგიწყნარა:

წესთა სჯულისათა, და წინასწარ-მეთყუჱლთა ჴმამან წინათუჱ, მრავალ…

გალობა ვ. სძლისპირი. დანთქმული ღელჳ.

წესთა სჯულისათა, და წინასწარ-მეთყუჱლთა ჴმამან წინათუჱ, მრავალ ფერად, და მრავალ სახედ ქადაგეს ყოვლად უბიწო შობა შენი, რამეთუ ჰშევ მაცხოვარი სოფლისა, და სარწმუნოებით ქებით გიგალობდეს ქალწულო:

პირუჱლ ქმნული ადამი კაცის მკლუჱლისა განზრახჳთა, განჴდილი, სამოთხისა ღი҃უ-შუჱნიერისა შუჱბისა და ფუფუნებისაგან, კუალად აგე მუნუჱ ღი҃სა დედაო, ჰშევ რა ქე҃ ღი҃ ურჩებისა დამჴსნელი:

რომელმან ყოველი, ნებითა საღმრთოთა დაჰბადა, ქე҃მან საშოსა შენისაგან ღი҃უ-შუჱნიერად გამობრწყინდა დედოფალო დანთქმულნი ელჳთა ღუთაებისათა განანათლნა:

პირად პირადად შემკული სამოსლითა, ოქროვანითა შეგიყუარა დამბადებელმან…

გალობა ზ. სძლისპირი. საჴმილსა რა ცეცხლი.

პირად პირადად შემკული სამოსლითა, ოქროვანითა შეგიყუარა დამბადებელმან, და ღთ҃მან და მეუფემან სძალო, და შენგან განჴორციელდა, და ღთ҃-ჰყო კაცება განკაცებითა:

განწმიდნა ისაია შეეხო რა ბაგეთა ნაკუჱრცხალი, და მოასწავა შობა შენი, რამეთუ განმწმედელი დაბადებულთა, შენგან განკაცნა ქალწულო, და აცხოვნა ყოველი სოფელი:

იგავნი საღმრთოსა შობისა შენისანი უბიწოო, წინასწარ-მეტყუჱლთა წმიდათა, მხიარულებით მოასწავნეს ქალწულო, და ჴმა მაღლად ღაღადებდეს, მამათა ჩუჱნთა ღო҃ კურთხეულ-ხარ შენ:

ნათელმან ძისა შენისამან ქალწულო, უცხო სახედ განანათლნა…

გალობა ჱ. სძლისპირი. შეუწუჱლმან მაყუალ.

ნათელმან ძისა შენისამან ქალწულო, უცხო სახედ განანათლნა, ბრწყინუალებითა და გალობით უღაღადებთ, ყოველი სოფელი, რომელი მოგყავს წიაღითა და გალობით უღაღადებთ, ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს:

უგალობთ დედოფალო საშოსა შენსა, რომელმანცა დაიტია, გამოუთქმელად ღი҃ ყოველთა რომელმან, მოსცა მორწმუნეთა კრებულსა, ღი҃ს-მეცნიერება და ჴმობენ, ყოველნი საქმენი:

ნათლისა შენისა ელუარებითა, მგალობელნი შენნი ქალწულო, ღი҃ს-მშობელო აღავსენ ბრწყინუალებითა, რამეთუ იქმენ კარავ ნათლისა, და განმანათლებელ, მეტყუჱლთა, ყოველნი საქმენი აკურთხევდით:

შუჱბისა და სიხარულისა საუკუნოსა, მომატყუჱბელ ჩუჱნდა იქმენ…

გალობა თ. სძლისპირი. მტჳრთუჱლმან გამოუთქ.

შუჱბისა და სიხარულისა საუკუნოსა, მომატყუჱბელ ჩუჱნდა იქმენ სძალო გჳშევ რა მჴსნელი, მამისა წიაღთა მჯდომარე ვითარ სიტყუა, სიბრძნე და ძალი მისი, თანა დაუსაბამო, რომელსა დაუცხრომელად ვადიდებთ:

მგალობელთ-მთავარმან დავით, მამამან შენმან კიდობნად სიწმიდითა საღმრთოთა გიწოდა სძალო, რომელმან დაიტიე, სიტყუა დაუტევნელი, მჴსნელი დაბადებულთა, რომელნი ადიდებენ, მას სულითა და ჭეშმარიტებითა:

უზესთაეს იქმენ ყოველთა დაბადებულთა, ვითარცა მშობელი დამბადებელისა ქალწულო, ამისთჳს ვითარცა დედასა, მჴსნელისასა, ყოველთა მთავრობათა, უმთავრესი მთავრობა, და წყალობა მოგიღებიეს ღი҃საგან: