ჴმა წმიდათა მოციქულთა, განჴდა კიდეთა ყოვლისა სოფლისათა…
მწუხრად დასდებელნი მსგავსნი, მოციქულთანი. ჴმა ზ. არღარა დავეყენებით.
ჴმა წმიდათა მოციქულთა, განჴდა კიდეთა ყოვლისა სოფლისათა, უ҃ო დიდება შენდა:
რომელნი ეგე სუნნელებად ღი҃სა სიტყჳსა გამოსჩნდით ყოვლად სანატრელნო, განმასუნნელეთ მე სუნნელებითა სულიერითა:
რომელნი ეგე მიმთხუჱულ-ხართ მოქალაქობასა ზეციერსა, მასწავეთ მე ბრძნობაჲ ზეციერთა, და თქმაჲ ნებითა ღი҃სათა:
ვითარცა იგი პირუჱლ იჴსნენ მამაო მჴედართ მძღუანნი…
სხუანი, დასდებელნი, წმიდისა მიმართ ნიკოლოზისა მსგავსნივე.
ვითარცა იგი პირუჱლ იჴსნენ მამაო მჴედართ მძღუანნი იგი სიკუდილად გულუჱბადნი ლოცჳთა შენითა ნიკოლოზ, ეგრეთუჱ აწ ჩუჱნცა გუაცხოვნენ:
რომელნიცა გხადიან სარწმუნოებით, და გიგალობენ სურჳლით, მღუდელ-მთავარო ჵ ნიკოლოზ, ყოვლად ნეტარო იჴსნენ იგინი მწუხარებისაგან:
სიყმილისაგან და სრჳსა, ძრჳსა და ჭირთა და ყოვლისაგან იწროებისა განგუათავისუფლე მონანი, შენნი, მღუდელ-მთავარო ბრძენო ნიოლოზ:
გიცით შენ ქალწულად შემდგომად შობისა, რამეთუ ჰშევ…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
გიცით შენ ქალწულად შემდგომად შობისა, რამეთუ ჰშევ შენ მაცხოვარი თჳნიერ მამაკაცისა რომელსა ევედრე ცხოვრებად სულთა ჩუჱნთა:
დიდებულნო მოციქულთანო, სუჱტნო ეკლესიისანო, ჭეშმარიტებისა ქადაგნო, ლამპარნო…
სტიქარონსა ზედა, დასდებელნი მოციქულთანი. ჴმა ზ.
დიდებულნო მოციქულთანო, სუჱტნო ეკლესიისანო, ჭეშმარიტებისა ქადაგნო, ლამპარნო ბრწყინუალენო თქუჱნ ცეცხლითა სულისათა შესწჳთ ყოველი საცთური, და კაცთა ნათესავი განანათლეთ, რომელთათჳს მეოხ-გუჱყუჱნით გევედრები, ღი҃სა მიმართ მაცხოვრისა რათა მოსცე სოფელსა მშჳდობაჲ, და აცხოვნნეს სულნი ჩუჱნნი:
მოციქულნო ქე҃სნო, მუშაკნო მაცხოვრისანო, ჯუარი ვითარცა ერქუანი მჴართა ზედა გეტჳრთათ, და დაკორდებული ქუჱყანა, კერპთა საცთურისაგან განჰსწმიდეთ, სარწმუნოება სიტყჳთ დასთესეთ და ღირსად პატივ-იცემებით წმიდანო ქე҃ს მოციქულნო:
მოღუაწენო წმიდანო, ცხოვარნო მეტყუჱლნო, და შესაწირავნო სულიერნო…
მოწამეთა.
მოღუაწენო წმიდანო, ცხოვარნო მეტყუჱლნო, და შესაწირავნო სულიერნო, მსხუჱრპლნო და საკუჱრთხნო სათნონო ქე҃ს ღი҃სანო თქუჱნ ქუჱყანამან არა დაგფარნა, არამედ ზეცათა შეგიწყნარეს, და ანგელოსთა თანა ზიარ-იქმნენით, მათ თანა ითხოვეთ თქუჱნ, მაცხოვრისა ღი҃საგან მშჳდობაჲ სოფლისა, და აურაცხელი დიდი წყალობაჲ სულთა ჩუჱნთათჳს:
გჳჴსნენ ჩუჱნ ღი҃ს-მშობელო, სიმძიმისაგან ცოდუათა ჩუჱნთასა, რამეთუ…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა:
გჳჴსნენ ჩუჱნ ღი҃ს-მშობელო, სიმძიმისაგან ცოდუათა ჩუჱნთასა, რამეთუ სხუა სასოება, არა ვინ გუაქუს ჩუჱნ მორწმუნეთა შენსა გარეშე, შენგან შობილისა ღი҃სა მიმართ:
მუშაკად აგარაკისა შენისა, მოციქულნი შენნი გამოაჩინენ ქე҃…
ხუთშაბათსა ცისკრად, შემდგომად ა სტიხოლოღიისა. წარდგომანი მოციქულთანი, ჴმა ზ.
მუშაკად აგარაკისა შენისა, მოციქულნი შენნი გამოაჩინენ ქე҃ ღო҃, რომელთა ჰქადაგეს ღი҃ს-მსახურებაჲ წარმართთა შორის, და კერპნი დაამხუნეს, და სუფევასა შენსა ადიდებდეს:
მოწაფენო უ҃ისანო ყოვლად ქებულნო, რომელთა ყოველი მზესა…
ყოველსა ქუჱყანასა განჴდა ჴმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი:
მოწაფენო უ҃ისანო ყოვლად ქებულნო, რომელთა ყოველი მზესა ქუჱშჱ ცისკროვან-ჰყუჱნით ვითარცა მნათობთა, ჩემდაცა იოხეთ განათლებად, რომელი ესე ვიყოფები სიბნელესა შინა ცოდუათა და ვნებათასა:
ნაყოფი მუცლისა შენისა, სჯულისა და წინასწარ-მეტყუჱლთა არს…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
ნაყოფი მუცლისა შენისა, სჯულისა და წინასწარ-მეტყუჱლთა არს სრულ-მყოფელი, ამისთჳს ღი҃ს-მშობელო, გულის-ჴმის-ჰყოფდით მგალობელნი შენნი, მართლ-მადიდებლობით გადიდებთ:
თქუჱნ მნათობნი ეგე სოფლისანი მოციქულნო უ҃ისანო, მარადის…
შემდგომად ბ. სტიხოლოღიისა, წარდგომანი მოციქულთანი. ჴმა ზ.
თქუჱნ მნათობნი ეგე სოფლისანი მოციქულნო უ҃ისანო, მარადის ელუარე-ჰყოფთ სიტყუასა მორწმუნეთა მიმართ, და განსდევნით ფრიად ნისლსა საცთურისასა, რომლისა მიერ განანათლებთ წარმართთა ნათლის-ღებითა, ვითარცა ქადაგნი სამებისანი მარადის პატივს-ცემულნი:
წინასწარ-მეტყუჱლთა ჰქადაგეს, მოციქულთა ასწავეს, და მოწამეთა აღიარეს…
ცანი უთხრობენ დიდებასა ღი҃სასა და ქმნულსა ჴელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო:
წინასწარ-მეტყუჱლთა ჰქადაგეს, მოციქულთა ასწავეს, და მოწამეთა აღიარეს და ჩუჱნ გურწმენა რამეთუ შენ ხარ ქე҃ ძე ღი҃სა მჴსნელი სოფლისა:
ცად ახლად გამოჩინებულად გქადაგეს შენ ქალწული, ზეციერისა…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
ცად ახლად გამოჩინებულად გქადაგეს შენ ქალწული, ზეციერისა ღი҃სა მქონებელი მუცელსა შინა შენსა, მოციქულთა საღმრთოჲსა მადლისა თჳთ-მხილუჱლთა:
ქუჱყნიერი დიდება ქუჱყანასა ზედა არა შეიყუარეთ დიდებულნო…
შემდგომად გ სტიხოლოღიისა, წარდგომა. ჴმა ზ.
ქუჱყნიერი დიდება ქუჱყანასა ზედა არა შეიყუარეთ დიდებულნო, და ღი҃ ზეციერნი კაცთა უქადაგეთ, და მისსა მიმართ ყოველნი მიიყუანენით:
მოწამენი შენნი უ҃ო მტერსა მძლე-ექმნეს, და საცთური…
დიდება შენდა, ღო҃ ჩუჱნო, დიდება შენდა: მოწამეთა.
მოწამენი შენნი უ҃ო მტერსა მძლე-ექმნეს, და საცთური განაქარუჱს, რამეთუ შეიჭურუჱს ძლიერებაჲ ჯუარისა, და აწ ანგელოსთა თანა გიგალობენ და გადიდებენ, და ძლევისა გალობასა გიღაღადებენ, მათ მიერ მოჰმადლე სულთა ჩუჱნთა დიდი-წყალობაჲ:
ნაყოფი მუცლისა შენისა ღი҃სა სძალო, კაცთა ეცნობა…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
ნაყოფი მუცლისა შენისა ღი҃სა სძალო, კაცთა ეცნობა მაცხოვარებისა შუა-მდგომელად, ამისთჳს ღი҃ს-მშობელო, გულის-ჴმის-ჰყოფითა და ენითა სარწმუნოებით, მიმადლებულნი შენნი გადიდებთ:
წამის-ყოფითა ღო҃, ბუნებანი, მდინარენი, ზღუდედ აღამაღლენ, და…
ხუთშაბათსა, კანონი წმიდათა მიმართ მოციქულთა. გალობა ა, ჴმა ზ. სძლისპირი.
წამის-ყოფითა ღო҃, ბუნებანი, მდინარენი, ზღუდედ აღამაღლენ, და მას შინა განიყუანე ერი ისრაილთა ჴმელად და გიგალობდეს გალობასა ძლევისასა:
ღი҃უ-შუჱნიერ იქმნენით, ღი҃სა მიმართ წამის-ყოფითა, და საღმრთოდ…
ტროპარნი.
ღი҃უ-შუჱნიერ იქმნენით, ღი҃სა მიმართ წამის-ყოფითა, და საღმრთოდ სურჳლად აღსძართ ყოველი სოფელი, ხოლო საცთური უღმრთოთა, და კერპთა ყრუთა, დაჰჴსენით ქე҃ს მოციქულნო:
ვითარცა ხართ მარილნი სოფლისანი მოციქულნო, სიმპალჱ ესე გულისა ჩემისა განჰკურნეთ, მწარედ, და უკურნებელად შეყროლებული, ღი҃ს-მეტყუჱლნო ყოვლად ქებულნო:
რაჟამს დაჯდეს მსაჯული, ყოველთა თქუჱნთანა განსჯად, სიმართლით ცისკიდეთა წმიდანო მოციქულნო, მისსა, მეორედ მოსლუასა საშინელებით, დასჯისაგან განმარინეთ მე:
უხრწნელო ღი҃ს-მშობელო, ანგელოსთა გუნდსა თანა, მოციქულთა წინასწარ-მეტყუჱლთა…
ღი҃ს-მშობლისა.
უხრწნელო ღი҃ს-მშობელო, ანგელოსთა გუნდსა თანა, მოციქულთა წინასწარ-მეტყუჱლთა და მარტჳლთა, მწყობრსა, ევედრე ქე҃სა რათა შენდობაჲ ცოდუათა მომანიჭოს მე:
შეიწირე ვედრებაჲ მეშჳდე ნიკოლოზ
სხუა. კანონი წმიდისა მიმართ ნიკოლოზისა, რომლისა კიდურ-წერილობა.
შეიწირე ვედრებაჲ მეშჳდე ნიკოლოზ.
რომელმანცა წარულე ცხოვრებაჲ დიდებული ქუჱყანასა ზედა, მადიდებელნი…
იოსებისა. გალობა ა. ჴმა ზ სძლისპირი. რომელი შეეწია ღი҃ მოსეს.
რომელმანცა წარულე ცხოვრებაჲ დიდებული ქუჱყანასა ზედა, მადიდებელნი შენნი ნიკოლოზ, მუნაჲსა დიდებისა ზიარ-ჰყუჱნ:
მოქცევსა შინა ბოროტთასა მცურუალენი, და მსოფლიოთა განსაცდელთა ღელუათაგან გარე-შეცულნი გუაცხოვნენ ყოვლად სანატრელო:
ჴელი შეწევნისა მომცემელი მომეც მე მამაო ნიკოლოზ, და მტერთაგან ხილულთა და უხილავთა მიჴსენ:
შემოქმედი მსახურთა უნივთოთა, იშუა შენ მიერ ღი҃ს-მშობელო…
ღი҃ს-მშობლისა.
შემოქმედი მსახურთა უნივთოთა, იშუა შენ მიერ ღი҃ს-მშობელო სახილუჱლ-ქმნილად კაცთა მიერ, გამოუთქმელისათჳს წყალობისა მისისა:
ღო҃ მაცხოვარო ჩუჱნო, ყოვლისა დამბადებელო, რომელმან სიტყჳთ…
გალობა გ. სძლისპირი.
ღო҃ მაცხოვარო ჩუჱნო, ყოვლისა დამბადებელო, რომელმან სიტყჳთ დაამყარენ ცანი მაღალნი ყოვლით ძალით მათით, და სულითა მით საღმრთოთა, დაგუამტკიცენ ჩუჱნ ერთობით, კლდესა ზედა სარწმუნოებისასა:
სიტყჳსაებრ წერილისა, ვითარცა ცანი უთხრობდით, ღთ҃ისა დიდებასა…
ტროპარნი.
სიტყჳსაებრ წერილისა, ვითარცა ცანი უთხრობდით, ღთ҃ისა დიდებასა წმიდანო, ქე҃ს ქადაგნო, ჴორცთ-შესხმასა მისსა, ვნებასა და აღდგომასა, რომელთა მიერ ვიჴსნენით, ვნებათაგან და ხრწნილებისა ყოველნი:
რომელნი ეგე იქმნენით, ისარ ლესულ ძლიერსა ისართაგა, ბოროტისათა გამომიჴსენით, და მოწყლული მწარედ, ცოდჳსა მახჳლითა მიერ, გონება ჩემი განჰკურნეთ, ყოვლად ბრძენნო მოწაფენო უ҃ისანო:
ბოროტად ცთომილი ესე, და მწარედ განშიშულებული, საღმრთოჲსა სამოსლისაგან, შემმოსეთ ბრძენნო, ქე҃ს მოწაფენო, რომელთა მტერი განსძარცუჱლ, და სირცხჳლი საუკუნო, შემოსეთ მას მოძღურებითა თქუჱნითა:
რომელმან ძალნი ცათანი, სიტყჳთა დაბადენ უ҃ო, და…
ღი҃ს-მშობლისა.
რომელმან ძალნი ცათანი, სიტყჳთა დაბადენ უ҃ო, და წინასწარ-მეტყუჱლნი განაბრძუჱნ, და მოციქულთა და მარტჳლთა მადლი, მიეც მათითა ოხითა, და დედისა შენისათა, გუაცხოვნენ ვითარცა მოწყალე ხარ:
რომელმან ცანი, სიტყჳთა დაამტკიცენ, და საფეძუჱლი ქუჱყანისა…
სხუა. სძლისპირი.
რომელმან ცანი, სიტყჳთა დაამტკიცენ, და საფეძუჱლი ქუჱყანისა დაამყარე წყალთა ზედა მრავალთა, დაამტკიცე გონებაჲ ჩემი ნებასა ზედა შენსა კაცთ-მოყუარე:
რომელი შესწირავ ოხასა ყოვლისათჳს სოფლისა, ყოვლისაგან იწროებისა…
ტროპარნი.
რომელი შესწირავ ოხასა ყოვლისათჳს სოფლისა, ყოვლისაგან იწროებისა და ჭირთაგან ურიცხუთა, გუაცხოვნენ ჩუჱნ წმიდაო ნიკოლოზ:
ვითარ იგი იჴსნენ კრულნი საპყრობილისაგან, ბოროტთაცა ჩემთა განხეთქენ საკრუჱლნი, და დამაგე ღთ҃სა მეოხებითა შენითა წმიდაო ნიკოლოზ:
რომელნი ესე შემწედ ჩუჱნდა გხადით დღისი და ღამე, შესწირენ უ҃სა ლოცუანი ჩუჱნნი და დაგჳცუჱნ მარადის წმიდაო ნიკოლოს:
მარწუხო რომელმან ნაკუჱრცხალი საღმრთოჲ შეიწყნარე, მუცელსა შინა…
ღი҃ს-მშობლისა.
მარწუხო რომელმან ნაკუჱრცხალი საღმრთოჲ შეიწყნარე, მუცელსა შინა შენსა და არა შეიწუ, დასწუჱნ ყოვლად წმიდაო ცოდუანი ჩუჱნნი:
ქე҃ ღო҃, რომელმან არა დაუტევენ წიაღნი, იგი…
გალობა დ. სძლისპირი.
ქე҃ ღო҃, რომელმან არა დაუტევენ წიაღნი, იგი მამულნი ზეცად, და გარდამოჴედ ქუჱყანად, სმენა შენი მესმა მე, და ქებით ვადიდებ ძალსა შენსა:
მამისა თანა არსმან სიტყუამან, ჴორცითა გამოჩინებულმან ვითარცა…
ტროპარნი.
მამისა თანა არსმან სიტყუამან, ჴორცითა გამოჩინებულმან ვითარცა კაცმან, გამოგირჩივნა მოწაფედ, ღმრთაებისა თჳსისა, მითხრობად ყოველთავე წარმართთა:
ხორცისა მომპოვნებელთა, ავაზაკთა შთავვარდი, მე უბადრუკი ესე, და ვიწყალ მათ მიერ მწარედ, ქე҃ს ღი҃სა ქადაგნო, და სნეულთა მკურნალნო განმკურნეთ:
ვნებათაგან და განსაცდელთა, და ყოველთა ჭირთა და ურუათა გამოგჳჴსნენით, მოციქულნო დიდებულნო, ვედრებითა თქუჱნითა, და საუკუნეთა სატანჯუჱლთაგან:
ჵ წმიდაო ღი҃სა დედაო, მოციქულთა თანა და…
ღი҃ს-მშობელო.
ჵ წმიდაო ღი҃სა დედაო, მოციქულთა თანა და წინასწარ-მეტყუჱლთა, და მარტჳლთა მეოხ-მეყავ მე რათა ჭირთაგან და ცოდჳსა ვნებათა გამმოვიჴსნა:
შავ-გამოაჩინე სიბრძნითა შენითა მამაო, გონებაჲ არიოზისა წუალებითა…
სხუა. სძლისპირი. დაფარნა ცანი.
შავ-გამოაჩინე სიბრძნითა შენითა მამაო, გონებაჲ არიოზისა წუალებითა დაბნელებული, და მის მიერ შეცთომილნი განანათლენ ნიკოლოზ:
განჰკურნენ მრავალნი წყლულებანი ჩემნი, ღი҃უ-მისათუალუჱლითა ლოცჳთა შენითა, ღი҃უ-სანატრელო მამაო ნიკოლოზ და გონებაჲ ჩემი დაბნელებული განანათლე:
რომელმან მოაკუდინენ მღერანი ვნებათანი, მომკუდარი ვნებათაგან მეოხებითა შენითა განმაცხოველე, და განმაახლე ყოვლად სანატრელო:
უჟამოსა რომელი ჰშევ ჴორცითა, ევედრე მრავალ ჟამეულთა…
ღი҃ს-მშობლისა.
უჟამოსა რომელი ჰშევ ჴორცითა, ევედრე მრავალ ჟამეულთა ბოროტთაგან ჰჴსნად ჩუჱნდა, მგალობელთა შენთა ყოვლად უბიწოო:
უ҃ო ღო҃ ჩუჱნო, ღამითგან აღჳმსთობთ და გევედრებით…
გალობა ე. სძლისპირი.
უ҃ო ღო҃ ჩუჱნო, ღამითგან აღჳმსთობთ და გევედრებით, მოგუმადლე მოტევებაჲ ყოველთა ცოდუათა ჩუჱნთა და ნათლისა ნებისა შენისასა, წარმართე სლუაჲ ჩუჱნი გევედრებით:
უ҃ო ღო҃ ჩუჱნო, რომელმან მოციქულთა მშჳდობა მიეც…
ტროპარნი.
უ҃ო ღო҃ ჩუჱნო, რომელმან მოციქულთა მშჳდობა მიეც, ვედრებითა მათითა, მშჳდობა მოგუჱც ყოველთა, და ცოდუათა მოტევება მოგუმადლე, ვითარცა ხარ მრავალ-მოწყალე:
უ҃ო ღო҃ ჩუჱნო, რომელმან ავაზაკი და მეძავი, მოწყალებით აცხოვნენ, დიდთა მოციქულთა შენთა ლოცჳთა და მეოხებითა მეცა, უძღები მაცხოვნე და შემიწყალე:
უ҃ო ღო҃ ჩუჱნო, რომელი იშევ უსძლოსაგან დედისა…
ღი҃ს-მშობლისა.
უ҃ო ღო҃ ჩუჱნო, რომელი იშევ უსძლოსაგან დედისა, ვედრებითა მისითა და მოციქულთა ოხითა შენდობა ცოდუათა მომანიჭე, და მერმეთა სატანჯუჱლთაგან მიჴსენ:
განზრახუანი მამაო მარადის ჩუჱნ ზედა აღდგომილთა უგუნურთა…
სხუა. სძლისპირი. აღიმსთობს სულ.
განზრახუანი მამაო მარადის ჩუჱნ ზედა აღდგომილთა უგუნურთა კაცთანი მეოხებითა შენითა ცუდ-ჰყუჱნ ნიკოლოზ:
განხეთქენ საკრუჱლნი ბოროტთა, ჩუჱნთანი მეოხებითა შენითა, და შეჰკარ მძჳნუარებაჲ სულთა წარმწყმედელისა გუჱლისა ნიკოლოზ, ყოვლად წმიდაო:
მარადის გონებითა მცოდუჱლნი, და მრავლითა სიბოროტითა შეპყრობილნი მამაო, გხადით შენ მჴურუალესა შუამდგომელსა:
მარიამ უფალაო ყოველთა დაბადებულთაო, მტერისა მისგან რომელი…
ღი҃ს-მშობლისა.
მარიამ უფალაო ყოველთა დაბადებულთაო, მტერისა მისგან რომელი ეძიებს ურცხჳნოდ დამონებულად მდაბალსა სულსა ჩემსა, ღი҃ს-მშობელო განმათავისუფლე მე:
დანთქმული ღელჳთა, სოფლისა ამის განსაცდელთა, ნავითა ცოდჳსათა…
გალობა ვ. სძლისპირი.
დანთქმული ღელჳთა, სოფლისა ამის განსაცდელთა, ნავითა ცოდჳსათა შთავრდომილი და მიგდებული მჴეცთა სულთა მომსრუჱლსა გიღაღადებ ვითარცა იონა, ხრწნილებისაგან და სიკუდილისა მიჴსენ ქე҃:
თჳთ ღთ҃სა სიბრძნისა, ყოვლად ქებულნო მოწაფენო წარმართთა…
ტროპარნი.
თჳთ ღთ҃სა სიბრძნისა, ყოვლად ქებულნო მოწაფენო წარმართთა სიბრძნენი სულელ-ჰქმნენით და სიბრძნის მოძღუარი უკეთურებისა წარწყმიდეთ, და უმეცრებასა შინა დანთქმულნი ნათლითა სულიერითა განანათლენით:
რომელმან ოდესმე, შეცოდება იგი პეტრესი, განსწმიდე, ცრემლთა მიერ აწცა ვედრებითა მისითა ცოდუანი ჩემნი განსწმიდენ, მრავალთა წყალობათა შენთათჳს, და გარდამატებულისა სიტკბოებისა:
რომელმან ოდესმე, ნინეველნი შეიწყალენ, უ҃ო, მოწყალებათა შენთათჳს მეცა შემიწყალე მოციქულთა მიერ, და მრავალთა მათ ბრალთა ჩემთათჳს, ნუ განამრავლებ ტანჯუათა შენთა მოწყალე:
ნათლისა მშობელო, განანათლე დაბნელებული, გონებაჲ, ჩემი ვნებათაგან…
ღი҃ს-მშობლისა.
ნათლისა მშობელო, განანათლე დაბნელებული, გონებაჲ, ჩემი ვნებათაგან და მოციქულთა თანა და წინასწარ-მეტყუჱლთა, და მოწამეთა ევედრე ჩემთჳს ღთ҃სა, რათა ყოველთა ცოდუათაგან გამომიჴსნას:
ღაღადებდა მუცლით-გამო ჯოჯოხეთისათ იონა, აღმოიყუანე განხრწნისაგან ცხოვრებაჲ…
სხუა. სძლის-პირი.
ღაღადებდა მუცლით-გამო ჯოჯოხეთისათ იონა, აღმოიყუანე განხრწნისაგან ცხოვრებაჲ ჩემი, ხოლო ჩუჱნ შენდამი ვღაღადებთ, ყოვლად ძლიერო მაცხოვარ შეგჳწყალენ ჩუჱნ:
დაარღჳე სიკუდილისა იგი მსჯავრი უმსჯავროჲ, და აცხოვნენ…
ტროპარნი.
დაარღჳე სიკუდილისა იგი მსჯავრი უმსჯავროჲ, და აცხოვნენ წყალობითა მამაო ნიკოლოზ სიკუდილად მგულუჱბადნი, ვითარცა მჴურუალემან შემწემან მწოდებელთა შენთამან:
დააყუდენ უძლურებანი, სულთა ჩუჱნთანი, და დაჰყუჱნ პირნი ამაოდ აღხმულნი მოყუარეთა შენთა ზედა, ჵ მწყემსო უსამღუდელოესო:
საძოვარი იგი ყოვლად მწარჱ, ბოროტ-მსახურებისა არიოსისი, აღიღე მამაო ნიკოლოზ, და აღებითა სიტყუათა შენთათა მართლ-მადიდებელთა ექმენ სიმტკიცჱ მღუდელ-მესაიდუმლოეო:
განჰკურნენ ყოვლად უბიწოო, უკურნებელად ლმობილი საცთურითა სოფლისათა…
ღი҃ს-მშობლისა.
განჰკურნენ ყოვლად უბიწოო, უკურნებელად ლმობილი საცთურითა სოფლისათა უბადრუკი ესე სული ჩემი, გარე-შეცული მრავალთა მიერ ცოდუათა:
საჴუმილსა რა ცეცხლისასა შეითხივნეს სამნი იგი ყრმანი…
გალობა ზ. სძლისპირი.
საჴუმილსა რა ცეცხლისასა შეითხივნეს სამნი იგი ყრმანი, ცეცხლი ცუარად გარდააქციეს, და ძლევა-შემოსილთა ესრეთ ღაღად-ჰყუჱს, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო, საუკუნითგან უკუნისამდე:
საჴუმილი მძაფრი მწარისა უღმრთოებისა დაშრიტეთ თქუჱნ, ქადაგებისა…
ტროპრნი.
საჴუმილი მძაფრი მწარისა უღმრთოებისა დაშრიტეთ თქუჱნ, ქადაგებისა მის თქუჱნისა, საღმრთოჲთა ცუარითა მოციქულნო, და სთქუთ კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო, საუკუნითგან უკუნისამდე:
მძჳნუარეთა ცოდუათაგან და ჯოჯოხეთისა, და ცეცხლისა, და სატანჯუჱლთაგან განმარინე, და მაცხოვნე მჴსნელო მოციქულთა მიერ რათა ვჰსთქუა კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო საუკუნითგან და უკუნისამდე:
სიტყჳსა ბადითა სიღრმით უმეცრებისათ აღმომყუანებელნო, კაცთანო მე დანთქმული ესე, ურიცხუთა ბრალთა შინა და ღელუა-გუჱმული, განმარინენ დანთქმისაგან, ქე҃ს მოწაფენო და მოციქულნო:
მოწაფეთა თანა და მოციქულთა და ანგელოსთა, ძესა…
ღი҃ს-მშობლისა.
მოწაფეთა თანა და მოციქულთა და ანგელოსთა, ძესა შენსა ევედრე სძალო, ჰჴსნად მონათა შენთა განსაცდელთაგან, ჭირთა და მწუხარებათა, და საუკუნეთა სატანჯუჱლთაგან:
რომელი ეგე იქმმენ შუჱნიერებაჲ ეკკესიისა ყოვლად ბრძენო…
სხუა. სძლისპირი. სახუმილი მო.
რომელი ეგე იქმმენ შუჱნიერებაჲ ეკკესიისა ყოვლად ბრძენო ნიკოლოზ, ყოვლისაგან უშუჱრებისა ვნებათა უპატიოთასა მიჴსენ მე, მეოხმან მარადის ყოვლისა სოფლისა ქუჱლის-მოქმედისა მიმართ მღუდელ-მთავარო:
წჳმითა ლოცჳთა შენთათა მღუდელ-მთავარო ბრძენო ნიკოლოზ, დაათურენ გულნი ჩუჱნ ყოველთანი, რათა გამოვიღოთ ნაყოფნი ღირსნი სინანულისანი, მღუდელ-მთავარო ნიკოლოზ:
განანათლენ გულის-სიტყუანი ჩუჱნნი ლოცჳთა შენითა, სარწმუნოებით აღმსთობილთა ამათ და მადიდებელთა ღი҃სათა, რომელმან დაარღჳენ ლოცჳთა შენითა ტაძარნი არტემიდისნი:
ყოველი ენა სარწმუნოებით გადიდებს შენ წმიდაო, დიდებასა…
ღი҃ს-მშობლისა.
ყოველი ენა სარწმუნოებით გადიდებს შენ წმიდაო, დიდებასა და სიქადულსა ნათესავისა ჩუჱნისასა, და წინა-მძღუარსა შეცთომილთასა, ღი҃ს-მშობელო ყოვლად სანატრელო:
შეუწუჱლმან მაყუალმან, სინას აუწყა, ღი҃ მოსეს ჴმითა…
გალობა ჱ. სძლისპირი.
შეუწუჱლმან მაყუალმან, სინას აუწყა, ღი҃ მოსეს ჴმითა წულილსა, ენა მძიმესა და შურმან საღმრთომან, ყრმანი იჴსნნა საჴუმილისაგან, და გალობით ღაღადებდეს ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს, ღთ҃სა და უ҃სა უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე:
ნაკუჱრცხალთა საღმრთოთა ცეცხლითა აღგზებულთა, ვითარცა ლელწამნი დაწუნეს…
ტროპარნი.
ნაკუჱრცხალთა საღმრთოთა ცეცხლითა აღგზებულთა, ვითარცა ლელწამნი დაწუნეს, ყოველნივე კერპთა წრუთა ბომონნი, მოციქულთა და განანათლეს, სულნი მორწმუნეთანი და ჰჴმობენ ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს, ღთ҃სა და უ҃სა უგალობდით, და ამაღლებდით მას უკუნისამდე:
სული ჩემი დაშრეტილი ცოდუათაგან, და დაბნელებული გული, ჩემი ვნებათაგან საეშმაკოთა, ნათლისა საღმრთოჲსა ზიარნო, მოციქულნო განანათლეთ და ვჰსთქუა, ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს, ღთ҃სა და უ҃სა უგალობდით, და ამაღლებდით მას უკუნისამდე:
სული ჩემი მოწყლული შუათა მათგან, გესლოვანთა მტერისათა, რომელმან წყლულება ჴორცთა დაითმინე, ლოცჳთა მოციქულთა შენთათა, განჰკურნე და აცხოვნე რათა ვჰსთქუა, ყოველნი საქმენი აურთხევდით დღეს, ღთ҃სა და უ҃სა უგალობდით, და ამაღლებდით მას უკუნისამდე:
შეუწუჱლად ეგე ჰშევ რა ცეცხლი საღმრთოჲ, ქალწულო…
ღი҃ს-მშობილა.
შეუწუჱლად ეგე ჰშევ რა ცეცხლი საღმრთოჲ, ქალწულო მიმადლებულო, ამისთჳსცა ევედრე რომელი ჰშევ, მოციქულთა და ანგელოსთა, და მოწამეთა თანა ჩუჱნთჳს, რომელნი ესე სარწმუნოებით, ღთ҃სა და უ҃სა უგალობთ, და აღუამაღლებთ უკუნისამდე.
საჴუმილსა შინათა ყრმათა, შემწყნარებელთა სულიერისა ცუარისათა, მიბაძჳთა…
სხუა. სძლისპირი.
საჴუმილსა შინათა ყრმათა, შემწყნარებელთა სულიერისა ცუარისათა, მიბაძჳთა ვჰჴმობდეთ სარწმუნოებით, აკურთხევდით საქმენი უ҃ისანი უ҃სა:
მჳრონ-ქალაქსა შინა, მჳრონსუნნელი გუამი შენი მდებარე ყოვლად…
ტროპარნი.
მჳრონ-ქალაქსა შინა, მჳრონსუნნელი გუამი შენი მდებარე ყოვლად წმიდაო ნიკოლოზ, მჳრონსა აღმოუცენებს მისდა მილტოლჳლთა, და დააყუდებს უძლურებათა კაცთასა:
შემწედ მჳრონ-ქალაქისა გამოგაჩინა შენ სოფლისა შემოქმედმან და უ҃მან, რომლისათჳსცა შემწედ ეპოები მათ, რომელნი გხადიან შენ იწროებათა შინა მჴსნელი ეგე უგანმზადებულესი:
არავინ-არს, რომელი გხადოდეს შენ ჭირთა შინა, და არა ჰპოვოსმცა მსწრაფლ ნუგეშინის-ცემაჲ, ამისთჳს გევედრებით ყოველნი ტკივილნი, ჩუჱნნი აღასუბუქენ ნიკოლოზ:
გიგალობს შენ ყოველი ენაჲ და გადიდებს ქალწულო…
ღი҃ს-მშობლისა.
გიგალობს შენ ყოველი ენაჲ და გადიდებს ქალწულო ღი҃სა სძალო, რამეთუ ჰშევ ღი҃ ყოვლად საგალობელო, რომლისაცა ევედრე ცხოვრებად სულთა ჩუჱნთა:
მტჳრთუჱლმან გამოუთქმელად, უხრწნელებისამან, სიტყუასა დამბადებელსა ავასხა ბუნებაჲ…
გალობა თ. სძლისპირი.
მტჳრთუჱლმან გამოუთქმელად, უხრწნელებისამან, სიტყუასა დამბადებელსა ავასხა ბუნებაჲ, მოვედ ოვბიწოო, ქალწულო ღი҃ს-მშობელო, შენგან შობილსა თანა, გუასწავენ მორწმუნეთა, რათა ღირს ვიქმნნეთ ჩუჱნ დიდებად შენდა:
მიეღო ძალი მისი ყოველი მპყრობელსა სოფლისასა, რამეთუ…
ტროპარნი.
მიეღო ძალი მისი ყოველი მპყრობელსა სოფლისასა, რამეთუ ძალითა ყოვლისა-მპყრობელისათა აღჭურჳლთა, ყოვლად სანატრელთა და საღმრთოთა მოციქულთა, ჰსძლეს ძლიერებასა მისსა, და აცხოვნნეს სივერაგეთაგან მისთა ყოველნი კიდენი:
ვითარცა მდინარეთა მარადის მომდინარეთა, წყლითა საღმრთოჲსა დოღმატისა მადლისათა სავსეთა, ასულ ყოველსა მოციქულნო ნეტარნო, და ნაყოფიერად გამოაჩინეთ იგი, რომლისათჳს ნეტარ ხართ მარადის:
მოციქულთა თანა ვაქებდეთ წმიდათა მოწამეთა, და ვღაღადებდეთ, მეუფეო უ҃ო მეოხებითა მათითა დაამშჳდე სოფელი, და გარე-მოდგომისაგან ყოველთა ბოროტთასა იჴსენ:
განწმდების ქუჱყანაჲ პატიოსანთა მიერ ნაწილთა წმიდათა მოციქულთათა და ეკკლესიაჲ პირ-მშოთა რომელი არს ცათა შინა სულითა მათითა მოუკლებელად განშუჱნდების, რომელთა ოხითა მაცხოვარო ყოველთაო ყოველნი შეიწყალენ:
სასანთლედ ბრწყინუალედ რომელთა გპოეს შენ წმიდაო გუნდთა…
ღი҃ს-მშობლისა.
სასანთლედ ბრწყინუალედ რომელთა გპოეს შენ წმიდაო გუნდთა მოწამეთა და მოციქულთასა, ნათლითა საღმრთოჲსა მადლისათა განანათლებენ ყოველთა სარწმუნოებით მადიდებელთა შენთა:
უაღრეს ბუნებისა დედასა, და ქალწულსა ბუნებით მხოლოსა…
სხუა. სძლისპირი.
უაღრეს ბუნებისა დედასა, და ქალწულსა ბუნებით მხოლოსა დედათა შორის, კურთხეულსა ღი҃ს-შობელსა, გალობით ვადიდებდეთ მორწმუნენი:
შედგომილმან საქმეთა საღმრთოთა მოციქულთამან, დასაჯდომელიცა იგი მათი…
ტროპარნი.
შედგომილმან საქმეთა საღმრთოთა მოციქულთამან, დასაჯდომელიცა იგი მათი დაიმკჳდრე, ვითარცა მღუდელ-მთავარმან პატიოსანმან, ღირსად დიდებულო ნიკოლოზ:
შენ ვითარცა საღმრთოჲ მოშურნჱ, და შემწე დიდი ყოველთა მჴურუალედ მომწოდებელთა შენთა, გამოგაჩინა ყოველსა შინა სოფელსა, შემოქმედმან ყოველთამან ნეტარო:
შემუსრჳლითა გულითა გიგალობთ შენ მამაო, გუჱქმენ ჩუჱნ ნუგეშინის-მცემელ ჭირთა შინა, და განსდევნენ მარადის მწუხარებანი სულთაგან, ჩუჱნთა ნიკოლოზ:
მოკუჱთაჲ სიკუდილისა ძლითი, ვითარცა ცული წინაშე ხისა მდებარე არს შენდა ჵ სულო, ნუ გცონის უკუჱ, არამედ ნაყოფთა სინანულისათა ჩუჱნებად ღი҃სა მიმართ გულს-მოდგინე იქმე:
იტჳრთავ უკუჱ მტჳრთუჱლსა, ყოველთასა წმიდათა მიერ ჴელთა…
ღი҃ს-მშობლისა.
იტჳრთავ უკუჱ მტჳრთუჱლსა, ყოველთასა წმიდათა მიერ ჴელთა შენთა, რომელსა ევედრე წმიდაო უცხოსაგან ბოროტის მოქმედებისა უვნებელად ცხოვრებად ჩუჱნდა:
მოციქულნო ქე҃სნო, მუშაკნო მაცხოვრისანო, ჯუარი ვითარცა ექუანი…
აღჳვსენითსა ზედა, დასდებელნი. მოხციქულთანი, ჴმა ზ.
მოციქულნო ქე҃სნო, მუშაკნო მაცხოვრისანო, ჯუარი ვითარცა ექუანი მჴართა ზედა გეტჳრთათ, და დაკორდებული ქუჱყანა, კერპთა საცთურისაგან განჰსწმიდეთ, სარწმუნოება სიტყჳთ დასთესეთ, და ღირსად პატივ-იცემებით წმიდანო ქე҃ს მოციქულნო:
დიდებულო მოცქულნო, სუჱტნო ეკკლესიისანო, ჭეშმარიტებისა ქადაგნო, ლაპარნო ბრწყინუალენო, თქუჱნ ცეცხლითა სულისათა შესწჳთ ყოველი საცთური, კაცთა ნათესავი განანათლეთ, რომელთათჳს მეოხ-გუჱყუჱნით გევედრებით ღი҃სა მიმართ მაცხოვრისა, რათა მოსცეს სოფელსა მშჳდობაჲ, და აცხოვნნეს სულნი ჩუჱნნი:
ერთსა ზრახჳდეს ერთისა მიმართ ხედჳდეს, ღუაწლით შემოსილნი…
მოწამეთა.
ერთსა ზრახჳდეს ერთისა მიმართ ხედჳდეს, ღუაწლით შემოსილნი მარტჳლნი, ერთი გზა უწყოდეს ცხოვრებისა ქე҃თჳს სიკუდილი, და ურთიერთარს ჰჴმობდეს აღსასრულისათჳს, ეჰა საკჳრუჱლი, ტანჯუათა ვითარცა საფასეთა მიიტაცებდეს ურთიერთარს იტყოდეს, დაღაცათუ არა მოვსწყდეთ, უეჭუჱლად მოსიკუდიდ-ვართ, და ბუნებისა თანამდები მსახურება აღსრულებად გუაც, ვჰყოთ უკუჱ საჭირო იგი პატივად ჩუჱნდა, ზიარი თჳსად შევრაცხოთ, სიკუდილითა ცხოვრებაჲ მოვიყიდოთ, მეოხებითა მათითა ღო҃ შეგჳწყალენ ჩუჱნ:
ვიქმენ ვნებათა საყოფელ უბადრუკი, და საცინელ გამოვჰსჩნდი…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა. დღეს აღჳდოდა იუდა.
ვიქმენ ვნებათა საყოფელ უბადრუკი, და საცინელ გამოვჰსჩნდი მარადის მტერთა ჩემთა, ამისთჳს შეგივრდები შენ ქალწულო უბიწოო, იხილე ჭირი ჩემი, მომეც მე შეწევნაჲ, და ცრემლთა მიერ ჩემთა განწმიდე და მიჴსენ გევედრები, რათა სირცხჳლეულ-იქმნენ ყოველნი მოხარულნი წარწყმედასა ზედა ჩემსა:
შუჱნიერ-იყო ხილუად და კეთილ საჭმლად, რომელმან იგი…
ჴუთშაბათსა, მომიჴსენენი. ჴმა ზ.
შუჱნიერ-იყო ხილუად და კეთილ საჭმლად, რომელმან იგი მომაკუდინა მე პირუჱლ ნაყოფმან, ხოლო ქე҃ ღი҃ არს იგი ცხოვრებისა, რომლისაგან ვჰსჭამო და განვსცოველდე, და ვღაღად-ვჰყო ავაზაკისა თანა საღმრთოსა და ვჰსთქუა, მომიჴსენე მე მჴსნელო, ოდეს მოჴჳდე სუფევითა, შენითა კაცთ-მოყუარე, და მაცხოვნე მე:
უფსკრულისა მისგან ურწმუნოებისა, წარმართთა არუჱნი ყოვლად ბრძენნო მოციქულნო, აღმოიყუანენით წმიდად სარწმუნოებად, და საცნაურსა ტაბლასა ზეცათასა, ვითარცა სანუკუარნი სამეუფონი, ესე დააგენით, თქუჱნ ყოვლად დიდებულნო, და ქე҃სა უღაღადებენ, დიდებულო უ҃ო დიდება შენდა:
სიბნელე ბოროტისა საცთურისა, ნათლითა მით ქადაგებისა თქუჱნისათა ღირსნო, განსდევნეთ გულთაგან ქე҃ს მორწმუნეთასა, ყოვლად ბრძენნო მოციქულნო უ҃ისანო, და ბრწყინუალედ განანათლენით იგინი, ამისთჳს საღმრთოთა შესხმითა გიგალობთ თქუჱნ, მჴურუალედ ყოვლად დიდებულნო, ნუ დაგჳვიწყებთ ჩუჱნ წინაშე ქე҃ს ღი҃სა:
დაჭრასა ასოთა თქუჱნთასა დიდებულნო, საღმრთონო მოღუაწენო განუკუჱთელად…
მოწამეთა.
დაჭრასა ასოთა თქუჱნთასა დიდებულნო, საღმრთონო მოღუაწენო განუკუჱთელად ეგენით სიყუარულისაგან ქე҃ს მეუფისა, და მისა მიმართ აღისწრაფეთ ნეტარნო, და მკჳდრ-იქმნენით სავანეთა ზეცისათა, ნათლითა შემოსილთა და განათლებულნი ღაღადებთ, დიდებულო უ҃ო დიდება შენდა:
მძჳნუარე განმხრწნელი ნათესავისა კაცთასა შემიპყრობს მე, მეოხებითა…
დიდება.
მძჳნუარე განმხრწნელი ნათესავისა კაცთასა შემიპყრობს მე, მეოხებითა ქადაგთა შენთათა ყოვლად ძლიერო სამებაო გამომიტაცე მე შუათაგან მისთა, რათა ვადიდებდე განუზომელსა წყალობასა შენსა:
თანა-მოსაყდრე მამისა ღი҃ს-მშობელო უბიწოთა სისხლთა შენთაგან განკაცებული…
აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
თანა-მოსაყდრე მამისა ღი҃ს-მშობელო უბიწოთა სისხლთა შენთაგან განკაცებული, გამოგჳბრწყინუჱ ჩუჱნ ჴორცითა, რათა უკუდავ-ჰყოს ბუნებაჲ მოკუდავი, და აცხოვნოს არსებაჲ კაცობრივი, ვინაცა ჯეროვნად, გნატრით და გადიდებთ შენ, სასოო ყოვლისა სოფლისაო, აცხოვნე ერი შენი მადიდებელი შენი:
შთავრდომილი ურჩებითა ხრწნილებისა პირუჱლ შექმნული ადამი, ქე҃ს…
სერობისად, გალობანი ღი҃ს-მშობლისანი. გალობა ა. ჴმა ზ. სძლისპირი. ღთ҃სა რომელმან დაან.
შთავრდომილი ურჩებითა ხრწნილებისა პირუჱლ შექმნული ადამი, ქე҃ს ღი҃სა შობითა, განაახლე უხრწნელო ღი҃ს-მშობელო:
ძალითა შენგან შობილისა ღი҃სათა, მომკუდარი სულ ჩემი, აღადგინე უხრწნელო დედოფალო, და ღირს-მყავ ცხოვრებასა:
რომელნი შენ სარწმუნოებით გაკურთხევენ, აკურთხევს მათ უ҃ი, რამეთუ კურთხევისა, ნაყოფი ჰშევ მხოლოო კურთხეულო:
ისწრაფე ღი҃ს-მშობელო, მთხრებლისაგან ცოდუათასა, აღმოყუანება ჩუჱნი წარწყმედად მიახლებულთა რამეთუ, შენ ხარ აღდგომა, ადამმიანთა, და სიმტკიცე დაბადებულთა:
სჯულის-მდებელსა, ღთ҃მან უჩუჱნა პირუჱლ მთასა ზედა, კარავი…
გალობა ა. სძლისპირი. განძლიერდა დღეს.
სჯულის-მდებელსა, ღთ҃მან უჩუჱნა პირუჱლ მთასა ზედა, კარავი სახედ შენდა რამეთუ იქმენ კარავ ღი҃სა, ღი҃ს-მშობელო ქალწულო, ყოველთა წმიდამყოფელისა:
ქუჱყანად წმიდად, გიცნობთ სძალო რამეთუ გამოიღე, დაუთესუჱლად იფქლი საღმრთო გამომზრდელი ჩუჱნი, რომელნი წადიერად, გნატრით და გაქებთ ქალწულო:
განშუჱნებული წინასწარ-მეტყუჱლთაგან ეკკლესია, ღი҃ს-მშობლად გხადის რამეთუ ღი҃ განკაცებული, გჳშევ მჴსნელი სოფლისა, ღი҃ს-მშობელო უბიწოო:
წინა-მძღუარი ცხოვრებისა, ჩუჱნისა ქე҃ მეუფე, გჳშევ მორწმუნეთა სასოო, ყოვლად წმიდაო, და კადნიერება, დედობრივი მოგუმადლა, მისსა მიმარ҃თ ამისთჳსცა, გევედრებით გჳთხოვე ჴსნა ვნებათაგან:
სმენა ესმა ამბაკომს შენთჳს უსძლოო, და მ҃თად…
გალობა დ. სძლისპირი. სმენა მესმა მოსლჳსა.
სმენა ესმა ამბაკომს შენთჳს უსძლოო, და მ҃თად გიხილა ჩრდილოვნად სულითა წმიდითა, განბრწყინუჱბულად დედოფალო წმიდაო:
დაიყოფვის ნესტორის პირუჱლი მგმობარი, რომელმან არა გქადაგა, დედად ღი҃სად ქალწულო მიმადლებულო მშობელო უ҃ისაო:
სიკეთითა ბრწყინუალედ განშუჱნებული გპოვა სიძემან და შენთანა დაემკჳდრა სძალო, და ღი҃ს-მშობლად წმიდად გამოგაჩინა:
მონა შენი შეცოდებული, და განფრდილი ბრალთა მიერ შემაგინებელთა, მომაქციე ღი҃ს-მშობელო, რათა ქებულებათა, შენთა მიუთხრობდე ყოველთა:
სთნდა მეუფესა, შუჱნიერაბა სიწმიდეთა შენთა, და სავსე…
გალობა ე. სძლისპირი. შენდა აღჳმსთობთ.
სთნდა მეუფესა, შუჱნიერაბა სიწმიდეთა შენთა, და სავსე სიტკბოებითა და საწადელი, დიდებულება შენი, და შენთანა დაემკჳდრა ქალწულო:
ყოვლად წმიდაო, ბჭეო ნათლისაო მადლითა სავსეო, რომელი ჰნათობ სოფელსა ბრწყინუალებითა, შწნითა განანათლენ გულნი მგალობელთა შენთანი სძალო:
ტაძრად გამოსჩნდი, ღი҃სა ყოველთა მხილუჱლისა ქალწულო, რამეთუ ცათა უვრცელეს გამოაჩინა, საშო შენი უბიწოო, იშუა რა შენგან სიტყუა მამისა:
განმგუმირა მტერმან, ცოდჳსა ისრითა და მომწყლა მწარედ, გევედრები დედოფალო ლოცუათა შენთა, წამლითა განმკურნე მე, და მოწყალე ჰყავ ჩემთჳს უ҃ი:
ღთ҃ი მხოლო განკაცებული გჳშევ წმიდაო დედოფალო, მხოლო…
გალობა ვ. სძლისპირი. იონასებრ ვეშაპისა.
ღთ҃ი მხოლო განკაცებული გჳშევ წმიდაო დედოფალო, მხოლო ქუჱლის-მოქმედი, რომელმანცა მოგუმადლა, ნიჭთა თჳსთა სიმრავლე, ამისთჳს გნატრით:
ევმანუილ, ორითა ბუნებითა გჳშევ ღი҃ს-მშობელო, სიტყუა დაუსაბამო, ღი҃ განკაცებული რომელმან მოგუმადლა ჩუჱნ ჴსნა და ცხოვრება:
კიდობანმან ფიცართა სჯულისათა შემწყნარებელმან, პირუჱლივე გამოგსახა, ღი҃ს-მშობელო ქალწულო, რამეთუ სიტყუა ღი҃სა გჳშევ ჴორცითა:
მორწმუნეთა, ლხინებაო და სიმტკიცეო და ზღუდეო ქე҃ს ღი҃სა დედაო, შეწევნითა შენითა დამიცევ ვნებათაგან არა წმიდათა:
პირუჱლ საჴმილისაგან იჴსნნა ყრმანი, ძემან შენმან ქალწულო…
გალობა ზ. სძლიპირი. საჴმილსა რა ცეცხლი.
პირუჱლ საჴმილისაგან იჴსნნა ყრმანი, ძემან შენმან ქალწულო, ხოლო აწ ჩუჱნ ყოვლად წმიდაო, მოსლჳთა თჳსითა გუაცხოვნნა და ვიტყჳთ, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო, საუკუნითგან უკუნისამდე:
მამათ მთავარმან დავით დიდება შენი, ქალწულო ჰქადაგა, და დედოფლად დაბადებულთა, გიწოდა ღირსო მარჯუჱნით მეუფისა, მდგომარედ ყოვლად უხრწნელო დას პირად პირადად შემკულად:
დასჯილი ადამ და სიკუდილსა, მიცემული ქალწულო, მეორემან ადამ შენ მიერ, შეიწყალა და განაახლა ამისთჳს ვიტყჳთ, კურთხეულ-ხარ შენ მშობელო, ღი҃საო ზესთა ბუნებისა:
მოწყლულნი ესე, ისრითა ჭირთა და განსაცდელთა დედოფალო, ძლიერსა შეწევნასა შენსა ღირს-მყუჱნ ჩუჱნ, რომელმან ჰშევ მკურნალი, კაცთა ცხოვრებისა ღი҃ მამათა ჩუჱნთა:
რომელი მხოლო-არს მეუფე დიდებისა, რომელსა ცანი ვერიტჳრთუჱნ…
გალობა ჱ. სძლისპირი. რომელი მხოლო არს მეუფე.
რომელი მხოლო-არს მეუფე დიდებისა, რომელსა ცანი ვერიტჳრთუჱნ ქალწულო, დაეტია, მუცელსა, შენსა ღი҃ს-მშობელო, ამისთჳს აღგამაღლებთ შენ ქებით აწდა უკუნისამდე:
მფლობელი ყოველთა, დაბადებულთა სძალო, რომელი უხილავ-არს ჴორცთაგან, იტჳრთე შენ, ნებთა შენთა უხრწნელთა, მიმადლებულო, ამისთჳს ქებით აღგამაღლებთ შენ ყოვლად წმიდაო:
პირად პირადთაგან სათნოებათა შემკულად, ტაძრად მადლისად გიცნობთ ჩუჱნ მორწმუნენი, ღი҃ს-მშობელო, ქალწულო და გიგალობთ, სარწმუნოებით და აღგამაღლებთ ქებით აწ და უკუნისამდე:
განმხრწნელთა ვნებათა, მიერ აღტყინებული, მადლთა შენთა ცუარითა შემაცურიე ქალწულო, რამეთუ შენ, შემწე ხარ სახიერ, ღელუა გუჱმულთა, რათა მადლობით გაკურთხევდე შენ უკუნისამდე:
ყოვლითურთ სძალო, კაცება მიიღო შენგან, სიტყუამან მამისამან…
გალობა ა. სძლისპირი. ყოვლად ქებულო.
ყოვლითურთ სძალო, კაცება მიიღო შენგან, სიტყუამან მამისამან, და შეიერთა იგი, ჴორცნი სულიერნი და სული სიტყჳთა შემკული, ამისთჳს დაუცხრომელად გადიდებთ:
შენ მიერ სძალო, ღი҃სა სიტყუა განკაცნა, და კაცება განმღრთობილი, ცათა უმაღლეს იქმნა, ჵ შეცუალება ესე, ბუნებათა საკჳრუჱლი, ამისთჳს დაუცხრომელად გადიდებთ:
წინათუჱ იცილეს, თუალითა სულიერითა ქალწულო დედოფალო საიდუმლოთა შენთა, სიღრმე წინასწარ-მეტყუჱლთა, და მრავალ-სახედ ქადაგეს, და დედად ღი҃სად ბრწყინუალედ მოგასწავეს:
წყაროდ ცხოვრებისა გამოჰსჩნდი მორწმუნეთათჳს ქალწულო უბიწოო, და აღავსებ გონებასა, მადიდებელთა შენთასა, ნათლითა ბრწყინუალითა, ამისთჳს გევედრებით განგუანათლენ ჩუჱნ: