საშინელ-არს და გამოუთქმელ შენ შორის ქმნილი იგი…
მცირესა მწუხრსა ზედა. უ҃ო ღაღად-ვჰყავსა ზედა, დასდებელნი აღდგომისანი, რუა-ჴმისა გ, ხოლო განუაორებთ პირუჱლსა მუჴლსა, დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა. დოღმატიკა. ჴმა ზ. ჴმა ა
საშინელ-არს და გამოუთქმელ შენ შორის ქმნილი იგი საიდუმლო ყოვლად უბიწოო, ვითარმედ ყოველთა მიზეზი სიტყუაჲ, უაღრეს მიზეზისა და სიტყჳსა სულითა წმიდითა ჰშევ განჴორციელებული, რომელმანცა იგი შენგან მიიღო ჴორცნი და თჳსსა შორის ბუნებასა დაადგრა უქცეველად, რამეთუ შემოკრებითა ორთავე თჳთება ჰყოფად ერთისაებრ გუამოვნებისა მრჩობლი უკუჱ გამოვალს ბუნებით, ყოვლითურთ ღუთად და ყოვლითურთ კაცად, ორთავე შინა სრულთა მოქმედებითთა თჳსებათა ცხად-მყოფელი, რამეთუ ვნებული ჴორცითა ჯუარსა ზედა, იგივე უვნებელ დაადგრა ღუთაებითა და მომკუდარი ვითარცა კაცი, კუალად განცხოველდა ვითარცა ღი҃ მესამესა დღესა, რომელმან დაამჴუა სიმტკიცჱ სიკუდილისა, და კაცებაჲ იჴსნა ხრწნილებისაგან, მას უკუჱ ევედრე დედაო ღი҃საო ვითარცა მჴსნელსა და მაცხოვარსა ნათესავისა ჩუჱნისასა, რათა გარდამოავლინოს ჩუჱნდა მოწყალებაჲ მისი, და დიდი-წყალობაჲ:
მზისა მის სიმართლისა აღმოსავალ იქმენ, დასავალად მიწევნასა…
სტიქარონსა ზედა, დასდებელნი მსგავსნი, ყოვლად წმიდისა ღი҃ს-მშობლისანი, ჴმა ზ. მსგავსი, მჯდომარე. მუჴლი: მოვიჴსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა.
მზისა მის სიმართლისა აღმოსავალ იქმენ, დასავალად მიწევნასა ბუნებისა ჩუჱნისასა, ბოროტად ცთომისათჳს, და მცნებისა გარდასლჳთა, დაბნელებულსა, ქალწულო ყოვლად წმიდაო, ამისთჳსცა, გევედრებით სახარულევანო, მისსა მიმართ მეოხ-გუჱყავ, რომელი იშუა შენგან, რათა ბნელსა ცოდჳსასა მავალნი, და ბრალთა სიღრმესა, და მოქცევსა შინა, წარწყმედისასა, დანთქმულნი სულნი ჩუჱნნი იჴსნნეს, და განგუანათლნეს, ვედრებითა შენითა:
კუჱრთხად იესეს ძირთაგან ქალწულო, ჭეშმარიტად აღმოჰჴედ და…
მუჴლი. ისმინე ასულო და იჴილე და მოყავ ყური შენი.
კუჱრთხად იესეს ძირთაგან ქალწულო, ჭეშმარიტად აღმოჰჴედ და გამოიღე, ყუავილად ქე҃ ღი҃, დამნერგუჱლი ქუჱყანისა, შემამკობელი ნერგთა და მცენარეთა მიერ, რომელმანცა, ნერგნი საცთურისანი განფხურნა, დანერგულნი მტერთანი, არამედ ჵ დედაო და მჴევალო დამბადებელისაო, მისსა მიმართ მეოხ-გუჱყავ, რათა განფხურნეს ჩუჱნგან, ვნებანი წარმწყმედელნი, და შიში მისი დანერგოს, ჩუჱნთანა ღირსო, და აცხოვნნეს, სულნი ჩუჱნნი:
ბჭეო ღი҃საო ყოვლად უბიწოო, ბჭეთაგან ჯოჯოხეთისათა მიჴსენ…
მუჴლი. პირსა შენსა ლიტანიობენ მდიდარნი ერისანი.
ბჭეო ღი҃საო ყოვლად უბიწოო, ბჭეთაგან ჯოჯოხეთისათა მიჴსენ მე, და გზა სინანულისა, მომმადლე ჵ სახიერო, რომლისა მიერ, ღირს-ვიქმნე შესლუად ბჭეთა მათ, შემყუანებელთა, ცხოვრებად დაუსრულებელად, შეცთომილთა წინა-მძღუარო, უსასოთა სასოო, და მფარუჱლო და შესავედრებელო, ხოლო მწუხარეთა მხიარულ-მყოფელო, და განმასუჱნებელო ღი҃ს-მშობელო დედოფალო, განმაღმრთობელო კაცთა ნათესავისაო
შენგან ყოვლად წმიდაო ღი҃ს-მშობელო ქალწულო იშუა გამოუთქმელად…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
შენგან ყოვლად წმიდაო ღი҃ს-მშობელო ქალწულო იშუა გამოუთქმელად ქე҃ ღი҃ ჩუჱნი, ჭეშმარიტად ღთ҃-მყოფი პირუჱლ საუკუნეთა მარადის არსი, ხოლო ახალ-კაც-ქმნილი ჩუჱნთჳს, რამეთუ დაიცავს თავისა მიერ თჳსისა თითოეულსა თჳთებასა ბუნებისასა, ერთითა უკუჱ მცხინუარე საკჳრუჱლებითა ხოლო ერთითა სარწმუნო-მყოფელი ვნებათა, რომლისათჳს მხოლოჲ და იგივე მოკუდების ვითარცა კაცი, და ვითარცა ღი҃ აღდგების მესამესა დღესა, რომელსა ევედრე უბიწოო უქორწინებელო, ცხოვრებად სულთა ჩუჱნთა:
მოვედით უგალობდეთ უ҃სა რომელმან შეჰმუსრა სიკუდილისა ძალი…
დიდსა მწუხრზედ, უ҃ო ღაღად-ვჰყავსა ზედა დასდებელნი, აღდგომისანი, ჴმა ზ.
მოვედით უგალობდეთ უ҃სა რომელმან შეჰმუსრა სიკუდილისა ძალი და განანათლა კაცთა ნათესავი, უჴორცოთა თანა უღაღადებდეთ, დამბადებელო და მჴსნელო, ჩუჱნო უ҃ო დიდება შენდა:
ჯუარცმა დაითმინე მაცხოვარ, და დაფლუა ჩუჱნთჳს თავს-იდევ, და სიკუდილითა ვითარცა ღთ҃მან, სიუდილი მოაკუდინე, ამისთჳს თაყუანის-გცემთ, მესამისა დღისა აღდგომასა შენსა, უ҃ო დიდება შენდა:
მოციქულთა იხილეს რა, აღდგომა დამბადებელისა, განჰჳრდეს და ღაღადებდეს, გალობასა ანგელოსთასა, ესე არს დიდება ეკკლესიისა, ესე არს სიმდიდრე სასუფეველისა, რომელი აღსდეგ მკუდრეთით, უ҃ო დიდება შენდა:
დაღაცათუ შეპყრობილ-იქმენ ქე҃, უსჯულოთა კაცთა მიერ, არამედ…
სხუანი დასდებელნი. აღმოსავლურნი. ჴმა ზ.
დაღაცათუ შეპყრობილ-იქმენ ქე҃, უსჯულოთა კაცთა მიერ, არამედ შენ-ხარ ღი҃ ჩუჱნი და არა მრცხუჱნის, ბეჭნი შენნი გუჱმად მისცენ და არა დავფარავ ხოლო აღდგომისა შენისა-თჳს ვიქადი, რამეთუ სიკუდილმან შენმან მაცხოვნა მე, ყოვლად ძლიერო და კაცთ-მოყუარეო უ҃ო დიდება შენდა:
დავითის წინასწარ-მეტყუჱლებაჲ აღასრულა ქე҃მან, და დიდებულება თჳსი სიონს შინა, მოწაფეთა გამოუცხადა, და ქებულება შენი და დიდება სამარადისო, მამისა თანა და სულისა წმიდისა, პირუჱლად უჴორცოდ ვითარცა სიტყუამან, ხოლო უკანასკნელ ჩუჱნთჳს ჴორციელქმნილმან მომკუდრად ვითარცა კაცმან, და აღდგომილმან ჴელმწიფებით ვითარცა ღთ҃მან ყოვლად ძლიერმან:
შთახედ ქე҃ ვითარცა ინებე ჯოჯოხეთად, წარმოსტყუჱნე სიკუდილი, ვითარცა ღთ҃მან და მეუფემან, და აღსდეგ მესამესა დღესა, და თანა აღადგინე ადამი, საკრუჱლთაგან ჯოჯოხეთისათა და ხრწნილებისა, რომელი ღაღადებდა და იტყოდა, დიდება აღდგომასა შენსა მხოლოო კაცთ-მოყუარე:
საფლავსა დაიდევ მსგავსად მძინარისა უ҃ო, და აღსდეგ მესამესა დღესა, ვითარცა ძლიერი ძალითა, და ადამ თანა აღადგინე, ხრწნილებისაგან და სიკუდილისაგან და სიკუდილისა ყოვლად ძლიერო:
უაღრეს ბუნებათა დედად იცნობე ღი҃ს-მშობელო, ხოლო დაადგერ…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
უაღრეს ბუნებათა დედად იცნობე ღი҃ს-მშობელო, ხოლო დაადგერ ქალწულად, ზესთა სიტყჳსა და გონებისა, და საიდუმლო შობისა შენისა, გამოთქმად ენასა ვერ ძალ-უცს, რამეთუ საკჳრუჱლ-არს მიდგომილება შენი, და მიუწთომელ სახე შობისა შენისა, რამეთუ სადაცა ენებოს ღთ҃სა იძლევის წესი ბუნებათა, ამისთჳსცა ყოველნი დედად ღი҃სად გიცნობთ შენ, და ცრემლით გევედრებით, ევედრე მას ცხოვრებად სულთა ჩუჱნთათჳს:
აღსდეგ საფლავით მაცხოვარო სოფლისაო, და თანა აღადგინენ…
სტიქარონსა ზედა, დასდებელნი. ჴმა ზ.
აღსდეგ საფლავით მაცხოვარო სოფლისაო, და თანა აღადგინენ კაცნი აღდგომითა შენითა, უ҃ო დიდება შენდა:
რომელი აღდგა მკუდრეთით, და სოფელი განანათლა, მოვედით…
მებრ ალფა ვიტასა.
რომელი აღდგა მკუდრეთით, და სოფელი განანათლა, მოვედით თაყუანის-ვჰსცეთ, რამეთუ მძლავრებისაგან ჯოჯოხეთისა მიჴსნნა ჩუჱნ, მესამესა დღესა აღდგომითა, და ცხოვრება მოგუანიჭა ჩუჱნ, და დიდი წყალობა:
ჯოჯოხეთს ჰშთაჴედ უ҃ო, და სიკუდილი მოაკუდინე მესამესა დღესა, და შენთანა აღმადგინენ ჩუჱნ რომელნი გიღაღადებთ, დიდება აღდგომასა შენსა მხოლოო კაცთ-მოყუარე:
საშინელ-იყავ უ҃ო, საფლავსა შინა მდებარე მსგავსად მძინარისა, და აღსდეგ ძლიერო მესამესა დღესა, ადამ თანა აღადგინე, და ადიდებდა ყოვლად ძლიერო აღდგომასა შენსა, მხოლოო კაცთ-მოყუარე:
შევრდომილნი საფარუჱლსა ქუჱშე შენსა დედოფალო, ყოველნი ქუჱყანისა…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
შევრდომილნი საფარუჱლსა ქუჱშე შენსა დედოფალო, ყოველნი ქუჱყანისა ნაშობნი გიგალობთ შენ, ღი҃ს-მშობელო სასოო ჩუჱნო, გჳჴსნენ ჩუჱნ უზომოთაგან შეცოდებათა და აცხოვნენ სულნი ჩუჱნნი:
დაჰჴსენ ჯუარითა შენითა სიკუდილი და განუღე ავაზაკსა…
განსატევებელი, ჴმა ზ.
დაჰჴსენ ჯუარითა შენითა სიკუდილი და განუღე ავაზაკსა სამოთხე, და მენელ-საცხებლეთა მათ გლოვა შესცუალე სიხარულად, და მოციქულთა უბრძანე ხარება, ვითარმედ აღდგა უ҃ი, რომელსა აქუს დიდი-წყალობაჲ:
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
ვითარცა ჩუჱნისა აღდგომისა, საუნჯე ხარ ღი҃ს-შობელო, და რომელნი შენდა მოივლტიან, მღჳმისაგან და უფსკრულისა ცოდუათასა აღმოიყუანენ, რამეთუ შენ თანა-მდები ცოდუათანი დაჰჴსენ, შევ რა უ҃ი, პირუჱლ შობისა ქალწულო და შობასა ქალწულო და შემდგომად შობისა კუალად ქალწულო:
გაქებთ შენ სამებაო ერთმთავროითსა ბუნებასა
კჳრიაკესა ცისკრად, შუაღამესა ზედა, კანონი სამებისა, რომლისა კიდურ-წერილობაჲ.
გაქებთ შენ სამებაო ერთმთავროითსა ბუნებასა.
წამის-ყოფითა ღო҃, აღაღე გულისა ჩემისა, პირი საცნაური…
გალობა ა. ჴმა ზ. სძლისპირი. წამის-ყოფითა ღო҃.
წამის-ყოფითა ღო҃, აღაღე გულისა ჩემისა, პირი საცნაური და ბაგენი ნივთიერნი, ქებად ღმრთაებისა შენისა, სამ-ბრწყინუალისა, გალობითა მადლობისათა:
რათა გამოუთქმელი წყალობა შენი აჩუჱნო, დაჰბადე კაცი სამებაო გამოუთქმელო, მხოლოო ხატად ღმრთაბისა შენისა, მიწით მეუფეო მეუფეთაო:
მამამან მოწყალემან, შუა სიტყუაჲ დაუსაბამოჲ, და სული თანა მოსაყდრე გამოაბრწყინუა და ჩუჱნ, ღირს-მყუნა ერთ-ღუთაებისა თჳსისა ცნობად, და თაყუანის-ცემად სამებისა:
ეჩუჱნე მაყლოვანსა, მოსეს სიტყუაო ღი҃საო, ცეცხლად განწმედელად…
ღი҃ს-მშობლისა.
ეჩუჱნე მაყლოვანსა, მოსეს სიტყუაო ღი҃საო, ცეცხლად განწმედელად და ყოვლად არა შემწუჱლად, სახედ ჴორცთ-შესხმისა შენისა, ქალწულისაგან რომლითა აცხოვნე სოფელი:
ღო҃ მაცხოვარო ჩუჱნო, ყოვლისა დამბადებელო სამ-გუამოვნებით დიდებულო…
გალობა გ. ღო҃ მაცხოვარო.
ღო҃ მაცხოვარო ჩუჱნო, ყოვლისა დამბადებელო სამ-გუამოვნებით დიდებულო, ცოდუათაგან ჴსნაჲ, მოგუმადლე სახიერ, და ნუ უგულებელს-მჰყოფ ჩუჱნ, რომელნი სარწმუნოებით, ძლიერებასა შენსა ვადიდებთ:
მამისაგან იშუა სიტყუა, უჟამო დაუსაბამო, უჭინარეს საუკუნეთა, და სული წმიდა, მამისა და ძისა, თანა სწორი გამოვიდა, და ერთ-არსებით სამებაჲ გუჱცნობა:
ერთ-პატივად და ერთ-არსად, ბუნებით განუყოფელად, სამ-გუამოვნად და ერთ-ღუთაებად, თაყუანის-გცემთ შენ, და დიდების-გმეტყუჱლებთ, მორწმუნენი და ვითხოვთ, შენდობა ბრალთა მოგუმადლე, დაუსაბამოო სამებაო წმიდაო:
უცუალებელად ემსგავსე კაცთა სიტყუაო ღი҃საო, განჰკაცენ რა…
ღი҃ს-მშობლისა.
უცუალებელად ემსგავსე კაცთა სიტყუაო ღი҃საო, განჰკაცენ რა ქალწულისაგან, ყოვლად წმიდისა, და ყოველთა ასწავე, სამებაჲ სამ-ბრწყინუალჱ, განუყოფელად არსებითა, უცუალებელთა შინა გუამოვნებათა:
სამებაო წმიდაო რომლთა შეგცოდეთ, შეგჳწყალენ მონანი შენნი…
წარდგომა, ჴმა ზ. რომელი ჩემთჳს.
სამებაო წმიდაო რომლთა შეგცოდეთ, შეგჳწყალენ მონანი შენნი, მიითუალე სინანული ჩემი მოწყალეო და შენდობასა ღირს-გუყუჱნ:
განბოროტებულნი სულნი ჩუჱნნი ცოდუათა მიერ, ნეტარ-ჰყუჱნ ყოვლად…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
განბოროტებულნი სულნი ჩუჱნნი ცოდუათა მიერ, ნეტარ-ჰყუჱნ ყოვლად უბიწოო ღი҃ს-მშობელო, და იჴსნენ ცოდუათაგან მგალობელნი შენნი ღი҃სა სძალო:
ერთ-არსებით სამ-ბრწყინუალეო, ღო҃ მაცხოვარო დაბადებულთა შენთაო, მუჱდრებელი…
გალობა დ. ქე҃ ღო҃ რომელმან.
ერთ-არსებით სამ-ბრწყინუალეო, ღო҃ მაცხოვარო დაბადებულთა შენთაო, მუჱდრებელი შენნი იჴსნენ ჭირთა და ვნებათაგან და შეზღუდენ წყალობითა შენითა:
სიტყჳთა ძალსა მაუწყებელსა, სამ-ბრწყინუალისა მის ღუთაებისა შენისასა, პოვნად ვერ შემძლებელ-ვართ ჩუჱნ, კაცთ-მოყუარეო ღო҃, რამეთუ ზესთა აღმატებულ-არს:
ქუჱყანასა ზედა ვითარცა, ცათა შინა ანგელოსთა კრებლსა თანა, გადიდებთ შენ სამებაო, ღო҃ ყოვლად ძლიერო, მფლობელო საუკუნეთაო:
მამულისა დიდებისაგან, არა დააკლდი მიიღე რა სიგლახაკჱ…
ღი҃ს-მშობლისა.
მამულისა დიდებისაგან, არა დააკლდი მიიღე რა სიგლახაკჱ ჩემი, და განჴორციელდი ღი҃, ქალწულისა საშოსა, და აღმამაღლენ ზეცად მოწყალე:
ბუნებაო დამბადებელო ნათელო, სამ-გუამოვანო და ერთ-ღმრთაებაო, განზრახჳთა…
გალობა ე. ღამე ნელი.
ბუნებაო დამბადებელო ნათელო, სამ-გუამოვანო და ერთ-ღმრთაებაო, განზრახჳთა და ძლიერებითა, სწორო დაგუამტკიცენ სიყუარულსა შენსა:
მამასა და ძესა და სულსა ყოვლად წმიდასა…
ბ-გზის
მამასა და ძესა და სულსა ყოვლად წმიდასა, ერთ-ღუთაებად სამ-ბრწყინუალედ ვადიდებდეთ, რათა ვიჴსნნეთ ჩუჱნ განსაცდელთაგან, წყალობათა მისთა შევედრებულნი:
მიიღე ბუნებაჲ კაცთა სიტყუაო ღი҃საო, დედისაგან უქორწინებელისა…
ღი҃ს-მშობლისა.
მიიღე ბუნებაჲ კაცთა სიტყუაო ღი҃საო, დედისაგან უქორწინებელისა, და სამ-გუამოვნად ერთი ღუთაება, გუასწავე, და წყალობით თაყუანის-ვჰსცემთ:
ერთ-დიდებად, და ერთ-სიმტკიცედ ვადიდებთ ჩუჱნ სამებასა, განყოფილად…
გალობა ვ. იონას ებრ.
ერთ-დიდებად, და ერთ-სიმტკიცედ ვადიდებთ ჩუჱნ სამებასა, განყოფილად გუამითა, ხოლო განუყოფელად, უცუალებელითა მით ერთ-ღუთაებითა:
გონიერნი, ანგელოსთა კრებულნი გიგალობენ ღთ҃სა, სამ-გუამოვნად ცნობილსა…
ბ-გზის
გონიერნი, ანგელოსთა კრებულნი გიგალობენ ღთ҃სა, სამ-გუამოვნად ცნობილსა, და ჩუჱნ ქუჱყანისანი, შემოქმედსა ღთ҃სა ძრწოლით გიგალობთ:
უზესთაეს, ცნობათა წინა-საუკუნეთა იშუა მამისაგან, ნათელი ნათლისაგან, ხოლ ქალწულისაგან, აღსასრულსა ჟამთასა განკაცნა ქე҃:
სამებაო ერთ-არსებაო, მხოლოო სამ-გუამოვანო, შემიწყალენ რომელნი შექმენ…
წარდგომაჲ, ჴმა ზ. მსგავსი. ცეცხლისა უბრწყინუალეს.
სამებაო ერთ-არსებაო, მხოლოო სამ-გუამოვანო, შემიწყალენ რომელნი შექმენ უკუდაო, და დაწუჱნ შეცოდებანი ჩუჱნი, და განანათლენ გულნი მაქებელთა შენთანი მოწყალებითა შენითა, ღო҃ ჩუჱნო დიდება შენდა:
ცეცხლისა უბრწყინუალეს-არს, და ნათლისა უმოქმედეს მოწყალება მადლისა…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა. მსგავსი.
ცეცხლისა უბრწყინუალეს-არს, და ნათლისა უმოქმედეს მოწყალება მადლისა შენისა დედოფალო, რამეთუ შესწუავს ცოდუათა კაცთასა, და შეაცურევს გონებათა შემსხმელთა დიდებულებისა შენისათა ღი҃ს-მშობელო ყოვლად უბიწოო:
სიტყჳსა მისებრ და მოძღურებისა წმიდათა წინასწარ-მეტყუჱლთასა, ერთ-ღუთაებად…
გალობა ზ. ყრმათა ბაბილონს.
სიტყჳსა მისებრ და მოძღურებისა წმიდათა წინასწარ-მეტყუჱლთასა, ერთ-ღუთაებად აღგიარებთ შენ ხოლო სამ-ხატოვნად, გქადაგებთ მამაო ძით და სულით წმიდითურთ:
მოკუდავნი ესე, სამ-წმიდაობისა გალობითა ანგელოსთა თანა, გიგალობთ…
ბ-გზის
მოკუდავნი ესე, სამ-წმიდაობისა გალობითა ანგელოსთა თანა, გიგალობთ სამებაო, ცოდუათა მოტევებაჲ, მოგუმადლე და გჳჴსნენ განსაცდელთაგან ღო҃:
დამბადებელმან, კაცთა ნათესავისამან ქალწულო უბიწოო, დაცემულნი კუალად…
ღი҃ს-მშობლისა.
დამბადებელმან, კაცთა ნათესავისამან ქალწულო უბიწოო, დაცემულნი კუალად აღგუმართნა წყალობით, რაჟამს განკაცნა შენგან, ჴორცთა ბუნებითა ღი҃ მამათა ჩუჱნთა:
ბრწყინუალე ნათელი, ღუთაებისა შენისა, მოჰფინე გულსა მგალობელთა…
გალობა ჱ. რომელი მხოლო არს.
ბრწყინუალე ნათელი, ღუთაებისა შენისა, მოჰფინე გულსა მგალობელთა შენთასა, სამებაო სამ-გუამოვნად, ცნობილო და ერთ-არსებით ქებულო, სარწმუნოებით მვედრებელთა და მონათა შენთა:
განაგებ ყოველთა, სამებაო წმიდაო, ღო҃ ღთ҃თაო, და უ҃ო უფლებათაო, სახიერო, და ჰმატებ ცასა და ქუჱყანასა, მეცა წარმიძერუ სიყუარულისა, შენისა მიმართ ყოვლად ძლიერო:
სამ-ბრწყინუალისა, მის ნათლისა შენისა ტაძრად გამომაჩინე კაცთ-მოყუარე, და უაღრეს, ეშმაკთა ბოროტთა, და ჴორცთა ვნებათა, მყავ მე უღირსი რათა გაკურთხევდე:
ნათელი ღუთაებისა, შენგან გამოგჳბრწყინდა, ღი҃ს-მშობელო ქალწულო უბიწოო…
ღი҃ს-მშობლისა.
ნათელი ღუთაებისა, შენგან გამოგჳბრწყინდა, ღი҃ს-მშობელო ქალწულო უბიწოო, და ყოველი სოფელი განანათლა და ქუჱყანა ესე გამოაჩინა მეორედ მგალობლად თჳსად:
დიდებად შენდა ღირს-მყუჱნ, რომელი მაღალთა შინა დაუცხრომელად…
გალობა თ. ყოვლად ქებულო.
დიდებად შენდა ღირს-მყუჱნ, რომელი მაღალთა შინა დაუცხრომელად, ხერუვიმთაგან იქები, რამეთუ მიწისაგანთა ვერ-ძალგჳცს დიდებად შენდა, გარნა მონებრივსა სახესა ვაჩუჱნებთ:
ჴორციელთა მათ, სალმობათაგან გჳლხინე, და სულისა ვნებათა, მძჳნუარეთაგან გჳჴსნენ, და ყოველთაგან საბრჴეთა, სოფლისათა დაგჳცუჱნ, სამებაო ერთ-არსებით განუყოფელო:
სწორო ძალითა ღო҃ სამ-მნათობიერო, ყოვლად ძლიერო ძალო, საწადელო სიკეთეო, უფსკრულო წყალობათაო, მოგუჱც ბრალთა შენდობაჲ, და გჳჴსნენ საცთურთაგან მოსავნი შენნი:
გონება, სული და ჴორცთა აგებულება, მიიღო შენგან…
ღი҃ს-მშობლისა.
გონება, სული და ჴორცთა აგებულება, მიიღო შენგან, ქალწულო, სიტყუამან ღი҃სამან, და ჭეშმარიტად განკაცნა და საღმრთოსა დიდებისა, მოწყალებით ზიარ-ჰყუნა ძენი კაცთანი:
ცხოვრება საფლავსა შინა მდებარე იყო, და ბეჭედნი…
კჳრიაკესა ცისკრად, შემდგომად ა. სტიხოლოოღიისა წარდგომანი აღდგომისან, ჴმა ზ.
ცხოვრება საფლავსა შინა მდებარე იყო, და ბეჭედნი ლოდსა ზედა დაგებულ-იყუნეს, ვითარცა მეუფესა მძინარესა მჴედარნი სცჳდეს ქე҃სა, და ანგელოსნი ადიდებდეს ვითარცა ღთ҃სა უკუდავსა, ხოლო დედანი ღაღადებდეს აღდგა უ҃ი, და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაჲ:
სამისა დღისა დაფლჳთა შენითა სიკუდილი წარმოსტყუჱნე, და…
აღსდეგ უ҃ო ღო҃ ჩუჱნო, ამაღლდინ ჴელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად.
სამისა დღისა დაფლჳთა შენითა სიკუდილი წარმოსტყუჱნე, და კაცი განხრწნილი ცხოვრება-შემოსილითა აღდგომითა შენითა აღადგინე ქე҃ ღო҃ ვითარცა კაცთ-მოყუარემან, დიდება შენდა:
ჯუარცმულსა ჩუჱნთჳს ქე҃სა ღთ҃სა, და დამჴსნელსა სიკუდილისა…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
ჯუარცმულსა ჩუჱნთჳს ქე҃სა ღთ҃სა, და დამჴსნელსა სიკუდილისა ძალისასა, დაუცხრომელად ევედრე ღი҃ს-მშობელო ქალწულო რათა აცხოვნნეს სულნი ჩუჱნნი:
დაბეჭდულით საფლავით ცხოვრება აღმობრწყინდი, ქე҃ ღო҃, და…
შემდგომად ბ. სტიხოლოღიისა, წარდგომანი. ჴმა ზ.
დაბეჭდულით საფლავით ცხოვრება აღმობრწყინდი, ქე҃ ღო҃, და კართა ჴშულთა მოწაფეთა, წარმოუდეგ ყოველთა აღდგომა, და სული შენი წრფელი მათ მიერ ჩუჱნ შორის განგჳახლე, დიდითა შენითა წყალობითა:
საფლავად მიივლტოდეს დედანი ცრემლით მქონებელნი მირონისანი, სადა…
აღგიარო შენ უ҃ო ყოვლითა გულითა ჩემითა და მიუთხრა მე ყოველი საკჳრუჱლებაჲ შენი.
საფლავად მიივლტოდეს დედანი ცრემლით მქონებელნი მირონისანი, სადა იგი გცჳდეს მხედარნი მეუფესა შენ ყოველთასა, და ეტყოდეს თავთა თჳსთა ვინ გარდაგჳგოროს ჩუჱნ ლოდი, ხოლო აღდგა დიდისა ზრახჳსა ანგელოსი რომელმან დაჰსთრგუნა სიკუდილი, ყოვლად ძლიერო უ҃ო დიდება შენდა:
გიხაროდენ მიმადლებულო ღი҃ს-მშობელო ქალწულო, ნავთ-საყუდელო და სასოო…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
გიხაროდენ მიმადლებულო ღი҃ს-მშობელო ქალწულო, ნავთ-საყუდელო და სასოო კაცთა ნათესავისაო, რამეთუ შენგან განკაცნა მხსნელი სოფლისა, და შენ მხოლო ხარ დედა და ქალწული, მარადის კურთხეული და დიდებული, ევედრე ქე҃სა ღთ҃სა, რათა მოსცეს მშჳდობაჲ ყოველსა სოფელსა, და სულთა ჩუჱნთა დიდი წყალობაჲ:
რომელმან მსგავსება ჩუჱნი შეიმოსე და ჴორცითა ჯუარცმა…
შემდგომად, ნეტარ-არიანისა. იპაკოჲ. ჴმა ზ.
რომელმან მსგავსება ჩუჱნი შეიმოსე და ჴორცითა ჯუარცმა დაითმინე მაცხოვნე მე აღდგომითა შენითა, ქე҃ ღო҃ ვითარცა მოწყალე-ხარ:
ტყუჱობა სიონისა საცთურისაგან, მოაქციე მაცხოვარ, მეცა განმაცხოველე…
აღსავალნი, ანტიფონი ა, ჴმა ზ.
ტყუჱობა სიონისა საცთურისაგან, მოაქციე მაცხოვარ, მეცა განმაცხოველე, და მიჴსენ ვნებათა მძლავრებისაგან:
ბღუარსა შინა რომელმან სთესოს ცრემლით, ჭირი, შრომა და მარხუა, ამან საუკუნოჲსა ცხოვრებისა მჭელეულნი მოიმკუნეს:
სული წმიდა უფსკრული არს, საღმრთოთა მათ სიმდიდრეთა…
დიდება.
სული წმიდა უფსკრული არს, საღმრთოთა მათ სიმდიდრეთა, რომლისა მიერ არს სიბრძნე, და გულის-ხმა-ყოფა და შიში კეთილი, და აღსრულება მცნებათა მისსა, ქება და დიდება, და პატივი და თაყუანის-ცემა და ძალი:
არა თუ უ҃მან სახლი, იგი სულთა აღაშენოს…
ანტიფონი ბ.
არა თუ უ҃მან სახლი, იგი სულთა აღაშენოს, ცუდ-იქმნების შრომა ჩუჱნი, რამეთუ თჳნიერ მისსა კეთილთაგანი არა რა სრულ-იქმნების საქმით სიტყუადმდე:
ნაყოფისაგან მუცლისა, წმიდანი სულისა მიერ აღძრულნი და აღუსებულნი, აღმოაცენებენ მდიდრად მადლთა საღმრთოთა, და მამისა ბრძანებათა შჳლებისათა:
სულისა წმიდისა მიერ, აქუს ყოველთავე არსება, რამეთუ…
დიდება.
სულისა წმიდისა მიერ, აქუს ყოველთავე არსება, რამეთუ იგი არს ღი҃, ყოველთა უპირატესი, მიუწვდომელი, ნათელი მფლობელი და ცხოვრება ყოველთა:
რომელთაცა ეშინის უ҃ისა გზანი ცხოვრებისანი უპოვნიან, და…
ანტიფონი გ.
რომელთაცა ეშინის უ҃ისა გზანი ცხოვრებისანი უპოვნიან, და სანატრელ-არიან, აწ და სამარადისოდ, და დიდებულ ნეტარნი გამოუთქმელად:
გარემოს ტაბლისა შენისა, ხედჳდე რა მწყემსთ-მთავარო, მსგავსად ახალ ნერგთასა შჳლთა, შენთა შემკულთა, სათნოებათა მიერ, იხარებდ და მხიარულ-იყავ, და ჰმოძღურიდ და იღუწიდ მათთჳს, ვიდრემდის მიუძღუანნე იგინი ქე҃სა:
სული წმიდა განკითხუათა, სიღრმე არს მიუწდომელი, და…
დიდება.
სული წმიდა განკითხუათა, სიღრმე არს მიუწდომელი, და უფსკრული მადლთა, განუცდელი, არსთა სიმდიდრე, და მადიდებელი, და სიმტკიცე და დიდება, რამეთუ სწორითა დიდებითა, პატივ-ცემულ-არს მამისა თანა და ძისა:
აღსდეგ უ҃ო ღო҃ ჩემო, ამაღლდინ ჴელი შენი…
წარდგომა. ჴმა ზ.
აღსდეგ უ҃ო ღო҃ ჩემო, ამაღლდინ ჴელი შენი, და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად.
აღგიარო შენ უ҃ო ყოვლითა გულითა ჩემითა
მუჴლი.
აღგიარო შენ უ҃ო ყოვლითა გულითა ჩემითა.
წამის-ყოფითა ღო҃, ბუნებანი მდინარენი, ზღუდედ აღამაღლენ, და…
სახარება საცისკრო ჴმისა, და სხუანი, და კანონი. კანონი აღდგომისა. გალობა ა. ჴმა ზ. სძლისპირი.
წამის-ყოფითა ღო҃, ბუნებანი მდინარენი, ზღუდედ აღამაღლენ, და მას შინა განიყუანე, ერი ისრაილთა ჴმელად, და გიგალობდეს გალობასა ძლევისასა:
დაისაჯა სიკუდილი, რაჟამს დაისაჯე ქე҃, სიკუდილითა ჯუარსა…
ტროპარნი.
დაისაჯა სიკუდილი, რაჟამს დაისაჯე ქე҃, სიკუდილითა ჯუარსა ზედა უმსჯავროდ ჰურიათაგან, ხოლო მთავარი ბნელისა, მოაუძლურე სამართლად, და ძლევა მომეც:
შეგთქრა რა ჯოჯოხეთი, ქე҃ ვერ შემძლებელ-იქმნა, ჴორცთა შენთა განწონად, შუათა მისთა მძჳნუარედ, ხოლო, შეჰმუსრენ კლიტენი, ღაწუთა მისთანი, და სიკუდილი მოაკუდინე:
დაჰჴსნდა წყევა ევასი, პირუჱლისა მის დედისა, რაჟამს…
ღი҃ს-მშობლისა.
დაჰჴსნდა წყევა ევასი, პირუჱლისა მის დედისა, რაჟამს ქალწულმან ჰშუა უაღრესი, ხოლო, ერი მორწმუნეთა, ვითარცა ღირს-არს, სამართლად ადიდებენ მას:
ჯუარსა ზედა აღმოგჳცენდა ორი წყარო, გუჱრდისაგან მჴსნელისა…
სხუა, კანონნი ჯუარ-აღდგომისა, ჴმა იგივე. გალობა ა. სძლისპირი უფსკრულთა ზღჳსათა.
ჯუარსა ზედა აღმოგჳცენდა ორი წყარო, გუჱრდისაგან მჴსნელისა, განმწმედელად სისხლი და წყალი, მას უგალობდეთ რამეთუ დიდებულ-არს:
სამ-დღე საფლავსა დადებული აღდგა მკუდრეთით, და სასოება მოსცა, ცხოვრებისა კაცთა მოკუდავთა, მას უგალობდეთ რამეთუ დიდებულ-არს:
მხოლო გამოჰსჩნდი ქალწულ შემდგომად შობისა, რამეთუ შემოქმედი სოფლისა ჰშევ განხორციელებული, ვინა გიხაროდენ გიჴმობთ შენ ყოველნი:
რომელმან ჰშევ უფსკრული, მოწყალებათა ქალწულო, სული ჩემი…
სჴუა კანონი ყოვლად წმიდისა ღი҃ს-მშობლისა. ალფა ვიტა. გალობა ა. სძლისპირი. წამის-ყოფითა ღო҃.
რომელმან ჰშევ უფსკრული, მოწყალებათა ქალწულო, სული ჩემი განანათლე ნათლითა შენითა, რათა საკჳრუჱლებათა, შენთა უფსკრულსა ღირსად ვაქებდე წმიდაო:
ისრითა ცოდჳსათა, მოწყლულთა გჳლხინა ღთ҃მან, და ვითარცა ქუჱლის-მოქმედი მოწყალე გუჱქმნა, სძალო ამისთჳს კაც-იქმნა, ჴორცთა შენთაგან და განგუაახლნა განხრწნილნი:
განხრწნილ-იქმნა ბუნება, ჩუჱნი და საწუთო-იქმნა, და დაემონა სიკუდილსა ჵ ღი҃სა დედაო, ხოლო, რაჟამს მუცლად-იღე, ცხოვრება საღმრთო მოგუატყუ ჩუჱნ ცხოვრება უკუდავი:
ღო҃ მაცხოვარო ჩუჱნო, ყოვლისა დამბადებელო, რომელმან სიტყჳთ…
გალობა გ. სძლისპირი.
ღო҃ მაცხოვარო ჩუჱნო, ყოვლისა დამბადებელო, რომელმან სიტყჳთ დაამყარენ, ცანი მაღალნი, ყოვლით ძალით მათით, და სულითა მით საღმრთოთა დაგუამტიცენ ჩუჱნ ერთობით, კლდესა ზედა სარწმუნოებისასა:
ამაღლდი შენ ჯუარსა ზედა, და ვნება ნებსით…
ტროპარნი.
ამაღლდი შენ ჯუარსა ზედა, და ვნება ნებსით თავს-იდევ, მაცხოვარო ჩუჱნ ყოველთაო და დაითმინენ, გუჱმანი მიზეზნი, ჴსნისა და მშჳდობისანი, რომლისა მიერ დამაგენ, მამასა შენსა ურჩნი კაცთ-მოყუარე:
განმკურნე მე გუჱმათაგან, სულიერთა მაცხოვარო, ნაბრძჳლთაგან ვეშაპისათა, და მომეც მე დღეს, ნათელი ბრწყინუალე, ბნელსა შინა შეწყდომილსა, რომელმან სიკუდილი მოჰკალ, და მესამესა დღესა აღსდეგ მკუდრეთით:
მჴსნელო ჩუჱნო ვედრებითა, მშობელისა შენისათა, მშჳდობაჲ სოფელსა…
ღი҃ს-მშობლისა.
მჴსნელო ჩუჱნო ვედრებითა, მშობელისა შენისათა, მშჳდობაჲ სოფელსა მოჰმადლე, და ძლევაჲ მტერთა, ჯუარითა მოეც, მეფესა ღი҃ს-მოყუარესა, მტერთა მიმართ ურწმუნოთა და შენდობასა ღირს-მყუჱნ მორწმუნენი:
რომელმან ჯუარსა ზედა ვნებანი დაითმინენ, და ავაზაკსა…
სხუა. სძლისპირი. რომელმან ცანი სიტყვ.
რომელმან ჯუარსა ზედა ვნებანი დაითმინენ, და ავაზაკსა სამოთხე განუღე, ვითარცა ქუჱლის-მოქმედმან და ღთ҃მან, დაამტკიცე გონებაცა ჩემი ნებასა შინა შენსა მხოლოო კაცთ-მოყუარე:
რომელი აღსდეგ საფლავით მესამესა დღესა, და ცხოვრებაჲ სოფელსა აღმოუბრწყინუჱ, ვითარცა ღთ҃მან ცხოვრების-მომცემელმან, დაამტკიცე გონებაჲ ჩემი ნებასა შინა შენსა მხოლოო კაცთ-მოყუარე:
რომელმან ღი҃ უთესლოდ მუცლად-იღე, და ევაჲ წყევისაგან…
ღი҃ს-მშობლისა.
რომელმან ღი҃ უთესლოდ მუცლად-იღე, და ევაჲ წყევისაგან იჴსენ, დედაო ქალწულო მარიამ, ევედრე განჴორციელებულსა შენგან ღთ҃სა, ცხოვრებად სამწყსოსა შენისა:
განღმრთობისა ქადებითა ედემით განმჴადა მტერმან, და მიწადუჱ…
სჴუა. სძლისპირი. ღო҃ მაცხოვარო.
განღმრთობისა ქადებითა ედემით განმჴადა მტერმან, და მიწადუჱ მიმაქცია მე, ხოლო ქე҃მან, ყოვლად სახიერმან, და ბუნებით მოწყალემან, განმამღრთო დარაემკჳდრა, საშოსა შენსა სძალო ყოვლად ქებულო:
კურთხეულ-არს დედოფალო, ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ ყოვლისა სოფლისა, სიხარული ჰშევ, და განმაქარუჱბელი, ცოდჳსა მწუხარებათა, სიხარულო ყოველთაო, ღი҃უ-მიმადლებულო დედაო ღი҃საო:
ქალწულო ღი҃სა დედაო, ნათელი და ცხოვრება ჰშევ, და მშჳდობის-მომცემელი რომელმან დაჰჴსნა, პირუჱლი მტერობაჲ, კაცთა ქე҃მან ჯუარითა, და დამაგნა ღთ҃სა მამასა, და ჰყო მშჳდობაჲ ანგელოსთა და კაცთა:
ქე҃ ღო҃, რომელმან არა დაუტევენ წიაღნი იგი…
გალობა დ. სძლისპირი.
ქე҃ ღო҃, რომელმან არა დაუტევენ წიაღნი იგი მამულნი ზეცად, და გარდამოჴედ ქუჱყანად, სმენა შენი მესმა მე, და ქებით ვადიდებ ძალსა შენსა
ჴორც-შესხმულმან ქალწულისაგან, ბეჭნი თჳსნი მისცნა გუჱმად ჩუჱნ…
ტროპარნი.
ჴორც-შესხმულმან ქალწულისაგან, ბეჭნი თჳსნი მისცნა გუჱმად ჩუჱნ ცოდჳლთათჳს, რამეთუ მონამან რა ცოდა, მის წილ უ҃ი იგი, დიდებისა ჯუარს-ეცუა განზრახჳთ:
მსჯულისა წინაშე წარსდეგ, ვითარცა განსაკითხავი ქე҃ მაცხოვარ, და მიწისაგანთა ჴელთაგან, ყურიმლის-ცემაჲ თავს-იდევ, დამბადებელმან ანგელოსთამან:
ჭეშმარიტად ღი҃სა დედაო, ევედრე ძესა შენსა დაუცხრომელად…
ღი҃ს-მშობლისა.
ჭეშმარიტად ღი҃სა დედაო, ევედრე ძესა შენსა დაუცხრომელად, რათა მიმიძღუეს ნავთ-სადგურად, მყუდროდ და განმარინნეს, დანთქმისაგან ცოდუათა ჩუჱნთასა:
შენ უ҃ო უცოდუჱლო ჩუჱნ ცოდჳლთათჳს კაც-იქმენ, და…
სხუა. სძლისპირი. რაჟამს ესმა.
შენ უ҃ო უცოდუჱლო ჩუჱნ ცოდჳლთათჳს კაც-იქმენ, და მიიღე ბუნება, რათა თავს-იდუა შეურაცხება, და მით მოაკუდინე მძლავრი, და მოგუჱც ძლევაჲ წინა-აღმდგომთა:
შენ რომელი აღსდეგ მკუდრეთით, და აღადგინე ადამი, რომელი ნებსით თჳსით, დაცემულ-იყო, პირუჱლ ცოდჳთა მორწმუნენი გიგალობთ, რომელი აცხოვნებ დღეს ცხებულთა შენთა:
მოკუჱდ რომელი იშევ ქალწულისაგან, ხოლო განაცხოველე ადამი…
ღი҃ს-მშობლისა.
მოკუჱდ რომელი იშევ ქალწულისაგან, ხოლო განაცხოველე ადამი შეცთომილი გონებითა, რამეთუ შეეშინა სიკუდილსა ძლიერებისაგან შენისა, ვითარმედ მოხუჱდ განჴრწნილთა ყოველთა ცხოვრებად:
უწინარეს დაბადებისა იქმენ კეთილ და შუჱნიერ წინაშე…
სჴუა. სძლისპირი. ქე҃ ღო҃.
უწინარეს დაბადებისა იქმენ კეთილ და შუჱნიერ წინაშე ღი҃სა სძალო, ელუარებითა მით ნათლითა, შენითა დედოფალო, მგალობელნი შენნი განაბრწყინუჱნ:
ღი҃ კაცთა უშევ ქალწულო, განკაცებული უბიწოთა მათ სისხლთა შენთაგან, რომელმან იჴსნნა ბრალთაგან, მადიდებელნი შენნი, და შემსხმელნი შობისა შენისანი:
განაახლა კაცთა ბუნებაჲ, შობისა შენისა საიდუმლომან ქალწულო, პირუჱლუჱ ქადაგებულმან, და აწ აღსრულებულმან, ზესთა ცნობისა ჵ სანატრელო:
ღამე ბნელი ურწმუნოთა, ქე҃ მორწმუნეთა, ნათელ-ჰყოფს სიტყუათა…
გალობა ე. სძლისპირი.
ღამე ბნელი ურწმუნოთა, ქე҃ მორწმუნეთა, ნათელ-ჰყოფს სიტყუათა შენთა მადლითა, ამისთჳს ჩუჱნცა შენდა აღჳმსთობთ, და ღმრთაებასა შენსა ვადიდებთ:
მონათათჳს განისყიდე ქე҃, და თავს-იდევ განკითხუაჲ ჴსნისა…
ტროპარნი.
მონათათჳს განისყიდე ქე҃, და თავს-იდევ განკითხუაჲ ჴსნისა ჩუჱნისა მიზეზი, ამისთჳს ჩუჱნცა შენდა აღჳმსთობთ, და ღუთაებასა შენსა ვადიდებთ:
ხატად შენდა შეწმნული უ҃ო უძლურითა ჴორცითა ძლიერისაგან მიჴსენ მე, და ძლევა მომეც სიკუდილისა დღეს, აღდგომითა შენითა მოწყალე;
ჰშევ დედაო უბიწოო ღი҃ ჴორციელად, უთესლოდ ჯერისაებრ…
ღი҃ს-მშობელო.
ჰშევ დედაო უბიწოო ღი҃ ჴორციელად, უთესლოდ ჯერისაებრ ღმრთაებისა, ამისთჳს ჩუჱნცა, ვითარცა ღირს-ხარ ყოველნი გნატრით შენ დაუცხრომელად:
რაჟამს იგი უსჯულოთა თანა შეირაცხე და ამაღლდი…
სხუა. სძლისპირი. უ҃ო ღო҃ ჩუჱნო.
რაჟამს იგი უსჯულოთა თანა შეირაცხე და ამაღლდი თხემისა ადგილსა ზედა, მნათობნი დაიფარუოდეს და ქუჱყანა შეირყეოდა, და ბრწყინუალება ტაძრისა განიღებოდა, ებრაელთა განდგომილებისა ცხად-ჰყოფად:
შენ რომელმან დაჰჴსენ ყოველნი ძლიერებაჲ მძლავრისა ძლიერებითა მიუწთომელისა ღმრთაებისა შენისათა, და მკუდარნი აღდგომითა შენითა აღადგინე გალობით გადიდებთ შენ:
დედაო მეუფისა და ღი҃საო ყოვლად საგალობელო, სარწმუნოებით…
ღი҃ს-მშობლისა.
დედაო მეუფისა და ღი҃საო ყოვლად საგალობელო, სარწმუნოებით და სურჳლით მარადის მაქებელთა შენთა, განწმედაჲ ცოდუათა გარდამოუვლინე მეოხებითა შენითა:
კიბე რომელი იხილა იაკობ, დამტკიცებული სიმაღლედ მიმართ…
სხუა. სძლისპირი. სული მაც.
კიბე რომელი იხილა იაკობ, დამტკიცებული სიმაღლედ მიმართ სახე იყო, უქორწინებელისა და უთესლოჲსა შობისა შენისა სძალო, რამეთუ ღი҃ შენ მიერ კაცთა შორის გამოჩნდა, და კაცთა ბუნებაჲ ზეცად აღამაღლა:
რომელთა ესე მოვიღეთ შენ მიერ, ჴსნაჲ საუკუნოჲ წადიერად გიღაღადებთ, გიხაროდენ დედოფალო უბიწოო და ყოვლად უხრწნელო, და ნათლითა შენითა განათლებულნი სძალო გალობითა ღი҃უ-ბრწყინუალითა გადიდებთ:
სიწმიდისა ბრწყინუალებითა ელუარე, და სუნნელი შროშანი შორის ეკალთა გპოვა შენ, სიძემან სულთამან უკუდავმან და ყოვლად ძლიერმან, დედოფალო, და შენგან უაღრეს ბუნებათა განჴორციელდა, და მამამან ზეცათამან სძლად შეგიწყნარა:
დანთქმული ღელჳთა, სოფლისა ამის განსაცდელთათა, ნავითა ცოდჳსათა…
გალობა ვ. სძლისპირი.
დანთქმული ღელჳთა, სოფლისა ამის განსაცდელთათა, ნავითა ცოდჳსათა შთავრდომილი და მიგდებული მჴეცთა სულთა მომსრუჱლსა, გიღაღადებ ვითარცა იონა, ხრწნილებისაგან და სიკუდილისა მიჴსენ ქე҃:
მოიჴსენეს შენი, ჯოჯოხეთს შეწყდომილთა სულთა, მართალთა, და…
ტროპარნი.
მოიჴსენეს შენი, ჯოჯოხეთს შეწყდომილთა სულთა, მართალთა, და შენ მიერსა ცხოვრებასა ილოცჳდეს რომელი მიეც ჯუარითა, ქუჱსკნელად რა შთაჰჴედ მეუფეო, რამეთუ მოწყალე-ექმენ პყრობილთა შენთა:
ჯუარცმითა დაჴსნილსა, ტაძარსა შენსა ჴელით-უქმნელსა, სულიერსა, არღა ესჳდეს ხილუად მოციქულნი, არამედ ზესთა სასოებისა, იხილეს აღდგომილი და სიხარულით თაყუანის-სცეს:
ხატი გამოუთქმელისა შობისა შენისა ყოვლად უბიწოჲსა ქალწულო…
ღი҃ს-მშობლისა.
ხატი გამოუთქმელისა შობისა შენისა ყოვლად უბიწოჲსა ქალწულო ღი҃სა სძალო, რომელი იგი იქმნა ჩუჱნთჳს, ვინმე კაცთაგანმან შეუძლოს გამოუთქმად, რამეთუ ღი҃ სიტყუა გამოუთქმელად ზიარებითა შენითა ჴორც-იქმნა:
ჯუარსა ზედა ნებსით ამაღლებულმან მაცხოვარ, წარმოსტყუჱნე სიმტკიცჱ…
სხუა. სძლისპირი. ღაღადებდა.
ჯუარსა ზედა ნებსით ამაღლებულმან მაცხოვარ, წარმოსტყუჱნე სიმტკიცჱ მტერისა, და შეჰმსჭუალე სახიერ მას ზედა ჴელით-წერილი იგი ცოდჳსა:
აღრასდეგ მკუდრეთით მაცხოვარ ჴელმწიფებით, და თანა აღადგინე ნათესავი კაცთა, და ცხოვრებაჲ და უხრწნელებაჲ მოგუანიჭე ჩუჱნ ვითარცა კაცთ-მოყუარემან:
ღი҃ ჩუჱნი რომელიცა ჰშევ ღი҃ს-მშობელო, ნუ დასცხრები…
ღი҃ს-მშობლისა:
ღი҃ ჩუჱნი რომელიცა ჰშევ ღი҃ს-მშობელო, ნუ დასცხრები ვედრებად მისსა მიმართ, ჰჴსნად განსაცდელთაგან მგალობელთა შენთა, წმიდაო მარადის ქალწულო:
წესთა სჯულისათა, და წინასწარ-მეტყუჱლთა ჴმამან წინათუჱ, მრავალ-ფერად…
სხუა. სძლისპირი. დანთქმული.
წესთა სჯულისათა, და წინასწარ-მეტყუჱლთა ჴმამან წინათუჱ, მრავალ-ფერად, და მრავალ-სახედ ქადაგეს ყოვლად უბიწოჲ შობაჲ შენი, რამეთუ ჰშევ მაცხოვარი სოფლისა, და სარწმუნოებით ქებით გიგალობდეს ქალწულო:
პირუჱლ ქმნული ადამი, კაცისმკლუჱლისა განზრახჳთა განჴდილი, სამოთხისა ღი҃უ-შუჱნიერისა შუჱბისა და ფუფუნებისაგან, კუალად აგე მუნუჱ ღი҃სა დედაო, ჰშევ რა ქე҃ ღი҃ ურჩებისა დამჴსნელი:
რომელმან ყოველი, ნებითა საღმრთოჲთა დაჰბადა, ქე҃მან, საშოსა შენისაგან ღი҃უ-შუჱნიერად გამობრწყინდა დედოფალო, და ბნელსა შინა ბრალთასა დანთქმულნი, ელჳთა ღუთაებისათა განანათლნა:
არღარა სადამე შემძლებელ-არს სიმტკიცე სიკუდილისა ჴელმწიფებად კაცთა…
კონდაკი. ჴმა ზ.
არღარა სადამე შემძლებელ-არს სიმტკიცე სიკუდილისა ჴელმწიფებად კაცთა, რამეთუ შთაჰჴდა ქე҃ შემმუსრუჱლი და დამარღუჱველი ძალთა მისთა, შეიკრჳს ჯოჯოხეთი, იხარებენ ერთ-ჴმობით წინასწარ-მეტყუჱლნი მეტყუჱლნი, აჰა წარმოუდგა მაცხოვარი სარწმუნოებასა შინა მყოფთა, გამოვედით მორწმუნენი აღდგომასა ქე҃სსა:
მძრწოლუარე-იქმნნეს დღეს, ქუჱსკნელი ჯოჯოხეთი და სიკუდილი, შენ…
იკოსი.
მძრწოლუარე-იქმნნეს დღეს, ქუჱსკნელი ჯოჯოხეთი და სიკუდილი, შენ მიერ ერთისაგან სამებისაგანისა შეირყია ქუჱყანა, ხოლო მეკარეთა ჯოჯოხეთისათა გიხილნეს რა შეძრწუნდეს, და ყოველი დაბადებული წინასწარ-მეტყუჱლთა თანა მოხარული, გიგალობს შენ ძლევისა გალობასა, მჴსნელსა ჩუჱნსა ღთ҃სა, დამარღუჱველსა სიკუდილისა ძლიერებისასა, ვღაღადებდეთ და ვჰჴმობდეთ ადამის მიმართ, და მისგანთა, ხემან კუალად შეიყუანა იგი:
ყრმათა ბაბილონს, საჴუმილსა მას შინა ცუარი აცურიეს…
გამოვედით მორწმუნენი აღდგომასა ქე҃სსა. გალობა ზ. სძლისპირი.
ყრმათა ბაბილონს, საჴუმილსა მას შინა ცუარი აცურიეს ზეგარდამო, ღი҃სა მიმართ ღაღადებდეს და იტყოდეს, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო, მამათა ჩუჱნთა ღო҃ უკუნისამდე:
ხისაგან მოკუდა, ადამ ურჩებითა, ხოლო ქე҃ მორჩილებითა…
ტროპარნი.
ხისაგან მოკუდა, ადამ ურჩებითა, ხოლო ქე҃ მორჩილებითა, აღმართა დაცემული ცოდჳსაგან, რაჟამს ჯუარს-ეცუა მისთჳს, განზრახჳთ ღი҃ მამათა ჩუჱნთა:
რაჟამს აღსდეგ შენ, საფლავით ქე҃ ღო҃ დაბადებულნი განანათლენ, და ცხოვრებაჲ მოეც მსხდომარეთა ბნელსა, რომელნი ღაღადებდეს, მამათა ჩუჱნთა ღო҃ კურთხეულ-ხარ შენ:
გიხაროდენ შენ, ასულო ადამისო, გიხაროდენ სძალო ღი҃საო…
ღი҃ს-მშობლისა.
გიხაროდენ შენ, ასულო ადამისო, გიხაროდენ სძალო ღი҃საო, გიხაროდენ მშობელო მაცხოვრისაო, რომელმან დაიტიე, შემოქმედი შენი, მეოხ-გუჱყავ მარადის:
შენ რომელმან ძელითა მით ჯუარისათა, სიკუდილი დაჰჴსენ…
სხუა. სძლისპირი. საჴმილსა.
შენ რომელმან ძელითა მით ჯუარისათა, სიკუდილი დაჰჴსენ, და ადამის ჴელით-წერილი, ლახურითა განხეთქე გიღაღადებთ შენ, კურთხეულ-ხარ შენ უო, საუკუნითგან უკუნისამდე:
შენ რომელმან განღებითა გუჱრდისათა, აღმოგჳცენე, წყაროჲ განმაცხოველებელი, სოფლისა განმწმედელი საცთურისაგან, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო, საუკუნითგან უკუნისამდე:
რომელმან მთიები მზისა უწინარესი აღმოუბრწყინუჱ, სოფელსა ქე҃…
ღი҃ს-მშობლისა.
რომელმან მთიები მზისა უწინარესი აღმოუბრწყინუჱ, სოფელსა ქე҃ ღი҃ ქალწულო, ცნობითა საღმრთოჲთა განათლებად სოფლისა, კურთხეულ-არს უბიწოო, ნაყოფი მუცლისა შენისა:
პირად პირადად შემკული სამოსლითა, ოქროვანითა შეგიყუარა დამბადებელმან…
სხუა. სძლისპირი იგივე.
პირად პირადად შემკული სამოსლითა, ოქროვანითა შეგიყუარა დამბადებელმან, და ღთ҃მან და მეუფემან სძალო, და შენგან განხორციელდა და ღთ҃-ჰყო კაცებაჲ განკაცებითა:
განწმიდნა ისაიაჲ შეეხო რა ბაგეთა ნაკუჱრცხალი, და მოასწავა შობაჲ შენი, რამეთუ განწმედელი დაბადებულთა, შენგან განკაცნა ქალწულო, და აცხოვნა ყოველი სოფელი:
იგავნი საღმრთოსა შობისა შენისანი უბიწოო, წინასწარ-მეტყუჱლთა წმიდათა, მხიარულებით მოასწავნეს ქალწულო, და ჴმა მაღლად ღაღადებდეს, მამათა ჩუჱნთა ღო҃ კურთხეულ-ხარ შენ:
შეუწუჱლმან მაყუალმან სინას აუწყა, ღი҃ მოსეს ჴმითა…
გალობა ჱ. სძლისპირი.
შეუწუჱლმან მაყუალმან სინას აუწყა, ღი҃ მოსეს ჴმითა წულილსა, ენა მძიმესა და შურმან საღმრთომან ყრმანი იჴსნნა საჴუმილისაგან, და გალობით ღაღადებდეს ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს, ღთ҃სა და უ҃სა უგალობდით, და ამაღლებდით მას უკუნისამდე:
კრავი იგი უბიწო რომელი ჩუჱნთჳს, დაიკლა ზედა…
ტროპარნი.
კრავი იგი უბიწო რომელი ჩუჱნთჳს, დაიკლა ზედა გოლგოთას, მოსპნა მან ძუჱლისა მის სჯულისა საკუჱრთხნი, და განაქარუნა მტერობანი, ადამიანთანი და თქუჱს ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს, ღთ҃სა და უ҃სა უგალობდით, და ამაღლებდით მას უკუნისამდე:
ბუნება რომელი ჩუჱნგან მიიღო ქე҃მან, არა იყო იგი უხრწნელ, პირუჱლ ვნებისა არამედ შემდგომად, აღდგომისა ჰყო იგი უხრწნელ, და ჩუჱნ მასწავა გალობად ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს, ღთ҃სა და უ҃სა უგალობდით, და ამაღლებდით მას უუნისამდე:
სიწმიდემან და ყოვლად უბიწოებამან შენმან ქალწულო მწიკული…
ღი҃ს-მშობლისა.
სიწმიდემან და ყოვლად უბიწოებამან შენმან ქალწულო მწიკული და საძაგელებაჲ ყოვლისა სოფლისა განჰსწმიდა, და მიზეზ-იქმნა ღი҃სა მიმართ დაგებისა ჩუჱნისა ყოვლად წმიდაო ამისთჳს შენ ქალწულო ყოველნი გაკურთხევთ, და აღგამაღლებთ უკუნისამდე:
რომელმან დაითმინნა ნებსით ვნებანი, და ჯუარსა დაემსჭუალა…
სხუა. სძლისპირი. რომელი მხოლო.
რომელმან დაითმინნა ნებსით ვნებანი, და ჯუარსა დაემსჭუალა და დაარღჳა ძალი ჯოჯოხეთისა, მღუდელნი უგალობდით, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე:
რომელმან იგი ცუდ-ჰყო სიმტკიცჱ სიკუდილისა, და საფლავისაგან აღდგა დიდებით, და აცხოვნა ნათესავი კაცთა, მღუდელნი უგალობდით, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე:
მხოლოსა სახიერსა პირუჱლ საუკუნესა სიტყუასა, ქალწულისაგან უკანასკნელ შობილსა, და მჴსნელსა ნათესავისა კაცთასა, მღუდელნი აკურთხევდით, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე:
ნათელმან ძისა შენისამან ქალწულო, უცხო სახედ განანათლნა…
სხუა. სძლისპირი. შეუწუჱლმან.
ნათელმან ძისა შენისამან ქალწულო, უცხო სახედ განანათლნა, ბრწყინუალებითა ყოველი სოფელი, რომელი მოგყავს წიაღითა, და გალობით უღაღადებთ ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს, ღთ҃სა და უ҃სა უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე:
უგალობთ დედოფალო საშოსა შენსა, რომელმანცა დაიტია, გამოუთქმელად ღი҃ ყოველთა რომელმან, მოსცა მორწმუნეთა კრებულსა, ღი҃ს-მეცნიერებაჲ და ჰჴმობენ ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს ღთ҃სა, და უ҃სა უგალობდით, და ამაღლებდით მას უუნინასმდე:
ნათლისა შენისა ელუარებითა, მგალობელნი შენნი ქალწულო, ღი҃ს-მშობელო აღავსენ ბრწყინუალებითა, რამეთუ იქმენ კარავ ნათლისა, და განმანათლებელ მეტყუჱლთა ყოველნი საქმენი აკურთხევდით, დღეს ღთ҃სა და უ҃სა უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე:
მტჳრთუჱლმან გამოუთქმელად, უხრწნელებისამან, სიტყჳსა დამბადებელისა ავასხა ბუნებაჲ…
გალობა თ. სძლისპირი.
მტჳრთუჱლმან გამოუთქმელად, უხრწნელებისამან, სიტყჳსა დამბადებელისა ავასხა ბუნებაჲ, მოვედ უბიწოო, ქალწულო ღი҃ს-მშობელო, შენგან შობილსა თანა, გუასწავე მორწმუნეთა, რათა ღირს ვიქნნეთ ჩუჱნ დიდებად შენდა:
რომელთა აჩემეს ვნებაჲ ღუთაებისა ძალსა, დაიყავნ პირი…
ტროპარნი.
რომელთა აჩემეს ვნებაჲ ღუთაებისა ძალსა, დაიყავნ პირი მათი ბოროტად მწუალებელი, ღი҃ უვნებელ-არს, ღმრთაებისა ბუნებითა, ხოლო კაცობრივითა, ჴორცითა ჯუარც-მულ, და არს იგი ღი҃ და კაცი გამოუკულეველი:
რომელნიცა უარ-ჰყოფთ აღდგომასა გუამთასა, მიისწრაფეთ საფლავად ქა҃, და ისწავეთ, სადა არს რომელი დაიდუა სამარესა, რამეთუ მკუდარი იყო, არამედ აღდგომილ-არს, სარწმუნო-ჰყოფად ყოფადისა მის აღდგომისა:
არა ღმრთაებათა სამობისათა, არამედ გუამოვნებათა, არცა ერთობასა…
ღი҃ს-მშობლისა.
არა ღმრთაებათა სამობისათა, არამედ გუამოვნებათა, არცა ერთობასა პირთასა, არამედ ღმრთაებასა პატივს-ვჰსცემთ, ხოლო განუჰკუჱთთ განმყოფელთა მისთა, და შევრწყამთ მკადრებელთა მას ზედა შერწყმისათა რომელსა ვადიდებთ:
ნათელი ნათლისაგან, ბრწყინუალება მამულისა დიდებისა უჟამოდ აღმობრწყინუჱბული…
სხუა. სძლისპირი. დედა ღი҃სა იქმენ.
ნათელი ნათლისაგან, ბრწყინუალება მამულისა დიდებისა უჟამოდ აღმობრწყინუჱბული, ვითარცა სიბნელესა შინა, ცხოვრებასა კაცობრივსა აღმოუბრწყინდა ქე҃, და მდევარი იგი განსდევნა ბნელი, რომელსა დაუცხრომელად მორწმუნენი ვადიდებთ:
ვნებათა ჴორციელთა და საღმრთოჲსა ძლიერებისა ქე҃ს შორის მხილუჱლნი, მბრძნობელნი ერთისა ბუნებისანი სირცხჳლეულ-იქმენ, რამეთუ მოკუდების იგი ვითარცა კაცი, და ვითარცა ღი҃ ყოვლისა შემოქმედი აღდგების:
არავინ ვიცი ღი҃ თჳნიერ შენსა გიგალობს ეკკლესიასა, რომელი ესე ურწმუნოთა მიერ წარმართთა სძლად შენდა გამომირჩიე მე, მიეც უკუჱ სიტყუაო მორწმუნეთა ცხოვრებაჲ მეოხებითა მშობელისა შენისათა, ვითარცა სახიერ-ხარ:
შუჱბისა და სიხარულისა საუკუნოსა მომატყუჱბელ ჩუჱნდა იქმენ…
სხუა. სძლისპირი. მტჳრთუჱლ.
შუჱბისა და სიხარულისა საუკუნოსა მომატყუჱბელ ჩუჱნდა იქმენ სძალო გჳშევ რა მჴსნელი, მამისა წიაღთა, მჯდომარე ვითარ სიტყუაჲ, სიბრძნე და ძალი მისი, თანა დაუსაბამო, რომელსა დაუცხრომელად ვადიდებთ:
მგალობელთ-მთავარმან დავით მამამან შენმან, კიდობნად სიწმიდეთა საღმრთოთა გიწოდა სძალო, რომელმან დაიტიე, სიტყუაჲ დაუტევნელი, მჴსნელი დაბადებულთა, რომელნი ადიდებენ, მას სულითა და ჭეშმარიტებითა:
უზესთაეს-იქმენ ყოველთა დაბადებულთა, ვითარცა მშობელი დამბადებელისა ქალწულო, ამისთჳს ვითარცა დედასა მჴსნელისასა, ყოველთა მთავრობათა უმაღლესი მთავრობაჲ, და წყალობაჲ მოგიღებიეს ღუთისაგან:
ქე҃ აღდგა მკუდრეთით, და დაჰჴსნა საკრუჱლნი სიკუდილისანი…
აქებდითსა ზედა, დასდებელნი, აღდგომისანი. ჴმა ზ.
ქე҃ აღდგა მკუდრეთით, და დაჰჴსნა საკრუჱლნი სიკუდილისანი, იხარებდ ქუჱყანაო სიხარულსა დიდსა, აქებდით ცანი ღი҃სა დიდებასა:
აღდგომა ქე҃სი ვიხილეთ, თაყუანის-ვჰსცეთ წმიდასა მას უ҃სა, იესოს მხოლოსა უცოდუჱლსა:
ქე҃ს აღდგომასა თაყუანის-ცემად არა დავსცხრებით, რამეთუ ამან მიჴსნნა ჩუჱნ, უსჯულოებათა ჩუჱნთაგან, წმიდა-არს უ҃ი იესო, რომელმან გჳჩუჱნა ჩუჱნ აღდგომაჲ:
რა მივაგო უ҃სა ყოვლისავეთჳს რომელი ესე მომაგო ჩუჱნ, ჩუჱნთჳს ღი҃ კაც-იქმნა, და განხრწნილისა ამის გონებისათჳს სიტყუა იგი ჴორციელ-იქმნა, და დაემკჳდრა ჩუჱნ შორის: უმადლოთა თანა ქუჱლის-მოქმედი, ტყუჱთა მომართ მოვიდა განმათავისუფლებელი და მსხდომარეთათჳს ბნელსა, მზე სიმართლისა ჯუარად აღჳდა უვნებელი, ჯოჯოხეთად შთაჰჴდა ნათელი, სიკუდილად მოვიდა ცხოვრებაჲ, და აღდგომა დაცემულთათჳს, რომელსა უღაღადებთ და ვიტყჳთ, ღო҃ ჩუჱნო დიდება შენდა:
ბჭენი ჯოჯოხეთისანი შემუსრენ უ҃ო და სიკუდილისა ძლიერებაჲ…
სხუანი. დასდებელნი აღდგომისანი. ჴმა ზ.
ბჭენი ჯოჯოხეთისანი შემუსრენ უ҃ო და სიკუდილისა ძლიერებაჲ დასთრგუნე, ძალითა შენითა უძლეველითა, და თანა აღადგინენ მკუდარნი, საუკუნითგან ბნელსა შინა მძინარენი, საღმრთოჲთა და დიდებულითა აღდგომითა შენითა, ვითარცა თჳთმფლობელმან ყოვლისამან, და ღთ҃მან ყოვლად ძლიერმან:
მოვედით უგალობდეთ უ҃სა, და ვიხარებდეთ აღდგომასა მისსა, რამეთუ აღადგინნა მკუდარნი საფლავთაგან ჯოჯოხეთისათა განუჴსნელთა, და მოანიჭა სოფელსა ცხოვრებაჲ საუკუნოჲ და დიდი წყალობაჲ:
ელუარე ანგელოსი მჯდომარე ლოდსა ზედა, ცხოველს მყოფელისა, საფლავისასა, მენელსაცხებლეთა დედათა ახარებდა და ეტყოდა, აღდგა უ҃ი, ვითარცა იგი გრქუა თქუჱნ წინასწარ წარუჱდით უთხართ მოწაფეთა მისთა ვითარმედ წინა გიძღჳს თქუჱნ გალილიას, ხოლო სოფელსა მოანიჭებს, ცხოვრებასა და დიდსა წყალობასა:
რასა შეურაცხ-ჰყავთ ლოდი იგი თავ საკიდურთა, ჵ უსჯულონო ჰურიანო, აჰა ესერა ესე არს რომელი დადუა ღთ҃მან სიონს შინა, რომელმან კლდისაგან მყარისა აღმოაცენა უდაბნოსა ზედა წყალი, და ჩუჱნთჳს გარდამოადინა გუჱრდისაგან თჳსისა უკუდავებაჲ, ესე არს ლოდი იგი, რომელი მთისაგან ქალწულებრივისა გამოეკუჱთა, თჳნიერ ნებისა მამაკაცისა, ძე იგი კაცისა, მომავალი ღრუბელთა ზედა ცისათა, ძუჱლისა მომართ მის დღეთასა ვითარცა თქუა დანიილ, და საუკუნოდ ეგოს მეუფება მისი:
შუჱნიერ იყო ხილუად და კეთილ საჭმლად, რომელმან…
ლიტურღიასა ზედა, მომიჴსენენი. ჴმა ზ.
შუჱნიერ იყო ხილუად და კეთილ საჭმლად, რომელმან იგი მომაკუდინა მე პირუჱლ ნაყოფმან, ხოლო ქე҃ ღი҃ არს ხე იგი ცხოვრებისა, რომლისაგან ვჰსჭამთ და განვჰსცხოველდე, და ვღაღადვჰყო ავაზაკისა თანა, საღმრთოსა და ვჰსთქუა, მომიჴსენე მე მჴსნელო, ოდეს მოხჳდე სუფევითა, შენითა კაცთ-მოყუარე და მაცხოვნე მე:
ჯუარსა ზედა რა ამაღლდი მოწყალეო, ადამის ჴელით-წერილი პირუჱლისა ცოდჳსა, აღჴოცე მჴსნელო და იჴსენ საცთურისაგან, ყოველი ნათესავი ადამიანთა, ამისთჳს გიგალობთ ქუჱლის-მოქმედო, და სახიერო, აღჴოცენ ბრალნი ჩუჱნნი, და მოგჳხსენენ მოწყალებით, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენითა:
რომელმან შემსჭუალენ ჯუარსა ზედა წყალობით, ცოდუანი ჩუჱნნი ქე҃, და სიკუდილითა შენითა სიკუდილი მოაკუდინე, და აღადგინენ მომკუდარნნი სიკუდილისა მიერ, ამისთჳს თაყუანის-ვსცემთ წმიდასა აღდგომასა შენსა:
წარმოსთხია გუჱლმან გესლი ოდესმე სასმენელთა ევასთა და მოკლა იგი შჳლითურთ, ხოლო ქე҃მან ვნებითა ჯუარცმისათა, აღმოუცენა სოფელსა სიტკბოებაჲ, ცხოვრებისა და უხრწნელებისა, და განაცხოველა ადამი ნათესავითურთ, ამისთჳს უღაღადებთ და ვიტყჳთ, მომიხსენენ მჴსნელო სასუფეველსა შენსა:
საფლავსა შინა ვითარცა მკუდარი დაიდევ, ცხოვრებაო ქე҃ მეუფეო, ხოლო ბჭენი იგი სიკუდილისანი შეჰმუსრენ, და აღსდეგ დიდებით მესამესა დღესა, ვითარცა ღთ҃ ხარ ყოვლად ძლიერო, და განანათლენ, ყოველნი მორწმუნენი, რომელნი ძრწოლით თაყუანის-სცემენ, აღდგომასა შენსა განმაცხოველებელსა:
აღსდგა უ҃ი მკუდრეთით მესამესა დღესა, და მისცა მშვიდობაჲ თჳსი მოწაფეთა თჳსთა, და აკურთხნა იგინი წარავლინნა და ჰრქუა, ყოველნი მოიყუანენით სასუფეველსა ჩემსა:
ნათელ-არს მამა, ნათელ-არს ძე, ნათელ-არს სული წმიდა…
დიდება.
ნათელ-არს მამა, ნათელ-არს ძე, ნათელ-არს სული წმიდა, არა სამნი განყოფილნი ნათელნი, რამეთუ ერთ ნათელ-არს სამება, და ერთ-ღუთაება-არს სამთა პირთა შინა, და ერთ-მთავრობა და ერთ-ბუნება და თანა არს, განუყოფელ და შეურწყმელ, სამარადისო და ყოვლად ძლიერ, და ყოვლისავე მპყრობელ რომელმან შექმნნა, დაბადებულნი და ყოველთავე ჰმართებს და განაგებს:
ჴორცითა ჰშევ ძე და სიტყუა მამისა, ქუჱყანასა…
აწდა.
ჴორცითა ჰშევ ძე და სიტყუა მამისა, ქუჱყანასა ზედა ვითარცა მან მხოლომან უწყის, ღი҃ს-მშობელო ქალწულო და დედაო, და ჩუჱნ რომელნი ესე განვღმრთდით შენ მიერ, გიხაროდენსა გიღაღადებთ წმიდაო ქრისტეანეთა, სასოო ურცხუჱნელო, მეოხებად ჩუჱნთჳს ნუ დასცხრები, რათა ვიჴსნნეთ სატანჯუჱლთაგან შენ მიერ:
ძალო და დიდებაო, და მფარუჱლო სოფლისაო, ღირს-მყავ…
გალობანი ჭმიდისა ღი҃ს-მშობელისანი. გალობა ა. ჴმა ზ. სძლისპირი.
ძალო და დიდებაო, და მფარუჱლო სოფლისაო, ღირს-მყავ გალობად საღმრთოსა შობისა შენისა, სძალო, ღი҃სა მაღლისაო, ქე҃ს დედაო, სასოო განწირულთაო:
დედად ქე҃ს მჴსნელისა, და ქალწულად საუკუნოდ, ზესთა ბუნებისა გამობრწყინუჱბულო სძალო, ქებით გიგალობთ ჩუჱნ ყოველნი, და თაყუანის-გცემთ, შენდამი მოქადულნი უსძლოო:
ზაკჳთა ბოროტითა, გუჱლისა მაცთურისათა, და გემოს-ხილჳთა ხისათა მოვიწყლენით ჩუჱნ, ხოლო, შობითა შენითა, ღი҃სა დედაო, მამულთა პატიჟთაგან ვიჴსნენით:
გალობა გ. სძლისპირი. ღო҃ მაცხოვარო ჩემო.
სულისა წმიდისა მოსლუა, და ძალისა მის საღმრთოსა, ფარუა და სიტყჳსა ჴორცთ-შესხმა, სისხლთა შენთაგან, უბიწოთა ექმნა, მაცხოვარ ადამს და ევას, და ჴსნილი ხრწნილებისაგან, აქებენ წმიდასა შობასა შენსა:
კაცობრივსა ბუნებასა, ჭირთა და ურუათა შინა, აქუ შემწედ ღი҃სა დედაო, ვინაცა ერი, შენი განსაცდელთა, და ჭირთაგან შეცული, იჴსენ ოხითა შენითა, და შემუსრენ მტერნი წინა-აღმდგომნი:
საცთურნი ბელიარისნი, შეაშთობენ სულსა ჩემსა, თანა მიყოლითა ჩემითა, ამისთჳს ცრემლით ვღაღადებ შემდამი, ქე҃ს მჴსნელისა დედაო, მიჴსენ მათგან მონა შენი, და მრჩობლი შეწევნა მომანიჭე მე:
დაუნთქმელად იჴსნი ყოველთა, შევედრებულთა შენდა მგალობელთა ქალწულო…
გალობა დ. სძლისპირი. ქე҃ ღო҃ რომელმან, არა.
დაუნთქმელად იჴსნი ყოველთა, შევედრებულთა შენდა მგალობელთა ქალწულო, რამეთუ ნავთ-სადგური ხარ, მყუდრო ღელუა-გუჱმულთა, და სასო ყოველთა განწირულთა:
ტაძრად საღმრთოდ გიცნობთ ქალწულო, რამეთუ სალხინებელად გიტჳრთავს შემოქმედი, და ითხოვ მოტევებასა, მგალობელთა შენთათჳს, და იჴსნი ჭირთა და ურუათაგან:
რისხუა ღი҃სა ულხინებელი, ეწიენ მგმობართა დიდებისა შენისათა, და დაიყავნ პირი მათი, მედგარი კურთხეულო, დედაო მჴსნელისაო უსძლოო:
იავარ ვიქმენ, სჯულსა ცოდჳსასა დამონებითა, ამისთჳს ვჴმობ…
გალობა ე. სძლისპირი. შენდა აღჳმსთობთ.
იავარ ვიქმენ, სჯულსა ცოდჳსასა დამონებითა, ამისთჳს ვჴმობ შენდა მომართ ღი҃სა დედაო, მომეც აზნაურება და მიჴსენ, ჴელთაგან მტერისათა:
სიხარულისა მიზეზ ექმენ ანგელოსთა და კაცთა, დედაო ქე҃ს ღი҃საო, ამისთჳს ვითხოვთ, ვედრებითა შენითა, მიჴსენ ჭირთაგან მოსავი შენი:
ხატსა შენისა სიწმიდისასა ძრწოლით თაყუანის-ვჰსცემთ, ჵ დედოფალო წმიდაო და შევაჩუჱნებთ, ურწმუნოთა მგმობართა ხატისა შენისათა:
განსაცდელთა სიღრმისაგან, ვედრება ჩემი ისმინე, ღი҃ს-მშობელო უბიწოო…
გალობა ვ. სძლისპირი. ვითარცა იგი იონა.
განსაცდელთა სიღრმისაგან, ვედრება ჩემი ისმინე, ღი҃ს-მშობელო უბიწოო, და ძისა შენისა მიმართ, მეოხებითა, ჭირთა და ურუათაგან მიჴსენ მე:
ყოველთა დაბადებულთა, უზესთაეს გამოსჩნდი შენ, მაღლისა შობითა სძალო, და შენდა მოლტოლჳლთა, სიღრმით ბოროტთათ, აღამაღლებ ცასა ცათასა:
გულის-სიტყუათა ღელუამან, მომიცუა და შემაშფოთა, ჵ ყოვლად საგალობელო და სრულიად განწირულმან მოგიჴსენე შენ, დედოფალო მიჴსენ განხრწნისაგან:
საჴმილსა შინა, განსაცდელთა ცეცხლისასა მდგომარენი ესე, სასოებათა…
გალობა ზ. სძლისპირი. ყრმათა ბაბილონს.
საჴმილსა შინა, განსაცდელთა ცეცხლისასა მდგომარენი ესე, სასოებათა შენთა ცუარითა ქალწულო, წმიდაო შეგუაცურიენ რათა ვაკურთხევდეთ შენგან შობილსა ღთ҃სა:
სიღრმით გულისათ, მუჴლ-დადგმით მტირალნი ცრემლით გიღაღადებთ ქალწულო, გჳჴსნენ ცოდუათა ჩუჱნთა პატიჟთაგან, ვედრებითა შენითა, სძალო კურთხეულო რათა გაკურთხევდეთ შენ:
სამხატოვნებით, და ერთ-არსებით ცნობილო სამებაო წმიდაო, მარტივო უცუალებელო სამ-გუამოვანო, მამაო და ძეო და სულო სახიერო გაკურთხევთ მორწმუნენი:
შენდა მოლტოლჳლნი, ჭირთა პირად პირადთა, და მოულოდებელთა…
გალობა ჱ. სძლისპირი. რომელი მხოლო-არს მეუფე.
შენდა მოლტოლჳლნი, ჭირთა პირად პირადთა, და მოულოდებელთა თანა წარგუხადენ ღი҃ს-მშობელო, და აწცა სიღრმისაგან, ჭირთა და ღუაწლთასა, განგუარინენ ჩუჱნ მოსავნი შენნი, და მგალობელნი:
ძე და ღი҃ შენი, მოგუმადლებს დედოფალო, ზესთა ბუნებისა ვედრებათა შენთა და ვითარცა, დედასა გადიდებს შენ, და აწცა ჩუჱნ შენ მიერ, გჳჴსნის ჭირთაგან, სასო წარკუჱთილთა და განწირულთა:
ძალთა ზეცისათა, ხერუვიმ სერაფიმთა, და წესთ მთავრობათა, მივემსგავსნეთ ერნო, და მამასა, ძით და სულით წმიდითურთ, სამწმიდითა ჴმითა აღუამაღლებდეთ და ვაკურთხევდეთ უკუნისამდე:
განკაცებული სიტყუა ღი҃სა ღი҃ და კაცი, ვითარცა…
გალობა თ. სძლისპირი. მტჳრთუჱლმან გამოუღ.
განკაცებული სიტყუა ღი҃სა ღი҃ და კაცი, ვითარცა დედამან წიაღთა იტჳრთე, ამისთჳს ვითარცა თანა ნადებსა ისმენს, დედისა ვედრებასა, ქალწულო და აცხოვნებს, ჭირთა და ურუათაგან ყოველსა სოფელსა:
დავითის მიერ დღესა ჭირისასა გუამცენ მჴსნელო, ხდად შენდა და აღგჳთქუ ჴსნა ჭირთა და ურუათაგან, ესე არს დღე იგი, და ჟამი უოხჭნო, აცხოვნე ერი შენი, ჭირთაგან და ცოდუათა, რათა ცრემლითა მჴურუალითა გადიდებდეთ:
ვითარცა აღგჳთქუ ჩუჱნ თანა ყოფა უკუნისამდე, მსთუად გუჱწიე მჴსნელო და გჳჴსნენ ყოველთა ჭირთაგან, რამეთუ ესერა, სამკჳდრებელი შენი, მოუცევს განსაცდელთა და ჭირთა სიმრავლესა, გჳჴსნენ ვედრებითა ღი҃ს-მშობელისათა: