ძელსა ზედა შეგმსჭუალეს შენ ჰურიათა, რათა ძელითა…
მწუხრად დასდფებელნი მსგავსნი ჯუარისანი. ჴმა ზ. არღარა დავეყენებით.
ძელსა ზედა შეგმსჭუალეს შენ ჰურიათა, რათა ძელითა აღჴოცო სიკუდილი უ҃ო დიდება შენდა:
ნებსით დაითმინე ყურიმლის-ცემაჲ მოწყალე, რათა იჴსნნე კაცნი მონებისაგან უ҃ო დიდება შენდა:
ძელმან ჯუარისამან განჰკურნა სიმწარჱ ძელისა, და სამოთხჱ განუღო კაცთა, უ҃ო დიდება შენდა:
შევსწიროთ ღი҃ს-მშობელსა სიხარული, ვითარცა ანგელოსმან მან და…
სხუანი. დასდებელნი ღი҃ს-მშობლისანი. მსგავსნი.
შევსწიროთ ღი҃ს-მშობელსა სიხარული, ვითარცა ანგელოსმან მან და ვღაღადებდეთ კურთხეულო ყოვლად წმიდაო დიდება შენდა:
უსძლოო ქალწულო დედაო უ҃ისაო, დაიცუჱნ მონანი შენნი, ყოველთაგან ისართა მტერისათა:
შეამოკლენ უბიწოო მწუხარებაჲ იგი ევასი, უშევ რა სოფელსა სიხარული, გიხაროდენ უსძლოო:
ნებსით ძელსა ზედა დამოკიდებული გიხილა რა ყოვლად…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
ნებსით ძელსა ზედა დამოკიდებული გიხილა რა ყოვლად უბიწომან, იტყოდა მგოდებელი, უგალობ სიმტკიცესა შენსა:
არღარა დავეყენები, ხისა მისგან ცხოვრებისა, რომელთა გუაქუს…
სტიქარონი, ჴმა ზ.
არღარა დავეყენები, ხისა მისგან ცხოვრებისა, რომელთა გუაქუს სასოებაჲ ჯუარისა შენისა, უ҃ო დიდება შენდა:
დამოკიდებულმან ძელსა ზედა უკუდავო, განაქიქენ ძალნი ეშმაკთანი უ҃ო დიდება შენდა:
ყოველივე ქუჱყანისა შეურაცხ-ჰყავთ, წმიდანო მოწამენო, და სტადიონსა…
მოწამეთა.
ყოველივე ქუჱყანისა შეურაცხ-ჰყავთ, წმიდანო მოწამენო, და სტადიონსა შინა, კადნიერად ჰქადაგეთ ქე҃, და მოსაგებელნი ტანჯუათანი, მის მიერ მოიხუჱნით, არამედ ვითარცა გაქუსთ კადნიერებაჲ, მას ევედრენით ვითარცა ღთ҃სა ყოვლად ძლიერსა, რათა აცხოვნნეს სულნი ჩუჱნნი, რომელნი თქუჱნდა მოვივლტით და გევედრებით:
სიკუდილი დაითმინე სიტყუაო ჯუარსა შემჰსჭუალულმან ღაღადებდა დედა…
დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.
სიკუდილი დაითმინე სიტყუაო ჯუარსა შემჰსჭუალულმან ღაღადებდა დედა ქალწული, მგოდებელი სიყუარულისა თანა და პატიოსნისა ღი҃ს-მეტყუჱლისა, რომელთა ოხითა ქე҃ ვნებულო ჩუჱნთჳს, და მომკულელო სიკუდილისაო, ვნებანი ჩემნი მოაკუდინენ, და ცხოვრებისა საუკუნოჲსა ზიარ-მყავ და მაცხოვნე:
რომელმან ჩუჱნთჳს ჯუარსა შემსჭუალუა თავს-იდევ, შეიწირე მღჳძარედ…
ოთხშაბათსა ცისკრად, შემდგომად ა სტიხოლოღიისა, წარდგომანი ჯუარისანი, ჴმა ზ.
რომელმან ჩუჱნთჳს ჯუარსა შემსჭუალუა თავს-იდევ, შეიწირე მღჳძარედ ლმობიერი გალობაჲ ჩემი, ქე҃ ღო҃ ჩემო და შემიწყალე მე:
რომელი უფლებ უსხეულოთა ძალთა ზედა, და უწყი…
აღამაღლებდით უ҃სა, ღთ҃სა ჩუჱნსა, და თაყუანის-ჰსცემდით კუარცხლბეკსა ფერჴთა მისთასა, რამეთუ წმიდა არს:
რომელი უფლებ უსხეულოთა ძალთა ზედა, და უწყი სულისა ჩემისა სიმედგრჱ და დაჴსნილებაჲ, ჯუარითა შენითა მაცხოვნე მე, ქე҃ ღო҃ ვითარცა კაცთ-მოყუარე-ხარ:
ჯუარითა ძისა შენისათა მარადის დაცულნი ქალწულო, საეშმაკოთა…
დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.
ჯუარითა ძისა შენისათა მარადის დაცულნი ქალწულო, საეშმაკოთა კუჱთებათაგან განუჱრებით, ამისთჳს შენ ჯერისაებრ მგალობელნი გადიდებთ, ღი҃ს-მშობელო ყოვლად საგალობელო:
ცეცხლისა უბრწყინუალესჰყავ, ალისა უძლიერეს-ჰყავ, ძელი ჯუარისა შენისა…
შემდგომად ბ სტიხოლოღიის, წარდგომანი ჯუარისანი, ჴმა ზ.
ცეცხლისა უბრწყინუალესჰყავ, ალისა უძლიერეს-ჰყავ, ძელი ჯუარისა შენისა უ҃ო, შემწუჱლად ცოდუათა, და განმანათლებელად სულთა, რომელნი გიღაღადებენ უ҃ო დიდება შენდა:
ეკკლესია შენი ქე҃ ღო҃ თაყუანის-გცემს, საროსა, ფიჭუსა…
ხოლო ღთ҃მან, მეუფემან ჩუჱნმან, წინა-საუკუნეთამან, შეჰქმნა ცხოვრება შორის ქუჱყანისა:
ეკკლესია შენი ქე҃ ღო҃ თაყუანის-გცემს, საროსა, ფიჭუსა და ნაძუსა ზედა ამაღლებულსა უ҃სა, და ესრეთ გიღაღადებს, ძლევა ჯუარითა შენითა მეფესა ჩუჱნსა მოანიჭე, და აცხოვნე ერი შენი, ვითარცა მხოლო სახიერ ხარ:
დაღაცათუ დედად აღგიარებთ დაბადებულნი, არამედ ქალწულად დაგმარხა…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
დაღაცათუ დედად აღგიარებთ დაბადებულნი, არამედ ქალწულად დაგმარხა დამბადებელმან, რამეთუ ჰშევ ჴორცითა ქე҃ ღი҃, მაცხოვარი სულთა ჩუჱნთა:
რომელმან მიიღე ნებსით ჩუჱნთჳს ჯუარცმაჲ, შემუსრენ უკუჱ…
შემდგომად გ სტიხოლოღიისა წარდგომა, ჴმა ზ.
რომელმან მიიღე ნებსით ჩუჱნთჳს ჯუარცმაჲ, შემუსრენ უკუჱ მტერნი რომელთა არა გიციან შენ ჭეშმარიტი ღი҃ და გუაცხოვნენ ჩუჱნ:
გიხაროდენ მართალნო და ზეცისანი იხარებდით, რამეთუ ქუჱყანასა…
დიდება შენდა, ღო҃ ჩუჱნო, დიდება შენდა: მოწამეთა.
გიხაროდენ მართალნო და ზეცისანი იხარებდით, რამეთუ ქუჱყანასა ზედა იღუაწეს მოწამეთა, და მტერი დათრგუნეს, და აღიმღერებდ ეკკლესიაო მედღესასწაულე საძლეველთა ღუაწლის-დამდებელისა მიმართ მხოლოსა, და მძლე-მყოფელისა ქე҃ს ღი҃სა, რომელი მოჰსცემს სოფელსა დიდსა წყალობასა:
ჯუარცმულსა ჩუჱნთჳს ქე҃სა ღთ҃სა და დამჴსნელსა სიკუდილისა…
დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.
ჯუარცმულსა ჩუჱნთჳს ქე҃სა ღთ҃სა და დამჴსნელსა სიკუდილისა ძალისასა, დაუცხრომელად ევედრე ღი҃ს-მშობელო ქალწულო რათა აცხოვნნეს სულნი ჩუჱნნი:
ჯუარმან დანერგულმან აღფხურა საცთური
ოთხშაბათსა, კანონი ჯუარისა, რომლისა კიდურ-წერილობაჲ.
ჯუარმან დანერგულმან აღფხურა საცთური
წამის-ყოფითა ღო҃, ბუნებანი მდინარენი, ზღუდედ აღამაღლენ, და…
იოსებისა. გალობა ა. ჴმა ზ. სძლისპირი.
წამის-ყოფითა ღო҃, ბუნებანი მდინარენი, ზღუდედ აღამაღლენ, და მას შინა განიყუანე ერი ისრაილთა ჴმელად, და გიგალობდეს გალობასა ძლევისასა:
ჯუარსა დამოკიდებაჲ, ყუჱდრებით თავს-იდუა მჴსნელმან და მოსპო…
ტროპარნი.
ჯუარსა დამოკიდებაჲ, ყუჱდრებით თავს-იდუა მჴსნელმან და მოსპო ყუჱდრებაჲ კაცთა კაცთ-მოყუარებით გუჱრდსა ლახურითა მოიწყლა რათა განგმიროს, და მოკლას მტერი მოშურნჱ:
მოირთხ ვითარცა მშჳლდი, ჯუარი შენი მოწყალეო ისრითა სამჰსჭუალთათა მოჰსწყალ მოშურნჱ, მჴსნელო და პირუჱლ მის მიერ მოწყლულნი იგი ადამიანნი განჰკურნენ:
სისხლითა მარტჳლთათა, დასცხრეს ბილწნი იგი სისხლნი, საზორუჱლნი…
მოწამეთა.
სისხლითა მარტჳლთათა, დასცხრეს ბილწნი იგი სისხლნი, საზორუჱლნი კერპთა ყრუთა და ეშმაკთანი, ხოლო ყოველი სოფელი, წმიდა იქმნა, და ქებით ჰნატრის და ადიდებს მათ:
შეასხეს უჴორცოთა გალობაჲ ქუჱყანისათა, იხილნეს რა ჴორციელნი უჴორცოთა წყობასა, ხოლო ღუაწლთა დამდებელმან, გჳრგჳნოსან-ჰყუნა მჴნენი ძლევისა გჳრგჳნითა:
განსქდა ჴელით-წერილი ადამისი ჰჴმობდა ქალწული, განიგმირე რა…
ღი҃ს-მშობლისა.
განსქდა ჴელით-წერილი ადამისი ჰჴმობდა ქალწული, განიგმირე რა ლახურითა, ჵ ძეო ჩემო ვაქებ წმიდასა ვნებათა შენთა რომელთა უვნებელ-ჰყუნეს ადამიანნი:
ამაღლდი უზესთაეს ზეცისა ანგელოსთასა ჰშევ რა ღი҃…
სხუა, კანონი შემდგომად წმიდისა ღი҃ს-მშობლისა. გალობა ა. ჴმა და სძლისპირი იგივე.
ამაღლდი უზესთაეს ზეცისა ანგელოსთასა ჰშევ რა ღი҃ დამბადებელი ანგელოსთა სძალო წმიდაო ამისთჳს გევედრები შენ, მოაკუდინენ ვნებანი ჩემნი:
კურთხეულო ქალწულო, მიმადლებულო დედაო, სული და გონებაჲ ჩემი აღავსე მადლითა რათა ქებით ვაკურთხდევდე, რომელმან კაცნი, კურთხევით გჳრგჳნოსან-ჰყუჱნ:
წყალთა ცხოველთა მიერ, სული ჩემი მორწყე სძალო, ცეცხლითა ცოდუათათა დამწუარი და დამაშურალი რათა ნაყოფი კეთილი სინანულისა, მრავალ-წილად აღმოვაცენო:
ზღუდედ და საფარუჱლად მაქუს მეოხებაჲ შენი სძალო და გარდავხედი ზღუდესა ცოდუათასა კაცთა ცხოვრებაო მხოლოო და აღდგომაო დაცემულისა ადამისო:
ღო҃ მაცხოვარო ჩუჱნო, ყოვლისა დამბადებელო, რომელმან სიტყჳთ…
გალობა გ. სძლისპირი.
ღო҃ მაცხოვარო ჩუჱნო, ყოვლისა დამბადებელო, რომელმან სიტყჳთ დაამყარენ, ცანი მაღალნი, ყოვლით ძალით მათით, და სულითა მით საღმრთოჲთა, დაგუამტკიცენ ჩუჱნ ერთობით კლდესა ზედა სარწმუნოებისასა:
რომელმან განჰმარტენ ცანი, სახედ კარავთა განიპყრენ, ადამის…
ტროპარნი.
რომელმან განჰმარტენ ცანი, სახედ კარავთა განიპყრენ, ადამის ჴელთა განკურნებად, საღმრთონი ჴელნი, ჯუარსა ზედა მჴსნელო, წყალობით რათა ჴელთაგან მტერისათა იჴსნნე ყოველნი მადიდებელნი ვნებათა შენთანი:
ეკლითა გჳრგჳნოსან-გყო ერმან უღმრთომან უ҃ო, რომელმან ტომნი ადამისნი, გჳრგჳნოსან-ჰყუჱნ, და ეკალნი იგი, ურჩებისანი აღმოფხურენ, და აღმოგჳცენენ მორჩნი შუჱნიერნი ღი҃ს მსახურებისანი:
ბუნებითა მოკუდავითა, უკუდავებაჲ მოიყიდეთ, მარტჳლნო ყოვლად შუჱნიერნო…
მოწამეთა.
ბუნებითა მოკუდავითა, უკუდავებაჲ მოიყიდეთ, მარტჳლნო ყოვლად შუჱნიერნო, რამეთუ გუჱმა ჭირთა, და დევნათა, ხყუჱტა და მოჭრა ასოთა, მხიარულად მიითუალეთ, და სუფევაჲ წარუალი მოიგეთ:
ზუავითა გულის-სიტყჳთა, მოქადული განჴმობასა, ზღუათა მძლავრი უკეთური, დაამდაბლეთ თქუჱნ, წმიდანო მარტჳლნო, ღი҃სათჳს დამდაბლებულთა, და ამაღლდით ძლიერებითა, საღმრთოჲთა ვითარცა ღუაწლისა მძლენი:
ტარიგი საღმრთო მოსრული, ნებსით ვნებად იხილა რა…
ღი҃ს-მშობლისა.
ტარიგი საღმრთო მოსრული, ნებსით ვნებად იხილა რა, დედოფალმან ყოვლად წმიდამან, ცრემლით იტყოდა, რა არს ესე შჳლო, ტკბილო და ვითარ მოჰკუდები, არამედ განცხოველებად, მკუდართა თავს-იდებ ნებსით სიკუდილსა:
შესაძრწუნებელი მელის, საყდარი და საშინელი, სადა იგი…
სხუა. სძლისპირი. იგივე.
შესაძრწუნებელი მელის, საყდარი და საშინელი, სადა იგი თანა მაცს განსჯაჲ, ცოდჳლსა ამას, რომელმან ჰშევ ღი҃, მსაჯული დაბადებულთა, მას ევედრე რათა მიჴსნნეს, მწარეთა სატანჯუჱლთაგან უსძლოო:
დიდებული ითქუა შენთჳს, ვითარცა თქუა მგალობელმან, ეგერა ქალაქო ღი҃საო, მისგან გჳთხოვე, მხოლოო წმიდაო, რათა დიდებასა თჳსსა, იზიარნეს ყოველნივე, სარწმუნოებით მადიდებელნი შენნი:
გრაგნილად საღმრთოდ გიჴილა, ღი҃ს-მეტყუჱლმან დედოფალო, რომელსა სიტყუაჲ დაიწერა, ღი҃სა მამისა, თითითა საღმრთოჲთა, მას ევედრე რათა დამწეროს, წიგნსა მას ცხოვრებისასა, და განხეთქოს ჴელით-წერილი ბრალთა ჩემთა:
ქე҃ ღო҃, რომელმან არა, დაუტევენ წიაღნი იგი…
გალობა დ. სძლისპირი.
ქე҃ ღო҃, რომელმან არა, დაუტევენ წიაღნი იგი მამულნი ზეცად, და გარდამოჴედ ქუჱყანად, სმენა შენი მესმა მე, და ქებით ვადიდებ ძალსა შენსა:
კაცთა შორის კაცად იხილუჱ, და ქუჱყანისანი ზეცისად…
ტროპარნი.
კაცთა შორის კაცად იხილუჱ, და ქუჱყანისანი ზეცისად გამოაჩინენ, და ჯუარსა ზედა ვნებითა, ყოველნი აღამაღლენ, უგალობთ ვნებათა შენთა ქე҃:
მოკუდავთათჳს მოკუჱდ ცხოვრება, და ცრუთათჳს ვნება საყუჱდრელი თავს-იდევ, უგალობ სულ-გრძელებათა, შენთა ქე҃ მაცხოვარ, აურაცხელთა და მიუწთომელთა:
მჴეცთა ბრდღჳნუა, ცეცხლისა ოხრა და ჴელთა და…
მოწამეთა.
მჴეცთა ბრდღჳნუა, ცეცხლისა ოხრა და ჴელთა და ფერჴთა მოჭრა და ხუჱტა ასოთა, და სხუანი აურაცხელნი, ტანჯუანი თავს-ისხენით, შუჱბათა მიზეზნი მოწამენო:
კიდეთაგან ჴორცთა თქუჱნთასა, ღაღად-ჰყავთ ღი҃სა მიმართ მარტჳლნო ნეტარნო, და შეისმინა თქუჱნი, და საღმრთოჲსა წამებისა, კლდესა აღგამაღლნა თქუჱნ:
ჴორც-შესხმულსა შენგან უ҃სა, ევედრე ღი҃ს-მშობელო რათა ვჰპოოთ…
ღი҃ს-მშობლისა.
ჴორც-შესხმულსა შენგან უ҃სა, ევედრე ღი҃ს-მშობელო რათა ვჰპოოთ შეწევნა, ჟამსა ჭირთასა და ღუაწლთასა, რომელნი თაყუანის-გცემთ, და ვადიდებთ ვნებათა მისთა:
მოფენილმან შენგან მირონმან, და შემოქმედმან ბუნებათამან დედოფალო…
სხუა. სძლისპირი. იგივე.
მოფენილმან შენგან მირონმან, და შემოქმედმან ბუნებათამან დედოფალო, სუნნელ-ჰყუნა დაბადებულნი ღი҃ს-მეცნიერებათა, და საცთურისა სუნ-მყრალობაჲ განსდევნა:
ჵ მზეებრთა მათ შარავანდედთა, მიერ აღმობრწყინუჱბულმან მზემან შენგან სძალო, განაბრწყინუა ცის-კიდენი, და მეცა გევედრები მიჴსენ ვნებათა სიბნელისაგან:
აჩრდილთა მათ, სჯულისათა და წინასწარ-მეტყუჱლთა ღი҃ს-მეტყუჱლებამან გქადაგა, სჯულისმდებელისა დედად, ამისთჳს ღი҃ს-მშობელო მე უსჯულო ქმნილი მომაქციე:
ღი҃სა სიტყუაო, მეოხებითა, მოციქულთა და წინასწარ-მეტყუჱლთა შენთათა, მოწამეთა და მართალთა, და დედისა შენისა ვედრებითა ერი შენი აცხოვნე:
სული მაცხოვარებისა უ҃ო, რომელი იგი მიუდგა გულთა…
გალობა ე. სძლისპირი.
სული მაცხოვარებისა უ҃ო, რომელი იგი მიუდგა გულთა შინა პირუჱლთა წინასწარ-მეტყუჱლთასა და იშუა ქუჱყანასა მან მაუწყა ჩუჱნ, მისლუა შენი ქუჱყანად მორწმუნეთა ცხოვრებად, და აწ განათლებულნი გალობით გადიდებთ:
ბოროტთა განქარუჱბად ღი҃სა სიტყუაო ჯუარცმაჲ დაითმინე და…
ტროპარნი.
ბოროტთა განქარუჱბად ღი҃სა სიტყუაო ჯუარცმაჲ დაითმინე და ნაღულისა გემო იხილე, ურჩებით, ჭამისა მიერ წარმწყმედელისა პატიჟთა მწარეთა დაჰჴსნად, დიდება აურაცხელთა წყალობათა შენთა, მხოლოო ყოვლად ძლიერო და სახიერო:
დიდებულსა ჯუარცმასა შენსა უ҃ო, ყოველი სოფელი შეარყიე საღმრთოჲთა ძალითა, და განჰკურნე, მეუფეო შეჰმუსრჳლებაჲ მისი განწირული, და შერყეულნი გულნი განამტკიცენ სახიერ, სიმტკიცითა მით ცნობისა შენისათა:
ყოვლით-კერძო განჰფინა სიბოროტისა, თჳსისა ბადენი ბელიარ ხოლო…
მოწამეთა.
ყოვლით-კერძო განჰფინა სიბოროტისა, თჳსისა ბადენი ბელიარ ხოლო ვერ-უძლო, ქე҃ს მოწამეთა შეპყრობად, რამეთუ მიიჴუნეს მათ ფრთენი ცეცხლისანი, და აღფრინდეს ზეცისა სავანეთა მიმართ, და ტალავართა საღმრთოსა განისუჱნებენ:
ღი҃სა მიმართ წამის-ყოფითა მარტჳლნო და სამარადისოდ ხედჳთა განათლებულთა, და განმღრთობილთა, სიმწარჱ სატანჯუჱლთა ყოვლად არა გელმოდეთ, და ვითარცა სხჳსა ტანჯუათა ესრეთ ჰხედევდით, ყოვლად ბრძენნო დაჭრასა მას ჴორცთასა:
ჵ მე რომლითა ძალითა მივხედნე აწ, ყოველთა…
ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.
ჵ მე რომლითა ძალითა მივხედნე აწ, ყოველთა უფსკრულთა განაჴმობელთა თუალთა შენთა, დაშრეტილთა, ძეო ჩემო გოდებით ღაღადებდა დედაჲ ქალწული გხედჳდა რა ძელსა დამოკიდებულსა მჴსნელო და გლოვისა ტკივილითა განილეოდა:
დამდუა მე ბელიარ წყლულება ბოროტი, და ყოვლითურთ…
სხუა. სძლისპირი. იგივე.
დამდუა მე ბელიარ წყლულება ბოროტი, და ყოვლითურთ მწყდარი დამიტევა უბადრუკი, ხოლო შენ წმიდაო დედოფალო მიღუაწე ჴელითა შენითა, და განმკურნე და განმაცხოველე სიტკბოებით რათა ვადიდებდე წყალობათა შენთა:
დაცემულთა აღდგომაო დაუცემელო, დაცემული ესე აღმადგინე ღი҃ს-მყობელო, და წარწყმედული მომიძიე, და გონებაჲ ჩემი განანათლე დედობრივითა მეოხებითა შენითა, რათა განათლებული გალობით გადიდებდე:
წინასწარ-მეტყუჱლთა კრებულსა აუწყნეს, იგავნი და სახენი შობისა შენისანი, და მთად ჩრდილოვნად და მთად გამოუკუჱთელად და მთად პოხილად, და მთად შეყოფილად გქადაგეს ღი҃სა დედაო, და პირად პირადად გუასწავეს შობაჲ შენი:
დანთქმული ღელჳთა სოფლისა ამის განსაცდელთათა ნავითა ცოდჳსათა…
გალობა ვ. სძლისპირი.
დანთქმული ღელჳთა სოფლისა ამის განსაცდელთათა ნავითა ცოდჳსათა შთავრდომილი, და მიგდებული მჴეცთა სულთა მომსრუჱლთა, გიღაღადებ ვითარცა იონაჲ, ხრწნილებისაგან და სიკუდილისა მიჴსენ ქე҃:
მჴსნელო ყოველთაო, საჴსრად ჩუჱნდა დასთხიე სისხლი შენი…
ტროპარნი.
მჴსნელო ყოველთაო, საჴსრად ჩუჱნდა დასთხიე სისხლი შენი, ცხოველს-მყოფელი, და მომიყიდენ ჩუჱნ ტყუჱ ქმნილი ყოვლად სახიერო, და მამისა შენისა შემწირენ, და მოყავ მძლავრი ჯუარისა მიერ უ҃ო:
პირუჱლ ურჩებითა, ცთომითა მწარითა დავეცი, ხოლო ქე҃ რა ჯუარს-ეცუა განმარტნა ხელნი ჯუარსა ზედა და აღმადგინა და ნებსით წყლულებითა თჳსითა ყოველნივე წყლულებანი ჩემნი განჰკურნნა:
ჰრული საცთურისა, ყოვლადუჱ არა მიგერულათ, მარტჳლნო, ვინაცა…
მოწამეთა.
ჰრული საცთურისა, ყოვლადუჱ არა მიგერულათ, მარტჳლნო, ვინაცა ზახებაჲ მძლავრთა დაშრიტეთ ახოვანნო და ძილი იგი მართალთა დაიძინეთ ყოვლად მეტარნო, და მეოხად მღჳძარედ ყოველთა გამოჰსჩნდით:
ქე҃ს ბრწყინუალებათა კლდესა ზედა დამტკიცებულნი მტერისა ღონეთაგან არა შეირყიენით ყოვლად ქებულნო მოწამენო, ხოლო იგი შეაბრკოლეთ და დაეცით, და ზეცად მიმართ შუჱნიერად ჰრბიოდეთ:
ახლად ყრმად გჳშევ ჩუჱნ, უწინარესი საუკუნითა, უჟამოდ…
ღი҃ს-მშობლისა.
ახლად ყრმად გჳშევ ჩუჱნ, უწინარესი საუკუნითა, უჟამოდ მამისა თანა-მოსაყდრე ღი҃ს-მშობლო რომელმან ჯუარისა მიერ ცოდჳთა დაძუჱლებულნი კაცნი განაახლნა და ღუთაებასა იზიარნა:
იონა ქადაგა, ძისა შენისა ღი҃ს-მშობელო დაფლუაჲ და…
სხუა. სძლისპირი იგივე.
იონა ქადაგა, ძისა შენისა ღი҃ს-მშობელო დაფლუაჲ და აღდგომაჲ დიდებული მჴეცისა მუცელსა შთანთქმულმან, და დაცულმან, ამისთჳს მეცა გევედრები მიჴსენ, გემოთა მჴეცისაგან სულთა განმხრწნელისა:
ბოროტთა ჰრულითა შეპრყობილი შთავვარდი ძილსა, მწარესა, ცოდჳსასა და დამფარა მე ბნელმან სასო წარკუჱთილებისამან, არამედ ოხითა შენითა სძალო განმანათლე აღმადგინე და მაცხოვნე:
ვჰსძრწი და წარჳწირჳ, რაჟამს მიგხედნე მჯდომარესა საყდართა, განსჯისათა უ҃ო რამეთუ სიღრმესა ცოდუათასა დანთქმულ-ვარ, რამეთუ გაქუს უფსკრული წყალობისა, ოხითა ქალწულისათა მეცა შემიწყალე:
საჴუმილსა რა ცეცხლისასა შეითხივნეს, სამნი იგი ყრმანი…
გალობა ზ. სძლისპირი.
საჴუმილსა რა ცეცხლისასა შეითხივნეს, სამნი იგი ყრმანი, ცეცხლი ცუარად გარდააქციეს და ძლევა შემოსილთა ესრეთ ღაღად-ჰყუჱს, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო, საუკუნითგან უკუნისამდე:
უშრომელი ცხოვრებაჲ ჰპოვა ადამ ტკივილთა შენთა მიერ, რომელნი ჯუარითა თავს-ისხენ, და სიკუდილითა შენითა მოაკუდინე გუჱლი იგი გესლიანი, ქე҃ ღო҃ მრავალ-მოწყალე:
წყევისაგან სჯულისა ვიჴსნენით, ყოველნი რამეთუ ქე҃ ამაღლდა ჯუარსა ზედა და კურთევაჲ და მადლი და წყალობაჲ და ხრწნილებისაგან გამოჴსნაჲ, ყოველსა სოფელსა აღმოუცენა:
ნებსითითა წადიერებითა შებმა უყუჱს მარტჳლთა, ტანჯუათა სიმწარესა…
მოწამეთა.
ნებსითითა წადიერებითა შებმა უყუჱს მარტჳლთა, ტანჯუათა სიმწარესა, რამეთუ ნებსით ვნებულსა ჰბაძჳდეს რომლისა მიერ გჳრგჳნოსანნი ზეცას ანგელოსთა თანა იხარებენ:
ჴორცნი მისცენით მრავალ-სახეთა ტანჯუათათა მარტჳლნო და სისხლთა თქუჱნთა დათხევითა უჴორცონი მტერნი მოაშთუჱნით მჴნენო და კურნებისა წყარონი უხუჱბით აღმოაცენენით:
ვითარ არა ვგოდებდე ჵ სახიერო ძეო ჩემო…
ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.
ვითარ არა ვგოდებდე ჵ სახიერო ძეო ჩემო, გხედჳდე რა ჯუარსა დამსჭუალულსა, ვითარ არა ვიგლოვდე უმსჯავროდ მოკლუასა შენსა, ჵ მსაჯულო სიმართლისაო, დედა ქალწული ღაღადებდა:
გემოს-ხილჳთა, ცისათა წყლული განმჰკურნე მორაჲწყალ მჴსნელო, ჯუარსა…
სხუა. სძლისპირი. ყრმათა ბაბილონს.
გემოს-ხილჳთა, ცისათა წყლული განმჰკურნე მორაჲწყალ მჴსნელო, ჯუარსა ზედა ღუთაებით უვნებელი, ამისთჳს გევედრები, აცხოვნე სული ჩემი, დედისა შენისა წმიდისა ვედრებითა:
საჴუმილსა შინა სამთა ყრმათა გამოსახეს შობაჲ შენი ქალწულო, რამეთუ არა შეიწუ ჰშევ რა შემწუჱლი ცეცხლი, ღმრთაებისა, ამისთჳს გევედრები დაჰსწუჱნ ჴორცთა ჩემთა ვნებანი:
ყოვლად წმიდაო, იშუა რა შენგან ცუარი საღმრთოჲ შემწუარნი ცოდჳთა შეაცურივნა და მორწყნა წყალობით ამისთჳს გევედრები შემწუარი, სული ჩემი სძალო, შეაცურიე მადლითა:
შეუწუჱლმან მაყუალმან სინას აუწყა, ღი҃ მოსეს ჴმითა…
გალობა ჱ. სძლისპირი.
შეუწუჱლმან მაყუალმან სინას აუწყა, ღი҃ მოსეს ჴმითა წულილსა ენა მძიმესა და შურმან საღმრთომან ყრმანი იჴსნნა საჴუმილისაგან და გალობით ღაღადებდეს ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს, ღი҃სა და უ҃სა უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე:
სისხლი და წყალი გარდამოჴდეს რა მჴსნელო, გუჱრდით…
ტროპარნი.
სისხლი და წყალი გარდამოჴდეს რა მჴსნელო, გუჱრდით შენით განაახლეს სოფელი და აღავსეს უხრწნელებითა და ბილწნი იგი საზორუჱლნი, და დინებანი შეგინებულთა მათ სისხლთანი, დააყუდნეს მათ და მსხუჱრპლისა მის საუფლოჲსა, უსისხლოჲსა ტაბლაჲ განგჳმზადეს ჩუჱნ:
გჳრგჳნი ეკლისა დაიდგ მეუფეო და ჰსუ ძმარი, და ნავღელი, და შოლტითა გუჱმულმან ნერწყუაჲ ტავს-იდევ და ამაღლდი რა ჯუარსა, სამჰსჭუალი და ლახუარი მიითუალე წყალობით, რომელთა მიერ, ვსცხონდებით და ვიტყჳთ ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს ღთ҃სა და უ҃სა უგალობდით, და ამაღლებდით მას უკუნისამდე:
საუნჯეთაგან ცხოვრებისათა, ყოვლად ბრწყინუალედ განმსდიდრდით, და ყოველივე…
მოწამეთა.
საუნჯეთაგან ცხოვრებისათა, ყოვლად ბრწყინუალედ განმსდიდრდით, და ყოველივე სიგლახაკჱ ბილწთა კერპთა, წარმონერწყუჱთ თქუჱნ მოწამენო, და გლახაკნი განამდიდრენით და თქუჱს ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს ღთ҃სა და უ҃სა უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე:
სჯულის-დებაჲ უღმრთოთა შეურაცხ-ჰყავთ, და მსგავსად ყრმათა მარტჳლნო, საჴმილსა შემწუჱლსა შეითხიენით, და ცუარითა საღმრთოჲთა შეცურეულნი, გალობით ღაღადებდით, ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს, ღთ҃სა და უ҃სა უგალობდით, და ამაღლებდით მას უკუნისამდე:
სჯულისა კიდობანმან მოგასწავა შენ, არათუ ფიცარნი გაქუნდეს…
ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.
სჯულისა კიდობანმან მოგასწავა შენ, არათუ ფიცარნი გაქუნდეს შენ, არამედ ქე҃ ღი҃ სჯულის-მდებელი, ღი҃ს-მშობელო რომელი იგი, უსჯულომან ერმან ჯუარსაცუა ჰჴსნად ჩუჱნდა, რომელნი ვიტყჳთ, ღთ҃სა და უ҃სა უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე:
საღმრთოჲსა წამის-ყოფითა ბჭედ გიხილა წინასწარ-მეტყუჱლმან დიდმან ეზეკიილ…
სხუა. სძლისპირი იგივე.
საღმრთოჲსა წამის-ყოფითა ბჭედ გიხილა წინასწარ-მეტყუჱლმან დიდმან ეზეკიილ რომელი განულო მხოლომან ღთ҃მან, ქალწულო უბიწოო, და დაბეჭდულადუჱ დაიცუა და მორწმუნეთა ბჭენი ცათანი განუხუნა რომელნი აკურთხევენ და ამაღლებენ მას უკუნისამდე:
ზესთა მიზეზისა ჰშევ ძე უბიწოო, სიწმიდისა მომცემელი, და განმწმედელი წმიდა-მყოფელთა მისთა, ჩემიცა გულის-სიტყუაჲ და სული, წმიდა ჰყავ რათა ვიტყოდე ყოველნი აკურთხევდით დღეს, ღთ҃სა და უ҃სა უგალობდით, და ამაღლებდით მას უკუნისამდე:
საღმრთოჲთა ლახურითა ძისა შენისათა, ბოროტთა ჩემთა საკრუჱლნი ჯოჯოხეთისანი განხეთქენ ქალწულო განმაბრწყინუჱ უვნებელობითა, რათა ვჰთქუა აკუსრთხევდით დღეს საქმენი უ҃ისანი უ҃სა, და ამაღლებდით მას უკუნისამდე:
კრებული წინასწარ-მეტყუჱლთა გევედრების შენ, და გუნდი მოციქულთა, და მარტჳლთა დიდებული ბანაკი ქე҃, ოხითა დედისა შენისათა, ჭირთაგან იჴსნენ მეტყუჱლნი ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს, ღთ҃სა და უ҃სა უგალობდით, და ამაღლებდით მას უკუნისამდე:
მტჳრთუჱლმან გამოუთქმელად, უხრწნელებისამან, სიტყუასა დამბადებელსა ავასხა ბუნებაჲ…
გალობა თ. სძლისპირი.
მტჳრთუჱლმან გამოუთქმელად, უხრწნელებისამან, სიტყუასა დამბადებელსა ავასხა ბუნებაჲ მოვედ უბიწოო ქალწულო ღი҃ს-მშობელო, შენგან შობილსა თანა, მასწავენ მორწმუნეთა, რათა ღირს-ვიქმნნეთ ჩუჱნ დიდებად შენდა:
ძალი მტერისა სრულად მოაკლდა რაჟამს იგი, ჯუარსა…
ტროპარნი.
ძალი მტერისა სრულად მოაკლდა რაჟამს იგი, ჯუარსა ზედა ჴმა-ჰყავ ძლიერად მამისა მიმართ, ქე҃ მეუფეო და აღსარებად შენდა, შემოჰკრიბენ ცხოვარნი იგი განბნეულნი, და სულით წმიდითურთ მარადის გაქებენ:
ვითარცა კრავი ამაღლდი ჯუარსა ზედა, რათა იჴსნნე სიტყჳერნი ცხოვარნი შენნი, მგელთა უხილავთაგან, და ბრძანებათა შენთა, ბაკსა შეჰკრიბნე იგინი, და შეზღუდნე მადლითა, და დაუცხრომელად თაყუანის-გცემდენ:
ვნებათა შენთა მიბაძჳთა მრავალ მოწყალე, ფერად-ფერადნი ტანჯუანი…
მოწამეთა.
ვნებათა შენთა მიბაძჳთა მრავალ მოწყალე, ფერად-ფერადნი ტანჯუანი თავს-ისხნეს მოწამეთა, ვინაცა მიემთხჳვნეს, დიდებისა გჳრგჳნთა, და სასუფეველსა, ფუფუნებასა შინა, წინაშე შენსა იხარებენ მჴსნელო:
მზისა უბრწყინუალესთა მადლთა მოჰფენს სოფელსა, მოწამეთა ყოვლად ქებული დღესასწაული, და აღმასრულებელნი, მათნი სამარადისოდ, ბნელისაგან ბრალთასა, მწარისა იჴსნებიან, და სულით და ჴორცით განათლდებიან:
ნათელი საღმრთო ჯუარსა ზედა გამოაბრწყინუა, და განაქიქნა…
ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.
ნათელი საღმრთო ჯუარსა ზედა გამოაბრწყინუა, და განაქიქნა მთავრობანი ბნელისანი ძემან შენმან ქალწულო, და მზისა ნათელი, დაფარა უბიწოო, და ერი მორწმუნეთა აღავსო საღმრთოთა მხიარულებითა:
დაჴსნილობითა გარდავიჴადე ცხოვრებაჲ ჩემი, და უნაყოფოჲ აღსასრულსა…
სხუა. სძლისპირი იგივე.
დაჴსნილობითა გარდავიჴადე ცხოვრებაჲ ჩემი, და უნაყოფოჲ აღსასრულსა მივეახლე, დედაო უსძლოო, სინანული მომმადლე, და ცოდუათა შენდობაჲ, ვედრებითა შენითა, ქე҃ს ღი҃სა მიმართ რათა გადიდებდე:
წესთ-მთავრობანი ზეცისა მჴედრობათანო, მოციქულნო წინასწარ-მეტყუჱლნო, და მოწამენო, ღი҃ს-მშობელისა თანა, წინაშე მეუფისა, ბრწყინუალედ მდგომარენო, ითხოვეთ დაცუაჲ ჩუჱნი უვნებელად ყოველთა, განსაცდელთაგან:
ყოვლითურთ უძჳრესისა მიმართ წარუჱმატები, და სული უდებ-მიქმნიეს ჴორცთა დამონებულსა, ჵ მე რამე ვქმნა, ანუ ვითარ განუჱრე, ტანჯუათა უბადრუკი, ქალწულო ღი҃ს-მშობელო, შემწე მეყავ და მაცხოვნე გევედრები:
ძე მხოლო ნეტარი ჰშევ ქალწულო ღი҃უ-სანატრელო, რომელმან ღირს-მჰყუნა ნეტარებასა, შემსხმელნი შენნი, ამისთჳს გევედრები, ღირს-მჰყავ სანატრელთა მათ, ნეტარებისა მკჳდრთა, ნაწილსა და გჳრგჳნსა, წადიერებით მადიდებელი შენნი:
მეუფე-ხარ კაცთ-მოყუარე ცხოვრების-მომცემელო, და მოიყიდე სოფელი ჯუარისა…
აღჳვსენითსა ზედა, დასდებელნი ჯუარისანი, ჴმა ზ. არღარა დავეყე.
მეუფე-ხარ კაცთ-მოყუარე ცხოვრების-მომცემელო, და მოიყიდე სოფელი ჯუარისა შენისა მიერ, უ҃ო დიდება შენდა:
ბნელ-იქმნა უკუჱ მზჱ მოწყალე, ნებსით სოფლისათჳს ჯუარცმასა შენსა, უ҃ო დიდება შენდა:
მმათობად გამოუჩნდეს ყოველსა სოფელსა, ყოვლად ქებულნი მოღუაწენი…
მოწამეთა.
მმათობად გამოუჩნდეს ყოველსა სოფელსა, ყოვლად ქებულნი მოღუაწენი ქე҃სნი მგალობელნი უ҃ო დიდება შენდა:
ძელსა ზედა გიხილა რა ყოვლად უბიწომან, მტირალი…
დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.
ძელსა ზედა გიხილა რა ყოვლად უბიწომან, მტირალი უგალობდა სიმტკიცესა შენსა:
შუჱნიერ-იყო ხილუად და კეთილ საჭმლად, რომელმან იგი…
ოთხ-შაბათსა. მომიჴსენენი. ჴმა ზ.
შუჱნიერ-იყო ხილუად და კეთილ საჭმლად, რომელმან იგი მომაკუდინა მე პირუჱლ ნაყოფმან, ხოლო ქე҃ ღი҃ არს ხე იგი ცხოვრებისა, რომლისაგან ვჰსჭამო და განუცხოველდე, და ვღაღად-ვჰყო ავაზაკისა თანა, საღმრთოსა და ვსთქუა, მომიჴსენე მე მჴსნელო, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენითა კაცთ-მოყუარე და მაცხოვნე მე:
განიპყრენ ნებნი ჯუარსა ზედა უ҃ო, განკურნებად ხისა მიმართ განრთხმულთა ჴელთა ადამისთა, მოღებისათჳს მწარისა მის საჭმლისთა, რომლისა მიერ გარდახდა მცნებასა შენსა, და ნაშობთა თჳსთა მოატყუა სიკუდილი, ამისთჳს ვადიდებთ, მოწყალებათა შენთა მიუწდომელსა სიმდაბლესა, რომლითა იჴსნენ დაბადებულნი შენნი:
ადგილსა მას თხემისასა ქე҃ ღო҃, ერმან ჰურიათამან ჯუარსა შეგმჰსჭუალეს შენ, რომლითა შემუსრე თავი უკეთურისა, და სულთა მკლუჱლისა მის ვეშაპისა, და აღმოგჳცენე ჩუჱნ უკუდავებისა, შენისა ცხოველს-მყოფელისა, სისხლი და წყალი მაცხოვარი სოფლისა:
მიბაძჳთა ვნებათა მაცხოვრისათა, პირად პირადნი ვნებანი დაითმინენით…
მოწამეთა.
მიბაძჳთა ვნებათა მაცხოვრისათა, პირად პირადნი ვნებანი დაითმინენით მჴნენო, მოწამენო ქე҃სნო ყოვლად ქებულნო, და უკუდავებისა მიმართ მიიცუალენით, და იშუჱბთ შუჱბითა მით უოხჭნოთა, მოგჳხსენენით, ჩუჱნ მგალობელნი თქუჱნნი, რომელნი სარწმუნოებით გნატრით თქუჱნ, და ითხოვეთ ჩუჱნთჳს დიდი წყალობა:
სამებისა ნათელსა პატივს-ვჰსცემ სამ-მცხინუარესა, სამთა პირთა შინა…
დიდება.
სამებისა ნათელსა პატივს-ვჰსცემ სამ-მცხინუარესა, სამთა პირთა შინა ცნობილსა, ერთსა შინა არსებასა მხოლოსა ღთ҃სა გულის-ხმა-ვჰყოფ, რამეთუ ერთი იგი ბუნება მამისა და ძისა და სულისა წმიდისა აღავსებ ყოველსავე:
შენგან შობილსა ხედევდი რა ჯუარცმულსა, სცრემლეოდე მწარედ…
ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.
შენგან შობილსა ხედევდი რა ჯუარცმულსა, სცრემლეოდე მწარედ ნაწლევთა, ტკივილითა მოწყლული, და გოდებით ესრეთ იტყოდე დედოფალო წმიდაო, ვითარ ივნე ჵ სახიერო ძეო ჩემო, რომლისა ბრალისათჳს დაისაჯე რა, არს საიდუმლო, რამე არს ხილუა ესე, საზარელი და განსაკრთომელი, გამოუთქმელო უ҃ო დიდება შენდა:
რომელმან უწყი ჴორცთა, ჩუჱნთა უძლურება ქე҃, გჳჴსნენ…
სერობისად, გალობანი წმიდისა ღი҃ს-მშობელისანი. გალობა ა. ჴმა ზ. სძლისპირი. წამის-ყოფითა ღო҃.
რომელმან უწყი ჴორცთა, ჩუჱნთა უძლურება ქე҃, გჳჴსნენ ჭირთაგან შობისა შენისა შემსხმელნი, მოგუჱც, გული შემუსრჳლი, და სული ფრთხილი, რათა ვაქოთ მშობელი შენი:
სიღრმესა ურუათასა, შთამაგდო ღი҃სა დედაო, სიღრმემან ბოროტმან ჭირთა და განსაცდელთამან, ვინა იგი გიღაღადებ, აღმომიყუანე სიმაღლედ სიხარულისა:
ექმნა ღი҃სა დედაო შობა შენი ღი҃უ-ბრწყინუალე, ჭირუჱულთა სიხარულ და ცოდჳლთა სალხინებელ, ხოლო, სენთა და ვნებათა, განმჴდეთ კაცთაგან, ამისთჳს გალობით გადიდებთ:
წყალობათა შენთა ქე҃, სიმდაბლენი მორწმუნეთა, შენთა სახედ…
გალობა გ. სძლისპირი. ღო҃ მაცხოვარო ჩუჱნო.
წყალობათა შენთა ქე҃, სიმდაბლენი მორწმუნეთა, შენთა სახედ გუქონან მარადის, და განსაცდელთა, ჴსნსა გევედრებით, ვითარცა იგი გჳბრძანე, გჳჴსნენ მხოლოო სახიერო, ოხითა მშობელისა შენისათა:
მსგავსად მკლუჱლთა ავაზათა, მომიცუჱს სულთა ბოროტთა, და ვნებათა და გულის-თქმათა, მიერ ვითარცა ისრითა მესურიან, და ჰნებავს წარწყმედა ჩემი, მიჴსენ მათგან ღი҃ს-მშობელო, და დასხენ იგინი რისხჳთა შენითა:
საუნჯედ მადლთა და ნიჭთა, მომცემელ-ხარ ღი҃სა მიერ, ადამიანთა ერისად, ღი҃სა დედაო, ამისთჳს მარადის, გევედრებით კურთხეულო, გჳჴსნენ ჭირთა და ღელუათა, და განსაცდელთა მუჱდრებელნი შენნი:
წყალობათა შენთა სივრცესა, მიხედჳთა მჴსნელო ურიცხუთა ცოდუათა…
გალობა დ. სძლისპირი. ქე҃ ღო҃ რომელმან, არა.
წყალობათა შენთა სივრცესა, მიხედჳთა მჴსნელო ურიცხუთა ცოდუათა მიერ, გარე-შეცულნი ვიკადრებთ, თხოვად მოტევებასა, ნუმცა მივიქცევით სირცხჳლეულნი:
ღი҃სა მიმართ კადნიერება, საქმეთა მიერ ბოროტთა წარვსწყმიდე შუა-მდგომელად, დაგებისა მოგიგებ, დამაგე ღთ҃სა ჵ კურთხეულო:
კნინი ესე ცხოვრება ჩემი, განსაცდელთა მიერ განიკუჱთების ქალწულო, არამედ აღმისუბუქენ, ვედრებითა შენითა, და მომეც ჟამი სინანულისა:
დამბადებელად და შემოქმედად ყოველთა დაბადებულთა, აღგიარებთ ქე҃…
გალობა ე. სძლისპირი. შენდა აღჳმსთობთ.
დამბადებელად და შემოქმედად ყოველთა დაბადებულთა, აღგიარებთ ქე҃ ღო҃ და შენდა მომართ, დავსდებთ სასოებასა, რომელი ჩუჱნთჳს განჴორციელდი:
სოფლისა ამის, გზასა შინა მეწია ბნელი ცოდჳსა, და წყუდიადი განსაცდელთა არამედ შენთა, ვედრებათა ნათლითა, ბრწყინუალედ განმანათლე ქალწულო:
დედად მჴსნელისად, და შუა-მდგომელად ცხოვრებისა ჩუჱნისა, აღგიარებთ დედოფალო და მისსა მიმართ, ვედრებად მიგავლენთ, მოწყალე ჰყავ ჩუჱნთჳს უსძლოო:
პირუჱლ სამართლად რისხჳთა, შენითა განშორებულნი, ქუჱყანად მოსლჳთა…
გალობა ვ. სძლისპირი. ვითარცა იგი იონა.
პირუჱლ სამართლად რისხჳთა, შენითა განშორებულნი, ქუჱყანად მოსლჳთა მჴსნელო, მოწყალებით საკუთარ გუყუჱნ, აწცა სახიერ, შეგჳტკბენ შეცოდებულნი ესე:
საწუთოსა ზრუნუათაგან, შეშფოთებულნი ქალწულო, და სასო წარკუჱთილებად მიწევნად დაგუამტკიცენ, კლდესა მას ზედა, მტკიცესა წყალობათა შენთასა:
ლხინება შეცოდებულთა, ჰშევ დედოფალო წმიდაო, მისსა მიმართ ვედრებასა, ნუ დააცადებ რამეთუ ვითარცა დედა ღი҃სა, ყოველსავე შემძლებელ ხარ:
ვითარცა ხარ შენ, ძალი და გალობა მონათა…
გალობა ზ. სძლისპირი. ყრმათა ბაბილონს.
ვითარცა ხარ შენ, ძალი და გალობა მონათა შენთა ღი҃სა სიტყუაო, უძლურნი განგუაძლიერენ და სნეულნი, განგუკურნენ ვედრებითა, დედისა შენისა ყოვლად უბიწოსათა:
ურუათა ესე ცეცხლი, მწუხარებათა მიერ აღგზებული ქალწულო, საღმრთოთა სიხარულითა დაშრიტე, რათა დაუცხრომელად, უგალობდე ღთ҃სა შენგან განკაცებულსა:
განუჴსნელითა, საკრუჱლითა ვნებათათა შეკრულნი მონანი შენნი, შეწევნასა შენსა ვევედრებით ქალწულო განხეთქენ ჴელბორკილნი, ცოდუათა ჩუჱნთანი, რათა გაკურთხევდეთ შენ:
ბუნება მიწისაგანთა, შენ უწყი მჴსნელო, ვითარ მოსწრაფე…
გალობა ჱ. სძლისპირი. რომელი მხოლო-არს.
ბუნება მიწისაგანთა, შენ უწყი მჴსნელო, ვითარ მოსწრაფე არს ბოროტისა მიმართ, შეწევნითა, შენითა სახიერ, მოდრიკე გონება, ჩუჱნი მონებად შენდა საქმეთა მიერ კეთილთა:
ძღუჱნო ღი҃სა მიმართ, კაცთა ბუნებისაო, ქალწულო შეიწირენ ვედრებანი ჩუჱნნი, და მოგუმადლე, შეწევნა შენ მიერ, რათა ვაკურთხევდეთ, დაუცხრომელად შენგან შობილსა ქე҃სა ღთ҃სა:
თჳსთა წყალობათა, მიერ სახიერ ქმნილმან, კაცთ-მოყუარემან ქე҃მან ღთ҃მან ჩუჱნმან შემწედ მოგცა, შენ კაცთა ბუნებასა, მურნალად სენთა, ღი҃სა დედაო, და შენ მიერ აცხოვნებს ღელუა-გუჱმულთა:
მადლით შენითა იქმნა ცხოვრება სოფლისა ქე҃, და…
გალობა თ. სძლისპირი. მტჳრთუჱლმან გამოუ.
მადლით შენითა იქმნა ცხოვრება სოფლისა ქე҃, და არა საქმეთაგან არცა შრომათა ჩუჱნთა, ამისთჳს მინდობით, ვითხოვთ შეცოდებათა, ჩუჱნთა მოტევებასა, წყალობათა შენთაგან, ნუ გარე მიგუაქცევ სირცხჳლეულთა:
ვითარცა უაღრეს ბუნებათა და ცნობათა, შობა მოგმადლა ქე҃მან ღთ҃მან დედოფალო, ეგრეთუჱ შენ მიერ, უცხოსა შეწევნასა, განაგებს კაცთა შორის, ვითარ ესე ჩუჱნ შორის, აცუჱნა აწ სასოო სოფლისაო:
მადლთა შენთა მიერ გარე შეცულნი დედოფალო, არა შევირყევით ბრძოლათაგან ეშმაკისათა, და ზღუდესა მფარუჱლსა, გაქებ და თაყუანის-გცემ, და შენ მიერ ვცხოვნდები სულით და ჴორცით: