რათა ღთ҃-ჰყო კაცი, კაც-იქმენ ყოვლად სახიერო ქე҃…
მწუხრად დასდებელნი, მსგავსნი, ჯუარისანი, ჴმა ზ. არღარა დავეყენებით.
რათა ღთ҃-ჰყო კაცი, კაც-იქმენ ყოვლად სახიერო ქე҃, და ჯუარს-ეცუ, დიდება ძალსა შენსა:
რაჟამს ჯუარსა ზედა იესო კრებულმან ებრაელთამან დაგსაჯეს შენ, ქუჱყანა შეირყეოდა, და ნათელი მზისა დაიფარუოდა:
ბნელ-იქმნა მზე მოწყალე ჯუარცმასა შენსა, და ძრწოდა ყოველი დაბადებული მგალობელი, უ҃ო დიდება შენდა:
მოჰყავ ყური შენი მოყუარე სახიერებისა ყოვლად უბიწოო…
სხუანი დასდებელნი, ღი҃ს-მშობლისანი. ჴმა იგივე. დღეს იღჳძ.
მოჰყავ ყური შენი მოყუარე სახიერებისა ყოვლად უბიწოო ჩემდამო მუჱდრებელისა, და ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან, და ნუცა დამაკლებ მე შეწევნასა შენსა, რამეთუ სიბოროტითა თჳსითა ისწრაფის მტერი წარწყმედად ჩემდა, და საძაგელთა მიერ, ვნებათა აღუსებად სულისა ჩემისა, არამედ შენ სივერაგეთაგან მისთა დამიცევ უვნებლად:
არღარა მცირესა რასამე სარგებელსა ჰპოებ ჵ სულო ჩემო, რომელთათჳს ზრუნავ ამაოსა ამას შინა ცხოვრებასა, ყოველი უკუჱ მოსწრაფებაჲ შენი უ҃ისა მიმართ მიაქციე, რომელსა ეგულუჱბის განსჯად შენდა, და ცრემლით ღაღად-ჰყავ კაცთ-მოყუარეო მეუფეო, მაცხოვნე მე მეოხებითა მშობელისა შენისათა:
სახელი იგი კეთილ-მსახურებისა ქალწულო, გარეგან დამიდჳეს ჩემსა, ხოლო შინაგან საცავ-ვარ ყოვლისა უსჯულოებისა, და მბრძოლთაგან ჩემთა ვნებათა ვიძლევი, ამისთჳს გევედრები შენ შემეწიე მე, რამეთუ შენ-ხარ ნუგეშინისცემა და სასოება სულისა ჩემისა:
სიტყუანი სახარულევანნი შობასა შინა შენსა ძეო ჩემო…
დიდება. აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.
სიტყუანი სახარულევანნი შობასა შინა შენსა ძეო ჩემო ტკბილო ისმა პირუჱლ, რომლისა სიხარულითა და მხიარულებითა სულნი მდაბალნი აღივსნეს, გარნა ჟამსა ჯუარცმისა შენისასა, ყოველნი იგი ტირილად და მწუხარებად შეიცუალნეს, რომლისათჳს ჭირთა ამათგან მოუძლურებული სული ჩემი განამტკიცე:
არღარა დავეყენებით ხისა მისგან ცხოვებისა რომელთა გუაქუს…
სტიქარონსა ზედა, დასდბელნი, ჯუარისანი, ჴმა ზ.
არღარა დავეყენებით ხისა მისგან ცხოვებისა რომელთა გუაქუს სასოებაჲ ჯუარისა შენისა უ҃ო დიდება შენდა:
დამოკიდებულმან ძელსა ზედა უკუდაო, განაქიქენ ძალნი ეშმაკთანი, უ҃ო დიდება შენდა:
დიდება შენდა, ქე҃ ღო҃, მოციქულთა სიქადულო, მოწამეთა…
მოწამეთა.
დიდება შენდა, ქე҃ ღო҃, მოციქულთა სიქადულო, მოწამეთა სიხარულო რომელთა ჰქადაგე სამებისა წმიდისა ერთარსებაჲ:
ვიწყლჳ მახჳლითა ჭირისათა გხედავ რა ჯუარსა, ზედა…
დიდბა, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა. დღეს იღჳძებდა იუდა.
ვიწყლჳ მახჳლითა ჭირისათა გხედავ რა ჯუარსა, ზედა რომელმან ქუჱყანა წყალთა ზედა დააფუძნე, და ვითარცა კარავნი გარდაართხენ ცანი, და დავსდნები სულითა, მხედუჱლი შენ მომკუდრისა, და შიშულივ დამოკიდებულისა ჵ ძეო ჩემო ყოვლად საყუარელო, რომლისათჳს განჰკრთი ქუჱყანაო და სძრწოდე, გოდებით იტყოდა ყოვლად უბიწო იგი ქალწული:
რომელმან ჩუჱნთჳს ჯუარსა შემსჭუალუა თავს-იდევ, შეწირე მღჳძარედ…
პარასკევსა ცისკრად, შემდომად ა სტიქლოღიისა, წარდგომანი ჯუარისანი, ჴმა ზ.
რომელმან ჩუჱნთჳს ჯუარსა შემსჭუალუა თავს-იდევ, შეწირე მღჳძარედ ლობიერი გალობაჲ ჩემი, ქე҃ ღო҃ ჩემო და შემიწყალე მე:
რომელი უფლებ უსხეულოთა ძალთა ზედა, და უწყი…
აღამაღლებდით უ҃სა, ღთ҃სა ჩუჱნსა, და თაყუანის-ჰსცემდით კუარცხლბეკსა ფერჴთა მისთასა, რამეთუ წმიდა არს:
რომელი უფლებ უსხეულოთა ძალთა ზედა, და უწყი სულისა ჩემისა სიმედგრჱ და დაჴსნილებაჲ, ჯუარითა შენითა მაცხოვნე მე ქე҃ ღო҃ ვითარცა კაცთ-მოყუარე-ხარ:
ღი҃ს-მშობელო წმიდაო მარადის ქალწულო, ჰხედევდ რა ჯუარსა…
დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.
ღი҃ს-მშობელო წმიდაო მარადის ქალწულო, ჰხედევდ რა ჯუარსა ზედა დამოკიდებულსა ძესა შენსა, ვითარცა დედა მტირალი ადიდებდ საშინელსა მოწყალებასა მისსა, უქორწინებელო დედოფალო:
ცეცხლისა უბრწყინუალესჰყავ, ალისა უძლიერეს-ჰყავ, ძელი ჯუარისა შენისა…
შემდგომად ბ, სტიხოლოღიისა წარდგომანი ჯუარისანი, ჴმა ზ.
ცეცხლისა უბრწყინუალესჰყავ, ალისა უძლიერეს-ჰყავ, ძელი ჯუარისა შენისა უ҃ო, შემწირუჱლად ცოდუათა, და განმანათლებელად სულთა რომელნი გიღაღადებენ, უ҃ო დიდება შენდა:
რომელმან მიიღე ნებსით ჩუჱნთჳს ჯუარ-ცმა, შემუსრენ უკუჱ…
ხოლო ღთ҃მან, მეუფემან ჩუჱნმან, წინა-საუკუნეთამან, შეჰქმნა ცხოვრება შორის ქუჱყანისა:
რომელმან მიიღე ნებსით ჩუჱნთჳს ჯუარ-ცმა, შემუსრენ უკუჱ მტერნი რომელთა არა გიციან შენ ჭეშმარიტი ღი҃ და გუაცხოვნენ ჩუჱნ:
რაჟამს ნებსით დაემსჭუალე და ამაღლდი ჯუარსა ზედა…
დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.
რაჟამს ნებსით დაემსჭუალე და ამაღლდი ჯუარსა ზედა, ღი҃ს-მშობელი წინაშე მდგომარე იტყოდა, უ҃ო, უ҃ო არცა ერთისა ვისმე დედათაგანისა იცნობების ტკივილი ჩემი, ღმერთად გიცნობ შენ საკჳრუჱლებათა მიერ, ამისთჳს აღსდეგ ვითარცა ჰსთქუ მესამესა დღესა, რათა მოხარული გიგალობდე შენ ყოვლად ძლიერო უ҃ო დიდება შენდა:
რაჟამს დასჯილებაჲ ადამისი ძელითა ჯუარისათა განჰკურნე, განჰკურნე…
შემდგომად გ, სტიხოოღიისა წარდგომა, ჴმა ზ.
რაჟამს დასჯილებაჲ ადამისი ძელითა ჯუარისათა განჰკურნე, განჰკურნე შემუსრჳლებაჲ გულთა ჩუჱნთა, და გუაცხოვნენ ჩუჱნ:
წმიდანო მოწამენო ევედრენით ცოდუათა მოტევებისა მოცემად ჩუჱნდა…
დიდება შენდა, ღო҃ ჩუჱნო, დიდება შენდა: მოწამეთა.
წმიდანო მოწამენო ევედრენით ცოდუათა მოტევებისა მოცემად ჩუჱნდა, და ჰჴსნად მოსალოდებელთაგან სატანჯუჱლთა, და მწარისაგან სიკუდილისა გევედრებით:
უ҃თელსოდ მუცლად-ღებულსა საშოსა შინა შენსა ქალწულო ღი҃ს-მშობელო…
დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.
უ҃თელსოდ მუცლად-ღებულსა საშოსა შინა შენსა ქალწულო ღი҃ს-მშობელო, რომელსა იგი ჰხედევდ დამოკიდებულსა ჯუარსა ზედა, ევედრე დაუცხრომელად სულთა ჩუჱნთათჳს:
ქუჱყანა ძელითა ძუჱლი ვნებაჲ აღჴოცა
პარასკევსა, კანონი ჯუარისა. რომლისა კიდურ-წერილობა.
ქუჱყანა ძელითა ძუჱლი ვნებაჲ აღჴოცა:
ღთ҃სა რომელმან დაანთქა მეწამულსა ზღუასა მტერი ფარაო…
ქმნილი იოსებისა. გალობა ა. ჴმა ზ. სძლისპირი.
ღთ҃სა რომელმან დაანთქა მეწამულსა ზღუასა მტერი ფარაო ძლევისა გალობითა, მას უგალობდეთ რამეთუ დიდებულ არს
ქე҃ ამაღლდა ჯუარსა ზედა და ყოველნი, მორწმუნენი…
ტროპარნი.
ქე҃ ამაღლდა ჯუარსა ზედა და ყოველნი, მორწმუნენი აცხოვნნა, და მტერი წარმწყმედელი, დააკუჱთა რამეთუ დიდებულ არს:
წყარო ცხოველი მიწდიე მე იესო, გუჱრდით ცხოველს-მყოფელით, და მტერი მოაკუდინე, ნებსით რა მკუდარ-იქმენ მეუფეო:
ჩუჱნთჳს ვედრებაჲ შეჰსწირეთ ღი҃სა მიმართ, მოწამენო ნეტარნო…
მოწამეთა.
ჩუჱნთჳს ვედრებაჲ შეჰსწირეთ ღი҃სა მიმართ, მოწამენო ნეტარნო, რათა განმარინნეს ჩუჱნ, სასჯელისა მისგან საშინელისა:
ქე҃სთჳს რა დამდაბლდით მოწამენო, მტერი ამპარტავანი, ახოვნებით დაეცით, ყოვლად დიდებულნო ღი҃სა მადლითა:
შენგან შობილი მოწყალებით ქალწულო, ჯუარ-ცმული რა იხილე…
ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.
შენგან შობილი მოწყალებით ქალწულო, ჯუარ-ცმული რა იხილე, ჰგოდებდი და იგლოვდი, და ადიდებდ სულ-გრძელებასა მისსა:
ჴმიანითა სიტყჳითა ყუავილსა გალობათასა, გიხაროდენსა მადლობით მიგიძღუანებთ…
სხუა კანონი, ყოვლად წმიდისა ღი҃ს-მშობლისა. გალობა ა. ჴმა იგივე, სძლისპირი. წამის-ყოფითა ღო҃.
ჴმიანითა სიტყჳითა ყუავილსა გალობათასა, გიხაროდენსა მადლობით მიგიძღუანებთ სძალო, ჴსნილნი, მწუხარებათაგან, და აღუსებულნი შენ მიერ სიხარულითა:
მადლსა და წყალობასა, და ძალსა ფრთეთა შენთასა არა დავჰფარავთ ქალწულო ყოვლად საგალობელო, არამედ ჴმა მაღლად ვქადაგებთ, რამეთუ ჭირთა, ბოროტთაგან განგუარინენ ჩუჱნ:
ჴსნილნი პირად პირადთაგან განსაცდელთა და ჭირთა, დედობრივითა მეოხებითა შენითა ყოვლად წმიდაო, ერთ-ჴმობით მადლობისა ჴმათა ყოველნი მჴურუალედ გიგალობთ შენ:
სათნოებათა მიერ, განშუჱნდი პირად პირადად, შემკული მადლითა სულისა წმიდისათა იქმენ, სძალ საღმრთო მამისა, ჭეშმარიტებით, დედად ქე҃ს მეუფისა:
განძლიერდა დღეს, სარწმუნოებით ეკკლესიაჲ, ქე҃ს მიერ, და…
გალობა გ. სძლისპირი.
განძლიერდა დღეს, სარწმუნოებით ეკკლესიაჲ, ქე҃ს მიერ, და გალობით ესრეთ ღაღადებს, წმიდა-ხარ შენ უ҃ო, სულთა ჩუჱნთა მაცხოვარო:
რომელი ეგე, ბუნებით უვნებელ-ხარ ვითარ ივნე, რომელმან…
ტროპარნი.
რომელი ეგე, ბუნებით უვნებელ-ხარ ვითარ ივნე, რომელმან მომეც ცხოვრებაჲ ძელითა ვითარ მოჰკუჱდ, დიდ-არს წყალობაჲ შენი, და სულ-გრძელებ უ҃ო:
ჯუარს-ეცუ ჴორცითა, შორის ავაზაკთა ღი҃სა სიტყუაო, და განამართლე სარწმუნოებით აღმსარებელი შენი, დამბადებელო, ავაზაკი იგი მორწმუნჱ:
ქე҃ს მჴედარნო, ხუჱტაჲ ჴორცთა სიმჴნით დაითმინეთ, და…
მოწამეთა.
ქე҃ს მჴედარნო, ხუჱტაჲ ჴორცთა სიმჴნით დაითმინეთ, და მოჭრა ჴელთა და ფერჴთა და ყოველთა ასოთა, ამისთჳს დიდებასა საუკუნესა შეხუჱდით:
მძჳნუარებამან ტანჯუათამან დიდად განგაბრწყინუა, და დიდებისა დიდისა მომატყუჱბელ გექმნათ, მარტჳლნო და მეოხხართ, ცხოვრებისათჳს, სულთა ჩუჱნთასა:
დედობრივითა, ვედრებითა შენითა ქალწულო მოგუჱც, ბრალთა შენდობაჲ…
ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.
დედობრივითა, ვედრებითა შენითა ქალწულო მოგუჱც, ბრალთა შენდობაჲ ქე҃ს მიერ რომელმან ჩუჱნთჳს, კაცებაჲ შეიმოსა, და ჯუარცმა და ვნება ნებსით თავს-იდუა:
ღო҃ მაცხოვარო ჩუჱნო, ყოვლისა დამბადებელო, რომელმან სიტყჳთ…
სხუა. სძლისპირი.
ღო҃ მაცხოვარო ჩუჱნო, ყოვლისა დამბადებელო, რომელმან სიტყჳთ დაამყარენ, ცანი მაღალნი, ყოვლით ძალით მათით, და სულითა მით საღმრთოთა, დაგუამტკიცენ ჩუჱნ ერთობით კლდესა ზედა სარწმუნოებისასა:
სიხარულისა საღმრთოჲსა, დასაბამსა და მიზეზსა, მადლობით უგალობდეთ…
ტროპარნი.
სიხარულისა საღმრთოჲსა, დასაბამსა და მიზეზსა, მადლობით უგალობდეთ ერნო და სიხარულით, გიხაროდენისა, შესხმითა მოვიკითხჳდეთ, გიხაროდენ დედოფალო, სასოო, ცხოვრებისა ჩუჱნისაო:
შენ მიერ ჴსნილნი ჭირთაგან, და სიხარულსა მიმთხუჱულნი, დედაო უსძლოო ვითარცა, მომატყუჱბელსა, კეთილთასა გნატრით, და გალობით გიღაღადებთ, შესხმასა გაბრიილისა, გიხაროდენ მიმადლებულო უ҃ი შენთანა:
ცოდუათაგან და განსაცდელთა ჰჴსნასა მოვიღებთ, საღმრთოჲთა მით მეოხებითა შენითა დედაო ქე҃ს ღი҃საო, ვინა ვითარცა მიზეზსა კეთილთასა გიგალობთ შენ სარწმუნოებით ჴმითა მადლობისათა:
შენ-ხარ წყარო ცხოვრებისა, და თუალი სიტკბოებისა, და მდინარე უკუდავებისა და ჭირუჱულთა, და მიმძლავრებულთა, მოჰრწყავ და იჴსნი ჭირთაგან და დაათრობ წყალობითა, ყოვლად წმიდაო დედაო ღი҃საო:
სმენა მესმა მე, ღი҃სა გამოჩინებისა, ქუჱყანასა ზედა…
გალობა დ. სძლის-პირი.
სმენა მესმა მე, ღი҃სა გამოჩინებისა, ქუჱყანასა ზედა მაცხოვრად ჩუჱნ მორწმუნეთა მისთა და უღაღადებთ, დიდება ძალსა შენსა:
შუჱნიერად ამაღლდი ჯუარსა ზედა უ҃ო, და ვითარცა…
ტროპარნი.
შუჱნიერად ამაღლდი ჯუარსა ზედა უ҃ო, და ვითარცა ტევანმან, ღჳნო სიტკბოებისა გჳწდიე მჴსნელო და დაატკბე სოფელი:
მძჳნუარენი სენნი კაცთანი, დააცხურენ, ნებსით ვნება რა თავს-იდევ ჩუჱნთჳს მეუფეო, ჯუარისა მიერ და გჳჴსენ ვნებათაგან:
მოსწყლენ მტერი მოწამეთა წყლულებითა, და გამოჩნდეს მკურნალად…
მოწამეთა.
მოსწყლენ მტერი მოწამეთა წყლულებითა, და გამოჩნდეს მკურნალად, სულთა და ხორცთა ჩუჱნთა, და მაოტებელ სულთა არა წმიდათა:
ეწყლნეს მძლავრთა მჴნენი ქე҃ს მოწამენი, და ძლევისა გჳრგჳნითა გჳრგჳნოსან იქმნნეს, და ჩუჱნთჳს ჰყოფენ ვედრებასა მარადის:
სიტყუა ღი҃სა გჳშევ, ჴორცითა ქალწულო, რომელმანცა ხრწნილებაჲ…
ღი҃ს-მშობლისა.
სიტყუა ღი҃სა გჳშევ, ჴორცითა ქალწულო, რომელმანცა ხრწნილებაჲ განაქარუა ჯუარითა, სახიერებით და აცხოვნა სოფელი:
ჯეროვანსა და ბრწყინუალესა დიდებისა შენისა შესხმასა მიგიძღუანებთ…
სხუა. სძლისპირი. ქე҃ ღო҃ რომელმან.
ჯეროვანსა და ბრწყინუალესა დიდებისა შენისა შესხმასა მიგიძღუანებთ შენ, რომელი იგი ვისწავეთ, გაბრიილისაგან სძალო, გიხაროდენ უ҃ი შენთანა:
აღგჳდგინნეს, ცოდუათა ჩუჱნთა, ჭირნი მრავალნი და განსაცდელთა სიმრავლენი, არამედ ძლიერებამან, შენმან გარე-წარგუხადნა, ქალწულო დედოფალო წმიდაო:
აღდგეს ჩუჱნ ზედა განსაცდელნი მრავალნი ვნებანი ცოდჳსანი, არამედ საღმრთოჲთა საფარუჱლითა შენითა გჳჴსნენ ჩუჱნ წმიდაო:
ნეტარ-ვართ ჩუჱნ, ჭეშმარიტებით, რომელნი სიწმიდით ვჰმონებთ დიდბასა შენსა, რამეთუ შეცოდებათა, და ჭირთაგან ვიჴსნებით, ოხითა შენითა ღი҃ს-მშობელო:
ღამე ბნელი ურწმუნოთა, ქე҃, მორწმუნეთა ნათელ-ჰყოფს სიტყუათა…
გალობა ე. სძლისპირი.
ღამე ბნელი ურწმუნოთა, ქე҃, მორწმუნეთა ნათელ-ჰყოფს სიტყუათა შენთა მადლითა, ამისთჳს ჩუჱნცა შენდა აღჳმსთობთ, და ღმრთაებასა შენსა ვადიდებთ:
ჯუარსა ზედა ამაღლდი მეუფეო ჴორცითა, და დაბადებულნი…
ტროპარნი.
ჯუარსა ზედა ამაღლდი მეუფეო ჴორცითა, და დაბადებულნი იჴსნენ ქუჱსკნელით, უმეცრებისათ, და მოიზიდენ, აღსარებად შენდა კაცთ-მოყუარე:
ერმან უსჯულომან მოგითხოვეს, ჯუარ-ცმად მჴსნელო, თხემისა ადგილსა რომელმან ეგე, შემუსრე თავი ვეშაპისა მის, სულთა მომსღუჱლისა ძლიერებითა:
განაჴმენით ღუარნი უღმრთოებისანი მარტჳლნო, სისხლთა თქუჱნთა წმიდათა…
მოწამეთა.
განაჴმენით ღუარნი უღმრთოებისანი მარტჳლნო, სისხლთა თქუჱნთა წმიდათა მდინარითა, და მოაშთუჱთ თქუჱნ, მათ შინა მჴნენო, მძლავრი ფარაოჲ მთავარი ბნელისა:
ფრჩხილებითა დაბძარულთა დაბძარენით გულნი, მძლავრთა უკეთურთა და მგმობართანი, და განგუმირენით მხილებათა მათ, თქუჱნთა ბრძენთა მახჳლითა
მარტჳლნი:
წმიდა-ჰყო ღთ҃მან საშოჲ შენი ყოვლად წმიდაჲ სძალო…
ღი҃ს-მშობლისა.
წმიდა-ჰყო ღთ҃მან საშოჲ შენი ყოვლად წმიდაჲ სძალო, სიწმიდით რა დაემკჳდრა მას შინა, და ჯუარსა ზედა ამაღლებულმან, დაბადებულნი აღამაღლნა მისთანა:
ბრალთა დამჴსნელი, ქე҃ მეუფე გჳშევ დედოფალო, და…
სხუა. სძლისპირი. შენდა აღჳმ.
ბრალთა დამჴსნელი, ქე҃ მეუფე გჳშევ დედოფალო, და ჭირთა და ურუათაგან, იჴსენ სოფელი, ამისთჳს გიღაღადებთ, დიდება ძესა შენსა ქალწულო:
მრავალ-სახეთა ჭირთა და ურუათა და განსაცდელთაგან, შეპყრობილნი გევედრებით სიხარულითა უოხჭნოჲთა აღმავსენ, სძალო სასოო განწირულთაო:
ვითარცა მცუჱლი ცხოვრებისა ჩუჱნ მონათა შენთასა წმიდაო განდევნი განსაცდელთა, და გუცავ ჩუჱნ უვნებელად, ამისთჳს ზიარნი მრავალთა მათ კეთილთა შენთანი გალობით გმადლობთ შენ:
შეცოდებათა, სენთა სალმობათა და განსაცდელთაგან, და ტკივილთა მძჳნუარეთა გამოვიჴსნებით, ვედრებითა შენითა, და მადლობით გადიდებთ ქალწულო:
იონასებრ, ვეშაპისა მიჴსენ მე გევედრები, სახიერო უ҃ო…
გალობა ვ. სძლისპირი.
იონასებრ, ვეშაპისა მიჴსენ მე გევედრები, სახიერო უ҃ო, რომელსა შთანთქმა ჰნებავს, ჩემი უწყალოებით განმარინე მე:
კაცობრივი, ბუნება სენთა ცოდჳსათა დაცემული, განწირულთა მკურნალო…
ტროპარნი.
კაცობრივი, ბუნება სენთა ცოდჳსათა დაცემული, განწირულთა მკურნალო, განჰკურნე მოწყალებით, ჯუარცმითა და ვნებათა დიდებულითა:
ხისა მიერ, პირუჱლ ადამ დაისაჯა და ძელითა, ჯუარისათა განმართლდა, და შუჱბაჲ სამოთხისა, დაიმკჳდრა შენ მიერ ყოვლად ძლიერო:
გიგალობთ შენ, ჯუარსა ზედა დამსჭუალულო და გადიდებთ შენ, ეკლისა გჳრგჳნითა, დიდებისა გჳრგჳნისა, მომცემელო კაცთაო ღირს-იქმნნეს:
წარწყმედელი კერპთა სიბორგილჱ განაგდეს მოწამეთა, და ტანჯუანი…
მოწამეთა.
წარწყმედელი კერპთა სიბორგილჱ განაგდეს მოწამეთა, და ტანჯუანი თავს-ისხნეს, და მორაკუდეს მჴსნელისა, თანა მეუფებასა, მკჳდრად ღირს-იქმნნეს:
არცათუ ჭირთა, არცა დევნულებათა და სიკუდილთა მიერ, სიყუარულსა ქე҃სსა, განეშორნეს მარტჳლნი, ღუაწლისა-მძლენი ღირსნი ყოვლად ქებულნი:
გოდებითა და ტირილითა მწარითა უგალობდი, შენგან შობილსა…
ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.
გოდებითა და ტირილითა მწარითა უგალობდი, შენგან შობილსა სძალო, ჰხედევდი რა ჯუარცმულსა, და ჰმადლობდი წყალობათა მისთა უფსკრუსა:
ვითარცა იგი იონა წინასწარ-მეტყუჱლი იჴსენ, სიღრმეთაგან ეგრეთცა…
სხუა. სძლისპირი.
ვითარცა იგი იონა წინასწარ-მეტყუჱლი იჴსენ, სიღრმეთაგან ეგრეთცა მე, სიღრმეთაგან ცოდუათასა აღმომიყუანე, ვითარცა ხარ მრავალ-მოწყალე:
ანგელოსთა განწყობილნი, ქებად შენდა დედოფალო, მოუძლურდებიან ხოლო…
ტროპარნი.
ანგელოსთა განწყობილნი, ქებად შენდა დედოფალო, მოუძლურდებიან ხოლო, ჩუჱნ მონანი ესე შენნი, გიხაროდენსა, გაბრიელის თანა გიგალობთ:
სიღრმესა შინა მწუხარებისასა ცოდუათა მიერ ჩუჱნთა შთავრდომილნი, ვიჴსნენით შენ მიერ იწროებათაგან და განსაცდელთა, ღი҃ს-მშობელო ქალწულო:
თანა-მდებ-ჰყუჱნ ყოველნივე, დაბადებულნი ქალწულო, გალობად და ქებად შენდა, რამეთუ იჴსნენ ჭირთაგან, და განსაცდელთა, ქე҃ს მიმართ ოხითა შენითა:
და ცხადად და დაფარულად, დღე და ღამე დედოფალო, შენდა მოვივლტით ყოველნი, და ვითხოვთ ოხასა შენსა, მოგუხედენ ტკბილო, ქებით მადიდებელთა შენთა:
ყრმათა ბაბილონს, სახუმილსა მას შინა ცუარი ეცურია…
გალობა ზ. სძლისპირი.
ყრმათა ბაბილონს, სახუმილსა მას შინა ცუარი ეცურია ზეგარდამო, ღი҃სა მიმართ ღაღადებდეს და იტყოდეს, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო, მამათა ჩუჱნთა ღო҃ უკუნისამდე:
ცოდუათა ჩემთა ტჳრთსა აღსუბუქებად უსჯულოთა შორის ჯუარს-ეცუ…
ტროპარნი.
ცოდუათა ჩემთა ტჳრთსა აღსუბუქებად უსჯულოთა შორის ჯუარს-ეცუ იესო სახიერო ამისთჳს ვიტყჳ, კურთხეულ ხარ შენ უ҃ო, მამათა ჩუჱნთაო ღო҃ უკუნისამდე:
გუჱრდით მოიწყალ გუჱრდისა მიმართ ცთომათა განკურნებად ქე҃, და მახჳლსა მოტყინარესა უბრძანე, შიშით გზა-ცემად ჩუჱნდა, ედემისა გზასა, მამათა ჩუჱნთა ღთ҃მან:
მსგავსად მნათობთა, ეკკლესიისა სამყაროსა დასხმულნი მარტჳლნი შენნი…
მოწამეთა.
მსგავსად მნათობთა, ეკკლესიისა სამყაროსა დასხმულნი მარტჳლნი შენნი, ყოველსა სოფელსა ჰნათობენ, თუალითა ბრწყინუალებითა, და ელუარებითა, დიდთა კურნებათათა:
ცხოველთა წიგნსა, ბრწყინუალედ აღწერილ-არიან ქე҃ს მოწამენი, რომელთა აღწერილნი ქე҃ს სამართალნი, გულს-მოდგინედ დაიცუჱს და სიმჴნით იღუაწეს, ჴორცითა მოკუდავითა:
ყოვლად-წმიდამან, ყოვლად წმიდა სიტყუა მამისაგან შობილი იხილა…
ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.
ყოვლად-წმიდამან, ყოვლად წმიდა სიტყუა მამისაგან შობილი იხილა რა, წმიდა-ჰყოფად კაცთა ჯუარსა დამჰსჭუალული, დედობრივ ცრემლეოდა, და მწარედ გოდებდა, ღო҃ შენ კურთხეულ-ხარ:
გიხაროდენსა მადლობით გიღაღადებთ ღი҃სა დედაო უბიწოო, და…
სხუა. სძლისპირი.
გიხაროდენსა მადლობით გიღაღადებთ ღი҃სა დედაო უბიწოო, და ყოველთა ჭირთაგან ვიჴსნებით შენ მიერ, და ერთბამად გიგალობთ ჴმითა შესხმისათა, სასოო სოფლისაო:
მწუხრსა ტირილმან, ჭირთა ბოროტთა მოწევნისამან განისუჱნა ჩუჱნ შორის ხოლო შეწევნასა რა შენსა შევევედრენით ვპოვეთ ღი҃სა დედაო, ცისკარს სიხარული და მადლობით გაკურთხევთ:
საღმრთოდ სიმტკიცედ, და შესავედრებელად მოგჳგიეს შეწევნაჲ შენი და მძაფრ-კუჱთებისაგან გულის-თქმათასა, შენდა მომართ მოვივლტით ქალწულო, და ვჰპოებთ მათგან ჰჴსნასა შენ მიერ:
მადლსა ლოცჳსა შენისასა წმიდაო, ვიქადებთ პირითა და სულითა დიდებულო, რამეთუ შენ მიერ განსაცდელთაგან და ღელუათა, და მძიმეთა ურუათა და ცოდჳსა ვნებათაგან ვიჴსნებით ყოველნი:
რომელი მხოლო არს, მეუფე დიდებისა, რომელსა გუნდნი…
გალობა ჱ. სძლისპირი.
რომელი მხოლო არს, მეუფე დიდებისა, რომელსა გუნდნი ზეცათანი აქებენ და ეშინის ანგელოსთა კრებულსა, მღუდელნი აკურთხევდით, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე:
მკუდრად გამომაჩინა მე, ხემან ცნობადისამან, ხოლო შენ…
ტროპარნი.
მკუდრად გამომაჩინა მე, ხემან ცნობადისამან, ხოლო შენ ქე҃ მორაჰკუჱდ ძელსა ზედა, ცხოველ-მყავ მე, და განმანათლე გალობად, მღუდელნი აკურთხევდით, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე:
ეკლისა გჳრგჳნი, დაგადგეს უსჯულოთა რომელმან აღმოფხურენ ეკალნი ცთომისანი მეუფეო, და ჯუარსა დაგმჰსჭუალეს შენ, რომელმან საცთურთა სიღრმეთა შინა დანთქმულნი ადამიანნი იჴსნენ:
გარდამრთხმელნი ცათა, ძელსა ზედა დაგმჰსჭუალეს, ერმან უგუნურმან…
მოწამეთა.
გარდამრთხმელნი ცათა, ძელსა ზედა დაგმჰსჭუალეს, ერმან უგუნურმან წყლულებათა ჩუჱნთა წყლულებითა, შენითა განჰკურნებად, რომელ თავსისხენ, სამჰსჭუალთა მიერ და ლახურისა სულ-გრძელებით უ҃ო:
მარტჳლთა ნაწილნი სასწაულთა მირონსა, აღმოუცენებენ მუჱდრებელთა მათთა და ვნებათა სუნ-მყრალობასა მჴნენი, განიოტებენ მორწმუნეთაგან, და კურნებასა მდიდრად მისცემენ:
წმიდათა ბანაკნი, ადიდებენ ქალწულო, საშოთ შენით გამოსრულთა…
ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.
წმიდათა ბანაკნი, ადიდებენ ქალწულო, საშოთ შენით გამოსრულთა მეუფესა, რომელმანცა ჯუარსა ზედა უჩუჱნნა გზანი, ღუაწლთანი სძალო, და შენ გადიდებენ უკუნითი უკუნისამდე:
ნიავქართა მათგან, ცოდჳსათა ბოროტთა, ჴსნილნი შენ მიერ…
სხუა. სძლისპირი. იგივე.
ნიავქართა მათგან, ცოდჳსათა ბოროტთა, ჴსნილნი შენ მიერ სახიერო დედოფალო, მადლობისა ჴმითა გიხაროდენსა, გიღაღადებთ საღმრთოჲთა, სიხარულითა, ოხითა შენითა აღუსებულნი:
სალმობათა შინა, და ჭირთა ღაღადება, გლახაკთა ამათ არა უგულებელს-ჰყავ ღი҃ს-მშობელო, არამედ ისმინე, და გჳჴსნენ კურთხეულო, ამისთჳს შენსა, სახიერებასა უგალობთ ჩუჱნ:
დაჰჴსნისა ცოდუათასა მიზეზო, აღგუადგინენ მწუხარებათაგან, ვნებათა და განსაცდელთა, და კაცთაგან განცდისა ფიცხელისა, და საღმრთოჲთა მეოხებითა შენითა, გჳჴსნენ ჩუჱნ ბოროტთაგან:
წყალობანი შენნი, უხუად მოეცემიან დაბადებულთა შენთა ქე҃ მეუფეო, ვედრებითა, დედისა შენისათა რომლისა ოხითა, ქრისტიანენი დაგჳფარენ ყოველთა განსაცდელთაგან:
ყოვლად ქებულო, ქალწულო ღი҃სა საყდარო რომელმან სიტყუა…
გალობა თ. სძლის-პირი.
ყოვლად ქებულო, ქალწულო ღი҃სა საყდარო რომელმან სიტყუა იგი, დამბადებელი გჳშევ ჴორცითა გამოუთქმელად ამისთჳს, სიხარულით ჩუჱნ ყოველნი დაუცხრომელად გადიდებთ:
ძელსა ზედა რა, ამაღლებული გიხილა, ყოველთა მეუფეო…
ტროპარნი.
ძელსა ზედა რა, ამაღლებული გიხილა, ყოველთა მეუფეო, მზემან მყის დაშრტა იგი, და ქუჱყანა შეირყია და ტაძრისა, კრეტსაბმელი, განიპო ზარგანჴდილი ყოვლად ძლიერო:
განჴურიტნეს ჴელნი, და ფერჴნი შენნი უ҃ო, და გუჱრდი შენი საღმრთოჲ, განაღეს უსჯულოთა, ლახურითა და ძმარი და ნაღუჱლი გასუჱს, ბილწთა ყოველთა სიტკბოებაო და მჴსნელო ჩუჱნო:
შემუსრნეს საფრჴენი, მტერისანი მარტჳლთა, ყოველთა სატანჯუჱლთა, და…
მოწამეთა.
შემუსრნეს საფრჴენი, მტერისანი მარტჳლთა, ყოველთა სატანჯუჱლთა, და გუჱმათა სასტიკთა, თავს-დებითა და გჳრგჳნი დიდებისა დაიდგეს და საღმრთოსა ნეტარებისა ღირს-იქმნნეს:
ყოველი სოფელი წმიდა-ჰყუჱს მოწამეთა, დასხმითა ნაწილთა მათ, მათთა უბიწოთათა და ცეცხლით განლეულთა, კუამლნი ნაზორევთანი, დაჰჴსნნეს და სუნად სუნნელად შეიწირნეს:
ჵ დედოფალო, ხერუვიმთა უწმიდესო, რომელმან სიტყუა ღი҃სა…
ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.
ჵ დედოფალო, ხერუვიმთა უწმიდესო, რომელმან სიტყუა ღი҃სა, ჴორციელად გჳშევ ჩუჱნ, ხოლო მან სახიერებით, ჯუარცმა თავს-იდუა ჩუჱნთჳს, მისსა მიმართ მეოხ-გუჱყავ სულთა ჩუჱნთათჳს:
მტჳრთუჱლმან გამოუთქმელად, უხრწნელებისამან, სიტყუასა დამბადებელსა ავასხა ბუნება…
სხუა. სძლისპირი.
მტჳრთუჱლმან გამოუთქმელად, უხრწნელებისამან, სიტყუასა დამბადებელსა ავასხა ბუნება, მოვედ უბიწოო, ქალწულო ღი҃ს-მშობელო, შენგან შობილსა თანა, გუასწავენ მორწმუნეთა, რათა ღირს-ვიქმნნეთ ჩუჱნ დიდებად შენდა:
ჴმითა ქებისათა გიღაღადებთ გიხაროდენსა, გაბრიელ მთავარ-ანგელოსისა თანა…
ტროპარნი.
ჴმითა ქებისათა გიღაღადებთ გიხაროდენსა, გაბრიელ მთავარ-ანგელოსისა თანა დედოფალო, ჴსნილნი განსაცდელთა, პირად პირადთაგან, და ჭირთა და ურუათა, და საცთურთა მტერისათა, მეოხებითა შენითა ღი҃სა დედაო:
მადლი და სიხარული და მხიარულება საღმრთო, განმრავლდა ჩუჱნ შორის ვედრებითა შენითა სძალო ღი҃საო უბიწოო, და მწარედ მგლოვარენი, ვიხარებთ და განვსცხრებით, და ვადიდებთ ქე҃სა, რომელმან შენ მიერ მოგუცა ცხოვრებაჲ:
მსხუჱრპლსა ქებისასა შევწირავთ, და ენითა და ჴმითა გალობასა სამადლობელსა მოგართუამ შენ წადიერად ქალწულო, რათა მუჱდრებელი შენდამი ვიჴსნა დღესა შინა მწუხარებისასა შენ მიერ:
გიხაროდენ მიმადლებულო უ҃ი შენ თანა, რამეთუ ჭირთაგან სიხარული აღმოგჳცენე ჩუჱნ, ამისთჳს მადლობით, ჩუჱნცა გიხაროდენსა, მიგიძღუანებთ დედოფალო, და შესხმასა შენისა, დიდებისასა სრულ-ვჰყოფთ გალობით:
მეუფე ვარ კაცთ-მოყუარე ცხოვრების მომცემელო, და მოიყიდე…
აღჳვსენითსა ზედა, დასდებელნი. ჯუარისანი. ჴმა ზ.
მეუფე ვარ კაცთ-მოყუარე ცხოვრების მომცემელო, და მოიყიდე სოფელი ჯუარისა შენისა მიერ, უ҃ო დიდება შენდა:
ჯუარსა დაემსჭუალე შენ ვენაჴი ეგე ჭეშმარიტი, და მოისთულეს წარმართთა სამოთხე ავაზაკისა თანა, ესე არს დიდება ეკკლესიისა, ესე არს სიმდიდრე სასუფეველისა, რომელმან ივნე ჩუჱნთჳს, უ҃ო დიდება შენდა:
ჴსენებასა ღუაწლით-შემოსილთა, წმიდათასა, ვდღესასწაულობთ და გიგალობთ შენ ქე҃, და ვიტყჳთ უ҃ო დიდება შენდა:
ჯუარცმული და მომუდარი გამოჰსჩნდი ვითარცა ძჳრის-მოქმედი სულგრძელო…
დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა. დღეს იღჳძებდა იუდა.
ჯუარცმული და მომუდარი გამოჰსჩნდი ვითარცა ძჳრის-მოქმედი სულგრძელო, რათა ჩუჱნ დაცემულნი ძელისა მიერ, ძელითა ჯუარისათა კუალად აღგუამაღლნე, არამედ მშობელი იგი შენი ქალწული მოიწყლვოდა, რაჟამს გხედჳდა შენ მომკუდარსა, და მგოდებელი ჰჴმობდა, ეჰა კადნიერებასა, უსჯულოთასა, ვითარმე უკუჱ მოაკუდინებენ უსჯულონი მართალსა:
შუჱნიერ-იყო ხილუად და კეთილ საჭმლად, რომელმან იგი…
პარასკევსა, მომიჴსენენი, ჴმა ზ.
შუჱნიერ-იყო ხილუად და კეთილ საჭმლად, რომელმან იგი მომაკუდინა მე პირუჱლ ნაყოფმან, ხოლო ქე҃ ღი҃ არს ხე იგი ცხოვრებისა, რომლისაგან ვჰსჭამო და განუსცოველდე, და ვღაღად ვჰყო ავაზაკისა თანა საღმრთოსა და ვჰსთქუა, მომიჴსენე მე მჴსნელო, ოდეს მოხჳდე სუფევითა, შენითა კაცთ-მოყუარე და მაცხოვნე მე:
განჰკურნებად ადამის წყლულებათა, რომელი შეემთხჳა განზრახჳთა მტერისათა, ამაღლდი ძელსა ზედა ქე҃ მეუფეო, და უბრალოდ დაისაჯე ჵ სახიერო, ჴელთა და ფერჴთა შენთა დამსჭუალჳთა, ამისთჳს ვადიდებთ, სულგრძელებასა შენსა სიტყუაო ღი҃საო და ვიტყჳთ, დიდებულო უ҃ო დიდება შენდა:
ერმან ჰურიათამან შორის უსჯულოთასა ჯუარს-გაცუჱს მხოლო მომცემელი სჯულისა და მჴსნელო ყოვლისა კაცთა, ნათესავისა, უსჯულოთა მათ საქმეთა მათგან, ამისთჳს გიგალობთ შენ ყოვლად ძლიერო, ჩუჱნ უღირსნი ესე, რომელნი მოგჳყიდენ სისხლითა შენითა საღმრთოჲთა, დიდებულო უ҃ო დიდება შენდა:
საწერტელნი მრავალთა სატანჯუჱლთანი, ვითარცა რა საწადელნი და სახარულევანი, შუჱნიერებანი შეიმოსნეს წმიდათა, და შეიმკუნეს მათ მიერ ღუაწლისა მძლენი, და იქმნეს სამკაულ ეკკლესიათა, და ევედრებიან ჩუჱნთჳს ქე҃სა ღთ҃სა, რომელნი ვღაღადებთ და ვიტყჳთ, დიდებულო უ҃ო დიდება შენდა:
სამებისა ნათელსა პატივს-ვჰსცემთ სამ-მცხინუარესა, სამთა პირთა შინა…
დიდება.
სამებისა ნათელსა პატივს-ვჰსცემთ სამ-მცხინუარესა, სამთა პირთა შინა ცნობილსა, ერთსა შინა არსებასა მხოლოსა ღთ҃სა გულის-ჴმა-ვჰყოფ, რამეთუ ერთი იგი ბუნება მამისა და ძისა და სულისა წმიდისა აღავსებს ყოველსავე:
გხედჳდა რა ჯუარსა ზედა დედა ქალწული, მოკლებულად…
აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.
გხედჳდა რა ჯუარსა ზედა დედა ქალწული, მოკლებულად შუჱნიერებითა და სიკეთითა, და ხატითა და ფერითა უფროს ძეთა კაცთასა, რომელი ეგე შუჱნიერ-ხარ ჭეშმარიტად, უფროს ყოველთა დაბადებულთასა, ტირილით გოდებდა, შემწუარი ტკივილითა ჵ მე ძეო და ღო҃ ჩემო, ვერ ვიტჳრთავ ხილუად დასჯასა შენსა:
ამაღლდი უზესთაეს ზეცისა ანგელოსთასა, ჰშევ რა ღი҃…
სერობისად, გალობანი წმიდისა ღი҃ს-მშობელისანი. გალობა ა. ჴმა ზ. სძლისპირი. წამის-ყოფითა.
ამაღლდი უზესთაეს ზეცისა ანგელოსთასა, ჰშევ რა ღი҃ დამბადებელი ანგელოსთა, სძალო, წმიდაო ამისთჳს. გევედრებით შენ, მოაკუდინენ ვნებანი ჩემნი:
კურთხეულო ქალწულო, მიმადლებულო დედაო, სული და გონება ჩემი აღავსენ მადლითა, რათა, ქებით გაკურთხევდე, რომელმან კაცნი კურთხევით გჳრგჳნოსან ჰყუჱნ:
ზღუდედ და საფარუჱლად, მაქუს მეოხება შენი, სძალო და გარდავჴდები ზღუდესა ცოდჳსასა, კაცთა, ცხოვრებაო მოლოო, და აღდგომაო დაცემულისა ადამისაო:
მედგრობისა ძილითა, დამძიმებული ქალწულო, მსწრაფლ აღმადგინე შესხმად დიდებისა შენისა, რათა, შეგითხზნა გჳრგჳნი ყუავილთა მიერ ქებისათა მიმადლებულო:
შესაძრწუნებელი მელის, საყდარი და საშინელი, სადა იგი…
გალობა გ. სძლისპირი. ღო҃ მაცხოვა.
შესაძრწუნებელი მელის, საყდარი და საშინელი, სადა იგი თანა მაც განსჯა ცოდჳლსა ამას, რომელმან ჰშევ ღი҃, მსაჯული დაბადებულთა, მას ევედრე რათა მიჴსნეს, მწარეთა სატანჯუჱლთაგან უსძლოო:
დიდებული ითქუა შენთჳს, ვითარცა თქუა მგალობელმან, ეგერა ქალაქო ღი҃საო, მისგან გჳთხოვე, მხოლოო წმიდაო, რათა დიდებასა თჳსსა იზიარნეს ყოველნივე, სარწმუნოებით მადიდებელნი შენნი:
გრაგნილად საღმრთოდ გიხილა ღი҃ს-მეტყუჱლმან დედოფალო, რომლისა სიტყუა დაიწერა, ღი҃სა მამისა, თითითა საღმრთოთა, მას ევედრე რათა დამწეროს, წიგნსა მას ცხოვრებისასა, და განხეთქოს ჴელით-წერილი ბრალთა ჩემთა:
საღმრთოთა მოწყალებათა, უფსკრული ხარ განუცდელი უფსკრულსა შინა ცოდუათასა, დანთქმული ესე, აღმადგინე ქე҃ს მეუფისა დამტევნელო, და ალაგსა მცნებათასა, წარმიძეღუ მეოხებითა შენითა:
მოფენილმან შენგან მიჰრონმან, და შემოქმედმან ბუნებათამან დედოფალო…
გალობა დ. სძლისპირი. ქე҃ ღო҃.
მოფენილმან შენგან მიჰრონმან, და შემოქმედმან ბუნებათამან დედოფალო, სუნნელ-ყუნა დაბადებულნი, ღი҃ს-მეცნიერებითა, და საცთურისა სუნ-მყრალობა განსდევნა:
მზეებრთა მათ, შარავანდედთა, მიერ აღმობრწყინუებულმან მზემან შენგან სძალო, განაბრწყინუნა ცისკიდენი, და მეცა გევედრები, მიჴსენ ვნებათა სიბნელისაგან:
ღი҃სა სიტყუაო მეოხებითა, მოციქულთა და წინასწარ-მეტყუჱლთა შენთათა, მოწამეთა და მართალთა, და დედისა შენისა ვედრებითა ერი შენი აცხოვნე:
განსაცდელთა და ჭირთა შინა, სასოება ხარ მტკიცე მორწმუნეთა ერისა, მეცა განწირულსა ამას, შემეწიე ქალწულო, უბიწოო რათა გადიდებდე:
დამდუა მე ბელიარ წყლულება ბოროტი, და ყოვლითურთ…
გალობა ე. სძლისპირი. სული მაცხოვარებისა.
დამდუა მე ბელიარ წყლულება ბოროტი, და ყოვლითურთ მომწყდარი დამიტევა უბადრუკი, ხოლო შენ წდაო დედოფალო მიღუაწე ჴელითა შენითა და განმკურნე და განმაცხოველე სიტკბოებით, რათა ვადიდებდე წყალობათა შენთა:
დაცემულთა აღდგომაო დაუცემელო, დაცემული, ესე აღმადგინე ღი҃ს-მშობელო, და წარწყმედული ესე მომიძიე, და გონება ჩემი განანათლე, დედობრივითა მეოხებითა შენითა, რათა განათლებული, გალობით გადიდებდე:
წინასწარ-მეტყუჱლთა კრებულსა ეუწყნეს იგავნი და სახენი შობისა შენისანი, და მთად გამოუკუჱთელად, და მთად პოხილად, და მთად შეყოფილად გქადაგეს ღი҃სა დედაო, და პირად პირადად გუასწავეს შობა შენი:
ბნელმან უკუნმან, დააბრმნა თუალნი, სულისა ჩემისანი, მომფინე მე ცხოვრებისა საღმრთო ნათელი, და ვნებათა წყუდიადი, განჰსდევნე გევედრები ქალწულო:
იონა ქადაგა, ძისა შენისა ღი҃ს-მშობელო, დაფლუა და…
გალობა ვ. სძლისპირი. დანთქმული.
იონა ქადაგა, ძისა შენისა ღი҃ს-მშობელო, დაფლუა და აღდგომა დიდებული, მჴეცისა მუცელსა დანთქმულმან და დაცულმან, ამისთჳს მეცა გევედრები მიჴსენ, გემოთა მჴეცისაგან სულთა განმხრწნელისა:
ბოროტთა ჰრულითა, შეპყრობილი შთავვარდი ძილსა, მწარესა, ცოდჳსასა და დამფარა მე ბნელმან, არამედ ოხითა შენითა სძალო, განმანათლე და აღმადგინე და მაცხოვნე მე:
ვძრწი და წარჳწირჳ რაჟამს მიგხედნე, მჯდომარესა, საყდართა, ზედა განსჯისათა უ҃ო, რამეთუ სიღრმესა ცოდუათასა დანთქმულ-ვარ, ვითარცა გაქუს უფსკრული წყალობისა, ოხითა ქალწულისათა მეცა შემიწყალე:
წყუდიადითა, ჴელით საძიებელითა დაბნელებული, ბოროტთა ვნებათათა, ჵ ყოვლად დიდებულო, მშობელო ნათლისაო განმანათლე მე:
გემოს-ხილჳითა, ხისათა მოწყლული განმკურნე, მორაიწყალ მჴსნელო, ჯუარსა…
გაობა ზ. სძლისპირი. ყრმანი ბაბილონს.
გემოს-ხილჳითა, ხისათა მოწყლული განმკურნე, მორაიწყალ მჴსნელო, ჯუარსა ზედა ღმრთაებით უვნებელი, ამისთჳს გევედრები, აცხოვნე სული ჩემი დედისა შენისა წმიდისა ვედრებითა:
საჴმილსა შინა, სამთა ყრმათა გამოსახეს შობა შენი ქალწულო, რამეთუ არა შეიწუ ჰშევ რა შემწუჱლი ცეცხლი, ღმრთაებისა ამისთჳს, გევედრები დასწუჱნ ჴორცთა ჩემთა ვნებანი:
ყოვლად წმიდაო, იშუა რა შენგან ცუარი საღმრთო, შემწუარნი ცოდჳთა, შეაცურივნა და მორწყნა წყალობით ამისთჳს, გევედრები შემწუარი, სული ჩემი სძალო შეაცურიე მადლითა შენითა:
მონათა შენთა, ლმობიერ ექმენ ქალწულო რომელმან გჳშევ დამჴსნელი, წყევისა პირუჱლისა ქე҃ მეუფე, და მოგუმადლა შენდობა, ბრალთა სიმრავლისა რათა გაკურთხევდე:
საღმრთოთა წამის-ყოფითა ბჭედ გიხილა, წინასწარ-მეტყუჱლმან ეზეკიელ, რომელი…
გალობა ჱ. სძლისპირი. შეუწუჱლმან მაყუა.
საღმრთოთა წამის-ყოფითა ბჭედ გიხილა, წინასწარ-მეტყუჱლმან ეზეკიელ, რომელი განულო მხოლომან, ღთ҃მან ქალწულო უბიწოო, და დაბეჭდულადუჱ დაიცუა და მორწმუნეთა, ბჭენი ცათანი, განუხუნა რომელნი აკურთხევენ, და ამაღლებენ მს უკუნისამდე:
ზესთა მიზეზისა ჰშევ ძე უბიწოო სიწმიდისა მომცემელი და განწმედელი წმიდა მყოფელთა მისთა, ჩემიცა გულის-სიტყუა და სული, წმიდა-ჰყავ რათა ვიტყოდე, ყოველნი საქმენი აკურთხევდით:
კრებული წინასწარ-მეტყუჱლთა გევედრების, შენ და გუნდი მოციქულთა, და მარტჳლთა ბანაკი ქე҃ ღო҃, ოხითა დედისა შენისათა, ჭირთაგან იჴსნენ მეტყუჱლნი, ყოველნი საქმენი აკურთხევდით:
ზესთა ბუნებისა, მშობელო უ҃ისაო, რომელმან ჰშევ სიტყუა დაუსაბამო, განსაცდელთა, და ჭირთაგან გჳჴსნენ ჩუჱნ, ყოვლად უბიწოო, რათა მადლობით გაკურთხევდე შენ უკუნისამდე:
დაჴსნილებით გარდავიხადე ცხოვრება ჩემი, და უნაყოფო აღსასრულსა…
გალობა თ. სძლისპირი. მტჳრთუჱლმან.
დაჴსნილებით გარდავიხადე ცხოვრება ჩემი, და უნაყოფო აღსასრულსა, მივიახლე დედაო უსძლოო, სინანული მომმადლე და ცოდუათა შენდობა, ვედრებითა შენითა, ქე҃ს ღი҃სა მიმართ რათა გადიდებდე:
წესთ-მთავრობანი ზეცისა მხედრობათანო, მოციქულნო წინასწარ-მეტყუჱლნო და მოწამენო, ღი҃ს-მშობლისა თანა წინაშე მეუფისა ბრწყინუალედ მდგომარენო ითხოვეთ დაცუა ჩუჱნი, უვნებელად ყოველთა განსაცდელთაგან:
ყოვლითურთ უძჳრესისა, მიმართ წარუჱმატები, და სული უდებ მიქმნიეს ჴორცთა დამონებულსა, ჵ მე რამე ვქმნა, ანუ ვითარ განუჱრე, ტანჯუათა უბადრუკი, ქალწულო ღი҃ს-მშობელო, შემწე მეყავ და მაცხოვნე გევედრები:
ვითარცა ხარ შენ, უფსკრული მოწყალებისა, რომელმან ჰშევ ბუნებით, მოწყალე ღი҃ს-მშობელო, მოყავ ჩემდა ყური შენი, და მიჴსნენ ბოროტთაგან, სარწმუნოებით მუჱდრებელი შენი: