გულანი
საცდელი · 1.11.3
ხმა 6 · შაბათი 1 / 80მიჴსენ მე ყოფადისა მისგან გეენიისა, და საუკუნოჲსაგან…

ხმა 6 · შაბათი

რვა ხმა

პარაკლიტონი · დაახლ. 28 წთ

მიჴსენ მე ყოფადისა მისგან გეენიისა, და საუკუნოჲსაგან…

მწუხრად, დასდებელნი მსგავსნი. სამეუფონი. ჴმა ვ. სასო წარკუჱთილი.

მიჴსენ მე ყოფადისა მისგან გეენიისა, და საუკუნოჲსაგან ცეცხლისა გამომიტაცე მსაჯულო მართალო, განმარინე მე ნაწილისაგან დასჯილთასა, რამეთუ განვჰკრთები უბადრუკი, მგონებელი ცოდუათა ჩემთა სიმრავლისა და ცრემლით შეგივრდები, და შემუსრჳლითა გულითა ვითხოვ მრავალსა წყალობასა შენსა:

ვინ არა მტიროდეს მე უკრძალუჱლობითა გარდამავალსა მცნებათა მაღლისათა, რამეთუ ჯოჯოხეთს შინა დავემკჳდრე სამოთხისა წილ, გემოს-ხილჳთა ტკბილისა ჭამადისათა რომელი სიკუდილისა მიმართ შუა-მდგომელობდა, და გამოვჰსჩნდი მის მიერ უცხო საღმრთოჲსა დიდებისა და ცხოვრებისა, არამედ შემიწყნარე უ҃ო ვითარცა მოწყალემან და კაცთ-მოყუარემან, დიდისათჳს წყალობისა შენისა:

განუსუჱნე ყოველთა სარწმუნოებით მიცუალებულთა ცხოვრების-მომცემელო, ქუჱყანასა შინა ცხოველთასა, ადგილსა განსუჱნებისასა, საყოფელსა მას მართალთასა, სადა იგი ნათელი პირისა შენისა ჰბრწყინავს მეუფეო, მრავლისათჳს სახიერებისა შენისა:

დაითმინნეს მრავალნი ვნებულთა შენთჳს ქე҃, და სრულნი…

სხუანი, დასდებელნი მოწამეთანი. ჴმა ვ.

დაითმინნეს მრავალნი ვნებულთა შენთჳს ქე҃, და სრულნი გჳრგჳნნი მიიღეს ცათა შინა, რათა მეოხ-იყუნენ მარადის ცხოვრებად, სულთა ჩუჱნთათჳს:

ღუაწლით-შემოსილთა შენთა, და ზეცისა მოქალაქეთა, ქუჱყანასა ზედა იღუაწეს, მრავალი ტანჯუაჲ დაითმინნეს, და სრული გჳრგჳნი მოიგეს ცათა შინა, და მეოხ-არიან სულთა ჩუჱნთათჳს:

ჯუარი შენი უ҃ო საშურუჱლ უძლეველ ექმნა მარტჳლთა შენთა, რამეთუ ხედჳდეს წინამდებარესა სიკუდილსა, და განიცდიდეს საუკუნესა ცხოვრებასა, და სასოებითა შენითა განძლიერდებოდეს, მათითა ვედრებითა მოწყალე-გუჱქმენ ჩუჱნ:

ვინ არა გნატრიდეს შენ ყოვლად წმიდაო, ვინ…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

ვინ არა გნატრიდეს შენ ყოვლად წმიდაო, ვინ არა უგალობდეს უხრწნელსა შობასა შენსა, რამეთუ რომელი იგი უჟამოდ მამისაგან გამობრწყინდა, ძე მხოლოდ შობილი, იგივე შენგან უბიწოსა გამოვიდა, გამოუთქმელად ჴორც-შესხმული, ღი҃ იყო ბუნებით, და ჩუჱნთჳს კაც-იქმნა წყალობით, არა ორებად პირთასა განიკუჱთა, არამედ საცნაურ-იქმნა, მას ევედრე პატიოსანი, და ყოვლად სანატრელო ცხოვრებისათჳს სულთა ჩუჱნთასა:

მოწამეთა შენთა უ҃ო არა უარ-გყუჱს შენ, და…

სტიქარონსა ზედა დასდებელნი. ჴმა ვ.

მოწამეთა შენთა უ҃ო არა უარ-გყუჱს შენ, და არცა განეშორნეს მცნებათა შენთა, მათითა ოხითა შეგჳწყალენ ჩუჱნ:

დასაბამ და არსება ჩემდა იქმნა, დამბადებელო ბრძანება…

მუჴლი. ნეტარ-არს, რომელი გამოირჩიე, და შეიწყნარე უ҃ო, და სახსენებელი მათი იყოს თესლითი თესლადმდე.

დასაბამ და არსება ჩემდა იქმნა, დამბადებელო ბრძანება შენი, რამეთუ ინებე რა ხილულისა და უხილავისა, ბუნებისაგან, ცხოველად შემტკიცებაჲ ჩემი, მიწით ჴორცნი ჩემნი დაჰბადენ, ხოლო სული მომეც მე, საღმრთოჲთა და ცხოველს-მყოფელითა, შთაბერჳთა შენითა, ვინაცა ქე҃ მონათა შენთა სოფელსა ცხოველთასა, და საყოფელსა მართალთასა განუსუჱნე:

მწუხარე იქმნა ადამ, ოდეს გემო იხილა ხისა…

მუჴლი. სულმან მათმან კეთილთა შინა განისუჱნოს და ნათესავმან მათმან დაიმკჳდროს ქუჱყანა.

მწუხარე იქმნა ადამ, ოდეს გემო იხილა ხისა მისგან ედემს შინა, და ოდეს გუჱლმან წარმოსთხია გესლი თჳსი, და შემოჰჴდა სოფლად სიკუდილი ყოველთა კაცთა ზედა, რომელიცა შთანთქამს კაცთა, ხოლო რაჟამს მოვიდა მეუფე დათრგუნა გუჱლი იგი, და ჩუჱნ აღდგომა მოგუანიჭა, ხოლო ჩუჱნ მისსა მიმართ ღაღად-ვჰყოთ, შეიწყალენ რომელნიცა მისცუალენ შენ წინაშე, და წმიდათა საყოფელსა განუსუჱნე კაცთ-მოყუარეო უ҃ო:

მეოხებითა მშობლისა შენისათა ქე҃, და მოწამეთა შენთა…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

მეოხებითა მშობლისა შენისათა ქე҃, და მოწამეთა შენთა, და მოციქულთა და წინასწარ-მეტყუჱლთა, და მღუდელთ-მოძღუართა, ღირსთა და მართალთა, და ყოველთა წმიდათათა, მიცუალებულთა მონათა შენთა განუსუჱნე:

ჰსდგეს რა ღელუა-გუჱმულნი ღუაწლსა შინა მოწამენი ვითარცა…

შაბათსა ცისკრად, შემდგომად ა, სტიხოლოღიისა, წარდგომანი მოწამეთანი, ჴმა ვ.

ჰსდგეს რა ღელუა-გუჱმულნი ღუაწლსა შინა მოწამენი ვითარცა მოღუაწენი, მდგომარე-იყუნეს მათ-თანა გუნდნი უჴორცოთანი, რომელთაცა ეპყრათ ძლევისა პატივნი მოწამეთანი, განკჳრუჱბულ იყუნეს ბრძნად მძლავრნი, და მეფენი ყოვლად ბრძენნი, დაამხუნეს განდგომილნი აღსარებითა ქე҃სითა, რომელმან განაძლიერენ იგინი, უ҃ო დიდება შენდა:

ღუაწლი წამებისა მოითმინეს წმიდათა, და სამ-ძალი ძლევისა…

საკჳრუჱლ არს ღი҃ წმიდათა შორის მისთა, ღი҃ ისრაილისა:

ღუაწლი წამებისა მოითმინეს წმიდათა, და სამ-ძალი ძლევისა შეიმოსეს, განაქარუნეს მძჳნუარებანი უღმრთოთანი, და მოიხუნეს გჳრგჳნნი უხრწნელებისანი, მათითა ოხითა ქე҃ ღო҃ მოანიჭე სულთა ჩუჱნთა დიდი-წყალობა:

რომელმან კურთხეულ უწოდე დედასა შენსა, მოხუჱდ ნებსით…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

რომელმან კურთხეულ უწოდე დედასა შენსა, მოხუჱდ ნებსით განზრახჳთ ძიებად ადამისსა, გამობრწყინდი ჯუარსა ზედა, ეტყოდე ანგელოსთა იხარებდით თქუჱნ ჩემ-თანა, რამეთუ იპოვა წარწყმედული დრაქმა, რომელმან ყოველივე სიბრძნით განაგე, ქე҃ ღო҃ დიდება შენდა:

წმიდათა შენთა ჰჴსენებაჲ უ҃ო გამოჩნდა დღეს ვითარცა…

სხუანი, წარდგომანი შემდგომად ნეტარარიანისა, ჴმა ვ.

წმიდათა შენთა ჰჴსენებაჲ უ҃ო გამოჩნდა დღეს ვითარცა სამოთხჱ ედემს შინა რამეთუ ამას შინა იხარებს ყოველი დაბადებული, და მოგუცემ ჩუჱნ ოხითა მათითა მშჳდობასა, და დიდსა წყალობასა:

წეშმარიტად ამაო არს ყოველივე წარმავალი, და ცხოვრებაჲ…

სულმან მათმან კეთილთა შინა განისუჱნოს და ნათესავმან მათმან დაიმკჳდროს ქუჱყანა. მიცუალებულთა.

წეშმარიტად ამაო არს ყოველივე წარმავალი, და ცხოვრებაჲ ესე უმეტეს აჩრდილისა და სიზმრისა რამეთუ ცუდად შფოთებს ყოველივე მიწისაგანი ვითარცა თქუა წიგნმან, რამეთუ ოდეს ყოველი სოფელი შევიძინოთ, მაშინ საფლავივე დავიმკჳდროთ, სადა იგი ყოველნი ერთბამად დაემკჳდრებიან, მეფენი და მთავარნი, მდიდარნი და გლახაკნი, ამისთჳსცა ქე҃ ღო҃, ამიერ მიცუალებულთა განუსუჱნე, ვითარცა მოწყალემან და ბუნებით სახიერმან ღთ҃მან, რამეთუ შენ მხოლო ხარ უცოდუჱლი და ყოვლად ძლიერი:

სასოებაო და საფარუჱლო, და ნავთ საყუდელო მოსავთა…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა. სასოო სოფლისაო.

სასოებაო და საფარუჱლო, და ნავთ საყუდელო მოსავთა შენთაო, სახიერო ღი҃ს-მშობელო, შუა-მდგომელო სოფლისაო, ევედრე გულს-მოდგინედ ყოველთა წმიდათა თანა კაცთ-მოყუარესა ღთ҃სა რომელი ჰშევ, ჰჴსნად სულთა ჩუჱნთა ყოვლისაგან რისხჳსა მხოლოო კურთხეულო:

სიტყჳთ შევამკობ მოყუარეთა სიტყჳსათა

შაბათსა კანონი. რომლისა კიდურ-წერილობაჲ.

სიტყჳთ შევამკობ მოყუარეთა სიტყჳსათა.

ხილული ფარაო, დანთქმულ-იქმნა მჴედრებითურთ ყოვლით, ხოლო ისრაილი…

იოსებისა გალობა ა. ჴმა ვ. სძლისპირი.

ხილული ფარაო, დანთქმულ-იქმნა მჴედრებითურთ ყოვლით, ხოლო ისრაილი გალობდა განსრული შორის ზღჳსა, უ҃სა ღთ҃სა ჩუჱნსა უგალობდეთ რამეთუ დიდებულ-არს:

ბრწყინუალითა გონებითა დაბნელებულნი განანათლენით, ხოლო ბოროტ მსახურთა მძლავრთა არცხჳნეთ მოწამენო, და ძლევა-შემოსილ-იქმნენით, და დაუღამებელისა მიმართ ნათლისა მიხუჱდით:

მღდელ-მთავარნი ქე҃სნი, და გუნდი ღირსთა, და წინასწარ-მეტყუჱლთა და მართალთა ყოველთა შეერთებითი, ელუარე დღესასწაულება, კეთილთა საქმეთა შუჱნიერებითა აღჳდეს ზეცისა მიმართ საყოფელთა:

დედათა ყოველთა სიმრავლემან, რომელნიცა შეეთჳსნეს ქე҃სა, ბოროტითა ცთომითა მომკულელი ევასი, დათრგუნეს შრომითა მამაკაცებრითა, და ინეტარებიან საღმრთოთა მიერ გალობითა:

რომელმანცა დასაბამად ჰქმენ კაცი მიწისაგან ქე҃, სულთა…

მიცუალებულთა.

რომელმანცა დასაბამად ჰქმენ კაცი მიწისაგან ქე҃, სულთა მონათა შენთასა განუსუჱნე გევედრებით, სავანეთა შინა მართალთასა, და ადგილთა შინა ლხინებისათა ვითარცა ყოვლად სახიერმან:

უწმიდეს გამოსჩნდი, უბიწოო ხერუვიმთა და სერაფიმთა, მშობელი…

ღი҃ს-მშობლისა.

უწმიდეს გამოსჩნდი, უბიწოო ხერუვიმთა და სერაფიმთა, მშობელი დაბადებულთა შემოქმედისა, რომელსა დაუცხრომელად ევედრე, შეწყალებად მონათა მადიდებელთა შენთა:

მეექვსესა გალობასა მივართუამ დაძინებულთა

სხუა, კანონი მიცუალებულთა. რომლისა კიდურ-წერილობა.

მეექვსესა გალობასა მივართუამ დაძინებულთა.

სავანეთა მათ, საუკუნეთა, ზეცათა შინა დამკჳდრებულნი მარადის…

გალობა ა. ჴმა იგივე. სძლისპირი. ზღუა მეწამული.

სავანეთა მათ, საუკუნეთა, ზეცათა შინა დამკჳდრებულნი მარადის, მჴნენი მარტჳლნი გევედრებიან ქე҃ მორწმუნენი რომელნი ქუჱყანით მისცუალენ სახიერო ზეცისა კეთილთა დააწესენ, და განუსუჱნე მათ ვითარცა ღთ҃-ხარ:

შეამკუჱნ ქე҃ დაბადებულნი, და შორის სიმდაბლისა და სიმაღლისა, შეზავებულად ცხოველად დამბადე, და მოვჰკუჱდ რა კუალად მაცხოვნე, ამისთჳს გევედრებით მონათა შენთა სულნი, მიცუალებულთანი, განსუჱნებასა ღირს-ჰყუჱნ სახიერ:

რაჟამს დამბადე, დამბადებელო, სამოთხისა მკჳდრ და მოქალაქე-მყავ და ურჩ-ვექმენ რა ბრძანებასა შენსა, ჯეროვნად გამომჴადე მიერ ამისთჳს გევედრები მონათა შენთა სულნი, აღსრულებულნი, განსუჱნებასა ღირს-ჰყუჱნ მოწყალე:

რომელმან პირუჱლ, ადამის გუჱრდით, პირუჱლი დედა ჩუჱნი…

ღი҃ს-მშობლისა.

რომელმან პირუჱლ, ადამის გუჱრდით, პირუჱლი დედა ჩუჱნი ევაჲ დაბადა, უთესლოსა მუცლისა შენისაგან, ჴორცნი შეისხნა ღი҃ს-მშობელო, და სიკუდილი შემუსრა და მიცუალებულთა მონათა შენთა მიერ ცხოვრებასა მიმადლებს:

მტკიცესა სარწმუნოებისა შენისა, კლდესა ზედა, დაამტკიცე გულის-სიტყუაჲ…

გალობა გ. სძლისპირი.

მტკიცესა სარწმუნოებისა შენისა, კლდესა ზედა, დაამტკიცე გულის-სიტყუაჲ სულისა ჩემისა უ҃ო, რამეთუ შენ მივი სახიერ, შესავედრებელი და სიმტკიცე:

ჴორციელთა ტკივილთა, ზიარებითა მოწამენი, უტკივარსა მოსაგებელსა ჰხედჳდეს…

ტროპარნი.

ჴორციელთა ტკივილთა, ზიარებითა მოწამენი, უტკივარსა მოსაგებელსა ჰხედჳდეს მოხარულნი და აწ მრავალთა ტკივილთა ჩუჱნთა ჰკურნებენ მადლითა:

რომელთა განსდევნეს მჴეცნი ბოროტნი გონებითა მტკიცისა საღმრთოთა მღუდელ-მთავართა, და იჴსნნეს უვნებელად მძჳნუარებათაგან მათთა, ქე҃ს მიერ საღმრთოდ გამოზრდილნი:

ნებსით მიიღო უღელი უ҃ისა გუნდმან ღირსთამან, მომაკუდინებელმან ხორციელისა ბრძნობისამან, და ცხოვრებაჲ საუკუნოჲ დაიმკჳდრა:

იჴსენ ქე҃ ცეცხლისაგან საუკუნოჲსა კეთილ-მსახურებისა ცხოვრებით ამისგან…

მიცუალებულთა.

იჴსენ ქე҃ ცეცხლისაგან საუკუნოჲსა კეთილ-მსახურებისა ცხოვრებით ამისგან მიცუალებულნი, და მიეც მიტევებაჲ თანა-მდებთა მათთა სახიერ, და საუკუნო საშუჱბელი:

დედათა რომელთა შეიყუარეს ქე҃ ღი҃, შენ გამოუთქმელად…

ღი҃ს-მშობლისა.

დედათა რომელთა შეიყუარეს ქე҃ ღი҃, შენ გამოუთქმელად მშობელისა მისისა ყოვლად წმიდაო დედოფალო, გარემოს დგანან მხიარულითა გონებითა და განსცხრებიან:

სამებაო წმიდაო აღამაღლე რქა ეკკლესიისა დღეს, მიუდრეკელად…

სხუა. სძლისპირი.

სამებაო წმიდაო აღამაღლე რქა ეკკლესიისა დღეს, მიუდრეკელად, უზეშთაეს ბუნებათა სიმაღლესა ზედა, სარწმუნოებისა შენისასა, საფუძუჱლსა შეურყეველსა, და მას შინა განმაძლიერენ:

სჯულიერად იღუაწეს მოწამეთა, შენთა ქე҃ მაცხოვარ, შემკობილნი…

ტროპარნი:

სჯულიერად იღუაწეს მოწამეთა, შენთა ქე҃ მაცხოვარ, შემკობილნი გჳრგჳნითა, კადნიერად გევედრებიან შენ, შესუჱნებულთა მორწმუნეთათჳს, რათა განსუჱნებაჲ მიჰმადლო, და დააწესნე ნათელსა:

პირუჱლად განმსწავლე მრავალ-ფერთა, ნიშთა და სასწაულთა მიერ, მე შეცთომილი ესე, ხოლო უკუანასკნელ ჩემთჳს განჰკაცენ, და მომიძიე და მპოე მჴსნელო, და წყალობით მიჴსენ და მაცხოვნე, და სულთა მიჰმადლე განსუჱნებაჲ:

განხრწნადთა ამათ და წარმავალთა, შენდა მიცუალებულნი, საუკუნეთა საყოფელთა, მხიარულნი ღირს-ჰყუჱნ დამკჳდრებად, სახიერო და მრავალ-მოწყალეო და მადლით და სარწმუნოებით განამართლე და განუსუჱნე:

არავინ-არს წმიდა შენებრ ქალწულო, რამეთუ შენ მხოლომან…

ღი҃ს-მშობლისა.

არავინ-არს წმიდა შენებრ ქალწულო, რამეთუ შენ მხოლომან, საუკუნითგან არა ხილული ღი҃ ჭეშმარიტი მუცლად-იღე, უთესლოდ და გჳშევ უხრწნელებით ზესთა ცნობისა და სიტყჳსა, ამისთჳს გიგალობთ უსძლოო:

მესმა სმენა შენი, და შემეშინა, გულის-ჴმა-ვჰყუჱნ საქმენი…

გალობა დ. სძლისპირი.

მესმა სმენა შენი, და შემეშინა, გულის-ჴმა-ვჰყუჱნ საქმენი შენნი და დამიკჳრდა, დიდება ძალსა შენსა უ҃ო:

ამპარტავანსა ჰხედჳდეს რა ვნებისა მოთმინენი მდგომარენი ფერჴთა…

ტროპარნი.

ამპარტავანსა ჰხედჳდეს რა ვნებისა მოთმინენი მდგომარენი ფერჴთა ქუჱშე მათთა დათრგუნჳლსა, და ყოველთა შემოქმედსა მადლობით ადიდებდეს:

ბრწყინუალებითა სიტყუათათა აღჭურჳლთა, მღუდელ-მთავართა, ნათელისა მიმართ გონიერისა, კაცნი ბნელისაგან, წუალებათასა მიიყუანნეს:

გამოჩნდეს ვითარცა ნაკუჱრცხალნი ღი҃სა მიმართ მჴურუალითა გულის-ჴმის-ყოფითა, და ვნებანი ნივთიერნი დაწუნეს ღირსთა, რომელნიცა იდიდებიან დიდად:

შენ ცხოველთა და მკუდართა მფლობელო უ҃ო, რომელნიცა…

მიცუალებულთა.

შენ ცხოველთა და მკუდართა მფლობელო უ҃ო, რომელნიცა მისცუალენ განუსუჱნე ყოველთა თანა სათნო ყოფილთა შენთა მეუფეო:

შენ მიერ ყოვლად უბიწოო ჴორც-შემოსილმან ღთ҃მან გამოუთქმელად…

ღი҃ს-მშობლისა.

შენ მიერ ყოვლად უბიწოო ჴორც-შემოსილმან ღთ҃მან გამოუთქმელად, მჴნედ-მოღუაწე კრებული დედათა შეიწყნარა საღმრთოჲთა მადლითა:

სიბრძნისა უაღრესისა, და ნიჭთა სიმაღლისა სასწაულად, სიტკბოებით…

სხუა. სძლისპირი. რაჟამს წინასწარ-მეტყ.

სიბრძნისა უაღრესისა, და ნიჭთა სიმაღლისა სასწაულად, სიტკბოებით სახიერო, მარტვილთა გუნდნი, ანგელოსთა გუნდსა თანა შეაერთენ, და ერთობით გევედრებიან მჴსნელო, და ითხოვენ სულთა ჩუჱნთათჳს ლხინებაჲსა:

მიმთხუჱვად უხრწნელისა მის, დიდებისა შენისა ღირს-ჰყუჱნ სულნი შესუჱნებულნი უ҃ო სადა იგი არს, ყოველთა მხიარულთა მკჳდრობაჲ, და ხმაჲ-წმიდაჲ მედღესასწაულეთა, და ზატიკობაჲ სამარადისოჲ:

დააწესენ მგალობლად საღმრთოჲსა ძლიერებისა, შენისა რომელნი სოფლით მისცუალენ, და ჰყუჱნ იგინი, ზიარ ნათლისა წარუვალისა ქე҃ და ცოდუათა ბნელი განჰჴადე მათგან, ვითარცა მხოლო კაცთ-მოუარეხარ:

საუნჯედ წმიდად უხრწნელად, კიდობნად და ტაძრად უბიწოო…

ღი҃ს-მშობლისა.

საუნჯედ წმიდად უხრწნელად, კიდობნად და ტაძრად უბიწოო, ყოვლად წმიდაო, ქალწულო, შუჱნიერება ეგე იაკობისი გამოგირჩია, მეუფემან და განკაცნა შენგან, და აცხოვნა ყოველი სოფელი:

ნათელი აღმოუბრწყინუჱ სოფელსა ქე҃, და განანათლე გული…

გალობა ე. სძლისპირი.

ნათელი აღმოუბრწყინუჱ სოფელსა ქე҃, და განანათლე გული ჩემი, რომელი ვჰჴმობ ღამითგან შენდამი, მაცხოვნე მე:

შეიმოსეთ სამოსელი ზენაჲ მადლითა ქსოვილი, და მტერი…

ტროპარნი.

შეიმოსეთ სამოსელი ზენაჲ მადლითა ქსოვილი, და მტერი განაშიშულეთ მოღუაწენო:

წმიდათა თანა წინასწარ-მეტყუჱლთა პატივს-ვჰსცემდეთ მღუდელ-მთავართა, ღი҃უ-განბრძნობილთა, და ღირსთა რომელნი კეთილად სათნო-ეყუნეს ღთ҃სა:

ფსალმუნითა და გალობითა ვაქებდეთ კრებულსა დედათასა, ვითარცა კეთილად სათნო-ქმნილთა ღი҃სათა:

საყოფელთა შინა მართალთა შენთასა დააწესენ უ҃ო მონანი შენნი, და უგულებელს-ჰყუჱნ სოფელსა შინა შეცოდებანი მათნი:

გამოსჩნდი მჴსნელად ჩუჱნდა ყოვლისაგან ვნებისა მტერთასა დედოფალო, და მეოხ-ხარ ქე҃ს მიმათ მხოლოჲსა სახიერსა:

ვითარცა მსხუჱრპლნი წმიდანი, ძღუნად შეიწირნეს ღი҃სა მარტჳლნი…

სხუა. სძლისპირი. ბნელისაგან.

ვითარცა მსხუჱრპლნი წმიდანი, ძღუნად შეიწირნეს ღი҃სა მარტჳლნი, და ცხოვრებასა უოხჭნოსა, ჩუჱნთჳს მოცემად ითხოვენ მისგან, რათა ვედრებითა მათითა მოგუცეს ღთ҃მან მშჳდობაჲ, და დიდი-წყალობაჲ:

ზეცათა შინა შუჱბასა და მარჯუჱნითსა ნაწილსა ღირს-ჰყუჱნ, მორწმუნენი მონანი შენნი, პირუჱლ დაძინებულნი მეუფეო, და ბრალთა მათთა მიტევებაჲ მიეც, და დააწესენ ნათელსა შინა:

მხოლოო ცხოველს-მყოფელო უფსკრულო სახიერებისაო, სულნი მიცუალებულთანი, სასუფეველსა შენსა დააწესენ, და განსუჱნებაჲ მიჰმადლე მათ, მჴსნელო და ნუ მოიჴსენებ, ცოდუათა მათთა:

ძალ ჩემდა და საგალობელ, ქე҃ ღი҃ არს…

ღი҃ს-მშობლისა.

ძალ ჩემდა და საგალობელ, ქე҃ ღი҃ არს ჵ დედოფალო, რამეთუ ექმნა მაცხოვარ წარწყმედულთა და ჯოჯოხეთისა, ბჭეთაგან იჴსნა მორწმუნეთა სულნი, შენგან ჴორცთ-შესხმითა ყოვლად წმიდაო:

შთანთქმული ცოდჳსა ვეშაპისაგან გიღაღადებ შენ ქე҃ ვითარცა…

გალობა ვ. სძლისპირი:

შთანთქმული ცოდჳსა ვეშაპისაგან გიღაღადებ შენ ქე҃ ვითარცა წინასწარ-მეტყუჱლი განმათავისუფლე ხრწნილებისაგან:

დინებითა საღმრთოთა სისხლთათა, მტერნი გონიერნი დაანთქენით, ხოლო…

ტროპარნი.

დინებითა საღმრთოთა სისხლთათა, მტერნი გონიერნი დაანთქენით, ხოლო გულნი მორწმუნეთანი დაათრუჱნით ღუაწლისა თავს-მდებელნო:

რომელთა ჯუარს-აცუჱნით თავნი თჳსნი სოფლისა მიმართ, და ვნებათა ღირსნო და ყოვლად ბრძენნო მღუდელ-მთავარნო, ღირს-იქმნენით საღმრთოსა დიდებასა:

გუნდსა წინასწარ-მეტყუელთასა, და კრებულსა პატიოსანთა დედათასა, კეთილად მოღუაწეთა ვნატრიდეთ ჯერისაებრ:

განუსუჱნე უ҃ო სულთა პირუჱლ დაძინებულთასა რჩეულთა შენთათა…

მიცუალებულთა.

განუსუჱნე უ҃ო სულთა პირუჱლ დაძინებულთასა რჩეულთა შენთათა თანა, და უგულებელს-ჰყუჱნ შეცოდებანი მათნი:

ჴორცითა მშობელო ქე҃სო, ვნებანი ჴორცთა ჩემთანი მოაკუდინენ…

ღი҃ს-მშობლისა.

ჴორცითა მშობელო ქე҃სო, ვნებანი ჴორცთა ჩემთანი მოაკუდინენ, და განაცხოველე ქალწულო სული ჩემი, შუა-მდგომელობითა შენითა:

მუცლად-იღო იონაჲ ვეშაპმან და არა განხრწნა მან…

სხუა. სძლიპირი.

მუცლად-იღო იონაჲ ვეშაპმან და არა განხრწნა მან იგი, რამეთუ მით მოასწავა, სახე სამ-დღე დაფლჳსა, შენისა რომელმანცა, დაფლუა თავს-იდევ, ჩუჱნთჳს სახიერ, და ეტყოდა იგი, მცუჱლთა მათ ჵ ცრუნო, წყალობა თქუჱნ დაუტევენით დღეს:

რაჟამს ჯუარს ეცუ, გუნდი მოწამეთა, შეჰკრიბე რომელნი…

ტროპარნი.

რაჟამს ჯუარს ეცუ, გუნდი მოწამეთა, შეჰკრიბე რომელნი ებაძუნეს ვნებათა შენთა, ჵ ყოვლად სახიერო მათ მიერ გევედრებით, მიცუალებულთა მონათა შენთა, მიეც განსუჱნებაჲ და ღირს-ჰყუჱნ მკჳდრ-ჰყოფად სავანეთა შინა საუკუნეთა:

რაჟამს იგი, განკითხუად სოფლისა, მოხჳდე საშინელებით მაშინ ყოვლად სახიერო, ღრუბლითა მიგებებად, ღირს-ჰყუჱნ მონანი შენნი, სარწმუნოებით დაძინებულნი, რომელნი ქუჱყანით მისცუალენ და მოეც, სიხარული და შუჱბაჲ სამარადისოჲ:

შენ-ხარ წყაროჲ, ცხოვრებისა ქე҃, რომელი გამოიყუანებ, ძალითა ღუთაებისათა, კრულთა საუკუნეთა, შენდამი მიცუალებულთა მონათა შენთა, მიჰმადლე მოწყალე, შუჱბაჲ სამოთხისა, და ფუფუნებაჲ სასუფეველისა:

საღმრთოსა რა და ყოვლად წმიდასა, მცნებასა გარდავხედით…

ღი҃ს-მშობლისა.

საღმრთოსა რა და ყოვლად წმიდასა, მცნებასა გარდავხედით, და მიწად მივიქეცით ვინა იგი დავიბადენით, ხოლო შენ მიერ სძალო, ზეცად ავმაღლდით ქუჱყანისაგან, და სიკუდილისა, ხრწნილებაჲ განუაგდეთ, ამისთჳს გნატრით ყოვლად წმიდაო:

შენ რომელმან ისმინე გალობაჲ სამთა ყრმათა და…

გალობა ზ. სძლისპირი.

შენ რომელმან ისმინე გალობაჲ სამთა ყრმათა და საჴუმილი მოტყინარე შეაცურიე კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო:

მოღუაწეთა ქე҃სთა, დამშრეტელთა უღმრთოებისა ალისა ბოროტისათა მდინარითა…

ტროპარნი.

მოღუაწეთა ქე҃სთა, დამშრეტელთა უღმრთოებისა ალისა ბოროტისათა მდინარითა სისხლთათა, ყოველნი მდინარითა სისხლთათა, ყოველნი გალობით პატივს-ვჰსცემდეთ:

კეთილად დიდებულთა მღუდელ-მთავართა, ზამთარი წუალებათა დაარღჳეს, და არისა მიმართ საღმრთოჲსა მივიდეს ყოვლად მოხარულნი:

მადლი იგი სულისა მდიდარი თმენათა მიერ დაამჳდრეთ მმარხუჱლნო, და სიმრავლე ეშმაკთა წარსწყმიდეთ:

საშუჱბელსა მას სამოთხისა შენისასა დამკ҃ჳდრებად ღი҃რს-ჰყუჱნ მრავალ-მოწყალე…

მიცუალებულთა.

საშუჱბელსა მას სამოთხისა შენისასა დამკ҃ჳდრებად ღი҃რს-ჰყუჱნ მრავალ-მოწყალე, ცხოვრებისა ამისგან სარწმუნოებით მიცუალებულნი:

რომელმანცა შემდგომად შობისა, ქალწულად გამოგაჩინა შენ წმიდაო…

ღი҃ს-მშობლისა.

რომელმანცა შემდგომად შობისა, ქალწულად გამოგაჩინა შენ წმიდაო, გუნდნი წმიდათა დედათანი აცხოვნნა, რომელნი იგი შეგიდგეს შენ:

სისხლთა მათ შენთა, პკურებითა იჴსნნეს მარტჳლნი მცნებისა…

სხუა. სძლისპირი. ჵ სასწაული.

სისხლთა მათ შენთა, პკურებითა იჴსნნეს მარტჳლნი მცნებისა გარდასლჳსაგან და თჳსთა სისხლთა, დათხევითა ვნებათა ხატ-ექმნნეს და მადლობით იტყოდეს, ღო҃ მჴსნელო ჩუჱნო კურთხეულ-ხარ შენ:

განძჳნებული, სიკუდილი მოჰკალ ქე҃ ღო҃, და სულნი სარწმუნოებით, დაძინებულნი სიკუდილისაგან იჴსნნენ და შენ წინაშე მკჳდრ-ჰყუჱნ რათა გალობდენ, ღო҃ მჴსნელო ჩუჱნო კურთხეულ-ხარ შენ:

ჵ მეუფეო, რომელმან მოეც სული ესე შთაბერჳთა მით საღმრთოჲთა, მიცუალებულნი სასუფეველსა შენსა მკჳდრ-ჰყუჱნ წყალობით, რათა გიგალობდენ შენ ღო҃ მჴსნელო ჩუჱნო კურთხეულ-ხარ შენ:

უმაღლეს-იქმენ, ყოველთავე დაბადებულთა გჳშევ რა დამბადებელი, რომელმან…

ღი҃ს-მშობლისა.

უმაღლეს-იქმენ, ყოველთავე დაბადებულთა გჳშევ რა დამბადებელი, რომელმან შეფქუნა, ბჭენი სიკუდილისანი, ამისთჳს გნატრით, უბიწოო და ვიტყჳთ დედაო ღი҃საო კურთხეულ-ხარ შენ:

წმიდანი შენნი ყრმანი ბაბილონს შინა, ხერუვიმთა მიმსგავსებულნი…

გალობა ჱ. სძლისპირი.

წმიდანი შენნი ყრმანი ბაბილონს შინა, ხერუვიმთა მიმსგავსებულნი, სამსა წმიდასა გალობასა იტყოდეს გაკურთხევთ შენ გიგალობთ, და აღგამაღლებთ ყოველთა ღთ҃სა:

სამ-მღელუარებითა ტანჯუათათა, მოწყლულნი საღმრთონი მოწამენი, მადლისა მიერ…

ტროპარნი.

სამ-მღელუარებითა ტანჯუათათა, მოწყლულნი საღმრთონი მოწამენი, მადლისა მიერ მივიდეს მყუდროებისა სიღრმედ, და ზენასა სუფევასა მიიწივნეს:

ღირსნი, და ყოვლად ბრძენნი მღუდელ-მთავარნი ვითარცა მზენი გამობრწყინდეს და განანათლებენ ყოველსა სოფელსა შარავანდედითა მოძღურებათათა, და ბრწყინუალებითა კურნებათათა:

დიდებულნო წინასწარ-მეტყუჱლნო, და მღუდელ-მთავარნო, ღირსნო ყოველნო, და მართალნო, სიმრავლენო მოწამეთა და დედათანო, დაიცევით ყოველი სამწყსოჲ თქუჱნი შეურყეველად ეშმაკთაგან:

უგალობდეთ საუკუნითგანთა მართალთა, და ღის-მეტყუჱლთა წინასწარ-მეტყუჱლთა, და ვღაღადებდეთ შემუსრჳლებითა გულისათა, ლოცჳთა მათითა სიტყუაო, განუსუჱნე სარწმუნოებასა შინა დაძინებულთა:

შენ სიკეთე ყოვლითურთ მახლობელი ღი҃სა ქალწულო, გუნდმან…

ღი҃ს-მშობლისა.

შენ სიკეთე ყოვლითურთ მახლობელი ღი҃სა ქალწულო, გუნდმან დედათამან შეგიყუარა, და შემდგომად შენსა მიერთუნეს მეუფესა, ერთ-ჴმობით მნატრუჱლნი იგი შენნი ყოვლად უბიწოო:

ცა ვრცელი განცჳფრებულ-არს, და ძრწის საფუძუჱლი ქუჱყანისა…

სხუა, სძლისპირი.

ცა ვრცელი განცჳფრებულ-არს, და ძრწის საფუძუჱლი ქუჱყანისა დღეს შიშით, რამეთუ, მაღალთა შინა მყოფი შერაცხილ მკუდართა იქმნა, და აწ კნინსა საფლავსა ესტუმრა, ყრმანი აკურთხევდით მას, მღუდელნი უგალობდით მას, ერნი უფროსად, ამაღლებდით მას უკუნისამდე:

ახოვნად მოღუაწებითა, ძლევისა გჳრგჳნნი დაიდგენით მარტჳლნო, ნეტარნო…

ტროპარნი.

ახოვნად მოღუაწებითა, ძლევისა გჳრგჳნნი დაიდგენით მარტჳლნო, ნეტარნო და მეოხად გამოსჩნდით, სულთა მიცუალებულთათჳს, და ქე҃სა ღთ҃სა უღაღადებთ, ყრმანი აკურთხევდით მას, მღუდელნი უგალობდით მას, ერნი უფროსად, ამაღლებდით მას:

რომელთა ცხოვრებაჲ ესე განულეს მოღუაწებითა, და შენდა მეუფისა მოვიდეს, შეიტკბენ მოწყალე, და განსუჱნებაჲ მიეც, რათა გალობით გიღაღადებდნენ, ყრმანი აკურთხევდით მას, მღუდელნი უგალობდით მას, ერნი უფროსად, ამაღლებდით მას უკუნისამდე:

ქუჱყანასა მას მშჳდთასა, განსუჱნებად ღირს-ჰყუჱნ შენდა მიცუალებულნი, მაცხოვარი და სარწმუნოებით და მადლითა განამართლენ, და აღჴოცენ შეცოდებანი მათნი, ყრმანი გაკურთხევენ შენ, მღუდელნი გიგალობენ შენ, ერნი უფროსად აღგამაღლებენ შენ უკუნისამდე:

გნატრით ყოველნი ქალწულო ყოვლად სანატრელო, რომელმან სიტყუა…

ღი҃ს-მშობლისა.

გნატრით ყოველნი ქალწულო ყოვლად სანატრელო, რომელმან სიტყუა ღი҃სა ყოველთა შემოქმედი ჭეშმარიტად ნეტარი, ჴორცითა გჳშევ გამოუთქმელად, რომელსა ყრმანი აკურთხევენ მას, მღუდელნი უგალობენ მას, ერნი უფროსად, ამაღლებენ მას უკუნისამდე:

რომელმან სიხარული მთავარანგელოსისაგან შეიწყნარე, მშობელო დამბადებელისაო სძალო…

გალობა თ. სძლისპირი.

რომელმან სიხარული მთავარანგელოსისაგან შეიწყნარე, მშობელო დამბადებელისაო სძალო, აცხოვნებ მაქებელთა შენთა ქალწულო, და სარწმუნოებით მგალობელთა:

ვითარცა ცხოვარნი წმიდანი მიიყუანენით მეუფისა მიმართ, ვნებისა…

ტროპარნი.

ვითარცა ცხოვარნი წმიდანი მიიყუანენით მეუფისა მიმართ, ვნებისა თავს-მდებელნი მოწამენო, მას უკუჱ ევედრენით ცხოვრებად სულთა ჩუჱნთა:

დამწყსენით მორწმუნენი საძოვარსა ზედა კეთილ-მსახურებისასა, ვითარცა მწყემსთა მღუდელ-მთავარნო, და აწ ეზოსა შინა საღმრთოსა, დამკჳდრებულ-ხართ:

წმიდათა თანა მღუდელ-მთავართა, და წინასწარ-მეტყუჱლთა, და დედათა თანა ძლიერად ვნებულთა, გუნდთა ღირსთასა ყოველნი ვნატრიდეთ:

რომელსა იგი მარადის მყოფსა მას სიხარულსა ეზიარებიან კრებულნი წმიდათანი, ღირს-ჰყუჱნ მიცუალებულნი მიმთხუჱვად მრავალ-მოწყალე:

ნათლისა მშობელო ქალწულო განანათლე სული ჩემი, და…

ღი҃ს-მშობლისა.

ნათლისა მშობელო ქალწულო განანათლე სული ჩემი, და ბნელი დაჴსნილებისა და ცოდჳსა ჩემისა განსდევნე:

შენ მხოლო სანატრელ-ხარ თესლებსა შორის ქალწულო, რამეთუ…

სხუა. სძლისპირი.

შენ მხოლო სანატრელ-ხარ თესლებსა შორის ქალწულო, რამეთუ გამოგჳბრწყინდა, შენგან ნათელი, მსხდომარეთა ბნელსა მას შინა, და განანათლნა სულნი ჩუჱნნი, ამისთჳს ღი҃ს-მშობელო გალობით გადიდებთ:

მწყობრი წმიდა მარტჳლთა, სასოებამან განაჴმო და საღმრთოჲთა…

ტროპარნი.

მწყობრი წმიდა მარტჳლთა, სასოებამან განაჴმო და საღმრთოჲთა სურჳლითა ფრთოვან ჰყუნა იგინი და შეუძრუჱლთა მათ კეთილთა, მკჳდრად გამოაჩინა, რომელსა შინა შესუჱნებულთა სულნი, ღირს-ჰყუჱნ დამკჳდრებად:

ბრწყინუალესა ნათელსა, შენსა ქე҃ მეუფეო, ღირს-ჰყუჱნ შესუჱნებულნი, და განუსუჱნე წიაღთა შინა აბრაამისთა, და უოხჭნოსა ნეტარებისა ფუფუნებაჲ მიჰმადლე, რათა გიგალობდენ შენ:

რომელი ხარ ბუნებით ტკბილი და მრავალ-მოწყალე, რომელნი სოფლისა ამის, ამაოსაგან, და აჩრდილთა სიკუდილისათა მისცუალენ ნათელსა შენსა საღმრთოსა დააწესენ და მიეც, შენდობაჲ ცოდუათა:

კარუად წმიდად გიცნობთ შენ, ფიცრად და კიდობნად…

ღი҃ს-მშობლისა.

კარუად წმიდად გიცნობთ შენ, ფიცრად და კიდობნად საღმრთოდ ღი҃ს-მშობელო დედოფალო, რამეთუ შენგან შობილმან სისხლითა თჳსითა, განმართლებაჲ და ჰჴსნაჲ, მოგუანიჭა ჩუჱნ და მძლავრი ჯოჯოხეთი, ძლევით წარმოსტყუჱნა:

უ҃ო საჴსენებელსა მოწამეთასა, ყოველივე დაბადებული დღესასწაულობს, ცანი…

აქებდითსა ზედა, ოდეს იგალობებოდეს ალლილუია, დასდებელნი. მოწამეთანი. ჴმა ვ.

უ҃ო საჴსენებელსა მოწამეთასა, ყოველივე დაბადებული დღესასწაულობს, ცანი და ანგელოსნი და ქუჱყანაჲ იხარებს კაცთა თანა დღეს, მათითა მეოხებითა შეგჳწყალენ ჩუჱნ:

უ҃ო არათუმცა მოწამენი შენნი, გუაქუნდეს მეოხად, და ქუჱლის-მოქმედებაჲ შენი თანა მზრუნუჱლ ჩუჱნდა, ვითარმცა ვიკადრებთ მაცხოვარ ქებად შენდა, რომელსა გაკურთხევენ დაუცხრომელად ანგელოსნი, გულთ-მეცნიერო იესო შეიწყალენ სულნი ჩუჱნნი:

მარტჳლთა ჴსენება, სიხარულარს მოშიშთა უ҃ისათა, რამეთუ ქე҃სთჳს იღუაწეს, და გჳრგჳნნი მოიხუნეს მის მიერ, და აწ კადნიერად მეოხ არიან სულთა ჩუჱნთათჳს:

რჩეულნი თჳსნი და წმიდანი, საკჳრუჱლ ჰყუნა ქე҃მან ღთ҃მან, იხარებდით და იშუჱბდით, ყოველნი მონანი, მისნი, რამეთუ ქე҃მან განგიმზადათ გჳრგჳნნი და სასუფეველი თჳსი, არამედ ვითხოვთ, ჩუჱნთჳსცა ოხად ნუ დაივიწყებთ:

შენ-ხარ ღი҃ ჩუჱნი, რომელმან სიბრძნით ჰქმენ ყოველივე…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

შენ-ხარ ღი҃ ჩუჱნი, რომელმან სიბრძნით ჰქმენ ყოველივე, რომელმან წინასწარ-მეტყუჱლნი მოგჳვლინენ ჩუჱნ, რათა გუაუწყონ მოსლუაჲ შენი, და მოციქულთა ჰქადაგეს დიდებაჲ შენი, ხოლო სხუათა განანათლეს წარმართნი ნათლის-ღებითა, და მოწამეთა მიიღეს გჳრგჳნი წამებისა და შენდამი ვედრებასა შეჰსწირუჱნ და ჰჴმობენ შენდამი, განუსუჱნე ღო҃ სულთა მონათა შენთასა, რომელნიცა სარწმუნოებით მოიცუალნეს შენ წინაშე, და ღირს-ჰყუჱნ სასუფეველსა შენსა, მეოხებითა ყოვლად უხრწნელისა დედისა შენისათა, რომელმან ჯუარცმა და სიკუდილი ჩუჱნთჳს თავს-იდევ, მჴსნელო და ღო҃ ჩუჱნო:

გაქუს შენ მიუწთომელი, ჩუჱნდა მომართ მოწყალებაჲ, და…

აღჳვსენითსა ზედა, დასდებელნი, მსგავსნი განსუჱნებულთანი. თეოფანესი. ჴმა ვ. ყოველი სასოება.

გაქუს შენ მიუწთომელი, ჩუჱნდა მომართ მოწყალებაჲ, და უფსკრული უსაზღუროჲ, სახიერებისა მრავალ-მოწყალე სულნი რომელნიცა, შენდა მოიცუალნეს, საშუჱბელთა, საღმრთოთა ღისრ ჰყუჱნ, და სავანეთა მათ, შინა საყუარელთა და სასურუჱლთა, სამკჳდრებელი მიჰმადლე, სამარადისოჲ, და საუკუნოჲ, რამეთუ შენ ყოველთათჳს დასთხიე სისხლი შენი მაცხოვარ, და ცხოველითა სიკუდილითა, სოფელი მოიყიდე:

სიკუდილი დაითმინე, ცხოველს-მყოფელი უ҃ო, და შუჱბა საუკუნო…

მუჴლი. ნეტარ-არს, რომელი გამოირჩიე, და შეიწყნარე უ҃ო, და სახსენებელი მათი იყოს თესლითი თესლადმდე.

სიკუდილი დაითმინე, ცხოველს-მყოფელი უ҃ო, და შუჱბა საუკუნო, მორწმუნეთა მოეც მრავალ-მოწყალე, სადა იგი ღირს-ჰყუჱნ, მორწმუნეთა სულნი, სასოებით დაძინებულნი და ცოდუანი მათნი, ყოველნი შეუნდუჱნ სახიერო, შენ მხოლოო უცოდუჱლო, ყოვლად ძლიერო, და კაცთ-მოყუარეო, რათა ყოველთა მიერ იდიდებოდეს წმიდა სახელი შენი ქე҃, და ცხოვნებულნი ვექებდეთ კაცთ-მოყუარებასა შენსა:

ცხოველთა ზედა უფლებ, საღმრთოჲთა ჴელმწიფებითა, ხოლო მკუდართა…

მუჴლი. სულმან მათმან კეთილთა შინა განისუჱნოს და ნათესავმან მათმან დაიმკჳდროს ქუჱყანა.

ცხოველთა ზედა უფლებ, საღმრთოჲთა ჴელმწიფებითა, ხოლო მკუდართა მეუფედ, მაცხოვრად შენ გიცით და გევედრებით მორწმუნეთა შენთა, შენ, მხოლოსა ღთ҃სა, მიცუალებულთა განსუჱნებასა, მიცემად უ҃ო, ჰრჩეულთა შენთა, თანა ადგილსა, შინა განსუჱნებისასა, და ბრწყინუალებასა მას წმიდათასა, რამეთუ ჯერ-მჩინებელი წყალობისა ხარ და აცხოვნებ, რომელნი ხატად შენდა, შეჰქმენ მრავალ-მოწყალე:

გამოჰსჩნდი შენ სავანედ, ღი҃უ-შუჱნიერად წმიდაო, და ღი҃…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა. მსგავსივე.

გამოჰსჩნდი შენ სავანედ, ღი҃უ-შუჱნიერად წმიდაო, და ღი҃ დაიტიე, ზესთა ბუნებისა, და ღი҃ გჳშევ, ორთა ბუნებათა, ორთა არსებათა, ერთ-გუამოვნად, შეერთებითა, მას ევედრე ღირსო, პირმშოსა მას და მხოლოდ-შობილსა რომელმან შემდგომად შობისა, წმიდად ქალწულად, კალად დაგმარხა, რათა განუსუჱნოს სულთა სარწმუნოებით მიცუალებულთა, ბრწყინუალებასა შინა მისსა, და ნეტარებასა:

მომიჴსენე ქე҃, მაცხოვარო ჩემო, ოდეს მოხჳდე სუფევითა…

შაბათსა მომიჴსენენი. ჴმა ვ.

მომიჴსენე ქე҃, მაცხოვარო ჩემო, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენითა, და მაცხოვნე გევედრები, მსგავსად ავაზაკისა, ვითარცა მხოლო კაცთ-მოყუარე-ხარ:

მჴეცთა ზახება და ველურება მათი, და ზარი ცეცხლისა და მახჳლისა, არა შეგაძრწუნებდათ დიდებულნო მარტჳლნო ამისთჳს, უკუდავი დიდებაჲ დაიმკჳდრეთ:

რომელმან ადიდენ, წინასწარ-მეტყუჱლნი, მღუდელთ-მოძღუარნი მამანი და მართალნი, კაცთ-მოყუარე მათითა, მეოხებითა აცხოვნენ სულნი ჩუჱნნი გევედრებით:

ყოველთა წმიდათა, და მართალთა თანა, დააწესენ რომელნი…

მიცუალებულთა.

ყოველთა წმიდათა, და მართალთა თანა, დააწესენ რომელნი სარწმუნოებით, საწუთოსა ამისგან, მოიცუალნეს შენდა ქე҃, რათა მადლობით გადიდებდენ შენ:

ყოველთა მოქმედსა სამებასა ერთობასა შინა მგალობელნი, ვევედრნეთ…

დიდება, სამებისა.

ყოველთა მოქმედსა სამებასა ერთობასა შინა მგალობელნი, ვევედრნეთ, რათა სარწმუნოებით მიცუალებულთა, წიაღსა შინა აბრაამისსა განისუჱნოს:

ქალწულო წმიდაო, ყოვლად დიდებულო, სანატრელად ყოველთა თესლთა…

აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

ქალწულო წმიდაო, ყოვლად დიდებულო, სანატრელად ყოველთა თესლთა შორის გამოსჩნდი ჭეშმარიტად, რამეთუ ჰშევ ღი҃ გამოუთქმელი, გამოუთარგმანებელი:

ბოროტითა განზრახჳთა მტერისათა, დედამან ჩუჱნმან ევა, მოგუატყუა…

სერობისად, გალობანი წმიდისა ღი҃ს-მშობლისანი. გალობა ა. ჴმა ვ. სძლისპირი. უკულეველად.

ბოროტითა განზრახჳთა მტერისათა, დედამან ჩუჱნმან ევა, მოგუატყუა ჩუჱნ სიკუდილი, ხოლო შენ ქალწულო ჰშევ რა ცხოვრება და მომკუდარნი და განხრწნილნი, კუალად განმაცხოველენ:

გულის-თქმათა, ცთომილი და ჴორცითაცა, მწარედ შეგინებული შენდა მომართ წმიდისა, და უბიწოსა ჭეშმარიტად, მოვივლტი ქალწულო, შემწე მეყავ მონასა შენსა:

წყლულებანი, გონებისა ჩემისანი განჰკურნენ ღი҃ს-მშობელო, და ღელუანი ბოროტნი, მწიკულევანთა გულის-თქმათანი, ღი҃სა მიმართ ვედრებითა შენითა დააცხრუჱნ:

ქუჱყანისა, დამრთუჱლმან წყალთა ზედა, და ცათა გარდამრთმხელმან, ცად ვრცელად ქუჱყანისა, გამოგაჩინა შენ ქალწულო, იშუა რა შენგან ჴორცითა ზესთა ბუნებისა:

ბუნებით ტკბილო მხოლოო, რომელმან სისხლი შენი, დასთხიე…

გალობა გ. სძისპირი. არავინ არს წმიდა.

ბუნებით ტკბილო მხოლოო, რომელმან სისხლი შენი, დასთხიე მოწყალებით, ჯუარსა ზედა ჩემთჳს, დედისა შენისა მიერ უბიწოსა, შემიწყალე და მაცხოვნე:

მეორედ შობისა მიერ, ტაძრად საღმრთოდ გამოვსჩნდი, ხოლო ნებსით თჳსით ვიქმენ, ვნებათა საუნჯე, ამისთჳს გევედრები შენ, ჵ ტაძარო ღი҃საო შემიწყალე:

მოსავთა შენთა სასოო, მარიამ უბიწოო, რომელმან გ҃ჳშევ მეუფე, ჴორც-შესხმული ჩუჱნთჳს, მრავალთა განსაცდელთაგან და ურუათა და ჭირთა განმარინენ:

ნუ მარცხუჱნ სასოებისა, ჩემისაგან ქალწულო, მე მოსავსა ამას შენსა, არამედ წყალობით მახეთაგან მტერისათა, დამიფარე და მიჴსენ ბოროტთაგან:

სისხლითა გუჱრდისა, ძისა შენისათა, წყლულებანი გულისა ჩემისანი…

გალობა დ. სძლისპირი. ქე҃ ღი҃ ჩემი.

სისხლითა გუჱრდისა, ძისა შენისათა, წყლულებანი გულისა ჩემისანი და მწიკულნი ვნებათანი, განწმიდენ ღი҃ს-მშობელო და ნათლითა შენითა განმანათლე:

მზისა მის საღმრთოსა, მშობელო გზათა მათ, ცხოვრებისათა წარმიძეღუ ცთომილსა, ალაგთაგან საღმრთოთა, და ღირს-მყავ მიწევნად ბჭეთა, სინანულისათა ქალწულო:

ცუარი ცრემლთა ტკბილი, დაასხ გულსა ჩემსა, რომელმან გჳშევ წყარო ცხოვრებისა და ცუარნი ვნებათანი, აღმამრღუჱველნი გონებისა ჩემისანი განაჴმენ სძალო:

უცხო და საკჳრუჱლი შობა, ჰშევ ღი҃ს-მშობელო, გამოუთქმელი…

გალობა ე. სძლისპირი. ნათლითა შენითა.

უცხო და საკჳრუჱლი შობა, ჰშევ ღი҃ს-მშობელო, გამოუთქმელი და მიუწთომელი ამისთჳს გევედრები მე უცხო ქმნილი ღი҃საგან საკუთარ და საყუარელ-მყავ მისა ოხითა შენითა:

მთად საღმრთოდ გიხილა დანიილ, ელუარებითა ქალწულებისათა ბრწყინუალედ განშუჱნებულად, რომლისაგან გამოეკუჱთა ლოდი შემმუსრუჱლი კერპთა საცთურისათა საღმრთოთა ძლიერებითა:

ავაზაკთა მიერ ბოროტთა, გზასა საწუთოსასა სასიკუდინოდ მოიწყლა სული ჩემი, სიტყუაო ღი҃საო, მოიხილე წყალობით და განჰკურნე ოხითა დედისა შენისათა;

წინასწარ-მეტყუჱლთა ჴმისაებრ, ესერა მუცლად-იღე ქალწულო ყოველთა მეუფე და ღი҃, და გამოუთქმელად გჳშევ უბიწოო, და შემდგომად შობისა ქალწულადუჱ დაადგერ:

კუჱრთხო პატიოსანო რომელმან ცხოვრებისა ყუავილი გამოიღე, განმხრწნელთა…

გალობა ვ. სძლისპირი. სოფლისა ზღუა აღძრული.

კუჱრთხო პატიოსანო რომელმან ცხოვრებისა ყუავილი გამოიღე, განმხრწნელთა გულის-თქმათა განმაქარუჱბელი, სული ჩემი განწიდე ჯუარითა ცხოველითა ქე҃ს ღი҃სათა:

ქე҃ ღო҃ ოხითა, დედისა შენისათა, მჴეცისაგან ცოდჳსა, მიჴსენ ვითარცა იონა ვეშაპისაგან, და მაცხოვნე მოწყალე, მიახლებული დანთქმად რამეთუ ძალ-გიც:

განმრავლდეს მეუფეო უფროს ქჳშისა ზღჳსა, ბრალნი ჩემნი ბოროტნი, ვითარცა გაქუს უფსკრული წყალობისა, მომაქციე და მიჴსენ, ვედრებითა წმიდისა ქალწულისათა:

ყოველთა დედოფალო, რომელმან ჰშევ უ҃ი, სახიერი და ტკბილი, ცოდუათა ჩემთა ნაბრძჳლნი ბოროტნი სრულიად აღმოხოცე მოწყალებითა მსგავსად ქე҃ს ღი҃სათა:

რომელმან ბუნება პირუჱლ ქმნილისა განათლუჱ ზესთა ბუნებისა…

გალობა ზ. სძლისპირი. ყრმათა მათ წმიდა.

რომელმან ბუნება პირუჱლ ქმნილისა განათლუჱ ზესთა ბუნებისა შობითა, შენითა, სძალო ფრიად შეცოდებული ესე, და განმარისხებელი ბუნებით სახიერისა, ღი҃სა, დამაგე ოხითა შენითა:

მწჳრესა ცოდჳსასა მარადის აღმომაცენებელი გული ჩემი, ღი҃სა დედაო, წყლისა ცხოველისა მშობელო, განწმიდე და ღირს-მყავ გალობად კურთხეულ-ხარ დედოფალო, სასოო განწირულთაო:

ქუჱყანასა ზედა ცად იწოდე ცათა და ქუჱყანისა შემოქმედისა, ღი҃სა დედაო, მას ევედრე რათა მიჴსნას მე, ქუჱყანისა ბოროტთაგან და შემაერთოს ზეცისა ძალთა და ღირს-მყოს კეთილთა წარუვალთა:

სიტყუამან ღი҃სამან რომელმან მოგუცა არსება საღმრთოთა ნებითა თჳსითა, განახლებისა ჩუჱნისათჳს საშოსა შენსა დაემკჳდრა უბიწოო ღი҃ს-მშობელო და ჴორცნი შეისხნა, ღთ҃მან მამათა ჩუჱნთამან:

დაღაცათუ არა მნებავს ვიქმ მე უჯეროთა, ძლეული…

გალობა ჱ. სძლისპირი. საჴმილით სამთა ყრმა.

დაღაცათუ არა მნებავს ვიქმ მე უჯეროთა, ძლეული ჩუჱულებათაგან რომელნი, დამამონებენ მონათა მათ განდგომილთა ღი҃საგან, დედოფალო განმათავისუფლე უბადრუკი:

გამომღებელო ტევანსა მას დაუსხმელსა, რომელმან გჳწდია ღჳნო ცხოვრებისა, მთურალობითა ცოდჳსათა დაბნელებული ესე, ღი҃ს-მშობელო, ქალწულო განმაბრძნუჱ და მაცხოვნე:

ჟამსა სასჯელისასა ნუ დამსჯი მაცხოვარ, დასჯილთა მათ თანა თჳთ დასჯილსა ამას, არამედ უნდო ესე სულთქმა ჩემი შეიწირე, და მაცხოვნე ოხითა დედისა შენისათა:

საფარუჱლსა შენსა შევევედრები, სძალო და სასოებად ცხოვრებისად მოგიგებ, რომელმან ჰშევ სიტყუა ღი҃სა ზესთა ბუნებისა, შემავედრე, და მიჴსენ ყოვლისა ბოროტისაგან:

მე მხოლო შეცთომილი და შეურაცხის მყოფელი, ცხოველს-მყოფელთა…

გალობა თ. სძლისპირი. ღი҃სა ხილუა შეუ.

მე მხოლო შეცთომილი და შეურაცხის მყოფელი, ცხოველს-მყოფელთა მცნებათა შენთა ქე҃, და მწარითა გარდასლჳთა დასჯილი ესე, მაცხოვნე შემიწყალე, დედისა შენისა, ყოვლად წმიდისა ვედრებითა ყოვლად სახიერო:

განსაცდელთა ღელჳსაგან დანთქმულსა ამას სძალო, მექმენ ნავთ-საყუდელ ცხოვრებისა, და ვნებათა ჩემთა ოხრა დააყუდე, და უფსკრული ცოდუათა, მათ ჩემთა განაჴმე, რათა მარადის გიგალობდე ჵ საგალობელო:

გზა წრფელი მაუწყე რომლისა მიერ მივიწიო, ბჭეთა სასუფეველისათა ქალწულო, და საღმრთოთა სავანეთა სამოთხისათა, და საუკუნეთა მათ, კეთილთა ღირს-ვიქმნე, და ნეტარება წარუვალი მოვიღო ღი҃საგან:

მჴედრობა მარტჳლთა გუნდი მამათა და მღუდელთ-მოძღუართა, წინასწარ-მეტყუჱლთა და მართალთა, მწყობრი წმიდათა მოციქულთა და ანგელოსთა, მშობელისა შენისა თანა, გევედრებიან შენ, გუაცხოვნენ მრავალ მოწყალეო ქე҃ სახიერო: