_ღ_ ირს-არს ჭეშმარიტად რათა გნატრიდეთ შენ ღი҃ს-მშობელო…
მცირესა მუხრსა ზედა. უ҃ო ღაღად-ვყ҃ავსა ზედა, დასდებენი აღდგომისანი, რუა-ჴმისა გ, ხოლო განუაორებთ პირუჱლსა მუჴლსა, დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა. დოღმატიკა. ჴმა ვ
_ღ_ ირს-არს ჭეშმარიტად რათა გნატრიდეთ შენ ღი҃ს-მშობელო, რამეთუ ყოვლად წმიდასა მუცელსა შენსა ყოველთა შემოქმედი შევიდა და ჴორც-იქმნა, და არა იცუალა ბუნებით, და არცაღა საოცარ-იქმნა განგებულებით, არამედ შენ მიერ მიღებულსა მას ჴორცსა სულიერსა, შეერთა იგი სიტყჳერად გუამოვნებისაებრ, ვინა კეთილ-მსახურებით ორთა შინა განცხადებულთა ბუნებათა სხუა და სხუაობასა შევიწყნარებთ, მას ევედრე პატიოსანო და ყოვლად წმიდაო გარდამოვლინებად ჩუჱნდა მშჳდობაჲ და დიდი-წყალობაჲ:
ფიცით რომელ აღუთქუა, მამასა შენსა პირუჱლად, ღთ҃მან…
სტიქარონსა ზედა, დასდებელნი, მსგავსნი ყოვლად წმიდისა ღი҃ს-მშობლისანი. ჴმა ვ. მუჴლი. მოვიჴსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა.
ფიცით რომელ აღუთქუა, მამასა შენსა პირუჱლად, ღთ҃მან ყოვლად ძლიერმან, ჟამთა აღსასრულსა, აღგჳსრულა ჩუჱნ და იშუა საშოსა შენისაგან ღირსო, ჭეშმარიტად დამბადებელი, რომელსა უპყრიან, ჴელითა კიდენი სოფლისანი, იგი მხოლო მოწყალე-ჰყავ ჩუჱნთჳს ჟამსა მას სასჯელისასა, რათა ღირს-ვიქმნნეთ შესლუად, სასუფეველსა ცათასა სძალო, სათნოებათა აღსლჳთა, და ვნებათა მოკლჳთა:
სულისა სიწმიდითა, წინასწარუჱ მოასწავა ისაია ქალწულო, დამბადებელისა…
მუხლი. ისმინე ასულო და იჴილე და მოყავ ყური შენი.
სულისა სიწმიდითა, წინასწარუჱ მოასწავა ისაია ქალწულო, დამბადებელისა, შობაჲ შენ მიერ, და შენ გქადაგებდა, რომელი გამოჰსჩნდი, სანატრელად საუკუნითგან, და აწ გევედრები, სული ჩემი ცოდჳლი განჰსწმიდე და ბრწყინუალებისა საღმრთოჲსა, ძისა შენისა, ზიარ-მყავ ღირსო, დადგომად მარჯუჱნით მისსა ვითარცა იგი წერილ-არს, დარაჯდეს საყდართა ზედა განსკად ადამიანთა:
სიკუდილისა დარღუჱვა, შობამან შენმან მოგუატყუა, დედოფალო რამეთუ…
მუჴლი: პირსა შენსა ლიტანიობენ მდიდარნი ერისანი.
სიკუდილისა დარღუჱვა, შობამან შენმან მოგუატყუა, დედოფალო რამეთუ, იქმენ ცხოვრებისა სამკჳდრებელ ვრცელ, და აწ გევედრები, ვნებათა უფსკრულსა, და წყუდიადსა ქუჱსკნელისასა, შთავრდომილი მიჴსენ, და შუჱბად საუკუნოდ წარმიძეღუ, და მოსაგებელთა საღმრთოთა, და სანატრელთა, ღირს-მყავ მიმთხუჱვად, სადა იგი არს შუჱბა უხრწნელი, სადა იგი არს ნათელი, სამებისა წმიდისა, ყოვლად მოუკლებელი:
მოვედით ყოველნი ენანი, და ჴმითა სიხარულისათა ყოვლად…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა. დოღმატიკა, ჴმა იგივე.
მოვედით ყოველნი ენანი, და ჴმითა სიხარულისათა ყოვლად წმიდასა ქალწულსა და ღი҃ს-მშობელსა ვაქებდეთ, ბრძმედსა კამცობრივისა არსებისასა, გამოუთქმელთა საკჳრუჱლებათა, მოქმედსა, რამეთუ მის მიერ იქმნნეს ახალნი, და მის მიერ დაუსაბამო დაწყუდეულ იქმნების, სიტყუა განზრქელდების, ღი҃ კაციქმნების, რათა ღთ҃ ჰყოს კაცი, არა შეცუალებითა ბუნებათათა არამედ შეერთებითა გუამოვნებისაებრ, რამეთუ შეზავდების ერთი ორთაგან წინა-აღმდგომთა, ორთა შინა სრულთა ბუნებათა განუყოფელთა ცნობილი, ხოლო ნებებით და მოქმედებით ორთავე მიერ არსებათა, თჳთ იგივე ჭეშმარიტად რწმუნებული, საცხოვრებელისათჳს განგებულებისა ქე҃ ღი҃ ჩუჱნი რომელი მოსცემს სოფელსა განწმედასა მშჳდობასა და დიდსა წყალობასა:
ძლევა გაქუნდა ქე҃, ქუჱსკნელს ჯოჯოხეთისა, და ჯუარსა…
მწუხრად. დიდსა მწუხრსა ზედა, უ҃ო ღაღად-ვჰყავსა ზედა, აღჳღებთ მუჴლთა ი. და ვჰგალობთ ზედ მდგომარეთა მუჴლთთა აღდგომისათა. ჴმა ვ.
ძლევა გაქუნდა ქე҃, ქუჱსკნელს ჯოჯოხეთისა, და ჯუარსა ზედა ამაღლდი, რათა ბნელსა სიკუდილისასა მსხდომარენი, შენ თანა აღადგინნე მკუდართა თანა თავის-უფალმან, რომელი მოგუფენ ცხოვრებასა თჳსისაგან ნათლისა, ყოვლად ძლიერო მაცხოვარ შეგჳწყალენ ჩუჱნ:
დღეს ქე҃მან სიკუდილი დათრგუნა, ვითარცა თქუა აღდგა, და სიხარული სოფელსა მოანიჭა, რათა ყოველნი ვადიდებდეთ, და ესრეთ უგალობდეთ წყაროო ცხოვრებისაო ნათელო შეუხებელო, ყოვლად ძლიერო მაცხოვარ შეგჳწყალენ ჩუჱნ:
შენ უ҃ო რომელი ეგე ხარ, ყოველთა შინა დაბადებულთა, ცოდჳლნი ესე ვიდრე მე ვივლტოდით, ცათა შინა შენ დამჳდრებულ-ხარ, ჯოჯოხეთს შინა, დასთრგუნე სიკუდილი, სიღრმეთა შინა ზღჳსათა, მუნცა ჴელი შენი მეუფებს, შენდა მომართ მოვივლტით, შენ შეგივრდებით და გევედრებით, რომელი აღსდეგ მკუდრეთით შეგჳწყალენ ჩუჱნ:
ჯუარითა შენითა ქე҃, ვიქადით, და აღდგომასა შენსა…
სხუანი, დასდებელნი აღმოსავლურნი, ჴმა იგივე.
ჯუარითა შენითა ქე҃, ვიქადით, და აღდგომასა შენსა უგალობთ და ვადიდებთ, რამეთუ შენ-ხარ ღი҃ ჩუჱნი, და შენსა გარეშე სხუა არავინ ვიცით:
მარადის ვაკურთხევთ ქე҃სა, და აღდგომასა მისსა უგალობდეთ, რამეთუ ჯუარცმა თავს-იდუა და სიკუდილითა სიკუდილი დაჰჴსნა:
დიდება ძალსა შენსა უ҃ო, რამეთუ დასთრგუნე რომელსა იგი აქუნდა სიმტკიცე სიკუდილისა, და განმაახლენ ჩუჱნ ჯუარისა შენისა მიერ, და მომანიჭე ჩუჱნ ცხოვრებაჲ და უხრწნელებაჲ:
დაფლუამან შენმან მეუფეო, საკრუჱლნი ჯოჯოხეთისანი განხეთქნა და შემუსრნა, და მკუდრეთით აღდგომამან შენმან მეუფეო, სოფელი განანათლა, კაცთ-მოყუარე დიდება შენდა:
ვინ არა გნატრიდეს შენ ყოვლად წმიდაო ქალწულო…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
ვინ არა გნატრიდეს შენ ყოვლად წმიდაო ქალწულო, ვინ არა უგალობდეს უხრწნელსა შობასა შენსა, რამეთუ რომელი იგი უჟამოდ მამისაგან გამობრწყინდა, ძე მხოლოდ შობილი, იგივე შენგან უბიწოსა გამოვიდა, გამოუთქმელად ჴორც-შესხმული, ღი҃ იყო ბუნებით, და ჩუჱნთჳს კაც-იქმნა წყალობით, არა ორებად პირთასა განიკუჱთა, არამედ ორითა ბუნებითა, შეურევნელად საცნაურ-იქმნა, მას ევედრე პატიოსანო, და ყოვლად სანატრელო ცხოვრებისათჳს სულთა ჩუჱნთასა:
აღდგომასა შენსა ქე҃ მაცხოვარ, ანგელოსნი უგალობენ ცათა…
სტიქარონსა ზედა, დასდებელნი. ჴმა ვ.
აღდგომასა შენსა ქე҃ მაცხოვარ, ანგელოსნი უგალობენ ცათა შინა, და ჩუჱნცა ქუჱყანასა ზედა ღირს-მყუჱნ, წმიდით გულითა დიდება შენდა:
ბჭენი რუალისანი შემუსრენ, და მოქლონი ჯოჯოხეთისანი შეფქუჱნ…
მებრ ალფა-ვიტასა.
ბჭენი რუალისანი შემუსრენ, და მოქლონი ჯოჯოხეთისანი შეფქუჱნ, ვითარცა ყოვლად ძლიერმან ღთ҃მან, და კაცთა ნათესავი დაცემული აღადგინე, ამისთჳს ჩუჱნცა გიგალობთ და ვღაღადებთ, რომელი აღსდეგ მკუდრეთით უ҃ო დიდება შენდა:
პირუჱლისა მის ხრწნილებისაგან აღდგინება ჩუჱნი ენება ქე҃სა, და ჯუარსა დაემსჭუალა და საფლავსა დაიდუა, რომელსა მენელსაცხებლენი დედანი, ცრემლით ეძიებდეს და გოდებით იტყოდეს, ჵ ჩუჱნდა მაცხოვარო ჩუჱნ ყოველთაო, ვითარ თავს-იდევ საფლავსა დადება, ხოლო ვინადგან თავს-იდევ ვითარ წარიპარე, ვითარ მიიცუალე, ანუ რომელმანმე ადგილმან, დაჰფარეს შენი ცხოვრების-მომცემელი გუამი? არამედ მეუფეო ვითარცა აღმითქუ გამომიჩნდი ჩუჱნ, და დააცხრუჱ ჩუჱნგან გოდებაჲ ცრემლთა ჩუჱნთა, და ვითარ იგი გოდებდეს ანგელოსმან ჴმა-ჰყო მათდა მიმართ, დააცხურეთ გოდებაჲ თქუჱნი, და მოციქულთა ახარეთ ვითარმედ აღდგა უ҃ი, და სოფელსა მოანიჭა ლხინებაჲ მშჳდობაჲ და დიდი-წყალობაჲ:
ჯუარს-ეცუ ქე҃ ვითარცა ინებე, და დაფლჳთა შენითა სიკუდილი მოაკუდინე, და მესამესა დღესა აღსდეგ ვითარცა ღთ҃ ხარ დიდებით, და სოფელსა მოანიჭე ცოდუათა მოტევებაჲ და დიდი წყალობაჲ:
შემოქმედი და მჴსნელი ჩემი ქე҃ უ҃ი, მე…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
შემოქმედი და მჴსნელი ჩემი ქე҃ უ҃ი, მე შემიმოსა და საშოსა შენისაგან გამოვიდა ყოვლად უბიწოო, და პირუჱლისა, და პირუჱლისა მის წყევისაგან, ადამ განათავისუფლა, ამისთჳს უხრწნელო ვითარცა დედასა ღი҃სასა, და ქალწულსა ჭეშმარიტად დაუცხრომელად გიგალობთ გიხაროდენსა მსგავსად ანგელოსისა, გიხაროდენ დედოფალო სასოო და შესავედრებელო, და მაცხოვარო სულთა ჩუჱნთაო:
ანგელოსთა ძალნი დიდებულსა საფლავსა შენსა ზედა იხილნეს…
განსატევებელნი. ჴმა ვ.
ანგელოსთა ძალნი დიდებულსა საფლავსა შენსა ზედა იხილნეს, და მცუჱლი იგი მკუდარ-იქმნეს დგა მარიამ საფლავსა მას თანა, და ეძიებდა შემურუად უხრწნელსა გუამსა შენსა, ხოლო შენ წარმოსტყუჱნე ჯოჯოხეთი და არა გევნო მის მიერ, ახარე ქალწულსა ცხოვრება საუკუნო, რომელი აღსდეგ მკუდრეთით უ҃ო, დიდება შენდა:
რომელმან კურთხეულ უწოდე დედასა შენსა, მოხუჱდ ნებსით…
ღი҃ს-მშობლისა.
რომელმან კურთხეულ უწოდე დედასა შენსა, მოხუჱდ ნებსით განზრახჳთ ძიებად ადამისსა, გამობრწყინდი ჯუარსა ზედა, ეტყოდე ანგელოსთა იხარებდით თქუჱნ ჩემ-თანა, რამეთუ იპოვა, წარწყმედული დრაქმა, რომელმან ყოველივე სიბრძნით განაგე, ქე҃ ღო҃ დიდება შენდა:
მეექვსესა გალობასა შევჰსწირავ შენდა ღუთაებაო
კჳრიაკესა შუაღამესა ზედა, კანონი, სამებისა, რომლისა კიდურ-წერილობა.
მეექვსესა გალობასა შევჰსწირავ შენდა ღუთაებაო.
სამებასა, სამ-გუამოვნებით უგალობთ ერთითა ბუნებითა, უცუალებელსა ხატსა…
გალობა ა. ჴმა ვ. სძლისპირი. უკულეველად.
სამებასა, სამ-გუამოვნებით უგალობთ ერთითა ბუნებითა, უცუალებელსა ხატსა, სახიერსა კაცთ-მოყუარესა ღთ҃სა, რათა ცოდუათა შენდობა მოგუანიჭოს:
უაღრესო, არსებათაო ღო҃, სამებით ბრწყინუალეო და ბუნებით ერთო, გონიერ-მჰყუჱნ და ღირს მჰყუჱნ განცდად, საღმრთოსა ბრწყინუალებისა შენისა სახიერო:
წარმართთაგან, შეკრებულსა კრებულსა, ქე҃ს ეკკლესიასა, ასწავა ბრძენმან პავლე თაყუანის-ცემად სამებისა, რომელთა მიერ გუჱსწავა ყოველთა დაბადებაჲ:
საშოთ შენით, გამობრწყინდა ქალწულო, მზე იგი საცნაური…
ღი҃ს-მშობლისა.
საშოთ შენით, გამობრწყინდა ქალწულო, მზე იგი საცნაური, და მოგუფინა ნათელი, სამ-ბრწყინუალისა ღუთაებისა, რომელსა უგალობთ, და შენ დიდებულო გნატრით:
შეამკუჱნ ზეცისა წესნი, სამ-ბრწყინუალეო ღო҃, და ასწავე…
გალობა გ. სძლისპირი. არა ვინ არს.
შეამკუჱნ ზეცისა წესნი, სამ-ბრწყინუალეო ღო҃, და ასწავე მათ გალობაჲ, სამ-გზის წმიდითა ჴმითა, ჩუჱნცა შემრაცხენ მისთანა, მგალობელნი შენსა მოწყალებასა:
მხოლოსა უცუალებელსა, სამებასა წმიდასა, ერთ-არსებით გიგალობთ ჩუჱნ, და ვითხოვთ ვედრებით, ცოდუათა ჩუჱნთა ურიცხუთა, მოტევებაჲ გარდამოგჳვლინე მმჴსნელო:
გონებაო უნივთოო მამაო, თანა არსო სიტყუაო, და სულო სახიერო, მგალობელნი შენნი მჴურუალითა გონებითა, დაგჳფარენ ვითარცა მოწყალე-ხარ:
ხრწნილებისა მძჳნუარებაჲ, უჩინო-ჰყო ქე҃მან, კაც-იქმნა რა მოწყალებით…
ღი҃ს-მშობლისა.
ხრწნილებისა მძჳნუარებაჲ, უჩინო-ჰყო ქე҃მან, კაც-იქმნა რა მოწყალებით, საშოსა შენისაგან და ნათესავთა მთავარნი, სიკუდილისა და ხრწნილებისაგან იჴსნნა:
მეუფეო ღო҃ მოიხილე ზეცით, და იხილე სიმდაბლე…
წარდგომა. ჴმა ვ. სრულ-ჰყავ რა ცხოვრება.
მეუფეო ღო҃ მოიხილე ზეცით, და იხილე სიმდაბლე ჩუჱნი ვითარცა მოწყალემან, და იქმენ მწყალობელ ვითარცა სახიერ-ხარ და კაცთ-მოყუარე, რამეთუ არავინ გუაქუს შემნდობელ ცოდუათა თჳნიერ შენსა, ამის-თჳს შემწემეყავნ ჩუჱნ, რამეთუ არავინ გჳვის შენსა გარეშე:
დედოფალო წმიდაო ღი҃ს-მშობელო მოიხილე, და იხილე ტკივილი…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
დედოფალო წმიდაო ღი҃ს-მშობელო მოიხილე, და იხილე ტკივილი წყლულებათა ჩუჱნთა, და მოწყალე იქმენ ყოვლად უბიწოო, და განკურნე წუაჲ ესე სჳნიდისისა, და შეაცურიენ წყალობითა შენითა, და ჴმა-უყავ მონათა შენთა, მე ვარ თქუჱნთანა, და ვერჳნ შემძლებელ-არს ვნებად, თქუჱნდა:
განავრცე გონებაჲ, მხოლოო სამ-მზეო, და სული და…
გალობა დ. სძლისპირი. ქე҃ ღი҃ ჩემი.
განავრცე გონებაჲ, მხოლოო სამ-მზეო, და სული და გული მგალობელთა შენთა, და ზეცად აღამაღლე და ნათლისა შენისა, და საღმრთოჲსა, ბრწყინუალებისა ღირს-ჰყავ:
შემცუალე სახიერ, და განმაახლე მე, სიბოროტისაგან კეთილისა მიმართ რამეთუ უცუალებელ, შენ მხოლო-ხარ სახიერ, და ნათლითა შენითა განმაბრწყინუჱ:
პირუჱლ მოიგონენ, და სიბრძნით დაჰბადენ, ანგელოსთა მჴედრობანი მსახურად, დიდებისა შენისა, სამ-გუამოვანო ღო҃, რომელთა თანა ჩუჱნცა შეგჳწყალენ:
დაუბადებელმან, ბუნებითა ღთ҃მან, კაცთა ბუნება დაბადებული, შენგან…
ღი҃ს-მშობელო.
დაუბადებელმან, ბუნებითა ღთ҃მან, კაცთა ბუნება დაბადებული, შენგან მიიღო სძალო და განაახლა საშოსა შენსა, ღი҃ს-მშობელო უბიწოო:
აღგიარებთ შენ სამებაო, სამ-ბრწყინუალეო, მეუფეო მაცხოვრად და…
გალობა ე. სძლისპირი. ნათლითა შენითა.
აღგიარებთ შენ სამებაო, სამ-ბრწყინუალეო, მეუფეო მაცხოვრად და განმგებლად ყოველთა, და შენდა მომართ აღჳმსთობთ და გევედრებით, ცოდუათა შენდობაჲ მოგუმადლე სახიერო:
მამაო დაუსაბამოო, ძეო თანა დაუსაბამოო და სულო წმიდაო თანა არსო, ერთ-ღუთაებაო სრულო მგალობელნი შენნი, ყოვლისა ჭირისა და განსაცდელისაგან იჴსნენ:
ღუთაებისა ბრწყინუალებითა, სათნო-ყოფად შენდა სამ-გუამოვანისა წარმიძეღუ, და განმგებელ-მექმენ მზეო დიდებისაო, და სუფევისა შენისა ზიარად მიჩინე:
რომელი ყოველთა განაგებ, ყოვლად ძლიერითა ჴელითა სიტყუაო…
ღი҃ს-მშობლისა.
რომელი ყოველთა განაგებ, ყოვლად ძლიერითა ჴელითა სიტყუაო ღი҃საო უცუალებელო, დაიცუჱნ და დაიფარენ მადიდებელნი შენნი, ოხითა დედისა შენისა ღი҃ს-მშობელისათა:
სიბრძნე საღმრთო ბრწყინუალე, სამ-მნათობო ნათელო, მგალობელთა მოჰმადლე…
გალობა ვ. სძლისპირი. სოფლისა ზღუა.
სიბრძნე საღმრთო ბრწყინუალე, სამ-მნათობო ნათელო, მგალობელთა მოჰმადლე, და ელუარითა მით მცხინუარებითა ნათლისა შენისათა, ბანბრწყინუჱბად ყოველთა სათნო-იჩინე:
სიბრძნე საღმრთო ბრწყინუალე, სამ-მნათობო ნათელო, მგალობელთა მოჰმადლე, და ელუარითა მით მცხინუარებითა ნათლისა შენისათა, ბანბრწყინუჱბად ყოველთა სათნო-იჩინე:
არსებითა საღმრთოჲთა, ერთ-ბუნებად მნათობო, სამ-გუამოვანო მზეო განანათლენ გულნი მორწმუნეთანი, რომელნი წადიერად, გადიდებენ და ფრთოვანჰყუჱნ სიყუარულითა:
შენ თანა დაემკჳდრა ქალწულო ჭეშმარიტად, მაცხოვარი უ҃ი…
ღი҃ს-მშობლისა.
შენ თანა დაემკჳდრა ქალწულო ჭეშმარიტად, მაცხოვარი უ҃ი, და ერთი სამ-ბრწყინუალე ბუნებაჲ, ღუთაებისა ასწავა, კაცთა თაყუანის-ცემად ქე҃მან ღთ҃მან:
მამაო და ძეო, და თანა არსო სულო…
წარდგომა. ჴმა ვ. სრულ-ჰყავ რა ცხოვრება.
მამაო და ძეო, და თანა არსო სულო წმიდაო, მოიხილე ჩუჱნ ზედა რომელნი სარწმუნოებით თაყუანის-გცემთ, და ვადიდებთ სიმტკიცესა შენსა მოწყალეო, ცეცხლის-ფერთა თანა მიწიერნი ესე, რამეთუ არავინ გჳვის თჳნიერ შენსა, რომელმან უწოდე მაქებელთა შენთა, რამეთუ მე ვარ თქუჱნ თანა, და არავინ-არს თჳნიერ ჩემსა:
მოიხილე ჩუჱნ ზედა ყოვლად საგალობელო ღი҃ს-მშობელო და…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
მოიხილე ჩუჱნ ზედა ყოვლად საგალობელო ღი҃ს-მშობელო და აღმოუბრწყინუჱ განათლებაჲ გულთა დაბნელებულთა, და ცისკროვან-ჰყავ სამწყსოჲ შენი, რამეთუ რაოდენიცა გენებოს შემძლებელ-ხარ, ვითარცა დედა შემოქმედისა შენისა, და ჴმა-უყავ მუჱდრებელთა შენთა, მე ვარ თქუჱნ თანა, და ვერჳნ შემძლებელ-არს ვნებად თქუჱნდა:
ახოვანი გონება მომმადლე მე სამ-ბრწყინუალეო გუამოვნებითა, ერთ…
გალობა ზ. სძლისპირი. ყრმათა მათ წმიდათა.
ახოვანი გონება მომმადლე მე სამ-ბრწყინუალეო გუამოვნებითა, ერთ ღუთაებაო, დაცუად საღმრთოთა მცნებათა შენთა, და მარადის გალობად შენდა კურთხეულ-ხარ შენ, უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:
ერთ-ღუთაებაო წმიდაო, რომელი ეგე ერთითა ბუნებითა იდიდები, გამოუთქმელად, ხოლო პირებითა სამ-რიცხუნო, დაგჳფარენ ჩუჱნ ყოველნი მრავალ-ფერთა განსაცდელთაგან, და ჭირთა და მწუხარებათა:
თანა სწორად, და თანა დაუსაბამოდ ერთ-არსებით გადიდებთ შენ ერთსა ღთ҃სა, გუამოვნებითა, და თჳთებითა შეურევნელად, ხოლო ღუთაებითა და ბუნებითა შეერთებულსა მარტივსა და უცუალებელსა:
ღთ҃მან უზესთაესმან, ყოველთა არსებათამან არსება კაცთა მიიღო…
ღი҃ს-მშობლისა.
ღთ҃მან უზესთაესმან, ყოველთა არსებათამან არსება კაცთა მიიღო შენგან, კაცთ-მოყუარებით, ყოვლად წმიდაო ღი҃ს-მშობელო, და კაცთა ასწავა გალობად კურთხეულ-ხარ შენ, უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:
აურაცხელთა ბრალთა, შენდობაჲ მომმადლე, და მრავალ-ფერთა ვნებათაგან…
გალობა ჱ. სძლისპირი. საჴუმილი სამთა.
აურაცხელთა ბრალთა, შენდობაჲ მომმადლე, და მრავალ-ფერთა ვნებათაგან გამომიჴსენ, სამებაო სამ-გუამოვნებაო და ერთ-ღუთაებაო, რათა შიშით, და მჴურუალედ გადიდებდე შენ:
რომელი ეგე მნებებელი-ხარ წყალობისა, ვითარცა ღთ҃მან მოწყალემან შემიწყალენ სამ-ნათელო სამებაო, ერთ-არსებაო, სახიერო, ქებით მგალობელნი შენნი:
ნათლისაგან სამარადისოსა ნათელსა, სამარადისოსა მამისაგან შობილსა, ძესა სულისა თანა გამოსრულისა ნათლისა, ვაკურთხევდეთ, სარწმუნოებით უკუნისამდე:
მკურნალი კაცთა ნათესავისა ჰშევ სძალო, ყოვლად ძლიერი…
ღი҃ს-მშობლისა.
მკურნალი კაცთა ნათესავისა ჰშევ სძალო, ყოვლად ძლიერი სიტყუა ქე҃ უ҃ი, რომელმან მამულისა მისგან წყლულებისა, განგუკურნა ჩუჱნ, და მისთანა გაკურთხევთ მარადის:
ხილუად დიდებისა შენისა მაღლისა მეუფეო, ხერუვიმნი ვერ…
გალობა თ. სძლისპირი. ღი҃სა ხილუა.
ხილუად დიდებისა შენისა მაღლისა მეუფეო, ხერუვიმნი ვერ შემძლებელ-არიან, არამედ ძრწოლით ფრთითა დაიფარჳან, და დაუდუმებელად, სამ-წმიდა, არსობით, გალობასა შეჰსწირუჱნ შენდა სამებისა ღი҃სა:
მზეო დაუვალო მცხინუარებანი შენნი ელუარენი, გულსა მონათა შენთასა მოჰმადლენ, და განგჳნათლენ სულნი და გჳჴსნენ ბრალთაგან, მხოლოო მოწყალეო სამებაო ღო҃, და ცხოველსა მას ცხოვრებასა ღირს-მიჩინენ:
რომელი ეგე მხოლო სამ-ბრწყინუალე ღუთაება ხარ, სამებაო დაუსაბამოო, განგუანათლენ სარწმუნოებით მგალობელნი, და დაჰჴსენ წყუდიადისა, ბნელისა საქმენი, და ნათელთა მათ სამკჳდრებელთა შენთა ღირს-მიჩინენ:
სიბრძნით დაჰბადა პირუჱლ ძემან შენმან კაცი ქალწულო…
ღი҃ს-მშობლისა.
სიბრძნით დაჰბადა პირუჱლ ძემან შენმან კაცი ქალწულო, და განიხრწნა რა კუალად განაახლა, შენ მიერ ყოვლად საგალობელო სძალო, და ნათლითა საღმრთოჲთა, ყოველნი აღავსნა, რომელნიცა სარწმუნოებით ღი҃ს-მშობლად გხადიან:
საფლავისა აღებასა და ჯოჯოხეთისა გოდებასა, მარიამ ღაღადებდა…
კჳრიაკესა ცისკრად შემდგომად ა. სტიხოლოღიისა, წარდგომანი აღდგომისანი, ჴმა ვ.
საფლავისა აღებასა და ჯოჯოხეთისა გოდებასა, მარიამ ღაღადებდა დამალულთა მოციქულთა მიმართ, გამოვედით მუშაკნო ვენაჴისანო, და ჰქადაგეთ სიტყუა აღდგომისა ვითარმედ აღდგა უ҃ი, და მოანიჭა სოფელსა დიდი-წყალობა:
უ҃ო წინაშე საფლავსა შენსა მდგომარე მარიამ მაგდალენელი…
აღსდეგ უ҃ო ღო҃ ჩუჱნო, ამაღლდინ ჴელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად.
უ҃ო წინაშე საფლავსა შენსა მდგომარე მარიამ მაგდალენელი, მემტილედ გგონებდა შენ, და ტირილით გეტყოდა, სადა დასდევ საუკუნო ცხოვრებაჲ, სადა დამალე ხერუვიმთა ზედა მჯდომარე, რამეთუ რომელნი იგი ჰსცჳდეს შიშისაგან იქმნეს ვითარცა მკუდარნი, ანუ უ҃ი ჩემი მომეცით, ანუ ჩემთანა ჴმა-ჰყავთ, რომელი მკუდართა თანა შეირაცხე, და მკუდარნი აღადგინენ უ҃ო დიდება შენდა:
ღი҃ს-მშობელო ყოვლად საგალობელო, წინასწარ მოასწავა გედეონ მიდგომილებაჲ…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
ღი҃ს-მშობელო ყოვლად საგალობელო, წინასწარ მოასწავა გედეონ მიდგომილებაჲ შენი, და დავით ქადაგა შობაჲ შენი, რამეთუ გარდამოჰხდა ვითარცა წჳმა საწუმისსა შენსა, და აღმოაცენე უთესლოდ ქუჱყანამან წმიდამან, მაცხოვარ სოფლისა ქე҃ ღი҃ ჩუჱნი, მიმადლებულო ყოვლად წმიდაო:
ცხოვრება საფლავსა შინა მდებარე იყო, და ბეჭედნი…
შემდგომად ბ. სტიხოლოღიისა, წარდგომანი აღდგომისანი. ჴმა ვ.
ცხოვრება საფლავსა შინა მდებარე იყო, და ბეჭედნი ლოდსა ზედა დაგებულ-იყუნეს, ვითარცა მეუფესა მძინარესა მჴედარნი სცჳდეს ქე҃სა, დამთრგუნუჱლსა მტერთა თჳსთასა აღდგომილსა უ҃სა:
წინათუჱ მოასწავა იონა საფლავი შენი, და თქუა…
აღგიარო შენ უ҃ო ყოვლითა გულითა ჩემითა და მიუთხრა მე ყოველი საკჳრუჱლებაჲ შენი
წინათუჱ მოასწავა იონა საფლავი შენი, და თქუა სიმეონ საღმრთოჲ აღდგომაჲ უკუდაო უ҃ო რამეთუ შთაჰჴედ ვითარცა მკუდარი საფლავსა შინა, და დაარღჳენ ბჭრენი ჯოჯოხეთისანი, ხოლო აღსდეგ თჳნიერ ხრწნილებისა ვითარცა მეუფე, ცხოვრებად სოფლისა ქე҃ ღო҃ ჩუჱნო, განმანათლებელი ბნელისა შინათა:
ღი҃ს-მშობლელო ქალწულო მეოხ-გუჱყავ, წინავე ძისა შენისა და…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
ღი҃ს-მშობლელო ქალწულო მეოხ-გუჱყავ, წინავე ძისა შენისა და ღი҃სა ჩუჱნისა, რამეთუ რომელი ნებსით თჳსით ჯუარსა დაემჰსჭუალა, და აღდგა მკუდრეთით ქე҃ ღი҃ ჩუჱნი ცხოვრებისათჳს სულთა ჩუჱნთასა:
ნებსით სიკუდილითა შენითა ცხოველს მყოფელითა, ბჭენი ჯოჯოხეთისანი…
შემდგომად ნეტარ-არიანისა. იპაკო, ჴმა ვ.
ნებსით სიკუდილითა შენითა ცხოველს მყოფელითა, ბჭენი ჯოჯოხეთისანი შემუსრენ ქე҃ ღო҃, და კარი სამოთხისა განგჳღე ჩუჱნ, და აღდგომითა შენითა იჴსენ, ხრწნილებისაგან ცხოვრებაჲ ჩუჱნი:
ზეცად მიმართ თუალთა, ჩემთა აღჳხილავ, შენდამი მჴსნელო…
აღსავალნი. ანტიფონი ა. ჴმა ვ.
ზეცად მიმართ თუალთა, ჩემთა აღჳხილავ, შენდამი მჴსნელო შემიწყალე რათა შენ მიერ ცხოვნებული, შენდა ქებასა და მადლობასა შევსწირჳდე სახიერ:
შემიწყალე მჴსნელო, შეურაცხნი ესე, და უღირსნი მონანი შენნი, და მოგუჱც სინანული, და მყუჱნ ჩუჱნ ჭურ-პატიოსან დიდებისა შენისა სიტყუაო:
სული წმიდა არს მიზეზ, ყოვლისა ცხოველობისა, და…
დიდება, აწდა.
სული წმიდა არს მიზეზ, ყოვლისა ცხოველობისა, და რომლისა ზედა ესე, ღირსებით მოვიდეს, მსწრაფლ აღამაღლებს, ქუჱყანით და ფრთოვან-ჰყოფს, და შერთავს ზეცისათა და ელუარე-ჰყოფს:
არა თუმცა უ҃ი იყო, ჩუჱნ თანა არამცა…
ანტიფონი ბ.
არა თუმცა უ҃ი იყო, ჩუჱნ თანა არამცა ვინ ჩუჱნგანი შემძლებელ-იყო მტერისა, ბრძოლათა თავს-დებად რამეთუ რომელნი იგი, მძლე-ექმნებიან მის მიერ მოეცემის ძალი:
კბილთა მათთა მიერ ბოოტთა, ნუმცა შეიპყრობის სული ჩემი ვითარცა სირი სიტყუაო ღი҃საო, ჵ მე ვითარ განუერე მტერისაგან, ცოდჳს-მოყუარე ესე და საწყალობელი:
სულისა მიერ წმიდისა, მიეცემის ყოველთა განმღრთობა სათნოყოფა…
დიდება, აწდა.
სულისა მიერ წმიდისა, მიეცემის ყოველთა განმღრთობა სათნოყოფა და წარმატება, და მშჳდობა და კურთხევა რამეთუ სწორად, თანა მოქმედ არს მამისა და სიტყჳსა:
რომელნი უ҃სა ესუჱნ, მტერთა მიმართ, საზარელ-არიან და…
ანტიფონი გ.
რომელნი უ҃სა ესუჱნ, მტერთა მიმართ, საზარელ-არიან და ყოველთა, მიერ განსაკჳრუჱბელ, რამეთუ ღი҃სა მიმართ ხედუჱნ, და მისა მიმართ აქუსთ სასოებაჲ:
ნაწილი მართალთა, უღმრთოებად ჴელთა, მათთა არა განმარტებს მაცხოვარ, რამეთუ შენ-ხარ შემწე, მათი სახიერ სასოება, და ჴელის აღმპყრობელი:
სულისა წმიდისა, სიმტკიცე და ძალი, რომელსა ზეცისა…
დიდება, აწდა.
სულისა წმიდისა, სიმტკიცე და ძალი, რომელსა ზეცისა წესთ-მთავრობანი, თაყუანის-ცემენ ძრწოლით, მკჳდრთა თანა ქუჱყანისათა, და ყოვლისა სულისა:
აღადგინე ძალი შენი, და მოვედ ცხოვრებად შენდა
წარდგომა. ჴმა ვ.
აღადგინე ძალი შენი, და მოვედ ცხოვრებად შენდა.
რომელი ჰმწყსი ისრაილსა მოიხილე
მუჴლი.
რომელი ჰმწყსი ისრაილსა მოიხილე.
უკულეველად, ზღუა წიაღულო ისრაილმან, ვითარ ვრცელი ქუჱყანა…
ყოველი სული. სახარება საცისკრო ჴმისა, აღდგომა ქე҃სი. და სხუანი. კანონი აღდგომისა. გალობა ა. ჴმა ვ. სძლისპირი.
უკულეველად, ზღუა წიაღულო ისრაილმან, ვითარ ვრცელი ქუჱყანა, და მდევარი ფარაო, იხილა დანთქმული უფსკრულთაგან, და ძლევისა გალობასა ღთ҃სა გიგალობდა:
განრაიპყრენ, ჴელნი თჳსნი ჯუარსა ზედა, იესო სახიერო…
ტროპარნი.
განრაიპყრენ, ჴელნი თჳსნი ჯუარსა ზედა, იესო სახიერო, და მამისა შეჰსწირე ბუნებაჲ ჩუჱნი უბიწო, და ჭეშმარიტად მიზიარენ ღუთაებასა შენსა:
უბრძანე რა, სიკუდილსა შეძრწუნებით, ვითარ მონა მოვიდა, ყოველთა ცხოვრებაო, და მით მოგუმადლე ჩუჱნ ცხოვრებაჲ, საუკუნოჲ ღირსად ყოველნი გადიდებთ:
იტჳრთე შემოქმედი, რომელმან ინება უთესლოდ მუცლისა შენისაგან…
ღი҃ს-მშობლისა.
იტჳრთე შემოქმედი, რომელმან ინება უთესლოდ მუცლისა შენისაგან შობაჲ, უაღრეს ბუნებათა წმიდაო დედოფალო, და აწ შენ ხარ ჭეშმარიტად შემწე და სასო ჩუჱნი, რომელნი ღი҃ს-მშობლად და მარადის ქალწულად გხადით შენ:
სამსჯავროსა პილატესსა დადგების ნებსით მსაჯული იგი მართალი…
სხუა კანონი ჯუარ-აღდგომისა, ჴმა იგივე. გალობა ა. სძლისპირი. რომელმან დაჰფარა.
სამსჯავროსა პილატესსა დადგების ნებსით მსაჯული იგი მართალი, და უსჯულოსა მიმართ მჰსჯავრისა ვითარცა დასჯილი და ჴელითა უმსჯავროდ პირსა იცემების ღი҃, რომლისაგან ჰძრწიან ზეცისა და ქუჱყანისანი:
განირთხ მაცხოვარ საღმრთონი ნებნი, შენნი ყოვლად წმიდასა და ცხოვრება-შემოსილსა ჯუარსა შენა ზედა, და შეჰკრიბენ წარმართნი ცნობად შენდა მეუფეო, თაყუანის-მცემელნი უ҃ო დიდებულისა ჯუარცმისა შენისა:
მდგომერე იყო წყაროთა ცრემლთათა გარდამომტევებელი, ყოვლად უბიწო…
ღი҃ს-მშობლისა.
მდგომერე იყო წყაროთა ცრემლთათა გარდამომტევებელი, ყოვლად უბიწო წინაშე ჯუარისა შენისა მაცხოვარ, გუჱრდისაგან შენისა სისხლთა ცუართათა მხედუჱლი ქე҃, და შენისა უზომოჲსა წყალობისა მადიდებელი:
დედაო ღი҃საო უშურუჱლი მომეც მე მადლი
სხუა, კანონი ყოვლად წმიდისა ღი҃ს-მშობლისა. რომლისა კიდურ-წერილობა.
დედაო ღი҃საო უშურუჱლი მომეც მე მადლი:
ხისა მისგან, ურჩებითა მორაიღო, წყევაჲ მოგუატყუა ევა…
ჴმა იგივე. სძლისპირი. ოჳკულეველად.
ხისა მისგან, ურჩებითა მორაიღო, წყევაჲ მოგუატყუა ევა, ხოლო შენ უბიწოო, დაჰჴსენ იგი ჰშევ რა უ҃ი, მომცემელი კურთხევისა და ცხოვრებისა:
რომელმან ჰშევ მარგარიტი საღმრთოსა მის, ელჳსა ქე҃ ღი҃, ბრალთა ჩემთა არმური, და ცოდუათა ჩემთა წყუდიადი, განაბნიე ნათლითა ბრწყინუალებისა შენისათა:
გონებისა, თუალითა წინასწარუჱ, განიცადა იაკობ, მოლოდებაჲ წარმართთა, შენგან განკაცებული უსძლოო, ღი҃ს-მშობელო ქალწულო და ქადაგა ბრწყინუალედ:
ტომისაგან, იუდასსა მოკლებასა, მთავართასა ძე შენი, გამოვიდა ქალწულო, წინა-მძღურად ყოვლისა ქუჱყანისა, და დაიპყრა ყოველი სოფელი და მეუფებს:
არა ვინ-არს წმიდა შენებრ, უ҃ო ღო҃ ჩუჱნო…
გალობა გ. სძლისპირი.
არა ვინ-არს წმიდა შენებრ, უ҃ო ღო҃ ჩუჱნო, რომელმან აღამაღლე დღეს, რქა ქრისტიანეთა, დამამტკიცენ ჩუჱნ ერთობით კლდესა ზედა სარწმუნოებისასა:
დაბადებულთა გიხილეს, დამბადებელი მათი, ძელისა ჯუარსა ზედა…
ტროპარნი.
დაბადებულთა გიხილეს, დამბადებელი მათი, ძელისა ჯუარსა ზედა, ჴორცითა დამსჭუალული, შიშისაგან დაიჴსნნეს, ხოლო მკლავმან შენმან განაძლიერნა:
სიკუდილი წარმოსტყუჱნე შენ, სიკუდილითა შენითა, ცხოვრების-მომცემელო, და მოაკუდინე მძლავრი, ღუთაებისა ძალითა, და აღსდეგ შენ მკუდრეთით და მაცხოვნენ ჩუჱნ:
საღმრთო შობა შენი წმიდაო ქალწულო ყოველსა ბუნებასა…
ღი҃ს-მშობლისა.
საღმრთო შობა შენი წმიდაო ქალწულო ყოველსა ბუნებასა აღემატა საკჳრუჱლებით, რამეთუ ღი҃ ჰშევ უაღრეს ბუნებათა რომელი დაემკჳდრა წმიდასა მუცელსა შენსა, და აწ შემდგომად შობისა ქალწულად წმიდად დაგიცუა შენ:
საფლავსა შინა სამ-დღე მყოფმან, აღადგინენ საღმრთოჲთა აღდგომითა…
სხუა. სძლისპირი. შენ დამკიდებელი წყალთა.
საფლავსა შინა სამ-დღე მყოფმან, აღადგინენ საღმრთოჲთა აღდგომითა შენითა მკუდარნი საუკუნითგანნი, და დასჯისაგან ჰჴსნილნი იხარებდეს ბრწყინუალედ და ჰჴმობდეს, აჰა მჴსნელი ჩუჱნი მოვიდა უ҃ი:
დიდება აღდგომასა შენსა მაცხოვარო ჩუჱნო, რამეთუ ჩუჱნ ჯოჯოხეთისაგან ხრწნისა და სიკუდილისა, გჳჴსნენ ვითარცა ყოვლად ძლიერმან, და მგალობელნი ვიტყჳთ, არა ვინ არს წმიდა თჳნიერ შენსა კაცთ-მოყუარე:
იხილე რა შენგან შობილი მოწყლული ლახურისა მიერ…
ღი҃ს-მშობლისა.
იხილე რა შენგან შობილი მოწყლული ლახურისა მიერ, მოიწყლუოდი გულითა ყოვლად წმიდაო ყოვლად უბიწოო, და იტყოდი განცჳფრებული, რაჲმე, მოგაგო შენ ესე შჳლო ერმან ყოვლად უსჯულომან:
ჴორცნი ესე ჩემნი ხრწნილნი, ღი҃ს-მშობელო ქალწულო, უთესლოდ…
სხუა. სძლისპირი. არა ვინ არს.
ჴორცნი ესე ჩემნი ხრწნილნი, ღი҃ს-მშობელო ქალწულო, უთესლოდ მიიხუნა ღთ҃მან, საშოსა შენისაგან, და უხრწნელება შეჰმოსა, და საუკუნოდ განიკუთნა იგი:
ღთ҃სა ჴორც-შესხმულსა შენგან, ჰხედჳდეს რა ქალწულო, ანგელოსთა მჴედრობანი, განკჳრუჱბულ-იქმნეს და ვითარცა ღი҃სა დედასა, გალობითა საღმრთოჲთა გადიდებდეს:
მთად საცნაურად გიხილა, დანიილ და განჰკჳრდა, რომელსა გამოეკუჱთა, ლოდი უჴელოდ ქე҃, ღი҃ს-მშობელო და შემუსრნა, ძლიერებით ბომონნი ეშმათანი:
ქე҃ ღი҃ ჩემი, უ҃ი ძალ ჩემდა, ჴმითა…
გალობა დ. სძლისპირი.
ქე҃ ღი҃ ჩემი, უ҃ი ძალ ჩემდა, ჴმითა მაღლითა იტყჳს ეკკლესიაჲ, და ნებისაებრ ღი҃სა, იხარებს სარწმუნოებით, საღმრთოთა მით სიხარულითა:
ქე҃ ხისა მიერ, დავეცენით პირუჱლ, ხოლო დარაენერგა…
ტროპარნი.
ქე҃ ხისა მიერ, დავეცენით პირუჱლ, ხოლო დარაენერგა ჯუარი შენი, და გუჱრდისა შენისა, მდინარეთაგან მოირწყო, და ცხოვრება აღაყუავილა:
ვერღარა მეტყჳს, გუჱლი განღმრთობასა, რამეთუ ზაკჳთ ქადებული მისი, ქე҃მან აღმისრულა, და ღუთაება შემმოსა მე, რაჟამს აღდგა საფლავისაგან:
ვითარ ჭეშმარიტად გამოუთქმელ და მიუწთომელ, და ღი҃უშუჱნიერ-არს…
ღი҃ს-მშობლისა.
ვითარ ჭეშმარიტად გამოუთქმელ და მიუწთომელ, და ღი҃უშუჱნიერ-არს შობა შენი ყოვლად წმიდაო, რამეთუ ზეცისანი ქუჱყანისათა თანა შეაერთენ, მარადის ქალწულო დიდებულო:
პატიოსანსა ჯუარსა შენსა პატივს-ვჰსცემდეთ, ქე҃, და სამჰსჭუალთა…
სხუა. სძლისპირი. ჯუარსა ზედა რა.
პატიოსანსა ჯუარსა შენსა პატივს-ვჰსცემდეთ, ქე҃, და სამჰსჭუალთა და წმიდასა ლახუარსა, და ლელწამსა და გჳრგჳნსა ეკალთა მიერ, რომლითა ჯოჯოხეთისა და ხრწნილებისაგან ვიჴსნენით:
რომელი ჩუჱნთჳს ნებსით მკუდრად გამოჰსჩნდი მაცხოვარ, შეგიწყნარა საფლავმან დაღათუ, გარნა ვერ უძლო დაპყრობად სიტყუაო, რამეთუ ვითარცა ღი҃ აღსდეგ ცხოვრებად ნათესავისა ჩუჱნისა:
ღი҃ს-მშობელო მარადის ქალწულო, რომელმან უშევ კაცთა მაცხოვარი…
ღი҃ს-მშობლისა.
ღი҃ს-მშობელო მარადის ქალწულო, რომელმან უშევ კაცთა მაცხოვარი ქე҃, განსაცდელთაგან და სატანჯუჱლთა გჳჴსნენ ჩუჱნ, სარწმუნოებით მოლტოლჳლნი საღმრთოსა მიმართ საფარუჱლისა შენისა:
გიგალობთ ქალწულო, ყოვლად უბიწოო, შენ მიერ ცხოვნებულნი…
სხუა. სძლისპირი. ქე҃ ღი҃ ჩემი.
გიგალობთ ქალწულო, ყოვლად უბიწოო, შენ მიერ ცხოვნებულნი და შეგასხამთ, და ესრეთ გიღაღადებთ, კურთხეულ-ხარ შენ მარადის, რომელმან გჳშევ ღი҃ ჴორცითა:
ნათელი ღუთაებისა, გჳშევ სანატრელო, ბნელსა შინა სოფლისასა მავალთა, ქე҃ განკაცებული, და მგალობელთა შენთა სიხარული აღმოუცენე:
მადლი აღყუავილნა, და სჯული დადუმნა, შენ მიერ ღი҃ს-მშობელო რამეთუ ჰშევ, მომცემელი მადლისა, და ჴელმწიფებით მფლობელი ძუჱლისა და ახლისა სჯულისა:
მომკლა უბადრუკი, ხისა მის ჭამამან, ხოლო ქე҃მან ხემან ცხოვრებისამან, შენგან შობილმან მიჴსნა, და სამოთხისა მის ფუფუნებისა მკჳდრად გამომაჩინა:
ნათლითა შენითა საღმრთოთა, დიდებულო სულნი რომელთა აღიმსთუჱს…
გალობა ე. სძლისპირი.
ნათლითა შენითა საღმრთოთა, დიდებულო სულნი რომელთა აღიმსთუჱს შენდამი სიხარულით, განანათლენ რათა გიცნან შენ ღი҃ მხოლო, განმათავისუფლებელი ცოდუათა მათთაგან:
ხერუვიმმან მოტყინარემან, და მახჳლმან იქცევისმან გიხილეს რა…
ტროპარნი.
ხერუვიმმან მოტყინარემან, და მახჳლმან იქცევისმან გიხილეს რა შენ სიტყუაჲ მამისა, ჯუარსა ზედა დამსჭუალული ძჳრის-მოქმედთა შორის შიშით გზა-სცეს ავაზაკსა სამოთხედ შესულასა:
არღარა მეშინის დაცემად, ქუჱყანასა ზედა უ҃ო რამეთუ აღმადგინე ქუჱყანით, დავიწყებული ჯოჯოხეთს შინა მომწყდარი, და უხრწნელად გარდამსცუალე აღდგომითა შენითა:
გულს-მოდგინედ გევედრებით შენ ქალწულო, და სოფლისა სიხარულსა…
ღი҃ს-მშობლისა.
გულს-მოდგინედ გევედრებით შენ ქალწულო, და სოფლისა სიხარულსა და სახიერსა აღგიარებთ, რამეთუ შენ-ხარ შუამდგომელი ჩუჱნი, და საძლეველად გიცნობთ შენ ჭეშმარიტად ღი҃ს-მშობელო:
ჭამითა ხისათა ცთომილსა ედემს შინა უბრკმა ხრწნილებასა…
სჴუა. სძლისპირი. განცხადება შენი ქე҃.
ჭამითა ხისათა ცთომილსა ედემს შინა უბრკმა ხრწნილებასა შინა მთავარსა მას ნათესავთასა, რომელი ურჩ-ექმნა ბრძანებასა შენსა ყოვლად სახიერო უ҃ო, არამედ იგი ჯუარითა აღიყუანე პირუჱლსავე შინა სიკეთესა:
მამისა მორჩილ-ქმნილმან მაცხოვარ, სიკუდილითა შენითა სახიერ, სიმტკიცჱ სიკუდილისა აღჴოცე, და წყაროჲ ცხოვრებისა აღმოგჳცენე ჩუჱნ, და უკუდავებაჲ მოგუანიჭე, ამისთჳს დაფლუასა შენსა და აღდგომასა თაყუანის-ვსცემთ სარწმუნოებით, რომლითა ვითარცა ღთ҃მან ყოველი სოფელი განანათლე:
ზეცათა შინა მყოფ, და ყოველთა შემოქმედი უ҃ი…
ღი҃ს-მშობლისა.
ზეცათა შინა მყოფ, და ყოველთა შემოქმედი უ҃ი, ყოვლად უბიწოსა საშოსა შინა შენსა დაემკჳდრა გამოუთქმელად, და გადიდა შენ უმაღლესი ცათა, და უწმიდესო წესთა უნივთოთა ამისთჳსცა ქუჱყანისანი გნატრით შენ:
ქალწულებითა გამობრწყინდი, და საღმრთოდ სადგურად მეუფისად გამოჰსჩნდი…
სხუა. სძლისპირი. ნათლითა შენი.
ქალწულებითა გამობრწყინდი, და საღმრთოდ სადგურად მეუფისად გამოჰსჩნდი უბიწოო, რამეთუ შენ მხოლო იქმენ დედა მჴსნელისა, და მკლავთა ზედა ჩჩჳლებრ იტჳრთე შემოქმედი:
შემოსილი სამკაულითა, ყოვლად შუჱნიერითა სულისა შენისათა სძლად ღი҃სად იწოდე, დაბეჭდული ქალწულებისა ბეჭდითა, და ნათლითა სიწმიდისათა განსუჱნებული:
გოდებდინ გუნდი მწუალებელთა, რომელნი არა აღგიარებენ შენ ჭეშმარიტად დედად მჴსნელისა, რამეთუ გამოგჳჩნდი ჩუჱნ ღრუბლად ნათლისად, განმაქარუჱბელად წყუდიადსა ცოდჳსასა:
სოფლისა ზღუა აღძრულ-არს, ღელჳთა ცოდჳსათა საშინელად დამთქამს…
გალობა ვ. სძლისპირი.
სოფლისა ზღუა აღძრულ-არს, ღელჳთა ცოდჳსათა საშინელად დამთქამს მე და მოვივლტი შენდა, ნავთ-საყუდელისა, და ესრეთ გიღაღადებ, დანთქმისაგან მიჴსენ მე მრავალ-მოწყალე:
რაჟამს ჯუარს-ეცუ მაცხოვარ, ნებსით თჳსით ჴორცითა, სამსჭულით…
ტროპარნი.
რაჟამს ჯუარს-ეცუ მაცხოვარ, ნებსით თჳსით ჴორცითა, სამსჭულით აღჴოცე წყევაჲ, პირუჱლი რომელი იყო ჩუჱნ ზედა, და ლახურითა განხეთქე, ადამის თანა-მდები და გუაცხოვნენ ჩუჱნ:
ადამ მყოფი ქუჱსკნელთა, შეწყდომილი ჯოჯოხეთს, საცთურითა პირუჱლითა, ჭეშმარიტო ღო҃ სახიერებით, ბეჭთა თჳსთა იტჳრთე, და მამასა მიჰგუარე განახლებული:
ყოვლად-წმიდაო ქალწულო, რომელმან გჳშევ ჩუჱნ კაცთა, გამომზრდელი…
ღი҃ს-მშობლისა.
ყოვლად-წმიდაო ქალწულო, რომელმან გჳშევ ჩუჱნ კაცთა, გამომზრდელი უ҃ი განსდევნე ჩემგან, ბოროტი მჴურუალებაჲ და შფოთი სულისა ჩემისა, და მოანიჭე სულსა ჩემსა მშჳდობაჲ შენი:
მკულელ-იქმნა ქე҃ს და წინასწარ-მეტყუჱლთა, სიმრავლე ებრაელთა, რამეთუ…
სხუა. სძლისპირი. დაცულ-იქმნა.
მკულელ-იქმნა ქე҃ს და წინასწარ-მეტყუჱლთა, სიმრავლე ებრაელთა, რამეთუ წინასწარ-მეტყუჱლთა ჭეშმარიტებისა საიდუმლოჲსა შარავანდედთა ოდესმე მოკლუად არა შეშინდა, ეგრეთუჱ აწცა უ҃ი რომელი მაშინ ქადაგეს მათ, შურითა მოკლეს იგი, გარნა ჩუჱნდა ცხოვრება იქმნა სიკუდილი მისი:
შეპყრობილ იქმენ უპყრობელად საფლავსა შინა მაცხოვარ, რამეთუ დაღათუ ნებსით გემო-იხილე სიკუდილისა სიტყუაო, არამედ აღსდეგ ვითარცა ღი҃ უკუდავი, და თანა აღადგინენ ჯოჯოხეთს შინა კრულნი და მწუხარებაჲ პირუჱლი დედათა შესცუალე სიხარულად:
უპატიო და მოკლებულ გამოჩნდა ჴორციელი იგი შესახედავი შენი უფროს კაცთა, ჟამსა შინა ვნებისასა, რამეთუ არსებითა ღუთაებისათა შუჱნიერ სიკეთითა გამოუჩნდი დავითს არამედ კუერთხითა სუფევისა შენისათა მტერთა ძლიერებისა შემმუსრუჱლი ძეო ჩემო და ღო҃ იტყოდა უბიწოჲ აღსდეგ საფლავისაგან:
კიდობნად და ტრაპეზად, სასანთლედ და ტაკუკად, გიწოდა…
სხუა. სძლისპირი. სოფლისა ზღუა.
კიდობნად და ტრაპეზად, სასანთლედ და ტაკუკად, გიწოდა დიდმან მოსე, და მოასწავა შენგან ჴორცთა შესხმა, მაღლისა დედოფალო, დედაო და ქალწულო ყოვლად წმიდაო:
სიკუდილი მოკლულ-იქმნა, და ხრწნილება დაიჴსნა, და წყევა ადამისი, კურთხევად შესლუათა შობილმან შენმან, რამეთუ ჰშევ ცხოვრებაჲ, მჴსნელ ხრწნილებისაგან შემსხმელთა შენთა:
გამობრწყინდა რა შენგან მადლი ღი҃სა ქალწულო, მაცხოვრად სულთა ჩუჱნთა, ზესთა ცნობისა და გნებისა, ძუჱლი სჯული დაიჴსნა, და აჩრდილნი განქარდეს ყოვლად წმიდაო:
რომელმან განმაცხოველებელითა, მკლავითა უფსკრულთაგან ჯოჯოხეთისათა, აღადგინნა მკუდარნი…
კონდაკი, ჴმა ვ.
რომელმან განმაცხოველებელითა, მკლავითა უფსკრულთაგან ჯოჯოხეთისათა, აღადგინნა მკუდარნი ქე҃მან ღთ҃მან ცხოვრების-მომცემელმან, და თავადი აღდგა საფლავით მესამესა დღესა უგალობდეთ და ვიტყოდეთ, შენ-ხარ ყოველთა მაცხოვარი, აღდგომა და ცხოვრება და სიხარული დაბადებულთა, ყოვლად ძლიერო მაცხოვარ შეგჳწყალენ ჩუჱნ:
ჯუარცმასა შენსა და დაფლუასა უგალობთ ცოვრების-მომცემელო, რომელმან…
იკოსი.
ჯუარცმასა შენსა და დაფლუასა უგალობთ ცოვრების-მომცემელო, რომელმან ჯოჯოხეთი შეჰკარ უკუდავო, ვითარცა ღთ҃მან ყოვლად ძლიერმან, და მკუდარნი აღადგინენ და ბჭენი სიკუდილისანი შეჰმუსრენ, და მძლავრება ჯოჯოხეთისა დაარღჳე. ვინაცა ნაშობნი ქუჱყანისანი წადიერებით დიდების გმეტყუჱლებთ შენ, რომელი აღსდეგ მკუდრეთით და მოჰკალ მტერი სულითა მომკულელი, და აღადგინენ ყოველნი რომელთა ჰრწმენა შენდამი, და სოფელი იჴსენ გესლისაგან გუჱლისა წარწყმედელისა, და ისართა მათ მისთაგან მაკუდინებელთა, ყოვლისა შემძლებელო უ҃ო, ამისთჳს უგალობთ მორწმუნენი აღდგომასა შენსა, რომლითა აღმადგინენ ჩუჱნ აღდგომაო და ცხოვრებაო, და სიხარულო დაბადებულთაო, ყოვლად ძლიერო მაცხოვარ შეგჳწყალენ ჩუჱნ:
ყრმათა მათ წმიდათა, საჴუმილი შეაცურია ანგელოსმან მაცხოვრისამან…
გალობა ზ. სძლისპირი.
ყრმათა მათ წმიდათა, საჴუმილი შეაცურია ანგელოსმან მაცხოვრისამან და ქალდეველნი შეწუნა ბრძანებამან ღი҃სამან, მძლავრსა ასწავეს გალობაჲ და თქუჱს კურთხეულ ხარ შენ, უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:
მწუხარე იქმნა მზე ბრწყინუალებასა მას, და ბნელი…
ტროპარნი.
მწუხარე იქმნა მზე ბრწყინუალებასა მას, და ბნელი შეიმოსა ექუს ჟამ, და იქმნა ღამე, შუასამხრის ქუჱყანასა ზედა, და მორწმუნენი ღაღადებდეს კურთხეულ ხარ შენ, უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:
ქუჱსკნელი განბრწყინდა შთასლჳთა შენითა ნათელო დაუღამებელო, და პირუჱლ ქმნილი, აღივსო მხიარულებითა, და სიხარულით ღაღადებდეს კურთხეულ ხარ შენ უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:
შენ მიერ ნათელი ბრწყინუალე აღმოუბრწყინდა, ყოველსა სოფელსა…
ღი҃ს-მშობლისა.
შენ მიერ ნათელი ბრწყინუალე აღმოუბრწყინდა, ყოველსა სოფელსა დედაო ქალწულო, რამეთუ ჰშევ შემოქმედი ღი҃ ყოველთა, რომელსა ევედრე ყოვლად უბიწოო, გარდამოვლინებად ჩუჱნ მორწმუნეთად დიდი-წყალობაჲ:
ჵ ხატი უცხო, რამეთუ რომელმან იჴსნნა მონებისაგან…
სხუა. სძლისპირი. ჵ სასწაუ.
ჵ ხატი უცხო, რამეთუ რომელმან იჴსნნა მონებისაგან ფარაოჲსა ისრაილი, ჯუარს-ეცმის ნებსით ჴსნილთაგან, და განჴსნის ჯაჭუთა ცოდუასა, რომელსა სარწმუნოებით უგალობთ, ღო҃ მჴსნელო ჩუჱნო კურთხეულ-ხარ შენ:
შენ მაცხოვარ თხემისა ადგილსა ჯუარს-გაცუჱს უღრმთოთა ყრმათა ყოვლად უსჯულოთათა, შემმუსრუჱლი ბჭეთა და მოქლონთა რუალისათა, ცხოვრებად ჩუჱნ მგალობელთა, ღო҃ მჴსნელო ჩუჱნო კურთხეულ-ხარ შენ:
ჰშევ შენ თავისუფლებაჲ ძუჱლისა ევასი, და წყევისაგან განჰჴსენ ადამი ქალწულო წმიდაო, ამისთჳს ანგელოსთა თანა უგალობთ ძესა შენსა და უღაღადებთ, ღო҃ მჴსნელო ჩუჱნო კურთხეულ-ხარ შენ:
სამნი ყრმანი საჴუმილმან არა შეწუნა სახე შობისა…
სხუა. სძლის-პირი. ყრმათა მათ.
სამნი ყრმანი საჴუმილმან არა შეწუნა სახე შობისა შენისა ქალწულო, რამეთუ საღმრთო, ცეცხლი შეუწუჱლად დაემკჳდრა, შენთანა და განანათლნა მეტყუჱლნი კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:
გნატრის შენ ყოველი ქუჱყანა ვითარცა სწინასწარ-მეტყუჱლე ღი҃ს-მშობელო, განათლებული, ელუარებითა შენ მიერითა, და მადლითა აღუსებულნი გიგალობენ, კურთხეულ-ხარ დედოფალო, სასოო განწირულთაო:
განმლეველნი შუანი განმაწონნა მე გუჱლმან, ყოვლად ბოროტმან დედოფალო, არამედ ძემან, შენმან მხოლომან შეფქუნა იგინი, და განმაძლიერა მე გალობად კურთხეულ-ხარ შენ, უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:
სალხინებელ ბუნებისა კაცთასა გამოჰსჩნდი შენ ღი҃უ-სანატრელო ქალწულო, და ბეჭთა ზედა, ხერუვიმთასა მჯდომარე, ღი҃ იტჳრთე და გალობდ კურთხეულ-ხარ შენ, უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:
საჴუმილით სამთა ყრმათა ცუარსა ასხურებდინ და წყალთაგან…
გალობა ჱ. სძლისპირი.
საჴუმილით სამთა ყრმათა ცუარსა ასხურებდინ და წყალთაგან დასწუჱნ ელიას საკუჱრთხნი, რამეთუ ნება შენი ქე҃ მსწრაფლ აღასრულეს შენ გაკურთხევთ, და აღგამაღლებთ უკუნისამდე:
ერი უსჯულო მკულელი წინასწარ-მეტყუჱლთა, გამოსჩნდა აწ მკულელად…
ტროპარნი.
ერი უსჯულო მკულელი წინასწარ-მეტყუჱლთა, გამოსჩნდა აწ მკულელად შენდა ქე҃ ღო҃, და ჯუარსა შემსჭუალეს ჴორცითა სიტყუა მამისა, შენ გაკურთხევთ, და აღგამაღლებთ უკუნისამდე:
ცისა სივრცე არა დაცალიერდა შენგან, შთარაჰჴედ ჯოჯოხეთად ღი҃ ყოველთა, და აღადგინენ დაცემულნი აღდგომითა დღეს, შენ გაკურთხევთ, და აღგამაღლებთ უკუნისამდე:
ნათლისა-მომცემელო სიტყუა ღი҃სა იტჳრთე, და გჳშევ გამოუთქმელად…
ღი҃ს-მშობლისა.
ნათლისა-მომცემელო სიტყუა ღი҃სა იტჳრთე, და გჳშევ გამოუთქმელად, რამეთუ საღმრთომან სულმან შენ ზედა განისუჱნა ქალწულო, ამისთჳსცა ყოველნი გიგალობთ შენ უკუნისამდე:
განცჳფრდა სმენაჲ ყოველი, ვითარ მაღალი ნებსით მოვიდა…
სხუა. სძლისპირი. გაკურთხევთ, განცჳფრებით.
განცჳფრდა სმენაჲ ყოველი, ვითარ მაღალი ნებსით მოვიდა ქუჱყანასა ზედა, ჯოჯოხეთისა სიმტკიცისა დაჰჴსნად ჯუარითა, და დაფლჳთა, და ყოველნი თანა აღადგინნა ჰჴმობად, ყრმანი აკურთხევდით მას, მღუდელნი უგალობდით მას, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე:
დასცხრა მძლავრებაჲ ჯოჯოხეთისა, შემცირდა სუფევა მისი, რამეთუ ქუჱყანასა ზედა ჯუარსა ამაღლებულმან ყოველთა ზედა ღთ҃მან, დაამჴუა ძლიერებაჲ მისი, რომელსა ყრმანი აკურთხევენ, მღუდელნი უგალობენ ერნი, უფროსად ამაღლებენ მას უკუნისამდე:
ეჰა გამოუთქმელსა კაცთ-მოყუარებასა და სახიერებასა შენსა ქე҃, რამეთუ მიხილე რა წარწყმედული ჯოჯოხეთისა ბნელსა შინა, ვნებანი დაითმინენ და მიჴსენ, ამისთჳს გაკურთხევთ შენ ყოველთა მეუფესა, და უფროსად აღგამაღლებთ შენ უკუნისამდე:
ოქროჲსა სამოსლითა ვითარცა დედოფალი, ძემან შენმან შეგამკო…
სჴუა. სძლისპირი. საჴუმილით სამთა.
ოქროჲსა სამოსლითა ვითარცა დედოფალი, ძემან შენმან შეგამკო მადლითა სულიერითა, და მარჯუჱნით თჳსსა დაგადგინა უხრწნელო, რომელსა გაკურთხევთ, და აღუამაღლებთ უკუნისამდე:
რომელმან წამის-ყოფით შეჰქმნა სოფელი, უხრწნელით საშოჲთ შენით ივასხნა ჴორცნი, და კუალად მეორედ განაახლნა დაბადებულნი, მას ვაკურთხევთ, და აღუამაღლებთ უკუნისამდე:
ღი҃სა კაცთა თანა შეერთებისა საუნჯედ, და ტაძრად ღი҃უ-შუჱნიერად გამოჰსჩნდი სძალო, განათლებულად ქალწულებისა ელუარებითა, შენ გაკურთხევთ, დედაო ქე҃ს მეუფისაო:
სასანთლემან ოქროსამან გამოგსახა შენ, რამეთუ შეიწყნარე საღმრთო ნათელი, რომელმან ცნობისა თჳსისა ბრწყინუალებითა, განანათლნა, ყოველნი კიდენი სოფლისანი:
ღი҃სა ხილუა შეუძლებელ-არს კაცთაგან რომელსა, გუნდნი ანგელოსთანი…
გალობა თ. სძლის-პირი.
ღი҃სა ხილუა შეუძლებელ-არს კაცთაგან რომელსა, გუნდნი ანგელოსთანი ვერ მიხედუჱნ, ქალწულო გამოუჩნდა შენ მიერ კაცთა სიტყუა ჴორციელ ქმნილი, რომელსა ვაკურთხევთ უჴორცოთა თანა, და შენ დაუცხრომელად გადიდებთ:
იყავ უვნებელ სიტყუაო ღი҃საო ღუთაებითა, ხოლო ივნე…
ტროპარნი:
იყავ უვნებელ სიტყუაო ღი҃საო ღუთაებითა, ხოლო ივნე ჴორცითა ჯუარსა ზედა, და მოსპენ ვნებანი ძეთა კაცთანი, და ავნე მავნებელსა, და შენ მხოლო ჰგიე, ყოვლად ძლიერი უვნებელად ყოველთა მეუფე:
შეიწყნარე ხრწნილებაჲ სიკუდილისა ჴორცითა მით, რომელ მიიჴუჱნ ჩუჱნგან უ҃ო, და დამარხე გუამი შენი განუხრწნელად, ხოლო ღუთაება შენი, შთაჰხდა ჯოჯოხეთად, და შეყენებულნი მას შინა განათავისუფლნა:
ღი҃სა მამასა და ღთ҃სა ძესა დაუსაბამოსა, ყოველნი…
სამებისა.
ღი҃სა მამასა და ღთ҃სა ძესა დაუსაბამოსა, ყოველნი კაცნი ბაგითა წმიდითა ვაქებდეთ, და ყოვლად პატიოსანსა სულსა, ნუგეშინის-მცემელსა ვადიდებდეთ რამეთუ ერთ-არს ყოვლად ძლიერი, სამება წმიდა განუყოფელი:
დაღათუ შთაჰხედ საფლავად ვითარცა მკუდარი, ცხოვრების-მომცემელო, არამედ…
სჴუა. სძლისპირი. ნუ მცირ მე დედაო.
დაღათუ შთაჰხედ საფლავად ვითარცა მკუდარი, ცხოვრების-მომცემელო, არამედ ჯოჯოხეთისა ძალი დაჰჴსენ ქე҃, და თანა აღადგინენ რომელნი შთაენთქნეს უწინარეს, და აღდგომაჲ მიეც ვითარცა ღთ҃-ხარ, სარწმუნოებით და სიყუარულით შენთა აღმსარებელთა:
იხარებდინ დაბადებული და ყუაოდინ ვითარცა შროშანი, რამეთუ აღდგა ქე҃, მკუდრეთით ვითარცა ღი҃, სადა არს სიკუდილო საწერტელი შენი ღაღად-ვჰყოთ, სადა არს ჯოჯოხეთო ძლევა შენი, რამეთუ დაგამჴუა შენ ქუჱყანასა შინა, აღმამაღლებელმან მან რქისა ჩუჱნისამან ვითარცა სახიერმან:
გიტჳრთავს მტჳრთუჱლი ყოველთა და გიპყრიეს ვითარცა ჩჩჳლი…
ღი҃ს-მშობლისა.
გიტჳრთავს მტჳრთუჱლი ყოველთა და გიპყრიეს ვითარცა ჩჩჳლი ჴელთა ზედა, ჴელისაგან მბრძოლისა მტერისა მჴსნელი ჩუჱნი, ყოვლად უბიწოო დედოფალო, და ხედავ ძელისა ჯუარსა ზედა ამაღლებულსა, აღმამაღლებელსა ჩუჱნსა მთხრებლისაგან სიბოროტისა:
ბნელითა შეპყრობილთა აღმოუბრწყინდა ვარსკულავი, ელუარე ნათლითა ღუთაებისათა…
სხუა. სძლისპირი. ღი҃სა ხილუა.
ბნელითა შეპყრობილთა აღმოუბრწყინდა ვარსკულავი, ელუარე ნათლითა ღუთაებისათა, ქე҃ ღი҃ შენ მიერ ყოვლად უბიწოო, სიტყუა ჴორციელ-ქმნილი, რომელსა ვაკურთხევთ, უხორცოთა თანა და შენ დღეს გალობით გადიდებთ:
განუსძლიერდი მე ძალითა და მადლითა შენითა, და გალობაჲ ესე მიგიძღუანე შენ, წადიერითა გულითა და გონებითა, შეიწირე ქალწულო, და მრავალ-ნათელი, მადლი შენი მომანიჭე მე, ჵ ღი҃უ სანატრელო:
ქსელად გამოსჩნდი ღი҃უ-დაქსულად რომლისა მიერ იქსოვა, სამოსელი ჴორცთა თჳსთა სიტყუამან, და ღთ҃-ჰყო კაცებაჲ ჩემი ღი҃ს-მშობელო და რაჟამს შეიმოსა, ყოველნი აცხოვნნა, რომელნი გულითა წმიდითა ღი҃ს-მშობლად გხადიან:
მკუდართა აღდგომითა აწ მიენიჭა შობითა შენითა ღი҃ს-მშობელო ქალწულო უბიწოო, რამეთუ შენგან გამობრწყინდა ცხოვრება საუკუნო უოხჭნო, და ყოვლად მჭმუნუარე, სიკუდილისა უშუჱრებაჲ ღუთაებრ განაქარვა:
ჯუარი შენი უ҃ო, ცხოვრება არს და აღდგომა…
აქებდითსა ზედა დასდებელნი. აღდგომისანი. ჴმა ვ.
ჯუარი შენი უ҃ო, ცხოვრება არს და აღდგომა ერისა შენისა, და მისა მიმართ მოსავნი, შენ მკუდრეთით აღდგომითსა ღთ҃სა ჩუჱნსა გიგალობთ შეგჳწყალენ ჩუჱნ:
დაფლუამან შენმან მაცხოვარ, სამოთხე განუღო, ნათესავსა კაცთასა, და ხრწნილებისაგან ჴსნილნი, ღთ҃სა ჩუჱნსა გიგალობთ შეგჳწყალენ ჩუჱნ:
მამისა თანა და სულისა ქე҃სა უგალობდეთ, მკუდრეთით აღდგომილსა, და მისა მიმართ ვიტყოდეთ, შენ-ხარ ცხოვრება ჩუჱნი და აღდგომა შეგჳწყალენ ჩუჱნ:
მესამესა დღესა აღსდეგ ქე҃ საფლავით ვითარცა წერილ-არს, და შენთანა აღადგინე პირუჱლი მამა ჩუჱნი, ამისთჳს გადიდებს შენ კაცთა ნათესავი, და უგალობს აღდგომასა შენსა:
უ҃ო დიდ-არს და საშინელ, საიდუმლუჲ აღდგომისა შენისა…
აღმოსავლური.
უ҃ო დიდ-არს და საშინელ, საიდუმლუჲ აღდგომისა შენისა, რამეთუ ესრეთ გამოხუჱდ სამარით, ვითარცა რა სიძე სასძლოჲთ, სიკუდილითა დაჰჴსენ სიკუდილი, რათა განათავისუფლო ადამი, ამისთჳსცა ცათა შინა ანგელოსნი უგალობენ, და ქუჱყანასა ზედა კაცნი ადიდებენ, ჩუჱნდა მომართ ქმნილსა, მოწყალებასა შენსა კაცთ-მოყუარე:
ჵ უსჯულონო ჰურიანო, სადა არიან ბეჭედნი და ვეცხლი, რომელი მიეცით მჴედართა, არა წარპარულ-იქმნა საუნჯე, არამედ აღდგა ვითარცა ძლიერი, ხოლო თქუჱნ სირვხჳლეულ-იქმნენით, რომელთა უარ-ჰყავთ ქე҃ მეუფჱ დიდებისა, რომელმან ივნო და დაეფლა, და აღდგა მკუდრეთით, მას თაყუანისვჰცემდეთ:
ვინადგან დაბეჭდეთ სამარე, ვითარ წარიპარენით ჰურიანო, მცუჱლნი დაგედგინეს და ბეჭედნი დაგეგნეს და ბეჭედთაგან დაკრძალულთა გამოვიდა მეუფე, ანუ ვითარცა მკუდარი წარმოადგინეთ, ანუ ვითარცა ღთ҃სა თაყუანის-ეცით და ჩუჱნთანა გალობდით, დიდება ჯუარცმასა შენსა და აღდგომასა:
ცხოვრების-მომცემელსა საფლავსა შენსა, მენელსაცხებლენი დედანი გოდებით მოიწინეს უ҃ო, ნელ-საცხებელი აქუნდათ და უხრწნელთა ჴორცთა შენთა შემურუად ეძიებდეს, ხოლო ჰპოვეს ლოდსა ზედა მჯდომარე ნათლისა ანგელოსი რომელი იტყოდა მათდა მიმართ, რასა სცრემლოით და სტირთ მისთჳს, რომელმან გუჱრდისაგან აღმოუცენა სოფელსა ცხოვრებაჲ, რასა ეძიებთ ვითარცა მკუდარსა, უკუდავსა მას საფლავსა შინა, არამედ მიისწრაფეთ და უთხართ მისთა მოწაფეთა აღდგომისა მისისა დიდებულისა ყოვლისა სოფლისა სახარებაჲ, რომლისა მიერ ჩუჱნცა განუანათლენ მაცხოვარ, და მოგუანიჭე ლხინებაჲ და დიდი-წყალობაჲ:
მომიჴსენე ქე҃, მაცხოვარო ჩემო, ოდეს მოხჳდე სუფევითა…
კჳრიაკესა ლიტურღიასა ზედა. მომიჴსენენი. ჴმა ვ.
მომიჴსენე ქე҃, მაცხოვარო ჩემო, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენითა, და მაცხოვნე გევედრები, მსგავსად ავაზაკისა, ვითარცა მხოლო კაცთ-მოყუარე-ხარ:
შეცთომილი ადამ, პირუჱლ ხისა მიერ, ძელისა მიერ ჯუარისა კუალად აცხოვნე, ქე҃ ავაზაკისა, თანა რომელი გიღაღადებდა მომიხსენე მე უ҃ო:
ქუჱსკნელისა იგი, ბჭენი და მოქლონი, შეჰმუსრენ მჴსნელო და ჯოჯოხეთისა, მყოფნი აღმოიყუანენ, რომელნი ღაღადებდეს უ҃ო, დიდება აღდგომასა შენსა:
მომიხსენე მჴსნელო, რომელმან სიკუდილი წარმოსტყუჱნე და დაფლჳთა და აღდგომითა შენითა, სიხარულითა ჩუჱნ ყოველნი, აღგუავსენ ვითარცა სახიე-ხარ:
მენელსაცხებლენი, საფლავად მოვიდეს, და ანგელოსისა რა ესმათ ხარებაჲ, რომელი ღაღადებდა, ქე҃ აღდგა და განანათლა ყოველი სოფელი:
ძელსა ჯუარისასა, ზედა დამსჭუალულსა, და სოფლისა მჴსნელსა საცთურისაგან, ქე҃სა ყოველნივე, მორწმუნეთა კრებული გალობით ვდიდებდეთ:
მამასა და ძესა, დიდების-ვმეტყუჱლებთ, სულით წმიდითურთ და…
დიდება.
მამასა და ძესა, დიდების-ვმეტყუჱლებთ, სულით წმიდითურთ და უღაღადებთ ყოველნი, სამებაო, წმიდაო აცხოვნენ სულნი მონათა შენთანი:
ჟამისა აღსასრულსა, ქე҃ ღი҃ ჩემი, მუცლად-იღე გამოუთქმელად…
აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
ჟამისა აღსასრულსა, ქე҃ ღი҃ ჩემი, მუცლად-იღე გამოუთქმელად ქალწულო, და გჳშევ ჴორც-შესხმული, მისა მიმართ რომელნი გალობით ვადიდებთ:
რომელმან ჰშევ ნათელი საუკუნეთა, სული ჩემი ცოდჳთა…
გალობანი წმიდისა ღი҃ს-მშობლისანი. გალობა ა. ჴმა ვ. სძლის-პირი. უკულეველად.
რომელმან ჰშევ ნათელი საუკუნეთა, სული ჩემი ცოდჳთა, დაბნელებული ღირს-ჰყავ, განათლებად სინანულითა, რათა უგალობდე შენგან შობილსა ღი҃ს-მშობლისა:
ვითარ იგი, აცხოვნა ქე҃მან ღთ҃მან, დედაკაცი ცოდჳლი, ეგრეთუჱ ღი҃ს-მშობელო მიითუალე ვედრება ჩემი, და აღჴოცენ აურაცხელნი ცოდუანი ჩემნი:
შენ ხარ სასო, ყოველთა ღელუა-გუჱმულთა, და მონისა შენისა, ზღუდე და ნავთ-სადგური ამისთჳს გევედრები სძალო, მიჴსენ ჭირთა და ურუათაგან მოსავნი შენნი:
ჭირთა და ურუათა ჟამი მეწია მე ქალწულო…
გალობა გ. სძლისპირი. არავინ არს წმიდა.
ჭირთა და ურუათა ჟამი მეწია მე ქალწულო, და სიღრმით გულისათ ვიტყჳ მსწრაფლ მეწიე და მიჴსენ, შემთხუჱვათაგან მწარეთა, ძლიერითა შეწევნითა შენითა:
სულით და ჴორცით მოვიწყალ, უჯეროდ ცხოვრებითა, და ვნებათა ავაზაკნი დამესხნეს და მომკლეს, განჰკურნე წყლულება ჩემი, და აცხოვნე სული ჩემი ქალწულო:
სალმობითა გულისათა, გიღაღადებ ქალწულო, ნუ შეურაცხ-მყოფ არამედ, მსთუად მეწიე და მიჴსენ, უფსკრულით ცოდუათა ჩემთათ, წყალობათა შენთა ძლიერებითა:
შენ ხარ სიქადული, და მფარუჱლი ჩემი, და…
გალობა დ. სძლისპირი. ქე҃ ღი҃ ჩემი, უ҃ი.
შენ ხარ სიქადული, და მფარუჱლი ჩემი, და შენდა მომართ დამიც სასოება, ცხოვრებისა ჩემისა, შენ დაჰჴსნენ ზრახუანი, მტერთა ჩემთანი ღი҃სა დედაო:
ჭირთა და ურუათა, და ბრალთა სიმრავლე, და განსაცდელთა მძჳნუარე საჴმილი, შეაშთობს სულსა ჩემსა, ამისთჳს გევედრები, მიჴსენ მათგან ღი҃სა დედაო:
კუამლი და ალმური, და ბნელი წყუდიადი, ჭირთა და განსაცდელთა და ცოდუათა, მეწია ღი҃ს-მშობელო, და ტკივნეული სულითა, შენდა მოვივლტი მიჴსენ მე მათგან:
ვითარცა ხარ სძალო ღი҃საო უფსკრული მადლთა და…
გალობა ე. სძლისპირი. ნათლითა შენითა საღმრთო.
ვითარცა ხარ სძალო ღი҃საო უფსკრული მადლთა და მდინარე დაუწყუჱდელი სიტკბოებათა, ბოროტთა მათ ბრალთა ჩემთა და ცოდუათა, რომელნი ვქმენ წარმდებებით მომმადლე შენდობა:
ვინ შენდა მოლტოლჳლთაგანმან, შენდობა ცოდუათა მსწრაფლ არა მიიღო დედოფალო წმიდაო, რამეთუ შენ ხარ მჴსნელი შეცოდებულთა, და მაცხოვარი და მფარუჱლი ყოველთა განწირულთა:
იხილე ჭირი ჩემი სძალო, იხილე სალმობა და ტკივილი მწარე სულისა ჩემისა, და ღი҃უ-ბრწყინუალე შეწევნა შენი მოჰმადლე, და განმარინე მაჭირუჱბელთა ჩემთაგან:
შთაუნთქამ მე ვეშაპსა, ბოროტთა საქმეთასა, და სიღრმენი…
გალობა ვ. სძლისპირი. სოფლისა ზღუა აღძრული.
შთაუნთქამ მე ვეშაპსა, ბოროტთა საქმეთასა, და სიღრმენი ბრალთანი, და მოქცევნი ცოდუათანი დამფარუჱნ მიჴსენ ქე҃ მაცხოვარ, განხრწნისაგან მწარისა საუკუნოსა:
განკაცებული ღი҃, გჳშევ გამოუთქმელად, ყოვლად საგალობელო, განუშორებელად ღმრთაებისაგან, მისგან ბრალთა შენდობა, გჳთხოვე დედოფალო მონათა შენთა:
ღამე ბრალთა დამფარავს, და სიღრმე ცოდუათა დამნთქამს, გულისთქმა მოქცევი, უწყალოდ შეაშთობს სულსა ჩემსა, სასოო სოფლისაო, ქალწულო მომაქციე შიშსა ღი҃სასა:
მოვიჴსენე სიტკბოება შენი დღესა ჭირისა და გლოვისა…
გალობა ზ. სძლისპირი. ყრმათა მათ წმიდათა.
მოვიჴსენე სიტკბოება შენი დღესა ჭირისა და გლოვისა ჩემისასა, ღი҃სა დედაო, მაცხოვნე მე შეურუჱბული, სულით და ჴორცით შეწუხებული ჩუჱულებისამებრ, მოწყალებათა შენთასა:
შენ მიერ დავაცადებ ბოროტთა და ვიწყებ კეთილთა ღი҃სა დედაო და უვნებელად, განუჱრები, მდევართა ჩემთა, რამეთუ შენ ხარ შემწე შეუწევნელთა კურთხეულო, სასოო განწირულთაო:
სიმდიდრე და დიდება კაცთა და შემწე მჴურუალი შენ ხარ ღი҃სა დედაო, დაწუნებულთა, და რომელნი ცრემლით გხადიან, ჭირთა და ურუათაგან მსწრაფლ განთავისუფლდებიან შენ მიერ, კურთხეულო ღი҃სა დედაო:
აღმადგინე მწარედ სნეული ესე, ქალწულო და მრავალ-ფერთა…
გალობა ჱ. სძლისპირი. სამჴილით სამთა ყრმა.
აღმადგინე მწარედ სნეული ესე, ქალწულო და მრავალ-ფერთა სენთა მიერ მოცული, რამეთუ შენ ხარ სასო მონისა შენისა, კურთხეულო, და მაცხოვარი ადამიანთა:
სისხლი და წყალი რომელი გარდამოჴდა, გუჱრდისაგან საღმრთოსა ცხოველს-მყოფელისა, მასხურე მე ღი҃ს-მშობელო რათა ბოროტთა მათ, სალმობათა, ჩემთაგან განჳკურნო და ვცხოვნდე:
შემუსრენ მშჳლდნი და ისარნი მტერისანი, რომელი ეძიებს წარწყმედად სულსა ჩემსა, ცნედ მბრძოლთა ჩემთა შეწევნა შენი უძლეველი, ღი҃ს-მშობელო, და სირცხჳლეულნი შეჰსთხიენ ცეცხლსა:
მექმენ შემწე ჭირთა შინა და ურუათა ღი҃ს-მშობელო…
გალობა თ. სძლისპირი. ღი҃სა ხილუა შეუძლე.
მექმენ შემწე ჭირთა შინა და ურუათა ღი҃ს-მშობელო, მოწყალეო ტკბილო და სახიერო, რამეთუ შენ ხარ სასო მონისა შენისა, და მიჴსენ ყოველთაგან, მტერისა საბრჴეთა, რათა მადლობით გადიდებდე და თაყუანის-გცემდე:
შენდა მომართ დამიც სასოება მონასა შენსა, დედოფალო ტკბილო და სახიერო, ნუმცა განურდომილ-ვართ წყალობათა შენთაგან, ცოდუათა მათ ჩემთათჳს რომელნი მიქმნიან. არამედ მცევდ და მფარევდ მარადის რათა გადიდებდე:
საუკუნო გამოჴსნა ვჰპოვეთ შენ მიერ ღი҃ს-მშობელო, რომელი აქუნდა ადამს პირუჱლად, რამეთუ გჳშევ სიტყუა დაუსაბამო, რომელმან მოწყალებით, დაჰჴსნა პატიჟთა მათ, ჩემთა მწუხარენი სალმობანი ამისთჳს გადიდებთ: