გულანი
საცდელი · 1.11.3
ხმა 6 · ორშაბათი 1 / 83ყოველთა მცნობელთა წინაშე შენსა, არა მნებებელმან მოკუდინებად…

ხმა 6 · ორშაბათი

რვა ხმა

პარაკლიტონი · დაახლ. 26 წთ

ყოველთა მცნობელთა წინაშე შენსა, არა მნებებელმან მოკუდინებად…

მწუხრად დასდებელნი. მსავსნი სამეუფონი, ჴმა ვ. ყოველი სასოება.

ყოველთა მცნობელთა წინაშე შენსა, არა მნებებელმან მოკუდინებად, არამედ უფროსღა შენანებად მრავალ-მოწყალეო ქე҃ ღო҃, ჰყავ ჩემ თანა წყალობა მონისა შენისა, და მოწყალე-მექმენ მონანულსა ამას, და ცოდუათაგან რომლითა, განგარისხებ მოტევებაჲ მომეც მე თხოვად მკადრებელსა, და აჩუჱნე ჩემ ზედა უფსკრული მოწყალებათა შენთა, და უღირსი ესე მაცხოვნე ვითარცა კაცთ-მოყუარემან:

რომელსა გნებავს ცხოვრებაჲ, ყოველთა კაცთა მხოლოო კაცთ-მოყუარე, ვითარცა სახიერ-ხარ ნუ მოიჴსენებ მეუფეო საძაგელთა საქმეთა ჩემთა რომელნი ვჰქმენ, ვაჲმე რამეთუ თუალთა და ჴელთა ჩემთა ვერ ვიკადრებ აღპყრობად შენდამი, ამისთჳს შეუვრდები სულთქმით და გოდებით და შევეხები ფერჴთა შენთა და გევედრები, რათა მომცე მოტევებაჲ ცოდუათა ჩემთა:

რომელსა გნებავს ცხოვრებაჲ ყოველთა კაცთა, შეიწირე ლოცუაჲ ჩემი, და ნუ განმაგდებ მე უღირსსა პირისაგან შენისა, რომელმან უფროს ყოველთა კაცთა გცოდე სიყრმით ჩემითგან, შენ უკუჱ შეგივრდები მომდრეკელი მუჴლთა გულისა ჩემისათა და ცრემლით გიღაღადებ, მოწყალე-მექმენ და შემიწყალე, და აჩუჱნე ჩემ ზედა წყალობაჲ შენი დიდებისა უ҃ო, და მოწყალებისა მამაო, ნუ წარწყმედ მე ცოდჳლსა რომელი ესე გევედრები:

ჴმასა სახარულევანსა გუნდნი, ანგელოსთანი დაუდუმებელითა პირებითა, დაუცხრომელად…

სხუანი, დასდებელნი, უჴორცოთანი. მსგავსნი.

ჴმასა სახარულევანსა გუნდნი, ანგელოსთანი დაუდუმებელითა პირებითა, დაუცხრომელად გიგალობენ შენ ყოვლად სახიერო ღო҃ გამოუთქმელისა სიკეთისა შენისა მცხინუარედ მხედუჱლნი, და ნათლითა ელუარებისა შენისათა განათლებული, ბოროტისა მიმართ არა მიდრკებიან, არამედ უაღრესთა მათ კეთილთა საუკუნეთა მარადის ამაღლდებიან, და კადნიერად გევედრებიან ცხოვრებად სულთა ჩუჱნთათჳს:

შეზღუდე სამწყსოჲ შენი ანგელოსთა გუნდთა მიერ, რომელსა ყოველნი წესნი მათნი სიტყჳთ გიპყრიეს, დააყუდენ ბარბაროსებრნი კადნიერებანი, და მწუალებელთა ჴელოვნებანი ნებითა შენითა დაარღჳენ, რამეთუ სისხლითა შენითა მოიყიდე იგი, რომელმან აღჴოცე ცოდუაჲ და წყევაჲ სჯულისა, რომლისათჳს ჰჴსნილი გარე-მოდგომილთაგან სიბოროტეთა, მბრძნობელი მართლ-მადიდებლობით მაცხოვარ გადიდებდეს შენ:

მთავრობანი და ძალნი, და სერაფიმ ხერუბიმნი, უფლებანი, საყდარნი, მთავარ-ანგელოსნი, და ჴელმწიფებანი, ანგელოსთა თანა, სიმტკიცესა შენსა საშინელსა, ყოვლად ძლიერო ძრწოლით ადიდებენ, შუჱნიერსა დიდებასა, და გაგებულებათა შენთა, გამოუთქმელთა, თაყუანის-სცემენ, და განკჳრუჱბულნი სიბრძნეთა შენთათჳს ქე҃ მეუფეო, კადნიერად მეოხ არიან, ცხოვრებად სულთა ჩუჱნთა:

მსგავსად სიბოროტისა თჳსისა მიბრკუმა, და დამიმონა მაცთურმან…

დიდება, აწდა ღი҃ს-მშობლისა.

მსგავსად სიბოროტისა თჳსისა მიბრკუმა, და დამიმონა მაცთურმან, ბოროტმან, ღი҃სა სძალო, ყოვლად საკჳრუჱლისა მოწყალებისა, და მჴურუალისა შეწევნისა შენისა მიმართ მოვივლტი უბადრუკი, ყოვლად წმიდაო დაჰჴსნენ საკრუჱლნი განსაცდელისა და მწუხარებისა ჩუჱნისანი და მიჴსენ მე ყოვლად უბიწოო ეშმაკთა საბრხისაგან, რათა სურჳლით გადიდებდე და გიგალობდე, და თაყუანის-გცემდე შენ დიდებულო დედოფალო:

სინანული არა მაქუს მე, და კუალად არცა…

სტიქარონსა ზედა, დასდებელნი. სინანულისანი. ჴმა ვ.

სინანული არა მაქუს მე, და კუალად არცა ცრემლი, ამისთჳსცა გევედრები მაცხოვარ, პირუჱლ სიკუდილისა მოქცევად, და მოცემად სინანული, რათა განუჱრე სატანჯუჱლთაგან:

საშინელსა მოსლუასა შენსა ქე҃ მაცხოვარ, ნუმცა გუჱსმის სადამე არა გიცნი თქუჱნ შენდა დამდებელთა სასოებისა ჩუჱნისათა, რამეთუ არა დავიმარხენით დაღათუ ბრძანებანი შენნი უმკაცრებისა მიერ ჩუჱნისა, არამედ ჰრიდე სულთა ჩუჱნთა გევედრებით:

მოწამეთა შენთა უ҃ო არა უარ-გყუჱს შენ, და…

მოწამეთა.

მოწამეთა შენთა უ҃ო არა უარ-გყუჱს შენ, და არცა განეშორნეს მცნებათა შენთა, მათითა ოხითა შეგჳწყალე ჩუჱნ:

მთავარ-ანგელოსისა ჴმასა უღაღადებდეთ მორწმუნეთა ერნო, ზეცისა ტაძარსა…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

მთავარ-ანგელოსისა ჴმასა უღაღადებდეთ მორწმუნეთა ერნო, ზეცისა ტაძარსა და ბჭესა დაბეჭდულსა ჭეშმარიტად, გიხაროდენ რომლისა მიერ აღმოგჳცენდა ჩუჱნ მაცხოვარი ყოველთა, ქე҃ ღი҃ ცხოვრების მომცემელი, დაამჴუჱნ მძლავრნი დედოფალო, უღმრთონი მტერნი ჩუჱნნი, მკლავითა შენითა უჴრწნელო, ქუჱყანისა ნაშობთა სასოო:

უჴორცოთა პირებითა, და დაუცხრომელითა დიდების-მეტყუჱლებითა, ექუს ექუს…

ორშაბათსა ცისკრად, შემდგომად ალლილუიისა. გალობა სამებისა. ჴმა ვ.

უჴორცოთა პირებითა, და დაუცხრომელითა დიდების-მეტყუჱლებითა, ექუს ექუს ფრთენი გიგალობენ შენ, სამგზის-წმიდასა გალობასა ღო҃ ჩუჱნო და ჩუჱნ ქუჱყანისანი უღირსითა ბაგითა ქებასა შენდა შევჰსწირავთ, წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, შენ ღო҃ ჩუჱნო, ღი҃ს-მშობელისა მიერ შეგჳწყალენ ჩუჱნ:

წინაშე შენსა შიშით მდგომარენი ხერუვიმნი, და განკჳრუჱბით…

დიდება.

წინაშე შენსა შიშით მდგომარენი ხერუვიმნი, და განკჳრუჱბით და ძრწოლით სერაფიმნი, სამ-გზის წმიდასა გალობასა შენდა შეჰსწირუჱნ დაუდუმებელითა ჴმითა, რომელთა თანა ჩუჱნცა ცოდჳლნი გიღაღადებთ და ვიტყჳთ, წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, წმდა-ხარ, შენ ღო҃ ჩუჱნო, ღი҃ს-მშობელისა მიერ შგჳწყალე ჩუჱნ:

სამებასა ერთ-ღუთაებასა შეურევნელად შეერთებითა, ერთ-არსებასა გადიდებთ, და…

აწდა.

სამებასა ერთ-ღუთაებასა შეურევნელად შეერთებითა, ერთ-არსებასა გადიდებთ, და ანგელოსთა გალობასა გიღაღადებთ შენ, წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, შენ ღო҃ ჩუჱნო, ღი҃ს-მშობელისა მიერ შეგჳწყალენ ჩუჱნ:

გულის-ჴმა-ვჰყოფ დღესა მას საშინელსა სასჯელისასა, და ვიგლოვ…

ორშაბათსა ცისკრად, შემდგომად ა. სტიხოლოღიისა, წარდგომანი სინანულისანი. ჴმა ვ.

გულის-ჴმა-ვჰყოფ დღესა მას საშინელსა სასჯელისასა, და ვიგლოვ მე საქმეთა ჩემთათჳს ბოროტთა რამე მიუგო უკუდავსა მას მეუფესა, ანუ ვითარითა კადნიერებითა მივხედნე მსაჯულსა მას, მე უძღებმან ამან, მოწყალეო მამაო, და ძეო მხოლოდ-შობილო, სულო ცხოველს-მყოფელო შემიწყალე მე:

ღელესა მას გლოვისასა, ადგილსა მას რომელსაცა აღუთქუ…

უ҃ო ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ მე და ნუცა რისხჳთა შენითა მჰსწავლი მე:

ღელესა მას გლოვისასა, ადგილსა მას რომელსაცა აღუთქუ, რაჟამს დაჰსჯდე მოწყალე-ჰყოფად მჰსჯავრსა სიმართლისასა, ნუ საანჯმნო ჰყოფ და ფარულთა ჩემთა, ნუცა დამჰსჯი მე წინაშე ანგელოზთა შენთა, არამედ შემინდუჱნ მე შეცოდებანი ჩემნი, ღო҃ და შემიწყალე მე:

სასოებაო და საფარუჱლო, და ნავთ-საყუდელო მოსავთა შენთაო…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

სასოებაო და საფარუჱლო, და ნავთ-საყუდელო მოსავთა შენთაო, სახიერო ღი҃ს-მშობელო, შუა-მდგომელო სოფლისაო, ევედრე გულს-მოდგინედ უჴორცოთა თანა კაცთ-მოყუარესა ღთ҃სა რომელი ჰშევ, ჰჴსნად სულთა ჩუჱნთა ყოვლისაგან რისხჳსა მხოლოო კურთხეულო:

მიწყალე ჩუჱნ უ҃ო, შემიწყალენ ჩუჱნ, რამეთუ ყოვლისავე…

შემდგომად ბ. სტიხოლოღიისა წარდგომანი სინანულისანი, ჴმა ვ.

მიწყალე ჩუჱნ უ҃ო, შემიწყალენ ჩუჱნ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ მეუფისა სახიერისა ცოდჳლნი ესე შევჰსწირავთ, მიწყალენ ჩუჱნ უ҃ო შემიწყალენ ჩუჱნ:

უ҃ო შემიწყალენ ჩუჱნ რამეთუ შენ გესავთ, ნუ…

მიწყალე მე უ҃ო, რამეთუ უძლურ ვარ, განმკურნე მე:

უ҃ო შემიწყალენ ჩუჱნ რამეთუ შენ გესავთ, ნუ განგჳრისხდები და ნუცა მოიჴსენებ უსჯულოებათა ჩუჱნთა, არამედ მოიხილე ჩუჱნ ზედა წყალობით ვითარცა სახიერ-ხარ, და გჳჴსნენ ჩუჱნ სამართლად რისხჳსაგან შენისა, რამეთუ შენ-ხარ ღი҃ ჩუჱნი და ჩუჱნ ვართ ერი შენი, და ყოველნივე ქმნულნი ჴელთა შენთანი ვართ, სახელი შენი წოდებულ-არს ჩუჱნ ზედა შეგჳწყალენ ჩუჱნ:

დასაბამ ცხოვრებისა იქმნა ხარებაჲ გაბრიილისი ქალწულისა მიმართ…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

დასაბამ ცხოვრებისა იქმნა ხარებაჲ გაბრიილისი ქალწულისა მიმართ, რაჟამს იგი ესმა გიხაროდენი, არა ევლტოდა მოკითხუასა მას, და არა შეორგულდა ვითარცა, სარრაჲ კარავსა შინა, არამედ ესრეთ მიუგო, აჰა მჴევალი უ҃ისა, მეყავნ მე სიტყჳსაებრ შენისა:

წარული სულო სიცონილსა შინა ცხოვრებასა შენსა ყოველსა…

შემდგომად გ. სტიხოლოღიისა, წარდგომანი სინანულისა. ჴმა ვ.

წარული სულო სიცონილსა შინა ცხოვრებასა შენსა ყოველსა, და არა მოიღებ გონებად დღესა საქადებელსა საშინელსა, განიღჳძე უკუჱ და სინანული გამოირჩიე თავისათჳს თჳსისა, მოიქეც და ღაღად-ჰყავ ქე҃ს მიმართ, ნუ მოიხსენებ მოწყალე მრავალთა შეცოდებათა ჩემთა ჟამსა სასჯელისასა:

ნათელი მართალთა სამარადისო, რამეთუ წმიდანი შენ მიერ…

დიდება შენდა, ღო҃ ჩუჱნო, დიდება შენდა: მოწამეთა.

ნათელი მართალთა სამარადისო, რამეთუ წმიდანი შენ მიერ განათლებულნი მარადის ბრწყინუჱნ ვითარცა მნათობნი, და სანთელი უღმრთოთა დაშრიტეს, რომელთა ლოცჳთა მაცხოვარო ჩუჱნო, განაბრწყინუჱ ლამპარი სულისა ჩემისა, ღო҃ და მაცხოვნე მე:

შემდგომად დიდებულო დედაო ღი҃საო, და წმიდათა ანგელოსთა…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

შემდგომად დიდებულო დედაო ღი҃საო, და წმიდათა ანგელოსთა უწმიდესო, დაუდუმებელად გადიდებთ გულითა და პირითა ღი҃ს-მშობლად აღგიარებთ შენ, რამეთუ ჭეშმარიტად გჳშევ ჩუჱნ ღი҃ ჴორცითა, და მეოხ-ხარ მარადის სულთა ჩუჱნთათჳს:

უვალთა ჩემთა ტირილი შეიწირე ქე҃

ორ-შაბათსა კანონი, სინანულისა. რომლისა კიდურ-წერილობაჲ.

უვალთა ჩემთა ტირილი შეიწირე ქე҃.

უძლეველად, ზღუა წიაღულო ისრაილმან, ვითარ ვრცელი ქუჱყანა…

იოსებისა. გალობა ა. ჴმა ვ. სძლისპირი.

უძლეველად, ზღუა წიაღულო ისრაილმან, ვითარ ვრცელი ქუჱყანა, და მდევარი ფარაო, იხილა დანთქმული უფსკრულთაგან, და ძლევისა გალობასა ღთ҃სა გიგალობდა:

შთავრდომილი, ჴელთა შინა ავაზაკთა ბოროტთასა უ҃ო, და…

ტროპარნი.

შთავრდომილი, ჴელთა შინა ავაზაკთა ბოროტთასა უ҃ო, და სულითა მოწყლული, წყალობათა შენთა ზეთითა, განმჰკურნე და შემიწყალე, რათა გადიდებდე:

ურიცხუთა მათ, ცოდუათა სიმრავლისაგან, ქუაბ ავაზაკთა ვიქმენ ქუაბსა შინა შობილო, მდინარე ცრემლთა მომმადლე მე, და გამომაჩინე ტაძრად სულისა ყოვლად წმიდისა.

ახოვნებით, მტერი დაეცით მარტჳლნო, ღუაწლითა ძლიერითა, და…

მოწამეთა.

ახოვნებით, მტერი დაეცით მარტჳლნო, ღუაწლითა ძლიერითა, და ღი҃უ-თხზული გჳრგჳნი, დაიდგთ თავთა თქუჱნთა მაღალთა შინა, წინაშე ღი҃სა და ანგელოსთა თანა იხარებთ:

ზღუასა შინა, სისხლთა მათთასა მოაშთუჱს, უხილავი ფარაო, ახოვანთა მარტჳლთა, და ქუჱყანად აღთქმისა, წიაღჰჴდეს ქე҃ს მიმართ, რომელ არს ზეცათა სასუფეველი:

მოწამეთა, და წინასწარ-მეტყუჱლთა თანა, და ანგელოსთა გუნდსა…

ღი҃ს-მშობლისა.

მოწამეთა, და წინასწარ-მეტყუჱლთა თანა, და ანგელოსთა გუნდსა, ყოველთა შემოქმედსა, ევედრე წმიდაო ქალწულო, ჴსნად ჩუჱნდა რომელნი, სარწმუნოებით გნატრით შენ:

სხუა, კანონი უჴორცოთა. რომლისა კიდურ-წერილობა:

მეექუსე იქმნების გონიერთა გალობა.

ვაქებ კეთილ-შუჱნიერებასა შუჱნიერსა გუნდთა ზეციერთასა, და ვღაღადებ…

გალობა ა. ჴმა ვ. სძლისპირი. იგივე.

ვაქებ კეთილ-შუჱნიერებასა შუჱნიერსა გუნდთა ზეციერთასა, და ვღაღადებ განმანათლე მე ბრწყინუალითა ელჳთა მათითა, გევედრები ქე҃ მხოლოსა სახიერსა:

რომელმან სიტყჳთა შენითა შეამკუჱნ ყოველნი, ყოვლად წმიდითა სულითა შენითა წესნი ანგელოსთანი, დააწესენ გალობად შენდა ყოველთა მიზეზისა ვითარცა ყოვლად ძლიერმან:

შეიწყნარე, საიდუმლოდ ღი҃ს-მშობელო, დამბადებელი შენი, და გჳშევ…

ღი҃ს-მშობლისა.

შეიწყნარე, საიდუმლოდ ღი҃ს-მშობელო, დამბადებელი შენი, და გჳშევ ჩუჱნ ჴორცითა, მიუწთომელად უბიწოო, და იქმენ შენ ჭეშმარიტად დედა მეუფისა:

არა ვინ არს წმიდა შენებრ, უ҃ო ღო҃…

გალობა გ. სძლისპირი.

არა ვინ არს წმიდა შენებრ, უ҃ო ღო҃ ჩუჱნო, რომელმან აღამაღლ҃ე დღეს, რქაჲ ქრისტიანეთა, დამამტკიცენ ჩუჱნ ერთობით, კლდესა ზედა სარწმუნოებისასა:

სინანული აღუთქუ ღთ҃სა, და ბილწთა საქმეთაგან, ყოვლად…

ტროპარნი.

სინანული აღუთქუ ღთ҃სა, და ბილწთა საქმეთაგან, ყოვლად არა დავაცადე, და რა ვჰყო უდებმან, და დაბრობილმან გონებითა, ქე҃ ყოვლად ძლიერო შემიწყალე:

საღმრთოსა სულ-გრძელებასა, განცდითა განულევ ჟამთა, უდებებასა შინა, უბადრუკი ესე, და მეშინის ნუ უკუჱ მყის, სიკუდილისა წარკუჱთისა წარკუჱთა მეწიოს მე:

დევნულებათა და ჭირთა, და შრომათა და ღუაწლთა…

მოწამეთა.

დევნულებათა და ჭირთა, და შრომათა და ღუაწლთა, სურჳლით მიითუალჳდეს, ქე҃ს მოწამენი, რამეთუ ფუფუნებათა, უოხჭნოთა განიცდიდეს ნეტარნი:

კლდესა ზედა შეუძრუჱლსა, სარწმუნოებისასა სიბრძნით დაამტკიცეთ, თქუჱნ გულის-სიტყუაჲ თქუჱნი, და ტანჯუათა კუჱთებითა, მოწამენო არა შეირყიენით:

ახლად სამოთხედ გამოჰსჩნდი, ცხოვრებისად უსძლოო, რომლისაგან ჭამა…

ღი҃ს-მშობლისა.

ახლად სამოთხედ გამოჰსჩნდი, ცხოვრებისად უსძლოო, რომლისაგან ჭამა ადამ, და იჴსნა დაჰსჯილი, და განცხოველდა შჳლითურთ, და საცთურსა მტერისასა განერა:

შენ შემოქმედი არა არსისაგან ნებითა შენითა ყოვლისა…

სხუა, სძლისპირი. იგივე.

შენ შემოქმედი არა არსისაგან ნებითა შენითა ყოვლისა სიტყჳერისა ბუნებისა, სამთა პირთა შინა იგალობები, და სარწმუნოდ იდიდების-სიტყუჱბი:

რომელი აღმოადინებ და განფენ, მდიდრად ყოველთა კეთილთა მეუფეო ყოველთაო, ზიარებითა კეთილთათა წესნი უხორცოთა ანგელოსთანი გამოაჩინენ კაცთ მოყუარე:

შენ მიერ მოგუჱცა შენდობაჲ ღი҃ს-მშობელო, რამეთუ მეუფემან…

ღი҃ს-მშობლისა.

შენ მიერ მოგუჱცა შენდობაჲ ღი҃ს-მშობელო, რამეთუ მეუფემან სჯულისამან განხორციელებულმან შენ მიერ, თავს-იდუა ჩუჱნთჳს ვნებად, და ყოველნი განგუათავისუფლნა:

ქე҃ ღი҃ ჩემი, უ҃ი ძალ-ჩემდა, ჴმითა მაღლითა…

გალობა დ. სძლისპირი.

ქე҃ ღი҃ ჩემი, უ҃ი ძალ-ჩემდა, ჴმითა მაღლითა იტყჳს ეკკლესიაჲ, და ნებისაებრ ღი҃სა, იხარებს სარწმუნოებით, საღმრთოთა მით სიხარულითა:

რომელთა შეგცოდეთ, ყოვლად სახიერო, ნუ დაგუსჯი უსჯულოებათა…

ტროპარნი.

რომელთა შეგცოდეთ, ყოვლად სახიერო, ნუ დაგუსჯი უსჯულოებათა ჩუჱნთაებრ, მრავალთა მეუფეო არამედ ვითარცა მოწყალე-ხარ, შეგჳწყალენ ჩუჱნ ქე҃:

გზა-ხარ ცხოვრებისა, ქე҃ მაცხოვარო, გზათა სიკუდილისათა მიდრეკილი, და მათ შინა მავალი, ღირს-მყავ მოქცევად, გზათა მათ წრფელთა სინანულისათა:

საჴმილი ცოდუათა, მძაფრი და შემწუჱლი, ახოვნად წიაღულეთ…

მოწამეთა.

საჴმილი ცოდუათა, მძაფრი და შემწუჱლი, ახოვნად წიაღულეთ მოწამენო, და სულისა წმიდისა, ცუარითა შეცურეულნი ყოვლადუჱ, არა შეიწუჱნით თქუჱნ:

სისხლთა მდინარითა, ქე҃ს მოწამენო, ღუარნი საშუჱბელთანი მოგეცნეს თქუჱნ, და იხარებთ მას ზედა, და იშუჱბთ გამოუთქმელად, საღმრთოთა ფუფუნებითა:

უდებებით განულენ, ჟამნი ცხოვრებისა, ჩემისანი ჵ დედაო…

ღი҃ს-მშობლისა.

უდებებით განულენ, ჟამნი ცხოვრებისა, ჩემისანი ჵ დედაო ღი҃საო, შეწევნისა შენისა, საღმრთოსა მოვივლტი, შემიწყალე და ჴელი აღმიპყარ:

ხრწნილებისა არა მიმღებელისა ბუნებისა მქონებელნი, უსაღმრთოესნი პატიოსანნი…

სხუა. სძლისპირი. იგივე.

ხრწნილებისა არა მიმღებელისა ბუნებისა მქონებელნი, უსაღმრთოესნი პატიოსანნი გონებანი, გარემოს საყდრისა შენისა მდგომარე არიან, და შენ წყაროჲ უკუდავებისა დაუმკჳდრებიე კაცთ-მოყუარე:

სულისაგან წმიდისა განწმედილნი ანგელოსთა კრებულნი, არა მიდრკებიან სიბოროტედ, განღმრთობილნი აღსლჳსა მიმართ პირუჱლისა:

დაიჴსნა წყევაჲ პირუჱლისა დედისა, შენ მიერ ღი҃ს-მშობელო…

ღი҃ს-მშობელისა.

დაიჴსნა წყევაჲ პირუჱლისა დედისა, შენ მიერ ღი҃ს-მშობელო ყოვლად უბიწოო, რამეთუ გჳშევ ჩუჱნ ყოვლად წმიდაო მარადის მდინარე წყეროჲ კურთხევისა:

ნათლითა შენითა საღმრთოთა, დიდებულო სულნი რომელთა აღიმსთუჱს…

გალობა ე. სძლისპირი.

ნათლითა შენითა საღმრთოთა, დიდებულო სულნი რომელთა აღიმსთუჱს შენდამი სიხარულით, განანათლენ რათა გიცნან შენ ღი҃ მხოლო, განმათავისუფლებელი ცოდუათა მათთაგან:

რომელი ძირით იესესით, აღმოსცენდი ქე҃ ღო҃ განაჴმენ…

ტროპარნი.

რომელი ძირით იესესით, აღმოსცენდი ქე҃ ღო҃ განაჴმენ ძირნი ვნებათა ჩემთანი, და დანერგენ გულსა ჩემსა შიში შენი, და შემრთე მოყუარეთა სახლისა შენისათა:

სულთქმა მოვიგოთ მეზუჱრისა, და ბოროტთა საქმეთაგან განუჱშორნეთ ჵ ქე҃ს მორწმუნენო, რათა სულთქმათა მათგან საუკუნეთა, მწარეთა და ულხინებელთა განუჱრნეთ ძმანო:

მოწყლულნი სიყუარულითა მით, შენითა საღმრთოთა იხარებდეს წყლულებათა…

მოწამეთა.

მოწყლულნი სიყუარულითა მით, შენითა საღმრთოთა იხარებდეს წყლულებათა მათთჳს სასტიკთა, რომელნი შეემთხუჱოდეს ტანჟუათა მიერ, და უღმრთოთა მძლავრთა წმიდათა შენთა მარტჳლთა:

კიდეთაგან ქუჱყანისათა, ღაღად-ჰყავთ მარტჳლნო და ჴმისა თქუჱნისა შეისმინა, და დაჭრასა მას შინა ასოთა თქუჱნთასა, განგაძლიერნა და ახოვნებაჲ შეგმოსა თქუჱნ:

უგალობდეთ ბჭესა ცათასა, ღი҃ს-მშობელსა ქალწულსა რომლისა მიერ…

ღი҃ს-მშობლისა.

უგალობდეთ ბჭესა ცათასა, ღი҃ს-მშობელსა ქალწულსა რომლისა მიერ შევლენ ყოველნი ცოდჳლნი, ბჭეთა შენდობისა და ცხოვრებისათა, და ბჭეთა მათგან სიკუდილისათა, იჴსნებიან:

საყდართა ზედა ხერუვიმთასა გიხილა წინასწარ-მეტყუჱლმან, შენ ყოვლისა…

სხუა. სძლისპირი, იგივე.

საყდართა ზედა ხერუვიმთასა გიხილა წინასწარ-მეტყუჱლმან, შენ ყოვლისა მხილუჱლი შემოქმედი და ღი҃ მჯდომარე, და ისწავა ნიშთა მიერ მეუფებაჲ შენი და უფლებაჲ:

ბევრითა ბევრთათა და ათასითა ათასთათა, გარე შეცული ანგელოსთა მიერ გიხილა შენ დანიელ მეუფეო, თანა შეერთებული ხატისა კაცობრივისა, და სიმტკიდე დიდებისა შენისა ისწავა საიდუმლოდ:

გამოჩნდა სიკეთითა შუჱნიერ უფროს ძეთა ქუჱყანისა ნაშობთასა…

ღი҃ს-მშობლისა.

გამოჩნდა სიკეთითა შუჱნიერ უფროს ძეთა ქუჱყანისა ნაშობთასა ძჱ შენი ყოვლად უბიწოო დედოფალო, რამეთუ სიტყუა არს იგი ღი҃ ყოველთა ზედა, დაღათუ მიიღო შენ მიერ ბუნებაჲ კაცობრივი:

სოფლისა ზღუა აღძრულ-არს, ღელჳთა ცოდჳსათა, საშინელად დამთქამს…

გალობა ვ. სძლისპირი.

სოფლისა ზღუა აღძრულ-არს, ღელჳთა ცოდჳსათა, საშინელად დამთქამს მე, და მოვივლტი შენდა ნავთ-საყუდლისა და ესრეთ გიღაღადებ, დანთქმისაგან მიხსენ მე მრავალ-მოწყალე:

რომელმან აღუხილენ, თუალნი შობითგან ბრმასა, აღმიხილენ მე…

ტროპარნი.

რომელმან აღუხილენ, თუალნი შობითგან ბრმასა, აღმიხილენ მე თუალნი, სულისა ჩემისანი, რათა ვიხილო, საღმრთო ნათელი შენი, და ვნებათა წუდიადი ბნელი განუაგდო:

წყალთა მათგან ცხოველთა, სინანულისათა მე, აღმავსე სახიერო, და მომმადლენ მე ნაკადულნი ცრემლთანი, რათა ბრძჳლნი სულისა, ჩემისანი აღჳჴოცნე ყოვლად-ძლიერო:

ღელენი მარტჳლთანი, კურნებათა შროშანსა, მდიდრად აღმოაცენებენ, და…

მოწამეთა.

ღელენი მარტჳლთანი, კურნებათა შროშანსა, მდიდრად აღმოაცენებენ, და გულსა ყოველთა მორწმუნეთასა, სუნნელებისა მიერ, საღმრთოჲსა აღავსებენ ყოვლად ქებულნი:

ჴორცთა ამათ განხრწნადთა, ტანჯჳთა რა დაჰჴსნიდეს, უღმრთონი იგი მძლავრნი, ახოვანთა ქე҃ს მოწამეთასა. საღმრთოჲსა სურჳლისა, სიმტკიცჱ უმეტესად განამტკიცნა მჴნეთა:

ქალწულო უბიწოო, ცოდუათაგან შებღალული, სული ჩემი გლახაკი…

ღი҃ს-მშობელისა.

ქალწულო უბიწოო, ცოდუათაგან შებღალული, სული ჩემი გლახაკი, და გული აღსავსე, მწიკულევანებითა, წმიდა-ჰყავ მადლთა შენთა, საღმრთოჲთა შეწევნითა და მაცხოვნე მე:

სიწმიდითა გონებითა იაკობ მხედუჱლმან, კიბესა ზედა აღმავალთა…

სხუა. სძლისპირი, იგივე.

სიწმიდითა გონებითა იაკობ მხედუჱლმან, კიბესა ზედა აღმავალთა ანგელოსთა შენთასა ბრწყინუალედ მეუფეო, ისწავა შორით ჴორცითა მოსლუაჲ შენი:

გულის-ჴმა-ჰყო რა სათნომან შენმან ისრაილ მეუფეო, საღმრთოჲ იგი ბრწყინუალჱ დაბანაკებაჲ ანგელოსთა, შუჱბულთა კეთილ-წესიერად, და მდგომარეთა გარემო გამოუთქმელისა დიდებისა შენისათა:

მთათა ზეციერთა ძალთა ანგელოსთასა უმაღლეს გამოჩნდა, მთა…

ღი҃ს-მშობლისა.

მთათა ზეციერთა ძალთა ანგელოსთასა უმაღლეს გამოჩნდა, მთა იგი საჩინო დედოფალო ქალწული, რომელმან დაიტია შარავანდედი ღუთაებისა შენისა უ҃ო:

ყრმათა მათ წმიდათა, საჴუმილი შეაცურია ანგელოსმან მაცხოვრისამან…

გალობა ზ. სძლისპირი.

ყრმათა მათ წმიდათა, საჴუმილი შეაცურია ანგელოსმან მაცხოვრისამან და ქალდეველნი შეწუნა ბრძანებამან ღი҃სამან, მძლავრსა ასწავეს გალობა და თქუჱს კურთხეულ-ხარ შენ, უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:

გარდარეულითა სიბოროტითა ჩემითა დაბნელდა გონებაჲ ჩემი, და…

ტროპარნი.

გარდარეულითა სიბოროტითა ჩემითა დაბნელდა გონებაჲ ჩემი, და ნათელსა მას ბრწყინუალესა სინანულისასა, არა ინება მიხედუად҃ ქე҃ მაცხოვარ მაცხოვნე მე, და განანათლე სული ჩემი:

მინდობითა წყალობისა შენისათა, შეგივრდები შენ მრავალ-მოწყალე, და ვითხოვ შენგან, დაჰჴსნასა ბოროტთა ჩუჱნთასა, ნუ უგულებელს მჰყოფ მე ქე҃ მეუფეო სახიერო, არამედ წყალობით მომხედენ:

რომელმან ზეცისა დიდება შეჰმოსე წმიდათა შენთა მარტჳლთა…

მოწამეთა.

რომელმან ზეცისა დიდება შეჰმოსე წმიდათა შენთა მარტჳლთა ქე҃, სოფელსა შინა, მოღუაწებისა მათისათჳს, მეოხებითა მათითა, გუაცხოვნენ ჩუჱნ ყოვლად ძლიერო, ქებით მგალობელნი შენნი:

ვითარცა სჯულისა საღმრთოჲსა დამმარხუჱლთა სჯული უღმრთოთა შეურაცხ-ჰყავ ქე҃ს მსახურნო, ყოვლად ქებულნო მოწამენო, და სჯულიერად იღუაწეთ და გჳრგჳნოსან იქმნნით თქუჱნ, მარჯუჱნისაგან მაღლისა:

ხატითა მონისათა შემოსილი მეუფე გჳშევ ქალწულო უბიწოო…

ღი҃ს-მშობლისა.

ხატითა მონისათა შემოსილი მეუფე გჳშევ ქალწულო უბიწოო, რომლისა მიმართ, მეოხ-გუჱყავ ღი҃სა დედაო, რათა მონებისაგან ვნებათასა განმათავისუფლნეს ჩუჱნ, ქებით მგალობელნი შენნი:

შუჱნიერებითა ბრწყინუალენო წმიდანო ანგელოსნო ყოვლისა მპყრობელისანო, მიეახლებით…

სხუა. სძლისპირი, იგივე.

შუჱნიერებითა ბრწყინუალენო წმიდანო ანგელოსნო ყოვლისა მპყრობელისანო, მიეახლებით გამოუთქმელსა მას დიდებასა ქე҃სსა, და სიყუარულით მარადის უგალობთ მას, კურთხეულ-ხარ ღო҃ უკუნისამდე:

გონიერად მიმოქცეულნი შენ მიერ მეუფეო ანგელოსნი, მიიღებენ მარადის მყოფსა ნათელგამოცხადებასა შენსა ბრწყინუალედ, მგალობელნი და მეტყუჱლნი მარადის, კურთხეულ-ხარ ღო҃ უკუნისამდე:

უ҃ი შენთანა გრქუა ანგელოსმან უჴორცომან, რამეთუ განხრწნილისა…

ღი҃ს-მშობლისა.

უ҃ი შენთანა გრქუა ანგელოსმან უჴორცომან, რამეთუ განხრწნილისა ბუნებისა განახლებად მნებებელი იგი, მუცელსა შინა შენსა, დაემჳდრა კურთხეულო, ჴორცითა მშობელო ღი҃საო:

საჴუმილით სამთა ყრმათა ცუარსა ასხურებდინ, და წყალთაგან…

გალობა ჱ. სძლისპირი.

საჴუმილით სამთა ყრმათა ცუარსა ასხურებდინ, და წყალთაგან დასწუჱნ ილიას საკუჱრთხნი, რამეთუ ნება შენი ქე҃ მსწრაფლ აღასრულეს, შენ გაკურთხევთ და აღგამაღლებთ უკუნისამდე:

მდიდარსა მას უწყალოსა მივემსგავსე მე, და გონება…

ტროპარნი.

მდიდარსა მას უწყალოსა მივემსგავსე მე, და გონება ჩემი დაგლახაკებული, ბჭეთა წინაშე სინანულისათა უგულებელსვჰყავ, განწირული, ნუ მიმცემ ქე҃ ცეცხლსა უშრეტსა:

ზამთარსა და შაბათსა კეთილისა უქმობისასა, ნუ განმიყუანებ მე ცხოვრებისა ამისგან, რომელმან ზამთარი ცოდჳსა დააცხურე ქე҃, სახიერო, არამედ სინანულად მომაქციე:

საცთური მტერისა დათრგუნეს მოწამეთა, დაუქცეველითა სარწმუნოებითა, ტანჯუათა…

მოწამეთა.

საცთური მტერისა დათრგუნეს მოწამეთა, დაუქცეველითა სარწმუნოებითა, ტანჯუათა ღელუანი მძჳნუარენი თავს-ისხნეს, და ქე҃სა, აკურთხევდეს უკუნისამდე:

ტანჯუათა აღტეხილი სახუმილი დაჰშრიტეთ, მოთმინებისა ცუარითა მოწამენო, და ნივთი უღმრთოებისა დაჰსწჳთ სიყუარულითა, ქე҃სითა, აღგზებულთა ყოვლად ქებულნო:

ანგელოსთა უწმიდეს გამოჰსჩნდი ქალწულო, ჰშევ რა ღი҃…

ღი҃ს-მშობლისა.

ანგელოსთა უწმიდეს გამოჰსჩნდი ქალწულო, ჰშევ რა ღი҃ სიწმიდე იგი წმიდათა, ამის-თვისცა გევედრები არა წმიდა ესე, და ცოდჳლი, წმიდა-მყავ ოხითა შენითა:

ვითარცა ძუჱლ ოდესმე ელისჱ სათნო შენი, შეზღუდე…

სხუა. სძლისპირი, იგივე.

ვითარცა ძუჱლ ოდესმე ელისჱ სათნო შენი, შეზღუდე უჴორცოთა მიერ მჴედრობათა, ეგრეთუჱ აწცა ქე҃ შეზღუდე საუკუნოდ ეკკლესიაჲ შენი, რომელი უფროსად აღგამაღლებს შენ უკუნისამდე:

ჰჴსნად შეცოდებათაგან იოხეთ მთავარ-ანგელოსნო საღმრთონო, ვითარცა საშინელისა საყდრისა წინაშე მდგომარეთა, სიყუარულით მუჱდრებელთათჳს ქე҃სთა, და უფროსად ყოველსა შინა აღმამაღლებელთა მისთა უკუნისამდე:

ვითარცა დედასა და ქალწულსა გიხაროდენსა გიღაღადებთ შენ…

ღი҃ს-მშობელისა.

ვითარცა დედასა და ქალწულსა გიხაროდენსა გიღაღადებთ შენ, გაბრიილის თანა საღმრთოჲსა ღი҃უ-სახარულევანო, რამეთუ სიტყუა იგი ღი҃სა ჴორცითა გჳშევ ჩუჱნ, რომელსა უფროსად აღუამაღლებთ ყოველსა შინა უკუნისამდე:

ღი҃სა ხილუა შეუძლებელ-არს, კაცთაგან რომელსა გუნდნი ანგელოსთანი…

გალობა თ. სძლისპირი.

ღი҃სა ხილუა შეუძლებელ-არს, კაცთაგან რომელსა გუნდნი ანგელოსთანი ვერ მიხედუჱნ, ქალწულო გამოუჩნდა შენ მიერ კაცთა, სიტყუა ჴორციელ-ქმნილი, რომელსა ვაკურთხევთ, უჴორცოთა თანა, და შენ დღეს გალობით გადიდებთ:

იოსებ სიწმიდითა იფქლის-განმყოფელად გამოჩნდა, ხოლო მე არა-წმიდებითა…

ტროპარნი.

იოსებ სიწმიდითა იფქლის-განმყოფელად გამოჩნდა, ხოლო მე არა-წმიდებითა, და უძღებებითა სიყმილითა მოვჰსწყდები, კეთილთა საქმეთაგათა, ქე҃ მეუფეო, წყალობით მოიხილე ჩემ ზედა და გამომზარდე მე:

ვითარცა პეტრე ვინანი და ვიგლოვ ქე҃, და ვითარცა მეზუჱრე სულთ-ვითქუამ და კუალად ვითარცა უძღები იგი შჳლი, ვჰჴმობ სიღრმით გონებისათ, შეგცოდე შემინდევ, ჵ მამაო სახიერო და კუალად შემიტკბე:

თანა-შეწევნითა ქე҃სითა, დაეცით ძმა-ცუაჲ, და ზახებაჲ მტერისა…

მოწამეთა.

თანა-შეწევნითა ქე҃სითა, დაეცით ძმა-ცუაჲ, და ზახებაჲ მტერისა ბოროტისა, ყოვლად ქებულნო ახოვანნო მარტჳლნო, და ძლევისა გჳრგჳნნი, მადლით დაიდგენით, მარჯუჱნისაგან მეუფისა და ღი҃სა ყოველთასა:

სახსენებელი წმიდათა მოწამეთა განჰსწმედს ყოველთა, მადლითა სულისა წმიდისათა, რომელნი სარწმუნოებითა მჴურუალითა, რომელნი სარწმუნოებითა მჴურუალითა, წადიერად აქებენ, და თაყუანის-ცემენ, სიმჴნეთა მათთა უძლეველთა და საგალობელთა:

განმანათლე მე ცოდჳთა დაბნელებული ესე, რომელმან ესე…

ღი҃ს-მშობელსა.

განმანათლე მე ცოდჳთა დაბნელებული ესე, რომელმან ესე უვნებელობისა, ნათელი ქე҃ მეუფე უშევ კაცთა, რათა გიგალობდე შენ, ყოვლად უბიწოო, მარადის, ქალწულო მარიამ და ვჰსცხოვნდე შენ მიერ:

რომელმანცა დავითის მიმართ წინასწარ-მეტყუჱლისა შენისა, ჰყავ დაცხრომა…

სხუა. სძლისპირი. იგივე.

რომელმანცა დავითის მიმართ წინასწარ-მეტყუჱლისა შენისა, ჰყავ დაცხრომა ერისა შენისა ზედაჲსა მის მოსურისა, რომელნი დაეცნეს მახჳლითა ანგელოსისა შენისათა. ვითარცა მოწყალემან მოეც მშჳდობაჲ ყოველთა ეკკლესიათა, და ზედა მდებარენი ესე განსაცდელნი აღუსუბუქენ ვითარცა მრავალ-მოწყალემან:

მხილუჱლმან ერთა შენთა ქე҃ ჭირთა შინათამან, ვითარცა მკურნალმან სულთა და ჴორცთამან, მოეც განკურნებაჲ ოხითა მეუფეო მსახურთა შენთათა, რომელნი გარემოს დგანან შენ ყოველთა მეუფისა, და ჴმითა დაუდუმებელითა დიდების-გმეტყუჱლებენ ვითარცა ღთ҃სა:

მთავრობანი, მთავარ-ანგელოსნი, უფლებანი, და სერაფიმნი, ძალნი, ჴელმწიფებანი…

ღი҃ს-მშობლისა.

მთავრობანი, მთავარ-ანგელოსნი, უფლებანი, და სერაფიმნი, ძალნი, ჴელმწიფებანი, და ანგელოსნი, საყდარნი, ხერუვიმთა თანა, ყოვლად დიდებულისა შობისა შენისა პატივის-მცემელნი, შენ დედაო ქალწულო განკრძალულადრე მარადის გადიდებენ:

გულისა ჩემისა წყლულებანი მრავალთა ვოდუათაგან მოწევნულნი განჰკურნენ…

აღჳვსენითსა ზედა, დასდებელნი, სინანულისანი, ჴმა ვ.

გულისა ჩემისა წყლულებანი მრავალთა ვოდუათაგან მოწევნულნი განჰკურნენ მაცხოვარ, რომელი ეგე მკურნალი ხარ სულისა და ჴორცთა, და მისცემ რომელნი ეძიებენ ცოდუათა შენდობასა, მომმადლენ მეცა ცრემლნი სინანულისანი, მომეც მე შენდობაჲ თანა ნადებთა, უ҃ო და შემიწყალენ მე:

შიშუჱლი მპოვა მე მტერმან კეთილთა საქმეთა მიერ, და მომწყლა ისრითა ცოდჳსათა, არამედ შენ ვითარცა მკურნალმან სულთა და ჴორცთამან, წყლულებანი სულისა ჩემისანი, განჰკურნენ ღო҃ და შემიწყალე მე:

უ҃ო საჴსენებელსა მოწამეთასა, ყოველივე დაბადებული დღესასწაულობს, ცანი…

მოწამეთა.

უ҃ო საჴსენებელსა მოწამეთასა, ყოველივე დაბადებული დღესასწაულობს, ცანი და ანგელოსნი, და ქუჱყანა იხარებს კაცთა თანა დღეს, მათითა მეოხებითა შეგჳწყალენ ჩუჱნ:

მთავარ-ანგელოსებრივი სიტყუაჲ შეიწყნარე, და ხერუვიმებრ საყდრად გამოჰსჩნდი…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

მთავარ-ანგელოსებრივი სიტყუაჲ შეიწყნარე, და ხერუვიმებრ საყდრად გამოჰსჩნდი, და მკლავთა შენთა ზედა იტჳრთე ღი҃ს-მშობელო, სასოებაჲ სულთა ჩუჱნთა:

მომიჴსენე ქე҃, მაცხოვარო ჩემო, ოდეს მოხჳდე სუფევითა…

ორ-შაბათსა, მომიჴსენენი. ჴმა ვ.

მომიჴსენე ქე҃, მაცხოვარო ჩემო, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენითა და მაცხოვნე გევედრები, მსგავსად ავაზაკისა, ვითარცა მხოლო კაცთ-მოყუარე-ხარ:

დაივიწყენ ბრალნი ჩემნი და ცოდუანი უმეცრებით ქმნილნი, სახიერ და ნაწილსა, ცხოვნებულთასა ღირს-მჰყავ, ვითარცა მხოლო კაცთ-მოყუარე-ხარ:

რომელმან ბანაკნი, ზეცისა ძალთანი, განაბრწყინუჱნ ქე҃, ოხითა მათითა, განაბრწყინუჱნ გულისა ჩემისა სახედუჱლნი, და სული ჩემი დაბნელებული:

ვითარცა ყოველი, სახე სატანჯუჱლთა, დაითმინეთ ეგრეთუჱ სალმობასა…

მოწამეთა.

ვითარცა ყოველი, სახე სატანჯუჱლთა, დაითმინეთ ეგრეთუჱ სალმობასა, და წყლულებასა ყოველთა, ჭირუჱულთასა ჰკურნებთ ოხითა, თქუჱნითა ღუაწლისა მძლენო მარტჳლნო:

სამებასა წმიდასა რომელი იდიდების ანგელოსთა მჴედრობათა მიერ…

დიდება.

სამებასა წმიდასა რომელი იდიდების ანგელოსთა მჴედრობათა მიერ, თაყუანის-ვჰსცემდეთ და უგალობდეთ მას, აცხოვნენ სულნი ჩუჱნნი:

მიჴსენ მე ცეცხლისა, საუკუნოჲსაგან, და ტანჯათაგან ჩემთჳს…

აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

მიჴსენ მე ცეცხლისა, საუკუნოჲსაგან, და ტანჯათაგან ჩემთჳს განმზადებულთა, გევედრები წმიდაო ღი҃ს-მშობელო დედოფალო, რათა სარწმუნოებით გნატრიდეთ:

ნათელსა შინა ქალწულებისა, შენისასა მკჳდრ-იქმნა მზე ღუთაებისა…

სერობისად გალობანი წმიდისა, ღი҃ს-მშობლისანი. გალობა ა. ჴმა ვ. სძლისპირი. რომელმან ზღუასა მეწამულსა.

ნათელსა შინა ქალწულებისა, შენისასა მკჳდრ-იქმნა მზე ღუთაებისა და ჴორც-შესხმული გამოვიდა, ამისჳს ღი҃უ-განათლებულო დედაო, ყოველნი გიგალობთ შენ:

უზომოთა მოწყალებითა, და გარდამატებულითა კაცთ-მოყუარებითა, ზეშთა ცნობისა მშობელი შენი ქე҃ ღო҃ სულთა სასო წარკუჱთილთა, სასოდ გამოაჩინე:

მარჯუჱნით დასდეგ მეუფისა, საღმრთოთა სიკეთითა ქალწულებისათა, შემკული დედოფალო რამეთუ ყოველთა მეუფისა დედად, გამოსჩნდი ჭეშმარიტად:

რომელი წიაღთა იტჳრთე, დედობრივითა მეოხებითა შენითა, ვედრებად ნუ დასცხრები რათა ცოდჳსა საბრჴეთაგან მიჴსნნეს ჩუჱნ, ღი҃ს-მშობელო ქალწულო:

ღუარითა მადლთა შენთათა, მწჳრენი ცოდუათა ჩემთანი განბანენ…

გალობა გ. სძლისპირი. იყავ შემწე ჩემდა.

ღუარითა მადლთა შენთათა, მწჳრენი ცოდუათა ჩემთანი განბანენ ჵ დედოფალო რამეთუ შენ ხარ სახიერო, სასოება და ძალ-მწე და შესავედრებელი და მფარუჱლი:

დაწუნებულთა შემწეო, და სარწმუნოებით ცხოვრებულთა ცხოვრებისა მიზეზო, მეცა უნდო ესე მაცხოვნე, და მიჴსენ ცოდუათაგან, რამეთუ შენ ხარ მფარუჱლი ჩუჱნი:

რომელმან განიჴუჱნ კარნი, ცხოვრებისანი და პირუჱლ მომწყდარნი ბრალთა სიმრავლითა, ღირს-ჰყუჱნ შესლუად მას შინა სძალო მეცა, შეცოდებული მიჴსენ, და მაცხოვნე ღი҃სა დედაო:

მორწმუნეთა ბრწყინუალებაო, და ბოროტად სნეულთა სასოებაო და კურნებაო, თუალნი სულისა ჩემისანი, მწარედ დაბნელებულნი, განმინათლენ ჵ ღი҃სა დედაო:

მადლთა შენთა ელუანი, ცოდჳსა წყუდიადსა განიოტებენ, და…

გალობა დ. სძლისპირი. უ҃ო სმენაა მესმა.

მადლთა შენთა ელუანი, ცოდჳსა წყუდიადსა განიოტებენ, და კეთილთა საქმეთა, ბრწყინუალებითა შეამკობენ, მადიდებელთა შენთა ღი҃ს-მშობელო ქალწულო:

მოაკუდინე ყოველი, მძლავრება მტერისა უკეთურისა, და ცოდჳთა მომწყდარნი ადამიანნი განაცხოველენ, დიდება წყალობათა შენთა, სძალო ღი҃საო:

აღმოუცენე სძალო, წყარო კურნებისა სნეუთა ღი҃ს-მშობელო, რაჟამს ჰშევ შენ უფსკრული მოწყალებათა, განმწმედელი ბრალთა მათ სულისათა ყოვლად უბიწოო:

ჰშევ ყოვლად უბიწოო, სიტყუა მამისა და ღი҃ ყოველთა, მჴსნელად ჩუჱნდა რომელნი, დასასრულსა წარწყმედისასა, მიწევნულ-ვიყუჱნით ამისთჳს გადიდებთ:

თანა მაც მე ქე҃, ბევრეული ტალანტი, ხოლო…

გალობა ე. სძლისპირი. შენ რომელმან შუა-კედე.

თანა მაც მე ქე҃, ბევრეული ტალანტი, ხოლო შენ სულ-გრძელ მექმენ და ნუ დამსჯი მე, ვითარცა მონასა მას უკეთურსა მოწყალე:

რაჟამს წარვდგებოდე, წინაშე საყდართა მათ, ძისა შენისა შემოქმედისა ჩემისათა, მაშინ განმარინე მე, ტანჯუათაგან ქალწულო:

დაწყლული ბოროტად, ცოდუათა სიმრავლითა, სიტკბოებითა შენითა და წყალობითა, განმკურნე და მაცხოვნე, სძალო ყოვლად წმიდაო:

ცხოვრებისა თავი საშოსა შინა შენსა, ზესთა სიტყჳსა დაემკჳდრა დედოფალო, და ჩუჱნ მომწყდარნი, ესე ცოდჳთა განმაცხოველნა:

ყოვლად მედგრობითა, და ძილითა წარჰჴდი ჟამთა შენთა…

გალობა ვ. სძლისპირი. ცოდჳსა უფსკრულ.

ყოვლად მედგრობითა, და ძილითა წარჰჴდი ჟამთა შენთა, სულო ჩემო არამედ განიფრთხუჱ, და ცრემლით და სულთქმით ჴმა-ჰყავ, აღდგომაო ჩემო ქე҃ შემიწყალე:

წყალობათა შენთა, ყოვლად ძლიერსა სამკურნალოსა, შეუვრდებით ქალწულო წმიდაო გჳჴსნენ ჩუჱნ ბრალთა ჩუჱნთაგან, და შენდობა ცოდუათა მოგუანიჭე ჩუჱნ:

ჵ ღი҃სა დედაო, ზეთი წმიდა ვედრებათა შენთა, და წყალობა შენი დამასხ სხეულსა, და განმჰკურნე კურთხეულო, განრღუჱული ესე და სასო-წარკუჱთილი:

შობისა შენისა მადლითა განუახლდით ჩუჱნ მომწყდარნი ზეცისა უჴორცოთა თანა, შევეერთენით ქუჱყანისანი და მათ თანა გიგალობთ ღი҃სა დედაო:

გულის-სიტყუათა მიერ, ბოროთა შებღალული სული ჩემი წყალობითა…

გალობა ზ. სძლისპირი. შენ რომელმან ისმინე.

გულის-სიტყუათა მიერ, ბოროთა შებღალული სული ჩემი წყალობითა შენითა განწმიდე და მაცხოვნე ღი҃ს-მშობელო:

ბრალთა ჩემთა საჴმილი, ვითარცა სამთა ყრმათა, საჴმილი იგი მოტყინარე შეაცურიე შენდობისა ცუარითა ქე҃:

საღმრთოთა მით ნათლითა შენითა დაჰჴსენ ბნელი სულისა ჩემისა და აღმომიბრწყინუჱ მე ნათელი, მადლთა შენთა ღი҃ს-მშობელო:

პირუჱლისა წყევისა დამხსნელო გიხაროდენ ქალწულო მშობელო კურთხევისაო მეოხო სულთა ჩუჱნთაო:

ვითარცა საღმრთოსა კიდობანსა და კარავსა, ყოვლად წმიდისა…

გალობა ჱ. სძლისპირი. წმიდანი შენნი ყრმანი.

ვითარცა საღმრთოსა კიდობანსა და კარავსა, ყოვლად წმიდისა სულისა დამტევნელსა, პირუჱლისა მის სჯულისა მომცემელსა გაკურთხევთ შენ, გიგალობთ და აღგამაღლებთ უკუნისამდე:

მოხედჳთა და მეოხებითა შენითა, სახიერო ღი҃სა დედაო ვნებათა ჩემთა კურნება მოგუჱც რომელნი, გაკურთჴევთ შენ გიგალობთ და აღგამაღლებთ უკუნისამდე:

მიუწთომელი სიღრმე სახიერებათა შენთა მექმენინ მე ცოდუათა ჩემთა, ბრალისა განმბანეთ და განმწმედელ სულისა უბიწოო ქალწულო, რათა გაკურთხევდე უკუნისამდე:

ცათა უვრცელეს გამოსჩნდა საშო შენი, დაიტიე რა შემოქმედი დაბადებულთა, სძალო ყოვლად წმიდაო, გაკურთხევთ გიგალობთ შენ, და აღგამაღლებთ უკუნისამდე:

ვითარცა რა, საყდარმან მაღლისამან ჰშევ ძალი მაღლისა…

გალობა თ. სძლისპირი. გიხაროდენ ქალწულო.

ვითარცა რა, საყდარმან მაღლისამან ჰშევ ძალი მაღლისა, და ქალწულება უბიწო დაიცევ დაბეჭდულად:

ღელუათაგან, ცოდჳსათა დანთქმული ესე მიჴსენ გევედრები მეოხებითა შენითა, ქალწულო უბიწოო:

ჭირთაგან და ურუათა შეურუჱბულთა, ჴელის-აღმპყრობელი ხარ და ცხოვრება და მფარუჱლი, მორწმუნეთა შენთა ქალწულო:

გიხაროდენ სულისა მფარუჱლო, და ზღუდეო მტკიცეო, გიხაროდენ მორწმუნეთა სიხარულო ქალწულო: