გულანი
საცდელი · 1.11.1
ხმა 6 · ოთხშაბათი 1 / 72ღო҃ რომელსა ეგე გნებავს ცხოვრებაჲ ყოველთა კაცთა…

ხმა 6 · ოთხშაბათი

რვა ხმა

პარაკლიტონი · დაახლ. 25 წთ

ღო҃ რომელსა ეგე გნებავს ცხოვრებაჲ ყოველთა კაცთა…

მწუხრად, დასდებელნი, მსგავსნი სამეუფონი. ჴმა ვ. სასო წარუჱთილი.

ღო҃ რომელსა ეგე გნებავს ცხოვრებაჲ ყოველთა კაცთა, მოიხილე და ისმინე ლოცუა ჩემი, და ცრემლთა ჩემთა ნუ განაგდებ ვითარცა ამაოთა, რამეთუ ვინმცა მოვიდა მტირალი შენდამი, და მყის არა ცხოვრებულ-იქმნა, ვინმე ღაღად-ჰყო შენდა მჴურუალედ, და არა მყის სმენილიქმნა, არამედ ჵ მეუფეო მსწრაფლ ეპოები ცხოვრებად ყოველთა მუჱდრებელთა შენთა, ვითარცა წყალობით უძლეველი:

ცოდჳს-მოყუარებისა მიერ მიდრეკილი, და უსჯულოებითა დაცემული აღმადგინე კაცთ-მოყუარებითა შენითა სახიერ, რათა არა წარსატყუჱნავ და საცინელ-ვიქმნე ეშმაკთა, არამედ მომეც მე ვითარცა სახიერმან პირუჱლ განჰსლჳსა ჩემისა სულთქმანი და ცრემლნი, და სინანული ცოდუათათჳს ჩემთა:

ჰსტიროდე პირუჱლ განსლჳსა შენისა ჵ სულო, შეუვრდებოდე შემოქმედსა შენსა სინანულით, და დასთხიენ ცრემლნი სიღრმით გულისა შენისათ, და შემუსრჳლებითა ღაღადებდ ქე҃ს მიმართ, გცოდე სიტყუაო ნუ განმაგდებ, და ნუ წარმწყმედ მე, და ცეცხლად საუკუნოდ ნუ წარმგზავნი მე მსაჯულო მართალო, მრავლისათჳს სახიერებისა შენისა:

შემკულ-არს სასძლო სიძისა ზეციერისა ღაღადებს ქადაგი, რასა…

სხუანი, დასდებელნი ღი҃ს-მშობლისანი. ჴმა ვ. ყოველი სასოება.

შემკულ-არს სასძლო სიძისა ზეციერისა ღაღადებს ქადაგი, რასა ჰყოვნი ნებსით სულო უბადრუკო, შეგინებულ-არიან ყოველნი შესამოსელნი შენნი, და ვითარიმე შეხუალ მას შინა ამისთჳსცა პირუჱლ აღსასრულისა შეუვრდი მარადის ქალწულსა მგალობელი, მსახურე უსუპითა ლოცხუათა შენთათა, და განმწმიდე წმიდაო, და ღირს-მყავ მე სასძლოსა მას რათა გადიდებდე შენ:

სულისა სიწმიდითა, წინასწარუჱ მოასწავა, ისაია ქალწულო, დამბადებელისა, შობაჲ შენ მიერ, და შენ გქადაგებდა, რომელი გამოჰსჩნდი, სანატრელად საუკუნითგან, და აწ გევედრები, სული ჩემი ცოდჳლი განჰსწმიდე, და ბრწყინუალებისა საღმრთოჲსა, ძისა შენისა ზიარ მყავ ღირსო, დადგომად მარჯუჱნით მისსა ვითარცა იგი წერილ-არს დარაჯდეს საყდართა ზედა განსჯად ადამიანთა:

მეძავი წარმომცლელი მირონისა, ოდესმე ფერჴთა შენთა ზედა მეუფეო, ყოველნი იგი ცოდუანი, რომელიცა ექმნნეს მოტევებასა მიიღებდა, ავაზაკმან რაჟამს ღთ҃-ჰყოფად ჯუარსა ზედა გიცნა შენ, მყის სამოთხესა შინა შეყუანებულ-იქმნა, გარნა მე უბადრუკმან რაჲმე ვჰყო, რამეთუ არცა მირონისა და არცა გულისა შემუსრჳლებისა მქონებელ-ვარ, უსასყიდლოდ შემიწყალე მე სახიერო უ҃ო, მეოხებითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, რომელი მოეც სოფელსა შენსა დიდად შუამდგომელად:

კადნიერ-იქმნა ისრაილი დასჯად შენდა მაცხოვარ, და მიგცა…

დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა, მსგავსი.

კადნიერ-იქმნა ისრაილი დასჯად შენდა მაცხოვარ, და მიგცა პილატეს, და დაგსაჯა შენ სიკუდიდ მსაჯული ცხოველთა და მკუდართა, ჵ სასჯელსა უსჯულოსა, მოვუძლურდები და მოვილტჳი გულითა, გხედავ რა შენ ყოველთა ცხოვრებასა ვითარცა მკუდარსა, სულთქმით ღაღადებდა უბიწო ქალწული მხოლოო მრავალ-მოწყალეო:

ჯუარი შენი უ҃ო, სასო ცხოვრებისა არს ერისა…

სტიქარონსა ზედა, დასდებელნი ჯუარისანი. ჴმა ვ.

ჯუარი შენი უ҃ო, სასო ცხოვრებისა არს ერისა შენისა, და მისსა მიმართ მოსავნი, შენ ნებსით ჯუარ-ცმულსა ღთ҃სა ჩუჱნსა გიგალობთ, შეგჳწყალენ ჩუჱნ:

ჯუარმან შენმან უ҃ო სამოთხე განუღო ნათესავსა კაცთასა, და ხრწნილებისაგან ჰჴსნილნი, შენ ნებსით ჯუარცმულსა ღთ҃სა ჩუჱნსა გიგალობთ, შეგჳწყალენ ჩუჱნ:

ღუაწლით-შემოსილთა შენთა, და ზეცისა მოქალაქეთა, ქუჱყანასა ზედა…

მოწამეთა.

ღუაწლით-შემოსილთა შენთა, და ზეცისა მოქალაქეთა, ქუჱყანასა ზედა იღუაწეს, მრავალი ტანჯუა დაითმინეს, და სრული გჳრგჳნი მოიგეს ცათა შინა, და მეოხ-არიან სულთა ჩუჱნთათჳს:

გიხილა რა შენ ჯუარცმული ქე҃ მშობელმან შენმან…

დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.

გიხილა რა შენ ჯუარცმული ქე҃ მშობელმან შენმან ჴმა ჰყო, რა არს უცხო ესე საიდუმლო რომელსა გხედაც ძეო ჩემო, ვითარ ძელსა ზედა მოჰკუდები ჴორცითა მოკიდებული, ცხოვრების-მომცემელო:

მხოლო აღემართა ძელი ჯუარისა შენისა უ҃ო, და…

ოთხშაბათსა ცისკრად. შემდგომად ა სტიხოლოღიისა. წარდგომანი ჯუარისანი. ჴმაჲ ვ.

მხოლო აღემართა ძელი ჯუარისა შენისა უ҃ო, და საფუძუჱლნი შეიძრნეს სიკუდილისანი, რამეთუ რომელი შთანთქა სურჳელად ჯოჯოხეთმან, ძრწოლით გენუტევა იგი, გჳჩუჱნე ჩუჱნ მაცხოვარება შენი წმიდაო, და დიდების-გმეტყუჱლებთ შენ, ძეო ღი҃საო შეგჳწყალენ ჩუჱნ:

უ҃ო სიკუდიდ დაგსაჯეს შენ ჰურიათა ცხოვრებაჲ ეგე…

აღამაღლებდით უ҃სა, ღთ҃სა ჩუჱნსა, და თაყუანის-ჰსცემდით კუარცხლბეკსა ფერჴთა მისთასა, რამეთუ წმიდა არს:

უ҃ო სიკუდიდ დაგსაჯეს შენ ჰურიათა ცხოვრებაჲ ეგე ყოველთა, რომელთა მეწამული ზღუა კუჱრთხითა წიაღულეს, ჯუარსა შეგსმჭუალეს შენ, და რომელნი კლდისაგან სუმიდეს თაფლსა, მათ ნავღელი მიგიპყრეს შენ, არამედ ნებსით დაითმინე, რათა ჩუჱნ განმათავისუფლნე მონებისაგან მტერისა უ҃ო დიდება შენდა:

მარადის ქალწული ქე҃ მშობელი შენი, ჯუარსა ზედა…

დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.

მარადის ქალწული ქე҃ მშობელი შენი, ჯუარსა ზედა გხედჳდა რა ჩუჱნთჳს ამაღლებლსა, ჰსწყლჳდა მახჳლითა მწუხარებისათა სულსა თჳსსა და გულსა, და დედობრივ მმგოდებელი სტიროდა, რომლისა ოხითა შეგჳწყალენ ჩუჱნ:

დღეს საწინასწარ-მეტყუჱლო იგი სიტყუაჲ აღესრულა, რამეთუ აჰა…

შემდგომად ბ. სტიხოლოღიისა, წარდგომანი ჯუარისანი. ჴმა ვ.

დღეს საწინასწარ-მეტყუჱლო იგი სიტყუაჲ აღესრულა, რამეთუ აჰა ესერა თაყუანის-ვჰსცემთ ადგილსა, რომელსა დადგეს ფერჴნი შენნი უ҃ო, და ძელი ცხოვრებისა გჳპყრიეს, და ვნებათაგან ცოდჳსათა განთავისუფლებულ-ვართ, მეოხებითა წმიდისა ღი҃ს-მშობელისათა, მხოლოო კაცთ-მოყუარეო, უ҃ო დიდება შენდა:

ჯუარი შენი უ҃ო წმიდა იქმნა ჯუარცმითა შენითა…

ხოლო ღთ҃მან, მეუფემან ჩუჱნმან, წინა-საუკუნეთამან, შეჰქმნა ცხოვრება შორის ქუჱყანისა:

ჯუარი შენი უ҃ო წმიდა იქმნა ჯუარცმითა შენითა მას ზედა, რამეთუ მის მიერ იქმნებიან კურნებანი ცოდჳსა სენთანი, მის მიერ გევედრებით შეგჳწყალენ ჩუჱნ:

მხედუჱლი ძელსა ზედა ქალწული, მკუდრად დამოკიდებულისა უ҃ისა…

დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა. სასოო სოფლისაო.

მხედუჱლი ძელსა ზედა ქალწული, მკუდრად დამოკიდებულისა უ҃ისა, რომელი ჰშუა ჴორცითა გოდებით ღაღადებდა, განუკჳრდები გამოუთქმელსა ზედა სულგრძელებასა შენსა, ვითარ იგი ვითარცა იგი ვითარცა დასჯილი ჯუარსა ზედა აღგამაღლეს უსჯულოთა, მართლ-მსაჯული და მხოლო მეუფჱ:

მოართუა ოდესმე ხრწნილებაჲ ედემს შინა ხემან მთავარსა…

შემდგომად გ. სქიხოლოღიისა, წარდგომანი. ჴმა ვ. სასოო სოფლისაო.

მოართუა ოდესმე ხრწნილებაჲ ედემს შინა ხემან მთავარსა ნათესავთასა გარნა ძელმან ჯუარისამან ადგილსა ზედა თხემისასა ცხოვრებაჲ აღაყუავილა, რამეთუ დაითრგუნა სიბოროტჱ მტერისა, და შეწყალებულ-იქმნა მას ზედა შემჰსჭუალჳთა ქე҃სითა ადამი მჴმობელი, ეჰა ძელი ესე ყოვლად კურთხეული:

ღუაწლი წამებისა მოითმინეს წმიდათა, და სამძალი ძლევისა…

დიდება შენდა, ღო҃ ჩუჱნო, დიდება შენდა: მოწამეთა.

ღუაწლი წამებისა მოითმინეს წმიდათა, და სამძალი ძლევისა შეიმოსეს, განაქარუნეს მძჳნუარებანი უღმრთოთანი, და მოიხუნეს გჳრგჳნნი უხრწნელებისანი, მათითა ოხითა ქე҃ ღო҃, მოანიჭე სულთა ჩუჱნთა დიდი-წყალობაჲ:

ღი҃ს-მშობელო ქალწულო მეოხ-გუჱყავ, წინაშე ძისა შენისა და…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

ღი҃ს-მშობელო ქალწულო მეოხ-გუჱყავ, წინაშე ძისა შენისა და ღი҃სა ჩუჱნისა, რამეთუ რომელი ნებსით თჳსით ჯუარსა დაემსჭუალა, და აღდგა მკუდრეთით ქე҃ ღი҃ ჩუჱნი, ცხოვრებისათჳს სულთა ჩუჱნთასა:

მაცხოვნებ მე მაცხოვარ შემსჭუალული ძელსა ზედა

ოთხშაბათსა, კანონი ჯუარისანი, რომლისა კიდურ-წერილობა.

მაცხოვნებ მე მაცხოვარ შემსჭუალული ძელსა ზედა.

უკულეველად, ზღუა წიაღულო ისრაილმან, ვითარ ვრცელი ქუჱყანა…

იოსებისა. გალობა ა. ჴმა ვ. სძლისპირი.

უკულეველად, ზღუა წიაღულო ისრაილმან, ვითარ ვრცელი ქუჱყანა და მდევარი ფარაო, იხილა დანთქმული უფსკრულთაგან, და ძლევისა გა-მ ლობასა ღთ҃სა გიგალობდა:

ჯუარსა ზედა განიპყრენ შენ მეუფეო, უხრწნელნი მკლავნი…

ტროპარნი.

ჯუარსა ზედა განიპყრენ შენ მეუფეო, უხრწნელნი მკლავნი შენნი, და შეგჳტკბენ წყალობით, და მამასა მიმგუარენ ვითარცა, საყუარელმან ძემან და ბუნებით თანა-არსმან:

ჯუარსა ზედა, ამაღლდი ვითარცა კრავი, შეცთომილთა ცხოვართა, შენთა პოვნად სახიერ და ჰპოვენ რა აღრაცხენ იგინი, ზეცისა ძალთა თანა, დიდება ძალსა შენსა:

უოჴჭნოჲსა, ცხოვრებისა სურჳლითა, ახოვანთა მარტჳლთა, მოაკუდინნეს ასონი…

მოწამეთა.

უოჴჭნოჲსა, ცხოვრებისა სურჳლითა, ახოვანთა მარტჳლთა, მოაკუდინნეს ასონი, და ტანჯუანი მრავალნი თავს-ისხნეს, და პირად პირადთა განსაცდელთა წინა-აღუდგეს:

მართლისა მის, მსაჯულისა და ღი҃სათჳს, უმსჯავროთა საყდართა, დასჯად წარიდგინენით, და დასჯა ყოველი დაითმინეთ, განმანათლებელი თქუჱნი დიდებულნო მარტჳლნო:

რათა მოსცე, ადამიანთა სახიერ, უვნებელობაჲ ვნება დაითმინე…

ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.

რათა მოსცე, ადამიანთა სახიერ, უვნებელობაჲ ვნება დაითმინე ჯუარითა და ქუჱყანა ძრწოლით შეიძრა გოდებით ღაღადებდა წმიდაჲ დედოფალი:

მეექუსესა შევჰსწირავ ღი҃ს-მშობელისა მიმართ გალობასა

სხუა, კანონი ყოვლად წმიდისა მიმართ ღი҃ს-მშობელისა. რომლისა კიდურ-წერილობაჲ.

მეექუსესა შევჰსწირავ ღი҃ს-მშობელისა მიმართ გალობასა.

ბოროტითა, განზრახჳთა მტერისათა დედამან ჩუჱნმან ევა, მოგუატყუა…

იოსებისა. გალობა ა. ჴმა და სძლისპირი იგივე.

ბოროტითა, განზრახჳთა მტერისათა დედამან ჩუჱნმან ევა, მოგუატყუა ჩუჱნ სიკუდილი, ხოლო შენ ქალწულო ჰშევ რა ცხოვრებაჲ, მომკუდარნი და განხრწნილნი, კუალად განმაცხოველენ:

გულის-თქმითა, ცთომილი და ჴორცითაცა, მწარედ შეგინებული, შენდა მომართ წმიდისა, და უბიწოჲსა ჭეშმარიტად მოვივლტი ქალწულო, შემწე-მეყავ მონასა შენსა:

წყლულებანი, გონებისა ჩემისანი, განჰკურნენ ღი҃ს-მშობელო და ღელუანი ბოროტნი, მწიკულევანთა გულის-თქმათანი, ღი҃სა მიმართ ვედრებითა შენითა დააცხურენ:

არავინ-არს წმიდა შენებრ, უ҃ო ღო҃ ჩუჱნო, რომელმან…

გალობა გ. სძლის-პირი.

არავინ-არს წმიდა შენებრ, უ҃ო ღო҃ ჩუჱნო, რომელმან აღამაღლე დღეს, რქაჲ ქრისტიანეთა, დამამთკიცენ ჩუჱნ ერთობით, კლდესა ზედა სარწმუნოებისასა:

ჯუარი წმიდა აღემართა, და დაეცა საცთური, შეიძრნეს…

ტროპარნი.

ჯუარი წმიდა აღემართა, და დაეცა საცთური, შეიძრნეს დაბადებულნი და განემკიცნეს გულნი, შერყეულნი მტერისაგან, და ჯუარცმასა შენსა აქებდეს მჴსნელო:

აღბორგდა ერი უსჯულოჲ, და შენ მხოლო მართალი, უმსჯავროდ დაგსაჯეს ქე҃, განმანათლებელი კაცთა ნათესავისა, და ხრწნილებისა უმსჯავროჲსაგან მჴსნელი:

აღძრა სიბორგილე თჳსი, და ეკუჱთა მარტჳლთა, მტერი…

მოწამეთა.

აღძრა სიბორგილე თჳსი, და ეკუჱთა მარტჳლთა, მტერი ხოლო იხილა რა, ძლეულებაჲ თჳსი, ზარ-განჴდილი შეიმუსრა, საღმრთოჲსაგან დიდებისა მათისა:

ტანჯუათა სიმწარისაგან, განიხრწნებოდეს ჴორცნი, ხოლო სულისა სიკეთე, უფროს განაბრწყინუჱბდა, ახოვანთა მოწამეთა, შეწევნითა სულისა წმიდისათა:

შუჱნიერად სიკეთითა, უფროს ყოველთა კაცთა, გიცან შენ…

ჯუა-ღი҃ს-მშობლისა.

შუჱნიერად სიკეთითა, უფროს ყოველთა კაცთა, გიცან შენ შობასა შენსა, და ვითარ აწ ჯუარცმასა, მოკლებულ ხარ სიკეთითა, სძალი წმიდა გლოვით ეტყოდა ქე҃:

ბუნებით ტკბილო მხოლოო, რომელმან სისხლი შენი, დასთხიე…

სხუა. სძლისპირი, იგივე.

ბუნებით ტკბილო მხოლოო, რომელმან სისხლი შენი, დასთხიე მოწყალებით, ჯუარსა ზედა ჩემთჳს, დედისა შენისა მიერ, უბიწოჲსა, შემიწყალე და მაცხოვნე:

მეორედ შობისა მიერ, ტაძრად საღმრთოდ გამოვჰსჩნდი, ხოლო ნებსით თჳსით ვიქმენ, ვნებათა საუნჯე, ამისთჳს გევედრები შენ, ჵ ტაძარო ღი҃საო შემიწყალე:

სასძლოო მეუფისაო, წმიდაო და რჩეულო, სავანეთა ზეცისათა, დამკჳდრებად ღირს-მყუჱნ, რომელნი ტაძარსა შენსა, შინა დღითი დღე ქებით გადიდებთ:

ქე҃ ღი҃ ჩემი, უ҃ი ძალ ჩემდა, ჴმითა…

გალობა დ. სძლისპირი.

ქე҃ ღი҃ ჩემი, უ҃ი ძალ ჩემდა, ჴმითა მაღლითა იტყჳს ეკკლესიაჲ და ნებისაებრ ღი҃სა, იხარებს სარწმუნოებით, საღმრთოთა მით სიხარულითა:

ძელსა დამსჭუალული მზემან რა იხილა, მზეო დაუვალო…

ტროპარნი.

ძელსა დამსჭუალული მზემან რა იხილა, მზეო დაუვალო ქე҃, დაბნელდა, და ყოველი სოფელი, ბნელისაგან საცთურისა, გათავისუფლდა და გიგალობდა:

შეჰკრჳდენ ჴელთა შენთა მაცხოვარ ერნი სჯულისა გარდამავალნი, და ბეკრულნი ყოველნი საკრუჱლთაგან განუჴსნელთა განიტევებოდენ, და შეიკრუოდა მტერი და საცთური დაირღუჱოდა:

სისხლთა მდინარითა, მოაშთუჱთ მარტჳლნო, უზომოდ მოქადული, მტერი…

მოწამეთა.

სისხლთა მდინარითა, მოაშთუჱთ მარტჳლნო, უზომოდ მოქადული, მტერი ფარაო, და ქუჱყანად აღთქმისა საუკუნოჲსა სიხარულით ამაღლდით დიდებულნო:

ფრთითა სულისათა, მტერისა საბრჴეთა თანა, წარჰჴდეს მოწამენი და აღჰჴდეს, თავსა კეთილთასა, სიხარულსა და ცხოვრებასა, და ნათელსა წარუვალსა:

მოიწყალ ქალწულო, შენგან შობილისა, ვნებისა მახჳლითა, რჟამს…

ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.

მოიწყალ ქალწულო, შენგან შობილისა, ვნებისა მახჳლითა, რჟამს იხილე, ლახურითა განგმერილი, და სისხლ გარდამომდინარე, და ჯუარსა დამოკიდებული:

სისხლითა გუჱრდისა ძისა შენისათა, წლულებანი გულისა ჩემისანი…

სხუა. სძლისპირი, იგივე.

სისხლითა გუჱრდისა ძისა შენისათა, წლულებანი გულისა ჩემისანი, და მწიკული ვნებათანი, განსწმიდენ ღი҃ს-მშობელო, და ნათლითა შენითა განმანათლენ:

მზისა მის საღმრთოჲსა, მშობელო გზათა მათ, ცხოვრებისათა წარმიძეღუ ცთომილსა, ალაგთაგან საღმრთოთა, და ღირს-მყავ მიწევნად ბჭეთა, სინანულისათა ქალწულო:

ცუარი ცრემლთა ტკბილი, დაასხ გულსა ჩემსა, რომელმან გჳშევ წყაროჲ ცხოვრებისა, და ღუარნი ვნებათანი, აღმამრღუჱველნი გონებისა, ჩემისანი განაჰჴმენ სძალო:

რომელმან ჰშევ წმიდა, წმიდათა ქალწულო, წმიდაო წმიდა ჰყავ სული ჩემი, და არა წმიდათა მათ, ვნებათა და განსაცდელთაგან, ბოროტთა გამომიჴსენ:

ნათლითა შენითა საღმრთოთა, დიდებულო სულნი რომელთა აღიმსთუჱს…

გალობა ე. სძლისპირი.

ნათლითა შენითა საღმრთოთა, დიდებულო სულნი რომელთა აღიმსთუჱს შენდამი სიხარულით, განანათლენ რათა გიცნან შენ ღი҃ მხოლო, განმათავისუფლებელი ცოდუათა მათთაგან:

რომელნი შეჰმოს სამყაროსა, ღრუბელთა მიერ ჯუარსა ზედა…

ტროპარნი.

რომელნი შეჰმოს სამყაროსა, ღრუბელთა მიერ ჯუარსა ზედა ნებსით შიშუჱლი დაემჰსჭუალე ჴორცითა, რათა სიშიშულჱ სიბოროტისა განმძარცო, და კუართი უხრწნელებისა შთამაცუა მეუფეო:

ბაბილო ცხოვრებისა ქე҃, და ჭეშმარიტი სიტკბოება სულთა ჩუჱნთა ჯუარსა ზედა რა ამაღლდა, აღმოგჳცენა სიტკბოებაჲ განმაჴმობელი, ყოვლისავე სიმთურალისა საეშმაკოჲსა:

საწერტელთა მიერ საღმრთოთა, პირად პირადად შემკულნი და…

მოწამეთა.

საწერტელთა მიერ საღმრთოთა, პირად პირადად შემკულნი და გჳრგჳნითა განშუჱნებულნი, მარტჳლნი, ჴორცითა ვნებულისა ღი҃სა წინაშე დგანან, და ცოდუათა შენდობასა ითხოვენ ჩუჱნთჳს:

საუკუნესა დიდებასა, და ცხოვრებასა და სიხარულსა, განიცდიდით ღუაწლისა მძლენო, და სამნაკეცთა ღელუათა კუჱთებაჲ სასტიკი, ძალითა ჯუარცმულისათა განმჴნობილთა დაითმინეთ:

დაუტევნელი ყოველთაგან, საშოსა დაგიტიე და თჳნიერ სალმობათა…

ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.

დაუტევნელი ყოველთაგან, საშოსა დაგიტიე და თჳნიერ სალმობათა გშევ ჵ მეუფეო, ხოლო აწ სასტიკად მელმის ჯუარცმასა შენსა, გოდებით ღაღადებდა წმიდაჲ დედოფალი:

უცხო და საკჳრუჱლი შობა, ჰშევ ღი҃ს-მშობელო გამოუთქმელი…

სხუა. სძლისპირი, იგივე.

უცხო და საკჳრუჱლი შობა, ჰშევ ღი҃ს-მშობელო გამოუთქმელი და მიუწთომელი ამისთჳს, გევედრები მე უცხო-ქმნილი ღი҃საგან, საკუთარ და საყუარელმყავ მისა ოხითა შენითა:

მთად საღმრთოდ გიხილა დანიილ, ელუარებითა ქალწულებისათა ბრწყინუალედ განშუჱნებულად, რომლისაგან გამოეკუჱთა ლოდი შემმუსრუჱლი, კერპთა საცთურისათა საღმრთოჲთა ძლიერებითა:

ავაზაკთა მიერ ბოროტთა, გზასა საწუთოსასა სასიკუდინედ მოიწყლა სული ჩემი, სიტყუაო ღი҃საო მოიხილე წყალობით, და განჰკურნე ოხითა დედისა შენისათა:

სოფლისა ზღუა აღძრულ-არს, ღელჳთა ცოდჳსათა საშინელად დამნთქამს…

გალობა ვ. სძლისპირი.

სოფლისა ზღუა აღძრულ-არს, ღელჳთა ცოდჳსათა საშინელად დამნთქამს მე, და მოვივლტი შენდა ნავთ-საყუდელისა და ესრეთ გიღაღადებ, დანთქმისაგან მიჴსენ მე მრავალ-მოწყალე:

ეკალნი ვნებათანი, აღმოფხურენ მეუფეო, ეკლისა გჳრგჳნი რა…

ტროპარნი.

ეკალნი ვნებათანი, აღმოფხურენ მეუფეო, ეკლისა გჳრგჳნი რა, დაიდგ და მოჰკალ მკულელი ჩუჱნი, რაჟამს ლახურითა განგუმირე გუჱლი იგი მაცთური ყოვლად ძლიერო:

ძელსა ზედა ამაღლდი, დაცემად მძლავრებასა მტერისასა უ҃ო, და მიჴსენ მე მწარისაგან მონებისა, ყურიმლის-ცემითა მჴსნელო, სულ-გრძელებათა შენთა ვაქებ მოწყალე:

ჯუარითა აღჭურჳლთა, საცთურისა ზღუდენი, დაამჴუნეს მოწამეთა, და…

მოწამეთა.

ჯუარითა აღჭურჳლთა, საცთურისა ზღუდენი, დაამჴუნეს მოწამეთა, და ძლევისა გჳრგჳნითა შემკობილნი, ქალაქსა ზეცათასა, მკჳდრ-იქმნნეს ქე҃ს მიერ სამ-გზის ნეტარნი:

სიმაღლედ წამებისა, აღჰჴედით მოწამენო, და ბოროტი სიმაღლე, მტერისა ქუჱყანად დააკუჱთეთ მჴნენო, და მოიხუჱნით მაღალნი, გჳრგჳნნი ბრწყინუალენი ქე҃ს ღი҃საგან:

პირმშოსა მის ბნელისა, განმკუჱთელო ნათელო, ყოვლითურთ საწადელო…

ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.

პირმშოსა მის ბნელისა, განმკუჱთელო ნათელო, ყოვლითურთ საწადელო, და ბრწყინუალებაო მამისაო ქე҃, ვითარ ჯუარს-ეცუ ჴორცითა, გოდებით ღაღადებდა წმიდა ქალწული:

კუჱრთხო პატიოსანო, რომელმან ცხოვრებისა, ყუავილი გამოიღე, განმხრწნელთა…

სხუა. სძლისპირი, იგივე.

კუჱრთხო პატიოსანო, რომელმან ცხოვრებისა, ყუავილი გამოიღე, განმხრწნელთა გულის-თქმათა გამომღებელი, სული ჩემი განსწმიდე, ჯუარითა ცხოველითა ქე҃ს ღი҃სათა:

ქე҃ ღო҃ ოხითა, დედისა შენისათა, მხეცისაგან ცოდჳსა, მიჴსენ ვითარცა იონაჲ ვეშაპისაგან, და მაცხოვნე მოწყალე, მიახლებული დანთქმად რამეთუ ძალ-გიც:

განმრავლდეს მეუფეო, უფროს ქჳშისა ზღჳსა, ბრალნი ჩემნი ბოროტნი, ვითარცა გაქუს უფსკრული წყალობისა მომაქციე და მიჴსენ, ვედრებითა წმიდისა ქალწულისათა:

ყრმათა მათ წმიდათა, საჴუმილი შეაცურია ანგელოსმან მაცხოვრისამან…

გალობა ზ. სძლისპირი.

ყრმათა მათ წმიდათა, საჴუმილი შეაცურია ანგელოსმან მაცხოვრისამან, და ქალდეველნი შეწუნა ბრძანებამან ღი҃სამან, მძლავრსა ასწავეს გალობაჲ და თქუჱს კურთხეულ-ხარ შენ, უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:

გესლიანნი ღონენი ვეშაპისანი შემუსრენ ქე҃ ყურიმლის-ცემითა, და…

ტროპარნი.

გესლიანნი ღონენი ვეშაპისანი შემუსრენ ქე҃ ყურიმლის-ცემითა, და ძელსა ზედა, დამსჭუალჳთა ყოვლად ძლიერო, განგუანათლენ ყოველნი და ვიტყჳთ კურთხეულ-ხარ შენ, უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:

ხისა გემოს-ხილჳთა სიკუდილი მოისთულო ადამ პირუჱლმან კაცმან, არამედ რაჟამს მეორე, ძელსა ზედა დამოეკიდა უკუდავი ცხოვრებაჲ მოგუატყუა და მოაკუდინა მაცთური, ღთ҃მან მამათა ჩუჱნთამან:

თმენით დაუთმეთ უ҃სა და ტანჯუათა გლახაკობისა მღჳმით…

მოწამეთა.

თმენით დაუთმეთ უ҃სა და ტანჯუათა გლახაკობისა მღჳმით აღჰჴედით ღი҃სა, ღირსნო მარტჳლნო, და დაემტკიცენით კლდესა ზედა, სარწმუნოებისასა და დააკუჱთეთ მტერი მაცთური, ძალითა ქე҃ს მჴსნელისათა:

ვნებათა მიერ განბრწყინუჱბულნი უნათლეს მზისა განათლდით მოწამენო, და ყოველნივე ჴელმწიფებანი ბნელისანი, დაამჴუჱნით დიდებულნო და იტყოდეთ კურთხეულ-ხარ შენ, უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:

რომელი უცუალებელ-ხარ ღუთაებითა ვნებასა შენსა შესცუალენ დაბადებულნი…

ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.

რომელი უცუალებელ-ხარ ღუთაებითა ვნებასა შენსა შესცუალენ დაბადებულნი, ღი҃სა სიტყუაო, ღი҃ს-მშობელი ცრემლით იტყოდა, განკჳრუჱბული მრავლისათჳს სულ-გრძელებისა შენისა, ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:

რომელმან ბუნებაჲ პირუჱლ ქმნულისა განამღრთუჱ ზესთა ბუნებისა…

სხუა. სძლისპირი, იგივე.

რომელმან ბუნებაჲ პირუჱლ ქმნულისა განამღრთუჱ ზესთა ბუნებისა შობითა, შენითა სძალო, ფრიად შეცოდებული ესე, და განმარისხებელი ბუნებით სახიერისა ღი҃სა, დამაგე ოხითა შენითა:

მწჳრესა ცოდჳსასა მარადის აღმომაცენებელი გული ჩემი, ღი҃სა დედაო, წყლისა ცხოველისა მშობელო, განჰსწმიდე და ღისრჰყავ გალობად კურთხეულ-ხარ დედოფალო, სასოო განწირულთაო:

ქუჱყანასა ზედა ცად იწოდე ცათა და ქუჱყანასა შემოქმედისა, ღი҃სა დედაო, მას ევედრე, რათა მიჴსნას მე, ქუჱყანისა ბოროტთაგან და შემაერთოს ზეცისა ძალთა, და ღირს-მყოს კეთილთა წარუვალთა:

საჴუმილით სამთა ყრმათა ცუარსა ასხურებდინ, და წყალთაგან…

გალობა ჱ. სძლისპირი.

საჴუმილით სამთა ყრმათა ცუარსა ასხურებდინ, და წყალთაგან დასწუჱნ ილიას საკუჱრთხნი, რამეთუ ნება შენი ქე҃ მსწრაფლ აღასრულეს, შენ გაკურთხევთ და აღგამაღლებთ უკუნისამდე:

გუჱლი ამპარტავანი დაამდაბლე ქე҃, სიმდაბლით რა დაემსჭუალე…

ტროპარნი.

გუჱლი ამპარტავანი დაამდაბლე ქე҃, სიმდაბლით რა დაემსჭუალე ჯუარსა ზედა, და ადამ დაცემული ვნებათა მიერ აღამაღლე, მოწყალეო, ღო҃ მხოლოო კაცთ-მოყუარე:

რათა დაატკბო სიმწარე იგი ძელისა ჯუარსა ზედა ჰსუ შენ ძმარი და ნაღუჱლი, რომელი ხარ სიტკბოება და ცხოვრება არსებითი, და მეუფე, და ნათელი და მაცხოვარი ჩუჱნი:

არა მოუდრიკენით მუჴლნი კერპთა ყრუთა, არამედ შეიწირენით…

მოწამეთა.

არა მოუდრიკენით მუჴლნი კერპთა ყრუთა, არამედ შეიწირენით ვითარცა კრავნი, და მტერისა ძლიერებაჲ დაამხუთ მოწამენო, და ქე҃სა აკურთხევდით უკუნისამდე:

ტაძრად სულისა ცხოველისა გამოჰსჩნდით მარტჳლნო, და ტაძარნი კერპთანი დააკუჱთენით, და ტაძარსა ზეცათასა აღიწიენით თქუჱნ და ქე҃სა ეკურთხევდით უკუნისამდე:

იაკობ კიბედ გიხილა შენ წინასწარუჱ, ზეცისა სიმაღლედ…

ღი҃ს-მშობლისა.

იაკობ კიბედ გიხილა შენ წინასწარუჱ, ზეცისა სიმაღლედ აღმყუანებელად, ჩუჱნდა, სიღრმედ ბოროტთა შთასრულთა ამათ ურჩებითა, ღი҃ს-მშობელო, ამისთჳს გალობით გადიდებთ:

დაღაცათუ არა მნებავს ვიქმ მე უჯეროთა ძლეული…

სხუა. სძლისპირი, იგივე.

დაღაცათუ არა მნებავს ვიქმ მე უჯეროთა ძლეული ჩუჱულებათაგან რომელნი, დამამონებენ მონათა მათ განდგომილთა ღი҃საგან, დედოფალო, განმათავისუფლე უბადრუკი:

გამომღებელო ტევანსა მას დაუსხმელსა, რომელმან გჳწდია ღჳნოჲ ცხოვრებისა, მთურალობითა ცოდჳსათა დაბნელებული ესე, ღი҃ს-მშობელო, ქალწულო განმაბრძუჱნ და მაცხოვნე:

ჟამსა სასჯელისასა, ნუ დამჰსჯი მაცხოვარ, დასჯილთა მათ თანა თჳთ დასჯილსა ამას, არამედ უნდო ესე სულთქმაჲ ჩემი შეიწირე, და მაცხოვნე, ოხითა დედისა შენისათა:

ღი҃სა ხილუა შეუძლებელ-არს კაცთაგან რომელსა გუნდნი ანგელოსთანი…

გალობა თ. სძლისპირი.

ღი҃სა ხილუა შეუძლებელ-არს კაცთაგან რომელსა გუნდნი ანგელოსთანი ვერ მიხედუჱნ, ქალწულო გამოუჩნდა შენ მიერ კაცთა, სიტყუა ჴორციელ-ქმნილი, რომელსა ვაკურთხევთ, უჴორცოთა თანა, და შენ დღეს გალობით გადიდებთ:

ჟამთა და წელთა შემოქმედი შორის ქუჱყანისა, შუადღე…

ტროპარნი.

ჟამთა და წელთა შემოქმედი შორის ქუჱყანისა, შუადღე ჯუარსა დამოეკიდე ქე҃, და შორის სამოთხესა ქმნილი შეცოდებაჲ, ადამისი განჰკურნე, და ხრწნილებაჲ ჩუჱნი, უხრწნელებად შეჰსცუალე, მოწყალე ამისთჳს გადიდებთ:

ჯუარი რა დაენერგა მოიკლა მძლავრებაჲ სიკუდილისა, და პყრობილნი საკრუჱლთაგან განიჴსნნეს, და ღი҃ს-მეცნიერებაჲ სოფელსა შინა აღყუავნა, და მტერი შეიმუსრა, და ადამი განაჴლდა, და სიხარულითა აღივსო ყოველი სოფელი:

ქუჱყანა ცა იქმნა ვინადგან ქე҃ ჯუარსა დაემჰსჭუალა…

მოწამეთა.

ქუჱყანა ცა იქმნა ვინადგან ქე҃ ჯუარსა დაემჰსჭუალა, ჵ მოწამენო და სიმრავლე თქუჱნი, განკაფული ტანჯუათა მიერ მოიზიდა, დათმენათა ნათლითა, ბრწყინუალედ შემკულნი, ზეცისა უჴორცოთა თანა, დაგამკჳდრა მჴნენო:

ნათლითა უნივთოჲთა ჰბრწყინავთ ქე҃ს მოწამენო, პირმშოთა კრებულსა შეერთებულნი, და მადლით განღმრთობილნი და საუკუნეთა, შუჱბითა აღუსებულნი, ამისთჳს ჯეროვნად, გადიდებთ და გნატრით მორწმუნენი ყოვლად ქებულნო:

განსაკრთომელი შობაჲ მომემადლა შობასა შენსა, რომლისაგან განჰკრთეს…

ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.

განსაკრთომელი შობაჲ მომემადლა შობასა შენსა, რომლისაგან განჰკრთეს დაბადებულნი, გიხილეს რა ნებსით ჯუარცმული მეუფეო უბიწო დედოფალი, გოდებით იტყოდა, მდგომარე წინაშე ჯუარსა და გადიდებდა შენ:

მე მხოლო შეცთომილი და შეურაცხის-მყოფელი, ცხოველს-მყოფელთა, მცნებათა…

სხუა. სძლისპირი, იგივე.

მე მხოლო შეცთომილი და შეურაცხის-მყოფელი, ცხოველს-მყოფელთა, მცნებათა შენთა ქე҃, და მწარითა გარდასლჳთა დასჯილი ესე, მაცხოვნე მე მოწყალე, დედისა შენისა, ყოვლად წმიდისა ვედრებითა ყოვლად სახიერო:

განსაცდელთა ღელჳსაგან დანთქმულსა ამას სძალო, მექმენ ნავთ-საყუდელ ცხოვრებისა, და ვნებათა ჩემთა ოხრაჲ დააყუდე, და უფსკრული ცოდუათა, მათ ჩემთა განაჴმე, რათა მარადის გიგალობდე, ჵ საგალობელო:

გზაჲ წრფელი მაუწყე რომლისა, მიერ მივიწიო, ბჭეთა სასუფეველისათა ქალწულო, და საღმრთოთა სავანეთა სამოთხისათა, და საუკუნეთა მათ კეთილთა ღირს-ვიქმნე, და ნეტარებაჲ წარუალი მოვიღო ღი҃საგან:

მხედრობა მარტჳლთა გუნდი მამათა და მღუდელთ-მოძღუართა, წინასწარ-მეტყუჱლთა და მართალთა, მწყობრი წმიდა მოციქულთა და ანგელოსთა, მშობელსა შენსა თანა, გევედრებიან შენ გუაცხოვნენ მრავალ-მოწყალე ქე҃ სახიერო:

ჯუარისა მიმართ მაქუს სასოებაჲ ქე҃, და მის…

აღჳვსენითსა ზედა, დასდებელნი ჯუარისანი. ჴმა ვ.

ჯუარისა მიმართ მაქუს სასოებაჲ ქე҃, და მის მიერ მოქადული გიღაღადებ, კაცთ-მოყუარეო უ҃ო, დაამჴუ სილაღჱ მათი, რომელნი ღუთად და კაცად არა აღგიარებენ შენ:

რომელნი ჯუარითა შეზღუდჳლვართ, მტერსა წინა-აღუდგებით, და არა გუჱშინის მანქანებათა მისთა და ღონეთაგან, რამეთუ ვითარცა ამპარტავანი დაეცა და დაითრგუნა, ძალითა ძელსა ზედა დამსჭუალულისა ქე҃სითა:

მარტჳლთა ჴსენებაჲ, სიხარულარს მოშიშთა უ҃ისათა, რამეთუ ქე҃სთჳს…

მოწამეთა.

მარტჳლთა ჴსენებაჲ, სიხარულარს მოშიშთა უ҃ისათა, რამეთუ ქე҃სთჳს იღუაწეს, და გჳრგჳნი მოიხუნეს მის მიერ, და აწ კადნიერად მეოხ-არიან სულთა ჩუჱნთათჳს:

ყოვლად წმიდამან ვითარცა გიხილა შენ, ჯუარსა ზედა…

დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.

ყოვლად წმიდამან ვითარცა გიხილა შენ, ჯუარსა ზედა დამოკიდებული, ტირილით ჰჴმობდა დედობრივ, ძეო ჩემო და ღო҃ ჩემო, შჳლო სიტკბოებაო ჩემო, ვითარ დაითმენ ვნებასა და ყუჱდრებასა:

მომიხსენე ქე҃, მაცხოვარო ჩემო, ოდეს მოხჳდე სუფევითა…

ოთხშაბათსა მომიჴსენენი. ჴმა ვ.

მომიხსენე ქე҃, მაცხოვარო ჩემო, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენითა, და მაცხოვნე გევედრები, მსგავსად ავაზაკისა, ვითარცა მხოლო კაცთ-მოყუარე-ხარ:

ნებსით ძელსა ზედა, ამაღლდი სულ-გრძელო, და სიღრმესა შინა ბოროტთასა მყოფნი, შენთანა აღამაღლენ, ქუჱსკნელთაგან ჯოჯოხეთისათა, და გიგალობდეს შენ მაცხოვარ:

გიხილა რა ძელსა, ზედა დამსჭუალულად, მზეო სიმართლისაო, ქუჱყანაჲ შეიძრა, და კრეტსაბმელი განიპო, და მზე ბნელად გარდაიქცა, და იქმნა ღამე შუა-სამხრის:

ზიარ-იქმნენით თქუჱნ, ვნებათა ქე҃სთა, ზიარებითა საღმრთოჲსა ბრწყინუალებისათა…

მოწამეთა.

ზიარ-იქმნენით თქუჱნ, ვნებათა ქე҃სთა, ზიარებითა საღმრთოჲსა ბრწყინუალებისათა, და მადლით განღმრთობილნი, ბრწყინავთ ნათლითა ღუთაებისათა:

აღმამაღლე მე სიღრმისაგან ცოდუათასა ქე҃ ჩემო, რომელმანცა…

დიდება.

აღმამაღლე მე სიღრმისაგან ცოდუათასა ქე҃ ჩემო, რომელმანცა ერთმან სამებისაგანმან, ჯუარცმაჲ ნებსით თჳსით საითმინე:

წინაშე ჯუარსა რა, მდგომარე ხედევდი, ნებსით ვნებასა…

აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.

წინაშე ჯუარსა რა, მდგომარე ხედევდი, ნებსით ვნებასა ძისა შენისასა, ქალწულო დიდებულო, შეურუჱბული გულითა, ადიდებდ სულ-ბრძელებასა მისსა:

რისხუა ღი҃სა, მსჯავრითა სიმართლისათა, ჩუჱნდა მომართ აღძრული…

სერობისად გალობანი, წმიდისა ღი҃ს-მშობლისანი. გალობა ა. ჴმა ვ. სძლისპირი. უკულეველად.

რისხუა ღი҃სა, მსჯავრითა სიმართლისათა, ჩუჱნდა მომართ აღძრული, დააცხურე ღი҃ს-მშობელო, ვითარცა დედამან ღი҃სამან, ყოვლად ძლიერითა მეოხებითა შენითა:

შენდა მომართ, მუჱდრებელად აღუსძრავთ ქე҃, უხრწნელსა ღი҃ს-მშობელსა, მიითუალე ვედრება, მისი წმიდა და გჳჴსნენ ჭირთაგან, ძრწოლით მგალობელნი მშობელისა შენისანი:

შენისა მის, ხატისა მადიდებელნი, აცხოვნენ ღი҃ს-მშობელო, და დასხენ მწუალებელნი, და შემუსრენ აგარიანთა მძჳნუარენი მეოხებითა შენითა:

რომელმან განზომენ ცანი, და ქუჱყანა აღსწონე, და…

გალობა გ. სძლისპირი. არავინ არს წმიდა.

რომელმან განზომენ ცანი, და ქუჱყანა აღსწონე, და შექმენ დაბადებულნი, სიტყჳთ და ბრძანებით, მეცა დამამთკიცე რათა ვადიდებდე ძალსა შენსა ძლიერსა:

სასო და მეოხი ჩუჱნი, და ძალი და სიმტკიცე შენ ხარ ქალწულო მარიამ, შენ დასცენ ყოველნი, მტერნი და წინა აღმდგომნი შენთა ამათ, ქებით მგალობელთანი:

რომელმან ერთი წმიდისა, სამებისა გჳშევ ჩუჱნ, გარე შემოუწერელად, ქალწულო უბიწოო, იჴსენ ჭირთაგან ქალაქი, წყალობათა შენთა შევედრებული:

ერი და ქალაქი, შენი ღი҃ს-მშობელო შეურუჱბული და…

გალობა დ. სძლისპირი. ქე҃ ღი҃ ჩემი.

ერი და ქალაქი, შენი ღი҃ს-მშობელო შეურუჱბული და ღელუა-გუჱმული, ცრემლით ჴმობს შენდა მომართ, ნუ უგულებელს-ჰყოფ მოსავთა, შენთა ყოვლად დიდებულო:

ვითარცა გაქუს სძალო, შენგან შობილისა, ღი҃სა მიმართ კადნიერება დიდი, ევედრე კურთხეულო, რათა იჴსნნეს ჭირისაგან, და განსაცდელთაგან ქალაქი შენი:

ჰგონებდა მოსლუად, სამწყსოსა შენისა, ვითარცა ლომი მტაცებელი და მყჳრალი, არაბიელთა ერი, არამედ დასხენ იგინი, ქალწულო მეოხებითა შენითა:

ვითარცა დედამან წმიდამან, ყოველთა ცხოვრებისამან მოწყალე ჰყავ…

გალობა ე. სძლისპირი. ნათლითა შენითა.

ვითარცა დედამან წმიდამან, ყოველთა ცხოვრებისამან მოწყალე ჰყავ ძე შენი ღი҃ს-მშობელო, რათა იჴსნნეს რისხჳსაგან მომავალისა, სამართლად ცოდუათა ჩუჱნთათჳს ყოველი სოფელი:

აღდგა ნათესავი უსჯულო, ფიცხელი უწყალო მძჳნუარე და სისხლის მჭამელი ქალწულო ქალაქსა და ერისა შენისა ზედა, ხოლო შენ შემუსრენ და მიჴსენ მგალობელნი შენნი:

ურუათა და განსაცდელთაგან, იჴსნენ დედოფალო აღსაარებელნი, შენნი, დედად მჴსნელისა და დიდებულისა ხატისა შენისა, სარწმუნებით თაყუანის-მცემელნი და მგალობელნი:

სამწყსო შენი შენდამი, ჴმობს ცრემლითა მწარითა, ქე҃…

გალობა ვ. სძლისპირი. სოფლისა ზღუა.

სამწყსო შენი შენდამი, ჴმობს ცრემლითა მწარითა, ქე҃ მჴსნელო და იტყჳს, სამართლად რისხუა შენი თანა წარგუჴადე, მშობელისა შენისა ჩუჱნთჳს მეოხებითა მრავალ-მოწყალე:

ისმინე მშობელისა და მზრდელისა შენისა, ზრდა და გრკჳნუა სახიერ, და გარე წარჰჴადე ოხითა მისითა, სამწყსოსა შენისაგან, რისხუა ესე სასტიკი რომელი აღძრეს:

შეგჳწყალენ ქალწულო, მონანი ესე შენნი, ფრიად შეცოდებულნი, და გარე წარგუჴადე, რისხუა საშინელი, და ნუ მსგავსად ჩუჱნთა მათ, საქმეთა უჯეროთა დამსჯი დასჯითა:

ვსცოდეთ და უსჯულო ვიქმნენით მივსდერკით მცნებათა შენთაგან…

გალობა ზ. სძლისპირი. ყრმათა მათ წმიდათა.

ვსცოდეთ და უსჯულო ვიქმნენით მივსდერკით მცნებათა შენთაგან და განჳწირენით, ამისთჳს აღდგეს, ჩუჱნ ზედა ბარბაროსნი უღმრთონი, მოყუარენი ბრძოლისანი, არამედ ნუ მიმცემ ჩუჱნ სრულიად, ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:

ვსცოდე უფროს ყოველთა ცოდჳლთასა და სასო წარკუჱთილვიქმენ მედგარი აღმიპყარ ჴელი, წყალობასა ღი҃სა დედაო, რათა არა სრულიად წარვმრყმდე ვნებათა მიერ განფრდილი, რამეთუ შენ ხარ სასო ჩემი:

სამწყსო შენი გევედრების და შეგივრდების ცრემლით ღი҃ს-მშობელო ქალწულო, იჴსენ ყოველთა ჭირთა და მწუხარებათაგან, და წარმართთა ზარისა და ყოვლისავე ვნებისაგან, ხილულისა და უხილავისა:

რომელმან ჰშევ თუალთ-შეუდგამი ზეცისა ძალთა, რომლისაგან ძრწიან…

გალობა ჱ. სძლისპირი. საჴმილით სამთა ყრმა.

რომელმან ჰშევ თუალთ-შეუდგამი ზეცისა ძალთა, რომლისაგან ძრწიან ხერუვიმ სერაფიმნი, ქალწულო ღი҃ს-მშობელო იჴსენ ყოველთა ჭირთაგან და ურუათა, სამწყსონი ძისა შენისანი:

ნუ გუამხილებ გულის წყრომითა შენითა ქე҃, და ცრემლით ვედრება დედისა შენისა, ქალაქისა შენისათჳს მიითუალე მოწყალე, და ჭირთაგან და ურუათა განათავისუფლე:

ცრემლით გიღაღადებს ქალაქი შენი ქე҃, სიყმილისაგან ძრჳსა და დანთქმისა, ცეცხლისა, მახჳლისა და ბარბაროზთასა, განარინე, მშობელისა შენისა ოხითა:

შჳლნი აგარისნი მძჳნუარედ აღძრულნი ჩუჱნ ზედა, შემუსრენ…

გალობა თ. სძლისტწპირი. ღი҃სა ხილუა შეუძლებელ.

შჳლნი აგარისნი მძჳნუარედ აღძრულნი ჩუჱნ ზედა, შემუსრენ ჵ ქე҃ ყოვლად ძლიერო, მეოხებითა დედისა შენისათა, და იჴსენ ერი შენი, შენდა მინდობილი, და მეფე ჩუჱნი ღი҃ს-მოყუარე გჳრგჳნოსან-ჰყავ:

ყოვლად უბადრუკი ესე შევსწირავ შენდა ვედრებასა, ღი҃ს-მშობელო ქალწულო ყოვლად წმიდაო, ყურად იჴუჱნ სიტყუანი პირისა ჩემისანი, და მიჴსენ მონა შენი, და მადიდებელი, უბიწოსა შობისა შენისა ბრალთა სიღრმისაგან:

ძესა შენსა დაუდუმებელად ევედრე სძალო, პატიოსანო ყოვლად დიდებულო, ყოვლისა ჭირისაგან დაცუად ქალაქი შენი, ერი და სამწყსო შენი, და მადიდებელი, ღირს მყავ მეოხებითა შენითა ზეცისა კეთილთა: