გულანი
საცდელი · 1.11.3
ხმა 6 · ხუთშაბათი 1 / 74მოციქულნო ქე҃სნო თქუჱნ მიმღებელთა ძალისათა, ნუგეშინისმცემელისაგან ზეციერისა…

ხმა 6 · ხუთშაბათი

რვა ხმა

პარაკლიტონი · დაახლ. 25 წთ

მოციქულნო ქე҃სნო თქუჱნ მიმღებელთა ძალისათა, ნუგეშინისმცემელისაგან ზეციერისა…

მწუხრად, დასდებელნი, მსგავსნი სამეუფონი. ჴმა ვ. ყოველი სასოება.

მოციქულნო ქე҃სნო თქუჱნ მიმღებელთა ძალისათა, ნუგეშინისმცემელისაგან ზეციერისა, გუნდნი ეშმაკთანი სივლტოლუად მიაქციენით ამხილეთ მეფეთა, არცხჳნეთ ბრძენთა და კადნიერ-იქმნენით, უწიგნონი ლიტონნი გლახაკნი და უსაჭურუჱლონი, ხოლო სიტყჳთა მადლისათა ჰქმენით დიდნიცა საკჳრუჱლებანი, და ესრეთ წარმართნი ესე ურჩნი მორჩილ ქე҃სა ჰყუჱნით, ევედრენით ცხოვრებისათჳს სულთა ჩუჱნთასა:

შეგიყუარეს შენ მოწაფეთა შენთა უ҃ო და მორჩილ-გექმნეს, და ჯუარისა აღმღებელნი შეუდგეს კუალთა შენთა, და წარმართნი მოაქცინეს ჭეშმარიტისა, მიმართ ცნობისა შენისა, და აწ კადნიერებით მეოხ არიან ცხოვრებისათჳს სულთა ჩუჱნთასა:

ყოველი ცხოვრება ჩემი დაჴსნილებასა შინა განულიე, და მივიახლე აღსასრულად მოკლებული საქმეთა კეთილთაგან, მქონებელი ბოროტთა ტჳრთთა მძიმეთა ოდენ, გარნა კაცთ-მოყუარე აღასუბუქე სიმძიმჱ იგი სახიერებითა შენითა, და მომეც მე სინანული და მოქცევაჲ საცხოვრებელი ლოცჳთა კეთილ-სათნოთა შენთა წმიდათა მოციქულთათა:

ნიკოლოზ ნეტარო შეგივრდები, შემიწყალე მე გევედრები შენ…

სხუანი, დასდებელნი, მსგავსნი წმიდისა ნიკოლოსისა, ჴმა იგივე. სამისა დღისა.

ნიკოლოზ ნეტარო შეგივრდები, შემიწყალე მე გევედრები შენ, მამაო ყოვლად ბრძენო განანათლე სული ჩემი, რათა წმიდად ვიხილო ნათლისა მომცემელი და მოწყალე:

მტერი მეძიებს ბოროტის-ჰყოფად ჩემდა, წმიდაო განმარინე მე ვითარცა გაქუს კადნიერებაჲ ღი҃სა მიმართ, მღუდელ-მთავარო ნიკოლოზ, ყოვლად ნეტარო და კაცთა მოსისხლეთაგან მიჴსენ მე:

ნავთ-საყუდელად უღელუოდ, და ზღუდედ უბრძოლუჱლად, მღუდელ-მთავარო მოგჳგიე შენ მორწმუნეთა, და სუჱტად სიმტკიცისა, და კარად სინანულისა, და წინამძღუარად ჩუჱნთა და წინა-მბრძოლად:

უთესლო ნაყოფი ქალწულისა, დიდთა ნიჭთა წყარო-ექმნა ყოველთა…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა, მსგავსი.

უთესლო ნაყოფი ქალწულისა, დიდთა ნიჭთა წყარო-ექმნა ყოველთა, რამეთუ მის მიერ განხრწნილი ბუნებაჲ კუალად განიკურნა და განახლდა კაცებაჲ:

ოდესმე მოწაფენი შენნი ქე҃, ნავსა შინა ღელუა-გუჱმულნი…

სტიქარონსა ზედა, დასდებელნი მოციქულთანი, ჴმა ვ.

ოდესმე მოწაფენი შენნი ქე҃, ნავსა შინა ღელუა-გუჱმულნი ღაღადებდეს, მოძღუარ გჳჴსნენ წარუწყმდებით, და აწ ჩუჱნცა გიღაღადებთ, მაცხოვარო ჩუჱნო კაცთ-მოყუარეო, გამოგჳჴსნენ ჩუჱნ ჭირთა და ურუათა ჩუჱნთაგან:

უ҃ო მოციქულნი შენნი ოდესმე მიიწინეს, სიღრმედ ზღჳსა სათხეველთა მიერ, და ოდესმე სიმაღლედ სასუფეველისა, სწავლათა მიერ ჴელოვნებისათა, მიუწთომელი სიღრმე ზღჳსა გამოიძიეს, ხოლო სარწმუნოებითა გარე-შემოუწერელთა მათ მისწუთეს წიაღთა შენთა, და სოფელსა უქადაგეს უჟამო იგი ძე შენი, მათითა ოხითა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ღო҃ შეგჳწყალენ ჩუჱნ:

ჯუარი შენი უ҃ო, საჭურუჱლ უძლეველ-ექმნა მარტჳლთა შენთა…

მოწამეთა.

ჯუარი შენი უ҃ო, საჭურუჱლ უძლეველ-ექმნა მარტჳლთა შენთა, რამეთუ ჰხედჳდეს წინამდებარესა სიკუდილსა, განიცდიდეს საუკუნესა ცხოვრებასა, და სასოებითა შენითა განძლიერდებოდეს, მათითა ვედრებითა მოწყალე-გუჱქმენ ჩუჱნ:

ღი҃ს-მშობელო ქალწულო შენ ხარ ვენაჴი ჭეშმარიტი, რომელმან…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

ღი҃ს-მშობელო ქალწულო შენ ხარ ვენაჴი ჭეშმარიტი, რომელმან გამოიღე ტევანი ცხოვრებისა, შენ გევედრებით მოციქულთა თანა მეოხ-გუჱყავ ცხოვრებისა-თჳს სულთა ჩუჱნთა:

ვითარცა შორის მოწაფეთა შენთა, შეხუჱდ მაცხოვარო ჩუჱნო…

ხუთშაბათსა ცისკრად, შემდგომად ა. სტიხოლოღიისა წარდგომანი მოციქულთანი, ჴმა ვ.

ვითარცა შორის მოწაფეთა შენთა, შეხუჱდ მაცხოვარო ჩუჱნო, და მიეც მათ მშჳდობაჲ, ჩუჱნ შორისცა მოვედ სახიერ, და მაცხოვნე ჩუჱნ:

გამოსჩნდით ქუჱყანასა ზედა ვითარცა ნათელნი, განმანათლებელნი ყოველთა…

ყოველსა ქუჱყანასა განჴდა ჴმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი: მსგავსნი. სასოო სოფლისაო.

გამოსჩნდით ქუჱყანასა ზედა ვითარცა ნათელნი, განმანათლებელნი ყოველთა ბრძნითა მოძღურებითა თქუჱნითა, და მრავალ-ღუთაებისა ბნელი განსდევნეთ, და განანათლეთ საღმრთოთა ნათლითა, და აცხოვნეთ ერნი მრავალნი მტერისა საცთურთაგან მოციქულნო:

მოწყალებისა კარი განგჳღე, კურთხეულო ღი҃ს-მშობელო, რათა რომელნი…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

მოწყალებისა კარი განგჳღე, კურთხეულო ღი҃ს-მშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ არა დავეცნეთ, არამედ განუჱრნეთ წინა-აღმდგომთა ჩუჱნთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა კაცთასა:

ჰჴსენება მოციქულთა შენთა უ҃ო გამოჩნდა ვითარცა სამოთხე…

შემდგომად ბ. სტიხოლოღიისა, წარდგომანი მოციქულთანი. ჴმა ვ.

ჰჴსენება მოციქულთა შენთა უ҃ო გამოჩნდა ვითარცა სამოთხე ედემს შინა, რამეთუ ამას შინა იხარებს ყოველი დაბადებული, და მოგუცემ ჩუჱნ ოხითა მათითა მშჳდობასა და დიდსა წყალობასა:

ათ-ორობა მოციქულთა უ҃ო, ვითარცა მზე ათორმეტ-შარავანდედი გამოჩნდა…

ცანი უთხრობენ დიდებასა ღი҃სასა და ქმნულსა ჴელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო:

ათ-ორობა მოციქულთა უ҃ო, ვითარცა მზე ათორმეტ-შარავანდედი გამოჩნდა ქუჱყანასა ზედა რამეთუ მათ მიერ დააჭუნეს აღმაორძინებელი საცთურისა, და მათ მიერ ცისკროვან-ჰყოფ სულთა მონათა შენთასა, და მათ მიერ გუაცხოვნებ ვითარცა სახიერ-ხარ:

წმიდაო დედოფალო დედაო ქე҃ს ღი҃სა ჩუჱნისაო, რომელმან…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა, მსგავსი. სასოო სოფლისაო.

წმიდაო დედოფალო დედაო ქე҃ს ღი҃სა ჩუჱნისაო, რომელმან ჰშევ გამოუთქმელად შემოქმედი ყოველთა, ევედრე სამღუდელოთა მოციქულთა თანა, მარადის სახარებასა ძისა შენისასა რათა ვიჴსნნეთ ვნებათაგან, და მოვიღოთ ცოდუათა მოტევებაჲ:

ბადითა საღმრთოჲსა სარწმუნოებისათა, გარდააქციეს ნავი უღმრთოებისა მეთევზურთა…

შემდგომად გ. სტიხოლოღიისა, წარდგომანი, ჴმა ვ.

ბადითა საღმრთოჲსა სარწმუნოებისათა, გარდააქციეს ნავი უღმრთოებისა მეთევზურთა, და სიღრმით ამაოებისათ ყოველნი აღმიზიდნეს, და მიართუნეს იგინი ღთ҃სა, კეთილ-მსახურნი და მარადის მადიდებელნი მისნი:

წმიდათა შენთა ჰჴსენებაჲ უ҃ო გამოჩნდა დღეს ვითარცა…

დიდება შენდა, ღო҃ ჩუჱნო, დიდება შენდა: მოწამეთა.

წმიდათა შენთა ჰჴსენებაჲ უ҃ო გამოჩნდა დღეს ვითარცა სამოთხე ედემს შენა, რამეთუ ამას შინა იხარებს ყოველი დაბადებული, და მოგუცემს ჩუჱნ ოხითა მათითა მშჳდობასა, და დიდსა წყალობასა:

ტაძარსა ამას დიდებისა, შენისასა მდგომარენი, ზეცას მდგომარეთა…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

ტაძარსა ამას დიდებისა, შენისასა მდგომარენი, ზეცას მდგომარეთა მივემსგავსებით, ღი҃ს-მშობელო ბჭეო ზეცათაო, განგჳღე კარი წყალობისა შენისა:

მოკუჱთილი ჰკუჱთს, მეწამულსა და ღელუათა მზრდელი ზღჳსა…

ხუთ-შაბათსა კანონი წმიდათა მოციქულთა. გალობა ა. ჴმა ვ. სძლისპირი.

მოკუჱთილი ჰკუჱთს, მეწამულსა და ღელუათა მზრდელი ზღჳსა განჴმების სიღრმე, იგი უჭურუჱლისათჳს სავალ, და ჭურჳლისა საფლავ-ქმნილი, ხოლო გალობაჲ საღმრთოჲ იღაღადებოდენ დღეს, დიდებულ-არს, დიდებით ქე҃ ღი҃ ჩუჱნი ცხოველი:

ნათლად სოფლისა, გამოჰსჩნდით ღირსნო, ღი҃ს-მეტყუჱლნო წმიდანო მოციქულნო…

ტროპარნი.

ნათლად სოფლისა, გამოჰსჩნდით ღირსნო, ღი҃ს-მეტყუჱლნო წმიდანო მოციქულნო, ნათლითა თქუჱნითა განგუანათლენით ჩუჱნ, და ვნებათა სიბნელისაგან, და ბრალთა წყუდიადისა, და განსაცდელთა, არმურისა, გჳხსნენით ჵ ღი҃უ-სანატრელნო:

სულმან საღმრთომან, ყოვლად წმიდამან, მთავრად ყოვლისა სოფლისა დაგადგინნა, მოწაფენო უ҃ისანო დიდებულნო, ვინაცა მთავარი სოფლისა, უკეთური დაამჴუჱთ, ხოლო მორწმუნენი, მძლავრებისა, მისისაგან გამოიჴსნენით:

ნაკუჱრცხალთაებრ მოტყინარეთა, აღგზებულნო ცეცხლისაგან უნივთოჲსა, ნივთიერნი ვნებანი ჩემნი დაჰსწუჱნით, ყოვლად ბრძენნო ქე҃ს მოციქულნო, და უვნებელობისა ნათლად მიმიძეღჳთ, და ცხოვრებასა, საუკუნოსა ღირს-მყავთ მიმთხუჱვად:

მეოხებითა, მოციქულთა და წინასწარ-მეტყუჱლთა და მარტჳლთათა, და მშობელისა შენისა წმიდისათა, იესო ყოველთა მეუფეო, შეცოდებული ერი, შენი შეიწყალე, და აცხოვნე ვითარცა მრავალ-მოწყალე-ხარ:

მეექუსე გალობა მიიღე ნიკოლოზ

სხუა, კანონი წმიდისა მიმართ ნიკოლოზისა, რომლისა კიდურ-წერილობა.

მეექუსე გალობა მიიღე ნიკოლოზ.

რომელი დამკჳდრებულ-ხარ ხათა შინა სიხარულით ბრძენო მამაო…

იოსებისა. გალობა ა. ჴმა ვ. სძლისპირი. ხილული ფარაო დანთქმულ-იქმნა.

რომელი დამკჳდრებულ-ხარ ხათა შინა სიხარულით ბრძენო მამაო, ქუჱყანასა ზედა ყოველი მწუხარებაჲ განჰსდევნე გულისა ბოროტი, ერთ-ჴმობით სარწმუნოებით მგალობელთაგან შენთა, შუა-მდგომელობითა შენითა:

ვნებათა ზედა შემთხუჱვათა, და მტერთა განმხრწნელთა, და ყოველთა ძჳრთა მზაკუარისათა, განგუაძლიერენ მამაო ნიკოლოზ, საფარუჱლისა შენისა მიმართ წმიდისა სარწმუნოებით მოლტოლჳლნი:

მოწყლული უხილავთაგან მოისართა, კურნებითა ოხათა შენთათა განგუკურნენ, რათა სიმრთელით ვიდოდეთ გზათა უ҃ისათა:

მამისა თანა მარადის მყოფი ძე იგი თანა…

ღი҃ს-მშობლისა.

მამისა თანა მარადის მყოფი ძე იგი თანა არსი, უკანასკნელ ნებსით დაემკჳდრა საშოსა შინა შენსა, განახლებად ჩუჱნ მორწმუნეთა ღი҃ს-მშობელო, ამისთჳს გიგალობთ შენ:

არსთა მფლობელმან, და შემოქმედმან ღთ҃მან, შექმნულთა უვნებელად…

გალობა გ სძლისპირი.

არსთა მფლობელმან, და შემოქმედმან ღთ҃მან, შექმნულთა უვნებელად, დაგლახაკენ რა შეაყავ თავი, და პასექსა რომელი გეგულუა სიკუდიდ, თჳთ თავი თჳსი იმღუდელ-მოქმედე, ჰსჭამეთ მჴმობელმან ჴორცი ჩემი, და სარწმუნოებით განმტკიცდით:

სულმან წმიდამან აწდუნა ენანი თქუჱნნი, წმიდანო მოციქულნო…

ტროპარნი.

სულმან წმიდამან აწდუნა ენანი თქუჱნნი, წმიდანო მოციქულნო, მობერჳთა საშინელითა, და შემუსრჳლი კაცთა ბუნებაჲ თქუჱნ მიერ დაადნოდა განაახლა, და აწ მოძღურებითა თქუჱნითა,, მტკიცედ განსძლიერდით:

ეჰა სიტყუაო დაუსაბამოო, მეცნიერებით ვჰსცოდავ, და ვითარ მოვიღო შენდობაჲ, დღესა მას დიდსა განკითჳსასა, ამისთჳს ვედრებით გიღაღადებ, მოციქულთა შენთა ოხითა, თჳთ დასჯილსა ამას მიჰხინე:

უ҃ისა ვნებათა მიმსგავსებულნო, მძჳნუარენი ვნებანი, ჩემნი განჰკურნენით ნეტარნო, და ყოვლად ქებულნო ნოციქულნო, რამეთუ თქუჱნ ხართ მკურნალნი საღმრთონი, და მეოხებითა თქუჱნითა, მტკიცედ განუძლიერდებით ჩუჱნ:

მეოხებითა ღი҃ს-მშობელისათა, და დიდთა მოციქულთა, ვედრებითა შეცოდებულნი…

ღი҃ს-მშობლისა.

მეოხებითა ღი҃ს-მშობელისათა, და დიდთა მოციქულთა, ვედრებითა შეცოდებულნი, ესე მომაქციე ღო҃ ჩემო, და შემიწყალე და მაცხოვნე მე, და ცეცხლისა უშრეტისაგან, განმათავისუფლე მოწყალეო:

მტკიცესა სარწმუნოებისა შენისა, კლდესა ზედა, დაამტკიცე გულის-სიტყუაჲ…

სხუა. სძლისპირი.

მტკიცესა სარწმუნოებისა შენისა, კლდესა ზედა, დაამტკიცე გულის-სიტყუაჲ სულისა ჩემისა უ҃ო, რამეთუ შენ მივი სახიერ, შესავედრებელ და სიმტკიცე:

ვნებათა ზედა განმხრწნელთა სულისათა მოიღენ შენ ცხადად…

ტროპარნი.

ვნებათა ზედა განმხრწნელთა სულისათა მოიღენ შენ ცხადად ძლევანი ნიკოლოზ, ყოვლად სანატრელო, რომელთა მიერ მარადის ძლეულნი ბოროტად, ლოცჳთა შენითა გამოგჳჴსენ:

ასონი ჴორციელნი კრძალულებისა, მიერ მოაკუდინენ, და წარხუჱდ ცხოვრებისა მიმართ დაუბერებელისა, რომლისა მიღებად ჩუჱნდა ილოცე ბრძენო სიხარულით მაქებელთა შენთა:

მოხუჱდ ჩუჱნდა ზეციერისაგან სიმაღლისა ნუ დასცხრები, მღუდელ-მთავარო, და განსდევნე ყოველი იწროებაჲ მსოფლიოჲ, ღი҃სა მიმართ მეოხებითა შენითა:

ევედრე ღთ҃სა, ცოდუათა ჩუჱნთა მოტევებად წმიდაო, და…

ღი҃ს-მშობელისა.

ევედრე ღთ҃სა, ცოდუათა ჩუჱნთა მოტევებად წმიდაო, და სდევნიდ მარადის სიბნელესა ყოველსა სულთაგან ჩუჱნთა:

წინასწარ-მეტყუჱლმან პირუჱლ, მხილუჱლმან საიდუმლოსა შენისა, სიმაღლესა ქე҃…

გალობა დ. სძლისპირი.

წინასწარ-მეტყუჱლმან პირუჱლ, მხილუჱლმან საიდუმლოსა შენისა, სიმაღლესა ქე҃ ჴმა-ჰყო, წინასწარ დასდევ, წყალობით შეყუარება მტკიცე მამაო, მხოლოდ შობილი რა ძე ლხინებად, მომავალი სოფლად მოავლინე:

ნავთ-საყუდელნო კეთილნო, ნავთ-საყუდელნო ყოვლად უღელუონო, ნავთ-საყუდელსა მყუდროსა…

ტროპარნი.

ნავთ-საყუდელნო კეთილნო, ნავთ-საყუდელნო ყოვლად უღელუონო, ნავთ-საყუდელსა მყუდროსა, ჭეშმარიტისა სინანულისასა მიმიძეღჳთ მე, ცოდუათა ბოროტთა ღელუა-გუჱმულსა, ჵ მოციქულნო ყოვლად ქებულნო:

სულო ჩემო სულთ-ითქუჱმდ, სულო ჩემო მჴურუალედ ჰსცრემლეოდე, და გლახაკო სულო ჩემო, ღი҃სა მხოლოსა, ყოვლითურთ შეეყავ და შეესაკუთრე რათა მერმისა მის საჴმილისაგან, და სატანჯუჱლთა განგათავისუფლოს:

მაცხოვარნო სოფლისანო, მაცხოვარსა ქე҃სა ევედრენით, რათა წყალობით გუაცხოვნნეს, განსაცდელთაგან, და საფრხეთა მტერისათა მრავალ-სახეთა, ვითარცა მხოლო კაცთ-მოყუარე არს, ჵ ყოვლად ქებულნო მოციქულნო:

ქალწულო ყოვლად უხრწნელო, და ქალწულო ყოვლად დიდებულო…

ღი҃ს-ნმშობლისა.

ქალწულო ყოვლად უხრწნელო, და ქალწულო ყოვლად დიდებულო, მოციქულთა გუნდსა თანა, ჩუჱნთჳს ვედრებაჲ, და ოხაჲ შეჰსწირეთ ქე҃ს ღი҃სა მიმართ რათა მძჳნუარეთა განსაცდელთაგან, და საბრჴეთა მტერისათა განუჱრნეთ:

განჰკურნე წმიდაო მაცთურისა მიერ მოწყლული გული ჩემი…

სხუა. სძლისპირი. მესმა სმენა შენი.

განჰკურნე წმიდაო მაცთურისა მიერ მოწყლული გული ჩემი, ოხითა კეთილის-მომცემელისა ღი҃სა მიმართ ჩუჱნისა ნიკოლოზ:

შემმუსრუჱლსა წარსაწყმედელთა, საკერპოთასა, შენ სათნოსა ქე҃სსა გევედრები ჵ ნიკოლოზ, გონებისა ჩემისა კერპნი მძჳნუარენი აღჴოცენ:

მირონ მფშუჱლ სუნნელებისა იქმენ მართლითა საქმითა ღი҃უ-განბრძნობილო და მირონს შინა განაშუჱნე საყდარი მამაო მღუდელ-მთავარო ნიკოლოზ:

უსძლოო დედოფალო კურთხეულო ღი҃ს-მშობელო მგალობელნი შენნი აცხოვნენ…

ღი҃ს-მშობლისა.

უსძლოო დედოფალო კურთხეულო ღი҃ს-მშობელო მგალობელნი შენნი აცხოვნენ ყოვლისაგან ვნებისა მხოლოო შემწეო კაცთაო:

სიყუარულისა საკრუჱლსა, თანა შეკრულნი მოციქულნი დღეს, მეუფისა…

გალობა ე. სძლისპირი.

სიყუარულისა საკრუჱლსა, თანა შეკრულნი მოციქულნი დღეს, მეუფისა ყოველთასა, თავსა შორის თჳსსა განმკუთნუჱლნი, შუჱნიერთა მათ, ფერჴთა დაიბანდეს, მახარებელთა მშჳდობისათა:

მიმყუანებელი ცხოვრებად, იწროთა მათ მოღუაწებათა მიერ, და…

ტროპარნი.

მიმყუანებელი ცხოვრებად, იწროთა მათ მოღუაწებათა მიერ, და ჭირთა და განსაცდელთა, იწრო გზაჲ წარულეთ ქე҃ს მოციქულნო, ჩემნიცა იგი, ალაგნი წრფელ-ჰყუჱნით, და ღირსმჰყავთ სლუად გზათა უ҃ისათა:

საღმრთოსა ბრწყინუალებისა, ნათელნო ვნებათა ბნელისაგან, და გემოთა წყუდიადისა, და საბრჴეთა განსაცდელთაგან, და დანთქმისაგან, გამომიჴსენით, ჵ მოციქულნო ყოვლად დიდებულნო:

გრაგნილნო ღი҃უ-შუჱნიერნო, აღმწერეთ წიგნსა ცხოვრებისასა, ღი҃სა სიტყჳსა ფიცარნო, ცოდუათა ჩემთა ჴელით-წერილნი, მეოხებითა თქუჱნითა დაჰჴსენით, და განხეთქენით ყოვლად ქებულნო:

სასოო და ცხოვრებაო, ჩემო მაცხოვნე მე მოსავი…

ღი҃ს-მშობლისა.

სასოო და ცხოვრებაო, ჩემო მაცხოვნე მე მოსავი შენი, რომელი ეგე ყოველთა, სასო ხარ და შესავედრებელი, მოციქულთა თანა ქე҃ს დედაო:

ჰრულითა მცონარებისათა შეპყრობილი, შრომის მოყუარე მყავ მე…

სხუა. სძლისპირი. ნათელი აღმოუბრწყინუჱ.

ჰრულითა მცონარებისათა შეპყრობილი, შრომის მოყუარე მყავ მე, სამღუდელოჲთა შუა-მგდომელობითა შენითა ნიკოლოზ:

ევედრე იესოს მაცხოვარსა მღუდელ-მთავარო ნიკოლოზ, რათა ვიჴსნნე საუკუნოჲსაგან ტანჟჳსა:

დამიცევ სოფლისა საბრჴეთაგან, და საეშმაკოჲსა განბოროტებისა, მეოხებითა შენითა მღუდელ-მთავარო ნიკოლოზ:

ჩუჱნდა მომცემელი არსებისა, დაემკჳდრა საშოსა შინა შენსა…

ღი҃ს-მშობლისა.

ჩუჱნდა მომცემელი არსებისა, დაემკჳდრა საშოსა შინა შენსა ღი҃ს-მშობელო რომელსა ევედრე ცხოვრებად ჩუჱნდა:

მუცლად იღო, იონაჲ ვეშაპმან და არა განხრწნა…

გალობა ვ. სძლისპირი.

მუცლად იღო, იონაჲ ვეშაპმან და არა განხრწნა მან იგი, რამეთუ მით მოასწავა, სახე სამ-დღე დაფლჳსა შენისა, რომელმანცა დაფლუა თავს-იდევ, ჩუჱნთჳს სახიერ, და ეტყოდა იგი, მცუჱლთა მათ ჵ ცრუნო, წყალობა თქუჱნი დაუტევენით დღეს:

ფიცართაებრ, ღი҃უ-დაწერილთა ღირსნო, სულისა სჯულის-მდებელობაჲ, გაქუნდათ გულთა…

ტროპარნი.

ფიცართაებრ, ღი҃უ-დაწერილთა ღირსნო, სულისა სჯულის-მდებელობაჲ, გაქუნდათ გულთა შინა თქუჱნთა, რომლითა დაწერილი, ძუჱლი სჯული დააცხრუჱთ და ყოველი სოფელი აცხოვნეთ, ყოვლად დიდებულნო, ქე҃ს მოციქულნო მნათობნო ყოველთა ცისკიდეთანო:

სულო ჩემო ფრიად შეცოდებულო, ბოროტთა ჩუჱულებათა, მწარედ დამონებულო, მჴურუალედ მოიქეც, ღთ҃სა იღაღადებდ, ჵ უ҃ო მრავალ-მოწყალეო, მოციქულთა შენთა, წმიდათა ოხითა მაცხოვნე და მიჴსენ უღირსი ესე:

შემრაცხე მე, მარჯუჱნეთა თანა, ცხოვართა მოსლუასა შენსა, საშინელსა მეუფეო რჩეულთა ცხოვართა შენთა, და საღმრთოსა ქადაგთა, ლოცჳთა და მეოხებითა, რომელი დაიკალ ყოველთა ჴსნისათჳს, ვითარცა ტარიგი და კრავი უმანკო:

გუნდი წმიდა, ძალთა ზეცისათა, მხოლოო ყოვლად ძლიერო…

ღი҃ს-მშობლისა.

გუნდი წმიდა, ძალთა ზეცისათა, მხოლოო ყოვლად ძლიერო, ღი҃სა მამისა სიტყუაო, გევედრებიან ჩუჱნთჳს, მოციქულთა მწყობრსა თანა, და დედისა შენისა უბიწოჲსა, ერსა შენსა მოეც შენდობაჲ ცოდუათა, ვითარცა გაქუს უფსკრული წყალობათა:

შთანთქმული ცოდჳსა ვეშაპისაგან გიღაღადებ შენ ქე҃, ვითარცა…

სხუა. სძლისპირი.

შთანთქმული ცოდჳსა ვეშაპისაგან გიღაღადებ შენ ქე҃, ვითარცა წინასწარ-მეტყუჱლი განმათავისუფლე ხრწნილებისაგან:

რომელთა აქუ შენ სასანთლჱ გონიერი, განათლდებიან ნიკოლოზ…

ტროპარნი.

რომელთა აქუ შენ სასანთლჱ გონიერი, განათლდებიან ნიკოლოზ, ცისკრითა ურიცხუთა მათ საკჳრუჱლებათა შენთათა:

მეოხო მიუძლურებულო შენდამი მოლტოლჳლთაო ნიკოლოზ, ძილისაგან ბოროტისა და ჴსნილებისა მიჴსენ მე:

რომელმან ეგე იჴსენ ბრძენო ოდესმე გულუჱბადნი იგი მოკულად უმსჯავროდ, ეგრეთუჱ მიჴსენ მეცა განსაცდელთაგან და ცოდუათა ნიკოლოზ:

უბიწო ქალწულო სახარულევანო შემეწიე მე, მარადის ღელუა-გუჱმულსა…

ღი҃ს-მშობლისა.

უბიწო ქალწულო სახარულევანო შემეწიე მე, მარადის ღელუა-გუჱმულსა ამას განსაცდელთა მიერ სოფლისათა:

ბაბილონს შინანი ყრმანი, ცეცხლისა ალმან ვერ შეაცთუნნა…

გალობა ზ. სძლისპირი.

ბაბილონს შინანი ყრმანი, ცეცხლისა ალმან ვერ შეაცთუნნა არამედ, საჴუმილსა შეთხეულნი, ცუარ სხურებით ღაღადებდეს, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:

სიტყჳსა სამჭედურითა, სიღრმისაგან უმეცრებისა, აღმოიყუანენით ცისკიდენი, და…

ტროპარნი.

სიტყჳსა სამჭედურითა, სიღრმისაგან უმეცრებისა, აღმოიყუანენით ცისკიდენი, და ძღუნად მიუპყრენით ღთ҃სა ჩუჱნთჳს ჴორცითა ჯუარცმულსა ჵ მოციქულნო ნეტარნო:

პირის-პირ ზრახევდით ღირსნო, ჴორცთა გამოჩინებულსა, და განათლდით ზესთა, ბუნებისა, ნათლითა უსხეულოჲთა, ქე҃ს ღი҃სათა მოციქულნო მეცა ცოდჳლი განმანათლეთ:

შეცთომილისა ამისთჳს, მთასა ზედა გარდასლჳსათა, მწყემსსა სახიერსა, ევედრენით, მოძიებად მოციქულნო, ყოვლად ქებულნო ნეტარნო, და მოქცევად შეცდომილისა:

წინასწარ-მეტყუჱლთა თანა, მოციქულთა და მოწამეთა, ევედრე ქალწულო…

ღი҃ს-მშობლისა.

წინასწარ-მეტყუჱლთა თანა, მოციქულთა და მოწამეთა, ევედრე ქალწულო, ძესა შენსა, ჰჴსნად ჩუჱნდა საძნაურთაგან, და საბრჴეთა მტერისათა რომელნი ძრწოლით გიგალობთ:

ძალითა საღმრთოჲთა ყოვლად სანატრელო, დასთრგუნენ გუნდნი მწუალებელთანი…

სხუა. სძლისპირი. შენ რომელმან ისმინე.

ძალითა საღმრთოჲთა ყოვლად სანატრელო, დასთრგუნენ გუნდნი მწუალებელთანი, და საცთურისაგან მათისა სამწყო შენი აცხოვნე ნიკოლოზ:

გამოუჩნდი შენ მცურუალეთა, და ვნებული ქალაქი შენი გამოზარდე, მიჴსენ მეცა სულისა წარწყმედელისა სიკუდილისაგან, ლოცჳთა შენითა მამაო ნიკოლოზ:

განამტკიცენ მამაო ლოცჳთა შენითა, რომელნიცა შემწედ, გხადიან შენ, და დააყუდე ღელუაჲ ბოროტი საეშმაკოჲ:

დედოფალო ყოველთა კაცთაო, წმიდაო ღი҃ს-მშოელო, მონებისაგან ვნებისა…

ღი҃ს-მშობლისა.

დედოფალო ყოველთა კაცთაო, წმიდაო ღი҃ს-მშოელო, მონებისაგან ვნებისა ვიდრე აღსასრულადმდე განმათავისუფლე მე მეოხებითა შენითა:

სიბოროტისა, ძეგლი ღი҃ს-მბრძოლი, ყრმათა ღირსთა განაქიქეს, ხოლო…

გალობა ჱ. სძლისპირი.

სიბოროტისა, ძეგლი ღი҃ს-მბრძოლი, ყრმათა ღირსთა განაქიქეს, ხოლო ქე҃სთჳს, შეთქმული დღეს უსჯულო შესაკრებელი, განიზრახავს ცუდთა, იწურთიდეს სიკუდილსა ცხოვრებისა მპყრობელსა ჴელითა, რომელსა ქებით, ყოველი აგებული ჰსძნობს დიდების-მეტყუჱლი:

მეოხებათა, მათ თქუჱნთა მანგლითა, განჰსწმიდეთ ყოველი ღუარძლი…

ტროპარნი.

მეოხებათა, მათ თქუჱნთა მანგლითა, განჰსწმიდეთ ყოველი ღუარძლი, გონებისა მის, ჩემისა, ცთომილისა, საღმრთონო მუშაკნო, ქე҃ს მჴსნელისანო, და მოციქულნო, ბრძენნო ყოვლისა სოფლისანო, რათა ჴუვილი, საღმრთოჲ ცხოვრებისა გამოვიღო ნაყოფად:

დაკორდებული, გულნი მოჰჴნენით თქუჱნ, საჴნუჱლითა სიტყჳსათა, და დასთესენით სიტყუანი საღმრთოთა მათ მოძღურებისათანი, და მჭელეულები, ცხოვნებულთა მათ, მოისთულეთ თქუჱნ ჵ ღი҃ს-მხილუჱლნო რომელსა ერნი, უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე:

მტერთა ბოროტთა ზახებაჲ დააცხრუჱთ, ქე҃ს ღი҃სა მოციქულნო, და დაიძინეთ ძილი იგი მართალთა ყოვლად ქებულნო, და მეოხად ჩუჱნდა, იჩინენით თქუჱნ მღჳძარე და დაუძინებელ, წინაშე ღი҃სა, ყოველთა საუკუნეთა უკუნისამდე:

ცეცხლისა მისგან, უშრეტისა მიჴსენ ქე҃ ღო҃ სახიერო…

ღი҃ს-მშობლისა.

ცეცხლისა მისგან, უშრეტისა მიჴსენ ქე҃ ღო҃ სახიერო, მეოხებითა, წინასწარ-მეტყუჱლთა და მოციქულთათა, მარტჳლთა შენთა, და მოღუაწეთა, ვედრებითა, და შეწევნითა, ყოვლად წმიდისა, დედისა შენისა კურთხეულისათა:

წმიდანი შენნი ყრმანი ბაბილონს შინა, ხერუვიმთა მიმსგავსებულნი…

სჴუა. სძლისპირი.

წმიდანი შენნი ყრმანი ბაბილონს შინა, ხერუვიმთა მიმსგავსებულნი, სამსა წმიდასა, გალობასა იტყოდეს, გეკურთხევთ შენ გიგალობთ, და აღგამაღლებთ ყოველთა ღთ҃სა:

აჰჴედ სიმაღლესა ზედა უბრწყინუალესისა ცხოვრებისასა, და ეცნობე…

ტროპარნი

აჰჴედ სიმაღლესა ზედა უბრწყინუალესისა ცხოვრებისასა, და ეცნობე ყოველსა სოფელსა ღთ҃-შემოსილო, სხუა და სხუათა მიერ საკჳრუჱლებათა მოქმედებითა, და განანათლენ ბნელისა შინანი ნიკოლოზ:

მადლიერ-ჰყუჱნ მღჳძარენი საღმრთოდ პატივისცემად შენდა ნიკოლოზ, და დააძინენ ძჳრნი მტერთა კაცთანი, ჩუჱნ ზედა მოსრულნი სანატრელო:

რომელმან ყოველნი მახენი მტერისანი ძალითა სულისათა შემუსრენ, მიჴსენ მე მახეთა მათგან მეოხებითა შენითა, და წარმართე ცხოვრებაჲ ჩემი ღი҃უ-განბრძნობილო, მღუდელ-მთავარო ნიკოლოზ:

გიგალობთ შენ ღი҃ს-მშობელო ქალწულო, რომლისა მიერ წყევაჲ…

ღი҃ს-მშობლისა.

გიგალობთ შენ ღი҃ს-მშობელო ქალწულო, რომლისა მიერ წყევაჲ უნაყოფო იქმნა, და ყოველთა ზედა მოვიდა კურთხევაჲ, მცნობელთა შენ დედად მხოლოდ ღი҃სა ჩუჱნისა უქორწინებელო:

სტუმრობისა საღმრთოსა, და უკუდავისა ტაბლისა, ზესთა ადგილთა…

გალობა თ. სძლისპირი.

სტუმრობისა საღმრთოსა, და უკუდავისა ტაბლისა, ზესთა ადგილთა გრძნობათა, უმაღლესთასა, მორწმუნენო მოვედით მოვიღოთ, უზენაესისა სიტყჳსა, სიტყჳსაგან სწავლულთასა, და მას ვადიდებდეთ:

ღი҃ განკაცებული, კაცებისა განმამღრთობელი, შეურწყმელად შეყოფითა, ყოველსა…

ტროპარნი.

ღი҃ განკაცებული, კაცებისა განმამღრთობელი, შეურწყმელად შეყოფითა, ყოველსა შინა, სოფელსა ჰქადაგეთ მოციქულნო, და მრავალ-ღუთაებაჲ დაჰჴსენით, ამისთჳს დიდებულნო, გნატრით და გადიდებთ:

ჴორცითა თქუჱნითა ვნებითა, ძჳრ ძჳრთა მოციქულნო, სახე ექმნენით ვნებათა, ქე҃ს ღი҃სათა, ვინაცა გევედრები ღირსნო, ჴორცთა ჩემთა ვნებანი ბილწნი, მოჰკლენით ხოლო სული ჩემი აღადგინეთ:

გზა-მექმენ მიმყუანებელ, გზასა მცნებათა შენთასა უცთომელსა კაცთ-მოყუარე, შთავრდომილსა ამას, მთხრებლსა და მღჳმესა ცოდჳსასა, და მიდრეკილსა ალაგთაგან, წრფელთა ცხოვრებისათა რათა გიგალობდე:

ქე҃ ღო҃ ანგელოსნი, და ძალნი, და მთავრობანი…

ღი҃ს-მშობლისა.

ქე҃ ღო҃ ანგელოსნი, და ძალნი, და მთავრობანი და ხერუვიმ სერაფიმნი, საყდართა თანა, უფლებათა და ჴელმწიფებათა, მთავარ-ანგელოსთა და მოციქულთა, და ქალწულსა წმიდასა, ჩუჱნთჳს გევედრებიან:

რომელმან სიხარული მთავარანგელოსისაგან შეიწყნარე მშობელო, დამბადებელისაო სძალო…

სხუა. სძლის-პირი.

რომელმან სიხარული მთავარანგელოსისაგან შეიწყნარე მშობელო, დამბადებელისაო სძალო, აცხოვნებ მაქებელთა შენთა, და სარწმუნოებით მგალობელთა:

მღუდელ-მთავართა სიკეთეო, და საკჳრუჱლებათა წყაროო ნიკოლაოს, ევედრე…

ტროპარნი.

მღუდელ-მთავართა სიკეთეო, და საკჳრუჱლებათა წყაროო ნიკოლაოს, ევედრე ღთ҃სა კაცთ-მოყუარესა ჩუჱნთჳს, რათა ვპოოთ ცოდუათა მოტევებაჲ:

ვთარცა იჴსენ ოდესმე კრულნი იგი სიკუდილისაგან, ეგრეთუჱ გჳხსნენ ჩუჱნცა განსაცდელთაგან სოფლისათა ნიკოლოზ:

მისამარული ქალაქსა შინა მირონ ლუკიისასა ადინებ მირონსა მარადის ნიკოლოზ, და განჰსდევნი ძნელ სუნობასა ვნებათასა:

მოსლუაჲ შემოქმედისა აჰა ესერა წინაშე კართა არს ნუ გცონის სულო ჩემო, არამედ ღაღად-ჰყავ, მეოხებითა ქე҃ ნიკოლოზისათა მაცხოვნე:

მშობელო ნათლისაო ყოვლად საგალობელო, გუგაჲ გულისა ჩემისა…

ღი҃ს-მშობლისა.

მშობელო ნათლისაო ყოვლად საგალობელო, გუგაჲ გულისა ჩემისა დაბრმობილი განანათლე, რათა გიგალობდე შენ ცხოვნებული:

ოდესმე მოწაფენი შენნი ქე҃, ნავსა შინა ღელუა…

აღჳვსენითსა ზედა, დასდებელნი მოციქულთანი. ჴმა ვ.

ოდესმე მოწაფენი შენნი ქე҃, ნავსა შინა ღელუა გუჱმულნი ღაღადებდეს, მოძღუარ გჳჴსნენ წარვსწყმდებით, და აწ ჩუჱნცა გიღაღადებთ მაცხოვარო ჩუჱნო კაცთ-მოყუარეო, გამოგჳჴსნენ ჩუჱნ ჭირთა და ურუათა ჩუჱნთაგან:

უ҃ო მოციქულნი შენნი ოდესმე, მიიწინეს, სიღრმედ ზღჳსა სათხეველთა მიერ, და ოდეს მე სიმაღლედ სასუფეველისა, სწავლათა მიერ ჴელოვნებისათა მიუწთომელი სიღრმე ზღჳსა გამოიძიეს, ხოლო სარწმუნოებითა გარე შემოუწერელთა მათ მისწუთეს წიაღთა შენთა, და სოფელსა უქადაგეს უჟამოჲ, იგი ძე შენი, მათითა ოხითა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ღო҃ შეგჳწყალენ ჩუჱნ:

ჰრჩეულნი თჳსნი და წმიდანი, საკჳრუჱლ-ყუნა ქე҃მან ღთ҃მან…

მოწამეთა.

ჰრჩეულნი თჳსნი და წმიდანი, საკჳრუჱლ-ყუნა ქე҃მან ღთ҃მან, იხარებდით და იჳუჱბდით ყოველნი მონანი მისნი, რამეთუ თქუჱნ განგიმზადა გჳრგჳნი და სასუფეველი თჳსი, არამედ ვითხოვ, ჩუჱნთჳსცა ოხად ნუ დაივიწყებთ:

დიდთა ნიჭთა, ღირს-იქმენ უბიწოო ქალწულო, ღი҃სა დედაო…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა. სამისა დღისა.

დიდთა ნიჭთა, ღირს-იქმენ უბიწოო ქალწულო, ღი҃სა დედაო მხოლოო, რამეთუ ჰშევ ჴორცითა ერთი სამებისაგანი, ქე҃ ცხოვრების-მომცემელი, მაცხოვრად სულთა ჩუჱნთა:

მომიჴსენექე҃, მაცხოვარო ჩემო, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენითა…

ხუთშაბათსა მომიჴსენენი. ჴმა ვ.

მომიჴსენექე҃, მაცხოვარო ჩემო, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენითა და მაცხოვნე გევედრები, მჰსგავსად ავაზაკისა ვითარცა მხოლო კაცთ-მოყუარე ხარ:

ჰრბიოდეთ სოფელსა, შინა დიდებულნო, მოციქულნო ვითარცა ბრწყინუალებანი საღმრთონი მცხინუარენი, და კაცთა ნათესავსა, სარწმუნოებით განანათლებდით:

ვითარცა ღრუბელნი, ადიდებდით წყალსა, საღმრთოჲსა მცხინუარებისასა, მდიდრად სოფელსა შინა, განათლებულნო მოციქულნო, ქე҃ს მჴსნელისა ჩუჱნისანო:

იტანჯებოდეთ რათა, ტანჯუათა ცეცხლითა, საღმრთო ცუარი მარტჳლნო…

მოწამეთა.

იტანჯებოდეთ რათა, ტანჯუათა ცეცხლითა, საღმრთო ცუარი მარტჳლნო, ახოვნად მოთმინებაჲ ღი҃სა მიერ მონიჭებული:

წმიდასა და პატიოსანსა სამებასა, თაყუანის-მცემელნი, მორწმუნენი ერთ-ჴმობით…

დიდება.

წმიდასა და პატიოსანსა სამებასა, თაყუანის-მცემელნი, მორწმუნენი ერთ-ჴმობით უგალობდეთ, მეოხებითა წმიდათა მოციქულთათა გუაცხოვნენ ყოველნი:

სიტყუა უზესთაეს, სიტყჳსა გჳშევ ჩუჱნ სიტყუაჲ მამისა…

აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

სიტყუა უზესთაეს, სიტყჳსა გჳშევ ჩუჱნ სიტყუაჲ მამისა თანა დაუსაბამო, გამოუთქმელად სძალო ღი҃საო, უბიწოო, მას ევედრე სულთა ჩუჱნთათჳს:

შეგინებულთა, ბაგეთა მიერ, შეთხზული ესე ქება მიიღე…

სერობისად. გალობანი წმიდისა ღი҃ს-მშობელისანი. გალობა ა. ჴმა ვ. სძლისპირი. ზღუა მეწამუ.

შეგინებულთა, ბაგეთა მიერ, შეთხზული ესე ქება მიიღე სძალო, და ნუ მრისხავ კადნიერებისათჳს, ბრალთა მიერ განფრდილსა უძღებსა, რამეთუ შენ ხარ სასო ყოვლისა სოფლისა, და მომადლე, შენდობა შეცოდებათა ჩუჱნთა:

სასოებაო, ცისკიდეთაო, გიხაროდენ სიმტკიცეო სოფლისაო, გიხაროდენ მფარუჱლო მორწმუნეთაო, და წყაროო წყალობათაო, ღი҃ს-მშობელო მარიამ, ყოვლად დიდებულო, გიხაროდენ ადამიანთა ცხოვრებაო:

ჰშევ შენ ცხოვრება, კაცთა ქალწულო, და გამოჰსჩნდი დედად დამბადებელისა, მისსა მიმართ ვედრებითა შენითა, დაჰჴსენ ჩუჱნთჳს აღძრული რისხუა, გჳჴსნენ განსაცდელთაგან, ჭირთა და ურუათა, და საცთურთა, მტერისათა თანა წარგუხადენ:

შენ გადიდებენ ყოვლად დიდებულო, წესნი ანგელოსთანი, და…

გალობა გ. სძლისპირი. სამებაო წმიდაო.

შენ გადიდებენ ყოვლად დიდებულო, წესნი ანგელოსთანი, და გუნდნი ყოველთა წმიდათანი ხოლო ჩუჱნ ერი მოსავი შენი, მადლობით გიღაღადებთ და ვიტყჳთ, გიხაროდენ ღი҃სა დედაო, სასოო და შემწეო ჩუჱნო:

რომელნი ვითხოვთ შენგან წყალობასა, მარჯუჱნითა შენითა, გჳჴსნენ ჭირთაგან ღი҃ს-მშობელო და განსაცდელთა ღელუა დააცხრუჱ, რამეთუ შეწევნისა შენისა, მტკიცისა მოქენე ვართ სძალო, და ვესავთ წყალობათა შენთა:

წინასწარ-მეტყუჱლთა წინათუჱ ჰქადაგეს საიდუმლო შენი, დედაო ქე҃ს მჴსნელისაო, ხოლო ჩუჱნ მადლთა შენთა მიერ, განმდიდრებული ქებით გიგალობთ და ვადიდებთ დიდებულებათა შენთა, რომელთა აღსრულება ვიხილეთ:

შენ ხარ მფარუჱლი სოფლისა, და შემწე და…

გალობა დ. სძლისპირი. რაჟამს წინასწარ-მეტუჱლი.

შენ ხარ მფარუჱლი სოფლისა, და შემწე და მფარუჱლი ქრისტიანეთა ღი҃ს-მშობელო დედოფალო, ყოვლად წმიდაო, ვინაცა ყოველნი ტომნი და ენანი, დედად მჴსნელისად გქადაგებენ, და ღი҃ს-მშობლად აღგიარებენ:

შენ ხარ ზღუდე და გოდოლი, და სიმტკიცე და ძალი მორწმუნეთა, და კლდე ცხოვრებისა, სძალო ყოვლად წმიდაო, ამისთჳს ვოთხოვთ შენგან და გევედრებით, დასცენ მტერნი ჩუჱნნი ყოვლად უხრწნელო, სასო და მჴსნელო სულთა ჩუჱნთაო:

ზეცისა ძალთა ბანაკნი, და კრებულნი ეკკლესიათანი, შენ მხოლოსა ღი҃ს-მშობელსა, ყოვლად წმიდასა, წადიერად გქადაგებენ და გიგალობენ, ვითარცა დედასა მჴსნელისასა და დედოფალსა დაბადებულთასა:

ჴმა მაღლად ჰჴმობდეს, წინასწარ-მეტყუჱლნი, საიდუმლოთა მათ, შენთა…

გალობა ე. სძლისპირი. შენდა აღჳმსთობ.

ჴმა მაღლად ჰჴმობდეს, წინასწარ-მეტყუჱლნი, საიდუმლოთა მათ, შენთა შესაძრწუნებელთა, რამეთუ გჳშევ, დამბადებელი ჴორცითა, და ქალწულადუჱ უბიწოდ ეგე შემდგომად შობისა:

გიხაროდენ შენ, მცუჱლო სოფლისაო, გიხაროდენ მთაო, ვრცელო სათნოებათაო, გიხაროდენ შენ, კიბეო ცად აღწევნილო, გიხაროდენ სიხარულო, და მჴსნელო სულთა ჩუჱნთაო:

საიდუმლოთა, შენთა ვინ შეუძლოს, გამოთქმა ქალწულო, რომელთა ჰფარუჱნ ღრუბელნი ღი҃უ-ბრწყინუალენი, საღმრთოსა დიდებისანი შეუძლებელ-არს ყოვლადუჱ, ამისთჳს დუმილით გნატრით:

ცოდუათაგან, შებღალულსა ამას, ქალწულო ნუ შეურაცხ-მყოფ, რამეთუ…

გალობა ვ. სძლისპირი. მუცლად იღო.

ცოდუათაგან, შებღალულსა ამას, ქალწულო ნუ შეურაცხ-მყოფ, რამეთუ სოფლისა ამის, ღელუათა შემაგინეს და აღმავსეს მწჳრითა, უწესოთა და ბილწთა საქმეთა, ამისთჳს შენისა, წყალობისა მიმართ, ვჴმობ მიჴსენ განხრწნისაგან ღი҃სა დედაო:

შეუვრდებით, სახიერებათა, შენთა და სიტკბოებათა გჳთხოვე ქე҃ს ღი҃საგან, ჴსნა მგალობელთა შენთა და შენდობა ცოდუათა, და დაჰჴსენ რისხუა ესე სასტიკი, ყოველსა სოფელსა, ზედა მოწევნული, ცოდუათა ჩემთათჳს ღი҃სა დედაო:

სიღრმისაგან, ცოდუათა ჩემთასა, დავინთქმი ღი҃სა დედაო, და სამნაკეცნი ღელუანი, გულის-თქმათანი მსგავსად, ნიავქართა ბოროტთა, და მჴეცთა წამლიანთა განმბძარუჱნ, მიჴსენ კურთხეულო, სასო წარკუჱთილი, და დაჰჴსენ ღელუა გონებისა ჩემისა:

ვედრებად ღი҃სა, ნუ დასცხრები ყოვლად წმიდაო ჴსნად…

გალობა ზ. სძლისპირი. ჵ სასწაული.

ვედრებად ღი҃სა, ნუ დასცხრები ყოვლად წმიდაო ჴსნად ჩუჱნდა განსაცდელთაგან, და სალმობათა, ჭირთა და ურუათაგან, რათა მჴურუალედ, უგალობდეთ და ვიტყოდეთ ღო҃ მჴსნელო ჩუჱნო კურთხეულ-ხარ შენ:

მონანი შენნი, დაგჳფარენ ღი҃სა დედაო, საბრჴეთაგან და საცთურთა, მაცთურისათა, და ენისა ცრუსაგან, რათა მადლობით, უგალობდეთ ქე҃სა, ღო҃ მჴსნელო ჩუჱნო კურთხეულ-ხარ შენ:

შემაშფოთებს მე, ღელუა მწარე ცოდუათა ჩემთა, და ცეცხლი გეენიისა, რომელი იგი, თჳთ აღვაგზენ განმლევს მე, საწყალობელსა, მიჴსენ ღი҃სა დედაო სატანჯუჱლთაგან საუკუნეთა:

ჵ ვითარმან მე ენამან, შეუძლოს გამოთქმად, ქებულებათა…

გალობა ჱ. სძლისპირი. ცა ვრცელი.

ჵ ვითარმან მე ენამან, შეუძლოს გამოთქმად, ქებულებათა შენთა, ქალწულო, რამეთუ შემოქმედი, ანგელოსთა და კაცთა, და ყოველთა ტომთა და ენათა, შენგან განხორციელდა, და იჴსნა დასჯისაგან, და კაცთა ბუნება, ღო҃ ჰყო დანკაცებითა თჳსითა:

მოწყალე ჰყავ ჩუჱნთჳს ღი҃, დედაო ღი҃საო, და დამიცუჱნ ყოველთა მტერისა წყობათა და საცთურთა და ზედა მოსლჳსაგან, აგარის შჳლთა განძჳნებულთა, დაჰჴსენ ზახება მათი, და დაშრიტე ძალი მათი, და ნავით მბრძოლნი, მათნი შთასთხიენ უფსკრულთა:

ტომნი ყოველნი გნატრიან, ქალწულო წმიდაო, და წინასწარ-მეტყუჱლთა, წმიდათა, და მართალთა ბანაკნი, და მოციქულთა გუნდნი, მამათა და მოწამეთა თანა რამეთუ იქმენ დედა ყოველთა, მეუფისა, რომელსა ქებით უფროსად აღუამაღლებთ მას უკუნისამდე:

გიხაროდენ ღი҃ს-მშობელო, მთაო სიწმიდისაო, საფარუჱლო სოფლისაო, გიხაროდენ…

გალობა თ. სძლისპირი. ნუ მტირ.

გიხაროდენ ღი҃ს-მშობელო, მთაო სიწმიდისაო, საფარუჱლო სოფლისაო, გიხაროდენ ლამპარო, და ღი҃სა საყდარო, ყოველთა შემწეო, ყოველთა სიხარულო, ყოველთა ცხოვრებაო, ძლიერო საჭურუჱლო ქრისტიანეთაო:

შენ ხარ დიდება ანგელოსთა და წინასწარ-მეტყუჱლთა ხილუა, და მოციქულთა ქადაგება მაღალი, და მამათ-მთავართა და მოწამეთა და მამათა სიქადული და ყოველთა მართალთა, ბრწყინუალება ქალწულთა, და სასო სოფლისა:

შენგან შობილისა მიმართ ნუ დასცხრები ვედრებად, ღი҃ს-მშობელო ქალწულო, ჩუჱნ მოსავთა შენთათჳს, არამედ გჳჴსნენ ჩუჱნ, ყოველთა ჭირთაგან, რომელნი გიგალობთ შენ შიშით და სურჳლით, წმიდაო დედოფალო, ცათა უმაღლესო.