გულანი
საცდელი · 1.11.1
ხმა 6 · სამშაბათი 1 / 81ყოვლითურთ დავემონე გემოვნებათა ჴორციელთა სიყრმით ჩემითგან, და…

ხმა 6 · სამშაბათი

რვა ხმა

პარაკლიტონი · დაახლ. 30 წთ

ყოვლითურთ დავემონე გემოვნებათა ჴორციელთა სიყრმით ჩემითგან, და…

მწუხრად, დასდებელნი, მსგავსნი სამეუფონი. ჴმა ვ. ყოველი სასოება.

ყოვლითურთ დავემონე გემოვნებათა ჴორციელთა სიყრმით ჩემითგან, და სამკჳდრებელ-ვიქმენ ვნებათა მძლავრებელთა სულისა ჩემისათა, უგუნურ-ვიქმენ მაცხოვარ, და მცნებანი შენნი უგულებელს-ვყუჱნ, არამედ დამბადებელო ჩემო უ҃ო, და მცნობელო უძლურბისა ჩემისაო მხოლოო უცოდუჱლო, მომეც მე მოტევებაჲ ცოდუათა, რომელნი ვჰქმენ ცნობით და უმეცრებით, სიტყჳთ და საქმით, მხოლოო სახიერო და სულ-გრძელო უ҃ო:

ვინმე იჴსნას სიკუდილისაგან განხრწნადი ესე ჴორცი ჩემი, და აცხოვნოს სული ჩემი მოუძლურებული და მოწყლული, რამეთუ ჴელმწიფებასა და ძალსა მძლავრისასა შევრდომილი მოუძლურდების ფრიად, და პირუჱლისავე მიმართ დგომისა თჳსისა მიქცევად მაცხოვარ ვერ შემძლებელ არს, არამედ შემოქმედო ჩემო ნუ უტევებ რათა სიბოროტისაგან მისისა იძლიოს სული, რომელიცა შენ თჳთ შთაბერე ჩემ შორის:

რაჟამს ბრძანებისაებრ შენისა, საკრუჱლისაგან ჴორციელისა ეგულებოდეს განყოფად სულსა ჩემსა, მაშინ მოავლინე ანგელოსი კეთილი მომხედუჱლი ჩემდა ბნელისა მთავართაგან, რათა ადჳლად მიყუანებდეს მე განუვლელთა მათ გზათა აერისათა, თაყუანის-ცემად საშინელისა საყდრისა შენისა ყოვლად სახიერო ღო҃:

უძღთები ესე შეგივრდები და გევედრები სიღრმით გულისა…

სხუანი. დასდებელნი, წინა-მორბედისანი. ჴმა იგივე. სასო-წარ.

უძღთები ესე შეგივრდები და გევედრები სიღრმით გულისა ჩემისაო, იხილე მწუხარებაჲ სულისა ჩემისა ყოვლად დიდებულო, შუა-მდგომელო სიხარულისაო, იხილე წყლულებანი გულისა ჩემისანი, ქადაგო სინანულისაო და მომეც მე ცხოვრებაჲ საღმრთოჲთა ლოცჳთა შენითა წინა-მორბედო, და ნათლის-მცემელო მაცხოვრისაო:

ძჳრთა შინა მდებარე ყოვლითურთ, და დანთქმული განწირულებასა, და მონადირებული უსჯულოებათა და ბოროტთა მიერ ვნებათა, და განხრწნილი და შეცდომილი ფერჴთა შენთა შეუვრდები ნეტარო, ნუ განმაგდებ მე, არამედ წმიდითა ლოცჳთა შენითა მაცხოვნე, იოანე წინა-მორბედო და მეგობარო უ҃ისაო:

იჴსენ სული ჩემი ბოროტისაგან სიკუდილისა ცოდჳსა ძლითისა, ყოვლად ქებულო წინა-მორბედო და ღირს-მყავ ჰყოფად საქმეთა შინა ქე҃ს მცნებათასა, ძალითა ლოცუათა შენთათა, და დააყუდე უხილავად მოსლუაჲ ზედა დამსხმელთა ჩემთა და წარმიმართე გზად საუკუნოდ და საცხოვრებელისა განსასუჱნებელისა, უ҃ისა მიმართ მეოხებითა შენითა:

გამოვალს რისხუაჲ ძჳრის-ხსენებისაგან, რომლისა მიერ აღესრულებიან საშინელნი…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა. ყოველი სასოება.

გამოვალს რისხუაჲ ძჳრის-ხსენებისაგან, რომლისა მიერ აღესრულებიან საშინელნი, ხოლო კაცი შთავრდომილი ვნებასა რისხჳსასა, ღირს-იქმნების ცეცხლსა გეენიისასა ვითარცა წერილ-არს, რომლისათჳს სულო მღჳძარეიყავ, და ეკრძალე გულისწყრომისაგან, და ფიცხელისა რისხჳსა, ძჳრისა და ყოვლისაგან ნამეტნაობისა, და უგალობდ ღი҃ს-მშობელსა მაცხოვნე დედოფალო:

სინანული არა მაქუს მე, და კუალად არცა…

სტიქარონსა ზედა, დასდებელნი სინანული. ჴმა ვ.

სინანული არა მაქუს მე, და კუალად არცა ცრემლნი, ამისთჳს გევედრები მაცხოვარ, პირუჱლ სიკუდილისა მოქცევად, და მოცემად სინანული, რათა განუჱრე სატანჯუჱლთაგან:

საშინელსა მოსლუასა შენსა ქე҃ მაცხოვარ, ნუმცა გუჱსმის სადამე არა გიცნი თქუჱნ შენდა დამდებელთა სასოებისა ჩუჱნისათა, რამეთუ დაღათუ არა დავიმარხენით ბრძანებანი შენნი უმკაცრესისა მიერ ჩუჱნისა, არამედ რიდე სულთა ჩუჱნთა გევედრები:

ღუაწლით-შემოსილთა შენთა, და ზეცისა მოქალაქეთა, ქუჱყანასა ზედა…

მოწამეთა.

ღუაწლით-შემოსილთა შენთა, და ზეცისა მოქალაქეთა, ქუჱყანასა ზედა იღუაწეს, მრავალი ტანჯუაჲ დაითმინეს, და სრული გჳრგჳნი მოიგეს ცათა შინა, და მეოხ-არიან სულთა ჩუჱნთათჳს:

მხიარულება მწუხარეთა, სენთაგან მჴსნელი სნეულთა ხარი შენ…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

მხიარულება მწუხარეთა, სენთაგან მჴსნელი სნეულთა ხარი შენ ღი҃ს-მშობელო, ყოვლად საგალობელო, იჴსენ ერი და ქალაქი, ბრძოლათა შინა მშჳდობაო ღელუა გუჱმულთა მყუდროებაო მხოლოო მორწმუნეთა ცხოვრებაო:

გულის-ხმა-ვჰყოფ დღესა მას საშინელსა სასჯელისასა, და ვიგლოვ…

სამ-შაბათსა ცისკრად, შემდგომად ა. სტიხოლოღიისა წარდგომანი, სინანულისანი, ჴმა ვ.

გულის-ხმა-ვჰყოფ დღესა მას საშინელსა სასჯელისასა, და ვიგლოვ მე საქმეთა ჩემთათჳს ბოროტთა, რამე მიუგო უკუდავსა მას მეუფესა, ანუ ვითარითა კადნიერებითა მივხედნე მსაჯულსა მას, მე უძღებმან ამან, მოწყალეო მამაო, და ძეო მხოლოდ-შობილო, სულო ცხოველს-მყოფელო შემიწყალე მე:

ღელესა მას გლოვისასა, ადგილსა მას რომელსაცა აღუთქუ…

უ҃ო ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ მე და ნუცა რისხჳთა შენითა მჰსწავლი მე:

ღელესა მას გლოვისასა, ადგილსა მას რომელსაცა აღუთქუ, რაჟამს დასჯდე მოწყალე, ყოფად მსჯავრსა სიმართლისასა, ნი სააჯმნო-ჰყოფ დაფარულთა ჩემთა, ნუცა დამსჯი მე წინაშე ანგელოსთა შენთა, არამედ შემინდუჱნ მე შეცოდებანი ჩემნი, ღო҃ და შემიწყალე მე:

პირუჱლ საუკუნეთა მამისაგან უდედოდ შობილი, ძე და…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა. სასოო სოფლისაო.

პირუჱლ საუკუნეთა მამისაგან უდედოდ შობილი, ძე და სიტყუა ღი҃სა, უკანასკნელთა წელთა ჰშევ განხორციელებული, პატიოსანთა სისხლთა შენთაგან ღი҃ს-მშობელო უმამაკაცოდ რომელსა ევედრე მონიჭებად ჩუჱნდა, მოტევებაჲ ცოდუათა პირუჱლ აღსასრულისა:

მიწყალენ ჩუჱნ უ҃ო შემიწყალენ ჩუჱნ, რამეთუ ყოვლისავე…

შემდგომად ბ. სტიხოლოღიისა, წარდგომანი სინანულისანი. ჴმა ვ.

მიწყალენ ჩუჱნ უ҃ო შემიწყალენ ჩუჱნ, რამეთუ ყოვლისავე სიტყჳს მიცემისაგან უღონოვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ მეუფისა სახიერისა ცოდჳლნი ესე შევსწირავთ, მიწყალენ ჩუჱნ უ҃ო შემიწყალენ ჩუჱნ:

უ҃ო შემიწყალენ ჩუჱნ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ…

მიწყალე მე უ҃ო, რამეთუ უძლურ ვარ, განმკურნე მე:

უ҃ო შემიწყალენ ჩუჱნ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განგჳრისხდები და ნუცა მოიჴსენებ უსჯულოებათა ჩუჱნთა, არამედ მოიხილე ჩუჱნ ზედა წყალობით ვითარცა სახიერ-ხარ, და გჳჴსნენ ჩუჱნ სამართლად რისხჳსაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღი҃ ჩუჱნი და ჩუჱნ ვართ ერი შენი, და ყოველნივე ქმნულნი ჴელთა შენთანი ვართ, სახელი შენი წოდებულ-არს ჩუჱნ ზედა შეგჳწყალენ ჩუჱნ:

სასოო სოფლისაო სახიერო ღი҃ს-მშობელო ქალწულო, შენ მხოლოსა…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობელისა. სასოო სოფლისაო.

სასოო სოფლისაო სახიერო ღი҃ს-მშობელო ქალწულო, შენ მხოლოსა გევედრებით მოწყალე გუჱქმენ ერსა შენსა, და ევედრე მოწყალესა ღთ҃სა ჴსნად სულთა ჩუჱნთათჳს, ყოვლისაგან განსაცდელისა მხოლოო კურთხეულო:

აჩუჱნე ერთა გზაჲ ცხოვრებისა იოანე მჴმობელმან, წარმართენით…

შემდგომად გ. სტიხოლოღიისა, წარდგომა. ჴმა ვ. სასოო სოფლისაო.

აჩუჱნე ერთა გზაჲ ცხოვრებისა იოანე მჴმობელმან, წარმართენით გულნი თქუჱნნი უ҃ისა მიმართ, და აცხოვნე მრავალ-მცოდუჱლი სული ჩემი, და შემუსრჳლებად მოიყუანე ქუა ქმნილი ესე გონებაჲ ჩემი, და იჴსენ ყოფადისაგან ტანჯჳსა მეოხებითა შენითა წინა-მორბედო მაცხოვრისა:

ჰსდგეს რა ღელუა გუჱმულნი ღუაწლსა შინა მი҃ოწამენი…

დიდება შენდა, ღო҃ ჩუჱნო, დიდება შენდა: მოწამეთა. ანგელოსთა ძალნი.

ჰსდგეს რა ღელუა გუჱმულნი ღუაწლსა შინა მი҃ოწამენი ვითარცა მოღუაწენი, მდგომარე-იყუნეს მათ თანა გუნდნი უჴორცოთანი, რომელთაცა ეპყრათ ძლევისა პატივნი მოწამეთანი, განკჳრუჱბულ-იყვნეს ბრძნად მძლავრნი და მეფენი ყოვლად ბრძენნი, დაამჴუნეს განდგომილნი აღსარებითა ქე҃სითა, რომელმან განაძლიერენ იგინი უ҃ო დიდება შენდა:

აურაცხელ-არიან სიმრავლენი ცოდუათა ჩემთანი წმიდაო ღი҃ს-მშობელო, შენდა…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

აურაცხელ-არიან სიმრავლენი ცოდუათა ჩემთანი წმიდაო ღი҃ს-მშობელო, შენდა მოვივლტი ქალწულო უბიწოო და ვითხოვ წყალობასა, მოხედენ წყლულებასა ზედა სულისა ჩემისასა, ევედრე ძესა შენსა და ღთ҃სა ჩუჱნსა, მოტევებად ბოროტთა მათ ბრალთა ჩემთა, მხოლოო კურთხეულო:

მოკუჱთილი ჰკუჱთს, მეწამულსა და ღელუათა მზრდელი ზღჳსა…

სამშაბათსა, კანონი სინანულისა, იოსებისა. გალობა ა. ჴმა ვ. სძლისპირი.

მოკუჱთილი ჰკუჱთს, მეწამულსა და ღელუათა მზრდელი ზღჳსა განჴმების სიღრმე, იგი უჭურუჱლისათჳს სავალ, და ჭურჳლისა საფლავ-ქმნილი. ხოლო გალობაჲ საღმრთოჲ იღაღადებოდენ დღეს, დიდებულ-არს, დიდებით ქე҃ ღი҃ ჩუჱნი ცხოველი:

მჴსნელო იესო, ვითარცა იჴსენ, ბრალთა მრავალთაგან მეძავი…

ტროპარნი.

მჴსნელო იესო, ვითარცა იჴსენ, ბრალთა მრავალთაგან მეძავი იგი, შეგივრდა რა კეთილად სინანულად, მეცა ცოდჳლი შეგივრდები, ურიცხუთა ბოროტთა ჩემთაგან განმარინე მე, და შემინდუჱნ, ჵ მრავალ-მოწყალეო უ҃ო:

სოფლისა ამის, ზღუასა მწარესა, ვიდოდე რა სიბრმითა გონებისათ, მრავალთა დანთქმათა შინა შთავვარდი, რომლისაგან მიჴსენ მოწყალე, და მაცხოვნე სახიერ, რამეთუ დიდებით, დიდებულ-ხარ, ქე҃ ღო҃ ჩემო ცხოველო:

მჴნეთა მარტჳლთა, ღუაწლისა მძლეთა, მტერისა ბოროტისა დამცემელთა…

მოწამეთა.

მჴნეთა მარტჳლთა, ღუაწლისა მძლეთა, მტერისა ბოროტისა დამცემელთა, ახოვნად და კეთილად მოღუაწეთა რომელთა გჳრგჳნი ძლევისა, მჴსნელისაგან მოიღეს, დღეს მხიარულებით, ვადიდებდეთ, და ქე҃სა ღთ҃სა უგალობდეთ:

რიტორებისა, სიტყჳთა ჰჴმობდით, და ქე҃ს მჴსნელისა ღუთაებისათჳს, სიბრძნის-მეტყუჱლებდით თქუჱნ მოწამენო, და რიტორნი ზუავნი დასცენით, და ყოველივე სახე ტანჯუათა მწარეთა, მოითმინეთ, და სამართლად გადიდათ ღთ҃მან:

განგუჱხვნეს კარნი, ცხოვრებისანი, და ბჭენი სიკუდილისანი დაიჴშნეს…

ღი҃ს-მშობლისა.

განგუჱხვნეს კარნი, ცხოვრებისანი, და ბჭენი სიკუდილისანი დაიჴშნეს ბჭედ ცხოვრებისად გამოჰსჩნდი რა სძალო, და იქმენ ქუჱყანად რჩეულად, და შენ მიერ ამაღლდა, კაცთა ნათესავი, ქუჱყანით ცად, ღი҃ს-მშობელო ყოვლად უბიწოო:

ანგელოსთა მთავარმან ახარა, შობაჲ შენი ქადაგო უ҃ისაო…

სხუა, კანონი წმიდისა მიმართ, წინა-მორბედისა, რომელსა კიდურ-წერილობა. ალფა-ვიტა. ხოლო მერუჱ, და მეცხრე გალობა იოსებისა. გალობა ა. ჴმა ვ. სძლისპირი. რომელმან ზღუასა.

ანგელოსთა მთავარმან ახარა, შობაჲ შენი ქადაგო უ҃ისაო, ღირსსა მშობელსა შენსა, რომლისა თანა მეოხ-გუჱყავ ნათლის-მცემელო, მგალობელთა შენთა:

ნერგო კეთილო უდაბნოსაო, ჩემ-თანა დანერგული ცოდჳსა გულის-თქმა, აღმოფჴუარ აწ და ღირს-მყავ გამოღებად ნაყოფსა სინანულისასა, ქე҃ს ნათლის-მცემელო:

ბერწისაგან აღმოსცენდი შენ, რომელმან ნაყოფიერ-ჰყუჱნ უნაყოფონი, ამისთჳს გევედრები ჵ ნათლის-მცემელო უნაყოფოჲ სული ჩემი, ნაყოფიერ-ჰყავ ღირსო:

მტერი ბოროტი მაცთუნებს მე, და მარადის ჰნებავს…

ღი҃ს-მშობლისა.

მტერი ბოროტი მაცთუნებს მე, და მარადის ჰნებავს წარწყმედაჲ ჩემი, არამედ შენ ჵ სასოო განწირულთაო ქე҃ს დედაო შემწე მეყავ მე, და განმარინე მისგან:

არსთა მფლობელმან, და შემოქმედმან ღთ҃მან, შექმნულთა უვნებელად…

გალობა გ. სძლისპირი.

არსთა მფლობელმან, და შემოქმედმან ღთ҃მან, შექმნულთა უვნებელად, დაგლახაკენ რა შეაყავ თავი, და პასექსა რომელი გეგულუა სიკუდიდ, თჳთ თავი თჳსი იმღუდელ-მოქმედე, ჰსჭამეთ მჴმობელმან ჴორცი ჩემი და სარწმუნოებით განმტიცდით:

მოწყალითა მით თუალითა შენითა მოიხილე ჩემ ზედა…

ტროპარნი.

მოწყალითა მით თუალითა შენითა მოიხილე ჩემ ზედა, რაჟამს წარვჰსდგე საყდართა შენთა, განკითხუად ჵ მრავალ-მოწყალეო, და ნუ მოიჴსენებ ბრალთა ჩემთა და ცოდუათა სიმრავლესა ქე҃, და ღირს-მჰყავ მარჯუჱნეთა თანა:

რომელი ესე სულთ-ვითქუამ სახიერ, და ვგონებ და ვღაღადებ სიღრმით გონებისა ჩემისათ, შეიწირე და შეისმინე, და მომეც სინანული ლმობიერი, და ბრალთა შენდობაჲ მომმადლე, ღო҃ და მეუფეო ჩემო:

სისხლთა თქუჱნთა მდინარეთა მარტჳლნო საღმრთოთა და წმიდათა…

მოწამეთა.

სისხლთა თქუჱნთა მდინარეთა მარტჳლნო საღმრთოთა და წმიდათა, წარჰღუჱნეს საზორუჱლნი იგი, არა წმიდათა მათ სისხლთანი, და მოირწყო ქე҃ს ეკკლესიაჲ, და ვარდად და ყუავილად სუნნელად, სასწაულნი აღმოაცენნა:

სულითა წმიდითა დამტკიცებულთა, ახოვანნო მარტჳლნო, დასცენით სამსახურებელნი, საცთურისანი არა-წმიდანი, და სარწმუნოებისა კლდესა ზედა, დაამტკიცენით მორწმუნენი, და მტკიცედ განძლიერდებიან:

მპყრობელი ყოველთა დაბადებულთა, მუცლად-იღე და გჳშევ, ქალწულო…

ღი҃ს-მშობლისა.

მპყრობელი ყოველთა დაბადებულთა, მუცლად-იღე და გჳშევ, ქალწულო სძალო უბიწოო, ამისთჳს გევედრები მიჴსენ მე, ყოვლისაგან ვნებათა მძლავრებისა და საცთურისაგან სოფლისათა, ღი҃ს-მშობელო ყოვლად დიდებულო:

იყავ შემწე ჩემდა ქე҃, და მოეც სულსა…

სხუა. სძლისპირი.

იყავ შემწე ჩემდა ქე҃, და მოეც სულსა ჩემსა, ნათელი და განმაძლიერე მე, რამეთუ შენ მხოლო ხარ ღი҃, და არავინ არს წმიდა, შენსა გარეშე ღი҃სა ჩუჱნისა:

მომაქციე გზათა მათგან, წარწყმედისათა და მოჰყავ, ჴელი…

ტროპარნი.

მომაქციე გზათა მათგან, წარწყმედისათა და მოჰყავ, ჴელი შენი წინა-მორბედო, და მიჴსენ დანთქმისაგან, და უფსკრულისა ბრალთასა, და ცოდუათა ჩემთასა გევედრები:

ვჰსცხონდები მე უდებებით, და მოკუჱთა ახლოს არს, არამედ შენ წინა-მორბედო, მიჴსენ რათა არა ვითარცა, უნაყოფოჲ ცეცხლსა მას, საუკუნესა დაწუად მივეცე:

კართა ზედა მოწევნულ-არს საშინელი იგი დღე და ტჳრთი, ცოდუათა ფრიად მკიდავს მე, არამედ შენ აღმისუბუქე ქე҃ს წინა-მორბედო, წმიდითა ვედრებითა შენითა:

საყდარ ღი҃სა იქმენ შენ, ღი҃ს-მშობელო და შენ…

ღი҃ს-მშობლისა.

საყდარ ღი҃სა იქმენ შენ, ღი҃ს-მშობელო და შენ ზედა რა დაემკჳდრა პირუჱლისა მისგან, წყევისა განმათავისუფლნა, სიტუამან მამისამან შობილმან შენგან ქალწულო წმიდაო:

წინასწარ-მეტყუჱლმან პირუჱლ, მხილუჱლმან საიდუმლოჲსა შენისა სიმაღლესა ქე҃…

გალობა დ. სძლისპირი.

წინასწარ-მეტყუჱლმან პირუჱლ, მხილუჱლმან საიდუმლოჲსა შენისა სიმაღლესა ქე҃ ჴმა-ჰყო, წინასწარ დასდევ წყალობით შეყუარება მტკიცეო მამაო, მხოლოდ შობილი რა ძე ლხინებად, მამამან სოფლად მოავლინე:

მომცენ ცრემლთა ნაკადულნი, და განაჴმენ მწჳრენი ვნებათანი…

ტროპარნი:

მომცენ ცრემლთა ნაკადულნი, და განაჴმენ მწჳრენი ვნებათანი, დაუყე ცოდუათა და ბრალთა, ქე҃ მაცხოვარ, მრავალ-მოწყალებით წარღუჱნ სულისა, ჩემისა საცნობელთაგან და დაშრიტე, ჩემთჳს მგზებარე იგი გეენიაჲ:

არა დავსცხრები სულისა ჩემისა წყლულებათა დაძინებად და გემოთ-მოყუარებისაგან, უკურნებელად, ვჰგიე და არა მოვალ გულის-ჴმის-ჰყოფად, ჵ რამე ვყო ანუ რა ვქმნა ქე҃, სახიერო განმკურნე და მაცხოვნე მე:

წყალთა მათ დაუდგრომელთა, წარწყმედისათა და ღელუათა ბოროტთა…

მოწამეთა.

წყალთა მათ დაუდგრომელთა, წარწყმედისათა და ღელუათა ბოროტთა, საღმრთოჲთა წინა-მძღურებითა, დაულტოლუჱლად, ვიდოდეს ყოვლად დიდებულნი მარტჳლნი, და ზეცისა სავანეთა მყუდროთა, ღირს-იქმნნეს შესლუად და აქებენ ღთ҃სა:

ნათელნო მორწმუნეთანო, და მნათობნო სარწმუნოებისანო, ნათლითა ღუაწლთა თქუჱნთათა, უღმრთოებისა, ბნელი წყუდიადი უჩინო-ჰყავთ მარტჳლნო, და ელჳთა საკჳრუჱლებათათა, ნისლი საცთურისა განჰჴადეთ ქუჱყანით:

შჳდ-ნათლად სასანთლედ გიცნა, წინასწარ-მეტყუჱლმან პირუჱლ სულითა საღმრთოჲთა…

ღი҃ს-მშობლისა.

შჳდ-ნათლად სასანთლედ გიცნა, წინასწარ-მეტყუჱლმან პირუჱლ სულითა საღმრთოჲთა ნათლისა მტჳრთუჱლად, ბნელისა მყოფთა, და უმეცრებით დანთქმულთა სულთა, განმანათლებელად ღი҃სა დედაო, და ჭეშმარიტად სრულ-ჰყავ თქმული მისი:

განმკურნე მე მოწყლული, ავაზაკთა მიერ ბოროტთა მწარედ…

სხუა. სძლისპირი. უ҃ო მესმა.

განმკურნე მე მოწყლული, ავაზაკთა მიერ ბოროტთა მწარედ, ქე҃ს წინა-მორბედო, წამლითა მით ძლიერითა მადლისა შენისათა, და აღმადგინე მე:

დაარღჳე ნეტარო ეშმაკთა მიერ სულსა შინა ჩემსა შენებული სიმტკიცჱ, ცოდჳსა და მომაქციე, მე სიწმიდისა ალაგთა, ყოვლად დიდებულო:

ნავთ-საყუდელ მექმენ ჩუჱნ, ღელუა-გუჱმულთა სოფლისა ზღუასა შინა, და შესცუალენ ღელუანი, ვნებათანი მყუდროებად, და მიჴსენ დანთქმისაგან, წინასწარ-მეტყუჱლო:

უ҃ო ნუ დამსჯი მე, საქმეთა ჩემთაებრ არამედ…

ღი҃ს-მშობლისა.

უ҃ო ნუ დამსჯი მე, საქმეთა ჩემთაებრ არამედ, მექმენინ, მე მწყალობელ, ვედრებითა ყოვლად წმიდისა, მშობელისა შენისა, დიდებულისათა:

შენდა აღჳმსთობ, რომელმან წყალობით, მიეც სული შენი…

გალობა ე. სძლისპირი.

შენდა აღჳმსთობ, რომელმან წყალობით, მიეც სული შენი დაცემულთათჳს ცოდჳლთა, და ნებსით ვნებად გარდმოჰჴედ, სიტყუაჲ ღი҃სა, მშჳდობაჲ, შენი მომჱც ჩუჱნ ვითარცა კაცთ-მოყუარე-ხარ:

აჰა ესერა რომელმან დავმალე მედგარმან მონამან, ტალანტი…

ტროპარნი.

აჰა ესერა რომელმან დავმალე მედგარმან მონამან, ტალანტი მე ვარ უ҃ო, და უკეთურთა, ვნებათა ვმონებდ უძღჱბად, არამედ შენ სახიერო, ნუ მიმცემ ცეცხლსა უშრეტსა:

მადლით ძედ შენდა, ვიქმენ სახიერო, და უძღებებითა, დავემონე მტერსა ჩემსა, და განგეშორე, შენგან არა წმიდებითა, მაცხოვნე და მომაქციე, მოწყალებისა მამაო:

მდგომარე-იყუნეს, წინაშე საყდართა, მჴნენი მოწამენი, ჯუარითა გარე-შეცულნი…

მოწამეთა.

მდგომარე-იყუნეს, წინაშე საყდართა, მჴნენი მოწამენი, ჯუარითა გარე-შეცულნი და ისართაგან, ბელიარისთა ბოროტთა, ყოვლადუჱ არა მოიწყლნეს, ხოლო მათ განგუმირეს იგი:

ქე҃ს მარტჳლთა, ჴორცითა მომკუდართა, ყოველნი ღონენი მტერისანი მოაკუდინნეს, და უოხჭნოსა, ცხოვრებისა სიხარულსა, გჳრგჳნოსანნი მკჳდრ-იქმნნეს, და მეოხ-არიან ჩუჱნთჳს:

ბჭეო ცათაო, განმიხუჱნ მე ბჭენი, სინანულისანი, და…

ღი҃ს-მშობლისა.

ბჭეო ცათაო, განმიხუჱნ მე ბჭენი, სინანულისანი, და მაუწყენ ალაგნი, ცხოვრებისანი, ჵ ყოველთა ცხოვრებაო, და ღირს-მჰყავ შესლუად ზეცისა, სასუფეველისა ბჭეთა:

ტაძარ-ექმენ შენ, ღირსო სამებასა ამისთჳს ტაძარსა, შენსა…

სხუა. სძლისპირი, იგივე.

ტაძარ-ექმენ შენ, ღირსო სამებასა ამისთჳს ტაძარსა, შენსა მოსრულნი მჴურუალედ, გევედრებით შენ, ნათლის-მცემელო ქე҃სო, მეოხ-გუჱყავ ჩუჱნ მისა მიმართ, ჵ ყოვლად ქებულო იოანე:

რომელმან ეგე, ნათელ-ეც წყალთა მათ, იორდანისათა, შინა მეუფესა ქე҃სა, უფსკრულსა მას, დიდსა მოწყალებისასა, მას ევედრე აწ განჴმობად, უფსკრული ცოდუათა ჩემთა:

გონება ჩემი, სათნოებათაგან, ყოვლითურთ უცხო-ვჰყავთ, დიდებულო იოანე, შენ გევედრები, საკუთარ-მყავ ქე҃ს ღი҃სა და ღირს-მყავ სათნოებათა, კეთილთა მჴურუალედ მოგებად:

განშუჱნებულმან, ყოვლითავე ღირსო კეთილითა გჳშევ, შუჱნიერი იგი…

ღი҃ს-მშობლისა.

განშუჱნებულმან, ყოვლითავე ღირსო კეთილითა გჳშევ, შუჱნიერი იგი სიტყუაჲ, ღი҃სა მამისა, დამბადებელი ყოველთა, მას ევედრე ჩუჱნთჳს სძალო, ვითარცა კაცთ-მოყუარე-არს:

მუცლად-იღო, იონაჲ ვეშაპმან, და არა განხრწნა მან…

გალობა ვ. სძლისპირი.

მუცლად-იღო, იონაჲ ვეშაპმან, და არა განხრწნა მან იგი, რამეთუ მით მოასწავა, სახე სამ-დღე დაფლჳსა, შენისა რომელმანცა, დაფლუა თავს-იდევ ჩუჱნთჳს სახიერ, და ეტყოდა იგი, მცუჱლთა მათ ჵ ცრუნო, წყალობა თქუჱნი დაუტევენით დღეს:

ნუ მყოფ ქე҃, საცინელ ეშმათა, დღესა მას…

ტროპარნი.

ნუ მყოფ ქე҃, საცინელ ეშმათა, დღესა მას სასჯელისასა, და ნუცამცა მასმიეს ჴმაჲ, წარმავლენელი ჩემი, ცეცხლსა საუკუნესა, გეენიისასა დაუშრეტელსა, და ნუცა მეტყჳ მე, ვითარმედ არა გიცი შენ, რამეთუ უფსკრულიხარ მოწყალებისა:

დამანთქა მე, სიღრმესა ბრალთასა, მართალთა მტერმან ეშმაკმან, და მოწყალებათა შენთა, უფსკრულსა მოვივლტი, იესო ღო҃ ჩემო, ნავთ-საყუდელსა ცხოვრებისასა, წარმიძეღუ სახიერ, და განსუჱნებასა, საუკუნესა ღირს-მყავ დამკჳდრებად:

მრავალთა მათ, ღუაწლთა და შრომათა, ერქუნითა ანეულჰყუჱნით…

მოწამეთა.

მრავალთა მათ, ღუაწლთა და შრომათა, ერქუნითა ანეულჰყუჱნით, ორნატნი სულთა თქუჱნთანი, მარჳლნო ყოვლად ბრძენნო, და სარწმუნოებისა, საღმრთოჲ თესლი დასთესეთ მას შინა, და თავ-წარსხმულსა სარწმუნოებისასა მდიდრად, აღმოაცენებთ ყოვლად ქებულნო:

წყლულებითა, თქუენითა მოსწყალთ თქუჱნ, მარტჳლნო მომწყლუჱლნი თქუჱნნი, შემწენო მორწმუნეთანო, და მკურნალნო, სენთანო, და განხუჱდით რა ჴორცთაგან, ცხოვრება უოხჭნო დაიმკჳდრეთ, და აწ სალმობასა, და სენსა განჰკურნებთ, შემსხმელთა თქუჱნთა, მორწმუნეთასა:

გამოსჩნდი შენ, ტაძრად ღუთაებისად, ქალწულო ყოვლად წმიდაო…

ღი҃ს-მშობლისა.

გამოსჩნდი შენ, ტაძრად ღუთაებისად, ქალწულო ყოვლად წმიდაო, რომელსა შინა სიწმიდით, დაიმკჳდრა რა ღთ҃მან, კაცობრივი ბუნებაჲ, განაღმრთო განჴორციელებითა, და გამოაჩინნა, მორწმუნენი ტაძრად, ღმრთაებისა თჳსისა საკჳრუჱლად:

ცოდჳსა უფსკრულმან, უკანასკნელმან გარემომიცუა, და ღელუასა ვერღარა…

სხუა. სძლისპირი.

ცოდჳსა უფსკრულმან, უკანასკნელმან გარემომიცუა, და ღელუასა ვერღარა თავს-ვიდებ, იონასებრ მეუფეო, გიღაღადებ აღმომიყუანე მე განხრწნილი:

ვარდი შუჱნიერი აღმოსცენდი წინასწარ-მეტყუჱლო, ძირისა მისგან უნაყოფოჲსა…

ტროპარნი.

ვარდი შუჱნიერი აღმოსცენდი წინასწარ-მეტყუჱლო, ძირისა მისგან უნაყოფოჲსა, და სუნნელჰყუჱნ სულნი ჩუჱნნი, ქადაგებითა კრავისა მის ღი҃სათა:

შემუსრე მაცთური, ფერჴთა ქუჱშე ჩუჱნთა და წარმართენ, ალაგნი ჩუჱნნი სულიენი, გზათა მათ მშჳდობისათა, შეწევნითა შენითა წინა-მორბედო:

შეზღუდე ნეტარო, სიმართლითა სამწყსოჲ ესე შენი, და გჳჴსნენ ყოველთაგან საბრჴეთა მტერისათა და მერმესა, საუკუნესა გჳთხოვე ჩუჱნ წყალობაჲ:

გალობასა შენდა, მადლობისასა შევჰსწირავთ სძალო, რომელნი ესე…

ღი҃ს-მშობლისა.

გალობასა შენდა, მადლობისასა შევჰსწირავთ სძალო, რომელნი ესე ჴსნილ-ვართ შენ მიერ, პირუჱლისა წყევისაგან, და გჳხილავს ნათელი ძისა შენისა:

ჵ სასწაული, რომელმან საჴუმილსა დაიცუა, სამნი ყრმანი…

გალობა ზ. სძლისპირი.

ჵ სასწაული, რომელმან საჴუმილსა დაიცუა, სამნი ყრმანი შეუწუჱლად, საფლავსა შინა მკუდრად უსულო იქმნა დღეს, მაცხოვრად ჩუჱნდა, რომელსა უღაღადებთ, ღო҃ მჴსნელო ჩუჱნო კურთხეულ-ხარ შენ:

მოწყალებათა, შენთა ურიცხუთა გულის-ჴმა-ვჰყოფ, ქე҃ ბრალეული ესე…

ტროპარნი.

მოწყალებათა, შენთა ურიცხუთა გულის-ჴმა-ვჰყოფ, ქე҃ ბრალეული ესე, უწყი წყალობაჲ, და სიტკბოებაჲ შენი, და სულ-გრძელებაჲ, და ძჳრ-უჴსენებლობაჲ, შენი სინანულისა მომცენ ნაყოფნი:

განჰკურნენ ქე҃, უკურნებელნი სალმობანი, გონებისა ჩემისანი, და ჰყავ შენდობაჲ თანა-ნადებთა ჩუჱნთა და ტჳრთი მძიმე, ბრალთა აღმისუბუქე, რათა სინანულით გაკურთხევდე შენ:

ორღანოჲთა მით, განმლეველითა შემუსრჳლნი, და ცეცხლითა განკაფულნი…

მოწამეთა.

ორღანოჲთა მით, განმლეველითა შემუსრჳლნი, და ცეცხლითა განკაფულნი, და ლომთა საჭმლად, უწყალოდ მიცემულნი, და ურმის-თუალთა, განრთხმულნი მოწამენი, შენნი ქე҃ ღო҃ გაკურთხევდეს შენ:

განეშორენით, ჴორცთაგან მოწამენო ხოლო, ღთ҃სა მტკიცედ შეეყუჱნით, რომელმან იგი, წყალობით შეგჳერთა, რომლისა მიმართ, მეოხ-გუჱყუჱნით რათა, გჳჴსნნეს ჩუჱნ ჭირთაგან შემსხმელნი თქუჱნნი:

გჳშევ თჳნიერ, ხრწნილებისა სიტყუა შობილი, ღი҃სა უწინარეს…

ღი҃ს-მშობლისა.

გჳშევ თჳნიერ, ხრწნილებისა სიტყუა შობილი, ღი҃სა უწინარეს ჟამთა, და ქალწულადუჱ, ეგე შემდგომად შობისა, ამისთჳს გნატრით, და გადიდებთ ქალწულო, ვითარცა დედასა ქე҃ს ღი҃სასა:

ჴმაო სიტყჳსა ღი҃საო, ჴმაჲ ლოცუათა ჩუჱნთა ისმინე…

სხუა. სძლისპირი. არა შეშიმდ.

ჴმაო სიტყჳსა ღი҃საო, ჴმაჲ ლოცუათა ჩუჱნთა ისმინე, და მეოხებითა, შენითა დღეს, გჳჴსნენ ჩუჱნ განსაცდელთაგან, რამეთუ გაქუს ღი҃სა მიმართ, კადნიერებაჲ ჵ სანატრელო:

ჴელითა გჳჩუჱნე ღირსო, ტარიგი ღი҃სა აღმღებელი, სოფლისა ცოდუათა, რომელსაცა, ევედრე რათა შეგჳნდუნეს, შეცოდებანი, ნებსითნი და უნებლიეთნი:

სულო ჩემო ისწრაფე, და დაუტევე ბნელი ცოდჳსა, და ნათელსა შინა, სულიერსა, შევედ და ღაღად-ჰყავ უ҃ო ნათლის-მცემელისა მიერ, წყალობაჲ შენი მომმადლე მე:

რომლისა წინაშე დგანან, მჴედრობანი ანგელოსთანი, ესე ჰშევ…

ღი҃ს-მშობლისა.

რომლისა წინაშე დგანან, მჴედრობანი ანგელოსთანი, ესე ჰშევ ქალწულო, მსგავსებითა, ყოვლითურთ ჩუჱნ მოკუდავთათა, თჳნიერ ხოლო ცოდჳსა, ამისთჳს გაკურთხევთ მარადის:

ცა ვრცელი განცჳფრებულ-არს, და ძრწის საფუძუჱლი ქუჱყანისა…

გალობა ჱ. სძლისპირი.

ცა ვრცელი განცჳფრებულ-არს, და ძრწის საფუძუჱლი ქუჱყანისა დღეს შიშით, რამეთუ მაღალთა შინა მყოფი შერაცხილ მკუდართა იქმნა, და აწ კნინსა საფლავსა ესტუმრა, ყრმანი აკურთხევდით მას, მღუდელნი უგალობდით მას, ერნი უფროსად, ამაღლებდით მას უკუნისამდე:

მივხედავ მოწყალებათა, და სიტკბოებათა შენთა მოუწთომელთა, სახიერ…

ტროპარნი.

მივხედავ მოწყალებათა, და სიტკბოებათა შენთა მოუწთომელთა, სახიერ, და მსგავსად დავითისსა, გიღაღადებ მოწყალე, უფროს მისსა შეცოდებული ესე, მხოლოო მოწყალეო მიწყალე მე მიწყალე, და ბრალთა ჩემთა ჴელით-წერილნი აღჴოცენ:

ვილოცავ აღსასრულისა, კეთილისა პოვნად, და ბოროტთა საქმეთა ჩემთათჳს, დასასრულისა ყოფად, არა მოსწრაფე ვარ მე, რამეთუ დაბრმობილ-არს გული ჩემი, სიტყუაო მამისაო, შენ მოწყალე მექმენ მე, და მომანიჭე შენდობაჲ შეცოდებათა ჩემთა:

ვითარცა მსხუჱრპლნი რჩეულნი, ჩუჱნთჳს დაკლულისა, მსხუჱრპლისა საუფლოჲსა…

მოწამეთა.

ვითარცა მსხუჱრპლნი რჩეულნი, ჩუჱნთჳს დაკლულისა, მსხუჱრპლისა საუფლოჲსა, საკუჱრთხად წმიდად შეიწირენით, წმიდანო მოწამენო, და კერპთა იგი ბილწნი საზორუჱლნი, და ეშმაკთა ბომონნი, სრულიად დაამჴუჱნით, ღუაწლისა მძლენო, საგალობელნო მარტჳლნო:

მოჭრანი ძარღუთა თქუჱნთანი, და აღმოფხურა კბილთა, და ჴელთა და კუჱთანი ასოთა, ხუჱტა ყოვლად უწყალო, და სხუათა მათ ტანჯუათა, აურაცხელთა სიმძაფრე თავს-იდუჱს, მარტჳლთა უძლეველთა, და მეუფესა ღთ҃სა, უფროსად აღამაღლებენ აწდა უკუნისამდე:

ახლად ყრმად გჳშევ ქალწულო, ძუჱლი იგი დღეთა…

ღი҃ს-მშობლისა.

ახლად ყრმად გჳშევ ქალწულო, ძუჱლი იგი დღეთა, რომელმან გჳჩუჱნნა ახალნი გზანი ცხოვრებისანი, და დაძუჱლებული, ბუნება ჩუჱნი განაახლა წყალობით, ამისთჳს გიგალობთ შენ, მხოლოო კურთხეულო, ღი҃სა დედაო სასოო განწირულთაო:

მამულისა სჯულისათჳს დღეს, ბაბილონს შინა წინა-მბრძოლთა მათ…

სხუა. სძლისპირი.

მამულისა სჯულისათჳს დღეს, ბაბილონს შინა წინა-მბრძოლთა მათ ჭაბუკთა, მეფისა იგი შეურაცხ-ჰყუჱს უსიტყური ბრძანებაჲ და ერთჴმა ქმნილნი, არა დამდნარნი ცეცხლითა, უ҃სა უღაღადებდეს ღირსებითსა ქებასა, ყოველნი საქმენი უ҃ისანი აკურთხევდით, ღთ҃სა ჩუჱნსა უკუნისამდე:

რაჟამს იგი, სიტყუასა ღთ҃სა, ნათელ-სცემდ ღირსო იხილე…

ტროპარნი.

რაჟამს იგი, სიტყუასა ღთ҃სა, ნათელ-სცემდ ღირსო იხილე სული მომავალი, სახედ ტრედისა და ღირს-იქმენ, სმენად მამისა ჴმასა, ვითარმედ ეგე, არს ჩემი თანა მოსაყდრე, ძე სრული მეუფებითა, და ესრეთ ღაღადებდ, ყოველნი საქმენი უ҃ისანი აკურთხევდით, ღთ҃სა ჩუჱნსა უკუნისამდე:

ცეცხლითა მით, მეოხებისა, შენისათა წინასწარ-მეტყუჱლო ვნებათა, ჩუჱნთა სიმრავლენი განლიენ, და დაშრეტილი იგი, ლამპარი ჩემი, აღანთე რათა ვხედჳდე, ნათელსა მას უ҃ისასა, და გალობით ვიტყოდე, ყოველნი საქმენი უ҃ისანი აკურთხევდით, ღთ҃სა ჩუჱნსა უკუნისამდე:

მონა იგი, რომელმან დაფლა ტალანტი მისსა მიცემული მე ვარ, ქე҃ უბადრუკი ესე, და რა ვჰყო ოდეს სჯად მოხჳდე შენ, გამოძიებად, დაფარულსა ყოველთასა, არამედ მაშინ შემიწყალე, რათა ესრეთ ვიტყოდე, ყოველნი საქმენი უ҃ისანი აკურთხევდით ღთ҃სა ჩუჱნსა უკუნისამდე:

გევედრები, მიმადლებულო, აღმადგინე დაცემული ესე ცოდჳთა, რომელმან…

ღი҃ს-მშობლისა.

გევედრები, მიმადლებულო, აღმადგინე დაცემული ესე ცოდჳთა, რომელმან შობითა შენითა, შეჰმუსრენ ქედნი იგი, ამაღლებულნი უკეთურთა ეშმაკთანი, და მაცხოვნე მე ღი҃ს-მშობელო, რათა ესრეთ ვიტყოდე ყოველნი საქმენი უ҃სანი, აკურთხევდით, ღთ҃სა ჩუჱნსა უკუნისამდე:

სტუმრობისა საღმრთოსა, და უკუდავისა ტაბლისა, ზესთა ადგილთა…

გალობა თ. სძლისპირი.

სტუმრობისა საღმრთოსა, და უკუდავისა ტაბლისა, ზესთა ადგილთა წმიდათა, უმაღლესთასა, მორწმუნენო მოვედით მოვიღოთ, უზენაესისა სიტყჳსა, სიტყჳთა განსწავლულთა, და მას ვადიდებდეთ:

იესო კაცთ-მოყუარე, შენ უწყი ჩუჱნისა ამის, ბუნებისა…

ტროპარნი.

იესო კაცთ-მოყუარე, შენ უწყი ჩუჱნისა ამის, ბუნებისა უძლურებაჲ, რომელი იგი, შეიმოსე სახიერებით, რათა განჰსწმიდო ცოდუათაგან, ჩემნიცა წყლულებანი, და ბრალნი განჰსწმიდენ:

მსგავსად მეძჳსა ცრემლთა, შევჰსწირავ შენდა უ҃ო, და მეზუჱრისაებრ სულთქმით, ვჰჴმობ მილჴინე მე, და ქანანელისაებრ ვიტყჳ, ჵ უ҃ო უ҃ო შემიწყალე მე, და პეტრეს-ებრ ვინანი, ნუ უგულებელს-მჰყოფ:

ჴორცითა შებმა-უყავთ, სოფლის-მპყრობელსა მაცთურსა, და ჴურთითა ღუაწლთა…

მოწამეთა.

ჴორცითა შებმა-უყავთ, სოფლის-მპყრობელსა მაცთურსა, და ჴურთითა ღუაწლთა თქუჱნთათა, დაჰკაფეთ იგი, და ძლევისა გჳრგჳნნი მარტჳლნო, მოიხუჱნით ქე҃ს ღი҃საგან, ჩუჱნთჳს, ოხად ნუ დასცხრებით:

განჰსწმიდე მეუფეო, მარტჳლთა შენთა სისხლითა, ქუჱყანაჲ და სულნი მათნი, სულთა წმიდათა, ზეცისა ძალთასა შეაერთენ, და წმიდა-ჰყოფ მონათა შენთა, ვედრებითა მათითა, ყოვლად უბიწოჲთა:

ჴმასა შევჰსწირავთ შენდა, მთავარ-ანგელოსისასა, ღი҃ს-მშობელო კურთხეულო, გიხაროდენ…

ღი҃ს-მშობლისა.

ჴმასა შევჰსწირავთ შენდა, მთავარ-ანგელოსისასა, ღი҃ს-მშობელო კურთხეულო, გიხაროდენ შენ, სიტყჳსა ღი҃სა დამტევნელო, გიხაროდენ წყევისა დამჴსნელო, და კუალად სამოთხისა, ბჭეთა განმღებელო:

განჰკურნე სული ჩემი, გულის-თქმათაგან ბოროტთა, საწუთოჲსათა მოწყლული…

სხუა. სძლისპირი, იგივე.

განჰკურნე სული ჩემი, გულის-თქმათაგან ბოროტთა, საწუთოჲსათა მოწყლული, წინა-მორბედო და დაჰჴსენ ღელუანი სასტიკნი, შემაშფოთებელნი ჩემნი, და მომეც მე სინანული, მჴსნელი განწირულთა:

იხილუჱ შენ მდგომარე, შორის ძუჱლსა მას სჯულსა, და ახალსა სანატრელო, ნათლის-მცემელო, ერთისა მის დაცხრომად, ხოლო მეორისა წარმოჩინებად, ამისთჳს დიდებულო, სამართლად გადიდებთ:

შეერთე მჴედრობათა, ზეცისათა იოანე, რომელთა თანა ევედრე ჩუჱნთჳს ქე҃სა, რათა მოგუცეს წყალობაჲ მისი, მჴურუალედ მაქებელთა შენთა, და სარწმუნოებით შენ ღირსო გადიდებთ:

დღესა მას საშინელსა, რაჟამს მოვიდეს უ҃ი, განკითხუად ყოველთა კაცთა, ნათლის-მცემელო, ქე҃სო მაშინ შემიწყალე, და მიჴსენ სატანჯუჱლთა მათგან, ვედრებითა შენითა, მეუფისა მიმართ:

ხერუვიმთა უწმიდეს, გამოჰსჩნდი შენ უბიწოო, ღი҃ს-მშობელო სანატრელო…

ღი҃ს-მშობლისა.

ხერუვიმთა უწმიდეს, გამოჰსჩნდი შენ უბიწოო, ღი҃ს-მშობელო სანატრელო, რამეთუ ღი҃, წმიდათა უწმიდესი ჰშევ შენ, და მან წმიდა-მყუნა ჩუჱნ ყოველნი, რომელნი ჭეშმარიტად, ღი҃ს-მშობლად გხადით შენ:

გულისა ჩემისა წყლულებანი, მრავალთა ცოდუათაგან მოწევნული, განჰკურნენ…

აღჳვსენითსა ზედა, დასდებელნი სინანულისანი, ჴმა ვ.

გულისა ჩემისა წყლულებანი, მრავალთა ცოდუათაგან მოწევნული, განჰკურნენ მაცხოვარ, რომელი ეგე მკურნალი ხარ სულისა და ჴორცთა, და მისცემ რომელნი ეძიებენ ცოდუათა შენდობასა, მომმადლენ მეცა ცრემლნი სინანულისანი, მომეც მე შენდობაჲ თანა-ნადებთა უ҃ო, და შემიწყალე მე:

შიშუჱლი მპოვა მე მტერმან კეთილთა საქმეთა მიერ, და მომწყლა ისრითა ცოდჳსათა, არამედ შენ ვითარცა მკურნალმან სულთა და ჴორცთამან, წყლულებანი სულისა განჰკურნენ ღო҃ და შემიწყალე მე:

უ҃ო არათუმცა წმიდანი შენნი გუაქუნდეს ჩუჱნ მეოხად…

მოწამეთა.

უ҃ო არათუმცა წმიდანი შენნი გუაქუნდეს ჩუჱნ მეოხად, წინაშე სახიერებისა შენისა, და ქუჱლის-მოქმედებაჲ შენი თანამზრუნუჱლ ჩუჱნდა, ვითარმცა ვიკადრებთ ქებად შენდა, მჴსნელო, რომელსა გაკურთხევენ ანგელოსნი დაუცხრომელად, გულთ-მეცნიერო იესო შეიწყალენ სულნნი ჩუჱნნი:

არავინ შენდა მოლტოლჳლი, სირცხჳლეული უკუნ-იქცევის შენგან ყოვლად…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

არავინ შენდა მოლტოლჳლი, სირცხჳლეული უკუნ-იქცევის შენგან ყოვლად წმიდაო ღი҃ს-მშობელო ქალწულო, არამედ ითხოვს მადლსა და მიიღებს ნიჭსა, სარგებელად სათხოველისა მიმართ:

მომიხსენე ქე҃, მაცხოვარო ჩემო, ოდეს მოხჳდე სუფევითა…

სამშაბათსა მომიჴსენენი. ჴმა ვ.

მომიხსენე ქე҃, მაცხოვარო ჩემო, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენითა, და მაცხოვნე გევედრები, მსგავსად ავაზაკისა, ვითარცა მხოლო კაცთ-მოყუარე-ხარ:

რომელმან გოდება და ცრემლნი პეტრესნი, შეიწირენ ჩემიცა სინანული, ქე҃ ღო҃ სახიერო, შეიწირე და მომანიჭე, ცოდუათა ჩემთა შენდობაჲ:

ჵ წინა-მორბედო, ქე҃სო რომელმან, უქადაგე ყოველსა სოფელსა, სინანული ღირს-მყავ მე, შენანებად მჴურუალედ, ურიცხუთა მათ ცოდუათა ჩემთა:

რომელთა ღელუასა, მძაფრსა ტანჯუათასა, დაუთმეთ მოწამენო ამისთჳსცა…

მოწამეთა.

რომელთა ღელუასა, მძაფრსა ტანჯუათასა, დაუთმეთ მოწამენო ამისთჳსცა, სნეულთა სამნაკეცთა, ღელუათა და სალმობათა და წყლულებათა დაჰჴსნით ნეტარნო:

რომელი სამობასა შინა მარტივსა და შეურევნელსა, იდიდები…

დიდება.

რომელი სამობასა შინა მარტივსა და შეურევნელსა, იდიდები ღო҃ წინასწარ-მეტყუჱლთა მიერ, მეოხებითა წინა-მორბედისათა მაცხოვნე მე:

ჭირუჱულთა მსწრაფლო, შესავედრებელო, სოფლისა ვნებათა შთავრდომილსა ამას…

აწდა.

ჭირუჱულთა მსწრაფლო, შესავედრებელო, სოფლისა ვნებათა შთავრდომილსა ამას, შემწე მექმენ და მიხსენ, ცოდუათა მძლავრებისაგან და მაცხოვნე მე დედოფალო:

ხისა მისგან ურჩებისა მორაიღო წყევა მოგუატყუა ევა…

სერობისად. გალობანი წმიდისა ღი҃ს-მშობლისანი. გალობა ა. ჴმა ვ. სძლის-პირი. უკულეველად.

ხისა მისგან ურჩებისა მორაიღო წყევა მოგუატყუა ევა ხოლო შენ უბიწოო დაჰჴსენ ჰშევ რა უ҃ი, მომცემელი კურთხევისა და ცხოვრებისა:

რომელმან ჰშევ მარგარიტი საღმრთოსა მის, ელჳსა ქე҃ ღი҃, ბრალთა ჩემთა ალმური და ცოდუათა ჩემთა წყუდიადი, განაბნიე ნათლითა, ბრწყინუალებისა შენისათა:

გონებისა თუალითა წინასწარუჱ განიცადა იაკობ მოლოდება წარმართთა შენგან განკაცებული უსძლოო ღი҃ს-მშობელო ქალწულო და ქადაგა ბრწყინუალედ:

ტომისაგან იუდასა მოკლებასა მთავართასა ძე შენი, გამოვიდა ქალწულო წინა-მძღურად ყოვლისა ქუჱყანისა, და დაიპყრა ყოველი სოფელი და მეუფებს:

ჴორცნი ესე ჩემნი ხრწნილნი, ღი҃ს-მშობელო ქალწულო, უთესლოდ…

გალობა გ. სძლისპირი. არავინ არს.

ჴორცნი ესე ჩემნი ხრწნილნი, ღი҃ს-მშობელო ქალწულო, უთესლოდ მიიხუნა ღთ҃მან, საშოსა შენისაგან და უხრწნელება შეჰსმოსა, და საუკუნოდ განიკუთნა იგინი:

ღთ҃სა ჴორც-შესხმულსა შენგან, ჰხედჳდეს რა ქალწულო, ანგელოსთა მჴედრობანი, განკჳრუჱბულ იქმნნეს, და ვითარცა ღი҃სა დედასა, გალობითა საღმრთოთა გადიდებდეს:

მთად საცნაურად გიჴილა, დანიილ და განჰკჳრდა, რომელსა გამოეკუჱთა, ლოდი უჴელოდ ქე҃, ღი҃ს-მშობელო და შემუსრნა, ძლიერებით ბომონნი ეშმაკთანი:

ენა ესე კაცობრივი, ვერ შეუძლებს გამოთქმად, ქებულებისა შენისა, წმიდაო ქალწულო, რამეთუ შენგან უთესლოდ, განკაცება სათნო-იყო ქე҃მან:

გიგალობთ ქალწულო, ყოვლად უბიწოო, შენ მიერ ცხოვნებულნი…

გალობა დ. სძლისპირი. ქე҃ ღი҃ ჩემი.

გიგალობთ ქალწულო, ყოვლად უბიწოო, შენ მიერ ცხოვნებულნი და შეგასხამთ, და ესრეთ გიღაღადებთ, კურთხეულ ხარ შენ მარადის რომელმან გჳშევ ღი҃ ჴორცითა:

ნათელი ღუთაებისა, გჳშჱვ სანატრელო, ბნელსა შინა სოფლისასა მავალთა შენთა სიხარული აღმოუცენე:

მადლი აღყუავილნა, და სჯული დადუმნა, შენ მიერ ღი҃ს-მშობელო რამეთუ ჰშევ, მომცემელი მადლისა, და ჴელმწიფებით მფლობელი, ძუჱლისა და ახლისა სჯულისა:

მომკლა უბადრუკი, ხისა მის ჭამამან, ხოლო ქე҃მან ხემან ცხოვრებისამან, შენგან შობილმან მიჴსნა, და სამოთხისა მის ფუფუნებისა მკვიდრად გამომაჩინა:

ქალწულებითა გამობრწყინდი, და საღმრთოდ სადგურად მეუფისად გამოსჩნდი…

გალობანი ე. სძლისპირი. ნათლითა შენითა.

ქალწულებითა გამობრწყინდი, და საღმრთოდ სადგურად მეუფისად გამოსჩნდი უბიწოო, რამეთუ შენ მხოლო იქმენ დედა მჴსნელისა, და მკლავთა ზედა ჩჩჳლებრ იტჳრთე შემოქმედი:

შემოსილი სამკაულითა, ყოვლად შუჱნიერითა სულითა შენისათა სადგურად სძლად ღი҃სა იწოდე, დაბეჭდული ქალწულებისა ბეჭდითა, და ნათლითა სიწმიდისათა განშუჱნებული:

გოდებდინ გუნდი მწუალებელთა, რომელნი არა აღგიარებენ შენ ჭეშმარიტად დედად მჴსნელისა, რამეთუ გამოგჳჩნდა ჩუჱნ ღრუბლად ნათლისად, განმაქარუჱბელად წყუდიადსა ცოდჳსასა:

კიდობნად და ტრაპეზად, სასანთლედ და თაკუკად, გიწოდა…

გალობა ვ. სძლისპირი. სოფლისა ზღუა.

კიდობნად და ტრაპეზად, სასანთლედ და თაკუკად, გიწოდა დიდმან მოსე, და მოასწავა შენგან ჴორცთა შესხმა, მაღლისა დედოფალო, დედაო და ქალწულო ყოვლად წმიდაო:

სიკუდილი მოკლულ იქმნა, და ხრწნილება დაიჴსნა, და წყევა ადამისი, კურთხევად შეცუალა შობილმან შენმან, რამეთუ ჰშევ ცხოვრება მჴსნელი ხრწნილებისაგან შემსხმელთა შენთა:

გამობრწყინდა რა შენგან, მადლი ღი҃სა ქალწულო, მაცხოვრად სულთა ჩუჱნთა, ზესთა ცნობისა და გონებისა, ძუჱლი სჯული დაიჴსნა, და აჩრდილნი განქარდეს ყოვლად წმიდაო:

სამნი ყრმანი საჴმილმან არა შეწუნა სახედ შობისა…

გალობა ზ. სძლისპირი. ყრმათა მათ წმიდათა.

სამნი ყრმანი საჴმილმან არა შეწუნა სახედ შობისა შენისა ქალწულო რამეთუ საღმრთო, ცეცხლი შეუწუჱლად დაემკჳდრა, შენთანა და განანათლნა მეტყუჱლნი, კურთხეულ-ხარ შენ:

გნატრის შენ ყოველი ქუჱყანა ვითარცა სწინასწარ-მეტყუჱლე ღი҃ს-მშობელო, განათლებული, ელუარებითა შენ მიერითა, და მადლითა აღუსებულნი, გიგალობენ, კურთხეულ-ხარ დედოფალო, სასოო განწირულთაო:

განმლეველნი შუანი განმაწონნა მე გუჱლმან ყოვლად ბოროტმან დედოფალო, არამედ ძემან, შენმან მხოლომან შეფქუნა იგინი, და განმაძლიერა გალობად, კურთხეულ-ხარ შენ:

სალხინებელი ბუნებისა კაცთასა გამოსჩნდი შენ ღი҃უ-სანატრელო ქალწულო, და ბეჭთა ზედა ხერუვიმთასა მჯდომარე ღი҃ იტჳრთე და ჰგალობდ, კურთხეულ-ხარ შენ:

ოქროსა სამოსლითა ვითარცა დედოფალო, ძემან შენმან შეგამკო…

გალობა ჱ. სძლისპირი. საჴმილით სამთა ყრმა.

ოქროსა სამოსლითა ვითარცა დედოფალო, ძემან შენმან შეგამკო მადლითა სულიერითა, და მარჯუჱნით თჳსსა დაგადგინა უხრწნელო, რომელსა ვაკურთხევთ და აღუამაღლებთ უკუნისამდე:

რომელმან წამის-ყოფით შექმნა სოფელი, უხრწნელით საშოთ შენით ივასხნა ჴორცნი, და კუალად მეორედ განაახლნა დაბადებულნი, მას ვაკურთხევთ და აღუამაღლებთ:

ღი҃სა კაცთა თანა შეერთებისა საუნჯედ, და ტაძრად ღი҃უ-შუჱნიერად გამოსჩნდი სძალო, განათლებად ქალწულებისა ელუარებითა, შენ გაკურთხევთ დედაო ქე҃ს მეუფისაო:

სასანთლემან ოქროსამან გამოგსახა შენ, რამეთუ შეიწყნარე საღმრთო ნათელი, რომელმან ცნობისა თჳსისა ბრწყინუალებითა, განანათლნა, ყოველნი კიდენი სოფლისანი:

ბნელითა შეპყრობილთა აღმობრწყინდა ვარსკულავი, ელუარე ნათლითა ღუთაებისათა…

გალობა თ. სძლისპირი. ღი҃სა ხილუა შეუძლებელ.

ბნელითა შეპყრობილთა აღმობრწყინდა ვარსკულავი, ელუარე ნათლითა ღუთაებისათა, ქე҃ ღი҃ შენ მიერ ყოვლად უბიწოო, სიტყუა ჴორციელ ქმნილი რომელსა გაკურთხევთ, უჴორცოთა თანა და შენ დღეს გალობით გადიდებთ:

ქსელად გამოსჩნდი ღი҃უ დაქსულად რომლისა მიერ იქსოვა, სამოსელი ჴორცთა თჳსთა სიტყუამან და ღთ҃ ჰყო კაცება ჩემი ღი҃ს-მშობელო, და რაჟამს შეიმოსა ყოველნი აცხოვნნა, რომელნი გულითა წმიდითა, ღი҃ს-მშობლად გხადიან:

მკუდართა აღდგომა აწ მიენიჭა შობითა შენითა, ღი҃ს-მშობელო ქალწულო უბიწოო, რამეთუ შენგან გამობრწყინდა ცხოვრება, საუკუნო უოხჭნო, და ყოვლად მჭმუნუარე, სიკუდილისა უშუჱრება ღმრთაებრ განაქარუა:

განუძლიერდი მე ძალითა და მადლითა შენითა, და გალობა ესე მიგიძღუანე შენ, წადიერითა გულითა და გონებითა, შეიწირე ქალწულო, და მრავალ ნათელი, მადლი შენი მომანიჭე მე, ჵ ღი҃უ-სანატრელო: