გულანი
საცდელი · 1.11.3
ხმა 6 · პარასკევი 1 / 73სულ-გრძელო მრავალ-მოწყალეო, კაცთ-მოყუარეო სახიერო ღო҃, ვითარ უკუჱ…

ხმა 6 · პარასკევი

რვა ხმა

პარაკლიტონი · დაახლ. 28 წთ

სულ-გრძელო მრავალ-მოწყალეო, კაცთ-მოყუარეო სახიერო ღო҃, ვითარ უკუჱ…

მწუხრად, დასდებელნი, ჯუარისანი. ჴმა ვ. მსგავსი. სამისა დღისა.

სულ-გრძელო მრავალ-მოწყალეო, კაცთ-მოყუარეო სახიერო ღო҃, ვითარ უკუჱ თავს-იდებდ დაკლუად და სიკუდილად ძელსა ზედა ნათესავისათჳს კაცთასა, ვინაცა დიდების ვმეტყუჱლებთ სახიერებასა შენსა:

ყურიმლის-ცემაჲ და ჯუარცმაჲ და შეურაცხებაჲ დაითმინე სულ-გრძელო, მნებებელმან ჰჴსნად ყოველთა საცთურისაგან, მხოლოო ცხოვრების-მომცემელო, რამეთუ ყოველთა დაითმენდ ყოვლად სახიერო:

აღჰჴედ ჯუარსა ზედა მწყემსო, და განირთხენ ჴელნი მჴმობელმან, მოვედით ჩემდა კაცნი, და განათლდით საცთურითა დაბნელებულნი, რამეთუ მე ვარ ნათელი, დიდება შენდა მხოლოო ნათლისა-მომცემელო:

დაცემული მწარედ ცოდუათა მიერ, სული ესე ჩემი…

სხუანი, დასდებელნი მსგავსნი, ღი҃ს-მშობლისანი. ჴმა იგივე, მსგავსნი. სასოო წარკუჱთილმან.

დაცემული მწარედ ცოდუათა მიერ, სული ესე ჩემი საწყალობელი, და მიწად დამდაბლებული, აღადგინე ქალწულო ღირსო, რამეთუ შენ ხარ დაცემულთა აღმმართებელი, და გაქუს მსმენელად მაცხოვარი, ვითარცა დედასა წმიდაო, და განხეთქე შენ, მეოხებითა შენითა, ბრალთა ჩემთა, ჴელით-წერილი, მრავალ-მოწყალებითა:

სასო წარუჱთილსა ცოდუათა მიერ, და შეგინებულსა უსჯულოებითა, უგულებელს-მჰყოფელსა საღმრთოთა ბრძანებათასა, მომხედე და ნუ განმაგდებ მე პირისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღი҃ს-მშობელო სასოება ჩემდა და შუამდგომელ, ამისთჳს მოხედენ ვედრებასა ჩემსა, და ყოვლისაგან ბიწისა განწმიდე მე, დიდისათჳს წყალობისა შენისა:

განმიღე კარი სინანულისა, მომეც ღი҃ს-მშობელო, მე წყაროჲ ცრემლთა, მომმადლე ლმობიერე ბაჲ, და სიწმიდე გულისა, ღირსო რამეთუ შენ ხარ სასო, მეოხი და მფარუჱლი, ჩემი და შენ გევედრები მე, ნუ გარე მიმაქცევ აწ, სირცხჳლეულსა, ცოდჳლსა ამას, არამედ მაცხოვნე ჵ დედოფალო წმიდაო, მრავალ-მოწყალებითა:

გხედჳდა რა ყოვლად უბიწო ძელსა ზედა შემჰსჭუალულსა…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა. სამისა დღისა.

გხედჳდა რა ყოვლად უბიწო ძელსა ზედა შემჰსჭუალულსა ღაღადებდა, ჵ ძეო ჩემო და ღო҃, რა არს ყოვლად დიდებული და უცხო სასმენელი ესე, ვითარმე უკუჱ დაითმენ მრავლითა წყალობითა:

ჯუარი შენი უ҃ო სასო ცხოვრებისა არს ერისა…

სტიქარონსა ზედა, დასდებელნი ჯუარისანი, ჴმა ვ.

ჯუარი შენი უ҃ო სასო ცხოვრებისა არს ერისა შენისა, და მისა მიმართ მოსავნი, შენ ნებსით ჯუარცმულსა ღთ҃სა ჩუჱნსა გიგალობთ შეგჳწყალენ ჩუჱნ:

ჯუარმან შენმან უ҃ო სამოთხჱ განუღო ნათესავსა კაცთასა, და ხრწნილებისაგან ჰჴსნილნი, შენ ნებსით ჯუარცმულსა ღთ҃სა ჩუჱნსა გიგალობთ, შეგჳწყალენ ჩუჱნ:

მოწამეთა შენთა უ҃ო არა უარ-გყუჱს შენ, და…

მოწამეთა.

მოწამეთა შენთა უ҃ო არა უარ-გყუჱს შენ, და არცა განეშორნეს მცნებათა შენთა, მათითა ოხითა შეგჳწყალენ ჩუჱნ:

მდგომარე წინაშე ძელისა ოდესმე, ჟამსა ჯუარცმისასა ქალწული…

დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა. სამისა დღისა.

მდგომარე წინაშე ძელისა ოდესმე, ჟამსა ჯუარცმისასა ქალწული, ქალწულითურთ მოწაფით, მგოდებელი ღაღადებდა, ჵ ვითარმე ივნებ ყოველთა უკუდავ-მყოფელო ქე҃:

დღეს საწინასწარ-მეტყუჱლო იგი სიტყუაჲ აღესრულა, რამეთუ აჰა…

პარასკევსა ცისკრად, შემდგომად ა სტიხოლოღიისა, წარდგომანი ჯუარისანი. ჴმა ვ.

დღეს საწინასწარ-მეტყუჱლო იგი სიტყუაჲ აღესრულა, რამეთუ აჰა ესერა თაყუანის-ვჰსცემთ ადგილსა, რომელსა დადგეს ფერჴნი შენნი უ҃ო და ძელი ცხოვრებისა გჳპყრიეს, და ვნებათაგან ცოდჳსათა განთავისუფლებულ-ვართ, მეოხებითა წმიდისა ღი҃ს-მშობელისათა, მხოლოო კაცთ-მოყუარეო, უ҃ო დიდება შენდა:

მხოლო აღემართა ძელი ჯუარისა შენისა უ҃ო, და…

აღამაღლებდით უ҃სა, ღთ҃სა ჩუჱნსა, და თაყუანის-ჰსცემდით კუარცხლბეკსა ფერჴთა მისთასა, რამეთუ წმიდა არს:

მხოლო აღემართა ძელი ჯუარისა შენისა უ҃ო, და საფუძუჱლნი შეიძრნეს სიკუდილისანი, რამეთუ რომელი შთანთქა სურჳელად ჯოჯოხეთმან, ძრწოლით განუტევა იგი, გჳჩუჱნე ჩუჱნ მაცხოვარება შენი წმიდაო, და დიდების-გმეტყუჱლებთ, შენ ძეო ღი҃საო შეგჳწყალენ ჩუჱნ:

მხოლოო უბიწოო ტარიგო ღი҃ს-მშობელო ქალწულო, სისხლთაგან შენთა…

დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა. სასოო სოფლისაო.

მხოლოო უბიწოო ტარიგო ღი҃ს-მშობელო ქალწულო, სისხლთაგან შენთა წმიდათა განჴორციელებულისა, ნებსით ძელსა ზედა დამოკიდებულისა მხედუჱლი, ჰჴმობდ ყრმააო ცრემლითა მწარითა, ძეო ჩემო ძჳრ-უჴსენებელო, უგალობ საშინელსა ყოველსა განგებულებასა შენსა:

ჯუარი შენი უ҃ო წმიდა-იქმნა ჯუარცმითა შენითა მას…

შემდგომად ბ სტიხოლოღიისა, წარდგომანი ჯუარისანი, ჴმა ვ.

ჯუარი შენი უ҃ო წმიდა-იქმნა ჯუარცმითა შენითა მას ზედა, რამეთუ მის მიერ იქმნებიან კურნებანი ცოდჳსა სენთანი, მის მიერ გევედრებით შეგჳწყალენ ჩუჱნ:

უ҃ო სიკუდიდ დაგსაჯეს შენ ჰურიათა, ცხოვრებაჲ ეგე…

ხოლო ღთ҃მან, მეუფემან ჩუჱნმან, წინა-საუკუნეთამან, შეჰქმნა ცხოვრება შორის ქუჱყანისა:

უ҃ო სიკუდიდ დაგსაჯეს შენ ჰურიათა, ცხოვრებაჲ ეგე ყოველთა, რომელთა მეწამული ზღუა კუჱრთხითა წიაღულეს, ჯუარსა შეგმჰსჭუალეს შენ, და რომელნი კლდისაგან სუმიდეს თაფლსა, მათ ნავღელი მიგიპყრეს შენ, არამედ ნებსით დაითმინე, რათა ჩუჱნ განმათავისუფლნე მონებისაგან ტერისა, უ҃ო დიდება შენდა:

მდგომარე წინაშე ჯუარისა დედა და ქალწული, უაღრეს…

დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა. სასოო სოფლისაო.

მდგომარე წინაშე ჯუარისა დედა და ქალწული, უაღრეს გონებისა მის მიერ უვნებელად განხორციელებულისა, მიმართ ჰჴმობდა, დედობრივ ცრემლთა დამთხუჱველი, ვერ დავითმენ შენ მკუდრისა დამოკიდებულისა ხედუად, რომელი მისცემ ცხოველთა სამშჳნუჱლსა ქუჱყანასა ზედა, ჵ ძეო ჩემო და უ҃ო:

ჯუარო განმდევნელო ეშმაკთაო, უძლურთა მკურნალო, ძლიერებაო და…

შემდგომად გ სტიხოლოღიისა, წარდგომანი, ჴმა ვ. სასოო სოფლისაო სახიერო.

ჯუარო განმდევნელო ეშმაკთაო, უძლურთა მკურნალო, ძლიერებაო და მფარუჱლო მორწმუნეთაო, მეფეთა ძლევაო, სიქადულო მართლ-მადიდებელთაო, სიმტკიცეო ქე҃ს ეკლესიისაო, გუჱყავნ ჩუჱნ ზღუდე კედელ და მფარუჱლ, ჵ ძელო კურთხეულო:

ნათელი მართალთა სამარადისო, რამეთუ წმიდანი შენ მიერ…

დიდება შენდა, ღო҃ ჩუჱნო, დიდება შენდა: მოწამეთა.

ნათელი მართალთა სამარადისო, რამეთუ წმიდანი შენ მიერ განათლებულნი, მარადის ჰბრწყინუჱნ ვითარცა მნათობნი, და სანთელი უღმრთოთა დაშრიტეს, რომელთა ლოცჳთა მაცხოვარო ჩუჱნო, განაბრწყინუჱ ლამპარი სულისა ჩუჱნისა, ღო҃ და გუაცხოვნენ ჩუჱნ:

ყოვლად წმიდაო ღი҃ს-მშობელო, დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა ნუ…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

ყოვლად წმიდაო ღი҃ს-მშობელო, დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა ნუ დამაგდებ, და კაცობრივსა განზრახუასა, ნუ მიმანდობ, არამედ მეოხ-მეყავ და მაცხოვნე მე:

პატიოსანსა ვნებასა სამეუფოსა, უგალობ

პარასკევსა, კანონი ჯუარისა. რომლისა კიდურ-წერილობა.

პატიოსანსა ვნებასა სამეუფოსა, უგალობ.

რომელმან დაჰფარა სიღრმესა მდევარი, ესე დღეს დაჰფარეს…

იოსებისა. გალობა ა. ჴმა ვ. სძლისპირი.

რომელმან დაჰფარა სიღრმესა მდევარი, ესე დღეს დაჰფარეს ქუჱყანასა შინა, შჳლთა მათ ზღჳსა ჴსნილთასა, ხოლო ჩუჱნ შემსხმელთაებრ ჴმა-ვჰყოთ უ҃სა უგალობდეთ, რომელიცა დიდებულ-არს:

ვნებითა შენითა პატიოსნითა ქე҃, ცოდჳთა დასჯილი კაცებაჲ…

ტროპარნი.

ვნებითა შენითა პატიოსნითა ქე҃, ცოდჳთა დასჯილი კაცებაჲ ადიდე, ამისთჳს ძრწოლით გიგალობთ, და თაყუანის-ვჰსცემთ ძალსა შენსა, და გადიდებთ მოწყალე რომელიცა, დიდებულ ხარ:

სისხლითა შენითა სისხლთა უბრალოთა, დათხევაჲ დააცხრუჱ და ბუნებაჲ კაცთა, ცოდუათაგან წმიდა-ჰყავ, ქე҃ სიტყუაო ღი҃საო, ამისთჳს გადიდებთ შენ, და ვმონებთ ვნებათა შენთა:

სიმჴნე მოწამეთა, მძლავრთა სისხლის-მჭამელთა, უმტკიცეს გამოჩნდა, და…

მოწამეთა.

სიმჴნე მოწამეთა, მძლავრთა სისხლის-მჭამელთა, უმტკიცეს გამოჩნდა, და ძალი ცეცხლისა, დათრგუნეს ყოვლად ქებულთა, და ღელუა მრავალ-ღუთაებასა, ცუარითა მადლისათა, დააყუდეს ღუაწლისა მძლეთა:

სისხლთა მდინარითა, ღუარნი საცთურთანი, განაჴმენით მჴნენო ქე҃ს მოწამენო, და წყალთა კურნებისათა, მიჰფენთ კიდეთა სოფელისათა, და ცეცხლსა ვნებათასა, დაშრეტთ სამგზის-სანატრელნო:

რაჟამს მოკლებულად შუჱნიერებისაგან, გხედჳდა ქალწული უშუჱნიერესო, ყოველთა…

ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.

რაჟამს მოკლებულად შუჱნიერებისაგან, გხედჳდა ქალწული უშუჱნიერესო, ყოველთა სიკეთეთასა, დედობრივ ტირილით გოდებდა, და მოწლედ გადიდებდა, მორწმუნეთა სამკაულსა:

ალფა ვითა

სხუა, კანონი ყოვლად წმიდისა ღი҃ს-მშობლისა მიმართ. რომლისა კიდურ-წერილობა.

ალფა ვითა.

ყოვლად უბიწოო ქალწულო, მიმადლებულო მარიამ დიდებულო შუამდგომელო…

ჴმა, და სძლისპირი იგივე.

ყოვლად უბიწოო ქალწულო, მიმადლებულო მარიამ დიდებულო შუამდგომელო სიხარულისაო, მგალობელნი შენნი საღმრთოთა მადლითა მადლიერ-გუყუჱნ, რათა სამადლობელსა გალობასა შენდამი აღუავლენდეთ:

ეჰა საიდუმლოთა შენთა ღი҃სა დედაო, რამეთუ დაბადებულთა გამოსჩნდი დედოფალ, რომლისა მიხედუად ვერ მადრე-არიან მჴედრობანი ანგელოსთანი, წიაღთა შენთა იტჳრთე იგი, ამისთჳს გნატრით შენ:

ყოველი ნათესავი კაცთა ხრწნილებისა სასიკუდინეთა დაისაჯა, ხისა გემოს-ხილჳთა პირუჱლისა მიერ დედისა გარნა შენ მიერ აღმოცენებულ-იქმნა, ჰშევ რა ცხოვრებაჲ უხრწნელი წმიდაო:

შენ დამკიდებელი წყალთა ქუჱყანისა, გიხილეს რა შექმნულთა…

გალობა გ. სძლისპირი.

შენ დამკიდებელი წყალთა ქუჱყანისა, გიხილეს რა შექმნულთა, დამოკიდებული თხემისა ადგილსა, მრავლისა მიერ განკჳრუჱბისა, შეირყეოდეს და გიგალობდეს, არავინ-არს წმიდა შენსა გარეშე, არცა მართალ უ҃ო თჳნიერ შენსა:

შენ რომელმანცა სივრცე ქუჱყანისა, წყალთა ზედა დაჰკიდე…

ტროპარნი

შენ რომელმანცა სივრცე ქუჱყანისა, წყალთა ზედა დაჰკიდე, ძელსა ზედა ამაღლებული, და გუჱრდ-განღებული გიხილა რა, მზემან ბნელი შეიმოსა, რამეთუ ნათლისა დამბადებელი ღი҃, ჩუჱნთჳს აღუსებულად იხილუჱ:

სამსჭუალთა შენთა მიერ იწყლა სულ-გრძელო, რომელმან მოსწყლა ადამი, სამოთხეს შინა ბოროტებით, იწყლა და უკურნებელად ეგო, ხოლო ჩუჱნ შენთა აღმსარებელთა, ყოველთა წყლულებათა ჩუჱნთა, კურნებაჲ მოვიღოთ შენ მიერ:

მწყობრი მარტჳლთა ანგელოსთა, გუნდმან, ქე҃სთჳს განკაფული და…

მოწამეთა.

მწყობრი მარტჳლთა ანგელოსთა, გუნდმან, ქე҃სთჳს განკაფული და ძჳრ ძჳრად დაჭრილი იხილა რა, განკჳრდეს თუ ვითარ ნივთიერთა, უნივთონი მტერნი დააკუჱთნეს, და ძლევისა გჳრგჳნთა მჴნენი, სიხარულით გჳრგჳნოსან ჰყუნეს:

მხოლოსა ძლიერისა მეუფისა უძლეველი სიმტკიცე, შეიმოსეს მჴნეთა მარტჳლთა, და ეკუჱთნეს მთავარსა ბნელისასა, და ძალი მისი უძლური შემუსრეს, და გჳრგჳნნი ძლევისანი ზეცით, ღი҃სა მხოლოსაგან მოიხუნეს:

იხილე რა ქალწულო უბიწოო, ლახურითა განგუმერილად, ძე…

ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.

იხილე რა ქალწულო უბიწოო, ლახურითა განგუმერილად, ძე შენი მოიწყალ გულითა, და განცჳფრებული უღაღადებდი, ჵ ვითარ ერმან უსჯულომან, მოგაგო კეთილისა-წილ ბოროტი, ჵ ძეო და შემოქმედო ჩემო:

ზაკჳთა მაცთუნა მე სურჳლითა განღმრთობისათა, მტერმან ძუჱლ-ოდესმე…

სხუა. სძლისპირი, იგივე.

ზაკჳთა მაცთუნა მე სურჳლითა განღმრთობისათა, მტერმან ძუჱლ-ოდესმე და ედემით განმდევნა მცორვალმან ქუჱყანასა ზედა, ღი҃სა დედაო, არამედ ქე҃მან საშოჲთ შენით ჴორცთა მიმღებელმან წყალობით მეორედ აღმაგო მე:

ბჭედ ცხოვრებისად გამოუჩნდი ოდესმე წინასწარ-მეტყუჱლსა ეზეკიელს ქალწულო, რომელსა შინა მხოლომან უ҃მან ვითარცა მაღალ არს განვლო განჴორციელებულმან და უხრწნელმან დაგიცუა შენ წიდაო:

დაიჴსნა წყევაჲ პირუჱლისა, დასჯისა ღი҃სა დედაო შუა-მდგომელობითა, შენითა, რამეთუ უ҃მან რომელი განცხადნა შენ შორის აღმოუცენა ყოველთა კურთხევაჲ უშურუჱლად, ვითარცა სახიერმან ყოვლად წმიდაო:

ჯუარსა ზედა რა საღმრთოსა, წარმოცალიერებაჲ შენი წინათ…

გალობა დ. სძლისპირი.

ჯუარსა ზედა რა საღმრთოსა, წარმოცალიერებაჲ შენი წინათ იხილა, ამბაკომ ღაღადჰყო შიშით განჰსჭერ სახიერ, შენ ძლიერთა სიმტკიცჱ მზიარებელმან ჯოჯოხეთისა შინათამან ვითარცა ღთ҃მან ყოვლად ძლიერმან:

განჰკურნებად უწესოსა, განრთხმასა ჴელისასა ხისა მიმართ, ცნობადისა…

ტროპარნი.

განჰკურნებად უწესოსა, განრთხმასა ჴელისასა ხისა მიმართ, ცნობადისა კაცთ-მოყუარე განიპყრენ ჴელნი შენნი ნებსით თჳსით ძელსა ზედა, და პყრობილთა განტევებაჲ მიჰმადლე განღებითა გუჱრდისა შენისათა:

ვნებაჲ თავს-იდევ სახიერ რათა გამოგჳჴსნნე ვნებათაგან, ბოროტთა დაცემისათა, ნავღლისა-გემო იხილე მომცემელმან სიტკბოებისამან, და მოჰკუჱდ მფლობელი ცხოვრებისა, დიდება მოწყალებათა შენთა:

საღმრთოსა სიყუარულისა, ცეცხლი ეტჳრთა ღი҃უ გონიერად, პირ-მეტყუჱლთა…

მოწამეთა.

საღმრთოსა სიყუარულისა, ცეცხლი ეტჳრთა ღი҃უ გონიერად, პირ-მეტყუჱლთა სულთა შინა, ქე҃ს მჴედართა და ცეცხლი იგი უსჯულოთა დაშრიტეს, და იქმნნეს ლამპარ ღი҃უ-განათლებულ, ყოვლად ქებულნი ქე҃ს მოწამენი:

ყოველთა მჴსნელისა ღი҃სა, საყუარელთა და მეგობართა მარტჳლთა, ჴორციელთა მეგობართა და საყუარელთა განაშორნეს თავნი, თჳსნი და ყოველთა, ტანჯუათა და გუჱმათა წინა-აღუდგეს, და მძლე ექმნნეს და გჳრგჳნოსან-იქმნნეს:

თჳნიერ სალმობათა გშევ შენ, მჴსნელო და ვითარ…

ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.

თჳნიერ სალმობათა გშევ შენ, მჴსნელო და ვითარ გხედავ აწ ვნებულად, იტყოდა წმიდა ქალწული, და ადიდებდა, სულ-გრძელებათა შენთა უფსკრულსა ქე҃, გიხილა რა ჯუარსა ზედა დამსჭუალული, და ვნებული და ლახურითა მოწყლული:

რომელი გამოსჩნდი ჰრჩეულ და ყოვლად წმიდად მხოლოჲ…

სხუა. სძლისპირი, იგივე.

რომელი გამოსჩნდი ჰრჩეულ და ყოვლად წმიდად მხოლოჲ ყოველთაგან ნათესავთა, და კეთილთა მიერ საქმეთა განბრწყინდი ყოვლად უბიწო წმიდაო, გალობის-მეტყუჱლნი შენდამი, ბრწყინუალებითა შენითა განანათლენ:

რომელი ჰშევ ჴორცითა უბიწოო, ქალწულო დედაო, უბიწოთაგან სისხლთა შენთა მაცხოვარი, და მჴსნელი ყოველთა ბოროტთაგან მგალობელთა შენთა ქალწულო ღი҃უ-მიმადლებულო:

მღუდელ-მოქმედებს შობისა მიმართ შენისა საღმრთოსა ღი҃ს-მშობელო უბიწოო ბუნება უნივთოთა, და კაცთა კრებული სურჳლით გიგალობს შენ, რომლისათჳს მცხინუარებითა შენითა ცისკროვან-გუყუჱნ ჩუჱნ:

განცხადება შენი ქე҃ ჩუჱნდა მომართ ქმნილი წყალობით…

გალობა ე. სძლისპირი.

განცხადება შენი ქე҃ ჩუჱნდა მომართ ქმნილი წყალობით იხილა რა ისაია, ნათელი იგი მიუმწუხრებელი ღამითგან აღმსთობილი ჰჴმობდა აღადგინენ, მკუდარნი და ქუჱყანისა ნაშობნი იხარებდენ:

თხემისა ადგილსა ქე҃ მკუდრად იხილუჱ რომელმან ვნებულმან…

ტროპარნი.

თხემისა ადგილსა ქე҃ მკუდრად იხილუჱ რომელმან ვნებულმან ვნებითა, მოჰკალ ვეშაპი მაცთური, და უშუჱრება ჯუარცმისა თავს-იდევ, კაცთ-მოყუარებით, რათა განმაშუჱნო, ურჩებით უშუჱრ-ქმნილი ესე:

ადამის ბრალთა აღმოფხურად, სამჰსჭულითა დამსჭუალუა დაითმინე, და ლახურითა რა მოიწყალ, იქცევისი მახჳლი დააყენე, ქე҃ მაცხოვარ, დამაყენებელი, გზასა სამოთხისასა მონათა შენთა:

ვნებათა მეუფისათა, მიბაძჳთა გუნდნი მარტჳლთანი, ძელსა დამოეკიდნეს…

მოწამეთა.

ვნებათა მეუფისათა, მიბაძჳთა გუნდნი მარტჳლთანი, ძელსა დამოეკიდნეს და ჴელნი, და ფერჴნი მათნი მოეჭრნეს, და ალაგთა მათ წრფელთა ღუაწლისათა, მოსწრაფედ ჰრბიოდეს ღთ҃ შემოსილნი:

გონებაჲ იგი მაღალი, კადნიერი და ამპარტავანი, სრულითა მით სიმდაბითა, მსგავსად მჴსნელისა დაეცით მჴნენო, რომელმან იგი ნებსით სიმდაბლითა, აღგუამაღლნნა ჩუჱნ ყოველნი მარტჳლნო:

იესეს ძირთაგან აღმოჰჴედ, და ყუავილად გამოიღე ქე҃…

ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.

იესეს ძირთაგან აღმოჰჴედ, და ყუავილად გამოიღე ქე҃, დამნერგუჱლი დაბადებულთა, და უღმრთოებისა განმაჴმობელი, ნერგისა მიერ ჯუარისა რომლითა ვნებაჲ ჩუჱნთჳს დაითმინა ქალწულო:

სახითა კიბისათა გამოუჩნდი იაკობს აღებული სიმაღლედ, და…

სხუა. სძლისპირი. შენ და აღვ.

სახითა კიბისათა გამოუჩნდი იაკობს აღებული სიმაღლედ, და ცხად-ჰყავ სიკეთე შობისა შენისა ღი҃სა სძალო, რამეთუ შენ მიერ ჭეშმარიტად იქცეოდა ღი҃ ჩუჱნ თანა საღმრთოჲთა გარდამოსლჳთა, მომცემელი კაცთა ცხოვრებისა:

ჴსნილნი შენ მიერ მწუხარებისაგან პირუჱლისა დედისა ღი҃ს-მშობელო, ნუგეშინის-ცემითა აღჳვსენით, ყოვლისა სოფლისა სიხარულისა და მხიარულებისა მშობელო, ვინაცა ყოვლად საგალობელო გალობის მეტუჱლნი შენნი დაგჳცუჱნ განსაცდელთაგან მეოხებითა შენითა:

საიდუმლოდ მცნობელმან ხატისა შენისამან ღი҃ს-მხილუჱლმან მოსე, წინათ იხილა მაყუალი შეუწუჱლი ქალწულო ყოვლად უბიწოო, რამეთუ შენ შორის დამკჳდრებულმან შემოქმედმან, არა შეგწუა შენ უმაღლესი ეგე ყოველთა დაბადებულთა სძალო ღი҃საო:

დაცულ-იქმნა, გარნა არა დაშთა, მჴეცისა მკერდსა იონაჲ…

გალობა ვ. სძლისპირი.

დაცულ-იქმნა, გარნა არა დაშთა, მჴეცისა მკერდსა იონაჲ, რამეთუ სახედ შენისა, ვნებისა და დაფლჳსა, ვითარცა სასძლოჲთ აღმოჰჴდა და უღაღადებდა იგი, მჴედართა მცუჱლნო, ამაოსანო ცრუნო, წყალობაჲ თქუჱნი დაუტევეთ თქუჱნ დღეს:

შეცუალებით, ჴელ-დასხმითა, კურთხევითა ყრმათათა სახე ჯუარისა, გამოსახა…

ტროპარნი.

შეცუალებით, ჴელ-დასხმითა, კურთხევითა ყრმათათა სახე ჯუარისა, გამოსახა პირუჱლ იაკობ, ძელსა ზედა რა ამაღლდი, გჳჴსნენ ჩუჱნ წყევისაგან, და მოგუჱც კურთხევაჲ საუკუნოჲ, რომელნი გაკურთხევთ შემოქმედო, ღო҃ მხოლოო კურთხეულო დამბადებელო:

დიდმან მოსე, ჯუარცმისა შენისა, მაცხოვარ გამომსახუჱლად, რუალისა გუჱლი ოდესმე, სასოებად კბენილთა, აღამაღლა ძელსა ზედა, რამეთუ რაჟამს ჯუარს-ეცუ შენ ქე҃, ვეშაპისა მისგან, სულთა მომსრუჱლისა, ვიჴსნენით მორწმუნენი მრავალ-მოწყალე:

ვითარცა რა, სხჳსა ჴორცითა, სასტიკთა გუჱმათა მჴნენი…

მოწამეთა.

ვითარცა რა, სხჳსა ჴორცითა, სასტიკთა გუჱმათა მჴნენი, მოწამენი მოითმენდეს, რამეთუ წინასწარუჱ, ხედჳდეს სიხარულსა, და მოსაგებელსა საუკუნესა, ლოცჳთა მათითა, მჴსნელო სოფლისაო, გჳჴსნენ მონანი შენნი განსაცდელთაგან:

მდინარითა, სისხლთათა მჴნეთა, საცთურთა ღუარნი განაჴმნეს, და ღი҃ს-მეცნიერებისა, წყარონი აღმოაცენნეს, და მორწყნეს ცისკიდენი, ლოცჳთა მათითა მრავალ-მოწყალე მოგუმადლე შენდობაჲ, მგალობელთა შენთა, ცხოვრებაჲ ლხინებაჲ და დიდი წყალობაჲ:

მეუფე, და მწყემსი სახიერი, ქალწულმან რა ჯუარსა…

ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.

მეუფე, და მწყემსი სახიერი, ქალწულმან რა ჯუარსა ზედა, დამჰსჭუალული იხილა, გოდებით ღაღადებდა, რამე არს ხილუა ესე, ვითარ ივნე ბუნებით უვნებელმან, არამედ წყალობით, კაცთა ხრწნილებისა, გნებავს უხრწნელბად გარდაცუალებაჲ:

ხატნი ჰსჯულისანი და წინასწარ-მეტყუჱლებანი წინასწარ-მეტყუჱლთანი ღი҃ს-მშობელო მოგასწავებდეს…

სხუა. სძლის-პირი.

ხატნი ჰსჯულისანი და წინასწარ-მეტყუჱლებანი წინასწარ-მეტყუჱლთანი ღი҃ს-მშობელო მოგასწავებდეს შენ, მგულუჱბელსა შობად სოფლისა მჴსნელისა და ქუჱლის-მოქმედისა ყოველთა დაბადებულთასა, რომელი მრავლით-სახით ქუჱლის-მოქმედებდა სარწმუნოებით და სურჳლით დიდების-მეტყუჱლთა შენთა მიმართ დედოფალო წმიდაო:

უცხო-ქმნილი ოდესმე სამოთხით საშუჱბელით პირუჱლ ქმნილნი ღი҃სა მიერ, საცთურისაგან მტერისა კაცის მკულელისა, კუალად აღიყუანენ სამოთხედ მხოლოო ღი҃ს-მშობელო, მშობელო მაცხოვრისა უ҃ისაო, რომელმან ჯუარცმა და დაფლუა საღმრთოჲთა ჴელმწიფებითა დაითმინა:

რომელმან ნებითა საღმრთოჲთა და ძალითა შემოქმედებითითა თჳსითა, ჰქმნნა ყოველნი არა არსისაგან წმიდაო, გამოვიდა იგი საშოჲთ შენით ღი҃ და კაცი, და უმეცრებისა ბნელსა შინა მყოფნი მცხინუარებითა საღმრთოჲთა დედოფალო ბრწყინუალედ განაცისკროვნა:

ჵ სასწაული, საჴუმილსა შინა გამომჴსნელი, ღირსთა ყრმათა…

გალობა ზ. სძლისპირი.

ჵ სასწაული, საჴუმილსა შინა გამომჴსნელი, ღირსთა ყრმათა ალისაგან, სამარესა მკუდრად, უსულოდ დაიდების, მაცხოვრად ჩუჱნდა, რომელსა უღაღადებთ, ღო҃ მჴსნელო ჩუჱნო კურთხეულ-ხარ შენ:

რაჟამს კრებულმან, ჰურიათამან ჯუარსა ზედა, დაგსაჯეს დამბადებელო…

ტროპარნი.

რაჟამს კრებულმან, ჰურიათამან ჯუარსა ზედა, დაგსაჯეს დამბადებელო, მზემან ნათელი, თჳსი ბნელად შეჰსცუალა, და ბნელსა შინა, მყოფნი განათლდეს და თქუჱს, ღო҃ მჴსნელო ჩუჱნო კურთახეულ-ხარ შენ:

შეურაცხებით, ლელწმითა გუჱმაჲ დაითმინე, და ვითარცა მეუფემან, ნებსით გჳრგჳნი, ეკლისა დაიდგ მჴსნელო, მაცხოვრად ჩუჱნდა, რომელნი ღაღადებენ, ღო҃ მჴსნელო ჩუჱნო კურთხეულ-ხარ შენ:

შეკრულ-იქმნენით, მარტჳლნო, და შეჰკართ საცთური, და ტანჯუანი…

მოწამეთა.

შეკრულ-იქმნენით, მარტჳლნო, და შეჰკართ საცთური, და ტანჯუანი და სიკუდილი ცხოვრებისათჳს, უბრალოდ დაითმინეთ წადიერებით, და ესრეთ ღაღადებდით, ღო҃ მჴსნელო ჩუჱნო კურთხეულ-ხარ შენ:

შორის ცეცხლისა, მდგომარეთა დასწჳთ მაცთური, ქე҃ს ღი҃სა მოწამენო, და შეცურეულნი მადლისაგან, საღმრთოჲსა განულევნელად, დაიცუჱნით და ჰჴმობდით, ღო҃ მჴსნელო ჩუჱნო კურთხეულ-ხარ შენ:

ნებსით ჯუარცმულსა, გხედავ დამბადებელო ჩემო, და მწუხარებისა…

ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.

ნებსით ჯუარცმულსა, გხედავ დამბადებელო ჩემო, და მწუხარებისა სიღრმე, დამნთქამს რამეთუ, მოკუდავთათჳს სიკუდილისა, ნებსით თავს-იდებ, ქალწული ღაღადებდა, და მადლობით ჰჴმობდა კურთხეულ-ხარ შენ:

შენ ყოვლად შემკული და მქონებელი ოქროანისა ღი҃უ-შუჱნიერისა…

სხუა. სძლისპირი, იგივე.

შენ ყოვლად შემკული და მქონებელი ოქროანისა ღი҃უ-შუჱნიერისა შემკობილებისა, სათნო-გიყო ძემან შენმან, და უ҃მან, ცხოვრებად ჩუჱნ მგალობელთა, ნაყოფმან შენმან უბიწოო კურთხეულმან:

გპოვა შენ ვარდი შორის ეკალთა მეუფემან ყოვლად უბიწოო, და აღგუავსო ჩუჱნ სუნნელებითა შენითა შუჱნიერუთა მადლთა მიერ სულიერთა, მისდა სიმდაბლით მგალობელნი, ღო҃ მჴსნელო ჩუჱნო კურთხეულ-ხარ შენ:

სასწაულთა შენთა ყოველთა მხილუჱლნი საღმრთოჲსა შობისა შენისა საღმრთონი წინასწარ-მეტყუჱლნი დიდებულად გალობდეს წმიდაო, ღი҃ მოვალს ქალწულისაგან, ცხოვრებად მგალობელთა, ღო҃ მჴსნელო ჩუჱნო კურთხეულ-ხარ შენ:

განჰკრთი განცჳფრებით ცაო, და შეირყიენით მიწისა საფუძუჱლნი…

გალობა ჱ. სძლისპირი.

განჰკრთი განცჳფრებით ცაო, და შეირყიენით მიწისა საფუძუჱლნი, რამეთუ, შეირაცხების მკუდართა თანა, მყოფი მაღალთა შინა, და კნინსა საფლავსა ესტუმრების ყრმანი აკურთხევდით მას, მღუდელნი უგალობდით მას, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე:

მიიღე სასუმელი ქე҃, რომლისა გსუროდა ვნებითა ჯუარცმისათა…

ტროპარნი.

მიიღე სასუმელი ქე҃, რომლისა გსუროდა ვნებითა ჯუარცმისათა, და წყაროჲ, შენდობისა მიწდიე, გუჱრდით ცხოველს-მყოფელით, გუჱლისა მიერ მოკლულსა ამას, ყრმანი გაკურთხევენ შენ, მღუდელნი გიგალობენ შენ, ერნი უფროსად აღგამაღლებენ მარადის:

რაჟამს ერმან უსჯულომან, შორის უსჯულოთა, ჯუარცმად დაგსაჯეს მჴსნელო, შეიძრა ქუჱყანაჲ ზარისაგან, და ყოველი სოფელი, ჴმითა მადლობისათა გალობდა, ყრმანი აკურთხევდით მას, მღუდელნი უგალობდით მას, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უუნისამდე:

პატიოსან-არს წინაშე, უ҃ისა სიკუდილი თქუჱნი ქე҃ს მარტჳლნო…

მოწამეთა.

პატიოსან-არს წინაშე, უ҃ისა სიკუდილი თქუჱნი ქე҃ს მარტჳლნო, რამეთუ ვნებათა თავს-დებითა, ვნებათა მჴსნელისათა, ზიარ-იქმნენით და ღაღადებდით, ყრმანი აკურთხევდით მას, მღუდელნი უგალობდით მას, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე:

ჭეშმარიტად საჭურუჱლი, თქუჱნი მოწამენო, არა ჴორციელ-იყო, არამედ სასოება და მტკიცე, ღი҃სა სარწმუნოება, რომლითა სძლეთ მტერსა და ღაღადებდით ყრმანი აკურთხევდით მას, მღუდელნი უგალობდით მას, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე:

მაღალო ძეო მხოლოო, ნერწყუაჲ დაითმინე, და ყუჱდრებაჲ…

ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.

მაღალო ძეო მხოლოო, ნერწყუაჲ დაითმინე, და ყუჱდრებაჲ და ჯუარცმაჲ, ლელწმითა, გუჱმაჲ შეურაცხებაჲ, ქალწული ღაღადებდა, და იქებდა სულ-გრძელებასა შენსა, ყრმანი აკურთხევდით მას, მღუდელნი უგალობდით მას, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე:

საღმრთომან დანიილ წინათ გიხილა შენ მთად გამოუკუჱთელად…

სხუა. სძლისპირი, იგივე.

საღმრთომან დანიილ წინათ გიხილა შენ მთად გამოუკუჱთელად, რამეთუ შენგან ქალწულო გამოეკუჱთა ლოდი ქე҃ თჳნიერ ჴელთა კაცთასა ყრმააო, რომელსა ყრმანი აკურთხევენ, მღუდელნი უგალობენ, ერნი უფროსად ამაღლებენ მას უკუნისამდე:

გალობით შობასა შენსა მარადის, ადიდებენ ზენანი მჴედრობანი უბიწოო, ხოლო შენ ყრმააო მარადის ქალწულო, სიხარულით ჩუჱნთანა ვითარცა დედასა ღი҃სასა გიგალობენ, რომელსა ყრმანი გაკურთხევენ, მღუდელნი გიგალობენ, ერნი უფროსად აღგამაღლებენ შენ უკუნისამდე:

მბრძნობელნი შენნი ჭეშმარიტად ღი҃ს-მშობლად მარიამ, ნათლისა შენისა ცისკრითა ნათელ ცისკროვან-ჰყუჱნ, ღი҃ს-მშობელო წმიდაო, რამეთუ ნათლისა საყოფელ გამოჰსჩნდი ქალწულო, სარწმუნოებით შენდა მგალობელთა, გიხაროდენ კურთხეულო და ყოვლად დიდებულო ყოველსა შინა უკუნისამდე:

შენ მხოლო სანატრელ-ხარ თესლებსა შორის ქალწულო, რამეთუ…

გალობა თ. სძლისპირი.

შენ მხოლო სანატრელ-ხარ თესლებსა შორის ქალწულო, რამეთუ გამოგჳბრწყინდა, შენგან ნათელი, მსხდომარეთა ბნელსა მას შინა, და განანათლნა სულნი ჩუჱნნი, ამისთჳს ღი҃ს-მშობელო გალობით გადიდებთ:

რათა ხრწნილებისაგან, გემოს-ხილჳსა მიხსნე ჩუჱნ, მხოლოო ყოვლად…

ტროპარნი.

რათა ხრწნილებისაგან, გემოს-ხილჳსა მიხსნე ჩუჱნ, მხოლოო ყოვლად ძლიერო, ჯუარს-ეცუ ჴორცითა, ამისთჳს უგალობთ მოწყალე, მრავალთა მათ სულ-გრძელებათა შენთა, რომელ თავს-ისხენ ჩუჱნთჳს და გუაცხოვნენ ჩუჱნ:

ვნებათა თავს-დებითა, ვნებათაგან განმკურნენ ჩუჱნ, და ეკლისა გჳრგჳნითა ეკალნი იგი ცოდჳსანი აღმოფხურენ ქე҃, და ნავღლისა და ძმრისა სუმითა, ბარძიმი ცხოვრებისა გჳწდიე წყალობით:

მწარედ შეიწრებულთა და დილეგთა შეწყუდეულთა, ასოეულად დაჭრილთა…

მოწამეთა.

მწარედ შეიწრებულთა და დილეგთა შეწყუდეულთა, ასოეულად დაჭრილთა, და ურმის-თუალთა, ზედა სასტიკად დამჰსჭუალულთა და მჴეცთა საჭმლად მიცემულთა, არა უარ-ჰყავთ ქე҃, თქუჱნ მჴნენო მარტჳლნო:

მზისა მცხინუარებისა უფროს ბრწყინავს მოწამეთა ბრწყინუალე საჴსენებელი, და მორწმუნეთა, სულთა განანათლებს მარადის, და ვნებათა ბნელსა იოტებს, და ეშმაკთა წყუდიადსა, ბოროტსა წარჰსდევნის:

მპყრობელი ცისკიდეთა, გიპყრიეს ჩჩჳლებრ წიაღთა, ჴელითა მოგყავს…

ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.

მპყრობელი ცისკიდეთა, გიპყრიეს ჩჩჳლებრ წიაღთა, ჴელითა მოგყავს მჴსნელი, ადამიანთა, უხრწნელო ქალწულო ღი҃ს-მშობელო მისსა მიმართ მეოხ-გუჱყავ ჩუჱნ, რომელმან ჩუჱნთჳს ჯუარცმაჲ წყალობით თავს-იდუა:

ნუ მტირ მე დედაო მხილუჱლი, საფლავსა შინა…

სხუა. სძლის-პირი.

ნუ მტირ მე დედაო მხილუჱლი, საფლავსა შინა ძისა, რომელი მუცლად-მიღე, თჳნიერ თესლისა, რამეთუ აღუსდგე და ვიდიდო მე ღმრთაებრ, და მაღალ-ვჰყუნე დიდებით, სარწმუნოდ და სურჳლით, დაუცხრომელად შენნი მგალობელნი:

სიხარულისა საუკუნოჲსა, და ცხოვრებისა უაღრეს ბუნებისა, შუამდგომელ…

ტროპარნი.

სიხარულისა საუკუნოჲსა, და ცხოვრებისა უაღრეს ბუნებისა, შუამდგომელ გამოგჳჩნდი ჩუჱნ ღი҃ს-მშობელო წმიდაო, ყოველთა მაცხოვრისა მშობელო, რომელმან პირისაგან ქუჱყანისა ყოველი ცრემლი აღჴოცა და ყოველთა მისცა სიხარული:

მგალობელმან პირუჱლმან მამამან შენმან დავით, კიდობნად მოგასწავა შენ, ხოლო მოსე საღმრთოჲსა მანანაჲსა ტაკუკად ოქროჲსა, რამეთუ მხოლომან დაიტიე წიაღთა შინა მამისათა მარადის მყოფი ღი҃ს-მშობელო, ამისთჳს გალობით გადიდებთ შენ:

ჭეშმარიტად უმაღლეს-ხარ ყოველთა დაბადებულთა, რამეთუ ღი҃ ყოველთა ჰშევ ჴორცითა, ამისთჳს გჳვი შუა-მდგომელად დედოფალო, და საცნაურად სასოდ და ზღუდედ, მტკიცედ, შენ მიერ ცხოვრებისა მიღებად მსასოებელთა:

ჯუარისა მიმართ მაქუს სასოება ქე҃, და მის…

აღჳვსენითსა ზედა, დასდებელნი, ჯუარისანი. ჴმა ვ.

ჯუარისა მიმართ მაქუს სასოება ქე҃, და მის მიერ მოქადული გიღაღადებ კაცთ-მოყუარეო უ҃ო დაამჴუ სილაღე მათი, რომელნი ღმრთად და კაცად არა აღგიარებენ შენ:

რომელნი ჯუარითა შეზღუდჳლვართ, მტერსა წინა-აღუდგებით და არა გუჱშინის მანქანებათა მისთა და ღონეთაგან, რამეთუ ვითარცა ამპარტავანნი დაეცა და დაითრგუნა ძალითა ძელსა ზედა დამსჭუალულისა ქე҃სითა:

უ҃ო საჴსენებელსა მოწამეთასა, ყოველივე დაბადებული დღესასწაულობს, ცანი…

მოწამეთა.

უ҃ო საჴსენებელსა მოწამეთასა, ყოველივე დაბადებული დღესასწაულობს, ცანი და ანგელოსნი, და ქუჱყანა იხარებს კაცთა თანა დღეს, მათითა მეოხებითა შეგჳწყალენ ჩუჱნ:

ძელსა შემსჭუალულ ვიქმენ ვითარცა კაცი და მოვკუჱდ…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

ძელსა შემსჭუალულ ვიქმენ ვითარცა კაცი და მოვკუჱდ, და საფლავსა დავიდევ ვითარცა მოკუდავი, არამედ ვითარცა ღი҃ დიდებით დედაო წმიდაო ქალწულო კუალად აღუდგები სამისა დღისა:

მომიჴსენე ქე҃, მაცხოვარო ჩემო, ოდეს მოხჳდე სუფევითა…

პარასკევსა, მომიჴსენენი. ჴმა ვ.

მომიჴსენე ქე҃, მაცხოვარო ჩემო, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენითა, და მაცხოვნე გევედრები, მსგავსად ავაზაკისა, ვითარცა მხოლო კაცთ-მოყუარე-ხარ:

განიპყრენ რა ნებნი, ნებსით ძელსა ზედა, და შემოკრიბენ განბნეულნი, მგალობლად შენისა, მოწყალებისა ქე҃ ღო҃, და აცხოვნე ყოველნი სოფელი:

დაემსჭუალე ჯუარსა, ზედა ნებსით თჳსით, და საწერტელი მძლავრისა ძალითა, შენითა ქე҃ ღო҃, შემუსრე სრულიად და ადამ მომკუდარი განაცხოველე:

ტანჯუათა მათ შინა, სასტიკთა იშუჱბდით, მარტჳლნო და…

მოწამეთა.

ტანჯუათა მათ შინა, სასტიკთა იშუჱბდით, მარტჳლნო და სამოთხისა, ფუფუნებასა შუჱბად ღირს-იქმნენით თქუჱნ, სოფლისათჳს ვედრებასა, ნუ დააცადებთ დიდებულნო:

ყოვლისაგან სატანჯუჱლისა გჳჴსნენ ჩუჱნ უ҃ო მამაო, და…

დიდება.

ყოვლისაგან სატანჯუჱლისა გჳჴსნენ ჩუჱნ უ҃ო მამაო, და ძეო, და თანა-მოსაყდრეო სულო, უჴმარნი მონანი შენნი:

გხედჳდა რა ჯუარსა, ზედა დამსჭუალულსა, ქალწული სულთქმით…

აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.

გხედჳდა რა ჯუარსა, ზედა დამსჭუალულსა, ქალწული სულთქმით და ტირილით მწარით, მისითა ვედრებითა და მეოხებითა გუაცხოვნენ ჩუჱნ ქე҃ მეუფეო:

სიმრავლითა, ურიცხუთა ცოდუათა, განფრდილსა ცხოვრებასა, ჩემსა ვითარ…

სერობისად გალობანი წმიდისა ღი҃ს-მშობლისანი. გალობა ა. ჴმა ვ. სძლისპირი. უულეველად.

სიმრავლითა, ურიცხუთა ცოდუათა, განფრდილსა ცხოვრებასა, ჩემსა ვითარ ვგოდებდე, ანუ ვითარ აღგიარნე შენ, შეძრწუნებულ ვარ დედოფალო, არამედ შემიწყალე მე:

ყოველი გზა, ცოდჳსა წარმივლიეს, ხოლო ალაგთა მათგან, ცხოვრებისათა შორს ვარ, არამედ აწ შენდა მოვივლტი, ყოვლად სახიერო დედოფალო ნუ უგულებელს მყოფ:

სიკუდილისა, ჟამსა სამარადისოდ, განჳცდი გონებითა და მეორედ მოსლუასა და ჩუჱულებათაგან ვიძლევი, ჵ ყოვლად უხრწნელო ქალწულო შემიწყალე მე:

კეთილთაგან, შიშულად შეუწევნელსა, მტერი ჩემი მხედავს მე შორს შემოქმედისაგან, და ისწრაფის წარწყმედად ჩემდა, ხოლო შენ ქე҃ს დედაო, მსწრაფლ მეწიე და მიჴსენ მე:

სული ჩემი შევაგინე, ურიცხუთა ცოდუათაგან, მე უბადრუკმან…

გალობა გ. სძლისპირი. არავინ არს.

სული ჩემი შევაგინე, ურიცხუთა ცოდუათაგან, მე უბადრუკმან ამან, და ვიდრე მე ვიდე, სასო წარკუჱთილი ესე, ღი҃ს-მშობელო დედოფალო მაცხოვნე მე:

საქმითა და გონებითა, მსგავს ვიქმენ უძღებისა მის, უჯეროთა ცხოვრებითა, და განუხრწენ ხატება ამაოთა სილაღითა, მსგავსად მისსა ქალწულო მომაქციე:

არავინ არს კაცთა შორის, უწესოდ ცხოვრებული, ჩემებრ დაბნელებულისა, სავსისა ცოდჳთა, ყოვლად წმიდაო ქალწულო, რამეთუ წმიდა ნათლისღება შევაგინე:

ძჳრ ძჳრთა მათ დაცემათა, ჩემთა შემწამებენ მე, მწარედ ცანი და ქუჱყანა, რამეთუ სიღრმესა, ბოროტთასა მივიწიე, მსწრაფლ მეწიე, ქალწულო დიდებულო:

ზეცისა კრებულნი, ძრწიან ღი҃ს-მშობელო, ძლიერებისაგან ძისა შენისა…

გალობა დ. სძლისპირი. ქე҃ ღი҃ ჩემი.

ზეცისა კრებულნი, ძრწიან ღი҃ს-მშობელო, ძლიერებისაგან ძისა შენისა, ხოლო მე უშიშ ვარ, რამეთუ სასოება ცხოვრებისა ჩემისა წარმიწირავს:

შეძრწუნდა ყოველი, ქუჱყანა და განჰკრთა, სიმრავლისათჳს ცოდუათა ჩემთასა, და ქე҃ს მეუფისა, აურაცხელი იგი მრავალმოწყალება და უკჳრდა:

განუხრწნენ მე ტაძარი, ჴორცთა უბადრუმან, და ტაძარსა შინა ღი҃სასა რომელსა ძრწოლით შევლენ, მორწმუნენი უშიშად შევალ, ვაჲმე უბადრუკსა ამას:

ნუ მაჩუჱნებ სძალო, უცხოდ ნუ მაჩუჱნებ, უცხო ქმნილსა საფარუჱლისაგან, წყალობისა შენისა, არამედ განმბანე მე, მწიკულისა მისგან ცოდუათა ჩემთასა:

ნათლითა შენითა ქალწულო, სულისა ჩემისა ვნებანი მჴდომისა…

გალობა ე. სძლისპირი. ნათლითა შენითა.

ნათლითა შენითა ქალწულო, სულისა ჩემისა ვნებანი მჴდომისა მიერ დათესულნი განჰკურნენ, და მიჴსენ მე ტყუჱობისა მისგან მწარისა, რამეთუ შეუწევნელსა მხედავს და მეცინის მე:

ადამ ერთსა მცნებასა გარდაჴდა, ძისა შენისასა, ქალწულო და სამოთხით ექსორია იქმნა, ხოლო მე ყოველთა მცნებათა შენთა გარდამავალი, ვითარმე ვსტიროდი უფსკრულსა მას ცოდუათა ჩემთასა:

მკულუჱლობისა დასაბამ იქმნა, ძმის მკულელი კაინ და ღი҃სა მიერ დაისაჯა, ხოლო მე რა ვჰყო ყოვლად კადნიერმან ამან, რამეთუ სული ჩემი მოვკალ და არა მრცხუჱნის:

ესავს ვემსგავსე მძჳნუარესა, და ნაყროვნებითა და სიმაძღრითა სული ჩემი შევაგინე, მთურალობითა და ცოდუათა ცხოვრება შევამწიკულე, და ვინმე არა მტიროდეს ვაჲმე უბადრუკსა:

ჟამნი ჩემნი შესუარულ, და სული შეგინებულ, და…

გალობა ვ. სძლისპირი. სოფლისა ზღუა.

ჟამნი ჩემნი შესუარულ, და სული შეგინებულ, და ცხოვრება შებღალულ, და გუამი ჩემი სავსე ბოროტითა, ეჰა საწყალობელსა, ქალწულო მომაქციე რამეთუ ძალგიც:

სკუდილი მოწევნულ-არს, და გონება დამსჯის მე, სამართლად მხილებითა, ბოროტად ცხოვრებისა ჩემისათა, და ძრწოლა სამსჯავროსა, ძისა შენისა განმლევს ღი҃სა დედაო:

ჴორცთა ჩემთა დუღილი, მომატყუჱბს მე ცეცხლისა უშრეტისა მდინარესა, და მატლსა დაუძინებელსა, არამედ ვედრებითა, შენითა დედოფალო მიჴსენ მათგან:

ზრწოლასა შევუპყრიე, და მეშინის მტერისა, მახეთაგან ბოროტთა, რამეთუ პირუჱლ სიკუდილისა შთამნთქამს, და ვითარცა მონისა, ჰნებავს წარწყმედა ჩემი, ქალწულო მიჴსენ:

შჳდ-წილ აღგზებული საჴმილი ვნებათა აღატყინა ჩემ შორის…

გალობა ზ. სძლისპირი. ყრმათა მათ წმიდათა.

შჳდ-წილ აღგზებული საჴმილი ვნებათა აღატყინა ჩემ შორის მზაკუარმან, და გულის-თქმითა, ცოდჳსათა, მომკლავს ყოვლითურთ, ღი҃სა დედაო ცრემლთა ჩემთა მდინარითა დაშრიტე იგი, და მაცხოვნე მონა შენი:

შესუარულსა ამას მწჳრითა ცოდუათა ჩემთათა ნუ განმაგდებ დედოფალო, რამეთუ მხედავს მტერი სასო წარკუჱთილსა, და მეცინის მე ყოვლად ბოროტი იგი, არამედ შენ მკლავითა ძლიერითა მიჴსენ:

შესაძრწუნებელ-არს სამსჯავრო, იგი უბადრუო და გლახაკო სულო, და განსაკრთომელ, საშინელ და ზარის-საჴდელ, ტანჯუა იგი დაუსრულებელი ღი҃ს-მშობელსა შეუვრდი, და ნუ სასო წარკუჱთილ ხარ:

შენდა მომართ ყოვლად წმიდაო სასოება ჩემი დამიც უძღებსა ამას, ნუ განმიშორებ წმიდისა პირისა შენისაგან, და მოწყალებისა შენისა კარსა ნუ დამიჴშავ მე, არამედ შემეწიე უსძლოო:

რომელმან ერთი სამებისაგანი გჳშევ, და წიაღითა იტჳრთე…

გალობა ჱ. სძლისპირი. საჴმილით სამთა ყრმა.

რომელმან ერთი სამებისაგანი გჳშევ, და წიაღითა იტჳრთე ღი҃ს-მშობელო, ვნებათა ჩემთა საჴმილი შემწუჱლი დაშრიტე, და განწმიდე სული ჩემი ცრემლთა ნაკადულითა:

სიკუდილისაგან მეშინის დედოფალო, და განზრახჳსა მისგან შეძრწუნებულ ვარ, ხოლო საქმედ ბოროტისა ყოვლად არა მრცხუჱნის, მომაქციე პირუჱლ აღსასრულისა ქალწულო:

სულთქმა დაუცხრომელი მომეც დედოფალო, და წყარო ცრემლთა, რათა განჳბანნე მე, ცოდუათა ჩემთა წყლულებანი უკურნებელნი, და ღირს ვიქმნე, ცხოვრებასა საუკუნესა:

სიმრავლე ცოდუათა ჩემთა აღგიარე შენ, დედოფალო რომლისა მსგავსად არა-ვის ქუჱყანასა ზედა განურისხებიეს ღი҃, დამაგე მას და მოწყალე-ჰყავ იგი ჩემ ზედა:

აჰა ესერა მოვივლტი შენდა ყოვლად უბიწოო, შიშითა…

გალობა თ. სძლისპირი. ღი҃სა ხილუა შეუ.

აჰა ესერა მოვივლტი შენდა ყოვლად უბიწოო, შიშითა მრავლითა და სურჳლითა, რამეთუ უწყი ძალი შეწევნისა მის, შენისა ძლიერისა, დედაო ღი҃საო, მოწყალე-ჰყავ იგი ჩემ ზედა და შენდობა ცოდუათა მითხოვე:

მწყობრსა თანა მთავარ-ანგელოსთასა და კრებულსა, მას ზეცისათა და წინასწარ-მეტყუჱლთა გუნდსა, და მამათა ბანაკსა, მოწამეთა დასსა, მღუდელთ-მოძღუართა და მღუდელთა თანა მეოხ-გუჱყავ ქალწულო:

აწცა და მერმეცა ოდეს იგი მოაკლდეს სული ჩემი, შეწევნასა შენსა ვესავ უსძლოო, და ეშმაკთაგან სწრაფლ განუთავისუფლდები, რომელთა საბრჴისაგან, მიჴსენ მონა შენი, და ნუ განმწირავ სახიერო შთავრდომად ჴელსა მათსა:

მსაჯულსა მოწყალესა და კაცთ-მოყუარესა მოველი, ძესა შენსა მოსლუად ჵ ღი҃ს-მშობელო, სახიერ ჰყავ იგი გევედრები, და ღირს-მყავ მე დადგომად მარჯუჱნით საყდართა, მისთა მოსავი ესე შენი და მადიდებელი: