რაჟამს იგი განყოფილ-იქმნნეს სული ჩემი განხრწნადისა ამისგან…
მწუხრად, უ҃ო ღაღად-ვჰყავსა ზედა, დასდებელნი სამეუფონი, ჴმა ე. გიხაროდენ მმარხუჱლთა.
რაჟამს იგი განყოფილ-იქმნნეს სული ჩემი განხრწნადისა ამისგან ტაძრისა, ბრძანებისაებრ შენისა ქე҃. მაშინ საღმრთოჲთა წამისყოფითა შენითა, ზედა დასხმისაგან და ძჳრთა უხილავთა მტერთასა, რომელნი იგი მეძიებენ წარწყმედად დამიფარე მე, და მათ მიერ შთანთქმისაგან მიჰჴსენ მე და ღირს-მყავ დამკჳდრებად, სადა იგი წარჰჴდა სალმობაჲ და სულთქმაჲ, და ჰგიეს წყაროჲ სიტკბოებისა, და ჴმაჲ სიხარულისა და მხიარულებისა:
ჟამისაგან სიკუდილისა, და საშინელისაგან ეშმაკთა ზედა დასხმისა განუჰკრთები, და ლმობიერებითა გულისათა გიღაღადებ შენ, დაჰჴსნენ სივერაგენი და საცთურნი მათნი, ძალითა შენითა მეუფეო უ҃ო, და ნუ უტევებ რათა არა წარტყუჱნულვიქმნე სიბოროტისა მიერ მათისა, იხილე ჭირი ჩემი და მწუხარებაჲ და განჰკურნე მდაბლისა სულისა ჩემისა სალმობაჲ, ჵ ყოვლად მოწყალეო ღო҃, რომელი მოსცემ სოფელსა დიდსა წყალობასა:
ვითარცა ქანანელი იგი მეცა გიღაღადებ მაცხოვარ, განჰკურნე სული ჩემი, და მტერთაგან ზედა დამსხმელთა ჩემთა განმხრწნელთა სულისა ჩემისათა, დამიცევ უ҃ო გევედრები, და შიში შენი დანერგე გულსა ჩემსა, და მომეც მშჳდობასა შინა და შემუსრჳლებასა გულისასა, აღსრულებაჲ ცხოვრებისა ჩემისა:
ფარი სარწმუნოებისა შეიმოსეს, და ნიში ჯუარისა აღიღეს…
სხუანი, დასდებელნი მოწამეთანი, თჳთ-ჴმოვანნი.
ფარი სარწმუნოებისა შეიმოსეს, და ნიში ჯუარისა აღიღეს, და ტანჯუათა მიმართ ახოვნად განეწყუნეს, და ეშმაკისა საცთური და ზახება დაამჴუჱს წმიდათა შენთა უ҃ო, მათითა მეოხებითა ვითარცა ყოვლად ძლიერმან ღთ҃მან, სოფელსა მშჳდობა გარდამოუვლინე და სულთა ჩუჱნთა დიდი-წყალობაჲ:
მეოხ გუჱყუჱნით ჩუჱნ წმიდანო მოწამენო, რათა ვიჴსნნეთ უსჯულოებათა ჩუჱნთაგან, რამეთუ თქუჱნ მოგეცა მადლი მეოხებად ჩუჱნთჳს:
სიყუარულითა სულისათა არა უარ-ჰყავთ ქე҃ წმიდანო მოწამენო, რომელთა მრავალ-ფერნი წყლულებანი ტანჯუათანი დაითმინენით, მძლავრთა მძჳნუარება ქუჱყანად დააკუჱთეთ მიუდრეკელად და შეუხებლად სარწმუნოება დაიცევით, და ზეცას მიიცუალენით, ვინაცა კადნიერებასა მიემთხჳენით მის წინაშე, ითხოვეთ მონიჭებად ჩუჱნდა დიდი-წყალობაჲ:
ზღუასა მას ზედა მეწამულსა, უქორწინებელისა სძლისა სახე…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
ზღუასა მას ზედა მეწამულსა, უქორწინებელისა სძლისა სახე გამოისახა ოდესმე, მუნ იყო მოსე განმღებელი წყალთა, ხოლო აქა გაბრიილ მსახური საკჳრუჱლებისა, მაშინ ისრაილი წიაღჴდა უფსკრულსა დაულტოლუჱლად, ხოლო აქა ქალწულმან გჳშუა ქე҃ უთესლოდ ზღუა შემდგომად წიაღსლჳსა ისრაილთასა, დაადგრა შობისა ემმანუილისსა დაადგრა უხრწნელად, რომელი იყავ და პირუჱლითგან იყავ, და გამოსჩნდი ვითარცა კაცი შეგჳწყალენ ჩუჱნ:
რომელთა ქუჱყანისა ყოველივე შეურაცხ-ჰყავთ, და სატანჯუჱლთა ახოვნად…
სტიქარონსა ზედა, დასდებელნი, მოწამეთა, ჴმა ე.
რომელთა ქუჱყანისა ყოველივე შეურაცხ-ჰყავთ, და სატანჯუჱლთა ახოვნად შებმა-უყავთ, ნეტარისა მის სასოებისაგან არა განსცრუენით, არამედ ზეცათა სასუფეველისა მკჳდრად გამოსჩნდით ყოვლად ქებულნო მარტჳლნო, და კადნიერება გაქუსთ ღი҃სა მიმართ კაცთ-მოყუარისა, ითხოვეთ სოფლისათჳს მშჳდობაჲ, და სულთა ჩუჱნთათჳს დიდი-წყალობაჲ:
მოვიჴსენე წინასწარ-მეტყუჱლისა რომელსა იტყჳს მე ვარ მიწა…
მიცუალებულთა. მუჴლი. ნეტარ-არს, რომელი გამოირჩიე, და შეიწყნარე უ҃ო, და სახსენებელი მათი იყოს თესლითი თესლადმდე.
მოვიჴსენე წინასწარ-მეტყუჱლისა რომელსა იტყჳს მე ვარ მიწა და ნაცარი, და კუალად შთავჴედნეთ საფლავებსა, და ვიჴილნეთ ძუალნი განშიშულებულნი, და ვჰსთქუათ ვინმე არს მეფე ანუ გლახაკი, ანუ მართალი ანუ ცოდჳლი, არამედ განუსუჱნე მჴსნელო, მართალთა თანა მონათა შენთა:
შენ შემჰქმენ მე უ҃ო, და დამდევ ჩემ…
მუჴლი. სულმან მათმან კეთილთა შინა განისუჱნოს და ნათესავმან მათმან დაიმკჳდროს ქუჱყანა.
შენ შემჰქმენ მე უ҃ო, და დამდევ ჩემ ზედა ჴელი შენი, და მამცენ და ჰსთქუ კუალად მიწადუჱ მიიქეც, წამიძეღუ მე გზასა წრფელსა შემინდუჱნ მე უსჯულოებანი ჩემნი, და მოტევებაჲ ცოდუათა მომანიჭე:
შენ გევედრებით ვითარცა დედასა ღი҃სასა კურთხეულო, მეოხ-გუჱყავ…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
შენ გევედრებით ვითარცა დედასა ღი҃სასა კურთხეულო, მეოხ-გუჱყავ ცხოვრებისათჳს სულთა ჩუჱნთასა:
უ҃ო სასუმელსა ვნებისა შენისა, ღუაწლით-შემოსილნი შენნი მოშურნე…
შაბათსა ცისკრად შემდგომად ა სტიხოლოღიისა, წარდგომანი. ჴმა ე.
უ҃ო სასუმელსა ვნებისა შენისა, ღუაწლით-შემოსილნი შენნი მოშურნე გექმნნეს, დაუტევეს სოფლისა ამის სიხარული, იქმნნეს თანა მოდასე ანგელოსთა, მათითა მეოხებითა, მომადლე სულთა ჩუჱნთა მშჳდობაჲ და დიდი-წყალობაჲ:
წმიდათა მოწამეთა მოღუაწებანი, ზეცისა ძალთა დაუკჳრდა, რამეთუ…
საკჳრუჱლ არს ღი҃ წმიდათა შორის მისთა, ღი҃ ისრაილისა:
წმიდათა მოწამეთა მოღუაწებანი, ზეცისა ძალთა დაუკჳრდა, რამეთუ უჴორცო მტერი, ჴორცითა მოკუდავითა დაამჴუჱს, და ძალითა ჯუარისათა კეთილად იღუაწეს, და მძლედ გამოჩნდეს და შეჰმუსრეს იგი საბრჴით მისითურთ, და ევედრებიან ქე҃სა ღთ҃სა, შეწყალებად სულთა ჩუჱნთათჳს:
გიხაროდენ ბჭეო განუღებელო, გიხაროდენ ზღუდეო დამფარუჱლო, რომელნი…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
გიხაროდენ ბჭეო განუღებელო, გიხაროდენ ზღუდეო დამფარუჱლო, რომელნი მოივლტიან შენდა სარწმუნოებით, გიხაროდენ მყუდრო ნავთ-საყუდელო ცხოვრებისა ჩუჱნისაო, რომელმან ჰშევ დამბადებელი შენი და ღი҃ ჩუჱნი. მეოხებად ნუ დასცხრები მათთჳს, რომელნი ადიდებენ და თაყუანისცემენ შობილსა შენგან:
საკჳრუჱლებანი წმიდათა მოწამეთა შენთანი, ზღუდედ უბრძოლუჱლად მოგუანიჭენ…
სხუანი წარდგომანი, მოწამეთანი, შემდგომად ნეტარარიანისა, ჴმა ე.
საკჳრუჱლებანი წმიდათა მოწამეთა შენთანი, ზღუდედ უბრძოლუჱლად მოგუანიჭენ ჩუჱნ ქე҃ ღო҃, მათითა ვედრებითა ზრახუანი წარმართთანი განაქარუჱნ, და სკიპტრა მეფობისა განამტკიცე ვითარცა მხოლომან სახიერმან და კაცთ-მოყუარემან:
განუსუჱნე მაცხოვარო ჩუჱნო მართალთა თანა მონათა შენთა…
სულმან მათმან კეთილთა შინა განისუჱნოს და ნათესავმან მათმან დაიმკჳდროს ქუჱყანა. მიცუალებულთა.
განუსუჱნე მაცხოვარო ჩუჱნო მართალთა თანა მონათა შენთა, და ესენი დაამკჳდრენ ეზოთა შინა შენთა ვითარცა წერილ-არს, უგულებელს-ჰყუჱნ ვითარცა სახიერ-ხარ შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი და ყოველნივე უმეცრებით, და მეცნიერებით ქმნილნი კაცთ-მოყუარე:
ღი҃ს-მშობელო ქალწულო, დედაო უსძლოო, რომელმან მაცხოვარი სოფლისა…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა. თანა-დაუსაბამოსა.
ღი҃ს-მშობელო ქალწულო, დედაო უსძლოო, რომელმან მაცხოვარი სოფლისა იტჳრთე მუცელსა შინა, და ჰშევ ორთა შინა სრულთა ბუნებათა, ევედრე მას წმიდათა თანა წინასწარ-მეტყუჱლთა, მოწამეთა და ღირსთა, რათა მოსცეს სოფელსა მშჳდობაჲ, და ცხოვრებაჲ სულთა ჩუჱნთა:
მონათა შენთა ქე҃ გალობათა ამათ მივართუამ
შაბათსა კანონი, ყოველთა წმიდათა. რომლისა კიდურ-წერილობა.
მონათა შენთა ქე҃ გალობათა ამათ მივართუამ.
ქუჱყანაჲ რომელი მზემან არა იხილა ოდესმე, არცა…
იოსებისა. გალობა ა. ჴმა ე. სძლისპირი.
ქუჱყანაჲ რომელი მზემან არა იხილა ოდესმე, არცა აღმობრყწინდა მუნ, უფსკრული იგი რომელიცა განშიშულებული, სივრცემან ზეცისამან არა სადა იხილა, განულო ისრაილმან ულტოლუჱლად უ҃ო და ესე შეიყუანე მთასა სიწმიდისა შენისასა, მაქებელი და მგალობელი გალობასა ძლევისა:
მიმცემელთა ჴორცთათა არა მშჳდთა მიმართ მსაჯულთა, დაითმინენით…
ტროპარნი:
მიმცემელთა ჴორცთათა არა მშჳდთა მიმართ მსაჯულთა, დაითმინენით წყლულებანი დაუთმენელნი, მჴნენო მოღუაწენო, მოლოდებითა მაღლით პატივთა მოღებისათა, და შეგიყუანნა თქუჱნ ქე҃მან საუკუნეთა შინა სავანეთა მოხარულნი, და მგალობელნი გალობასა ძლევისასა:
ღირსთა და მართალთა და მღუდელ-მთავართა დიდებულთა, აღმასრულებელთა საღმრთოთა ბრძანებათასა, დაჰმწყსეს ერი და წარუძღუჱს წყალთა მიმართ გულის-ჴმის-ყოფისათა, და ნაკადულნი სიტკბოებისანი ღირსებით მოიღეს და ადინნეს მადლისა მიერ მდინარენი კურნებათანი:
წარმიმართე მე უ҃ო ლიმენად ცხოვრებისა, მეოხებითა წინასწარ-მეტყუჱლთა ყოვლად დიდებულთა, და ყოვლად ბრძენთა მღუდელთ-მთავართ დასაბამთა, და განწმედილთა დედათა ძლიერად მოღუაწეთათა, რომელთა მარტჳლთა დასთრგუნეს მტერი ახოვან ქმნილთა გონებითა საღმრთოჲთა მადლითა შენ ქუჱყანასა ზედა განცხადებულისათა:
შენ ღთ҃სა მოწყალესა გევედრებით განუსუჱნე წიაღთა შინა…
მიცუალებულთა.
შენ ღთ҃სა მოწყალესა გევედრებით განუსუჱნე წიაღთა შინა აბრაამისთა მონათა შენთა ქე҃, რომელნი იგი შენდა მისცუალენ შფოთთაგან სოფლისათა, და ღირს-ჰყუჱნ იგინი ნათელსა საუკუნესა, და უგულებელს-ჰყუჱნ შეცოდებანი მათნი ვითარცა სიხარულმან:
გიხაროდენსა გიჴმობთ შენ მშობელსა სიხარულისასა ყოვლად საგალობელო…
ღი҃ს-მშობლისა.
გიხაროდენსა გიჴმობთ შენ მშობელსა სიხარულისასა ყოვლად საგალობელო, განანათლენ სულნი და გონებანი ჩუჱნნი, და ალაგთა მიმართ გულის-ჴმის-ყოფისათა ყოველთა წარგჳმართენ, და შეცოდებათა ყოველთა განწმედისა მოცემად ევედრე ძესა შენსა და ღთ҃სა, მხოლოო ღი҃სა სძალო:
თეოფანესი მეხუთე მკუდართა ზედა კანონი
სხუა, კანონი შესუენებულთა. რომლისა კიდურ-წერილობა.
თეოფანესი მეხუთე მკუდართა ზედა კანონი.
საღმრთოთა მით სიყუარულითა, ქე҃ს მოწამეთა, მძლავრთა მათ…
გალობა ა. ჴმა ე. სძლისპირი. ეტლთა სიმრავლე.
საღმრთოთა მით სიყუარულითა, ქე҃ს მოწამეთა, მძლავრთა მათ განდგომილთა, ზახებაჲ სიმჴნით დათრგუნეს, და მიცუალებულთა მორწმუნეთათჳს, ითხოვენ განსუჱნებასა და შენდობასა:
ეზოთა შინა შენთა ქე҃, წმიდათა შუჱბასა, ღირს-ჰყუჱნ შესუჱნებულნი, რომელმან თანა-მდებთა მათთა, შესანდობელად პატიოსანი, სისხლი შენი დასთხიე მჴსნელო და განუსუჱნე:
ყოვლითურთ სწორო მამისაო, სიბრძნეო და ხატო და თანა-არსო მისო, სულნი რომელნი შეივედრენ, მიეც სამარადისო ნეტარებაჲ, და განუსუჱნე მათ მხოლოო ყოვლად ძლიერო:
ნათლით-შემოსილო კარაო, სიტყჳსა საღმრთოსაო, ოქროსა კიდობანო, რომელმან…
ღი҃ს-მშობლისა.
ნათლით-შემოსილო კარაო, სიტყჳსა საღმრთოსაო, ოქროსა კიდობანო, რომელმან განკაცებული, გჳშევ დამჴსნელი იგი სიკუდილისა, იჴსნენ სულნი მიცუალებულნი სატანჯუჱლთაგან:
დაამტკიცე უ҃ო აღძრული გული ჩემი სოფლისა ღელუათაგან…
გალობა გ. სძლისპირი.
დაამტკიცე უ҃ო აღძრული გული ჩემი სოფლისა ღელუათაგან, და მიძღოდე ლიმენად მიმართ მყუდროდ ვითარცა ღთ҃-ხარ:
ყოვლად ბრძენნო მესაჭურუჱლნო, თქუჱნ კუჱრთხითა გუჱმულთა და…
ტროპარნი.
ყოვლად ბრძენნო მესაჭურუჱლნო, თქუჱნ კუჱრთხითა გუჱმულთა და მახჳლითა დაჭრილთა ჴორცნი არა სადა გეწყალოდათ, განძლიერებულთა საუკუნოჲსა შუჱნიერებისათა მოწამენო:
განაბრწყინუჱთ სამოსელი მღუდელთ მთავრობისათა, ხედჳთა კეთილთა საქმეთათა, დამმწყსელთა ქე҃ს სამწყსოსათა, საძოვართა ზედა ცხოვრებისათა:
მომაკუდინებელნი ჴორცთანი კრძალულებისა მიერ ღირსნი, ზიარ-იქმნნეს ცხოვრებისა საღმრთოსა, რომელთა სამღუდელოჲთა ლოცჳთა ქე҃ გჳჴსნენ განსაცდელთაგან:
მიეც კაცთ-მოყუარე განსუჱნებაჲ ზეციერი დაძინებულთა, და მიუტევენ…
მიცუალებულთა.
მიეც კაცთ-მოყუარე განსუჱნებაჲ ზეციერი დაძინებულთა, და მიუტევენ ქმნილნი ქუჱყანასა ზედა თანა-ნადებნი, ვითარცა სახიერმან:
შენ დედათა შორის კურთხეული, გიხილა რა კრებულმან…
ღი҃ს-მშობლისა.
შენ დედათა შორის კურთხეული, გიხილა რა კრებულმან დედათამან იღუაწა, და მიიგუარა ძისა მიმართ შენისა ქალწულო დედაო:
რომელმან, დააფუძნე ქუჱყანაჲ წყალთა ზედა, და მიეც…
სხუა. სძლისპირი.
რომელმან, დააფუძნე ქუჱყანაჲ წყალთა ზედა, და მიეც ნაყოფიერება ყოვლადუჱ, კლდესა ზედა ქე҃, მცნებათა შენთასა შეუძრავსა, დაამტკიცე ეკკლესიაჲ შენი, მხოლოო სახიერ და კაცთ-მოყუარე:
უღმრთოთა, მძჳნუარებასა და გულის-წყრომასა, ახოვნად, წინა-აღუდგეს ღუაწლისა-მძლენი, ქე҃ს მოწამენი, და კადნიერად მეოხ-არიან სულთათჳს რომელნი სარწმუნოებით, განჳდეს სოფლით და შეისუჱნეს:
რომელნი, სჯულსა შინა შენსა აღიზარდნეს ქე҃, და მერმე, საწუთოსა ამისგან განჳდეს, საყოფელთა შინა, შენთა ნათლისათა დაამკჳდრენ, და შეიწყალენ და განუსუჱნე, მხოლოო სახიერ და კაცთ-მოყუარე:
რომელი, ეგე ბუნებით მოწყალე-ხარ და ტკბილ, უ҃ო, სულნი რომელნი გამოირჩიენ, ბრწყინუალებასა მას წმიდათასა ღირს-ჰყუჱნ იგინი, და დაივიწყენ ცოდუანი მათნი, და ბრალთა მათთა ნუ მოიჴსენებ:
უგალობდით, ძესა შენსა ქალწულო წმიდაო, რომლისა, მიერ…
ღი҃ს-მშობლისა.
უგალობდით, ძესა შენსა ქალწულო წმიდაო, რომლისა, მიერ პირუჱლისა მის წყევისა, და სასჯელისაგან და ყოვლად მძლავრისა სიკუდილისა, ჴელთაგან ვიჴსნენით და ცხოვრებაჲ, უკუდავი ვჰპოვეთ ყოვლად წმიდაო:
უ҃ო მესმა სმენაჲ შენი და შემეშინა, გულის-ჴმა…
გალობა დ. სძლისპირი.
უ҃ო მესმა სმენაჲ შენი და შემეშინა, გულის-ჴმა ვჰყავ განგებულებაჲ შენი, და გადიდე შენ მხოლო კაცთ-მოყუარე:
ძალითა შენითა უ҃ო ვნებისა თავს-მდებელთა დასთრგუნეს ძალი…
ტროპარნი
ძალითა შენითა უ҃ო ვნებისა თავს-მდებელთა დასთრგუნეს ძალი მტერისა, და ექნნეს სიმტკიცე და დიდ-ძლიერებაჲ მორწმუნეთა:
ღირსნი ყოველნი იხარებენ სიხარულით, და შეიმოსენ მღუდელნი საღმრთოსა სიმართლესა ვითარცა სამოსელსა:
უგალობდით ყოველნი ღი҃ს-მეტყუჱლთა საღმრთოთა წინასწარ-მეტყუჱლთა, და პატივს-ვჰსცემდეთ კრებულთა დედათასა, რომელთა სრბანი თჳსნი კეთილად აღასრულნეს:
ლიმენად შენისა სუფევისა მეუფეო წარუმართენ და განუსუჱნე…
მიცუალებულთა.
ლიმენად შენისა სუფევისა მეუფეო წარუმართენ და განუსუჱნე რომელნიცა იგი მისცუალენ, შფოთთაგან და ღელუათა აწინდელისა ცხოვრებისათა:
რომელი იგი იქმნა წელიწადწა შინა უწელიწადო იგი…
ღი҃ს-მშობელისა
რომელი იგი იქმნა წელიწადწა შინა უწელიწადო იგი შენგან ქალწულო, ევედრე მას რათა დაჰჴსნეს წელიწდეულნი შეცოდებანი ჩემნი:
სხუა. სძლისპირი. ესმა მოსლუა.
თანა დაუსაბამოდ მამისა, კეთილად აღგიარებდეს, მოწამენი შენნი მეუფეო, ხოლო აწ ჰჴმობენ განუსუჱნე, სულთა მათ რომელნი შეივედრენ:
რომელი მკუდართა შორის გამოჰსჩნდი, მკუდრად თავისუფლად უ҃ო, და მკუდართა ცხოვრება მოჰმადლე, ეგრეთუჱ აწ ყოვლად ძლიერო, განუსუჱნე მონათა შენთა:
ცთომილითა ცხოვრებად მოხუჱდ ქე҃, ამისთჳსცა გევედრებით, სამოთხისა მკჳდრად იჩინენ, სარწმუნოებით დაძინებულნი, მადლით და წყალობით განუსუჱნე:
ძალი მაღლისა გაგრილობდა შენ, და სამოთხედ ცხოვრებისად…
ღი҃ს-მშობლისა.
ძალი მაღლისა გაგრილობდა შენ, და სამოთხედ ცხოვრებისად, გამოგაჩინა ღი҃ს-მშობელო, და ხედ ცხოვრებისად გეტჳრთა, ქე҃ შუა-მდგომელი და ღი҃:
უბადრუკი ესე სული ჩემი ბრძოლჳლი ღამე ბნელისა…
გალობა ე. სძლისპირი.
უბადრუკი ესე სული ჩემი ბრძოლჳლი ღამე ბნელისა მიერ ვნებათასა, ისწრაფე და შეიწყალე, და აღმოაბრწყინუჱ მზჱ იგი გონიერი ბრწყინუალისა ვარსკულავისა ჩემ შორის, რათა განვჰყოფდე ღამესა ნათლისაგან:
უძლურთა აღმოუცენებენ კურნებასა ძუალნი მოწამეთანი, რამეთუ არა…
ტროპარნი.
უძლურთა აღმოუცენებენ კურნებასა ძუალნი მოწამეთანი, რამეთუ არა შემუსრჳლნი სიბოროტითა განაახლებენ შემუსრჳლებასა ჩუჱნსა, და ყოველთა ძუალთა ბოროტ-მსახურებისათა აღჰჴოცენ ვითარცა მტუჱრთა:
დაცუჱლთა სჯულისა შენისათა მღუდელ-მთავართა, დამწყსენ ერნი და წარუძღუჱს მოწყალე ცხოვრებისა მიმართ ყოფადისა, ხოლო ღირსთა მოაკუდინეს მძლავრებაჲ ვნებათა სრულითა გონებითა:
პატივიცემებოდინნ წინასწარმეტყუჱლნი, და ყოველნი მათ თანა მართალნი სარწმუნოებით, და იქებოდინნ ღირსად მცხოვრებელნი, და ტანჯუათა მიერ ბრწყინუალენი ქუჱყანასა ზედა, საღმრთონი დედანი ვითარცა მჴევალნი ქე҃სნი:
რომელნიცა მიიღენ ქუჱყანით, ზეციერთა შინა საყოფელთა დააწესენ…
მიცუალებულთა
რომელნიცა მიიღენ ქუჱყანით, ზეციერთა შინა საყოფელთა დააწესენ მონანი იგი შენნი სარწმუნონი, და შეცოდებანი მათნი უგულებელს-ჰყუჱნ მრავლისათჳს სახიერებისა შენისა, ქე҃, რომელი ჩუჱნთჳს განჴორციელდი:
გიგალობთ შენ ქალწულო, რომლისათჳს ღი҃ გამოჰჩნდა ქუჱყანასა…
ღი҃ს-მშობლისა.
გიგალობთ შენ ქალწულო, რომლისათჳს ღი҃ გამოჰჩნდა ქუჱყანასა ზედა განკაცებული, გიხაროდენ ქუჱყანაო კეთილ-ნაყოფიერო, რომელსა გაქუს ნაყოფი საიდუმლოჲსა ჴუვილისა, გამომზრდელი ყოვლისა სულისა:
მოწამეთა შენთა ვედრებაჲ შეიწირე, ქე҃ მეუფეო ყოვლად…
სხუა. სძლისპირი. რომელმან შეიმოსე.
მოწამეთა შენთა ვედრებაჲ შეიწირე, ქე҃ მეუფეო ყოვლად ძლიერო, და სულნი რომელ მისცუალენ, რჩეულთა შენთა თანა აღრაცხენ, და ცხოვრებაჲ მიჰმადლე:
ვითარცა იგი ბრძანე ქე҃ მეუფეო, ვითარმედ სიკუდილი არა იხილოს, რომელსა ჰრწმენეს შენდამი, და აწ მეუფეო სახიერო, მიცუალებულთა განუსუჱნე:
შუჱნიერებასა სახლისა შენისასა, მიმთხუჱვად ღირს-ჰყუჱნ მონანი შენნი, და ყოვლად საწადელისა, და ტკბილისა ზიარებისა შენისა მეუფეო:
დაუსაბამომან სიტყუამან მამისამან, განკაცებულმან ქალწულისაგან, ვნებითა და…
ღი҃ს-მშობლისა.
დაუსაბამომან სიტყუამან მამისამან, განკაცებულმან ქალწულისაგან, ვნებითა და სიკუდილითა, თჳსითა სიკუდილი მოაკუდინა, და სოფელი აცხოვნა:
ვითარცა წინასწარ-მეტყუჱლი მხეცისაგან იჴსენ უ҃ო, მეცა სიღრმისაგან…
გალობა ვ. სძლისპირი.
ვითარცა წინასწარ-მეტყუჱლი მხეცისაგან იჴსენ უ҃ო, მეცა სიღრმისაგან შეუპყრობელთა ვნებათასა აღმომიყუანე გევედრები, რათა შევჰსძინო მე მიხედუად ტაძრისა მიმართ წმიდისა შენისა:
ჴორცითა თჳშთა ჴელთა მიმართ მძლავრთასა გუჱმად მიმცემელნი…
ტროპარნი.
ჴორცითა თჳშთა ჴელთა მიმართ მძლავრთასა გუჱმად მიმცემელნი მოწამენი იხარებდეს სულითა, რამეთუ საღმრთოსა ჭეშმარიტად ხედჳდეს მარადის მყოფსა სიხარულსა, და საღმრთოთა მისაგებელსა:
შენ ხარ ქე҃ დიდებაჲ ყოვლად ბრძენთა მღუდელ-მთავართა, და ღირსთა, რომელთა ოხითა შეიწყალე ერი შენი, რომელიცა სისხლითა შენითა მოიგე, ვითარცა კაცთ-მოყუარემან:
შენგან გონებითა განათლებულნი წინასწარ-მეტყუჱლნი, ცხადად ცხად-ჰყოფენ შორიელთა ვითარცა მახლობელთა, ხოლო დედათა ძალითა შენითა სიმტკიცჱ მტერისა დაარღჳეს ვნებათა მარხჳთა:
ჩუჱნგან მიცუალებულნი მორწმუნენი მონანი შენნი, რჩეულთა გუნდთა…
მიცუალებულთა.
ჩუჱნგან მიცუალებულნი მორწმუნენი მონანი შენნი, რჩეულთა გუნდთა თანა აღრაცხენ და განუსუჱნე უ҃ო, და ყოველნი შეცოდებანი მათნი წყალობით უგულებელს-ჰყუჱნ:
შემოქმედი დასაბამსა შინა ევასი უ҃ო, შეხუჱდ საშოსა…
ღი҃ს-მშობლისა.
შემოქმედი დასაბამსა შინა ევასი უ҃ო, შეხუჱდ საშოსა შინა ქალწულისასა, მოქმედი განახლებისა ჩუჱნისა და ხატი მონისა შეიმოსე ყოველთა მეუფემან:
ზღუა აღძრული ღელჳთა, წარმწყმედელი დააცხურე ქე҃, შერისხჳთ…
სხუა. სძლისპირი.
ზღუა აღძრული ღელჳთა, წარმწყმედელი დააცხურე ქე҃, შერისხჳთ დააყუდე, მეცა დანთქმული ცოდუათაგან, აღმომიყუანე მოწყალე:
მჴედრობა მოწამეთა, ზეცისა ძალთა მობაძავად, გევედრებიან ქე҃…
ტროპარნი.
მჴედრობა მოწამეთა, ზეცისა ძალთა მობაძავად, გევედრებიან ქე҃, მიანიჭე მრავალ-მოწყალე, განსუჱნებაჲ მიცუალებულთა:
ადგილთა ნათლისათა, ადგილთა განსასუჱნებელთა, წმიდათა საყოფელსა, დააწესენ კაცთ-მოყუარეო, მიცუალებულნი მონანი შენნი:
შეუნდუჱნ მეუფეო, ბრალნი მონათა შენთანი, და ღირს-ჰყუჱნ ცხოვრებასა და ნათელსა მას საწადელსა, და ნეტარსა ფუფუნებასა:
უთესლოსა შობასა, გამოთქმად სიტყუა უღონო არს, რამეთუ…
ღუს-მშობლისა.
უთესლოსა შობასა, გამოთქმად სიტყუა უღონო არს, რამეთუ მოწყალებით ჩუჱნთჳს მოსრული ქე҃ ღი҃, სიწმიდით გჳშევ უბიწოო:
ცეცხლისა დამშრეტელ-იქმნა ლოცუა ყრმათა, შემაცურეველ საჴუმილისა და…
გალობა ზ. სძლისპირი.
ცეცხლისა დამშრეტელ-იქმნა ლოცუა ყრმათა, შემაცურეველ საჴუმილისა და ქადაგ საკჳრუჱლებისა, ხოლო არა აღმანთებელ არცა დამწუჱლ, გალობისა მგალობელთა ღი҃სა, მიმართ მამათა ჩუჱნთასა:
თქუჱნ მოტყინარეთა ცეცხლითა მძჳნუარეთა ტანჯუათათა, სიყუარული უმჴურუალესი…
ტროპარნი.
თქუჱნ მოტყინარეთა ცეცხლითა მძჳნუარეთა ტანჯუათათა, სიყუარული უმჴურუალესი აჩუჱნეთ უ҃სა, დიდებულნო მარტჳლნო, განმაგრილებელი თქუჱნი გულის-სიტყჳთა კეთილ-მსახურებისათა:
სიბრძნითა სულისათა შემკულნი ბრძენნო იქცეოდეთ ბრწყინუალედ, მღუდელ-მმოქმედებელნი სახარებისა მადლისანი, რომლისათჳს ვითარცა მსახურთა ღი҃სათა გაქებთ თქუჱნ:
თქუჱნ მომაუდინებელნი ჴორცთანი მრავლითა ტკივილითა, ცხოვრებასა ყოფადსა ღირს-იქმნენით ღირსნო და ევედრებით მიმთხუჱვად მისა ჩუჱნდა მომკუდართა ამათ ვნებათა შეძინებითა:
გუნგი ნეტარი წინასწარ-მეტყუჱლთა საღმრთოთა, და კრებული დედათა მოღუაწეთა, მარხჳთა და ვნებითა დამამჴობელთა მტერისათა სარწმუნოდ იქებოდინ:
მომკუდართა ზიარებულო, ყოველთა ცხოვრებაო სიტყუაო, რომელთა იგი…
მიცუალებულთა.
მომკუდართა ზიარებულო, ყოველთა ცხოვრებაო სიტყუაო, რომელთა იგი შფოთნი დაუტევნეს, წარუმართენ მათ საღმრთოდ მიმართ ლიმენად შენდა, და უგულებელს-ჰყუჱნ შეცოდებანი მათნი სახიერ:
ღი҃ს-მშობლად მბრძნობელნი, შენნი წრფელითა გულის-ჴმის-ყოფითა ცეცხლისაგან საუკუნოჲსა…
ღი҃ს-მშობლისა.
ღი҃ს-მშობლად მბრძნობელნი, შენნი წრფელითა გულის-ჴმის-ყოფითა ცეცხლისაგან საუკუნოჲსა და ბნელისა, და უხილავისა მტერთა მბრძოლთა ჩუჱნთა, გჳჴსნენ შუამდგომელობითა შენითა დედოფალო:
ნათელსა შინა საღმრთოსა, დაამკჳდრენ მიცუალებულნი, და მარტჳლთა…
სხუა. სძლისპირი. უფროსად ამაღლებულმან.
ნათელსა შინა საღმრთოსა, დაამკჳდრენ მიცუალებულნი, და მარტჳლთა ოხითა, ღირს-ჰყუჱნ განსუჱნებასა, რომელნი სარწმუნოებით მოიცუალნეს შენ წინაშე:
პირმშოთა შესაკრებელსა, რჩეულთა ეკკლესიასა, სულნი სოფლით განსრულნი, დააწესენ უ҃ო და თანა აღრაცხილ-ჰყუჱნ, მართალთა შენთა თანა:
სულნი მონათა შენთანი, რომელნი სოფლით განჳდეს, და შენდა მოიცუალნეს, შეამკუჱნ მეუფეო, სამკაულთა მათ უხრწნელთა, ზეცითა კაცთ-მოყუარე:
ცხოვრება რა არსებითი, უთესლოდ მუცლად-იღე შენ, სძალო…
ღი҃ს-მშობლისა.
ცხოვრება რა არსებითი, უთესლოდ მუცლად-იღე შენ, სძალო ყოვლად უბიწოო, სიკუდილისა მძლავრება, დასწჳ ვითარცა თივა, ცეცხლითა მით საღმრთოჲთა:
ანგელოსთა გუნდი და კრებული კაცთა, მეუფესა და…
გალობა ჱ. სძლიპირი.
ანგელოსთა გუნდი და კრებული კაცთა, მეუფესა და შემოქმედსა ყოველთასა, მღუდელნი უგალობდით, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე:
განჰსცურეთ მოქცევი ტანჯჳსა სიტყჳსა მიერ წარმართებითა, მოღუაწენო…
ტროპარნი.
განჰსცურეთ მოქცევი ტანჯჳსა სიტყჳსა მიერ წარმართებითა, მოღუაწენო და მდინარითა სისხლთათა დაანთქენით ყოველნი გუნდნი საცთურისანი, და ცხოველ-ხართ უკუნისამდე:
განბრძნობილთა მღუდელ-მმოქმედებელნო წყალთა ზედა მართლ-მადიდებლობისათა, სამწყსოჲ იგი თქუჱნდა ჰრწმუნებული სამღუდელოდ გამოზარდეთ, და იშუჱბთ სიტკბოებითა შუჱნიერთა ნაკადულთათა უკუნისამდე:
მნათობად მორწმუნეთა გამოსჩნდით ღირსნო, ვითარცა სრულმყოფელნი საქმეთა ნათლისათა, და საღმრთოდ ბრწყინუალებად მიიცუალენით, ვინაცა ევედრენით განთავისუფლებად ჩუჱნდა ვნებსაგან მეუფესა:
იხარებდ გუნდო დედათაო, რომელთა სავსებაჲ ყოველთა პატივთა მოიღეთ გუჱმისა მიერ, და იშუჱბდ გუნდო წინასწარ-მეტყუჱლთა და მართალთაო რომელი სათნო-ექმნენით ქე҃სა უკუნისამდე:
მახჳლი იგი იქცევისი ეც დაუყოვნებელად განსულად მეუფეო…
მიცუალებულთა.
მახჳლი იგი იქცევისი ეც დაუყოვნებელად განსულად მეუფეო, ცხოვრებისა ამისგან მიცუალებულთა, მონათა შენთა, და დაამკჳდრენ იგინი შორის სამოთხისა ვითარცა მოწყალემან:
ვითარცა ბჭესა შემყუანებელსა შესავალთა მიმათ საღმრთოთა, ვითარცა…
ღი҃ს-მშობლისა.
ვითარცა ბჭესა შემყუანებელსა შესავალთა მიმათ საღმრთოთა, ვითარცა ლეთილად აღსასლუჱლსა კიბესა საღმრთოსა, ვითარცა ცხონებულთა უცთომელსა წინა-მძღუარსა სახარულევანსა ქალწულსა მარიამს უგალობთ:
მამისაგან შობილსა ძესა, უწინარეს საუუნეთა, და აღსასრულსა…
სხუა. სძლისპირი.
მამისაგან შობილსა ძესა, უწინარეს საუუნეთა, და აღსასრულსა ჟამთასა, ქლწულისაგან ჴორციელ-ქმნილსა. მღუდელნი აკურთხევდით, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე:
რომელმან წმიდათა მარტჳლთა, მოღუაწებანი შეიწირენ, მათითა მეოხებითა…
ტროპარნი.
რომელმან წმიდათა მარტჳლთა, მოღუაწებანი შეიწირენ, მათითა მეოხებითა, სარწმუნოებით დაძინებულთა, მიეც განსუჱნებაჲ რათა გაკურთხევდენ შენ უკუნისამდე:
ზეგარდამოსა დიდებისა, და უნივთოსა ბრწყინუალებისა, ნათლისა ელუარებითა, განათლებად ღირს-ჰყუჱნ, სახიერ, ჩუჱნგან მიცუალებულნი, ვითარცა მოწყალე-ხარ, რათა გაკურთხევდენ:
კრებულსა თანა წმიდათასა, დააწესენ მიცუალებულნი და აბრაამის წიაღთა, ლაზარეს თანა განუსუჱნე მათ, რათა გიგალობდენ, ქე҃სა მეუფესა უკუნისამდე:
განშუჱნებული სიკეთითა, სიწმიდისათა ღი҃ს-მშობელო სიკეთითა სიკეთისა, ტაძრად…
ღი҃ს-მშობლისა.
განშუჱნებული სიკეთითა, სიწმიდისათა ღი҃ს-მშობელო სიკეთითა სიკეთისა, ტაძრად ღი҃უ-ბრწყინუალედ გამოჰსჩნდი, ამისთჳს გაკურთხევთ, და აღგამაღლებთ შენ უკუნისამდე:
რამეთუ ჰყო შეთანა დიდებული ძლიერმან, და ქალწულად…
გალობა თ. სძლისპირი.
რამეთუ ჰყო შეთანა დიდებული ძლიერმან, და ქალწულად წმიდად გამოგაჩინა შემდგომად შობისა, ვითარცა უთესლოდ მშობელი შემოქმედისა შენისა, ამისთჳს შენ ღი҃ს-მშობელო გადიდებთ:
მწყემსნი მღუდელ-მმოქმედებელნი, და გუნდი წინასწარ-მეტყუჱლთა წმიდათა, და…
ტროპარნი.
მწყემსნი მღუდელ-მმოქმედებელნი, და გუნდი წინასწარ-მეტყუჱლთა წმიდათა, და ურიცხჳ იგი სიმრავლე მართალთა, და კრებული მოწამეთა, გალობითა სამღუდელოჲთა ინეტარებოდინ მუჱდრებელნი ცხოვრებად სულთა ჩუჱნთა:
ვითარცა საკჳრუჱლმან გუნდმან ღირსთამან იმმარხუჱლა ყოვლად ბრძნად, და მრავალთა საკჳრუჱლებათა ჩუჱნებითა საკჳრუჱლ-იქმნა, რომელთა ოხითა საკჳრუჱლო უ҃ო, განაკჳრუჱნ ყოველთა ზედა წყალობანი შენნი:
მღუდელ-მოწამეთა თანა კეთილად აღმასრულებელთა სრბისათა, სიმრავლე იგი ურიცხჳ დედათა მოღუაწეთა, და სურჳლით მმარხუჱლთა სარწმუნოდ ინეტარებიან, მყოფნი გუნდთა თანა აგელოსთასა:
სიმრავლე ყოველთა წმიდათა გევედრების შენ სიტყუაო, განუსუჱნე…
მცუალებულთა.
სიმრავლე ყოველთა წმიდათა გევედრების შენ სიტყუაო, განუსუჱნე სიმრავლეთა სარწმუნოებასა, შინა ქუჱყანით მიცუალებულთასა, მრავლისათჳს წყალობისა შენისა, და უგულებელს-ჰყუჱნ შეცოდებანი რომელნი ქმნეს ცხვრებასა ამას შინა:
გონება ვნებულად ვჰქმენ ცოდუანი მრავალნი ქალწულო, და…
ღი҃ს-მშობლისა.
გონება ვნებულად ვჰქმენ ცოდუანი მრავალნი ქალწულო, და ამისა შემდგომად მოველი ტანჯუასა, რომლისაგან მიჴსენ მე სარწმუნოებით შენდა მოსრული, რომელი ესე ვხადი საღმრთოსა საფარუჱლსა შენსა:
ისაია მხიარუ-იყავ ქალწულმან მუცლად-იღო, ჰშუა ძე დაუსაბამო…
სხუა. სძლისპირი.
ისაია მხიარუ-იყავ ქალწულმან მუცლად-იღო, ჰშუა ძე დაუსაბამო, ემმანუილ ღი҃ და კაცი, აღმოსავალ სახელი მისი, მას ვადიდებდეთ, და რომელმან ჰშუა იგი ვნატრიდეთ:
მოღუაწებათა მათ მაღალთა, წმიდათა მოწამეთა, ნიჭად საღმრთოდ…
ტროპარნი.
მოღუაწებათა მათ მაღალთა, წმიდათა მოწამეთა, ნიჭად საღმრთოდ მოეცა, მეოხებაჲ მიცუალებულთა, და აწ მჴურუალედ გევედრებიან, ქე҃ მაცხოვარ, რათა მიჰმადლო მათ განსუჱნებაჲ:
სიკუდილი დაითმინე ქე҃, ჴორცითა ხოლო მკუდართა, უკუდავებაჲ მიჰმადლე, მოწყალეო და ბრწყინუალება, უკუდავებისა მიანიჭე, მიცუალებულთა, და იჴსენ სულნი ქუჱსკნელისაგან:
აღმადგინენ მიწით მოკუდავნი, და ცხოვრება უოხჭნო, აღგჳთქუ მჴსნელო, მოცემად, რომლისათჳს გევედრებით შენ, რათა მისცე მონათა შენთა, მიცუალებულთა, და განუსუჱნე წმიდათა თანა:
აჩრდილნი ჰსჯულისანი წარჰჴდეს, შენ მიერ ღი҃ს-მშობელო, ხოლო…
ღი҃ს-მშობლისა.
აჩრდილნი ჰსჯულისანი წარჰჴდეს, შენ მიერ ღი҃ს-მშობელო, ხოლო ჭეშმარიტება გამობრწყინდა და მადლი საღმრთო, მოგუანიჭა ადამიანთა, ამისთჳს ქებით, და ძრწოლით გადიდებთ ღი҃სა დედაო:
წმიდათა მოწამეთა ქუჱყანასა ზედა, იღუაწეს, ჰაერსა ყინელსა…
ითქმის დასდებელნი მოწამეთანი აქებდითსა ზედა, უკეთუ იგალობებოდეს ალლილყიაჲ, ჴმა ე.
წმიდათა მოწამეთა ქუჱყანასა ზედა, იღუაწეს, ჰაერსა ყინელსა დაუთმეს ცეცხლსა მიეცნეს, წყალმან იგინი შეიწყნარნა, მათი არს ჴმა ესე განულეთ ჩუჱნ ცეცხლი და წყალი, და გამომიყუანენ ჩუჱნ განსასუჱნებელად, მათითა მეოხებითა უ҃ო აცხოვნენ სულნი ჩუჱნნი:
ღუაწლით-შემოსილნი შენნი უ҃ო, ანგელოსთა წესსა მობაძავ-იქმნნეს, და ვითარცა უჴორცოთა სატანჯუჱლნი დაითმინნეს, რამეთუ ერთი ხოლო სასოება შეეკრძალათ, აღთქმულთა მათ კეთილი საშუჱბელი, მათითა მეოხებითა ქე҃ ღო҃ ჩუჱნო მშჳდობაჲ მოეც სოფელსა შენსა, და სულთა ჩუჱნთა დიდი წყალობაჲ:
სატანჯუჱლსა რა შინა იყუნეს წმიდანი მოწამენი სიხარულით ღაღადებდეს და იტყოდეს, შეცუალებად არს ესე ჩუჱნდა წინაშე უ҃ისა, წყლულებისა წილ ჴორცთასა ნათლისა სამოსელი, აღდგომასა გამოგჳბრყინდეს, შეურაცხებისა წილ გჳრგჳნი, საპყრობილისა წილ სასუფეველი და ბოროტის-მოქმედთა თანა დასჯისა წილ, შუჱბაჲ ანგელოსთა თანა ლოცჳთა მათითა ქე҃ ღო҃ აცხოვნენ სულნი ჩუჱნნი:
არა რა არს სოფლისა სახარულევათაგანი წარუვალ, რომელი…
მიცუალებულთა.
არა რა არს სოფლისა სახარულევათაგანი წარუვალ, რომელი არა წარჰჴდების, სიმდიდრე გინა მძლავრება, გინა ყუავილი სიჭაბუკისა რამეთუ სიკუდილი ყოველთავე სწორებით განრჰყუნის ამათ ყოველთა, და მათ წილ მიელიან წარუვალნი და უძრავნი და უცუალებელნი კეთილნი წერილისაებრ, დაეთესჳს ხრწნილებით და აღდგების უხრწნელებით დაეთესვის გინებით და აღდგების დიდებით, სადა იგი განუსუჱნე მართათა თანა მონათა შენთა კაცთმოყუარეო ღო҃, რომელსა გაქუს დიდი წყალობაჲ.
მოწყალებასა შენსა მოვივლტით, წმიდაო ღი҃ს-მშობელო, ვედრებასა ჩუჱნსა…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
მოწყალებასა შენსა მოვივლტით, წმიდაო ღი҃ს-მშობელო, ვედრებასა ჩუჱნსა ნუ უგულებელს-ჰყოფ, არამედ ღელუათა და ჭირთაგან, გჳჴსნენ ჩუჱნ მხოლოო კურთხეულო:
ნათლითა პირისა შენისათა, შესუჱნებულნი განაბრწყინუჱნ ქე҃ ღო҃…
აღჳვსენითსა ზედა დასდებელნი, მსგავსნივე, უკეთუ იყოს ალლილუიაჲ. თეიფანესი. ჴმა ე. გიხაროდენი.
ნათლითა პირისა შენისათა, შესუჱნებულნი განაბრწყინუჱნ ქე҃ ღო҃ და დაამკჳდრენ ადგილსა მწუანჳლოვანსა, წყალთა ზედა შენისა საღმრთოსა, საშუჱბელისათა, მჴსნელო წიაღთა მათ საწადელთა აბრაამისთა, სადა ბრწყინავს ნათელი შენი ბრწყინუალედ, და აღმოდიან სიტკბოებისა წყარონი, სადა იგი გიგალობენ ხმა მაღლად მოხარულნი, მართალთა განწყობილნი, სახიერებისა უფსკრულო, და აწ მათ თანა ღირს-ჰყუჱნ მონანი შენნი, და მიჰმადლე მათ დიდი-წყალობაჲ:
გალობად ჴმითა შესხმისათა, და დიდების მეტყუჱლებად ღირს-ჰყუჱნ…
ნეტარ-არს რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე უ҃ლო და საჴსენებელი მათი იყოს თესლითი თესლადმდე.
გალობად ჴმითა შესხმისათა, და დიდების მეტყუჱლებად ღირს-ჰყუჱნ ქე҃ სახიერ, მიცუალებულნი საწუთოსაგან შენდა, სახიერისა, და კაცთ-მოყუარისა, მიეც მათ განბრწყინუჱბად შუჱნიერებითა შენითა, და ტკბილითა მით შენითა ზიარებითა, და ხილჳსა მის, შენისა საშუჱბელითა, სადა იგი წინაშე შენსა გალობენ ანგელოსნი, და წმიდათა ბანაკნი, მხიარულნი ჰჴმობენ მათ თანა, და აწ მათთანავე ღირს-ჰყუჱნ მიცუალებულნი და განუსუჱნე მრავალ-მოწყალე:
სადა იგი წინასწარ-მეტყუჱლთა, და მოციქულთა და მოწამეთა…
სულმან მათმან კეთილთა შინა განისუჱნოს და ნათესავმან მათმან დაიმკჳდრონ ქუჱყანა.
სადა იგი წინასწარ-მეტყუჱლთა, და მოციქულთა და მოწამეთა ბანაკნი იშუჱბენ, და ყოველნი საუკუნითგან განმართლებულნი ვნებითა შენითა, რომლისა მიერ კაცი ტყუჱ-ქმნილი მოიყიდე, მუნ სარწმუნოებით ჩუჱნგან ქე҃ მიცუალებულთა განუსუჱნე, და შეუნდუჱნ მათ შეცოდებანი რამეთუ, შენ მხოლო-ხარ უცოდუჱლი, წმიდა მჴსნელი მაცხოვარ, რომელი მკუდართა თანა გამოსჩნდი თავის-უფლად სახიერ, და აწ მონათა შენთა მიცუალებულთა განუსუჱნე და მიეც დიდი წყალობაჲ:
მონა ქმნილი სჯულსა ცოდჳსასა, განმათავისუფლენ დედოფალო რაჟამს…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
მონა ქმნილი სჯულსა ცოდჳსასა, განმათავისუფლენ დედოფალო რაჟამს, საშოსა იტჳრთე სჯულის მდებელი და მეუფე, ყოვლად უბიწოო, რომლისა მიერ მადლით, უსასყიდლოდ განვთავისუფლდებით, მას ევედრე აწ, რათა სულნი, მგალობელთა შენთანი, დაწერნეს, ცხოველთა წიგნსა, რათა შუამდგომელობითა შენითა, ცხოვნებულნი საწადელსა მას ძისა, შენისა გამოჴსნასა მიემთხჳვნეს ღი҃სა დედაო, მისნი თაყუანის-მცემელნი, რომელი მოანიჭებს სოფელსა დიდსა წყალობასა:
ავაზაკმან ჯუარსა ზედა ღმრთად გქადაგა, და ჰრწმენა…
შაბათსა მომიჴსენენი, ჴმა ე.
ავაზაკმან ჯუარსა ზედა ღმრთად გქადაგა, და ჰრწმენა შენდა მომართ, ქე҃ და აღგიარა შენ, მჴურუალითა გულითა, და ჰჴმობდა წადიერებით, მომიჴსენე მეუფეო სასუფეველსა შენსა:
ავაზაკი დასაბამი ბოროტთა, მორაჰკუჱდით მარტჳლნო, შეჰმუსრეთ და ამაღლდით ზეცას, ძლევისა გჳრგჳნითა, ბრწყინუალედ გჳრგჳნოსანნი, და წინაშე ყოველთა ღი҃სა, კადნიერად მდგომარე-ხართ:
მღუდელობისა ნათლითა განბრწყინუჱბულნი, მღუდელთ-მოძღუარნი იდიდნეს, და სიმრავლე ღირსთა მამათა, სამარაისოსა მას, ცხოვრებასა მიემთხჳვნეს, და ნეტარებისა ჴმითა მარადის იდიდებიან:
ბანაკსა თანა რჩეულთა შენთასა, ადგილსა საწადელსა, განსასუჱნებელსა…
მიცუალებულთა.
ბანაკსა თანა რჩეულთა შენთასა, ადგილსა საწადელსა, განსასუჱნებელსა მეუფეო რომელნიცა მისცუალენ, დააწესენ და განუსუჱნე, და ცოდუათა მათთა სიმრავლე, უგულებელს-ჰყავ სახიერო:
_ჵ_ ყოვლად პატიოსანო სამებაო, მღუდელთ-მთავართა ღუაწლითა პატიოსანთა…
სამებისა.
_ჵ_ ყოვლად პატიოსანო სამებაო, მღუდელთ-მთავართა ღუაწლითა პატიოსანთა მოწამეთათა ვედრებულ-იქმენ, და მიანიჭე სარწმუნოებით სულთა მიცუალებულთასა ცხოვრებაჲ და დიდი-წყალობაჲ:
ღი҃ს-მშობლისა.
რომელმან დაუტევნელი დაიტიე, ჵ ღი҃უ-მიმადლებულო, და გჳშევ ზესთა ბუნებისა, სიტყვისა და ცნობისა, ღი҃ ორითა ბუნებითა, მისსა მიმართ მეოხ-გუჱავ რათა შეიწყალნეს სულნი ჩუჱნნი:
განუძღომელად წადილითა, დედაო ღი҃საო, დაატკბობ მორწმუნეთა მარადის…
სერობისად. გალობანი წმიდისა ღი҃ს-მშობლისანი. გალობა ა. ჴმა ე. სძლისპირი. ეტლთა სიმრავლე.
განუძღომელად წადილითა, დედაო ღი҃საო, დაატკბობ მორწმუნეთა მარადის დიდებად შენდა, რამეთუ შენ ხარ დიდება კაცთა, რომელმან ჰშევ დიდებისა ღი҃ უხრწნელი:
ჴმა წინასწარ-მეტყუჱლთა სრულ იქმნა, რამეთუ ქალწულმან, გჳშუა ღი҃ ჴორცითა რომელმანცა განაახლნა, კაცნი განხრწნილნი შეცოდებითა, და ურჩებითა, პირუჱლისა ადამისათა:
უხრწნელო დედაო ღი҃საო, ღი҃უ მიმადლებულო, რომელმან ჰშევ ჴორცითა უხილავი სიტყუა ღი҃სა, მისგან გჳთხოვე შენდობა ცოდუათა, ქებით მგალობელთა შენთა, ყოვლად წმიდაო:
განკურნენ სენი სულთა ჩუჱნთა, და აურაცხელთა, ვნებათა წყლულება დაჰჴსენ, და გუაცხოვნენ გევედრებით, ძისა შენისა მიმართ ვედრებითა, დიდებულო და უხრწნელო ღი҃სა დედაო:
ბრწყინუალე, ჭურად სიწმიდისად გამოსჩნდი სძალო, და ღი҃…
გალობა გ. სძლისპირი. რომელმან დაჰფარა.
ბრწყინუალე, ჭურად სიწმიდისად გამოსჩნდი სძალო, და ღი҃, ნათელთა შემოქმედი გჳშევ, კაცთა ბუნებითა, კაცთ-მოყვარებით გამოჩინებული, და უხრწნელებისა უჩინო მყოფელი, უხრწნელო ქალწულო ღი҃სა დედაო:
ქალწულო, სიტყჳსა ღი҃სა პალატო წმიდაო, სულისა წმიდისა ტაძრად გამომაჩინე, წყაროო წყლისა მის, ცხოველისაო დამათურე მე, ცეცხლითა ცოდჳსათა შემწუარი, რათა ჯეროვნად გადიდებდე შენ:
უწმიდეს, და უპატიოსნეს ანგელოსთა იქმენ, ქალწულო, ჰშევ რა დამბადებელი მათი ამისთჳს გევედრები, წმიდა ჰყავ გონებაცა ჩემი, და ვნებათა ბნელი განჴადე ჩემგან:
მეუფე და შემოქმედი ყოველთა რა გჳშევ, ყოველთა დაბადებულთა იქმენ დედოფალ, ხერუვიმთა უდიდებულეს ღირსო, ამისთჳს ჯეროვნად გადიდებთ შენ, და გნატრით ყოველნი დაბადებულნი:
სიბრძნისა საუნჯედ ყოვლად უბიწოდ, იქმენ ქალწულო წმიდაო…
გალობა დ. სძლისპირი. ესმა მოსლუა.
სიბრძნისა საუნჯედ ყოვლად უბიწოდ, იქმენ ქალწულო წმიდაო, რომლისა მიერ განუჱრენით, ბოროტთა მომპოვნებელთა, მტერისა მრავალ-ღონეთაგან:
გიგალობთ შენ სძალო საგალობელო, რომელმან სიტყუა მამისა, გამოუთქმელად მუცლად იღე და ანგელოსთა მჴედრობისა, ფრიად უმაღლეს იქმენ პატივითა:
ზეცას მამისა თანა მფლობელი, ქუჱყანად გარდამოხდა ჩუჱნთჳს, და შენგან ქალწულო განკაცნა, უსაზღუროთა მოწყალებითა, მხოლო სახიერი და მრავალ-მოწყალე:
სულთა ჩუჱნთა ვნებანი განჰკურნენ, და განგჳნათლე გონება და გული ჩუჱნი ჵ დედოფალო, რომელმან გჳშევ შემოქმედი, და ნათლის-მომცემელი ღი҃:
ღი҃ წმიდა და წმიდა მყოფელი ყოველთა, რომელნი…
გალობა ე. სძლისპირი. რომელმან შეიმოსე.
ღი҃ წმიდა და წმიდა მყოფელი ყოველთა, რომელნი ძრწოლით წმიდა ჰყოფენ მას, წყალობით განკაცებული, გჳშევ ქალწულო დედოფალო, სიწმიდით და უბიწოდ:
მომმადლე მე ქალწულო წჳმა შენდობისა, და მომხედენ მე უძლურსა, და ღელუა გუჱმულსა მწარედ, განსაცდელთაგან სოფლისათა, და ბრძოლისა ჴოცთასა:
წარმართენ აღძურანი გონებისა ჩემისანი, გზასა საღმრთოთა ბრძანებათასა, და კუალად ცხოვრება ჩემი, დაამორჩილე განზრახუასა, ქე҃სსა ღი҃ს-მშობელო:
ჴორცთა ჩემთა ვნებანი სულთა განმხრწნელნი, მოაკუდინენ ქალწულო წმიდაო, რომელმან გჳშევ ჴორცითა, უვნებელობისა წყარო, ქე҃ ყოვლად ძლიერი:
უწყებულმან სულითა, წინასწარ-მეტყუჱლმან გიხილა, ბჭედ განუვლელად სძალო…
გალობა ვ. სძლისპირი. ზღუა აღძრული.
უწყებულმან სულითა, წინასწარ-მეტყუჱლმან გიხილა, ბჭედ განუვლელად სძალო რომელი განულო მეუფემან და დაბეჭდულადუჱ დაიცუა:
შემწედ ძლიერად გუაქუ შენ, ჭირუჱულთა და განწირულთა, ჴელის-აღმპყრობელად, ღი҃ს-მშობელო გჳჴსნენ ჭირთაგან, მონანი და მოსავნი შენნი:
ნიავქარი ცოდუათა, ღელუატეხილ მყოფს უბიწოო ისწრაფე და მიხსენ მე, და შემიყუანე ნავთ-სადგურსა, სინანლისასა ქალწულო:
დედოფალო წმიდაო, ნათლისა საღმრთოსა მშობელო, სულ ჩემი გლახაკი, უდებებითა დაბნელებული, განანათლე და განაბრწყინუჱ:
თბისა კაცობრივისა გამოსჩნდი განმამღრთობელად, უბიწოთა შობითა, შენითა…
გალობა ზ სძლისპირი. უფროსად ამაღლებული.
თბისა კაცობრივისა გამოსჩნდი განმამღრთობელად, უბიწოთა შობითა, შენითა ღი҃ს-მშობელო, ამისთჳს მორწმუნენი ღირსად, გნატრით და გადიდებთ შენ:
თბისა კაცობრივისა გამოსჩნდი განმამღრთობელად, უბიწოთა შობითა, შენითა ღი҃ს-მშობელო, ამისთჳს მორწმუნენი ღირსად, გნატრით და გადიდებთ შენ:
წყევა კაცთა ბუნებისა, მხოლოო ყოვლად კურთხეულო, დაჴსნა შობამან შენმან, ამისთჳსცა გადიდებთ, ვითარცა მიმადლებულსა, დედასა მჴსნელისასა:
დიდება-ხარ ყოველთა, და სიმტკიცე ყოვლად-უბიწოო, რომელნი დედად ღი҃სად გხადიან, და ვითარცა ღი҃სა საყდარსა, გალობით გაკურთხევენ:
შობილმა შენგან, დასაბამი ბოროტთა, გუჱლი მოაკუდინა ქალწულო…
გალობა ჱ. სძლისპირი. შენ მხოლოსა.
შობილმა შენგან, დასაბამი ბოროტთა, გუჱლი მოაკუდინა ქალწულო საგალობელო, დაჰჴსნა წევა და დააბერწა ცოდუა, ამისთჳს სძალო გაკურთხევთ უკუნისამდე:
შენ ხარ ქალწულო, სიკეთე და სამკაული, იაკობისი რომელი შეგიყუარა ღთ҃მან, რომელსა ყოველნი გიგალობთ და გაკურთხევთ უკუნისამდე:
აგებულება კაცთა ნათესავისა, ჴორცთა შენთაგან მიიღო მრავალ-მოწყალემან, მისგან მითხოვე მოკუდინება ჴორცთა ჩემთა, ღი҃სა დედაო, და განცხოველებად სული ჩემი:
მოგუჱც წყალობა, შენი ყოვლად-წმიდაო ჩუჱულებისაებრ და გჳთხოვე შენდობა, უმეცრებით და მეცნიერებით ქმნილთა ბრალთა, წარმდებებითა ჩუჱნითა მოწევნულთა:
ნათლით შემოსილად ბჭედ გიხილა წინათუჱ ეზეკიელ, რომელი…
გალობა თ. სძლისპირი. გიხაროდენ.
ნათლით შემოსილად ბჭედ გიხილა წინათუჱ ეზეკიელ, რომელი იგი განულო, ქე҃მან ღთ҃მან, ნათელმან ჭეშმარიტმან ყოვლად წმიდაო ღი҃სა დედაო, და დაკრძალულადუჱ დაგიცუა, მას ევედრე ლმოიერად ქალწულო რათა სინანულისა ბჭენი, განგჳხუნეს მგალობელთა შენთა:
ნათელი საღმრთო მომმადლე ბნელსა ცოდჳსასა დანთქმულსა, და მიჴსენ ვნებათაგან, და საქმეთაგან, მწიკულევანთა ბოროტთა და ალისა მისგან გეენიისა, რომელი ჩემთჳს აღგზებულარს, უბადრუკისა და ცოდჳლისა, უხრწნელო დედოფალო წმიდაო, სასოო მოსავთა შენთაო:
ნათლითა პირისა შენისათა განმანათლე ქალწულო, ვნებათა ბნელსა შინა დანთქმული ესე, ბჭეო ცხოვრებისაო რათა არა მეწიოს მე წყუდიადი, სიკუდილისა მწარე დედოფალო, და სასოება ცხოვრებისა, ჩემისა მსწრაფლ უჩინო ჰყოს, და უნანელი წარმიტაცოს:
რომელმან ჰშევ განმანათლებელი დაბნელებულთა, ქალწულო წმიდაო, ქე҃ ღი҃, დაბნელებული სული ჩემი აცხოვნე, და განანათლე და ღირსჰყავ იგი სლუად, ალაგთა ცხოვრებისათა, წინამძღუარო დაბნელებულთაო, მჴსნელო მგალობელთა შენთაო, უხრწნელო დედაო ღი҃საო: