გულანი
საცდელი · 1.11.3
ხმა 5 · ხუთშაბათი 1 / 70თქუჱნ ისართა ლესულთა მოციქულნო, რომელნი წარივლინენით ყოველსა…

ხმა 5 · ხუთშაბათი

რვა ხმა

პარაკლიტონი · დაახლ. 25 წთ

თქუჱნ ისართა ლესულთა მოციქულნო, რომელნი წარივლინენით ყოველსა…

მწუხრად უ҃ო ღაღად-ვჰყავსა ზედა, დასდებელნი, მსგავსი მოციქულთანი, ჴმა ე. გიხაროდენ მმარხუჱლთა.

თქუჱნ ისართა ლესულთა მოციქულნო, რომელნი წარივლინენით ყოველსა შინა სოფელსა, მსწრაფლითა სრბითა თქუჱნითა, დააბრჯგუჱთ ყოველი ძალი მტერისა, და ცეცხლისა ისარ-ქმნილთა ნეტარნო, ძირით უკუჱ აღმოფხუართ მრავალ-ღუთაეაჲ, კეთილ-მსახურებისა მოძღუართა, და ყოველნი ცხოვარნი მოუგენით ქე҃სა ღთ҃სა ჩუჱნსა, მწყემსთ-მთავარსა მას ჭეშმარიტსა, რომელმანცა მიგავლინნა თქუჱნ ვითარცა ცხოვარნი შორის მგელთა:

რომელი იგი გამოუჩნდა კაცთა, უმწუჱრუალესითა კაცთ-მოყუარებითა სიტყუა იგი ღი҃სა, და განაღმრთო ბუნებაჲ კაცობრივი, განსწავლულნი მის მიერ მისდევდით კუალსა მისსა, და მობაძავ-იქმენით სიგლახაკისა მისისა, და ყოველნი ნაგევად შერაცხენით ყოვლად დიდებულნო, განმგდებელთა მეორისა სამოსლისათა, ბალანტი და კუჱრთხი არა მიიღეთ გზასა ზედა, რომლისათჳს ზეციერისა საუნჯისა დამკჳდრებად ღირს-იქმნენით:

შფოთთაგან განსაცდელთასა, და ბოროტისა ტყუილისა უღმრთოთა წუალებათასა, და საეშმაკოჲსაგან ბოროტ-განზრახჳსა, და ზიარებისაგან კაცთა ბოროტთასა, და ვრცელ-მღელუარეობისაგან ყოვლად სანატრელნო, განუნათლებელისა ცეცხლისა, და მატლისაგან საუკუნოჲსა, ღრჭენისაგან კბილთასა, და ყოვლისაგან სხჳსა სატანჯუჱლისა, მეოხებითა თქუჱნითა გჳჴსნენით ჩუჱნ ყოველნი, და ევედრენით მას რათა კრძალულებით და შრომით მივემთხჳვნეთ კეთილთა მოსაგებელთა, და მჳდრობასა ზეცისა სუფევისასა და დიდსა წყალობასა:

გიხაროდენ თავო სამღუდელოო წმიდაო სავანეო კეთილთა საქმეთაო…

სხუანი, დასდებელნი დიდისა მიმართ ნიკოლოზისა, მსგავსნი.

გიხაროდენ თავო სამღუდელოო წმიდაო სავანეო კეთილთა საქმეთაო, საღმრთოო კანონო უბიწოჲსა მღუდელობისაო მწყემსო დიდ-საჩინოო, რომელსა გაქუვს სახელი ბრწყინუალე ძლევისა, და ისმენ წყალობით მუჱდრებელთა უძლურთასა, მჴსნელო განმზადებულო, საცხოვრებელო ყოველთაო რომელნი სარწმუნოებით მარადის პატივსცემენ დიდებულსა ჴსენებასა შენსა, ქე҃სა ევედრე გარდამოვლინებად ჩუჱნდა დიდი-წყალობაჲ:

გიხაროდენ გონებაო უსამღუდელოესო უბიწოო სამკჳდრებელო სამებისაო, სუჱტო ეკკლესიისაო, სიმტკიცეო მორწმუნეთაო, ჭირუჱულთა შემწეო, ვარსკულაო ეუარებითა კეთილ-მითუალულითა ოხათათა მარადის დამარღუჱველო ბნელისათა განსაცდეთა და ჭირთაო მღუდელ-მთავარო ნიკოლოზ, მყუდროო ლიმენაო, რომლისა მიმართ მოლტოლჳილნი სამ-მღელუარეობათაგან სოფლისათა ცხოვნდებიან, ქე҃სა ევედრე გარდამოვლინებად ჩუჱნდა დიდი-წყალობაჲ:

გიხაროდენ სავსეო შურითა საღმრთოჲთა, აღმომფხრუჱლო უმსჯავროჲსა მსჯავრისაო, მჴსნელო უბრალოდ მოკლუად გულუჱბადთაო, წყაროო მირონ-ქალაქსა შინა აღმომაცენო კეთილ-სუნნელებისა მირონსა, სულთა დამათრობელო, და ბოროტ-სუნობისა ვნებათაგან განმდევნეო, მახჳლო რომელი მოჰკუჱთ ღუარძლსა წუალება თასა, ნიჩაბო რომელი განანქრევ ღუარძლსა არიოზის წუალებათასა ქე҃სა ევედრე ნიკოლოზ, რათა მოსცეს სულთა ჩუჱნთა დიდი-წყალობაჲ:

ცოდუათა სიმრავლითა, და გულის-სიტყჳთა საძაგელითა, მქონებელი დაბნელებულისა…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა. მსგავსი.

ცოდუათა სიმრავლითა, და გულის-სიტყჳთა საძაგელითა, მქონებელი დაბნელებულისა გონებისა გიღაღადებ შენ უბიწოო ქალწულო, განანათლენ თუალნი გულისა ჩემისანი, ნათლისა დაუღამებელისა მშობელო, განმანათლებელო ყოვლისა სოფლისა კიდეთაო, განანათლე გონებაჲ ჩემი, და ჰყავ ძედ ნათლისა, მუჱდრებელმან ქე҃ს მიმართ, რომელი მოანიჭებს სოფელსა დიდსა წყალობასა:

მოწაფენო მაცხოვრისანო, და თუალით-მხილუჱლნო საიდუმლოთანო, უხილავი იგი…

სტიქარონსა ზედა, დასდებელნი. მოციქულთანი. ჴმა ე.

მოწაფენო მაცხოვრისანო, და თუალით-მხილუჱლნო საიდუმლოთანო, უხილავი იგი დაუსაბამო მეუფე ჰქადაგეთ და იტყოდეთ, პირუჱლითგან იყო სიტყუა, არა შეიქმენით პირუჱლ ანგელოსთასა, არა ისწავეთ კაცთა მიერ, არამედ ზეგარდამოსა სიბრძნისაგას, ვინაცა კადნიერება გაქუთ, მეოხ-გუჱყუჱნით სულთა ჩუჱნთათჳს:

მოციქულთა უ҃ისათა, ერთ-ჴმობით გალობით და ქებით შევასხმიდეთ, რამეთუ შეიმოსეს საჭურუჱლი ჯუარისა, და კერპთა საცთური უჩინო-ჰყუჱს, და ძლევა შემოსილნი გჳრგჳნოსან-იქმნნეს, და დაუცხრომელად მეოხ-არიან სულთა ჩუჱნთათჳს:

სიყუარულითა სულისათა არა უარ-ჰყავთ ქე҃ წმიდანო მოწამენო…

მოწამეთა.

სიყუარულითა სულისათა არა უარ-ჰყავთ ქე҃ წმიდანო მოწამენო, რომელთა მრავალ ფერნი წლულებანი, ტანჯუათანი დაითმინენით, მძლართა მძჳნუარებაჲ ქუჱყანად დააკუჱთეთ, მიუდრეკელად და შეუხებელად სარწმუნოება დაიცევით, და ზეცას მიიცუალენით, მის წინაშე, ითხოვეთ მონიჭებად ჩუჱნდა დიდი-წყალობაჲ:

გიხაროდენ მიმადლებულო დედაო ქე҃ს ღი҃სა ჩუჱნისაო, რომელსა…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

გიხაროდენ მიმადლებულო დედაო ქე҃ს ღი҃სა ჩუჱნისაო, რომელსა გაგრილობდა სული ყოვლად-წმიდაჲ, და დაემკჳდრა შენ შორის მეუფე დიდებისა ქე҃, რომლისა მიმართ მქონებელი კადნიერებისა, ევედრე ცხოვრებად სულთა ჩუჱნთათჳს:

ვითარცა თუალით მხილუჱლთა და მსახურთა სიტყჳსათა, ყოვლად…

ხუთშაბათსა ცისკრად, შემდგოად ა სტიხოლოგიისა, წარდგომანი, მოციქულთანი, ჴმა ე. თანა დაუსაბამოსა.

ვითარცა თუალით მხილუჱლთა და მსახურთა სიტყჳსათა, ყოვლად ბრძენთა მოციქულთა შევასხმიდეთ, ერნო მორწმუნეთანო, გალობითა და შესხმითა სულიერითა, რამეთუ ქე҃სა ღთ҃სა ევედრებიან ჩუჱნთჳს, რომელნი უგალობთ დიდებულსა საჴსენებელსა მათსა, და თაყუანის-ვჰსცემთ ნაწილთა მათ წმიდათა:

მოციქულთა ერთობით შევასხმიდეთ, რომელთა ჰქადაგეს მართლ-მადიდებლობით სწავლაჲ…

ყოველსა ქუჱყანასა განჴდა ჴმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი:

მოციქულთა ერთობით შევასხმიდეთ, რომელთა ჰქადაგეს მართლ-მადიდებლობით სწავლაჲ უ҃ისა, და განსდევნეს ბნელი წუალებისა, და ბრწყინუალებაჲ სულიერი გამოაბრწყინუჱს სოფელსა შინა, მადლი იგი მოძღურებათა მათთა, და ევედრებიან ქე҃სა ღთ҃სა, ცხოვრებისათჳს სულთა ჩუჱნთასა:

უქორწინებელო დედაო და მარადის ქალწულო გაქებთ შენ…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა. მსგავსი.

უქორწინებელო დედაო და მარადის ქალწულო გაქებთ შენ საღმრთოთა თანა მოციქულთა, რამეთუ ჰყო შენ თანა დიდებული ძემან შენმან და ღთ҃მან, რომელმან სათნო-იყო მუცელსა შენსა დამკჳდრებად და შობად, რათა საცთურისაგან იჴსნნეს, ნათესავი კაცთა:

მოციქულთა ვაქებდეთ ერთ-ჴმობით, ვითარცა თჳთმხილუჱლთა სიტყჳსათა, და…

შემდგომად ბ. სტიხოლოღიისა, წარგომანი მოციქულთანი, ძმა ე. თანა-დაუსაბამოსა.

მოციქულთა ვაქებდეთ ერთ-ჴმობით, ვითარცა თჳთმხილუჱლთა სიტყჳსათა, და საღმრთოსა ქადაგთა, და სულიერთა მონადირეთა წარმართთასა, რომელთა ცხადად მოგჳყუანეს ჩუჱნ ცნობად ქე҃ს ღი҃სა, და იჴსნნეს საცთურისაგან კაცთა, და ღირს-ჰყუნეს ზეცისა სუფევასა:

მოწაფენო მაცხოვრისანო, საღმრთონო მოციქულნო, რომელთა სთესეთ კიდეთა…

ცანი უთხრობენ დიდებასა ღი҃სასა და ქმნულსა ჴელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო:

მოწაფენო მაცხოვრისანო, საღმრთონო მოციქულნო, რომელთა სთესეთ კიდეთა ქუჱყანისათა სიტყუაჲ ცხოვრებისა, და ცისკროვან-ჰყუჱნით მსხდომარენი ბნელთა შინა და აჩრდილთა სიკვდილისათა, განანათლეთ სულიცა ჩემი დაბნელებული სიშავითა ვნებათათა, მეოხებითა თქუჱნითა ყოვლად ქებულნო:

რომელთა სასოება შენდამი გუაქუს შეუბრკოლებელად, ყოვლად წმიდაო…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა. მსგავსი.

რომელთა სასოება შენდამი გუაქუს შეუბრკოლებელად, ყოვლად წმიდაო ქალწულო, დაგჳფარენ მრავალ-ფერთა გარემოდგომილთა ზედა დასხმისაგან, და ბოროტისა განსაცდელისაგან განგუათავისუფლენ ჩუჱნ, და ევედრე ძესა შენსა მოციქულთა თანა მისთა რათა იჴსნნეს ყოველნი მგალობელნი შენნი:

უ҃ო გამოუთქმელისა განჴორციელებისა შენისა, ქადაგთა არა ბრძენთა…

შემდგომად გ. სტიხოლოღიისა, წარდგომანი მოციქულთანი. ჴმა ე. მსგავსნი. უ҃ო სასუმელისა.

უ҃ო გამოუთქმელისა განჴორციელებისა შენისა, ქადაგთა არა ბრძენთა სირცხჳლეულჰყუნეს ფილოსოფოსნი, და პირნი რიტორთანი დაუყუნეს მეთევზურთა, და წარმართთა ყოვლად ბრძენ-მოძღუარ-იქმნნეს, და განანათლნეს კიდენი ნათლითა, საღმრთოჲსა გულის-ჴმისყოფისათა, რომელთა მიერ მოგუჱც ჩუჱნ დიდი-წყალობაჲ:

უ҃ო სასუმელსა ვნებისა შენისასა, ღუაწლით-შემოსილნი შენნი მოშურნე-გექმნნეს…

დიდება შენდა, ღო҃ ჩუჱნო, დიდება შენდა: მოწამეთა.

უ҃ო სასუმელსა ვნებისა შენისასა, ღუაწლით-შემოსილნი შენნი მოშურნე-გექმნნეს, დაუტევეს სოფლისა ამის სიხარული, იქმნნეს თანა მოდასე ანგელოსთა, მათითა მეოხებითა მოჰმადლე სულთა ჩუჱნთა მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ:

მსწრაფლი ფარუა და შეწევნაჲ, ჩუჱნი, და წყალობა…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა. თანა-დაუსაბამოსა

მსწრაფლი ფარუა და შეწევნაჲ, ჩუჱნი, და წყალობა შენი აჩუჱნე მონასა შენსა ზედა დედოფალო კურთხეულო, და ღელუანი ამაოთა გულის-სიტყუათანი, განაქარუჱნ გონებისაგან ჩემისა, და დაცემული ესე სული ჩემი აღადგინე წმიდაო ღი҃ს-მშობელო, რამეთუ მეცნიერ-ვარ ქალწულო დიდებულო ვითარმედ შემძლებელ-ხარ რაცა გენებოს:

ეტლთა სიმრავლე მჴედრებითურთ, ზღუასა მეწამულსა, სიღრმესა შთაითხივნეს…

ხუთშაბათსა, კანონი წმიდათა მოციქულთა მიმართ. გალობა ა, ჴმა ე. სძლისპირი.

ეტლთა სიმრავლე მჴედრებითურთ, ზღუასა მეწამულსა, სიღრმესა შთაითხივნეს სიმტკიცითა მკლავისათა, ქე҃ს მიერ იჴსნნეს ისრაილნი, და ძლევისა გალობასა ახლად იტყოდეს:

კაცთად ჴორცითა მოსრულისა, ნათლისა ელჳთა, დიდად განმდიდრებულნო…

ტროპარნი.

კაცთად ჴორცითა მოსრულისა, ნათლისა ელჳთა, დიდად განმდიდრებულნო, დიდებულნო მოციქულნო სულისა ჩემისა წყუდიადი ბნელი, დაჰჴსენით მეოხებითა თქუჱნითა ბრძენნო:

მშვილდისა საღმრთოჲსა მორთხმულად, ისრად წარგალინნა, ყოველთა ცის-კიდეთა, დიდებლნო მოციქულნო, შემუსრუად ისართა ბელიარისთა, და წყლულსა მორწმუნეთასა ტკბილად მკურნალად:

თავადი იგი სიბძნე ღი҃სა, გაქუნდათ მასწავლელად, და ყოველნი კიდენი, განაბრძნუჱნით მოციქულნო, ამისთჳს გევედრები მეცა განმაბრძუჱნთ, ძლევად ღონეთა მტერისათა ყოვლად ქებულნო:

ქალწულო მხოლო, კურთხეულო, კურთხევითა კაცთა, წყევისა დამჴსნელო…

ღი҃ს-მშობლისა.

ქალწულო მხოლო, კურთხეულო, კურთხევითა კაცთა, წყევისა დამჴსნელო, ქე҃სა ღთ҃სა ევედრე, ყოვლად ქებულთა მოციქულთა თანა, რათა მოწყალე-მექმნნეს ჩუჱნ მონათა შენთა:

მეხუთესა ალობასა მოგართუამ შენ ნიოლოზ

სხუა, კანონი, წმიდისა ნიკოლოზისა. რომლისა კიდურ-წერილობაჲ.

მეხუთესა ალობასა მოგართუამ შენ ნიოლოზ.

შეეთჳსე ღთ҃სა მამაო სარწმუნოებისა მიერ და სიყუარულისა…

გალობა ა. ჴმა ე. სძლისპირი იგივე.

შეეთჳსე ღთ҃სა მამაო სარწმუნოებისა მიერ და სიყუარულისა, და ყოვლად წმიდანი აღასრულენ ნებანი მისნი, რომლისა მიერ ყოვლითურთ წმიდა-იქმენ, მღუდელ-მთავარო ბრძენო ნიკოლოზ.

შენ რომელსა გაქუს შუამდგომელობაჲ მოწყალისა მიმართ, შეპყრობილნი მწუხარებათა მიერ და განსაცდელთა მოვივლტით შენდამი მოგუჱც ჩუჱნ ჴელი შენი ცხოვნებად ჩუჱნდა ყოველთაგან იწროებათა:

მჳრონელთა მღუდელ-მთავრად ცხებულ-იქმენ შენ ქე҃ს მიერ, კეთილ-სუნნელებითა საკჳრუჱლებათათა განმასუნელებელი ჩუჱნი, ამისთჳს გევედრებით ჵ ნიკოლოზ სუნ-მყრალობისაგან ცოდუათასა მიჴსნენ ჩუჱნ:

გუნდმან წინასწარ-მეტყუჱლთამან წინათ მოგასწავა შენ მთად საღმთოდ…

ღი҃ს-მშობლისა.

გუნდმან წინასწარ-მეტყუჱლთამან წინათ მოგასწავა შენ მთად საღმთოდ, და კარად განუვლელად, ამისთჳსცა გევედრებით კარნი სინანულისანი საღმრთონი, განგჳხუჱნ ჩუჱნ ქალწულო:

რომელმან, დააფუძნე ქუჱყანაჲ წყალთა ზედა, და მიეც…

გალობა გ. სძლისპირი.

რომელმან, დააფუძნე ქუჱყანაჲ წყალთა ზედა, და მიეც ნაყოფიერება ყოვლადუჱ, კლდესა ზედა ქე҃, მცნებათა შენთასა შეუძრავსა, დაამტკიცე ეკკლესიაჲ შენი მხოლოო სახიერ და კაცთ-მოყუარე:

რომელი, ჴორცთამდე დაგლახაკნა სიტკბოებით, მისთჳს, რა დაგ-ლახაკენით…

ტროპარნი.

რომელი, ჴორცთამდე დაგლახაკნა სიტკბოებით, მისთჳს, რა დაგ-ლახაკენით განგამდიდრნა თქუჱნ, დიდნო მოციქულნო, რომელთა მადლთა მიერ საღმრთოთა, წარმართთა ერნი განამდიდრენით, და ასწავეთ მათ მონებაჲ ღი҃სა:

მოვიწყალ, გუჱლისა წამლიანისა კბენითა, და მაქუს მე, გული აღსავსე წყლულებითა, ამისთჳს გიღაღადებ, რომელი ეგე ჩემთჳს მოიწყალ, ოხითა მოციქულთა შენთათა, განკურნე მჴსნელო და მაცხოვნე მე:

ბადითა, მეოხებისა თქუჱნისათა ღირსო, მტერისა ბრძოლისა სიღრმეთაგან ბოროტთა, და გულის-სიტყუათა, ღელჳსა აღმომიყუანეთ, და ცხოვნებული, ყოველთა ღი҃სა მსხუჱრპლად შემწირეთ:

რომელმან, შეიწყნარე ცუარი იგი ზეცათა, ვნებათა, ჩემთა…

ღი҃ს-მშობლისა.

რომელმან, შეიწყნარე ცუარი იგი ზეცათა, ვნებათა, ჩემთა წჳმანი მძაფრნი განაჴმენ, და უფსკრული ცოდჳთა, და მოციქულთა თანა ითხოვე, მისგან ქალწულო რათა მაცხოვნოს, წადიერებით შემსხმელი შენი:

დააბრჯგუჱნ ისარნი ბოროტისანი ღირსო, წინა-განწობითა საღმრთოჲთა შრომათა…

სხუა. სძლის-პირი. იგივე.

დააბრჯგუჱნ ისარნი ბოროტისანი ღირსო, წინა-განწობითა საღმრთოჲთა შრომათა შენთათა, არამედ მეხებითა შენითა ბრძენო, მოქმედებისაგან და მძლავრებისა მისისა დაგჳცუჱნ, უვნებელად, მგალობელნი შენი დიდო ნიკოლოზ:

ცხოვრებაჲ ანგელოსებრი აჩუჱნე ქუჱყანასა ზედა, და აწ მარადის ანგელოსთა თანა დგომარე-ხარ წინაშე საყდარსა სამებისასა სამღუდელოო, და ითხოვ დაჰჴსნასა ცოდუათა ჩუჱნთა და განსაცდელთასა, მღუდელ-მთავარო მამაო ნიკოლოზ:

განსდევნე ნიკოლოზ სიბნელე ყოველი გონებისა ჩემისა, ნათელ-შემოსილითა მეოხებითა შენითა, და გრიგალი ვნებათა დააყუდე, და წარმიმართე მე მამაო უვნებელისა მიმართ ნავთ-საყუდელისა გევედრები, რათა ქებით გადიდებდეთ შენ:

მარჯუჱნით ქე҃სა მდგომარემან ვთარცა დედოფალმან, შემოსილმან ღი҃უ-სახარულევანო…

ღი҃ს-მშობლისა.

მარჯუჱნით ქე҃სა მდგომარემან ვთარცა დედოფალმან, შემოსილმან ღი҃უ-სახარულევანო სამოსლითა ოქროვანითა, სუფევაჲ ზეციერი გჳთხოვე ჩუჱნ, მეოხებითა შენითა ქალწულო ყოვლად წმიდაო:

ესმა მოსლუა შენი დიდებული, დაუკჳრდა ამბაკომს, ქე҃…

გალობა დ. სძლისპირი.

ესმა მოსლუა შენი დიდებული, დაუკჳრდა ამბაკომს, ქე҃ და შიშით ღაღადებდა, გამოხუჱდ მაცხოვრად ერისა, შენისა დაჴსნად ცხებულთა შენთა:

იესო ღთ҃მან ჩუჱნმან გნუხუნა წმიდათა მოციქულთა თჳსთა, კარნი ცნობისა თჳსისანი, ხოლო მათ განუხუნეს წარმართთა, სწავლითა მათითა ბჭენი ცათანი:

ძედ მამისა ზეცათასა მადლით თქუჱნ ქე҃ მოციქულნი, ძეო ღი҃საო ბუნებით, ჩუჱნცა ვედრებითა მათითა, ძედ ნათლისად გამოგუაჩინენ:

რომელთა თორმეტთა საყდართა, მსაჯულისა და უ҃ისა, თანა გეგულუჱბისთ დასხდომაჲ, საშინელისა დასჯისაგან, ანმარინეთ დიდნო მოციქულნო:

საღმრთოო კიდობანო წმიდაო, წმიდა-ჰყავ გონებაჲ ჩემი, და…

ღი҃ს-მშობლისა.

საღმრთოო კიდობანო წმიდაო, წმიდა-ჰყავ გონებაჲ ჩემი, და ნათელ ჩემნი გულის-სიტყუანი, მოცქულთა თანა ოხითა, შენითა მხოლოო კურთხეულო:

რომელმან გასცუალე წარმავალი ყოფადად, ზიარ-გყუჱნ ჩუჱნცა მისსა…

სხუა. სძლისპირი. იგიე.

რომელმან გასცუალე წარმავალი ყოფადად, ზიარ-გყუჱნ ჩუჱნცა მისსა მეოხებითა შენითა წმიდითა ნიკოლოზ, და ყოველთაგან სოფლისა განსაცდელთაგან გჳჴსნენ:

რომელიცა მჳროელთა პირუჱლ მოსაყდრე-იქმენ ნიკოლოზ, ყოველნი საცნობელნი გულისა ჩემისანი მორონითა განასუნნელენ წმიდაო, და სიმრავლენი ვნებათანი განსდევნენ მისგან მარადის მეოხებითა შენითა:

შემუსრენ მტერისა ღონენი ხილულნი და უხილავნი ნიკოლოზ, მარადის მბრძოლნი ჩუჱნნი, და მტერნი ჩუჱნნი დაუსრულებელისა მიმართ წარწყმედისა წარგზავნენ:

შემეწიე მე წმიდაო ღი҃ს-მშობელო, გემოვნებათა მიერ ჴორციელთა…

ღი҃ს-მშობლისა.

შემეწიე მე წმიდაო ღი҃ს-მშობელო, გემოვნებათა მიერ ჴორციელთა მარადის დანთქმულსა, რომელი ესე ვკუნესი მარადდღე მდებარე ცხედარსა ზედა მოწყინებისასა:

რომელმან შეიმოსე ნათელი სამოსლად, შენდა მოვივლტი შენ…

გალობა ე. სძლისპირი.

რომელმან შეიმოსე ნათელი სამოსლად, შენდა მოვივლტი შენ გიღაღადებ, განანათლე სული ჩემი, დაბნელებული ვითარცა ხარ მხოლო მრავალ-მოწყალე:

სულისა რიტრთა წმიდათა მოციქულთა, ქორსა ზედა საიდუმლოსასა, ხილჳთა ცეცხლისათა სული წმიდაჲ შეიწნარეს ღირსთა, საზარელად მოსრული:

რომელთა დააქციეთ უღმრთოებისა ქუჱყანაჲ, დაქცეული ბრალთა სიმრვლითა, სული და გონებაჲ ჩემი, ცუარითა კურნებათა თქუჱნთათა, მოციქულნო განჰკურნეთ:

ისრად რჩეულად ქე҃მან წარგავლინნა თქუჱნ, შემუსრუად ისართა ტერისათა, დიდებულნო მოციქულნო, მეცა განგუმერილი, მტერისა ისართაგან განმჰკურნეთ:

ნუ დამჰსჯი და ნუ განმაგდებ პირისა შენისაგან…

ღი҃ს-მშობლისა:

ნუ დამჰსჯი და ნუ განმაგდებ პირისა შენისაგან, ყოვლად ძლიერო ღო҃ მხოლოო, ოხითა მოციქულთათა, და წმიდისა და უხრწნელისა დედისა შენისათა:

შეჰმუსრენ წმიდაო ტაძარნი საკერპონი, და უქმად გამოაჩინენ…

სხუა. სძლისპირი. იგივე.

შეჰმუსრენ წმიდაო ტაძარნი საკერპონი, და უქმად გამოაჩინენ განზრახუანი მწუალებელთანი, ხოლო იჴსნენ სიკუდიდ მიყუანებულნი:

აღმსთობილი სიჩჩოჲთგან უ҃ისა მიმართ ღირსო, ნათელ-განფენითა მის მიერითა განათლდი ყოვლითურთ, ამისთჳს გევედრები განსდევნენ ღრუბელნი სულისა ჩემისანი:

რომელნი გევედრებით შენ მამაო ნიკოლოზ, იყავ ჟამსა ყოველთა შორის მწოდებელთა შენთა, და მოგუანიჭენ თხოვანი მაცხოვრებელნი:

რომელსა იგი ვერ მისწუთების გონებაჲ, ჴორცნი შეიმოსნა…

ღი҃ს-მშობლისა.

რომელსა იგი ვერ მისწუთების გონებაჲ, ჴორცნი შეიმოსნა ღი҃უმიმადლებლო, და შენ სამკჳდრებელად თჳსად შეგიწყნარა, და იჴსნნა კაცნი გარე-მოდგომილთა ჭირთაგან:

ზღუა აღძრული ღელუათა, წარმწყმედელი დააცხრუჱ ქე҃, შერისხჳთ…

გალობა ვ. სძლისპირი.

ზღუა აღძრული ღელუათა, წარმწყმედელი დააცხრუჱ ქე҃, შერისხჳთ დააყუდე, მეცა დანთქმული ცოდუათაგან, აღმომიყუანე მოწყალე:

შემჭამელი სიმრავლე, სიკუდილისა დააცხრუჱ ქე҃, მოციქულთა სწავლითა…

ტროპარნი.

შემჭამელი სიმრავლე, სიკუდილისა დააცხრუჱ ქე҃, მოციქულთა სწავლითა, და სოფელი შეყროლებული, მოძღურებითა მათითა სუნნელ-ჰყავ:

მეცნიერ-ხარ უ҃ო, ბოროტთა ჩემთა სიმრავლესა, მომეც ჴელი მაცხოვნე, წმიდათა მოციქულთა შენთა, მეოხებითა კაცთ-მოყუარე:

ჵ მსაჯულო მართალო, დღესა მას დიდსა განკითჳსასა, დასჯისაგან მიჴსენ მე, წმიდათა მოციქულთა შენთა, დიდებულთა ვედრებითა:

ღი҃რს-მყავ მე ცხოვრებისა, სიმრავლისაგან ცოდუათასა, სასო წარკუჱთილი…

ღი҃ს-მშობლისა.

ღი҃რს-მყავ მე ცხოვრებისა, სიმრავლისაგან ცოდუათასა, სასო წარკუჱთილი, და მოციქულთა შენთა ოხითა, და ქალწულისათა მაცხოვნე:

მოწყალე ჰყავ მეუფე მეოხებითა შენითა, ყოველთა პატივის-მცემელთა…

სხუა. სძლისპირი იგივე.

მოწყალე ჰყავ მეუფე მეოხებითა შენითა, ყოველთა პატივის-მცემელთა შენთათჳს ნიკოლოზ, რათა მოგუანიჭოს დაჴსნაჲ, შეცოდებათა ჩუჱნთა:

უძლურებათაგან და სოფლიურთა, შებრკოლებათა გჳჴსნენ, და განსაცდლთაგან და ჭირთა ნიკოლოზ, რომელთა ესე მოგჳგიე მეოხად უ҃ისა მიმართ:

მკურნალ-კეთილ გამოგაჩინა შენ ქე҃მან მეუფემან, რომლისათჳს უძლურებანი განჰკურნენ პატივით შენდა მოლტოლვილთანი:

უმამაკაცოდ მშობელო ღი҃სა დედაო წმიდაო, სარწმუნოებით გევედრები…

ღი҃ს-მშობლისა.

უმამაკაცოდ მშობელო ღი҃სა დედაო წმიდაო, სარწმუნოებით გევედრები შენ, განსდევნენ მოწყინებანი სულისა ჩემისანი:

უფროსად ამაღლებულმან, ღთ҃მან მამათა ჩუჱნთამან, საჴუმილი მოტყინარე…

გალობა ზ. სძლიპირი.

უფროსად ამაღლებულმან, ღთ҃მან მამათა ჩუჱნთამან, საჴუმილი მოტყინარე, ყრმათა მათ განუქარუა, და იგინი ღაღადებდეს, ღო҃ შენ კურთხეულ-ხარ:

ტროპარნი.

უჳფოსად ამაღლებულმან, ღთ҃მან მამათა ჩუჱნთამან, თქუჱნ უფროს აღგამაღლნა, და ყოველი სიმაღლე, და ძალი მტერისა დაამჴუა, თქუჱნ მიერ მოციქულნო:

მწიკული გულისა ჩემისა, სინანულისა მდინარითა, და ოხითა თქუჱნითა, განბანეთ მოციქულნო, და მასწავეთ ღაღადებად, ღო҃ შენ კურთხეულ-ხარ:

ცეცხლითა მით სულისათა, დაჰსწჳთ ყოველი საცთური, მოწაფენო ქე҃სნო, მეცა გეენიისა, მძაფრისაგან მიჴსენით, რათა გაკურთხევდე თქუჱნ:

ჵ ადამ დაცემულისა, აღდგომაო ღი҃სა დედაო აღმმართე…

ღი҃ს-მშობლისა.

ჵ ადამ დაცემულისა, აღდგომაო ღი҃სა დედაო აღმმართე დაცემული, დაცოდჳსა მღჳმეთა, მდებარე აღმომიყუანე, მოციქულთა ოხითა:

ყოვლითურთ ღი҃სა მიმართ, შევედრებულმან ნიკოლოზ, ყოვლითურთ მაცხოვნე…

სხუა. სძლისპირი. იგივე.

ყოვლითურთ ღი҃სა მიმართ, შევედრებულმან ნიკოლოზ, ყოვლითურთ მაცხოვნე მე, შთავრდომილი მარადის უბადრუკმან ვნებათა შინა, სოფლისათა ღი҃უ-განბრძნობილო:

ღი҃უ-უცისკროვნესო მნათობო, ცისკროვან-ჰყავ გონებაჲ ჩემი, ნისლითა ვნებათათა მარადის დაბნელებული, და მომეც მე სლუაჲ კეთილ-სახედ სოფელსა ამას შინა:

პირნი ყოველნი ბოროტად აღებულნი ჩემ ზედა ნიკოლოზ, და ჰყუჱნ მეოხებითა შენითა, და მიჴსენ მე ხილულთა და უხილავთა მტერთაგან:

აღმოგჳბრწყინდა ჩუჱნ შენ მიერ მზე იგი დაუღამებელი…

ღი҃ს-მშობლისა.

აღმოგჳბრწყინდა ჩუჱნ შენ მიერ მზე იგი დაუღამებელი, ღრუბელო ბრწინუალეო, ქე҃ ღი҃ ჩუჱნი, განმანათლებელი უმეცრებისა ბნელსა შინა მყოფთა ღი҃ს-მშობელო:

შენ მხოლოსა, დამბადებელსა ყოველთასა გალობა სულიერი გიღაღადეს…

გალობა ჱ. სძლისპირი.

შენ მხოლოსა, დამბადებელსა ყოველთასა გალობა სულიერი გიღაღადეს ყრმათა, ყოველნი საქმენი უ҃ისა გალობდით, და ამაღლებდით მას უკუნისამდე:

ღრუბლად ნათლისა, განფინენ მოციქულნი სიტყუაო ღი҃საო, დამათრობელად…

ტროპარნი.

ღრუბლად ნათლისა, განფინენ მოციქულნი სიტყუაო ღი҃საო, დამათრობელად ჩუჱნდა ყოვლად ბრძენთა მათ მოძღურებათა მათთაგან, და ცისკიდენი მათ მიერ ნაყოფიერ-ჰყუჱნ:

ეკკლესიისა სუჱტნო ყოვლად რჩეულნო, რომელთა შეზღუდენ იგი სწავლითა თქუჱნითა, სახლი სულისა ჩემისა დაძუჱლებული, ხუროებითა თქუჱნითა განაახლეთ:

სულთ-ითქუემდ სულო, და ცრემლთა მდინარითა, და გულითა შემუსრჳლითა ჰჴმობდ ღი҃სა მიმართ, სახიერო ღო҃ მაცხოვნე და შემიწყალე, მეოხებითა მოციქულთა შენთათა:

მთაო სიონო, მეუფისა ქალაქო, ზეცათა ქალაქისა მოქალაქედ…

ღი҃ს-მშობლისა.

მთაო სიონო, მეუფისა ქალაქო, ზეცათა ქალაქისა მოქალაქედ გამომაჩინე, და წმიდათა მოციქულთა თანა, ევედრე ქე҃სა ღთ҃სა, რათა შემიწყალოს მე:

რომელიცა მჳრონ-ქალაქსა შინა, იქმენ მღუდელ-მთავარ დიდ, საცნობელნი…

სხუა. სძლისპირი. იგივე.

რომელიცა მჳრონ-ქალაქსა შინა, იქმენ მღუდელ-მთავარ დიდ, საცნობელნი სულისა ჩემისანი მირონითა განასუნნელენ ნიკოლოზ, რათა განუჱრემცა სუნ-მყრალობისაგან ვნებათასა, და მადლი ნუგეშინის-მცემელისა მოვიღო:

დააყუდენ ყოვლად ბრძენო ნაკადულითა ენისა შენისა წმიდისათა, ნაკადულნი გმობილნი არიოზისნი, ამისთჳს გიგალობ შენ, ნაკადნი ვნებათა ჩუჱნთანი განაჰჴმენ მეოხებითა შენითა ყოვლად სანატრელო ნიკოლოზ:

გჳჴსნენ ცოდუათაგან მეოხებითა შენითა, საეშმაკოთა მიერ განბოროტებათა, და ტყუჱნჳსაგან უბოროტესისა ძჳრისა ვნებისა კაცთა ბოროტთასა, რათა ვითარცა მჴსნელსა ჩუჱნსა გაქებდეთ შენ:

სამებისა ერთ-მთავრობისა დაუცხრომელად სარწმუნოებით მადიდებელნი ვღაღადებთ მამაო…

სამებისა.

სამებისა ერთ-მთავრობისა დაუცხრომელად სარწმუნოებით მადიდებელნი ვღაღადებთ მამაო, და სიტყუაო, და ყოვლად წმიდაო სულო, გალობით გადიდებთ შენ ყოველსა შინა უკუნისამდე:

შენ მიერ ჩუჱნთჳს ჴორც-შემოსილმან ღთ҃მან, შენ წმიდა…

ღი҃ს-მშობლისა.

შენ მიერ ჩუჱნთჳს ჴორც-შემოსილმან ღთ҃მან, შენ წმიდა და ყოვლად უბიწოო, ყოვლისა ნათესავისა ჩუჱნისა საღმრთო შუამდგომელ გამოგაჩინა ქალწულო, ამისთჳს მორწმუნენი ჴმა მაღლად გიგალობთ შენ:

გიხაროდენ ღი҃ს-მშობელო მორწმუნენი გიღაღადებთ, რამეთუ შენგან იშუა…

გალობა თ. სძლისპირი.

გიხაროდენ ღი҃ს-მშობელო მორწმუნენი გიღაღადებთ, რამეთუ შენგან იშუა, ღი҃ უ҃ი მეუფე საუკუნო, იხილუა მსგავს ძეთა კაცთა, იერუსალიმისა ასულნო, მოვედით და გალობით ვღაღადებთ, კურთხეულ-არს რომელმან გჳშუა, ჴორციელად ღი҃ ყოველთა:

ცად ვარსკულავითა შემკულად, და სათნოებათა მიერ, ყოვლად…

ტროპარნი.

ცად ვარსკულავითა შემკულად, და სათნოებათა მიერ, ყოვლად განშუჱნებულად, გამოჩნდით ღირსნო, წმიდანო მოციქულნო, და მზედ სიმართლისად გაქუნდათ ქე҃ ღი҃, და ყოველნი ცისკიდენი, აღავსენით ნათლითა საღმრთოჲთა, ამისთჳს მორწმუნენი გნატრით, და გალობით და ქებით გადიდებთ:

ვითარცა მარგარიტნი უსასყიდლონი ჴორცთა შინა თქუჱნთა, გეტჳრთნეს წყლულებანი, და საწერტელნი ქე҃ს მეუფისანი, ქე҃ს მოციქულნო დიდებულნო, და წლული და დაწერტილი, ეშმაკთა ისრითა სული ჩემი, ქე҃ს მიმართ მეოხებითა, თქუჱნითა განჰკურნეთ ნეტარნო:

მღჳმესა ქუჱსკნელსა ბნელსა ცოდუათასა მდებარე ქე҃, და უდებებისა, და დაჴსნილებისა, ძილითა შეპყრობილი, და დამძიმებული სული ჩემი მოწაფეთა შენთა მიერ, ვითარცა ლაზარე აღადგინე, და მაცხოვნე მე სახიერო, და ყოვლად ძლიერო:

სულისა ჩემისა სლუანი წარმართენ სიტყუაო ღი҃საო, ალაგსა…

ღი҃ს-მშობლისა.

სულისა ჩემისა სლუანი წარმართენ სიტყუაო ღი҃საო, ალაგსა მცნებათასა, შეუცთომელსა მშობელისა შენისა, ყოვლად უბიწოჲსა მეოხებითა, და დიდებულთა მოციქულთა, და ყოვლად ბრძენთა ვედრებითა, და მაცხოვნე მე სახიერო, და მრავალ-მოწყალეო:

ისაია მხიარულ-იყავ, ქალწულმან მუცლად-იღო, შუა ძე დაუსაბამო…

სხუა. სძლისპირი.

ისაია მხიარულ-იყავ, ქალწულმან მუცლად-იღო, შუა ძე დაუსაბამო, ემმანუილ ღი҃ და კაცი, აღმოსავალ სახელი მისი, მას ვადიდებდეთ, და რომელმან შუა იგი ვნატრიდეთ:

მღუდელ-მთავარ სათნო-ქმნილმან, დაიცუჱნ ყოველნი მცნებანი ქე҃სნი, რომლითა…

ტროპარნი.

მღუდელ-მთავარ სათნო-ქმნილმან, დაიცუჱნ ყოველნი მცნებანი ქე҃სნი, რომლითა მორწმუნეთა ყოველთა, მცუჱლ-საღმრთო-იქმენ მამაო ნიკოლოზ, და დაიცუჱნ ესენი ყოველთაგან განსაცდელთა და ჭირთა:

ვითარცა ოდესმე გამოზარდე ქალაქი შენი სიყმილისა მიერ მოუძლურებული, ვითარცა მწყემსმან კეთილმან ღირსო, ეგრეთუჱ აწცა გამოზარდე სული ჩემი პურითა გულის-ჴმის-ჰყოფისათა მამაო ნიკოლოზ, რომელსაცა შემწედ მომიგიე შენ:

შენ დიდსა მაგას მზესა სიმაღლესა ზედა ქე҃ს ეკკლესიისასა მდებარესა, მწყემსო ღირსო სარწმუნოებით გევედრებით, ნათელ შემოსილითა ელუარებითა ნათლისათა, განსდევნე სულთაგან ჩუჱნთა ღრმაჲ იგი ბნელი ცოდჳსა:

აჰა მოეახლა ვითარცა წერილ-არს, დღე იგი საშინელი მოსლჳსა ქე҃სისა, აღიძარ სულო და განაგდე დაჴსნილებაჲ, და გულს-მოდგინებით უღაღადე ქე҃სა, მაცხოვნე მე უ҃ო ოხითა ნიკოლოზ, მღუდელ-მთავრისა შენისათა:

შენ სასანთლედ ბრწყინუალედ წინასწარ-მეტყუჱლმან წინათ გიხილა ყოვლად უბიწოო, მქონებელი ქე҃ს გონიერისა მის სანთლისა რომლისა მიერ განუნათლდით ჩუჱნ, სიბნელესა შინა ვნებათასა მდებარენი, ამისთჳს გნატრით შენ ღი҃ს-მშობელო მარადის ქალწულო:

მოწაფენო მაცხოვრისანო, და თუალით-მხილუჱლნო საიდუმლოთანო უხილავი იგი…

აღჳვსენითსა ზედა, დასდებელნი. მოციქულთანი, ჴმა ე.

მოწაფენო მაცხოვრისანო, და თუალით-მხილუჱლნო საიდუმლოთანო უხილავი იგი და დაუსაბამო მეუფე ჰქადაგეთ და იტყოდეთ, პირუჱლითგან იყო სიტყუა, არა შეიქმნენით პირუჱლ ანგელოსთასა, არა ისწავეთ კაცთა მიერ, არამედ ზეგარდამოსა სიბრძნისაგან ვინაცა კადნიერება გაქუსთ, მეოხ-გუჱყუჱნით სულთა ჩუჱნთათჳს:

მოციქულთა უ҃ისათა, ერთ-ჴმობით გალობით და ქებით შევასხმიდეთ, რამეთუ შეიმოსეს საჭურუჱლი ჯუარისა, და კერპთა საცთური უჩინო-ჰყუჱს, და ძლევა-შემოსილნი გჳრგჳნოსან-იქმნნეს, და დაუცხრომელად მეოხ არიან სულთა ჩუჱნთათჳს:

სატანჯუჱლთა რა შინა იყუნეს წმიდანი მოწამენი, სიხარულით…

მოწამეთა.

სატანჯუჱლთა რა შინა იყუნეს წმიდანი მოწამენი, სიხარულით ღაღადებდეს და იტყოდეს, შეცუალებად არს ესე ჩუჱნდა წინაშე უ҃ისა, წყლულებისა წილ ჴორცთასა ნათლისა სამოსელი აღდგომასა გამოგჳბრწყინდეს, შეურაცხებისა წილ გჳრგჳნი, საპყრობილისა წილ სასუფეველი, და ბოროტის-მოქმედთა თანა დასჯისა წილ, შუჱბაჲ ანგელოსთა თანა, ლოცჳთა მათითა ქე҃ ღო҃ აცხოვნენ სულნი ჩუჱნნი:

ყოვლად რჩეულო ქალწულო, ისმინე ჴმაჲ ჩუჱნი, და…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

ყოვლად რჩეულო ქალწულო, ისმინე ჴმაჲ ჩუჱნი, და მოგუჱც ცოდუათა მოტევებაჲ, და გჳჴსნენ ჩუჱნ ვნებათაგან და ჭირთა, რამეთუ ყოვლისა შემძლებელ-ხარ, ვითარცა დედა ღი҃სა ყოვლისა შემძლებელისა:

ავაზაკმან ჯუარსა ზედა ღუთად გქადაგა, და ჰრწმენა…

ხუთ-შაბათსა მომიჴსენენი, ჴმა ე.

ავაზაკმან ჯუარსა ზედა ღუთად გქადაგა, და ჰრწმენა შენდა მომართ, ქე҃ და აღგიარა შენ, მურუალითა გულითა, და ჰჴმობდა წადიერებით, მომიჴსენე მეუფეო სასუფეველსა შენსა:

ვითარცა რა ღრუბელნი ნათლისანი, პირსა ქუჱყანისასა, აცურევდით თქუჱნ წყალსა ცხოველსა, წმიდანო მოციქულნო, და გონებანი განჴმელნი, კაცთანი მდიდრად მორწყენით, და ნაყოფიერ-ჰყუჱნნით:

ვითარცა რა შარავანდედთა ბრწყინუალეთა, მზისა სიმართლისათა, რომელი ქალწულისაგან გამოჩნდა, განანათლენით ბნელსა, უმეცრებისასა მყოფნი, ჵ მოწაფენო დიდებულნო, ქე҃ს ღი҃სა ჩუჱნისანო:

შანთნი მწარეთა ტანჯუათანი, გეტჳრთნეს წადიერად, გულსმოდგინებითა სულისათა…

მოწამეთა.

შანთნი მწარეთა ტანჯუათანი, გეტჳრთნეს წადიერად, გულსმოდგინებითა სულისათა, წმიდანო მოწამენო, რომლითა დასწუჱნით კერპნი, და საღმრთოდ განსასუჱნებელად მიიწიენით დიდებულნო:

ყოვლად-საღმრთოო სამებაო, მამაო ყოვლად დაუსაბამოო, და თანა…

დიდება.

ყოვლად-საღმრთოო სამებაო, მამაო ყოვლად დაუსაბამოო, და თანა დაუსაბამოო ძეო, და სულო წმიდაო, ერთო ღუთაებაო, მეოხებითა ყოველთა ქადაგთათა, დაიცევ ეკკლესიაჲ შენი:

მოციქულთა შუჱნიერებაო ღირსო, გემოთა სოფლისათა, მიერ დაბნელებული…

აწდა.

მოციქულთა შუჱნიერებაო ღირსო, გემოთა სოფლისათა, მიერ დაბნელებული ესე, განმაბრწყინუჱ, ნათლითა საღმრთოჲსა სინანულისათა, და კეთილთა ცხოვრებითა, რათა გადიდებდე სძალო:

დედასა ღი҃სასა ყოველნი მორწმუნეთა ერნი, ერთობით ვადიდებდეთ…

სერობისად. გალობანი წმიდისა ღი҃ს-მშობლისანი. გალობა ა. ჴმა ე. სძლისპირი. ეტლთა სიმრავლე.

დედასა ღი҃სასა ყოველნი მორწმუნეთა ერნი, ერთობით ვადიდებდეთ, და ჴმასა გაბრიილისასა, შესხმით უღაღადებდეთ გიხაროდენ, რომელმან გჳშევ ჴორცითა სიტყუა მამისა:

რომელმან განუხუჱნ ცოდჳლთა ბჭენი საღმრთოსა მის განმანათლებლისა სინანულისანი სძალო, იჴსნენ წადიერებით მუჱდრებელნი, განსაცდელთა და ჭირთაგან და სატანჯუჱლთა:

ცოდუათა და ბრალთა სიღრმემან მწარედ დამფარეს მე, ღი҃ს-მშობელო ქალწულო, და ქუჱსკნელად წარწყმედისა შთამნთქმენ არამედ მსწრაფლ მეწიე, განმარინე დანთქმისაგან და მაცხოვნე მე:

სიმტკიცედ, და საფარუჱლად და ზღუდედ მადლისად, და…

გალობა გ. სძლისპირი. რომელმან დააფუძნე ქუჱყანა.

სიმტკიცედ, და საფარუჱლად და ზღუდედ მადლისად, და გოდლად და ნავთ-სადგურად ცხოვრებისად, განსაცდელთა შინა, შეიწრებულნი გიცნობთ ქალწულო, და შენ მიერ ვიჴსნებით და ვსცხონდებით, და ზესთა ვექმნებით წინა-აღმდგომთა:

მაღალ-არს და დიდ ძლიერება შენი ქალწულო წმიდაო, და ვინმე არა გადიდებდეს შენ, ანუ ვინმე არა, გიგალოდეს და გნატრიდეს ძრწოლით, რამეთუ იქმენ სასო სოფლისა, და მჴსნელ და მაცხოვარ ადამიანთა:

განმზადეს, ჩემთჳს საბრჴე და დამირწყეს საცთური და საბლითა განართხეს მახე ფერჴთა ჩემთათჳს, მტერთა უკეთურთა და ისწრაფიან წარწყმედასა ჩემსა, და შთახდად ჩემდა ქუჱსკნელს ჯოჯოხეთს, შენ მიჴსენ მათგან ღი҃სა დედაო:

უწყი დაჴსნილობა ჴორცთა ჩემთა და ჭირი ჩემი…

გალობა დ. სძლისპირი. ესმა მოსლუა შენი.

უწყი დაჴსნილობა ჴორცთა ჩემთა და ჭირი ჩემი ქალწულო, და უწყი მეცა ოხათა შენთა, და მოწყალებათა სიმრავლე, გევედრები ნუ უგულებელს მყოფ მე:

ვითარცა ხარ წყალობის მოყუარე, ღი҃ს-მშობელო დედოფალო, შემიწყალე ცოდჳლი ესე, და აღმომიყუანე ნათელსა, სინანულისასა გევედრები:

ჴელი შეწევნისა აღმიპყარ მე, ადამიანთა სასოო, და სიღრმით ბრალთათ აღმომიყუანე, და დამამტკიცე კლდესა ზედა სინანულისასა ღი҃ს-მშობელო:

დიდო შესავედრებელო შეცოდებულთაო, და დაცემულთა აღმადგინებელო, დაჰჴსენ…

გალობა ე. სძლისპირი. რომელმან შეიმოსე ნათელი.

დიდო შესავედრებელო შეცოდებულთაო, და დაცემულთა აღმადგინებელო, დაჰჴსენ სულისა ჩემისა, შფოთნი ვედრებითა შენითა, ქალწულო ღი҃ს-მშობელო:

ურჳსა ჟამი მომეახლა დედოფალო, და ჭირთა და უსასოებამან, მპოვეს მე საწყალობელი, გევედრები მიჴსენ ქალწულო, ღელუა-გუჱმული ესე:

საშინელ არს სახელი შენი ღი҃ს-მშობელო, და დამწუჱლ გუნდსა მას ეშმაკთასა, და მომჴსენებელთა მისთა, მაცხოვარ და მჴსნელ ვნებათაგან, და ყოველთა ურუათაგან:

მედგრად გარდავიჴადე, ცხოვრება ჩემი დედოფალო, უჯეროთა ცოდუათა…

გალობა ვ. სძლისპირი. ზღუა აღძრული ღელუა.

მედგრად გარდავიჴადე, ცხოვრება ჩემი დედოფალო, უჯეროთა ცოდუათა აღსრულებითა უბადრუკმან, მომეც ჟამი სინანულისა:

წუხილი ესე ჩემი, და ურუა სულისა ჩემისა, შესცუალე სიხარულად, საუკუნოდ ღი҃ს-მშობელო, რამეთუ შენ ხარ სასო ჩემი:

და ჰყუჱნ ცრუნი ბაგენი, და ენა მზაკუარი დაშრიტე, მწუალებელთა ქალწულო, და შფოთის მოყუარეთა კაცთა, ამბოხი დაჰჴსენ დედოფალო:

მეოხებითა შენითა, ბუნებით კაცთ-მოყუარე ღი҃ მოწყალე ჰყავ…

გალობა ზ. სძლიპირი. უფროსად ამაღლებულო.

მეოხებითა შენითა, ბუნებით კაცთ-მოყუარე ღი҃ მოწყალე ჰყავ ჩუჱნ ზედა, ქალწულო ღი҃ს-მშობელო რათა არა დაგუსაჯნეს ჩუჱნ, დღესა მას საშინელსა:

შენდა მომართ ღი҃ს-მშობელო, დაგჳც სასოება ჩუჱნი, მონათა ამათ შენთა და ჭირთა და ურუათა, და ყოველთა განსაცდელთა თანა წარუალთ შენ მიერ:

ნუ დამაგდებ ღი҃ს-მშობელო, სიტყჳთ და საქმით შებღალულსა, პირისა შენისაგან, არამედ შემიწყალე და მომმადლე მოტევება, საწყალობელსა ამას:

მტერი განმცდელი, გემოთა და გულის თქმათა, მსოფლიოთა…

გალობა ჱ. სძლისპირი. შენ მხოლოსა დამბადებე.

მტერი განმცდელი, გემოთა და გულის თქმათა, მსოფლიოთა მიერ დასწუავს სულსა ჩემსა გლახაკსა, და ნებავს დანთქმა და წარწყმედა ჩემი ქალწულო, არამედ შენ შემიწყალე და მაცხოვნე მე:

შენდამი დამიც სასოება ცხოვრებისა, ჩემისა ჵ დედაო ღი҃სა მაღლისაო და შენ მიერ დავსცემ მტერთა ჩუჱნთა ბოროტთა რამეთუ შენ ხარ სასოება ადამიანთა:

ყოველი ზრახუა, ბოროტი ჩემთჳს აღძრული, ბოროტის-მოყუარეთა კაცთა, დაჰჴსენ ქალწულო, რამეთუ შენ ხარ შესავედრებელი ჩემი, და შემწე და ჴელის-აღმპყრობელი:

სასოწარკუჱთილებისა სიღრმესა, დავინთქმი მე, ურიცხუთა ცოდუათათჳს ღი҃ს-მშობელო…

გალობა თ. სძლისპირი. ისაია მხიარულ-იყავ.

სასოწარკუჱთილებისა სიღრმესა, დავინთქმი მე, ურიცხუთა ცოდუათათჳს ღი҃ს-მშობელო ქე҃ს დედაო ნუ უგულებელს-მყოფ ცოდჳლსა, მონასა შენსა, არამედ მიჴსენ და მაცხოვნე მე:

სასო წარკუჱთილთა სასოო, და შემწეო ყოველთა, განწირულთაო სძალო, გევედრები შემიწყალე მე, გლახაკი ესე და უდები, და უწინარეს აღსასრულისა მომაქციე მე:

ვითარცა მონამან უჴმარმან, დიდება და მადლობა, შენი ღი҃სა დედაო, თანა-მდები ქრისტიანეთა, მიგიძღუანე წადიერებით, მიითუალე და სრულ-ჰყავ წყალობა შენი ჩუჱნ ზედა: