გულანი
საცდელი · 1.11.1
ხმა 5 · სამშაბათი 1 / 80მოალბე უ҃ო ღო҃ ჩემო საეშმაკოთა მიერ ღონეთა…

ხმა 5 · სამშაბათი

რვა ხმა

პარაკლიტონი · დაახლ. 28 წთ

მოალბე უ҃ო ღო҃ ჩემო საეშმაკოთა მიერ ღონეთა…

მწუხრად. დასდებელნი. მსგავსნი. სამეუფონი. ჴმა ე. გიხაროდენი.

მოალბე უ҃ო ღო҃ ჩემო საეშმაკოთა მიერ ღონეთა განფიცხებული გული ჩემი, და მომცენ მე წყარონი ცრემლთანი, რათა ვსტიროდე, მრავალთა ცოდუათა ჩემთა, და განჳბანო ბიწი ყოველი სულისა ჩემისა, და მოვიქცე ცნობად მიმართ კეთილთა საუკუნეთა, მომხედენ მე და შეისმინე ჩემი, და მოწყალე მექმენ მე უ҃ო, და განათავისუფლე სული ჩემი, მდაბალი ტანჯული ვნებათაგან, რათა შეწევნისა შენისა მიმთხუჱულმან ვჰყო ნება შენი:

პირსა ჩემსა არა-წმიდასა, და ჴელთა შეგინებულთა აღჳპყრობ შენდამი ღო҃ ყოვლად სახიერო, და გულსა შეგინებულსა გულის-სიტყუათა მიერ სარაგთა, და სულსა დაბნელებულსა ვნებათა მიერ და უჴმართა გემოვნებათა, მოგართუამ ყოვლად-უბადრუკი ესე, განმიპყრენ ყოვლად წმიდანი ეგე ნებნი შენნი კაცთ-მოყუარე, და განსწმიდე ბიწი მრავალთა და მძიმეთა ცოდუათა ჩემთა, და მაცხოვნე მე მაცხოვარ, გიღაღადებ შენ, ვითარცა სახიერმან:

მდინარენი მრღჳენი და ნაკადულნი ცოდუათანი განაჴმენ იესო ყოვლად სახიერო, და მოეც მონანულსა სულსა და შემუსრჳლსა გულსა ჩემსა წყარონი ცრემლთანი, რამეთუ აჰა განგუჱშორე შენგან ვითარცა უძღები, და ნებსით მოვაკლდი სახიერებასა შენსა მრავალ-მოწყალეო უ҃ო, შეგცოდე ნუ წარმწყმედ მე, და ნუ განმაგდებ ვიდრე დასასრულადმდე უღირსსა, რათა არა წარმიტაცოს მე ამპარტავანმან მან მტერმან ყოვლად ბოროტმან, არამედ მსწრაფლ მიჴსენ მე მძლავრებისაგან მისისა უ҃ო გევედრები:

მდინარენი საშინელნი და ყოვლად განსაკრთომელნი გრიგალთა ცოდჳსათა…

სხუა. დასდებელნი წინა-მორბედისა. ჴმა იგივე. მსგავსი.

მდინარენი საშინელნი და ყოვლად განსაკრთომელნი გრიგალთა ცოდჳსათა, გარე მოადგეს სულსა ჩემსა, და დამთქმენ მე და მიმზიდუჱნ სიღრმედ განწირულებისა, გარნა შენ ნათლის-მცემელო მაცხოვრისაო, უხილავი შეწევნა შენი გამოაჩინე ჩემზედა, ძალითა წიდათა მათ ოხათა შენთათა განაჴმენ იგინი, და აღჴოცენ ვიდრე დასასრულემდე, და მომეც მე გონებაჲ და ცრემლნი სინანულისანი, რათა ვჰსტიროდე ცოდუათა ჩემთათჳს და ვჰსცხონდე:

დავსდეგ ყოველსა სასოებასა ჩემსა შენ ზედა ჵ ბრძენო წინა-მორბედო, მექმენ მე შუამდგომელ მჴურუალე, და სასო ცხოვრებისა ჩემისა, შემწე და მფარუჱლ, და მჴუმილავ მღჳძარე, წინა-ძღუარ ნავთ-საყუდელ და შესავედრებელ, მყოფსა ამას განსაცდელთა შინა, და მჴსნელ ყოვლისაგან იძულებისა, რამეთუ გაქუს შენ კადნიერებაჲ უ҃ისა მიერ, და ძალი შენდა მოცემული მის მიერ, რომლითაცა მფარევდ შემეწიე, და მცევდ მონასა შენსა:

განმაძღე მე უპატიოსნესითა, და უწმიდესითა წყალობითა შენითა, განმიწმიდენ ყოველნი ბიწნი სოფლისა ვნებათანი სინანულისა და ცრემლთა მიერ, რამეთუ შენ-ხარ სულისა ჩემისა სიყუარულ და ნუგეშინის-ცემა და სიტკბოება გამოუთქმელი, აღასრულე უკუჱ სურჳლი და თხოვაჲ ჩემი მეოხებითა შენითა ქე҃ს მიმართ, რათა აღმრაცხოს მე ნაწილსა რჩეულთასა, და მოსცეს სოფელსა დიდი-წყალობაჲ:

დააცხრუჱნ ღუარნი ვნებათანი, და ცოდუათა ჩემთა უფსკრულნი…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა. მსგავსი.

დააცხრუჱნ ღუარნი ვნებათანი, და ცოდუათა ჩემთა უფსკრულნი განაჴმენ სძალო, წჳმითა ოხათა შენთათა და ნავთ-საყუდელსა, ღი҃სა ნებისასა, წარმიმართე მე, ხოლო მტერნი დღითი დღე მაჭირუჱბელნი სულისა ჩემისანი, და გემოთა, ბოროტთა მიერ მაშფოთებელნი, დაანთქენ მთხრებლსა, მას შინა წარწყმედისასა, და აღავსე მხიარულებითა, და შუჱბითა გული ჩემი, დაჰჴსენ ნისლი წყუდიადი, სულ-მოკლებისა ჩემისა მწარე, ქე҃ს ღი҃სა ვედრებითა, და მომანიჭე მე ქალწულო დღეს დიდი-წყალობაი:

უ҃ო ცოდუასა არა დავჰსცხრები, და კაცთ-მოყუარებისა შენისა…

სტიქარონსა ზედა. დასდებელნი სინანულისანი. ჴმა ე.

უ҃ო ცოდუასა არა დავჰსცხრები, და კაცთ-მოყუარებისა შენისა ღირს-ყოფასა ვერ გულის-ჴმა-ვჰყოფ, მძლე-ექმენ სიბრმესა ჩემსა, მხოლოო სახიერო და შემიწყალე მე:

უ҃ო შიშისა შენისაგან მეშინის, და ბოროტთა საქმედ არა დავსცხრები, ვისმე სამსჯავროსა შინა მსაჯულისაგან არა ეშინის, ანუ ვისმე ჰნებავნ განკურნება, და მკურნალსა განარისხებნ, ვითარმე სულ-გრძელო უ҃ო, უძლურებასა ჩემსა ზედა ლმობიერ-იქმენ და შემიწყალე მე:

ფარი სარწმუნოებისა შეიმოსეს, და ნიში ჯუარისა აღიღეს…

მოწამეთა.

ფარი სარწმუნოებისა შეიმოსეს, და ნიში ჯუარისა აღიღეს, და ტანჯუათა მიმართ ახოვნად განეწყუნეს, და ეშმაკსა საცთური და ზახებაჲ დაამჴუჱს, წმიდათა შენთა უ҃ო, მათითა მეოხებითა ვითარცა ყოვლად ძლიერმან ღთ҃მან, სოფელსა მშჳდობაჲ გარდამოუვლინე, და სულთა ჩუჱნთა დიდი-წყალობაჲ:

გნატრით შენ ღი҃ს-მშობელო ქალწულო, და გადიდებთ შენ…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

გნატრით შენ ღი҃ს-მშობელო ქალწულო, და გადიდებთ შენ მორწმუნენი ჯერისაებრ ქალაქსა შეურყეველსა, ზღუდესა დაურღუჱველსა, მტკიცესა ცხოვრებასა, და შესავედრებელსა სულთა ჩუჱნთასა:

რაჟამს მსაჯული იგი სიმართლისა დაჯდეს, და ბევრეულნი…

სამშაბათსა ცისკრად, შემდგომად ა. სტიხოლოღიისა, წარდგომანი, სინანულისანი. ჴმა ე.

რაჟამს მსაჯული იგი სიმართლისა დაჯდეს, და ბევრეულნი ანგელოსნი წინაშე დგენ, საყვირი იგი ჰჴმობდეს და საჴუმილი იგი ცეცხლისა ეგზებოდეს, რამე ჰყო შენ სულო ჩემო, მიგიყუანებდენ რა განკითხუად, რამეთუ მაშინ ბოროტნი შენნი წარმოგიდგებიან, და დაფარულნი ცოდუანი გემხილებიან, აწ უკუჱ პირუჱლ აღსასრულისა ლმობიერად ღაღადებდ, ვჰსცოდე ღო҃ ჩემო და შემიწყალე მე:

სულო ჩემო საწყალობელო, საწუთო ესე წარმავალ-არს, და…

უ҃ო ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ მე და ნუცა რისხჳთა შენითა მჰსწავლი მე:

სულო ჩემო საწყალობელო, საწუთო ესე წარმავალ-არს, და საუკუნო იგი წარუვალ, ვხედავ სამსჯავროსა, და საყდართა ზედა მსაჯულსა, და ვჰსძრწი განჩინებისაგან, აწ უკუჱ ისწრაფე მოქცევაჲ სინანულად სულო ჩემო, რამეთუ სასჯელი იგი თანა წარუვალ არს:

საღმრთოჲსა ძირისაგან აღმოჰსცენდი, საღმრთო ყუავილი, და გეწოდა…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა. თანა დაუსაბამოსა.

საღმრთოჲსა ძირისაგან აღმოჰსცენდი, საღმრთო ყუავილი, და გეწოდა შენ კიდობანი და სასანთლე, და საწმისი ოქრო-ფეროვანი, და ტრაპეზი წმიდა რომელსა პური ცხოვრებისა გაქუნდა, ევედრე ძესა შენსა და ღთ҃სა ჩუჱნსა ნათლის-მცემელისა თანა, რათა შეგჳწყალნეს და გუაცხოვნნეს ჩუჱნ რომელნი სარწმუნოებით დედოფლად აღგიარებთ შენ:

ჰგოდებდ ჵ სულო ჩემო, უკრძალუჱლობისათჳს შენისა, იგონებდ…

შემდგომად ბ. სტიხოლოღიისა, წარდგომანი სინანულისანი, ჴმა ე. თანა-დაუსაბამოსა.

ჰგოდებდ ჵ სულო ჩემო, უკრძალუჱლობისათჳს შენისა, იგონებდ ჟამსა სიკუდილისასა, განეშორე სოფლისა ზრუნუათაგან, შეუვრდი უ҃სა ღთ҃სა შენსა, და გაცხოვნებს შენ ვითარცა მხოლო კაცთ-მოყუარე:

ჴმა უ҃ისა და მწყემსთ-მთავრისა, ვისმინოთ ყოველთა ცოდჳლთა…

მიწყალე მე უ҃ო, რამეთუ უძლურ ვარ, განმკურნე მე:

ჴმა უ҃ისა და მწყემსთ-მთავრისა, ვისმინოთ ყოველთა ცოდჳლთა, რამეთუ ჩუჱნთჳს გამოჩნდა ჴორცითა ქუჱყანასა ზედა, და სინანულად მოუწოდა მსგავსად ჩემსა შეცოდებულთა, მჴნე-იყუჱნით და ნუგეშინინ, საწუთო არს შრომაჲ და მცირე, ხოლო მოსაგებელი ტკბილი და საუკუნო:

განსაკრთომელ-არს ხილუა ესე კაცობრივი, და გამოუთქმელ სახე…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა. მსგავსი.

განსაკრთომელ-არს ხილუა ესე კაცობრივი, და გამოუთქმელ სახე შობისა შენ შორის საცნაურ-ქმნილი, უბიწოო მარადის ქალწულო ღი҃ს-მშობელო, განაცჳფრებს გონებასა ჩემსა, და განაკრთობს გულის-სიტყუასა ჩემსა, დიდება შენი დედოფალო, ყოველთა ზედა გარდაფენილი, მაცხოვარი სულთა ჩუჱნთა:

ელისაბედ ბერწობისაგან განთავისუფლდა, ხოლო ქალწული კუალად ქალწულადუჱ…

შემდგომად გ. სტიხოლოღიისა, წარდგომანი. ჴმა ე. თანა-დაუსაბამოსა.

ელისაბედ ბერწობისაგან განთავისუფლდა, ხოლო ქალწული კუალად ქალწულადუჱ დაადგრა, რაჟამს ჴმითა გაბრიილისათა საშოსა შინა მუცლად-იღო, არამედ ჰკრთებოდა საშოთ გამო, რომელი საშოსა შინა ქალწულისასა პირუჱლ იცნა რა ღი҃ და მეუფე წინა-მორბედმან იოანე, ცხოვრებად ჩუჱნმდა განხორციელებული:

წმიდათა მოწამეთა მოღუაწებანი, ზეცისა ზალთა დაუკჳრდეს, რამეთუ…

მოწამეთა. დიდება შენდა, ღო҃ ჩუჱნო, დიდება შენდა.

წმიდათა მოწამეთა მოღუაწებანი, ზეცისა ზალთა დაუკჳრდეს, რამეთუ უჴორცოჲ მტერი, ჴორცითა მოკუდავითა დაამჴუჱს, და ძალითა ჯუარისათა კეთილად იღუაწეს, და მძლედ გამოსჩნდეს და შეჰმუსრეს იგი საბრჴით მისითურთ, და ევედრებიან ქე҃სა, ღთ҃სა, შეწყალებად სულთა ჩუჱნთათჳს:

დედაო ღი҃საო ყოვლად წმიდაო, ზღუდეო ქრისტეანეთაო, იჴსენ…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

დედაო ღი҃საო ყოვლად წმიდაო, ზღუდეო ქრისტეანეთაო, იჴსენ ერი შენი, რომელი ღაღადებს შენდამი ვედრებით, განაბნიენ და განსდევნენ ბილწნი და მწიკულევანნი გულის-სიტყუანი, რათა გიღაღადებდეთ შენ, გიხაროდენ მარადის ქალწულო დიდებულო:

განწმედაჲ ცოდუათა მოგუჱც ქე҃

სამშაბათსა, კანონი სინანულისა. რომლისა კიდურ-წერილობაჲ, თჳნიერ ღი҃ს-მშობლისა.

განწმედაჲ ცოდუათა მოგუჱც ქე҃.

ეტლთა სიმრავლე მხედრებითურთ, ზღუასა მეწამულსა, სიღრმესა შთაითხივნეს…

იოსებისი. გალობა ა. ჴმა ე. სძლისპირი.

ეტლთა სიმრავლე მხედრებითურთ, ზღუასა მეწამულსა, სიღრმესა შთაითხივნეს სიმტკიცითამკლავისათა, ქე҃ს მიერ იჴსნნეს ისრაილნი, და ძლევისა გალობასა ახლად იტყოდეს:

შემინდუჱნ ძჳრნი რომელნი ვქმენ, ქე҃ და მილხინე…

ტროპარნი.

შემინდუჱნ ძჳრნი რომელნი ვქმენ, ქე҃ და მილხინე პირუჱლ სოფლით განსლუადმდე, და განმბანე მწიკულთაგან მჴსნელო, რომელმან განსწმიდენ კეთროანნი და უბრალო-მყავ რაჟამს განჰსჯიდე დაბადებულთა:

თუალთა სულისა ჩემისათა, ბნელი მოეხჳა, და დამაყენებს მე განცდად, ნათელსა შენსა საღმრთოსა, მზეო დაუვალო განჰსწმიდენ ესე, და მჰსჯავრთა შენთა ნათელსა ღირს-მჰყავ განცდად:

ქე҃ს ვნებათა მცუჱლ-იქმნენით, უძილ და მოსწრაფე, და მტერთა სიბოროტნი, დაჰჴსენით მჴნენო მარტჳლნო, მეცა ცოდჳთა დამძიმებული ესე, სინანულისა მოსწრაფებად გულს-მოდგინე მჰყავთ:

ჴორცითა შებმა-უყავთ მტერსა, მარტჳლნო და დაამჴუთ, ძალითა ჯუარისათა, და დაანთქთ სისხლთა შინა თქუჱნთა, და გჳრგჳნნი ღი҃საგან მოიხუჱნით, და უგალობდით და აქებდით ღი҃უ-შუჱნიერად:

ბოროტთა ჩუჱულებათაგან, მიჴსენ ღი҃ს-მშობელო, და დამამტკიცე კლდესა…

ღი҃ს-მშობლისა.

ბოროტთა ჩუჱულებათაგან, მიჴსენ ღი҃ს-მშობელო, და დამამტკიცე კლდესა ზედა ქე҃ს მცნებათასა, შერყეული ესე მტერისა მიერ, და ღირს-მყავ სათნო-ყოფად ღი҃სა სინანულითა:

ნათლის-მცემელო ვედრება ესე შეიწირე

სხუა. კანონი წინა-მორბედისა. რომლისა კიდურ-წერილობაჲ.

ნათლის-მცემელო ვედრება ესე შეიწირე.

ცხოვრება წმიდა და უნივთო, ნივთიერითა მით, ჴორცითა…

იოსებისი. გალობა ა, ჴმა და სძლისპირი იგივე.

ცხოვრება წმიდა და უნივთო, ნივთიერითა მით, ჴორცითა აჩუჱნე შენ დიდო წინასწარ-მეტყუჱლო, ამისთჳს გევედრებით მსგავს შენდა მყუჱნ, რომელნი სარწმუნოებით გნატრით ღირსო:

უფსკრულსა მოწყალებისასა, მდინარესა შინა, ნათელ-ეც დიდებულო, წინა-მორბედო ამისთჳს, გევედრები განაჴმე ბრალთა ჩემთა, უფსკრული და განანათლე გონებაჲ ჩემი:

წინა-მორბედო მჴსნელისაო, მწიკულთა ცოდჳსათა, წარმღუნელი სინანული მითხოვე ქე҃ს ღი҃საგან, და ევედრე კაცთ-მოყუარესა უ҃სა, რათა მომმადლოს მე გლოვაჲ წმიდა-მყოფელი:

ჰშევ გამოუთქმელად თჳნიერ, სალმობათა სიტყუაჲ, რომელი ჰშუა…

ღი҃ს-მშობლისა.

ჰშევ გამოუთქმელად თჳნიერ, სალმობათა სიტყუაჲ, რომელი ჰშუა მამამან, უწინარეს საუკუნეთა, მას ევედრე ყოვლად წმიდაო ქალწულო, ჴსნად ყოველთა ვნებათაგან მოსავთა შენთა:

რომელმან, დააფუძნე ქუჱყანაჲ წყალთა ზედა, და მიეც…

გალობა გ. სძლისპირი.

რომელმან, დააფუძნე ქუჱყანაჲ წყალთა ზედა, და მიეც ნაყოფიერება ყოვლადუჱ, კლდესა ზედა ქე҃, მცნებათა შენთასა შეუძრავსა, დაამტკიცე ეკკლესიაჲ შენი, მხოლოო სახიერ და კაცთ-მოყუარე:

მარადის, აღგითქუამ სინანულსა მეუფეო, და კუალად, ცოდუათა…

ტროპარნი.

მარადის, აღგითქუამ სინანულსა მეუფეო, და კუალად, ცოდუათა აღუჱრევი მე, და რა ვჰქმნა ცოდჳლმან, ანუ თუ ვითარ გეჩუჱნო შენ, რაჟამს განიკითხჳდე სოფელსა, და მიაგებდე კაცად კაცადსა:

შეგცოდე მეცნიერებით და უმეცრებით შენ ქე҃ ღო҃ ჩემო, შეგივრდები ყოველთა მცნობელსა, შემიწყნარე ვითარცა უძღები:

მომკუდრითა და განხრწნილითა გონებითა მძლავრნი, საღმრთოსა ცხოვრებასა…

მოწამეთა.

მომკუდრითა და განხრწნილითა გონებითა მძლავრნი, საღმრთოსა ცხოვრებასა ტრფიალთა მარტჳლთა, სტანჯჳდეს უწყალოდ, ხოლო ძლევით-შემოსილნი იგი, აღიარებდეს ქე҃სა ღთ҃სა, და სატანჯუჱლთა მიითუალჳდეს:

ბანაკნი, ქე҃ს მოწამეთანი უძლეველნი, ბანაკსა წმიდასა, ზეცისა ძალთასა, და ანგელოსთა გუნდსა, თანა აღირაცხნეს და შეერთნეს, და მადლითა სულისა წმიდისათა, სწორ ანგელოსთა იქმნნეს ნეტარნი:

ნათლისა, საღმრთოჲსა ბჭეო ღი҃სა დედაო, განმიხუჱნ, მე…

ღი҃ს-მშობლისა.

ნათლისა, საღმრთოჲსა ბჭეო ღი҃სა დედაო, განმიხუჱნ, მე კარნი სინანულისანი, და სულისა ჩემისა, გლახაკისა შემოსავალნი, კარნი ვნებათანი დაჰჴშენ უხრწნელო, და განმივრცენ მე ბჭენი ცათანი:

რომელნი, მოვლენან ტაძრად შენდა სარწმუნოებით, მარადის, კურნებისა…

სხუა. სძლისპირი. იგივე.

რომელნი, მოვლენან ტაძრად შენდა სარწმუნოებით, მარადის, კურნებისა მადლთა მოისთულებენ, მეცა გევედრები, წყლულებანი, გულისა ჩემისანი, მედგრობითა ჩემითა მოწევნულნი, განჰკურნე დიდო წინა-მორბედო:

სულთ-ვითქუამ, და გოდებით შეპყრობილ-ვარ მარადის, საყდარსა, შენსა თუალ-უხუავსა რა მივხედნე, ქე҃ მართლ-მსაჯულო, ოხითა წინა-მორბედისათა, დაუსჯელად განმარინე მაშინ, ღო҃ მჴსნელო ჩემო, და მაცხოვნე მე:

ძუჱლისა, და ახლისა სჯულისა შუამდგომელ-იქმენ, საღმრთოჲთა შუამდგომელობითა იოანე, დაძუჱლებული ესე, მრავალთა ცოდუათაგან გევედრები, სინანულითა განმაახლე ნეტარო, რათა გალობით გადიდებდე შენ:

წმიდაო, დედაო და ქალწულო უბიწოო, ცოდუათა, და…

ღი҃ს-მშობლისა.

წმიდაო, დედაო და ქალწულო უბიწოო, ცოდუათა, და ბრალთა ბიწისაგან გჳჴსნენ, წმიდა-ჰყავ გული ჩუჱნი, და განანათლე გულის-სიტყუაჲ ჩუჱნი, და საუკუნოჲსა მის დასჯისაგან, განმათავისუფლენ და გვაცხოვნენ ჩუჱნ:

ესმა მოსლუაჲ შენი დიდებული, დაუკჳრდა ამბაკომს ქე҃…

გალობა დ. სძლისპირი.

ესმა მოსლუაჲ შენი დიდებული, დაუკჳრდა ამბაკომს ქე҃ და შიშით ღაღადებდა, გამოხუჱდ მაცხოვრად ერისა, შენისა და ჴსნად ცხებულთა შენთა:

სიტყუანი შენნი განმანათლებელნი, შეურაცხ-ვჰყუჱნ და საქმენი, ბნელისანი…

ტროპარნი.

სიტყუანი შენნი განმანათლებელნი, შეურაცხ-ვჰყუჱნ და საქმენი, ბნელისანი ვჰქმნენ და მეშინის, მერმისა მისგან დიდისა, სამსჯავროსა შენისა უ҃ო:

საღმრთოჲსა მის შიშისა აფრითა, ფრთოვან ვჰყოთ ნავი სულისა, და სინანულისა ნავთ-სადგურსა, ვისწრაფოთ მიწევნად და ესრეთ, ცოდჳსა ღელუათა ზესთავექმნნეთ:

იქმნენით მთა გარდამომდინარე, სიტკბოებისა მარტჳლნო, და ედემ…

მოწამეთა.

იქმნენით მთა გარდამომდინარე, სიტკბოებისა მარტჳლნო, და ედემ ღი҃უ-დასხმულ ჭეშმარიტად, და ხედ ცხოვრებისად გაქუნდათ თქუჱნ, ქე҃ ღი҃ ყოვლად ქებულნო:

ისრითა მოთმინებათა თქუჱნთათა, განგმირენით მოწამენო, მბრძოლნი ეშმაკნი უკეთურნი, და გჳრგჳნნი დიდებისანი, ქე҃ს ღი҃სა მიერ დაიდგენით:

ჵ ცოდჳლთა ჴელის-აღმპყრობელო, დაცემულთა აღდგომაო, და დაცემადთა…

ღი҃ს-მშობლისა.

ჵ ცოდჳლთა ჴელის-აღმპყრობელო, დაცემულთა აღდგომაო, და დაცემადთა განმამჴრობელო, ყოვლად წმიდაო დედოფალო, მაცხოვნე არა ღირსი ესე:

ზეცისა სუფევასა ღირს-იქმნენ, ვითარცა საღმრთოჲ მჴედარი, ქე҃ს…

სხუა. სძლისპირი. იგივე.

ზეცისა სუფევასა ღირს-იქმნენ, ვითარცა საღმრთოჲ მჴედარი, ქე҃ს ღი҃სა ნათლის-მცემელო, მას ევედრე დაუცხრომელად, შეწყალებად მგალობელთა შენთათჳს:

საშოთგანუჱ წმიდა-გყო უ҃მან, რამეთუ უწყოდა სიწმიდე, გულისა შენისა დიდებულო, მას ევედრე მგალობელთა შენთა, სათნო-ყოფად ღი҃სა გევედრებით:

მკუდართა ახარე მოსლუაჲ ქე҃სი, ჩუჱნთჳს მკუდრად შერაცხილისა, მას ევედრე წინა-მორბედო, განცხოველებად და ცხოვრებად, ჩუჱნდა ცოდჳთა მომკუდრისა ამის:

ქე҃ს მიმართ საკრუჱლითა შეერთებულმან ნეტარო, განჰჴსნენ საკრუჱლნი ბოროტთა ჩემთანი მეოხებითა შენითა, და წმიდათა მცნებათა დაცუად განმამტკიცე მე გევედრები:

შეგჳწყალე ქალწულო, რომელმან ღი҃ მოწყალე, გამოუთქმელად მუცლად-იღე…

ღი҃ს-მშობლისა.

შეგჳწყალე ქალწულო, რომელმან ღი҃ მოწყალე, გამოუთქმელად მუცლად-იღე, და მიჴსენ საუკუნეთა, სატანჯუჱლთაგან უბიწოო:

რომელმან შეიმოსე ნათელი სამოსლად, შენდა მოვივლტი შენ…

გალობა ე. სძლისპირი.

რომელმან შეიმოსე ნათელი სამოსლად, შენდა მოვივლტი შენ გიღაღადებ, განანათლე სული ჩემი, დაბნელებული ვითარცა ხარ მხოლო მრავალ-მოწყალე:

საქმეთაგან ცხოვრება არა მაქუს რამეთუ, ფრიად ვჰსცოდავ…

ტროპარნი.

საქმეთაგან ცხოვრება არა მაქუს რამეთუ, ფრიად ვჰსცოდავ ქუჱყანასა ზედა, და საშინელთა საყდართა, შენთაგან ვსძრწი რაჟამს დასჯიდე ცოდჳლთა ქე҃ ღო҃:

ჵ ვითარ უგუნურ-ვიქმენ ჵ ვითარ დავბნელდი, ვითარ არა გულის-ჴმა-ვჰყავ შიში შენი, არამედ ქუჱ-დადრეკილლი, პირუტყვთა ვემსგავსე სახიერ, მომაქციე წყალობით:

მწყობრმან მარტჳლთამან დაჰჴსნა ბნელი ტანჯუათა, და განაბრწყინუა…

მოწამეთა.

მწყობრმან მარტჳლთამან დაჰჴსნა ბნელი ტანჯუათა, და განაბრწყინუა ღი҃ს-მსახურებაჲ, და მრავალ ღუთაებისა, წყუდიადი ბნელი განიოტა, და ნათლად საღმრთოთ ამაღლდა:

წმიდა-ჰყავ გონებაჲ ჩემი ქე҃ მეოხებითა, წმიდათა შენთა მოწამეთათა, და აღსავსე-ჰყავ ნათლითა, და საუკუნეთა დიდებითა, რათა გადიდებდე შენ:

ღი҃სა მიმართ მეოხებითა შენითა სძალო, მოგუმადლე ცოდჳლთა…

ღი҃ს-მშობლისა.

ღი҃სა მიმართ მეოხებითა შენითა სძალო, მოგუმადლე ცოდჳლთა სინანული, და შუამდგომელგუჱქმენ ჩუჱნ, სასოო ქრისტეანეთაო, და შესავედრებელო:

ბერწისა საშომან გშუა შენ წინა-მორბედო, მწოდებელად ბერწთა…

სხუა. სძლისპირი. იგივე.

ბერწისა საშომან გშუა შენ წინა-მორბედო, მწოდებელად ბერწთა გონებათა, და სიტყუათა შენთა მიერ, ნაყოფიერთა ნაყოფითა, კეთილითა აღუსებად:

აღყუავენ უდაბნოსა შინა ვითარცა შროშანი სუნნელი, ამისთჳს გევედრები მე წინა-მორბედო, ყოველი სიბოროტე და სიმყრალე, სულისა ჩემისა მოსპე:

შორის სჯულისა და მადლისა დასდეგ ბრძენო, ამისთჳს გიღაღადებ ძლეული, სჯულითა ცოდჳსათა და დანთქმად მიახლებული, მიჴსენ წინა-მორბედო:

ბჭეო დიდებისაო განუვლელო უხრწნელო, განმიხუჱნ ბჭენი სინანულისანი…

ღი҃ს-მშობლისა.

ბჭეო დიდებისაო განუვლელო უხრწნელო, განმიხუჱნ ბჭენი სინანულისანი, რათა ღირს-ვიქმნე მე შესლუად, საღმრთოსა განსუჱნებასა, და ბჭეთა ზეცისათა:

ზღუა აღძრული ღელჳთა, წარმწყმედელი დააცხრუჱ ქე҃, შერისხჳთ…

გალობა ვ. სძლისპირი.

ზღუა აღძრული ღელჳთა, წარმწყმედელი დააცხრუჱ ქე҃, შერისხჳთ დააყუდე, მეცა დანთქმული ცოდუათაგან, აღმომიყუანე მოწყალე:

კეთილთა საქმეთათჳს, დაცემულვარ სამარადისოდ, უგულის-ჴმოებითა. სიბრმე გონებისა…

ტროპარნი.

კეთილთა საქმეთათჳს, დაცემულვარ სამარადისოდ, უგულის-ჴმოებითა. სიბრმე გონებისა ჩემისა, დაჰჴსენ და შემიწყალე ქე҃:

სულთქმა ჩემი ისმინე, ვითარცა იგი მეზუჱრისა, ჵ ქე҃ სახიერო, და მეძჳსა მის ცრემლთა ღირს-მყავ, რათა განჳბანნე ცოდუანი:

ჵ დიდო მოწამენო, დიდად შეცოდებული ესე მიჴსენით…

მოწამეთა.

ჵ დიდო მოწამენო, დიდად შეცოდებული ესე მიჴსენით ცეცხლისაგან, მძაფრისა და უშრეტისა, რათა დიდად გადიდებდე თქუჱნ:

ახოვნებით იღუაწეს, და ბრწყინუალედ გჳრგჳნოსან-იქმნნეს, მარჯუჱნითა შენითა, მარტჳლნი შენნი ქე҃ ღო҃, მათ მიერ აცხოვნენ სულნი ჩუჱნნი:

ქალწულო დიდებულო, კიდობანო სიწმიდისაო, ნათლისა სასანთლეო, პურისა…

ღი҃ს-მშობლისა.

ქალწულო დიდებულო, კიდობანო სიწმიდისაო, ნათლისა სასანთლეო, პურისა ცხოველისა ტაბლაო, მყავ მე სახლ სულისა წმიდისა:

ნათლითა ბრწყინუალითა, ჰბრწყინავ ქე҃ს წინა-მორბედო, და განაბრწყინუჱბ…

სხუა. სძლისპირი. იგივე.

ნათლითა ბრწყინუალითა, ჰბრწყინავ ქე҃ს წინა-მორბედო, და განაბრწყინუჱბ გულთა, მადიდებელთა შენთასა, მადლთა მიერ ზეგარდამოთა:

მედგრობისა ძალითა, შეპყრობილი წინა-მორბედო, ძალითა ვედრებათა, შენთათა გულს-მოდგინე-მყავ მე, ყოფად საღმრთოსა ბრძანებათა:

ყოველთა ურუათაგან, გჳჴსნენ ქე҃ს წინა-მორბედო, შევედრებულნი შენნი, და რომელთა ესე მოგჳგიე, ქე҃ს მიმართ ოხად ნეტარო:

ნიავქარი ცოდუათა, დამნთქამს უხრწნელო დედოფალო, ისწრაფე და…

ღი҃ს-მშობლისა.

ნიავქარი ცოდუათა, დამნთქამს უხრწნელო დედოფალო, ისწრაფე და მიჴსენ მე, და შემიყუანე ნავთ-სადგურსა სინანულისასა უბიწოო:

უფროსად ამაღლებულმან, ღთ҃მან მამათა ჩუჱნთამან, საჴუმილი მოტყინარე…

გალობა ზ. სძლისპირი.

უფროსად ამაღლებულმან, ღთ҃მან მამათა ჩუჱნთამან, საჴუმილი მოტყინარე, ყრმათა მათ განუქარუა, და იგინი ღაღადებდეს, ღო҃ შენ კურთხეულ-ხარ:

უსჯულოებანი ჩემნი, და აურაცხელნი ბრალნი, გამინდუჱნ სახიერო…

ტროპარნი.

უსჯულოებანი ჩემნი, და აურაცხელნი ბრალნი, გამინდუჱნ სახიერო და საუკუნეთა მათ, სატანჯუჱლთაგან განმარინე, მოწყალებათა შენთათჳს:

მსგავსად უძღებისა მის, სიმდიდრე რომელი მომეც, წარუაგე უძღებებით და სიყმილი განმხრწნის მე, მოქცეული შემიწყალე მამაო სახიერო:

მოაკუდინეთ თქუჱნ მაცთური, ასოთა მოკუდინებითა, და მრავალთა…

მოწამეთა.

მოაკუდინეთ თქუჱნ მაცთური, ასოთა მოკუდინებითა, და მრავალთა ტანჯუათა ახოვნად თავს-დებითა მოწამენო უ҃ისანო, ამისთჳს გიგალობთ თქუჱნ:

სიმრავლენი ეშმათანი, და მძლავრთა მწყობრნი უღმრთონი, მოთმინებათა თქუჱნთა სიმჴნითა განგმირენით, და ცხოვრებად საუკუნოდ, შეხუჱდით მოწამენო:

ცხოვრებისა საყუდელად, გიცნობთ ყოველნი ქალწულო, ღელუანი ვნებათანი…

ღი҃ს-მშობლისა.

ცხოვრებისა საყუდელად, გიცნობთ ყოველნი ქალწულო, ღელუანი ვნებათანი მყუდროებად შესცუალენ, და სინანულისა მოგებაჲ, მოეც მოსავთა შენთა:

სიტყჳთ გევედრები შენ, სიტყჳსა წინა-მორბედო, ვითარცა ჴმა…

სხუა. სძლისპირი, იგივე.

სიტყჳთ გევედრები შენ, სიტყჳსა წინა-მორბედო, ვითარცა ჴმა მამისა განჰჴსენ შობასა შენსა, დაჰჴსენ ბრალთაცა ჩემთა საკრუჱლნი წინა-მორბედო:

მზეო ყოვლად-ბრწყინუალეო, მომმადლე მე სინანულისა, ნათელი შუჱნიერი და მიჴსენ ბნელისაგან, და ვნებათა შემაშფოთებელთა, გულისა ჩემისათა:

სული მაქუს ბერწი და გული, უნაყოფოჲ უბადრუკსა, ნაყოფო შუჱნიერო ბერწისაო ნაყოფთა, სინანულისათა გამოღებაჲ, მოითხოე ქე҃ს ღი҃საგან:

მამასა თანა სწორად, ძესა და სულსა წმიდასა…

სამებისა.

მამასა თანა სწორად, ძესა და სულსა წმიდასა, უგალობთ და ვედიდებთ სამებასა წმიდასა, განუყოფელად და ვიტყჳთ, ღო҃, შენ კურთხეულ-ხარ:

ახლად ყრმად გჳშევ ქალწულო, ქე҃ განახლებაჲ ჩუჱნი…

ღი҃ს-მშობლისა.

ახლად ყრმად გჳშევ ქალწულო, ქე҃ განახლებაჲ ჩუჱნი, დაძუჱლებულთა ამათ ძუჱლითა ურჩებითა, სძალო ყოვლად უბიწოო, ღი҃ მამათა ჩუჱნთა:

შენ მხოლოსა, დამბადებელსა ყოველთასა, გალობა სულიერი გიღაღადეს…

გალობა ჱ. სძლისპირი.

შენ მხოლოსა, დამბადებელსა ყოველთასა, გალობა სულიერი გიღაღადეს ყრმათა ყოველნი საქმენი უ҃სა უგალობდით, და ამაღლებდით მას უკუნისამდე:

აჰა ესერა, შეყროლდეს და დალპეს მწარედ, სულისა…

ტროპარნი.

აჰა ესერა, შეყროლდეს და დალპეს მწარედ, სულისა ჩემისა წყლულებანი უ҃ო, და დავგლახაკენ და დავმდაბლდი სრულიად, სინანულისა წამლითა განმკურნე მაცხოვარ:

გუჱლმან მზაკუარმან, გულარძნილმან უკეთურმან, შემიტყუა და აღმავსო ბოროტითა, და სულთქმით ვჰჴმობ ნუ განმიშორებ მე სიტყუაო, დასჯილსა ამას და მწარედ დამდაბლებულსა:

არა შეგიცთეს, სლუანი თქუჱნნი მარტჳლნო, ხოლო მტერთა ჯუარისათა რომელნი იგი აზმნობდეს, შებრკოლებასა თქუჱნსა დასცენით სრულიად, ბრძენნო ღუაწლით-შემოსილნო ქე҃სნო:

სიყუარულისა საღმრთოსაგან მარტჳლნო, ვერა-რამან შეუძლო განშორებად თქუჱნდა, არცა ცეცხლმან, არცა მჴეცთა და არცა მახჳლმან, არცა სიყმილმან და არცა ურმის-თუალთა:

ჵ სიქადულო ანგელოსთა და კაცთაო ღი҃სა დედაო…

ღი҃ს-მშობლისა.

ჵ სიქადულო ანგელოსთა და კაცთაო ღი҃სა დედაო თავს-მდებ მექმენ მე, რათა მოვიქცე, და მოვიღო შენდობა ცოდუათა, მეცნიერებით და უმეცრებით ქმნილთა:

იორდანისა, წყლითა ნათელ-სცემდ ერთა და ჰქადაგებდ სინანულსა…

სხუა. სძლისპირი. იგივე.

იორდანისა, წყლითა ნათელ-სცემდ ერთა და ჰქადაგებდ სინანულსა წინა-მორბედო, მეცა გიღაღადებ ღუარნი ვნებათა ჩემთანი განაჴმენ, და მომცენ ცრემლთა ნაკადულნი:

შეძრწუნდი სულო, ჩემო და მოიჴსენე, სამსჯავრო საღმრთოჲ და ჴმა-ჰყავ ჵ მოწყალეო, ნათლის-მცემელისა შენისა მიერ მაცხოვნე, და შემიწყალე და მიჴსენ სატანჯუჱლთა მათგან:

შეგინებულთა, ბაგეთა და ენისა, აღუსძრავ ვედრებად შენდა ჵ წინა-მორბედო, ისწრაფე შეწევნად ჩემდა მიდრეკილსა ამას, ბრძოლათა მათგან მტერისა მზაკუარისათა:

აწჳმე ჩუჱნდა მამაო და ძეო და სულო…

სამებისა.

აწჳმე ჩუჱნდა მამაო და ძეო და სულო ცოდუათა მოტევებაჲ, რათა სრულისა ცხოვრებისა მიმთხუჱულნი, უფროსად აღგამაღლებდეთ შენ ყოველსა შინა უკუნისამდე:

აღგუამაღლენ ჩუჱნ, მაღლითა შობითა შენითა, მთხრებლისაგან ცოდუათა…

ღი҃ს-მშობლისა.

აღგუამაღლენ ჩუჱნ, მაღლითა შობითა შენითა, მთხრებლისაგან ცოდუათა და ბრალთა ჩუჱნთასა, ამისთჳსცა ჴმითა მადლობისათა ყოველნი ღი҃სა დედაო აღგამაღლებთ შენ უკუნისამდე:

ისაია მხიარულ-იყავ, ქალწულმან მუცლად-იღო, ჰშუა ძე დაუსაბამოჲ…

გალობა თ. სძლისპირი.

ისაია მხიარულ-იყავ, ქალწულმან მუცლად-იღო, ჰშუა ძე დაუსაბამოჲ, ემმანუილ ღი҃ და კაცი, აღმოსავალ სახელი მისი, მას ვადიდებდეთ, და რომელმან ჰშუა იგი ვნატრიდეთ:

რათა ვაქებდე სულ-გრძელებასა, შენსა ყოვლად-ძლიერო, სულ-გრძელ-იქმენ ჩემ…

ტროპარნი.

რათა ვაქებდე სულ-გრძელებასა, შენსა ყოვლად-ძლიერო, სულ-გრძელ-იქმენ ჩემ ზედა, და ნუ მომკუჱთ, ვითარცა ლეღუსა, უნაყოფოსა გიღაღადებ, რათა ნაყოფნი, სათნონი შენნი შევჰსწირნე შენდა:

ვითარ საშინელ-ხარ მხოლოო, მტკიცეო და ძლიერო, და ვინ დაუთმოს ქე҃ საშინელსა რისხუასა შენსა, რაჟამს იგი დაჰსჯდე განკითხუად, მაშინ დამიცევ, მე დაუსჯელად ყოვლად ძლიერო:

წყლულებითა ჴორცთა თქუჱნთათა, სენთა და სალმობათა, სნეულთასა…

მოწამეთა.

წყლულებითა ჴორცთა თქუჱნთათა, სენთა და სალმობათა, სნეულთასა განჰკურნებთ, მოწამენო ბოროტნი იგი, ვნებანი სულისა ჩემისანი, განჰკურნენით თქუჱნ, მკურნალნო ბრძენნო და გამოცდილნო:

მზისა ბრწყინუალებისა უფროს, ბრწყინავს სამარხოჲ ძუალთა, თქუჱნთა ღუაწლისა-მძლენო, და მადლთაგან ზეგარდამოთა, განაბრწყინუჱბს სულთა და გულთა, სარწმუნოებით, მოსავთა თქუჱნთა და შემსხმელთასა:

ღრუბლად ნათლისა გამოსჩნდი შენ, წინა-მძღურად მორწმუნეთა, და…

ღი҃ს-მშობლისა.

ღრუბლად ნათლისა გამოსჩნდი შენ, წინა-მძღურად მორწმუნეთა, და ქუჱყანად აღთქმისა, შემყუანებელ მიმადლებულო, და ბჭედ ცხოვრებისა უოხჭნოჲსა, ამისთჳს ქებით გადიდებთ ღირსო ღი҃სა დედაო:

გიხაროდენ შენ წმიდაო დედოფალო, დედათა დიდებაო, ქალწულთა…

სხუა. სძლისპირი.

გიხაროდენ შენ წმიდაო დედოფალო, დედათა დიდებაო, ქალწულთა თუალო, რამეთუ მეტყუჱლება ვერ შემძლებელ არს, ღირსად ქებასა შობისა შენისასა, ამისთჳს სარწმუნოებით გადიდებთ შენ:

აჰა ესერა შუჱნიერება ტაძრისა შენისა, ვითარცა სამყაროჲსა, წინა-მორბედო ბრწყინავს სოფელსა შინა, რომელსა იგი მოსლჳთა შენითა, ბრწყინუალებითა საღმრთოჲთა, განანათლებ და განაბრწყინუჱბ, რომელნიცა სამარადისოდ, მას შინა გალობით გნატრიან:

ვითარცა ხარ საყუარელი მეგობარი მეუფისა, ქე҃ს ნათლის-მცემელო ყოვლად ნეტარო, მოდრიკე გული ჩემი, და ღირს-მყავ მჴურუალედ შეყუარებად მისსა, ხოლო განმხრწნელთა ვნებათა, და შთამჴდელთა ჩემთა წარსაწყმედელად, მოძაგებად და განშორებად, რათა მჴურუალედ გადიდებდე:

არა იქმენ შენ ლელწამ შერყეულ, სულთა მიერ ბოროტთა, დიდო წინა-მორბედო, არამედ საღმრთო სიმტკიცე ჩუჱნ ყოველთა, და ზღუდე შეურყეველ ეკკლესიათა, რომელნი ლოცჳთა შენითა, შეურყეველად დაამტკიცენ, და დააცხუჱნ ყოველნი საცთურნი, და დასცენ წყლულებანი ბოროტნი:

მოსლუა დამბადებელსა კართა ზედა მოახლებულ-არს, რასამე არა იგლოვ, სულო ცოდჳლო, უწესოდ ცხოვრებულო, განიფრთხუჱ და უღაღადებდი უ҃სა, შემიწყალე ჵ სახიერო, დიდისა წინა-მორბედისა, შენისა მეოხებითა, ვითარცა ხარ მრავალ-მოწყალე:

ნათლით შემოსილად ეტლად მზისად გამოსჩნდი ჭეშმარიტად, რომელი…

ღი҃ს-მშობლისა.

ნათლით შემოსილად ეტლად მზისად გამოსჩნდი ჭეშმარიტად, რომელი გამობრწყინდა, შენთა უხრწნელთა წიაღთაგან ქალწულო, და დაჰჴსნა ბნელი წყუდიადი საცთურისა, ამისთჳს ჯერისაებრ სარწმუნოებით, გადიდებთ უსძლოო სასოო ყოვლისა სოფლისაო, მეოხ-გუჱყავ სულთა ჩუჱნთათჳს:

ჵ მე რასა ვემსგავსე უნაყოფოსა მას ლეღუსა…

აღჳვსენითსა ზედა, დასდებელნი. სინანულისანი. ჴმა ე.

ჵ მე რასა ვემსგავსე უნაყოფოსა მას ლეღუსა, და მეშინის მე წყევისა მისგან და მოკუჱთისა, არამედ შენ ზეცათა მუშაკო ქე҃ ღო҃, უნაყოფოჲ სული ჩემი, ნაყოფიერად გამოაჩჲნე, და ვითარცა უძღები იგი შჳლი, მეცა შემიწყალე და შემიწყნარე:

სიმრავლე ცოდუათა ჩემთა უგულებელს-ჰყავ უ҃ო, რომელი ეგე იშევ ქალწულისაგან, და ყოველნი ბრალნი-ჩემნი აღჴოცენ, გულის-სიტყუა მოქცევისა მომმადლე, ვითარცა მხოლო კაცთ-მოყვარე-ხარ, გევედრები შემიწყალე მე:

წმიდათა მოწამეთა ქუჱყანასა ზედა, იღუაწეს, ჰაერსა ყინელსა…

მოწამეთა.

წმიდათა მოწამეთა ქუჱყანასა ზედა, იღუაწეს, ჰაერსა ყინელსა დაუთმეს, ცეცხლსა მიეცნეს წყალმან იგინი შეიწყნარნა, მათი არს ჴმა ესე განუვლეთ ჩუჱნ ცეცხლი და წყალი, და გამომიყუანენ ჩუჱნ განსასუჱნებელად, მათითა მეოხებითა უ҃ო აცხოვნენ სულნი ჩუჱნნი:

სასოებაო უსასოთა და განგდებულთაო, და შემწუჱლ, შენდა…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

სასოებაო უსასოთა და განგდებულთაო, და შემწუჱლ, შენდა მოლტოლჳლთაო, ყოვლად წმიდაო დედოფალო ქალწულო, გარდამოავლინე ჩუჱნ ზედა შეწევნაჲ შენი:

ავაზაკმან ჯუარსა ზედა ღუთად გქადაგა, და ჰრწმენა…

სამშაბათსა მომიჴსენენი. ჴმა ე.

ავაზაკმან ჯუარსა ზედა ღუთად გქადაგა, და ჰრწმენა შენდა მომართ, ქე҃ და აღგიარა შენ, მჴურუალითა გულითა, და ჰჴმობდა წადიერებით, მომიჴსენე მეუფეო სასუფეველსა შენსა:

ვითარცა განამართლე ქე҃ მეძავი იგი, რაჟამს ცრემლითა შეგივრდა, ეგრეთუჱ მეუფეო ღო҃ ყოვლისა ცოდჳსაგან, მეცა განმათავისუფლე, კაცთ-მოყუარეობისა შენისა, წამის-ყოფითა სახიერ:

წინა-მორბედსა ქე҃სა რომელმან, გუასწავნა გზანი წრფელნი, ყოველნი ვნატრიდეთ იოანეს, რათა მეოხებითა, და მოძღურებითა მისითა, შეცოდებათაგან განუჱრნეთ, და ვპოვოთ ჩუჱნ ცხოვრებაჲ:

სასუმელი ქე҃სი ჰსუთ მოწამენო, ახოვნითა სულითა, მრღჳეთა…

მოწამეთა.

სასუმელი ქე҃სი ჰსუთ მოწამენო, ახოვნითა სულითა, მრღჳეთა წყალთაგან ცოდჳსათა მეოხებათა თქუჱნთა, ცუარითა ყოვლად წმიდითა, მიჴსენით ღთ҃-შემოსილნო, და მასუთ ღჳნოჲ ცხოვრებისაჲ:

მიუწთომელო ღო҃ ყოვლად-ძლიერო, სამებაო, და ერთობაო, მეოხებითა…

დიდება.

მიუწთომელო ღო҃ ყოვლად-ძლიერო, სამებაო, და ერთობაო, მეოხებითა წინა-მორბედისა შენისათა მაცხოვნე მე და მიჴსენ მე ბნელისაგან და ალისა, რომელნი იგი წინა მიცს მე:

მარადის ბოროტთა საქმეთაგან ვჰსძრწი, და მწარედ შევიგინები…

აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

მარადის ბოროტთა საქმეთაგან ვჰსძრწი, და მწარედ შევიგინები, ქალწულო შეუგინებელო, და დედაო ქე҃სო, მეოხებითა შენითა, ყოვლისა მწიკულისაგან მიჴსენ, და წმიდა-მყავ დედოფალო:

მხოლოსა უხრწნელსა, საცნაურსა ღრუბელსა, და საღმრთოსა მის…

სერობისად. გალობანი წმიდისა ღი҃ს-მშობისანი. გალობა ა. ჴმა ე. სძლისპირი. მჴსნელსა ჩუჱნსა.

მხოლოსა უხრწნელსა, საცნაურსა ღრუბელსა, და საღმრთოსა მის სულისა წმიდისა, ცუარსა შემწყნარებელსა, დღეს დედასა ღი҃სასა, გალობითა საღმრთოთა დიდების ვმეტყუჱლებდეთ:

მე დასჯილი ესე, ცოდუათა ბოროტთაგან, ვითხოვ ძლიერსა შეწევნასა შენსა, მილხინე მე და მაცხოვნე ღი҃სა დედაო, მეოხებითა შენითა რამეთუ დიდებულ ხარ:

მცნებანი საღმრთონი, ძისა და მეუფისა, შენისანი მე შეურაცხვჰყუჱნ სძალო, და ესრეთ სასჯელისა მის, მერმისაგან მიჴსენ, დაუსჯელად მრავალ-მოწყალებითა შენითა:

მრავალთა ბრალთაგან, და ცოდუათა შეცული, მეოხებისა შენისა საფარუჱლსა, შევევედრები ქალწულო მაცხოვნე და მიჴსენ, და მარჯუჱნე შენი სახიერი შემწე მეყავნ მე:

უმამო, შენგან და უდედო მამისაგან, ქალწულო, უვნებელად…

გალობა გ. სძლისპირი. რომელმან დააფუძნა ქუჱყანა.

უმამო, შენგან და უდედო მამისაგან, ქალწულო, უვნებელად განკაცნა შენგან, და ჴორცნი შეისხნა და ეგო აუგებელი, უქცეველად ღუთაებითა, და გუაცხოვნა ჩუჱნ განკაცებითა:

ბნელისა, და წყუდიადისა ვნებათა ვჰბაძავ მარადის, და სული ჩემი უბადრუკი იძლევის, კუჱთებითა მათითა, ამისთჳს გევედრები ქალწულო, მომფინე ნათელი შენდობისა და განმამტკიცე უძლური ესე:

ქალწულო, ნუ უგულებელს-ჰყოფ მდებარესა, წყვდიადსა შინა უკუნსა ცოდჳსასა, და ბოროტად სნეულსა, არამედ მოყავ ჩემდა მარჯუჱნა, შენი სახიერო და მაცხოვნე მე, და აღმადგინე დაცემისაგან:

ცთომათა, და მცნებათა საღმრთოთა გარდასლჳთა, ბუნება ჩუჱნი ცოდჳთა დაძუჱლებული, ბუნებათა უაღრეს შობითა შენითა ღი҃სა დედაო განაახლე და უჴრწნელ ჰყავ კურთხეულო, ამისთჳს ღირსად გნატრით წმიდაო:

ცათა სიტყჳთ დამამყარებელი, საშოსა რა დაიტიე, არა…

გალობა დ. სძლისპირი. ესმა მოსლუა შენი.

ცათა სიტყჳთ დამამყარებელი, საშოსა რა დაიტიე, არა იცუალე ბუნებითა, არცა ქალწულება შენი, განიხრწნა შემდგომად შობისა შენისა:

მრავალთა ბრალთაგან დაცემული, და ცოდუათა დამონებული, აღმადგინე მეოხებითა შენითა ყოვლად ძლიერითა, და მიჴსენ ვნებათაგან ქალწულო:

სილაღით და ამპარტავნებით, იზახებს მტერი მოშურნე, და აზმნობს შთაგდებასა ჩემსა, ქუჱსკნელად ჯოჯოხეთად, მოყავ ჴელი და მაცხოვნე ქე҃:

გარდამოჴდა შენ ზედა დედოფალო, ვითარცა ცუარი ზეცისა, და მოსცა ცხოვრება სოფელსა, და განაჴმნა ღუარნი ცოდჳსანი, ქე҃მან ცუარმან ცხოვრებისამან:

ლმობიერ მყავ მე ქე҃ წყალობითა შენითა, და…

გალობა ე. სძლისპირი. რომელმან შეიმოსა ნათელი.

ლმობიერ მყავ მე ქე҃ წყალობითა შენითა, და მწიკულისა მისგან ვნებათასა, განმბანე მეოხებითა მშობელისა შენისათა, ვითარცა მოწყალე ხარ:

მომფინე მე ნათელი პირისა შენისა, დანთქმულსა ბნელსა შინა ვნებათასა, მზისა მის სიმართლისა, დედაო ყოვლად ბრწყინუალეო და აღმავსე მადლითა:

ნავთ-სადგურსა მაცხოვარებისა შენისასა, უფსკრულთაგან ცოდჳსა ბრალთასა მეოხებათა შენთა, მოწყალებითა შემიყვანე ქალწულო უბიწოო:

შენ მხოლო კურთხეულ-ხარ დედათა შორის, რამეთუ შენ შორის დაემკჳდრა, სიტყუა მამისა ქალწულო, და გყო შენ კარად ცხოვრებისად, და ტაძრად სიწმიდისად:

ცოდუათა სიმძიმეთა, დაღონებულვარ და სიღრმესა, სასო წარკუჱთისასა…

გალობა ვ. სძლისპირი. ზღუა აღძრული ღელუათა.

ცოდუათა სიმძიმეთა, დაღონებულვარ და სიღრმესა, სასო წარკუჱთისასა, მდებარე შენდა მოვისწრაფი, ჴელი აღმიპყარ ღი҃ს-მშობელო:

დაჴსნილებით წარუაგე, და განულიე ცხოვრება ჩემი, და ჟამთა აღსასრულსა, მიწევნულ ვარ და მეშინის, სიკუდილისაგან დედოფალო:

ყოველთა ბრალთა შინა, მიმოვეკუჱთე და განჳხრწენ, გზათა ცხოვრებისათა, წარმიძეღუ აწ ღი҃სა დედაო განფრდილსა უსჯულოებითა:

ანგელოსისა მიერ, გიხაროდენი შეიწყნარე, და მოსპე მწუხარება, პირუჱლისა დედისა და წყარო შენდობისა, აღმოუცენე:

კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო, რომელი მეოხებითა დედისა შენისათა…

გალობა ზ. სძლისპირი. უფროსად ამაღლებული.

კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო, რომელი მეოხებითა დედისა შენისათა მომცემ მოტევებასა, ცოდუათასა და ვღაღადებ, ღო҃ შენ კურთხეულ ხარ:

შეკრული საკრუჱლითა, ცოდუათათა მეოხებითა, შენითა განჴმსენ სძალო, და შემკარ საღმრთოთა მით, სიყუარულითა და ჴმა-ვჰყო, ღო҃ შენ კურთხეულ-ხარ:

სოფლისა საძნაურთაგან ღელუა გუჱმული და დანთქმული, და შენდა მოლტოლჳლი განმარინე მაცხოვნე, ჵ ჭეშმარიტო დედაო, ყოველთა მეუფისაო:

კურთხეულ-არს დედოფალო, ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მეუფე არს და ღი҃ მაცხოვარი, ყოველთა და ვღაღადებთ, ღო҃ შენ კურთხეულ-ხარ:

ღი҃ მოწყალე გჳშევ ღი҃სა დედაო, რომელმან მოწყალებითა…

გალობა ჱ. სძლისპირი. შენ მხოლო სანატრელო.

ღი҃ მოწყალე გჳშევ ღი҃სა დედაო, რომელმან მოწყალებითა და წყალობითა, განმიხუნა მე ბჭენი სინანულისანი და ცხოვრებისა წინა-მძღუარნი მცნებანი მომცნა:

მეოხებისა ცოდუათასა მდინარე, და უფსკრული შენდობისა გჳშევ ქალწულო, ამისთჳს გევედრები შეცოდებათა ჩემთა, მწიკული განწმიდე მეოხებითა შენითა:

ღელუა გუჱმული, სოფლისა ღელუათაგან, სული ჩემი ჵ დედოფალო დააყუდე, მადლითა შენითა და აცხოვნე, და ნავთ-სადგურად სათნოებათა წარუძეღუ:

უსასოსა მას, მექმენ სასო და შემწე და მჴსნელ განსაცდელთაგან და ჭირთა დედოფალო, და ნუგეშინის მცემელ და ჴელის-აღმპყრობელ, და მაცხოვარ რათა გაკურთხევდე:

შენ ქალწულო ბუნება ჩუჱნი, ანგელოსთა უმაღლეს, აღამაღლე…

გალობა თ. სძლისპირი. ისაია მხიარულ-იყავ.

შენ ქალწულო ბუნება ჩუჱნი, ანგელოსთა უმაღლეს, აღამაღლე, რამეთუ შემოქმედი, მათი ჴორცითა, გჳშევ უაღრეს ბუნებათა, და უზესთაეს, ცათა საყდართა ამაღლდი სძალო:

შენ მხოლოსა მოვივლტით სძალო, ცხოვრებისა ჩუჱნისა, რომელნი განსაცდელთა და ჭირთაგან მრავალ-სახეთა, შეიწრებულ-ვართ და განლეულ, და აწ ცოდუათა, მოტევებასა ვითხოვთ შენ მიერ:

ვითარცა დედამან ღი҃სამან, დაჰჴსენ ცოდუათა ჩემთა, ნაბრძჳლნი და ნაგუჱმნი, და წყლულება უკურნებელი, სულისა ჩემისა განჰკურნე, რათა მარადის გადიდებდე შენ ყოვლად წმიდაო:

გიხაროდენ დაუძინებელო, და მიურულებელო, თუალო ცხოვრებისაო, და ნათლისა საცნაურისა, სასანთლეო, მაოტებელო წყუდიადისაო, ღი҃სა დედაო გჳჴსენ ჭირთაგან: