დააყუდენ ჩემ ზედა ზედა მოსულისაგანი ეშმაკთანი კაცთ-მოყუარე…
მწუხრად, დასდებელნი მსგავსნი სამეუფონი. ჴმა ე. გიხაროდენი.
დააყუდენ ჩემ ზედა ზედა მოსულისაგანი ეშმაკთანი კაცთ-მოყუარე, რომელი ისწრაფის მოკდომად მდაბლისა სულისა ჩემისა, და სიღრმესა წარწყმედისასა შთაგდებად ჩემდა, და ცუდ-ჰყუჱნ სივერაგენი და ჴელოვნებანი მათნი, რომელნი მეძიებენ მე ყოველსა შინა დღესა და ღამესა წარწყმედად, დამიცევ მათგან მეუფეო, და დაამშჳდე აღშფოთებულისა გულისა ჩემისა მწუხარებაჲ ბოროტი, ხოლო გეენიისაგან და საუკუნოჲსა ბნელისა მიჴსენ, გევედრები შენ ქე҃ ოდეს მოხჳდე დიდებით განჰსჯად სოფლისა, ვითარცა ყოვლად სახიერ-ხარ:
ოდეს განეხუნეს წიგნნი ქე҃ დღესა საშინელსა მოსლჳსა შენისასა, და ყოველნი წარმოდგენ განსჯასა შენსა განვრდომისაგან მძრწოლარენი, და ცეცხლი აღატყდეს წინაშე საყდრისა შენისა საყჳრი ქუხდეს განსაცჳფრებელად, რაჲმე ვჰყო უბადრუკმან, მხილებულმან სჳნიდისისაგან ჩემისა, და დასჯილმან ალსა შინა დაუშრეტელსა, გევედრები ქე҃ ღო҃ ჩემო რათა პირუჱლ აღსასრულისა მივემთხჳო მოტევებასა ცოდუათა ჩემთასა, რომელი მოანიჭებ სოფელსა დიდსა წყალობასა:
რომელმან იტჳრთე ჯუარი ბეჭთა ზედა ქე҃ მირახჳდოდი რა ვნებად, სახისა მომცემელმან ჩუჱნდა შენ შორის ცხოვრებად მნებებელთამან, თანა მოსახედ ვნებათა შენთა, და დიდებისა შენისა ზიარ გყუჱნ, და რომელი ეგე მოკუჱდ სოფლისათჳს, მოაკუდინენ აღძრუანი ჴორცთა ჩემთანი, და ღირს-მჰყავ მე ცხოვრებად შიშითა შენითა, მცნებათა შინა შენთა:
ვჰგოდებ და მწუხარე-ვარ მწარედ შესაძრწუნებელისა მის სიტყჳსათჳს…
სჴუანი. დასდებელნი ღი҃ს-მშობლისანი. მსგავსნი.
ვჰგოდებ და მწუხარე-ვარ მწარედ შესაძრწუნებელისა მის სიტყჳსათჳს, რამეთუ საქმეთა ჩემთაგან არა მაქუს, სასოებაჲ, გევედრები, შენ ღი҃სა დედაო, პირუჱლ მოწევნადმდე აღსასრულისა უჩინოჲსა, და მანგლისა, სასიკუდინოჲსა მოსლუადმდე ჩემდა, და ბრალთა ჩემთა თანა-მდებთა მიჰჴდისა, და ცეცხლსა შინა დასჯისა, და მატლთა განლევისა, და სხუათა მათ ძჳრთა და ტანჯუათა მოწევნისა, ბრალთა შენდობაჲ მომმადლე, და მითხოვე ქე҃ს მეუფისაგან დიდი-წყალობაჲ:
საყდარ ხერუვიმთა იქმენ ჭეშმარიტად უზესთაეს დაბადებულთა, რამეთუ შენ შორის სიტყუა ღი҃სა მნებებელი განახლებად ხატისა ჩუჱნისა დაემკჳდრა უბიწოო, და შენგან სახიერებით ჴორც-შემოსილი გამოვიდა, და ჯუარისა და ვნებისა ჩუჱნთჳს მიმღებელმან, აღდგომაჲ მოგუანიჭა ვითარცა ღთ҃მან, ამისთჳს ვითარცა შემოქმედისა მიმართ დამგებელსა დასჯილისა ბუნებისა ჩუჱნისასა, მისსა მიმართ, და შენდა ვჰჴმობ მადლობით, მოგუჱც ჩუჱნ მოტევებაჲ შეცოდებათა, და წყალობაჲ მეოხებითა შენითა:
წყარონი უკუჱ ცრემლთანი ჰსდიან თუალთაგან ჩემთა ტკბილო ძეო ჩემო ჰჴმობდა გოდებით ყოვლად წმიდა იგი, რასათჳს არა დაშრტების ჟამი ესე მძჳნუარე, რამეთუ შენ-ხარ ნათელი მიუახლებელი განმანათლებელი დაბადებულთა, და შენ მიერ მნათობნი იგი დიდნი და ყოველნი დაბადებულნი განათლდებიან, რაჲსაღამე მივხედჳდე მზისა დასლუასა შენ ნათლისა მაგის ჩემისასა, ეჰა ვითარიმე უკუჱ დაჰჴედ ტკბილო ბრწყინუალებაო ჩემო, არამედ ჵ უბიწოო მომცენ მე ცრემლნი, რათა განჳბანნე მეცა გუგანი შეშინებულნი, გულისა ჩემისა თუალთანი:
ტარიგი თჳსსა ტარიგსა დაკლუად ხედჳდა რა ოდესმე…
დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა. მსგავსივე.
ტარიგი თჳსსა ტარიგსა დაკლუად ხედჳდა რა ოდესმე, ლმობიერად აღძრული შეუდგა, და ესრეთ უღაღადებდა მას, სადა წარხუალ შჳლო ჩემო სიტკბოებაო ქე҃, რა არს შენი ესე უცონელად სრბით წარსლუაჲ სულ-გრძელო, იესო სასურუჱლო მრავალ-მოწყალეო უ҃ო, მომეც მე სიტყუაჲ მჴევალსა შენსა, და ნუ დუმილით თანა წარმჴდები ძეო ჩემო ყოვლად სასურუჱლო, და ნუ უგულებელს-მყოფ მოწყალე, რომელი ულმობელად გშევ ღო҃ ყოვლად მოწყალეო, და მოჰმადლე სოფელსა დიდი-წყალობაჲ:
ჯუარი შენი ქე҃ დაღაცათუ ძელად იხილუჱბის არსებითა…
სტიქარონსა ზედა, დასდებელნი. ჯუარისანი, ჴმა ე.
ჯუარი შენი ქე҃ დაღაცათუ ძელად იხილუჱბის არსებითა, არამედ საღმრთოთა შემოსილ-არს ძლიერებითა, და ხილუად ცხოვრებასა ჩუჱნსა საკჳრუჱლთ-მოქმედებს, რომელსა თაყუანის-ვჰსცემთ, და გადიდებთ შენ მაცხოვარ შეგჳწყალენ ჩუჱნ:
მხოლო აღემართა ჴელი ჯუარისა შენისა ქე҃ ღო҃, არამედ საცთური განაბნია, და მადლი აღაყუავილა, რამეთუ არღარა დასჯისა არს სატანჯუჱლი, არამედ საძლეველად მოგუჱცა ჩუჱნ, ჯუარი შენი ცხოვრებად, რამეთუ ჯუარი არს სიმტკიცე ჩუჱნდა, ჯუარი არს სიქადულ ჩუჱნდა, ჯუარი სიხარულ, ჯუარი ჩუჱნდა მხიარულება:
მეოხ-გუჱყუჱნით მოწამენო ნეტარნო, რათა ვიჴსნნეთ ჩუჱნ შეცოდებათა…
მოწამეთა.
მეოხ-გუჱყუჱნით მოწამენო ნეტარნო, რათა ვიჴსნნეთ ჩუჱნ შეცოდებათა ჩუჱნთაგან მრავალთა, რამეთუ მოცემულ-არს თქუჱნდა მადლი მეოხებად ჩუჱნდა, ნუ დამივიწეყებთ წინაშე ღი҃სა სამ-გუამოვნისა:
მდგომარე წინაშე ჯუარსა შენსა იესო მშობელი შენი…
დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა. გიხაროდენი.
მდგომარე წინაშე ჯუარსა შენსა იესო მშობელი შენი, მტირალი ჰგოდებდა და ჰჴმობდა, ვერ დავითმენ ხედუად ძელსა ზედა შემჰსჭუალუასა შენსა რომელი ეგე გშევ, და განუჱრი ტკივილთაგან ვითარცა უმამაკაცოჲ, და ვითარმე აწ ტკივილთა მიერ შეპყრობილ-ვარ და მოწყლულ გულითა, რამეთუ აწ აღესრულა სიტყუა იგი რომელი თქუა ჩემდა სიმეონ, განულოს გულსა შენსა უბიწოო მახჳლმან, არამედ ჵ ძეო ჩემო აღსდეგ აწ, და აცხოვნენ მგალობელნი შენნი:
თხემისა ადგილი სამოთხედ გამოჩნდა, რომელსა ზედა მხოლო…
ოთხშაბათსა ცისკრად, შემდგომად ა. სტოხოლოღიისა, წარდგომანი ჯუარისანი. ჴმა ე.
თხემისა ადგილი სამოთხედ გამოჩნდა, რომელსა ზედა მხოლო აღემართა ძელი ჯუარისა, და მეყუსეულად გამოგიღო შენ ტევანი ცხოვრებისა, მაცხოვარ სიხარულად ჩუჱნდა საუკუნოდ, უ҃ო დიდება შენდა:
ძელი ჯუარისა შენისა მჴსნელო, ცხოვრება ექმნა სოფელსა…
აღამაღლებდით უ҃სა, ღთ҃სა ჩუჱნსა, და თაყუანის-ჰსცემდით კუარცხლბეკსა ფერჴთა მისთასა, რამეთუ წმიდა არს:
ძელი ჯუარისა შენისა მჴსნელო, ცხოვრება ექმნა სოფელსა, რამეთუ განზრახჳთ დაემსჭუალე მას ზედა და წყევისაგან იჴსნენ ადამიანნი, ყოველთა ცხოვრებაო უ҃ო დიდება შენდა:
ჯუარსა ზედა გიხილა რა დედამან შენმან, ნებსით…
დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა. თანა-დაუსაბამოსა.
ჯუარსა ზედა გიხილა რა დედამან შენმან, ნებსით მოკიდებული ავაზაკთა შორის, განიღებოდა დედობრივითა ნაწლევითა, და იტყოდა, უცოდუჱლო ძეო, ვითარ უბრალოდ ჯუარსა ზედა შეგმსჭუალეს, ვითარცა ძჳრის-მოქმედი, რამეთუ კაცთა ნათესავისა გენება აღდგინებაჲ, ვითარცა კეთილ-ნაწლევსა:
მჴსნელსა ჩუჱნსა და მაცხოვარსა, ნებსით ჯუარცმულსა ჩუჱნთჳს…
შემდგომად ბ. სტიხოლოღიისა, წარდგომანი ჯუარისანი. ჴმა ე. თანა დაუსაბამოსა.
მჴსნელსა ჩუჱნსა და მაცხოვარსა, ნებსით ჯუარცმულსა ჩუჱნთჳს, ვითარცა სათნო-იყო და ვითარცა უწყის, უგალობდეთ მორწმუნენო, და თაყუანისვსცემდეთ, რამეთუ ჯუარსა შემჰსჭუალნა ცოდუანი კაცთანი, და იჴსნა ცთომისაგან ნათესავი ადამიანთა, და ღირს-ყუნა სასუფეველსა თჳსსა ვითარცა კაცთ-მოყუარე-არს:
რომელმან განზრახჳთ ჯუარცმა დაითმინე მაცხოვარ, და ხრწნილებისაგან…
ხოლო ღთ҃მან, მეუფემან ჩუჱნმან, წინა-საუკუნეთამან, შეჰქმნა ცხოვრება შორის ქუჱყანისა:
რომელმან განზრახჳთ ჯუარცმა დაითმინე მაცხოვარ, და ხრწნილებისაგან იჴსენ სოფელი, გიგალობთ შენ მორწმუნენი და თაყუანის-გცემთ, რამეთუ განგუანათლენ ჩუჱნ მორწმუნენი, ძალითა ჯუარისათა, და ყოველნი გადიდებთ შენ მოწყალეო და კაცთ-მოყვარეო, ცხოვრების-მომცემელო უ҃ო დიდება შენდა:
ჯუარითა ძისა შენისათა ღი҃უ-მიმადლებულო, ყოველი კერპთა საცთური…
დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა. მსგავსი:
ჯუარითა ძისა შენისათა ღი҃უ-მიმადლებულო, ყოველი კერპთა საცთური განქარდა, და ძლიერებაჲ ეშმაკთა დაითრგუნა. ამისთჳს მორწმუნენი ჯერისაებრ გიგალობთ და გაკურთხევთ, და ჭეშმარიტად ღი҃ს-მშობლად აღგიარებთ და გადიდებთ:
ესერა აღესრულნეს წინა-თქმობანი წინასწარ-მეტყუჱლთანი, რამეთუ ძუჱლმან მან…
შემდგომად გ. სტიხოლოღიისა, წარდგომანი ჯუარისანი. ჴმა ე. თანა დაუსაბამოსა.
ესერა აღესრულნეს წინა-თქმობანი წინასწარ-მეტყუჱლთანი, რამეთუ ძუჱლმან მან განზრახუამან შენმან აღსასრული მიიღო, რამეთუ შენ ნებსით ყოველთა მეუფეო ქე҃ დაგლახაკენ ჴორცითა, და მიიღე ჩუჱნთჳს აღსლუაჲ ჯუარსა ზედა, და დაითმინე სიკუდილი, ვინაცა ვადიდებთ სიტყუაო გარდამოსლუასა შენსა:
საკჳრუჱთებანი წმიდათა, მოწამეთა შენთანი, ზღუდედ უბრძოლუჱლად მოგუანიჭენ…
დიდება შემდა, ღო҃ ჩუჱნო, დიდება შენდა: მოწამეთა.
საკჳრუჱთებანი წმიდათა, მოწამეთა შენთანი, ზღუდედ უბრძოლუჱლად მოგუანიჭენ ჩუჱნ ქე҃ ღო҃, მათითა ვედრებითა ზრახუანი წარმართთანი განაქარუჱნ, და სკიპტრაჲ მეფობისა განამტკიცე, ვითარცა მხოლომან სახიერმან და კაცთ-მოყუარემან:
მხედუჱლი შენი ჯუარსა ზედა ყოვლად უბიწოო, დაიწუხჳდა…
დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა. თანა-დაუსაბამოსა.
მხედუჱლი შენი ჯუარსა ზედა ყოვლად უბიწოო, დაიწუხჳდა თუალთა თჳსთა და იტყოდა, დაშრტა რა ნათელი ჩემი, მზე უკუჱ მიეფარა, რომლისა დათმენად ვერ შემძლებელ-ვარ, წადიერ-ვარ ძეო უტკბილესო, რათა თუალნიცა ჩემნი წინაშე ჯუარისა შენისა დაიფარნეს:
სოფლისა აღმამაღლებელო ქე҃ ამაღლდი ძელსა ზედა
ოთხ-შაბათსა, კანონი ჯუარისა. რომლისა კიდურ-წერილობაჲ.
სოფლისა აღმამაღლებელო ქე҃ ამაღლდი ძელსა ზედა.
ეტლთა სიმრავლე მჴედრებითურთ, ზღუასა მეწამულსა, სიღრმესა შთაითხივნეს…
იოსებისნი. გალობა ა. ჴმა ე. სძლისპირი.
ეტლთა სიმრავლე მჴედრებითურთ, ზღუასა მეწამულსა, სიღრმესა შთაითხივნეს სიმტკიცითა მკლავისათა, ქე҃ს მიერ იჴსნნეს ისრაილნი, და ძლევისა გალობასა ახლად იტყოდეს:
მიუწთომელი იგი სიღრმე, ღი҃სა განგებასა, რომელი ჴორცთა…
ტროპარნი.
მიუწთომელი იგი სიღრმე, ღი҃სა განგებასა, რომელი ჴორცთა მიერ აჩუჱნა ნებსით უ҃მან, ვერ განიცადა ჰურიათა ერმან, ამისთჳსცა ჯუარსა შემსჭუალეს უსჯულოთა მათ:
რაჟამს ვენაჴი ეგე ჭეშმარითი, ძელსა დამოგკიდეს, ჰურიათა კრებულმან, მაშინ ღჳნო სიხარულისა, გჳწდიე ყოვლისა სიმთვრალისა, ბოროტისა წარმღუნელი მჴსნელო და გუაცხოვნენ ჩუჱნ:
თმენათა თქუჱნთა ქება მარტჳლნო, თანა წარსრულ-იქმნა, სჯულსა…
მოწამეთა.
თმენათა თქუჱნთა ქება მარტჳლნო, თანა წარსრულ-იქმნა, სჯულსა მაქებელთასა, რამეთუ უაღრეს კაცთა, ბუნებათა ტკივილნი დაითმინენით, და აწ წინაშე ქე҃სა სუფევთ ნეტარნო:
ტანჯუათა ღელუანი განულეთნით, სიტყჳსა საჭითა, მჴნენო ქე҃ს მარტჳლნო, და ზეცისა ნავთსადგუსა, ტჳრთითა ღუაწლთათა აღგებულნი, შეხუჱდით და მყუდროებითა საღმრთოთა იშუჱბთ:
რაჟამს შენგან შობილი ღი҃, ჯუარსა დამჰსჭუალულად, იხილე…
ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.
რაჟამს შენგან შობილი ღი҃, ჯუარსა დამჰსჭუალულად, იხილე უბიწოო, უმსჯავროდ უღმრთოთა მიერ, ცრემლითა და სულთქმითა აღუსებული, უგალობდ სიმდაბლეთა მისთა მიუწთომელთა:
მეხუთე გალობა იქმნების აწ ქალწულისა
სხუა. კანონი ყოვლად წმიდისა ღი҃ს-მშობლისა. რომლისა კიდურ-წერილობაჲ.
მეხუთე გალობა იქმნების აწ ქალწულისა.
ბჭეო ღი҃სა დიდებისაო, რომელმან განახუჱნ, კარნი სამოთხისანი…
გალობა ა. ჴმა ე. სძლისპირი, იგივე.
ბჭეო ღი҃სა დიდებისაო, რომელმან განახუჱნ, კარნი სამოთხისანი, ბჭენი სინანულისანი, განმიჴუენ გევედრები და გონება, განმინათლე გალობად შენდა ღი҃უ-მიმადლებულო:
დაჰჴსენ მძლავრებაჲ სიკუდილისა, ჰშევ რა ცხოვრებისა, მფლობელი და უ҃ი, უბიწოო ღი҃ს-მშობელო, მას ევედრე რათა მძლავრებაჲ ვნებათა, განჴადოს ჩემგან და მიჴსნეს და მაცხოვნოს მე:
მხოლო ყოველთა ტომთა შორის, გამოგირჩია შენ, სიტყუამან თანა სწორმან, მამისა ღი҃სამან სძალო, და სისხლთა შენთაგან განჴორციელდა, ცხოვრებისათჳს ჩუჱნისა და მაცხოვნა მე:
ვითარცა რა წჳმა საწუმისსა ზედა, გარდამოჴდა სძალო…
ღი҃ს-მშობლისა.
ვითარცა რა წჳმა საწუმისსა ზედა, გარდამოჴდა სძალო, ცუარი იგი ზეცისა საღმრთოჲ მდუმრიად შენ ზედა, ამისთჳს გევედრი ვნებათა ჩემთა ღუარნი განაჴმენ ოჴითა შენითა ღირსო:
რომელმან, დააფუძნე ქუჱყანაჲ წყალთა ზედა, და მიეც…
გალობა გ. სძლისპირი.
რომელმან, დააფუძნე ქუჱყანაჲ წყალთა ზედა, და მიეც, ნაყოფიერება ყოვლადუჱ, კლდესა ზედა ქე҃, მცნებათა შენთასა შეუძრავსა, დაამტკიცე ეკკლესიაჲ შენი, მხოლოო სახიერ და კაცთ-მოყუარე:
ჯუარს-ეცუ რა, სამოთხე განეღო და ავაზაკი, შევიდა…
ტროპარნი.
ჯუარს-ეცუ რა, სამოთხე განეღო და ავაზაკი, შევიდა, მას შინა სიხარულით ქე҃, პირუჱლ ყოველთასა, და მოჰკუჱდ რა მოკუდა მტერი მაცთური, ხოლო მომკუდარი ადამ განცხოველდა, მოწყალებათა შენთა დიდება:
ჯუარსა რა, დაემსჭუალე ქე҃ სახიერებით, საჴუმილი, ცოდჳსა აღტეხილი დაშრიტე, ხოლო შერაიკარ, დაჰჴსენ საცთური და განშიშულდი რა, შეჰმოსე კაცი უხრწნელებითა, მოწყალებათა შენთა დიდება:
რომელმან ღი҃უ-ბრწყინუალე ვარსკულავ-ჰყუჱნ მოწამენი, და დამჴსნელ, უღმრთოებისა…
მოწამეთა.
რომელმან ღი҃უ-ბრწყინუალე ვარსკულავ-ჰყუჱნ მოწამენი, და დამჴსნელ, უღმრთოებისა გამოაჩინენ, მათითა ოჴითა, ბოროტთა ჩემთა ბნელი უჩინო-ჰყავ, და განანათლე გონებაჲ ჩემი, დაბნელებული კაცთ-მოყუარეო:
ახოვნად, და სჯულიერად იღუაწეს მარტჳლთა, და საღმრთო, დიდება ბრწყინუალე შეიმოსეს, და უღმრთოთა მძლავრთა, ზრახუანი კეთილად განიშორნეს, და ფუფუნებაჲ საღმრთოჲ დაიმკჳდრეს, და ანგელოზთა თანა მკჳდრ-იქმნნეს:
ზეცისა ძალნი გიგალობენ შენ უბიწოო, ვითარცა, დედასა…
ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.
ზეცისა ძალნი გიგალობენ შენ უბიწოო, ვითარცა, დედასა ქე҃ს მჴსნელისასა, რომელი იგი ჰშევ, ჴორცითა უბიწოდ რომელმან, ჯუარცმითა ძელისა წყევაჲ განაქარუა, და კურთხევაჲ საღმრთოჲ აღმოგჳცენა:
ისრითა, ცოდჳსათა მოწყლული სული ჩემი, წამლითა, მადლთა…
სხუა. სძლისპირი. იგივე.
ისრითა, ცოდჳსათა მოწყლული სული ჩემი, წამლითა, მადლთა, შენთათა განჰკურნე სძალო, და განმარინე მე, ტკივილთაგან რომელთა მოუცავ, რომელმან იჴსნენ კაცნი სენთაგან, შობითა შენითა ყოვლად წმიდითა:
ამაოდ, მაჭირუჱბელნი სულისა ჩემისანი, რომელნი, ეძიებენ მოკლუასა ჩემსა, მტერნი უხილავნი, დასცენ მეოხებითა შენითა, და სირცხჳლეულნი უკუნ-აქციენ, და მიჴსენ მათგან ღი҃სა დედაო:
წყალთაგან, ცხოველს-მყოფელთა აღმავსე ქალწულო, რომელმან, ქე҃ ღი҃ უშევ სოფელსა, და მძჳნუარენი ღუარნი, უღმრთოებათა ჩემთანი განაჴმენ, და ღელუანი გულისა ჩემისანი, მყუდროებითა შენითა დაჰჴსნენ:
აჩრდილნი წარჰჴდეს, ხოლო სჯულმან მიიღო აღსასრული, რამეთუ ჰშევ შენ მომცემელი სჯულისა ქე҃, მადლითისა განწმედისა და განათლებისა ჩუჱნდა სჯულისა დამდებელი, და წყევისაგან განმარინებელი ყოვლად წმიდაო ქალწულო ყოვლად უბიწოო:
ესმა მოსლუა შენი დიდებული, დაუკჳრდა ამბაკომს, ქე҃…
გალობა დ. სძლისპირი.
ესმა მოსლუა შენი დიდებული, დაუკჳრდა ამბაკომს, ქე҃ და შიშით ღაღადებდა, გამოხუჱდ მაცხოვრად ერისა, შენისა დაჴსნად ცხებულთა შენთა:
სულთა გამოხსნისათჳს მაცხოვარ მამისა ჴელთა შეჰვედრე, ყოვლად…
ტროპარნი.
სულთა გამოხსნისათჳს მაცხოვარ მამისა ჴელთა შეჰვედრე, ყოვლად წმიდა საღმრთო სული შენი, რაჟამს ძელსა დამსჭუალულ-იყავ, ნებსით ცხოვრებისათჳს ჩუჱნისა:
მსაჯულმან უსჯულომან დაგსაჯა შენ, ჵ მართლ-მსაჯულო იესო, დამოკიდებული ძელსა ზედა, რათა განმამართლე სახიერ, ცრუსა მძლავრისა დამონებულნი:
ღი҃რს-იქმნენით ხილუად მოწამენო, საუკუნეთა, კეთილთა, ჭირთა და…
მოწამეთა.
ღი҃რს-იქმნენით ხილუად მოწამენო, საუკუნეთა, კეთილთა, ჭირთა და ტანჯუათა მრავალთა, და მოუთმენელთა გუჱმათა, დათმენითა ქუჱყანასა ზედა:
ზამთარი განსაცდელთა აწ განულეთ და მოსაგებელთა არესა, ზეცათა შინა განისუჱნებთ, და ანგელოსთა გუნდსა თანა, ღირსად აღირაცხენით მარტჳლნო:
საღმრთოთა ვნებათა მახჳლმან, განულო, კურთხეული სული შენი…
ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.
საღმრთოთა ვნებათა მახჳლმან, განულო, კურთხეული სული შენი, იხილე რა ჯუარითა დასჯილად, ძე შენი ქალწულო წმიდაო, და სულსა მამისა შევედრებად:
საქმეთაგან ცხოვრება არა მაქუს, ამისთჳსცა სასოებით, საფარუჱლსა…
სხუა. სძლისპირი. იგივე.
საქმეთაგან ცხოვრება არა მაქუს, ამისთჳსცა სასოებით, საფარუჱლსა შენსა მოვისწრაფი, ვედრებითა შენითა სძალო, სასო-წარკუჱთილი ესე მაცხოვნე:
ნათლისა წმიდისა წმიდისა სავანეო, ეტლო საღმრთოსა მზისაო, გული ჩემი დაბნელებული, ბილწთა საქმეთა ალმურითა, განანათლე და აცხოვნე სძალო:
ქალწულებრივითა სისხლთა შენთაგან, იქსოვა საღმრთოჲ პორფირი ცათა ღრუბლითა შემმოსელმან, მეცა განშიშულებული ესე, უხრწნელებითა შემამკუჱ სძალო:
ღელეთაგან ამის საწუთოჲსათა, მოგწილა ვითარ შროშანი, დამბადებელმან და მიჰფინა, შენ მიერ ყოველსა სოფელსა, საღმრთო სუნნელებაჲ დედოფალო:
რომელმან შეიმოსე ნათელი სამოსლად, შენდა მოვივლტი შენ…
გალობა ე. სძლისპირი.
რომელმან შეიმოსე ნათელი სამოსლად, შენდა მოვივლტი შენ გიღაღადებ, განანათლე სული ჩემი, დაბნელებული ვითარცა ხარ მხოლო მრავალ-მოწყალე:
სასჯელად წარდგომილმან მართლ-მსაჯულო ქე҃, დასაჯე შენ მტერობაჲ…
ტროპარნი.
სასჯელად წარდგომილმან მართლ-მსაჯულო ქე҃, დასაჯე შენ მტერობაჲ ჴორცითა, ხოლო ლელწმითა გუჱმულმან, დაგჳწერე თავის-უფლებაჲ, საღმრთოჲ უცუალებელი:
გიხილა რა მზემან ჴორცითა ვნებულად, ძელსა ზედა ნათელი დაიფარა, და ქუჱყანა შეიძრა, და კლდენი განსქდეს მრავალ-მოწყალე, ზარისაგან შენისა:
სავსება სოფლისა წმიდა-ჰყავთ მოწამენო, მუშაკნო საღმრთოჲსა სჯულისანო…
მოწამეთა.
სავსება სოფლისა წმიდა-ჰყავთ მოწამენო, მუშაკნო საღმრთოჲსა სჯულისანო, და ჭურნო სიწმიდისანო, რამეთუ სიწმიდე და მადლი მდიდრად, მოიღეთ ღი҃საგან:
შუჱნიერთა და ღი҃უ-ბრწყინუალეთა მარტჳლთა, ყოვლად ქებულთა და სანატრელთა, დიდებაჲ შეიმოსეს და მტერი, უკეთური განიშიშულეს, და ღირსად იქებიან:
შენ ყოვლად უბიწოსა მშობელსა ღი҃სასა რომლისა მიერ…
ღი҃ს-მშობლისა.
შენ ყოვლად უბიწოსა მშობელსა ღი҃სასა რომლისა მიერ წყევაჲ განქარდა, და ცხოვრება და კურთხევა მოგუჱნიჭა მორწმუნეთა გნატრით და თაყუანის-გცემთ:
წინაშე საყდართა შენგან შობილისათა, ჟამსა განკითხჳსასა და…
სხუა. სძლისპირი. იგივე.
წინაშე საყდართა შენგან შობილისათა, ჟამსა განკითხჳსასა და დასჯისასა, მექმენ მხსნელ და მაცხოვარ, და უბრალოდ გამომაჩინე ქალწულო, ღი҃ს-მშობელო:
სჯულითა ცოდჳსათა ძლეული ესე სძალო, და მტერისა ღონეთაგან ცთომილი, და მთხრებლთა დაცემისათა, შთაბნეული მომაქციე, და მაცხოვნე ქალწულო:
მშობელო საღმრთოჲსა მის ნაკუჱრცხალისაო, რომელი გიხილა ისაია, ნივთი ბრალთა ჩემთა დასწჳ, და განმანათლე გევედრები, სძალო ყოვლად წმიდაო:
რომელმან ავასხენ ჴორცნი ქე҃სა ღთ҃სა, ჴორცთა ჩემთა ვნებანი განსწმიდენ, და უვნებელობისა ალაგნი საღმრთონი მიჩუჱნენ, და ღირს-მყავ სლუად მათ ზედა:
ზღუა აღძრული ღელჳთა წარმწყმედელი დააცხრუჱ ქე҃, შერისხჳთ…
გალობა ვ. სძლისპირი.
ზღუა აღძრული ღელჳთა წარმწყმედელი დააცხრუჱ ქე҃, შერისხჳთ დააყუდე, მეცა დანთქმული ცოდუათაგან, აღმომიყუანე მოწყალე:
ამაღლდი რა სულ-გრძელო, ძელსა ზედა დაეც სიმაღლე…
ტროპარნი.
ამაღლდი რა სულ-გრძელო, ძელსა ზედა დაეც სიმაღლე, და ზუაობა მტერისა. და აცხოვნენ დაცემულნი, სახიერებათა შენთათჳს:
სულისა განტევებაჲ, შენი იხილა რა სულებმან, მართალთამან სახიერ, საკრუჱლთაგან საუკუნეთა, მსწრაფლ განიჴსნნეს მოწყალეო:
ვითარცა ანდამატთა, ცეცხლი შემწუჱლი სატანჯუჱლთა, ახოვნად თავს-იდევით…
მოწამეთა.
ვითარცა ანდამატთა, ცეცხლი შემწუჱლი სატანჯუჱლთა, ახოვნად თავს-იდევით, და სიმდაბლითა მით თქუჱნითა, ზუაობაჲ მტერისა დაეცით:
საკჳრუჱლ-ჰყო შობაჲ შენი, სასწაულთა-მოქმედმან ღთ҃მან, და შორის…
ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.
საკჳრუჱლ-ჰყო შობაჲ შენი, სასწაულთა-მოქმედმან ღთ҃მან, და შორის მოწამეთა, დიდებულმან ღი҃სა დედაო, ყოვლად საკჳრუჱლო დედოფალო:
ნუმცა შთამნთქმენ ქალწულო, დაჴსნილობისა უფსკრული, და ნუმცა…
სხუა. სძლისპირი. იგივე.
ნუმცა შთამნთქმენ ქალწულო, დაჴსნილობისა უფსკრული, და ნუმცა დამფარავს მე, ღელუაჲ ცოდუათა არამედ მიჴსენ, და მაცხოვნე ოხითა შენითა:
შემოქმედი და ღი҃, სახიერი გჳშევ ქალწულო, კეთილის-მოყუარეო, სული ჩემი განბოროტებული, კეთილ-ჰყავ ოხითა შენითა:
სჯულისა სასანთლემან, ბრწყინუალედ გამოგსახა სძალო, რამეთუ ჰშევ ნათელი, ყოვლისა სოფლისა ამისთჳს, გევედრები განმანათლე მე:
უფროსად ამაღლებულმან, ღთ҃მან მამათა ჩუჱნთამან, საჴუმილი მოტყინარე…
გალობა ზ. სძლისპირი.
უფროსად ამაღლებულმან, ღთ҃მან მამათა ჩუჱნთამან, საჴუმილი მოტყინარე, ყრმათა მათ განუქარუა, და იგინი ღაღადებდეს, ღო҃ შენ კურთხეულ-ხარ:
ეკლითა გჳრგჳნოსან გყო, ჵ მეუფეო უკუდაო, კრებულმან…
ტროპარნი.
ეკლითა გჳრგჳნოსან გყო, ჵ მეუფეო უკუდაო, კრებულმან უსჯულომან ძირითურთ აღმომფხურელო, ეკალთა მათ ცოდჳსათა, ღო҃ შენ კურთხეულ-ხარ:
რათა შემმოსო სახიერ, სამოსელი უხრწნელებისა, ნებსით თჳსით განშიშულდი და ნერწყუა დაითმინე, და ბუნებით უვნებელმან, ჯუარცმა და ვნება თავს-იდევ:
ყოველთა შემოქმედისა, ვნებათა თანა ხატ-ექმნენით, წმიდანო მოწამენო…
მოწამეთა.
ყოველთა შემოქმედისა, ვნებათა თანა ხატ-ექმნენით, წმიდანო მოწამენო ამისთჳსცა სამართლად, შჳლად და თანა მკჳდრად თჳსისა, მეუფებისა გყუნა თქუჱნ:
ძელთა და ქუათა არა უგეთ, რამეთუ ძელსა დამჰსჭუალულსა, ღუთად და უ҃ად ხადოდეთ წმიდანო მოწამენო და ჴმა ტკბილად უგალოდბით, ღო҃ შენ კურთხეუ-ხარ:
უცხო არს შობა შენი, უბიწოო ღი҃სა დედაო…
ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.
უცხო არს შობა შენი, უბიწოო ღი҃სა დედაო, რამეთუ ღი҃ გჳშევ რომელმანცა ჯუარითა, დაშრიტა ცეცხლი ცოდჳსა, და განანათლნა კაცნი:
გიგალობთ შენ სძალო რამეთუ, ღი҃ უაღრეს ბუნებათა…
სხუა. სძლისპირი. იგივე.
გიგალობთ შენ სძალო რამეთუ, ღი҃ უაღრეს ბუნებათა, უთესლოდ ჰშევ ჴორცითა, განმამღრთობელად კაცთა, რომელნი ღაღადებენ, ღო҃ შენ კურთხეულ-ხარ:
მოაკუდინენ ვნებანი, ჩემნი ცხოვრებისა მშობელო, აღმადგინე მდებარე, უგულის-ჴმოებისა, სამარით რათა მჴურუალედ, გალობით გადიდებდე:
ყოვლად-ძლიერი მეუფე, უძლურებითა ჴორცთათა, გჳშევ ღი҃სა დედაო, უბიწოდ და სიწმიდით, სული ჩემი დაცემული, განამტკიცე ქალწულო:
შენ მხოლოსა, დამბადებელსა ყოველთასა, გალობა სულიერი გიღაღადეს…
გალობა ჱ. სძლისპირი.
შენ მხოლოსა, დამბადებელსა ყოველთასა, გალობა სულიერი გიღაღადეს ყრმათა, ყოველნი საქმენი უ҃სა უგალობდით, და ამაღლებდით მას უკუნისამდე:
ღო҃ მაღალო, ამაღლდი რა ძელსა ზედა, ძმრისა…
ტროპარნი.
ღო҃ მაღალო, ამაღლდი რა ძელსა ზედა, ძმრისა და ნავღლისა გემო ნებსით იხილე, და ლახურისა წყლულებითა მოჰკალ მტერი, რომელმან მოჰკალ მტერი, რომელმან მოჰკლა პირუჱლ შურითა ადამი:
განმჴსენ შეკრული, ცოდჳსაგან ქე҃ ღო҃, ნებსით რა შეიკარ და საუკუნეთა საკჳრუჱლითა, შეჰკარ მძლავრი ბოროტი ბელიარი, ამისთჳს მჴსნელო ვადიდებთ ვნებათა შენთა:
უსხეულოჲსა, ნათლისა ზიარებითა, ნათელ მეორე იქმნენით მჴნენო…
მოწამეთა.
უსხეულოჲსა, ნათლისა ზიარებითა, ნათელ მეორე იქმნენით მჴნენო მარტჳლნო, და მაოტებელ ბნელსა საცთურისასა, და მორწმუნეთა გულთა განმანათლებელ:
ძედ იწოდენით, მჴნენო ქე҃ს მარტჳლნო, ზეცათა იერუსალიმისა აზნაურისა, და სამკაულ ეკკლესიისა პირმშოთასა, და აღამაღლებთ ქე҃სა ღთ҃სა:
მდგომარე-იყავ, წინაშე ჯუარსა სძალო, და ხედევდ ქე҃სა…
ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.
მდგომარე-იყავ, წინაშე ჯუარსა სძალო, და ხედევდ ქე҃სა დამსჭუალულსა ჯუარსა ზედა, და ცრემლით ჰჴმობდი ნუ დამიტევებ დედასა შენსა, ძეო ღი҃საო დამბადებელო ჩემო:
ყოვლად წმიდაო, და ბრწყინუალეო ქალწულო, კეთილთა საქმეთა…
სხუა. სძლისპირი, იგივე.
ყოვლად წმიდაო, და ბრწყინუალეო ქალწულო, კეთილთა საქმეთა მიერ ბრწეყინუალე-მყავ მე, და შემამკევ სათნოებათა მიერ რათა, გაკურთხევდე და აღგამაღლებდე უკუნისამდე:
ნათლისა ბჭეო, სინანულისა ბჭენი, ბრწყინუალენი განმიხუჱნ რათა ვხედჳდე, გზათა წრფელთა ცხოვრებად მიმყუანებელთა, და გაკურთხევდე ქე҃ს მეუფისა მშობელსა:
წმიდა წმიდათა, ხარი შენ ღი҃სა დედაო, რომელმან გჳშევ სიწმიდე იგი წმიდათა, მისსა მიმართ მეოხ-გუჱყავ კურთხეულო, რათა წმიდა-ჰყუნეს სულნი ჩუჱნნი შეგინებულნი:
წყალი ცხოველი, და წყარო უკუდავებისა, შენგან აღმოსცენდა წმიდაო დედოფალო, ამისთჳს გევედრები ბოროტთა ჩემთა ღუარნი, განაჴმენ და დამათრუჱ მადლთა მდინარითა:
ისაია მხიარულ-იყავ ქალწულმან მუცლად-იღო, შუა ძე დაუსაბამოჲ…
გალობა თ. სძლისპირი.
ისაია მხიარულ-იყავ ქალწულმან მუცლად-იღო, შუა ძე დაუსაბამოჲ, ემმანუილ ღი҃ და კაცი, აღმოსავალ სახელი მისი, მას ვადიდებდეთ, და რომელმან შუა იგი ვნატრიდეთ:
ვითარცა კრავი ამაღლდი შენ, ჯუარსა ზედა უ҃ო…
ტროპარნი.
ვითარცა კრავი ამაღლდი შენ, ჯუარსა ზედა უ҃ო, და მგლისა უხილავისა, შეჰფქუჱნ კლიტენი, და მოსტაცე მას, სიტყჳერი ცხოვარი შენი, და აღიხუანე მაღალთა შინა მამისა თანა:
მეუფემან მეუფეთამან, ეკალთაგან გჳრგჳნი, დაიდგ თავსა საღმრთოსა, რათა დაჰჴსნე უკეთურისა, მეუფებაჲ სულთა განმხრწნელი, და ეკალთაგან საცთურისათა იჴსნა სოფელი:
სიმჴნე თქუჱნი შეურყეველი, უბრწყინუალეს ელჳსა, განბრწყინდა მოწამენო…
მოწამეთა.
სიმჴნე თქუჱნი შეურყეველი, უბრწყინუალეს ელჳსა, განბრწყინდა მოწამენო, და განჴადა ბნელი უღმრთოთა, და განანათლნა შემსხმელნი თქუჱნნი, ეკკლესიისა გოდოლნო, სათნო და სიმტკიცენო:
მცუჱლად საღმრთოდ ღი҃უ-ბრწინუალედ, და მჴედრობად რჩეულად, ბანაკად უძლეველად, გამოჰსჩნდით თქუჱნ მჴნენო მარტჳლნო, და მჴედრობანი ბელიარისნი, იავარ-ჰყუჱნით, ქე҃ს მჴსნელისა ძლიერებითა:
დამნერგუჱლი და შემოქმედი, ღი҃ს-მსახურებისა ჰშევ, რომელმანცა დანერგა…
ღი҃ს-შობლისა.
დამნერგუჱლი და შემოქმედი, ღი҃ს-მსახურებისა ჰშევ, რომელმანცა დანერგა კაცთა შორის სარწმუნოებაჲ, და ხისა მიერი იგი წყევაჲ, დაჰჴსნა ქალწულო, ამისთჳს გნატრით და გადიდებთ შენ:
სიმტკიცე დაბადებულთა ჰშევ, რომელმან წყალთა ზედა, დააფუძნა…
სხუა. სძლისპირი. იგივე.
სიმტკიცე დაბადებულთა ჰშევ, რომელმან წყალთა ზედა, დააფუძნა ქუჱყანაჲ, ბრძანებითა ღი҃სა დედაო, მას ზედა აღშენებაჲ ჩუჱნი, ითხოვე სძალო რომელნი სარწმუნოებით გნატრით:
გზათა ზედა შეუცთომელთა, ღი҃სა ბრძანებათასა, წადიერად მორბედ მჰყავ, ღი҃ს-მშობელო, და საბრჴეთაგან საეშმაკოთა და ვნებათა კუჱთებისაგან, იჴსენ გონებაჲ და სული ჩემი:
ძილითა მით მედგრობისათა, მხედავს მტერი შეკრულსა, და კადნიერად მბრძავს მე, და ღონე-ჰყოფს, ჰრულისა მიერ, გემოთასა წარპარუად ჩემდა, ღი҃სა დედაო, დამიცევ მისგან მოსავი შენი:
ცოდუათა ჩემთა სიმრავლითა, დასჯილ-ვარ გონებითა, და განჳცდი საყდარსა, საშინელსა მსაჯულისასა, სადა იგი დასჯადვარ მწარედ, ღი҃სა დედაო, ჴელი აღმიპყარ და განმარინე:
უ҃ო მოსე წინასწარ-მეტყუჱლისა ზეოდესმე, სახე ხოლო ჯუარისა…
აღჳვსენითსა ზედა, დასდებელნი ჯუარისანი. ჴმა ე.
უ҃ო მოსე წინასწარ-მეტყუჱლისა ზეოდესმე, სახე ხოლო ჯუარისა შენისა ერეოდა მტერთა შენთა, ხოლო აწ თჳთ ჯუარი შენი გჳპყრიეს, და ვითხოვთ შეწევნასა, განამტკიცე ეკკლესიაჲ შენი, და მოანიჭე მეფეთა ჩუჱნთა ძლევაჲ ვითარცა კონსტანტინეს, მრავალთა მათთჳს წყალობათა შენთა კაცთ-მოყუარე:
ჯუარმან შენმა ქე҃, არათუ ხოლო ჯოჯოხეთისა ოდე განაქარუა სიმტიცჱ, არამედ აცხოვნაცა ნათესავი კაცთა, და ხრწნილებისაგან იჴსნა სოფელი, და კუალად ავაზაკსა სამოთხე განუღო, რომელსა თყუანის-ვჰსცემთ და გადიდებთ შენ, მაცხოვარ შეგჳწყალენ ჩუჱნ:
ღუაწლით-შემოსილნი შენნი უ҃ო, ანგელოსთა წესსა მობაძავ-იქმნეს, და…
მოწამეთა.
ღუაწლით-შემოსილნი შენნი უ҃ო, ანგელოსთა წესსა მობაძავ-იქმნეს, და ვითარცა უჴორცოთა სატანჯუჱლნი დაითმინნეს, რამეთუ ერთი ხოლო სასოებაჲ შეეკრძალა, აღთქმულთა მათ კეთილი საშუჱბელი, მათითა მეოხებითა ქე҃ ღო҃ ჩუჱნო, მშჳდობა მოეც სოფელსა შენსა, და სულთა ჩუჱნთა დიდი-წყალობაჲ:
ვითარცა ტარიგისა დაკლუად მიზიდულისა სიტყუაო, ჴმობდა მხედუჱლი…
დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა. გნატრით შენ.
ვითარცა ტარიგისა დაკლუად მიზიდულისა სიტყუაო, ჴმობდა მხედუჱლი ტარიგი და ქალწული, ეჰა კადნიერებაჲ ყოვლად საშინელი, ვითარმე უკუჱ მოაკუდინებენ უსჯულონი განმაცხოველებელსა კაცთასა, ჭეშმარიტად დიდ-არს წყალობაჲ შენი ძეო ჩემო:
ავაზაკმან ჯუარსა ზედა ღუთად გქადაგა, და ჰრწმენა…
ოთხშაბათსა, მომიჴსენენი, ჴმა ე.
ავაზაკმან ჯუარსა ზედა ღუთად გქადაგა, და ჰრწმენა შენდა მომართ, ქე҃ და აღგიარა შენ, მჴურუალითა გულითა და ჰჴმობდა წადიერებით, მომიჴსენე მეუფეო სასუფეველსა შენსა:
ჯუარსა ზედა აღსლჳთა შენითა ქე҃, ეშმაკთა გუნდნი ყოველნი, შეაძრწუნენ და დააკუჱთე, ბნელი სოფლის-მპყრობელი, მაცხოვარ მრავალ მოწყალე, და იჴსენ კაცთა ნათესავი, მძლავრებისაგან მისისა:
გუჱრდი შენი ლახურითა განეღო მჴსნელო, და შენდობისა წყარონი, აღმოგჳცენენ მეუფეო, ხოლო რაჟამს შემსჭუალენ ჴელნი შენნი ჯუარსა ზედა, დამჰსჭუალე ყოველი ვნებაჲ კაცთა, და უჯერო განზრახუაჲ:
მობაძავ-იქმნენით ვნებათა ქე҃სთა, სანატრელნო მარტჳლნო, და ტანჯუა…
მოწამეთა.
მობაძავ-იქმნენით ვნებათა ქე҃სთა, სანატრელნო მარტჳლნო, და ტანჯუა ყოველი დაითმინეთ, ამისთჳს ცათა შინა, საშუჱბელთა საწადელთა, ღირს-იქმნენით, ღუაწლისა მძლენო, ითხოვეთ ჩუჱნთჳს წყალობაჲ:
თაყუანის-გცემთ შენ მხოლოსა ღთ҃სა სამთა გუამთა შინა…
დიდება.
თაყუანის-გცემთ შენ მხოლოსა ღთ҃სა სამთა გუამთა შინა, განუყოფელსა შინა ბუნებასა მგალობელნი, დიდება შენდა სამებაო ერთ-არსებაო:
წინაშე რა ჯუარსა სდეგ მიმადლებულო, და ჰხედევდ…
აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.
წინაშე რა ჯუარსა სდეგ მიმადლებულო, და ჰხედევდ დედოფალო, ჯუარცმასა ძისა შენისასა მოიწყლა სული შენი, ტკივილთა მისთა ლახურითა, და გოდებით აღუსებული ადიდებდ ძალსა მისსა:
ვაქებდეთ ერნო შესხმითა, სულიერითა ღირსად, დღესასწაულსა ამას…
სერობისად. გალობანი წმიდისა ღი҃ს-მშობლისანი. გალობა ა. ჴმა ე. სძლისპირი. ეტლთა სიმრავლე.
ვაქებდეთ ერნო შესხმითა, სულიერითა ღირსად, დღესასწაულსა ამას დედოფლისა ჩუჱნისასა, ღი҃უ-გონიერად უგალობდეთ, და შევთხზნათ ძლევისა გალობა სულიერი დღეს:
აღმსარებელნი ბრწყინუალედ, უსძლოსა დედისა, ჴსენებასა ღირსებით მარიამ უბიწოსასა, უგალობდეთ დღეს ქე҃სა შესხმითა სულიერითა ძლევისა გალობითა:
რამეთუ შენ ხარ ჭეშმარიტად, დედა ღი҃სა წმიდა, სამოთხისა სამკაული, და მეფეთა ძლიერება, და აწ შემსხმელნი შენნი გჳჴსნენ, მტერთაგან უხილავთა ძლევისა მგალობელნი:
დედათა შორის გამოსჩნდი შენ ბრწყინუალე სძალო, შენ…
გალობა გ. სძლისპირი. რომელმან დააფუძნე ქუჱყანა.
დედათა შორის გამოსჩნდი შენ ბრწყინუალე სძალო, შენ მიერ ყოველნი ღირს-ვიქმნენით მიწევნად, ალაგსა მცნებათასა, და შენგან გამოგჳბრწყინდა ჩუჱნ არე, იგი ცხოვრებისა ქე҃ შენ კურთხეულ-ხარ დედათა შორის:
ოხითა, დედისა შენისათა მეუფეო, მოსავნი შენნი გჳჴსნენ განსაცდელთაგან, და სიმტკიცესა ზედა, სარწმუნოებისა შენისასა, უცუალებელსა, დამამტკიცენ ჩუჱნ, მხოლოო მკურნალო სულთა ჩუჱნთაო:
ბრწყინუალედ, შობასა შენსა გალობით შევასხამთ, რამეთუ შემოქმედისა და მჴსნელისა, მშობელად გამოსჩნდი, და ცხოვრებისა ნავთ-საყუდელად ქრისტიანეთათჳს, შენ სანატრელო დედათა შორის:
აწ ძალნი უხილავნი ჩუჱნ თანა, სიხარულით გალობენ…
გალობა დ. სძლისპირი. ესმა მოსლუა შენი.
აწ ძალნი უხილავნი ჩუჱნ თანა, სიხარულით გალობენ, დღესასწაულსა უბიწოსა, წმიდისა ღი҃სა დედისასა, რომელმან გჳშუა ქე҃ მეუფე:
ითხოვე ჩუჱნთჳს შენდობა ცოდუათა მისგან რომელი იშუა შენგან, რათა მიჴსნნეს ჩუჱნ ჭირისაგან, ყოვლად უბიწოო ქალწულო და მშობელო ევმანუილისაო:
გამოუთქმელ იქმნა შობა შენი, რამეთუ უხილავი ღი҃, ქალწულო შენგან გამოუბრწყინდა, და ჟამთა დაემორჩილა, და ჩჩჳლად იხილუა ყოველთა მზრდელი:
ღი҃ს-მშობელო მაქებელნი შენნი დაიცუჱნ, და სულნი ჩუჱნნი…
გალობა ე. სძლისპირი. რომელმან შეიმოსე ნათელი.
ღი҃ს-მშობელო მაქებელნი შენნი დაიცუჱნ, და სულნი ჩუჱნნი გამოიჴსნენ, დღესა მას დაუღამებელსა, საშინელსა სასჯელისასა, შენ მეოხ-გუჱყავ ჩუჱნ:
მშობელო შეუხებელისა ნათლისაო, შენდობა ბრალთა ითხოვე ჩუჱნთჳს, და ცხოვრება საუკუნო, მისგან რომელი იშუა შენგან, და დაგიცუა ქალწულად:
რომელმან გჳშევ ღი҃ შეუხებელი, ქალწულო მარადის კურთხეულო, მისსა მიმართ მეოხ გუჱყავ, რომელნი ქებით შევასხამთ, დღესასწაულსა შენსა:
თანა-სწორი მამისა, ჴორცითა იტჳრთე ქალწულო, ამისთჳს ფსალმუნითა…
გალობა ჱ. სძლიპირი. ზღუა აღძრული ღელუათა.
თანა-სწორი მამისა, ჴორცითა იტჳრთე ქალწულო, ამისთჳს ფსალმუნითა და ქებითა ვდღესასწაულობთ, წმიდასა დღესასწაულსა შენსა:
წუხილი ესე ჩემი, და ურუა სულისა ჩემისა, შესცუალე სიხარულად, საუკუნოდ ღი҃ს-მშობელო, რამეთუ შენ ხარ სასო ცემი:
ნუ გარე წარუალნ ჩემგან, მადლი შენი ღი҃სა დედაო, არამედ მოგუხედენ ჩუჱნ, რომელნი ესე გევედრებით მოგუმადლე, კურნება სენთა ჩუჱნთა:
იტჳრთე შენ უხრწნელად, მხოლო მაცხოვარი ჩუჱნი, მას…
გალობა ზ. სძლისპირი. უფროსად ამაღლებულო.
იტჳრთე შენ უხრწნელად, მხოლო მაცხოვარი ჩუჱნი, მას ევედრე ქალწულო მგალობელთა შენთათჳს, რომელსა უღაღადებთ, ღო҃ შენ კურთხეულ-ხარ:
სამწყსო შენი დაიფარე, ჵ ქე҃ მხოლდ შობილო, რომელმან შეიმოსე ბუნება კაცობრივი ყოვლად უბიწოსა მისგან, ქალწულისა წმიდისა:
მამაო უხილავო, და ძეო მხოლოდ შობილო, და სულო ცხოველს-მყოფელო სამებაო წმიდაო, გიღაღადებთ და ვიტყჳთ, ღო҃ შენ კურთხეულ ხარ:
შენ მხოლოსა, დამბადებელისა დედასა, მეოხად მიგავლენთ მისა…
გალობა ჱ. სძლისპირი. შენ მხოლოსა დამბადებე.
შენ მხოლოსა, დამბადებელისა დედასა, მეოხად მიგავლენთ მისა მიმართ, და ვიტყჳთ ყოველნი საქმენი უ҃სა უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე:
უხრწნელებისა კაცთა მომატყუჱბელო ჩუჱნთჳს ევედრე ქე҃სა რომელსა უღაღადებთ, ყოველნი საქმენი უ҃სა უგალობდით, და ამაღლებდით მას უკუნისამდე:
ბელიარისაგან, ბირებულთა მათ ზედა ძლევა მოჰმადლე ქე҃ მორწმუნესა მეფესა, რათა გიგალობდეთ ყოველნი, და აღგამაღლებდეთ უკუნისამდე:
ესერა ქაწლულმან გჳშუა ჩუჱნ, მთავარი მშჳდობისა, რომლისა…
გალობა თ. სძლისპირი. ისაია მხიარულ-იყავ.
ესერა ქაწლულმან გჳშუა ჩუჱნ, მთავარი მშჳდობისა, რომლისა მეუფებისა, არა არს დასაბამ, არცა დასასრულ, საკჳრუჱლი თანა მზრახუჱლი, ღი҃ ძლიერი, და შემოქმედი საუკუნეთა:
ლმობიერად მოწლედ ასულნო, იერუსალიმისანო, მოვედით და იხილეთ, ხატი შემკობილი მარიამისი, და აქებდით მას სარწმუნოებით, გიხაროდენ შენ, რომელმან გჳშევ მჴსნელი ყოველთა:
სუნნელება ნარდისა, ვარდი უხრწნელებისა, შუჱნიერება სუნნელთა, სანატრელნო გამოგჳჩნდა ჩუჱნ, რომელმან გჳშევ მზე სიმართლისა, მჴსნელი სოფლისა, თანა-არსებით სწორი მამისა: