გულანი
საცდელი · 1.11.3
ხმა 5 · პარასკევი 1 / 72გენება რა დაცხრომად ტკივილნი და ყუჱდრებანი კაცთანი…

ხმა 5 · პარასკევი

რვა ხმა

პარაკლიტონი · დაახლ. 26 წთ

გენება რა დაცხრომად ტკივილნი და ყუჱდრებანი კაცთანი…

მწუხრად. უ҃ო ღაღად-ვჰყავსა ზედა, დასდებელნი, მსგავსნი ჯუარისანი. ჴმა ე. გიხაროდენი.

გენება რა დაცხრომად ტკივილნი და ყუჱდრებანი კაცთანი, ყოვლად სახიერო უ҃ო მაცხოვარო ჩემო, ჯუარცმაჲ საყუჱდრელი დაითმინე, და ნავღლისა გემო იხილე ძჳრ-უჴსენებელო, რომლითა განსდევნე სიმწარჱ სიბოროტისა ჩუჱნისა, ხოლო მოწყლულმან მიტყუაო გუჱრდისა განღებითა, წყლულებანი ჩუჱნი ვითარცა მეუფემან განკურნენ, ამისთჳს უგალობთ დიდებულსა ვნებასა შენსა, და თაყუანისცემით პატივს-ვსცემთ ლახუარსა, ღრუბელსა და ლელწამსა, რომელთა მიერ მოანიჭე სოფელსა შენსა მშჳდობაჲ და დიდი-წყალობაჲ:

მომასწავებელმან ვნებისა შენისამან ქე҃ დიდმან მოსე მონამან შენმან, აღამაღლა რა გუჱლი რუალისა, ჰჴსნად კაცთა კბენისაგან გუჱლისა გესლოვნისა, და აწ ძელსა ზედა ჯუარცმითა შენითა სულ-გრძელო, იჴსნა სოფელი ვნებისაგან გუჱლისა, და ამაღლდა ზეცად ქუჱყა-მ ნით, რომლისათჳს მოხარულნი უგალობთ სიმტკიცესა შენსა, და ჯუარსა შენსა ვადიდებთ და თაყუანის-ვჰსცემთ კაცთ-მოყუარე, რამეთუ ყოველმან დაბადებულმან მოიღო მის მიერ პირუჱლივე მკჳდრობაჲ და დიდი-წყალობაჲ:

მნებებელი აღჴოცად ვიდრე დასასრულადმდე ყოვლად სალმობიერისა ჴელით წერილისა ადამ პირუჱლ-ქმნულისა, შემოწმედი ადამისი სამჰსჭუალთა მიერ დაემჰსჭუალე უცოდუჱლო ქე҃, და ლახურისა მიერ საღმრთოჲსა გუჱრდისა შენისა მოწყლჳთა ჩუჱნთჳს, დააყენებ სიტყუაო მახჳლსა მოტყინარესა, არა დაყენებად ჩუჱნდა შესავლისა მონათა შენთა, ამისთჳს შენდა დიდების-მეტყუჱლნი უგალობთ სიმტკიცესა შენსა, და ჯუარსა შენსა პატივს-ვსცემთ და ვადიდებთ კაცთ-მოყუარე, რომლისა მიერ ყოველმან ბუნებამან ჰპოვა ულმობელი მკჳდრობაჲ და დიდი-წყალობაჲ:

ბჭენი სულისა ჩემისანი, დამძიმებულ არიან ტჳრთითა ცოდუათათა…

სხუანი, დასდებელნი ღი҃ს-მშობლისანი, მსგავსნი.

ბჭენი სულისა ჩემისანი, დამძიმებულ არიან ტჳრთითა ცოდუათათა, ქალწულო, და ჭირთა და განსაცდელთა მიერ დადრეკილ, და ვერ შემძლებელ-ვარ ახილუად ზეცად თუალთა, ამისთჳს, ქუჱყანად დადრეკილი გიღაღადებ, დედოფალო, შემიწყალე მე რომელმან ღი҃, მრავალ-მოწყალე, ჰშევ უხრწნელით საშოთ შენით, აჩუჱნე საკჳღუჱლებაჲ, შენი ყოვლად ძლიერო, და აღიპყრენ უხრწნელნი ნებნი ძისა შენისა მიმართ რათა მოგუცეს ცხოვრებაჲ, და მოჰმადლოს სულთა ჩუჱნთა დიდი-წყალობაჲ:

არმური ცოდუათა სასტიკი, უფსკრულსა შინა საწუთოსასა მეწია, და ღელუა, სამ-ნაკეცი სასო-წარკუჱთილებისა, გულსა ჩემსა შთანსთქამს ქუჱსკნელთა შინა, სძალო, ღი҃საო მეოხებითა შენითა წარმიძეღუ, ნავთ სადგურად, ცხოვრებისა მის უღელუოჲსა, სინანულისა, და კეთილთა მოგებისა, იხილე უძლურებაჲ ჩემი, ყოველთა შეწევნაო, იხილე ჭირი ჩემი, და მომეც ლხინებაჲ და განსუჱნებაჲ ქე҃ს, მჴსნელისა დედაო, რომელი მოანიჭებს სოფელსა, დიდსა წყალობასა:

ნივთი საძაგელი ცოდუათა, ფრიად შევიკრიბე და დაუუნჯე თავსა ჩემსა, და ვსძრწი მე, პირისაგან ძისა შენისა სახიერო, და ვითარ,წარმოუდგე სამსჯავროსა მას, რაჟამს მდინარე ცეცხლისა დიოდეს წინაშე მისსა, და ურიცხუნი, ანგელოსნი დგეს გარემოს მისსა, და შეცოდებულთა, შთასთხევდენ იგინი მას შინა, არამედ სიკუდიდ ჩემდამდე, და შთასლუასა ცხოვრებისა, ამისგან მეოხ-მეყავ და ევედრე კაცთ-მოყუარესა, რათა შემინდუნეს მე, ცოდუანი და მოწყალე-მექმნეს სძალო ოხითა შენითა:

მნებებელმან განახლებად პირუჱლ დაცემულისა ადამის ხატისამან, შემოქმედმან…

დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა. მსგავსი.

მნებებელმან განახლებად პირუჱლ დაცემულისა ადამის ხატისამან, შემოქმედმან და ღთ҃მან მიიღო ყოვლითურთ ხატი ჩემი და შეიმოსა იგი, და ვითარცა ბრალეული ჯუარსა ზედა ამაღლდა ნებსით, და განიპყრნა ჴელნი განკურნებად ოდესმე ჭამითა ხისათა მოუძლურებულთა ჴელთამან, რომელი იგი იხილა რა ყოვლად წმიდამან ჰჴმობდა მისა მიმართ, რა არს შენი ესე ძეო ჩემო სულ-გრძელებაჲ გამოუთქმელი, ვერ დავითმენ გხედავ რა ძელსა ზედა ამაღლებულსა, მპყრობელსა ბრჭალითა ყოველთა ქუჱყანისა კიდეთასა:

უ҃ო მოსე წინასწარ-მეტყუჱლისა ზე ოდესმე, სახე ხოლო…

სტიქარონსა ზედა, დასდებელნი ჯუარისანი. ჴმა ე.

უ҃ო მოსე წინასწარ-მეტყუჱლისა ზე ოდესმე, სახე ხოლო ჯუარისა შენისა ერეოდა მტერთა შენთა, ხოლო აწ თჳთ ჯუარი შენი გჳპრიეს, და ვითხოვთ შეწევნასა, განამტკიცე ეკკლესიაჲ შენი, და მოანიჭე მეფეთა ჩუჱნთა ძლევაჲ ვითარცა კონსტანტინეს, მრავალთა მათთჳს წყალობათა შენთა კაცთ-მოყუარე:

ჯუარი შნი ქე҃ დაღაცათუ ძელად იხილუჱბის არსებითა, არამედ საღმრთოთა შემოსილ-არს ძლიერებითა,. და ხილულად ცხოვრებასა ჩუჱნსა სკჳრუჱლთმოქმედებს, რომელსა თაყუანის-ვჰსცემთ, და გადიდებთ შენ მაცხოვარ შეგჳწყალენ ჩუჱნ:

რომელთა ქუჱყანისა ყოველივე შეურაცხ-ჰყავთ, და სატანჯუჱლთა ახოვნად…

მოწამეთა.

რომელთა ქუჱყანისა ყოველივე შეურაცხ-ჰყავთ, და სატანჯუჱლთა ახოვნად შებმა-ჰყავთ ნეტარისა მის სასოებისაგან არა განსცრუვენით, არამედ ზეცათა სასუფეველისა მკჳდრად გამოჰსჩნდით, ყოვლად ქებულნო მარტჳლნო, და კადნიერება გაქუსთ ღი҃სა მიმართ კაცთ-მოყუარისა, ითხოვეთ სოფლისათჳს მშჳდობაჲ, და სულთა ჩუჱნთათჳს დიდი-წყალობაჲ:

ლახურითა გუჱრდისა შენისა განღებულისა მხედუჱლი ძჳრ-უჴსენებელო უ҃ო…

დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-შობლისა. გიხაროდენი.

ლახურითა გუჱრდისა შენისა განღებულისა მხედუჱლი ძჳრ-უჴსენებელო უ҃ო, მოწყლულ-ვარ მახჳლითა ტკივილისა მძჳნუარისათა, იტყოდა ყოვლად უბიწო მდგომარე წინაშე ჯუარისა, და მხედუჱლი უმსჯავროჲსა დაკლჳსა შენისა ღაღადებდა ცრემლით, სადა არს ხარება სახარულევანი, სადა არს გიხაროდენისა ჩემდა მეტყუჱლი, სადა არს გამოუთქმელი იგი შობა, სადა არს პეტრე სარწმუნო იგი მეგობარი, გარნა დიდება გამოუთქმელსა სულ-გრძელებასა შენსა:

ძელი ჯუარისა შენისა მჴსნელო, ცხოვრება ექმნა სოფელსა…

პარასკევსა ცისრად, შემდგომად ა სქიხოლოგიისა, წარდგომანი ჯუარისანი. ჴმა ე. საშინელ არს საიდუმლოჲ.

ძელი ჯუარისა შენისა მჴსნელო, ცხოვრება ექმნა სოფელსა, რამეთუ განზრახჳთ დაემსჭუალე მას ზედა, და წყევისაგან იჴსნენ ადამიანნი, ყოველთა ცხოვრებაო უ҃ო დიდება შენდა:

ნებსით დაითმინე ჯუარი მოწყალეო, და ძუჱლი იგი…

აღამაღლებდით უ҃სა, ღთ҃სა ჩუჱნსა, და თაყუანის-ჰსცემდით კუარცხლბეკსა ფერჴთა მისთასა, რამეთუ წმიდა არს: მსგავსი. თანა დაუსაბამოსა.

ნებსით დაითმინე ჯუარი მოწყალეო, და ძუჱლი იგი წყევაჲ ჭამისა ძლითი აღჴოცე ვითარცა ყოვლად ძლიერმან ღთ҃მან, ამისთჳს საღმრთოთა და პატიოსანთა ვნებათა შენთა მეუფეო ქე҃ უგალობთ და თაყუანის-ვჰსცემთ, დიდების-მეტყუჱლნი დაუცხრომელად უაღრეს სიტყჳსა განგებულებისა შენისანი:

წინაშე ჯუარსა უ҃ისასა მდგომარე გოდებდა ღი҃ს-მშობელი, და…

დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.

წინაშე ჯუარსა უ҃ისასა მდგომარე გოდებდა ღი҃ს-მშობელი, და იტყოდა, ჵ მე ძეო ჩემო, ჵ მე ნათელო თუალთა ჩემთაო ვითარ უკუჱ განიპყრენ საღმრთონი ეგე ჴელნი შენნი, რომელმან გარდაართხენ ცანი ვითარცა კარავნი და ზღუათა მიერ წყაროთა სიმრავლესა აღმოაცენებ, ბრძანებითა შენითა, სულ-გრძელო უ҃ო დიდება შენდა:

ჯუარცმაჲ დაითმინე ნებსით თჳსით, და ხრწნილებისაგან კაცნი…

შემდგომად ბ, სტიხოლოგიისა, წარდგომანი ჯუარისანი, ჴმა ე. თანა-დაუსაბამოსა.

ჯუარცმაჲ დაითმინე ნებსით თჳსით, და ხრწნილებისაგან კაცნი განათავისუფლენ, მაცხოვარ, გიგალობთ მორწმუნენი და თაყუანისგცემთ შენ, რამეთუ განგუანათლენ, ჩუჱნ ძალითა ჯუარისათა, და ყოველნი გადიდებთ შენ კაცთ-მოყუარე, ვითარცა ცხოვრების-მომცემელსა და უ҃სა:

თხემისა ადგილი სამოთხედ გამოჩნდა რომელსა ზედა მხოლო…

ხოლო ღთ҃მან, მეუფემან ჩუჱნმან, წინა-საუკუნეთამან, შეჰქმნა ცხოვრება შორის ქუჱყანისა:

თხემისა ადგილი სამოთხედ გამოჩნდა რომელსა ზედა მხოლო აღემართა ძელი ჯუარისა, და მეყუსეულად გამოგიღო შენ ტევანი ცხოვრებისა, მაცხოვარ სიხარულად ჩუჱნდა საუკუნოდ, უ҃ო დიდება შენდა:

ჯუარსა ზედა გხედჳდა რა ქე҃ დედაჲ შენი…

დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.

ჯუარსა ზედა გხედჳდა რა ქე҃ დედაჲ შენი ნებსით თჳსით დამოკიდებულსა ვითარცა ტარიგსა უმანკოსა, ტიროდა მწარედ და მგოდებელი ღაღადებდა, ვაჲ ჩემდა ნათელო ჩემო ტკბილო, ვითარ უკუჱ მოჰკუდები შორის ძჳრის-მოქმედთა ვითარცა დასჯილი, ძეო ჩემო მეუფეო ყოვლისა დაბადებულისაო:

ძელისაგან სიმწარჱ მოისთლო ადამ, ბრკულმან ხრწნილებისა მიმართ…

შემდგომად გ. სტიხოლოღიისა, წარდგომანი, ჴმა ე. თანა-დაუსაბამოსა.

ძელისაგან სიმწარჱ მოისთლო ადამ, ბრკულმან ხრწნილებისა მიმართ შურითა გუჱლისათა, ხოლო ჯუარსა შემჰსჭუალუასა შენსა იესო მოიღო ცხოვრებაჲ სიტკბოებისა, და ძელისა მიერ ჯუარისა კუალად დაემკჳდრა იგი ცათა შინა, და ცუდ-იქმნა გუჱლი და დაინთქა ხრწნილებაჲ, რომლისათჳს ყოველნი დიდებასა შევსწირავთ, შენდა:

ჰბრწყინავს დღეს საჴსენებელი ღუაწლით-შემოსილთა მოწამეთა, რამეთუ ბრწყინუალებაჲ…

დიდება შენდა, ღო҃ ჩუჱნო, დიდება შენდა: მოწამეთა.

ჰბრწყინავს დღეს საჴსენებელი ღუაწლით-შემოსილთა მოწამეთა, რამეთუ ბრწყინუალებაჲ საღმრთოჲ მოსიესთ ზეგარდამო, და გუნდი ანგელოსთანი დღესასწაულობენ, და ძენი კაცთანი უგალობენ, ამისთჳსცა ევედრებიან იგინი მჴურუალედ შეწყალებად სულთა ჩუჱნთათჳს:

გაბრიილ ოდესმე მჰრქუა მე გიხაროდენ, რამეთუ მაუწყებდა…

დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა. მსგავსი. თანა-დაუსაბამოსა.

გაბრიილ ოდესმე მჰრქუა მე გიხაროდენ, რამეთუ მაუწყებდა ვითარმედ ჩემგან შობად გეგულუჱბის უ҃ო, ვითარმე უკუჱ სიხარული ჩემი აწ გარდაიცუალა მწუხარებად ჵ ძეო ჩემო, ჰჴმობდა ტირილით ქალწული ყოვლად უბიწოჲ, და ვითარმე გამოვჰსჩნდე ვითარცა უშჳლო, რომელმან გშევ შენ უთესლოდ, მაცხოვარი სულთა ჩუჱნთა:

ვნებათაგან მაცხოვნე მე ქე҃ ვნებითა შენითა

პარასკევსა, კანონი ჯუარისა. რომლისა კიდურ-წერილობაჲ.

ვნებათაგან მაცხოვნე მე ქე҃ ვნებითა შენითა.

მჴსნელსა ჩუჱნსა ღთ҃სა, რომელმან განიყუანა, დაულტოლუჱლად ერი…

იოსებისა. გალობა ა. ჴმა ე. სძლისპირი.

მჴსნელსა ჩუჱნსა ღთ҃სა, რომელმან განიყუანა, დაულტოლუჱლად ერი თჳსი ზღუასა, და ფარაო მჴედრებითურთ დაანთქა სიღრმესა, მას მხოლოსა უგალობთ რომელიცა დიდებულ-არს:

ვნებათა მომკულელი, ვნება თავს-იდევ ქე҃, და მოაკუდინე…

ტროპარნი.

ვნებათა მომკულელი, ვნება თავს-იდევ ქე҃, და მოაკუდინე მტერი უკეთური, რომელმან იგი მომკლნა ჩუჱნ პირუჱლ სამოთხეს, ამისთჳს ვადიდებთ სახიერებასა შენსა:

აღჰჴედ ჯუარსა ზედა, და დაეცა მაცთური, და დაცემულნი აღუმაღლდით უ҃ო, და სამოთხე დავიმკჳდრეთ ამისთჳს ვადიდებთ, სიმტიცესა მეუფებისა შენისასა ქე҃:

ღი҃სა ძალითა, კეთილად აღჭურჳლნი, ყოველთა მიმართ მტერისა…

მოწამეთა.

ღი҃სა ძალითა, კეთილად აღჭურჳლნი, ყოველთა მიმართ მტერისა წყობათა, განეწყუჱნით ყოვლად ბრძენნო დიდნო მოწამენო, და სძლეთ მას და დიდებასა საღმრთოსა ღირს-იქმნენით:

ვითარცა რა კრავნი, წმიდანი ტარიგისა, ყოვლად წმიდისა შეიწირენით, და ბილწნი შესაწირავნი დააცხრუჱნით ღირსნო, ამისთჳს გნატრით და გაქებთ ყოვლად ქებულნო:

ახლად ყრმად გჳშევ ჩუჱნ, ძუჱლი დღეთა ქლწულო…

ღი҃ს-მშობლისა.

ახლად ყრმად გჳშევ ჩუჱნ, ძუჱლი დღეთა ქლწულო, დაძუჱლებულთა კაცთა ბუნებასა, განახლებად და განღმრთობად ყოვლად უბიწოო, ყოვლად წმიდითა ვნებითა თჳსითა:

მეხუთესა ვედრებასა შევსწირავ ღი҃ს-მშობელსა

სხუა, კანონი, ყოვლად წმიდისა ღი҃ს-მშობლისა, რომლისა კიდურ-წერილობა.

მეხუთესა ვედრებასა შევსწირავ ღი҃ს-მშობელსა.

კარო შეუხებელისა ნათლისაო ყოვლად უბიწოო, კარნი, სინანულისანი…

გალობა ა. ჴმა ე. სძლისპირი. ეტლთა სიმრავლე.

კარო შეუხებელისა ნათლისაო ყოვლად უბიწოო, კარნი, სინანულისანი განუხუჱნ სულსა ჩემსა, და მოეც შესავალი ყოფადისა მიმართ სიხარულისა, და მხიარულებისა:

მქონებელი შენ შუა-მდგომელისა, გამოუთქმელისა ღი҃ს-მშობელო, ზღუდისა მტკიცისა, და საფარუჱლისა უბრძოლუჱლისა, მიჴსენ გუჱლისაგან რომელი მეძიებს მე სიბოროტითა თჳსითა შთანთქმად ჩემდა მარადის:

ნუ დამაკლებ მე საფარუჱლსა შენსა საღმრთოსა, და მადლსა შენსა, ნუ განმაგდებ მე უ҃ო მრავალ-მცოდუჱლსა ამას, არამედ მომეც მე დიდი-წყალობაჲ შენი:

აღასუბუქე საწყალობელისა, და მრავალ-შფოთიერისა სულისა ჩემისა ძნიად სატჳრთუჱლი ესე მწუხარებაჲ, და მომეც მე ცხოვრებაჲ, და საღმრთოჲ სიხარული:

ძალითა ჯუარისათა ქე҃, განმაძლიერე დიდებად შენდა, რათა…

გალობა გ. სძლისპირი.

ძალითა ჯუარისათა ქე҃, განმაძლიერე დიდებად შენდა, რათა უგალობდე მარადის, ღუთაებასა შენსა მოწყალე:

დააჭნუჱ ხრწნილებისა ნაყოფი, ჯუარსა ზედა რა ამაღლდი…

ტროპარნი.

დააჭნუჱ ხრწნილებისა ნაყოფი, ჯუარსა ზედა რა ამაღლდი მჴსნელო, და უხრწნელებისა წყარონი, გუჱრდით შენით აღმოგჳცენენ:

ვითარცა ტარიგი დაიკალ, ჯუარსა ზედა და აღბეჭდენ სულთა, ჩუჱნთა წყრთილნი სისხლითა შენითა, კაცთ-მოყუარეო მეუფეო:

ნასხამთა დაჴსნასა მარტჳლნო, და ძჳრ ძჳრად დაბძარუასა…

მოწამეთა.

ნასხამთა დაჴსნასა მარტჳლნო, და ძჳრ ძჳრად დაბძარუასა ჴორცთასა, და მჴეცთა მიყრასა უწყალოდ, უქცეველად ეგენით მჴნენო:

საღმრთოჲსა ვენაჴისა ტევანთა აწდიეს წამებისა ბარძიმი მორწმუნეთა მახარებელი, მოწამეთა ქე҃ს ღი҃სათა:

ჯუარსა ზედა რა მოკუდა ჩუჱნთჳს, ცხოვრებაჲ მოგუცა…

ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.

ჯუარსა ზედა რა მოკუდა ჩუჱნთჳს, ცხოვრებაჲ მოგუცა ჩუჱნ ღი҃ს-მშობელო, ძემან შენმან და ღთ҃მან ჩუჱნმან, შემსხმელთა შენთა მადიდებელმან:

რომელმან, დააფუძნე ქუჱყანაჲ წყალთა ზედა, და მიეც…

სხუა. სძლისპირი.

რომელმან, დააფუძნე ქუჱყანაჲ წყალთა ზედა, და მიეც, ნაყოფიერება ყოვლადუჱ, კლდესა ზედა ქე҃, მცნებათა შენთასა შეუძრავსა, დაამტკიცე ეკკლესიაჲ შენი, მხოლოო სახიერ და კაცთ-მოყუარე.

შესავედრებელი სოფლისა შენ ხარ ყოვლად უბიწოო, და…

ტროპარნი.

შესავედრებელი სოფლისა შენ ხარ ყოვლად უბიწოო, და შენდა მოლტოლჳლნი ყოველნი იჴსნებიან ბოროტთაგან, ვინა მეცა მოლტოლჳლი საფარუჱლისა მომართ შენისა, მიჴსენ ყოველთაგან გარემოდგომილთა ბოროტთა:

შენ მხოლო ხარ მხოლო შუამდგომელი ყოველთა კაცთა ყოვლად უბიწოო, შემიწყნარე მე დედოფალო მოწყალებითა შენითა, რომელი ესე მოვილტჳ საფარუჱლსა ქუჱშე შენსა, და შენითა შუა-მდგომელობითა მცევდ მე, რამეთუ გაქუს შენ ძალი უძლეველი:

ძალითა შენითა, ჴელისაგან მრავალ ღონიერისა მტერისა, და მძლავრებისაგან მისისა მიჴსენ მე დედოფალო, რათა არა ვითარცა განძლიერებულმან წარმიტაცოს, და სიღრმესა შინა საუკუნესა წარწყმედისასა შთამაგდოს:

შიშით და ძრწოლით მოლტოლჳლი გიღაღადებ შენ ღი҃ს-მშობელო, მექმენ მე შემწე ყოვლად სახიერო სოფლისა დედოფალო ჟამსა მას სიკუდილისასა, რაჟამს იგი გამოიძიებოდედ ჩემ მიერ ქმნილნი ცხოვრებასა შინა:

სმენა მესმა ძლიერისა ჯუარისა შენისა ქე҃, რომლისა…

გალობა დ. სძლისპირი.

სმენა მესმა ძლიერისა ჯუარისა შენისა ქე҃, რომლისა მიერ სამოთხე განეღო, და გიღაღადებ, დიდება ძალსა შენსა უ҃ო:

რაჟამს იგი აღჴედ ჯუარსა ზედა მზეო სიმართლისაო…

ტროპარნი.

რაჟამს იგი აღჴედ ჯუარსა ზედა მზეო სიმართლისაო, ნათელი წარუალი აღმოგჳბრწყინუჱ, რომელნი ძრწოლით უგალობთ ქე҃ ვნებათა შენთა:

სდეგ რა წინაშე საყდართა განკითხჳსათა ქე҃ ღო҃, დასჯითა შენითა დასაჯე მტერი, და დასჯილთა რა, შორის ჯუარს-ეცუ განმამართლე მჴსნელო:

ძლევისა გჳრგჳნითა შემკულთა ქე҃ს აღმსარებელთა, უხილავი მტერი…

მოწამეთა.

ძლევისა გჳრგჳნითა შემკულთა ქე҃ს აღმსარებელთა, უხილავი მტერი სირცხჳლეულ-ჰყუჱს, და ღაღადებდეს, დიდებაჲ ძალსა შენსა უ҃ო:

დაუჭნობელთა ყუავილთა საცნაურისა სამოთხისათა, და პატიოსანთა ჭურთა ქე҃სთა, პატივს-ვსცემდეთ ჩუჱნ, მორწმუნენო ქე҃ს მოწამეთა:

იხილე რა ჯუარსა ზედა შენგან შობილი ღი҃…

ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.

იხილე რა ჯუარსა ზედა შენგან შობილი ღი҃ ქალწულო, და გიკჳრდა რა მიუწთომელი იგი, სულ-გრძელებაჲ მისი, ამისთჳს მისთანა გიგალობთ სძალო:

უზეშთაესო ყოველთა შობილთაო, რომელმან იტჳრთე მუცელსა შინა…

სხუა. სძლისპირი. ესმა მოსლუა.

უზეშთაესო ყოველთა შობილთაო, რომელმან იტჳრთე მუცელსა შინა შენსა მეუფჱ და ღი҃ უფროს ყოველთა კაცთა შეცოდებული შემიწყალე:

დააყუდენ აღძრუანი ჴორცთა ჩემთანი და უჴმარნი ტრფიალებანი მეოხებითა შენითა, და ლამპარი სულისა ჩემისა დავსებული, აღანთე ცეცხლითა საღმრთოსა სიყუარულისათა ყოვლად წმიდაო:

ძალო უძლურთაო, უსასოთა სასოო და ნუგეშინის-ცემაო გლახაკთაო ყოვლად უბიწოო, მომეც მე სიხარული ჭირუჱულსა, რათა ცოდუათა მოტევებასა მივემთხჳო:

შენ გოდლად და შემწედ დედოფალო შენ შუა-მდგომელად უტყუჱლად, და შენ ზღუდედ უბრძოლუჱლად, მომიგიე, და ვესავ შენ მიერ მიმთჴუჱვად ცხოვრებასა:

აღმსთობილნი შენ გიგალობთ უ҃ო, გუაცხოვნენ ჩუჱნ ვითარცა…

გალობა ე. სძლისპირი.

აღმსთობილნი შენ გიგალობთ უ҃ო, გუაცხოვნენ ჩუჱნ ვითარცა სახიერ-ხარ, რაეთუ სხუა ღი҃ არა ვიცით:

კლდეთა რა გიხილეს ჯუარსა ზედა ამაღლებული, ზარისაგან…

ტროპარნი.

კლდეთა რა გიხილეს ჯუარსა ზედა ამაღლებული, ზარისაგან განიპნეს და ქუჱყანისა საფუძუჱლნი შეიძრნეს:

დაშრიტნა ლამპარნი, იხილა რა ამაღლებული, ძელსა ზედა მზის-თუალმან, ქე҃ ღი҃ მზე სიმართლისა:

ჰბრწყინავთ ელუათაგან სასწაულთასა მოწამენო, და ბნელსა და…

მოწამეთა.

ჰბრწყინავთ ელუათაგან სასწაულთასა მოწამენო, და ბნელსა და წყუდიადსა, სალმობათასა უჩინო ჰყოფთ:

დაიჭრებოდეთ თქუჱნ ჴორცითა არამედ სულითა, საუფლო სიყუარული, მიუწთომელად გაქუნდათ მარტჳლნო:

იხილე მეუფე ძელსა ზედა ამაღლებული, და ტირილით…

ღი҃ს-მშობლისა.

იხილე მეუფე ძელსა ზედა ამაღლებული, და ტირილით და გოდებით, ადიდებდ და მადლობდ ღი҃ს-მშობელო:

ვინმე აღჰჴოცნეს ჴელით-წერილნი, მრავალთა მათ ჩემთა და…

სხუა. სძლისპირი. რომელმან შეიმოსე.

ვინმე აღჰჴოცნეს ჴელით-წერილნი, მრავალთა მათ ჩემთა და ურიცხუთა ცოდჳსა დაცემათანი ჵ ყოვლად წმიდაო, უკეთუ შენ არა წარმომიდგე, და მომცე მე ჰჴსნაჲ:

მოვედ მე განწირულებასა შინა, მგონებელი მრავალთა ძჳრთა ჩემთა, ამისთჳს ვღაღადებ შენდამი, შემიწყალე ქალწულო და მაცხოვნე მე:

უხრწნელო დედაო ღი҃ს-მშობელო მშობელო ღი҃საო, რომელმან წამის-ყოფით დაბადნა ყოველნი მიჴსენ დასჯისაგან საუკუნოჲსა მონაჲ ესე შენი:

მქონებელი ქალწულებითისა დიდებისა, გამოჰსჩნდი დედად ღი҃სად უბიწოო, რომლისათჳს მოგართუა შენ გაბრიილ გიხაროდენი:

გარე მომიცუჱს ღელუათა, და მექმნა მე საფლავ…

გალობა ვ. სძლისპირი.

გარე მომიცუჱს ღელუათა, და მექმნა მე საფლავ მუცელი ვეშაპისა და გიღაღადებ, მიჴსენ მე კაცთ-მოყუარე და მაცხოვნე მრავალ-მოწყალეო უ҃ო:

ჯუარი აღემართებოდა, და მორწმუნეთა სიმტკიცისა დასაბამ-ექმნებოდა, ხოლო…

ტროპარნი.

ჯუარი აღემართებოდა, და მორწმუნეთა სიმტკიცისა დასაბამ-ექმნებოდა, ხოლო ეშმაკთა, დამამჴობელ და სიბოროტე, ქუჱყანით განიჴდებოდა:

რაჟამს ვითარცა სანთელნი, აღანთენ ჯუარსა ზედა ჴორცნი შენნი ქე҃ ღო҃, მზე დაბნელდა, ხოლო დრაქმა იპოვა ვნებათა შინა, დაფლული და დაბნელებული:

ამაღლდი რა ჯუარსა ზედა, გუნდი მოწამეთა შენთა…

მოწამეთა.

ამაღლდი რა ჯუარსა ზედა, გუნდი მოწამეთა შენთა მიბაძჳთა შენითა, მიგდევდა შენ უ҃ო, და ვნებათა მათ შენთა ებაძუნეს მჴსნელო, უვნებელობისა მიზეზითა:

სისხლთა თქუჱნთა მდინარითა, ღუარნი საცთურისანი განაჴმენით და ცეცხლი, დაშრიტეთ მარტჳლნო, უღმრთოებისა მძაფრი და გჳრგჳნითა ძლევისათა განშუჱნდით ღირსნო:

ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.

გული შენი განულო მახჳლმან, იხილე რა ჯუარსა ზედა ძე შენი უბიწოო, ქალწულო და საღმრთო გუჱრდი მისი ლახურისა მიერ, მოწყლული და გოდებდ სიმწარით:

ზღუა აღძრული ღელჳთა, წარმწყმედელი დააცხრუჱ ქე҃, შერისხჳთ…

სხუა. სძლისპირი.

ზღუა აღძრული ღელჳთა, წარმწყმედელი დააცხრუჱ ქე҃, შერისხჳთ დააყუდე, მეცა დანთქმული ცოდუათაგან, აღმომიყუანე მოწყალე:

ცხოვრებისა მშობელო წმიდაო დედოფალო, საცნაურისაგან სიკუდილისა მიჰჴსენ…

ტროპარნი.

ცხოვრებისა მშობელო წმიდაო დედოფალო, საცნაურისაგან სიკუდილისა მიჰჴსენ მე, და საუკუნოჲსა ცხოვრებისა ზიარ-მყავ:

შენ მომიგიე მე ყოველთა აქათა კეთილთა სიკეთჱ შეუსწორებელი, დედოფალო სძალო ღი҃საო, ბოროტისაგან გარე-მოდგომილისა მიჰჴსენ მე:

არავინ მივის სხუა შემწჱ უფროს შენსა სოფელსა ამას შინა, ამისთჳს შენდა შევრდომილი ვღაღადებ, ნუ უკუნ-სდგები მონისაგან შენისა ყოვლად წმიდაო:

გულის-სიტყუანი ძჳრის-მოქმედებათანი შეაშფოთებენ გონებასა ჩემსა შემეწიე მე დედოფალო, და ძვირთაგან მათთა მიჰჴსენ:

რომელმან იჴსნენ ყრმანი, საჴმილისაგან მგალობელნი, კურთხეულ-ხარ უ҃ო…

გალობა ზ. სძლისპირი.

რომელმან იჴსნენ ყრმანი, საჴმილისაგან მგალობელნი, კურთხეულ-ხარ უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:

რათა გჳჴსნნე ცოდჳსა გემოთა სიმწარისაგან ქე҃, ნავღელი…

ტროპარნი.

რათა გჳჴსნნე ცოდჳსა გემოთა სიმწარისაგან ქე҃, ნავღელი ჰსუ შენ ჩუჱნთჳს, ყოველთა სიტკბოებაო:

ჯუარსა ზედა მოწყლჳთა, შენითა ქე҃ განიკურნა, წყლულებაჲ ადამისი, იგი მრავალ-ჟამეული:

ნებსით შემართებითა, და ტანჯუათა სიმჴნით შებმითა, ძლევა…

მოწამეთა.

ნებსით შემართებითა, და ტანჯუათა სიმჴნით შებმითა, ძლევა შემოსილ-იქმნნეს, ღუაწლისა მძლენი მარტჳლნი:

პატივ-ეცით რა ღთ҃სა, უპატიოთა ჭირთა მიერ, პატივთა ზეცისათა, მიემთხჳენით სანატრელნო:

შემდგომად შობისაცა, ვითარცა რა პირუჱლ შობისა, ქალწულადუჱ დაადგერ, რამეთუ ღი҃ ჰშევ სძალო:

ჵ ღი҃უ-სანატრელო ყოვლად წმიდაო ღი҃ს-მშობელო, სულისა ჩემისა…

სხუა. სძლისპირი. უფროსად ამაღლებულმან.

ჵ ღი҃უ-სანატრელო ყოვლად წმიდაო ღი҃ს-მშობელო, სულისა ჩემისა განჰკურნე უძლურებაჲ და მოეც მყუდროებაჲ ცხოვრებითი, და სიხარული საუკუნოჲსა ცხოვრებისა:

კარო წმიდაო განუვლელო, კარნი გულისა ჩემისანი შეზღუდენ, რათა არა შევიდენ მას შინა ბოროტნი გულის-სიტყუანი, და ცოდუანი და წყლულებანი სასიკუდინენი:

ადინებს ძჱ შენი ღი҃ს-მშობელო წყალსა უჴრწნელებისასა, ჰქმენ უკუჱ ყოვლად წმიდაო მარადის განძღომაჲ ჩემი მის მიერ, მეოხებითა შენითა რათა ვჰსცხონდე:

მიჴსენ მე ყოვლად უბიწოო ყოვლისაგან გარემოდგომილებისა, და განსაცდელთაგან და ჭირთა, და ურუათა და მწუხარებათა, და ყოვლისაგან ბოროტისა ძჳრისა მსოფლიოჲსა:

მამისაგან შობილსა ძესა, უწინარეს საუუნეთა, და აღსასრულსა…

გალობა ჱ. სძლისპირი.

მამისაგან შობილსა ძესა, უწინარეს საუუნეთა, და აღსასრულსა ჟამთასა, ქალწულისაგან ჴორციელ-ქმნილსა, მღუდელნი, აკურთხევდით, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე:

რომელმან წყევაჲ ძელისა მიერ, განჰკურნე ქე҃ ღო҃…

ტროპარნი.

რომელმან წყევაჲ ძელისა მიერ, განჰკურნე ქე҃ ღო҃ ჩუჱნო, და კურთხევაჲ მოანიჭე კაცთა ნათესავსა სახიერ, ამისთჳს გიგალობთ, და აღგამაღლებთ უკუნისამდე:

ამპარტავანი იგი გუჱლი, ჯუარისა მიერ დაეც ქე҃, და მძჳნუარედ დაცემული, სიმდაბლითა შენითა აღამაღლე, ამისთჳს გიგალობთ, და აღგამაღლებთ უკუნისამდე:

საცთურისა დამამხობელთა, და სარწმუნოებისა შემწეთა, და ეკკლესიისა სუჱტთა, ანდამატთა მათ მოუწყულელთა, ქე҃ს მოწამეთა, გალობით პატივს-ვჰსცემდეთ ჵ მორწმუნენო:

მსგავსად მზისა რა გამობრწყინდეს ყოვლად ქებულნი მოწამენი, სენთა და სალმობათა ბნელი, და უღმრთოებისა წყუდიადი, მადლითა საღმრთოჲთა, სამებისა მიერ წმიდისა განჴადეს:

დიდისა მის საიდუმლოჲსა, შენისა მსახურად ქლწულო, გაბრიელ…

ღი҃ს-მშობლისა.

დიდისა მის საიდუმლოჲსა, შენისა მსახურად ქლწულო, გაბრიელ მოივლინა, გიხაროდენი გიღაღადა შენ, ნათლისა პალატო, და ადამიანთა განღმრთობისა მოზეზო:

შენ მხოლოსა დამბადებელსა ყოველთასა, გალობა სულიერი, გიღაღადეს…

სხუა. სძლისპირი.

შენ მხოლოსა დამბადებელსა ყოველთასა, გალობა სულიერი, გიღაღადეს ყრმათა, ყოველნი საქმენი უ҃სა უგალობდით, და ამაღლებდით მას უკუნისამდე:

მეპოვე მე განსაცდელთა შინა შუამდგომელ, ჭირთა შინა მფარუჱლ, უბადრუკებათა შინა შემწე, და ძჳრთა შინა ლიმენა საცხოვრებელ, და ყოველთა ტკივილთა ნუგეშინის-მცემელ უბიწოო:

იხილე სიყუარული ესე ჩემი, იხილე სულისა, ჩემისა საღმრთოჲ სურჳლი, ქალწულო წმიდაო იხილე სასოებაჲ ჩემი რომელსა ესე დავჰსდებ შენ ზედა, და მრავალი იგი მადლი შენი მომეც მე:

რომელმან იტჳრთე საშოსა ნათელი იგი გონიერი, განანათლენ თუალნი გულისა ჩემისანი, და ნისლი მრავალთა ცოდუათა, და ვნებათა ჩუჱნთა განსდევნენ:

რომელმან უაღრეს გონებისა ნაყოფი იგი საცხოვრებელი, მომცემელი ყოველთა კაცთა ცხოვრებისა ჰშევ ყრმააო, ბიწი ცოდუათა განჰსდევნე, და საღმრთო ცხოვრებაჲ მომეც მე:

ჰშევ ქალწულო, მიუწდომელი ბუნებათა, უჟამოდ გამოუთქმელი, ამისთჳს…

გალობა თ. სძლისპირი.

ჰშევ ქალწულო, მიუწდომელი ბუნებათა, უჟამოდ გამოუთქმელი, ამისთჳს უბიწოო ყოველნი მორწმუნენი გადიდებენ შენ:

ძალი და სიმტკიცე მტერისა შეიმუსრა, მხოლოო ყოვლად…

ტროპრები.

ძალი და სიმტკიცე მტერისა შეიმუსრა, მხოლოო ყოვლად ძლიერო, ჯუარსა ამაღლებითა, შენითა და ჴელთა შენთა შემსჭუალჳთა:

განჴურიტნეს ჴელნი და ფერჴნი შენნი უსჯულოთა, და აღრაცხეს მათ ძუალები, შენი ქე҃ ღო҃ რაჟამს, ჯუარს-გაცუჱს ძმარი და ნავღელი გასუჱს:

განკაცებული ღი҃ ჰქადაგეთ ბრწყინუალედ, მძლავრთა წინაშე მარტჳლნო…

მოწამეთა.

განკაცებული ღი҃ ჰქადაგეთ ბრწყინუალედ, მძლავრთა წინაშე მარტჳლნო, ორითა ბუნებითა, და დიდებაჲ საუკუნოჲ დაიმკჳდრეთ:

იწყლნეს მტერნი მომწყლუჱლნი თქუჱნნი და მტანჯუჱლნი, პირად პირადად მარტჳლნო, არამედ წყლულებანი, უკურნებელნი განიკურნეს თქუჱნ მიერ:

ნათელი საღმრთო გამოგჳბრწყინდა შენგან სძალო, და განაბრყინუა…

ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.

ნათელი საღმრთო გამოგჳბრწყინდა შენგან სძალო, და განაბრყინუა სოფელი, ჯუარცმითა და ვნებითა, და წყუდიადი ეშმაკთა უჩინო-ჰყო:

ისაია მხიარულ-იყავ ქალწულმან მუცლად-იღო, შუა ძე დაუსაბამო…

სხუა. სძლისპირი.

ისაია მხიარულ-იყავ ქალწულმან მუცლად-იღო, შუა ძე დაუსაბამო, ემმანუილ ღი҃ და კაცი, აღმოსავალ სახელი მისი, მას ვადიდებდეთ, და რომელმან ჰშუა იგი ვნატრიდეთ:

ჭირთაგან მრავალთა გარემოდგომილი, მოვიდრეკ მუხლთა შენდამი უბიწოო…

ტროპარნი.

ჭირთაგან მრავალთა გარემოდგომილი, მოვიდრეკ მუხლთა შენდამი უბიწოო, და ჭირთა ქუჱ დაუტევებ ქუჱყანასა ზედა და ცრემლით გიგალობ, მიჰჴსენ მე მათგან სახიერო რომელთა ჰნებავს შთანთქმაჲ ჩემი, და სიხარულითა აღავსე გული ჩემი:

მოვედ მე სიღრმედ განწირულებისა, და მივიახლე ჭირთა წარწყმედისათა ვინმე მომცეს მე გული შემუსრჳლი, და გონებაჲ სინანულისა, გარნა აჩუჱნე უბიწოო მრავალი იგი წყალობაჲ ჩემ ზედა:

საძაგელთა მიერ ვნებათა დავაბნელე გონებაჲ და თუალნი გულისა ჩემისანი, და მოვაკლდი სასოებასა ცხოვრებისასა, არამედ შენ წმიდაო მეოხებითა შენითა, სასოებისა ჩემისა შენ ზედა დამდებელი მაცხოვნე:

მოკლე ესე ჟამი ცხოვრებისა ჩემისა, ტკივილთა მიერ და ჭირთა, და პირად პირადთაგან განსაცდელთა, აღსავსე არს, არამედ შენ უბიწოო მჴურუალითა მეოხებითა შენითა აღმისუბუქენ იგინი:

მხოლო აღემართა ძელი ჯუარისა შენისა ქე҃ ღო҃…

აღჳვსენითსა ზედა, დასდებელნი ჯუარისანი. ჴმა ე.

მხოლო აღემართა ძელი ჯუარისა შენისა ქე҃ ღო҃, არამედ საცთური განაბნია, და მადლი აღაყუავილა, რამეთუ არღარა დასჯისა არს სატანჯუჱლი, არამედ საძლეველად მოგუჱცა ჩუჱნ ჯუარი შენი ცხოვრებად, რამეთუ ჯუარი არს სიმტკიცე ჩუჱნდა, ჯუარი არს სიქადულ ჩუჱნდა, ჯუარი სიხარულ, ჯუარი ჩუჱნდა მხიარულება:

ჯუარმან შენმან ქე҃, არა თუ ხოლო ჯოჯოხეთისა ოდენ განაქარუა სიმტკიცჱ, არამედ აცხოვნაცა ნათესავი კაცთა, და ხრწნილებისაგან იჴსნა სოფელი, და კუალად ავაზაკსა სამოთხე განუღო, რომელსა თაყუანის-ვჰსცემთ და გადიდებთ შენ, მაცხოვარ შეგჳწყალენ ჩუჱნ:

კურთხეულ-არს მჴედრობა მეუფისა ცათასა, რამეთუ დაღაცათუ ქუჱყანისა…

მოწამეთა.

კურთხეულ-არს მჴედრობა მეუფისა ცათასა, რამეთუ დაღაცათუ ქუჱყანისა ნაშობნი იყუნეს ღუაწლით-შემოსილნი, არამედ ანგელოსთა დიდებასა მიწევნად მოსწრაფე-იქმნეს, ჴორცნი უგულებელს-ჯყუნეს, და ვნებათა მიერ უჴორცოთა პატივსა ღირს იქმნნეს, ლოცჳთა მათითა გარდამოგჳვლინე, ჩუჱნ უ҃ო დიდი წყალობაჲ:

დააყუდე ტკივილი მრავალმწუხარისა სულისა ჩემისა მტირალი უღაღადებდა…

დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.

დააყუდე ტკივილი მრავალმწუხარისა სულისა ჩემისა მტირალი უღაღადებდა უბიწოჲ ქე҃სა, დაღათუ ვნებითა შენითა კაცთა განაცხოველებ, არამედ მოიწყლჳს გული ჩემი სიტყუაო, შენ ხარ უტკბილესი ნათელი ჩემი, შენ ხარ ძე და შემოქმედი ჩემი, უგალობ მრავალსა სულგრრძელებასა შენსა:

ავაზაკმან ჯუარსა ზედა ღუთად გქადაგა, და ჰრწმენა…

პარასკევსა მომიჴსენენი, ჴმა ე.

ავაზაკმან ჯუარსა ზედა ღუთად გქადაგა, და ჰრწმენა შენდა მომართ, ქე҃ და აღგიარა შენ, მჴურუალითა გულითა და ჰჴმობდა წადიერებით, მომიჴსენე მეუფეო სასუფეველსა შენსა:

მორაკუჱდ ჯუარსა ზედა ჴორცითა ქე҃, ჭამისა მიერ მოკლული, ცხოველ-ჰყავ ცხოვრებისა თავო, და კუალად მოქალაქედ სამოთხისა გამოაჩინე, სახიერ მრავალ მოწყალე, ქე҃ ღო҃ დიდება შენდა:

ჯუარსა შეემსჭუალე ვენახი ჭეშმარიტი და გჳწდიე სასმელი, სიტკბოებისა და ცხოვრებისა, რომელმან მხიარულ-ჰყუნა ყოველთა მორწმუნეთა სულნი, გონებანი და გულნი, და მარადის გადიდებთ:

თავთა წარკუჱთითა ყოვლად ბრძენნო, და ასოეულად დაჭრითა, მიემსგავსენით დაკლუასა მას ქე҃ს მეუფისასა, ამისთჳსცა მოწამენო, ახოვანნო ყოვლად ძლიერნო, სამარადისოდ გნატრით:

თაყუანის-გცემთ შენ მხოლოსა ღთ҃სა სამთა გუამთა შინა…

დიდება.

თაყუანის-გცემთ შენ მხოლოსა ღთ҃სა სამთა გუამთა შინა, განუყოფელსა შინა ბუნებასა მგალობელნი, დიდება შენდა სამებაო ერთ-არსებაო:

გონებითა განიკაფებოდე სძალო, ძელისა ჯუარსა ზედა, ჰხედევდ…

ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.

გონებითა განიკაფებოდე სძალო, ძელისა ჯუარსა ზედა, ჰხედევდ რა ცხოვრებასა ჩუჱნსა, ნებსით თჳსით მოკლულსა, უღმრთოთა ჰურიათაგან, და ჴმითა გოდებისათა, ადიდებდ ღი҃ს-მშობელო:

მჴსნელსა ჩუჱნსა ღთ҃სა, ჴორციელ ქმნილსა შენგან, ევედრე…

სერობისად. გალობანი წმიდისა ღი҃ს-მშობლისანი. გალობა ა. ჴმა ე. სძლისპირი. მჴსნელსა ჩუჱნსა.

მჴსნელსა ჩუჱნსა ღთ҃სა, ჴორციელ ქმნილსა შენგან, ევედრე ჩუჱნთჳს ქალწულო წმიდაო, რათა წარმართო სრბა ჩუჱნი გზასა მას საღმრთოსა, რომელი მიმიძღუჱბის ჩუჱნ განსასუჱნებელად:

ერსა მუჱდრებელსა, შენსა მიმადლებულო, სძალო ღი҃საო წყალობით მომხედენ, რომელმან ჰშევ ღი҃ მჴსნელი ყოველთა მწყალობელი, ითხოვე დღეს მის მიერ, სულთა ჩუჱნთათჳს დიდი წყალობაჲ:

ულხინე წმიდაო, ქალწულო დედოფალო სულსა ჩემსა დღეს დანთქმულსა სიღრმესა შინა, ცოდუათა უფსკრულისასა და აღმომიყუანე მე, მადლითა შენგან შობილისა ღი҃სათა:

განწყობილება უხორცოთა, გადიდებენ შენ ყოვლად წმიდაო, ჩუჱნცა…

გალობა გ. სძლისპირი. ძალითა ჯუარისათა.

განწყობილება უხორცოთა, გადიდებენ შენ ყოვლად წმიდაო, ჩუჱნცა მათ თანა გადიდებთ მეოხ გუჱყავ მოსავთა შენთა:

უბრწყინუალესად მზის-თუალისა, განათლებულო სძალო წმიდაო, განანათლე ცნობა ჩემი, გალობად და ქებად შენდა ღირსო:

ექმენ მწყალობელ ბუნებასა კაცთასა ყოვლად საგალობელო, რომლისა მიერ გამოხუჱდ, და შენ მიერ იქმნა ჴსნა ჩუჱნი:

ყოვლისა სოფლისა მფარუჱლო და შესავედრებელო, მოსავნი შენნი…

გალობა დ. სძლისპირი. სმენა მესმა.

ყოვლისა სოფლისა მფარუჱლო და შესავედრებელო, მოსავნი შენნი დამიფარენ მტერისა, ვნებათაგან, მეოხებითა შენითა ღირსო:

ამაღლებულო უფროს ცასა ცათასა ქალწულო, აღამაღლე დღეს ვედრება ჩუჱნი, წინაშე ღი҃სა, და მითხოვე შენდობა ცოდუათა:

ვითარცა დედა ძესა შენსა ევედრე ქალწულო ჩუჱნთჳს რათა ვნებათაგან მტერისათა მიჴსნნეს ჩუჱნ, მეოხებითა, შენითა სახარულევანო:

წყარო ცრემლთა მომეც მე საღმრთოსა, ცუარისა მშობელო…

გალობა ე. სძლისპირი. აღმსთობილნი.

წყარო ცრემლთა მომეც მე საღმრთოსა, ცუარისა მშობელო რათა ვსტიროდე ცოდუათა ჩემთა:

მოხედენ ლოცუასა და ვედრებასა დიდებულო, მგალობელთა შენთასა, და დამიფარენ განსაცდელთაგან:

ითხოვე ღი҃საგან გამოჴსნა ჩუჱნი ჭირისაგან, და საუკუნოსა მის, ცეცხლისა და ღრჭენსა კბილთასა:

დანთქმულნი, სიღრმესა მას ცოდჳსასა ვღაღადებთ შენდა მომართ…

გალობა ვ. სძლისპირი. იჴსენი წინასწარ-მეტყუჱლი.

დანთქმულნი, სიღრმესა მას ცოდჳსასა ვღაღადებთ შენდა მომართ დედოფალო, ღი҃ს-მშობელო, წყალობით შემწე მეყავ:

აღმმართე, დაცემული მტერისაგან მშობელო ცათა დაუტევნელისაო, და გზასა მას, სინანულისასა დამადგინე:

უღირსად, აღუასრულენ ჟამნი ჩემნი ხოლო აწ, შეგივრდები დედოფალო ღირს-მყავ პოვნად მადლსა სინანულისასა:

ღონენი მტერისანი, შემზადებულნი წარწყმედისათჳს, კაცთა ნათესავისა, განაბნიე…

გალობა ზ. სძლისპირი. რომელმან იჴსენ.

ღონენი მტერისანი, შემზადებულნი წარწყმედისათჳს, კაცთა ნათესავისა, განაბნიე დედოფალო:

მომფინე ჩუჱნ ნათელი მადლისა შენისა ღი҃ს-მშობელო, რომელი ესე ბნელსა ცოდჳსასა შეპყრობილ-ვართ:

რომელმან ჰშევ ჴორცითა, დამბადებელი ანგელოსთა, მოწყალე ჰყავ ჩუჱნ ზედა მუჱდრებელთა შენთა სძალო:

ისარნი იგი განწონილნი, მტერისა მიერ გულსა ჩემსა…

გალობა ჱ. სძლისპირი. მამისაგან შობილსა.

ისარნი იგი განწონილნი, მტერისა მიერ გულსა ჩემსა, შემწუჱლნი უფროს ცეცხლისა, დაშრიტენ ჵ დედაო ღი҃საო, და განმარინე, მათგან, რათა გაკურთხევდე უკუნისამდე:

სასანთლეო ოქროსაო, საღმრთოსა ბრწყინუალებისაო, უნათლესო ცისა მნათობთა, ქალწულო ღი҃სა საყდარო, ბნელსა შინა მყოფი, სული ჩემი ნათლითა შენითა განანათლე:

მოიხილე წყალობით ჩემ ზედა, დედაო კაცთ-მოყუარისაო, და მოწყალე ჰყავ ძე შენი, რათა გარე წარაქციოს რისხუა, აღდგომილი ჩუჱნ ზედა, სიმრავლისაგან ცოდუათა ჩუჱნთასა:

უგალობთ და ვადიდებთ მადლთა შენთა ღირსო, დედოფალო…

გალობა თ. სძლისპირი ჰშევ ქალწულო.

უგალობთ და ვადიდებთ მადლთა შენთა ღირსო, დედოფალო ღი҃ს-მშობელო რომელი ჰყუჱნ ჩუჱნ ზედა, რამეთუ განდგომილნი დამაგენ ღთ҃სა:

ბნელი იგი საცთურისა განაქარუჱ, სულთა ჩუჱნთაგან ქალწულო, და ნათელი მოგუფინე, რათა გადიდებდეთ უკუნისამდე:

ექმენ ქრისტიანეთა შემწე და მცუჱლ და მფარუჱლ, ქალწულო და დაამდაბლენ, ბარბაროზნი და ძლევა მოანიჭე მორწმუნესა მეფესა: