გულანი
საცდელი · 1.11.3
ხმა 5 · ორშაბათი 1 / 84ვაჲ ჩემდა განმარისხებელსა შენ მოწყალისა ღი҃სა და…

ხმა 5 · ორშაბათი

რვა ხმა

პარაკლიტონი · დაახლ. 25 წთ

ვაჲ ჩემდა განმარისხებელსა შენ მოწყალისა ღი҃სა და…

მწუხრად, დასდებელნი მსგავსნი სამეუფონი, ჴმა ე. გიხაროდენი.

ვაჲ ჩემდა განმარისხებელსა შენ მოწყალისა ღი҃სა და უ҃ისა, რაოდენ გზის აღგითქუ შენანებად ქე҃, და მტყუარ ვიპოვე უგუნური, შევბღალე უკუჱ პირუჱლი სამოსელი ნათლის-ღებისა, და აღთქმული ჩემი შენდამი დაუტევე, და მეორე ესე კუალად აღთქმული, რომელი აღგიარე შენ წინაშე ანგელოსთა და კაცთა ხატითა მგლოვარითა შემოსილმან, რომლისა დამტევებელა მაცხოვარ, ნუ მიტევებ მე წარწყმედად ვიდრე აღსასრულადმდე:

ვითარსამე უუჱ მისაგებელსა ჰპოებ უბადრუკო სულო დღესა შინა სასჯელისასა, და ანუ ვინმე გიჴსნას შენ დასჯისაგან და ცეცხლისა საუკუნოჲსა, და სხუათა სატანჯუჱლთა, არავინ, უკეთუ შენ არა მოწყალე-ჰყო სახიერ, დატევებითა ბოროტთა საქმეთა შენთათა, და მოგებითა კეთილ-სათნოჲსა ცხოვრებისათა და ტირილითა მარად-დღე უზომოთათჳს ცოდუათა შენთა, რომელთაცა იგი ყოველსა ჟამსა ჰსცოდავ საქმით და სიტყჳთ და გონებით, მვედრებელი ქე҃სი მოცემად შენდა სრულიადისა მოტევებისა მათისა:

ნუმცა შემიპყრობს მე მაცხოვარ მიმზიდუჱლი იგი ჩუჱულებაჲ ცოდჳსა, ნუმცა უფლებს ჩემ ზედა ეშმაკი მბრძოლი მარადის, მიმყუანებელი ნებისა მიმართ თჳსისა, არამედ გამომიტაცე მე ჴელმწიფებისაგან მისისა, ძლიერითა ჴელითა შენითა ყოვლად ძლიერო, და ჰსუფევდ ჩემ შორის კაცთ-მოყუარე, და ყოვლითურთ ყოფად შენდა და ცხოვრებად ნებისაებრ შენისა ღირს-მყავ მე სიტყუაო, და ქონებად შენ შორის განსუჱნებისა და პოვნად ჩემდა განწმედისა და დიდისა წყალობისა:

ვნებანი ბიწიანნი მტანჯუჱნ მე, და დააბნელებენ გუგათა…

სხუანი დასდებელნი, უჴორცოთანი. ჴმა იგივე. მსგავსნი.

ვნებანი ბიწიანნი მტანჯუჱნ მე, და დააბნელებენ გუგათა გულისა ჩემისათა, და გზათა საცხოვრებელთა ვერ შემძლებელ-ვარ ხედუად, რამეთუ მარადის შევჰსცთები და თავ-დამოქცევით შთავვარდები სიღრმეთა შინა ჯოჯოხეთისათა, გარნა ვიგონებ რა საკჳრუჱლებათა თქუჱნთა მთავარ-ანგელოსნო, განჳკურნები სალმობათაგან ჩემთა ყოველთა, ისწრაფეთ დაშრეტად ალისა ვნებათა ჩემთასა, რათა ვიხილო მე მსწრაფლი შეწევნაჲ თქუჱნი, და ნათლისა მიმართ საცხოვრებელისა მიძღოდეთ:

აღსავალი უკუჱ შესწორებული დიდებისა აქუნდა თქუჱნ თანა ბოროტსა ეშმაკსა, და ნათელშემოსილ გამოსჩნდებოდა იგი თქუჱნთანავე მთავარ-ანგელოსო, გარნა სიბოროტისა მიერ ვითარცა წინა-აღმდგომი გარდამოვარდა ქუჱყანასა ზედა, და დაბნელდა სიბნელესა შინა, და აწ ისწრაფის თავისა მიმართ თჳსისა მიტაცებად ჩემდა, გამომიჩნდით მე უბადრუკსა შუამდგომელად შემწედ და შესავედრებელად ბრძენნო, და იოტეთ ჩემდა ცხოვრებაჲ და დიდი-წყალობაჲ:

შექმნულისა ხატად ღი҃სა, და აღრაცხილისა თქუჱნ თანა არა ჯერ-იყო ჩემდა მსახურებად საძაგელისა მტერისა, არამედ ნებსით დავემონე მას, და განვჰყარენ მცნებანი, და მოვაკლდი პატივსა შემოქმედისა ჩემისასა, მხედუჱლთა ვნებათა მისთა მონა-ქმნისა ჩემისათა, მომეცით მე ჴელი შეწევნისა წმიდანო მთავარ-ანგელოსნო, და სიღრმისაგან წარწყმედისა აღმომიყუანეთ, და ნათლისა მიმართ მიძღოდეთ, და იოტეთ რათა მივემთხჳო პირუჱლსავე სიკეთესა დიდებისასა:

გამომიბრწყინუჱ მე ნათელი, ბნელსა შინა ვნებათასა მდებარესა…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობელოსა. მსგავსი.

გამომიბრწყინუჱ მე ნათელი, ბნელსა შინა ვნებათასა მდებარესა, რომელმან ჰშევ, ღი҃ ნათელი უვნებელობისა, ჴორცითა ქალწულო, და სიღრმისაგან ბრალთა, ჩემთასა და სასოწარკუჱთილებისაგან, კლდესა ზედა ცხოვრებისასა აღმამაღლე, და დაამტკიცენ, სულისა ჩემისა, სლუანი, საჯენ მავნებელნი ჩემნი, და ბრძოდე მბრძოლთა ჩემთა, და დააცხრუჱნ ტკივილი, უძლურისა გულისა ჩემისა, ღირსო ყოველთა კიდეთა, სოფლისათა სასოო, და მომანიჭე, დიდი-წყალობაჲ:

უ҃ო ცოდუასა არა დავჰსცხრები, და კაცთ-მოყუარებისა შენისა…

სტიქარონსა ზედა, დასდებელნი სინანულისანი, ჴმა ე.

უ҃ო ცოდუასა არა დავჰსცხრები, და კაცთ-მოყუარებისა შენისა ღირს ყოფასა ვერ გულის-ჴმა-ვჰყოფ მძლე-ექმენ სიღრმესა ჩემსა, მხოლოო სახიერო და შემიწყალე მე:

უ҃ო შიშისა შენისაგან მეშინის, და ბოროტთა საქმედ არა დავსცხები, ვისმე სამსჯავროსა შინა მსაჯულისაგან არა ეშინის, ანუ ვისმე ჰნებავს განკურნება, და მკურნალსა განარისხებნ, ვითარმე სულ-გრძელო უ҃ო, უძლურებასა ჩემსა ზედა ლმობიერ-იქმენ და შემიწყალე მე:

რომელთა ქუეყანისა ყოველივე შეურაცხ-ჰყავ, და სატანჯუჱლთა ახოვნად…

მოწამეთა.

რომელთა ქუეყანისა ყოველივე შეურაცხ-ჰყავ, და სატანჯუჱლთა ახოვნად შებმა უყავთ, ნეტარისა მის სასოებისაგან არა განსცხუვენით, არამედ ზეცათა სასუფეველისა მკჳდრად გამოსჩნდით, ყოვლად ქებულნო მარტჳლნო და კადნიერებაჲ გაქუსთ, ღი҃სა მიმართ კაცთ-მოყუარისა, ითხოვეთ სოფლისათჳს მშჳდობაჲ, და სულთა ჩუჱნთათჳს დიდი-წყალობაჲ:

საშინელი დიდებული და დიდი საიდუმლო, დაუტევნელი საშოსა…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

საშინელი დიდებული და დიდი საიდუმლო, დაუტევნელი საშოსა დაიტია, და დედა შემდგომად შობისა კუალად ქალწულადუჱ დაადგრა, რამეთუ ღი҃ იშუა მისგან განკაცებული, მისსა მიმართ ჴმა-ვჰყოთ, მისსა ქება შევჰსწიროთ, და ანგელოსთა თანა უგალობდეთ წმიდა ხარ ქე҃ ღო҃ ჩუჱნო, რომელი ჩუჱნთჳს განჴორციელდი დიდება შენდა:

გალობასა ჟამსა, და ლოცჳსა ჟამსა, ვედრებით უღაღადოთ…

ორშაბათსა ცისკრად, რაჟამს იგალობებოდეს, ალლილუია. გალობა სამებისა, ჴმა ე.

გალობასა ჟამსა, და ლოცჳსა ჟამსა, ვედრებით უღაღადოთ მხოლოსა ღთ҃სა ჩუჱნსა, წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, წიდა-ხარ, შენ ღო҃ ჩუჱნო, ღი҃ს-მშობელისა მიერ შეგჳწყალენ ჩუჱნ:

გამოხატჳთ ვიკადრებთ საცნაურთა შენთა მსახურთასა, სამებაო დაუსაბამოო, ბაგითა უღირსითა გიღაღადებთ და ვიტყჳთ, წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, შენ ღო҃ ჩუჱნო, ღი҃ს-მშობელისა მიერ შეგჳწყალენ ჩუჱნ:

რომელი საშოსა ქალწულისასა დაიტიე, და წიაღთა მამისათა არა განეშორე, ანგელოსთა თანა ჩუჱნიცა შეიწირე ქე҃ ღო҃ გალობაჲ, წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, შენ ღო҃ ჩუჱნო, ღი҃ს-მშობელისა მიერ შეგჳწყალენ ჩუჱნ:

რაჟამს მსაჯული იგი სიმართლისა დაჯდეს, და ბევრეულნი…

ორშაბათსა ცისკრად, შემდგომად ა. სტოხოლოგიისა, წარდგომანი სინანულისანი, ჴმა ე.

რაჟამს მსაჯული იგი სიმართლისა დაჯდეს, და ბევრეულნი ანგელოსნი წინაშე დგენ, საყჳრი იგი დიდი ჰჴმობდეს, და სახმილი იგი ცეცხლისა ეგზებოდეს, რაჲმე ჰყო შენ სულო ჩემო, მიგიყუანებდენ რა განკითხუად, რამეთუ მაშინ ბოროტნი შენნი, წარმოგიდგებიან და დაფარულნი ცოდუანი გემხილებიან, აწ უკუჱ პირუჱლ აღსასრულისა ლმობიერად ღაღადებდი, ვჰსცოდე ღო҃ ჩემო და შემიწყალე მე:

სულო ჩემო საწყალობელო, საწუთო ესე წარმავალ-არს, და…

უ҃ო ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ მე და ნუცა რისხჳთა შენითა მჰსწავლი მე:

სულო ჩემო საწყალობელო, საწუთო ესე წარმავალ-არს, და საუკუნო იგი წარუვალ ვხედავ სამსჯავროსა და საყდართა ზედა მსაჯულსა, და ვჰსრძწი განჩინებისაგან, აწ უკუჱ ისწრაფე მოქცევა სინანულად სულო ჩემო, რამეთუ სასჯელი იგი თანა წარუვალ-არს:

მჴურუალედ შუამდგომელო, და უძლეველო სასოებაო საცნაურო და…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა. თანა დაუსაბამოსა.

მჴურუალედ შუამდგომელო, და უძლეველო სასოებაო საცნაურო და ურცხუჱნელო, ზღუდეო და საფარუჱლო და ლიმენაო შენდამი მოლტოლჳლთაო, მარადის ქალწულო წმიდაო, ძესა შენსა და ღთ҃სა ევედრე ანგელოსთა თანა, სოფლისა მოცემად მშჳდობაჲ და ცხოვრებაჲ და დიდი წყალობაჲ:

ყოველნი ვიღჳძებდეთ და ქე҃სა მივეგებოდეთ, მორწმუნენო სიმრავლითა…

შემდგომად ბ. სტიხოლოღიისა, წარდგომანი, სინანულისანი, ჴმა ე.

ყოველნი ვიღჳძებდეთ და ქე҃სა მივეგებოდეთ, მორწმუნენო სიმრავლითა ზეთისათა, და ლამპრითა ბრწყინუალითა, რათა სასძლოსა მას შინაგან ღირს-ვიქმნნეთ, რამეთუ რომელი კარსა გარეგან დაშთეს, ურგებად ჰჴმობდეს ღი҃სა მიმართ, შემიწყალე მე უ҃ო:

ცხედარსა ზედა მდებარე-ვარ მრავალთა ცოდუათასა, და სასოებაჲ…

მიწყალე მე უ҃ო, რამეთუ უძლურ ვარ, განმკურნე მე:

ცხედარსა ზედა მდებარე-ვარ მრავალთა ცოდუათასა, და სასოებაჲ მიმიღებიეს კეთილისა ცხოვრებისა, რამეთუ ძილი მცონერებისა ჩემისა მოატყუჱბს სულსა ჩემსა სატანჯუჱლთა, არამედ შენ ქე҃ ღო҃ რომელი იშევ ქალწულისაგან, აღმადგინე გალობად შენდა რათა გადიდებდე:

უწმიდესად ხერუვიმთა, და უმაღლესად ცათა ყოვლად საგალობელო…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

უწმიდესად ხერუვიმთა, და უმაღლესად ცათა ყოვლად საგალობელო ღი҃ს-მშობელო, ჭეშმარიტად აღგიარებთ შენ, რამეთუ გპოვეთ ჟამსა ჭირისასა მეოხად, და გუაქუ ცოდჳლთა შესავედრებელად, ამისთჳს ნუ დაიდუმებ ჩუჱნთჳს მეოხებასა, სიმტკიცეო და შესავედრებელო სულთა ჩუჱნთაო:

მეშინის სასჯელისა და განუკრთები განგდებისა მსაჯულისა მიერ…

შემდგომად გ. სტიხოლოგიისა წარდგომანი სინანულისანი. ჴმა ე. თანა დაუსაბამოსა.

მეშინის სასჯელისა და განუკრთები განგდებისა მსაჯულისა მიერ, რამეთუ სჳნიდისი ჩემი მარადის მამხილებს მე, ვინადგან მედგრობასა შინა წარულე ყოველი ცხოვრებაჲ ჩემი, გარნა თქუჱნ წმიდანო მთავარ-ანგელოსნო მორწმუნეთა შემწენო, მიჴსენით ცეცხლისაგან, მჴურუალითა მეოხებითა თქუჱნითა:

ბრწყინავს დღეს საჴსენებელი ღუაწლით-შემოსილთა მოწამეთა, რამეთუ ბრწყინუალებაჲ…

მოწამეთა. დიდება შენდა, ღო҃ ჩუჱნო, დიდება შენდა:

ბრწყინავს დღეს საჴსენებელი ღუაწლით-შემოსილთა მოწამეთა, რამეთუ ბრწყინუალებაჲ საღმრთო ჰმოსიესთ ზეგარდამო, და გუნდნი ანგელოსთანი დღესასწაულობენ, და ძენი კაცთანი უგალობენ, ამისთჳსცა ევედრებიან იგინი მჴურუალედ შეწყალებად სულთა ჩუჱნთათჳს:

ზეცით მოგართუა შენ გაბრიილ, ქუჱყანასა ზედა, სიხარული…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა. მსგავსი, თანა დაუსაბამოსა.

ზეცით მოგართუა შენ გაბრიილ, ქუჱყანასა ზედა, სიხარული უკუჱ საკჳრუჱლი, რამეთუ შემოქმედისა ანგელოზთასა მუცელსა შინა შენსა განჴორციელებისა მხედუჱლი, სახარულევანსა გალობასა გიღაღადებდა შენ უბიწოო, მასწავლელი ყოველთა, რამეთუ შენ მხოლო გამოსჩნდი ყოველთა კაცთა მიმართ მიზეზ სიხარულისა:

მჴსნელსა ჩუჱნსა ღთ҃სა, რომელმან განიყუანა, დაულტოლუჱლად ერი…

ორშაბათსა. კანონი სინანულისა. უ҃ისა. იოსებისა. გალობა ა. სძლისპირი.

მჴსნელსა ჩუჱნსა ღთ҃სა, რომელმან განიყუანა, დაულტოლუჱლად ერი თჳსი ზღუასა და ფარაო მჴედრებითურთ დაანთქა სიღრმესა, მას მხოლოსა უგალობთ, რომელიცა დიდებულ-არს:

მრავლითა საცთურითა, მტერისათა ძლეული, და შთავრდომილი მახეთა…

ტროპარნი.

მრავლითა საცთურითა, მტერისათა ძლეული, და შთავრდომილი მახეთა მათ მისთა, მომაქციე და შემიწყალე ქე҃ ღო҃ ჩემო, ვითარცა ხარ მხოლო ძლიერი და მრავალ-მოწყალე:

ქე҃ ღო҃ ჩემო, რომელმან ყრუსა ყურნი, განუხუჱნ პირუჱლ მეცა გევედრები, სულისა ჩემისა ყურნი ყრუნი და უსმნი აწ მსმენელ-ჰყუჱნ, რათა ყურად-იხუჱნ სიბრძნით, სიტყუანი შენნი:

მზისა სიმართლისა, მთიებნო ბრწყინუალენო, ყოვლად ქებულნო მჴნენო…

მოწამეთა.

მზისა სიმართლისა, მთიებნო ბრწყინუალენო, ყოვლად ქებულნო მჴნენო მოწამენო, დაჰჴსენით ბნელი წყუდიადი და გონებანი და გულნი ჩუჱნნი, ბრწყინუალედ განანათლენით ღირსნო:

სულისა წმიდისა, საღმრთოთა ნაკუჱრცხალთა, მჴურუალედ აღტყინებულთა ისართა მტერისათა, ქე҃ს მოწამეთა ვეშაპისათა, მის გულარძნილისა, ყოველნი ისარნი შეჰმუსრნეს:

ბჭეო საღმრთოსა მის, დიდებისაო ბჭენი, სინანულისა საწადელისანი…

ღი҃ს-მშობლისა.

ბჭეო საღმრთოსა მის, დიდებისაო ბჭენი, სინანულისა საწადელისანი განმიხუჱნ და ბჭეთა მათგან ჯოჯოხეთისათა, განარინე აღუსებული ცოდჳთა სული ჩემი:

გალობა ანგელოსთა მიმართ მეხუთე

სხუა, კანონი უჴორცოთა. რომლისა კიდურ-წერილობაჲ.

გალობა ანგელოსთა მიმართ მეხუთე.

ქადაგნო ღთ҃-მთავრობისანო, ანგელოსთა ძალნო, და ნათლითა მისითა…

გალობა ა. ჴმა ე. სძლისპირი. ეტლთა სიმრავლე.

ქადაგნო ღთ҃-მთავრობისანო, ანგელოსთა ძალნო, და ნათლითა მისითა ბრწყინუალედ განათლებულნო, ევედრებით მას რათა განანათლოს, სული ჩემი დაბნელებული და განაბრწყინუოს:

ვითარცა წინაშე მდგომელთა, საყდართა მაღალთა, გაქუსთ თქუჱნ კადნიერებაჲ, მთავარნო ანგელოსთანო, სარწმუნოებით მგალობელნი თქუჱნნი, ჭირთაგან გამპოგჳჴსნენით, ღი҃უ-ბრწყინუალენო:

დაჰჴსნდეს წყევანი ევასნი, და მწუხარებანი, რამეთუ კურთხეული…

ღი҃ს-მშობლისა.

დაჰჴსნდეს წყევანი ევასნი, და მწუხარებანი, რამეთუ კურთხეული, და სანატრელი ქალწული, გამოჩნდა ძირისაგან დავითისა, მორწმუნეთა სიხარულად რომელსა უგალობთ:

ძალითა ჯუარისათა ქე҃, განმაძლიერე დიდებად შენდა, რათა…

გალობა გ. სძლისპირი.

ძალითა ჯუარისათა ქე҃, განმაძლიერე დიდებად შენდა, რათა უგალობდე მარადის ღუთაებასა შენსა მოწყალე:

რომელსა არავისი გნებავს, წარწყმედაჲ სახიერო უ҃ო, მე…

ტროპარნი.

რომელსა არავისი გნებავს, წარწყმედაჲ სახიერო უ҃ო, მე წარწყმედული მომიძიე, და მაცხოვნე მრავალ-მოწყალე:

ქა҃ უწყი სახიერო, ცნობით და უცნობელად შეგცოდე, ამისთჳს შიშით შეგივრდები, შემიტკბე მსგავსად უძღებისა:

რათა მოაკუდინოთ თქუჱნ ცოდუაჲ, და მოჰკლათ მტერი…

მოწამეთა.

რათა მოაკუდინოთ თქუჱნ ცოდუაჲ, და მოჰკლათ მტერი ქე҃ს მარტჳლნო, არა ზრუნევდით ჴორცთა თქუჱნთა, სიკუდილისათჳს დიდებულნო:

შემკულნი ვნებათა ზეთითა და სისხლთა თქუჱნთა ძოწეულითა, ქე҃ს მეუფისა წინაშე გჳრგჳნოსანნი სდგათ მარტჳლნო:

ქალწულო ღი҃სა დამტევნელო, ჴმა მუჱდრებელთა შენთა ისმინე…

ღი҃ს-მშობლისა.

ქალწულო ღი҃სა დამტევნელო, ჴმა მუჱდრებელთა შენთა ისმინე და მრავალ-სახეთა ჭირთაგან, გჳჴსნენ მხოლოო კურთხეულო:

რომელმან, დააფუძნე ქუჱყანაჲ წყალთა ზედა, და მიეც…

სხუა. სძლისპირი.

რომელმან, დააფუძნე ქუჱყანაჲ წყალთა ზედა, და მიეც, ნაყოფიერება ყოვლადუჱ, კლდესა ზედა ქე҃, მცნებათა შენთასა შეუძრავსა, დაამტკიცე ეკკლესიაჲ შენი, მხოლოო სახიერ და კაცთ-მოყუარე:

რომელმან, მგალობელნი ზეცისა მჴედრობათანი, დაჰბადენ, სიტყჳთა სიბრძნისა…

ტროპარნი.

რომელმან, მგალობელნი ზეცისა მჴედრობათანი, დაჰბადენ, სიტყჳთა სიბრძნისა შენისათა, რათა საცნაურ-ჰყო სიტკბოებაჲ შენი მიუწთომელი, მათ მიერ შეზღუდე ეკკლესიაჲ შენი, მხოლოო სახიერ და კაცთ-მოყუარე:

დედა ღი҃სა იქმენ შენ უმამაკაცოდ, რომელი უჴორცოთა…

ღი҃ს-მშობლისა.

დედა ღი҃სა იქმენ შენ უმამაკაცოდ, რომელი უჴორცოთა გუნდთა სამთა შინა მღუდელ-მთავრობათა და უფლებათა განაბრწყინუჱბს, გალობად ერთისა ღმერთ-მთავრობისა ყოვლად წმიდაო ქალწულო ყოვლად საგალობელო:

სმენა მესმა ძლიერისა ჯუარისა შენისა ქე҃, რომლისა…

გალობა დ. სძლისპირი.

სმენა მესმა ძლიერისა ჯუარისა შენისა ქე҃, რომლისა მიერ სამოთხე განეღო, და გიღაღადებ, დიდება ძალსა შენსა უ҃ო:

საქმენი რომელნი მიქმნიან ბოროტ-არიან, ამისთჳს გევედრები მიჴსენ…

ტროპარნი.

საქმენი რომელნი მიქმნიან ბოროტ-არიან, ამისთჳს გევედრები მიჴსენ ქე҃, და სინანული, წმიდა და ლმობიერი მომმადლე:

ყოველნი მცნებანი შენნი შეურაცხ-ვყუჱნ, და შიში შენი განუაგდე, ქე҃ და მეშინის საყდრისა შენისაგან, თუალუხუავისა, სადა იგი ნუ დამსჯი მოწყალე:

განრთხმული სასტიკად, და გუჱმათა მიერ განლეულნი უწყალოდ…

მოწამეთა.

განრთხმული სასტიკად, და გუჱმათა მიერ განლეულნი უწყალოდ, და ფრჩხილებითა მძჳნუარედ დაბძარულნი, მჴნენი მარტჳლნი, იხარებდეს და გალობდეს ქე҃:

საღმრთოსა სიმტკიცისაგან შეძრუად თქუჱნდა ვერ შეუძლო, ყოვლად ბოროტმან მჴნენო მოწამენო, რომლისათასცა, სიმტკიცედ შერყეულთა გამოჰსჩნდით:

განკაცნა შენგან ღი҃ ღი҃ს-მშობელო, და მოსცა სინანული…

ღი҃ს-მშობლისა.

განკაცნა შენგან ღი҃ ღი҃ს-მშობელო, და მოსცა სინანული, მგალობელთა შენთა მეოხებითა, შენითა ღირსო, ვითარცა ტკბილ-არს და კაცთ-მოყუარე:

ანგელოსთა თუალნი დაჰბადენ, და საღმრთოსა ბრწყინუალებითა, სახიერებით…

სხუა. სძლისპირი. ესმა მოსლუა.

ანგელოსთა თუალნი დაჰბადენ, და საღმრთოსა ბრწყინუალებითა, სახიერებით განაბრწყინუჱნ, ვითარცა ძლიერმან ძალითა, სიტყუათა შენთა აღსრულებად ქე҃:

ნივთიერი განზრახუა ჴორცთაგან, განუაგდოთ ჵ მორწმუნენო, და მივემსგავსნეთ ცხოვრებასა, უსხეულოთა მათ წესთასა, და გონებაჲ ფრთოვანვჰყოთ სულითა:

მექმენ მე შუამდგომელ ყოვლად უბიწოო, შესავედრებელ და…

ღი҃ს-მშობლისა.

მექმენ მე შუამდგომელ ყოვლად უბიწოო, შესავედრებელ და ბავთ-საყუდელ, და ვნებათა ღელჳსა განმდევნელ, რომელმან სძლე გუნდთა ანგელოსთასა სიკეთითა შეუსწორებელითა:

აღმსთობილნი შენ გიგალობთ უ҃ო გუაცხოვნენ ჩუჱნ ვითარცა…

გალობა ე. სძლისპირი.

აღმსთობილნი შენ გიგალობთ უ҃ო გუაცხოვნენ ჩუჱნ ვითარცა სახიერ-ხარ, რამეთუ სხუა ღი҃ არა ვიცით:

ჵ სულო განიფრთხუჱ, და განაგდე ძილი ცოდჳსა…

ტროპარნი.

ჵ სულო განიფრთხუჱ, და განაგდე ძილი ცოდჳსა, ხოლო სინანულისა, ნათლითა განათლდი ბრწყინუალედ:

ანეულ ვჰყუნეთ სულნი, მოღუაწებითა და დავათურნეთ ცრემლითა, რათა საღმრთო, სინანულისა ნაყოფი მოვისთულოთ:

იწუდენით ცეცხლითა, სიყუარულისათა მარტჳლნო, და ზეგარდამო-ჭედილ-მახჳლ, იქმნენით…

მოწამეთა.

იწუდენით ცეცხლითა, სიყუარულისათა მარტჳლნო, და ზეგარდამო-ჭედილ-მახჳლ, იქმნენით მომსრუჱლ მტერთა ბანაკსა:

არა ჰმონეთ მტერსა ვინაცა, დაიმონეთ იგი მოწამენო და საკუთარ, მონა ქე҃ს მეუფისა გამოსჩნდით:

სძალო კურთხეულო, წყალობაჲ შენი მოგუმადლე ჩუჱნ, რამეთუ…

ღი҃ს-მშობლისა.

სძალო კურთხეულო, წყალობაჲ შენი მოგუმადლე ჩუჱნ, რამეთუ მოწყალითა ღი҃სა დედად გამოსჩნდი უბიწოო:

მიიწევით კიდეთა ქუჱყანისათა, ყოვლად ქებულნო მთავარ-ანგელოსნო, და…

სხუა. სძლისპირი. რომელმან შეიმოსე.

მიიწევით კიდეთა ქუჱყანისათა, ყოვლად ქებულნო მთავარ-ანგელოსნო, და წყალობათა ღი҃სათა, მორწმუნეთა ერსა მიჰმადლებთ, და გარე შეზღუდავთ მათ:

სიტყჳსა შენისა დამორჩილებულნი, სიტუაო ღი҃სა მამისაო, წესთ მთავარნი ზეცათანი, ნათლითა შენ მიერითა, ელუარედ ბრწყინუჱნ მარადის:

ყოველი წადილი ჩემი შენდა მომართ აღსძარ, ბუნებათა…

ღი҃ს-მშობლისა.

ყოველი წადილი ჩემი შენდა მომართ აღსძარ, ბუნებათა უაღრესისა მის, სიტბოებისა მშობელო, და მორწმუნეთა დამატკბობელო, ღი҃ს-მშობელო ქალწულო:

გარე-მომიცუჱს ღელუათა, და მექმა საფლავ მუცელი ვეშაპისა…

გალობა ვ. სძლისპირი.

გარე-მომიცუჱს ღელუათა, და მექმა საფლავ მუცელი ვეშაპისა და გიღაღადებ, მიჴსენ მე კაცთ-მოყუარე და მაცხოვნე, მრავალ-მოწყალეო უ҃ო:

არა არს სოფელსა შინა, ცოდუა რომელი მე…

ტროპარნი.

არა არს სოფელსა შინა, ცოდუა რომელი მე უბადრუკსა არა აღმისრულებიეს, უფროს ყოველთა კაცთა კაცთ-მოყუარეო, და უცოდუჱლო შემიწყალე მე:

ფრთოვან-ვიქმნნეთ გონებითა, აფრითა მით გულს-მოდგინებისათა რათა, ნავთ-საყდელსა მას, რომელ არს სინანული შევიდეთ ძმანო,და ვპოოთ ცხოვრებაჲ საღმრთოჲ:

მოციქულთა და ქადაგთა, და მოწამეთა ღუაწლითა განშუჱნდების…

მოწამეთა.

მოციქულთა და ქადაგთა, და მოწამეთა ღუაწლითა განშუჱნდების, ყოველი სფელი, რომელთა ვედრებითა განგუანათლენ ჩუჱნ, მავალ-მოწყალეო უ҃ო:

ჭურთა მათ სიწმიდისათა, და დამტევნელთა საღმრთოსა ბრწყინუალებისათა, მარტჳლთა ყოველნი, შევასხმიდეთ რათა გჳთხოონ, ქე҃სგან დიდი წყალობაჲ:

მორწმუნეთა ცხორებაო, ღი҃სა დედაო ყოვლად წმიდაო გჳთხოვე…

ღი҃ს-მშობლისა.

მორწმუნეთა ცხორებაო, ღი҃სა დედაო ყოვლად წმიდაო გჳთხოვე, მონათა შენთა, ჴსნაჲ ბრალთაგან, ქე҃ს ღი҃საგან, მხოლოსა სახიერისა:

ზღუა აღძრული ღელჳთა, წარმწყმედელი დააცხურე ქე҃, შერისხჳთ…

სხუა. სძლისპირი.

ზღუა აღძრული ღელჳთა, წარმწყმედელი დააცხურე ქე҃, შერისხჳთ დააყუდე, მეცა დანთქმული ცოდუათაგან, აღმომიყუანე მოწყალე:

ბრწყინუალედ შემკობილნი, ანგელოსთა ერნი რჩეულნი, პირუჱლითა ნათლით…

ტროპარნი.

ბრწყინუალედ შემკობილნი, ანგელოსთა ერნი რჩეულნი, პირუჱლითა ნათლით, შეიმკუჱბიან და საღმრთონი საიდუმლონი ეუწყებიან:

მუცლად-იღე უხრწნელო, ყოველთა შემოქმედი ღი҃, რომელსა მოწყალებით…

ღი҃ს-მშობლისა.

მუცლად-იღე უხრწნელო, ყოველთა შემოქმედი ღი҃, რომელსა მოწყალებით, და სიხარულით განიცდიან, და ჰმონებენ ზეცისა წესნი:

რომელმან იჴსნენ ყრმანი, საჴუმილისაგან მგალობელნი, კურთხეულ-ხარ უ҃ო…

გალობა ზ. სძლისპირი.

რომელმან იჴსნენ ყრმანი, საჴუმილისაგან მგალობელნი, კურთხეულ-ხარ უ҃ო, ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:

კურთხეულ-ხარ შენ ღო҃, რომელი მრავალ-მოწყალებით, შეიტკბობ მონანულთა…

ტროპარნი.

კურთხეულ-ხარ შენ ღო҃, რომელი მრავალ-მოწყალებით, შეიტკბობ მონანულთა, და შეუნდობ შეცოდებათა:

განჰკურნენ ქე҃ ღო҃, ვნებათა ჩემთა სიმრავლენი, რამეთუ შენ მხოლომან, უწყი შეცოდებაჲ ჩემი:

ძალითა საუფლოჲთა, განძლიერდა მწყობრი მარტჳლთა, და უღმრთოთა…

მოწამეთა.

ძალითა საუფლოჲთა, განძლიერდა მწყობრი მარტჳლთა, და უღმრთოთა ბანაკი, იოტნეს და განიბნინეს:

რომელმან მოწამენი, განაძლიერენ მოთმინებად, მრავალ-ფერთა ტანჯუათა, მათ მიერ გუაცხოვნენ ქე҃:

კურთხეულ-ხარ შენ ღო҃, რომელმან ჴორცნი შეიმოსენ, ქალწულისაგან…

ღი҃ს-მშობლისა

კურთხეულ-ხარ შენ ღო҃, რომელმან ჴორცნი შეიმოსენ, ქალწულისაგან სძლისა, და აცხოვნენ მორწმუნენი:

უსაზღუროსა მის ძალისა, თჳსისა გამოჩინებად, დაგბადნა თქუჱნ…

სხუა სძისპირი, უფროს ამაღლებულმან.

უსაზღუროსა მის ძალისა, თჳსისა გამოჩინებად, დაგბადნა თქუჱნ ჵ მთავარ-ანგელოსნო, და გასწავათ გალობა, ღო҃ შენ კურთხეულ-ხარ:

რომელი ეგე შეამკობ ზეცისა ძალთა სიმრავლესა, ურიცხუსა მოწყალებით მორწმუნეთა კრებულნი, ღირს-ჰყუჱნ გალობად შენდა, ღო҃ შენ კურთხეულ-ხარ:

ვითარცა მავასხებელსა, ქე҃სა ჴორცთასა თანამდები გაქუს დედოფალო…

ღი҃ს-მშობლისა.

ვითარცა მავასხებელსა, ქე҃სა ჴორცთასა თანამდები გაქუს დედოფალო რომელიცა, იჴსენ, მეოხებითა შენითა განსაცდელთაგან:

მამისაგან შობილსა ძესა, უწინარეს საუკუნეთა, და აღსასრულსა…

გალობა ჱ. სძლისპირი.

მამისაგან შობილსა ძესა, უწინარეს საუკუნეთა, და აღსასრულსა ჟამთასა, ქალწულისაგან ჴორციელ-ქმნილსა, მღუდელნი აკურთხევდით, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე:

რომელი ესე გარდასლჳთა, მცნებათა მოვჰკუჱდ ბოროტად, განმაცხოველე…

ტროპარნი.

რომელი ესე გარდასლჳთა, მცნებათა მოვჰკუჱდ ბოროტად, განმაცხოველე უ҃ო, სინანულისა მიერ რათა ჴმა-ვჰყო, მღუდელნი აკურთხევდით, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე:

განმაბრწყინუჱ სინანულითა, და წყუდიადისაგან ცოდჳსა, მიჴსენ მე უ҃ო რათა განათლებული გიღაღადებდე, მღუდელნი აკურთხევდით, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე:

ღუაწლით-შემოსილთა მარტჳლთა, ალი საცთურისა დაშრიტეს, და ცუარითა…

მოწამეთა.

ღუაწლით-შემოსილთა მარტჳლთა, ალი საცთურისა დაშრიტეს, და ცუარითა ზეცისათა, ღი҃უ-ბრწყინუალედ შეცურეულნი ჰჴმობდეს, მღუდელნი აკურთხევდით, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე:

ვითარცა მიწამან პოხილმან, თავ-წარსხმულნი ასეულისა, ღუაწლის დამდებელსა ღთ҃სა, ნაყოფად მიუპყართ და იტყოდეთ მღუდელნი აკურთხევდით, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე:

შენგან წმიდაო ღი҃ს-მშობელო, აღმობრწყინდა ღი҃ ჴორცითა, და…

ღი҃ს-მშობლისა.

შენგან წმიდაო ღი҃ს-მშობელო, აღმობრწყინდა ღი҃ ჴორცითა, და ღი҃ს-მეცნიერებითა, განანათლნა დაბადებულნი და იტყჳან, მღუდელნი აკურთხევდით, ერნი უფროსად ამაღლებდით ას უკუნისამდე:

შენ მხოლოსა, დამბაებელსა ყოველთასა, გალობა სულიერი გიღაღადეს…

სხუა. სძლისპირი.

შენ მხოლოსა, დამბაებელსა ყოველთასა, გალობა სულიერი გიღაღადეს ყრმათა, ყოველნი საქმენი უ҃სა უგალობდით, და ამაღლებდით მას უკუნისამდე:

აღმძრავს წადილი, გონებისა ანგელოსთა, გუნდსა გალობად შესხმითა…

ტროპარნი.

აღმძრავს წადილი, გონებისა ანგელოსთა, გუნდსა გალობად შესხმითა სულიერითა, და ქებით გადიდებთ შენ დამბადებელსა, და უფროსად აღგამაღლებთ უკუნისამდე:

მარტივისა მის სამ-ბრწყინუალისა ნათლისა, ქადაგნო და მსახურნო და ღი҃ს-მეტყუჱლნო, მისსა მიმათ მეოხ-გუჱყუჱნით მოსავთა თქუჱნთა, რათა მიხსნნეს საცთურთაგან, შემსხმელნი თქუჱნნი:

ნათლისა ბჭეო, ქალულო ღი҃სა დედაო, განანათლენ რომელნი…

ღი҃ს-მშობლისა.

ნათლისა ბჭეო, ქალულო ღი҃სა დედაო, განანათლენ რომელნი შენდა მოივლტიან, რამეთუ შენ-ხარ სასო და შესავედრებელი, ღელუა-გუჱმულთა, ჵ მხოლოო კურთხეულო:

ჰშევ ქალწულო, მიუწდომელი ბუნებათა, უჟამოდ გამოუთქმელი, ამისთჳს…

გალობა თ. სძლისპირი.

ჰშევ ქალწულო, მიუწდომელი ბუნებათა, უჟამოდ გამოუთქმელი, ამისთჳს უბიწოო, ყოველნი მორწმუნენი გადიდებენ შენ:

მოწყალე-მექმენ მეუფეო ყოვლად-ძლიერო, უიცხუად შეცოდებულსა, და უბადრუკსა…

ტროპარი.

მოწყალე-მექმენ მეუფეო ყოვლად-ძლიერო, უიცხუად შეცოდებულსა, და უბადრუკსა ამას და ღირს-მყავ, სასუფეველსა შენსა მოწყალე:

ვითარცა პირუჱლ ნინეველნი აცხოვნენ მჴსნელი რაჟამს იგი შეინანეს, ჩუჱნცა დაბადებულნი, შენნი გუაცხოვნენ წყალობითა შენითა:

ჴორცნი თქუჱნნი მისცენით ყოველთა წყლულებათა, საღმრთოსა მის…

მოწამეთა.

ჴორცნი თქუჱნნი მისცენით ყოველთა წყლულებათა, საღმრთოსა მის დიდებისა ზიარნო მოწამენო, და უკუდავსა დიდებასა ღირს-იქმნენით:

ვითარცა დღენი მნათობნი განანათლებთ სოფელსა, და სულსა მორწმუნეთასა განაბრწყინუჱბთ, მარტჳლნო საღმრთოთა მით, ბრწყინუალებითა თუჱნითა:

ვითარცა საყდარსა ცეცხლისასა საღმრთოსა გიტჳრთავს, წიაღითა უ҃ი…

ღი҃ს-მშობლისა.

ვითარცა საყდარსა ცეცხლისასა საღმრთოსა გიტჳრთავს, წიაღითა უ҃ი, და აწოებ ქალწულო, მზდელსა ყოველთა დაბადებულთასა:

ისაია მხიარულ-იყავ ქალწულმან მუცლად-იღო, შუა ძე დაუსაბამოჲ…

სხუა. სძლისპირი.

ისაია მხიარულ-იყავ ქალწულმან მუცლად-იღო, შუა ძე დაუსაბამოჲ, ემმანუ ღი҃ და კაცი, აღმოსავალ სახელი მისი. მას ვადიდედთ, და რომელმან შუა იგი ვნატრიდეთ:

ანგელოსთა კრებულსა ზედა, მთავრად დადგინებულ-ხარ, ბრწყინუალეო მიქაელ…

ტროპარნი.

ანგელოსთა კრებულსა ზედა, მთავრად დადგინებულ-ხარ, ბრწყინუალეო მიქაელ, და საღმრთოჲსა განკაცებისა, მსახურო მაღალო გაბრიილ, მადიდებელნი თქუჱნნი გჳჴსნენით განსაცდელთაგან:

საუნჯეთა შენთა სიმდიდრე, ნიჭმრავალ-არს უ҃ო, რომელმან ანგელოსთა, წესნი შეჰქმნენ, რომელთა თანა, მომავალ ხარგანჰსჯად სოფლისა, შემიწყალე მე, მოწყალებათა შენთა მოსავი:

მთავარ-ანგელოსნი და ძალნი, სერაფიმ ქერუვიმნი, საყდარნი და…

ღი҃ს-მშობლისა.

მთავარ-ანგელოსნი და ძალნი, სერაფიმ ქერუვიმნი, საყდარნი და უფლებანი, მთავრობანი ჴელმწიფებანი, და სიწმიდენი ყოვლად წმიდანი, შენგან შობილსა ძრწოლით მონებენ ღი҃სა დედაო:

ჵ მე რასა ვემსგავსე უნაყოფოსა მას ლეღუსა…

აღჳვსენითსა ზედა, დასდებელნი. სინანულისანი. ჴმა ე.

ჵ მე რასა ვემსგავსე უნაყოფოსა მას ლეღუსა, და მეშინის მე წყევისა მისგან და მოკუჱთისა, არამედ შენ ზეცათა მუშაკო ქე҃ ღო҃, უნაყოფოჲ სული ჩემი, ნაყოფიერად გამოაჩინე, და ვითარცა უძღები იგი შჳლი, მეცა შემიწყალე და შემიწყნარე:

სიმრავლე ცოდუათა ჩემთა უგულებელს-ჰყავ უ҃ო, რომელი იშევ ქალწულისაგან, და ყოველნი ბრალნი ჩემნი აღჴოცენ, გალის-სიტყუა მოქცევისა მომმადლე, ვითარცა მხოლო კაცთ-მოყუარე-ხარ, გევედრები შემიწყალე მე:

კურთხეულ-არს მჴედრობა მეუფისა ცათასა, რამეთუ დაღაცათუ ქუჱყანისა…

მოწამეთა.

კურთხეულ-არს მჴედრობა მეუფისა ცათასა, რამეთუ დაღაცათუ ქუჱყანისა ნაშობნი იყუნეს ღუაწლით-შემოსილნი, არამედ ანგელოსთა დიდებასა მიწევნად მოსწრაფე-იქმნეს, ჴორცნი უგულებელს-ჰყუნეს, და ვნებათა მიერ უჴორცოთა პატივსა ღირს-იქმნეს, ლოცჳთა მათითა გარდამოგჳვლინე, ჩუჱნ უ҃ო დიდი-წყალობაჲ:

დააცხრუჱ ტკივილი მრავალსაგლოველისა ამის სულისა ჩემისა, რომელმან…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

დააცხრუჱ ტკივილი მრავალსაგლოველისა ამის სულისა ჩემისა, რომელმან განაქარუჱ ყოველი ცრემლი პირისაგან ქუჱყანისა, რამეთუ შენ სალმობასა კაცთასა იოტებ, და მჭმუნუარესა ცოდჳლთასა ნუგეშინის-ცემ, შენ-ხარ ყოველთა ქრისტიანეთა სასო და სიმტკიცე, ყოვლად წმიდაო ქალწულო, დედაო ქე҃სო:

ავაზაკმან ჯუარსა ზედა ღუთად გქადაგა, და ჰრწმენა…

ორშაბათსა, მომიჴსენენი. ჴმა ე.

ავაზაკმან ჯუარსა ზედა ღუთად გქადაგა, და ჰრწმენა შენდა მომართ, ქე҃ და აღგიარა შენ, მჴურუალითა გულითა, და ჰჴმობდა წადიერებით, მომიჴსენე მეუფეო სასუფეველსა შენსა:

სულითა განმხრწნელთა ავაზაკნი დამესხნენს გზასა საწუთოჲსასა, და მომწყლეს მე სასიკუდინედ უწყალოდ, ხოლო აწ წყალობათა, შენთა მოვივლტი მე ქე҃, განმკურნე და შემიწყალე მე და მაცხოვნე გევედრები:

ზეცისა გუნდნი დიდების-გმეტყუჱლებენ, ყოველთა შემოქმედო, და შუა-მდგომელობითა მათითა, სიმრავლენი ბოროტთა ჩემთანი უგულებელს-ყუჱნ, და მაცხოვნე გევედრები მხოლო კაცთ-მოყუარეო:

ანგელოსთა გუნდსა მიმსგავსებულნო, და მათ თანა აღრაცხილნო…

მოწამეთა.

ანგელოსთა გუნდსა მიმსგავსებულნო, და მათ თანა აღრაცხილნო, მარტჳლნო ნათლითა აღუსებულნო, ვნებანი უსულონი გონებისა ჩემისანი, განსდევნენით მეოხებითა, თქუჱნითა ჵ დიდებულნო:

სამებაო ყოვლად წმიდაო, დიდებით გალობებულო ჴმითა ანგელოსებრივითა…

დიდება.

სამებაო ყოვლად წმიდაო, დიდებით გალობებულო ჴმითა ანგელოსებრივითა, ვნებული ეშმაკთა მიერ სული ჩემი მრავლითა მოწყალებითა შენითა, მრთელგამოაჩინე გევედრები:

ანგელოზისა მიერ სიხარული, შეიწყნარე საშოსა შენსა, უსძლოო…

ღი҃ს-მშობლისა.

ანგელოზისა მიერ სიხარული, შეიწყნარე საშოსა შენსა, უსძლოო ღი҃ს-მშობელო, ბოროტთა საქმეთა მიერ, შეწუხებული სული ჩემი, სიხარულითა აღავსე, და ნათლად საღმრთოდ წარუძეღუ:

ნათელი რომელი მკჳდრ-იქმნა, შენ თანა ქალწულო, და…

სერობისად გალობანი წმიდისა ღი҃ს-მშობლისანი. გალობა ა. ჴმა ე. სძლისპირი. ეტლთა სიმრავლე.

ნათელი რომელი მკჳდრ-იქმნა, შენ თანა ქალწულო, და ნათლითა საღმრთოთა, განანათლნა ცისკიდენი, მას ევედრე დედაო და ქალწულო, განათლებად მგალობელთა შენთა წმიდაო:

განსუჱნებულმან სიკეთითა, სათნოებათათა, ჵ ღი҃უ-მიმადლებულო, მადლი სულისა წმიდისა, ყოვლისა მდიდრად განმაშუჱნებელი, შეიწყნარე და სავანედ მისსა განბრწყინდი:

წინათუჱ გამოგსახა მაყუალმან სინას აღგზებულმან, და ცეცხლშეუხებელმან ქალწულო ღი҃სა დედაო, რამეთუ ქალწულმან ჰშევ და ქალწულადუჱ ეგე ზესთა ბუნებისა სძალო ღი҃საო:

გამოჩნდი კიბედ რომლითა გარდამოჴდა ჩუჱნდა მაღალი, და…

გალობა გ. სძლისპირი. რომელმან დააფუძნა ქუჱყანით.

გამოჩნდი კიბედ რომლითა გარდამოჴდა ჩუჱნდა მაღალი, და აღმართა განხრწნილი ბუნება, და ტაძრად და საყდრად, სამეუფოდ იქმენ ღი҃ს-მშობელო, და შენ მიერ შეერთო დაბადებულთა, სიტყუა თანა სწორი ღი҃სა მამისა:

პირუჱლივე განსაზღურებული საღმრთო საიდუმლო, და წინა საუკუნეთა განჩინებული, ჟამთა აღსასრულსა, შენ მიერ სრულ იქმნა ღი҃ს-მშობელო, და განკაცებული რა იშუა შენგან, ძე ღი҃სა მხოლო და გუაცხოვნნა ჩუჱნ:

წყევისა მის, პირუჱლისა პატიჟნი დაიჴსნეს ქალწულო, შუა-მდგომელობითა შენითა, რამეთუ შენ მიერ, უ҃ი დიდებისა გამოჩნდა, და კურთხევა საუკუნო მოგუმადლა, შუჱნიერებაო მორწმუნეთაო:

გულითა და სულითა და პირითა, ღი҃ს-მშობლად აღგიარებთ…

გალობა დ. სძლისპირი. ესმა მოსულა შენი.

გულითა და სულითა და პირითა, ღი҃ს-მშობლად აღგიარებთ, წადიერად სარწმუნოებით, და ცხოვრებასა მივემთხუჱვით, ვედრებითა შენითა ქალწულო:

რომელმან შეგქმნა არა რასაგან, შენგან ჴორცნი შეისხნა, სახიერებით და წყალობით, ცხოვრებისა მათისათჳს რომელნი დედად ღი҃სად გქადაგებენ:

განწყობილნი ზეცისა ძალნი, უგალობენ ძესა შენსა, მოხარულნი ცხოვრებისათჳს, კაცთასა რომელნი მადლობით, დედად მჴსნელისად აღგიარებენ:

წმიდათა წინასწარ-მეტყუჱლთა წინათუჱ გქადაგეს ვითარმედ, დედად ღი҃სად…

გალობა ე. სძლისპირი. რომელმან შეიმოსა ნათელი.

წმიდათა წინასწარ-მეტყუჱლთა წინათუჱ გქადაგეს ვითარმედ, დედად ღი҃სად ყოფად ხარ ღი҃ს-მშობელო დიდებულო, რამეთუ შენ მხოლო იპოვე, ყოვლითურთ წმიდა და უბიწო:

ღრუბლად ნათლისად წყლისა ცხოველისა მტჳრთუჱლად, გიცნობთ ყოველნი ღი҃სა დედაო, რომელმანცა დამათურნა ჩუჱნ, წჳმითა უკუდავებისათა, სასო წარკუჱთილნი ესე:

ვითარცა ყოვლითურთ შუჱნიერი და უბიწო, და დაბეჭდული ქალწულებითა, შეგიყუარა ღთ҃მან მხოლომან, და სიწმიდით დაემკჳდრა იგი, შენ შორის დიდებულო:

მიზეზმან ყოვლისამან, და არსებისა მომცემელმან, ჴორც შესხმისა…

გალობა ვ. სძლისპირი. ზღუა აღძრული ღელუათა.

მიზეზმან ყოვლისამან, და არსებისა მომცემელმან, ჴორც შესხმისა თჳსისა, მიზეზად გპოვა ღი҃ს-მშობელო, და შენგან კაცება მიიღო:

კურნებათა წყაროსა, სულთა მზრდელსა აღმოუცენებ, რომელნი სურჳელად, მოივლტიან საფარუჱლსა შენსა, უხრწნელო ყოვლად წმიდაო:

ცხოვრებისა მიზეზო, გჳშევ ცხოვრების მომცემელი, რომელმან საუკუნო, გამოჴსნა მოგუანიჭა ჩუჱნ, აღმსარებელთა შენთა სძალო:

უქცეველად ეგო უსაზღურო, გუამოვნებითა რა ჴორცთათა, შეგუჱრთო…

გალობა ზ. სძლისპირი. უფროსად ამაღლებული.

უქცეველად ეგო უსაზღურო, გუამოვნებითა რა ჴორცთათა, შეგუჱრთო მოწყალებით, შენ შორის უბიწოო, და მხოლოო კურთხეულო, ღი҃ მამათა ჩუჱნთა:

სძლად უბიწოდ და უხრწნელად, აღგიარებთ ღი҃ს-მშობელო, და საყდრად მეუფისად, რომელსა უღაღადებთ, სულიერითა შესხმითა, ღო҃ შენ კურთხეულ ხარ:

დედად დამბადებელისად, განწმედილ სულითა წმიდითა, გამოსჩნდი ღი҃ს-მშობელო, რომელმანცა შეგქმნა შენ, რომელსა უღაღადებთ, ღო҃ შენ კურთხეულ ხარ.

მწუხარებანი, ადამისნი დასცხრეს აწ, სიხარული რა გჳშუა…

გალობა ჱ. სძლისპირი. შენ მხოლოსა დამბადებელი.

მწუხარებანი, ადამისნი დასცხრეს აწ, სიხარული რა გჳშუა ღი҃სა დედამან, ყოველნი საქმენი უ҃სა უგალობდით, და ამაღლებდით მას უკუნისამდე:

გალობს ჩუჱნთანა, უჴორცოთა განწყობილი და აქებენ შენგან მიუწთომელად შობილსა, ყოველნი საქმენი უ҃სა უგალობდით, და ამაღლებდით მას უკუნისამდე:

წყარო ნათლისა, და უკუდავებისა სძალო შენგან გამოვიდა რომელსა უღაღადებთ, ყოველნი საქმენი უ҃სა უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე:

უბიწოთა სისხლთა შენთაგან, სძისა სახედ შეიყუნეს, ჴორცნი…

გალობა თ. სძლის-პირი. ისაია მხიარულ იყავ.

უბიწოთა სისხლთა შენთაგან, სძისა სახედ შეიყუნეს, ჴორცნი მეუფისანი, უზესთაეს ბუნებათასა, უთესლოდ და უმამაკაცოდ, და გონიერნი, და სულიერნი ღი҃სა დედაო:

დაჰჴსენ აღძრუა განძჳნებული, სიკუდილისა მომსრუჱლი, ჰშევ რა საღმრთო ცხოვრება, საუკუნო რომელსა იგი ჯოჯოხეთმან აზმნო რა შთანთქმა, განსქდა მუცელი მისი უძღები, ღი҃სა დედაო:

საყდართა რა მაღალთა დაჯდა, ძე შენი ფესუჱდითა, ოქროვანითა შემკული, და ბრწყინუალე სათნოებათა მიერ, ურიცხუთა დაგადგინა, მარჯუჱნით მისსა, და პატივ გცა შენ დედასა თჳსსა: