ღი҃უ-შუჱნიერსა და პატიოსანსა ყრმაასა პატივს-ვჰსცემდეთ, უპატიოსნესსა ხერუვიმთასა…
მცირესა მწუხრსა ზედა. უ҃ო ღაღად-ვჰყავსა ზედა, დასდებელნი აღდგომისანი, რუა-ჴმისა გ, ხოლო განუაორებთ მუხლსა. დიდება, აწდა პირუჱლსა ღი҃ს-მშობლისა, დოღმატიკა. ჴმა ე.
ღი҃უ-შუჱნიერსა და პატიოსანსა ყრმაასა პატივს-ვჰსცემდეთ, უპატიოსნესსა ხერუვიმთასა, რამეთუ შემოქმედი ყოველთა რომელმან იგი სათნო-იყო განკაცებაჲ, დაემკჳდრა მას შინა გამოუთქმელად, ჵ ნივთთა უცხოთა, და ყოვლად დიდებულთა საიდუმლოთა, ვინმე არა განჰკჳრდეს მსმენელი, რამეთუ ღი҃ განჰკაცნა უქცეველად, და თჳნიერ დამცირებისა რაჲსამე, განულნა ბჭენი ქალწულებისანი, ვითარცა თქუა წინასწარ-მეტყუჱლმან, არავინ კაცთაგანმან განვლოს ესე ოდესმე, გარნა მხოლომან ღთ҃მან ისრაილისამან რომელსა აქუს დიდი-წყალობაჲ:
ჴელთა აღჳპყრობ შენდა მომართ, და მწიკულევანთა ბაგეთა…
ესრეთ წარდგომა, და სხუანი, სტიქარონსა ზედა დასდებელნი მსგავსნი ყოვლად წმიდისა, ღი҃ს-მშობლისანი, ჴმა ე, გიხაროდენი. მუჴლი. მოვიჴსენო სახელი შენი.
ჴელთა აღჳპყრობ შენდა მომართ, და მწიკულევანთა ბაგეთა აღუახუამ ვედრებად, და მუჴლთა გულისა ჩემისათა მოვიდრეკ, და ფერჴთა შენთა გონიერად შეუვრდები მე ღირსო, და ტირილით სალმობათა ჩემთა მიგითხრობ, განჰკურნენ უკურნებელნი სალმობანი ჩემნი, და განმარინე, უხილავთა და ხილულთა მტერთაგან და აღასუბუქე, სიმძიმჱ მედგრობისა, ჩემისა დედოფალო, რათა გიგალობდე და აღგამაღლებდე, სძალო ყოვლად დიდებულო, რამეთუ ჰპოვა შენ მიერ სოფელმან დიდი წყალობაჲ:
გიხაროდენ რომელმან ძე ღი҃სა გამოუთქმელად მუცლად-იღე უბიწოო…
მუჴლი: ისმინე ასულო და იხილე, და მოყავ ყური შენი.
გიხაროდენ რომელმან ძე ღი҃სა გამოუთქმელად მუცლად-იღე უბიწოო, და ესე, ყოვლად წმიდა მათ სისხლთა შენთაგან ჴორციელ-ქმნილი ჰშევ უბიწოო სძალო, სულითა საცნაურთა და თჳთ-მფლობელითა, რომელმანცა, ყოვლითურთ ადამი შეიმოსა, და მოწყალებით განაახლა სახიერმან, ამისთჳსცა ვქადაგებთ მას ორითა ბუნებითა, რომლითა ორკერძოვე, იქმოდა ძალთა და სასწაულთა ქე҃, რომელსა ევედრე, მადიდებელთა შენთათჳს, ქალწულო პოვნად დიდი-წყალობაჲ:
გიხაროდენ შუჱნიერებით იაკობისო, რომელი შეგიყუარა ღთ҃მან, და…
მუჴლი: პირსა შენსა ლიტანიობდენ მდიდარნი ერისანი.
გიხაროდენ შუჱნიერებით იაკობისო, რომელი შეგიყუარა ღთ҃მან, და ბჭეო ცხოვნებულთაო, და დამჴსნელო წყევისაო, ყოვლად კურთხეულო ღი҃სა დედაო, ერთა და ნათესავთა დაცემულთა აღმმართებელო, უწმიდესო ხერუვიმთა და სერაფიმთაო, დაბადებულთა ყოველთა აღმატებულო, განუცდელო, ეტლო და ღრუბელო სულ-მცირეო, ვინაცა გამობრწყინდა ქე҃ მზე სიმართლისა, და განანათლნა ბნელისა მყოფნი:
შენთჳს თქმულნი წინასწარ-მეტყუჱლებანი სრულ-იქმნნეს, ყოვლად წმიდაო ქალწულო…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა. ჴმა ე.
შენთჳს თქმულნი წინასწარ-მეტყუჱლებანი სრულ-იქმნნეს, ყოვლად წმიდაო ქალწულო უბიწოო, რამეთუ რომელმან მე წინასწარ-მეტყუჱლმან ბჭედ გიწოდა შენ, ედემით კერძო და აღმოსავალად, მხედუჱლად, რომელი არავინ განვლო გარნა დამბადებელმან ყოვლისა სოფლისამან, და სხუამან მაყულად მოტყინარედ, რამეთუ შენ შორის დაემკჳდრა ცეცხლი ღუთაებისა და შეუწუჱლად დაგიცუა, და სხუამან მთად წმიდად, რომლისაგან გამოეკუჱთა ლოდი საკიდური ქე҃ჲ, თჳნიერ ჴელისა კაცთასა, და დამუსრა ხატი იგი უხილავისა მტერისა ნაბუქოდონოსორისი, ჭეშმარიტად დიდ-არს და დიდებულ, საიდუმლო შენი ღი҃ს-მშობელო, რომლისა თჳსცა გადიდებთ შენ, რამეთუ შენ მიერ იქმნა ცხოვრებაჲ სულთა ჩუჱნთა:
პატიოსნისა ჯუარისა შენისა მიერ ქე҃, ეშმაკი სირცხჳლეულჰყავ…
მწუხრად, დიდსა მწუხრსა ზედა, დასდებელნი აღდგომისანი, ჴმა ე.
პატიოსნისა ჯუარისა შენისა მიერ ქე҃, ეშმაკი სირცხჳლეულჰყავ, და აღდგომისა შენისა მიერ საწერტელი ცოდჳსა მოაუძლურე, და მიჴსნენ ჩუჱნ ბჭეთაგან სიკუდილისათა, და გადიდებთ შენ მხოლოდ-შობილო:
რომელმან აღდგომა მოსცა კაცთა ნათესავსა, ვითარცა ცხოვარი კლუად მიიგუარა, შეძრწუნდეს მისგან მთავრობანი ჯოჯოხეთისანი, და აღეხუნეს ბჭენი სალმობისანი, რამეთუ შევიდა მეუფე დიდებისა ქე҃, და ეტყოდა კრულთა გამოვედით, და ბნელსა შინა მყოფთა გამოუჩნდით:
დიდი საკჳრუჱლი, უხილავთა დამბადებელმან კაცთ-მოყუარებისათჳს ჴორცითა ივნო და აღდგა უკუდავი, მოვედით ტომნო წარმართთანო ამას თაყუანის-ვჰსცემდეთ, რამეთუ მოწყალებითა მისითა საცთურისაგან ვიჴსნენით, და სამთა გუამთა შინა ერთ-ღუთაებისა გალობა ვისწავეთ:
სამწუხაროსა თაყუანის-ცემასა, შევსწირავთ შენდა დაუღამებელისა, ნათლისა, რომელი…
სხუანი, დასდებელნი აღმოსავლურნი. ჴმა, იგივე.
სამწუხაროსა თაყუანის-ცემასა, შევსწირავთ შენდა დაუღამებელისა, ნათლისა, რომელი დასასრულსა საუკუნეთასა ვითარცა სარკესა შინა ჴორცთა მიერ გამოუბრწყინდი სოფელსა, და ვიდრე ჯოჯოხეთადმდე შთაჰჴედ, და მუნი იგი წყუდიადი დაჰჴსენ, და ნათელი აღდგომისა ნათესავთა უჩუჱნე, ნათლისა-მომცემელო უ҃ო დიდება შენდა:
წინა-მძღუარსა ცხოვრებისა ჩუჱნისასა, ქე҃სა დიდების-ვმეტყუჱლებდეთ, რამეთუ მკუდრეთით აღდგომითა მისითა საცთურისაგან იჴსნა სოფელი იხარებს გუნდი ანგელოსთა, ივლტის ეშმაკთა საცთური, ადამ დაცემული აღემართა, და ეშმაკი დაითრგუნა:
დასისაგანთა ეტრიდეს უსჯულონი, მიიღეთ ვეცხლი და დაჰფარეთ ქე҃ს აღდგომაჲ, და ჰსთქუთ ვიდრეღა გუჱძინა, საფლავისაგან წარიპარა მკუდარი, ვის ესმა ესე ანუ ვინ იხილა მკუდარი წარპარუად ოდესმე, უფროსღა შემუსრჳლი და შიშუჱლი, დატევებად საფლავსა შინა, და საფლავნი ცალიერნი, ნუ ჰსცთებით ჵ ჰურიანო, ისწავენით თქმულნი წინასწარ-მეტყუჱლთანი, და ჰსცანთ ვითარმედ ესე არს ჭეშმარიტად, მჴსნელი სოფლისა და ყოვლად ძლიერი:
უ҃ო რომელმან ჯოჯოხეთი წარმოსტყუჱნე, და სიკუდილი დაჰსთრგუნე, მჴსნელო ჩუჱნო რომელმან განანათლე სოფელი, პატიოსნითა ჯუარითა შენითა შეგჳწყალენ ჩუჱნ:
ზღუასა მას ზედა მეწამულსა, უქორწინებელისა სძლისა სახე…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
ზღუასა მას ზედა მეწამულსა, უქორწინებელისა სძლისა სახე გამოისახა ოდესმე, მუნ იყო მოსე განმღებელი წყალთა, ხოლო აქა გაბრიილ მსახური საკჳრუჱლებისა, მაშინ ისრაილი წიაღჴდა უფსკრულსა დაულტოლუჱლად, ხოლო აქა ქალწულმან გჳშუა ქე҃ უთესლოდ, ზღუა შემდგომად წიაღსლჳსა ისრაილთასა, დაადგრა უვალად, და უბიწო შემდგომად შობისა ემმანუილისა დაადგრა უხრწნელად, რომელი იყავ და პირუჱლითგან იყავ, და გამოსჩნდი ვითარცა კაცი შეგჳწყალენ ჩუჱნ:
შენ ქე҃სა განჴორციელებულსა, და ცათაგან არა განშორებულსა…
სტიქარონსა ზედა, დასდებელნი. ჴმა ე.
შენ ქე҃სა განჴორციელებულსა, და ცათაგან არა განშორებულსა, ჴითა გალობისათა გადიდებთ, რამეთუ ჯუარი და სიკუდილი დაითმინე ნათესავისათჳს ჩუჱნისა, ვითარცა კაცთ-მოყუარემან ღთ҃მან წარმოსტყუჱნენ ბჭენი ჯოჯოხეთისანი, და მესამესა დღესა აღსდეგ, და აცხოვნენ სულნი ჩუჱნნი:
განრაეღო გუჱრდი შენი მაცხოვარ, შენდობისა წყარონი ყოველთა…
მებრ ალფა ვიტასა.
განრაეღო გუჱრდი შენი მაცხოვარ, შენდობისა წყარონი ყოველთა აღმოუცენენ, ჴსნისა და ცხოვრებისანი, ჴორცითა რა სიკუდილი დაითმინე უკუდავებაჲ მოგუანიჭე ჩუჱნ, და საფლავსა რა დაიდევ ჩუჱნ განგუათავისუფლენ, და აღმადგინენ შენ თანა დიდებით ვითარცა ღთ҃მან, ამისთჳს გიღაღადებთ კაცთ-მოყუარეო უ҃ო, დიდება შენდა:
უცხო არს ჯუარცმა შენი, და ჯოჯოხეთად შთასლუა კაცთ-მოყუარე, რომელი წარმოსტყუჱნე, და პირუჱლითგან პყრობილნი შენ თანა აღადგინენ დიდებით ვითარცა ღთ҃მან, და სამოთხე განუღე, და მას შინა შუჱბად ღირს-ყუჱნ, ამისთჳს ჩუჱნცა რომელნი ვადიდებთ მესამისა დღისა აღდგომასა შენსა, მოგუანიჭე ლხინებაჲ ცოდუათა და დიდი წყალობაჲ:
რომელმან ჩუჱნთჳს ჴორცითა ვნებაჲ დაითმინე, და მესამესა დღესა მკუდრეთით აღსდეგ, ჴორცთა ჩუჱნთა ვნებანი განჰკურნენ, და აღმადგინენ ცოდუათა ბოროტთაგან, კაცთ-მოყუარე და შეგჳწყალენ ჩუჱნ:
ტაძარი ხარ ბჭე და პალატი, და საყდარი…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
ტაძარი ხარ ბჭე და პალატი, და საყდარი მეუფისა ქალწულო უხრწნელო, რომლისა მიერ მჴსნელი ჩუჱნი ქე҃ უ҃ი, ბნელსა შინა მსხდომარეთა გამოუჩნდა, მზედ სიმართლისად, განათლებად რომელნი დაჰბადნა ხატად თჳსად ჴელითა თჳსითა, ვინაცა ყოვლად-საგალობელო, ვითარცა გაქუს მისა მიმართ კადნიერებაჲ დედობრივი, დაუცხრომელად მეოხ-გუჱყავ ცხორებისათჳს სულთა ჩუჱნთასა:
თანა დაუსაბამოსა მას სიტყუასა, მამისა და ყოვლად…
განსატევებელი. ჴმა ე.
თანა დაუსაბამოსა მას სიტყუასა, მამისა და ყოვლად წმიდისა სულისასა, რომელი იშუა ქალწულისაგან ცხოვრებად, ჩუჱნდა, უგალობდეთ მორწმუნენო და თაყუანის-ვშცემდეთ, რამეთუ სათნო იჩინა აღსლუაჲ ხორცითა ჯუარსა ზედა, სიკუდილი დაჰთრგუნა, და აღადგინნა მკუდარნი, დიდებულითა მით აღდგომითა თჳსითა:
გიხაროდენ ბჭეო განუყოფელო, გიხაროდენ ზღუდეო და მფარუჱლო…
ღი҃ს-მშობლისა.
გიხაროდენ ბჭეო განუყოფელო, გიხაროდენ ზღუდეო და მფარუჱლო, რომელნი მოივლტიან შენდა სარწმუნოებით, გიხაროდენ მყუდრო ნავთ-საყუდელო ცხოვრებისა ჩუჱნისაო, რომელმან ჰშევ დამბადებელი შენი და ღი҃ ჩუჱნი, მეოხებად ნუ დასცხრები მათთჳს, რომელნი ადიდებენ, და თაყუანის-ცემენ შობილსა შენგან:
კანონი მეხუთე ნათლისა მიმართ სამ-მზეობითისა
კჳრიაკესა შუაღამესა ზედა, კანონი სამებისა, რომლისა კიდურ წერილობაჲ
კანონი მეხუთე ნათლისა მიმართ სამ-მზეობითისა.
სიმტკიცესა სამ-გუამოვანსა, ერთ-ღუთაებისასა, უგალობთ და ვღაღადებთ, გონებაჲ…
გალობა ა. ჴმა ე. სძლისპირი. ეტლთა სიმრავლე.
სიმტკიცესა სამ-გუამოვანსა, ერთ-ღუთაებისასა, უგალობთ და ვღაღადებთ, გონებაჲ ჩუჱნი განანათლე, ღო҃ ყოვლად-ძლიერო სამ-ნათელო, შენდა მომართ აღამაღლე საღმრთოდ დიდებად:
ზეცისა ძალნი უჴორცონი, შიშით გიგალობენ, სამ-გზის წმიდითა ჴმითა, ერთ-არსებით სამებასა, და სამებასა სამ-გუამოვნებით, ერთსა ძალსა ერთსა ღუთაებასა, ყოვლად-ძლიერსა:
ნექტარი სიყუარულისა, შენისა ტკბილისა, განმანათლებელისა, სულსა ჩემსა მოანჭე, სამებაო მხოლოო თჳთ-მნათობო, და საღმრთოსა სინანულისა წყალი, მომეც სახიერო:
ვითარცა რა საწმისსა ზედა, მდუმრიად მოვიდა ზეგარდამო…
ღი҃ს-მშობლისა.
ვითარცა რა საწმისსა ზედა, მდუმრიად მოვიდა ზეგარდამო ქალწულო, ცუარი სულისა წმიდისა, შენ ზედა და მორწყო ყოველი სოფელი, და ღი҃ს-მეცნიერჰყუნა კაცნი ყოვლად წმიდაო:
ბრძანებით, ზეცისა გონიერნი ძალნი დაჰბადენ, მგალობლად, ტკბილად…
გალობა გ. სძლისპირი. რომელმან დააფუძნე.
ბრძანებით, ზეცისა გონიერნი ძალნი დაჰბადენ, მგალობლად, ტკბილად დიდებისა შენისა, ღო҃ სამბრწყინუალეო, არამედ ჩუჱნიცა მიწისაგანთა, ქუჱყანისა ნაშობთა შეიწირე ქებით გალობაჲ და შეგჳწყალენ:
რომელსა, ეგე ბუნებით გაქუს უქცეველობაჲ მარადის, ქცევადთა ამათ მონათა შენთა, რომელნი უფსკრულსა, წყალობათა შენთასა უგალობთ, ცოდუათა ჩუჱნთა მოგუმადლე შენდობაჲ, დიდებისა მზეო სამ-ბრწყინუალეო:
მამასა, და ძესა და სულსა წმიდასა ვადიდებდეთ, ერთობით, ყოვლად უცუალებელსა სამებასა, ერთ-არსებით სამ-ნათლად, ღთ҃სა მეუფესა ყოველთასა, მოციქულთა, მოძღურებისაებრ ღი҃უ-სწავლულისა:
ეჩუჱნე, მოსეს მაყლოვანსა მოტყინარესა, დიდისა ზრახჳსა მამისა…
ღი҃ს-მშობლისა.
ეჩუჱნე, მოსეს მაყლოვანსა მოტყინარესა, დიდისა ზრახჳსა მამისა ანგელოზად და აუწყე წინასწარ, შობაჲ შენი ქალწულისაგან, რომლისა მიერ განმაახლენ ქე҃, და აღამაღლენ ზეცათა შინა:
მოწყალე-ხარ სამებაო განუყოფელო, და შეიწყალებ ყოველთა ვითარცა…
წარდგომა. ჴმა ე. თანა დაუსაბამოსა.
მოწყალე-ხარ სამებაო განუყოფელო, და შეიწყალებ ყოველთა ვითარცა ყოვლად-ძლიერი, და ყოველთა მიუტევებ მრავალ-მოწყალებითა, ამისთჳს მოვივლტით შენდა დამძიმებულნი ტჳრთითა ცოდუათათა, და გიღაღადებთ შეიწყალენ მონანი შენნი და იჴსნენ ყოველთა სატანჯუჱლთაგან:
ყოვლად წმიდაო ქალწულო შეგჳწყალენ ჩუჱნ, სარწმუნოებით მოლტოლჳლნი…
ღი҃ს-მშობლისა. მსგავსი.
ყოვლად წმიდაო ქალწულო შეგჳწყალენ ჩუჱნ, სარწმუნოებით მოლტოლჳლნი შენდამი სახიერისა, და მჴურუალისა შუამდგომელობისა შენისა მთხოველნი, რამეთუ გნებავს ვითარცა სახიერსა ყოველთა ცხოვრებაჲ, ვითარცა ხარ დედაჲ ღი҃სა მაღლისა, მჴმეველ-იქმენ დედობრივისა ვედრებისა მარადის ღი҃უ-მიმადლებულო:
ერთ-უფლებისა სამ-ბრწყინუალებაჲ ეუწყა პირუჱლ დანიილს, იხილა რა…
გალობა დ. სძლისპირი. ესმა მოსლუა.
ერთ-უფლებისა სამ-ბრწყინუალებაჲ ეუწყა პირუჱლ დანიილს, იხილა რა ქე҃ჲ მსაჯულად, მამისა მიმართ მომავალად, და სულმან აუწყა ჴორცთა შესხმაჲ:
ერთ-უფლებისა სამ-ბრწყინუალებაჲ ეუწყა პირუჱლ დანიილს, იხილა რა ქე҃ჲ მსაჯულად, მამისა მიმართ მომავალად, და სულმან აუწყა ჴორცთა შესხმაჲ:
მიწისა პირითა მგალობელნი, მეუფებისა შენისა, სამებით სამგუამოვნებასა, და ერთ-არსებით ერთ-ბუნებასა ანგელოსთა, დიდებასა ღირს-მჰყუჱნ:
მთად ჩრდილოდ მაღნარად გიხილა პირუჱლ, ამბაკომ ღი҃სა…
ღი҃ს-მშობლისა
მთად ჩრდილოდ მაღნარად გიხილა პირუჱლ, ამბაკომ ღი҃სა დედაო, რამეთუ შენგან გამოვიდა, წმიდა იგი ისრაილისა, და წყალობით იჴსნნა ცხებულნი თჳსნი:
რომელმან სახიერებით დაჰბადე კაცი, ხატად შენდა ყოვლად…
გალობა ე. სძლისპირი. რომელმან შეიმოსე.
რომელმან სახიერებით დაჰბადე კაცი, ხატად შენდა ყოვლად ძლიერო ღო҃, ჩემ შორის დამკჳდრებაჲ, ჯერ-იჩინე სამ-ბრწყინუალებით, ვითარცა მოწყალე-ხარ:
წარმიძეღუ მე ალაგთა ცხოვრებისათა, სამებაო სამ-გუამოვანო, და ნათლითა შენითა აღმავსე მე დაბნელებული, ვითარცა მოწყალე-ხარ:
ბუნებით ნათლად განუყოფელად, განგიცდი, ხოლო პირებით განყოფითად, სამ-ბრწყინუალეო ნათელო, გული ჩემი დაბნელებული, განმინათლე ვითარცა ღთ҃-ხარ:
პირუჱლ გიხილა წინასწარ-მეტყუჱლმან სძალო, უხრწნელო ბჭედ აღმოსავალისა…
ღი҃ს-მშობლისა.
პირუჱლ გიხილა წინასწარ-მეტყუჱლმან სძალო, უხრწნელო ბჭედ აღმოსავალისა მეყუსეულად გულის-ჴმა-ჰყო, ვითარმედ გამოსჩნდე შენ ტაძრად, ნათლისა უსხეულოჲსა:
სამ-მნათობიერი ხარ, ღთ҃-მთავარო გუამოვნებითა, ხოლო ერთ-არსებითა, ერთი…
გალობა ვ. სძლიპირი. ზღუა აღძრული.
სამ-მნათობიერი ხარ, ღთ҃-მთავარო გუამოვნებითა, ხოლო ერთ-არსებითა, ერთი ნება, ერთი განზრახუა, ერთი დიდება და მეუფება:
სამ-მნათობიერი ხარ, ღთ҃-მთავარო გუამოვნებითა, ხოლო ერთ-არსებითა, ერთი ნება, ერთი განზრახუა, ერთი დიდება და მეუფება:
მგალობელმან კეთილად, გუასწავა რაჟამს ჰრქუა მამასა, აღძრულმან სულისაგან, ნათლითა შენითა სულიერითა, ძე ნათელი ვიხილეთ ღი҃:
ცოდუათაგან გამოჴსნაჲ, მოწყალეო ღო҃ მოგუმადლე, და ვნებათაგან…
ღი҃ს-მშობლისა
ცოდუათაგან გამოჴსნაჲ, მოწყალეო ღო҃ მოგუმადლე, და ვნებათაგან გჳხსნენ სამებაო ერთ-არსებაო, მეოხებითა ღი҃ს-მშობელისათა:
სამ-მზეო ბრწყინუალებაო სახიერო, გადიდებთ და აწ თაყუანის-გცემთ…
წარდგომა. ჴმა ე. თანა დაუსაბამოსა.
სამ-მზეო ბრწყინუალებაო სახიერო, გადიდებთ და აწ თაყუანის-გცემთ, შეგჳწყალენ ჩუჱნ და განგუანათლენ, და გჳჴსნენ ყოველნი ნათესავნი კაცთანი შემუსრჳსაგან მტერთასა, და იჴსენ ყოველი სოფელი კერპთა საცთურისაგან, და მოგუანიჭე ჩუჱნ სუფევაჲ საუკუნოჲ:
შენდა მოვივლტი ყოველთა მიერ, დატევებული ესე, ყოველთა…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა. მსგავსი.
შენდა მოვივლტი ყოველთა მიერ, დატევებული ესე, ყოველთა სასოო და შესავედრებელო, ყოველთა ცოდჳლთა და მდაბალთაო, დაღათუ ვჰჴმობ ვსცოდე, არამედ ვჰგიე ბოროტთავე შინა უცნობელად, შემიწყალე საწყალობელი, და პირუჱლ აღსასრულისა მომაქციე, და ყოველთა პატიჟთაგან მიჴსენ მე უღირსი.
ვითარცა გაქუს უფსკრული, მოწყალებისა უსაზღუროჲ, და ზღუაჲ…
გალობა ზ. სძლისპირი. უფროსად ამაღლებული.
ვითარცა გაქუს უფსკრული, მოწყალებისა უსაზღუროჲ, და ზღუაჲ სიტკბოებისა, შეგჳწყალენ რომელნი, ერთ-არსებით გიგალობთ, სამ-ბრწყინუალესა ღთ҃სა:
ვითარცა გაქუს უფსკრული, მოწყალებისა უსაზღუროჲ, და ზღუაჲ სიტკბოებისა, შეგჳწყალენ რომელნი, ერთ-არსებით გიგალობთ, სამ-ბრწყინუალესა ღთ҃სა:
მოუგონებელად ერთად, სამ-ბრწყინუალედ ღუთად და უფლად, გაქებთ და გადიდებთ, მოგუმადლე ჩუჱნ მონათა, შენთა შენდობაჲ ცოდუათა, ღო҃ დაუსაბამოო:
მორჩად აღმოგჳცენე, სიტყუაჲ თანა არსი მამისა, ყუავილად…
ღი҃ს-მშობელო.
მორჩად აღმოგჳცენე, სიტყუაჲ თანა არსი მამისა, ყუავილად ღუთაებისა, და ნერგად თანა სწორად, ქალწულო რომელმანცა მოგუცა ცხოვრება ყოველთა:
ვითარცა გაქუს უფსკრული, მოწყალებისა უსაზღუროჲ, და ზღუაჲ…
გალობა ჱ. სძლისპირი. შენ მხოლოსა.
ვითარცა გაქუს უფსკრული, მოწყალებისა უსაზღუროჲ, და ზღუაჲ სიტკბოებისა, შეგჳწყალენ რომელნი, ერთ-არსებით გიგალობთ, სამ-ბრწყინუალესა ღთ҃სა:
ვითარცა გაქუს უფსკრული, მოწყალებისა უსაზღუროჲ, და ზღუაჲ სიტკბოებისა, შეგჳწყალენ რომელნი, ერთ-არსებით გიგალობთ, სამ-ბრწყინუალესა ღთ҃სა:
ღი҃რს-მყავ უ҃ო, განცდად ნათელსა შენსა, ნათელო სამ-გუამოვანო მიუწთომელო მამაო, ძეო და სულო სახიერო, რათა სათნო-გეყო ღო҃ მარადის:
გამოგჳბრწყინუჱ, სამ-დიდებულებისა, ერთი ბრწყინუალებაჲ ქე҃ ყოვლად უხრწნელო…
ღი҃ს-მშობლისა.
გამოგჳბრწყინუჱ, სამ-დიდებულებისა, ერთი ბრწყინუალებაჲ ქე҃ ყოვლად უხრწნელო, რომლისაგან ვიცანთ ღი҃ ღმერთთა და უ҃ი, სამ-ხატოვნებით ამაღლებულად უკუნისამდე:
ისაია მხიარულ-იყავ, ქალწულმან მუცლად-იღო, შუა ძე დაუსაბამოჲ…
გალობა თ. სძლისპირი.
ისაია მხიარულ-იყავ, ქალწულმან მუცლად-იღო, შუა ძე დაუსაბამოჲ, ემმანუილ ღი҃ და კაცი, აღმოსავალათ სახელი მისი, მას ვადიდებდეთ, და რომელმან შუა იგი ვნატრიდეთ:
ბუნებაჲ მოკუდავი გალობად, შენდა ვერ შემძლებელ-არს, დაუსაბამოო…
ტროპარნი.
ბუნებაჲ მოკუდავი გალობად, შენდა ვერ შემძლებელ-არს, დაუსაბამოო ღო҃, არამედ ძრწოლით მსგავსად ძალისა, შევსწირავთ შენდა დიდებასა, სამ-გუამოვანო, სამ-ბრწყინუალეო თჳთებაო:
სწორთა პატივითა ერთსა, სამ-გუამოვანსა ღთ҃სა, ხერუვიმ სერაფიმნი, უხრწნელითა მით პირებითა, სამ-გზის წმიდითა გალობითა გიგალობენ შენ, ჩუჱნცა მათთანა ძრწოლით გადიდებთ:
ვითარცა უხრწნელმან ქალწულმან, შევ ძე დაუსაბამოჲ, რომელმანცა…
ღი҃ს-მშობლისა.
ვითარცა უხრწნელმან ქალწულმან, შევ ძე დაუსაბამოჲ, რომელმანცა მიჴსნნა ჩუჱნ, ღთ҃მან ბუნებით უცუალებელმან, მისგან ცოდუათა, ჩუჱნთა შენდობაჲ მითხოვე სძალო:
ჯუარსა უ҃ისასა შევასხმიდეთ, და საფლავსა წმიდასა გალობით…
ცისკრად. შემდგომად ა. სტიხოლოღიისა, წარდგომანი აღდგომისანი. ჴმა ე. თანა დაუსაბამოსა.
ჯუარსა უ҃ისასა შევასხმიდეთ, და საფლავსა წმიდასა გალობით პატივს-ვჰსცემდეთ, და აღდგომასა მისსა აღუამაღლებდეთ, რამეთუ აღადგინნა მკუდარნი საფლავთაგან ვითარცა ღთ҃-არს, და დაჰხსნა სიმტკიცჱ სიკუდილისა, და ძალი მტერისა, და ჯოჯოხეთისა მყოფთა ნათელი გამოუბრწყინუა:
უ҃ო მკუდრად შეირაცხე, რომელმან მოჰკალ სიკუდილი და…
აღსდეგ უ҃ო ღო҃ ჩუჱნო, ამაღლდინ ჴელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად.
უ҃ო მკუდრად შეირაცხე, რომელმან მოჰკალ სიკუდილი და საფლავსა დაიდევ, რომელმან დააცალიერენ საფლავნი, საფლავსა ზედა მჴედარნი გცჳდეს, და ქუჱსკნელს შინა საუკუნითგანნი კრულნი განათავისუფლენ, ყოვლად ძლიერო და მოუკლებელო, უ҃ო დიდება შენდა:
გიხაროდენ მთაო წმიდაო ღი҃სა სამკჳდრებელო, გიხაროდენ სულიერო…
ღი҃ს-მშობლისა. დიდება, აწდა.
გიხაროდენ მთაო წმიდაო ღი҃სა სამკჳდრებელო, გიხაროდენ სულიერო მაყუალო შეუწუჱლო, გიხაროდენ მხოლოო უხრწნელო, და ჴიდო წმიდაო ღი҃სა მიმართ კაცთა წიაღმყუანებელო, და მოკუდავთა საუკუნოდ ცხოვრებად მიმყუანებელო, გიხაროდენ უბიწოო ქალწულო, რომელმან უთესლოდ ჰშევ, მაცხოვარი და ცხოვრებაჲ სულთა ჩუჱნთა:
უ҃ო შემდგომად სამისა დღისა აღდგომისა, და მოციქულთა…
შემდგომად ბ. სთიხოლოგიისა, წარდგომანი აღდგომისანი, ჴმა ე.
უ҃ო შემდგომად სამისა დღისა აღდგომისა, და მოციქულთა თაყუანის-ცემისა, პეტრე გიღაღადებდა, დედანი კადნიერ-იქმნნეს, ხოლო მე შევშინდი, ავაზაკმან ღი҃ს-გმეტყუჱლა, ხოლო მე უარგყავ, მიწოდღა მეა მეუფეო ამიერიდგან მოწაფედ შენდა, ანუ კუალად ნადირობად თევზთა წარმავლინო რომელი დატევე, არამედ სინანული ჩემი მიითუალე, ქე҃ ღო҃ და მაცხოვნე მე:
უ҃ო შორის ორთა ავაზაკთა, ჯუარსა შეგსმჭუალეს უსჯულოთა…
აღგიარო შენ უ҃ო ყოვლითა გულითა ჩემითა და მიუთხრა მე ყოველი საკჳრუჱლებაჲ შენი
უ҃ო შორის ორთა ავაზაკთა, ჯუარსა შეგსმჭუალეს უსჯულოთა მათ ჰურიათა, და საღმრთო გუჱრდი შენი ლახურითა განაღეს, ჵ მოწყალება შენი რომელმან უკუჱ დაფლუაჲ თავს-იდევ, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი შემუსრენ, და აღსდეგ მესამესა დღესა, ხოლო მორაიწინეს დედანი და გიხილეს შენ, და აუწყეს მოციქულთა აღდგომაჲ შენი, ამაღლებულო მჴსნელო ჩუჱნო, რომელსა თაყუანის-გცემენ ანგელოსნი დიდება შენდა:
უქორწინებელო დედაო ღი҃ს-მშობელო, მწუხარებაჲ ევასი სიხარულად შესცუალე…
ღი҃ს-მშობლისა. დიდება, აწდა.
უქორწინებელო დედაო ღი҃ს-მშობელო, მწუხარებაჲ ევასი სიხარულად შესცუალე, ამისთჳს მორწმუნენი თაყუანის-გცემთ შენ, რამეთუ შენ მიერ ავმაღლდით ჩუჱნ, და ვიჴსნენით პირუჱლისა მის წყევისაგან, და აწცა დაუცხრომელად ევედრე ყოვლად საგალობელო დედოფალო, რათა გუაცხოვნნეს ჩუჱნ მონანი შენნი:
ანგელოსისა ხილჳთა გონებითა განკჳრუჱბულნი, და ღი҃სა აღდგომისათჳს…
შემდგომად ნეტარ-არიანისა. იპაკოჲ. ჴმა ე.
ანგელოსისა ხილჳთა გონებითა განკჳრუჱბულნი, და ღი҃სა აღდგომისათჳს სულითა განათლებულნი, მენელსაცხებლენი დედანი მოციქულთა ახარებდეს, უქადაგეთ წარმართთა აღდგომაჲ უ҃ისა, თანა შეწევნითა, უ҃ისათა სასწაულთა მიერ, რომელი მოანიჭებს სოფელსა დიდსა წყალობასა:
ჭირსა შინა ჩემსა მსგავსად დავითისსა, გიგალობ შენ…
აღსავალნი. ანტიფონი ა, ჴმა იგივე.
ჭირსა შინა ჩემსა მსგავსად დავითისსა, გიგალობ შენ მაცხოვარო ჩემო, და ვედრებით გიღაღადებ, ენისა მზაკუარისაგან განარინე, სული ჩემი:
უდაბნოს მყოფთა-ცხოვრება ფრიად სანატრელ-არს, რამეთუ მარადის ფრთოვან იქმნების, საღმრთოთა ტრფიალებითა. და ძალითა ძალად სლჳთა ღთ҃სა მიეახლების:
წმიდითა სულითა დამტკიცნების ყოველივე, ხილულთა და უხილავთა…
დიდება, აწდა.
წმიდითა სულითა დამტკიცნების ყოველივე, ხილულთა და უხილავთა წესი, რამეთუ თჳთმპყრობელარს, და ერთი არს განუშორებელი წმიდისა სამებისა:
მთათა მიმართ სათნოებისათა ავმაღლდეთ, ღი҃სა ხედჳთა ჵ…
ანტიფონი ბ.
მთათა მიმართ სათნოებისათა ავმაღლდეთ, ღი҃სა ხედჳთა ჵ სულო ჩემო, ვინა იგი მოგუჱცემის, შეწევნა და ჴელის-აღპყრობა და ცხოვრება საუკუნო:
მარჯუჱნა შენი ყოვლად ძლიერი და მაღალი, მფარუჱლ-მეყავ მე ჵ სახიერო, და ყოველთაგან საბრჴეთა, მტერისათა҃ თანა წარმჴადე უღირსი მონაჲ შენი:
წმიდისა სულისა მიმართ ღი҃ს-ვმეტყუჱლებდეთ, და ვჰჴმობდეთ შენ…
დიდება, აწდა.
წმიდისა სულისა მიმართ ღი҃ს-ვმეტყუჱლებდეთ, და ვჰჴმობდეთ შენ ხარ ღი҃ ცხოველს-მყოფელი, და ნათელი ბუნებითი, და სიტკბოება, და შენ სუფევ უკუნითი უკუნისამდე:
რომელთა იგი მრქუჱს მე ვითარმედ ეზოთა, უ҃ისათა…
ანტიფონი. გ.
რომელთა იგი მრქუჱს მე ვითარმედ ეზოთა, უ҃ისათა შევიდეთ მრავლითა, სიხარულითა აღჳვსე, და ვერჩდი მათ და გალობითა, და ლოცუათა შევჰსწირევდ:
სახლსა დავითისსა საშინელი სამსჯავრო, დაჯდების და ცეცხლი შეჰსწჳდეს მაშინ, გულის-თქმითა შებღალულთა, და ყოველთა ბილწთა გონებითა, და მწიკულევანთა სულითა:
წმიდისა სულისა უფლება და ჴელმწიფება, რომლისა მიერ…
დიდება, აწდა.
წმიდისა სულისა უფლება და ჴელმწიფება, რომლისა მიერ ცხოველ-იქმნების, ყოველი დაბადებული, და განახლდების და ჰძრწის, ვითარცა მამისა მიერ და ძისა:
აღსდეგ უ҃ო ღო҃ ჩუჱნო, ამაღლდინ ჴელი შენი…
წარდგომა. ჴმა ე.
აღსდეგ უ҃ო ღო҃ ჩუჱნო, ამაღლდინ ჴელი შენი, და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად.
აღგიარო შენ უ҃ო...
ეტლთა სიმრავლე მჴედრობითურთ, ზღუასა მეწამულსა, სიღრმესა შთაითხივნეს…
სახარება ცისკრისა. კანონი აღდგომისა. გალობა ა. ჴმა ე. სძლისპირი.
ეტლთა სიმრავლე მჴედრობითურთ, ზღუასა მეწამულსა, სიღრმესა შთაითხივნეს სიმტკიცითა მკლავისათა, ქე҃ს მიერ იჴსნნეს ისრაილნი, და ძლევისა გალობასა ახლად იტყოდეს:
ერმან ჰურიათამან, ეკლის-გამომღებელმან, თავი შენი სახიერ ეკლითა…
ტროპარნი.
ერმან ჰურიათამან, ეკლის-გამომღებელმან, თავი შენი სახიერ ეკლითა გჳრგჳნოსან-ჰყუჱს, რათა დაჰჴსნე პირუჱლ შექმნულისა მის, პატიჟი ეკლისა მიერ აღმოცენებული.
დაცემული აღმადგინე, მღჳმესა დადებითა, ცხოვრების-მომცემელო, და ხრწნილებისა ჩემისა სუნ-მყრალობაჲ უხრწნელმან რა იყნოსე, ღუთაებისა სუნნელებითა სუნნელ-ჰყავ იგი:
დაჰჴსნდეს წყევანი ევასნი, და მწუხარებანი, რამეთუ კურთხეული…
ღი҃ს-მშობლისა.
დაჰჴსნდეს წყევანი ევასნი, და მწუხარებანი, რამეთუ კურთხეული, და სანატრელი ქალწული, გამოჩნდა ძირისაგან დავითისა, მორწმუნეთა სიხარულად, რომელსა უალობთ:
ნებსით ჯუარსა ზედა, ამაღლებულსა, ღთ҃სა, რომელმან ძუჱლი…
სხუა, კანონი. ჯუარ-აღდგომისა. ჴმა იგივე. გალობა ა. სძლისპირი. მჴსნელსა ჩუჱნსა.
ნებსით ჯუარსა ზედა, ამაღლებულსა, ღთ҃სა, რომელმან ძუჱლი იგი ცთომაჲ აღჴოცა, და ხისაგან დაცემული ადამი აღადგინა, მას მხოლოსა უგლობთ რომელიცა დიდებულ-არს:
აღდგომილსა მკუდრეთით, ქე҃სა ღთ҃სა ჩუჱნსა, რომელმან ადამ აღადგინა, და სიმაღლედ აღიყუანა და თანა ადიდა, მას მხოლოსა უგალობთ რომელიცა დიდებულ-არს:
დედაო ქე҃სო, წმიდაო ღი҃ს-მშობელო, შენგან შობილსა ღთ҃სსა ევედრე, რათა დამაგნეს მამისა განდგომილნი, ესე დღეს ვედრებითა შენითა სახარულევანო:
ნათლისა მშობელო განმანათლე, ქალწულო
სხუა, კანონი ყოვლად წმიდისა ღი҃ს-მშობლისა, რომლისა კიდურ-წერილობა.
ნათლისა მშობელო განმანათლე, ქალწულო.
ნათელი რომელი მკჳდრ-იქმნა შენ თანა ქალწულო, და…
ჴმა იგივე. სძლისპირი. ეტლთა სიმრავლე.
ნათელი რომელი მკჳდრ-იქმნა შენ თანა ქალწულო, და ნათლითა საღმრთოჲთა, განანათლნა ცისკიდენი მას ევედრე დედაო და ქალწულო, განათლებად მგალობელთა შენთა წმიდაო:
გამშუჱნებულმან სიკეთითა, სათნოებათათა, ჵ ღი҃უ-მიმადლებულო, მადლი სულისა წმიდისა, ყოვლისა მდიდრად განმაშუჱნებელი, შეიწყნარე და სავანედ მისსა განბრწყინდი:
წინათუჱ გამოგსახა მაყვალმან, სინას აღგზებულმან, და ცეცხლშეუხებელმან ქალწულო ღი҃სა დედაო, რამეთუ ქალწულმან ჰშევ და ქალწულადუჱ, ეგე ზესთა ბუნებისა სძალო ღი҃საო:
რომელმან, დააფუძნე ქუჱყანაჲ წყალთა ზედა, და მიეც…
გალობა გ. სძლისპირი.
რომელმან, დააფუძნე ქუჱყანაჲ წყალთა ზედა, და მიეც ნაყოფიერება ყოვლადუჱ, კლდესა ზედა ქე҃, მცნებათა, შენთასა შეუძრავსა, დაამტკიცე ეკკლესიაჲ შენი, მხოლოო სახიერ და კაცთ-მოყუარე:
რომელნი, კლდისაგან მდინარისა სმიდეს წყალსა, უდაბნოს, ქე҃…
ტროპარნი.
რომელნი, კლდისაგან მდინარისა სმიდეს წყალსა, უდაბნოს, ქე҃ სასწაულთა მოქმედო, მიგიპყრეს შენ მის წილ, ნაღუჱლი ძმრითა აღზავებული, მანანასა წილ რომელსა ჰსჭამდეს ისრაიტელნი უგულის-ჴმონი:
რომელთა, ღრუბელი ნათლისა ჰფარჳდა პირუჱლ, საფლავსა დაჰფარეს ცხოვრების-მომცემელი, ნებსით თჳსით არამედ, აღდგა და მორწმუნეთა მოსცა, მადლი სულისა წმიდისა მაღლით, მაგრილობელად სამარადისოდ:
დედაო, ძისა ღი҃საო რომელიცა იშუა მამისა მოწყალისაგან…
ღი҃ს-მშობლისა.
დედაო, ძისა ღი҃საო რომელიცა იშუა მამისა მოწყალისაგან მიუწთომელად, შენგან უქცეველად გამოჩნდა, ამისთჳსცა გაქებთ შენ, სრულითა სარწმუნოებითა, რომელმან გჳშევ ღი҃ ყოველთა:
აღსდეგ მკუდრეთით ქე҃ მაცხოვარ, და აღადგინენ ხრწნილებისაგან…
სჴუა. სძლისპირი. ძალითა ჯუარისათა ქე҃.
აღსდეგ მკუდრეთით ქე҃ მაცხოვარ, და აღადგინენ ხრწნილებისაგან, რომელნი ღირსად უგალობენ, აღდგომასა შენსა საფლავით:
მენელსაცხებლენი ისწრაფდეს, სუნნელებითა შემურუად ჴორცთა, შენთა ქე҃ და არა გპოვეს, რამეთუ აღსდეგ დიდებით:
მეოხ-გუჱყავ დაუცხრომელად, ყოვლად წმიდაო მისსა რომელი იშუა შენგან მიუწთომელად, რათა მიჴსნნეს ჩუჱნ ცოდუათაგან:
გამოჰსჩნდი, კიბედ რომლითა გარდამოჰჴდა ჩუჱდა, მაღალი, და…
სჴუა. სძლისპირი. რომელმან დააფუძ.
გამოჰსჩნდი, კიბედ რომლითა გარდამოჰჴდა ჩუჱდა, მაღალი, და აღმართა განჴრწნილი ბუნებაჲ, და ტაძრად და საყდრად, სამეუფოდ იქმენ ღი҃ს-მშობელო და შენ მიერ შეერთო დაბადებულთა, სიტყუაჲ თანა სწორი ღი҃სა მამისა:
პირუჱლუჱ, განსაზღურებული საღმრთო საიდუმლო, და წინა საუკუნეთა განჩინებული, ჟამთა აღსასრულსა, შენ მიერ სრულ-იქმნა ღი҃ს-მშობელო, და განკაცებული რა იშუა შენგან, ძე ღი҃სა მხოლო, და გუაცხოვნნა ჩუჱნ:
წყევისა, მის პირუჱლისა პატიჟნი დაიჴსნნეს, ქალწულო, შუა-მდგომელობითა…
ღი҃ს-მშობლისა.
წყევისა, მის პირუჱლისა პატიჟნი დაიჴსნნეს, ქალწულო, შუა-მდგომელობითა შენითა, რამეთუ შენ მიერ, უ҃ი დიდებისა გამოჩნდა, და კურთხევაჲ საუკუნოჲ მოგუმადლა, შუჱნიერებაო მორწმუნეთაო:
ესმა მოსლუაჲ შენი დიდებული, დაუკჳრდა ამბაკომს ქე҃…
გალობა დ. სძლისპირი.
ესმა მოსლუაჲ შენი დიდებული, დაუკჳრდა ამბაკომს ქე҃ და შიშით ღაღადებდა გამოხუჱდ მაცხოვრად ერისა, შენისა და ჴსნად ცხებულთა შენთა:
წყალნი მწარენი ძელითა დაატკბენ, რომლითაცა გამოსახე, ქე҃ ჯუარი შენი ცხოველი, რომლითა სიკუდილი მოჰკალ, და ჯოჯოხეთისა ძალი შემუსრე:
დამნერგუჱლი ცნობადისა მას ხესა, ჯუარსა ზედა დაემჰსჭუალა, და ყოველთა დამატკბობელი, სიმწარისა მას სასუმელსა, ძელსა ზედა სუმიდა უსჯულოთაგან:
განუხრწნელად უსძლოო მუცლად-იღე, და უფროს ბუნებათა ჰშევ…
ღი҃ს-მშობლისა
განუხრწნელად უსძლოო მუცლად-იღე, და უფროს ბუნებათა ჰშევ, და შემდგომად შობისა ღი҃სა, ქალწულადუჱ დაადგერ, ითხოვე სულთა ჩუჱნთათჳს დიდი-წყალობაჲ:
დარაენერგა ზედა გოლგოთას ჯუარი შენი ქე҃, შეიმუსრნეს…
სხუა. სძლისპირი. სმენა მესმა.
დარაენერგა ზედა გოლგოთას ჯუარი შენი ქე҃, შეიმუსრნეს მოქლონი და მეკარენი, საუკუნენი, დიდება ძალსა შენსა უ҃ო:
შთარაჴდა მჴსნელი, პყრობილთა მიმართ ვითარცა მკუდარი, მის თანა აღდგეს საუკუნითგან მომწყდარნი, და ღაღადებდეს, დიდება ძალსა შენსა უ҃ო:
ქალწულმან გჳშუა ღი҃ თჳნიერ ბუნებათა დედობრივითა, დედაიქმნა…
ღი҃ს-მშობლისა.
ქალწულმან გჳშუა ღი҃ თჳნიერ ბუნებათა დედობრივითა, დედაიქმნა და ქალწულადუჱ დაადგრა, მას უღაღადებდეთ, გიხაროდენ სახარულევანო:
გულითა და სულითა და პირითა ღი҃ს-მშობლად აღგიარებთ…
სხუა. სძლისპირი. ესმა მოსლუა.
გულითა და სულითა და პირითა ღი҃ს-მშობლად აღგიარებთ წადიერად სარწმუნოებით, და ცხოვრებასა მივემთხუჱვით, ვედრებითა შენით ქალწულო:
რომელმან შექმნა არა რასაგან, შენგან ჴორცნი შეისხნა, სახიერებით და წყალობით, ცხოვრებისა მათისათჳს რომელნი დედად ღი҃სად გქადაგებენ:
განწყობილნი ზეცისა ძალთანი, უგალობენ ძესა შენსა, მოხარულნი ცხოვრებისათჳს, კაცთასა რომელნი მადლობით, დედად მჴსნელისად აღგიარებენ:
კუჱრთხად სახელ-გდუა შენ, ისაია რომლისაგან აღმოჰსცენდა, ქე҃ჲ…
ღი҃ს-მშობლისა.
კუჱრთხად სახელ-გდუა შენ, ისაია რომლისაგან აღმოჰსცენდა, ქე҃ჲ ყუავილად შუჱნიერად, ცხოვრებად ჩუჱნდა რომელნი, შიშით თაყუანის-ვჰსცემთ ძესა შენსა:
რომელმან შეიმოსე ნათელი სამოსლად, შენდა მოვივლტი შენ…
გალობა ე. სძლისპირი.
რომელმან შეიმოსე ნათელი სამოსლად, შენდა მოვივლტი შენ გიღაღადებ, განანათლე სული ჩემი, დაბნელებული ვითარცა ხარ მხოლო მრავალ-მოწყალე:
ღი҃ დიდებისა დღეს ჯუარსა დაემჰსჭუალა, შეურაცხებით უღმრთოთა…
ტროპარნი.
ღი҃ დიდებისა დღეს ჯუარსა დაემჰსჭუალა, შეურაცხებით უღმრთოთა მიერ, ნებსით თჳსით იგუჱმა, რათა მოსცეს მორწმუნეთა, ბუნებაჲ ღუთაებრივი:
შემიმოსე მე ხრწნილი უხრწნელო უ҃ო, და სიკუდილისა გემოიხილე, ბუნებითა ჴორცთათა, და აღსდეგ საფლავისაგან უხრწნელად მოწყალე:
შენ ქე҃-მჴსნელისა და სიმართლისა უთესლოდ ჩუჱნდა მშობელმან…
ღი҃ს-მშობლისა.
შენ ქე҃-მჴსნელისა და სიმართლისა უთესლოდ ჩუჱნდა მშობელმან, განათავისუფლე ღი҃ს-მშობელო ბუნებაჲ პირუჱლისა მამისა წყევისაგან:
განმარტენ მაცხოვარ საღმრთონი, ჴელნი ჯუარსა ზედა, და…
სხუა. სძლისპირი. აღმსთობილნი.
განმარტენ მაცხოვარ საღმრთონი, ჴელნი ჯუარსა ზედა, და ყოველთა მოუწოდე შენდა, ვითარცა კაცთ-მოყუარე-ხარ:
დამჰსჭუალჳთა, ჯუარსა ზედა მოწყალე შემუსრე შენ, ჯოჯოხეთისა ძალი, და პყრობილნი განათავისფლენ:
შემდგომად შობისა, ქალწულად ჰგიე უბიწოო, შენ ყოვლად სანატრელო, ვითარცა ღი҃ს-მშობელ-ხარ გადიდებთ:
წმიდათა წინასწარ-მეტყუჱლთა წინათუჱ გქადაგეს, ვითარმედ დედად ღი҃სად…
სხუა. სძლისპირი. რომელმან შეიმოსე.
წმიდათა წინასწარ-მეტყუჱლთა წინათუჱ გქადაგეს, ვითარმედ დედად ღი҃სად ყოფად ხარ, ღი҃ს-მშობელო დიდებულო, რამეთუ შენ მხოლო იპოვე, ყოვლითურთ წმიდაჲ და უბიწოჲ:
ღრუბლად ნათლისად წყლისა ცხოველისად მტჳრთუჱლად, გიცნობთ ყოველნი ღი҃სა დედაო, რომელმანცა დამათრუნა ჩუჱნ, წჳმითა უკუდავებისათა, სასოწარკუეთილნი ესე:
ვითარცა ყოვლითურთ შუჱნიერი და უბიწო, და დაბეჭდული ქალწულებითა, შეგიყუარა ღთ҃მან მხოლომან, და სიწმიდით დაემკჳდრა იგი, შენ შორის დიდებულო:
ზღუა აღძრული ღელჳთა, წარმწყმედელი დააცხრუჱ ქე҃, შერისხჳთ…
გალობა ვ. სძლისპირი.
ზღუა აღძრული ღელჳთა, წარმწყმედელი დააცხრუჱ ქე҃, შერისხჳთ დააყუდე მეცა დანთქმული ცოდუათაგან აღმომიყუანე მოწყალე:
ქე҃ ღო҃ ცხოველო, შთავრდომილი წარსაწყმედელსა, პირუჱლ შექმნული…
ტროპარნი.
ქე҃ ღო҃ ცხოველო, შთავრდომილი წარსაწყმედელსა, პირუჱლ შექმნული ადამი, ხისა გემოს-ხილჳთა, დანაცხოველე ჯუარითა:
ქე҃ ღო҃ ცხოველო, შთარაჰჴედ შენ, ჯოჯოხეთს შინა შეწყდომილნი მძლავრებით, ძალითა ღუთაებისათა, აღმოიყუანენ მოწყალე:
ქალწულმან მუცლად-იღო, და გჳშუა ჩუჱნ ღი҃ ჴორცითა…
ღი҃ს-მშობლისა.
ქალწულმან მუცლად-იღო, და გჳშუა ჩუჱნ ღი҃ ჴორცითა, და შემდგომად შობისა, იპოვა წმიდად ქალწული, უბიწოებით მაწოვნებელ:
ჴელნი თჳსნი ჯუარსა ზედა, განიპყრენ შენ ქე҃…
სხუა. სძლისპირი. გარე მომიცუ.
ჴელნი თჳსნი ჯუარსა ზედა, განიპყრენ შენ ქე҃ რათა შეჰკრიბნე, შენ განბნეულნი, წარმართნი ცხოვრების-მომცემელო და მაცხოვარო, დაბადებულთა შენთაო:
წარმოსტყუჱნე ჯოჯოხეთი, და დაჰჴსენ სიმტკიცჱ სიკუდილისა და ადამ, კრული განიჴსნა, და ესრეთ ღაღადებდა, მიჴსნა მაცხოვარ, მარჯუჱნემან შენმან ძლიერო:
შენ მარადის დიდებულო, გამოჰსჩნდი მაყულად შეუწუჱლად, მთად და კიბედ სულიერად, და ბჭედ ზეცად აღსლჳსა, ჭეშმარიტად შენ, ვითარცა ღი҃ს-მშობელ-ხარ გადიდებთ:
მიზეზმან ყოვლისამან, და არსებისა მომცემელმან, ჴორცთ-შესხმისა თჳსისა…
სხუა. სძლისპირი. ზღუა აღძ.
მიზეზმან ყოვლისამან, და არსებისა მომცემელმან, ჴორცთ-შესხმისა თჳსისა მიზეზად გპოვა ღი҃ს-მშობელო, და შენგან კაცებაჲ მიიღო:
კურნებათა წყაროსა, სულთა მზრდელსა აღმოუცენებ, რომელნი სურჳელად, მოივლტიან საფარუჱლსა შენსა, უხრწნელსა ყოვლად წმიდაო:
ცხოვრებისა მიზეზო, გჳშევ ცხოვრების-მომცემელი, რომელმან საუკუნო გამოჰჴსნა მოგუანიჭა ჩუჱნ, აღმსარებელთა შენთა სძალო:
ჯოჯოხეთად შთაჰჴედ მაცხოვარო ჩუჱნო, და შეჰმუსრენ ბჭენი…
კონდაკი. ჴმა ე. თანა დაუსაბამოსა.
ჯოჯოხეთად შთაჰჴედ მაცხოვარო ჩუჱნო, და შეჰმუსრენ ბჭენი მისნი ვითარცა ყოვლად ძლიერმან, და ვითარცა დამბადებელმან მკუდარნი შენ თანა აღადგინენ, და შეფქევ საწერტელი სიკუდილისა, ხოლო ადამი წყევისაგან განათავისუფლე კაცთ-მოყუარე, ამისთჳსცა ყოველნი გიღაღადებთ, გუაცხოვნენ ჩუჱნ უ҃ო:
სიტყუანი რა ესმნეს ანგელოსთანი დედათა, დაუტევეს გოდებაჲ…
იკოსი.
სიტყუანი რა ესმნეს ანგელოსთანი დედათა, დაუტევეს გოდებაჲ მხიარულ-ქმნილთა და მძრწოლარეთა, სახილუჱლისათჳს საცჳფროჲსა, და აჰა ქე҃ მიეახლა მათ მეტყუჱლი, იხარებდით და კადნიერ-იქმნენით, რამეთუ მიძლევიეს სოფლისად, და კრულნი განგუათავისუფლენ, მიისწრაფეთ უკუჱ მოწაფეთა მიმართ და აუწყეთ, რამეთუ წინა-გიძღჳ თქუჱნ გალილეად რათა ჰქადაგოთ, ამისთჳსცა ყოველნი გიღაღადებთ, გუაცხოვნენ ჩუჱნ უ҃ო:
უფროსად ამაღლებულმან, ღთ҃მან მამათა ჩუჱნთამან, საჴუმილი მოტყინარე…
გალობა ზ. სძლისპირი.
უფროსად ამაღლებულმან, ღთ҃მან მამათა ჩუჱნთამან, საჴუმილი მოტყინარე, ყრმათა მათ განუქარუა, და იგინი ღაღადებდეს, ღო҃ შენ კურთხეულ-ხარ:
შეიმოსენ შენ ჴორცნი, ვითარცა სამჭედურმან, ღუთაებისა ძალითა…
ტროპარნი.
შეიმოსენ შენ ჴორცნი, ვითარცა სამჭედურმან, ღუთაებისა ძალითა მოჰკალ ვეშაპი იგი, და ზეცად აღამაღლენ რომელნი გაკურთხევენ შენ:
ყოველთა შემოქმედი დაბადებულთა ღი҃ საფლავსა დადებული, ჴორცითა მსგავსად მკუდრისა, ღუთაებისა ძალითა, აღდგა მესამესა დღესა:
ერთი გუამი ორითა, ბუნებითა გჳშევ ჩუჱნ, მარიამ…
ღი҃ს-მშობლისა.
ერთი გუამი ორითა, ბუნებითა გჳშევ ჩუჱნ, მარიამ უბიწოო, ღი҃ ჴორციელ-ქმნილი, რომელსა უღაღადებთ, ღო҃ შენ კურთხეულ-ხარ:
რომელმან ძელითა მით, ჯუარისათა დაჰჴსენ საცთური, კერპთა…
სხუა. სძლისპირი. რომელმან იჴსნენ ყრმანი.
რომელმან ძელითა მით, ჯუარისათა დაჰჴსენ საცთური, კერპთა მონებისა, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო:
რომელი აღსდეგ მკუდრეთით, და ჯოჯოხეთისა მყოფნი აცხოვნენ, კურთხეულ-ხარ უ҃ო, ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:
ქალწულისაგან იშევ, და ღი҃ს-მშობლად გამოაჩინე, კურთხეულ-ხარ უ҃ო…
ღი҃ს-მშობლისა.
ქალწულისაგან იშევ, და ღი҃ს-მშობლად გამოაჩინე, კურთხეულ-ხარ უ҃ო, ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:
უქცეველად ეგო უსაზღუროჲ, გუამოვნებითა რა ჴორცთათა, შეგუჱრთო…
სხუა. სძლისპირი. უფროსად ამაღლებულმან.
უქცეველად ეგო უსაზღუროჲ, გუამოვნებითა რა ჴორცთათა, შეგუჱრთო მოწყალებით, შენ შორის უბიწოო, და მხოლოო კურთხეულო, ღი҃ მამათა ჩუჱნთა:
სძლად უბიწოდ და უხრწნელად, აღგიარებთ ღი҃ს-მშობელო, და საყდრად მეუფისად, რომელსა უღაღადებთ, სულიერითა შესხმითა, ღო҃ შენ კურთხეულ-ხარ:
დედად დამბადებელისად, განწმედილ სულითა წმიდითა, გამოსჩნდი ღი҃ს-მშობელო, რომელმანცა შეგქმნა შენ, რომელსა უღაღადებთ, ღო҃ შენ კურთხეულ-ხარ:
სამოსლითა ჴორცთათა, შენ მიერ შემოსილმან უ҃მან მაცხოვნა მე ყოვლად უბიწოო, რომელსა ყოველნი უგალობთ, ღო҃ შენ კურთხეულ-ხარ:
შენ მხოლოსა, დამბადებელსა ყოველთასა, გალობა სულიერი გიღაღადეს…
გალობა ჱ. სძლისპირი.
შენ მხოლოსა, დამბადებელსა ყოველთასა, გალობა სულიერი გიღაღადეს ყრმათა ყოველნი საქმენი უ҃სა უგალობდით, და ამაღლებდით მას უკუნისამდე:
ვნებად რომელსა, ნებსით მოსრულ-იყავ შენ, გარე წარსლუად…
ტროპარნი.
ვნებად რომელსა, ნებსით მოსრულ-იყავ შენ, გარე წარსლუად ილოცევდ ვითარცა საძნაურსა, რამეთუ ორნი ბუნებანი გაქუნდეს შენ, შეურევნელნი მაცხოვარ უკუნისამდე:
შთასლუასა შენსა, ჯოჯოხეთისა ბჭეთა, ქე҃ დამბადებელო სირცხჳლეულ-იქმნა, ქუჱსკნელი და წარმოსთხია ყოველი გუამი მკუდართა, და რომელი შთაენთქნეს პირუჱლად:
შენ უაღრეს გონებისა, ღთ҃-მამაკაცად სიტყჳთა მშობელსა უ҃ისასა…
ღი҃ს-მშობლისა.
შენ უაღრეს გონებისა, ღთ҃-მამაკაცად სიტყჳთა მშობელსა უ҃ისასა და ქალწულსა ყოველნი საქმენი გაკურთხევენ ქალწულო, და უფროსად აღგამაღლებენ ყოველსა შინა უკუნისამდე:
ღი҃ რომელი ნებსით თჳსით, ჴელნი ჯუარსა ზედა…
სხუა. სძლისპირი მამისაგან შობილსა.
ღი҃ რომელი ნებსით თჳსით, ჴელნი ჯუარსა ზედა განიპყრნა, და საკრუჱლნი სიკუდილისანი, ვითარცა ღთ҃ არს ძლევით განხეთქნა, მღუდელნი აკურთხევდით, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე:
რომელი გამოვიდა საფლავით, ვითარცა სიძჱ სასძლოთ თჳსით, და მენელსაცხებლეთა მათ, ახარა აღდგომაჲ თჳსი და თქუჱს, მღუდელნი აკურთხევდით, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე:
უზესთაეს-გამოჰსჩნდი ხერუვიმთა, ღი҃ს-მშობელო უბიწოო, რამეთუ მუცლად-იღე მჯდომარე…
ღი҃ს-მშობლისა.
უზესთაეს-გამოჰსჩნდი ხერუვიმთა, ღი҃ს-მშობელო უბიწოო, რამეთუ მუცლად-იღე მჯდომარე მათ ზედა, რომლისა მიმართ უჴორცოთა თანა კაცნი დიდების-ვმეტყუჱლებთ ყოველსა შინა უკუნისამდე:
მწუხარებანი, ადამისნი დასცხრეს აწ, სიხარული რა გჳშუა…
სხუა. სძლისპირი. შენ მხოლოსა.
მწუხარებანი, ადამისნი დასცხრეს აწ, სიხარული რა გჳშუა ღი҃სა დედამან, ყოველნი საქმენი უ҃სა უგალობთ, და ამაღლებდით მას უკუნისამდე:
გალობს ჩუჱნ თანა, უჴორცოთა განწყობილი, და აქებენ მიუწთომელად შენგან შობილსა, ყოველნი საქმენი უ҃სა, უგალობდით, და ამაღლებდით, მას უკუნისამდე:
წყარო ნათლისა, და უკუდავებისა სძალო, შენგან გამოვიდა რომელსა უღაღადებთ, ყოველნი საქმენი უ҃სა უგალობდით, და ამაღლებდით მას უკუნისამდე:
საღმრთოდ და ნათლით-შემოსილად, ჭეშმარიტად საყდრად, და ფიცრად მადლისა აღგიარებთ შენ, ვითარცა შემწყნარებელსა მამისა სიტყჳსასა, ქალწულო, რომელსა უფროსად აღუამაღლებთ ყოველსა შინა უკუნისამდე:
ისაია მხიარულ-იყავ, ქალწულმან მუცლად-იღო, ჰშუა ძე დაუსაბამოჲ…
გალობა თ. სძლისპირი.
ისაია მხიარულ-იყავ, ქალწულმან მუცლად-იღო, ჰშუა ძე დაუსაბამოჲ, ემმანუილ ღთ҃ი და კაცი, აღმოსავალ სახელი მისი, მას ვადიდებდეთ, და რომელმან ჰშუა იგი ვნატრიდეთ:
ხატება დაცემული, შეიმოსე ქე҃ სახიერ, საშოჲსაგან ქალწულისა, უცუალებელად თჳნიერ ცოდჳსა, და ვნებითა თავის-უფალჰყავ ვნებათა მისთაგან, და სუფევასა შენ თანა ღირს-ჰყავ:
ქე҃ ღო҃ სახიერ, სისხლი იგი გარდამომდინარე, გუჱრდისა შენისაგან, ჭეშმარიტებით, ცხოვრების-მომცემელო, სხუჱრპლ-მექმნა ჩუჱნ და განაქარუნა, პირუჱლი საკუჱრთხნი, სჯულისა მის აჩრდილისანი:
არა ღი҃ უჴორცოჲ, და არცაღა კაცი ლიტონი…
ღი҃ს-მშობლისა.
არა ღი҃ უჴორცოჲ, და არცაღა კაცი ლიტონი, აღმოაცენა წმიდამან და უბიწომან ყრმაამან გარნა კაცი სრული, და უქცეველად ღი҃ სრული, რომელსა ვადიდებთ მამისა თანა და სულისა:
შენ რომელმან ვნებაჲ ჯუარსა ზედა თავს-იდევ, სიკუდილითა…
სხუა. სძლისპირი. ჰშევ ქალწულო.
შენ რომელმან ვნებაჲ ჯუარსა ზედა თავს-იდევ, სიკუდილითა შემუსრენ ჯოჯოხეთისა ბჭენი, ყოველნი მორწმუნენი გადიდებენ შენ:
შენ ქე҃ ღო҃ რომელი აღსდეგ საფლავით და სიკუდილი მოაკუდინე და ჯოჯოხეთი დაჰჴსენ, ყოველნი მორწმუნენი გადიდებენ შენ:
გიხაროდენ ღი҃ს-მშობელო, დედაო ქე҃ს ღი҃საო, რომელი იგი…
ღი҃ს-მშობლისა.
გიხაროდენ ღი҃ს-მშობელო, დედაო ქე҃ს ღი҃საო, რომელი იგი ჰშევ მას ევედრე, ცოდუათა მოტევებისა მონიჭებად, სარწმუნოებით მგალობელთა შენთა:
უბიწოთა სისხლთა შენთაგან, სძისა სახედ შეიყუნეს, ჴორცნი…
სხუა. სძლისპირი. ისაია მხიარულ.
უბიწოთა სისხლთა შენთაგან, სძისა სახედ შეიყუნეს, ჴორცნი მეუფისანი, უზესთაეს ბუნებათასა, უთესლოდ და უმამაკაცოდ, და გონიერნი, და სულიერნი ღი҃სა დედაო:
დაჰჴსენ აღძღუაჲ განძჳნებული სიკუდილისა მომსრუჱლი, ჰშევ რა საღმრთოჲ ცხოვრებაჲ, საუკუნოჲ, რომლისა იგი, ჯოჯოხეთმან აზმნო რა უძღები ღი҃სა დედაო:
საყდართა რა მაღალთა დაჯდა, ძე҃ჲ შენი ფესუჱდითა ოქროვანითა შემკული, და ბრწყინუალჱ სათნოებათა მიერ ურიცხუთა დაგადგინა, მარჯუჱნით მისსა, და პატივ-გცა შენ დედასა თჳსსა:
უ҃ო დაბეჭდულით საფლავით უსჯულოთა მიერ, გამოხუჱდ ჴელმწიფებით…
აქებდითსა ზედა, დასდებელნი აღდგომისანი. ჴმა ე.
უ҃ო დაბეჭდულით საფლავით უსჯულოთა მიერ, გამოხუჱდ ჴელმწიფებით, ვითარცა იშევ ღი҃ს-მშობელისაგან, არა სცნეს ვითარ ჴორცნი შეისხენ, უჴორცოთა შენთა ანგელოსთა, და ვერ სცნეს ოდეს აღსდეგ მცუჱლთა შენთა ქადაგთა, რამეთუ ორკერძოვე დაბეჭდულ-არს გამომეძიებელთათჳს, რამეთუ ცხად-არიან საკჳრუჱლებანი, საიდუმლოჲსანი სარწმუნოებით თაყუანის-მცემეთა, რომელსა უგალობთ, მომეც ჩუჱნ სიხარული და დიდი-წყალობაჲ:
უ҃ო მოქლონი საუკუნენი შეჰმუსრენ, და საკრუჱლნი განხეთქენ, და საფლავით აღსდეგ, დაუტევენ ტილონი იგი საწამებელად, ჭეშმარიტად სამ-დღე დაფლჳსა შენისა, და წინა-წარუძეღუ გალილეას რომელსა, გცჳდეს ქუაბსა შინა, დიდ-არს წყალობაჲ შენი, მოუკლებელი უ҃ო შეგჳწყალენ, და გუაცხოვნენ ჩუჱნ:
უ҃ო დედანი მირბიოდეს საფლავსა შენსა, ხილუად შენდა ქე҃სა ჩუჱნთჳს ვნებულისა, და მირავიდეს იხილეს ანგელოსი ლოდსა ზედა მჯდომარე შიშით გარდაგორუჱბულსა, და მათდა მიმართ ჴმა-ჰყო და ეტყოდა, აღდგა უ҃ი, უთხართ მისთა მოწაფეთა, ვითარმედ აღდგა მკუდრეთით, რომელმან აცხოვნნა სულნი ჩუჱნნი:
უ҃ო გამოხუჱდ დაბეჭდულით საფლავით, ეგრეთუჱ შეხუჱდ ბჭეთა ჴშულთა მოწაფეთა შენთა თანა, და უჩუჱნე მათ ჴორცთა წყლულებაჲ, რომელი დაითმინე სულგრძელებით მაცხოვარ, ვითარცა დავითის თესლისაგან გამოსრულმან წყლულებანი თავს-ისხენ, ხოლო ვითარცა ძემან ღი҃სამან სოფელი განათავისუფლე, დიდარს წყალობა შენი, მოუკლებელო ღო҃ შეგჳწყალენ და გუაცხოვნენ ჩუჱნ:
უ҃ო მფლობელო საუკუნეთაო, და დამბადებელო ყოველთაო, რომელმან…
სხუანი, დასდებელნი აღმოსავლურნი. ჴმა იგივე.
უ҃ო მფლობელო საუკუნეთაო, და დამბადებელო ყოველთაო, რომელმან ჩუჱნთჳს ჯუარცმაჲ და დაფლუაჲ ჴორცითა შეიწყნარე, რათა განმათავისუფლნე ჯოჯოხეთით ყოველნი, შენ-ხარ ღი҃ ჩუჱნი, და შენსა გარეშე სხუა არავინ ვიცით:
უ҃ო ბრწყინუალებაჲ საკჳრუჱლებათა შენთა ვინმე მიუთხრნეს, ანუ ვინმე იტყოდეს საშინელებასა საიდუმოლთა შენთასა, რამეთუ განკაცენ ჩუჱნთჳს ვითარცა თჳთ ინებე, და სიმტკიცე ძლიერებისა შენისა საცნაურ-ჰყავ რამეთუ ჯუარსა ზედა რა იყავ, ავაზაკი სამოთხეს დაამკჳდრე, და საფლავად რა შთაჰჴედ, მოქლონნი ჯოჯოხეთისანი შემუსრენ, და აღდგომასა შენსა ყოველი განანათლე, მოწყალეო უ҃ო დიდება შენდა:
მენელსაცხებლენი დედანი, დანიად ცისკარს საფლავად შენდა მოიწივნეს, და შენ უკუდავსა სიტყუასა, და ღთ҃სა შემურვად გეძიებდეს, ხოლო ანგელოსისა სიტყუათაგან ხარებულნი, მიიქცეს სიხარულით მოციქულნი მითხრობად ბრწყინუალედ, ვითარმედ აღდგა ცხოვრება ყოველთა, და მოანიჭა სოფელსა ლხინებაჲ და დიდი-წყალობაჲ:
ღი҃ს-შემწყნარებელისა საფლავისა, მცუჱლნი, ჰურიათა მიმართ ესრეთ იტყოდეს, ვაჲ თქუჱნდა ცოფისა მისთჳს განზრახჳსა, გარე შემოუწერელისა მის დაცუაჲ გეოცნათ, და ცუდ-იქმნა შრომაჲ თქუჱნი, რომელთა ეგე განიზრახეთ დაფარუაჲ აღდგომისა ჯუარცმულისასა, ბრწყინუალედ გამოაცხადეთ, ვაჲ თქუჱნსა ბრმებრივსა შესაკრებელსა, რასა ღთ҃სა ებრძჳთ კუალად დამალუად, რომელი არა დაიმალჳს, უფროსღა ჩუჱნი ასმინეთ და ირწმუნეთ, ჭეშმარიტებაჲ საქმეთა მათ, ანგელოსი ელუარებითა შემოსილი ზეცით გარდამოჴდა, და ლოდი გარდააგორუა, რომლისა ზარისაგან მკუდარ ვიქმნენით, და ჴმა-უყო გონიერთა მათ მენელსაცხებლეთა დედათა და ეტყოდა, არა ხედავთა მცუჱლთა მათ მდებარეთა ვითარცა მუდართა, ლოდსა გარდაგორუჱბულსა და საფლავსა ცალიერსა, რასათჳს რომელმან იგი ძლევაჲ ჯოჯოხეთისა განაქარუა, და საწერტელი სიკუდილისა შემუსრა, მას ეძიებთ ვითარცა მკუდარსა, მსწრაფლ ახარეთ მოციქულთა, რათა წარჳდენ და კადნიერად ჰქადაგონ აღდგომაჲ, და უშიშად ღაღადებდენ, ჭეშმარიტად აღდგა უ҃ი, რომელსა აქუს დიდი-წყალობაჲ:
ავაზაკმან ჯუარსა ზედა ღუთად გქადაგა, და ჰრწმენა…
ლიტურღიასა ზედა, მომიჴსენენი. ჴმა ე.
ავაზაკმან ჯუარსა ზედა ღუთად გქადაგა, და ჰრწმენა შენდა მომართ, ქე҃ და აღგიარა შენ, მჴურუალითა გულითა, და ჰჴმობდა წადიერებით, მომიჴსენე მეუფეო სასუფეველსა შენსა:
რომელმანცა ძელითა მით ჯუარისათა, ცხოვრებაჲ აღაყუავილა ნათესავისა ჩუჱნისა, და განაჴმო წყევაჲ იგი, ხისა მიერი ვითარცა, მაცხოვარსა და შემოქმედსა ქე҃სა უგალობთეთ:
სიკუდილითა მით შენითა ქე҃ ღო҃, სიკუდილისა ძალი დაჰჴსენ, და შენ თანა აღმოიყუანენ, საუკუნითგან მომწყდარნი, რომელნი შენ გიგალობდეს, მხოლოსა ჭეშმარიტსა და მაცხოვარსა ჩუჱნსა:
საფლავსა შენსა ქე҃ მაცხოვარ, მოვიდეს ღირსნი დედანი, და გეძიებდეს შენ შემურუად ცხოვრების მომცემელო, და ეჩუჱნა ანგელოსი, რომელი უღაღადებდა მათ, აღდგა დამბადებელი:
ჯუარს-ეცუ რა ქე҃ ღო҃ შორის ორთა მათ, დასჯილთა ავაზაკთასა, ერთი იგი რომელი გგმობდა, დაისაჯა სამართლად, ხოლო მეორე იგი, რომელიცა ღი҃ს-მეტყუჱლებდა, სამოთხჱ დაიმკჳდრა:
მისრულთა გუნდისა მიმართ მოციქულთასა, ჴმა-ჰყუჱს დედათა პატიოსანთა აღდგა ქე҃, რომელსა ვითარცა მეუფესა და შემოქმედსა თაყუანის-ვსცემდეთ:
სამებაო გაუყოფელო, ერთობაო ყოველთა მოქმედო, და ყოვლად…
დიდება.
სამებაო გაუყოფელო, ერთობაო ყოველთა მოქმედო, და ყოვლად ძლიერო, მამაო, ძეო, და წმიდაო სულო, შენ გიგალობთ ჭეშმარიტსა ღთ҃სა, და მაცხოვარსა ჩუჱნსა:
გიხაროდენ სულიერო ტაძარო ღი҃საო, და ბჭეო განუვლელო…
აწდა.
გიხაროდენ სულიერო ტაძარო ღი҃საო, და ბჭეო განუვლელო, გიხაროდენ შეუწუჱლო საყდარო ცეცხლ-ხატედო, გიხაროდენ დედაო ემმანუილისო, რომელ-არს ქე҃ ღი҃ ჩუჱნი:
სულისაგან ტკივნეულისა, შეიწირე ქება ქალწულო ღი҃ს-მშობელო, რამეთუ…
გალობანი წმიდისა ღი҃ს-მშობელისანი. გალობა ა. ჴმა ე. სძლისპირი. ეტლთა სიმრავლე.
სულისაგან ტკივნეულისა, შეიწირე ქება ქალწულო ღი҃ს-მშობელო, რამეთუ ბრალთა ჩემთათჳს, ურიცხჳთა განსაცდელთა შთავვარდი, და მოჰმმადლე შენდობა მათი ყოვლად წმიდაო:
წყალობათა შენთა უფსკრულსა, და ნავთ-საყუდელსა, ვედრებათა შენთასა ცრელით მოვივლტი და ვიტყჳ, შემიწყალე განდგომილი ესე ქალწულო და საკუთარ მყავ განშორებული:
წყალბათა შენთა თუალითა, მომხედენ მე სძალო, გემოთა ზღუასა შინა დანთქმულსა საწყალობელად, და ჴელი წყალობისა აღმიპყარ, და მიჴსენ წარწყმედისაგან საუკუნოსა:
უძღებად, და არა წმიდებით წარულე ცხოვრება ჩემი…
გალობა გ. სძლისპირი. რომელმან დაჰფარა სიღრმესა.
უძღებად, და არა წმიდებით წარულე ცხოვრება ჩემი, და ბილწებით განულიენ ჟამნი ჩემნი ქალწულო წმიდაო, და საქმეთაგან ღი҃სა სათნოთა განშიშულებულ ვიქმენ უბადრუკი, შენ შემიწყალე საწყალობელი:
დედაო, ღი҃საო მეოხებითა შენითა, წმიდითა, მყავ მე ტაძარ სულისა ყოვლად წმიდისა, რომელი ეგე იქმნენ, ტაძარ ღი҃სა და სადგურ მაღლის, და კარავ წმიდა სულისა წმიდისა, და სამებისა მადლთა სავანე:
ურიცხუთა განსაცდელთა შთავვარდი უბადრუკი, ჩემთა მათ, აურაცხელთა ცოდუათა მიერ, და სიღრმედ ბოროტთა, მივიწიე მე საწყალობელი, ხოლო შენ ჵ დედოფალო, წმიდაო მიჴსენ მონა შენი და მაცხოვნე მე:
განუშიშულდი დიდებისაგან ღი҃სა, და სათნოებათა სიკეთე, და…
გალობა დ. სძლისპირი. ესმა მოსულა შენი.
განუშიშულდი დიდებისაგან ღი҃სა, და სათნოებათა სიკეთე, და მადლთა სიმდიდრე განუაბნიე, ნუ შეურაცხ-მჰყოფ დედოფალო, ცრემლით მვედრებელსა ამას შენსა:
ცოდუათა ნიავ-ქარი ბოროტი, მეწია ღი҃სა დედაო, და აზმნობს წარწყმედად სულისა ჩემისა, ისწრაფე და ჴელი აღმიპყარ, შეწევნისა შენისა ძლიერისა:
ვითარცა ხარ მყუდრო ნავთ-სადგური ცოდჳთა ღელუა-გუჱმულთა, დანთქმული ესე ბრალთა მიერ, აღმომიყუანე გევედრები, ყოვლად წმიდაო ღი҃სა დედაო:
სიტკბოებათა შენთა მოწყალებითა, მოიხილე ჩემ ზედა ქალწულო…
გალობა ე. სძლისპირი. რომელმან სეიმოსა ნათელი.
სიტკბოებათა შენთა მოწყალებითა, მოიხილე ჩემ ზედა ქალწულო, და ვითარცა სახიერ ხარ, საბრჴეთაგან ეშმაკისათა, მიჴსენ მოსავი შენი:
მპოვა შიშუჱლი მტერმან ღი҃სა მცნებათაგან, და ტყუჱ მყო სულითა საწყალობელი, მეწიე ღი҃სა დედაო, და მიჴსენ მათგან გევედრები, მადიდებელი შენი:
უცხო ქმნილი ესე ბრძანებათაგან, შობითა შენითა უბიწოთა, მომაქციე დედოფალო ნათელსა ქე҃ს მცნებათასა, და მაცხოვნე უღირსი:
ცოდუათა სიმრავლემან, გარე-მომიცუჱს დედოფალო, და ღელუა განსაცდელთა…
გალობა ვ. სძლისპირი. ზღუა აღძრული.
ცოდუათა სიმრავლემან, გარე-მომიცუჱს დედოფალო, და ღელუა განსაცდელთა, მძჳნუარედ შემაშფოთებს, არამედ, მიჴსენ შეურუჱბული ესე:
იჴსნი ღი҃სა დედაო, მორწმუნეთა მონათა შენთა, ყოვლისაგან რისხჳსა ჭირთა და მწუხარებათა, და ყოველთა განსაცდელთაგან:
ნუ დასცხრები ვედრებად, ღი҃სა მიმართ რომელი ჰშევ შენ, მგალობელთა შენთათჳს, ჵ წმიდაო ღი҃სა დედაო, სასოო ღელუა გუჱმულთაო:
გამოუთქმელო სიბრძნეო, ღი҃სა მამისაო ქე҃, ქმნულნი შენნი…
გალობა ზ. სძლისპირი. უფროსად ამაღლებული.
გამოუთქმელო სიბრძნეო, ღი҃სა მამისაო ქე҃, ქმნულნი შენნი გუაცხოვნენ, ღი҃ს-მშობელისა მიერ, რომელნი მართლ-მადიდებლობით ვიტყჳთ, ღო҃ შენ კურთხეულ-ხარ:
სახიერებასა შენსა, ვევედრებით ქე҃ ღო҃, წყლულება სულთა ჩუჱნთა, განჰკურნე გევედრებით ღი҃ს-მშობლისა ოხითა რათა გაკურთხევდეთ შენ:
მცნებისა გარდასლჳთა მით, ღი҃საგან განუჱშორენით, შობითა მით შენითა, ღი҃ს-მშობელო და ვღაღადებთ, კურთხეულარს შობა შენი:
მწუხარებანი, ადამისნი დასცხრეს აწ, სიხარული რა გჳშუა…
გალობა ჱ. სძლისპირი. შენ მხოლოსა დამბადებელი.
მწუხარებანი, ადამისნი დასცხრეს აწ, სიხარული რა გჳშუა ღი҃სა დედამან, ყოველნი საქმენი უ҃სა უგალობდით:
გალობს ჩუჱნთანა, უჴორცოთა განწყობილი, და აქებენ შენგან მიუწდომელად შობილსა, ყოველნი საქმენი უ҃სა უგალობდით:
წყარო ნათლისა, და უკუდავებისა სძალო, შენგან გამოვიდა, რომელსა უღაღადებთ, ყოველნი საქმენი უ҃სა უგალობდით:
უბიწოთა სისხლთა შენთაგან, შეიყუნეს ვითარცა ხაჭო ჴორცნი…
გალობა თ. სძლისპირი. ისაია მხიარულ-იყავ.
უბიწოთა სისხლთა შენთაგან, შეიყუნეს ვითარცა ხაჭო ჴორცნი მეუფისანი, უზესთაეს ბუნებათასა, უთესლოდ და უმამაკაცოდ, და გონიერნი, და სულიერნი ღი҃სა დედაო:
დაჰჴსენ აღძრუა განძჳნებული, სიკუდილისა მომსრუჱლი, ჰშევ რა საღმრთო ცხოვრება, საუკუნო რომელსა იგი, ჯოჯოხეთმან აზმნო რა შთანთქმა, განსქდა მუცელი, მისი უძღები ღი҃სა დედაო:
საყდართა რა მაღალთა დაჯდა ძე შენი ფესუჱდითა, ოქროვანითა შემკულ, და ბრწყინუალე სათნოებათა მიერ ურიცხუთა დაგადგინა მარჯუჱნით თჳსსა და პატივ გცა შენ დედასა თჳსსა: