განჰკურნენ უ҃ო ღო҃ ჩემო, სიკუდილ-შემოსილნი წყლულებანი გულისა…
მწუხრად, უ҃ო ღაღად-ვჰყავსა ზედა, დასდებელნი სამეუფონი, მსგავსნი. ჴმა დ. მინდა ცრემლთა მიერ.
განჰკურნენ უ҃ო ღო҃ ჩემო, სიკუდილ-შემოსილნი წყლულებანი გულისა ჩემისანი, რამეთუ უკეთუ დაარღჳო შენ სახლი ჴორცთა, და აღაშენო სახლი სულიერი, ცუდ-არს მჴუმილი მტერი იგი სულისა ჩემისა, უ҃ო პირუჱლ სრულიად წარწყმედად ჩემდამდე მაცხოვნე მე:
წყლულებანი სწავლად ჩემდა, და მცუჱლი სარგებელად მომანიჭე მე, რამეთუ დაუძინებელი ზრუნუა მისი ჩემთჳს, ბოროტსა განზრახუასა ჩემსა სცუალავს კეთილად, გარნა მე არა მოვივლტი შენდამი მადლობით, უ҃ო პირუჱლ სრულიად წარწყმედად ჩემდამდე მაცხოვნე მე:
ვნებათა მიიღებ და სიკუდილსა ჩემთჳს, რათა ვნებათაგან და ხრწნილებისა სასიკუდინესა, განმათავისუფლო მე, და პირუჱლი უვნებელობაჲ მომანიჭო მე, ვითარცა ცხოვრების-მომცემელმან, ამისთჳს მე მდებარე საფლავსა შინა ცოდჳსასა, პირუჱლ სიკუდილისა და აღსასრულისა აღმადგინე მაცხოვარ და მაცხოვნე მე:
მიჴსენ მე უფალაო დედოფალო საძაგელთაგან და შეგინებულთა…
სხუანი, დასდებელნი, ღი҃ს-მშობლისანი, მსგავსნი.
მიჴსენ მე უფალაო დედოფალო საძაგელთაგან და შეგინებულთა გულის-სიტყუათა ჩემთა, რომელნი შეაგინებენ საგრძნობელთა სულიერთა და ჴორციელთა, ამისთჳს უბიწოო გევედრები შენ სულთქმით მღაღადებელი, ჵ დედოფალო პირუჱლ ვიდრე სრულიად წარწყმედად ჩემდამდე მაცხოვნე მე:
ვაჲმე საწყალობელსა, რაჲმე ვჰყო მონა ქმნილმან სიყრმით ჩემითგანთა ვნებათამან, შეუძლოა სიბერესაღათუ სინანულისა ნაყოფთა შეწირუად ქე҃სდა, რამეთუ ერთი ჩუჱულებაჲ მიმზიდავს მე ცოდჳსა მიმართ, ჵ დედოფალო პირუჱლ ვიდრე სრულიად წარწყმედად ჩემდამდე მაცხოვნე მე:
ცრემლნი მომცენ მე ღი҃ს-მშობელო, ხოლო სინანული გულსა ჩემსა, და აღსარებაჲ ჩემ შორის მყოფთა ცოდუათა, რათა შუამდგომელობითა შენითა, სინანულით წარულომცა სხუა ჟამი ცხოვრებისა ჩემისა, და ცხოვრებაჲ საუკუნოჲ დავიმკჳდრო;
რომელი იგი შენ მიერ მამად ღი҃სა იწოდა…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
რომელი იგი შენ მიერ მამად ღი҃სა იწოდა წინასწარ-მეტყუჱლი დავით, გალობით შენთჳს წინასწარ ეტყოდა მას, რომელმან იგი ჰყო შენ თანა დიდებული, დადგა დედოფალი მარჯუჱნით შენსა, რამეთუ შენ ღი҃ს-მშობელო წინა-მძღურად ცხოვრებისად გამოგაჩინა, რომელმან იგი სათნო-იყო შენგან უმამოდ განკაცებაჲ ღთ҃მან, რათა ხატი თჳსი, განაახლოს განხრწნილი ვნებათაგან, და ცთომილი იგი მჴეცთა მიერ წარტაცებული ცხოვარი ჰპოოს, და ბეჭთა იტჳრთოს და მამასა მიჰგუაროს, და თჳსსა ნებასა და ზეცისა ძალთა შეაერთოს იგი, და აცხოვნოს სოფელი ღი҃ს-მშობელო, ქე҃მან რომელსა აქუს დიდი-წყალობაჲ:
რომელი დიდებულ ხარ, ჴსენებასა წმიდათა შენთასა ქე҃…
სტიქარონსა ზედა, დასდებელნი. მოწამეთანი. ჴმა დ.
რომელი დიდებულ ხარ, ჴსენებასა წმიდათა შენთასა ქე҃ ღო҃, მათითა მეოხებითა გარდამოგჳვლინე, ჩუჱნ დიდი-წყალობაჲ:
კადნიერენა გაქუსთ, მაცხოვრისა მიმართ წმიდანო, მეოხ-გუჱყუჱნით ჩუჱნ ცოდჳლთა დაუცხრომელად, და ითხოვეთ შენდობაჲ ცოდუათა, და სულთა ჩუჱნთა დიდი-წყალობაჲ:
მოწამენო უ҃ისანო, მსხუჱრპლნო სულიერნო, ყოვლად დასაწუჱლნო სიტყჳერნო, ღი҃ს-მცნობელნო მარტჳლნო, და ღი҃სა მიერ ცნობილნო ცხოვარნო, რომელთაცა ბაკი მგელთაგან შეუვალარს, ღთ҃სა ევედრენით ჩუჱნთჳს, დამწყსად თქუჱნ თანა წყალთა ზედა განსასუჱნებელთასა, და მდინარეთა სამოთხისათა:
სულთა თანა აღსრულებულთა მართალთასა, სულთა მონათა შენთასა…
ნეტარ-არს, რომელი გამოირჩიე, და შეიწყნარე უ҃ო, და სახსენებელი მათი იყოს თესლითი თესლადმდე. მიცუალებულთა.
სულთა თანა აღსრულებულთა მართალთასა, სულთა მონათა შენთასა განუსუჱნე მაცხოვარ, და ღირს-ჰყუჱნ სანატრელსა მას ცხოვრებასა კაცთ-მოყუარე:
შენ გჳვი ღი҃ს-მშობელო სასოდ და შუა-მდგომელად, და…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობელისა.
შენ გჳვი ღი҃ს-მშობელო სასოდ და შუა-მდგომელად, და ზახებათაგან მტერისათა არა გუჱშინის, რამეთუ აცხოვნებ სულთა ჩუჱნთა:
ჯუარითა აღჭურჳლთა წმიდათა მოწამეთა, მანქანებაჲ, ბოროტთა დასაბამისა…
შაბათსა ცისკრად, შემდგომად ა. სტიქოლოგიისა, წარდგომანი მოწამეთანი, ჴმა დ. მსწრაფლ-მეწიე.
ჯუარითა აღჭურჳლთა წმიდათა მოწამეთა, მანქანებაჲ, ბოროტთა დასაბამისა მტერისა, დაამჴუჱს ქე҃ ღო҃ ჩუჱნო, და განბრწყინდეს ვითარცა მნატობნი, და წინაუძღჳან მორწმუნეთა, და მისცემენ კურნებათა სარწმუნოებით მუჱდრებელთა, მათითა მეოხებითა აცხოვნენ სულნი ჩუჱნნი:
ყოვლისა სოფლისა წამებულთა მოწამეთა შენთა სისხლი, ვითარცა…
საკჳრუჱლ არს ღი҃ წმიდათა შორის მისთა, ღი҃ ისრაილისა:
ყოვლისა სოფლისა წამებულთა მოწამეთა შენთა სისხლი, ვითარცა პორფირი და ბისონი ჰმოსიან ეკკლესიასა, და მათ მიერ გევედრებით ქე҃ ღო҃, მშჳდობაჲ სოფელსა მოანიჭე, და სულთა ჩუჱნთა დიდი წყალობაი:
მოწამეთა შენთა უ҃ო, ღუაწლსა შინა თჳსსა გჳრგჳნი…
წმიდათა, რომელნი არიან ქუჱყანასა მისსა, საკჳრუჱლ-ჰყო ღთ҃მან ყოველივე ნება მისი მათ შორის:
მოწამეთა შენთა უ҃ო, ღუაწლსა შინა თჳსსა გჳრგჳნი მოიგეს უხრწნელებისა, შენ მიერ ღი҃სა ჩუჱნისა, რამეთუ აქუნდათ მათ შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამჴუჱს, და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა, ქე҃ ღო҃ აცხოვნენ სულნი ჩუჱნნი:
რომელი საუკუნითგან დაფარულ-იყო და ანგელოსთაგან უცნაურ საიდუმლო…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
რომელი საუკუნითგან დაფარულ-იყო და ანგელოსთაგან უცნაურ საიდუმლო, ღი҃ს-მშობელო შენ მიერ კაცთა გამოეცხადა, ღი҃ შეურევნელად შენგან განხორციელდა, ჯუარცმა ნებსით თავს-იდუა რომლისათჳსცა აღადგინნა პირუჱლ დაძინებულნი, და იჴსნნა მან სიკუდილისაგან სულნი ჩუჱნნი:
დღეს ანგელოსთა მჴედრობანი, საჴსენებელსა ღუაწლით-შემოსილთასა მოიწივნეს, მორწმუნეთა…
შემდგომად ნეტარ-არიანისა, წარდგომა მოწამეთა, ჴმა დ.
დღეს ანგელოსთა მჴედრობანი, საჴსენებელსა ღუაწლით-შემოსილთასა მოიწივნეს, მორწმუნეთა გონებისა განათლებად, და სოფლისა მადლით განბრწყინუჱბად, მათითა მეოხებითა ქე҃ ღო҃, მოანიჭე სულთა ჩუჱნთა დიდი-წყალობაჲ:
სულნი რომელ მისცუალენ შენ წინაშე საწუთოჲსაგან, განუსუჱნე…
სულმან მათმან კეთილთა შინა განისუჱნოს და ნათესავმან მათმან დაიმკჳდროს ქუჱყანა. მიცუალებულთა, მსწრაფლ-მეწიე.
სულნი რომელ მისცუალენ შენ წინაშე საწუთოჲსაგან, განუსუჱნე ვითარცა მოწყალე-ხარ, მეუფეო ყოვლად-ძლიერო და კაცთ-მოყუარეო, შეუნდუჱნ შეცოდებანი მათნი სახიერო, შეიწყალენ მოწყალეო ქმნულნი ჴელთა შენთანი, მეოხებითა ღი҃ს-მშობელისათა, მხოლოო უცოდუჱლო:
რომელთა იგი განულეს ცხოვრებაჲ ჟამიერი, და კეთილ-მსახურებით…
ნეტარ-არს, რომელი გამოირჩიე, და შეიწყნარე უ҃ო, მსგავსივე.
რომელთა იგი განულეს ცხოვრებაჲ ჟამიერი, და კეთილ-მსახურებით მცხოვრებელნი წარმოდგეს წინაშე შენსა, სახიერისა მეუფისა, ესენი უკუჱ დაადგინენ მარჯუჱნით შენსა დღესა სასჯელისასა, და ადგილსა განსუჱნებისასა დააწესენ, უგულებელს-მყოფელმან ყოველთა შეცოდებათა მათთამან:
შენ-ხარ ღი҃ს-მშობელო შემწე მორწმუნეთა, და მჴურუალე შუამდგომელი…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
შენ-ხარ ღი҃ს-მშობელო შემწე მორწმუნეთა, და მჴურუალე შუამდგომელი ქალწულო ღი҃სა სძალო, რომლისათჳს სარწმუნოებით მიცუალებულთა შუამდგომელ-ექმენ, და კარ-ცხოვრებისა, და შეიყუანენ იგინი ფართოებასა შინა სამოთხისასა:
ბრწყინუალედ ვაქებ საღმრთოთა, მეგობართა ქე҃სთა
შაბათსა კანონი, ყოველთა წმიდათა რომლისა კიდურ-წერილობაჲ.
ბრწყინუალედ ვაქებ საღმრთოთა, მეგობართა ქე҃სთა.
დაანთქენ ვნებანი, სულისა ჩემისანი, სიღრმეთა ვნებათა ძლევისათა…
გალობა ა. ჴმა დ. სძლისპირი.
დაანთქენ ვნებანი, სულისა ჩემისანი, სიღრმეთა ვნებათა ძლევისათა უ҃ო, ქალწულისაგან შობილო ვითარ დაანთქ ძლიერება, აღჭურჳლთა სპარაზენთა, და გიგალობდეს შენ ძლევისა ებნითა:
ბრწყინავს მარადის პატიოსანი ეკკლესიაჲ, ბრწყინუალითა ღუაწლითა უ҃ისა…
ტროპარნი.
ბრწყინავს მარადის პატიოსანი ეკკლესიაჲ, ბრწყინუალითა ღუაწლითა უ҃ისა მოღუაწეთათა და ქალწულისაგან აღმობრწყინუჱბულსა მზესა ქე҃სა, და განმდევნელსა ბნელისა საცთურისასა პატივის-მცემელი ადიდებს:
ვაქებდეთ სარწმუნოდ მღუდელ-მთავართა ქე҃სთა, რომელთა დამწყსნეს კეთილად ერნი კეთილნი, და ბრწყინუალედ ვაქებდეთ კრებულსა მამათასა, რომელნიცა ღირსად სცხოვრებდეს, და მოაკუდინნეს სულითა ჴორციელნი გემოვნებანი:
მოენიჭა ღი҃სა მიერ ძლიერებაჲ დედათა, რამეთუ მარხჳთა და ძლიერითა მოღუაწებითა მტერი დათრგუნეს, ლოცჳთა მათითა უ҃ო, და წმიდათა წინასწარ-მეტყუჱლთა შენთათა, მოწყალებანი შენნი ყოველთა გარდამოგჳვლინენ:
განამართლენ ქე҃ მონანი შენნი, რომელნი მართლითა განგებულებითა…
მიცუალებულთა.
განამართლენ ქე҃ მონანი შენნი, რომელნი მართლითა განგებულებითა განხრწნადისაგან ცხოვრებისა მიჰსცუალენ უხრწნელად ცხოვრებად, და ყოველთა მართალთა შენთა თანა შუჱბად ღირს-ყუჱნ იგინი, უგულებელსმყოფელმან შეცოდებათა მათთამან:
მჴსნელმან ჩუჱნმან დასჯისაგან, პირუჱლისა ძემან ღი҃სამან, სათნო-იყო…
ღი҃ს-მშობელისა.
მჴსნელმან ჩუჱნმან დასჯისაგან, პირუჱლისა ძემან ღი҃სამან, სათნო-იყო უბიწოო ძე ყოფად შენდა: ამისთჳს ძე ქმნილი შენ მიერ, ზეციერსა მამასა ვაკურთხევთ მგალობელნი:
კანონი მეოთხე, მოსახსენებელი, აღსასრულისა
სხუა, კანონი მიცუალებულთა. რომლისა კიდურ-წერილობაჲ.
კანონი მეოთხე, მოსახსენებელი, აღსასრულისა.
უპყარ ჴელი მარჯუჱნჱ, მონათა შენთა მეუფეო, და…
გალობა ა. ჴმა დ. სძლისპირი. ზღუა უვალი.
უპყარ ჴელი მარჯუჱნჱ, მონათა შენთა მეუფეო, და წარუძეღუ ცხოვრებად, საუკუნოდ უკუდავად, შესუჱნებულთა, და ღირს-ჰყუჱნ ხილუად შენდა, მეოხებითა წმიდათა შენთა მარტჳლთათა.
ნეტარსა დიდებასა, შენსა ქე҃ და საწადელსა, მიცუალებულთა სულნი, დაამკჳდრენ სახიერ, და დაივიწყენ, შეცოდებანი მათნი, და განამართლენ მადლით დათხევითა სისხლთა შენთათა:
სიკუდილითა შენითა, მოჰკალ მკულელი სულთა სახიერ, რომელმანცა შთაჰბერე, მკუდართა სული ცხოვრელი, აწცა უ҃ო, განუსუჱნე წყალობით, რომელნი მისცუალენ მორწმუნენი მონანი შენნი:
სიკეთითა საღმრთოჲთა, შუჱნიერ-არს და მიუწთომელ, შენგან განკაცებული…
ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.
სიკეთითა საღმრთოჲთა, შუჱნიერ-არს და მიუწთომელ, შენგან განკაცებული, ქე҃ს ღი҃სა დედაო, ხოლო ძელსა რა, ზედა დამოეკიდა, არა აქუნდა ფერი სიკუდილისა ნებსით მითუალჳთა:
მშჳლდი ძლიერთა მოუძლურდა, და უძლურნი შეიმოსნეს ძალითა…
გალობა გ. სძლისპირი.
მშჳლდი ძლიერთა მოუძლურდა, და უძლურნი შეიმოსნეს ძალითა მაღლისათა, ამისთჳსცა განძლიერდა დღეს, უ҃ისა მიერ გული ჩემი:
ვითარცა ტარიგნი დაკლულნი კეთილად-მძლენო მოწამენო, ქე҃სა შეიწირენით…
ტროპარნი.
ვითარცა ტარიგნი დაკლულნი კეთილად-მძლენო მოწამენო, ქე҃სა შეიწირენით, რომელი დაიკლა ჰჴსნისათჳს ყოვლისა სოფლისა, კრავი იგი და სიტყუა ღი҃სა:
პირ-ღი҃სა-ქმნილთა, მღუდელ-მესაიდუმლოეთა, უღირსნი მოიყუანნეს ღირსებად, მოძღურებითა სამღუდელოჲთა განათლებულთა:
საზრდელი წარუვალი ჰპოვა კრძალულებისა მიერ კრებულმან ღირსთამან, რომელნი დატკბეს ხედჳთა, და საღმრთოჲთა აღსლჳთა:
ყოველნი რომელნი მიჰსცუალენ ქე҃ სარწმუნოებით, განუსუჱნე მეოხებითა ყოველთა წმიდათა შენთათა, და უგულებელს-ჰყუჱნ სოფელსა შინა ქმნილნი შეცოდებანი მათნი:
ქებაჲ შევჰსწიროთ ღთ҃სა ქალწულისაგან შობილსა ჴორცითა, რომელმან…
ღი҃ს-მშობლისა.
ქებაჲ შევჰსწიროთ ღთ҃სა ქალწულისაგან შობილსა ჴორცითა, რომელმან შეაერთნა გუნდნი დედათანი გუნდსა ანგელოზთასა:
ბუნებით ლმობიერ-ექმენ მჴსნელო, ბუნებასა ჩუჱნსა უძლურსა, რომლითაცა…
სხუა. სძლისპირი.
ბუნებით ლმობიერ-ექმენ მჴსნელო, ბუნებასა ჩუჱნსა უძლურსა, რომლითაცა შეიმოსე, ღუთაებით განაძლიერე და ვღაღადებთ არავინ-არს წმიდა შენებრ კაცთ-მოყუარე:
კერპთა საცთურსა სძლეს მოწამეთა, და აწ მეუფესა…
ტროპარნი.
კერპთა საცთურსა სძლეს მოწამეთა, და აწ მეუფესა და ღთ҃სა, ევედრებიან მოცემად, გარდაცუალებულთა სულთა, საღმრთოჲსა განსუჱნებისა, და უოხჭნოსა ფუფუნებისა:
იქცევისსა მას მახჳლსა მჴსნელო, უვნებელად თანა წარჰჴდენ, გარდაცუალებულთა სულნი, და ხისა მის ცხოვრებისა, ჭეშმარიტსა მოღებასა, ჯერ-იჩინე მონათა შენთა:
სამოთხესა ფუფუნებისასა, განუსუჱნე მონათა შენთა, სადა იგი არს ჴმა წმიდა, და ოხრაჲ დღესასწაულთა, და ცოდუათა მიტევებაჲ, მიანიჭე მათ მეუფეო:
შობასა ქალწულებაჲ შეაერთე, ყოვლად წმიდაო ღი҃ს-მშობელო, რამეთუ…
ღი҃ს-მშობლისა.
შობასა ქალწულებაჲ შეაერთე, ყოვლად წმიდაო ღი҃ს-მშობელო, რამეთუ ცათა მფლობელი გჳშევ ჩუჱნ გამოუთქმელად, რომლისა იგი ნებასა, ჰმონებს ყოველი და მორჩილებს:
იესო მჯდომარე დიდებით, საყდართა ღუთაებისათა, მოვიდა ღრუბლითა…
გალობა დ. სძლისპირი.
იესო მჯდომარე დიდებით, საყდართა ღუთაებისათა, მოვიდა ღრუბლითა, სულ-მცირითა რომელ არს ქალწული, გამოუცდელი ჴსნად ჩუჱნდა მღაღადებელთა, დიდება ძალსა შენსა მჴსნელო ჩუჱნ ყოველთაო:
იდიდა უსამღუდელოესი გუნდი მოწამეთა, რომელმან ადიდა სამღუდელოდ…
ტროპარნი.
იდიდა უსამღუდელოესი გუნდი მოწამეთა, რომელმან ადიდა სამღუდელოდ ასოთა მიერ თჳსთა უ҃ი, დიდებული ყოველთა მიერ ანგელოსთა, და ევედრების ჰჴსნად ჩუჱნდა ყოვლისაგან ჭირისა:
უნივთოჲსა ნათელ-ცისკროვანისა, ბრწყინუალისა გონებისა მქონებელთა საღმრთონო მღუდელ-მთავარნო, დაარღჳეთ ღამჱ ყოვლისა საცთურისა და მოძღურებითა უსაცთურო წარუძეღჳთ, ღი҃უ-რჩეულსა სამწყსოსა ქე҃სსა გულის-ჴმის-ყოფისა მიმართ:
განშუჱნდა ღირსთა სიმრავლე იგი მრავალ-რიცხუჱდი და იდიდა საღმრთოთა დედათა დღესასწაული საზოგადო, და პატივ-ცემულ-იქმნა კრებული წმიდაჲ წინასწარ-მეტყუჱლთა კრებულსა თანა ანგელოსთასა შეერთებული და მოხარული:
ანგელოსთა თანა მჳდრო წმიდანო მოწამენო, მიცუალებულთა ყოველთათჳს ითხოვეთ ლხინებაჲ, და სამოთხისა საღმრთოჲსა მკჳდრობაჲ, და ჰჴსნა სრული შეცოდებათა მათთა ყოველთა:
რომელმანცა ქალწულად დაგიცუა შენ შემდგომად შობისა, მანუჱ…
ღი҃ს-მშობლისა.
რომელმანცა ქალწულად დაგიცუა შენ შემდგომად შობისა, მანუჱ ადიდნა ქალწულნი ყოველნი გარემოს მდგომარენი შენნი, რომელთა თანა ევედრე დაუცხრომელად ჰჴსნად სულთა ჩუჱნთა, ყოველთა ჭირთაგან და განსაცდელთა:
მსგავსად მნათობთასა განბრწყინდეს, ეკკლესიისა სამყაროსა, მჴნენი მოწამენი…
სხუა. სძლისპირი. იგივე.
მსგავსად მნათობთასა განბრწყინდეს, ეკკლესიისა სამყაროსა, მჴნენი მოწამენი, და ევედრებიან მეუფესა, მიცუალებულთა სულთათჳს რათა, მისცეს განსუჱნებაჲ დაუსრულებელი ზეცათა შინა:
კუჱრთხად ძლიერებისად აქუნდა, ჯუარი შენი ქე҃ ღო҃, მონათა მათ შენთა, და სოფლისა ზღუაჲ განულეს დაუნთქმელად, რომელმან იგი დაჰნერგენ მთასა მას ზედა სიწმიდისა შენისასა მჴსნელო, და განუსუჱნე:
საყოფელთა მათ საყუარელთა რომელნი გამოირჩიენ, და შეივედრენ, მონანი შენნი მრავალ-მოწყალე, დამკჳდრებაჲ ჯერ-იჩინე, სადა იგი მართალთა სულნი მკჳდრ-არიან, და განუსუჱნე:
რომელი ცხოველთა და მკუდართა ჴელმწიფებს ვითარცა ღთ҃-არს…
ღი҃ს-მშობლისა.
რომელი ცხოველთა და მკუდართა ჴელმწიფებს ვითარცა ღთ҃-არს, შენგან ღი҃ს-მშობელო, განკაცნა და სიკუდილი თავს-იდუა, ჴორცთა ბუნებითა ჩუჱნთჳს, და დასცა სიკუდილისა ძალი უსახური, და გუაცხოვნა ჩუჱნ:
გალობა ე. სძლისპირი.
შენ უ҃ო, ნათელი-ხარ მომავალი სოფლად, განმანათლებელი გულთა, მორწმუნეთა შენთასა, რომელნი თაყუანის-გცემენ:
ჯუარსა ზედა ამაღლებულნი, და ურმისთუალთა მიერ შემუსრჳლნი…
ტროპარნი.
ჯუარსა ზედა ამაღლებულნი, და ურმისთუალთა მიერ შემუსრჳლნი, და ძლიერად დაჭრილნი ასოდ ასოდ, მძლეთ-გამოსჩნდეს უკუჱ ღი҃სა მიმართ მარტჳლნი:
მორწმუნეთად, მაცხოვარქმნილნო მღუდელ-მთავარნო, მიჰგუარენით ტარიგსა და მეუფესა თქუჱნდა მწყსად ღირსად ჰრწმუნებულნი იგი:
შფოთთა სოფლისათა განშორებულთა ღირსნო, დაამშჳდენით გულნი ვნებათაგან, და ძედ ღი҃სა ყოველთასა იქმნენით:
საღმრთონო წინასწარ-მეტყუჱლნო, და შეკრებულებანო დედათანო სათნო-ქმნილნო ღი҃სანო, ლირუჱლთათჳს მიცუალებულთა ითხოვეთ განსუჱნებაჲ:
შენ შორის დამკჳდრებულმან ღთ҃მან, ყოვლად-უბიწოო, ქმნა კაცნი…
ღი҃ს-მშობლისა.
შენ შორის დამკჳდრებულმან ღთ҃მან, ყოვლად-უბიწოო, ქმნა კაცნი საყოფელ საღმრთო დიდებისა თჳსისა:
ღუთაებისა შენისა, მარტჳლნი მეუფეო, ადიდენ გამოუთქმელად აწცა…
სხუა. სძლისპირი. უღმრთოთა ვერ.
ღუთაებისა შენისა, მარტჳლნი მეუფეო, ადიდენ გამოუთქმელად აწცა შესუჱნებულთა სულნი ოხითა მათითა, განსუჱნებასა ღირს-მყუჱნ, ვითარცა ხარ მრავალ-მოწყალე:
უჭირუჱლი ცხოვრებაჲ უოხჭნოჲ სიხარული, ფუფუნებაჲ წარუვალი, პირუჱლ დაძინებულთა მიმადლე მოწყალე, და განუსუჱნე მჴსნელო, წიაღთა შინა აბრაამისთა:
რომელთა აღასრულეს, მოქალაქობა მათი, აღსარებითა შენითა, მხოლოო წყაროო სახიერებისაო, განსუჱნებაჲ მიმადლე, წმიდათა და რჩეულთა შენთა თანა:
დედაო მჴსნელისაო, გიგალობთ და გადიდებთ, რამეთუ გამოგჳბრწყინდა…
ღი҃ს-მშობლისა.
დედაო მჴსნელისაო, გიგალობთ და გადიდებთ, რამეთუ გამოგჳბრწყინდა, შენგან ნათელი მსხდომარეთა ბნელსა შინა, საღმრთოჲ შეუხებელი, და მარადის გნატრით სურჳლით:
შთავვარდი მე სიღრმესა ზღჳსასა, და ცოდჳსა უფსკრულთა…
გალობა ვ. სძლისპირი.
შთავვარდი მე სიღრმესა ზღჳსასა, და ცოდჳსა უფსკრულთა, დამნთქეს მე არამედ ვითარცა ღთ҃-ხარ, განხრწნისაგან კუალად აღმოიყუანე, ცხოვრებაცა ჩემი მოწყალე:
ვითარცა ქუათა პატტიოსანთა მოწამენო, ქუჱყანასა ზედა ყოვლად…
ტროპარნი.
ვითარცა ქუათა პატტიოსანთა მოწამენო, ქუჱყანასა ზედა ყოვლად ბრძნად მგორუალეთა, ყოველი შენებულებაჲ ბოროტ-მსახურებისა დაარღჳეთ, და ტაძარ ღი҃სა იქმნენით:
ჴელისაგან მძლავრისა აცხოვნებთ ყოველთა, ჴელის-ქუჱშეთა თქუჱნთა, მღუდელ-მთავარნო მართალნო და ღირსნო, ხოლო ჰსცავთ სამწყსოთა ქე҃ს მიერთა, რომლისათჳს ინატრებდით:
შემდგომილნი თქმულთა წინასწარ-მეტყუჱლთანი, სიმრავლენი იგი დედათანი, მოღუაწებითა და მარხჳთა სათნო-ეყუნეს, დედისაგან ქალწულისა აღმობრწყინუჱბულსა ღი҃სა სიტყუასა:
ცხოვრებაო ყოველთა მოკუდავთაო, ჩუჱნ მიერ წარმსრულნი სარწმუნოებით შენდა მომართ შემოქმედისა, ნათელსა ღირს-ჰყუჱნ წმიდათა შენთა თანა მრავალ მოწყალე:
პირითა, ენითა და გულითა აღმსარებელი შენი ყრმააო…
ღი҃ს-მშობლისა.
პირითა, ენითა და გულითა აღმსარებელი შენი ყრმააო, დედად უბიწოდ ღი҃სა ჩუჱნისა, მიჴსენ მე შუა-მდგომელობითა შენითა საუკუნოჲსაგან დასჯისა:
ღაღადებდა, წინასწარ-მეტყუჱლი იონა უფსკრულით გამო, და მოასწავა…
სხუა. სძლისპირი.
ღაღადებდა, წინასწარ-მეტყუჱლი იონა უფსკრულით გამო, და მოასწავა, სახე სამ-დღე დაფლჳსა და იტყოდა, მიჴსენ დანთქმისაგან, იესო შენ მეუფეო ძალთაო:
გუჱრდი შენი, საღმრთო განღებული ლახურისა მიერ, იხილა…
ტროპარნი.
გუჱრდი შენი, საღმრთო განღებული ლახურისა მიერ, იხილა რა, იქცევისმან მახჳლმან გზასცა მონათა, შენთა სულო მჴსნელო, მოწამეთა შენთა მეოხებითა:
სამოთხისა, კარნი განუჴუჱნ ჯუარსა ზედა ვნებითა, მეუფეო, სარწმუნოებით შენდა მიცუალებულთა, და მკჳდრ-ჰყუჱნ მას შინა, წყალობით ვითარცა კაცთ-მოყუარე-ხარ:
ყუავილთა მათ, ფუფუნებისათა ღირს-ჰყუჱნ მოსთულებად, სიკუდილისა მიერ მიცუალებულთა სულნი და მართალთა თანა, აღრაცხენ მაცხოვარ და განუსუჱნე:
სიტყუა ღი҃სა, ბუნებით უხილავი და უსხეულო, განკაცნა…
ღი҃ს-მშობლისა
სიტყუა ღი҃სა, ბუნებით უხილავი და უსხეულო, განკაცნა რა, ქალწულისაგან ჴორციელად იხილუა, და სიკუდილი დაჴსნა, სიკუდილისა მიერ თჳსისა მჴსნელმან:
აბრამიანთა ყრმათა, ბაბილოვნისა ცეცხლი, სარწმუნოებით მოაუძლურეს, და…
გალობა ზ. სძლისპირი.
აბრამიანთა ყრმათა, ბაბილოვნისა ცეცხლი, სარწმუნოებით მოაუძლურეს, და ესრეთ ღაღადებდეს, მამათა ჩუჱნთა ღო҃ კურთხეულ-ხარ შენ:
ჭურთა განწმედილთა მეუფისა ქე҃სთა, ეკკლესიისა ზღუდეთა და…
ტროპარნი.
ჭურთა განწმედილთა მეუფისა ქე҃სთა, ეკკლესიისა ზღუდეთა და სუჱტთა, მოწამეთა უ҃ისათა უგალობდეთ ერთ-ჴმობით, სიხარულითა სულისათა:
მღუდელ-მთავარნი ქე҃სნი, და გუნდნი საღმრთოჲ ღირსთა ყოველთა, იხარებს მაღალთა თანა ძალთა, რომელთა ოხითა აცხოვნენ ქე҃ მგალობელნი შენნი:
თმენამან კეთილმან დედათამან, ღირსად მოღუაწედ აღმობრწყინუჱბულთა, და სარწმუნოებით მმარხუჱლთამან, თჳსდა მორჩილებისა მიმართ, მომწყლუჱლი იგი ევასი დაამჴუა:
შენ რომელმან ეგე დაარღჳე ჯოჯოხეთი, და სიკუდილი დასთრგუნე სიკუდილითა შენითა, განუსუჱნე რომელნიცა მისცუალენ სარწმუნოებასა შინა, და სამოთხისა მკჳდრად გამოაჩინენ:
ალისა მხედუჱლისა ძუჱლად მაყულოვანისა, არა შემწუჱლისა სჯულისა…
ღი҃ს-მშობლისა.
ალისა მხედუჱლისა ძუჱლად მაყულოვანისა, არა შემწუჱლისა სჯულისა დამდებელი, ასწავებდა ხატსა შობისა შენისასა:
მოთმინება ღუაწლი და სისხლი, წმიდათა შენთა მოწამეთა…
სხუა. სძლისპირი. რომელმან სცუჱნ.
მოთმინება ღუაწლი და სისხლი, წმიდათა შენთა მოწამეთა, სარწმუნოებით შესუჱნებულთა, საჴსრად მიითუალე და განუსუჱნე, სულსა მათსა კაცთ-მოყუარე, ვითარცა სახიერ-ხარ და მრავალ-მოწყალე:
სულნი მონათა შენთანი რომელნი შენდა მოიცუალნეს, პირ-მშოთა და მართალთა თანა, აღრაცხენ უ҃ო რათა მარადის იშუჱბდენ, და დაუცხრომელად გაკურთხევდენ უკუნისამდე:
სიხარულითა კადნიერებითა და ბრწყინუალებითა, სიტყუაო ღი҃საო მჴსნელო, სათნო-იყავ ვითარცა ღთ҃მან ღრუბლითა მიგებებად შენდა, რომელნიცა შეიწყნარენ აწ ვითარცა მოწყალემან:
კურთხეულ-ხარ შენ ქალწულო, ღი҃სა დედაო უბიწოო, რამეთუ…
ღი҃ს-მშობლისა.
კურთხეულ-ხარ შენ ქალწულო, ღი҃სა დედაო უბიწოო, რამეთუ ჭეშმარიტად შენ მიერ, დაიჴსნა სიკუდილისა მძლავრებაჲ, და ცხოვრებაჲ სამარადისოჲ, მიცუალებულთა მორწმუნეთა მიეცა:
მჴსნელო ყოველთაო, ძლიერო ღო҃, ცეცხლსა შეთხეულნი, ყრმანი…
გალობა ჱ. სძლისპირი.
მჴსნელო ყოველთაო, ძლიერო ღო҃, ცეცხლსა შეთხეულნი, ყრმანი იჴსენი, რაჟამს იგი შეაცურიე საჴუმილით ღაღადებდეს აკურთხევდით, საქმენი უ҃ისანი უ҃სა:
მღუდელ-მთავარნი, წინასწარ-მეტყუჱლნი და მოწამენი, რომელთა ღუაწლი სამღუდელოჲ…
ტროპარნი.
მღუდელ-მთავარნი, წინასწარ-მეტყუჱლნი და მოწამენი, რომელთა ღუაწლი სამღუდელოჲ აღასრულეს, მიმთხუჱულ-არიან სამკჳდრებელსა სამღუდელოსა ანგელოსთა თანა, რომელთა თანა გჳთხოვენ ჩუჱნ ყოველთა განწმედასა, და დიდსა წყალობასა:
სულითა განათლებულთა ღირსთა, წარწყმიდეს ბნელი საეშმაკოჲ, რომელთა თანა მღუდელმოწამენი, და მღუდელ-მთავარნი, და წინასწარ-მეტყუჱლნი მართალთა თანა, ღთ҃სა მქებარენი ადიდებდეს:
რომელიცა უგუნურებით იქადოდა პირუჱლ, წარწყმედად ქუჱყანისა და ზღჳსა, დედათა მიერ დაითრგუნების, რომელთაცა მარხჳთა და ღუაწლითა ჰმსახურეს ღთ҃სა გულს-მოდგინედ:
ყოველთათჳს სარწმუნოებით დაძინებულთა გევედრებით შენ ქე҃, აღრაცხენ იგინი ვითარცა მოწყალემან გუნდთა თანა ცხოვნებულთასა, დაუცხრომელად მგალობელთა, ყოველნი საქმენი უ҃ისანი აკურთხევდით უ҃სა:
წყალობასა შენსა ღირს-მყავ მე, კეთილ-მოწყალისა სიტყჳსა მშობელო…
ღი҃ს-მშობლისა.
წყალობასა შენსა ღირს-მყავ მე, კეთილ-მოწყალისა სიტყჳსა მშობელო, ღი҃ს-მშობელო დედოფალო, და მაცხოვნე მე მგალობელი, ყოველნი საქმენი უ҃ისანი აკურთხევდით უ҃სა:
ყრმანი ბრწყინუალენი სახუმილისაგან, პირუჱლად იჴსნნა შობილმან ქალწულისაგან…
სხუა. სძლისპირი.
ყრმანი ბრწყინუალენი სახუმილისაგან, პირუჱლად იჴსნნა შობილმან ქალწულისაგან, რომლითა მოასწავა ჴსნაჲ ჩუჱნი საცთურისაგან, და ნათლითა შემოსილნი მათ თანა ვიტყოდეთ, უ҃სა უგალობდეთ ყოველნი, და უფროსად აღუამაღლებდეთ მას უკუნისამდე:
მარხჳთა ლოცუანი, მიითუალენ ქე҃, და წყალობაჲ ტომთა…
ტროპარნი.
მარხჳთა ლოცუანი, მიითუალენ ქე҃, და წყალობაჲ ტომთა და ნათესავთა მიმართ, და განუსუჱნე სულთა, კეთილად დაძინებულთა, და ცოდუანი მათნი დაივიწყენ, რათა იტყოდენ, უ҃სა უგალობდეთ ყოველნი და უფროსად აღუამაღლებდეთ, მას უკუნისამდე:
მკუდრად შეირაცხე რა უსჯულოთა თანა, უკუდავი ცხოვრებაჲ მიანიჭე მოკუდავთა, აწცა მონათა შენთა, განსრულთა ამიერ სოფლით, ჭეშმარიტითა სასოებითა აღდგომისათა, მიეც შუჱბაჲ მიცუალებულთა, და მკჳდრ-ჰყუჱნ ცხოვრებასა მას საუკუნესა:
წყალობისა წყაროო დაუწყუჱდელო, სულნი აღსრულებულთა მონათა შენთანი, რომელთა დაუტევეს, ცხოვრებაჲ ესე განხრწნადი, სიტკბოებით და წყალობით შეივედრენ, და ზეცისა სავანთა შინა, განანათლენ ნათლითა ღუთაებისათა:
შენ მხოლო გამოსჩნდი ქუჱყანასა ზედა ქალწულად უბიწოდ…
ღი҃ს-მშობლისა.
შენ მხოლო გამოსჩნდი ქუჱყანასა ზედა ქალწულად უბიწოდ და დედად უხრწნელად, რამეთუ უზესთაეს, სიტყჳსა და გონებისა, ღი҃ ჰშევ დედოფალო რომელმან შესუჱნებულთა, ცხოვრებაჲ საუკუნოჲ მიჰმადლა, ამისთჳს გაკურთხევთ სძალო ღი҃საო მარიამ:
ევა ოდესმე ურჩებითა, წყევაჲ სოფლად შემოჲღო, ხოლო…
გალობა თ. სძლის-პირი.
ევა ოდესმე ურჩებითა, წყევაჲ სოფლად შემოჲღო, ხოლო შენ ღირსო, წმიდაო ქალწულო ღი҃ს-მშობელო მორჩისა მუცლად-ღებითა უთესლოდ, აღმოუყუავილე სოფელსა კურთხევაჲ, ამისთჳსცა ყოველნი გადიდებთ:
მხედუჱლნი საღმრთოთა ნიჭთანი მოწამენი, და პატიჟთა მიმღებელნი…
ტროპარნი.
მხედუჱლნი საღმრთოთა ნიჭთანი მოწამენი, და პატიჟთა მიმღებელნი დიდთა მათთჳს ტკივილთა მათთა, იხარებენ და ადიდებენ ქე҃სა, რომელმანცა ადიდნა იგინი ჭეშმარიტად, და ძლევა-შემოსილად გამოაჩინნა:
ვითარცა მღუდელ-მთავრად ერთა ზედა დადგინებულნი, მღუდელ-მთავარნო ღი҃ს-მქადაგებელნო, და განათლებულნი მარჴჳთა, უბრწყინუალეს მზისა გამობრწყინდით ღირსნო, ცისკროვან-მყოფელად მორწმუნეთა, განცხადებულებითა დიდთა საქმეთათა:
მღუდელ-მოწამეთა თანა და ყოველთა წინასწარ-მეტყუჱლთა, და ყოველთა ღირსთა, და მართალთა, და დედათა ბრწყინუალედ სათნო-ქმნილთა, ვნატრიდეთ ერთბამად და ვგალობდეთ, მეოხებითა მათითა ქე҃, იჴსნენ სულნი ჩუჱნნი:
სიხარულსა მას რომელსაცა ღირს-იქმნნეს წმიდანი, შენდა ქე҃ სათნო-ქმნილნი კეთილად, ღირს-ჰყუჱნ უკუჱ მასუჱ შენდამი სარწმუნოებით მიცუალებულნი, და უგულებელს-ჰყუჱნ შეცოდებანი მათნი უ҃ო, მხოლოო მრავალ-მოწყალეო:
რომელი გამოსჩნდი ზენათა ხერუვიმთა უზესთაეს ყოვლად-უბიწოო, და ჰშევ შემოქმედი იგი ყოველთა უზესთაეს ყავ გონებაჲ ჩემი, და განმაძლიერე მე ქმნად ნებათა მათ სამეუფოთა:
ყოველნი ტომნი, ქუჱყანისანი იხარებენ დღეს სულითა და…
სხუა, სძლისპირი.
ყოველნი ტომნი, ქუჱყანისანი იხარებენ დღეს სულითა და დღესასწაულობენ, გუნდნი ზეცისა უსხეულოთანი, დიდებით მუცლად-ღებასა, ყოვლად-უბიწოჲსასა, და იტყჳან, გიხაროდენ მარადის, ქალწულო მარიამ სასუფეველსა:
მარტჳლთა შენთა, და მოწამეთა მიმადლე კადნიერებაჲ, ვედრებად…
ტროპარნი.
მარტჳლთა შენთა, და მოწამეთა მიმადლე კადნიერებაჲ, ვედრებად შენდა მომართ, და ოხითა მათითა მიეც მიცუალებულთა, განსუჱნებაჲ მეუფეო, და მკჳდრ-ჰყუჱნ საყოფელსა, ყოვლად წმიდასა, ადგილსა საკჳრუჱლსა, სავანეთა შინა საუკუნეთა:
რომელი ეგე, ყოველსავე განაგებ წამის-ყოფითა, და ცხოველთა და მკუდართა, ზედა ჴელმწიფებ და უფლებ სახიერ, რომელნიცა გარდასცუალენ, ამიერ სოფლით მჴსნელო, მონანი შენნი, წყალთა მათ ზედა ღირს-ჰყუჱნ, განსუჱნებისათა დაუწყუჱდელთა:
ჵ სახიერო, მდიდარო სიტკბოებითა და წყალობითა, იჴსნენ გარესკნელისა, ბნელისაგან რომელთა იგი ზედა, წოდებულ-არს სახელი, შენი და განამართლენ სარწმუნოებით, და განაბრწყინუჱნ იგინი, ჵ კაცთ-მოყუარეო და განუსუჱნე:
ძალსა, შობისა შენისასა ჰქადაგებდეს წინასწარ-მეტყუჱლნი, ქალწულო უბიწოო…
ღი҃ს-მშობლისა.
ძალსა, შობისა შენისასა ჰქადაგებდეს წინასწარ-მეტყუჱლნი, ქალწულო უბიწოო, და პირად პირადად პირუჱლუჱ იტყოდეს, მაღალთა მათ სახეთა, შობისა შენისათა, რამეთუ ჰშევ შენ, მომწყდართათჳს ცხოვრებაჲ, და დამარღუჱველი ჯოჯოხეთისა:
თანა-მოდასე ექმნენით ანგელოსთა მოწამენო, და სტადიონსა შინა…
აქებდითსა ზედა, დასდებელნი, მოწამეთანი, ჴმა დ.
თანა-მოდასე ექმნენით ანგელოსთა მოწამენო, და სტადიონსა შინა ახოვნად ჰქადაგეთ ქე҃ჲ, რამეთუ ყოველივე შუჱნიერებაჲ სოფლისა, დაუტევეთ ვითარცა არა არსი, ხოლო სარწმუნოებაჲ მტკიცე, ვითარცა ხარისხი შეიკრძალეთ, ვინაცა განჰჴადეთ თქუჱნ საცთური, და მორწმუნეთა კურნებასა აღმოუცენებთ:
ვითარიმე არა განვჰკჳრდეთ ღუაწლთა თქუჱნთათჳს წმიდანო მარტჳლნო, რამეთუ ჴორცითა მოკუდავთა უჴორცოთა მტერთა ერეოდეთ, არა შეგაშინნა თქუჱნ მძლავრთა შინებამან, და არცა შეგაძრწუნნა თქუჱნ სატანჯუჱლთა კუჱთებამან, ჭეშმარიტად და სამართლად ადიდენით:
პატიოსან-არს სიკუდილი წმიდათა შენთა უ҃ო, რამეთუ ცეცხლითა და მახჳლითა, და ყინელითა შემუსრჳლთა, დასთხიეს სისხლი მათი, რამეთუ სასოებაჲ აქუნდათ შენდამი, მიღებად სასყიდელი შრომისა მათისა, მოითმინეს და მოიღეს, შენ მიერ მაცხოვარ დიდი-წყალობაჲ:
განსასუჱნებელსა შენსა მაცხოვარ, სადა ყოველნი წმიდანი მკჳდრ-არიან…
მიცუალებულთა.
განსასუჱნებელსა შენსა მაცხოვარ, სადა ყოველნი წმიდანი მკჳდრ-არიან, განუსუჱნე სულთა მონათა შენთასა, რამეთუ შენ მხოლო-ხარ კაცთ-მოყუარე:
სადა არს სოფლისა ამის სიხარული, და საწუთო…
დიდება. მიცუალებულთა.
სადა არს სოფლისა ამის სიხარული, და საწუთო საოცრება, სადა არს ოქროჲ გინა ვეცხლი, სადა არს მონათა სიმრავლჱ და ამბოხი, აჰა ესერა ყოველივე იქმნა ავლი, ყოველივე იქმნა მტუჱრ, ყოველივე იქმნა აჩრდილ, არამედ მოვედით და ჴმა-ვჰყოთ უკუდავისა მიმართ მეუფისა, საუკუნეთა კეთილთა შენთა ღირს-ჰყუჱნ უ҃ო, ჩუჱნგან მიცუალებულნი და განუსუჱნე მათ, დაუსრულებელსა მას შინა ნეტარებასა შენსა:
მხოლოო წმიდაო და უხრწნელო ქალწულო, რომელმან ჰშევ…
აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
მხოლოო წმიდაო და უხრწნელო ქალწულო, რომელმან ჰშევ ღი҃ უთესლოდ, მას ევედრე რათა აცხოვნნეს სულნი მონათა შენთანი:
ჭეშმარიტად საშინელ-არს სიკუდილისა საიდუმლოჲ, და ვითარ სული…
აღჳვსენითსა ზედა, დასდებელნი. მსგავსნი. უ҃ისა თეოფანესნი. ჴმა დ. მოგიცემიეს.
ჭეშმარიტად საშინელ-არს სიკუდილისა საიდუმლოჲ, და ვითარ სული ჴორცთაგან მძლავრებით, განიყოფჳს შეერთებისაგან, და შემტკიცებისა, ბუნებითნი საკრუჱლნი საღმრთოჲთა, წამის-ყოფითა განიჴსნებიან, ამისთჳს, გევედრებით მიცუალებულთა მონათა შენთა განუსუჱნე, საყოფელსა მართალთასა კაცთ-მოყუარეო უ҃ო:
ძილსა მიმსგავსებულ-არს მორწმუნეთათჳს სიკუდილი, ვინათგან შთაჰხედ საფლავად…
მუხლი. ნეტარ-არს რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე უ҃ლო:
ძილსა მიმსგავსებულ-არს მორწმუნეთათჳს სიკუდილი, ვინათგან შთაჰხედ საფლავად ყოველთა მეუფე, და სიკუდილისა ჴელმწიფებაჲ შეჰმუსრე, და ძლიერებაჲ მისი დაამჴუ, მრავალ-ჟამისა განძჳნებული, ამისთჳს გევედრებით მიცუალებულთა მონათა შენთა განუსუჱნე ნათელსა პირისა შენისასა, წმიდათა ბრწყინუალებასა:
სიწმიდე და სიმართლე, და სულთა ჩუჱნთა იქმენ…
მუჴლი. სულმან მათმან კეთილთა შინა განისუჱნოს და ნათესავმან მათმან დაიმკჳდრონ ქუჱყანა.
სიწმიდე და სიმართლე, და სულთა ჩუჱნთა იქმენ გამომჴსნელ, და მამისა აღიყუანენ, ვითარცა, მხოლო მოწყალე-ხარ, განმართლებულნი და ვითარცა ღთ҃-ხარ, შეგჳნდუჱნ თანანადებნი ჩუჱნნი, და გარდასლჳსა განჩინებანი, ამისთჳს, გევედრებით მიცუალებულთა მონათა შენთა განუსუჱნე, საყოფელსა მართალთასა, მაცხოვარ მრავალ-მოწყალე:
მორჩილნი ბრძანებასა ღი҃ს-მეტყუჱლთასა უბიწოო, ღი҃ს-მშობლად აღგიარებთ შენ…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა. მსგავსივე.
მორჩილნი ბრძანებასა ღი҃ს-მეტყუჱლთასა უბიწოო, ღი҃ს-მშობლად აღგიარებთ შენ, რამეთუ ღი҃ ჰშევ განჴორციელებული, გამოუთქმელად რომელმან, მიჴსნნა ტყუჱობისაგან ცოდუათასა, კაცთ-მოყუარებით რომელსა, ევედრე მიცუალებულთა მონათა შენთათჳს, რათა თჳსითა ბრწყინუალებითა, განაბრწყინუოს დედოფალო:
ხისა მიერ ადამ, შეცთომილი განუარდა სამოთხით, ჴისა…
შაბათსა, მომიჴსენენი. ჴმა დ.
ხისა მიერ ადამ, შეცთომილი განუარდა სამოთხით, ჴისა მიერ ჯუარისა, ავაზაკი შევიდა სამოთხედ რამეთუ მან შეურაცხ-ჰყო, ბრძანებაჲ დამბადებელისა თჳსისა, ხოლო ესე მის თანა ჯუარცმული ღაღადებდა აღსარებით, მომიჴსენე მჴსნელო, სასუფეველსა შენსა:
ცეცხლებრ მოტყინარეთა, ქე҃ს სიყუარულითა წმიდანო, უღმრთოებისა ცეცხლი, მოღუაწებათა ცუარითა, დაშრიტეთ, და ლამპარ-მრავალ-მნათობ, ქე҃ს ეკკლესიისა იქმნენით ნეტარნო, და ბნელი სალმობათა, და ჭირთა სულთაგან ჩუჱნთა, განჰჴადეთ ბრძენნო, ამისთჳს სამართლად გიგალობთ და გადიდებთ:
მღუდელ-მოძღუართა, მღუდელთა და წინასწარ-მეტყუჱლთა კრებულსა, და მამათა ბანაკსა, და დედათა წმიდათა განწყობილსა, რომელთა ღი҃ დააჯერეს, საღმრთოჲთა ცხოვრებითა და იდიდნეს, ჩუჱნ ყოველნი ვნატრიდეთ, რათა მეოხებითა, მათითა ვიქმნნეთ, მკჳდრ საუკუნოჲსა მის ბრწყინუალებისა:
სადა იგი ჰბრწყინავს, ნათელი და წმიდანი იხარებენ, სადათ იგი წარჰჴდა, სალმობა მწუხარება და სულთქმა, მუნ მკჳდრ-ჰყუჱნ მონანი შენნი, რომელნი ამიერ სოფლით მოიცუალნეს, რათა გიგალობდენ შენ, ქე҃ ყოვლად-ძლიერო, და ნუ მიხედავ, რა იგი შეგცოდეს ქუჱყანასა ზედა:
სამებაო განუყოფელო, მამასა შინა და ძესა და…
დიდება.
სამებაო განუყოფელო, მამასა შინა და ძესა და სულსა ყოვლითურთ შეერთებულო, თჳთებით განურწყმელო, ერთობაო სამ-გუამოვანო, სარწმუნოებით შენდამი მომკუდართა განუსუჱნე, მეოხებითა წმიდათა შენთათა მოწამეთათა, მამათა და პატიოსანთა წინასწარ-მეტყუჱლთა, ხოლო მოეც განწმედაჲ სულთა ჩუჱნთა:
რომელი ჰშუა მამამან, უწინარეს მთიებისა, მუცლად-იღე ქალწულო…
აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
რომელი ჰშუა მამამან, უწინარეს მთიებისა, მუცლად-იღე ქალწულო და გჳშევ ღი҃ და კაცი სრული, ორითა ნებითა ცნობილი, ორითა ბუნებითა და ორითა საქმითა, მას ევედრე ვითარცა, დამბადებელსა ღთ҃სა, რათა გუაცხოვნნეს, მგალობელნი შენნი წმიდაო ღი҃სა დედაო:
შენ ხარ სასუფეველისა, საღმრთო ბჭე უბიწო რომელი…
სერობისად, გალობანი წმიდისა ღი҃ს-მშობლისანი. გალობა ა. ჴმა დ. სძლისპირი. არა რა არს სა.
შენ ხარ სასუფეველისა, საღმრთო ბჭე უბიწო რომელი განულო ღთ҃მან, ყოველთა შემოქმედმან, და დაკრძალულად დაგიცუა:
წინასწარ-განჩინებულო, ტაძრად წმიდად ქე҃სა, რომელი იშუა შენგან, ბუნებითა ჩუჱნითა, მას ევედრე ჩუჱნთჳს სძალო:
ბნელითა ვნებათათა, დანთქმული სული ჩემი, მზისა მის სიმართლისა, მშობელო დედოფალო, მოწყალებით განანათლე:
ტაძრად, სიწმიდისა გპოვა შენ, ქალწულო ღთ҃მან და…
გალობა გ. სძლისპირი. მშჳლდი ძლიერთა.
ტაძრად, სიწმიდისა გპოვა შენ, ქალწულო ღთ҃მან და დაემკჳდრა იგი შენ შორის, და წმიდა-ჰყო საშო შენი, ყოველთა არსთა შემოქმედმან:
ჩუჱნთჳს, შემოქმედი ყოველთა, კაც-იქმნა შენგან და შეიმოსნა ჴორცნი შენნი წმიდანი, სისხლთა შენთაგან უბიწოთა, ღი҃ს-მშობელო ყოვლად წმიდაო:
ღი҃სა, დედაო უბიწოო, განაცხოველე გონება ჩემი ვნებათა მიერ, მომკუდარი და დაბნელებული რათა ღირსად გადიდებდე შენ:
ყოველთა დამბადებელმან, შენგან კაცება შეიმოსა ქალწულო, ყოვლად…
გალობა დ. სძლისპირი. სიყუარული წყალობი.
ყოველთა დამბადებელმან, შენგან კაცება შეიმოსა ქალწულო, ყოვლად საგალობელო, და აცხოვნა სოფელი ამისთჳს გადიდებთ შენ:
ზეცისა მჴედრობათაგან, უხილავი შენგან განჴორციელდა, და იხილუა ჩუჱნ შორის, ქალწულო უბიწოო, ქე҃ მხოლო უ҃ი:
აღძრულნი ნიავ-ქართაგან, გულის-თქმათასა გულის-სიტყუანი ჩემნი დაამტკიცენ საღმრთოთა მცნებათა კლდესა ზედა, და მიჴსენ დედოფალო:
ღი҃ შენ შორის დაემკჳდრა ყოვლად წმიდაო და…
გალობა ე. სძლისპირი. ნათელი შენი უ҃ო.
ღი҃ შენ შორის დაემკჳდრა ყოვლად წმიდაო და განაღმრთო ბუნება კაცობრივი განხრწნილი ვნებათაგან ქალწულო ამისთჳს ყოველნი გნატრით:
აჰა ესერა ყოველნი, ნათესავნი გნატრიან, ვითარცა სთქუ წინათუჱ დედოფალო, და სარწმუნოებით გიგალობენ, უხრწნელო ღი҃ს-მშობელო:
სულთა და ჴორცთა ჩუჱნთა, წარსწყმედელნი ვნებანი, განჰკურნენ ყოვლად წმიდაო ღი҃ს-მშობელო, რომელნი სურჳელად გიგალობთ, და დედად ღი҃სად გქადაგებთ:
განანათლებ ყოველსა სოფელსა, ძისა შენისა მიერ, რამეთუ…
გალობა ვ. სძლისპირი. შთავარდი მე სიღრმე.
განანათლებ ყოველსა სოფელსა, ძისა შენისა მიერ, რამეთუ შენ მხოლო გამოსჩნდი წმიდა, ღი҃ს-მშობელო, უფროს ყოველთა ტომთა და იტჳრთე მზე სიმართლისა:
განაჴმენ და ძირითურთ აღმოჰფხურენ, გულის-თქმათა ეკალნი, გულისაგან ჩემისა და ოხითა, შენითა მყავ, ნაყოფითა აღსავსე, ყოვლად ქებულო ღი҃ს-მშობელო:
წარმართე სძალო ცხოვრება ჩემი გზათა მიმყუანებელთა, საღმრთოსა მიმართ განსუჱნებისა, და გონება ჩემი განაბრწყინუჱ შენ, რათა მარადის გიგალობდე:
ვითარცა უაღრესმან ანგელოსთა და კაცთამან, ჰშევ ყოველთა…
გალობა ზ. სძლისპირი. ბაბილონს შინანი.
ვითარცა უაღრესმან ანგელოსთა და კაცთამან, ჰშევ ყოველთა მეუფე, ამისთჳს გიღაღადებთ სძალო, კურთხეულ-ხარ შენ, მშობელო ღი҃საო ყოვლად უბიწოო:
დედად ღი҃სად გიცნობთ შენ ყოვლად უბიწოო, და სულითა და პირითა, ღი҃ს-მშობლად აღგიარებთ შენ, ღი҃უ გონიერად, მგალობელთა შენთა, ოხად ნუ დასცხრები:
ღი҃ს-მშობელო კურთხეულო დედაო და ქალწულო, მორწმუნეთა სასოო, განსაცდელთა თანა წარმჴადე, და მერმეთა მათ, ტანჯუათა სასტიკთა, ჯოჯოხეთისათა:
ძუჱლისა სჯულისა, აჩრდილნი ცხადად, მოგასწავებდეს შენ ღი҃სა…
გალობა ჱ. სძლისპირი. მჴსნელო ყოველთაო.
ძუჱლისა სჯულისა, აჩრდილნი ცხადად, მოგასწავებდეს შენ ღი҃სა დედაო, და დედად ღი҃სად გქადაგებდეს, რომელი იშუა შენგან უბიწოო, ადამიანთა მსგავსებითა:
ტჳრთნი ცოდუათანი, ფრიად მძიმენი, აღიხუჱნ წყალობით ყოვლად წმიდაო, მეოხებითა შენითა, ბეჭთა მათგან სულისა ჩემისათა, და განხეთქენ აპაურნი მათნი:
სნეულარს სენითა, სასიკუდინოთა, სული ჩემი მწარედ, შეცოდებული ღი҃უ-დიდებულო ქალწულო, წყალობით მოხედენ და განჰკურნე იგი, რათა გაკურთხევდე უკუნისამდე:
საღმრთო ნათელი გამოგჳბრწყინდა, შენგან ქალწულო ყოვლად წმიდაო…
გალობა თ. სძლისპირი. შობა შენი უხრწნელო.
საღმრთო ნათელი გამოგჳბრწყინდა, შენგან ქალწულო ყოვლად წმიდაო, და უფსკრული წყალობათა, მისგან გჳთხოვე, რათა განგუანათლნეს ჩუჱნ, შემსხმელნი შენნი და ღი҃ს-მშობლად აღმსარებელნი:
მაცხოვრისა და შემოქმედისა, უთესლოდ მშობელო გევედრებით გჳხსნენ მეოხებითა, შენითა ჭირთა და განსაცდელთაგან სძალო ყოვლად წმიდაო, ქალწულებით მშობელო ღი҃საო:
წინა-მძღურად და მცუჱლად მოგიგებთ შენ, მოღუაწედ ჩუჱნდა და მმართებელად, და მყუდროდ ნავთ-სადგურად, და დიდებად და სიხარულად საუკუნოდ, ღი҃სა დედაო, და ძრწოლით გნატრით და თაყუანის გცემთ: