გულანი
საცდელი · 1.11.3
ხმა 4 · ორშაბათი 1 / 80ვითარცა დედაკაცი იგი ცოდჳლი, შეუვრდი სულო ჩემო…

ხმა 4 · ორშაბათი

რვა ხმა

პარაკლიტონი · დაახლ. 27 წთ

ვითარცა დედაკაცი იგი ცოდჳლი, შეუვრდი სულო ჩემო…

მწუხრად, დასდებელნი მსგავსნი სამეუფონი. ჴმა დ. მჴნეონი

ვითარცა დედაკაცი იგი ცოდჳლი, შეუვრდი სულო ჩემო უბადრუკო ღთ҃სა მჴურუალითა სულითა, და ღაღად-ჰყავ, შეგცოდე მოწყალე-მექმენ, და ნუ წარმწყმედ მე ჵ ღო҃ ჩემო, და ნუ უგულებელს-ჰყოფ სულთქმასა გულისა ჩემისასა, მრავალ-მოწყალეო უ҃ო:

ღამე და დღე არა დასცხრების ყოვლად ბოროტი იგი მტერი მბრძოლი ჩემი, რათამცა მომინადიროს მე, და სიღრმესა შინა წარწყმედისასა შთამაგდოს, გარნა შენ ვითარცა მხოლომან ყოვლად სახიერმან, მიჴსენ მე მაცხოვარ მძლავრებისაგან მისისა, და ყოვლისაგან იძულებისა და მრავალთა პირად-პირადთაგან ტანჯუათა:

სამკჳდრებელ-ვიქმენ ბოროტთა, გულის-სიტყუათა, აღმაშფოთებელთა ჩემთა და უცხო-მყოფელთა შენგან მეუფეო, უგულებელს-ყოფითა მცნებათა შენთათა, და არ-ნებებითა ქმნად ნებისა შენისათა არამედ სათნო-იყავ უ҃ო და დაემკჳდრე ჩემ შორის მრავლითა წყალობითა შენითა, ვითარცა სახიერ-ხარ და კაცთ-მოყუარე:

საღმრთოჲსა ბრწყინუალებისა, საყოფელ-სათნოდ და პატიოსან შემწყნარებელად დაამტკიცენ…

ჴმა იგივე. მჴნეონი.

საღმრთოჲსა ბრწყინუალებისა, საყოფელ-სათნოდ და პატიოსან შემწყნარებელად დაამტკიცენ მჴედრობანი ანგელოზთანი უცოდუჱლო, და საღმრთოჲთა მოქმედებითა მხედუჱლ, და მსახურჰყუჱნ იგინი დიდებისა შენისა, და სრულ-ჰყავ ძლიერებით მათ მიერ სიტყუაჲ შენი და ნებაჲ, ყოვლად ძლიერი და ყოვლად წმიდაჲ:

ინებე რა სახიერებისა უფსკრულისა გამოჩინებაჲ, დაუსაბამოო სახიერ, პირუჱლად დაჰბადენ ყოვლად ძლიერითა წამის-ყოფითა შენითა და საღმრთოჲთა ბრძანებითა, ანგელოსთა გუნდნი და წესნი ძალთანი, რამეთუ ესე შეჰგუანდა ყოფად სახიერსა განგებულებასა შენსა, და მრავალთა ნიჭთა მეუფეო:

ექუს-ფრთენი სერაფიმნი, მრავალ-თუალნი ხერუვიმნი, ყოვლად მაღალთა თანა საყდართა გარემოს შენსა მსდგომარე-არიან, და ზიარ ყოვლად ძლიერისა მცხინუარებისა შენისა უშუამდგომელოდ, ხოლო უფლებანი მთავრობანი ჴელმწიფებანი, მთავარ-ანგელოზნი, ანგელოზნი, და ძალნი საღმრთონი, აქებენ დიდებასა შენსა ყოვლისა-მპყრობელო, და ჩუჱნთჳს გევედრებიან შენ:

ვითარცა გაქუს მეოხებაჲ, შეწირული და ვედრებაჲ, მითუალული…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

ვითარცა გაქუს მეოხებაჲ, შეწირული და ვედრებაჲ, მითუალული ღი҃სა მიმართ ყოვლად წმიდაო, განსაცდელნი დააყუდენ, და ღელუანი დაამშჳდენ, გულისა ჩემისანი, და მწუხარებასა შინა მყოფსა გულსა ჩემსა, ნუგეშინის-ეც სძალო, გევედრები და მხიარულ-ჰყავ გონებაჲ, ჩემი რათა გიგალობდე შენ:

მინდა ცრემლთა მიერ აღჴოცა შეცოდებათა ჩემთა, ჴელით-წერილისა…

სტიქარონსა ზედა, დასდებელნი, სინანულისანი, ჴმა დ.

მინდა ცრემლთა მიერ აღჴოცა შეცოდებათა ჩემთა, ჴელით-წერილისა უ҃ო, და ნეშტსა ცხოვრებისა ჩემისასა, სინანულით სათნო-ყოფად შენდა, არამედ მტერი მაცთუნებს, და ჰბრძავს სულსა ჩემსა, უ҃ო პირუჱლ სრულიად წარწყმედად ჩემდამდე მაცხოვნე მე:

ვინ ღელუა-გუჱმული მოივლტინ, ამას ნავთ-საყუდელსა და არა განერის. ანუ რომელი უძლური მოუჴდის ამას სამკურნალოსა და არა განიკურნის, დამბადებელო ყოველთაო, და მკურნალო განწირულთაო, უ҃ო პირუჱლ სრულიად წარწყმედად ჩემდამდე მაცხოვნე მე:

რომელი დიდებულ-ხარ ჴსენებასა, წმიდათა შენთასა ქე҃ ღო҃…

მოწამეთა.

რომელი დიდებულ-ხარ ჴსენებასა, წმიდათა შენთასა ქე҃ ღო҃, მათითა მეოხებითა გარდამოგჳვლინე ჩუჱნ, დიდი წყალობაჲ:

გიხაროდენ შენ ნათლისა ღრუბელო, და სასანთლეო, გიხაროდენ…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

გიხაროდენ შენ ნათლისა ღრუბელო, და სასანთლეო, გიხაროდენ ტაკუკო მანანასაო, გიხაროდენ აარონის კუჱრთხო, გიხაროდენ მაყუალო, გიხაროდენ საყდარო, გიხაროდენ მთაო წმიდაო, გიხაროდენ წყაროო, გიხაროდენ სამოთხეო, გიხაროდენ საღმრთოო ტაბლაო, გიხაროდენ ყოველთა სასოო გიხაროდენ:

საცნაურთა შენთა მსახურთასა, შევჰსწირავთ გალობასა, მოკუდავნი, ესე…

ორშაბათსა ცისკრად რაჟამს იგალობებოდეს ალლილყიაჲ. გალობა სამებისა. ჴმა დ.

საცნაურთა შენთა მსახურთასა, შევჰსწირავთ გალობასა, მოკუდავნი, ესე ვიკადრებთ და ვიტყჳთ, წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, შენ ღო҃ ჩუჱნო, ღი҃ს-მშობელისა მიერ შეგჳწყალენ ჩუჱნ:

ვითარცა აწ წესნი ანგელოსთანი, ცათა შინა მდგომარენი…

დიდება.

ვითარცა აწ წესნი ანგელოსთანი, ცათა შინა მდგომარენი, შიშით კაცნი ქუჱყანასა ზედა, ძლევისა გალობასა შევჰსწირავთ შენდა სახიერ და ვიტყჳთ, წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, შენ ღო҃ ჩუჱნო, ღი҃ს-მშობელისა მიერ შეგჳწყალენ ჩუჱნ:

დაუსაბამოსა შენსა მამასა, და შენ ქე҃ ღო҃…

აწდა.

დაუსაბამოსა შენსა მამასა, და შენ ქე҃ ღო҃, და ყოვლად წმიდასა სულსა შენსა, ხერუვიმთაებრ დიდების-მეტყუჱლებად ვიკადრებთ და ვიტყჳთ, წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, შენ ღო҃ ჩუჱნო, ღი҃ს-მშობელისა მიერ შეგჳწყალენ ჩუჱნ:

დაღონებულსა ამას და მოუძლურებულსა სულსა ჩემსა ზედა…

ორშაბათსა ცისკრად, შემდგომად ა. სტიხოლოგიისა, წარდგომანი სინანულისანი, ჴმა დ.

დაღონებულსა ამას და მოუძლურებულსა სულსა ჩემსა ზედა, მოიხილე ღო҃ და შემიწყალე მე, რომელმან ცოდუასა შინა წარუაგე ცხოვრებაჲ ჩემი, მსგავსად მეძჳსა მის შეგივრდები, შემიწყნარე მაცხოვარ და მაცხოვნე მე:

წიაღუალ მე ზღუასა ამას ამის ცხოვრებისასა, და…

უ҃ო ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ მე და ნუცა რისხჳთა შენითა მჰსწავლი მე:

წიაღუალ მე ზღუასა ამას ამის ცხოვრებისასა, და ვიგონებ უფსკრულსა ბოროტთა ცოდუათა ჩემთასა, რამეთუ არა მაქუს მე მენავეთ-მოძღუარი გულის-სიტყუა, ამისთჳსცა ჴმასა პეტრესსა გიღაღადებ, მაცხოვნე მე ქე҃, და შემიწყალე ვითარცა კაცთ-მოყუარე-ხარ:

საშინელ-არს საიდუმლო, და საკჳრუჱლ და უფროსად დიდებულ…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

საშინელ-არს საიდუმლო, და საკჳრუჱლ და უფროსად დიდებულ, ვითარ ქალწულმან დამბადებელი ყოველთა გიტჳრთა, და შემდგომად შობისა კუალად ქალწულადუჱ წმიდად დაადგრა, რომელი იშევ მის მიერ სარწმუნოებაჲ დაამტკიცე, და წარმართნი დააყუდენ და სოფელსა მშჳდობაჲ მოჰმადლე, ღო҃ ვითარცა კაცთ-მოყუარე ხარ:

ვისწრაფოთ შესლუად, სასძლოსა ქე҃სსა, რათა ღირს-ვიქმნნეთ სმენად…

შემდგომად ბ. სქიხოლოგიისა, წარდგომანი სინანულისანი, ჴმა დ. მსგავსი. მსწრაფლ მეწიე.

ვისწრაფოთ შესლუად, სასძლოსა ქე҃სსა, რათა ღირს-ვიქმნნეთ სმენად სანატრელსა მას ჴმასა ქე҃ს ღი҃სასა, მოვედით რომელთა შეიყუარეთ ზეცისა დიდებაჲ, და მსგავსად ბრძენთა მათ ქალწულთა განაბრწყინუჱნით ლამპარნი თქუჱნნი, სარწმუნოებითა და წყალობითა:

გულის-ჴმა-ჰყავ სულო ჩემო, ვითარმე წარვდგეთ წინაშე მსაჯულისა…

მიწყალე მე უ҃ო, რამეთუ უძლურ ვარ, განმკურნე მე: სხუა. მსგავსი. დაუჳრდა იოსე.

გულის-ჴმა-ჰყავ სულო ჩემო, ვითარმე წარვდგეთ წინაშე მსაჯულისა, ჟამსა მას საშინელსა, რაჟამს დაიდგნენ საყდარნი შესაძრწუნებელნი, და თჳთოეულსა საქმენი თჳსნი ემხილნენ, რამეთუ მაშინ მსაჯული უვედრებელ-არს და ცეცხლი უწყალოდ შემჭამელ, რაჟამს ვითარცა განძჳნებული ზღუაჲ თხრიდეს, და აღატყდებოდეს დაფარუად ყოვლისავე, ესე ყოველნი განიცადენ სულო, და პირუჱლ სიკუდილისა სულთ-ითქუჱმდ და ცრემლეოდე:

ღი҃ს-მშობელო ყოვლად წმიდაო რომელი მეოხ-ხარ კადნიერად ვითარცა…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

ღი҃ს-მშობელო ყოვლად წმიდაო რომელი მეოხ-ხარ კადნიერად ვითარცა დედა წინაშე ძისა შენისა და ღი҃სა ჩუჱნისა, დაიცევ სამწყსოჲ რომელი საფარუჱლსა შენსა მოივლტის, და შენდა მომართ აქუს სასოებაჲ, და შენ შეგივრდების ნავთ-საყუდელსა, და ზღუდესა მტკიცესა, მხოლოსა, მცუჱლსა კაცთა ნათესავისასა:

უნივთოჲთა პირებითა, ყოვლად საღმრთოო სამებაო დაუცხრომელად გიგალობენ…

შედმგომად გ სტიხოლოგიისა, წარდგომანი, ჴმა დ. მსწრაფლ მეწიე.

უნივთოჲთა პირებითა, ყოვლად საღმრთოო სამებაო დაუცხრომელად გიგალობენ შენ გუნდნი უჴორცოთანი, და შიშით წინაშე შენსა მდგომარე-არიან, და ჰჴმობენ წმიდა-ხარ, სამგუამოვანო ბუნებაო, რომელთა ოხითა შეიწყალენ ქმნულნი ჴელთა შენთანი მხოლოო კაცთ-მოყუარე:

დღეს ანგელოსთა მჴედრობანი, საჴსენებელსა ღუაწლით-შემოსილთასა მოიწივნეს, მორწმუნეთა…

დიდება შენდა, ღო҃ ჩუჱნო, დიდება შენდა:

დღეს ანგელოსთა მჴედრობანი, საჴსენებელსა ღუაწლით-შემოსილთასა მოიწივნეს, მორწმუნეთა გონებისა განათლებად, და სოფლისა მადლით განბრწყინუჱბად, მათითა მეოხებითა ქე҃ ღო҃, მოანიჭე სულთა ჩუჱნთა დიდი წყალობაჲ:

რომელი აღიზარდე ტაძარსა შინა წმიდა წმიდათასა, რომელსა…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

რომელი აღიზარდე ტაძარსა შინა წმიდა წმიდათასა, რომელსა გმოსიეს სარწქმუნოებაჲ და სიბრძნჱ, და შეუხებელი ქალწულებჲ, მთავარ-ანგელოზმან გაბრიილ მოგართუა მოკითხუა და გიხაროდენი, გიხაროდენ კურთხეულო, გიხაროდენ დიდებულო, გიხაროდენ მიმადლებულო, და ყოვლად წმიდაო ქალწულო უ҃ი შენ თანა:

ორშაბათსა, კანონი სინანულისა. რომლისა კიდურ-წერილობაჲ, თჳნიერ, ღი҃ს-მშობლის მუჴლითა.

მაცხოვნე მე მაცხოვარ, ვითარცა ოდესმე უძღები.

დაანთქენ ვნებანი, სულისა ჩემისანი, სიღრმეთა ვნებათა ძლევისათა…

გალობა ა. ჴმა დ. სძლისპირი.

დაანთქენ ვნებანი, სულისა ჩემისანი, სიღრმეთა ვნებათა ძლევისათა უ҃ო, ქალწულისაგან შობილო ვითარ დაანთქ ძლიერება, აღჭურჳლთა სპარაზენთა, და გიგალობდეს შენ ძლევისა ებნითა:

მჴსნელო ჩემო ქე҃, რომელმანცა აცხოვნე, უძღები იგი…

ტროპარნი.

მჴსნელო ჩემო ქე҃, რომელმანცა აცხოვნე, უძღები იგი და მეზუჱრჱ და მეძავი, ტირილითა და სულთქმითა, მეცა ფრიად შეცოდებული ესე, მოქცეული შემიწყნარე, და მაცხოვნე, წამის ყოფითა შენითა:

ცეცხლი გულის-თქმათა, მსგავსად ნივთისა განლევს, სულსა ჩემსა და ჰყოფს მას ნივთ გეენიისა, საუკუნესა უ҃ო, დაშრიტე იგი ცუარითა, მოწყალებათა შენთათა, და სინანულისა ცრემლნი მომმადლენ მე:

გუნდმან მარტჳლთამან, ბრძენმან და გონიერმან, უგულის-ჴმო ზრახუა და ველური გონებაჲ, უსჯულოთა მათ მეფეთა, გონიერად შეურაცხ-ჰყო, და სიბორგილედ შერაცხა, და ნიჭთა საღმრთოთა და გჳრგჳნთა ღირს-იქმნა:

რომელთა სოფლისა, საშუჱბელი განაგდეთ, და ზესთა სოფლისა კეთილთა მიემთხჳენით, ყოვლად ქებულნო მარტჳლნო, ყოვლისავე მსოფლიოსა, სიყუარულისაგან მიჴსენით, რომელი სარწმუნოებით გნატრი და გიგალობ:

მზისა სიმართლისა, ეტლო ღი҃ვბრწყინუალეო, სულისა ჩემისა ლამპარი…

ღი҃ს-მშობლისა.

მზისა სიმართლისა, ეტლო ღი҃ვბრწყინუალეო, სულისა ჩემისა ლამპარი დაშრეტილი მცონარებითა, აღანთე, და სათნოებათა ზეთი, მდიდრად აღუგე ქალწულო, რათა სარწმუნოებით და მჴურუალედ გადიდო:

მეოთხესა გალობასა, მივართუამ უჴორცოთა

სხუა, კანონი უჴორცოთა. რომლისა კიდურ-წერილობაჲ.

მეოთხესა გალობასა, მივართუამ უჴორცოთა.

ვითარცა გონებითა დიდისა და პირუჱლისა, გონებისა წინაშე…

გალობა ა. ჴმა დ. სძლისპირი. იგივე.

ვითარცა გონებითა დიდისა და პირუჱლისა, გონებისა წინაშე მდგომარეთა, და საღმრთოჲთა მცხინუარებითა განძღომილთა, წმიდანო ანგელოცნო შარავანდედითა თქუჱნითა ცისკროვანმყავთ მე, მგალობელთა ყოველთ-მიზეზისა სიტყჳსათა ყოვლად დიდებულნო:

ყოვლითურთ მიდრეკილნი ღი҃სა მიმართ სიყუარულითა, და საღმრთოჲთა სიკეთითა ცხადად ხატქმნილნი, ჵ მთავარ-ანგელოსნო დიდებულნო, გულს-მოდგინებითითა დგომითა მდგომარე ხართ, მჴმობელლნი ძლევისა გალობისა შემოქმედისა მიმართ:

მხოლოსა შემწყნარებელსა საშოსა შინა სიტყჳსასა რომელსა მჴედრობანი…

ღი҃ს҃მშობლისა.

მხოლოსა შემწყნარებელსა საშოსა შინა სიტყჳსასა რომელსა მჴედრობანი ანგელოსთანი გადიდებენ მარადის, ცისკროვან-ჰყავ სული ჩემი, და დაჰჴსენ ბნელი ცოდჳსა გულის-სიტყუაჲ ბოროტი, და განანათლე ცნობითა შობისა შენისათა:

უმაღლესი ყოველთა მთავრობათა, ნებსით გარდამოჰხედ ქუჱყანად, და…

გალობა გ. სძლისპირი.

უმაღლესი ყოველთა მთავრობათა, ნებსით გარდამოჰხედ ქუჱყანად, და ბუნებაჲ კაცობრივი დაცემული აღადგინე, უმაღლეს ცათა მაღალთა, ქალწულისაგან ჴორცთ-შესხმითა:

ბნელსა შინა ამის სოფლისასა, წყუდიადი ვნებათა მეწია…

ტროპარნი.

ბნელსა შინა ამის სოფლისასა, წყუდიადი ვნებათა მეწია, ხოლო შენ ქე҃ ვითარცა ხარ, ნათელი დაუღამებელი, სინანულისა ნათლითა, განმაბრწყინუჱ და მაცხოვნე მე:

ნაწილსა მას რჩეულთასა ღირს-მყავ და მარცხენეთა მწყობრისაგან, ქე҃ სახიერ განმყავ, და განმწმიდე მე ცრემლითა, და მოწყალებითა რათა, გადიდებდე და გმადლობდე შენ:

სისხლითა ღებულნი ფერჴნი თქუჱნნი უმოსწრაფეს ჰრბიოდეს ზეცას…

მოწამეთა.

სისხლითა ღებულნი ფერჴნი თქუჱნნი უმოსწრაფეს ჰრბიოდეს ზეცას, და ქუჱყანაჲ დაუტეველ, ცოდჳთურთ და უსჯულოებით, და სუფევაჲ დაიმკჳდრეთ მარტჳლნო ყოვლად დიდებულნო:

ტანჯუათა მიერ მრავალ-სახეთა დაჰჴსნდებოდეს ასონი თქუჱნნი, ხოლო ძალნი სულისანი, განმტკიცნებოდეს მარტჳლნო, სიყუარულითა ღი҃სათა, რომელმან დაბადა ყოველი:

დედოფალო დაბადებულთაო, რომელმან ჰშევ ქე҃ უ҃ი, უფლებული…

ღი҃ს-მშობლისა.

დედოფალო დაბადებულთაო, რომელმან ჰშევ ქე҃ უ҃ი, უფლებული მტერისაგან, და ცოდჳთა დაბნელებული, სული ჩემი განაბრწყინუჱ, და გონებაჲ თავისუფალ-ჰყავ:

სოფლისა უზესთაესთა წესთა გალობითა, რომელი იგალობები, მორწმუნეთაცა…

სხუა, სძლისპირი. იგივე.

სოფლისა უზესთაესთა წესთა გალობითა, რომელი იგალობები, მორწმუნეთაცა გალობაჲ სადიდებელად შენდა ღი҃უ-განბრძნობილად ჰქმენ სიტყუაო, რამეთუ არავინ-არს წმიდა უფროს შენსა კაცთ-მოყუარე:

სიყუარულითა მჴურუალითა, თანა შეკრჳთა სატრფიალოთა, ზიარებულნი პირუჱლისა წყაროჲსა, წინაშე მდგომარე-ხართ მსახურად, და დაუდუმებელად უგალობთ ერთსა არსებასა დაუსაბამოჲსა ღუთაებისასა, საღმრთონო მთავარ-ანგელოსნო:

ძუჱლი იგი წყევაჲ ევასი დაჰჴსენ ყოვლად ბრწყინუალედ…

ღი҃ს-მშობლისა.

ძუჱლი იგი წყევაჲ ევასი დაჰჴსენ ყოვლად ბრწყინუალედ, ჰშევ რა ქე҃ ღი҃ ყოველთა, გჳრგჳნოსან-მყოფელი იგი კურთხევითა დედაო ყოვლად უბიწოო, რამეთუ არავინ-არს თჳნიერ შენსა შემწე ყოვლად წმიდაო:

იესო მჯდომარე დიდებით, საყდართა ღუთაებისათა, მოვიდა ღრუბლითა…

გალობა დ. სძლისპირი.

იესო მჯდომარე დიდებით, საყდართა ღუთაებისათა, მოვიდა ღრუბლითა, სულ-მცირითა რომელ-არს ქალწული, გამოუცდელი ჴსნად ჩუჱნდა მღაღადებელთა, დიდება ძალსა შენსა მჴსნელო ჩუჱნ ყოველთაო:

ქე҃სა მსაჯულსა მართალსა, გევედრები მე დასჯილი, სასო-წარკუჱთილი…

ტროპარნი.

ქე҃სა მსაჯულსა მართალსა, გევედრები მე დასჯილი, სასო-წარკუჱთილი, სამართლად რისჴჳსა შენისაგან, და განბჭობისა მიჴსენ, და რჩეულთა შენთა თანა, დამადგინე ჵ სახიერო და შემიწყალე:

ავაზაკთა ფრიად ბოროტთა, შთავრდომილი და მოწყლული, განმკურნე სახიერ, და სინანულისა ზეთი და ღჳნო, დამასხ და სამკაულითა, კეთილთა საქმეთათა შემამკუჱ და შეხჳე წყლულებაჲ ჩემი:

განძარცჳთა მით ჴორცთა თქუჱნთათა, სამოსელი ცხოვრებისა, მაღლით…

მოწამეთა.

განძარცჳთა მით ჴორცთა თქუჱნთათა, სამოსელი ცხოვრებისა, მაღლით შეიმოსეთ, ნეტარნო მარტჳლნო და მაცთური, განაშიშულეთ და განბძარეთ, რომელმან იგი განაშიშულა ადამი და ევაჲ და მოაკუდინეთ:

სიბრძნით მეტყუჱლებდით მოწამენო, უღთოთა წინაშე მძლავრთა, ქე҃ს ღუთაებასა, ჴორც-შესხმასა და ვნებასა მისსა, და არცხჳნეთ ბრძენთა, რიტორთა, და სიბრძნის-მოძღუარსა, საცთურისასა უკეთურსა, სოფლისმპყრობელსა:

შენ ზედა უფსკრული სიბრძნისა, ვითარცა წჳმაჲ გარდამოჴდა…

ღი҃ს-მშობლისა.

შენ ზედა უფსკრული სიბრძნისა, ვითარცა წჳმაჲ გარდამოჴდა, დედაო ღი҃საო, რამეთუ გპოვა შენ განწმედილად, და წარღუნა უღმრთოებისა, ღუარნი წარმღუნელნი, მორწმუნეთა ცხოვრებისანი, კერპთა ბომონნი:

მიუწთომელითა ძალითა, არა რასაგან მოიყუანენ გონებანი ზეციერნი…

სჴუა. სძლისპირი. იგივე.

მიუწთომელითა ძალითა, არა რასაგან მოიყუანენ გონებანი ზეციერნი, ყოვლად არსო სიტყუაო ღი҃საო, და გამოუთქმელითა განაშუჱნენ დიდებითა შენითა მჰჴმობელნი, დიდება ქე҃ ძალსა შენსა:

ზენათა მათ ძალთა, სულითა და აღჳრითა ღი҃სათა წინა-ძღომილთა, ნათლითა საღმრთოჲთა დაიმკჳდრეს წესი არა გარდამოვრდომისა, პატივის-მცემელთა ერთისა მთავრობისა და ღუთაებისათა:

სიკეთესა შუჱნიერსა პირისა შენისასა ხედუად ღირს-იქმნნეს, მსახურნი ბრწყინუალებისა შენისანი, სადათ გულის-ჴმის-ყოფისა მიმღებელნი გიგალობენ შენ დიდება ქე҃ ძალსა შენსა:

დედოფალი ქალწული შემოსილი სამოსლითა ოქროანითა, წინაშე ძისა…

ღი҃ს-მშობლისა.

დედოფალი ქალწული შემოსილი სამოსლითა ოქროანითა, წინაშე ძისა და მეუფისა თჳსისა მდგომარე არს აწ, შეუსწორებელად უზესთაესი ანგელოსთა მჴმობელთა, დიდება ძალსა შენსა უ҃ო:

აწ აღვსდგე თქუა უ҃მან პირითა, ჴმა მაღლისათა…

გალობა ე. სძლისპირი.

აწ აღვსდგე თქუა უ҃მან პირითა, ჴმა მაღლისათა, აწ ვიდიდო და დაცემული იგი მოვიყუანო ჩემდავე, ქალწულისაგან, და აღუამაღლო იგი, ნათლად ღუთაებისა ჩემისა:

ჵ ვითარმე მეგულუჱბის წარდგომაჲ, წინაშე შენსა, მსაჯულისა…

ტროპარნი.

ჵ ვითარმე მეგულუჱბის წარდგომაჲ, წინაშე შენსა, მსაჯულისა და ღი҃სა ყოველთასა მხილებად საქმეთა ჩემთათჳს, რომელნი ვჰსცოდენ, და შეგინებულ-ვიქმენ, და დასჯილ შინაგან გონებითა:

ძჳრთა მიერ მრავალთა აღჳვსე, მიჴსენ უ҃ო, და განკურნენ სალმობანი ჩემნი და წყლულებანი, მწარენი, და ნუ მიმიშუჱბ, წარწყმედად უბადრუკსა, ფრიად შეცოდებულსა ამას:

ჭეშმარიტად კეთილი აღსასრული, ჰპოვეს მარტჳლთა, და ღუაწლისა…

მოწამეთა.

ჭეშმარიტად კეთილი აღსასრული, ჰპოვეს მარტჳლთა, და ღუაწლისა დამდებელი ქე҃ ადიდეს თჳსთა ასოთა მიერ, რამეთუ მჴნეთა, ტანჯუანი და დაბძარუაჲ, განსუჱნებასა აღირჩიეს:

შუჱბაჲ სახარულევანი საღმრთოჲ, ზეცათა შინა, გჳრგჳნნი დაუჭნობელნი და ნათელი დაუღამებელნი, და სავანენი, ვრცელნი ჴელით-უქმნელნი, ქე҃მან მოგანიჭნა მოწამენო:

წინასწარ-მეტყუჱლთა ჴმამან გქადაგა ღი҃სა დედაო, რამეთუ გიწოდეს…

ღი҃ს-მშობლისა

წინასწარ-მეტყუჱლთა ჴმამან გქადაგა ღი҃სა დედაო, რამეთუ გიწოდეს შენ მთად და ბჭედ ზეცისა და სასანთლედ ბრწინუალედ, რომლისა მიერ, გამობრწყინდა ნათელი, მნათობი ყოვლისა სოფლისა:

ადიდებენ ძრწოლით ხერუვიმნი, და სერაფიმნი საყდართა თანა…

სხუა. სძლისპირი. იგივე.

ადიდებენ ძრწოლით ხერუვიმნი, და სერაფიმნი საყდართა თანა, და საღმრთონი, მთავარ-ანგელოსნი, და უფლებანი, და ძალნი, და მთავრობანი, და ჴელმწიფებანი ანგელოსთა თანა, პატიოსანსა მხოლოსა სამებასა ერთ-ღუთაებასა:

გამოუჩნდეს ქე҃, ანგელოსნი ნათელ-სახილუჱლნი აღდგომისა შენისა ქადაგნი სოფელსა შინა ღირსთა დედათა, და შეარყინნეს გონებანი მტერთა შენთანი, ელუარებითა ღუთაებისა შენისათა:

დაიცევ დაბანაკებითა მთავარ-ანგელოსთათა ეკკლესიაჲ შენი, რომელი გადიდებს…

ღი҃ს-მშობლისა.

დაიცევ დაბანაკებითა მთავარ-ანგელოსთათა ეკკლესიაჲ შენი, რომელი გადიდებს ჴმითა მართლ-მადიდებლობითითა, შობილსა გამოუთქმელად ქალწულისაგან, და მჴსნელსა ხრწნილებისაგან კაცთასა:

შთავვარდი მე სიღრმესა ზღჳსასა, და ცოდჳსა უფსკრულთა…

გალობა ვ. სძლისპირი.

შთავვარდი მე სიღრმესა ზღჳსასა, და ცოდჳსა უფსკრულთა, დამნთქეს მე არამედ ვითარცა ღთ҃-ხარ, განხრწნისაგან, კუალად აღმოიყუანე, ცხოვრებაცა ჩემი მოწყალე:

მომკუდარ-ვარ სულითა და არა გონებაჲ მიმო-მაქუს შეგინებული…

ტროპარნი.

მომკუდარ-ვარ სულითა და არა გონებაჲ მიმო-მაქუს შეგინებული, უბადრუკსა, დამბადებელო ჩემო, ნუ სრულიად უგულებელს-მყოფ:

უძჳრეს მტარუალთა ბოროტთასა, საქმეთა ჩემთა ქე҃, ჰნებავს წინაშე შენსა შესმენაჲ ჩემნი, რომელთაგან, მიჴსენ კაცთ-მოყუარეო, და მომეც საღმრთო ლმობიერებაჲ:

შემუსრნა უსჯულოთა კრებულმან, ძუალნი მოწამეთანი, ხოლო სარწმუნოებაჲ…

მოწამეთა.

შემუსრნა უსჯულოთა კრებულმან, ძუალნი მოწამეთანი, ხოლო სარწმუნოებაჲ მათი ვერ შეჰსძრა, ამისთჳსცა, ღი҃სა თანა მჳდრ-იქმნნეს მაცხოვრისა სულთა ჩუჱნთასა:

ვითარცა ანთრაკნი კლდესა ზედა, მტკიცესა აღეშენნეს, სარწმუნოებასა ზედა მარტჳლნი, და ვითარცა, ტაძარნი სულისანი, ტაძარსა ღი҃სასა დაემკჳდრნეს:

დაბნელებული გონებაჲ ჩემი, ნისლითა ცოდჳსათა, ნათლითა შენითა…

ღი҃ს-მშობლისა.

დაბნელებული გონებაჲ ჩემი, ნისლითა ცოდჳსათა, ნათლითა შენითა ქე҃ს დედაო, განანათლე, რომელმან გჳშევ ჩუჱნ მზე, სიმართლისა ცათა მფლობელი:

გარემოს-მდგომარენო მეუფისანო, მხედრობანო ანგელოსნო, დამტკბარნო ნათელთ-დასაბამისა მცხინუარებითა…

სხუა. სძლისპირი. იგივე.

გარემოს-მდგომარენო მეუფისანო, მხედრობანო ანგელოსნო, დამტკბარნო ნათელთ-დასაბამისა მცხინუარებითა, განანათლენით სარწმუნოებით მგალობელნი თქუჱნნი:

ჰქმენ სიბრძნითა შენითა კრებულნი ანგელოსთანი, და უფლებანი და ძალნი და სერაფიმნი ვითარცა მეუფემან გამოაჩინენ, ქებით პატივის-მცემელნი შენნი:

ვითარცა საყდართა ზედა ყოვლად აღმატებულთა განსუჱნებულმან ქე҃…

ღი҃ს-მშობლისა.

ვითარცა საყდართა ზედა ყოვლად აღმატებულთა განსუჱნებულმან ქე҃, და საღმრთოჲთა განზრახჳთა და მცუჱლმან ყოველთამან, მკლავთა ზედა ქალწულისათა განისუჱნე მეუფეო:

აბრამიანთა ყრმათა, ბაბილოვნისა ცეცხლი, სარწმუნოებით მოაუძლურეს, და…

გალობა ზ. სძლისპირი.

აბრამიანთა ყრმათა, ბაბილოვნისა ცეცხლი, სარწმუნოებით მოაუძლურეს, და ესრეთ ღაღადებდეს, მამათა ჩუჱნთა ღო҃ კურთხეულ-ხარ შენ:

ჵ ვისმე მიგამსგავსო, ცოდჳლო სულო ჩემო, რამეთუ…

ტროპარნი.

ჵ ვისმე მიგამსგავსო, ცოდჳლო სულო ჩემო, რამეთუ გიყუარს უწესოებაჲ, და საქმედ კეთილისა, ყოვლადუჱ არა გნებავს, განიფრთხუჱ უბადრუკო:

მომცენ ცრემლნი სახიერ, რათა ვჰსტიროდე ჩემთა, ცოდუათა სიმრავლესა ურიცხუსა, და ნუ მიმიშუჱბ მჴსნელო, წარწყმედად უნანელსა, შეცოდებულსა ამას:

სიკუდილი ქე҃ს ღი҃სა, ჴორცთა შინა გეტჳრთათ, და…

მოწამეთა.

სიკუდილი ქე҃ს ღი҃სა, ჴორცთა შინა გეტჳრთათ, და მტერი მოაკუდინეთ მარტჳლნო, და ცხოველ-ხართ შემდგომად, სიკუდილისა და მკუდართა, ლოცჳთა აღადგინებთ:

რომელსამე ადგილსა, არა ჰყავთ თქუჱნ მნათობად, რომელი სოფელი არა ჰბრწყინავს, ღუაწლთა თქუჱნთა ელჳთა, და აღმოსლჳთა სასწაულთათა მჴნენო:

შენ მხოლო ჰბრწყინავ სძალო, შემდგომად შობისაცა, სიკეთითა…

ღი҃ს-მშობლისა.

შენ მხოლო ჰბრწყინავ სძალო, შემდგომად შობისაცა, სიკეთითა ქალწულებისათა, შენ მხოლო თანა წარჰჴედ, დედობრივთა მათ წესთა, ქე҃სა ღი҃სა შობითა:

რომელთა გუქონან მოწამედ ნაქმართა ჩუჱნთა, გონიერნი იგი…

სხუა, სძლისპირი. იგივე.

რომელთა გუქონან მოწამედ ნაქმართა ჩუჱნთა, გონიერნი იგი ანგელოსნი, გამოვირჩიოთ ცხოვრებაჲ უბიწოჲ, სულო ჩემო მგალობელთა, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო, და ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:

განწმედილი ნაკუჱრცხალისა მიერ წინაშე საყდრისა შენისა, მხედუჱლი სერაფიმთა ჰჴმობდა საღმრთოჲ ისაია, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო, და ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:

ყოველთა უჴორცოთა წესთა, უზესთაეს აღჰჴდები ქალწულო, ვითარცა…

ღი҃ს-მშობლისა.

ყოველთა უჴორცოთა წესთა, უზესთაეს აღჰჴდები ქალწულო, ვითარცა მშობელი შემოქმედისა და უ҃ისა, კურთხეულ-არს ყოვლად უბიწოო, ნაყოფი მუცლისა შენისა:

მჴსნელო ყოველთაო, ძლიერო ღო҃, ცეცხლსა შეთხეულნი, ყრმანი…

გალობა ჱ. სძლისპირი.

მჴსნელო ყოველთაო, ძლიერო ღო҃, ცეცხლსა შეთხეულნი, ყრმანი იჴსნენი, რაჟამს იგი შეაცურიე, საჴუმილით ღაღადებდეს აკურთხევდით, საქმენი უ҃ისანი უ҃სა:

ვჰბაძევდ მე პირუტყვთა, უგულის-ჴმოთა, და მივემსგავსე მე…

ტროპარნი.

ვჰბაძევდ მე პირუტყვთა, უგულის-ჴმოთა, და მივემსგავსე მე, საწყალობელი, რამეთუ პირუტყულ-სახეთა, ვნებათა დავამონე თავი ჩემი, მჴსნელო მომაქციე და მაცხოვნე მე:

ეშუმან მძჳნუარემან, განმრყუნა მაცხოვარ, და ბრანგუმან ბოროტმან, აღმიოჴრა მე, ვენაჴი ღუაწლი სულისა, რომელთაგან მიჴსენ და ნაყოფიერ-მყავ, სათნოებათა მიერ კეთილთა:

სისხლთა მეწამულმან, შეგიღება თქუჱნ, პორფირი ბრწყინუალე, ღი҃უ-მოქსოვილი…

მოწამეთა.

სისხლთა მეწამულმან, შეგიღება თქუჱნ, პორფირი ბრწყინუალე, ღი҃უ-მოქსოვილი, და მით-შემოსილნი მარტჳლნო, და ძლევით გჳრგჳნოსანნი მაღალთა შინა, წინაშე სამებისა იხარებთ:

გუნდმან წმიდათამან, ღი҃უ-შემკობილმან უსჯულოჲ კრებული, მტერთა დაამხუა, და სჯულიერად აღუაწეს, და წინაშე ყოველთა მეუფისა, სჯულიერად გჳრგჳნოსან-იქმნნეს:

აკურთხევს სოფელი, შობასა შენსა, რომელმან კურთხევით გჳრგჳნოსან-გუყუნა…

ღი҃ს-მშობლისა.

აკურთხევს სოფელი, შობასა შენსა, რომელმან კურთხევით გჳრგჳნოსან-გუყუნა, და წყევაჲ გი აღჴოცა, ყოვლად კურთხეულო და დიდებულო სამკაულო ადამიანთაო:

ვითარცა ხარ ცხოვრებაჲ უკუდავი, ზიარად ცხოვრებისა უკუდავისა…

სხუა, სძლისპირი. იგივე.

ვითარცა ხარ ცხოვრებაჲ უკუდავი, ზიარად ცხოვრებისა უკუდავისა შემოქმედებით ჰყუჱნ უკუჱ ანგელოსნი, და ასწავენ გალობად აკურთხევდით, საქმენი უ҃ისანი უ҃სა:

გონიერად გარემო შენსა მდგომარენი ანგელოსთა მთავარნი, ღი҃უ-შუჱნიერად პატივის-მცემელნი შენნი ვითარცა მეუფისა ყოველთასა, დაუცხრომელითა ჴმითა გიგალობენ შენ, აკურთხევდით, საქმენი უ҃ისანი უ҃სა:

სახეთა სჯულისათა მოგასწავეს, შენ ყოვლად სანატრელო მშობელი ღი҃სა, რომელმან შეაერთე ნივთსა ჴორცთასა პირუჱლ უნივთოჲ იგი საღმრთოჲთა ბუნებითა, რომლისათჳს ვაკურთხევთ შობასა შენსა:

ევა ოდესმე ურჩებითა, წყევაჲ სოფლად შემოიღო, ხოლო…

გალობა თ. სძლისპირი.

ევა ოდესმე ურჩებითა, წყევაჲ სოფლად შემოიღო, ხოლო შენ ღირსო, წმიდაო ქალწულო ღი҃ს-მშობელო, მორჩისა მუცლად-ღებითა უთესლოდ, აღმოუყუავილე სოფელსა კურთხევაჲ, ამისთჳსცა ყოველნი გადიდებთ:

აჰა ჟამი სინანულისა, რასა დაჰჴსნილ-ვართ რასა დანთქმულ-ვართ…

ტროპარნი.

აჰა ჟამი სინანულისა, რასა დაჰჴსნილ-ვართ რასა დანთქმულ-ვართ ძილითა, განუჱშორნეთ უდებებისაგან ძმანო, განუაბრწყინუნეთ ლამპარნი წერილისაებრ, ქუჱლის-საქმეთა და ნუ დავშთებით გარე, კარისა-მის სალმობიერნი:

ვიდრეღა გაქუს ჟამი მოქცევად, მოიქეც ბოროტთაგან ჵ სულო ჩემო, მეცნიერებით და უმეცრებით ქმნილთა ყოვლისავე მხედუჱლსა უღაღადე, შეგცოდე შემინდევ ჵ სახიერო, და ნუ მომიძაგებ მე უღირსსა:

კრებული მარტჳლთა ბრწყინუალე, შეჰკრიბა ღთ҃მან ყოვლისა ქუჱყანისაგან…

მოწამეთა.

კრებული მარტჳლთა ბრწყინუალე, შეჰკრიბა ღთ҃მან ყოვლისა ქუჱყანისაგან, ადგილთა დიდებულთა ცათა შინა, პატიოსნად განსასუჱნებელსა, ეკკლესიასა შინა პირმშოთასა შემამკობელად, სადა იგი ბრწყინუჱნ საუკუნოდ:

სამარხო მოწამეთა შენთა, მადლითა სულისა წმიდისათა აღუსებული, ბრწყინუალებასა სასწაულთასა, და კურნებათა წყაროსა აღმოდის, და დაჰჴსნის სალმობათა წყუდიადსა, ქე҃ ღო҃ ყოვლად ძლიერო:

ნათელთა შენთა ელუარეთა, ბრწყინუალებითა სული ჩემი განაბრწყინუჱ, დანთქმული ბნელსა წარწყმედისასა, და აღჭურუჱ იგი დაცემად მტერთა, რომელნი აჭირუჱბენ გონებასა ჩემსა, ღი҃ს-მშობელო ყოვლად წმიდაო:

შენ შორის აღესრულა, დღეს საიდუმლოჲ, სიტყჳსა საღმრთოჲსა…

სხუა. სძლისპირი.

შენ შორის აღესრულა, დღეს საიდუმლოჲ, სიტყჳსა საღმრთოჲსა ქალწულო უბიწოო, მოწყალებით ღი҃ რა იშუა შენგან ჴორცითა ღირსო, ამისთჳს ვითარცა ღი҃ს-მშობელ-ხარ გადიდებთ:

გონებასა მშობელსა და გამომავლინებელსა ძისა და სულისასა…

ტროპარნი.

გონებასა მშობელსა და გამომავლინებელსა ძისა და სულისასა, რომელნიცა უგალობთ თქუჱნ გულს-მოდგინე-ქმნილნი ანგელოსნო, აწ ჩუჱნდა მომართ საღმრთოჲსა მადლისა მოცემისა გარდამოვლინებად გულს-მოდგინე-იქმნენით წადიერად:

განკეთილებულნი შუჱნიერად, უხრწნელითა ნიჭითა და მადლითა საღმრთონი მთავარ-ანგელოსნი, შენ მარადის მყოფსა წყაროსა ქე҃ უხრწნელებისასა მგალობელნი, ვითარცა ქუჱლის-მოქმედსა მადიდებელნი:

სასძლოდ სულიერად გამოუთქმელისა ჴორცთ-შესხმისა, და კიდობნად მადლისა…

ღი҃ს-მშობლისა.

სასძლოდ სულიერად გამოუთქმელისა ჴორცთ-შესხმისა, და კიდობნად მადლისა სჯულიერისა ღი҃სა დედაო, მორწმუნენი გიცნობთ შენ, ამისთჳს დაუცხრომელად გადიდებთ:

ცუარი სიტყჳერისა სამწყსოჲსა შენისა, შენდა მოვივლტი მწყემსისა…

აღჳვსენითსა ზედა, დასდებელნი სინანულისანი, ჴმა დ.

ცუარი სიტყჳერისა სამწყსოჲსა შენისა, შენდა მოვივლტი მწყემსისა კეთილისა, მომიძიე მე შეცთომილი ღო҃, და შემიწყალე მე:

განმბანე მე ცრემლითა ჩემითა მაცხოვარ, რამეთუ შებღალულვარ მრავალთა მიერ ცოდუათა, ამისთჳს შეგივრდები, შემიწყალე მე ღო҃:

ვითარიმე არა განვკჳრდეთ, ღუაწლთა თქუჱნთათჳს წმიდანო მარტჳლნო…

მოწამეთა.

ვითარიმე არა განვკჳრდეთ, ღუაწლთა თქუჱნთათჳს წმიდანო მარტჳლნო, რამეთუ ჴორცითა მოკუდავითა უჴორცოთა მტერთა ერეოდეთ, არა შეგაშინნა თქუჱნ მძლავრთა შინებამან, არცა შეგაძრწუნნა თქუჱნ, სატანჯუჱლთა კუჱთებამან, ჭეშმარიტად და სამართლად იდიდენით:

დაგჳცუჱნ ჩუჱნ ყოველთაგან განსაცდელთა, მონანი შენნი კურთხეულო…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

დაგჳცუჱნ ჩუჱნ ყოველთაგან განსაცდელთა, მონანი შენნი კურთხეულო ღი҃ს-მშობელო, რათა გადიდებდეთ შენ სასოსა სულთა ჩუჱნთასა:

ხისა მიერ ადამ, შეცთომილი განუარდა სამოთხით, ხისა…

ორ-შაბათსა, მომიჴსენენი, ჴმა დ.

ხისა მიერ ადამ, შეცთომილი განუარდა სამოთხით, ხისა მიერ ჯუარისა, ავაზაკი შევიდა სამოთხედ, რამეთუ მან შეურაცხყო, ბრძანებაჲ დამბადებელისა თჳსისა, ხოლო ესე მის თანა ჯუარცმული ღაღადებდა აღსარებით, მომიჴსენე მჴსნელო სასუფეველსა შენსა:

უფროს ყოველთა კაცთა, ცოდჳთა აღჳვსე უბადრუკი, და მეშინის შენისა, თუალ-უხუავისა, სამსჯავროჲსაგან, რომლისაგან სახიერ, დამიცევ დაუსჯელად გევედრები, და მომეც სინანული, განმბანელად ყოველთა, შეცოდებათა, რამეთუ სახიერ-ხარ და კაცთ-მოყუარე:

ხერუვიმ სერაფიმნო, ჴელმწიფებანო, მთავარ-ანგელოსნო, საყდარნო, უფლებანო, ძალნო და წმიდანო ანგელოსნო, და მთავრობანო წინაშე, წმიდისა სამებისა მდგომარენო, ცოდუათა მოტევებაჲ, და კეთილი ცხოვრებაჲ, ითხოვეთ ჩუჱნთჳს, რათა ღირს-ვიქმნეთ ზეცათა სასუფეველსა:

ცეცხლსა რა მიეცენით, კერპთ-მსახურებისა საცთური დასწჳთ, მოწამენო ქე҃სნო, და სისხლთა თქუჱნთა მძაფრმან მდინარემან, უფსკრულისა ვეშაპი, გუნდითურთ მისით სრულიად მოაშთო. და ძლევა-შემოსილნი, ანგელოსთა თანა, იშუჱბთ მარადის, მეოხ-გუჱყუჱნით ცხოვრებად სულთა ჩუჱნთათჳს:

ცისკროვნებაო სამ-მზეო, რომელი ჰბრწყინავ სავსებასა შინა სოფლისასა…

დიდება.

ცისკროვნებაო სამ-მზეო, რომელი ჰბრწყინავ სავსებასა შინა სოფლისასა, სულისა ჩემისა ბოროტნი განსდევნენ ვნებანი, და გარდამომივლინე მე მცხინუარება ნათლისა, და განწმედაჲ შეცოდებათა, რომელი გიჴმობ შენ სარწმუნოებით, დაუსაბამოსა მამასა, ძესა, და სულსა, სამებაო ყოვლისა მოქმედო ძლიერებაო, გუაცხოვნენ ჩუჱნ:

სამარადისოდ ვჰსცოდავ, და მედგრობითა ყოვლად შეპყრობილ-ვარ, შემიწყალე…

აწდა, ღი҃ს-მშობლისა.

სამარადისოდ ვჰსცოდავ, და მედგრობითა ყოვლად შეპყრობილ-ვარ, შემიწყალე ქალწულო, და სინანულად მიმიძეღუ წმიდაო, და მოეც ლმობიერებაჲ, სულსა ჩემსა ულმობელსა სძალო ღი҃საო, სასოო ურცხუჱნელო, მგალობელთა შენთაო რომელნი ჰჴმობენ, მომიჴსენენ, მჴსნელო სასუფეველსა შენსა:

ვითარცა ხარ უწმიდესი, ყოველთა დაბადებულთა სძალო, შეგინებული…

სერობისად, გალობანი წმიდისა ღი҃ს-მშობელისანი. გალობა ა. ჴმა დ. სძლისპირი. ზღჳსა მის მეწამუ.

ვითარცა ხარ უწმიდესი, ყოველთა დაბადებულთა სძალო, შეგინებული გონება ჩემი, მწიკულოვანთა ვნებათაგან, ოხითა შენითა წმიდითა განჰსწმინდე ღირსო ღი҃სა დედაო:

მერმესა მას სამსჯავროსა, ჩემთჳს განმზადებულთა მათგან, სულთქმათა და გოდებათა მიჴსენ, ყოვლად ძლიერითა მით, ოხითა შენითა დედოფალო, უ҃ისა მიერ ღი҃სა ჩუჱნისა:

ყოვლად წმიდაო ქალწულო, რომელმან ჰშევ ღი҃ ჴორცითა, ვედრება ჩემი შეიწირე დღეს, რომელი შევევედრები, საფარუჱლსა შენსა მტკიცესა, სასოებასა ჩემსა ნუ არცხუჱნ:

რომელმან ადამიანნი, იჴსნენ წყევისაგან მხოლოო, შობითა შენითა უბიწოთა, დამონებული ესე, ჴორცთა ვნებათაგან უსძლოო, მეოხებითა შენითა მიჴსენ:

გევედრები შენ სძალო უმაღლესო ხერუვიმთაო, ზაკჳთა გუჱლისათა…

გალობა გ. სძლისპირი. არა სიბრძნითა არცა.

გევედრები შენ სძალო უმაღლესო ხერუვიმთაო, ზაკჳთა გუჱლისათა, ფრიად ვნებული გონება ჩემი, ჴორცთა ვნებისა უმაღლეს გამოაჩინე:

განკითხუასა მას, საშინელსა რაჟამს განსჯიდეს უ҃ი, ფრიად შეცოდებული ესე მას ჟამსა მიჴსენ დასჯისაგან სძალო, და მოწყალე-ჰყავ იგი ჩემ ზედა ქალწულო:

სიტკბოებითა შენითა უსახური სახიერ მყავ, წყალობითა შენითა, უწყალო ესე მაცხოვნე ქე҃, ლოცჳთა წმიდისა დედისა შენისათა:

ბრძოლათა შინა, ჴელის-აღმპყრობელი და მომსრუჱლი მტერთა, მორწმუნეთათჳს შენ ხარ, დედოფალო დედაო ღი҃საო, და შესავედრებელი ყოველთა ჭირუჱკ҃ულთა:

მოწყალებისა ჩუჱნისათჳს, განკაცებულისა ღი҃სა სავანეო წმიდაო, ქე҃ს…

გალობა დ. სძლისპირი. იხილა რა ეკკლესიამან.

მოწყალებისა ჩუჱნისათჳს, განკაცებულისა ღი҃სა სავანეო წმიდაო, ქე҃ს დედაო, სული და გონება ჩემი განანათლენ, წმიდა-ჰყუჱნ, და აღავსენ საღმრთოთა მადლითა:

ნიავქართაგან ცოდჳსათა, მიმოტაცებული გონება ჩემი სძალო, და მედგრობითა, ჩემითა მწარედ დანთქმული, დაამტკიცე უხრწნელო, და განხრწნისაგან აღმოიყუანე:

მეფისა მის ზეცათასა, პალატო სულიერო სამებისა წმიდისა, ტაძრად განმწმიდე, ქუაბი ესე ავაზაკთა, ბრალთა მიერ აღსავსე, ლოცჳთა შენითა გევედრები:

ვითარცა გაქუს კადნიერება, წმიდაო ღი҃ს-მშობელო ძისა მიმართ შენისა, მიჴსენ ჭირთაგან, გევედრები და შემუსრენ, ზახებანი მტერთანი, რომელნი იგი მბრძუანან მე მაღლით:

ყოვლად წმიდაო სძალო ღი҃საო, რომელმან ჰშევ კრავი…

გალობა ე. სძლისპირი. მახარებელო სიონისაო.

ყოვლად წმიდაო სძალო ღი҃საო, რომელმან ჰშევ კრავი ღი҃სა მაცხოვარი სოფლისა, კბენითი გუჱლისა სული ჩემი აცხოვნე, და მთათა ზედა გარდასლჳსათა, მწარედ ცთომილი, მომიძიე, მეოხებითა შენითა ქე҃ს, მიმართ ყოვლად უბიწოო:

მჴურუალითა მით მეოხებითა, შენითა ღი҃ს-მშობელო ყოვლად უბიწოო, ყინელითა ცოდუათათა განყინული, და ნეფხჳთა ბოროტთა საქმეთათა, განბიცებული გული ჩემი, მჴურუალითა სიყუარულითა, ქე҃ს ღი҃სათა აღატყინეთ:

საწადელო და ყოვლად წმიდაო, და კეთილო და შუჱნიერო შორის დედათა, ყოვლად საწყალობელი ესე სული ჩემი, ბილწთა ვნებათაგან აზნაურ-ჰყავ, და უბიწოდ მოქალაქობად წარმართე იგი ქე҃ს მიერ, მეოხებითა შენითა:

მიწისაგანთა სასოებაო, და ჴელის აღმპყრობელო ყოვლა უბიწოო, მოწყალე ექმენ სიგლახაკესა ჩუჱნსა, და მოწევნულისა ამისგან, ჩუჱნ ზედა სმართლად რისხჳსა, განგუათავის-უფლენ სასოო ყოველთა მორწმუნეთაო:

სიკუდილისა, მკლუჱლ-იქმნა შობილი შენგან დედოფალო, და მომკუდართა…

გალობა თ. სძლისპირი. ღაღადებდა წინასწარ-მეტყუჱლი.

სიკუდილისა, მკლუჱლ-იქმნა შობილი შენგან დედოფალო, და მომკუდართა, აღდგომა და ცხოვრება საუკუნო, მეცა გევედრები, სული ჩემი მომკუდარი აღადგინე:

ზღუასა შინა, სოფლისასა ღელუა-გუჱმულისა ამის, მოყავ ქე҃, მარჯუჱნე შენი და აღმომიყუანე დედისა შენისა, ოხითა და ძალთა ზეცისათა:

ლხინება-ჰყავ, შეცოდებათა ჩუჱნთათჳს კაცთ-მოყუარე გევედრებით, ლოცჳთა მშობელისა შენისათა, რამეთუ ჴსნისათჳს ჩუჱნისა დასთხიენ, სისხლნი საღმრთონი:

ვედრებითა, შენითა ჰკდემე მაჭირუჱბელთა ჩემთა, და სულისა ჩემისა მბრძოლთა ყოვლად წმიდაო, და მართლ-უკუნ იქცედ, ვითარცა ღაღადებს, ნეტარი დავით:

მთაო საღმრთოო, რომლისაგან ლოდი გამოეკუჱთა, რომელმან შემუსრნა…

გალობა ზ. სძლისპირი. საჴმილსა რა.

მთაო საღმრთოო, რომლისაგან ლოდი გამოეკუჱთა, რომელმან შემუსრნა ძეგლნი, ეშმაკთანი, კერპნი სულისა ჩემისანი, და გულისა ჩემისა, უგულის-ჴმოება ქუათა მსგავსი განჰსდევნე:

რომელი იგი, მიხედჳთ შეაძრწუნებს ქუჱყანასა, რაჟამს წამუყუნეს ქალწულო, შენ შორის რა, შეიწყნარე არა შეიძარ, მეცა დამამტკიცე შერყეული, კუჱთებითა ეშმაკთათა:

ღი҃სა დედაო ზრახუა ჴორცთა წინა აღმდგომი სულისა, ძლეულ-ჰყავ სულისა მიერ, და შეამკევ სათნოებათა მიერ, სძალო, რომელი გემოთა მიერ, და გულის თქმათა, ბნელითა შევიგინე:

რომელი ესე, ჭირთა და განსაცდელთაგან მოცულ-ვარ, შენდა მოვივლტი ქალწულო, ნუ მიმაქცევ, კდემულსა და სირცხჳლეულსა, არამედ მიჴსენ მე მახისაგან, მომნადირეთა ჩემთასა:

ჰშევ ნაყოფი უკუდავებისა, რომლისაგან ჭამად აზმნო სიკუდილმან…

გალობა ჱ. სძლისპირი. ჴელთა განპყრობითა.

ჰშევ ნაყოფი უკუდავებისა, რომლისაგან ჭამად აზმნო სიკუდილმან და წარწყმდა, ამისთჳს გევედრები სძალო, ნაყოფითა ცოდჳსათა მე მომკუდარი განმაცხოველე, რათა ვღაღადებდე აკურთხევდით:

დაუცხრომელითა ოხითა, შენითა დააცხურე გულისა ჩემისა, აღძრუანი დედაო ღი҃საო, და აღმადგინე ძილისაგან, მცონარებისა კურთხეულო რათა ვღაღადებდე აკურთხევდით:

ვინმე იპოოს შემწედ ჩემდა, უბადრუკო სულო სასჯელსა მას დიდსა, ვინათგან გქონან შენ ურიცხუნი, ცოდუანი შემწამბელად, უწესოსა ცხოვრებისა შენისა, არამედ სინანულით, შემწედ მოიგე დედა ღი҃სა უბიწო:

ჴელთა განპყრობად ვერ ვიკადრებ, ქე҃ს ღი҃სა მიმართ ყოვლად უღირსი ესე, ვინაცა დედაო ღი҃საო, შენ მოგიგებ შუა-მდგომელად, მოწყალე ჰყავ ჩემთჳს ღი҃ ოხითა შენითა, რათა მიჴსნას, მტერთა ბოროტთაგან, მაჭირუჱბელთა ჩემთა:

განხეთქე ქარტა ბრალთა ჩემთა, ლახურითა ძისა შენისათა…

გალობა თ. სძლისპირი. ლოდი საკიდური უჴელ.

განხეთქე ქარტა ბრალთა ჩემთა, ლახურითა ძისა შენისათა, განჰხსენ გლახაკი სული ჩემი, შეკრული ბრალთა და ცოდუათა მიერ, და სიყუარულსა საღმრთოსა შეჰკარ ქალწულო და შეამტკიცე:

ცათა უვრცელესო ქალწულო, შეიწრებული გული ჩემი, მტერთა ბოროტთა კუჱთებითა, უვნებელობისა სივრცედ განიყუანე, და სლუად იწროსა მას გზასა, ცხოვრებისასა ღირს-ჰყავ მარადის:

რათა ვადიდებდე ქალწულო, ჭეშმარიტებით დიდებულო, ყოვლისა ბოროტისაგან მიჴსენ, და დიდებასა ზეცათასა ზიარ-მყავ, წყალობათა შენთა მოსავი, და მოტევება ბრალთა მომმადლე:

აჩუჱნე დედაო ღი҃საო, მსწრაფლი იგი შეწევნა შენი, მოყავ უბიწოო ყური შენი, და შეისმინე ხმა მუჱდრებელთა შენთა, და ჭირთა ურუათაგან, გჳჴსნენ ოხითა შენითა სძალო: