გულანი
საცდელი · 1.11.3
ხმა 4 · სამშაბათი 1 / 81ქანანელისა მიმსგავსებითა სულო ჩემო, შეეხე უკანით ქე҃სა…

ხმა 4 · სამშაბათი

რვა ხმა

პარაკლიტონი · დაახლ. 29 წთ

ქანანელისა მიმსგავსებითა სულო ჩემო, შეეხე უკანით ქე҃სა…

მწუხრად, დასდებელნი სინანულისანი, მსგავსნი, სამეუფონი, ჴმა დ. რომელი იწოდე.

ქანანელისა მიმსგავსებითა სულო ჩემო, შეეხე უკანით ქე҃სა, და ჴმობდი, შემიწყალე ჵ მეუფეო რამეთუ ასული მივის ჴორცი ჩემი უწესოდ ეშმაკეული, რომლისაგან განსდევნე აღტყინებულებაჲ მისი გევედრები, და დააყუდენ აღძრუანი უწესონი, და მოაკუდინენ შიშითა შენითა, მეოხებითა რომელმან მუცლადგიღო ყოვლად უბიწოჲსა მშობელისა შენისათა ქე҃, და ყოველთა წმიდათა, მომცემელო კეთილისაო მრავალ-მოწყალე:

ნინეველთა ოდესმე შეცოდებულთა მიუვლინე იონაჲ ქე҃ ქადაგად მათდა, რომელთაცა შეინანეს და შესცუალეს გულისწყრომაჲ შენი მოწყალებად, და იჴსნნეს რისხჳსაგან წარმწყმედელისა, მომივლინე უკუჱ მეცა კაცთ-მოყუარე უღირსსა, მტკიცჱ შეწევნაჲ შენი, რათა მოვიქცე ურიცხუთაგან ცოდუათა ჩემთა, და ადგილისა მიმართ სინანულისა ძღუანჳლ-ვიქმნე, და ვსტიროდე და სულთ-ვითქმიდე მწარედ, ჰჴსნად მრავალთა შეცოდებათა ჩემთა წყალობითა შენითა:

მოსრულმან სოფლად ცხოვრებად, კაცთა შეცოდებულთა, და სინანულად მოწოდებად მათდა, ვითარცა სახიერმან, მე უკუჱ მოწყალეო, რომელმან უფროს ყოველთა კაცთა განგარისხე, შემიწყალე და მაცხოვნე სახიერებითა შენითა, და გზად სინანულისად წარმიძეღუ მე, და გულის-სიტყუაჲ შემუსრჳლებისა მომეც მე, და დაამტკიცე გული ჩემი რათა იქმნნეს მდაბალ, და წრფელ, და მშჳდ, და უზაკუჱლ მაცხოვარო ჩემო, წყალობითა შენითა ვითარცა მოწყალემან:

დაბნელებული სული ჩემი სიბოროტითა გუჱლისათა, განანათლე ლოცჳთა…

სხუანი, დასდებელნი წინა-მორბედისანი, ჴმა დ. მსგავსნი, მოგიცემიეს ღო҃.

დაბნელებული სული ჩემი სიბოროტითა გუჱლისათა, განანათლე ლოცჳთა შენითა იოანე ნეტარო, და გზათა წრფელთა მიძღოდე მე, ნეტარისა მიმართ ცხოვრებისა გევედრები, რათა გმადლობდე სულითა მარადის, და დიდების გმეტყუჱლებდე შენ ყოვლად საკჳრუჱლო უჴმარი მონაჲ შენი, მიმღებელსა თხოვათა ჩემთასა:

მე-ვარ ხე იგი უნაყოფო, რომლისა სული მოკლებული ყოველთაგან საქმეთა კეთილთა, ლოცჳთა შენითა გამომღებელ-ჰყავ ნაყოფთა სინანულისათა, ყოვლად სანატრელო და პატიოსანო წინა-მორბედო სულთქმით გევედრები შენ, რათა ვედიდებდე ძალსა და მსწრაფლსა შეწევნასა, შენსა, ცხოვნებული უჴმარი მონა შენი:

მსაჯულო მართალო, განმხილუჱლო ყოველთაო კაცთ-მოყუარე, ძჳრ-უჴსენებელო უ҃ო, ჟამსა სასჯელისასა ნუ წარმწყმედ მე დასჯილსა, არამედ პატიოსნითა ლოცჳთა ნათლის-მცემელისა შენისათა, მოწყალე-მექმენ მე და მაცხოვნე გევედრები, იესო ყოვლად სახიერო, მაცხოვარო სულთა ჩუჱნთაო:

მე-ვარ ესავ ახალ ყოვლითა, უკუჱ სახითა ყოვლად-წმიდაო…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა. მსგავსივე.

მე-ვარ ესავ ახალ ყოვლითა, უკუჱ სახითა ყოვლად-წმიდაო, რამეთუ მხოლო გამოვჰსჩნდი საწყალობელი დაკლებულ კეთილთაგან საქმეთა, და განშიშულებულ ყოვლითურთ. ვინმე არა ტიროდეს ჩემთჳს, ვინ არა ჰგონებდეს წარწყმედასა ჩემსა, ვინაცა პირუჱლ აღსასრულისა გიღაღადებ შენ, ვჰსცოდე დედოფალო მაცხოვნე მე ვითარ იგი ოდესმე აცხოვნა უძღები იგი ძემან შენმან:

მინდა ცრემლთა მიერ აღჴოცაჲ, შეცოდებათა ჩემთა ჴელით-წერილისა…

სტიქარონსა ზედა, დასდებელნი სინანულისანი, ჴმა დ.

მინდა ცრემლთა მიერ აღჴოცაჲ, შეცოდებათა ჩემთა ჴელით-წერილისა უ҃ო, და ნეშტსა ცხოვრებისა ჩემისასა, სინანულით სათნო-ყოფად შენდა, არამედ მტერი მაცთუნებს და ჰბრძავს სულსა ჩემსა, უ҃ო პირუჱლ სრულიად წარწყმედად ჩედამდე მაცხოვნე მე:

ვინ ღელვა-გუჱმული მოივლტინ, ამას ნავთ-საყუდელსა, და არა განერის, ანუ რომელი უძლური მოუჴდინ ამას სამკურნალოსა, და არა განიკურნის, დამბადებელო ყოველთაო, და მკურნალო განწირულთაო, უ҃ო პირუჱლ სრულიად წარწყმედად ჩემდამდე მაცხოვნე მე:

რომელმან წმიდათა მოწამეთა მოთმინებაჲ შეიწირე, ჩუჱნიცა გალობაჲ…

მოწამეთა:

რომელმან წმიდათა მოწამეთა მოთმინებაჲ შეიწირე, ჩუჱნიცა გალობაჲ შეიწირე კაცთ-მოყუარე, და მათითა მეოხებითა მოგუანიჭე ჩუჱნი დიდი-წყალობაჲ:

შენ ყოვლად უბიწოსა, პალატსა მეუფისასა, გევედრები დიდებულო…

დიდება, აწდა, ღი҃ს-მშობლისა. მოგიცემიეს.

შენ ყოვლად უბიწოსა, პალატსა მეუფისასა, გევედრები დიდებულო, გონებაჲ ჩემი ყოვლითა ცოდჳთა შეგინებული განწმიდე, და სავანედ სახარულევანად, სამებისა წმიდისა გამოაჩინე, რათა ძლიერებასა შენსა და აურაცხელსა წყალობასა, ვადიდებდე ცხოვნებული, მე უჴმარი მონაჲ შენი:

დაღონებულსა ამას და მოუძლურებულსა სულსა ჩემსა ზედა…

სამშაბათსა ცისკრად, შემდგომად ა. სტიქოლოგიისა, წარდგომანი სინანულისანი, ჴმა დ.

დაღონებულსა ამას და მოუძლურებულსა სულსა ჩემსა ზედა, მოიხილე ღო҃ და შემიწყალე მე, რომელმან ცოდუასა შინა წარუაგე ცხოვრებაჲ ჩემი, მსგავსად მეძჳსა მის შეგივრდები, შემიწყალე მაცხოვარ და მაცხოვნე მე:

წიაღუალ მე ზღუასა ამას ამის ცხოვრებისასა, და…

უ҃ო ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ მე და ნუცა რისხჳთა შენითა მჰსწავლი მე:

წიაღუალ მე ზღუასა ამას ამის ცხოვრებისასა, და ვიგონებ უფსკრულსა ურიცხუთა ბოროტთა ჩემთასა, რამეთუ არა მაქუს მე მენავეთ-მოძღუარი გულის-სიტყუაჲ, ამისთჳსცა ჴმასა პეტრესსა გიღაღადებ, მაცხოვნე მე ქე҃, და შემიწყალე ვითარცა კაცთ-მოყუარე ხარ:

სიტყუასა მამისასა ქე҃სა, ღთ҃სა ჩუჱნსა, შენგან განჴორციელებულად…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

სიტყუასა მამისასა ქე҃სა, ღთ҃სა ჩუჱნსა, შენგან განჴორციელებულად ვიცნობთ ღი҃ს-მშობელო ქალწულო, ამისთჳს დაუცხრომელად შენნი მადიდებელნი გალობით გადიდებთ:

ვიგონებ მე მოქცევსა მრავალთა ცოდუათა ჩემთასა, და…

შემდგომად ბ. სტიქოლოგიისა, წარდგომანი სინანულისანი, ჴმა დ.

ვიგონებ მე მოქცევსა მრავალთა ცოდუათა ჩემთასა, და ვერ მკადრე-ვარ ზე აღხილუად და თხოვად მოტევებისა, არამედ მომეც მე პირუჱლ აღსასრულისა უ҃ო სინანული, და მაცხოვნე მე:

არმურსა ვნებათასა, და გემოთა სოფლისათა, შეეთხზა გონებაჲ…

მიწყალე მე უ҃ო, რამეთუ უძლურ ვარ, განმკურნე მე: დაუკჳრდა იოსებს.

არმურსა ვნებათასა, და გემოთა სოფლისათა, შეეთხზა გონებაჲ უბადრუკისა სულისა ჩემისა, და გულის-სიტყუაჲ სინანულისა არა არს ჩემ თანა, არამედ შეიწყალე სიგლახაკჱ ჩემი, და მომეც გულის-სიტყუაჲ სინანულისა, რათა მეცა პირუჱლ აღსასრულისა უღაღადო წყალობათა შენთა, ქე҃ ღო҃ მაცხოვარო ჩემო, განწირული ესე და უღირსი მაცხოვნე, ვითარცა კაცთ-მოყუარე-ხარ:

შენ გადიდებთ ღი҃ს-მშობელო, და ვღაღადებთ, გიხაროდენ ნათლისა…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

შენ გადიდებთ ღი҃ს-მშობელო, და ვღაღადებთ, გიხაროდენ ნათლისა წარუალისა ღრუბელო, რომელმან იტჳრთე წიაღითა უ҃ი დიდებისა:

გურიტი უდაბნოს მოყუარე, ნათლის-მცემელი სინანულისა მქადაგებელი, რომელი…

შემდგომად გ. სტიქოლოგიისა, წარდგომა, ჴმა დ. მსწრაფლ მეწიე.

გურიტი უდაბნოს მოყუარე, ნათლის-მცემელი სინანულისა მქადაგებელი, რომელი გამოგჳცხადებდა ქე҃სა კაც-ყოფად, ყოველთა შეცოდებულთათჳს შობილად შუამდგომელი ღელუა-გუჱმულთა შემწე განუშორებელი, ლმობიერად ევედრების ქე҃სა რათა იჴსნას სოფელი თჳსი:

ჯუარითა აღჭურჳლთა წმიდათა მოწამეთა მანქანებაჲ ბოროტთა დასაბამისა…

დიდება შენდა, ღო҃ ჩუჱნო, დიდება შენდა: მოწამეთა.

ჯუარითა აღჭურჳლთა წმიდათა მოწამეთა მანქანებაჲ ბოროტთა დასაბამისა, მტერისა, დაამჴუჱს ქე҃ ღო҃ ჩუჱნო, და განბრწყინდეს ვითარცა მნათობნი, და წინა-უძღჳან მორწმუნეთა, და მისცემენ კურნებათა სარწმუნოებით მუჱდრებელთა, მათითა მეოხებითა აცხოვნენ სულნი ჩუჱნნი:

მხოლომან ჰშევ შემოქმედი ყოველთა, მხოლომან შეამკევ კაცებაჲ…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

მხოლომან ჰშევ შემოქმედი ყოველთა, მხოლომან შეამკევ კაცებაჲ, შობითა შენითა ყოვლად წმიდაო, და მიჴსენ მე საბრჴისაგან მაცთურისა ბელიარისა, და დამადგინე მე კლდესა ზედა ქე҃ს მცნებისასა, მას ევედრე ლმობიერად, რომელიცა განჴორციელდა შენგან:

საღმრთომან ნისლმან დაჰფარა ენა მძიმე, და აღიტყუა…

სამ-შაბათსა, კანონი სინანულისა. გალობა ა. ჴმა დ. სძლისპირი. იოსებ.

საღმრთომან ნისლმან დაჰფარა ენა მძიმე, და აღიტყუა იგი სჯულსა ღი҃უ-წერილსა, რამეთუ განაგდო ნივთი უგულის-ჴმო, გონებისა თუალთა, და მოიღო მან სულიერი გალობაჲ, პატივად ღი҃სა მიერ:

ვიქმ მე საქმეთა ბნელისათა ფარულად, რომელთათჳს იგი…

ტროპარნი.

ვიქმ მე საქმეთა ბნელისათა ფარულად, რომელთათჳს იგი ნუ მამხილებ ცხადად სახიერ, და საშინელსა მას განჰსჯასა, ნუ განმაქიქებ მე, არამედ განმაბრწყინუჱ სინანულითა, მაცხოვარ და მაცხოვნე მე:

ცოდუასა დავსძინებ მე ცოდუასა ზედა, უძღები ესე ყოვლადუჱ მეუფეო და შიშსა, შენსა არა მოვიჴსენებ მე, და არცა გულის-ჴმა-ვჰყოფ, პირუჱლ აღსასრულისა მომაქციე მე, და შემიწყალე სახიერ:

ფარი სარწმუნოებისა, გაქუნდათ მარტჳლნო, ხოლო ჯუარი ნაცულად…

მოწამეთა.

ფარი სარწმუნოებისა, გაქუნდათ მარტჳლნო, ხოლო ჯუარი ნაცულად საჭურუჱლისა აღგეღოთ, და ესრეთ განუჴედით მტერთა, უხილავთა წყობად, და შემუსრეთ, ყოველი ძალი მათი, და ძლევაჲ შეიმოსეთ:

ფუფუნებისა მისგან სიავთასა, და ჴრმლითა გუჱმისაგან საზარელისა და ფუცხუათა, დამბძარუჱლთა მათ შუათაგან, და ლომთა ზახებისა, და სხუათა მათ, მძჳნუარეთა ტანჟუათაგან, არა განჰკრთეს მარტჳლნი:

კარავსა სულიერსა და კიდობანსა, ტაბლასა და მთასა…

ღი҃ს-მშობლისა.

კარავსა სულიერსა და კიდობანსა, ტაბლასა და მთასა რომლისაგან თჳნიერ ჴელისა, კაცთასა გამოეკუჱთა ლოდი იგი საკიდური, მარიამს გალობით, პატივს-ვჰსცემდეთ ერნო ქე҃ს ღი҃სა დედასა:

გალობასა სავედრებელსა შეგითხზათ შენ ნეტარო სიყუარულით

სხუა, კანონი წმიდისა წინა-მორბედისა. რომლისა კიდურ-წერილობაჲ.

გალობასა სავედრებელსა შეგითხზათ შენ ნეტარო სიყუარულით.

ვითარცა რა დიდი, მთიები ჰრბიოდე შენ, წინაშე…

იოსებ. გალობა ა. ჴმა დ. სძლისპირი. დაანთქენ.

ვითარცა რა დიდი, მთიები ჰრბიოდე შენ, წინაშე მზისა და განანათლე ქუჱყანაჲ, ბრწყინუალებითა შენითა, ნათლის-მცემელო ქე҃სო. მეცა ურიცხუთა ცოდუათაგან, დაბნელებული განმანათლე ნეტარო:

ოდესმე ბერწობისა, დამხსნელიქმენ შობითა, ამისთჳს გევედრები ბერწ-ქმნილი სული ჩემი, კუჱთებითა ვნებათათა, მეოხებითა შენითა, ნაყოფიერ-ჰყავ ნეტარო, და ჴჳლ-მრავალ სათნოებათა მიერ:

ძალითა და სულითა, ილიასითა იქმენ, განმმზადებელ გზათა ქე҃ს მეუფისათა, რომლისა მიმართ წარმართენ, სულისა ჩემისა კუალნი, დიდებულო იოანე, და მოსპე ჩემგან გულარძნილებაჲ ვნებათა:

ნათლისა ღრუბელო, ბნელნი იგი ღრუბელნი, სულისა ჩემისანი…

ღი҃ს-მშობლისა.

ნათლისა ღრუბელო, ბნელნი იგი ღრუბელნი, სულისა ჩემისანი ბრწყინუალითა ოხითა, შენითა განსდევნენ ჩემგან, რათა ვიხილო ნათელი, შენგან შობილისა ვიხილო ნათელი, შენგან შობილისა ღი҃სა, და ნათლითა ნათელი საღმრთოჲ მოვიღო:

ლოცუამან ანნა წინასწარ-მეტყუჱლისამან, რაჟამს იგი დამდაბლდა წინაშე…

გალობა გ. სძლისპირი.

ლოცუამან ანნა წინასწარ-მეტყუჱლისამან, რაჟამს იგი დამდაბლდა წინაშე ღი҃სა, განჰჴსნა საკრუჱლი ბერწისა მის მუცლისა, და მოსპო ყუჱდრებაჲ სულისა თჳსისა, მუცლად-ღებითა კაცისა მის ღი҃სათა:

რომელმან ბრმათა თუალნი განანათლენ ქე҃, თუალნი ჩემნი…

ტროპარნი.

რომელმან ბრმათა თუალნი განანათლენ ქე҃, თუალნი ჩემნი დაბნელებულნი განანათლენ, გემოთა მიერ და სოფლისა ზრუნუათა, რომელი ყოვლადუჱ არა განჳცდი, მსჯავრთა მათ შენთა, თუალ-უხუავსა სასჯელსა:

ესე არს ჟამი, განიფრთხუჱ შენ, სულო ჩემო, ბოროტთა მათგან რომელნი იგი ჰქმნენ შენ, და უღაღადე მეუფესა და მჴსნელსა, განმიჴუჱნ მე ბჭენი სინანულისანი, რომელი ესე ძრწოლით გევედრები შენ:

იოტა მძლავრი ბელიარ და დაეცა, ღუაწლისა-მძლეთა საღმრთოთა ღუაწლთა მიერ, და განბძარულად იხილუჱბის მათ მიერ, და მკუდრად უსულოდ და უძრავად მდებარეარს, რომელი პირუჱლ ზუაობით იქადოდა:

სრულ-ჰყუჱს სრბაჲ თჳსი, ახოვნებით მოწამეთა, საღმრთომან გუნდმან და მწყობრმან უძლეველმან, და ბევრეულნი უხილავნი ლინდონი, ძალითა საღმრთოჲთა დასჭრნეს და მოსწყჳდნეს, და გჳრგჳნითა ძლევისათა შეიმკუნეს:

მწუხარებანი პირუჱლთა მამათანი დაჰჴსენ, ყოვლად უბიწოო ღი҃სა…

ღი҃ს-მშობლისა.

მწუხარებანი პირუჱლთა მამათანი დაჰჴსენ, ყოვლად უბიწოო ღი҃სა დედაო, რამეთუ ჰშევ შენ, ცხოვრების-მომცემელი, რომელსა ევედრე აწ ცხოვრებისათჳს, სულთა ჩუჱნთასა, სასოო სოფლისაო:

მშჳლდი ძლიერთა მოუძლურდა, და უძლურნი შეიმოსნეს ძალითა…

სხუა, სძლისპირი.

მშჳლდი ძლიერთა მოუძლურდა, და უძლურნი შეიმოსნეს ძალითა მაღლისათა, ამისთჳსცა განძლიერდა დღეს, უ҃ისა მიერ გული ჩემი:

ყოველი სათნოებაჲ წარმართე და ყოველივე ცოდუაჲ გულითად…

ტროპარნი.

ყოველი სათნოებაჲ წარმართე და ყოველივე ცოდუაჲ გულითად მოიძულე შენ, ხოლო სინანულისა გზანი, ნეტარო ყოველთა უჩუჱნენ:

დიდად, წინა-მსრბოლად გამოსჩნდი, სიტყვისა ჴორცთ-შესხმულისა, ამისთჳს გევედრები, მიჴსენ ვნებათა ბოროტთაგან, და უვნებელობად მიმიძეღუ:

ვიდრეღა ჴორცთა შინა იყავ, უჴორცოთა ცხოვრებაჲ, აჩუჱნე წინა-მორბედო, რომლისა ბაძუად ღირს-მყუჱნ ღირსო, გევედრებით ლოცჳთა შენითა:

ცხონდა, სძალო შენგან სოფელი, გარდასლჳსათჳს წარწყმედილი და უჴმარ-ქმნილი, ამისთჳს შესხმითა საღმრთოჲთა, ჯეროვნად გნატრის და გადიდებს:

შენ მეუფეო მეუფეთაო ღო҃, სიტყუაო რომელი მამისაგან…

გალობა დ. სძლისპირი.

შენ მეუფეო მეუფეთაო ღო҃, სიტყუაო რომელი მამისაგან იშევ, მხოლო მხოლოსა მიერ, ვითარცა ღთ҃-ხარ სული შენი სახიერი თანა-სწორი, მომეც მონათა ძალსა შენსა დიდება:

განუშიშულდი სათნოებათაგან მე უბადრუი, და შევიმოსე ცოდჳსა…

ტროპარნი.

განუშიშულდი სათნოებათაგან მე უბადრუი, და შევიმოსე ცოდჳსა სიბოროტჱ, და აღსავსევიქმენ მე, ყოვლითა სირცხჳლითა იესო მჴსნელო კაცთ-მოყუარეო, სამკაულითა, საღმრთოჲთა განმაშუჱნე:

ვიდოდე რა სოფლისა ამის ზღუასა შინა, მედგრობითა ჩემითა დანთქმად მივეცი, ჴორცთა გემოსა მიერ, და გულის-თქმათა ამაოსა მწარისა, კუჱთებისა ქე҃, სინანულისა, ნავთ-სადგურად მიმიძეღუ:

სიმპალე და სიმყრალე უღმრთოებისა, განწმიდეს და განასუნნელეს…

მოწამეთა.

სიმპალე და სიმყრალე უღმრთოებისა, განწმიდეს და განასუნნელეს მარტჳლთა, მჴნეთა და უძლეველთა, მოთმინებითა და წყლულებათა მათთა მარილითა, და სუნნელებაჲ, მიჰფინეს ცისკიდეთა:

მსგავსად ქუათა პატიოსანთა გორჳდეს რა, მჴნენი მოწამენი ქუჱყანასა ზედა, საცთურისა შენებაჲ, ძნელოვანი შემუსრეს, და დაიწულილეს უძლეველთა, მათ მიერ მჴსნელო, აცხოვნენ სულნი ჩუჱნნი:

მაცხოვრად ჩემდა გხადი ღი҃სა, დედაო, და ყოველსა…

ღი҃ს-მშობლისა.

მაცხოვრად ჩემდა გხადი ღი҃სა, დედაო, და ყოველსა ჟამსა და ადგილსა, შემწედ ჩემდა მოგიგებ, ნუ დამაგდებ მე ჭირუჱულსა ამას მონასა შენსა, არამედ მიჴსენ, ვნებათა ბოროტთაგან:

ვითარცა გურიტი უმანკოჲ, ჰქადაგებდ შენ არესა ცხოვრებისასა…

სხუა. სძლისპირი. სიყუარული წყალობისა.

ვითარცა გურიტი უმანკოჲ, ჰქადაგებდ შენ არესა ცხოვრებისასა ჭეშმარიტსა სიტყჳთა ჭეშმარიტებისათა, ქე҃ს წინა-მორბედო:

ვითარცა შუამდგომელმან, დიდმან ძუჱლისა, და ახლისა სჯულისამან, დაძუჱლებული ესე, ცოდჳთა განმაახლე, ქე҃ს წინა-მორბედო:

რომელმან უბრალოჲთა მით, ცხოვრებითა უდაბნოჲ განაშუჱნე, უქმი გონებაჲ ჩემი, აღავსე ნაყოფითა, ქე҃ს წინა-მორბედო:

მჴსნელ და მაცხოვარ-გუჱქმნა ჩუჱნ ძე შენი ქალწულო…

ღი҃ს-მშობლისა.

მჴსნელ და მაცხოვარ-გუჱქმნა ჩუჱნ ძე შენი ქალწულო ყოვლად უბიწოო, მას ევედრე ჴსნად ჩუჱნდა, რომელნი წადიერად, და სურჳლით გნატრით შენ:

მოვედით დღეს შჳლნო ეკკლესიისანო, და განათლდით თქუჱნ…

გალობა ე. სძლისპირი.

მოვედით დღეს შჳლნო ეკკლესიისანო, და განათლდით თქუჱნ მადლითა, სულისათა, რომელ-არს მსგავს ცეცხლისა, შემწუჱლ ცოდჳსა, რომლისა მიერ სიონით ვიცანთ სჯული, ცეცხლისა ენათაგან დამტკიცებული:

დაჴსნილობით გარდავიჴდი ცხოვრებასა, ჩემსა ხრწნილებასა შინა, და…

ტროპარნი.

დაჴსნილობით გარდავიჴდი ცხოვრებასა, ჩემსა ხრწნილებასა შინა, და საცთურსა, და მაცთურისა მიერ დაბნელებულ-ვარ, წარმიძეღუ ნათლად სინანულისად მჴსნელო, და ცხოვრებაჲ უბრალოჲ მომანიჭე მე:

ამაღლდა გული ჩემი გუჱლისა მიერ, და დავეცი დაცემითა, სასტიკითა, აღდგომაო ყოველთა დაცემულთაო, ქე҃ ღო҃ აღმადგინე და მაცხოვნე მე, მოწყალებათა შენთა სიტკბოებაო:

ცუარითა სისხლთა თქუჱნთათა დაშრიტეთ თქუჱნ, ცეცხლი მრავალ-ღუთაებისა…

მოწამეთა.

ცუარითა სისხლთა თქუჱნთათა დაშრიტეთ თქუჱნ, ცეცხლი მრავალ-ღუთაებისა, ჵ ნეტარნო, მარტჳლნო და წჳმანი კურნებათანი, წარღუნელნი სენთანი აღმოაცენენით, და ვნებათა საჴუმილსა მდიდრად შეაცურევთ:

მდგომარენი წინაშე საყდართა მათ, მსაჯულთა უსჯულოთასა, ქუათა მიერ, უწყალოდ განტჳნულნი ფრიად გუჱმულნი, შემუსრჳლნი და ყოვლითურთ განლეულნი, არა შეირყიენით ქე҃ს მარტჳლნო:

აღმომიბრწყინუჱ წმიდაო დედოფალო, მადლი წყალობათა შენთა, შეპწყრობილსა…

ღი҃ს-მშობლისა.

აღმომიბრწყინუჱ წმიდაო დედოფალო, მადლი წყალობათა შენთა, შეპწყრობილსა, ბნელითა ცოდუათათა და წარმიძეღუ მე, ნათელსა ბრწყინუალესა სინანულისასა, რათა გიგალობდე შენ სარწმუნოებით:

ვნებათა ოხრებისა, ნაკუჱრცხალთა მიერ, აღტყინებული ვედრებათა შენთა…

სხუა. სძლისპირი. ნათელი შენი.

ვნებათა ოხრებისა, ნაკუჱრცხალთა მიერ, აღტყინებული ვედრებათა შენთა, ცუარითა დიდო წინამორბედო, შეუწუჱლად მიჴსენ მისგან:

სიბრძნემან და ძალმან, და მარჯუჱნემან მამისამან, მარჯუჱნისაგან შენისა ნათელს-იღო, და მტერისა ჴელთაგან მიჴსნის ჩუჱნ, მეოხებითა შენითა:

სიმტკიცედ შესავედრებელად, და ჴელის-აღმპყრპობელად ყოველი სოფელი გიცნობს იოანე, მიჴსენ ჩუჱნცა ყოველთა ჭირთაგან, მეოხებითა შენითა:

შუჱნიერება ეგე იაკობისი ღთ҃მან, შეგიყუარა ქალწულო ღი҃ს-მშობელო…

ღი҃ს-მშობლისა.

შუჱნიერება ეგე იაკობისი ღთ҃მან, შეგიყუარა ქალწულო ღი҃ს-მშობელო, სდა უშუჱრებაჲ ადამიანთა, შენ მიერ კუალად განაშუჱნა:

შენ ქე҃ ღო҃ ჩუჱნო, გამოგჳბრწყინდი სიტყუა ღი҃სა…

გალობა ვ. სძლისპირი.

შენ ქე҃ ღო҃ ჩუჱნო, გამოგჳბრწყინდი სიტყუა ღი҃სა ჴორცითა, ქალწულისაგან, რათა დანთქმული ადამ აღმოიყუანო, იონას-სახედ ნათესავითურთ მისით, მუცლისა მისგან, მჴეცისა მომსრუჱლისა:

მედგრობისა ძილითა დავჰჴსნდი, უდები, და ცოდჳსა ჰრუბლითა…

ტროპარნი.

მედგრობისა ძილითა დავჰჴსნდი, უდები, და ცოდჳსა ჰრუბლითა, დავსლბი მედგარი, სინანულისა ნათლითა განმანათლე, ქე҃ სახიერ და აღმადგინე მჴსნელო, მოღუაწებისა, ქუჱლის-საქმეთა მიერ:

ჵ ვითარ დავაკუჱთე საწყალობელი, ჵ ვითარ განუჱშორე, ტკბილსა უ҃სა, ჵ ვითარ არა მოვიღებ გონებასა, სამსჯავროსა მას, რომლითაცა დასჯადვარ, დამბადებელო ჩემო შემიწყალე მე:

ქნარ ჴმა-ტკბილ-იქმნენით თქუჱნ, ღირსნო მარტჳლნო, და ორღანო…

მოწამეთა.

ქნარ ჴმა-ტკბილ-იქმნენით თქუჱნ, ღირსნო მარტჳლნო, და ორღანო შუჱნიერ, და დაატკბენით, გულნი მორწმუნეთანი, და სიმთრუალენი, საცთურისანი სრულიად განაჴმენით, ღი҃უ-ბრწყინუალენო, ქე҃ს მორწმუნეთაგან:

კაცობრივთა საზღუართა ზესთა, იქმნენით, წმიდანო მოწამენო, წამის-ყოფითა…

ღი҃ს-მშობლისა.

კაცობრივთა საზღუართა ზესთა, იქმნენით, წმიდანო მოწამენო, წამის-ყოფითა, დამბადებელისა მიმართ ჭეშმარითად, და უტკივრად ტკივილნი თავს-ისხენით, ვითარცა სხჳსა ჴორცითა დიდებულნო:

ქალწულო დედოფალო მონათა შენთა, უძლეველო შემწეო, შემწე მექმენ, და სამსჯავროსა მისგან საშინელისა, მიჴსენ მოსავი, და მაქებელი შენი, რათა გაქებდე მჴურუალედ დედოფალო:

შთავვარდი მე სიღრმესა ზღჳსასა, და ცოდჳსა უფსკრულთა…

სხუა, სძლისპირი.

შთავვარდი მე სიღრმესა ზღჳსასა, და ცოდჳსა უფსკრულთა, დამნთქეს მე, არამედ ვითარცა ღთ҃-ხარ, განხრწნისაგან, კუალად აღმოიყუანე, ცხოვრებაცა ჩემი მოწყალე:

დასდეგ და ნათელეც წყალთა შინა, მეუფესა რომელმან…

ტროპარნი.

დასდეგ და ნათელეც წყალთა შინა, მეუფესა რომელმან, აღიჴუნა ცოდუანი სოფლისანი, მას ევედრე, ჩუჱნთჳს წინა-მორბედო, რათა აცხოვნნეს სულნი ჩუჱნნი:

იქმენ შენ ქადაგ სინანულისა, რომლითა დაამტკიცე, შებღალული ცოდჳთა გული ჩემი, იოანე, და განაღჳძე იგი, და აღჭურე საქმედ კეთილისა:

ჴმა-ჰყავ შენ სულთა შორის უვალთა მოსლუა სიტყუა ღი҃სა, და დამჳდრება მათ შორის, იოანე, ამისთჳსცა, ჴმითა გალობისათა, მარადის გნატრის ეკკლესიაჲ:

სჯულისა სახეთა გამოსახეს, შობაჲ შენი ქალწულო, რომელთა…

ღი҃ს-მშობლისა.

სჯულისა სახეთა გამოსახეს, შობაჲ შენი ქალწულო, რომელთა იგი აწ აღსრულებასა, განჳცდით ჩუჱნ, უხრწნელო დედოფალო, ჯეროვნად და ღირსად გადიდებთ:

მძლავრმან მიმძლავრებულმან, ჴმა-ჰყო ძლიერად, თაყუანის-ცემად ხატსა მას…

გალობა ზ. სძლისპირი.

მძლავრმან მიმძლავრებულმან, ჴმა-ჰყო ძლიერად, თაყუანის-ცემად ხატსა მას ოქროსასა, ხოლო მადლი სულისა, მიმიძღუჱბის ჩუჱნ, მონებად ღი҃სა სამებით ცნობილისა, რათა უღაღადოთ მას, ღო҃ შენ კურთხეულ-ხარ:

რათა იჴსნე სოფელი ძუჱლისა მისგან, დასჯისა ქე҃…

ტროპარნი.

რათა იჴსნე სოფელი ძუჱლისა მისგან, დასჯისა ქე҃ ახლად ყრმად გამოსჩნდი შენ, მოწყალებით სახიერ, ამისთჳს ვჰჴმობ მე, ცოდუათა მიერ დაძუჱლებული ესე, აწ განმაახლე, სინანულისა მიერ:

რომელმან სინანულითა იჴსენ მანასე, და მეძავი იგი ცრემლთა მიერ აცხოვნე, და კუალად ავაზაკი, მსწრაფლ შეიწყალე, მეცა ფრიად და მწარედ შეცოდებული, ესე მაცხოვნე, რათა გაკურთხევდე შენ:

რაჟამს ღელჳთა კერპთ-მსახურებისათა, სოფელი ესე ბოროტად დაინთქმოდა…

მოწამეთა.

რაჟამს ღელჳთა კერპთ-მსახურებისათა, სოფელი ესე ბოროტად დაინთქმოდა, მაშინ ღი҃ს-მსახურებაჲ, ნავად იჴუმიეს, მარტჳლთა და საღმრთოჲთა მოღუაწებითა ნავთსაყუდელსა ზეცათასა შევიდეს:

ვითარცა ოქროჲ ბრძმედითა განწმედილი, ტანჯუათა მიერ განბრწყინდეს მოწამენი, და იქმნნეს ხატ-ბრწყინუალე, ქე҃ს ვნებათა, და საუნჯესა ცათასა დაიუნჯეს, უხრწნელებითა, საღმრთოჲთა შემკობილნი:

მჴსნელი და მაცხოვარი, და შემოქმედი, ჴორცითა გჳშევ…

ღი҃ს-მშობლისა.

მჴსნელი და მაცხოვარი, და შემოქმედი, ჴორცითა გჳშევ წმიდაო დედოფალო, მას ევედრე უხრწნელო, რათა გჳჴსნნეს ჩუჱნ, ბოროტთაგან და ურიცხუთა შეცოდებათა, რომელნი ვაქებთ, მოწყალებათა მისთა:

ყოველივე ნაშობთა, უზესთაეს გამოჩნდი, წინასწარ-მეტყუჱლო დიდებულო, დიდად…

სხუა, სძლისპირი. აბრამიანთა.

ყოველივე ნაშობთა, უზესთაეს გამოჩნდი, წინასწარ-მეტყუჱლო დიდებულო, დიდად შეცოდებული, ვედრებითა შენითა, მიჴსენ ცეცხლით უშრეტით:

ლეღუსა უნაყოფოსა, ყოვლითურთ მივემსგავსე, და მეშინის მოკუჱთისაგან, ვედრებითა შენითა, ნაყოფიერ-მყავ ბრძენო ქე҃ს წინა-მორბედო:

დააყუდენ აღძრუანი, და წყობანი მტერთანი, მოსავთა შენთა ზედა აღძრულნი, ვედრებითა შენითა, ქე҃ს წინა-მორბედო, ღი҃სა მეუფისაო:

იავარ-ყოფისაგან, და ზედა აღდგომისა, და მონებისა მტერთა…

ღი҃ს-მშობლისა.

იავარ-ყოფისაგან, და ზედა აღდგომისა, და მონებისა მტერთა ბოროტთასა, იჴსნენ მონანი შენნი, ენითა და სულითა, მაქებელნი წმიდაო:

სამ-სახეობა სამებისა სამთა მათ, ალსა შეაცურევს და…

გალობა ჱ. სძლისპირი.

სამ-სახეობა სამებისა სამთა მათ, ალსა შეაცურევს და კრულებასა განჴსნის, ხოლო სამნი იგი მაღალსა აკურთხევენ, და ესრეთ ღაღადებენ დამბადებელო, და მჴსნელო ყოველთაო აღგამაღლებთ შენ:

არა დავადგერ, შიშსა შენსა მაცხოვარ, და არცაღა…

ტროპარნი.

არა დავადგერ, შიშსა შენსა მაცხოვარ, და არცაღა ვისმინე მცნებათა შენთა, არა ვჰქმენ ნება, შენი წმიდა ყოვლადუჱ, და ვიდრე ვიდე უბადრუკი ესე, შემიწყალე მოწყალე და ნუ განმაგდებ:

მუშაკო ტკბილო, მანგლითა მით შიშისა, შენისათა აღმოფხურენ ეკალნი იგი, გულის-თქმათანი, გულისაგან ჩემისა, და თავწარსხმულითა სინანულისათა, ნაყოფიერ-ჰყავ, სული ჩემი გლახაკი:

განვრცნეს ტანჯუათა, მიერ შეიწრებულნი, მჴნენი მარტჳლნი და…

მოწამეთა.

განვრცნეს ტანჯუათა, მიერ შეიწრებულნი, მჴნენი მარტჳლნი და შეაიწრეს მტერი, და ფერჴთა მათთა შეკრჳთა შეუბრკუმეს მას, ხოლო ჩუჱნ წარგჳძღუჱს გზასა ზეცათასა, სარწმუნოებითა და სიყუარულითა:

დაინთქა მტერი, ღუაწლთა თქუჱნთა სიღრმესა, და უფსკრულსა მოთმინებათა თქუჱნთასა, და აწ ყოველთა, საცინელად ძეს ცოფი, ხოლო თქუჱნ ძლევით გჳრგჳნოსანნო მჴნენო, წინაშე სამებისა, წმიდისა სუფევთ:

მუცელი შენი ზჳნისა მის საღმრთოჲსა, კალოდ გამოსჩნდა…

ღი҃ს-მშობელო.

მუცელი შენი ზჳნისა მის საღმრთოჲსა, კალოდ გამოსჩნდა ყოვლად უბიწოო, და მოგუართუა ჩუჱნ, ხუავად მზრდელი სოფლისა, ამისთჳს ვითარცა მიზეზსა კეთილთასა, სარწმუნოებით გაქებთ ღი҃სა დედაო:

მჴსნელო ყოველთაო, ძლიერო ღო҃, ცეცხლსა შეთხეულნი, ყრმანი…

სხუა. სძლისპირი.

მჴსნელო ყოველთაო, ძლიერო ღო҃, ცეცხლსა შეთხეულნი, ყრმანი იჴსნენი რაჟამს იგი შეაცურიე, საჴუმილით ღაღადებდეს აკურთხევდით, საქმენი უ҃ისანი უ҃სა:

დანთქმული ძილითა და მედგრობითა, და დამონებული სიბოროტითა…

ტროპარნი.

დანთქმული ძილითა და მედგრობითა, და დამონებული სიბოროტითა, ლოცუათა შენთა ნათლითა, განმანათლე რათა სათნოებათა, დღესა შინა შუჱნიერად ვიდოდე:

განსაცდელთა ღელუაჲ, დამნთქამს უწყალოდ, და სიღრმჱ ვნებათა, შემაშთობს მწარედ, მიპყარ ჴელი წინა-მორბედო, და სინანულისა ნავთ-საყუდელსა, შეიყუანე ნავი სულისა ჩემისა:

რომელმან სოფლისა, ბრალთა აღმხმელსა, მდინარეთა წყალთა, შინა ნათელ-ეც, ბოროტთა ჩემთა უფსკრული, განაჴმე წყაროთა მადლთა შენთანა, იოანე ქე҃ს წინა-მორბედო:

იხილე თუალითა, სული ცხოველი, ისმინე ყურითა, ჴმაჲ მშობელისა, წამებდა რა საშინელად, შენ მიერ ნათელ-ღებულსა ქე҃სა, მას ევედრე ჩუჱნთჳს იოანე:

ვითარცა ხარ წყაროჲ განახლებისა, მტერისა ბრძოლითა განხრწნილი…

ღი҃ს-მშობლისა.

ვითარცა ხარ წყაროჲ განახლებისა, მტერისა ბრძოლითა განხრწნილი ესე, განმაახლე მე ქალწულო, რათა სარწმუნოებით და სურჳლით, გადიდებდე ყოვლად საგალობელო:

გიხაროდენ შენ წმიდაო დედოფალო, დედათა დიდებაო, ქალწულთა…

გალობა თ. სძლისპირი.

გიხაროდენ შენ წმიდაო დედოფალო, დედათა დიდებაო, ქალწულთა თუალო, რამეთუ მეტყუჱლებად, ვერ შემძლებელ-ვართ, ღირსად ქებასა შობისა შენისასა, ამისთჳს სარწმუნოებით გადიდებთ შენ:

აჰა ესერა განღებულ-არს აწ სასძლოჲ და ბრძენნი…

ტროპარნი.

აჰა ესერა განღებულ-არს აწ სასძლოჲ და ბრძენნი შეამკობენ ლამპართა თჳსთა, ზეთითა სათნოებათათა და შევლენ, განაგდე ძილი, უმეცრებისა სულო, რათა ქე҃ს თანა, ლამპრითა ღირს-იქმნე შესლუად:

უ҃ხილავისა გონებისა ჴელითა, ვითარცა მეძავსა მას, მიპყრიან ფერჴნი, შენნი მჴსნელო და ცრემლითა დავალტობ მათ, და გევედრები, ცოდუათა და ბრალთა ჩემთა, მწჳრჱ განბანე, რათა გიგალობდე შენ:

იშუჱბენ გულნი და სულნი მართალთანი, ზეცას დამკჳდრებულნი…

მოწამეთა.

იშუჱბენ გულნი და სულნი მართალთანი, ზეცას დამკჳდრებულნი, და საწერტელთა, საღმრთოთა მიერ მარადის განშუჱნებულნი, ჩუჱნთჳს ითხოვენ ცოდუათა შენდობასა, და დიდსა წყალობასა სულთა ჩუჱნთათჳს:

წმიდა-იქმნების სოფელი, სავსებითურთ, ნაწილთა თქუჱნთა მიერ, ქე҃ს მჴედარნო, და უპყრიან იგინი სასოდ და ზღუდედ, და კუალად კაცნი ანგელოსთა თანა, მხიარულ-არიან სულთა თქუჱნთათჳს ღირსნი:

ჵ სახიერო ქალწულო კურთხეულო, რომელმან გჳშევ ღი҃…

ღი҃ს-მშობლისა.

ჵ სახიერო ქალწულო კურთხეულო, რომელმან გჳშევ ღი҃, ყოვლად სახიერი სახიერ-ჰყავ უბადრუკი სული ჩემი, სავსე ცოდჳთა, და სიულთა ბოროტთა, და ვნებათა ბილწთა მძლედ გამოაჩინე იგი:

ევა ოდესმე ურჩებითა, წყევაჲ სოფლად შემოიღო, ხოლო…

სხუა. სძლისპირი.

ევა ოდესმე ურჩებითა, წყევაჲ სოფლად შემოიღო, ხოლო შენ ღირსო, წმიდაო ქალწულო ღი҃ს-მშობელო, მორჩისა მუცლად-ღებითა უთესლოდ, აღმოუყუავილე სოფელსა კურთხევაჲ, ამისთჳსცა ყოველნი გადიდებთ:

ტროპარნი.

ძალ ჩემდა და გალობა ქე҃, რომელსა ევედრე ნეტარო წინა-მორბედო, რათა მომცეს მე ძლევაჲ ვნებათა, და ყოვლისავე მტერთა კუჱთებისა, და აღსრულებაჲ საღმრთოთა მცნებათა, რათა ჴსნილი, ქებით გიგალობდე:

შუჱნიერი გურიტი და მერცხალი, ტკბილად მჴმობელი გამოსჩნდი წინა-მორბედო, მაუწყებელად საღმრთოსა არესა, რომლისაგან გჳთხოვე რათა გჳჴსნნეს ჩუჱნ, ზამთრისაგან და ღელჳსა სულთა მკულელისა, რომელ-არს ცოდუაჲ და სიბოროტჱ:

აღიმღერენ საშოჲთ დედისათ, და ჰქადაგე ქალწულისა მიერ შობილი, რომელსა ევედრე ჴორცთა ჩემთა, აღძრჳსა მომკულელისა, მოკუდინებად, და აღუსებად სიხარულითა გული ჩემი, რათა გაქებდე წინა-მორბედო:

სასჯელი უწყალო-არს სულო, მათთჳს რომელთა იგი არა ჰყონ წყალობაჲ ეკრძალე და აღიღე შენ ზეთი, რათა არა დაშრტენ ლამპარნი შენნი, სიძე მოახლებულ-არს განიღჳძე, რათა არა ნებაჲ, დაშრეტილი გაქუნდეს:

კეთილის-მოყუარე ღი҃ ჰშევ, კეთილის-მოყუარეო ღი҃ს-მშობელო ქალწულო, მას…

ღი҃ს-მშობლისა.

კეთილის-მოყუარე ღი҃ ჰშევ, კეთილის-მოყუარეო ღი҃ს-მშობელო ქალწულო, მას ევედრე რათა მიჴსნას მე, ყოვლისაგან სიბოროტისა სძალო, და დაჰნერგოს ჩემ შორის სიყუარული თჳსი, და აღმძრას მე ჴორცთა სიძულილად:

ცხოვარი სიტყჳერისა სამწყსოჲსა შენისა, შენდა მოვივლტი მწყემსისა…

აღჳვსენითსა ზედა, დასდებელნი სინანულისანი, ჴმა დ.

ცხოვარი სიტყჳერისა სამწყსოჲსა შენისა, შენდა მოვივლტი მწყემსისა კეთილისა, მომიძიე მე შეცთომილი ღო҃, და შემიწყალე მე:

გრიგალთა ცოდჳსათა მომიცუჱს მე მაცხოვარ, და ვერ შემძლებელ-ვარ თავს-დებად ღელუათა მისთა. შენდა მოვივლტი ქროლათა დამაყუდებელისა მათისა, ვითარცა პეტრეს მომეც მე ჴელი კაცთ-მოყუარებისა შენისა და მაცხოვნე მე:

ანგელოზთა თანა მოდასე-იქმნენით წმიდანო, და სტადიონსა შინა…

მოწამეთა.

ანგელოზთა თანა მოდასე-იქმნენით წმიდანო, და სტადიონსა შინა ახოვნად ჰქადაგეთ ქე҃ჲ, რამეთუ ყოველივე სიყუარული ამის სოფლისა, ვითარცა არა არსი დაუტევეთ, ხოლო სარწმუნოება ვითარცა ხარისხი მტკიცე შეიკრძალეთ, ვინაცა საცთური განჴადეთ, და მორწმუნეთა აღმოუცენებთ, მადლსა კურნებათასა დაუცხრომელად, მეოხ-გუჱყუჱნით სულთა ჩუჱნთათჳს:

ღი҃ს-მშობელო ყოველთა დედოფალო, მართლ-მადიდებელთა სიქადულო, მწუალებელთა სიცბილნი…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

ღი҃ს-მშობელო ყოველთა დედოფალო, მართლ-მადიდებელთა სიქადულო, მწუალებელთა სიცბილნი და პირნი მათნი სირცხჳლეულ-ჰყუჱნ, რომელნი არა თაყუანის-სცემენ, და არცა პატივს-სცემენ, ყოვლად უბიწოსა ხატსა შენსა ყოვლად დიდებულსა:

ხისა მიერ ადამ, შეცთომილი განვარდა სამოთხით, ხისა…

სამ-შაბათსა, მომიჴსენენი, ჴმა დ.

ხისა მიერ ადამ, შეცთომილი განვარდა სამოთხით, ხისა მიერ ჯუარისა, ავაზაკი შევიდა სამოთხედ, რამეთუ მან შეურაცხ-ყო, ბრძანებაჲ დამბადებელისა თჳსისა, ხოლო ესე მის თანა ჯუარცმული ღაღადებდა აღსარებით, მომიჴსენე მჴსნელო, სასუფეველსა შენსა:

რომელმან პეტრეს ცრემლნი, და მეძჳსა ტირილი შეიწირე, და მეზუჱრისა სულთქმაჲ, წყალობით მიითუალე სახიერ, ჩუჱნიცა ესე თხოვაჲ, და შევრდომაჲ მიითუალე, და ცოდუათა შენდობაჲ, კაცთ-მოყუარე მომმადლე, და მაცხოვნე მე, და მიჴსენ საუკუნეთა სატანჯუჱლთაგან:

ვითარცა ბერწობისა, საკრუჱლნი განჰჴსნენ წინა-მორბედო, გულისაცა ჩემისა, უნაყოფოებაჲ დაჰჴსენ ნეტარო, და ღირს-მყავ გამოღებად, კეთილთა საქმეთა ოხითა შენითა, რათა დავიმკჳდრო მე, შუჱბაჲ სამარადისოჲ, და ვღაღადებდე, მომიჴსენე მჴსნელო სასუფეველსა შენსა:

შემუსრჳლთა ტანჯჳთა, და საჭმლად მჴეცთა უწყალოდ მიცემულთა…

მოწამეთა.

შემუსრჳლთა ტანჯჳთა, და საჭმლად მჴეცთა უწყალოდ მიცემულთა, და დაჭრილთა მძჳნუარედ, და ზღჳსა უფსკრულთა შთათხეულთა, და ცეცხლითა განლეულთა, და უმსჯავროჲთა განსჯითა, არა უარ-ჰყავთ ღი҃ და მუჱდრებელთა თქუჱნთა, და მგალობელთა, მშჳდობასა მისცემთ მარტჳლნო:

განჳწმიდნეთ ყოველთა გონებანი, და სამებასა წმიდასა უღაღადებდეთ…

დიდება.

განჳწმიდნეთ ყოველთა გონებანი, და სამებასა წმიდასა უღაღადებდეთ, მამაო, და ძეო მხოლოდ-შობილო, და სულო წმიდაო ერთ-პატივო, დაიცუჱნ მონანი შენნი, რომლითა უბიწოჲთა სიყუარულითა გმსახურებენ შენ, ერთსა ღუთაებასა, მეუფებასა, და უფლებასა, და გიგალობენ, მომიჴსენენ ჩუჱნ სასუფეველსა შენსა:

მამისა თანა არსი, ხოლო სულისა თანა მოსაყდრე…

ღი҃ს-მშობლისა.

მამისა თანა არსი, ხოლო სულისა თანა მოსაყდრე, შეიწყნარე საშოსა, და ჰშევ ზესთა ცნობისა და სიტყჳსა, განკაცებული ჴორცითა, ცხოვრებად კაცთა ნათესავისა ღირსო, მარიამ ღი҃სა სძალო, ადგილო დიდებულო ქე҃ს ღი҃საო, მისსა მიმართ მეოხ-გუჱყავ რათა გვაცხოვნნეს:

ვინ შეუძლოს სძალო, მითხრობად საიდუმლო, შობისა შენისა…

სერობისად გალობანი წმიდისა. ღი҃ს-მშობლისანი. გალობა ა. ჴმა დ. სძლისპირი. დაანთქენ ვნება.

ვინ შეუძლოს სძალო, მითხრობად საიდუმლო, შობისა შენისა გამოუკულეველისა, განჰკრთებიან გონებანი არამედ უძლური შესხმა, ჩუჱნი მიიღე ქალწულო, და გჳთხოვე ქე҃სგან დიდი-წყალობა:

სიმდაბლით მოვიდა სიტყუა დაუსაბამო ჴორც-შესხმად შენგან ღი҃ს-მშობელო ქალწულო, და იშუა მიუწთომელად, ცხოვრებისათჳს კაცთასა, და დაგიცუა შენ ქალწულად, ყოვლად წმიდად ვითარცა პირუჱლ შობისა:

ნათლისა საღმრთოსა, საუნჯეო ქალწულო, ქალწულებით მშობელო ღი҃სა მაღლისაო, ცოდუათა ჩუჱნთა წყუდიადი, განაბნიე და მოგუმადლე, მონათა შენთა ნათელი, და მადლი სიწმიდისა რათა გადიდებდე:

მთასა მას ღი҃სასა რომელიცა იხილა, დანიილ რომლისაგან გამოეკუჱთა ლოდი, საკიდური უხელოდ ქე҃, რომელმან დასხნა ეშმაკნი ღი҃ს-მშობელსა დედოფალსა, შესხმით უგალობდეთ რამეთუ დიდებულ-არს:

არა სიბრძნითა, არცა ძალითა, მით კაცობრივითა ვიქადით…

გალობა გ. სძლისპირი. არა სიბრძნითა.

არა სიბრძნითა, არცა ძალითა, მით კაცობრივითა ვიქადით ღი҃ს-მშობელო, არამედ სასოებითა შენითა, და ჭეშმარიტად დედად ღი҃სად აღგიარებთ:

აღმატებულ-არს, ზესთა ქება შენი ენასა ჩუჱნსა, რამეთუ ვერ მისწუთების, საიდუმლოთა შენთა ღი҃ს-მშობელო, არამედ მსგავსად ძალისა ქებით გადიდებთ:

ითხოვე ჩუჱნთჳს, კურნება სულთა და ჴორცთა ქალწულო, მჴსნელისაგან მაცხოვრისა, რომელი იშუა შენგან სანატრელო, რათა მოგუანიჭოს ჩუჱნ დიდი-წყალობა:

სასიკუდინოთა სენითა მდებარე ვარ მე უღუაწოდ, ცოდუათა სიმრავლითა, მომხედენ წყალობით ღი҃ს-მშობელო და განჰკურნე, სული ჩემი ყოვლად წმიდაო:

ენითა ამით უძლურითა, ვითარ უძლო ქებად შენდა…

გალობა დ. სძლისპირი. იესო მჯდომარე დიდებით.

ენითა ამით უძლურითა, ვითარ უძლო ქებად შენდა, ჵ ყოვლად წმიდაო, რომელი მჴედრობათა ცისათა, აღემატე დიდებითა, რამეთუ შემოქმედი მათი ჰშევ ჴორციელად ვითარცა ჩჩჳლი:

ვითარცა უზესთაესსა, ყოველთა არსთასა სძალო მშობელო ღი҃საო, ანგელოსთა მჴედრობა და ადამის, ნათესავნი გადიდებენ, სასოსა, სიმტკიცესა და სიქადულსა, მორწმუნეთასა:

ულხინე ტყუჱ-ქმნილსა სულსა ჩემსა, მრავალთა ცოდუათა მიერ, დედაო ღი҃საო და მომაქციე ალაგთაგან, წარწყმედისათა და მომეც ლმობიერება, და ცრემლნი მჴურუალენი განმწმედელად, ცოდჳსა ბრალთა:

სიბრძნით განმგებელი ყოველთა, ძე ღი҃სა დაუსაბამო, საშოსა იტჳრთე, ყოვლად უბიწოო ღი҃ს-მშობელო, და ჰბრწყინავ ელუარებითა ქალწულებისათა ამისთჳს, ქებით გადიდებთ:

ტაძრად დიდებისა და მთად ღი҃სა, სასანთლედ საყდრად…

გალობა ე. სძლისპირი. აწ აღვდგე თქუა.

ტაძრად დიდებისა და მთად ღი҃სა, სასანთლედ საყდრად, და სძლად მაღლისა გყო ძემან ღი҃სამან, ქალწულო რაჟამს შენთანა დაიმკჳდრა მან, და სამოთხედ საშუჱბელისად, შესავედრებელად მორწმუნეთა:

უ҃ისა დედად აღგიარებთ შენ, და გევედრებით, ღი҃ს-მშობელო გჳთხოვე ძისა შენისაგან შენდობა ცოდუათა, დღესა მას დიდსა, მოსლჳსა მისისასა განსჯად ყოველთა საშინელებით:

მარიამ ყოველთა დედოფალო, ცოდჳლი მონა, შენი გამომიჴსენ ბოროტისაგან მტერისა და დამამონე, შენგან შობილსა, და შენდობა ცოდუათა, მითხოვე მისგან გევედრები:

გარე-შეუწერელი ღი҃, და შეუხებელი, ბუნებითა მით ღუთაებისათა საშოსა შენსა იტჳრთე, ქალწულო ღირსო, და გჳშევ უქცეველად, ღუთაება და კაცება სრული:

ტაძრად სიწმიდისა გყო ქალწულო, სიტყუამან მამისამან, რაჟამს…

გალობა ვ. სძლისპირი. შთავარდი მე სიღრმე.

ტაძრად სიწმიდისა გყო ქალწულო, სიტყუამან მამისამან, რაჟამს არსებით დაემკჳდრა შენთანა, ამისთჳსცა, გევედრები ვნებანი ჩემნი განჰკურნენ დედოფალო:

ცისა მნათობთა უბრწყინუალესო, მარიამ უბიწოო, ბნელითა ცოდუათათა შეპყრობილი, სული ჩემი, განანათლე და მომეც, წყალობაჲ შენი დედოფალო:

ღი҃რსად და ჭეშმარიტად გნატრიან, ყოველნი ნათესავნი, უბიწოო ღი҃ს-მშობელო მარიამ, და შესწირუჱნ ვედრებასა შენდამი, და ითხოვენ დიდსა წყალობასა:

აღმისუბუქენ ტჳრთი ცოდუათა, ღი҃ს-მშობელო ქალწულო, და დააცხრუჱნ ღელუანი მჴჳნუარენი, სულიერნი ძისა შენისა მიმართ, მეოხებითა დედოფალო:

უზესთაეს ცნობათა არს ქალწულო შობისა, შენისა საიდუმლო…

გალობა ზ. სძლისპირი. ბაბილონს სამთა ყრმა.

უზესთაეს ცნობათა არს ქალწულო შობისა, შენისა საიდუმლო, რამეთუ ქე҃ ორითა მით, ბუნებითა ჰშევ და ეგე ქალწულად საუკუნოდ ღირსო:

ბუნებით, უცუალებელი ძე თანა სწორი, მამისა და სულისა, ჰშევ ქალწულო ჴორციელად, კურთხეულ-ხარ შენ დედაო უსძლოო, ღი҃სა დამტევნელო:

ღი҃ ჴორცითა იშუა შენგან მიუწთომელად, ქალწულო ღი҃ს-მშობელო, და აცხოვნნა კაცნი და ჴმობენ, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო, და ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:

უხრწნელად, და უთესლოდ ჰშევ ღი҃ ჭეშმარიტი, სანატრელო მარიამ და ყოვლად შობისა კუალად ქალწულად, ჰგიე უბიწოდ ამისთჳს, გაკურთხევთ მარადის:

მამისა მაღლისა, ძე თანა-სწორი, საშოსა იტჳრთე ქალწულო…

გალობა ჱ. სძლისპირი. მჴსნელო ყოველთაო.

მამისა მაღლისა, ძე თანა-სწორი, საშოსა იტჳრთე ქალწულო ღირსო, სულისა წმიდისა მადლითა, და ჰშევ ჴორცითა, რომელსა უღაღადებთ აკურთხევდით:

კურთხეულ-ხარ შორის, დედათა სძალო, რომელმან გჳშევ ჩუჱნ ღი҃ ჴორცითა, მფლობელი ყოველთა დაბადებულთა, მჴსნელად მორწმუნეთა და ჰჴმობენ აკურთხევდით:

ცოდჳსა ტჳრთითა დამძიმებული, განმათავისუფლე ღი҃სა დედაო, და განჰკურნენ სალმობანი, სულისა ჩემისანი და ჴმა-ვჰყო აკურთხევდით, საქმენი უ҃ისანი:

ნავთ-სადგურად გიცი, შენ ცხოვრებისა, და მოვივლტი შენდა, მე მონა შენი, ყოვლად წმიდაო ქალწულო მიჴსენ ბრალთა ჩემთა სიმრავლისაგან, რათა ვაქებდე შობასა შენსა:

თაყუანის-ვჰსცემ შობასა შენსა, ქალწულო რომლისა მიერ იქმნა…

გალობა თ. სძლისპირი. სენ სორის აღესრულა.

თაყუანის-ვჰსცემ შობასა შენსა, ქალწულო რომლისა მიერ იქმნა ჴსნა ჩუჱნი წყევისაგან, პირუჱლისა, და შობილსა შენგან ქე҃სა ღთ҃სა, გალობითა დაუდუმებელითა ვადიდებთ:

მაღლისა დედად ღირსო, აღგიარებთ შენ, ჩუჱნ გამოჴსნილნი ესე შობითა შენითა გევედრებით, ღირს-მყუჱნ მარჯუჱნით ძისა შენისა სძალო, მეორედ მოსლუასა მისსა რომელნი გადიდებთ:

რომელი უხილავ-არს, ბუნებითა მით, ღუთაებისათა სიტყუა თანა-სწორი მამისა, უქცეველად, კაც-იქმნა ქალწულისა საშოსა, და ღთ҃-ჰყო ბუნება კაცობრივი სახიერებით:

უღირსთა ბაგეთაგან, უძლური შესხმა, და კნინი შეჰსწირე დედაო ღი҃საო, და გჳთხოვე ძისა შენისაგან შენდობა ცოდუათა, რომელნი ვითარცა ღი҃ს-მშობელ ხარ გადიდებთ: