გულანი
საცდელი · 1.11.3
ხმა 4 · ხუთშაბათი 1 / 69ძლიერითა სიბრძნითა აღმჴედრებულნი დიდებულნო, აღიჭურჱნით მტერსა ზედა…

ხმა 4 · ხუთშაბათი

რვა ხმა

პარაკლიტონი · დაახლ. 26 წთ

ძლიერითა სიბრძნითა აღმჴედრებულნი დიდებულნო, აღიჭურჱნით მტერსა ზედა…

მწუხრად, დასდებელნი, მსგავსნი მოციქულთანი, ჴმა დ, მსგავსი მჴნეონისა.

ძლიერითა სიბრძნითა აღმჴედრებულნი დიდებულნო, აღიჭურჱნით მტერსა ზედა ბოროტსა, და საჭურუჱლითა სულიერითა ახოვნად შეზღუდჳლთა, ყოველი ძლიერებაჲ საეშმაკოჲ წარსწყმიდეთ, და სულნი კაცთანი ვითარცა ნატყუჱნავნი გამოიტაცენით, ამისთჳს უკუჱ პატივს-გცემთ უკ҃უჱ მოციქულნო:

განირთხა რა სახედ ჯუარისა ბადჱ სარწმუნოებისა ათორმეტობამან საღმრთოთა მოციქულთა შენთამან, მოინადირნა ყოველნი წარმართნი, ცნობისა მიმართ შენისა ქე҃, და მარილიანი იგი განაჴმო ზღუაჲ ვნებათა, ამისთჳს გევედრები შენ, აღმომიწოდე მე სიღრმისაგან შეცოდებათასა, მათითა ყოვლად კეთილ სათნოჲთა მეოხებითა:

ათორმეტთა ღი҃უ-რჩეული, სამოციქულო და ყოვლად პატიოსანი იქებდინ დღეს, საღმრთოთა მიერ გალობათა, პეტრე და პავლე, იაკობ ლუკა, იოანე და მატთე, და თომა, მარკოს და სიმონ და ფილიპე, და მატათას თანა ყოვლად დიდებული ანდრეა, ბართლომეს თანა საღმრთოჲსა და ყოვლად ბრძნისა, და სხუათა თანა სამეოცდა ათთა:

მირონითა მით საღმრთოთა, გცხო შენ მადლმან სულისამან…

სხუანი, დასდებელნი წმიდისა მიმართ ნიკოლოზისა, მსგავსნი.

მირონითა მით საღმრთოთა, გცხო შენ მადლმან სულისამან, და სათნოებათა შენთა მირონითა ღირსო, სუნნელ-ჰყოფს ყოველსა სოფელსა, ნეტარო ნიკოლოზ, ხოლო სუნ-მყრალობასა, ვნებათასა განიოტებს, ამისთჳსცა ჩუჱნ გაქებთ სარწმუნოებით, და საღმრთოსა, და წმიდასა ჴსენებასა, შენსა აღუარსულებთ მამაო:

ვითარცა ბრწყინუალებასა, და მზის-თუალსა დაუვალსა, განმანათლებელსა, ყოვლისა სოფლისასა, და ეკკლესიათა ნათელსა, და ჭირთა მძჳნუარეთა, მოსწრაფედ წარმდევნელსა, ხოლო ურუათა ზამთრისა, დამაცხრობელსა, და დამაყუდებელსა გადიდებთ შენ, მღუდელ-მოძღუარო ნიკოლოზ, გჳთხოვე ჩუჱნ დიდი წყალობაჲ:

გამოიჴსნენ დიდებულო, სიკუდილისაგან მწარისა, ქალაქსა შენსა განწირულნი იგი სიკუდილად, და კუალად ჩუჱნებისა მიერ, სამნი იგი მთავარნი, ვითარცა მოწყალემან, და სახიერმან მამამან, და მხურუალემან, მჴსნელმან ჭირუჱულთამან, ანგელოსთა, და მოციქულთა მოდასეო, და ყოველთა მართალთა გჳრგჳნო:

რომელმან ღი҃ დაუტევნელი, მუცელსა შინა შენსა დაიტიე…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

რომელმან ღი҃ დაუტევნელი, მუცელსა შინა შენსა დაიტიე, კაცთ-მოყუარებით კაც-ქმნილი, და ჩუჱნისა შეზავებისა შენგან მიმღებელი, და განმამღთობელი, ნუ უგულებელს-მყოფ მე ყოვლად-წმიდაო ჭირუჱულსა, არამედ შემიწყალე მსწრაფლ, და პირად პირადისაგან მტერობისა, და ვნებისაგან ბოროტისა განმათავისუფლე:

მოციქულთა გუნდი სულითა წმიდითა განანათლე ქე҃, და…

სტიქარონსა ზედა, დასდებელნი, მოციქულთანი. ჴმა დ.

მოციქულთა გუნდი სულითა წმიდითა განანათლე ქე҃, და ჩუჱნიცა მწიკული ცოდუისა, მათ მიერ განჰბანე ღო҃, და შეგჳწყალენ ჩუჱნ:

უწიგნონი მოწაფენი სულმან შენმან წმიდამან, მასწავლელად გამოაჩინნა ქე҃ ღო҃, და მრავალ მზრახუჱლთა ენათა სახიობისა საცთური განაქარუა, ვითარცა ყოვლად ძლიერმან:

მოწამეთა.

მოწამენო უ҃ისანო, მსხუჱრპლნო სულიერნო ყოვლად დასაწუჱლნო, სიტყჳერნო, ღი҃ს-მცნობელნო მარტჳლნო, და ღი҃სა მიერ ცნობილნო ცხოვარნო, რომელთაცა ბაკი მგელთაგან შეუვალ არს, ღთ҃სა ევედრენით ჩუჱნთათჳს, დამწყსან თქუჱნთანა წყალთა ზედა განსასუჱნებელთასა, და მდინარეთა სამოთხისათა:

გჳჴსნენ ჩუჱნ ჭირთა ჩუჱნთაგან, დედათ ქე҃ს ღი҃საო…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

გჳჴსნენ ჩუჱნ ჭირთა ჩუჱნთაგან, დედათ ქე҃ს ღი҃საო, რომელმან ჰშევ ყოველთა დამბადებელი, რათა ყოველნი გიღაღადებდეთ, გიხაროდენ შენ მხოლოო, ცხოვრებაო სულთა ჩუჱნთაო:

მოციქულთა პირუჱლ მოსაყდრენო, და ყოვლისა სოფლისა მოძღ҃უარნო…

ხუთშაბათსა ცისკრად, შემდგომად ა. სტიქოლოგიისა, წარდგომანი მოციქულთანი. ჴმა დ.

მოციქულთა პირუჱლ მოსაყდრენო, და ყოვლისა სოფლისა მოძღ҃უარნო, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რათა მოსცეს სოფელსა მშჳდობაჲ, და სულთა ჩუჱნთა დიდი წყალობაჲ:

მნათობად ცისკიდეთა, მოწაფენი შენნი ქე҃ გამოაჩინენ, და…

ყოველსა ქუჱყანასა განჴდა ჴმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი: მსწრაფლ მეწიე.

მნათობად ცისკიდეთა, მოწაფენი შენნი ქე҃ გამოაჩინენ, და მცხინუარებითა ქადაგებისა მათისათა, განანათლენ სულნი ჩუჱნნი, და კერპთა საცთური მათ მიერ უჩინოჰყავ, ხოლო სწავლითა ღი҃ს-მსახურებისათა განაბრწყინუჱ ყოველი სოფელი, მათითა მეოხებითა, ქე҃ ღო҃ აცხოვნენ სულნი ჩუჱნნი:

მსწრაფლ-შეიწირე ვედრებაჲ ჩუჱნი, და შესწირე ესე ძესა…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

მსწრაფლ-შეიწირე ვედრებაჲ ჩუჱნი, და შესწირე ესე ძესა და ღთ҃სა შენსა, დედოფალო ყოვლად წმიდაო, დაჰჴსენ კრულებანი შენდამი მოლტოლჳლთანი, და განიბნიენ საფრხენი და კადნიერებანი ქალწულო, და შეგუჭურუჱნ მონანი შენნი:

ყოველსა ქუჱყანასა განჴდა ჴმა თქუჱნი, და სიბრძნე…

შემდგომად ბ. სტიქოლოგიისა, წარდგომანი მოციქულთანი, ჴმა დ. მსწრაფლ მეწიე.

ყოველსა ქუჱყანასა განჴდა ჴმა თქუჱნი, და სიბრძნე საცთურისა არა ბრძენი იგი განასულელა, მოციქულნო დიდებულნო, და მოიზიდნა კაცნი სიღრმისაგან საცთურისა, და უჩუჱნნა ყოველთა ადგილნი ცხოვრებისანი, ამისთჳს აწ ღირსად გნატრით თქუჱნ:

ქადაგად ღი҃ს-მსახურებისა, მოწაფენი შენნი ქე҃ მაცხოვარ განაბრწყინუჱნ…

ცანი უთხრობენ დიდებასა ღი҃სასა და ქმნულსა ჴელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო:

ქადაგად ღი҃ს-მსახურებისა, მოწაფენი შენნი ქე҃ მაცხოვარ განაბრწყინუჱნ, რათა მოიყუანნე წარმართნი მათ მიერ, რომელნი იგი ბრწყიუალებითა მოძღურებისათა ჰნათობენ ყოველსა სოფელსა, და ბნელსა უმეცრებისასა ითხოვენ, მათითა მეოხებითა ქე҃ ღო҃ აცხოვნენ სულნი ჩუჱნნი:

ისმინე დედოფალო, ტკივნეულისაგან სულისა გალობაჲ მონისა შენისა…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა. მსგავსივე.

ისმინე დედოფალო, ტკივნეულისაგან სულისა გალობაჲ მონისა შენისა, და მრავალთა ძჳრთა ჩემთა მოტევებაჲ მომანიჭე მე, რამეთუ შენ მივი შუამდგომელად დღე და ღამე, მიჴსენ ღი҃ს-მშობელო, გეენიისაგან ცეცხლისა, და დამადგინე მე მარჯუენით ძისა და ღი҃სა შენისა:

მსწრაფლ-გუჱწიენ ჩუჱნ მამაო ნიკოლოზ, და გუაცხოვნენ მონანი…

შემდგომაბ გ. სტიქოლოგიისა, წარდგომანი, ჴმა დ. მსწრაფლ მეწიე.

მსწრაფლ-გუჱწიენ ჩუჱნ მამაო ნიკოლოზ, და გუაცხოვნენ მონანი შენნი, ჩუჱნ ზედა მოსრულთაგან განსაცდელთა და ჭირთა, რამეთუ გაქუს შენ კადნიერებაჲ დამბადებელისა, მიმართ და ღი҃სა, მოვედ უკუჱ მსწრაფლ შენდა სარწმუნოებით მწოდებელთა, და მოგუანიჭე შუამდგომელობაჲ და საფარუჱლი შენი:

მოწამეთა შენთა უ҃ო, ღუაწლსა შინა თჳსსა გჳრგჳნი…

დიდება შენდა, ღო҃ ჩუჱნო, დიდება შენდა:

მოწამეთა შენთა უ҃ო, ღუაწლსა შინა თჳსსა გჳრგჳნი მოიგეს უხრწნელებისა, შენ მიერ ღი҃სა ჩუჱნისა, რამეთუ აქუნდათ მათ შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამჴუჱს, და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი მათითა მეოხებითა, ქჱ ღო҃ აცხოვნე სულნი ჩუჱნნი:

ვითარცა ყოველთა დაბადებულთა უზესთაეზსა, ღირსებით ქებად შენდა…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

ვითარცა ყოველთა დაბადებულთა უზესთაეზსა, ღირსებით ქებად შენდა ვერ შეუძლებთ ღი҃ს-მშობელო, არამედ უსასყიდლოდ შეგჳწყალე:

ზღუა უვალი რომელი, მყარ ქუჱყანა იქმნა პირუჱლად…

ხუთშაბათსა, კანონი, წმიდათა მოციქულთა. გალობა ა. ჴმა დ. სძლისპირი.

ზღუა უვალი რომელი, მყარ ქუჱყანა იქმნა პირუჱლად, ბრძანებითა შენითა, გამოუთქმელო ღო҃, შეიწყნარა მან, ერი ისრაილთა, და რომელთა შეგიმზადეს შენ ძლევისა გალობაჲ:

ორღანოთა ჴმა-ტკბილთა, სულისა ყოვლად წმიდისათა, მობერჳთა მისითა, გუასწავეს ჩუჱნ გალობაჲ, ღი҃უ-სულიერი, მაცხოვარი სოფლისა, ჭეშმარიტად დიდებულთა ქე҃ს მოციქულთა:

რომელი მდებარე-ვარ, ცხედარსა მცონარებისასა, და პირუჱლ სიკუდილისა, სენითა ცოდჳსათა, განვჰკფდები მწარედ, მოხედჳსა თქუჱნისა, ღირს-მყავ ყოვლად დიდებულნო ქე҃ს მოციქულნო:

პირუტყუჱბაჲ წარმართთა, საღმრთოჲთა სიტყჳთა დაჰჴსენით, ამისთჳს გევედრები, წმიდანო მოციქულნო, გონებაჲ ჩემი, მწარედ დაბნელებული, ბოროტთა საქმეთა მიერ, განანათლეთ ბრწყინუალედ:

ქალწულად განუხრწნელად, დაადგერ შემდგომად შობისა, და რომელი…

ღი҃ს-მშობლისა.

ქალწულად განუხრწნელად, დაადგერ შემდგომად შობისა, და რომელი ჩუჱნთჳს იქმნა, მსგავს ჩუჱნდა უზესთაეს, სიტყჳსა გჳშევ, მას ევედრე წმიდაო, ცხოვრებად და განათლებად შემსხმელთა შენთა:

მეოთხე ესე ტყუჱლუა ნიკოლოზისა მიმართ

სხუა, კანონი, წმიდისა მიმართ ნიკოლოზისა. რომლისა კიდურ-წერილობაჲ:

მეოთხე ესე ტყუჱლუა ნიკოლოზისა მიმართ.

უზრუნუჱლი ცხოვრებაჲ დაიმკჳდრე ნეტარო და სიხარულითა სულიერითა…

იოსებისა. გალობა ა. ჴმა დ. სძლისპირი. დაანთქენ ვნება.

უზრუნუჱლი ცხოვრებაჲ დაიმკჳდრე ნეტარო და სიხარულითა სულიერითა აღივსები მარადის, ამისთჳს გევედრები განჰსდევნე სულისაგან, ჩემისა ზრუნუაჲ ყოველი, რათა მოხარული გადიდებდე შენ უსამღუდელოესო მამაო ნიკოლოზ:

დაიდგ სასანთლესა ზედა მაღალთა კეთილთა საქმეთასა, და ვითარცა ლამპარი განანათლებ გულთა მორწმუნეთასა მღუდელ-მთავარო ნიკოლოზ, ამისთჳსცა სარწმუნოებით გევედრები, ნათელ-შემოსილითა ლოცჳთა შენითა, განსდევნე ბნელი სულისა ჩემისა:

ზღუა განხრწნადისა ცხოვრებისა, მამაო, აღუსებულ-არს განსაცდელთაგან პირად პირადთა ყოვლად ბრძენო, რომლისათჳს შენდა მოვივლტი და გიღაღადებ, მე საჭე-მექმენ მე, და შესცუალე ქარი ესე ბორბალი მყუდროებად, საღმრთოჲთა ლოცჳთა შენითა:

რომელსა გაქუს დაუძინებელი ეგე მეოხებაჲ, დააძინენ ვნებანი…

ღი҃ს-მშობლისა.

რომელსა გაქუს დაუძინებელი ეგე მეოხებაჲ, დააძინენ ვნებანი ჩემნი სულიერი, განწმედილითა შუა-მდგომელობითა შენითა უბიწოო, და მომეც მე სიმჴნჱ საცხოვრებელი და საღმრთოჲ, აღსრულებად საღმრთოთა ნებათა:

არა სიბრძნითა, არცა ძალითა, არცა სიმდიდრითა, თავით…

გალობა გ. სძლისპირი.

არა სიბრძნითა, არცა ძალითა, არცა სიმდიდრითა, თავით თჳსით ვიქადით, არამედ შენგან ღი҃სა სიბრძნეო, რამეთუ არავინ-არს წმიდა შენებრ კაცთ-მოყუარე:

ქალაქსა შენსა, სიტყჳერთა მათ მდინარეთა შენთა, სლუაჲ…

ტროპარნი.

ქალაქსა შენსა, სიტყჳერთა მათ მდინარეთა შენთა, სლუაჲ ახარებს უ҃ო, დიდებულთა მოწაფეთა შენთა, და განჰსწმედს ყოველთა სულისა მიერ წმიდისა:

მოქალაქენო, ზეცათანო და საცნაურთა მათ წესთა, თანა მსახურნო ღი҃სანო, გჳჴსნენით ჩუენ ყოველთა ჭირთაგან, ყოვლად ქებულნო დიდნო მოციქულნო:

ქე҃ მაცხოვარ, რომელმან დაამტკიცენ სიტყჳერნი, სამყარონი და ცანი, მოციქულნი ლოცჳთა მათითა, დამამტკიცე კლდესა ზედა მცნებათა შენთასა:

ვითარცა დედაჲ, მწყობრსა თანა მოწაფეთა შენთასა, გევედრების…

ღი҃ს-მშობლისა

ვითარცა დედაჲ, მწყობრსა თანა მოწაფეთა შენთასა, გევედრების უ҃ო, უბიწოდ მშობელი წმიდა, მის მიერ მოგუმადლე ჩუჱნ დიდი წყალობაჲ:

მარტჳლ-მკულელ-გამოსჩნდი, მბრძოლთა მტერთა, რომელთა განსაცდელთაგან დაგჳცუჱნ ჩუჱნ…

სხუა, სძლის-პირი. იგივე.

მარტჳლ-მკულელ-გამოსჩნდი, მბრძოლთა მტერთა, რომელთა განსაცდელთაგან დაგჳცუჱნ ჩუჱნ უვნებელად ნიკოლოზ, რათა ვიქმოდეთ საღმრთოსა ნებასა:

შემუსრჳლებაჲ სულისა ჩემისა, განჰკურნე მღუდელ-მთავარო, და შეჰმუსრენ ღონენი და მაჴენი მტერისანი, რათა ვითარცა შუამდგომელსა ჩემსა, სარწმუნოებით პატივს-გცემდე შენ:

რომელმან დაარღჳენ ტაძარნი იგი არტემიდისნი უსულონი, გონებისაცა ჩემისა აღჴოცენ ვნებითნი ოცნებანი, საღმრთოჲთა შუამდგომელობითა, შენითა მამაო ნიკოლოზ:

შენ უუჱ მოგჳგიე შუამდგომელად, ყოვლად უბიწოო ქალწულო…

ღი҃ს-მშობლისა.

შენ უუჱ მოგჳგიე შუამდგომელად, ყოვლად უბიწოო ქალწულო, შეჰსცუალენ ჭირნი ჩუჱნნი სიხარულად, და ჭირისაგან სიკუდილის-მშობელისა გჳჴსნენ ჩუჱნ:

იესო მჯდომარე დიდებით, საყდართა ღუთაებისათა, მოვიდა ღრუბლითა…

გალობა დ. სძლისპირი.

იესო მჯდომარე დიდებით, საყდართა ღუთაებისათა, მოვიდა ღრუბლითა, სულ-მცირითა რომელ-არს ქალწული, გამოუცდელი ჴსნად ჩუჱნდა მღაღადებელთა, დიდება ძალსა შენსა მჴსნელო ჩუჱნ ყოველთაო:

ივლინენ ჰუნები შენნი მჴსნელო, ზღუასა ზედა სოფლისასა…

ტროპარნი.

ივლინენ ჰუნები შენნი მჴსნელო, ზღუასა ზედა სოფლისასა, ურწმუნოებისა, წყალთა მწარეთა აღძრუად და დატკბობად, ხოლო ჭეშმარიტებისა, ცნობისა შენისა ყოველთა შორის ქადაგებად, და განათლებად:

ვარსკულავნო რომელნი განაბრყინუჱბთ, საცნაურსა სამყაროსა, ეკკლესიისასა, ღი҃ს-მსახურებით მოციქულნო. მიჴსენით მე ბნელისაგან, და წყვდიადისა ცოდუათასა ჵ დიდებულნო, ქე҃ს ქადაგნო:

ყოვლად ბრძენნო მოციქულნო, რომელნი გამოსჩნდით ძლიერისა, ისრად აღლესულად გულისა ჩემისა განჴურუჱბულნი, ისარნი დაშრიტეთ თქუჱნ, და გონებაჲ ჩემი განამტკიცეთ სიყუარულითა, ქე҃ს ღი҃სათა:

სული ჩემი წყლული გესლითა, და ნაკბენითა მტერისათა…

ღი҃ს-მშობლისა.

სული ჩემი წყლული გესლითა, და ნაკბენითა მტერისათა მეოხებითა მით, მაღლითა დედისა შენისათა, და მოციქულთა შენთა, წამლითა ძლიერითა განჰკურნე ქე҃ ღო҃, ყოვლად-ძლიერო:

ყოვლად დიდებულმან ცხოვრებამან შენმან ყოველგან ყოვლად დიდებულად…

სხუა. სძლისპირი. იგივე.

ყოვლად დიდებულმან ცხოვრებამან შენმან ყოველგან ყოვლად დიდებულად გამოგაჩინა შენ, საღმრთოჲთა საკჳრუჱლებითა განათლებულად, მღუდელ-მთავართა შუჱნიერებად, და ყოველთა სიქადულად, რომელნიცა პატივს-გცემენ შენ სახარულევანითა გალობითა:

მაღალსა საყდარსა ზედა ნეტარო აქებდ ღთ҃სა, რომელი აწ ელუარე-ხარ მრთელ-ცნობისა საღმრთოჲთა ბრწყინუალებითა, რომელთა ზიარ-მყუჱნ ჩუჱნცა კეთილ-სათნოჲთა ლოცჳთა შენითა მამაო ბრძენო:

იჴსნენ მიყუანებულნი იგი სიკუდილად უბრალოდ, შურითა საღმრთოჲთა, მამაო მღუდელმშუჱნიერად აღტყინებულმან, ამისთჳს გიგალობ შენ, ეგრეთუჱ გჳჴსნენ ჩუჱნ განსაცდელთა მათგან, რომელნი მოაკუდინებენ ბოროტად გულთა ჩუჱნთა:

შენ რომელი ეგე მოჰვლი ცათა უხილავად სიხარულით მამაო, წარმოგჳდეგ რომელნი გხადით შენ, და უძლურებანი სულთა ჩუჱნთანი აღგჳსუბუქენ, და ნუგეშინის-გუჱც ღი҃უ-შუჱნიერად:

მხედრობანი იგი ანგელოზთანი, რომელნიცა უგალობენ განჰჳრუჱბულნი დიდებულებასა…

ღი҃ს-მშობლისა.

მხედრობანი იგი ანგელოზთანი, რომელნიცა უგალობენ განჰჳრუჱბულნი დიდებულებასა საღმრთოჲსა შობისა შენისასა, ყოვლად უბიწოო ქალწულო მათ თანა ევედრე ცხოვრებად ყოველთა, რომელნი სარწმუნოებითა წმიდითა გნატრიან შენ:

ნათელი შენი უ҃ო მომფინე ჩუჱნ ზედა, და…

გალობა ე. სძლისპირი.

ნათელი შენი უ҃ო მომფინე ჩუჱნ ზედა, და მიჴსნენ ბნელისაგან ჩუჱნ ცოდჳლნი, და მოწყალებაჲ შენი სახიერ, ზეცით გარდამოგჳვლინე:

ვენაჴისა ცხოველისა, ტევანთა მწიფეთა, ყოვლად ქებულთა მოციქულთა, ყოველთა ღჳნოჲ სიხარულისა, საცნაური ასუჱს მდიდრად:

ნათლად მცნებათა საღმრთოთა, წარუძეღჳთ ღირსნო, მოციქულნო რომელნი სულიერისა, დაჴსნილობისა ურწმუნოებასა, უგუნურებით დანთქმულ-იყვნეს:

გჳჴსნენით ჩუჱნ სულიერთა, შებრკოლებათაგან, და ხრწნილებისაგან და განსაცდელთა, და სასჯელისა საუუნოჲსა სანატრელნო მოციქულნო:

მაცხოვნე მე ღო҃, ვითარცა კაცთ-მოყუარე-ხარ, მაცხოვნე სახიერ…

ღი҃ს-მშობლისა.

მაცხოვნე მე ღო҃, ვითარცა კაცთ-მოყუარე-ხარ, მაცხოვნე სახიერ მეოხებითა, დედისა შენისათა და ყოველთა, საღმრთოთა მოციქულთათა:

მომკუდარი დაჰჴედ მამაო ბრძენო ვითარცა მზჱ, და…

სხუა. სძლისპირი. უღმრთოთა ვერ იხილონ.

მომკუდარი დაჰჴედ მამაო ბრძენო ვითარცა მზჱ, და ქე҃ს თანა გამობრწყინდი ნათელ-შემოსილითა მცხინუარებითა საკჳრუჱლებათა შენთათა, და ცისკროვან-ჰყოფ ყოველსა მზესა ქუჱშე ნიკოლოზ:

ისმინე ჩუჱნი ჵ ნიკოლოზ, სამღუდელოო, დღეთა შინა მოწევნულთა ჭირთა და განსაცდელთასა, და განსდევნე ყოველი იწროებაჲ, მადლითა შენ შორის მყოფისა სულისათა:

შემუსრჳლისა სულისა მქონებელი, ვნებათა მათგან სოფლისათა, შემწედ გიწოდ შენ სამღუდელოო ნიკოლოზ, ისწრაფე და მომეც მე სრული კურნებაჲ, ვითარცა ყოვლად საიხერისა მიმართ მეოხმან:

გონიერითა თუალითა მხედუჱლი შენი ისაია გალობს ქალწულო…

ღი҃ს-მშობლისა.

გონიერითა თუალითა მხედუჱლი შენი ისაია გალობს ქალწულო აჰა ეგულუჱბის შობად უ҃სა იესოს ქალწულისაგან ღი҃ს ყრმაასა, რათა განაახლნეს შემდგომად კაცნი:

შთავარდი მე სიღრმესა ზღჳსასა, და ცოდჳსა უფსკრულთა…

გალობა ვ. სძლისპირი.

შთავარდი მე სიღრმესა ზღჳსასა, და ცოდჳსა უფსკრულთა, დამნთქეს მე, არამედ ვითარცა ღმერთ-ხარ, განხრწნისაგან, კუალად აღმოიყუანე, ცხოვრებაცა ჩემი მოწყალე:

მწყემსისა კეთილისა ცხოვარნი, განეთესნეს სოფელსა, და ყოველთავე…

ტროპარნი.

მწყემსისა კეთილისა ცხოვარნი, განეთესნეს სოფელსა, და ყოველთავე მგელთა მძჳნუარებაჲ, მოამდოვრეს, და სიმშჳდედ ცხოვართა, შესცუალეს სარწმუნოებითა:

სამოთხისა ხენო ნაყოფიერნო, ცოდჳლისა სულისა, ჩემისა ესე უნაყოფოებაჲ, ნაყოფითა, კეთილთა საქმეთათა, ნაყოფიერჰყავთ მოციქულნო:

მოვიწყალ და მოვჰკუჱდ გემოთა მიერ, ხოლო თქუჱნ ქე҃ს მიერ, გაქუსთ ჴელმწიფებაჲ აღდგინებად მკუდართა, სული ჩემი, გლახაკი აღადგინეთ, და განაცხოველეთ მოციქულნო:

დააცხრუჱნ ღელუანი მძჳნუარენი, სულისა ჩემისანი, ვედრებითა დედისა…

ღი҃ს-მშობლისა.

დააცხრუჱნ ღელუანი მძჳნუარენი, სულისა ჩემისანი, ვედრებითა დედისა შენისათა ქე҃ ღო҃, და მოციქულთა შენთა, და მარტჳლთა მეოხებითა:

განძლიერდი ძლიერებითა მაცხოვრისათა, და შეუძლე ღი҃უ-განბრძნობილო წარწყმედაჲ…

სხუა. სძლისპირი. იგივე.

განძლიერდი ძლიერებითა მაცხოვრისათა, და შეუძლე ღი҃უ-განბრძნობილო წარწყმედაჲ უხილავისა მტერისა, რომლისა ბოროტისა ვნებისაგან გჳჴსნენ ჩუჱნ, მეოხებითა შენითა მამაო ნიკოლოზ:

ტანჯჳსაგან გეენისა, და მავნებელისაგან წყინებისა ბოროტთა კაცთასა გჳჴსნენ ჩუჱნ, სამღუდელოჲთა ლოცჳთა შენითა ყოვლად დიდებულო ნიკოლოზ:

ოდესმე უმსჯავროდ სიკუდიდ გულუჱბადნი, მჴედართ-მთავარნი იჴსნნეს შუამდგომელობითა შენითა, ეგრეთუჱ ჩუჱნცა, ვითარცა იგინი განგუარინენ ყოვლისაგან ვნებისა ღირსად საკჳრუჱლო:

გევედრების შენ ქალაქი და ერი შენი დედაო…

ღი҃ს-მშობლისა.

გევედრების შენ ქალაქი და ერი შენი დედაო ღი҃საო, განგუარინენ ჩუჱნ ყოვლისაგან იძულებისა, და საუკუნოჲსაგან დასჯისა, ყოვლად-წმიდაო დედოფალო:

რომელმან ჰსცუჱნ ცეცხლსა შინა, აბრამიანნი ყრმანი შენნი…

გალობა ზ. სძლისპირი.

რომელმან ჰსცუჱნ ცეცხლსა შინა, აბრამიანნი ყრმანი შენნი, და მოსრენ ქალდეველნი იგი, ცრუნი ხოლო შეაცურიენ მართალნი, უფროსად ამაღლებულო, მამათა ჩუჱნთა ღო҃ კურთხეულ-ხარ შენ:

არითა ქადაგებისათა, ყოვლად ქებულნო მოციქულნო, ზამთარი მძიმე…

ტროპარნი.

არითა ქადაგებისათა, ყოვლად ქებულნო მოციქულნო, ზამთარი მძიმე უღმრთოებისა, განადნუჱთ და ურწმუნოთა გონებაჲ, სამებისა ქადაგებითა, მცხინუარედ განანათლეთ უნათლეს მზისა:

საღმრთოჲსა მის მირონისა, ყოვლად ქებულნო მოწაფენო, მირონსა სუნნელებითა აღავსენით რომელნი, სურჳლით მოივლტიან თქუჱნდა და სუნ-მყრალობაჲ ვნებათა უჩინო-ჰყავთ:

განხრწნილი ესე უჯეროჲთა, ჴორცთა ბრძოლისა საცთურითა სიტყჳსა დაუსაბამოჲსა, მოწაფენო საღმრთონო დიდებულნო, უხრწნელ-მჰყავთ მე მოსავი თქუჱნი, სათნოებათა კეთილთა მოგებითა:

ანგელოსთა გუნდი და მარტჳლთა, და მოწაფეთა შენთა…

ღი҃ს-მშობლისათა.

ანგელოსთა გუნდი და მარტჳლთა, და მოწაფეთა შენთა ბანაკი, მოწყალებათა შენთა მჴსნელო, მარადის ევედრებიან ლმობიერად, ღი҃ს-მშობელისა ოხითა, და ლოცჳთა მათითა შეგჳწყალენ ჩუჱნ:

წმიდაო ნიკოლოზ, წმიდათა შორის მხოლოსა განსუჱნებულსა ყოველთა…

სხუა. სძლისპირი. ბაბილონს.

წმიდაო ნიკოლოზ, წმიდათა შორის მხოლოსა განსუჱნებულსა ყოველთა შემოქმედსა, ევედრე განწმედად ჩუჱნდა, და გარდამოვლინებად მდიდარნი წყალობანი მისნი ჩუჱნ ზედა:

ღი҃რს, წრფელ და მშჳდ, და მყუდრო და მდაბალ იქმენ დიდებულო, და ყოვლად დიდებულისა მღუდელობისა სიმაღლისა მიმართ აღტაცებულ, საკჳრუჱლებათა და სასწაულთა აღმასრულებელი:

სჯულნი საღმრთონი დაიცუჱნ ღირსო, და გამოსჩნდი ტაძარ ღი҃სა უდიდეს, ამისთჳს გიგალობთ შენ ყოვლად სანატრელო, ყოვლისაგან უსჯულოებისა იჴსენ მონანი შენნი:

დააძინენ ვნებათა აღდგომანი სულისა ჩემისანი, და მღჳძარითა…

ღი҃ს-მშობლისა.

დააძინენ ვნებათა აღდგომანი სულისა ჩემისანი, და მღჳძარითა ოხითა შენითა მომეც მე მღჳძარებაჲ ყრმააო, და შორად განჰსდევნე ჩემგან ჰრული მოწყინებისა:

მჴსნელო ყოველთაო, ძლიერო ღო҃, ცეცხლსა შეთხეულნი, ყრმანი…

გალობა ჱ. სძლისპირი.

მჴსნელო ყოველთაო, ძლიერო ღო҃, ცეცხლსა შეთხეულნი, ყრმანი იჴსენი, რაჟამს იგი შეაცურიე, საჴუმილით ღაღადებდეს აკურთხევდით, საქმენი უ҃ისანი უ҃სა:

ქე҃ს მეუფისა, ცეცხლისა პირთა, რომელთა დაჰჴშენით, წარმდებნი…

ტროპარნი.

ქე҃ს მეუფისა, ცეცხლისა პირთა, რომელთა დაჰჴშენით, წარმდებნი პირნი, ხოლო საღმრთო ქადაგებაჲ, განჰფინეთ სოფელსა შინა მიჴსენით, პირისაგან მგელთა გონიერთასა:

მომკუდრისა სულისა, ჩემისა ზედა დაჰბერეთ სიტყჳერსა, ჴმათა თქუჱნთასა, ჴმა-მაღლად მოციქულნო, და სასო წარკუჱთილებისა საფლავით, და მედგრობისა სამარით აღმადგინეთ:

სჯულისა შენისა გარდამავალსა, ქე҃ სახიერო, გულარძნილებითა, გონებისა ჩემისათა, რომელი ვმონებ ვნებათა, ნუ განმაგდებ მოციქულთა ოხითა:

მარიამ ყოველთა დაბადებულთა, დამბადებელისა, ღი҃სა დედაო, უფლებული მტერისაგან, და ცოდუათა დამონებული აზნაურ-მჰყავ, და დამამონე ღთ҃სა სათნოებითა:

რიტორმან საღმრთომან ჵ ნიკოლოზ, პირნი უსჯულოთანი ცხადად…

სხუა. სძლისპირი. იგივე.

რიტორმან საღმრთომან ჵ ნიკოლოზ, პირნი უსჯულოთანი ცხადად დაუყუჱნ დაუყოფელნი, და არიოსის ძლითისა წარწყმედისაგან იჴსნენ მრავალნი მართ-მადიდებლობით მგალობელნი, უ҃სა უგალობდით ყოველნი, და უფროსად ამაღლებდით მას ყოველსა შინა უკუნისამდე:

ძლევისა თანა მოსახელეო წმიდაო, მძლედ გამოგუაჩინენ ჩუჱნ ვნებათაგან მშობელთა სიკუდილისათა, ლოცჳთა შენითა, და ენათა მზაკუართა ყოვლად უსჯულოთა კაცთასა, რომელნი სარწმუნოებით მარადის გევედრებით შენ:

ვედრებულ-იქმენ საკჳრუჱლთ-მოქმედო ნიკოლოზ, დღესა ჭირისასა, რაჟამს გევედრებოდეთ შენ მთხოველნი სარწმუნოებით, შეწევნისა შენისა საცხოვრებელისა:

წმიდასა სამებასა მორწმუნენი მართლ-მადიდებლობით, თაყუანის-ვჰსცემდეთ, და ვადიდებდეთ…

სამებასა.

წმიდასა სამებასა მორწმუნენი მართლ-მადიდებლობით, თაყუანის-ვჰსცემდეთ, და ვადიდებდეთ მამასა და ძესა და სულსა ყოვლად-წმიდასა მგალობელნი, აკურთხევდით და უგალობდით უ҃სა, და უფროსად ამაღლებდით მას ყოველსა შინა უკუნისამდე:

წყალობასა შენსა ღირს-მჰყავ მე, მოწყალისა სიტყჳსა მშობელო…

ღი҃ს-მშობლისა.

წყალობასა შენსა ღირს-მჰყავ მე, მოწყალისა სიტყჳსა მშობელო, კურთხეულო ყოვლად უბიწოო, და ჟამსა სასჯელისასა წარმომიდეგ, და მიჴსენ მუნაჲსაგან დასჯისა ყოვლად წმიდაო:

ყოველნი ტომნი, ქუჱყანისანი იხარებენ დღეს სულითა და…

გალობა თ. სძლისპირი.

ყოველნი ტომნი, ქუჱყანისანი იხარებენ დღეს სულითა და დღესასწაულობენ, გუნდნი ზეცისა უსხეულოთანი, დიდებით მუცლად-ღებასა, ყოვლად-უბიწოსასა და იტყჳან, გიხაროდენ მარადის ქალწულო მარიამ, სასუფეველსა:

ლოდნო რჩეულნო, ლოდსა მას ზედა თავ-საკიდურთასა ქე҃სა…

ტროპარნი.

ლოდნო რჩეულნო, ლოდსა მას ზედა თავ-საკიდურთასა ქე҃სა, ყოველთა მორწმუნეთა, გულნი და გონებანი აღაშენენით, და სარწმუნოებისა კლდითა, ბომონნი მტერისანი, დააქციენით, მოციქულნო ნეტარნო, და ეკკლესიანი დააფუძნენით:

რომელთა ეგე, ქე҃ს ღი҃საგან მოგიღებიესთ ჴელმწიფებაჲ, შეკრჳსა და განჰჴსნისა, დაჰჴსენით კრულებაჲ ბოროტთა ჩემთა, და შემჰკართ სიყუარულითა, საღმრთოჲთა და ზიარ-მჰყავთ, სუფევისა მის, საღმრთოჲსა მოციქულნო, და წმიდათა გუნდსა თანა აღმრაცხეთ:

განჴმელი გული, ჩემი ბოროტთა საქმეთა ხორშაკითა, ღრუბელნო საუფლონო, მორწყეთ საღმრთოჲთა წჳმითა თქუჱნითა, და ნაყოფიერ-ჰყავთ იგი, წმიდანო მოციქულნო ღი҃უ-სანარელნო, და მითხოვეთ ქე҃სგან, შენდობაჲ ცოდუათა, მოსავსა თქუჱნსა:

წმიდათა თანა, ანგელოსთა და დიდებულთა მოციქულთა, საღმრთოთა…

ღი҃ს-მშობლისა.

წმიდათა თანა, ანგელოსთა და დიდებულთა მოციქულთა, საღმრთოთა მოწამეთა, და ყოველთა მართალთა კრებულსა თანა, ღი҃ს-მშობელო დედოფალო, ევედრე ძესა შენსა, რათა ჭირთაგან, საუკუნეთა იჴსნნეს, სულნი ჩუჱნნი სძალო, ყოვლად-წმიდაო:

ევა ოდესმე ურჩებითა, წყევაჲ სოფლად შემოიღო, ხოლო…

სხუა. სძლისპირი.

ევა ოდესმე ურჩებითა, წყევაჲ სოფლად შემოიღო, ხოლო შენ ღირსო, წმიდაო ქალწულო ღი҃ს-მშობელო, მორჩისა მუცლად-ღებითა უთესლოდ, აღმოუყუავილე სოფელსა კურთხევაჲ, ამისთჳსცა ყოველნი გადიდებთ:

აღმასრულებელი მარადის კურნებათა საფლავი შენი, აღმოაცენებს მირონსა…

ტროპარნი.

აღმასრულებელი მარადის კურნებათა საფლავი შენი, აღმოაცენებს მირონსა კეთილ-სუნნელებისასა ღირსო, სარწმუნოებით და სურჳლით მოსრულთა მომართ ნიკოლოზ, და დაჰფლავს ზედა მოსლუასა უძლურებათასა, ამისთჳსცა ყოველნი გნატრით შენ:

ცისკროვან-ჰყოფ შენ ყოველსა ქუჱყანასა ნიკოლოზ, ღი҃უ-სანატრელო, მცხინუარებითა საღმრთოჲთა საკჳრუჱლებათათა, და განსდევნე ყოვლისა ბნელისა ბოროტისა გარე-მოდგომასა, სამღუდელოჲთა შუამდგომელობითა შენითა სიკეთეო მღუდელ-მთავართაო:

გარე-მოცულნი სოფლისა, და საცთურთა მიერ საეშმაკოთა, ხოლო განსაცდელითა კაცთა ბოროტთათა მარადის ღელუა-გუჱმულნი ბოროტად, შეგჳწყალენ ჩუჱნ ნიკოლოზ, რათა ყოველნი გნატრიდეთ შენ:

მოიჴსენე სულო ჩემო ჟამი იგი და დღე საშინელი, რაჟამს იგი ეგულუჱბოდეს მიყუანებაჲ შენი სასჯელად მეუფესა, და განსჯაჲ დაფარულთა საქმეთა შენთა, და ღაღადჰყავ მისა მიმართ, მაცხოვარ მაცხოვნე მე მეოხებითა ნიკოლოზისათა:

მოგართვამთ შენ ჴმასა საღმრთოსა გაბრიილისსა, და ვჰჴმობთ…

ღი҃ს-მშობლისა.

მოგართვამთ შენ ჴმასა საღმრთოსა გაბრიილისსა, და ვჰჴმობთ სიხარულით, გიხაროდენ სამოთხეო, მქონებელო შენ შორის მარადის ხისა ცხოვრებისაო, და პალატო ყოვლად დიდებულო სიტყჳსაო, გიხაროდენ ქალწულო ყოვლად უბიწოო:

მოციქულთა გუნდი სულითა წმიდითა განანათლე ქე҃, და…

აღჳვსენითსა ზედა, დასდებელნი, მოციქულთანი, ჴმა დ.

მოციქულთა გუნდი სულითა წმიდითა განანათლე ქე҃, და ჩუჱნიცა მწიკული ცოდჳსა, მათ მიერ განჰბანე ღო҃, და შეგჳწყალენ ჩუჱნ:

უწიგნონი მოწაფენი, სულმან შენმან წმიდამან, მასწავლელად გამოაჩინნა ქე҃ ღო҃, და მრავალმზრახუჱლთა ენათა სახიობისა საცთური განაქარუა, ვითარცა ყოვლად ძლიერმან:

პატიოსან-არს სიკუდილი წმიდათა შენთა უ҃ო, რამეთუ ცეცხლითა…

მოწამეთა.

პატიოსან-არს სიკუდილი წმიდათა შენთა უ҃ო, რამეთუ ცეცხლითა და მახჳლითა და ყინელითა შემუსრჳლთა, დასთხიენ სისხლი მათი, რამეთუ სასოებაჲ აქუნდა შენდამი, მიღებად სასყიდელი შრომისა მათისა, მოითმინეს და მოიღეს შენ მიერ მაცხოვარ დიდი-წყალობაჲ:

მხოლოო უბიწოო, და უხრწნელო ქალწულო, რომელმან ჰშევ…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

მხოლოო უბიწოო, და უხრწნელო ქალწულო, რომელმან ჰშევ ღი҃ უთესლოდ, ევედრე ცხოვრებად სულთა ჩუჱნთა:

ხისა მიერ ადამ, შეცთომილი განუარდა სამოთხით, ხისა…

ხუთშაბათსა, მომიჴსენენი, ჴმა დ.

ხისა მიერ ადამ, შეცთომილი განუარდა სამოთხით, ხისა მიერ ჯუარისა, ავაზაკი შევიდა სამოთხედ, რამეთუ მან შეურაცხ-ჰყო, ბრძანებაჲ დამბადებელისა თჳსისა, ხოლო ესე მას თანა ჯუარცმული ღაღადებდა აღსარებით მომიჴსენე მჴსნელო სასუფეველსა შენსა:

მწყემსისა და კრავისა, სიტყჳერნო ცხოვარნო და კრავნო მის მიერ მგელთა შორის, ვითარცა კრავნი წარივლინენით, და სწავლითა საღმრთოჲთა, მჴეცებრივი გონებაჲ მათი მდოვარჰყავთ, და სარწმუნოებისა, სიმშჳდედ მოიყუანეთ და ღაღადებენ, მომიჴსენე მჴსნელო სასუფეველსა შენსა:

მოირბინეთ სოფლისა, სავსებაჲ წმიდანო მოციქულნო და ვითარცა მნათობთა, წყუდიადი საცთურისა დაჰჴსენით, და ნათელი მადლისა, შეცთომილთა ბრწყინუალედ მიჰფინეთ ღირსნო, ამისთჳსცა გნატრით თქუჱნ, ქე҃ს ღი҃სა ქადაგნო, და გევედრებით, მეოხ-გუჱყუჱნით წინაშე სამებისა:

ტანჯჳთა შემუსრჳლთა, და ცეცხლისა ნივთითა გენლეულთა, დასწჳთ ნივთი ბოროტი, მწარჱ მრავალ-ღუთაებისა ღირსნო, და აწ აღმოგჳცენებთ, თქუჱნდა მოსრულთა კურნებისა წყაროთა, მოწამენო ქე҃სნო, ყოვლად საგალობელნო, რომელნი ვიტყჳთ, მომიჴსენე მჴსნელო სასუფეველსა შენსა:

შეუბრკოლებელითა გულის-სიტყჳთა, და გონებითა ფრთხილითა, ვიტყოდეთ მაღალთა…

დიდება.

შეუბრკოლებელითა გულის-სიტყჳთა, და გონებითა ფრთხილითა, ვიტყოდეთ მაღალთა შინა მამისა თანა მჯდომარისა ერთბამად და სულისა, სამებაო განუყოფელო, რომელმან ყოველნივე სიტყჳთ შეჰქმენ პირუჱლ, და ყოველთა სარწმუნოებით მჴმობელთა განანათლებ, მოგჳხსენენ ჩუჱნ ყოველნი სასუფეველსა შენსა:

მოციქულთა სიხარულად და მარტჳლთა ძალად და გჳრგჳნად…

აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

მოციქულთა სიხარულად და მარტჳლთა ძალად და გჳრგჳნად, ჭეშმარიტად იწოდე, ღი҃ს-მშობელო ყოვლად უბიწოო, რომელთა თანა გჳთხოვე, ცოდუათაგან გამოჴსნაჲ დედოფალო, და ცხოვრებაჲ კეთილი, მჴურუალედ მაქებელთა შენთა ყოვლად წმიდაო, და მოგჳჴსენენ წინაშე ძისა შენისა:

რომელმან უზესთაეს სიტყჳსა, სიტყუა შეიწყნარე საშოსა ღი҃ს-მშობელო…

სერობისად, გალობანი, წმიდისა ღი҃ს-მშობლისანი. გალობა ა. ჴმა დ. სძლისპირი. გიგალობთ შენ.

რომელმან უზესთაეს სიტყჳსა, სიტყუა შეიწყნარე საშოსა ღი҃ს-მშობელო, და ცხოვრებისათჳს, ყოვლისა სოფლისა გჳშევ ქებით გიგალობთ:

წყარო ცრემლთა არა მაქუს უბადრუკსა, რათა განჳბანო მწიკული ცოდუათა ჩემთა ღი҃ს-მშობელო, ხოლო შენ მომმადლე, უფსკრული წყალობათა შენთა:

საცნობელნი სულისა ჩემისანი, სენითა ცოდუათათა ბოროტად განრღუჱულ არიან, და ცრემლით გიღაღადებ, მომხედენ და განმკურნე ჵ დედოფალო:

საქმეთაგან ცხოვრება არა მაქუს მე, ამისთჳს გიღაღადებ შენ მარიამ დედაო ღი҃საო უსასყიდლოდ შემიწყალე, და მაცხოვნე ოხითა შენითა:

ძალითა ჯუარისათა, შემჭურე ქე҃ რათა არა მპოოს…

გალობა გ. სძლისპირი. უ҃ისა მიერ ღი҃სა.

ძალითა ჯუარისათა, შემჭურე ქე҃ რათა არა მპოოს, მტერმან ჩემმან შიშუჱლი, სათნოებათაგან და მომკლას:

მსგავსად უძღებისა მის, განვჰყიდე სიმდიდრე შენი მამაო, და მოვიყიდე ცოდუა, და მწარედ სიყმილითა წარუსწყმდები:

მოწყალებათა შენთა, დიდთა შეუვრდები ღი҃სა დედაო, და ვჰჴმობ ნუ უგულებელს მყოფ, არამედ მაცხოვნე ქალწულო:

ნიავქარი ვნებათა, და ღელუა ცოდუათა დამნთქამს უწყალოდ, ნავთ-სადგურად მიმიძეღუ, ცხოვრებისად ღი҃სა დედაო:

ლახურითა საღმრთოთა გუჱრდისა შენისათა, სიმაღლე ცოდუათა განჰგუმირე…

გალობა დ. სძლისპირი. ცანი შუჱნიერებამან.

ლახურითა საღმრთოთა გუჱრდისა შენისათა, სიმაღლე ცოდუათა განჰგუმირე მაცხოვარო ჩუჱნო, და სისხლითა მით საუფლოთა, ყოველთა ცხოვრება აღმოგჳცენე:

ვითარცა ლომმან უმზირა მტერმან სულსა ჩემსა, და მძჳნუარედ წარტყუჱნა იგი ცოდუათა მიერ, მჴსნელო და თანა-მდებ გეენიისა ჰყო გევედრები განმარინე მისგან:

შენ ხარ უფსკრული მოწყალებათა ქალწულო, ნავთ-სადგურად მყუდროდ მოგიგებთ ჩუჱნ მორწმუნენი, და ღელუათა მათ მძჳნუარეთაგან, ვიჴსნებით მეოხებითა შენითა:

ნათელმან გამოუთქმელისა დიდებისამან, სული შენი განაბრწყინუა ღი҃ს-მშობელო უბიწოო, და გყო შენ ტაძრად ქე҃ს მჴსნელისა, და ბნელი ცოდუათა უჩინო ჰყო:

კარუად სიბრძნისა ღი҃სა, იწოდე შენ ქალწულო, და…

გალობა ე. სძლისპირი. განმანათებელო ჩუჱნ.

კარუად სიბრძნისა ღი҃სა, იწოდე შენ ქალწულო, და ბჭედ წმიდად ქე҃ს მჴსნელისა, მეცა განმიხუჱნ უსძლოო ბჭენი სინანულისანი:

უხილავნი იგი მტერნი, ჩემნი მოსრენ ქალწულო, და ბრძოლანი ვნებათანი, სრულიად აღმოფხურენ ჩემგან, და მიჴსენ მათგან გევედრები.

შობისა მის შენისა, ბრწყინუალება უსაზღურო, წყუდიადითა ცოდუათათა, შეპყრობილთა განანათლებს, და განსწმედს ყოვლად წმიდაო:

შენგან ყოვლად წმიდაო, განკაცნა სიტყუა ღი҃სა უზესთაეს ბუნებისა, და დაგმარხა შენ უხრწნელად, ვითარცა პირუჱლ შობისა:

ცხოვრებისა აღსასრულსა, და მწუხრსა სიკუდილისასა მიწევნულსა, ვითარცა…

გალობა ვ. სძლისპირი. ვითარცა იჴსენ იონა.

ცხოვრებისა აღსასრულსა, და მწუხრსა სიკუდილისასა მიწევნულსა, ვითარცა ნათლისა დედამან, აღმომიბრწყინუჱ აღმოსავალი სინანულისა:

სინანულისა საღმრთოსა, წინამძღუარ-უცთომელ იწოდე ქალწულო, სასოო განწირულთაო, რომლისა მიმართ მეცა უღირსსა მიმიძეღუ:

ტკივილითა ცოდუათათა, და ურჳთა ჭირთათა მძინარენი, მადლთა შენთა მოღუაწებითა, განუთავისუფლდებით ყოვლად-წმიდაო ქალწულო:

რომელნი ესე წარდგომად ვართ, სასჯელსა მას თუალ-უხუავსა და საშინელსა, მეოხებითა შენითა, გჳჴსნენ და ჴელი აღგჳპყარ ჵ ღი҃სა დედაო:

ნავთ-საყუდელსა, ოხათა შენთასა მინდობილნი, ღელჳსაგან ვნებათასა გამოვიჴსნებით…

გალობა ზ. სძლისპირი. რომელი მოსეს მთასა ზედა.

ნავთ-საყუდელსა, ოხათა შენთასა მინდობილნი, ღელჳსაგან ვნებათასა გამოვიჴსნებით სძალო, და მყუდროებასა, საღმრთოსა ღირს-ვიქმნებით:

უხილავთა, და ხილულთა მტერთა დამამჴობელად, და საჭურუჱლად უძლეველად გჳპყრიეს შეწევნა შენი, წმიდაო ქალწულო, და ჭირთაგან ვიჴსნებით:

წყაროდ ცხოველად, გჳპყრიეს მეოხება შენი ბრალთა, საჴმილითა შემწუართა ქალწულო და შევიცურევით, და მოტევებასა, მივემთხუჱვით შენ მიერ:

რომელმან გჳშევ, მზე უწინარეს მთიებისა, აღმოგჳბრწყინუჱ ნათელი, სინანულისა სძალო, რომელნი დედად, ღი҃სად აღგიარებთ:

შენ ხარ კიდობანი, მადლთა საღმრთოთა, და შუამდგომელი…

გალობა ჱ. სძლისპირი. მჴსნელო ყოველთაო.

შენ ხარ კიდობანი, მადლთა საღმრთოთა, და შუამდგომელი, ღი҃სა და კაცთა და შენთა აღმსარებელთა, მაცხოვარი რომელნი ვღაღადებთ აკურთხევდით ყოველნი:

ჴმანი წმიდათა მათ ღი҃ს-მეტყუჱლთანი, შესხმით გადიდებენ, ღი҃სა დედაო, რამეთუ ჰშევ ქე҃ ღი҃, მაცხოვრად კაცთა და ვიტყჳთ აკურთხევდით ყოველნი:

ბრალთა ცოდჳსათა, ბოროტთა მპოვეს, და სენთა მწარეთა სიკუდილისათა, ამისთჳს შეწევნასა შენსა ვითხოვ ქალწულო მიჴსენ ცოდუათაგან, რამეთუ შენ ხარ სასო სოფლისა:

ნათლისა საღმრთოსა სასანთლედ გიცნობთ, ყოვლად უბიწოო ღი҃სა დედაო, და გიხაროდენსა ვიტყჳთ, გიხაროდენ ტაძარო სულისა წმიდისაო, გიხაროდენ მჴსნელო ყოველთაო:

საღმრთოსა საფარუჱლსა, შენსა შევევედრები, ვითარცა უშურუჱლსა, სამკურნალოსა…

გალობა თ. სძლისპირი. გიხაროდენ შენ ყოვლად წმიდაო.

საღმრთოსა საფარუჱლსა, შენსა შევევედრები, ვითარცა უშურუჱლსა, სამკურნალოსა სძალო, წუხილი ვნებათა ჩემთა, ოხათა შენთა, მადლითა განჰკურნე ქალწულო:

შენდამი სასოება, ცხოვრებისა ჩემისა, დამიც ღი҃სა დედაო და შენ გევედრები მეოხად, ნუ განმაგდებ ცოდჳლსა, და ნუ შეურაცხ მყოფ შენდა შევედრებულსა:

შენ მიერ დიდებულნი, განზრახუანი ღი҃სანი, სრულ იქმნნეს დედოფალო, რამეთუ გჳშევ ერთი სამებისა წმიდისა, და ქალწულადუჱ, საუკუნოდ დაადგერ:

ვითარცა ღი҃ს-მშობელსა, კრებულნი ზეცათანი, გალობასა შეგასხმენ, და ნათესავი კაცთა, სარწმუნოებით გნატრის, და ჭეშმარიტად დედად ღი҃სად გქადაგებთ: