გულანი
საცდელი · 1.11.3
ხმა 4 · პარასკევი 1 / 73გიხილეს რა ჯუარცმული ყოველთა დაბადებულთა, შეიცვალნეს და…

ხმა 4 · პარასკევი

რვა ხმა

პარაკლიტონი · დაახლ. 28 წთ

გიხილეს რა ჯუარცმული ყოველთა დაბადებულთა, შეიცვალნეს და…

მწუხრად, დასდებელნი, მსგავსნი ჯუარისანი, ჴმა დ, მოგიცემიეს.

გიხილეს რა ჯუარცმული ყოველთა დაბადებულთა, შეიცვალნეს და ძრწოდეს ხოლო ყოველი ქუჱყანა იძრუოდა და შეირყეოდა, სულ-გრძელო სიტყუაო, და კრეტსაბმელი ტაძრისა შიშით განიღებოდა, კიცხევასა შენსა, კლდენი შიშისაგან განსქდებოდეს, და მზემან შარავანდედი თჳსი დაიფარა, გიცნა რა შემოქმედი თჳსი:

განხეთქე ჴელით-წერილი საუკუნითგანი პირუჱლისა მამისა ადამისი, განღებითა გუჱრდისა შენისათა მრავალ-მოწყალე, და განგდებული ბუნებაჲ კაცთა, პკურებითა სისხლისა შენისათა განჰსწმიდე მჴმობელი, დიდება სახიერებასა შენსა, დიდება საღმრთოსა ჯუარცმასა შენსა, იესო ყოვლად-ძლიერო, მაცხოვარო სულთა ჩუჱნთაო:

ეჰა ვითარ კრებულმან უსჯულომან იკადრა დასჯად შენდა, მსაჯულისა უკუდავისა, რომელმან მოეც სჯული ოდესმე ღი҃სმხილუჱლსა მოსეს უდაბნოსა შინა ჵ ვითარ არა შეშინდეს გჴედჳდეს რა ყოველთა ცხოვრებასა ძელსა ზედა მოკლულსა, არცა იგულის-სიტყუჱს ვითარმედ შენ ხარ მხოლო უ҃ი, და მეუფე დაბადებულთა:

შერყეულნი კუჱთებითა საეშმაკოთა და მთხრებლსა შინა წარწყმედისასა…

სხუანი. დასდებელნი. ღი҃ს-მშობლისანი.

შერყეულნი კუჱთებითა საეშმაკოთა და მთხრებლსა შინა წარწყმედისასა შთავრდომილი, შემიწყალე დედოფალო, და დამამტკიცე მე კლდესა ზედა კეთილთა საქმეთასა, და დაარღჳედ განზრახუანი მტერთანი, და ღირს მყავ მე ქმნად ბრძანებასა ძისა შენისასა, და ღი҃სა ჩემისასა, რათა მოვიღო მოტევებაჲ დღესა შინა სასჯელისასა:

ბილწ-მკულელთა ავაზაკთა შორის, შევვარდი მე ყოვლად უბიწოო, და უხრწნელისაგან სამოსლისა მაღლისა, ბრწყინუალებისა ზედა, მოსლჳთა მათითა განძარცჳლ ვიქმენ ყრმააო და მოვიწყალ მათგან უწყალოდ, და შთავრდომილ-ვიქმენ ადგილთა შინა სიბოროტისათა კნინღა ცოცხალი, არამედ ისწრაფე და მიპყარ ჴელი შენი, და აღმადგინე გევედრები:

ცხედარსა ზედა მოწყინებისასა მდებარე-ვარ, და მცონარებითა წარვვლი ცხოვრებასა ჩემსა, და მეშინის ჟამისაგან აღსასრულისა ჩემისა ღი҃ს-მშობელო, რათა არა ვითარცა ლომმან განბძაროს უწყალოდ მდაბალი სული ჩემი, გუჱლმან მან ყოვლად ბოროტმან, ამისთჳს სახიერებითა შენითა პირუჱლ აღსასრულისა წინა-მისწრუჱ მე, და სინანულისა მიმართ აღმადგინე:

გიხილეს რა მზემან და მთოვარემან კაცთ-მოყუარე, დამოკიდებული…

დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა. მსგავსი

გიხილეს რა მზემან და მთოვარემან კაცთ-მოყუარე, დამოკიდებული ძელსა ზედა, დაიფარნეს შარავანდედნი თჳსნი, ქე҃ მზეო სიმართლისაო, ზრწოდეს საფუძუჱლნი ქუჱყანისანი შიშით, ხოლო დედაჲ შენი ნაწლევითა განიღებოდა და ჰჴმობდა, ყოვლად სახიერო იესო, დიდება სულ-გრძელებასა შენსა:

საჭურუჱლად უძლეველად ქე҃ ჯუარი შენი მოგუჱც, და…

სტიქარონსა ზედა, დასდებელნი ჯუარისანი, ჴმა დ.

საჭურუჱლად უძლეველად ქე҃ ჯუარი შენი მოგუჱც, და მით დავსთრგუნავთ ბრძოლათა მტერისათა:

რომელთა გუაქუს შეწევნაჲ ქე҃ მარადის ჯუარისა შენისა, დავსთრგუნავთ მახეთა მტერისათა:

რომელი დიდებულ-ხარ ჴსენებასა წმიდათა შენთასა ქე҃ ღო҃…

მოწამეთა.

რომელი დიდებულ-ხარ ჴსენებასა წმიდათა შენთასა ქე҃ ღო҃, მათითა მეოხებითა გარდამოგჳვლინე, ჩუჱნ დიდი-წყალობაჲ:

ნუ მტირ მე დედაო მხედუჱლი ძელსა ზედა…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა. რომელი იწოდე.

ნუ მტირ მე დედაო მხედუჱლი ძელსა ზედა დაკიდებულსა ძესა შენსა და ღთ҃სა, დამკიდებელსა ქუჱყანისასა წყალთა ზედა თჳნიერ პყრობისა, და შემოქმედსა ყოველთა დაბადებულთასა, რამეთუ აღვჰსდგე და ვიდიდო, და შევჰმუსრტო მეუფებაჲ ჯოჯოხეთისა ძლიერებით, და წარ-მ ვსწყმიდო ძალი მისი, და კრულნი გამოგჳჴსნნა ძჳრთაგან საქმეთა მისთა, ვითარცა კეთილ-ნაწლევმან, და მივჰგუარნე მამასა ჩემსა ვითარცა კაცთ-მოყუარემან:

მომიყიდენ ჩუჱნ წყევისაგან სჯულისა, პატიოსნითა სისხლითა შენითა…

პარასკევსა ცისკრად, შემდგომად ა. სტიქოლოგიისა. წარდგომანი ჯუარისანი, ჴმა დ.

მომიყიდენ ჩუჱნ წყევისაგან სჯულისა, პატიოსნითა სისხლითა შენითა ჯუარსა ზედა რა დაემსჭუალე, და ლახურითა განიგუმირე, არამედ უკუდავებაჲ აღმოუცენე კაცთა, მაცხოვარო ჩუჱნო უ҃ო დიდება შენდა:

რომელი ამაღლდი ნებსით ჯუარსა ზედა, მოსახელეს შენსა…

აღამაღლებდით უ҃სა, ღთ҃სა ჩუჱნსა, და თაყუანის-ჰსცემდით კუარცხლბეკსა ფერჴთა მისთასა, რამეთუ წმიდა არს:

რომელი ამაღლდი ნებსით ჯუარსა ზედა, მოსახელეს შენსა ახალსა მოქალაქობასა, წყალობანი შენნი მოგუანიჭენ ქე҃ ღო҃, ახარე ძალითა შენითა მორწმუნეთა მეფეთა ჩუჱნთა, და ძლევაჲ მომადლე მათ მბრძოლთა მიმართ, რომელთა თანა შემწედ აქუს შენი, საჭურუჱლი მშჳდობისა, უძლეველი ჯუარი შენი ყოვლად ძლიერი:

ჰხედჳდა რა ნებსით, სამეუფოსა მას დაკლუასა უბიწოჲ…

დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა. მსგავსი.

ჰხედჳდა რა ნებსით, სამეუფოსა მას დაკლუასა უბიწოჲ ქალწული მტირალი გოდებდა და იტყოდა, შჳლო ტკბილო ვითარმე ინებე მოკდომად, და უსჯულოთა თანა შერაცხუად, დიდების-ვმეტყუჱლებ სულ-გრძელებასა შენსა:

მსწრაფლ-მეწიენ პირუჱლ დამონებად ჩემდამდე, რამეთუ მტერი გგმობენ…

შემდგომად ბ. სტიქოლოგიისა, წარდგომანი, ჯუარისანი. ჴმა დ.

მსწრაფლ-მეწიენ პირუჱლ დამონებად ჩემდამდე, რამეთუ მტერი გგმობენ შენ, და მექადიან ჩუჱნ ქე҃ ღო҃ ჩუჱნო, არამედ მოსრენ ჯუარითა შენითა მბრძოლნი ჩუჱნნი, ცნედ რაბამი ძალუძს მართლ-მადიდებელთა სარწმუნოებასა, მეოხებითა ღი҃ს-მშობელისათა, მხოლოო კაცთ-მოყუარე:

ჯუარსა შეგმსჭუალეს შენ მაცხოვარ ჰურიათა, ამისთჳს წარმართთაგან…

ხოლო ღთ҃მან, მეუფემან ჩუჱნმან, წინა-საუკუნეთამან, შეჰქმნა ცხოვრება შორის ქუჱყანისა:

ჯუარსა შეგმსჭუალეს შენ მაცხოვარ ჰურიათა, ამისთჳს წარმართთაგან მომიწოდენ ჩუჱნ ქე҃ ღო҃ ჩუჱნო, განმარტენ განზრახჳთ ნებანი შენნი მას ზედა, და ლახურითა თავს-იდევ გუჱრდისა შენისა განღებაჲ სიმრავლითა წყალობათა შენთათა, მხოლოო კაცთ-მოყუარე:

ქალწულო ყოვლად უბიწოო დედაო ქე҃ს ღი҃საო, მახჳლმან…

დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა. მსგავსი.

ქალწულო ყოვლად უბიწოო დედაო ქე҃ს ღი҃საო, მახჳლმან განულო ყოვლად-წმიდაჲ სული შენი, რაჟამს ნებსით ჯუარცმული იხილე ძჱ და ღი҃ შენი, რომელსაცა, დაუცხრომელად ევედრე კურთხეულო, მონიჭებად ჩუჱნდა ცოდუათა მოტევებისა:

ჯუარი და სიკუდილი და სასჯელი უმსჯავრო ნებსით…

შემდგომად გ. სტიქოლოგიისა. წარდგომანი ჯუარისანი. ჴმა დ. მსწრაფლ მეწიე.

ჯუარი და სიკუდილი და სასჯელი უმსჯავრო ნებსით დაითმინე ჩუჱნთჳს სახიერ, განუზომელითა წყალობითა, რათა დასჯილებისაგან და პირუჱლისა, წყევისა, განათავისუფლნე ყოველნი, რომელნი ცთომისა მიერ შთავრდომილ იყუნეს ხრწნილებასა შინა, ამისთჳს თაყუანის-ვჰსცემთ სიტყუაო ჯუარცმასა შენსა:

დღეს ანგელოსთა მჴედრობანი, საჴსენებელსა ღუაწლით-შემოსილთასა მოიწივნეს, მორწმუნეთა…

დიდება შენდა, ღო҃ ჩუჱნო, დიდება შენდა: მოწამეთა.

დღეს ანგელოსთა მჴედრობანი, საჴსენებელსა ღუაწლით-შემოსილთასა მოიწივნეს, მორწმუნეთა გონებისა განათლებად, და სოფლისა მადლით განბრწინუჱბად, მათითა მეოხებითა ქე҃ ღო҃, მოანიჭე სულთა ჩუჱნთა დიდი-წყალობაჲ:

ჯუარსა ზედა ამაღლებული, გიხილა რა ყოვლად წმიდამან…

დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა. მსწრაფლ მეწიე.

ჯუარსა ზედა ამაღლებული, გიხილა რა ყოვლად წმიდამან დედამან შენმან სიტყუაო ღი҃საო, დედობრივ მგოდებელი ჰჴმობდა, რაჲ არს უცხო ესე საჳრუჱლი ძეო ჩემო, ვითარ უკუჱ ყოველთა იხილავ სიკუდილისა გემოსა, რომელსა, გნებავს მკუდართა განცხოველებაჲ, ვითარცა მოწყალესა:

ჯუარსა შემსჭუალული ქე҃ დაჰჴსნის საცთურსა

პარასკევსა, კანონი ჯუარისა. რომლისა კიდურ-წერილობაჲ.

ჯუარსა შემსჭუალული ქე҃ დაჰჴსნის საცთურსა.

აღაღე პირი ჩემი, და აღავსე იგი მადლითა…

გალობა ა. ჴმა დ. სძლისპირი.

აღაღე პირი ჩემი, და აღავსე იგი მადლითა, აღმოსთქუას გულმან ჩემმან, დიდებაჲ დედოფლისა, და შევამკობდე, დღესასწაულსა მისსა, ბრწყინუალედ შუჱნიერსა და გჳრგჳნოსანსა:

ჯუარსა ზედა განიპყრენ, საღმრთონი მკლავნი მეუფეო, და…

ტროპარნი.

ჯუარსა ზედა განიპყრენ, საღმრთონი მკლავნი მეუფეო, და წარწყმედულთა კაცთა, სიმტკიცისა შენისა, მაცნიერებად, მოუწოდე მოწყალე, ამისთჳს ვადიდებთ სახიერებასა შენსა:

ჯუარცმისა მის შენისა, სახედ აღამაღლა უ҃ო, მოსე ოდესმე გუჱლი, რომლისა მიერ დაეც, გუჱლი მომსრუჱლი, რომელმან დასცა ადამი, და აცხოვნე იგი ნათესავითურთ მისით:

ჭეშმარიტად დაიპყართ, სასუფეველი შეუძრავი, ვითარცა თქუა ნეტარმან…

მოწამეთა.

ჭეშმარიტად დაიპყართ, სასუფეველი შეუძრავი, ვითარცა თქუა ნეტარმან, პავლე ქე҃ს მჴედარნო, და ქე҃სთანა, იშუჱბთ სამარადისოდ, ბრწყინუალებასა შორის წმიდათასა მარტჳლნო:

ღელუათა აღტეხილთა, ტანჯუათა მიერ მძჳნუარეთა, ვერ შეუძლეს თმენათა, თქუჱნთა ნავისა დანთქმად, არამედ ქე҃ს, ღი҃სა საჭეთ-პყრობითა, განსუჱნებისა ნავთსადგურსა შეხუჱდით ბრძენნო:

ვითარცა თქუა სიმეონ, მახჳლმან განულო გული შენი…

ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.

ვითარცა თქუა სიმეონ, მახჳლმან განულო გული შენი, დედოფალო წმიდაო იხილე რა ჯუარცმული, ქე҃ მეუფე, და ლახურითა მოწყლული, და ტკივილთა მწარეთა სალმობანი თავს-ისხენ:

ბუნებით დაუბადებელი მარადის, მამისა თანა არსი, და…

სხუა. კანონი ყოვლად წმიდისა, ღი҃ს-მშობლისა, ჴმა დ. სძლისპირი. იგივე. თეოფანესი.

ბუნებით დაუბადებელი მარადის, მამისა თანა არსი, და წინა-საუკუნეთა, იშუა უკუჱ შენ მიერ დედოფალო, და ჟათა ქუჱშე იქმნა ვითარცა კაცი, რომელმანცააცხოვნა კაცი:

შენ მხოლომან სძალო ღი҃საო, მაღალთა შინა საყდართა მჯდომარე, წიაღთა შინა შენთა იტჳრთე ჴორციელ-ქმნილი, და შენ საუკუნითგან მხოლო გამოჩნდი, დამტევნელ ყოვლად პატიოსან ყოვლისა მპყრობელისა:

მოვედით უგალობდეთ ყოველნი, მარიამს უბიწოსა, ვითარცა მხოლოსა მუცელსა შინა მტჳრთუჱლსა უ҃ისა ქე҃სსა, და განმაახლებელსა კაცთა ბუნებისასა. დ҃ა შემდგომად შობისა ქალწულად უხრწნელად დადგრომილსა:

მგალობელნი შენნი ღი҃ს-მშობელო, წყაროო უკუდავებისაო, განწყობილნი გაქებენ…

გალობა გ. სძლისპირი.

მგალობელნი შენნი ღი҃ს-მშობელო, წყაროო უკუდავებისაო, განწყობილნი გაქებენ შენ, სულითა განაძლიერენ, და დღესასწაულსა შენსა ღირსებით გჳრგჳნოსან-ჰყუჱნ:

ვითარცა ცხოვარნი კლუად მიგიყუანეს, ერმან უსჯულომან ქე҃…

ტროპარნი.

ვითარცა ცხოვარნი კლუად მიგიყუანეს, ერმან უსჯულომან ქე҃, ნებსით თავს-დებითა შენითა, კრავო ღი҃სა მაღლისაო, რომლითა იჴსენ ცხოვარი, განჭრილი მგელთა მძჳნუარეთაგან:

სამსჯავროსა უმსჯავროდ მიეცი, სიმართლით მსაჯული სოფლისა, და ყურიმლისცემაჲ თავს-იდევ, რათა მე დამონებულსა, აზნაურებაჲ მომმადლო, და მიჴსნე სოფლის-მპყრობელისაგან:

უსჯულოთა მტერთა არცხჳნეთ, თქუჱნ, სჯულიერად მოღუაწებითა, და…

მოწამეთა.

უსჯულოთა მტერთა არცხჳნეთ, თქუჱნ, სჯულიერად მოღუაწებითა, და ნებსით თჳსით მოჰკუჱდით, ყოველთა აღდგომისათჳს, და სიკუდილისა მიზეზი, მტერი განბძარეთ მოწამენო:

ქუჱყანისაგან მიიცუალნეს, ზეცისა სუფევად მარტჳლნი, და უსხეულოთა წესთა, შეერთნეს სხეულევანნი. და სიხარულითა საღმრთოჲთა, დაუსრულებელითა აღივსნეს:

შენ მიერ გამოსჩნდა დედოფალო, განმაახლებელი ევასი, ღი҃…

ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.

შენ მიერ გამოსჩნდა დედოფალო, განმაახლებელი ევასი, ღი҃ ჴორცითა შობილი, და ჯუარსა ზედა ვნებული, რომელმან დასცნა ეშმაკნი, და იჴსნა ადამი ნათესავითურთ:

არა სიბრძნითა, არცა ძალითა, არცა სიმდიდრითა, თავით…

სხუა. სძლისპირი.

არა სიბრძნითა, არცა ძალითა, არცა სიმდიდრითა, თავით თჳსით ვიქადით, არამედ შენგან ღი҃სა სიბრძნეო, რამეთუ არავინ-არს წმიდა შენებრ კაცთ-მოყუარე:

რომელმან იგი დასაბამსა მქმნა მე, აქმნების ჩემთჳს…

ტროპარნი.

რომელმან იგი დასაბამსა მქმნა მე, აქმნების ჩემთჳს მუცელსა შინა შენსა ყოვლად-უბიწოო, აღმადგინებელი მე პირუჱლ დაცემულისა:

დაჰჴსენ სიმტკიცჱ სიკუდილისა და წყევისა პირუჱლისა, მუცლად-იღე რა ცხოვრებაჲ ყოველთა ღი҃ს-მშობელო, ამისთჳს ვადიდებთ უბიწოსა შობასა შენსა:

შენ შუამდგომელად უცუალებელად მოგჳგიე ღი҃სა დედაო, და შენ ზედა სასოებისა დამდებელნი ვსცხოვნდებით, და შენდამი მოლტოლჳლნი ყოველთა განსაცდელთაგან განუჱრებით:

შენ მშობელსა ღი҃სასა გადიდებთ ღი҃ს-მშობელო, და მივართუამთ შობასა შენსა ჯეროვანსა პატივსა, ყოვლად წმიდაო დედოფალო ქლწულო:

განზრახუა საიდუმლო შობა შენი, ქალწულისაგან დამბადებელო, რაჟამს…

გალობა დ. სძლისპირი.

განზრახუა საიდუმლო შობა შენი, ქალწულისაგან დამბადებელო, რაჟამს იხილა, დაუკჳრდა ამბაკომს, ქე҃ და შიშით ღაღადებდა, დიდება ძალსა შენსა უ҃ო:

რათა განმჴსნე ცოდჳსა, საკრუჱლთაგან, კაცთ-მოყუარე ნებსით შეკრულ-იქმენ…

ტროპარნი.

რათა განმჴსნე ცოდჳსა, საკრუჱლთაგან, კაცთ-მოყუარე ნებსით შეკრულ-იქმენ, და ჯუარსა ზედა, მოჰკუჱდ ძჳრის-მოქმედებრ, დიდება წყალობათა შენთა, აურაცხელთა ყოვლად ძლიერო:

საწერტელნი თავს-ისხენ, ქე҃ ღო҃, და სიკუდილი ყოვლად საყუჱდრელი, რათა ბუნებაჲ კაცობრივი უკუდავ-ჰყო, მომკუდარი ვნებათა მიერ, დიდება წყალობათ შენთა:

იხარებდეს სულითა, მოწამენი, სადგურნი სულისა წმიდისანი, და…

მოწამეთა.

იხარებდეს სულითა, მოწამენი, სადგურნი სულისა წმიდისანი, და საღმრთოჲსა მის, სიხარულისა მკჳდრნი, და ტანჯუათა დათმენითა, მტერი ბოროტი მოაკუდინეს:

ჴელთა და ფერჴთა თქუჱნთა, მოკუჱთასა, თავთა და ენათა წარკუჱთასა, და განთჳსუასა, ასოთა მათ თქუჱნთასა, და ნათლისა დაკლებასა, ღი҃საგან არა განიჴუჱნით:

განიხეთქა ადამის, თანა-მდები, ლახურითა რა მოიწყალ უ҃ო…

ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.

განიხეთქა ადამის, თანა-მდები, ლახურითა რა მოიწყალ უ҃ო, ჰჴმობდა ქალწული, რაჟამს მდგომარე იყო, წინაშე ჯუარსა ლმობილი, და გოდებითა მწარედ იგლოვდა:

განჰშუჱნდი შენ უფროს ყოვლისა შუჱნიერებისა ანგელოსთასა, რამეთუ…

სხუა, სძლისპირი. იესო მჯდომარე.

განჰშუჱნდი შენ უფროს ყოვლისა შუჱნიერებისა ანგელოსთასა, რამეთუ შევ შენ ქალწულო შემოქმედი მათი და უ҃ი, ყოვლად წმიდათა სისხლთა შენთაგან განხორციელებული, რომელმან იჴსნნა ყოველთაგან განსაცდელთა მადიდებელნი შენნი:

ბიწი ყოველი დაუტევეთ პირუჱლისა საზრდელისა, და ცხოველითა ზეციერითა პურითა ქუჱყანასა ზედა შენგან აღზრდილისათა ქალწულო განვსძღებით, რომლისათჳს შენ ვითარცა შუამდგომელსა ყოველთა კეთილთასა გადიდებთ:

ქალწულსა წმიდასა კარავსა უწმიდესსა, კარსა ნათლისასა, ტაბლასა, და ტაკუკსა ყოვლად ოქროვანსა, მთასა გამოუკუჱთელსა და ჩრდილოვანსა, დამტევნელსა ყოველთა შემოქმედისასა ვადიდებდეთ:

ნიშთა შენთა ნაკადულნი, და წყარონი კურნებათანი, და სიმდიდრისა საღმრთოჲსა საუნჯენი, განეყოფიან ყოველთა პატივის მცემელთა, საშოჲთ შენით შობილისა ყოვლისა მპყრობელისათა:

საღმრთოსა დიდებისა, შენისათჳს, განცჳფრდეს ყოველნი, რამეთუ შენ…

გალობა ე. სძლის-პირი.

საღმრთოსა დიდებისა, შენისათჳს, განცჳფრდეს ყოველნი, რამეთუ შენ უქორწინებელო, მუცლად-იღე საშოსა ღი҃ ყოველთა ზედა, და შევ ყოველთა მღაღადებელთა, შენთა მომცემელო მშჳდობისაო:

მზემან რა გიხილა შენ, ჯუარსა ზედა დამოკიდებული…

ტროპარნი.

მზემან რა გიხილა შენ, ჯუარსა ზედა დამოკიდებული მყის დაიფარა ბრწყინუალებაჲ თჳსი, რამეთუ ვერ იტჳრთა აღუსებაჲ შენი ქე҃, რომლითა იგი განანათლენ, ბნელსა და აჩრდილთა სიკუდილისათა მსხდომარენი:

ჯუარსეცუ და მაცხოვნე მე, სახიერებით მრავალ-მოწყალე, ძმრისა და ნავღლისა გემო-იხილე გულის-თქმით გემოს-ხილჳსა მის განკურნებად, რომელი იგი დამჰსჯელ-გუჱქმნა, და ხრწნილებაჲ სიკუდილისა უკურნებელი მოგუატყუა:

საცთურისა ზამთარი, დაჰჴსენით წმიდანო მოწამენო, სულისა წმიდისა…

მოწამეთა.

საცთურისა ზამთარი, დაჰჴსენით წმიდანო მოწამენო, სულისა წმიდისა მჴურუალებითა, და არესა განსუჱნებისა მხიარულნი, ერთბამად აღიწიენით მჴნენო, შემწედ და მოღუაწედ ყოველთა ჭირუჱულთა:

საღმრთოთა სისხლთა თქუჱნთა, წჳმითა მორწყეთ ყოველი ქუჱყანაჲ, და უღმრთოებისა ღუარნი წარღუჱნით, და აწ წყალთა ზედა განსუჱნებისათა მკჳდრ-ხართ, წმიდანო ქე҃ს მოწამენო, და ყოველთათჳს ითხოვთ მშჳდობასა და დიდსა წყალობასა:

რომელი ჰშევ ჴორცითა, ღი҃უ-მიმადლებულო სძალო, იხილე რა…

ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.

რომელი ჰშევ ჴორცითა, ღი҃უ-მიმადლებულო სძალო, იხილე რა ძელსა ზედა დამსჭუალულად, სულგრძელებაჲ მისი და გიკჳრდა ჭეშმარიტად, და გოდებით აღუსებული, ადიდებდ და უგალობდ სიმდაბლეთა, მისთა უფსკრულსა:

აღმობრწყინდა შენგან მზჱ საცნაური ღი҃ს-მშობელო, ბრწყინუალითა შარავანდედითა…

სხუა, სძლისპირი. უღმრთოთა ვერ იხილონ.

აღმობრწყინდა შენგან მზჱ საცნაური ღი҃ს-მშობელო, ბრწყინუალითა შარავანდედითა ღუთაებისა თჳსისათა ყოველთა განმაბრწყინუჱბელი, ამისთჳს დედოფალო ყოველნი გადიდებთ შენ:

ჭეშმარიტი ღი҃ გჳშევ ჩუჱნ ჴორცითა, მამისა მხოლოდ-შობილი, ღი҃ს-მშობელო ყოვლად-წმიდაო, ამისთჳს ყოველნი გადიდებთ შენ, და გალობასა შევსწირავთ შობასა შენსა:

თანა ბუნებით ერთ-არს ძე მამისა მხოლოდ-შობილი, ნებსით იქმნა კაც, და თანა ბუნება, განჴორციელებული მუცელსა შინა შენსა, დედაო ქალწულო:

საღმრთოსა ამას დღესასწაულსა, აღმასრულებელნი ღი҃სა დედისასა, მოვედით…

გალობა ვ. სძლისპირი.

საღმრთოსა ამას დღესასწაულსა, აღმასრულებელნი ღი҃სა დედისასა, მოვედით ღი҃უ-განბრძნო ბილნო, და ჴლითა აღჳტყუჱლნეთ, და მისგან შობილსა ღთ҃სა ვადიდებდეთ:

ჯუარცმისა ტკივილთა დათმენითა, ტკივილნი კაცთანი დააცხრუჱნ მჴსნელო…

ტროპარნი.

ჯუარცმისა ტკივილთა დათმენითა, ტკივილნი კაცთანი დააცხრუჱნ მჴსნელო, და საღმრთოთა საშუჱბელთა, და ცხოვრებასა უკუდავსა, კუალად აგე სალმობიერი ცხოვრებაჲ ჩუჱნი:

ნათელი მზისა დაიფარუოდა, ტაძრისა ბრწყინუალება განიღებოდა, ქუჱყანა შეიმუსრუოდა, კლდენი შიშით განსქდებოდეს, ზარისაგან ჯუარცმისა ყოველთა მეუფისა:

მოიკლა გუჱლი მარტჳლთა მიერ, მოიკლნეს რა იგინი…

მოწამეთა.

მოიკლა გუჱლი მარტჳლთა მიერ, მოიკლნეს რა იგინი, ტანჯუათა მიერ, მზაკუარი იგი განქიქნა, ხოლო წმიდათა მოწამეთა, სიმჴნჱ განითქუა კიდეთა ყოვლისა სოფლისათა:

დიდთა ტანჯუათა დათმენითა, დიდთა მოსაგებელთა ღირს-იქმნენით, მრავალ-რიცხო სიმრავლეო, ბრწყინუალეო, მარტჳლთაო ბოროტთა ჩემთა ვნებანი, განაბნიენით ღირსნო:

ნავთ-საყუდელ ჴსნისა მექმენ მე, ცოდჳსა ზღუასა შინა…

ღი҃ს-მშობლისა.

ნავთ-საყუდელ ჴსნისა მექმენ მე, ცოდჳსა ზღუასა შინა დანთქმულსა, რომელმან ხრწნილებისაგან, და წარწყმედისა იჴსენ კაცნი შობითა შენითა ღი҃ს-მშობელო დედოფალო:

ღაღადებდა წინასწარ-მეტყუჱლი იონა, უფსკრულით-გამო, და მოასწავა სახე…

სხუა. სძლისპირი.

ღაღადებდა წინასწარ-მეტყუჱლი იონა, უფსკრულით-გამო, და მოასწავა სახე სამ-დღე დაფლჳსა და იტყოდა, მიჴსენ დანთქმისაგან, იესო შენ მეუფეო ძალთაო:

გპოვა საყოფელად თჳსა შენ ტარიგი უბიწოჲ, და…

ტროპარნი.

გპოვა საყოფელად თჳსა შენ ტარიგი უბიწოჲ, და დაემკჳდრა საშოსა შინა შენსა უწმიდესი უ҃ი, მნებებელი განწმედად კაცთა ნათესავისა, ქალწულო ყოვლად საგალობელო:

შენ მხოლოსა განმამღთობელსა კაცთა ბუნებისასა ყოვლად უბიწოო, და განმათავისუფლებელსა ხრწნილებისაგან ყოველნი ერთ-ჴმობითა გალობითა გადიდებთ:

დაიტიე ღი҃ს-მშობელო მუცელსა შინა შენსა, დაუტევნელი იგი სიტყუაჲ ღი҃სა, რომელიცა კაც-იქმნა ჩუჱნ კაცთათჳს, ორთა შინა ბუნებათა შეურევნელად ცნობილი:

არა მსახურეს დაბადებულთა, ღთ҃-შემოსილთა დამბადებელისა წილ, და…

გალობა ზ. სძლისპირი.

არა მსახურეს დაბადებულთა, ღთ҃-შემოსილთა დამბადებელისა წილ, და შეურაცხ-ჰყუჱს, ცეცხლი შემწუჱლი სატანჯუჱლი და ესრეთ იტყოდეს ამაღლებულო ღო҃, მამათა ჩუჱნთაო უფროსად კურთხეულ-ხარ შენ:

დაცემითა განსაკრთომელითა, დაეცა მტერი ჯუარცმითა ქე҃სითა, და…

ტროპარნი.

დაცემითა განსაკრთომელითა, დაეცა მტერი ჯუარცმითა ქე҃სითა, და შთაჰჴდა ქუჱსკნელს, ხოლო კაცთა ბუნებაჲ დასჯისაგან იჴსნა და გალობს, ამაღლებულო ღო҃, მამათა ჩუჱნთაო უფროსად კურთხეულ-ხარ შენ:

ძელითა მომკუდარი განმაცხოველე, მორაჰკუჱდ სახიერ ჯუარსა ზედა ჩემთჳს, და წყლულებითა, საღმრთოჲთა განჰკურნე წყლულებაჲ გულისა ჩემისა, ამაღლებულო ღო҃, და მფლობელო დაბადებულთაო კურთხეულ-ხარ შენ:

განიბნეოდეს გუჱმათა მიერ, და განირყუნებოდეს, ჴორცნი თქუჱნნი…

მოწამეთა.

განიბნეოდეს გუჱმათა მიერ, და განირყუნებოდეს, ჴორცნი თქუჱნნი მჴნენო, ქე҃ს მჴედარნო, ხოლო სული უფროს განბრწყინდებოდა და იტყოდით, ამაღლებულო ღო҃, მამათა ჩუჱნთაო უფროსად კურთხეულ-ხარ შენ:

დაინთქა მტერი სისხლთა თქუჱნთა, უფსკრულსა და წარწყმდა მოწამენო, გუნდითურთ მისით, ხოლო თქუჱნ სიხარულით და მადლობით ღაღადებდით, ამაღლებულო ღო҃, მამათა ჩუჱნთაო უფროსად კურთხეულ-ხარ შენ:

ქუჱყანად დაუთესუჱლად და დედად, უქორწინებელად და საღმრთოდ…

ღი҃ს-მშობლისა.

ქუჱყანად დაუთესუჱლად და დედად, უქორწინებელად და საღმრთოდ პალატად, საყდრად ცეცხლისა, ქე҃ს მეუფისა გამოსჩნდი ამისთჳს გიღაღადებ, გიხაროდენ მხოლოო, განმამღრთობელო მოკუდავთაო, ქე҃ს შობითა:

დასაბამსა შინა მყოფი იგი სიტყუა, დაემჳდრა მუცელსა…

სხუა, სძლისპირი.

დასაბამსა შინა მყოფი იგი სიტყუა, დაემჳდრა მუცელსა შინა შენსა, და აღმოგჳწოდნა ჩუჱნ ტყუჱობისაგან ვითარცა კაცთ-მოყუარე-არს, და უფროსად დიდებულ ღი҃ და უ҃ი მამათა ჩუჱნთა:

კარად გამოსჩნდი საცნაურისა აღმოსავალისა, შენგან კაცთა მომართ აღმობრწყინუჱბულისა ქუჱყანასა ზედა სძალო ღი҃საო, უაღრეს სიტყჳსა და გულის-ჴმის-ყოფისა, ღი҃სა მამათასა კურთხეულისა:

შემკული კეთილითა საქმითა, მდგომარე-ხარ მარჯუჱნით ყოველთა მეუფისა, სისხლთაგან შენთა განხორციელებულისა, და გულს-მოდგინედ ევედრები მას, რათა გჳჴსნნეს ჩუჱნ ყოვლისაგან იძულებისა:

განჰჴსნენ საკრუჱლნი ცოდჳსანი, დედობრივითა კადნიერებითა შენითა, ქალწულო ყოვლად უბიწოო, ძისა მიმართ შენისა, კეთილ-მსახურებით მგალობელთა, უფროსად დიდებულო უ҃ო ღო҃ მამათაო კურთხეულ-ხარ შენ:

ყრმანი ბრწყინუალენი სახუმილისაგან, პირუჱლად იჴსნნა შობილმან ქალწულისაგან…

გალობა ჱ. სძლისპირი.

ყრმანი ბრწყინუალენი სახუმილისაგან, პირუჱლად იჴსნნა შობილმან ქალწულისაგან, რომლითა მოასწავა, ჴსნა ჩუჱნი საცთურისაგან და ნათლითა შემოსილნი მათ თანა ვიტყოდეთ, უ҃სა უგალობდეთ ყოველნი, და უფროსად აღუამაღლებდეთ მას უკუნისამდე:

მრავალ-ჟამისა კრულებათაგან, განმჴსენ ქე҃ უჟამო რა ჟამიერ-იქმენ…

ტროპარნი.

მრავალ-ჟამისა კრულებათაგან, განმჴსენ ქე҃ უჟამო რა ჟამიერ-იქმენ, და ნებსით რა შეიკარ, შეჰკარ ამპარტავანი, და წარავლინე ცეცხლად საუკუნოდ უშრეტად, და მაცხოვნე ვნებითა შენითა, ამისთჳს გაკურთხევ და აღმაღლებ უკუნისამდე:

ამაღლდი რა ძელსა ზედა სულ-გრძელო, დაბადებბულნი აღამაღლენ შენ თანა, ხოლო მთავრობანი, და ჴელმწიფებანი ბნელისანი, ვნებითა შენითა განაქიქენ და განსძარცუჱნ, სიტყუაო ღი҃საო დაუსაბამოო, ამისთჳს გაკურთხევთ და აღგამაღლებთ უკუნისამდე:

თჳსთა სისხლთა ეტლსა ზედა მარტჳლნო, აღმჴედრდით და…

მოწამეთა.

თჳსთა სისხლთა ეტლსა ზედა მარტჳლნო, აღმჴედრდით და ზეცისა სავანეთა მიმართ, აღიწიენით ღირსნო, შუჱნიერად შემკობილნი, და ქე҃სგან ღირსად გჳრგჳნოსან-იქმნენით, უ҃სა უგალობდით იტყოდით, და ამაღლებდით მას უკუნისამდე:

ძელსა ზედა დამოკიდებულნი, და მთხრებლთა შთათხეულნი და მჴეცთა მიყრილნი, და ცეცხლისა და წყლისა მიერ განცდილნი მარტჳლნი, მტკიცედ ეგნეს სარწმუნოებასა ზედა და ჴმა-ჰყუჱს, უ҃სა უგალობდით ყოველნი, და უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე:

იხილა რა ძელსა ზედა ქალწულმან, ყოველთა მღჳძარებისა…

ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.

იხილა რა ძელსა ზედა ქალწულმან, ყოველთა მღჳძარებისა მომცემელი ქე҃ჲ, სიკუდილისა ძილითა, უნდოდ მიძინებული, გოდებით და ცრემლით ესრეთ ღაღადებდა, უ҃სა უგალობდით ყოველნი და უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე:

ყოველთა მათ ზენათა ძალთა მიუწთომელი ვითარცა ღი҃…

სხუა. სძლისპირი. იგივე.

ყოველთა მათ ზენათა ძალთა მიუწთომელი ვითარცა ღი҃, დაემკჳდრა საშოსა შინა შენსა უბიწოო ყრმააო, და უხრწნელად და შეუწუჱლად შემდგომად შობისა დაგიცუა შენ, რომელსა უგალობთ, უ҃სა უგალობდით ყოველნი, და უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე:

არა მქონებელმან ბილწთა და მწიკულთამან, და ყოველთა სიწმიდითა აღსავსემან, სიტყუა ყოვლად წმიდა ყოველთა გამწმედელი, და მამისა თანა დაუსაბამო, საშოსა შინა შენსა დაიტიე, ამისთჳს ქალწულო გიგალობთ შენ, და უფროსად აღგამაღლებთ უკუნისამდე:

პირითა და გულითა აღგიარებთ შენ ღი҃ს-მშობელო, ყოვლად უბიწოო, რამეთუ ჰშევ ჴორც-შემოსილი შემოქმედი ყოველთა და უ҃ი, და მეუფე ქე҃, ამისთჳს შენ ქალწულო გიგალობთ, და უფროსად აღგამაღლებთ უკუნისამდე:

შენ კიდობანსა ყოვლად წმიდასა, რომელსა გაგრილობს სული საღმრთოჲ, მარადის არსისა და პირუჱლ საუკუნეთა სიტყჳსა, გამოუთქმელითა სახიერებითა განჴორციელებულისა მშობელსა, ღი҃ს-მშობელსა გიგალობთ, და უფროსად აღგამაღლებთ უკუნისამდე:

ყოველნი ტომნი, ქუჱყანისანი იხარებენ დღეს სულითა და…

გალობა თ. სძლისპირი.

ყოველნი ტომნი, ქუჱყანისანი იხარებენ დღეს სულითა და დღესასწაულობენ, გუნდნი ზეცისა უსხეულოთანი, დიდებით მუცლად-ღებასა, ყოვლად უბიწოსასა და იტყჳან, გიხაროდენ მარადის, ქალწულო მარიამ, სასუფეველსა:

მსგავსად დასჯილთა, წარიდგინე დასჯად მსაჯული დაბადებულთა, და…

ტროპარი.

მსგავსად დასჯილთა, წარიდგინე დასჯად მსაჯული დაბადებულთა, და გჳრგჳნი ეკლისა, დაიდგ მეუფეო რათა ეკალნი, ცოდჳსანი ურჩებითა, საღმრთოთა მცნებათათა, გამოღებულნი, აღმოფხურნე მოწყალებით, და დანერგო ცნობაჲ, შენი ჩუჱნ შორის:

ეჰა ვითარმე, ერმან უსჯულომან შურითა დაბნელებულმან, მართალი და უბრალო, და ნათლისა მომცემელი ღი҃ ჯუარსა დაგმჰსჭუალეს, რომლისა ვნებაჲ მზემან რა, იხილა მყის დაბნელდა, და კრეტსაბმელი ტაძრისა განიკუჱთა, და ძრწოდეს კიდენი ქუჱყანისანი:

მჴნენო მარტჳლნო, თანა ნერგ ვნებათა ქე҃სთა იწოდენით…

მოწამენი.

მჴნენო მარტჳლნო, თანა ნერგ ვნებათა ქე҃სთა იწოდენით თქუჱნ, ეგრეთუჱ სუფევისა, და ბრწყინუალებისა მისისა თანა მკჳდრ, ამისთჳსცა გევედრებით, განანთლენით გულნი, მგალობელთა, და შემსხმელთა თქუჱნთანი, და ცოდუათა წყუდიადი განჰჴადეთ მათგან:

აჰა ესერა, ზეცისა დიდებასა დაამკჳდრენით თქუჱნ, და მოგეცათ სუფევაჲ სამარადისოჲ და ზიარებითა, საღმრთოჲთა განღთობილ-ხართ, მადიდებელნი თქუჱნნი, და ჴსენებისა, თქუჱნისა მგალობელნი, ყოვლად-დიდებულნო, მოგჳჴსენენით:

წადიერებით, შემსხმელნი შენნი განგუანათლენ დედოფალო, დაჰჴსენ ვნებათა…

ღი҃ს-მშობლისა.

წადიერებით, შემსხმელნი შენნი განგუანათლენ დედოფალო, დაჰჴსენ ვნებათა ჩუჱნთა, წყუდიადი და განსაცდელთანი, აგარის ნათესავნი, განძჳნებულნი, მორწმუნესა მეფესა, ოხითა შენითა დაუმორჩილენ:

ევა ოდესმე ურჩებითა, წყევაჲ სოფლად შემოიღო, ხოლო…

სხუა. სძლისპირი.

ევა ოდესმე ურჩებითა, წყევაჲ სოფლად შემოიღო, ხოლო შენ ღირსო, წმიდაო ქალწულო ღი҃ს-მშობელო, მორჩისა მუცლად-ღებითა უთესლოდ, აღმოუყუავილე სოფელსა კურთხევაჲ, ამისთჳსცა ყოველნი გადიდებთ:

ნაკუჱრცხალი იგი საცნაური, რომელი იხილა ისაია, იტჳრთე…

ტროპარნი.

ნაკუჱრცხალი იგი საცნაური, რომელი იხილა ისაია, იტჳრთე წიაღთა შინა შენთა უბიწოო, განცხადებული ხატითა ჩუჱნითა, და ყოვლისა სოფლისა ცხოვრების-მომცემელი, ამისთჳსცა ყოველნი გადიდებთ:

სასწაულნი შობისა შენისანი ყოვლად უბიწოო, წინათ თქუჱს შორით წინასწარ-მეტყუჱლთა, განსწავლულთა მათ საღმრთოჲთა მობერჳთა, და სოფელსა ცხადად უქადაგეს, რომელთაცა აღსრულებაჲ აწ დაგჳკჳრდების:

შუჱნიერ-არს სიკეთილა, და უუბიწოეს ყოველთა ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ შენ ქალწულო ღი҃ს-მშობელო, ჰშევ ღი҃ ჴორცითა განცხადებული, რომლისა მიერ ცხოვნდა ნათესავი კაცთა, ამისთჳსცა ყოველნი გადიდებთ:

ზღუდე მექმენინ ჩუჱნ ჯუარი შენი იესო მაცხოვარო…

აღჳვსენითსა ზედა, დასდებელნი ჯუარისანი, ჴმა დ.

ზღუდე მექმენინ ჩუჱნ ჯუარი შენი იესო მაცხოვარო, რამეთუ სხუა სასოებაჲ მორწმუნეთა ერსა, არავინ გუაქუს თჳნიერ შენსა, მას ზედა ჴორცითა ვნებულისა, რომელი მოგუანიჭებ ჩუჱნ დიდსა წყალობასა:

მოგიცემიეს ღო҃, სასწაულად მოშიშთა შენთა, ჯუარი შენი უძლეველი, რომლითა, განაქარუჱ მთავრობაჲ ბნელისა მის და ჴელმწიფებაჲ, და აღმომიყუანენ ჩუჱნ სახიერ, პირუჱლსავე მას ნეტარებასა, ამისთჳს შენისა ღუთაებისა განგებულებასა ვადიდებთ, იესო ყოვლად ძლიერო, და მჴსნელო სულთა ჩუჱნთაო:

ვითარიმე არა განვჰკჳრდეთ ღუაწლთა თქუჱნთათჳს, წმიდანო მარტჳლნო…

მოწამეთა.

ვითარიმე არა განვჰკჳრდეთ ღუაწლთა თქუჱნთათჳს, წმიდანო მარტჳლნო, რამეთუ ჴორცითა მოკუდავითა უჴორცოთა მტერთა ერეოდეთ, არა შეგაშინნა თქუჱნ მძლავრთა შინებამან, და არცა შეგაძრწუნნა თქუჱნ სატანჯუჱლთა კუჱთებამან, ჭეშმარიტად და სამართლად იდიდენით:

ტარიგი და მწყემსი, ძელსა ზედა იხილუჱ რა…

დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა. მჴნეონი.

ტარიგი და მწყემსი, ძელსა ზედა იხილუჱ რა, ტარიგი მშობელი შენი ჰგოდებდა, და დედობრივ გიჰჴმობდა შენ, ძეო სასურუჱლო, ვითარ ძელსა ზედა ჯუარისასა მოეკიდე სულგრძელო, ვითარ ჴელნი და ფერჴნი შენნი სიტყუაო, დამსჭუალულ-იქმნეს უსჯულოთაგან, და სისხლი შენი დაითხია მეუფეო:

ხისა მიერ ადამი შეცთომილი განუარდა სამოთხით. ხისა…

პარასკევსა, მომიჴსენენი, ჴმა დ.

ხისა მიერ ადამი შეცთომილი განუარდა სამოთხით. ხისა მიერ ჯუარისასა, ავაზაკი შევიდა სამოთხედ, რამეთუ მან შეურაცხ-ჰყო, ბრძანებაჲ დამბადებელისა თჳსისა, ხოლო ესე მის თანა ჯუარცმული ღაღადებდა აღსარებით, მომიჴსენე მჴსნელო სასუფეველსა შენსა:

გხედჳდეს რა სულ-გრძელო, ჯუარსა ზედა განრთხმულსა ზეცისა, უჴორცოთა კრებულნი, განკჳდეს და განკრთეს გონებითა, ქუჱყანაჲ ძრწოლით იძრუოდა, და მნათობთა სიკეთჱ დაშრტა და დაბნელდა, ხოლო უმჰსჯავროდ დასჯითა, იჴსენ ადამი დასჯილი, და განამართლე, და ადიდებდა სულ-გრძელებასა შენსა:

გოლგოთას რა ამაღლდი, თავი იგი მტერისა შეჰმუსრე, ძელსა ზედა რა მოჰკუჱდ, ძელითა მომწყდარნი აღადგინენ, და სასუფეველისა, მოქალაქედ ბრწყინუალედ გამოაჩინენ, და სახიერებასა, შენსა ძრწოლით აქებდეს, და ღაღადებდეს, მომიჴსენე მჴსნელო სასუფეველსა შენსა:

ვითარცა საჭურუჱლი, ჯუარისა აღიღეთ მოწამენო, წყობასა მტერისასა, გულის სიტყუაჲ მჴნე და ახოვანი, და ძლიერად შემუსრეთ, ყოველი ძალი მისი და ჴელმწიფებაჲ, და გჳრგჳნნი უხრწნელნი, ბრწყინუალენი მოგეცნეს და სიხარულსა, ზეცათასა ღირს-იქმნენით სანატრელნო:

რათა აჩუჱნო ცხადად ჩუჱნდა მომართ მაცხოვარ სახიერებაჲ…

დიდება.

რათა აჩუჱნო ცხადად ჩუჱნდა მომართ მაცხოვარ სახიერებაჲ შენი, ჯუარსა დაემსჭუალე, მამისა და სულისა შეერთებული, ღრუბელი და ლელწამი, ყუჱდრებანი და წყლულებანი დაითმინენ, მნებებელმან ჰჴსნად საუკუნოჲსაგან ცეცხლისა მგალობელთამან, მოგჳჴსენენ ჩუჱნ ყოველნი სასუფეველსა შენსა:

დაუტევნელი ღი҃, დატევნულ-იქმნა საშოსა შენსა, და არა…

ღი҃ს-მშობლისა.

დაუტევნელი ღი҃, დატევნულ-იქმნა საშოსა შენსა, და არა იწრო-ექმნა, სიმდიდრე ქალწულებისა შენისა, და ძელითა მომკუდარმან, სოფელსა ცხოვრებაჲ აღმოუცენა, მას ევედრე წმიდაო, რათა განზრახუაჲ ჴორცთა, ჩუჱნთა წყალობით, მოაკუდინოს ვითარცა კაცთ-მოყუარე-არს:

ჭეშმარიტად და უცუალებელად ჰშევ შენ, ღი҃ უ҃ი…

სერობისად, გალობანი წმიდისა ღი҃ს-მშობლისანი გალობა ა. ჴმა დ. სძლისპირი. საღმრთომან ნისლმან.

ჭეშმარიტად და უცუალებელად ჰშევ შენ, ღი҃ უ҃ი ჭეშმარიტებით შენ მხოლო, ღი҃სა დედად იწოდე სძალო, ყოვლად უბიწოო, ამისთჳს სარწმუნოებით გადიდებთ შენ, და დაუცხრომელად გნატრით:

ვარსკულავი იაკობისი აღმობრწყინდა, შენგან ყოვლად უხრწნელო რომელი ღუთაებრ აღრაცხავს სიმრავლესა ვარსკულავთასა, ამისთჳს გევედრებით, ბრწყინუალებითა, მისითა განსდევნე, ბნელი ცოდუათა ჩუჱნთა:

ვითარცა კიბემან ღი҃სამან ჩუჱნდა მომართ მოსლჳსამან რომელი გარდამოჰჴდა ქუჱყანად, ღი҃ ყოვლისა მპყრობელი, ქუჱყანისა ნივთთაგან, ზეცად აღმამაღლე ღი҃სა მიმართ, ქალწულო, და მიჴსენ ვნებათაგან:

შეურუჱბულთა ნუგეშინის-მცემელი ხარ, და წყარო დაუწყუჱდელი სასწაულთა…

გალობა გ. სძლისპირი. ლოცუამან ანნა.

შეურუჱბულთა ნუგეშინის-მცემელი ხარ, და წყარო დაუწყუჱდელი სასწაულთა, ამისთჳს მეცა, მომფინე დედოფალო, ოხათა შენთა მდინარე და დაშრიტე, ვნებათა ჩემთა საჴმილი საშინელი:

გულის-თქმათაგან უჯეროთა მოწყლული, და განრღუჱული ცოდუათა სიმრავლითა, განმკურნე სძალო, რომელმან ბუნებისა ჩუჱნისა ბოროტი წყლულება განკურნე, რამეთუ ღი҃ მისი ჰშევ და უ҃ი:

უფსკრულსა შინა მრავალთა ცოდუათასა, განსაცდელთა და ჭირთასა ვიღელუჱბი, მსწრაფლ მეწიე მე წმიდაო დედოფალო, და შეწევნისა შენისა ნავთ-სადგურსა, ნავი სულისა ჩემისა შეიყუანე:

მირონისაგან ძისა შენისა სძალო, რომელი აღმოაცენებს ცხოვრებასა…

გალობა დ. სძლისპირი. შენ მეუფეო მეუ.

მირონისაგან ძისა შენისა სძალო, რომელი აღმოაცენებს ცხოვრებასა, და აცხოვნებს სოფელსა, მირონი უვნებელობისა მომადლე სულსა ჩემსა და ცოდუათა, და ბრალთა მწჳრე განაჴმე:

საღმრთოსა წიგნსა დაბეჭდულსა, ქალწულო რომელი დაწერა თითითა საღმრთოჲთა, გევედრები თითითა, ლოცუათა შენთათა დამიწერე შენდობა ცოდუათა ჩემთა, და გამოჴსნა, ვნებათა და ჭირთაგან:

ვითარცა თქუა პირუჱლ, წინასწარ-მეტყუჱლმან, იქმენ შენ ტაძარ ღი҃სა უბიწო, ღი҃ს-მშობელო ქალწულო, თავთაგან მთათასა რომელ არიან წმიდათა გუნდნი, გამომაჩინე, მეცა ტაძრად ქე҃სა:

ცუარად აერმონისა გარდამომავალად, მთასა მას ზედა სიონსა…

გალობა ე. სძლისპირი. მოვედით დღეს შჳლ.

ცუარად აერმონისა გარდამომავალად, მთასა მას ზედა სიონსა, გიცნობთ სძალო ღი҃საო, უბიწოო, და გევედრებით, დაშრიტე ჴორცთა ჩემთა ცეცხლი შემწუჱლი, და საჴმილი ბოროტი, ვნებათა ჩემთა:

სამოთხე ხარ ცხოვრებისა ღი҃ს-მშობელო, სიკუდილისაგან ცოდჳსა, და ვნებათა უკეთურებისაგან, მრავალ სახისა, გჳჴსნენ მონანი შენნი ჵ კურთხეულო, და მკჳდრ-გუყუჱნ ცხოვრებასა საუკუნოსა:

ჭეშმარიტად ალაბასტრი ხარ მტჳრთუჱლი, მირონისა მის საღმრთოჲსა, რომელიცა, ზეცით ქუჱყანისათა ზედა მოვიდა, და განასუნნელა კიდენი სოფლისანი მეცა განმასუნნელე ღი҃სა დედაო:

სავანე ღი҃უ-ბრწყინუალე, იქმენ ქალწულო მეუფისა დიდისა, და…

გალობა ვ. სძლისპირი. შენ ქე҃ ღო҃ ჩუჱნო.

სავანე ღი҃უ-ბრწყინუალე, იქმენ ქალწულო მეუფისა დიდისა, და ადიდენ კაცნი, დიდებითა საღმრთოთა უცუალებელითა, ამისთჳსმეცა, ზიარ მჰყავ დიდებასა, საუკუნოსა მოსავი ესე შენი:

დააყენე ხრწნილება კაცობრივისა, ბუნებისა განმხრწნელი, ღი҃სა დედაო, უხრწნელებისა მიმართ უსაზღუროსა, რომელი ჰშევ შენ, ჩემთაცა ბრალთა ღუარნი, მძაფრნი განაჴმენ და ჴორცთა ნებანი:

მოაკუდინენ ვნებათა ჩემთა აღძრუანი, და ჴორცთა აღტეხანი, უაღჳრონი, და ვითარცა კიცჳ უმწყსი აღჳრთა მიერ მადლთა შენთასა, მყავ მონა გონებისა, საღმრთოსა სძალო ვედრებითა შენითა:

ვითარცა მაყუალმან ცეცხლ-შეუხებელმან, სძალო წმიდაო დაჰსწუჱნ, გულის-სიტყუათა…

გალობა ზ. სძლისპირი. მძლავრმან მიმძლა.

ვითარცა მაყუალმან ცეცხლ-შეუხებელმან, სძალო წმიდაო დაჰსწუჱნ, გულის-სიტყუათა, ჩემთა შეგინებულთა, ეკალთა ნივთნი, და სული და გონება განანათლე, და ვნებათა მათ, ჩემთა სიღრმე განაჴმე:

საღმრთო წყაროო ყოველთა კეთილთაო, აღმომიცენე მოწყალებათა შენთა წყარო დაუწყუჱდელი, და ბრალთა ჩემთა, მწიკულოვანება განბანე კურთხეულო, და ჴორცთა ჩემთა, აღტყინება დაშრიტე:

სიმდიდრე სულიერი ღი҃უ მონიჭებული, უძღებებითა და ჴორცთა გულის-თქმითა, განულიე უბადრუკმან, და გლახაკ ვიქმენ, არამედ ვითარცა უძღები იგი შჳლი, მაცხოვნე სძალო, ოხათა შენთა მიერ:

ცოდუათა ჩემთა, კრულებანი განხეთქენ, და ჴორცთა ჩემთა…

გალობა ჱ. სძლისპირი. სამ-სახეობა-სამები.

ცოდუათა ჩემთა, კრულებანი განხეთქენ, და ჴორცთა ჩემთა აღძრუანი დააყუდენ, და გულის-თქმათა, სიბოროტე აღმოფჴუარ, და დაფარულთა ჩემთაგან განმწმიდე მე, დედოფალო წმიდაო მოსავი შენი:

მთაო ღი҃საო საჩინოო უხრწნელო, პოხილო გამოუკუჱთელო და ჩრდილოვანო, დამიფარე მე, მადლთა შენთა ფარჳთა, და მიჴსენ მახისა მისგან მონადირეთასა, და ისრისაგან, ბილწთა გულის-თქმათასა:

განმიხუჱნ ბჭეო ცხოვრებისაო კარნი სინანულისა და სასოებისანი, და საუკუნოდ, ცხოვრებად წარმიმართე და სასუფეველისა მკჳდრად მიჩინე, და ზიარ მყავ წმიდათა საშუჱბელსა:

მონათა შენთა ვედრება შეისმინე, და მოისწრაფე ჩუჱნდა…

გალობა თ. სძლისპირი. გიხაროდენ შენ წმიდაო დედოფალო.

მონათა შენთა ვედრება შეისმინე, და მოისწრაფე ჩუჱნდა, და მტერთა ჩუჱნთა, და მავნებელთა და შემაწუხებელთა, შერისხენ სძალო, და განსაცდელთა და საცთურთაგან, გჳჴსნენ მადიდებელნი შენნი:

წყლულებისაგან მწარისა მოწყლულ ვარ, ყოვლითურთ დედოფალო, და შეგივრდები, განმკურნე და მიჴსენ ბოროტთა ვნებათაგან, რომელმან სიტყუა ღი҃სა სახიერი, და მრავალ-მოწყალე გჳშევ და გუაცხოვნენ ჩუჱნ:

ყოვლად წმიდაო დედაო ღი҃საო, გჳჴსნენ განსაცდელთაგან, მონანი შენნი, და ვნებათა და ცოდუათა და გულის-თქმათა, ღელუა დააცხრუჱ, და საწუთოსა ჭირნი, და მწუხარებანი, ჩუჱნგან გარე წარგუხადენ.