გულანი
საცდელი · 1.11.3
ხმა 4 · ოთხშაბათი 1 / 75ქუჱყანით დამბადე მე პირუჱლად, და ხატითა შენითა…

ხმა 4 · ოთხშაბათი

რვა ხმა

პარაკლიტონი · დაახლ. 27 წთ

ქუჱყანით დამბადე მე პირუჱლად, და ხატითა შენითა…

მწუხრად, დასდებელნი მსგავსნი ჯუარისანი, ჴმა დ. მოგიცემიეს.

ქუჱყანით დამბადე მე პირუჱლად, და ხატითა შენითა პატივმეც, და სიტკბოებაჲ სამოთხისა მომანიჭე მე, ხოლო ძელითა ცნობადითა შეცთომილი, და წარწყმედასა შინა შთავრდომილი, კუალად აღმადგინე მე კაცთ-მოყუარე, ინებე რა თავადმან განკაცებად, და ჯუარცმად მრავლითა სიმდაბლითა შენითა, და განუზომელითა მით სახიერებითა:

არა დამტევებელი მამისა შემოქმედო ჩემო და უ҃ო, გამოჰსჩნდი ქუჱყანასა ზედა უზომოჲთა სახიერებითა შენითა, რომელმან სათნო-იყავ წარმოცალიერებად თავი თჳსი, და ხატი მონისა ყოვლად უბიწოჲსაგან ქალწულისა მიღებად ვითარცა სახიერმან, და ჯუარცმად და ჴორცითა ვნებად, რომელმან ეგე ვითარცა უკუდავმან სიკუდილი მოაკუდინე, და ნათესავი კაცთა აცხოვნე:

ჯუარს-ეცუ რა მეუფეო სახიერებით, შენთანა შემსჭუალე ჯუარსა ზედა ცოდუაჲ ადამისი, ხოლო ლახურითა განრაეღო გუჱრდი შენი, ჴელით-წერილი იგი მისი განხეთქე, ამისთჳს თაყუანის-ვჰსცემ ვნებათა შენთა, და დიდების-ვჰმეტყუჱლებ აღდგომასა შენსა, განმაცხოველებელსა, ყოველთა ვნებითა მომკუდართასა:

განჰბანე უკუჱ ბიწი უბადრუკისა, გულისა ჩემისა ღი҃ს-მშობელო…

სხუანი, დასდებელნი, ღი҃ს-მშობლისანი, მსგავსნი. ჴმა დ.

განჰბანე უკუჱ ბიწი უბადრუკისა, გულისა ჩემისა ღი҃ს-მშობელო ყოვლად საგალობელო, და ყოველნი სიმპალენი და წყლულებანი ცოდჳსა ჩემისანი განსწმიდენ უბიწოო, და გონებისა ჩემისა დაუდგრომელობა დააყუდე, რათა ძალსა და დიდსა შეწევნასა შენსა ვადიდებდე, ვნებული და უჴმარი მონაჲ შენი:

უღონოებაჲ და მოწყინებაჲ სულისა ჩემისა ქალწულო დედაო ყოვლად უბიწოო, შესცუალე სიმრთელედ და ძალად, რათა შიშით და სიყუარულით ვჰყოფდე და ვიქმოდე სიმართლეთა ქე҃სთა, და რათა განრომილ-ვიქმნა ცეცხლისაგან მოუთმენელისა, და ნაწილი იგი ზეციერი და ცხოვრებაჲ წარუალი შენ მიერ მოვიღო მოხარულმან მარადის:

განჰკრთების შიშითა სიკუდილისათა, სული ჩემი, ხოლო ვიგონებდე რა ეშმაკთა აღვჰშფოთნები და ვსრძწი, გარნა შენ უქორწინებელო ქალწულო, ნუგეშინის-მეც მე, და მიჴსენ მათგან, და წარმიმართე მე მყუდროსა მიმართ ლიმენასა, და ნათლისა დაუღამებელისა, წმიდითა მეოხებითა შენითა:

მკუდრად გხედჳდა რა მჴსნელსა, ყოვლად-უბიწო დედოფალი, და…

დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა. მსგავსივე.

მკუდრად გხედჳდა რა მჴსნელსა, ყოვლად-უბიწო დედოფალი, და მომკულელად სიკუდილისა, ვითარცა ძესა თჳსსა ნაწლევთა ტკივილითა გოდებით იტყოდა, მიუწთომელ-არს სულ-გრძელებაჲ შენი ჵ შჳლო სასურუჱლო, არამედ ნუ დამივიწყებ მე დედასა შენსა და მჴევალსა ტკივნეულსა, არამედ მსწრაფლ ღირს-მყავ ხილუად, საწადელისა ჩემისა:

საჭურუჱლად უძლეველად ქე҃ ჯუარი შენი მომეც, და…

სტიქარონსა ზედა, დასდებელნი. ჯუარისანი. ჴმა დ.

საჭურუჱლად უძლეველად ქე҃ ჯუარი შენი მომეც, და მით დავსთრგუნავთ ბრძოლათა მტერისათა:

რომელთა გუაქუს შეწევნაჲ ქე҃ მარადის ჯუარისა შენისა, დავსთრგუნავთ მახეთა მტერისათა:

კადნიერებაჲ გაქუსთ მაცხოვრისა მიმართ წმიდანო, მეოხ-გუჱყუჱნით ჩუჱნ…

მოწამეთა.

კადნიერებაჲ გაქუსთ მაცხოვრისა მიმართ წმიდანო, მეოხ-გუჱყუჱნით ჩუჱნ ცოდჳლთა, დაუცხრომელად, და ითხოვეთ შენდობაჲ ცოდუათა, და სულთა ჩუჱნთა დიდი-წყალობაჲ:

ტარიგი და მწყემსი, ძელსა ზედა იხილუჱ რა…

დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა. მჴნეონი.

ტარიგი და მწყემსი, ძელსა ზედა იხილუჱ რა, ტარიგი მშობელი შენი გოდებდა, და დედობრივ გიჴმობდა შენ, ძეო სასურუჱლო, ვითარ ძელსა ზედა ჯუარისასა მოეკიდე სულ-გრძელო, ვითარ ჴელნი და ფერჴნი შენნი სიტყუაო, დამსჭუალულ-იქმნეს უსჯულოთაგან, და სისხლი შენი დაითხია მეუფეო:

მომიყიდენ ჩუჱნ წყევისაგან სჯულისა, პატიოსნითა სისხლითა შენითა…

ოთხშაბათსა ცისკრად, შემდგომად ა. სტიქოლოგიისა, წარდგომანი ჯუარისანი. ჴმა დ.

მომიყიდენ ჩუჱნ წყევისაგან სჯულისა, პატიოსნითა სისხლითა შენითა ჯუარსა ზედა რა დაემსჭუალე, და ლახურითა განიგმირე, არამედ უკუდავებაჲ აღმოუცენე კაცთა, მაცხოვარო ჩუჱნო უ҃ო დიდება შენდა:

რომელი ამაღლდი ნებსით ჯუარსა ზედა, მოსახელესა შენსა…

აღამაღლებდით უ҃სა, ღთ҃სა ჩუჱნსა, და თაყუანის-ჰსცემდით კუარცხლბეკსა ფერჴთა მისთასა, რამეთუ წმიდა არს:

რომელი ამაღლდი ნებსით ჯუარსა ზედა, მოსახელესა შენსა ახალსა მოქალაქობასა, წყალობანი შენნი მოგუანიჭენ ქე҃ ღო҃, ახარე ძალითა შენითა მორწმუნეთა მეფეთა ჩუჱნთა, და ძლევაჲ მოჰმადლე მათ მბრძოლთა მიმართ, რომელთა თანა შემწედ აქუს შენი, საჭურუჱლი მშჳდობისა, უძლეველი ჯუარი შენი ყოვლად ძლიერი:

წინაშე ჯუარსა მდგომარე ყოვლად უბიწო იგი ტარიგი…

დიდება, აწდა, ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა, დაუკჳრდა იოსებს.

წინაშე ჯუარსა მდგომარე ყოვლად უბიწო იგი ტარიგი, ჰხედჳდა რა ტარიგსა და მჴსნელსა თჳსსა, მწარითა გოდებითა დადნებოდა და განკჳფრუჱბული იტყოდა, რა-არს ახალი ესე და უცხო ხედუა შჳლო უტკბილესო, ვითარმე დაითმენ ამას, ანუ ვითარმე თავს-იდებ ნებსით ჯუარცმასა, და საყუჱდრელსა სიკუდილსა, დიდების-ვმეტყუჱლებ უაღრეს სიტყჳსა სიმდაბლესა შენსა:

მსწრაფლ-მეწიენ პირუჱლ დამონებად, შემდამდე, რამეთუ მტერნი გგმობენ…

შემდგომას ბ, სტიქოლოგიისა, წარდგომანი ჯუარისანი, ჴმა დ.

მსწრაფლ-მეწიენ პირუჱლ დამონებად, შემდამდე, რამეთუ მტერნი გგმობენ შენ, და მექადიან ჩუჱნ ქე҃ ღო҃ ჩუჱნო, არამედ მოსრენ ჯუარითა შენითა მბრძოლნი ჩუჱნნი, ცნედ რაბამი ძალუცს მართლ-მადიდებელთა სარწმუნოებასა, მეოხებითა ღი҃ს-მშობელისათა, მჴოლოო კაცთ-მოყუარე:

ჯუარსა შეგმსჭუალეს შენ მაცხოვარ ურიათა, ამისთჳს წარმართთაგან…

ხოლო ღთ҃მან, მეუფემან ჩუჱნმან, წინა-საუკუნეთამან, შეჰქმნა ცხოვრება შორის ქუჱყანისა: მსგავსი.

ჯუარსა შეგმსჭუალეს შენ მაცხოვარ ურიათა, ამისთჳს წარმართთაგან მომიწოდენ ჩუჱნ ქე҃ ღო҃ ჩუჱნო, განჰმარტენ განზრახჳთ ნებნი შენნი მას ზედა, და ლახურითა თავს-იდევ გუჱრდისა შენისა განღებაჲ სიმრავლითა წყალობათა შენთათა მხოლოო კაცთ-მოყუარე:

უქორწინებელმან დედამან შენმან, ვითარცა გიხილა ჯუარსა ზედა…

დიდება, აწდა, ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა, მსგავსი.

უქორწინებელმან დედამან შენმან, ვითარცა გიხილა ჯუარსა ზედა ამაღლებული, ესრეთ გოდებით იტყებდა და იტყოდა, რაჲ არს ესე ახალი საშინელი საკჳრუჱლი საიდუმლო ძეო ჩემო, ანუ რად უსჯულოთა კრებულმან ჯუარსა შეგმსჭუალეს, ყოველთა ცხოვრებაჲ ეგე, ნათელო და სიტკბოებაო ჩემო:

რომელი ესე ბოროტად დავეცი სამოთხეს შინა, განზრახჳთა…

შემდგომად გ. სტიქოლოგიისა წარდგომანი, ჯუარისანი, ჴმა დ. რომელი ამაღლდი.

რომელი ესე ბოროტად დავეცი სამოთხეს შინა, განზრახჳთა კაცის-მკულელისათა, კუალად აღმადგინე მე ქე҃ თხემისა ადგილსა ზედა, და ძელითა განმჰკურნე, წყევისაგან ძელისა, და მოჰკალ გუჱლი იგი რომელმანცა მომკლა მე ზაკჳთა, და მომანიჭე მე საღმრთოჲ ცხოვრებაჲ დიდება საღმრთოსა ჯუარცმასა შენსა უ҃ო:

ყოვლისა სოფლისა წამებულთა მოწამეთა შენთა სისხლი, ვითარცა…

დიდება შენდა, ღო҃ ჩუჱნო, დიდება შენდა: მოწამეთა.

ყოვლისა სოფლისა წამებულთა მოწამეთა შენთა სისხლი, ვითარცა პორფირი და ბისონი ჰმოსიან ეკკლესიასა, და მათ მიერ გევედრებით ქე҃ ღო҃, მშჳდობაჲ სოფელსა მოანიჭე, და სულთა ჩუჱნთა დიდი-წყალობა:

ჯუარსა ყოვლად ძლიერო დამოკიდებულსა გხედჳდა რა, ტარიგი…

დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა. რომელი ამაღლდი.

ჯუარსა ყოვლად ძლიერო დამოკიდებულსა გხედჳდა რა, ტარიგი და ქალწული გოდებით და ტირილით იტყოდა, რაჲ არს შენი ეგე გამოუთქმელი გარდამოსლუაჲ სიტყუაო, ვითარმე დაგსაჯა უკუჱ ერმან უსჯულომან, რომელსა გეგულუჱბის განჰსჯად ყოველთა ვითარცა ღთ҃სა, დიდების-ვმეტყუჱლებ გამოუთქმელსა, მოწყალებასა შენსა:

ჯუარი არს საჭურუჱლ ცხოვრებისა

ოთხ-შაბათსა, კანონი, ჯუარისა, რომლისა კიდურ-წერილობაჲ.

ჯუარი არს საჭურუჱლ ცხოვრებისა.

ზღჳსა მის მეწამულისა, ღელუათა ვიდოდა პირუჱლად, ოდესმე…

გალობა ა. ჴმა დ. სძლისპირი.

ზღჳსა მის მეწამულისა, ღელუათა ვიდოდა პირუჱლად, ოდესმე ერი ისრაილისა, და ჴელთა განპყრობითა მოსე, ჯუარის-სახედ ძალი იგი, ამალეკისა უდაბნოს დაჰსცა:

რომელმან გარდაართხენ ცანი, განიპყრენ ჴელნი ჯუარსა ზედა…

ტროპარნი.

რომელმან გარდაართხენ ცანი, განიპყრენ ჴელნი ჯუარსა ზედა, და წარმართნი შორად განშორებულნი, ვითარცა სახიერმან, და მრავალ-მოწყალემან ღთ҃მან, წიაღთა შენთა შეიტკბენ მჴსნელო:

ჯუარითა შენითა ქე҃, შემზღუდე რათა არა ვიქმნე, შესაჭმელ მგელისა ბოროტისა, რომელი დღითი დღე, საბრჴეთა და ღონეთა დამირწყავს, შეჰმუსრე ძლიერებითა:

ტკივილთა ყოველთა მიზეზი, ტკივილთა თმენითა დაეცით, და…

მოწამეთა.

ტკივილთა ყოველთა მიზეზი, ტკივილთა თმენითა დაეცით, და უჭირუჱლი შუჱბაჲ ჰპოვეთ თქუჱნ, და ყოველთავე სენთა, სულთა და ჴორცთა ჩუჱნთასა განჰკურნებთ, მჴნენო მარტჳლნო სამარადისოდ:

ქე҃სთჳს შეკრულთა ბრძენნო, რომელი ნებსით შეიკრა, და საცთური ყოველი უჩინო-ჰყო, საკრუჱლითა განუჴსნელითა, მრავალ-ღონეჲ მტერი შეჰკართ თქუჱნ, ამისთჳს ღირსად გნატრით ყოველნი:

დაადგერ ქალწულად, შემდგომად შობისა, რამეთუ ღი҃ ჰშევ…

ღი҃ს-მშობლისა.

დაადგერ ქალწულად, შემდგომად შობისა, რამეთუ ღი҃ ჰშევ ყოვლად უბიწოო, ამაღლებული ჯუარსა ზედა, რომელმან თანა აღადგინნა ქუჱყანისანი, ამისთჳსცა ყოველნი მორწმუნენი, ჴმა-მაღლად გნატრით შენ:

გალობა მეოთხე ღი҃ს-მშობელისა, მიმართ ქალწულისა

სხუა, კანონი, ყოვლად-წმიდისა ღი҃ს-მშობლისა: რომლისა კიდურ-წერილობაჲ.

გალობა მეოთხე ღი҃ს-მშობელისა, მიმართ ქალწულისა.

ვითარცა ხარ უწმიდესი, ყოველთა დაბადებულთა სძალო, შეგინებული…

გალობა ა. ჴმა დ. სძლისპირი, იგივე.

ვითარცა ხარ უწმიდესი, ყოველთა დაბადებულთა სძალო, შეგინებული გონებაჲ ჩემი, მწიკულევანთა ვნებათაგან, ოხითა შენითა წმიდითა, განჰსწმიდე ღირსო ღი҃სა დედაო:

მერმესა მას სამსჯავროსა, ჩემთჳს განმზადებულთა მათგანი, სულთქმათა და გოდებათა მიჴსენ, ყოვლად ძლიერითა მით, ოხითა შენითა დედოფალო, უ҃სა მიმართ ღი҃სა ჩუჱნისა:

რომელმან ადამიანნი, იჴსენ წყევისაგან მხოლოო, შობითა შენითა უბიწოჲთა. დამონებული ესე, ჴორცთა ვნებათაგან უსძლოო, მეოხებითა შენითა მიჴსენ:

იხარებს ეკკლესიაჲ, შენდამი ქე҃ და ესრეთ ღაღადებს…

გალობა გ. სძლისპირი.

იხარებს ეკკლესიაჲ, შენდამი ქე҃ და ესრეთ ღაღადებს, სასო ჩემი ხარი შენ, განმაძლიერე დამბადებელო:

ამაღლდი ჯუარსა ზედა, და ხრწნილებითა დაცემულნი აღმართენ…

ტროპარნი.

ამაღლდი ჯუარსა ზედა, და ხრწნილებითა დაცემულნი აღმართენ, და მტერი დაამდაბლე, ქე҃ ღო҃ დიდება შენდა:

მახჳლნი მტერისანი, ჯუარცმითა შენითა შეიმუსრნეს მჴსნელო, და ედემი განეღო, რაჟამს ლახურითა გუჱრდით მოიწყალ:

ცეცხლისა მდინარეთა, საცთურისა მდინარენი დააცხრუნეს, და მრავალ-ღუთაებისა…

მოწამეთა.

ცეცხლისა მდინარეთა, საცთურისა მდინარენი დააცხრუნეს, და მრავალ-ღუთაებისა, საცთური დაშრიტეს მოწამეთა:

მოწამენო ქე҃სნო, ტანჯულთა და ქუჱყანად დათხეულთა, თმენათა მახჳლითა, მოჰკალთ ვეშაპი იგი გულარძნილი:

უბიწო რა ტარიგი, ჯუარსა ზედა დამსჭუალულსა გხედჳდა…

ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.

უბიწო რა ტარიგი, ჯუარსა ზედა დამსჭუალულსა გხედჳდა, ლმობილი განიცდიდა, და ტირილით აქებდა ძალსა შენსა:

არა სიბრძნითა, არა ძალითა, არცა სიმდიდრითა, თავით…

სხუა. სძლისპირი.

არა სიბრძნითა, არა ძალითა, არცა სიმდიდრითა, თავით თჳსით ვიქადით, არამედ შენგან ღი҃სა სიბრძნეო, რამეთუ არავინ-არს წმიდა შენებრ კაცთ-მოყუარე:

გევედრები შენ, სძალო უმაღლესო ხერუვიმთაო, ზაკჳთა გუჱლისათა…

ტროპარნი.

გევედრები შენ, სძალო უმაღლესო ხერუვიმთაო, ზაკჳთა გუჱლისათა, ფრიად ვნებული გონებაჲ ჩემი, ჴორცთა ვნებისა უმაღლეს გამოაჩინე:

განკითხუასა მას საშინელსა რაჟამს განჰსჯიდეს უ҃ი, ფრიად შეცოდებული ესე, მას ჟამსა მიჴსეს დასჯისაგან სძალო, და მოწყალე-ჰყავ იგი ჩემ ზედა ქალწულო:

სიტკბოებითა, შენითა უსახური სახიერ-მჰყავ, წყალობითა შენითა, უწყალოჲ ესე მაცხოვნე ქე҃, ლოცჳთა წმიდისა დედისა შენისათა:

იხილა რა ეკკლესიამან, მზე სიმართლისა ჯუარსა ზედა…

გალობა დ. სძლისპირი.

იხილა რა ეკკლესიამან, მზე სიმართლისა ჯუარსა ზედა ამაღლებული, დადგა იგიცა, წესსა ზედა თჳსსა ღირსად, და ესრეთ ღაღადებდა, დიდება ძალსა შენსა უ҃ო:

ამაღლებულად ძელსა ზედა, გიხილა რა მზემან მზე…

ტროპარნი.

ამაღლებულად ძელსა ზედა, გიხილა რა მზემან მზე ეგე დიდებისა, ბნელი შეიმოსა, კლდენი განსქდეს და კრეტსაბმელი, ტაძრისა მის განიღო, ზარისაგან ვნებისა შენისა:

ჯუარს-ეცუ რა და გუჱრდით მოიწყალ, მახჳლმან იქცევისმან ბრძანებითა შენითა, გზა-სცა უ҃ო, ავაზაკსა მორწმუნესა, რომელი უგალობდა, ყოვლისამპყრობელსა ძალსა შენსა:

შეზღუდჳლნი საჭურუჱლითა, ჯუარისა შენისათა მოწამენი უ҃ო, არა…

მოწამეთა

შეზღუდჳლნი საჭურუჱლითა, ჯუარისა შენისათა მოწამენი უ҃ო, არა მოიწყლნეს, ისართაგან მტერისათა, და დაამჴუნეს ზღუდენი, დაჴსნილნი კერპთ-მსახურებისანი:

ვითარცა მსხუჱრპლნი უბიწონი, და შესაწირავნი და საკუჱრთხნი სულიერნი, შეიწირენით, ქე҃ს ღი҃სა მოწამენო და ნაცულად შრომათა, სუფევაჲ საუკუნოჲ მოიგეთ:

რომელმან უჟამოჲ ჟამიერად ჰშევ, და ქალწულებაჲ უბიწოჲ…

ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.

რომელმან უჟამოჲ ჟამიერად ჰშევ, და ქალწულებაჲ უბიწოჲ დაიმარხე. რაჟამს იხილე, დამსჭუალულად ძელსა ზედა, მოიწყალ ტირილითა და ადიდებდ სულ-გრძელებასა მისსა:

მოწყალებისა ჩუჱნისათჳს, განკაცებულისა ღი҃სა სავანეო წმიდაო, ქე҃ს…

სხუა. სძლისპირი. იგივე.

მოწყალებისა ჩუჱნისათჳს, განკაცებულისა ღი҃სა სავანეო წმიდაო, ქე҃ს დედაო, სული და გონებაჲ ჩემი განანათლენ წმიდა-ჰყუჱნ, და აღავსენ საღმრთოჲთა მადლითა:

ნიავქართაგან ცოდჳსათა, მიმოტაცებული გონებაჲ ჩემი სძალო, და მედგრობითა ჩემითა მწარედ დანთქმული, დაამტკიცე უხრწნელო, და განხრწნისაგან აღმომიყუანე:

მეუფისა მის ზეცათასა, პალატო სულიერო სამებისა წმიდისა, ტაძრად განმწმიდე, ქუაბი ესე ავაზაკთა, ბრალთა მიერ აღსავსე, ლოცჳთა შენითა გევედრები:

შენ უ҃ო, ნათელი-ხარ მომავალი სოფლად, განმანათლებელი გულსა…

გალობა ე. სძლისპირი.

შენ უ҃ო, ნათელი-ხარ მომავალი სოფლად, განმანათლებელი გულსა, მორწმუნეთა შენთასა, რომელნი თაყუანის-გცემენ:

შენ უ҃ო, მოგუჱც საჭურუჱლად ჯუარი შენი, და…

ტროპარნი.

შენ უ҃ო, მოგუჱც საჭურუჱლად ჯუარი შენი, და მიხსნენ ჩუჱნ ბნელისაგან, პირუჱლთა ცოდუათასა, ნათლითა ღუთაებისათა:

საძლეველად, მტერთა მოგუანიჭე ჯუარი შენი, პატიოსანი მაცხოვარ, სულთა საცხოვრებელად, ქებით მგალობელთა შენთა:

ცეცხლის-ფერთა, ძალთა შეერთნეს მსახურნი შენნი, საჴუმილი რა…

მოწამეთა.

ცეცხლის-ფერთა, ძალთა შეერთნეს მსახურნი შენნი, საჴუმილი რა განსაცდელთა, და ტანჯუათა წიაღ-ვლეს, მარტჳლთა შენთა უ҃ო:

ტანჯჳსაგან, დაჴსნილსა ჴორცთა მოწამეთათა, სულისა იგი სიმტკიცე, და სიყუარული ღი҃სა, შეურყეველად დაიცუჱს:

ღი҃ მხოლო, უხრწნელად განჰკაცნა საშოსა შენსა, სძალო…

ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.

ღი҃ მხოლო, უხრწნელად განჰკაცნა საშოსა შენსა, სძალო და ჯუარს-ეცუა რათა, ხრწნილებისაგან გჳჴსნნეს, ქებით მგალობელნი შენნი:

ყოვლად-წმიდაო სძალო, რომელმან ჰშევ კრავი ღი҃სა მაცხოვარი…

სხუა. სძლისპირი. მახარებელო.

ყოვლად-წმიდაო სძალო, რომელმან ჰშევ კრავი ღი҃სა მაცხოვარი სოფლისა, კბენილი გუჱლისა სული ჩემი აცხოვნე, და მთათა ზედა გარდასლჳსათა, მწარედ შეცთომილი მომიძიე მეოხებითა შენითა ქე҃ს, მიმართ ყოვლად უბიწოო:

მჴურუალითა მით მეოხებითა, შენითა ღი҃ს-მშობელო ყოვლად უბიწოო, ყინელითა ცოდუათათა განყინული, და ნეფხჳთა ბოროტთა საქმეთათა, განბიცებული გული ჩემი, მჴურუალითა სიყუარულითა ქე҃ს ღი҃სათა აღატყინე:

საწადელო და ყოვლად წმიდაო, და კეთილო და შუჱნიერო შორის დედათა, ყოვლად საწყალობელი ესე სული ჩემი, ბილწთა ვნებაგან აზნაურ-ჰყავ, და უბიწოდ მოქალაქობად, წარჰმართე იგი ქე҃ს მიმართ, მეოხებითა შენითა:

გალობით, ჴმითა სიხარულისათა გაქებდა, ეკკლესიაჲ შენი ქე҃…

გალობა ვ. სძლისპირი.

გალობით, ჴმითა სიხარულისათა გაქებდა, ეკკლესიაჲ შენი ქე҃, განწმდა რა იგი, სისხლითა მაგით, რომელიცა გარდამოხდა, გუჱრდსა საღმრთოსა წმიდასა:

რომელი, უმაღლეს-ხარ ყოველთა პატივთასა, შეურაცხებაჲ თავს-იდევ, რათა…

ტროპარნი.

რომელი, უმაღლეს-ხარ ყოველთა პატივთასა, შეურაცხებაჲ თავს-იდევ, რათა პატივ-მცე მე, შეურაცხ-ქმნილსა, სიმრავლითა ბოროტთათა, და მიჴსნე ჯუარითა შენითა:

დაღათუ მკუდრად იხილუჱ, ჯუარსა ზედა ვნებულად, ხოლო მოჰკალ მკულელი ჩუჱნი, და განქიქებულ-ჰყავ დამბადებელო, და სირცხჳლითა აღავსე, და ვადიდებ ძალსა შენსა:

მოიწყლა, მოწყლჳთა თქუჱნითა ყოვლად ბოროტი, ტანჯუათა მიერ…

მოწამეთა.

მოიწყლა, მოწყლჳთა თქუჱნითა ყოვლად ბოროტი, ტანჯუათა მიერ თქუჱნთა, დაეცა მარტჳლნო, მზაკუარი იგი, და ძეს ფერჴთა ქუჱშე თქუჱნთა, განქიქებული და დასჯილი:

ნაწილნი, მარტჳლთანი კურნებისა წყაროთა, მდიდრად აღმოაცენებენ, და მტუჱრი საფლავთა, მათთა მდებარე, განჰჴდის ეშმაკთა და სენთა, უკურნებელთა განჰკურნებს:

უღმრთოთა, კრებულმან ჯუარსა ზედა დაგმსჭუალეს, და მწუხარებისა…

ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.

უღმრთოთა, კრებულმან ჯუარსა ზედა დაგმსჭუალეს, და მწუხარებისა მიხჳლმან, განვლო გული ჩემი, ჵ ძეო ჩემო, ქალწული ჰჴმობდა გოდებით, ცხელთა ცრემლთა დათხევითა:

ღაღადებდა, წინასწარ-მეტყუჱლი იონა უფსკრულით გამო, და მოასწავა…

სხუა, სძლისპირი.

ღაღადებდა, წინასწარ-მეტყუჱლი იონა უფსკრულით გამო, და მოასწავა, სახე სამ-დღე დაფლჳსა და იტყოდა, მიჴსენ დანთქმისაგან, იესო შენ მეუფეო ძალთაო:

სიკუდილისა, მკულელ იქმნა შობილი შენგან დედოფალო, და…

ტროპარნი.

სიკუდილისა, მკულელ იქმნა შობილი შენგან დედოფალო, და მომკუდართა, აღდგომა და ცხოვრება საუკუნო, მეცა გევედრები, სული ჩემი მომკუდარი აღადგინე:

ზღუასა შინა, სოფლისასა ღელუა-გუჱმულისა ამის, მოყავ ქე҃, მარჯუჱნჱ შენი და აღმომიყუანე, დედისა შენისა ოხითა, და ძალთა ზეცისათა:

ქუჱყანაო, საღმრთოსა ჴუვილისა გამომღებელი, სულსა ჩემსა, მშიერსა…

ღი҃ს-მშობლისა.

ქუჱყანაო, საღმრთოსა ჴუვილისა გამომღებელი, სულსა ჩემსა, მშიერსა და მომყმარსა კეთილთაგან, ნუ უგულებელს-ყოფ, არამედ განაძღჱ ღი҃სა მადლთაგან:

საჴუმილსა შინა, აბრამიანნი ყრმანი მოგუთა მიერ, კრულნი…

გალობა ზ. სძლისპირი.

საჴუმილსა შინა, აბრამიანნი ყრმანი მოგუთა მიერ, კრულნი საღმრთოთა სჯულთათჳს, შეითხივნეს და ალსა შინა ღაღადებდეს, კურთხეულ-ხარ ღო҃ ტაძარსა ამას სიწმიდისა შენისასა:

ჯუარს-ეცუ მხოლოო, უკუდაო ჯუარსა ზედა შიშუჱლი ნებსით, რომელი ღრუბელთა მიერ, შემოს ცათა, და მართალთა მტერსა უკეთურსა, შემოსე სირცხჳლი, რომელმან განსძარცუნა ადამი და ევაჲ:

აღადგინე შენ, ადამი დაცემული ჯუარად აღსლჳთა, ხოლო გუჱრდით რა მოიწყალ, მეუფეო განიგუმირა გული მჴდომისა, ყოვლად ბოროტისა, კურთხეულ-არს ძლიერებაჲ შენი უ҃ო:

შუჱნიერებით, შუჱნიერსა სიტყუასა შეეყუჱნით, ყოვლად ქებულნო მარტჳლნო…

მოწამეთა

შუჱნიერებით, შუჱნიერსა სიტყუასა შეეყუჱნით, ყოვლად ქებულნო მარტჳლნო, და ყოვლითურთ, სოფლისაგან განეშორენით, და მტერი ბოროტი, შემუსრჳლთა და შეკრულთა შეჰკართ გუნდითურთ:

ვნებათა მიერ, საღმრთოთა დასცნეს ზღუდენი საცთურთანი, ყოვლად ქებულთა მარტჳლთა, და გამოსჩნდეს, ზღუდედ და მცუჱლად მორწმუნეთა, და ძალად ძლიერად, რომელნი ნატრიან მათ სარწმუნოებით:

რომელი პირუჱლ, ცუარად ყრმათა გამოუჩნდა დედოფალო, და…

ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.

რომელი პირუჱლ, ცუარად ყრმათა გამოუჩნდა დედოფალო, და არა შეწუა საშოჲ შენი, იხილე რა, ძელსა ზედა დამოკიდებული, ადიდებდ და ჰმადლობდ, ზესთა ბუნებისა სიმდაბლესა მისსა:

მთაო საღმრთოო, რომლისაგან ლოდი გამოეკუჱთა, რომელმან შეჰმუსრნა…

სხუა. სძლისპირი. იგივე.

მთაო საღმრთოო, რომლისაგან ლოდი გამოეკუჱთა, რომელმან შეჰმუსრნა ძეგლნი, ეშმაკთანი, კერპნი სულისა ჩემისანი, და გულისა ჩემისა, უგულის-ჴმოებაჲ, ქუათა მსგავსი განჰსდევნე:

რომელი იგი, მიხედჳთ შეაძრწუნებს ქუჱყანასა, რაჟამს წამუყუნეს ქალწულო, შენ შორის რა, შეიწყნარე არა შეიძარ, მეცა დამამტკიცე შერყეული, კუჱთებითა ეშმაკთათა:

ღი҃სა დედაო, ზრახუა ჴორცთა წინა-აღმდგომი სულისა, ძლეულჰყავ…

ღი҃ს-მშობლისა.

ღი҃სა დედაო, ზრახუა ჴორცთა წინა-აღმდგომი სულისა, ძლეულჰყავ სულისა მიერ, და შეამკევ სათნოებათა მიერ სძალო, რომელი გემოთა მიერ, და გულის-თქმათა, ბნელითა შევიგინე:

ჴელთა განპყრობითა დანიილი მღჳმესა მას შინა მჴეცნი…

გალობა ჱ. სძლისპირი.

ჴელთა განპყრობითა დანიილი მღჳმესა მას შინა მჴეცნი მოამდოვრნა, ხოლო სამთა მათ ყრმათა დაშრიტეს, ცეცხლისა ალი ღი҃სა მიერ, და განბრძნობილნი უშიშრად ესრეთ ღაღადებდეს აკურთხევდით, ყოველნი საქმენი უ҃ისანი უ҃სა:

განჰმარტენ ჴელნი ჯუარსა ზედა, ჴელით-მორგებული ცოდუაჲ განაქარუჱ…

ტროპარნი.

განჰმარტენ ჴელნი ჯუარსა ზედა, ჴელით-მორგებული ცოდუაჲ განაქარუჱ, დარაემსჭუალე სამსჭულითა, ადამის ბუნებაჲ განჰკურნე, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი შემუსრენ ძლიერო, გაკურთხევთ შენ, ყოველნი ქმნილნი შენნი ქე҃ ღო҃:

განიხეთქა ჴელით-წერილი, ადამის-ცოდჳსა გუჱრდისა შენისა, განღებითა უ҃ო და სისხლმან, შენმან გარდამომდინარემან, განგუწმიდნა ჩუჱნ მორწმუნენი, და ესრეთ ვღაღადებთ აკურთხევდით, ყოველნი საქმენი უ҃ისანი უ҃სა:

მდგომარე-იყუნეს ცეცხლსა შორის, ვითარ შეცურეულნი და არა…

მოწამეთა.

მდგომარე-იყუნეს ცეცხლსა შორის, ვითარ შეცურეულნი და არა დამწუარნი, ყოვლად ქებულნი მოწამენი, და სამთა ყრმათა გალობასა, გალობდეს ღი҃ვ-შუჱნიერად, და ესრეთ იტყოდეს აკურთხევდით, ყოველნი საქმენი უ҃ისანი უ҃სა:

დაუშრეტელი ბრწყინუალებაჲ, კეთილთა ნებათა აქუნდათ მოწამეთა, და ბნელისაგან ტანჯუათასა, ყოვლადუჱ არა დაბნელდეს, და ზეცისა სავანეთა, აღჴდეს და ღაღად-ჰყუჱს აკურთხევდით, ყოველნი საქმენი უ҃ისანი უ҃სა:

ჰხედჳდა რა მკუდრად მაცხოვარსა, და კაცთა მტერისა…

ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.

ჰხედჳდა რა მკუდრად მაცხოვარსა, და კაცთა მტერისა მკულელისა მომკულელად, ყოვლად ქებული დედოფალი, მეუფებრ ცრემლით უგალობდა, და სულგრძელებათა მისთათჳს, განკრთომილი ჰჴმობდა აკურთხევდით, ყოველნი საქმენი უ҃ისანი უ҃სა:

ჰშევ ნაყოფი უკუდავებისა, რომლისაგან ჭამად აზმნო სიკუდილმან…

სხუა, სძლისპირი, იგივე.

ჰშევ ნაყოფი უკუდავებისა, რომლისაგან ჭამად აზმნო სიკუდილმან და წარწყმდა, ამისთჳს გევედრები სძალო, ნაყოფითა ცოდჳსათა, მე მომკუდარი განმაცხოველე, რათა ვღაღადებდე აკურთხევდით, ყოველნი საქმენი უ҃ისანი უ҃სა:

დაუცხრომელითა ოხითა, შენითა დააცხრუჱ გულისა ჩემისა, აღძრუანი დედაო ღი҃საო, და აღმადგინე ძილისაგან, მცონარებისა კურთხეულო, რათა ვღაღადებდე აკურთხევდით, ყოველნი საქმენი უ҃ისანი უ҃სა:

ვინმე იპოოს შემწედ ჩემდა, უბადრუკო სულო სასჯელსა მას დიდსა, ვინადგან გჰქონან შენ ურიცხუნი ცოდუანი, შემწამებელად უწესოჲსა ცხოვრებისა შენისა, არამედ სინანულით შემწედ მოიგე დედა ღი҃სა უბიოჲ:

ლოდი საკიდური უჴელოდ, გამოეკუჱთა შენგან მთაო, გამოუკუჱთელი…

გალობა თ. სძლისპირი.

ლოდი საკიდური უჴელოდ, გამოეკუჱთა შენგან მთაო, გამოუკუჱთელი ქალწულო, ქე҃ შემაერთაბელი ბუნებათა, ამისთჳსცა სიხარულით, ჩუჱნ მორწმუნენი ღირსად გადიდებთ:

ცხოვრება დამოკიდებული, ჯუარსა ზედა ცხადად იხილუა, რომლისა…

ტროპარნი.

ცხოვრება დამოკიდებული, ჯუარსა ზედა ცხადად იხილუა, რომლისა მზემან ვერ თავს-იდუა ხილუაჲ და დაიფარა ბრწყინუალებაჲ, და ქუჱყანაჲ ძრწოლით შეიძრა, და მორწმუნეთა გულნი განმტკიცნეს:

ჵ ვითარ შენ სჯულისა-მომცემელი იესო ჩემო, უსჯულოთა კრებულთა დაგსაჯეს, და ძელსა ზედა მოგაკუდინეს ცხოვრებაჲ ეგე ყოველთა და უ҃ი, რომელმან ვნებითა უწყაროვე კაცთა უკუდავებაჲ:

სიტყჳსა ღი҃სა განკაცებაჲ, ღი҃სმეტყუჱლითა პირითა, სიბრძნით ქადაგეთ…

მოწამეთა.

სიტყჳსა ღი҃სა განკაცებაჲ, ღი҃სმეტყუჱლითა პირითა, სიბრძნით ქადაგეთ მოწამენო, ყოვლად ქებულნო უღმრთოთა შორის, მძლავრთა და ახოვნებით იღუაწეთ, და შეიმკუჱნით გჳრგჳნთა მიერ:

ვითარცა დღე ბრწყინუალებითა, ჰნათობთ ყოველსა ქუჱყანასა, ღუაწლთა თქუჱნთა ელუარებითა, და კურნებათა დიდთა მცხინუარებითა, და წყუდიადსა ვნებათასა, განსდევნით სოფლით მჴნენო მარტვილნო:

განანათლე სული ჩემი სძალო, დაბნელებული ცოდუათაგან, დაჰჴსენ…

ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.

განანათლე სული ჩემი სძალო, დაბნელებული ცოდუათაგან, დაჰჴსენ ბოროტთა ჩემთა ნისლი, რომელმან მზჱ დაბნელებულად იხილე, ჵ ღრუბელო ნათლისაო, ძისა შენისა ნებსით ვნებასა:

განხეთქე ქარუაჲ ბრალთა ჩემთა, ლახურითა ძისა შენისათა…

სხუა. სძლისპირი. იგივე.

განხეთქე ქარუაჲ ბრალთა ჩემთა, ლახურითა ძისა შენისათა, განჰჴსენ გლახაკი სული ჩემი, შეკრული ბრალთა და ცოდუათა მიერ, და სიყუარულსა საღმრთოსა, შეაკარ ქალწულო და შეამტკიცე:

ცათა უვრცელესო ქალწულო, შეიწრებული გული ჩემი, მტერთა ბოროტთა კუჱთებითა, უვნებელობისა სივრცედ განიყუანე, და სლუად იწროსა მას გზასა, ცხოვრებისასა ღირს-მყავ მარადის:

რათა გადიდებდე ქალწულო, ჭეშმარიტებით დიდებულო, ყოვლისა ბოროტისაგან მიჴსენ, და დიდებისა ზეცათასა ზიარმყავ, წყალობათა შენთა მოსავი, და მოტევებაჲ ბრალთა მომმადლე:

ზღუდე მექმნენინ ჩუჱნ ჯუარი შენი იესო მაცხოვარო…

აღჳვსენითსა ზედა, დასდებელნი ჯუარისანი, ჴმა დ.

ზღუდე მექმნენინ ჩუჱნ ჯუარი შენი იესო მაცხოვარო, რამეთუ სხუა სასოებაჲ მორწმუნეთა ერსა, არავინ გუაქუს თჳნიერ შენსა, მას ზედა ჴორცითა ვნებულისა, რომელი მოგუანიჭებს ჩუჱნ დიდსა წყალობასა:

მოგიცემიეს ღო҃, სასწაულად მოშიშთა შენთა, ჯუარი შენი უძლეველი, რომლითა, განაქარუჱ მთავრობაჲ ბნელისა მის და ჴელმწიფებაჲ, და აღმომიყუანენ ჩუჱნ სახიერ, პირუჱლსავე მას ნეტარებასა, ამისთჳს შენისა ღუთაებისა განგებულებასა ვადიდებთ, იესო ყოვლად ძლიერო, და მჴსნელო სულთა ჩუჱნთაო:

ვითარმე არა განუკჳრდეთ ღუაწლთა თქუჱნთათჳს, წმიდანო მარტჳლნო…

მოწამეთა.

ვითარმე არა განუკჳრდეთ ღუაწლთა თქუჱნთათჳს, წმიდანო მარტჳლნო, რამეთუ ჴორცითა მოკუდავითა უჴორცეთა მტერთა ერეოდეთ, არა შეგაშინნა თქუჱნ მძლავრთა შინებამან, და არცა შეგაძრწუნნა თქუჱნ სატანჯუჱლთა, კუჱთებამან, შეშმარიტად და სამართლად იდიდენით:

ჯუარსა ზედა რა განრთხმულსა, და სამსჭულითა, შემსჭუალულსა…

დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა. ჴმა დ. მჴნეონი.

ჯუარსა ზედა რა განრთხმულსა, და სამსჭულითა, შემსჭუალულსა, და გუჱრდსა ლახურითა განღებულსა, გხედჳდა დედაჲ შენი გოდებით ღაღადებდა, ვაჲ ჩემდა შჳლო უტკბილესო, ვითარმე უკუჱ მოგაკუდინა ერმან უსჯულომან, რომელი მიანიჭებ ცხოვრებასა ჯოჯოხეთს შინათა, არამედ აღსდეგ მსწრაფლ და მიანიჭე მათ სიხარული, რომელი იგი შეიყუარენ:

ხისა მიერ ადამ, შეცთომილი განუარდა სამოთხით, ხისა…

ოთხშაბათსა მომიჴსენენი, ჴმა დ.

ხისა მიერ ადამ, შეცთომილი განუარდა სამოთხით, ხისა მიერ ჯუარისა, ავაზაკი შევიდა სამოთხედ, რამეთუ მან შეურაცხყო, ბრძანებაჲ დამბადებელისა თჳსისა, ხოლო ესე მის თანა ჯუარცმული ღაღადებდა აღსარებით, მომიჴსენე მჴსნელო სასუფეველსა შენსა:

ჯუარსა დაემსჭუალე შენ, მრავლისა სახიერებისათჳს, და ლახურითა მოიწყალ, სისხლი და წყალი აღმოგჳცენე, ქუჱყანა ზარ-განჴდილ-იქმნა, და ძრწოლით ოხრით იღელუჱბოდა, და კლდენი განსქდებოდეს, და მზე დაბნელდებოდა, მთანი, და ბორცუნი, ზარ-განჴდილნი ადიდებდეს ღუთაებასა შენსა:

წარმდებად განრთხმულისა, ჴელისა, პირუჱლ ძელისა მიმართ, ადამ პირუჱლ ქმნილისა აღმართებად მაცხოვარ განირთხენ, ჴელნი ჯუარსა ზედა ნებსით, რომელმან შეჰქმენ კაცი ჴელითა, კაცთ-მოყუარე, გარდამატებულითა წყალობითა შენითა და ვღაღადებთ, მომიჴსენე მჴსნელო, სასუფეველსა შენსა:

ცად გამოაჩინეთ თქუჱნ, ზესთა ცნობითა ბრწყინუალებითა ღუაწლთათა…

მოწამეთა.

ცად გამოაჩინეთ თქუჱნ, ზესთა ცნობითა ბრწყინუალებითა ღუაწლთათა, მოწამენო, ქუჱყანაჲ სავსებითურთ თჳსით, რომელთა ბნელი განსდევნეთ, კერპთა ბოროტი და ნათლად წარუვალად, ღუთაებისა მიხუჱდით, მადლითა განღმრთობილნი, განგუანათლენით, სარწმუნოებით მგალობელნი თქუჱნნი:

ქებასა, დიდებასა და პატივსა, და სამ-წმიდითა ჴმითა…

დიდება.

ქებასა, დიდებასა და პატივსა, და სამ-წმიდითა ჴმითა ანგელოსებრსა გალობასა შევჰსწირავთ, ყოველთა მიზეზსა სამებასა, მამასა დაუსაბამოსა, და ძესა, და სულსა, და ვღაღადებთ ჴმასა ავაზაკისა კეთილგონიერისასა მგალობელნი, მოგჳჴსენენ ჩუჱნ სასუფეველსა შენსა:

ჯუარსა ზედა დასჯილსა, ჰხედევდ უხრწნელო ქე҃სა ღთ҃სა…

აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.

ჯუარსა ზედა დასჯილსა, ჰხედევდ უხრწნელო ქე҃სა ღთ҃სა, და მოწყლული გულითა, გოდებით მისა მიმართ ეტყოდე, ჵ შუჱნიერებაო ჩემო სადა არს სიკეთჱ შენი, რომელმან ყოველნი სიკეთითა, და შუჱნიერებითა განბრწყინუჱბულ-ჰყუჱნ უგალობთ ძლიერო სახიერებასა შენსა:

ჭირთა და ურუათა, და განსაცდელთა მიერ, შეიწრებული…

სერობისად გალობანი ღი҃ს-მშობლისანი. გალობა ა. ჴმა დ. სძლისპირი. დაანთქენ ვნებანი.

ჭირთა და ურუათა, და განსაცდელთა მიერ, შეიწრებული შენდა მოვივლტი მჴურუალედ, შეიწირე გევედრები ვითარცა ტკბილ-ხარ ქალწულო, უნდო ესე სინანული, და ცრემლით ვედრაბა ჩუჱნი და შემიწყალე მე:

ნავთ-სადგურად მყუდროდ, მოგიგებთ დედოფალო, უნდო ესე და დაჴსნილი გონებითა, და განსაცდელთა აღძრუასა, და ურუათა კუჱთებასა შენ მიერ მართლუკუნ, ვაქცევ, და ძრწოლით გიგალობ ღი҃სა დედაო:

მოწყალე მექმენ მე, ღი҃ს-მშობელო ქალწულო ცოდუათა მიერ და ბრალთა გარე მოცულსა, და სიტკბოებით, მომხედენ, და მსწრაფლ განმათავისუფლე, რამეთუ ყოველივე ძალგიც, ვითარცა დედასა მეუფისასა:

გონება ესე, უძლურისა სულისა, ჩემისა მწარედ, ჴორცთ-მოყუარე წარმდებად, დაბრკოლებულ-არს, ორკერძოვე და შებღალულ ჵ სახიერო, და მრავალ მოწყალეო, დედოფალო მომაქციე და მაცხოვნე:

ძალად და ზღუდედ, და სიმტკიცედ მოგიგებ და…

გალობა გ. სძლისპირი. არა სიბრძნითა.

ძალად და ზღუდედ, და სიმტკიცედ მოგიგებ და ვიოხებ, გუნდთა წინა აღმდგომთა, და უგალობ ძლიერებასა შენსა, ღი҃ს-მშობელო ქალწულო უბიწოო სძალო:

ჭირთა და ღუაწლთა, ცეცხლსა და სასო წარკუჱთილებისა, საჴმისლა სასტიკსა დაშრეტ, რამეთუ ვინ-არს დედოფალო, შენებრ ყოვლად ძლიერი თჳნიერ მხოლოსა ღი҃სა:

ღელუათა მიერ, სოფლისათა მწარედ ღელუა გუჱმულსა, დედოფალო წმიდაო, და ჭირუჱულსა ნუ უგულებელს-მყოფ, არამედ მიჴსენ ურუათა და განსაცდელთაგან:

მომკუდარ ვიქმენ ცოდუათა სიმრავლითა, სულითა უბადრუკი ხოლო შენ განმაცხოველე, ქე҃ს ღი҃სა დედაო, და ვნებათა მათ ჩუჱნთა, მჴეცნი მოსწყჳდენ:

მოსრენ მტერნი ჩემნი უღმრთონი, ყოვლად წმიდაო ქალწულო…

გალობა დ. სძლისპირი. იესო მჯდომარე.

მოსრენ მტერნი ჩემნი უღმრთონი, ყოვლად წმიდაო ქალწულო, რომელნი ამაოდ, ისწრაფიან წარწყმედად სულსა ჩემსა, და განმარინე მათგან, რათა მადლობით, გადიდებდე შენ კურთხეულო ქე҃ს დედაო:

მიჴსენ ქალწულო უბიწოო, ენისა მზაკუარისაგან, და შეუხებელად, დამიცევ სოფლისა განსაცდელთაგან, რამეთუ ყოველივე, ძალგიც, ვითარცა დედასა მჴსნელისასა სძალო, ყოვლად წმიდაო:

მკურნალად სულთა აღგიარებ, უძლური ესე სულითა ქალწულო, და ვიტყჳ, განმკურნე წყალობითა შენითა, და მაცხოვნე დედოფალო, მონა შენი რომელი ესე შენდა მოვივლტი, და გევედრები:

სიკუდილი სოფლად, შემოიღო ევა წარმდებებით, ხოლო შენ წმიდითა ქალწულებითა, ჭეშმარიტად ცხოვრება შემოიღე, მეცა სიკუდილისაგან სულიერისა, მიჴსენ მეოხებითა შენითა:

ჵ ყოვლად უბიწოო წარმართე, ლოცუა მონისა, შენისა…

გალობა ე. სძლისპირი. აწ აღვდგე.

ჵ ყოვლად უბიწოო წარმართე, ლოცუა მონისა, შენისა უღირსისა ძისა მიმართ შენისა მოწყალისა, რათა ვპოო მე, მოტევება ცოდუათა, ჩემთა ურიცხუთა დედოფალო:

მიჴსენ ვნებათა და ჭირთაგან, სძალო ღი҃საო, რომელი ეგე სალხინებელად კაცთა ბუნებისა გყო ღთ҃მან, და დაცემული აღმმართე მოწყალებით, რათა მარადის გადიდებდე:

შენ ხარ მფარუჱლი მორწმუნეთა, და სიქადული, ჵ ღი҃ს-მშობელო დედოფალო რამეთუ ყოვლად არა უგულებელს ჰყოფ შევედრებულთა, შენთა რომელნი იგი უბიწოებით გმონებენ შენ:

ვითარცა რა საღმრთომან და წმიდამან ტარიგმან სძალო, გჳშევ კრავი ღი҃სა, რომელი დაიკლა ჯუარსა ზედა გევედრები სისხლითა, მისითა გული ჩემი განჰსწმიდე:

შენ ხარ ძალი ჩემი დედოფალო, ჭირთა მათთჳს…

გალობა ვ. სძლისპირი. შთავარდი.

შენ ხარ ძალი ჩემი დედოფალო, ჭირთა მათთჳს ფრიადთა, მოულოდებელთა რომელთა მპოეს და შენდამი, ვღაღადებ მონა შენი მაცხოვნე მადლითა შენითა:

განჰკურნე მოწყლული სული ჩემი, და მიჴსენ დედოფალო, ჰაერის მცუჱლთაგან ყოვლად ბოროტთა, და ცრუთა მათ, ცილისმწამებელთაგან, და ამბოხისა უკეთურისა:

ღელუათა ჩემთა ველურებასა, სძლიენ წყალობამან შენმან, დედაო ღი҃საო რომელნი იგი, შემაშთობენ და სრულიად წარმწყმედენ, პერად აღძრჳთა სასტიკითა:

აგარიანნი მძჳნუარენი, ლოცუათა შენთა მახჳლითა, მოსრენ ღი҃ს-მშობელო…

გალობა ზ. სძლისპირი. რომელმან დაიცუნა.

აგარიანნი მძჳნუარენი, ლოცუათა შენთა მახჳლითა, მოსრენ ღი҃ს-მშობელო ქალწულო, ხოლო ერი და ქალაქი შენი იჴსენ, რათა ღაღადებდენ, მამათა ჩუჱნთა ღო҃ კურთხეულ-ხარ შენ:

ცაო ცათა უმაღლესო, მაცხოვნე მუჱდრებელი შენი, და ნუმცა მეწევის მტერი, არამედ შემივედრე საფარუჱლსა შენსა, რათა გიღაღადებდე, კურთხეულ-ხარ შენ კურთხეულო ქალწულო:

ღი҃სა დედაო მარიამ, მსწრაფლ მეწიე მონასა შენსა, და სამნაკეცთა ღელუათაგან, საწუთოსათა დანთქმად მიახლებული, მიჴსენ რომელი გიღაღადებ, სასოო ჩემო ღი҃ს-მშობელო შემიწყალე მე:

სამოთხედ სიტყჳერად, გამოსჩნდი ღი҃ს-მშობელო, და გამოიღე ხე ცხოვრებისა, რომლისაგან ადამ ჭამა რა წარმოსთხია, სიკუდილისა ნაყოფი მეცა დამატკბე სძალო, და ვნებათა სიმწარისაგან მიჴსენ:

აწ აღდგა ჩემ ზედა, ერი უსჯულო და…

გალობა ჱ. სძლისპირი. მჴსნელო ყოველთაო.

აწ აღდგა ჩემ ზედა, ერი უსჯულო და იქადის მოსრუად მსახურთა შენთა, რომელნი იგი შეჰმუსრენ, მკლავითა შენითა ღი҃სა დედაო, და დაიცუჱნ, მაქებელნი შენნი:

შენ ხარ ძალი ჩემი, და სიქადული, ქალწულო წმიდაო და არა ვზრუნავ ზახებისათჳს მტერთასა, არამედ უგალობ შენგან შობილსა, და აღუამაღლებ მას უკუნისამდე:

ვედრებათა ჩემთა ლმობიერ ექმენ, და მწუხარებანი, ჩემნი შეჰსცუალენ, სიხარულად საუკუნოდ, ქალწულო წმიდაო რათა ვიტყოდი, კურთხეულ-ხარ შენ დედათა შორის:

ღრუბელო ნათლისაო, ნათელთა დიდთა მფლობელისაო, რომელმან ქმნა მთავრობად დღისა და ღამისა, ვნებათა მათ და ცოდუათა ჩემთა ბნელი განაბნიე, და ძედ დღისა, და ნათლისა გამომაჩინე სძალო:

ლესუჱნ მახჳლთა და ზრახუჱნ, ჩუჱნთჳს ბოროტსა, აგარიანთა…

გალობად თ. სძლისპირი. შენ შორის აღასრულა.

ლესუჱნ მახჳლთა და ზრახუჱნ, ჩუჱნთჳს ბოროტსა, აგარიანთა ერი ხოლო შენ ღი҃სა დედაო, დასცენ იგინი, ძალითა ჯუარისათა, და ოხითა შენითა, რათა ვადიდებდე დიდებასა შენსა:

ყოვლადუჱ მომცემ ძლევასა, მტერთა ჩემთასა, ხოლო მე თუ რა შევსწირო შენდა უღონო ვარ, დედოფალო ამისთჳს ხოლო მადლობასა შევსწირავ სძალო, შეიწირე გევედრები და შემიწყალე მე:

ჵ დედოფალო წმიდაო, ღუთიუ ბრწყინუალეო, უსასოთა სასოო, მწუხარეთა სიხარულო, და სნეულთა, მკურნალო და მკუდართა ცხოველს მყოფელო, მფარუჱლ მეყავ აქაცა და საუკუნესაცა:

მეოხებითა შენითა, ღჳნო განმწმედელი მოჰმადლე სულსა ჩემსა, სინანულისა ქალწულო, რომელმან გამოიღე ტევანი, ცხოვრებისა, რომელმან გჳწდია სასუმელი უკუდავებისა: