უთესლოდ მუცლად-იღე, და ჰშევ გამოუთქმელად, დამამჴობელი, იგი…
მცირესა მწუხრსა ზედა. უ҃ო ღაღად-ვჰყავსა ზედა, დასდებელნი აღდგომისანი, რუა-ჴმისა გ. ხოლო განუაორებთ პირუჱლსა მუხლსა. დიდება, აწდა ღი҃ს-მშობლისა, დოღმატიკა. ჴმა დ.
უთესლოდ მუცლად-იღე, და ჰშევ გამოუთქმელად, დამამჴობელი, იგი ძლიერთა საყდართაგან, და აღმამაღლებელი მდაბალთა, რომელმან აღადგინა რქაჲ მორწმუნეთა მისთა, მადიდებელთა ჯუარისა მისისასა, დაფლჳსა და დიდებულისა აღდგომისათა, რომლისათჳს შენ ღი҃ს-მშობელო, შუა-მდგომელსა ესე ვითარცა კეთილთასა გნატრით გალობითა დაუდუმებელითა, ვითარცა მეოხსა მარადის ცხოვრებად სულთა ჩუჱნთასა:
სიტყუა დაუსაბამო მამისა, ცხოვრებისათჳს კაცთასა, ნებსით განკაცნა…
სტიქარონსა ზედა, დასდებელნი, მსგავსნი ყოვლად-წმიდისა, ღი҃ს-მშობლისან. ჴმა დ. რომელი იწოდე. მუჴლი: მოვიჴსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა
სიტყუა დაუსაბამო მამისა, ცხოვრებისათჳს კაცთასა, ნებსით განკაცნა, უსაზღუროთა მით სიმდაბლითა, რათა მისცეს ადამს სამოთხჱ, და ადამიანნი იჴსნნეს საცთურისაგან მაცთურისა გუჱლისა, და განაღმრთოს ხატი თჳსი, დაცემული ღთ҃მან წყალობის-მოყუარემან, რომლისათჳს დედად გამოგირჩია, ყოვლად წმიდა და შეუგინებელი, რომელი ყოველთა სიმტკიცედ და ნავთ-სადგურად, ცხოვრებისად ვიცით:
მუცლად-იღე დამბადებელი ყოველთა, საშოსა შენსა ქალწულო, მიმადლებულო…
მუხლი: ისმინე ასულო და იჴილე და მოყავ ყური შენი.
მუცლად-იღე დამბადებელი ყოველთა, საშოსა შენსა ქალწულო, მიმადლებულო, რომელმან განაახლა კაცი, დაძუჱლებული ცოდჳთა, ზაკჳთა გუჱლისათა, და ჰშევ ღი҃ განუხრწნელად უბიწოო, და ხრწნილებისაგან გამოიჴსნა, ადამიანთა ბუნებაჲ ამისთჳს, ვაქებ და ვადიდებ მადლთა შენთა, უსძლოო დედაო ვედრებად ნუ დასცხრები, მისსა მიმართ ცხოვრებად, და განათლებად სულთა ჩუჱნთათჳს:
რათა აუწყო, ყოველთავე წყალობაჲ შენი, და სახიერებაჲ…
მუჴლი: პირსა შენსა ლიტანიობენ მდიდარნი ერისანი.
რათა აუწყო, ყოველთავე წყალობაჲ შენი, და სახიერებაჲ სძალო, უფსკრული ბრალთა და ცოდუათა მიუწთომელი, მონათა შენთა განაჴმენ, რამეთუ ვითარცა დედასა ღი҃სასა გაქუს შენ ჴელმწიფებაჲ, და იქმ ყოველსა რაჲცა გენებოს, ვინათგან მადლი ყოველსა შინა რომელი პირუჱლითგან დაემკჳდრა შენ თანა შემწედ ყოველსა შინა რომელი პირუჱლითგან დაემკჳდრა შენ თანა, და განაგებ დაბადებულთა, ძალითა საღმრთოჲთა დიდებულო:
მამისა თანა და სულისა დიდების-ვმეტყუჱლებდეთ ძესა, მაღალთა…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა. ჴმა დ.
მამისა თანა და სულისა დიდების-ვმეტყუჱლებდეთ ძესა, მაღალთა შინა სერაფიმთა თანა, რამეთუ პირუჱლ ქმნულისა კუალად ინება აღმართებაჲ, ყოვლითურთ თჳთ თავი თჳსი წარმოაცალიერა, გამოუთქმელად საშოსა შინა შენსა ღი҃ს-მშობელო ყოვლად საგალობელო, და შენგან აღმობრწყინდა, განმანათლებელი ყოვლისა სოფლისა ღუთაებითა, და გჳჴსნნა კერპთა მონებისაგან, და თავით თჳსით განაღთო და ზეცად აღიყუანა კაცებაჲ ქე҃მან ღთ҃მან და მჴსნელმან სულთა ჩუჱნთამან:
აწ განმიტევე. წმიდაო ღმერთო
აწ განმიტევე. წმიდაო ღმერთო. ტროპარი და განტევება.
ცხოველს-მყოფელსა ჯუარსა შენსა, დაუცხრომელად თაყუანის-ვჰსცემთ ქე҃, და…
მწუხრად, დიდს მწუხრსა ზედა, დასდებელნი აღდგომისანი. ჴმა დ.
ცხოველს-მყოფელსა ჯუარსა შენსა, დაუცხრომელად თაყუანის-ვჰსცემთ ქე҃, და მესამესა დღისა აღდგომასა შენსა ვადიდებთ, რამეთუ მის მიერ განაახლე, კაცთა ბუნებაჲ განხრწნილი ყოვლად ძლიერო, და გზა აღმყუანებელი ზეცად განმიახლენ ჩუჱნ, ვითარცა მხოლო სახიერ-ხარ და კაცთ-მოყუარე:
ძელისა მის ურჩებისა, პატიჟნი დაჰჴსნენ მაცხოვარ, ძელსა რა ჯუარისასა ნებსით თჳსით დაემსჭუალე, და ჯოჯოხეთად შთაჰჴედ ძლიერო, და სიკუდილისა საკრუჱლნი ვითარცა ღთ҃მან განჴეთქენ. ამისთჳს თაყუანის-ვჰსცემთ მკუდრეთით აღდგომასა შენსა, და სიხარულით ვღაღადებთ ყოვლად ძლიერო უ҃ო დიდება შენდა:
ბჭენი ჯოჯოხეთისანი შემუსრენ უ҃ო, და სიკუდილითა შენითა, სიკუდილისა მეუფებაჲ მოაკუდინე, და კაცთა ნათესავი ხრწნილებისაგან განათავისუფლე, ცხოვრებაჲ და უხრწნელებაჲ სოფელსა მოანიჭე:
მოვედით უგალობდეთ ერნო, მაცხოვრისა ჩუჱნისა მესამისა დღისა…
სხუანი, დასდებელნი, აღმოსავლურნი, ჴმა იგივე.
მოვედით უგალობდეთ ერნო, მაცხოვრისა ჩუჱნისა მესამისა დღისა აღდგომასა, რომლისა მიერ ვიჴსნენით ჯოჯოხეთისა განუჴსნელთა საკრუჱლთაგან, და უხრწნელებაჲ და ცხოვრებაჲ ყოველთა მოვიღეთ და ვღაღადებთ, რომელი ჯუარსეცუ, დაეფალ და აღსდეგ, გუაცხოვნენ ჩუჱნ აღდგომითა შენითა მხოლოო კაცთ-მოყუარეო:
ანგელოსნი და კაცნი მაცხოვარ, მესამისა დღისა აღდგომასა შენსა უგალობენ, რომლისა მიერ განჰბრწყინდეს კიდენი სოფლისანი, და მონებისაგან მტერისა ვიჴსნენით ყოველნი, და ვღაღადებთ ცხოვრების-მომცემელო, ყოვლად ძლიერო მაცხოვარ, გუაცხოვნენ ჩუჱნ აღდგომითა შენითა, მხოლოო კაცთ-მოყუარეო:
ბჭენი რუალისანი შეჰმუსრენ, და მოქლონნი შეჰფქუჱნ ქე҃ ღო҃, და ნათესავი კაცთა დაცემული აღადგინე, ამისთჳს ყოველნი გიღაღადებთ, რომელნი აღსდეგ მკუდრეთით, უ҃ო დიდება შენდა:
უ҃ო მამისაგან შობა შენი, უჟამო არს და დაუსაბამო, ხოლო ქალწულისაგან ჴორცთა შესხმა, გამოუთქმელ-არს კაცთა მიერ და გამოუთარგმანებელ, და ჯოჯოხეთად შთასლუა შენი, საშინელ ეშმაკისა და ანგელოსთა მისთა, რამეთუ სიკუდილი დაჰსთრგუნე, და მესამესა დღესა აღსდეგ და უხრწნელება მოანიჭე კაცთა და დიდი წყალობაჲ:
რომელი იგი შენ მიერ მამად ღი҃სა იწოდა…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
რომელი იგი შენ მიერ მამად ღი҃სა იწოდა წინასწარ-მეტყუჱლი დავით, გალობით შენთჳს წინასწარ ეტყოდა მას, რომელმან იგი ჰყო შენ თანა დიდებული, დადგა დედოფალი მარჯუჱნით შენსა, რამეთუ შენ ღი҃ს-მშობელო წინა-მძღურად ცხოვრებისად გამოგაჩინა, რომელმან იგი სათნო იყო შენგან უმამოდ განკაცებაჲ ღთ҃მან, რათა ხატი თჳსი, განაახლოს განჴრწნილი ვნებათაგან, და ცთომილი იგი მჴეცთა მიერ წარტაცებული ცხოვარი ჰპოოს, და ბეჭთა იტჳრთოს და მამისა მიჰგუაროს და თჳსსა ნებასა და ზეცისა ძალთა შეაერთოს იგი, და აცხოვნოს სოფელი ღი҃ს-მყოფელო, ქე҃მან რომელსა აქუს დიდი-წყალობაჲ:
უ҃ო აღჰჴედ ჯუარსა ზედა, და მამული წყევაჲ…
სტიქარონსა ზედა, დასდებელი. ჴმა დ
უ҃ო აღჰჴედ ჯუარსა ზედა, და მამული წყევაჲ ჩუჱნი აღჴოცე, შთაჰჴედ ჯოჯოხეთად, და საუკუნითგანნი პყრობილნი განათავისუფლენ, და კაცთა ნათესავსა, უხრწნელებაჲ მოანიჭე, ამისთჳს უგალობთ და ვადიდებთ, ცხოველს-მყოფელსა და მაცხოვარსა აღდგომასა შენსა:
დამსჭუალულმან ძელსა ზედა მხოლოო ყოვლად ძლიერო, ყოველნი…
მებრ ალფა ვიტასა.
დამსჭუალულმან ძელსა ზედა მხოლოო ყოვლად ძლიერო, ყოველნი დაბადებულნი შეაძრწუნენ, და საფლავსა რა დაიდევ, რომელნი მყოფ-იყუნეს სამარესა შინა აღადგინენ, და უხრწნელებაჲ და ცხოვრება მოანიჭე კაცთა ნათესავსა. ამისთჳსცა უგალობთ და ვადიდებთ, მესამისა დღისა აღდგომასა შენსა:
ერმან უსჯულომან ქე҃, მიგცეს შენ პილატეს ჯუარცმად და დაგსაჯეს, რამეთუ ქუჱლის-მოქმედსა თჳსსა უმადლო-გექმნნეს, ხოლო შენ დაფლუაჲ ნებსით დაითმინე, და ჴელმწიფებით აღსდეგ მესამესა დღესა, და ვითარცა ღთ҃-ხარ მოგუანიჭე ჩუჱნ, დაუსრულებელი ცხოვრებაჲ და დიდი წყალობაჲ:
ცრემლით გეძიებდეს შენ დედანი, და საფლავად შენდა მოიწივნეს, და ვითარ არა გპოვეს ცრემლითა მჴურუალითა გოდებით იტყოდეს, ჵ ჩუჱნდა მაცხოვარო ყოველთაო ვითარ წარიპარე, ანუ რომელსა ადგილსა შეუცავნ უხრწნელნი ჴორცნი შენნი, და მეყუსეულად ანგელოსმან ჴმა-ჰყო მათდა მიმართ, ნუ ჰგოდებთ, არამედ წარუჱდით და ჰქადაგეთ, ფრიად აღდგა უ҃ი, და მოგუანიჭა ჩუჱნ სიხარული, ვითარცა მხოლო მრავალ მოწყალე არს:
მოხედენ ვედრებასა მონათა შენთასა ყოვლად უბიწოო, და…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
მოხედენ ვედრებასა მონათა შენთასა ყოვლად უბიწოო, და დააცხურენ ძჳრთა ჩუჱნ ზედა აღდგომაჲ, და ყოვლისა მწუხარებისაგან გჳხსნენ ჩუჱნ, რამეთუ შენ მხოლო გუაქუ მტკიცედ და შეურყეველად სიმტკიცედ, და შენსა შეწევნასა შევევედრებით, ნუმცა სირცხჳლეულ-ვიქმნებით დედოფალო შენნი მუჱდრებელნი, ისწრაფე მეოხად ჩუჱნდა რომელნი სარწმუნოებით ვჰჴმობთ შენდამი, გიხაროდენ დედოფალო ყოველთა შემწეო, სიხარულო და მცუჱლო სულთა ჩუჱნთაო:
ბრწყინუალე იგი აღდგომისა ქადაგებაჲ, ანგელოსისაგან ისწავეს უ҃ისა…
ტროპარი, ჴმა დ.
ბრწყინუალე იგი აღდგომისა ქადაგებაჲ, ანგელოსისაგან ისწავეს უ҃ისა მოწაფეთა დედათა და პირუჱლი იგი წყევა განაგდეს და მოციქულთა სიხარულით ეტყოდეს დაიჴსნა სიკუდილი რამეთუ აღდგა ქე҃ მკუდრეთით, და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაჲ:
რომელი საუკუნითგან დაფარულ-იყო, და ანგელოსთაგან უცნაურ საიდუმლო…
ღი҃ს.
რომელი საუკუნითგან დაფარულ-იყო, და ანგელოსთაგან უცნაურ საიდუმლო, ღი҃ს-მშობელო შენ მიერ კაცთა გამოეცხადა, ღი҃ შეურევნელად შენგან განჴორციელდა, ჯუარცმა ნებსით თავს-იდუა რომლისათჳსცა აღადგინა პირუჱლ დაძინებულნი, და იჴსნა მან სიკუდილისაგან სულნი ჩუჱნნი:
მეოთხე გალობაჲ ღი҃სა მიმართ. მიტროფანესი
კჳრიაკესა ცისკრად, შუა-ღამესა ზედა, კანონი სამებისა, რომლისა კიდურ-წერილობაჲ.
მეოთხე გალობაჲ ღი҃სა მიმართ. მიტროფანესი.
სამებასა სამ-გუამოვნებით, ღთ҃სა ღთ҃თასა ვადიდებთ, ერთსა ბუნებასა…
გალობა ა. ჴმა დ. სძლისპირი. ზღჳსა მის მეწამულისა.
სამებასა სამ-გუამოვნებით, ღთ҃სა ღთ҃თასა ვადიდებთ, ერთსა ბუნებასა ერთ-არსებით, თანასამარადისოსა თანა-მოსაყდრესა და ვიტყოდეთ, გუაცხოვნენ შენნი დაბადებულნი:
მამისა და სულისა მიერ, ცხებულ-იქმენ სიხარულისა, საცხებელითა რაჟამს განჰკაცენ, ძეო მხოლოდ-შობილო, და სამგუამოვნებაჲ, ერთღუთაებისა, ღი҃უ-შუჱნიერად გჳქადაგე ჩუჱნ:
სიკეთესა მიუწთომელსა, ელუარებისა შენისასა, სამებაო სამ-მნათობიერო, სერაფიმნი ვერ იტჳრთუჱნ, არამედ ფრთითა დაიფარჳან, და წმიდა-არსობით გიგალობენ შენ:
გამოუთქმელად ჰშევ მჴსნელი, ყოველთა წმიდაო ქალწულო, რომელმან…
ღი҃ს-მშობლისა.
გამოუთქმელად ჰშევ მჴსნელი, ყოველთა წმიდაო ქალწულო, რომელმან წყევისაგან პირუჱლისა იჴსნნა ადამიანნი, ხრწნილებისაგან და სიკუდილისა, და შენ მიერ ვიცანთ წმიდა სამებაჲ:
რაჟამს წმიდათა, მოციქულთა მოუვლინე ძალი მაღლით მამისა…
გალობა გ. სძლისპირი. არა სიბრძნითა.
რაჟამს წმიდათა, მოციქულთა მოუვლინე ძალი მაღლით მამისა მიერ სული, ნუგეშინის-მცემელი ქე҃ ღო҃, ერთი ბუნებაჲ გუასწავე, სამმნათობიერი:
რაჟამს ეჩუჱნე, აბრაამს სახითა სამთა კაცთათა, სამებაო მხოლოო, აუწყე მას შენი უცუალებელი, სახიერებაჲ და უფლებაჲ:
სამ-სახეობით, ერთ-ღუთაებად თაყუანის-ცემულო, გარე-შეუწერელო გამოუთქმელო სამებაო, ყოვლისა ჭირისაგან იჴსნენ მონანი შენნი:
ვითარ ვისწავეთ, ძისა შენისა მოძღურებათაგან, ერთ-არსებად და…
ღი҃ს-მშობლისა.
ვითარ ვისწავეთ, ძისა შენისა მოძღურებათაგან, ერთ-არსებად და სამმზედ ღთ҃თ-მთავრობასა, ვადიდებთ ქალწულო, და შენ გნატრით დიდებულო ღი҃სა დედაო:
სამ-მზეო დაუბადებელო და ერთ-არსებაო, მხოლოო სამ-გუამოვნებით ცნობილო…
წარდგომა. ჴმა დ. მსწრაფლ მეწიე.
სამ-მზეო დაუბადებელო და ერთ-არსებაო, მხოლოო სამ-გუამოვნებით ცნობილო, შეგჳწყალენ მონანი შენნი, და გჳჴსნენ სატანჯუჱლთაგან ვითარცა ღთ҃-ხარ, რამეთუ შენ მხოლო ხარ უ҃ი მჴსნელი და მეუფე ჩუჱნი, გევედრებით მოწყალე-გუჱქმენ ჩუჱნ:
მრავლითა გარე-მოდგომითა განსაცდელთა ბოროტთათა გარე-მოცულთა ამათ ქალწულო…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა. მსგავსი.
მრავლითა გარე-მოდგომითა განსაცდელთა ბოროტთათა გარე-მოცულთა ამათ ქალწულო, და განწირულებასა შინა მარადის შთავრდომილთა, შენ მხოლო გჳვი ღი҃ს-მშობელო ცხოვრებად და სასოებად და ზღუდედ, და შენ ჯერისაებრ გევედრებით გუაცხოვნენ მონანი შენნი:
ერთ-არსებაო სამებაო, ერთ-ღუთაებაო სამ-უფლებაო, სერაფიმთა თანა, გადიდებთ…
გალობა დ. სძლისპირი. იესო მჯდომარე.
ერთ-არსებაო სამებაო, ერთ-ღუთაებაო სამ-უფლებაო, სერაფიმთა თანა, გადიდებთ ბუნებით განუყოფელად და გუამოვნებით შეურწყმელად, უხილავად გამოუთქმელად, და დამბადებელად დაბადებულთა:
განყოფილად, გამოუთქმელად პირებითა, ხოლო ღუთაებითა, და ძლიერებითა, და უფლებითა შეერთებულად, გიგალობთ შემოქმედო, და უსაზღუროდ და გარე-შეუწერელად აღგიარებთ, და თაყუანის-გცემთ:
გონებამან დაუსაბამომან, გამოუთქმელად შუა სიტყუაჲ, და სული ცხოველი, გამოუთქმელად გამოავლინა, და ამისთჳს სამებასა ერთ-არსებასა, მეუფედ და ღთ҃ად აღგიარებთ და თაყუანის-გცემთ:
პირუჱლ ჩუჱნებათა მათ, და სახეთა მიერ ჰქადაგა…
ღი҃ს-მშობლისა.
პირუჱლ ჩუჱნებათა მათ, და სახეთა მიერ ჰქადაგა, შენგან ჴორცთა შესხმაჲ, ქალწულო სიტყუამან ღი҃სამან, ხოლო უკანასკნელ რაჟამს ცხადად განკაცნა, სამ-გუამოვანი ერთ-ღუთაებაჲ ვიცანთ შენ მიერ:
ვიცნობთ სარწმუნოებით, ყოველთა შემოქმედსა ღთ҃სა, მიუწთომელსა არსებასა…
გალობა ე. სძლისპირი. საღმრთოსა დიდებასა.
ვიცნობთ სარწმუნოებით, ყოველთა შემოქმედსა ღთ҃სა, მიუწთომელსა არსებასა, ხოლო სამგუამოვნებასა დაუსაბამოსა, და უგალობ მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, დაუსრულებელსა მეუფებასა:
ნათელო სამ-მნათობო, ბუნებითი ბრწყინუალებაჲ შენი, გამომიბრწყინუჱ მე ერთ-ღუთაებით, შემოქმედო და წყაროო ყოველთა ნათელთაო, დაუღამებელო ბუნებაო, რათა ვხედჳდე სიკეთესა შენსა მიუწთომელსა:
მხოლოო შემოქმედო, და დამბადებელო ყოველთაო, განმგებელო და წარმმართებელო, ყოვლად ბრძენო და ცხოვრების-მომნიჭებელო, მიითუალე ვედრებაჲ ჩუჱნი, მეუფეო სამ-მნათობო, და მგალობელნი შენნი დაგჳცუჱნ:
განღთობაჲ ჯერ-იჩინა, პირუჱლ განხრწნილისა მის კაცისა, გარდამატებულითა…
ღი҃ს-მშობლისა.
განღთობაჲ ჯერ-იჩინა, პირუჱლ განხრწნილისა მის კაცისა, გარდამატებულითა მოწყალებითა, რომელი ხატად ღუთაებისა თჳსისა შეჰქმნა ქე҃მან ამისთჳს იშუა შენგან ქალწულო, და ერთი სამ-რიცხუჱდი ღუთაებაჲ ჰქადაგა:
საცნაურ-ჰყო, მამამან წამებითა ძე საყუარელი, ხოლო სული…
გალობა ვ. სძლისპირი. ღაღადებდა.
საცნაურ-ჰყო, მამამან წამებითა ძე საყუარელი, ხოლო სული, წმიდა ქე҃ს ნათლის-ღებასა გამოჩნდა, ამისთჳს ვადიდებთ, ერთსა ღუთაებასა სამ-გუამოვნებით:
გიხილა რა, საყდართა ზედა მაღალთა ისაია, და გალობაჲ, სამწმიდაჲ ესმა ანგელოსთაგან, გულის-ჴმა-ჰყო ერთი, ღუთაებაჲ სამებით შეურევნელით:
აღამაღლე, მაღალო მეუფეო სამ-გუამოვანო, გული ჩემი, და ღირს-ჰყავ ხილუად დიდებისა შენისა, და ბრწყინუალებისა, რამეთუ გმონებ შენ სარწმუნოებით:
სათნო-იყო, შემოსაჲ ხატებისა ჩუჱნისა ქე҃მან, შენგან სძალო…
ღი҃ს-მშობლისა.
სათნო-იყო, შემოსაჲ ხატებისა ჩუჱნისა ქე҃მან, შენგან სძალო, უქორწინებელო კაცთ-მოყუარებით, და დიდებისა მის საღმრთოჲსა ზიარ-ჰყუნა ძენი კაცთანი:
მამაო უშობელო, ძეო მხოლოდ შობილო, და სულო…
წარდგომა. ჴმა დ. მსწრაფლ მეწიე.
მამაო უშობელო, ძეო მხოლოდ შობილო, და სულო წმიდაო მხოლოდ მამისაგან გამოსრულო, ღუთად გიცნობთ ყოველნი და გიღაღადებთ, დაუსაბამოო მეუფეო, და ერთ-ღუთაებით თაყუანის-ცემულო, გადიდებთ და გევედრებით, სამებაო ერთ-არსებაო ღო҃ ჩუჱნო გუაცხოვნენ ჩუჱნ:
წელიწადთა უზესთაესი, და პირუჱლ საუკუნეთა ღი҃ ჰშევ…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
წელიწადთა უზესთაესი, და პირუჱლ საუკუნეთა ღი҃ ჰშევ წელიწადსა შინა, უზესთაეს ბუნებისა ჴორცითა ღთ҃-მამა-კაცად ყოვლად უბიწოო, ამისთჳსცა შენ ჭეშმარიტად ღი҃ს-მშობლად და უფალად აღგიარებთ, და სურჳლით გიგალობთ, ღირს-გყუჱნ ყოველნი დიდებასა საუკუნესა:
განწესებულთა, ზეცისა საცაურთა ბუნებათა, მივემსგავსნეთ მორწმუნენო, და…
გალობა ზ. სძლისპირი. სახუმილსა შინა.
განწესებულთა, ზეცისა საცაურთა ბუნებათა, მივემსგავსნეთ მორწმუნენო, და შევსწიროთ, თაყუანის-ცემაჲ ღუთაებისა, სამგუამოვანისა და ვღაღადებდეთ, ღო҃ შენ კურთხეულ-ხარ:
განწესებულთა, ზეცისა საცაურთა ბუნებათა, მივემსგავსნეთ მორწმუნენო, და შევსწიროთ, თაყუანის-ცემაჲ ღუთაებისა, სამგუამოვანისა და ვღაღადებდეთ, ღო҃ შენ კურთხეულ-ხარ:
პირმა წმიდათა ქადაგთა შენთამან, პირუჱლითგან ერთ ღუთაებად მოგასწავეს, სამებაო, ღუთად და უფლად საუკუნეთა, და სამ-გუამოვნებთ ერთ-არსებად გქადაგეს განცხადებულად:
რომელი ეგე, არსებით უხილავი ხარ სიტყუა, კაცად…
ღი҃ს-მშობლისა.
რომელი ეგე, არსებით უხილავი ხარ სიტყუა, კაცად იხილუჱ კაცთა შორის, წმიდისაგან უბიწოჲსა დედისა ღი҃სა, და ზიარ-ჰყუჱნ კაცნი, დიდებასა ღუთაებისა შენისასა:
ერთ-არსებით სამ-რწყინუალეო, ყოვლად შუჱნიერო სამებაო ღო҃, გულსა…
გალობა ჱ. სძლისპირი. ჴელთა განპყრო.
ერთ-არსებით სამ-რწყინუალეო, ყოვლად შუჱნიერო სამებაო ღო҃, გულსა შინა ჩემსა დაემკჳდრე, და ტაძრად წმიდად გამომაჩინე, დიდებისა მის შენისა რათა გიგალობდე აკურთხევდით, ყოვლენი საქმენი უ҃ისანი უ҃სა:
სამებაო განუყოფელო, მრავლსახეთა მათ ვნებათაგან მიჴსენ, და ცოდუათა წყუდიადისაგან, გამომიყუანე და განმანათლე, საღმრთოჲთა ბრწყინუალებითა რათა დიდებასა საწადელსა, შენსა ვხედჳდე და გაკურთხევდე მარადის:
გონება დაუსაბამო მამა, და ძე თანა სწორ…
ღი҃ს-მშობლისა.
გონება დაუსაბამო მამა, და ძე თანა სწორ და სულითა მოსაყდრე, გონება ძალი და არსება, უხილავი და გამოუთქმელი, სამებაჲ აღჳარეთ ჩუჱ და ესრეთ ვღაღადებთ, დაიფარე, სამწყსოჲ შენი დღეს ღი҃ს-მშობელისა ოხითა:
ყოვლითურთ გულსა, და გონებასა ჩემსა შენდა, მომართ…
გალობა თ. სძლისპირი. ყოველნი ტომნი.
ყოვლითურთ გულსა, და გონებასა ჩემსა შენდა, მომართ აღჳპყრობ, და სულისა სურჳლსა, და ჴრცთა ჩემთა წადიერებასა, დამბადებელო და მჴსნელო, სამ-ნათელო ერთ-არსო, გევედრები შნ, მაცხოვნე მონაჲ შენი, ყოველთა ჭირთა და განსაცდელთაგან:
გონებაჲ ჩემი, გული და განზრახუაჲ აღამაღლე შედა, მაღლისა მეუფისა, და განმანათლე უხრწნელითა ნათლითა, მამაო, ძეო და სულო, მკჳდრო ნათელსა შინა, მიუწთომელისა, მზეო სიმართლისაო და ღირს-მყავ დიდებად შენდა:
აცხოვნე ღო҃, მორწმუნენი შენნი რომელნი უგალობენ, დაუსაბამოსა…
ღი҃ს-მშობლისა.
აცხოვნე ღო҃, მორწმუნენი შენნი რომელნი უგალობენ, დაუსაბამოსა მას, ერთსა სამარადისოსა ბუნებასა შენსა, და სამ-ხატოვანთა პირთა, უფლებისა შენისა, და საღმრთოსა მის, დიდებისა ღირს-მყუჱნ ჩუჱნ ლოცჳთა წმიდისა დედოფლისათა:
მიხედეს რა კარსა საფლავისასა და განკრთეს ელუარებასა…
კჳრიაკესა ცისკრად, შემდგომად ა. სქიხოლოგიისა, წარდგომანი, აღდგომისანი. ჴმა დ.
მიხედეს რა კარსა საფლავისასა და განკრთეს ელუარებასა ანგელოსისასა, მენელსაცხებლენი და იტყოდეს, ვითარმცა წარიპარა რომელმან ავაზაკსა განუღო სამოთხჱ, არამედ აღდგა რომელმან პირუჱლ ვნებისა ჰქადაგა აღდგომაჲ, და ჭეშმარიტად აღდგა ქე҃, და ჯოჯოხეთისა მყოფთა მიანიჭა, აღდგომაჲ და ცხოვრებაჲ საუკუნოჲ:
ნებსით განზრახჳთ ჯუარცმაჲ დაითმინე მაცხოვარ, და კაცთა…
აღსდეგ უ҃ო ღო҃ ჩუჱნო, ამაღლდინ ჴელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად. მსგავსი. დაუკჳრდა იოსებს.
ნებსით განზრახჳთ ჯუარცმაჲ დაითმინე მაცხოვარ, და კაცთა მოკუდავთა საფლავსა ახალსა დაგდუჱს შენ, სიტყჳთ დამბადებელი ცისკიდეთა, რომლისათჳსცა შეიკრა მტერი და სიკუდილი შერისხჳთ წარმოტყუჱნა და ჯოჯოხეთისა მყოფნი უღაღადებდეს, ცხოველს-მყოფელსა აღდგომასა შენსა, ქე҃ აღდგა ცხოვრების-მომცემელი, და ჰგიეს იგი უკუნითი უკუნისამდე:
დაუკჳრდა იოსებს, ხედჳდა რა სასწაულთა ბუნებათა უაღრესთა…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
დაუკჳრდა იოსებს, ხედჳდა რა სასწაულთა ბუნებათა უაღრესთა, და მოიღებდა გონებად ცუარსა მას საწუმისისასა, სახედ უთესლოდ მუცლად-ღებისა შენისა ღი҃ს-მშობელო, და მაყუალსა ცეცხლითა შეუწუჱლსა, კუჱრთხსა აარონისსა განედლებულსა, და წამებდა მართალი იგი მცუჱლი შენი, და მღუდელთა ესრეთ უღაღადებდა ქალწული ჰშობს, და შემდგომად შობისა კუალად ჰგიეს ქალწულად:
აღსდეგ ვითარცა უკუდავი, საფლავისაგან მაცხოვარ, და თანა…
შემდგომად ბ, სტიხოლოგიისა, წარდგომანი, აღდგომისანი. ჴმა დ. მსგავსი, მსწრაფლ მეწიე.
აღსდეგ ვითარცა უკუდავი, საფლავისაგან მაცხოვარ, და თანა, აღადგინე სოფელი ძლიერებითა შენითა ქე҃ ღო҃ ჩუჱნო, და სიმტკიცჱ სიკუდილისა ძლიერებით შეჰმუსრე, და ყოველთა აღდგომაჲ მიანიჭე ამისთჳს გადიდებთ მხოლოო კაცთ-მოყუარეო:
მაღლით გარდამოჴდა გაბრიელ, ლოდსა მას ზედა სადა…
აღგიარო შენ უ҃ო ყოვლითა გულითა ჩემითა და მიუთხრა მე ყოველი საკჳრუჱლებაჲ შენი მსგავსი. დაუკჳრდა იოსებს.
მაღლით გარდამოჴდა გაბრიელ, ლოდსა მას ზედა სადა იგი მდებარე იყო ლოდი იგი ცხოვრებისა, და სპეტაკითა მოსილი ეტყოდა მგლოვარეთა მათ დედათა, ნუ ჰსტირთ თქუჱნ, არამედ დაჰსცხერით გლოვისაგან, და გაქუნდინ გულთა შინა თქუჱნ მოწყალებანი მისნი, რომელსა, იგი ეძიებთ ტირილითა და გლოვითა, აწ უკუჱ კადნიერ-იქმნენით, რამეთუ ჭეშმარიტად აღდგა, და უთხართ მოციქულთა, ფრიად აღდგა უ҃ი, და მოანიჭა სოფელსა დიდი-წყალობაჲ:
განჰკჳრდეს უბიწოო გუნდნი ყოველნი ანგელოზთანი, საშინელსა საიდუმლოსა…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა. მსგავსი.
განჰკჳრდეს უბიწოო გუნდნი ყოველნი ანგელოზთანი, საშინელსა საიდუმლოსა შობისა შენისასა, რამეთუ რომელსა იგი ყოველი უპყრიეს ერთითა წამის-ყოფითა, ვითარ მკლავითა შენითა ვითარცა კაცი იპყრობების, და მიიღებს დასაბამსა პირუჱლ საუკუნე იგი, და სძითა იზრდების მზრდელი ყოვლისა სოფლისა, გამოუთქმელითა მით სახიერებითა, და შენ ვითარცა ჭეშმარიტსა დედასა ღუთისასა ქებით გადიდებენ:
დიდებულისა და საკჳრუჱლისა აღდგომისა შენისა, წინა-მსრბოლად წარივლინნეს…
შემდგომად, ნეტარ-არიანისა. იპაკო. ჴმა დ.
დიდებულისა და საკჳრუჱლისა აღდგომისა შენისა, წინა-მსრბოლად წარივლინნეს დედანი, და მოციქულთა უქადაგეს, ვითარმედ აღდგა უ҃ი, და მოანიჭა სოფელსა დიდი-წყალობაჲ:
სიყრმით ჩემითგან ფრიად, მბრძუანან მე არა-წმიდანი ვნებანი…
აღსავალნი. ანტიფონი ა, ჴმა დ.
სიყრმით ჩემითგან ფრიად, მბრძუანან მე არა-წმიდანი ვნებანი, ამისთჳს გევედრები, შემწე-მეყავ და მიჴსენ სახიერ:
რომელთა გძულსთ სიონი, სირცხჳლეულ-იქმნენით უ҃ისა მიერ, და ვითარცა განჴმელი, თივა შესჭამნეს გეენიამან:
სულისა მიერ წმიდისა, ყოველი სული ცხოველ იქმნების…
დიდება, აწდა.
სულისა მიერ წმიდისა, ყოველი სული ცხოველ იქმნების და სიწმიდით, ამაღლდების და განბრწყინდების სამებისა მიერ ერთ-არსებისა, ღი҃უ-შუჱნიერად და საიდუმლოდ:
ღაღად-ვჰყავ შენდამი უ҃ო, სიღრმით სულისა ჩემისათა მჴურუალედ…
ანტიფონი ბ. ჴმა დ.
ღაღად-ვჰყავ შენდამი უ҃ო, სიღრმით სულისა ჩემისათა მჴურუალედ და მექმნენ მორჩილ, ყურნი შენნი საუფლონი, და ვნებათა მათ ჩემთა, მძლავრება დაჰჴსენ ჵ კაცთ-მოყუარე:
ყოველმან რომელმან მოიგოს, უ҃ისა ღი҃სა მიმართ სასოებაჲ მჴურუალე, უმაღლეს იქმნეს, იგი შემაწუხებელთა, ყოველთა და ყოველნი, ჭირნი მადლობით მიითუალნეს:
სულისა მიერ წმიდისა, აღმოეცენებიან მდინარენი მადლთანი, და…
დიდება, აწდა.
სულისა მიერ წმიდისა, აღმოეცენებიან მდინარენი მადლთანი, და მორწყუჱნ მდიდრად, ყოველთა დაბადებულთა, და განაცხოველებენ, მომწყდართა ბრალთა სიმრავლისაგა:
სული, გული და გონება, ჩემი შენდა მომართ…
ანტიფონი გ, ჴმა დ.
სული, გული და გონება, ჩემი შენდა მომართ აღამაღლენ მეუფეო, და საშუჱბელნი, და გემონი სოფლისანი, არარად შევრაცხენ მე, ქუჱსკნელად შთამჴდელნი ამაონი:
უკეთუ სიყუარულსა დიდსა, მოიგებენ ვიეთნიმე დედისა, მიმართ თჳსისა, რაოდენ თანა გუაცს ფრიად უმჴურუალესისა, სიყუარულისა ძალსა, ჩუჱნებად შემოქმედისა მიმართ:
სულისა მიერ წმიდისა, არს სიმდიდრე ღი҃ს-მეცნიერებისა და…
დიდება, აწდა.
სულისა მიერ წმიდისა, არს სიმდიდრე ღი҃ს-მეცნიერებისა და ხედჳსა, და სიბრძნისა, და რამეთუ ყოველთავე მამულთა ბრძანებათა, სიტყუა მის მიერ გამოცხადნების:
აღდეგ ღო҃ შემეწიენ ჩუჱნ
წარდგომა, ჴმა დ.
აღდეგ ღო҃ შემეწიენ ჩუჱნ.
ღო҃ ყურთა ჩუჱნთა გუჱსმა ჩუჱნ
მუჴლი.
ღო҃ ყურთა ჩუჱნთა გუჱსმა ჩუჱნ.
ზღჳსა მის მეწამულისა, ღელუათა ვიდოდა პირუჱლად, ოდესმე…
ყოველი სული. სახარება საცისკრო აღდგომისა, აღდგომა ქე҃სი, და სხუანი: კანონი აღდგომისა, ქმნილი იოანე დამასკელისა. გალობა ა. ჴმა დ. სძლისპირი.
ზღჳსა მის მეწამულისა, ღელუათა ვიდოდა პირუჱლად, ოდესმე ერი ისრაილისა, და ჴელთა განპყრობითა მოსე, ჯურის-სახედ ძალი იგი, ამალეკისა უდაბნოს დასცა:
ამაღლდი შენ ჯუარსა ზედა, მაღალო ძელსა უბიწოსა…
ტროპარნი.
ამაღლდი შენ ჯუარსა ზედა, მაღალო ძელსა უბიწოსა, და აღამაღლე დაცემაჲ ჩუჱნი, და განჰკუნე წყლულებაჲ, ძელისა მიერ სახიერო, ვითარცა ღთ҃-ხარ ყოვლად ძლიერო:
საფლავად ჴორცითა შეცუჱდ, უ҃ო და ჯოჯოხეთს სულითა, და სამოთხეს ავაზაკისა თანა, და საყდართა მამისათა, განუშორებელ-იყავ შენ, და შეუცავი ყოველთა მცუჱლხარ:
მიდგომილ-იქმენ უთესლოდ, ნებითა მამისათა სძალო, სულისაგან წმიდისა…
ღი҃ს-მშობლისა.
მიდგომილ-იქმენ უთესლოდ, ნებითა მამისათა სძალო, სულისაგან წმიდისა ქალწულო, და იშუა უდედოდ მამისაგან, და აწ ქუჱყანასა ზედა, შენგან უმამოდ გამოსჩნდა ღი҃:
განჰკურნენ წყლულებანი, კაცთანი ქე҃ წყლულებითა, შენითა საღმრთოჲთა…
სხუა, კანონი ჯუარ-აღდგომისა, ჴმა იგივე, სძლისპირი. აღარე პირი ჩემი.
განჰკურნენ წყლულებანი, კაცთანი ქე҃ წყლულებითა, შენითა საღმრთოჲთა მჴსნელო, და შემუსრე ძლიერი, ძლიერებითა, მკლავისა შენისათა, დამამტკიცებელითა დაბადებულთათა:
იქმნა აღდგომაჲ მკუდართა, სიკუდილითა შენითა ქე҃, რომელმან დაჰსთრგუნა ძალი, სიკუდილისა ჯუარითა, და მოსცა კაცთა, ცხოვრება საუკუნოჲ, ვითარცა ღთ҃-არს და მრავალ მოწყალე:
იქმნა ტაძარი შენი საღმრთო სულიერი, ყოვლად უზესთაეს…
ღი҃ს-მშობლისა.
იქმნა ტაძარი შენი საღმრთო სულიერი, ყოვლად უზესთაეს შუჱნიერ ძალთა ზეცისათა, რომელმან იტჳრთე საშოსა შინა, ქალწულო მთაო წმიდაო, ღი҃ ჩუჱნი:
გალობა ყოვლად დიდებულისა მიმართ, ყრმაასა
სხუა, კანონი, ყოვლად წმიდისა, ღი҃ს-მშობლისა, რომლისა კიდურ-წერილობაჲ.
გალობა ყოვლად დიდებულისა მიმართ, ყრმაასა.
შეირყინეს ერნი, და შეძრწუნდეს წარმართნი, და მიდრკეს…
სძლის-პირთა თანა. გალობა ა, ჴმა იგივე. სძლისპირი. დაანთქენ ვნებანი.
შეირყინეს ერნი, და შეძრწუნდეს წარმართნი, და მიდრკეს მეფენი ძლიერნი უბიწოო, ზარისაგან ქე҃ს ღი҃სა, რამეთუ მოვიდა მჴსნელი, და დააკუჱთა მძლავრი და იჴსნა სოფელი ხრწნილებისაგან:
მაღალთა შინა მყოფი, გარდამოჴდა ქუჱყანად, და წმიდა-ჰყო საყოფელი თჳსი და შეუძრუჱლად დაიცუა, რამეთუ მხოლო ქალწული, ქალწულებისა საუნჯე, ეგო ქალწულად შემდგომად ქე҃ს შობისა:
იხარებს ეკკლესიაჲ, შენდამი ქე҃ და ესრეთ ღაღადებს…
გალობა გ. სძლისპირი.
იხარებს ეკკლესიაჲ, შენდამი ქე҃ და ესრეთ ღაღადებს, სასო ჩემი ხარი შენ, განმაძლიერე დამბადებელო:
ვენახი გონიერო, ცხოვრების-გამომღებელი ბაბილო, ძელსა ზედა ამაღლდი, და აღმოგჳცენე ჩუჱნ უკუდავებაჲ:
ვითარცა მეუფემან, დიდმან და საშინელმან დაარღჳე, უძღები ჯოჯოხეთი, და აღსდეგ ჴორცითა განუხრწნელად:
შენ მხოლო-ხარ მიზეზი, ყოვლისა კეთილისა ღი҃ს-მშობელო, რომელმან…
ღი҃ს-მშობლისა.
შენ მხოლო-ხარ მიზეზი, ყოვლისა კეთილისა ღი҃ს-მშობელო, რომელმან ბუნებათა, უაღრეს გჳშევ მზრდელი ყოველთა:
კბილნი იგი წამლიანნი გუჱლმან, განმიწონნა უწყალოდ ქე҃…
სხუა. სძლისპირი. მგალობელნი შენნი.
კბილნი იგი წამლიანნი გუჱლმან, განმიწონნა უწყალოდ ქე҃, არამედ ყოვლად ძლიერო, სამსჭუალითა ჴელთა შენთათა, განჰმსჭუალე შენ თავი მისი, და მით შემუსრენ კბილნი მისნი:
ნებსით იხილუჱ კაცთ-მოყუარეო, მსგავსად მკუდრისა საფლავსა შინა, ხოლო ქუჱსკნელისა ბჭენი, განახუჱნ ძლიერებისა ბჭენი, განიჴუჱნ ძლიერებითა, და მას შინა შეწყდომილნი, გუამნი შენ თანა აღადგინენ:
გამოსჩნდი ღელედ დაუთესუჱლად, განმამრავლებელად იფქლისა, და შენ…
ღი҃ს-მშობლისა.
გამოსჩნდი ღელედ დაუთესუჱლად, განმამრავლებელად იფქლისა, და შენ მიერ მოვიმკეთ ჩუჱნ, თავწარსხმული ცხოვრებისა, და რომელნი ვეზიარებით მოვიღებთ მისგან უკუდავებასა:
წმიდა-იქმნა ბუნებაჲ კაცობრივი, შეეყო რა ცეცხლსა საღმრთოსა…
სხუა. სძლისპირი. უმაღლესი ყოველთა.
წმიდა-იქმნა ბუნებაჲ კაცობრივი, შეეყო რა ცეცხლსა საღმრთოსა, ვითარცა რა თბე ბრწყინუალე, შეიცხო შენ შორის პური, საუფლოჲ რომელმან იგი, დაგმარხა წმიდად და უბიწოდ:
ჭეშმარიტად შენ ხარ მახლობელ, ღი҃სა, და უმაღლეს წესთა ზესკნელთა, ქალწულებისა ნათლითა, და სიკეთითა უსაზღუროჲთა, ჰბრწყინავ ვითარცა დედაჲ, ღი҃სა ყოვლისა მპყრობელისა:
იხილა რა ეკკლესიამან, მზე სიმართლისა ჯუარსა ზედა…
გალობა დ. სძლისპირი.
იხილა რა ეკკლესიამან, მზე სიმართლისა ჯუარსა ზედა ამაღლებული, დადგა იგიცა, წესსა ზედა თჳსსა ღირსად, და ესრეთ ღაღადებდა, დიდება ძალსა შენსა უ҃ო:
აღჰჴედ მკურნალი ვნებათა ჩემთა ჯუარსა ზედა, ვნებითა…
ტროპარნი.
აღჰჴედ მკურნალი ვნებათა ჩემთა ჯუარსა ზედა, ვნებითა ყოვლად უხრწნელთა ჴორცთა შენთათა, რომელი იგი ნებსით შეიმოსე, ამისთჳს ვჰჴმობთ შენდამი, დიდება ძალსა შენსა უ҃ო:
მოკუდა ღირსად სიკუდილი მეუფეო, რაჟამს იგი იხილა გემოჲ მისი, უცოდუჱლმან მან უხრწნელმან ჴორცმან შენმან, არამედ ვღაღადებთ ჩუჱნ შენდამი, დიდება ძალსა შენსა უ҃ო.
უქორწინებელო ქალწულო, შემდგომად შობისა ილოცე დადგრომილ, ქალწულებასავე…
ღი҃ს-მშობლისა.
უქორწინებელო ქალწულო, შემდგომად შობისა ილოცე დადგრომილ, ქალწულებასავე, ამისთჳს სარწმუნოებით ღი҃ს-მშობლად აღგიარებთ დაუდუმებელითა ბაგითა:
სჯულ-დებულმან შენ მიერ, ისრაილმან, ვერ გიცნა სჯულის-მდებელი…
სხუა. სძლისპირი. განზრახუა საიდუმლო.
სჯულ-დებულმან შენ მიერ, ისრაილმან, ვერ გიცნა სჯულის-მდებელი ღი҃, არამედ მსგავსად, უსჯულოსა დაგმსჭუალეს, ჯუარსა უსჯულოთა კრებულმან, უღირსმან სჯულისა საღმრთოჲსამან:
სული შენი მაცხოვარ, განმღრთობილი, შთაჴდა ბშეთა ჯოჯოხეთისათა, და იავარ-ჰყო, ხოლო ჴორცთა მათ შენთა, ცხოვრების-მომცემელთა, აღმოგჳცენეს ჩუჱნ უკუდავებაჲ:
შენ მარადის ქალწულსა, ჭეშმარიტად, ღი҃ს-მშობელსა გიგალობთ, რომელსა…
ღი҃ს-მშობლისა.
შენ მარადის ქალწულსა, ჭეშმარიტად, ღი҃ს-მშობელსა გიგალობთ, რომელსა, იგი მაყუალი, სახე-გექმნა რომელი, იხილა მოსე ზედა მთასა, სინასა მოტყინარე ცეცხლითა:
გამოჩნდა ვითარცა კაცი, და კაცთა შორის აღიზარდა…
სხუა. სძლისპირი. იესო მჯდომარე.
გამოჩნდა ვითარცა კაცი, და კაცთა შორის აღიზარდა, უხილავი სიტყუა, ხატი ღი҃სა დაუსაბამოჲსა, ქალწულისაგან დედისა, და მადიდებელთა, შენთა აცხოვნებს ღი҃ს-მშობელო, ყოვლად-წმიდაო:
ნივთიერმან სძალმან უნივთოჲ, ნივთისა ზიარებითა, გჳშუა ვითარცა ჩჩჳლი, და ვიცნობთ მას ორითა ბუნებითა, რამეთუ აწ მჯდომარე-არს ღთ҃ად ჴორც-შესხმულად, და კაცად უნივთოდ საკჳრუჱლად, ზესთა ცნობისა:
ვითარცა შემოქმედმან ღთ҃მან, დამბადებელმან ქალწულად დაგმარხა, პირუჱლ…
ღი҃ს-მშობლისა.
ვითარცა შემოქმედმან ღთ҃მან, დამბადებელმან ქალწულად დაგმარხა, პირუჱლ შობისა და შობასაცა, რაჟამს იგი ჯერ-იჩინა, უთესლოდ დამკჳდრებაჲ საშოსა შენსა წმიდასა, ღი҃სა დედაო:
გალობა ე. სძლისპირი.
შენ უ҃ო, ნათელი-ხარ მომავალი სოფლად, განმანათლებელი გულთა, მორწმუნეთა შენთასა, რომელი თაყუანის-გცემენ:
შენ უ҃ო, ზეცით მოწყალებით გარდამოჰჴედ შენ ბუნებაჲ…
ტროპარი
შენ უ҃ო, ზეცით მოწყალებით გარდამოჰჴედ შენ ბუნებაჲ კაცობრივი, რაჟამს ჯუარს-ეცუ ჴორცითა, დაცემული აღადგინე:
შენ უ҃ო, მოსპე ცოდუათა ჩუჱნთა პატიჟი, შენ ძლევით სიკუდილი დაჰჴსენ, აღდგომითა შენითა, სახიერ მრავალ-მოწყალე:
შენ საჭურუჱლი-ხარ უძლეველი, ღი҃ს-მშობელო წყობასა მტერთა ჩუჱნთასა…
ღი҃ს-მშობლისა.
შენ საჭურუჱლი-ხარ უძლეველი, ღი҃ს-მშობელო წყობასა მტერთა ჩუჱნთასა, შეუძრუჱლად დამიცუჱნ მოსავნი შენგან შობილისანი:
შეგიწყნარა ყოვლითურთ, უმეცრებით ჯოჯოხეთმან, გიხილა რა ძელსა…
სხუა. სძლისპირი. საღმრთოსა დიდებისა.
შეგიწყნარა ყოვლითურთ, უმეცრებით ჯოჯოხეთმან, გიხილა რა ძელსა დამჰსჭუალული, და გუჱრდ-განღებული უსჯულოთაგან, გგონებდა შენ კაცსა, ლიტონსა ხოლო რაჟამს შემუსრე იცნა ძალი შენი ქე҃:
ჴორცთა შენთა ტაძარი, დარღუჱული კაცთ-მოყუარე, საფლავმან და ქუჱსკნელმან განიყუჱს, ხოლო ორთავე მათ მიუგო მისაგებელი, ერთი იგი წმიდათა სულებსა, და მეორე გუამებსა მათსა შიშით განავლენდა:
აღესრლნეს შენ ზედა წინასწარ-მეტყუჱლთა თქმულნი, რამეთუ შენ…
ღი҃ს-მშობლისა.
აღესრლნეს შენ ზედა წინასწარ-მეტყუჱლთა თქმულნი, რამეთუ შენ მუცლად-იღე ღირსო, დამბადებელი და გჳშევ ჩუჱნ ხორცითა, ძე დაუსაბამჲ რომელ არს, ემმანუილ წმიდა მომცემელი მშჳდობისა:
სახლად დიდებისად და მთად წმიდად, სასძლოდ და…
სხუა. სძლიპირი. აწ აღვდგე თქუა უ҃მან.
სახლად დიდებისად და მთად წმიდად, სასძლოდ და ტაძრად, და სამოთხედ საშუჱბელისად გამოგაჩინა შენ ძემან ღი҃სამან, ღი҃სა დედაო, თჳსთა მორწმუნეთათჳს, რაჟამს დაემკჳდრა შენ თანა:
თჳთ-მფლობელნი და თჳთ-ჴელმწიფენი, ჴორცნი შეისხენ, უხრწნელად და უთესლოდ ქალწულისა სისხლთაგან ქე҃ ღო҃, გუამოვნებითურთ და სულით და გონებით, მეტყუჱლნი მოქმედნი და მნებებელნი:
ქალწულისა საშომან არცხჳნა, სულთა მომსრუჱლსა, რამეთუ ჩჩჳლმან…
ღი҃ს-მშობლისა.
ქალწულისა საშომან არცხჳნა, სულთა მომსრუჱლსა, რამეთუ ჩჩჳლმან ჴურელი ასპიტისა ჴელითა გამოიძია, და განდგომილი, იგი მძლავრი დაამჴუა, ფერჴთა ქუჱშე მორწმუნეთასა:
გალობთ, ჴმითა სიხარულისათა გაქებდა, ეკკლესიაჲ შენი ქე҃…
გალობა ვ. სძლიპირი.
გალობთ, ჴმითა სიხარულისათა გაქებდა, ეკკლესიაჲ შენი ქე҃, განმდა რა იგი, სისხლითა მაგით, რომელიცა გარდამოჴდა, გუჱრდსა საღმრთოსა წმიდასა:
ამაღლდა, ჯუარსა ზედა შემოსილი ძალითა, რაჟამს ეწყუჱ…
ტროპარი.
ამაღლდა, ჯუარსა ზედა შემოსილი ძალითა, რაჟამს ეწყუჱ, მთავარსა მას ბნელისასა ქე҃, ვითარცა ღთ҃-ხარ, დააკუჱთე შენ, და ადამი დაცემული აღადგინე:
ბრწყინუალე, მკუდრეთით აღსდეგ ქე҃ ძლიერებით, და განაბნიენ შენ მტერნი, საღმრთოჲთა ძალითა, და აღავსენ ყოველნივე ვითარცა ღთ҃-ხარ, მხიარულებითა მოწყალე:
უაღრეს, უზესთაეს-არს ყოველთა სასწაულთა, ქალწულისა, მუცლად-ღებაჲ დამბადებელისა…
ღი҃ს-მმშობლისა.
უაღრეს, უზესთაეს-არს ყოველთა სასწაულთა, ქალწულისა, მუცლად-ღებაჲ დამბადებელისა, და შემდგომადცა, შობისა მის უბიწოებით, დადგრომაჲ ქალწულადუჱ:
განაღო პირი ჯოჯოხეთმან, და ზუაობით მუცლად იღო…
სხუა. სძლის-პირი. საღმრთოსა ამას დღესასწაულსა.
განაღო პირი ჯოჯოხეთმან, და ზუაობით მუცლად იღო ყოველი, ხოლო შთაჰჴდა რა იესო, ღი҃ ჩემი უძლეველი, შეჰმუსრნა ძლიერებით და შეწყდომილნი იჴსნნა:
მოკუდა სიკუდილითა სიკუდილი, რაჟამს აღდგა მკუდარი საფლავისაგან, და მომცა ჩუჱ უხრწნელებაჲ, და დედანი წარავლინნა, ხარებად აღდგომისათჳს წმიდათა მოციქულთა:
იქმენ სამკჳდრებელ ღი҃სა, ქალწულო უბიწო რომელსა გუნდნი, უსხულოთანი თუალთა, მიდგმად ვერ შემძლებელ-არიან ესე საშომან შენმან უცხოდ დაიტია:
პირუჱლისა დედისა ევას მიერ, მომკლა გუჱლმან ზაკუარმან…
სხუა, სძლისპირი. შთავვარდი მე.
პირუჱლისა დედისა ევას მიერ, მომკლა გუჱლმან ზაკუარმან, ხოლო შენ მიერ შემოქმედმან ჩემმან, ღი҃ს-მშობელო, კუალად განმაცხოველა, და მიჴსნა მე ხრწნილებისაგან:
უფსკრულმან წყალობათამან სძალო, უფსკრულად სასწაულთა, საკჳრუჱლად გამოგაჩინა და შენგან, ელჳსაგან საღმრთოჲსა მარგალიტად, ქე҃ ღი҃ გამოგჳბრწყინდა:
მჴსნელმა ჩუჱნმან და მაცხოვარმან დაჰჴსნნა საკრუჱლნი სიკუდილისანი…
კონდაკი, ჴმა დ. განეცხადე.
მჴსნელმა ჩუჱნმან და მაცხოვარმან დაჰჴსნნა საკრუჱლნი სიკუდილისანი, და საფლავთაგან აღადგინა ადამიანნი, და შეფქუნა ბჭენი ჯოჯოხეთისანი, და ვითარცა მეუფე აღდგა საფლავით მესამესა დღესა:
ქე҃ მეუფე რომელი აღდგა მკუდრეთით და აღმორწყინდა…
იკოსი.
ქე҃ მეუფე რომელი აღდგა მკუდრეთით და აღმორწყინდა, სამარით ღი҃უ-ბრწყინუალედ მესამესა დღესა, და ბჭენი სიკუდილისანი შემუსრნა დღეს, ვითარცა ღთ҃მან მფლობელმან ცხოვრებისამან, და ჴემწიფებით ჯოჯოხეთი წარმოსტყუჱნა, და საწერტელი სიკუდილისა დათრგუნა, მოვედით მორწმუნენო ძრწოლით თაყუანის-ვჰსცემდეთ, და პირუჱლ ქმნულისა თანა მადლობით უღაღადებდეთ, გალობასა და ქებასა ღი҃უ-ბრწყინუალესა, შემუსრჳლითა გულითა და ვიტყოდეთ, დიდება აღდგომასა შენსა ქუჱლის-მოქმედო ყოველთაო, და დამბადებელო და მჴსნელო რომელი ვითარცა მეუფე აღსდეგ მესამესა დღესა:
საჴუმილსა შინა, აბრამიანნი ყრმანი მოგუთა მიერ, კრულნი…
გალობა ზ. სძლისპირი.
საჴუმილსა შინა, აბრამიანნი ყრმანი მოგუთა მიერ, კრულნი საღმრთოთა სჯლთათჳს, შეითხივნეს და ალსა შინა ღაღადებდეს, კურთხეულ-ხარ ღო҃ ტაძარსა ამას სიწმიდისა შენისასა:
შესცუალე კაცი, უხრწნელებად სახიერ კაცთ-მოყუარე, რაჟამს განჰბანე…
ტროპარნი.
შესცუალე კაცი, უხრწნელებად სახიერ კაცთ-მოყუარე, რაჟამს განჰბანე სისხლითა, უბიწოჲთა, და მადლობით გიღაღადებდა, კურთხეულ-ხარ ღო҃ ტაძარსა ამას სიწმიდისა შნისასა:
ვითარ სამოთხე, ბრწყინუალე ცხოვრების-მომცემელი, ღირსად უდიდებულესად, ყოვლისავე, გამოჩნდა დღეს საფლავი შენი, ყოვლისა-მპყრობელო, რაჟამს გამოხუჱდ მიერ ძლიერებით:
გიხაროდენ შენ, ღი҃ს-მშობელო ქალწულო უბიწო, რამეთუ შენგან მოვიღეთ, სიხარული, ჩუჱნ მორწმუნეთა, და ვღაღადებთ, კურთხეულ-ხარ შენ დედათა შორის ყოვლად უბიწოო დედოფალო:
რაჟამს დამოეკიდე შენ ძელსა, ქე҃ დაშრიტე თუალი…
სხუა. სძლისპირი. არა მსახურეს.
რაჟამს დამოეკიდე შენ ძელსა, ქე҃ დაშრიტე თუალი იგი მოშურნჱ, და წარბ-მაღლობაჲ, და სიქადული მისი ქუჱყაად დააკუჱთე, ხოლო აცხოვნე კაცი, უ҃ო ღო҃ მამათაო, ამაღლებულო:
ძლიერო აღამაღლე რქაჲ ჩუჱი მონათა შნთა რომელი აღსდეგ მკუდრეთით, და ჯოჯოხეთი, შეჰმუსრე და აღადინენ მკუდარნი და ესრეთ იტყოდეს, ამაღლებულო ღო҃, მამათა ჩუჱნთაო უფროსად კურთხეულ-ხარ შენ:
სიტყუათაგან სულიერთა, მოგუჱსწავა ჩუჱნ სამებისა ძალი, და აღჳჩარებთ, ყოველნი ერთსა ღუთაებასა და გალობით ვიტყჳთ, ამაღლებულო ღო҃, მამათა ჩუჱნთაო უფროსად კურთხეულ-ხარ შენ:
ცეცხლი გულითადისა, სურჳლისა შენისა სძალო, აღმძრავს გალობად…
სხუა. სძისპირი. ბაბილონს.
ცეცხლი გულითადისა, სურჳლისა შენისა სძალო, აღმძრავს გალობად შენდა, დედასა და ქალწულისა, ჵ კურთხეულო უ҃ი შენ თანა, ძალთა შემოქმედი:
ყოველთა დაბადებულთა უაღრეს-ხარ ქალწულო, რომელმან ჰშევ მეუფე, ყოველთა და შემოქმედი, ჵ კურთხეულო, უ҃ი შენ თანა, ღი҃უ-მიმადლებულო:
ერთსა უფლებასა, სამითა სიწმიდითა, ვჰმონებ, სამებით ერთ-არსებით, სამ-გუამოვნებად ერთ ბუნებად, და უღაღადებ კურთხეულ-ხარ ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:
ჴელთა განპყრობითა დანიილ, მღჳმესა მას შინა მჴეცნი…
გალობა ჱ. სძლისპირი.
ჴელთა განპყრობითა დანიილ, მღჳმესა მას შინა მჴეცნი მოამდოვრნა, ხოლო სამთა მათ ყრმათა დაშრიტეს, ცეცხლისა ალი ღი҃სა მიერ, და განბრძნობილნი, უშიშრად ესრეთ ღაღადებდეს აკურთხევდით, ყოველნი საქმენი უ҃ისანი უ҃სა:
ჴელნი განიპყრენ ჯუარსა ზედა, და წარმართნი შეჰკრიბენ…
ტროპარნი.
ჴელნი განიპყრენ ჯუარსა ზედა, და წარმართნი შეჰკრიბენ ყოვლით კერძო ქე҃, ეკკლესიად შენდა რომელნი, გიგალობენ შენ ქუჱყანასა ზედა, ცათა შინა დიდებულ-ჰყუჱნ, რომელნი იტყჳან აკურთხევდით, ყოველნი საქმენი უ҃ისანი უ҃სა:
ეჩუჱნა დედათა ბრწყინუალე, ნათლით-შემკული ღი҃სა ანგელოსი, და ესრეთ ეტყოდა რასათჳს, ეძიებთ ცხოველსა მას მკუდართა თანა, აღდგომილ-არს ქე҃ მკუდრეთით, უთხართ მოწაფეთა აკურთხევდით, ყოველნი საქმენი უ҃ისანი უ҃სა:
ყოველთა ნათესავთა შორის, შენ მხოლო გამოჰსჩნდი ღი҃ს-მშობლად…
ღი҃ს-მშობლისა.
ყოველთა ნათესავთა შორის, შენ მხოლო გამოჰსჩნდი ღი҃ს-მშობლად უსძლოო, რაჟამს დაიტიე, ღი҃ დაუტევნელი ყოველთაგან, და არა შეგწუა შენ ცეცხლმან მიახლებელმან, არამედ დაგმარხა, უბიწოო ქალწული ქალწულადუჱ:
დაბადებულთა რაჟამს გიხილეს შენ, ძელსა დამოკიდებული მწუხარე…
სხუა. სძლისპირი. ყრმანი ბრწყინუალენი.
დაბადებულთა რაჟამს გიხილეს შენ, ძელსა დამოკიდებული მწუხარე იქმნნეს, და ქუჱყანა შეიძრა, და მზე ბნელად გარდაიქცა. ხოლო ჩუჱნ მორწმუნენი სარწმუნოებით ვიტყჳთ, უ҃სა უგალობდით ყოველნი, და უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე:
რომელნი ჰშთაჴდა ჯოჯოხეთისა ბჭეთა, და ყოველთა გჳჩუჱნა სახჱ აღდგომისა, და ცხოვარი წყმედული, ბეჭთა თჳსთა აღიკიდა, და მამისა აღიყუანა რომელი იტყოდა, უ҃სა უგალობდით ყოველნი, და უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე:
არსება პირუჱლი მიზეზი ყოვლისა, დაბადებულისა გიცანთ ღი҃…
სამებისა.
არსება პირუჱლი მიზეზი ყოვლისა, დაბადებულისა გიცანთ ღი҃ დაუსაბამოო, და გქადაგებთ მშობელად, თანა სწორისა სიტყჳსა, აღმომაცენებელად სულისა და ვიტყჳთ, უ҃სა უგალობდით ყოველნი, და უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე:
რომელმან ადამის გუჱრდით დაგბადა, შენ ქალწულო საშოჲთ…
სხუა. სძლისპირი. მჴსნელო ყოველთაო.
რომელმან ადამის გუჱრდით დაგბადა, შენ ქალწულო საშოჲთ შენით განკაცნა, არსთა ყოველთა მიზეზი, რომელსა უღაღადებთ აკურთხევდით საქმენი უ҃ისანი უ҃სა:
აბრაამ კარავსა, შინა იხილა, საიდუმლო შენი ღი҃სა დედაო, რაჟამს ძე შენი უჴორცო, შეიწყნარა და ღაღად-ჰყო აკურთხევდით საქმენი უ҃ისანი უ҃სა:
სამებისა რიცხუნი, ყრმანი დაიცუნა, შობისა შენისა საიდუმლომან…
ღი҃ს-მშობლისა.
სამებისა რიცხუნი, ყრმანი დაიცუნა, შობისა შენისა საიდუმლომან, რამეთუ ქალწულთა ჴორცთა, მათთა ცეცხლი დაშრიტეს დედოფალო, და მადლობით აკურთხევდეს ღთ҃სა:
ლოდი საკიდური უჴელოდ, გამოეკუჱთა შენგან მთაო, გამოუკუჱთელი…
გალობა თ. სძლიპირი.
ლოდი საკიდური უჴელოდ, გამოეკუჱთა შენგან მთაო, გამოუკუჱთელი ქალწულო, ქე҃ შემაერთებელი ბუნებათა, ამისთჳსცა სიხარულით, ჩუჱნ მორწმუნენი ღირსად გადიდებთ:
ყოვლითურთ შემიმოსე ყოვლით, შეურევნელად შემიერთე, რათა ღუთაებრ…
ტროპარნი.
ყოვლითურთ შემიმოსე ყოვლით, შეურევნელად შემიერთე, რათა ღუთაებრ მომცე ცხოვრებაჲ, ვნებითა შენითა ქე҃ რომელ თავს-იდევ, ჴორციელად ჯუარსა ზედა, კაცთ-მოყუარებით მრავალ-მოწყალე:
მოწაფეთა შენთა დღეს ქე҃, იხილეს საფლავი აღებული, და საღმრთონი იგი ტილონი აღდგომისა შენისა საწამებელნი, და ანგელოსი ბრწყინუალე, ახარებდა მათ აღდგა უ҃ი:
ერთად საღმრთოსა ბუნებისა, ხოლო გუამითა სამობასა, მამისა…
სამებისა.
ერთად საღმრთოსა ბუნებისა, ხოლო გუამითა სამობასა, მამისა და ძისა და სულისასა, დაუსაბამოდ ღი҃ს-ვმეტყუჱლებდეთ ერნო, და სიტყუასა ჴორც-შესხმულსა, ერთ ქე҃დ ორითა ბუნებითა:
გუჱლმან ბოროტმან, ზაკჳთ გამომიყუანა ედემით უ҃ო, რომელი…
სხუა. სძლისპირი. ყოველნი ტომნი.
გუჱლმან ბოროტმან, ზაკჳთ გამომიყუანა ედემით უ҃ო, რომელი მთასა ზედა, გოლგოთისასა, ჯუარითა დაჰმსჭუალე, თავი მისი წამლიანი, ყოვლად ძლიერო ღო҃, და განმიხუჱნი, ბჭენი სამოთხისანი, და კუალად მაგე მე სასუფეველსა:
განგმირე ძალი მტერისა ძლიერისა ლახურითა უ҃ო, და მკლავითა მაღლითა, საუნჯენი მისნი იავარ-ჰყუჱნ, და ქუჱსკნელით ჯოჯოხეთით, ზე აღმიყუანე მე, რაჟამს აღსდეგი, საფლავით ქუჱლის-მოქმედ და ღირს-მყავ შენთანა სასუფეველსა:
ნუ შეურაცხ-ყოფ, ერსა შენსა გლახაკსა და დაწუნებულსა, არამედ შემწე-ეყავნ მარჯუჱნა შენი ძლიერი და მაღალი, შობილო ქალწულისაგან, და მიჴსნენ ჩუჱნ მონებისაგან, მტერთა ჩუჱნთასა, აგარის ნათესავთა, და ძლევა მოჰმადლე მეფესა ჩუჱნსა:
შროშნად სუნნელად გიცნობთ, ძოწეულითა, სულისა წმიდისათა ღებულად…
სხუა. სძლისპირი. შენ შორის აღე.
შროშნად სუნნელად გიცნობთ, ძოწეულითა, სულისა წმიდისათა ღებულად უხრწნელო, და ეკალთა, შორის გამობრწყინუჱბულად ღი҃ს-მშობელო, განმასუნნელებელად მგალობელთა შენთა:
ხრწნილებითა დასჯილი, კაცთა ბუნებაჲ, საშოჲსა შენისაგან შეიმოსა ღთ҃მან, მოწყალებით, და შეერთებითა თჳსითაუხრწნელჰყო, ამისთჳს ვითარცა ღი҃ს-მშობელ-ხარ გადიდებთ:
დედოფალო ყოველთა, მორწმუნეთაო, ერსა შენსა ძლევაჲ უძლეველი მოჰმადლე, და მოშურნე დააკუჱთე ეკკლესიისა წმიდისა ქუჱშე, რათა ვითარცა ღი҃ს-მშობელ ხარ გადიდებთ:
რომელმან ჯუარცმაჲ და სიკუდილი დაითმინე, და აღსდეგ…
აქებდითსა ზედა, დასდებელნი, აღდგომისანი, ჴმა დ.
რომელმან ჯუარცმაჲ და სიკუდილი დაითმინე, და აღსდეგ მკუდრეთით, ყოვლად ძლიერო უ҃ო დიდება აღდგომასა შენსა:
ჯუარითა შენითა ქე҃, პირუჱლისა მის წყევისაგან განმათავისუფლენ ჩუჱნ, და სიკუდილითა შენითა, რომელმან იგი მძლავრა ბუნებასა, ჩუჱნსა ეშმაკი დასთრგუნე, ხოლო აღდგომითა შენითა, ყოელივე სიხარულითა აღავსე, ამისთჳს გიღაღადებთ შენ, რომელ აღსდეგ მკუდრეთით უ҃ო, დიდება შენდა:
ჯუარითა შენითა ქე҃ მაცხოვარ, წარმიძეღუ ჩუჱნ ჭეშმარიტებისა შენისა მიმართ, და მიჴსნენ ჩუჱნ მახეთაგან ეშმაკისათა, რომელი აღსდეგ მკუდრეთით, აღმადგინენ ჩუჱნ ცოდჳთა დაცემულნი ესე, მოყავ ჩუჱნდა ჴელი შენი, კაცთ-მოყუარე უ҃ო ოხითა წმიდათა შენთათა:
წიაღნი მამულნი არა დაუტევენ, მხოლოდ-შობილო სიტყუაო მამისაო, დაღათუ მოხუჱდ ქუჱყანად კაცთ-მოყუარებისათჳს, და კაც-იქმენ უქცეველად, და ჯუარი და სიკუდილი დაითმინე ჴორცითა, უვნებელმან ღუთაებითა, არამედ აღსდეგ მკუდრეთით და უკუდავებაჲ მოჰმადლე კაცთა ნათესავსა. ვითარცა მხოლო ყოვლად ძლიერ-ხარ:
სიკუდილი დაითმინე ჴორცითა, უკუდავებისა ჩუჱნდა მომატყუჱბელი მაცხოვარ…
სხუანი დასდებელნი აღმოსავლურნი, ჴმა იგივე.
სიკუდილი დაითმინე ჴორცითა, უკუდავებისა ჩუჱნდა მომატყუჱბელი მაცხოვარ და საფლავსა შინა მკჳდრ-იქმენ რათა მიჴსნე ჩუჱნ ჯოჯოხეთისაგან, და შენთანა აღმადგინე, ივნე ვითარცა კაცმან, არამედ აღსდეგ ვითარცა ღი҃, ამისთჳს გიღაღადებთ, დიდება შენდა ცხოვრების-მომცემელო, უ҃ო მხოლოო კაცთ-მოყუარეო:
კლდენი განსქდეს ქე҃, რაჟამს დაენერგა გოლგოთას ჯუარი შენი ცხოველი, შეძრწუნდეს ჯოჯოხეთისა მეკარენი, დარაიდევ საფლავსა, და მკუდრად შეირაცხე რა შენ, ძალი სიკუდილისა დაჰსთრგუნე ძლიერებითა, და მოკუდავთა მოჰმადლე აღდგომითა შენითა, უხრწნელებაჲ სახიერო, და კაცთ-მოყუარეო, უ҃ო დიდება შენდა:
ენება დედათა ხილუად, აღდგომაჲ შენი ქე҃, მორავიდა მარიამ მაგდალენელა საფლავსა მას, ჰპოვა ლოდი იგი აღებული სამარით, ხოლო ანგელოსი ნათლისა ეტყოდა მათ, რასა ეძიებთ თქუჱნ ცხოველსა მას მკუდართა თანა, რამეთუ აღდგა მკუდრეთით, და აცხოვნა ყოველი სოფელი:
სადა არს რომლისა იგი გეგონათ დაცუაჲ თქუთღა ჰურიანო, სადა არს რომელი იგი დასდევით სამარესა, და ლოდსა დაჰბეჭდეთ, მოგუჱცით მკუდარი იგი რომელთა ცხოვრებაჲ უარ-ჰყავთ, მოგუჱცით დაფლული იგი, ანუ გრწმენინ აღდგომილი, დაღაცათუ თქუჱნ დაიდუმოთ უ҃ისა აღდგომაჲ, არამედ ქუანიცა ღაღადებდენ, უფროსღა ლოდი იგი გარდაგოდუჱბული სამარით, დიდ-არს უ҃ო წყალობაჲ შენი, დიდ-არს საიდუმლო, განგებულებისა შენისა, მაცხოვარო ჩუჱნო დიდება შენდა:
ხისა მიერ ადამ, შეცთომილი განუარდა სამოთხით, ხისა…
კჳრიაკესა, ლიტურღიასა ზედა. მომიჴსენენი. ჴმა დ.
ხისა მიერ ადამ, შეცთომილი განუარდა სამოთხით, ხისა მიერ ჯუარისა ავაზაკი შევიდა სამოთხედ, რამეთუ მან შეურაცხ-ჰყო, ბრძანებაჲ დამბადებელისა თჳსისა, ხოლო ესე მის თანა ჯუარცმული ღაღადებდა აღიარებით, მომიჴსენე მჴსნელო სასუფეველსა შენსა:
ამაღლებულმან ჯუარსა ზედა სიკუდილისასა ძალისა დამარღუჱველმან, და აღმხოცელმან ვითარცა ღთ҃მან ჴელით-წერილისა ჩუჱნისამან უ҃ო, ავაზაკისა იგი სინანული მოგუჱც ჩუჱნცა მხოლოო კაცთ-მოყუარე, სარწმუნოებით მსახურთა ქე҃ ღო҃ ჩუჱნო და მჰჴმობელთა შენდამი, მოგჳხსენენ ჩუჱნცა სასუფეველსა შენსა:
ჴელით-წერილი იგი, პირუჱლისა ცოდჳსა ჩუჱნისა, ჯუარსა ზედა ლახურითა, განხეთქე ქე҃ საკჳრუჱლებით, და მკუდრად შეირაცხე შენ, ამისთჳსცა დასთრგუნე, მძლავრი ძლიერი, და იჴსენ მორწმუნენი აღდგომითა შენითა, და გიღაღადებთ, მომიჴსენენ მჴსნელო სასუფეველსა შენსა:
რომელი ეგე ჯუარს-ეცუ და აღსდეგ, ვითარცა ძლიერი საფლავით, მესამესა დღესა, და პირუჱლ ქმნილი ადამი აღადგინე მხოლოო უკუდაო, მეცა მოქცევად სინანულითა ღირს-მყავ უ҃ო ყოვლითა გულითა ჩემითა, და სარწმუნოებითა მჴურუალითა მარადის ჰჴმობად შენდა, მომიჴსენე მე უ҃ო სასუფეველსა შენსა:
ჩუჱნთჳს უვნებელი კაც-ვნებულ-იქმნა, და ნებსით ჯუარსა დაემსჭუალა და აღგუადგინნა ჩუჱნ, ამისთჳს ვადიდებთ ჯუარსა თანა ვნებასა, და აღდგომასა, რომლითა კუალად გებულვიქმნენით, და რომლითა ვჰსცხონდებითცა მჴმობელნი, მოგჳჴსენენ ჩუჱნ სასუფეველსა შენსა:
აღდგომასა მკუდრეთით, ჯოჯოხეთისა წარმომტყუჱნუჱლსა, და მენელსაცხებეთა, დედათა გიხაროდენ მეტყუჱლსა, ვევედრნეთ ჩუჱნ მორწმუნენო, ხრწნილებისაგან გამოჴსნად სულთა ჩუჱნთა, და მარადის ვიტყოდეთ, ავაზაკისა თანა გონიერსა, მომიჴსენე მჴსნელო სასუფეველსა შენსა:
მამასა და ძესა, და სულსა წმიდასა ჩუჱნ…
დიდება.
მამასა და ძესა, და სულსა წმიდასა ჩუჱნ ყოველნი, მორწმუნენი ერთობით, დიდების-ვმეტყუჱლებდეთ და ვადიდოთ, ერთ-არსებაჲ ღუთაებისა, სამ-გუამოვნად შეურწყმელად დიდებული, მარტივად განუყოფელად, და მიუახლებელად რომლისა მიერ, ვიჴსნებით ცეცხლისაგან სატანჯუჱლთასა:
დედასა შენსა ქე҃, რომელმან უხრწნელად ჴორცითა გშუა…
აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
დედასა შენსა ქე҃, რომელმან უხრწნელად ჴორცითა გშუა, და შემდგომად შობისა, ჭეშმარიტად დაადგრა ქალწულად, ამას შენდა მომართ აღუსძრავთ, მეოხად უ҃ო მრავალ-მოწყალე, შეცოდებათა ჩუჱნთა, შენდობაჲ მოგუანიჭე, რომელნი ვიტყჳთ, მომიჴსენე მჴსნელო სასუფეველსა შენსა:
მხურუალე ვედრება ჩუჱნი, წადიერებით შეწირული, შეიწირე დედაო…
გალობანი ჭმიდისა ღი҃ს-მშობლისანი გალობა ა. ჴმა დ. სძლისპირი. ზღჳსა მის მეწამული.
მხურუალე ვედრება ჩუჱნი, წადიერებით შეწირული, შეიწირე დედაო ღი҃საო, რამეთუ შენდა მოვივლტი, ძლიერებისა შემწისა, ჩუჱნისა ნუ გამნიშორებ სირცხჳლეულსა:
შეგივრდები ვითარცა მონა, ქალწულო, ყოვლად უბიწოო, ვითარცა გაქუს კადნიერება დიდი, ყოველთა ურუათაგან მიჴსენ მხილებითა შენითა, ღელუა გუჱმული და განწირული:
სოფლისა ზღჳსა ღელუათა, და განსაცდელთაგან ჭირუჱული, ფარჳსა შენისა ნავთ-სადგურსა მყუდროსა, შეუვრდები, მიჴსენ დანთქმისაგან მწარისა, ბრალთა ჩემთასა ღი҃სა-დედაო:
ტკბილითა და მოწყალითა, თუალითა მომხედენ ქალწულო, მონასა შენსა და აღმისრულე, თხოვა ჩემი სახიერო, და დაჰჴსნენ ცოდუათა ჩემთა, ზრახუანი ბოროტნი და საბრხენი:
შენ ხარ ქრისტიანეთა, შემწე უბრძოლუჱლი ბრძოლათა შინა…
გალობა გ. სძლისპირი. იხარებს ეკკლესია შენ.
შენ ხარ ქრისტიანეთა, შემწე უბრძოლუჱლი ბრძოლათა შინა, და მტერთა დამცემელი, და შეწუხებულთა სიხარული:
შენგან შობილსა ღთ҃სა, ვითარცა დედა ევედრე ქალწულო, რათა მომცეს გამოჴსნა, საწუთოსა განსაცდელთაგან:
შეგცოდეთ შენ სახიერ, და სასოება არა წარგჳკუჱთიეს, და არცა მეუფეო, სხუა ღი҃ ვიცით შენსა გარეშე:
მშობელი შენი ქე҃, შემწედ მოგჳგიეს ადამიანთა, და მტერისა ბანათა, ვითარცა დედა ზარდილთა დავსთრგუნავთ:
ვითარცა გაქუს კადნიერება, ძისა შენისა მიმართ ღი҃ს-მშობელო…
გალობა დ. სძლისპირი. იხილა რა ამბაკომ.
ვითარცა გაქუს კადნიერება, ძისა შენისა მიმართ ღი҃ს-მშობელო ქალწულო, გჳჴსნენ ჭირთაგან, მუჱდრებელნი ესე შენნი, და შემუსრენ ზრახუანი, მბრძოლთა მათ ჩუჱნთა უკეთურთანი:
ოხა შენი ყოვლად-ძლიერო, მონათა შენთა მოგუანიჭე ჵ კურთხეულო რომელთა ჰსურის სახელისა შენისათჳს, და ყოველივე რისხუა მტერისა გარე წარჴადე მათგან:
ზეცისა ძალთა მჴედრობანო, მოწამენო და მართალნო მოციქულთა თანა, მამათ მთავართა, მამათა მოღუაწეთა, და წინასწარ-მეტყუჱლთა ღი҃ს-მშობლისა თანა მეოხ გუჱყუჱნით:
ვითარცა იგი აქიტოფელ, განიზრახავს მტერი ჩემი წარწყმედასა ჩემსა, მეოხებითა შენითა ღი҃სა დედაო, ცუდ-ჰყავ განზრახუა მისი, ვითარცა იგი მისი ქე҃მან:
განსაცდელთა, სიმრავლე ვითარცა ცეცხლი განმლევს, მადლთა შენთა…
გალობა ე. სძლისპირი. შენ უ҃ო ნათელი ხარ.
განსაცდელთა, სიმრავლე ვითარცა ცეცხლი განმლევს, მადლთა შენთა სიმრავლითა, შეაცურიე ქალწულო, გული და გონება ჩემი:
მუჱდრებელთა, შენთა ჴმა მსწრაფლ ისმინე ქალწულო, და აწცა ისმინე ჩუჱნი, და გჳჴსნენ ბოროტთაგან, ჵ საწადელო სახელო:
საიდუმლო, დაფარული საუკუნითგან შენ შორის საცნაურ-იქმნა, ღი҃ს-მშობელო ქალწულო, და შენგან განკაცნა ღი҃:
აღემართა, დაცემა პირუჱლისა მამისა, იშუა რა ახალი ადამ, შენ მიერ უბიწოო, და აცხოვნნა ყოველი სოფელი:
საღმრთოსა, ნაკუჱრცხლისა მარწყუხად გამოსჩნდი შენ რომელმან შეწუნა…
გალობა ვ. სძლისპირი. გალობით ჴმითა.
საღმრთოსა, ნაკუჱრცხლისა მარწყუხად გამოსჩნდი შენ რომელმან შეწუნა ეკალნი, ცოდუათა ჩუჱნთანი, და განანათლნა, გულნი ჩუჱნნი უბიწოო, ქალწულო ქე҃ს დედაო:
საღმრთოსა, ნაკუჱრცხლისა მარწყუხად გამოსჩნდი შენ რომელმან შეწუნა ეკალნი, ცოდუათა ჩუჱნთანი, და განანათლნა, გულნი ჩუჱნნი უბიწოო, ქალწულო ქე҃ს დედაო:
სამოთხედ, სუნნელებისად გამოსჩნდი ქალწულო, გამომღებელად ყუავილთა, ყოვლად შუჱნიერთა, სასწაულთა, და ნიშთასა რომლისა მიერ, სუნნელ ჰყოფ ყოველსა სოფელსა:
ნავთ-საყუდლად, მყუდროდ და უღელუოდ გიცნობთ ქალწულო, მორწმუნენი და მოვივლტით, საფარუჱლსა შენსა და მძლე ვექმნებით, წინა-მძღურებითა შენითა მტერთა უხილავთა და ხილულთა:
ყოველთა შორის, დაბადებულთა აღგამაღლა ქე҃მან, ყოველთა უზესთაეს…
გალობა ზ. სძლისპირი. საჴმილსა შინა აბრამ.
ყოველთა შორის, დაბადებულთა აღგამაღლა ქე҃მან, ყოველთა უზესთაეს გყო, და შეგამკო, დიდებითა და პატივითა, დედაო ღი҃საო, მხოლოო შუჱნიერო შორის დედათა:
იხარებდეთ დღეს, დაბადებულნი საღმრთოთა სიხარულითა, ღაღადებდით ანგელოსნი სიხარულსა, რამეთუ მოხედნა უ҃მან, ერსა თჳსსა ზედა, და მოჰმადლა მათ, უბიწო მშობელი თჳსი:
კლდედ სიმტკიცისად, აღგმართა უ҃მან შორის ქუჱყანისა რომლისა შევედრებულნი, შეუძრუჱლად ვჰგიეთ ისრისაგან მტერთასა, ქალწულო წმიდაო და თაყუანის-ვჰსცემთ, შენგან შობილსა ღთ҃სა:
შენ ხარ ქალწულო, სასოება ჩემი და მწყალობელი, ჩემთა ამათ შეცოდებათა, სიტკბოებით, შემნდობელი და მომდრეკელი, ბოროტად სლჳსაგან და მასწავლელი, ყოვლისა ღი҃სა ნებისა:
ყოველნი დაბადებულნი სძალო, შენსა შეწევნასა ესუჱნ და…
გალობა ჱ. სძლისპირი. ჴელთა განპყრობითა.
ყოველნი დაბადებულნი სძალო, შენსა შეწევნასა ესუჱნ და შენდამი, გალობენ მადლობით და ჴმობენ, შენ მოგანიჭა ჭეშმარიტად, ყოველთა დამბადებელმან მადლნი საკჳრუჱლნი, და შენ მიერ, აცხოვნნა კაცნი შენგან შობილმან ღთ҃მან:
იხილე ჭირი და ურუა ჩემი, იხილე ჭუვილი სულისა ჩემისა, და მოხედენ სიტყუათა ჩემთა, ყოვლად წმიდითა დიდებითა შენითა, და მიჴსენ ვითარცა სირი საბრჴით განსაცდელთათ ვედრებითა შენითა წმიდითა ქე҃ს ღი҃სა დედაო:
უდიდებულეს ხერუვიმთა, იქმენ და უაღრეს ცათა და საყდართა უნათლეს ნათელსა მზისასა, უზესთაეს დაბადებულთა, შობითა ქე҃ს ღი҃სათა ქალწულო წმიდაო, ეჰა უცხო, მადლთა მათ შენთა სიმაღლე უბიწოო:
ვითარცა რა უზესთაესსა, დაბადებულთასა ყოველივე ძალ-გიცს, ზესთა ცნობისა და სიტყჳსა, რომელიცა ინებო სძალო, ვინაცა თხოვათა ჩემთა ნუ უგულებელს-ჰყოფ, კურთხეულო, არამედ მიჴსენ ცოდუათაგან ქალწულო:
უცხო და საკჳრუჱლ არიან ნიშნი და სასწაულნი…
გალობა თ. სძლისპირი. ლოდი საკიდური.
უცხო და საკჳრუჱლ არიან ნიშნი და სასწაულნი შენნი, ქალწულო ღი҃სა დამტევნელო, და აღავსებენ ყოველსა ქუჱყანასა, ზესთა ცნობისა და სიტყჳსა, მადლთა საღმრთოთა ბრწყინუალებითა:
სასანთლეო ღი҃უ-ბრწყინუალეო, მნათობო ყოვლისა სოფლისაო, გამოგჳბრწყინუჱ დიდება შენი და განგუანათლენ მადიდებელნი შენნი, და წყუდიადი უკუნი, ცოდუათა ჩუჱნთა განჰსდევნე სძალო:
მადლითა და ნიჭთა შენთა სიმრავლე, და წყალობათა შენთა სიმაღლე, სურჳლით მაქებელთა შენთა, გარდამოგჳვლინე უხრწნელო ღი҃ს-მშობელო და გჳჴსნენ ოხითა შენითა, საბრჴეთა მათგან მტერისათა:
ვერჳნ შემძლებელ-არს ჯეროვნად, გალობად შენდა ღი҃ს-მშობელო, ადამის ნათესავთაგანი, არამედ ვითარცა ხარ მრავალ-მოწყალე კნინი ესე გალობა ჩუჱნი, სუნად სუნნელად მიითუალე დღეს: