გულანი
საცდელი · 1.11.3
ხმა 3 · შაბათი 1 / 73ტაძარ-მყავ მე ქე҃ სულისა შენისა წმიდისა, და…

ხმა 3 · შაბათი

რვა ხმა

პარაკლიტონი · დაახლ. 30 წთ

ტაძარ-მყავ მე ქე҃ სულისა შენისა წმიდისა, და…

მწუხრად, უ҃ო ღაღად-ვჰყავსა ზედა დასდებელნი, მსგავსნი სამეუფონი. ჴმა გ. დიდ-არს ძალი ჯუარისა.

ტაძარ-მყავ მე ქე҃ სულისა შენისა წმიდისა, და განმწმიდე ბიწისაგან ცოდუათასა მე აწ საყოფელი ესე ეშმაკთა, რომელნიცა განსდევნენ ჩემგან, ვითარცა შემაგინებელნი სამკჳდრებელისა შენისანი:

მნებებელმან ცხოვრებად ყოველთამან უ҃ო ვითარცა სახიერმან, ცოდჳლთაცა და მართალთა არა-ვისდა წარწყმედად, მყავ მეცა ერთი ცხოვნებულთაგანი, რომელი ესე ვიქცევი სიცონილით და მცნებათა შენთა უგულებელს-ვჰყოფთ სიტყუაო:

მკუდართა-ებრ დაიძინე, და მკუდარნი აღადგინენ, ვითარცა ღთ҃-ხარ და გადიდებდეს, ამისთჳს გევედრებით, ჩუჱნცა უღირსნი ესე, ჩუჱნგან მიცუალებულთა განუსუჱნე, ყოველთა წმიდათა შენთა თანა:

ქართა მიერ მტერისათა ვი თარცა ლელწამი ვირყევი…

სხუანი, დასდებელნი, ღი҃ს-მშობლისანი, მსგავსივე.

ქართა მიერ მტერისათა ვი თარცა ლელწამი ვირყევი ქალწულო, არამედ შემიწყალე მე მონაჲ შენი, და ნუ უტევებ გრიგალთა მისთა შერყევად ჩემდა ვიდრე აღსასრულადმდე, და განმამტკიცე სარწმუნოებითა უ҃ისათა:

ღელუანი ვნებათანი გარე-მომიცუჱნ მე და დამნთქენ, და მარადის შეაშთობენ მდაბალსა სულსა ჩემსა, და სიღრმესა შინა სასო-წარკუჱთილებისასა შთაჰჴდიან, გარნა ქარი ესე ბორბალი უბიწოო შესცუალე მყუდროდ ნავთ-საყუდლად:

შენგან შობილსა ევედრე ქალწულო, დაცუად სამწყსონი შენნი უვნებელად ყოვლისაგან განსაცდელისა წინა-აღდგომისა ეშმაკისა, და აღსრულებად ყოველისავე ნებისა ძისა შენისა განმაძლიერე მე ყრმააო:

ვინ არა განჰკჳრდეს, ღი҃უ-შუჱნიერისა შობისა შენისათჳს ყოვლად…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

ვინ არა განჰკჳრდეს, ღი҃უ-შუჱნიერისა შობისა შენისათჳს ყოვლად ქებულო, რამეთუ ზესთა ხრწნილებისა ყოვლად უბიწოო, ჰშევ ძე უჟამო ჴორცითა უდედოდ შობილი მამისაგან, რომელმან არა შეიწყნარა ყოვლადუჱ ქცეულება, გინა შერწყმა გინა განყოფა არამედ ორთავე ბუნებათა თჳთებანი უვნებელად დამარხნა, ამისთჳსცა დედაო და ქალწულო, მას ევედრე ცხოვრებად სულთა ჩუჱნთათჳს, რომელნი მართლ-მადიდებლობით ღი҃ს-მშობლად აღგიარებთ შენ:

დიდ-არს ძალი მოწამეთა შენთა ქე҃, რამეთუ საფლავსა…

სტიქარონსა ზედა, დასდებელნი. მოწამეთანი. ჴმა გ.

დიდ-არს ძალი მოწამეთა შენთა ქე҃, რამეთუ საფლავსა შინა მდებარე არიან, და სულთა უკეთურთა განსდევნიან, და დათრგუნეს მტერისა ჴელმწიფებაჲ სარწმუნოებითა სამებისათა, და მოღუაწე იქმნნეს ღი҃ს-მსახურებისათჳს:

წინასწარ-მეტყუჱლთა და მოციქულთა ქე҃სთა და მოწამეთა, გუასწავეს გალობაჲ სამებისა ერთ-არსებისა, და განანათლნეს წარმართნი, შეცთომილნი და ზიარ ანგელოსთა ჰყუნეს ძენი კაცთანი:

მოწამეთა შენთა უ҃ო სარწმუნოებითა დამყარებულთა, სასოებითა დამტკიცებულთა, სიყუარულითა ჯუარისა შენისათა სულიერად შეყოფილთა მძლავრებაჲ მტერისა შემუსრეს, და მიემთხჳვნენ გჳრგჳნთა, და უჴორცოთა თანა მეოხ-არიან სულთა ჩუჱნთათჳს:

ყოველივე ამაო არს კაცობრივი, რაოდენიცა რა ჰგიეს…

ნეტარ-არს, რომელი გამოირჩიე, და შეიწყნარე უ҃ო, და სახსენებელი მათი იყოს თესლითი თესლადმდე. მიცუალებულთა.

ყოველივე ამაო არს კაცობრივი, რაოდენიცა რა ჰგიეს შემდგომად სიკუდილისა, არა დაადგრების სიმდიდრე, არა თანა წარჰყუჱბის დიდება, რამეთუ მოიწია სიკუდილი და ესე ყოველი მყის იავარ-ჰყო, ამისთჳს ქე҃ს მიმართ ჴმა-ვჰყოთ, უკუდავისა მეუფისა, ჩუჱნგან მიცუალებულთა განუსუჱნე სახიერ, სადა იგი არს მკჳდრობაჲ ყოველთა მოხარულთა შენდამი:

დედათა შორის წმიდაო ღი҃ს-მშობელო ქალწულო, დედოფალო უსძლოო…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

დედათა შორის წმიდაო ღი҃ს-მშობელო ქალწულო, დედოფალო უსძლოო, ევედრე რომელი ჰშევ მეუფჱ და ღი҃ ჩუჱნი, რათა მაცხოვნნეს ვითარცა მოწყალე არს:

ღუაწლით-შემოსილთა შენთა, საჴსენებელი უ҃ო უფროსად განაბრწყინუჱ ვითარცა…

შაბათსა ცისკრად. შემდგომად ა. სტიხოლოგიისა, წარდგომანი მოწამეთანი, ჴმა გ. შუჱნიერებასა.

ღუაწლით-შემოსილთა შენთა, საჴსენებელი უ҃ო უფროსად განაბრწყინუჱ ვითარცა ყოვლად ძლიერმან, რამეთუ განამჴნუჱნ იგინი მიმსგავსებად ვნებათა შენთა, სძლეს ახოვნად ძალსა ბელიარისსა, ვინაცა მოიხუნეს მადლნი კურნებათანი, მათითა ოხითა კაცთ-მოყუარეო, მშჳდობაჲ მომადლე ერსა შენსა:

შეიჭურუჱთ საჭურუჱლი ჯუარისა, და შთაიცუთ ჯაჭჳ სარწმუნოებისა…

საკჳრუჱლ არს ღი҃ წმიდათა შორის მისთა, ღი҃ ისრაილისა:

შეიჭურუჱთ საჭურუჱლი ჯუარისა, და შთაიცუთ ჯაჭჳ სარწმუნოებისა, და წყობანი მტერთანი მოღუაწებითა დაამჴუჱნით, რამეთუ სასოებითა ცხოვრებისათა წადიერებით დაუთმეთ, ყოველსავე შინებასა და გუჱმასა მძლავრთასა ამისთჳსცა გჳრგჳნნი მოიხუჱნით, ქე҃ს მოწამენო მჴნენო სულითა ყოვლად ქებულნო:

ჰბრწყინავთ სარწმუნოებითა წმიდანო, ყოვლად ბრწყინუალენო მნათობნო ღი҃ს-მსახურებისანო…

წმიდათა, რომელნი არიან ქუჱყანასა მისსა, საკჳრუჱლ-ჰყო ღთ҃მან ყოველივე ნება მისი მათ შორის:

ჰბრწყინავთ სარწმუნოებითა წმიდანო, ყოვლად ბრწყინუალენო მნათობნო ღი҃ს-მსახურებისანო, მკურნალნო მორწმუნეთანო, ღუაწლით-შემოსილნო ყოვლად ქებულნო, რამეთუ მძლავრთა ხუჱტისაგან არა შეშინდით, და კერპთა სიცბილი დააკუჱთეთ, ვინაცა გაქუნდათ საჭურუჱლად უძლეველად ჯუარი ყოვლად ძლიერი, სიმტკცჱ სარწმუნოებისა:

შენ შუამდგომელსა, ცხოვრებისა ჩუჱნისასა, გიგალობთ ღი҃ს-მშობელო ქალწულო…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

შენ შუამდგომელსა, ცხოვრებისა ჩუჱნისასა, გიგალობთ ღი҃ს-მშობელო ქალწულო, რამეთუ ჴორცითა მით, რომელ შენგან მიიხუნა ძემან შენმან და ღთ҃მან, ჩუენმან ჯუარითა ვნება თავს-იდუა და მიჴსნნა ჩუჱნ ვითარცა კაცთ-მოყუარე-არს:

სიმჴნე მოთმინებისა თქუჱნისა, მძლე-ექმნა მანქანებათა, ბოროტთა დასაბამთა…

სხუანი, წარდგომანი, შემდგომად ნეტარ-არიანისა, ჴმა გ.

სიმჴნე მოთმინებისა თქუჱნისა, მძლე-ექმნა მანქანებათა, ბოროტთა დასაბამთა მტერისათა, ღუაწლით-შემოსილნო ყოვლად ქებულნო, ამისთჳსცა საუკუნოსა მას ნეტარებასა ღირს-იქმნენით, არამედ ევედრენით ღთ҃სა, რათა აცხოვნოს სამწყსოჲ ქე҃ს მოყუარისა ერისა, ვითარცა ხართ მოწამენი ჭეშმარიტებისანი:

რაჟამს სიტყჳთა შენითა წარუსდგეთ თუალ-უხუავსა საყდარსა შენსა…

სულმან მათმან კეთილთა შინა განისუჱნოს და ნათესავმან მათმან დაიმკჳდროს ქუჱყანა. მიცუალებულთა. შუჱნიერებისა.

რაჟამს სიტყჳთა შენითა წარუსდგეთ თუალ-უხუავსა საყდარსა შენსა უ҃ო, ნუ არცხუჱნ მათ რომელთა შენდა მომართ რწმენა მაცხოვარო, რამეთუ ყოველთავე ვჰსცოდეთ, არამედ არა განგიდეგით შენგან: ამისთჳს გევედრებით სავანეთა შინა მართალთასა, რომელნი მისცუალენ დააწესენ ქე҃, ვითარცა მხოლო მრავალ-მოწყალე-ხარ:

ძელისა მიერ შთავჰჴედით სიკუდილსა მწარესა, ხოლო ძელითა…

ნეტარ-არს, რომელი გამოირჩიე, და შეიწყნარე უ҃ო, და სახსენებელი მათი იყოს თესლითი თესლადმდე.

ძელისა მიერ შთავჰჴედით სიკუდილსა მწარესა, ხოლო ძელითა პატიოსნითა კუალად აღსდეგითუჱ, რამეთუ ჯუარითა შენითა მაცხოვარ სიკუდილი მოაკუდინე, და დაუსრულებელი ცხოვრება ყოველთა მოვიღეთ, რომელსა ღირს-ჰყუჱნ შენდა მოლტოლჳლნი მორწმუნენი მონანი შენნი მოწყალე, და მიანიჭე მათ სუფევა შენი:

მღელუარესა ზღუასა ცხოვრებისასა წიაღ-სრულნი, და შენდამი კეთილ…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

მღელუარესა ზღუასა ცხოვრებისასა წიაღ-სრულნი, და შენდამი კეთილ მსახურებით მოთტოლჳლნი, მონანი შენნი შეიწყნარებენ ყოვლად უბიწოო, და წარუდგინენ მსაჯულსა და ღთ҃სა ჩუჱნსა, და იოხე ცოდუათა მოტევებისა მონიჭებად ჩუჱნდა, რამეთუ ვითარცა დედა ყოვლად ძლიერისა, შემძლებელ-ხარ რაოდენიცა გენებოს:

შენ ხარ ღი҃ საკჳრუჱლი, დიდებულად მოქმედი სასწაულთა…

შაბათსა, ცისკრად, კანონი. გალობა ა. სძლისპირი. იოსებ.

შენ ხარ ღი҃ საკჳრუჱლი, დიდებულად მოქმედი სასწაულთა, რომელმან უფსკრულნი ჰქმენ ქუჱყანად, და დაანთქენ ეტლნი, ხოლო აცხოვნენ ერნი რომელნი გიგალობდეს შენ, ვითარცა მეუფესა ჩუჱნსა და ღთ҃სა:

დიდებაჲ ტანჯჳსა, ჰპოვეთ ყოვლად ბრძენნო მოღუაწენო, და…

ტროპარნი.

დიდებაჲ ტანჯჳსა, ჰპოვეთ ყოვლად ბრძენნო მოღუაწენო, და ტანჯუანი მრავალ-სახენი მჴნედ დაითმინენით ვნებათა მოთმინენო, ამისთჳს დიდებულხართ მარადის:

უმაღლესისა ცხოვრებისა მქონებელ გამოჰსჩნდით საღმრთონო მსახურნო, ყოვლად ბრძენნო მღუდელ-მესაიდუმლოენო განჴორციელებულისა სიტყჳსანო, რომელთა დამწყსენით კეთილად სამწყსონი უ҃ისანი ძალითა საღმრთოჲთა:

ჯუარცმულთა სოფლისა მიმართ ღირსნო, ყოველნი გემოვნებანი ჴორციელნი უარჰყუჱნით, და გამოჰსჩნდით ჭურად სულისად, და სულნი მაცთურთანი ძალითა საღმრთოჲთა ერთბამად წარსწყმიდენით:

რომელნი მისცუალენ ქუჱყანით ბრძანებითა შენითა უ҃ო, სარწმუნოებითა…

მიცუალებულთა.

რომელნი მისცუალენ ქუჱყანით ბრძანებითა შენითა უ҃ო, სარწმუნოებითა კეთილ-მსახურითა მოწყალე, ღირს-ჰყუჱნ იგინი ცხოვრებასა, დაუსრულებელსა და ნათელსა დაუღამებელსა და განუსუჱნე მათ ვითარცა სახიერმან:

შენ მშობელსა ღი҃სასა ჴორცითა ყოვლად უბიწოო, ვითარცა…

ღი҃ს-მშობლისა.

შენ მშობელსა ღი҃სასა ჴორცითა ყოვლად უბიწოო, ვითარცა ჩუჱულ-ვართ კეთილ-მსახურებით პატივს-გცემთ შენ დაუცხრომელად პატიოსანთა თანა დედათა რომელნი მარხჳთა გამობრწყინდეს, და ვნებათა მიერ მტერი დაამჴუჱს:

მესამესა ამას გალობასა დაძინებულთა უგალობ

სხუა. კანონი შესუჱნებულთა. რომლითა კიდურ-წერილობაჲ.

მესამესა ამას გალობასა დაძინებულთა უგალობ.

რომელმან სიკუდილითა, შენითა ქე҃, მძლავრება სიკუდილისა შეჰმუსრე…

გალობა ა, ჴმა გ. სძლისპირი. რომელმან წამის-ყოფით.

რომელმან სიკუდილითა, შენითა ქე҃, მძლავრება სიკუდილისა შეჰმუსრე, და აღჴედ ზეცად წინა-მორბედად ჩუჱნდა, და კრებული მოწამეთა შენთა აღამაღლე, აწ განუსუჱნე სულთა, შენ წინაშე მიცუალებულთა:

რომელმან ახოვან-ჰყუჱნ წმიდანი შენნი, და მათ მიერ საცთური უჩინო-ჰყავ, ღო҃ მოწყალეო მეოხებითა მათითა, უკუდავებასა ღირს-ჰყუჱნ შენდა მიცუალებულთა, სულნი და განუსუჱნე რათა გადიდებდენ შენ:

რომელმან მონათა შენთათჳს, პატიოსანი, სისხლი შენი დასთხიე მეუფეო, და თანა ნადები მათი გარდაიჴადე, ამისთჳს გევედრებით და ვითხოვთ შენგან მოწყალე, მონათა ამათ, შენთა, შესუჱნებულთა განუსუჱნე:

წმიდასა ღი҃ს-მშობელსა, ჵ მორწმუნენო, გალობითა საღმრთოთა შევამკობდეთ…

ღი҃ს-მშობელო.

წმიდასა ღი҃ს-მშობელსა, ჵ მორწმუნენო, გალობითა საღმრთოთა შევამკობდეთ რომელმან გჳშუა ღი҃ მკულელი სიკუდილისა, და დაუსრულებელისა ცხოვრებისა მომცემელი, მას მხოლოსა უგალობდეთ რომელიცა დიდებულ-არს:

ეჰა ბერწო სულო ჩემო, და ნაყოფთაგან ცუდო…

გალობა გ. სძლისპირი.

ეჰა ბერწო სულო ჩემო, და ნაყოფთაგან ცუდო, აღყუავენ ღი҃სა მიერ, და ნაყოფიერი, ესრეთ ღაღადებდ, არავინ-არს წმიდა, არავინ-არს მართალ შენებრ უ҃ო:

ძალითა საღმრთოჲთა განძლიერებულთა დიდებულნო მარტჳლნო, წარწყმედელი ძალი…

ტროპარნი.

ძალითა საღმრთოჲთა განძლიერებულთა დიდებულნო მარტჳლნო, წარწყმედელი ძალი სი-ნ ბოროტითა, ძლიერისა მტერისა წარსწყმიდეთ ვიდრე დასასრულადმდე, და ძლევისა გჳრგჳნი საღმრთოჲ მოიღეთ:

რომელმან ღირსნი მძლედ მტერისა გამოაჩინენ მეუფეო, და მღუდელ-მთავარნი ცხებითა ყოვლად წმიდითა განჰსწმიდენ ქე҃, ოხითა მათითა განსწმიდენ, და განანათლენ მგალობელნი შენნი:

წინასწარ-მეტყუჱლთა თანა ყოველთა, ვაქებდეთ გუნდსა საღმრთოთა დედათასა რომლითა მარხჳთა გამობრწყინდეს, და სარწმუნოებით ივნეს, და მრავალ-ღონე იგი გუჱლი დათრგუნეს:

რომელნი იგი მისცუალენ ჩუჱნგან ნებითა საღმრთოჲთა ქე҃, დააწესენ წმიდათა თანა, და უგულებელს-ჰყუჱნ რაოდენიცა გცოდეს ცხოვრებასა შინა, გევედრებით მეოხებითა წმიდათა შენთათა:

რომელნი ესე ვჰსცხონდით ყოვლად უბიწოო საღმრთოჲთა შობითა შენითა, ჴმასა გაბრიელისსა სარწმუნოებით გიღაღადებთ შენ გიხაროდენ, და გევედრებით, მეოხებითა შენითა ცოდუათა შენდობაჲ გჳთხოვე ჩუჱნ ყოველთა:

რომელმან მიწით დამბადე, და მიწად მიქცეული, კუალად…

სხუა. სძლისპირი.

რომელმან მიწით დამბადე, და მიწად მიქცეული, კუალად განმაალე მე, განუსუჱნე სულთა, მიცუალებულთა ოხითა წმიდათა, მარტჳლთა შენთათა, კაცთ-მოყუარე:

ღუაწლით-შემოსილთა შენთა, წმიდათა მოწამეთა, ტანჯუანი და გუჱმანი…

მოწამეთა.

ღუაწლით-შემოსილთა შენთა, წმიდათა მოწამეთა, ტანჯუანი და გუჱმანი, მეოხად მიიხუჱნ და მონათა შენთა, სულნი საყოფელსა, წმიდათა შენთასა, ღირს-ჰყუჱნ მოწყალე:

იჴსნენ გეენიისაგან, ცეცხლისა უშრეტისა, და საყოფელთა მათგან, ჯოჯოხეთისათა, მონანი შენნი, სარწმუნოებითა, და სასოებითა, დაძინებულნი:

ვითარცა დედა უ҃ისა, უწმიდეს-ხარ ყოველთა, დაბადებულთა, სძალო…

ღი҃ს-მშობლისა.

ვითარცა დედა უ҃ისა, უწმიდეს-ხარ ყოველთა, დაბადებულთა, სძალო, რამეთუ დამჴსნელი, სიკუდილისა ჰშევ, რომელმან განხრწნილთა, მოგუცა უხრწნელებაჲ ყოვლად წმიდაო:

მთად ჩრდილოთ წინათუჱ გიხილა შენ ამბაკომ წმიდაო…

გალობა დ. სძლისპირი.

მთად ჩრდილოთ წინათუჱ გიხილა შენ ამბაკომ წმიდაო ყოვლად უბიწოო, ამისთჳსცა ჰჴმობდა, ღი҃ სამჴრით მოვიდეს, და წმიდა იგი მთისაგან ჩრდილოჲსა მაღნარისა:

ვითარცა ცხოვარნი ნებსით დაკლუად მიიგუარენით, და ვითარცა…

ტროპარნი.

ვითარცა ცხოვარნი ნებსით დაკლუად მიიგუარენით, და ვითარცა ტარიგნი ბრძენნო მოღუაწენო, ტარიგისათჳს სიტყჳსა ღი҃სა რომელმან ჯერ-იჩინა ძალისა ჯუარსა ზედა, დაკლუად ნათესავისათჳს კაცთასა:

ღირსთა თანა პატივს-ვჰსცემდეთ, დიდებულთა მღუდელ-მთავართა რომელნი იქმნნეს ლამპარ მორწმუნეთა მიმართ, ხოლო წუალებათა და ვნებათა სიღრმე ბნელისა დაარღჳეს, და დაუვალისა მიმართ ნათლისა სარწმუნოებით მიიცუალნეს:

შუჱნიერებითა სიტყუათათა წინასწარ-მეტყუჱლნი ღი҃უ-ჴმოვანნი, განანათლებენ სულთა მორწმუნეთასა, ხოლო ბრწყინუალებითა ღუაწლთათა აღმოსავალთა მიერ და საჳრუჱლებათა გულთა ცისკროვან-ჰყოფენ, დედანი ღთ҃-შემოსილნი:

რომელთა ცხოვრება ესე დაუტევეს, ზეცისა დიდებისა ზიარად გამოაჩინენ სიტყუაო ღი҃საო, და მიანიჭე მათ ჰჴსნა ცოდუათა, რომელნი ჰქმნნეს ქუეყანასა ზედა ცნობით და ანუ უმეცრებით:

მოწამეთა დიდებასა, მღუდელ-მთავართა და ღირსთა საღმრთოსა სიკეთესა…

ღი҃ს-მშობლისა.

მოწამეთა დიდებასა, მღუდელ-მთავართა და ღირსთა საღმრთოსა სიკეთესა, და მორწმუნეთა სიმტკიცესა ხოლო ხმასა წინასწარ-მეტყუჱლთასა ყოვლად საგალობელსა, დედასა უ҃ისასა უგალობდეთ:

საფლავსა დადებაჲ, წყალობით თავს-იდევ მეუფეო, და საფლავნი…

სხუა. სძლისპირი. მოსულისა შენისა.

საფლავსა დადებაჲ, წყალობით თავს-იდევ მეუფეო, და საფლავნი დააცალიერენ, მარტჳლნი უძლეველ-ჰყუჱნ, და შესუჱნებულთა მიეც განსუჱნებაჲ:

რომელმან მარტჳლთა, ღუაწლნი და სიმჴნენი მიითუალენ, და ასოთა დაჭრაჲ მეუფეო, სულნი რომელ შეივედრენ, იჴსნენ სატანჯუჱლთაგან საუკუნეთა:

რომელსა გიპყრიეს, ცხოვრებისა ჩუენისა საზღუარი, ცხოვრებასა უკუდავსა ღირს-ჰყუჱნ სულნი რომელ შეივედრენ, და ცოდუათა მათთა პატიჟნი დაჰჴსნენ:

შენ მხოლოსა შორის, შობაჲ და ქალწულებაჲ შემოკრბეს…

ღი҃ს-მშობლისა.

შენ მხოლოსა შორის, შობაჲ და ქალწულებაჲ შემოკრბეს, რამეთუ ღი҃ იყო რომელი ჰშევ, დამჴსნელი სიკუდილისა, რომელი განუსუჱნებს მიცუალებულთა:

შენდა აღჳმსთობთ, წარუვალისა ნათლისა, მომეც ჩუჱნ კაცთ-მოყუარე…

გალობა ე. სძლისპირი.

შენდა აღჳმსთობთ, წარუვალისა ნათლისა, მომეც ჩუჱნ კაცთ-მოყუარე შენი მშჳდობაჲ, და ნათელსა მცნებათა შენთასა, მიძღოდე სლუად გზათა შენთა:

წყლულებანი და გუჱმანი თქუჱნნი, უკურნებელ წყლულება გამოჩნდეს…

ტროპარნი.

წყლულებანი და გუჱმანი თქუჱნნი, უკურნებელ წყლულება გამოჩნდეს მტერისა, ხოლო მკურნალ წყლულებათა ყოველთა მორწმუნეთასა, მოღუაწენო უ҃ისანო:

უგალობდეთ სიმრავლესა ღირსთასა, და ვნატრიდეთ მღუდელ-მთავართა ქე҃სთა, და პატივს-ვსცემდეთ წინასწარ-მეტყუჱლთა მისთა, რომელნი ევედრებიან ჩუჱნთჳს აწ და მარადის:

ჩუჱნთჳს განჴორციელებულისა ღი҃სა მოყუარეთა, ყოვლად დიდებულთა დედათა, იღუაწეს კეთილ-მსახურითა განზრახჳთა, და ვითარცა მმარხუჱლნი ცათა შინა იყოფებიან:

სამოთხისა კარავსა შინა, ადგილსა შინა ცხოველთასა ქე҃, სადა იგი ბრწყინავს ნათელი შენი, დაამკჳდრენ ამიერ მიცუალებულნი მორწმუნენი მონანი შენნი:

შენ მიერ განხორციელდა ღი҃ ყოვლად უბიწოო და…

ღი҃ს-მშობლისა.

შენ მიერ განხორციელდა ღი҃ ყოვლად უბიწოო და უმაღლეს ანგელოსთა გამოგაჩინა შენ, და უზესთაეს ყოველთა დაბადებულთა დედოფალო ამისთჳს გიგალობთ შენ:

ეკკლესიასა შინა პირმშოთასა სახიერ, რომელნი განჳდეს ჩუჱნგან…

სხუა. სძლისპირი. ჩუჱნებით ისაია.

ეკკლესიასა შინა პირმშოთასა სახიერ, რომელნი განჳდეს ჩუჱნგან, ოხითა ღუაწლით-შემოსილთა და წმიდათა, მოწამეთათა, მართალთა და რჩეულთა შენთა თანა, ნათელსა პირისა შენისასა დააწესენ:

მარტჳლთა შენთა ქე҃, ყოვლად წმიდანი სისხლნი, საჴსრად მიითუალენ, და შესანდობელად ცოდუათა, მონათა შენთათჳს, რომელთა ღი҃ს-მსახურებით დაითმინეს მჴსნელო, და ნათელსა პირისა შენისასა დააწესენ:

უაღრეს ბუნებისა, საშუჱბელთა მათ შინა, შენთა საუკუნეთა, დააწესენ მჴსნელო, მიცუალებულთა სულნი, წმიდათა ბრწყინუალებასა, და მიეც მიტევება ცოდუათა, და ღირს-ჰყუჱნ ნათელსა პირისა შენისასა:

გნატრით შენ ყოველივე, თესლები ღი҃ს-მშობელო, რამეთუ უთესლოდ…

ღი҃ს-მშობლისა.

გნატრით შენ ყოველივე, თესლები ღი҃ს-მშობელო, რამეთუ უთესლოდ, მუცლად-იღე დამბადებელი და გჳშევ, ღი҃, და კაცი მფლობელი, სიკუდილისა და ცხოვრებისა, ნათელი ბრწყინუალე და მთავარი მშჳდობისა:

სიღრმენი ვნებათანი და გრიგალნი წინა-აღმდგომთა ქართანი აღდგეს…

გალობა ვ. სძლისპირი.

სიღრმენი ვნებათანი და გრიგალნი წინა-აღმდგომთა ქართანი აღდგეს ჩემ ზედა, არამედ უსწრუჱ მაცხოვარ და მაცხოვნე, და ხრწნილებისაგან მიჴსენ მე, ვითარ იგი აცხოვნე ვეშაპისაგან წინასწარ-მეტყუჱლი:

ლამპარი პატიოსანი ეკკლესიისანი, ტარიგნი ტარიგისა და მწყემსისანი…

ტროპარი.

ლამპარი პატიოსანი ეკკლესიისანი, ტარიგნი ტარიგისა და მწყემსისანი, უსამღუდელოესნი ყოვლად დიდებულნი მოღუაწენი ქე҃სნი, პატივ-იცემებოდნენ გალობითა სამღუდელოჲთა:

ამაღლდა უკუჱ კრებული ღირსთა, რომელთა აღამაღლეს ღი҃ დამდაბლებითა თჳსითა, და იდიდა სიმრავლე მღუდელ-მთავართა, საქმეთა მიერ კეთილთა, მადიდებელთა წმიდისა სამებისათა:

ჩუჱნებითა საღმრთოთა საკჳრუჱლებათათა, და სრულთა ტკივილთა თავსდებითა, უსჯულონი მტერნი მოსულნი ახოვანმან გუნდმან უბიწოთა დედათამან:

რომელნი შეიწყნარებენ სარწმუნოებით ქუჱყანისაგან, აღრაცხენ იგინი კრებულთა თანა წმიდათა, და წიაღთა შინა მორწმუნისა აბრაამისთა დააწესენ ქე҃, დიდებად მრავლისა სახიერებისა შენისა:

მოწამეთა, წინასწარ-მეტყუჱლთა, და ღირსთა, და ყოველთა საუკუნითგან…

ღი҃ს-მშობლისა.

მოწამეთა, წინასწარ-მეტყუჱლთა, და ღირსთა, და ყოველთა საუკუნითგან მართალთა სიქადული, შენ-ხარ ყოვლად უბიწოო, ამისთჳს ჴმითა სახარულევანითა, პატივს-გცემთ შენ მათ თანა ღი҃ს-მშობელო:

დამკჳდრება იონასი, სიღრმესა მას შინა, სახედ ბუნებისა…

სხუა. სძლისპირი.

დამკჳდრება იონასი, სიღრმესა მას შინა, სახედ ბუნებისა ჩუჱნისა, მოესწავებოდა ჯოჯოხეთს შინა, რომლისაგან მიჴსნენ ჩუჱნ მრავალ-მოწყალე:

გარდააქციე გოდებაჲ, სულთა მათ რომელნი, სარწმუნოებით მოიცუალნეს, მარტჳლთა ოხითა, მხიარულებად, და ნათელსა პირისა შენისასა ღირს-ჰყუჱნ ქე҃:

მამათ-მთავართა წიაღთა, განუსუჱნე ქე҃, სარწმუნოებით შესუჱნებულთა, სადა იგი ბრწყინავს, ნათელი შენი და დაივიწყენ შეცოდებანი მათნი:

ამიერ მიცუალებულთა, და სოფლისა ამის, ძჳრთაგან ხსნილთათჳს საკჳრუჱლ-ჰყავ, მოწყალება შენი კაცთ-მოყუარეო, და მადლით და სიხარულით აღავსენ:

შობითა შენითა სძალო, ვიჴსნენით ყოველნი, სიკუდილისაგან და…

ღი҃ს-მშობლისა.

შობითა შენითა სძალო, ვიჴსნენით ყოველნი, სიკუდილისაგან და ხრწნილებისა, რამეთუ შენ გჳშევ უხრწნელებისა წყაროჲ და ყოველი, სოფელი განანათლე:

სამნი ყრმანი ბაბილონს, სამებასა მიემსგავსნეს, და დაშრიტეს…

გალობა ზ. სძლისპირი.

სამნი ყრმანი ბაბილონს, სამებასა მიემსგავსნეს, და დაშრიტეს სიმძაფრჱ საჴმილისა მის, და გალობით იტყოდეს, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:

მდგომარეთა შორის ცეცხლსა, ყოვლად ქებულნო ვნებათა მოთმინენო…

ტროპარნი.

მდგომარეთა შორის ცეცხლსა, ყოვლად ქებულნო ვნებათა მოთმინენო უ҃ისანო, ცუარი საღმრთოჲ ზეცით შეიწყნარეთ, და ტანჯუათა მიერ მომწყდართა მრავალ ღონჱ იგი მტერი მოაკუდინეთ:

საღმრთონი მღუდელ-მთავარნი ქე҃ს ეკკლესიისა წარმმართებელნი ვითარცა ნავისანი, დაუნთქმელად დამცუჱლნი მისნი განერნეს საცთურისაგან ბოროტთა ღელუათასა:

მომაკუდინებელთა ჴორცთა სამღუდელოთა ღუაწლთა მიერ მმარჴუჱლნო ჭეშმარიტნო, უვნებელობისა ცხოვრებაჲ დაუბერებელი დაიმჳდრეთ მგალობელთა, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:

ნუ ბრალეულად გამოაჩინებ მონათა შენთა რაჟამს იგი ჰსჯიდე, რომელნი მისცუალენ, მორწმუნენი, არამედ განუსუჱნე სიტყუაო ბრწყინუალებასა შინა წმიდათა შენთასა, გალობად სახიერებისა შენისა:

მოწამეთა, და ღირსთა, და წინასწარ-მეტყუჱლთა ყოვლად უბიწოო, და წმიდათა დედათა, და ყოველთა მღუდელ-მთავართა სამღუდელოდ ცხოვნებულთა, შენ ხარ ჭეშმარიტად დიდება, რომელთა თანა პატივს-გცემთ შენ:

განმგებელო, და ყოველთა ცხოველთ-მთავარო, მიზეზო და ძალო…

სხუა. სძლისპირი. ვითარცა სამთა ყრმათა.

განმგებელო, და ყოველთა ცხოველთ-მთავარო, მიზეზო და ძალო, სიტყუაო ღი҃საო სახიერო აღთქმულსა მას შინა მარტჳლთათჳს შუჱბასა, მიცუალებულთა სულნი, მონათა შენთანი დააწესენ და განუსუჱნე:

ჴორცნი ესე განხრწნადნი, ახოვნად შეურაცხ-ჰყუნეს, ნეტართა ქე҃ს მოწამეთა, და აწ კადნიერად, ითხოვენ მის წინაშე, რათა ღირს-ჰყუნეს უ҃მან, სულნი მიცუალებულთა მონათა მისთანი სასუფეველსა:

კალმითა ჯუარისათა, მოტევებაჲ ცოდუათა, დაუწერე ქე҃ მორწმუნეთა, რომლისა ზიარ-ჰყუჱნ, სულნი რომელ მისცუალენ, რათა გიღაღადებდენ, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:

სიტყუა დაუსაბამო, თანა სწორი მამისა, შენგან რა…

ღი҃ს-მშობლისა.

სიტყუა დაუსაბამო, თანა სწორი მამისა, შენგან რა იშუა ღი҃ს-მშობელო, ბუნება კაცობრივი ვნებათა შინა დაფლული ნათლად აღმოიყუანა კურთხეულ-არს ქალწულო ნაყოფი მუცლისა შენისა:

რომელი ანგელოსთაგან, მაღალთა შინა დიდებულ-არს ღი҃ დაუდუმებელად…

გალობა ჱ. სძლისპირი.

რომელი ანგელოსთაგან, მაღალთა შინა დიდებულ-არს ღი҃ დაუდუმებელად, ცანი ცათანი, ქუჱყანა და მთანი და ბორცუნი და სიღრმენი, და ყოველნი ნათესავი კაცთა, გალობით აკურთხევდით მას, ვითარცა შემოქმედსა და მჴსნელსა, და უფროსად ამაღლევდით ყოველსა შინა უკუნისამდე:

ზედა მოსლჳთა წყლულებათათა, და შეძინებითა ტკივილთათა დაღათუ…

ტროპარნი.

ზედა მოსლჳთა წყლულებათათა, და შეძინებითა ტკივილთათა დაღათუ ფრიად შეიპყრენით, არა უარ-ჰყავთ ცხოვრებაჲ ჭეშმარიტი მოღუაწენო, უ҃ისანო არცა კერპთა ბოროტსა საცთურსა პატივ-ეცით:

სანთელთა მდგომარეთა სასანთლესა ზედა პატიოსანთა კეთილთა საქმეთასა, სულნი ყოველნი ცისკროვან-ჰყუჱნით, და ყოველი ბნელი განსდევნეთ, მოღუაწენო მღუდელ-მმოქმედებელნო, ზეციერთა გონებაჲთა, თანა მკჳდრნო:

ღი҃რსად ქეულნი წინასწარ-მეტყუჱლნი, და კრებულნი ღირსთანი, ხოლო კრძალულთა დედათა ყოველთა სიმრავლე დიდებული იგალობებოდედ ღირსად, ჩუჱნთჳს მეოხნი მაცხოვრისა მიმართ და ღი҃სა:

შენ უკუჱ მფლობელო ცხოველთაო, რომელმან ქუჱყანით მისცუალენ, მორწმუნენი, წმიდათა შინა ნათელსა პირისა შენისასა დააწესენ, და შენდობაჲ შეცოდებათა მიანიჭე მათ მრავლითა სახიერებითა მაცხოვარ:

მრავალ-საგალობელი ქალწული, სიტყუა წინასწარ-მეტყუჱლთა, მღუდელ-მთავართა, და მოღუაწეთა, და ღირსთა სიკეთე, და წმიდათა დედათა სიხარული, იგალობებოდედ უკუნისამდე ჯერისაებრ:

ცეცხლი იგი შემწუჱლი, უსხეულომან შეაცურია, და ღთ҃-შემოსილნი…

სხუა. სძლისპირი.

ცეცხლი იგი შემწუჱლი, უსხეულომან შეაცურია, და ღთ҃-შემოსილნი ყრმანი ღაღადებდეს აკურთხევდით, ყოველნი საქმენი უ҃სა უგალობდით, და უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე:

ვითარცა ხარ საუნჯე, უკუდავებისა ღო҃ ცხოველო, წინათუჱ აღუთქუ მოკუდავთა უკუდავება, რომელნიცა, მიეც მორწმუნეთა შენთა მდიდრად რომელნი გაკურთხევენ:

სიბძნითა მით საღმრთოთა, და ახოვნებითა თმენათათა, სატანჯუჱლთა ერეოდეს მოწამენი, და სულთათჳს მიცუალებულთა ითხოვენ შენდობასა, და ჰჴმობენ აკურთხევდით, ყოველნი საქმენი უ҃ისანი უ҃სა:

ლახურითა მით გუჱრდისა, შენისათა განხეთქე ჴელით-წერილი, შენ წინაშე მიცუალებულთა უ҃ო, და ცოდუათა, შუა-კედელი დაჰჴსენ მგალობელთა შენთა, ამიერ შეივედრენ მრავალ-მოწყალე:

ღრუბელი-ხარ ნათლისა, მაგრილობელი მორწმუნეთა, და წყალი ცხოველი…

ღი҃ს-მშობლისა.

ღრუბელი-ხარ ნათლისა, მაგრილობელი მორწმუნეთა, და წყალი ცხოველი განჴმელთა წყურილითა, და მოკუდავთა, უკუდავებაჲ და ცოდუათა მოტევებაჲ, ღი҃ს-მშობელო, ამისთჳს გაკურთხევთ უკუნისამდე:

მთასა ზედა სინასა, გიხილა მაყუალსა შინა მოსე…

გალობა თ. სძლისპირი.

მთასა ზედა სინასა, გიხილა მაყუალსა შინა მოსე, შეუწუჱლად მუცლად-მღებელი საშოსა შინა საღმრთოსა ცეცხლისა, ხოლო დანიილ გიხილა შენ მთად გამოუკუჱთელად და ძირისაგან დავითისა კუჱრთხად აღყუავებულად გიღაღადა შენ ისაია:

ვითარცა ცხოვარნი მიიგუარენით ჩუჱნთჳს დაკლულისა მიმართ, და…

ტროპარნი.

ვითარცა ცხოვარნი მიიგუარენით ჩუჱნთჳს დაკლულისა მიმართ, და საღმრთონი გუნდნი ანგელოსთანი სიხარულით აღივსენით, ვნებათა მოთმინენო ქე҃სნო. ამისთჳსცა მეოხებითა თქუჱნითა ყოველნი დაამტკიცენით, და ვნებითისაგან საცთურისა მტერისა ყოველნი იჴსნენით:

ვითარცა მნათობთა სიტყჳსა ცხოველისა მქონებელთა, განანათლენით სულნი მღუდელ-მთავარნო ქე҃სნო უსამღუდელოესნო ზიარნო საღმრთოჲსა დიდებისანო, და ვითარცა ცეცხლისა სულისა მიღებითა ღირსნო შესწუჱნით ვნებანი, და საერპოჲ მჴურუალებაჲ წარსწყმიდეთ:

წინასწარ-მეტყველთა თანა წმიდათა პატივს-ვჰსცემდეთ ღირსთა სიმრავლესა, პირუჱლ სჯულისა და სჯულსა შინა აღმობრწყინუჱბულთა წმიდითა ცხოვრებითა და დედათა წმიდათა გუნდთა ვაქებდეთ და ვღაღადებდეთ, უ҃ო მეოხებითა მათითა ჩუჱნ ყოველნი გუაცხოვნენ:

დაფლუა შენი ქე҃ და აღდგომა, ყოველთა იქმნა ცხოვრებაჲ, ამისთჳს კადნიერნი ვღაღადებთ შენდა, ყოველთა თანა რჩეულთა, მორწმუნენი მონანი შენნი რომელნიცა შეიწყნარენ განუსუჱნე, და ყოველნი შეცოდებანი მათნი მიუტევენ ვითარცა ღთ҃მან ყოვლად სახიერმან:

საშინელ-არს ადგილი ესე ღაღად-ჰყო იაკობ, რაჟამს იხილა…

ღი҃ს-მშობლისა.

საშინელ-არს ადგილი ესე ღაღად-ჰყო იაკობ, რაჟამს იხილა უტყუჱლად ხატი შენი კიბესა შინა ღი҃ს-მშობელო, მოწამეთა დიდებაო, და ღირსთა სიქადულო, სამკაულო ანგელოსთაო, და ყოველთა წინასწარ-მეტყუჱლთა, და მორწმუნეთა ცხოვრებაო:

სიტყუა ღი҃სა უხილავი, უთესლოდ გჳშევ ჩუჱნ ქალწულო…

სხუა. სძლისპირი.

სიტყუა ღი҃სა უხილავი, უთესლოდ გჳშევ ჩუჱნ ქალწულო უბიწოო, რომელი ზეცას უდედოდ და ქუჱყანასა ზედა უმამოდ, რომელსა თაყუანის-ვჰსცემთ, და შენ დაუცხრომელად გადიდებთ:

მხოლოო კაცთ-მოყუარეო, მარტჳლთა შენთა ოხითა მიცუალებულნი, ქუჱყანასა…

ტროპარნი.

მხოლოო კაცთ-მოყუარეო, მარტჳლთა შენთა ოხითა მიცუალებულნი, ქუჱყანასა ზედა მშჳდთასა, დაამკჳდრენ და ბრალთა შენდობაჲ, მიჰმადლე მოწყალეო, რათა მარადის გადიდებდეთ შენ:

რომელნი შეივედრენ ქე҃, წმიდათა კარავსა და წიაღთა აბრაამისთა, მართალთა შენთა თანა, აღრაცხენ სადა იგი ნათელი, პირისა შენისა შენისა ბრწყინავს, და ჰგიეს სიხარლი უოხჭნო:

ნეტარსა ამას ცხოვრებასა, და საუკუნეთა კეთილთა საშუჱბელსა, ღირს-ჰყუჱნ მონანი შენნი ქე҃, რომელნი მისცუალენ საწუთოსაგან, ადგილსა მწუანჳლოანსა, წყალთა ზედა განსასუჱნებელთასა:

ვითარცა რა კიდობანმან, და კარავმან წამებისამან სჯულის-მდებელი…

ღი҃ს-მშობლისა.

ვითარცა რა კიდობანმან, და კარავმან წამებისამან სჯულის-მდებელი ღი҃ და დამბადებელი შენი სძალო, შეიწყნარე საშოსა შენსა წმიდასა, რომელმან სიკუდილისა, და წყევისა განჩინებაჲ დააცხრო:

მეფეთა და მძლავრთა შიში განიშორეს ქე҃ს მჴედართა…

შუჱნის უწყებად, რამეთუ რაჟამს იგალობებოდეს ალლილუია, ვიტყჳთ ცისკრად აქებდითსა დასდებელთა მოწამეთასა მსგავსთა. ხოლო რაჟამს იგალობებოდეს ღი҃ უ҃ი, ვიტყჳთ დასდებელთა ამათ, ჴმა გ.

მეფეთა და მძლავრთა შიში განიშორეს ქე҃ს მჴედართა, და კადნიერებით და ახოვნებით, იგი თავადი აღიარეს, ყოველთა უ҃ი ღი҃ და მეუფეჲ, და მეოხ-არიან სულთა ჩუჱნთათჳს:

ძალნი წმიდათა ანგელოსთანი განჰკჳრდეს ღუაწლსა მოწამეთასა, რამეთუ ჴორცთა შინა მყოფთა ტანჯუაჲ, შეურაცხ-ჰყუჱს, და მობაძავ იქნნეს ვნებათა მაცხოვრისა ჩუჱნისათა, და მეოხ-არიან სულთა ჩუჱნთათჳს:

ვითარცა მნათობნი ბრწყინავთ სოფელსა შინა, შემდგომად სიკუდილისაცა წმიდანო მოწამეო, რამეთუ ღუაწლი კეთილი მოიღუაწეთ, და კადნიერებაჲ მოიგეთ ღი҃სა მიმართ მას ევედრენით შეწყალებად სულთა ჩუჱნთათჳს:

რასათჳს კაცნო ამოდ ვჰშფოთებთ სრბა ესე საწუთო-არს…

მიცუალებულთა.

რასათჳს კაცნო ამოდ ვჰშფოთებთ სრბა ესე საწუთო-არს, რასა ვრბით ჩუჱნ, კუამლ-არს ცხოვრება ესე, ორთქლ და მტუჱრ და ავლ, წუთებრ საჩინო, და მსწრაფლ უხმარ და უჩინო ამისთჳს ქე҃ს მიმართ ჴმა-ვჰყოთ უკუდავისა მმეუფისა, ჩუჱგან მიცუალებულთა განუსუჱნე სახიერ სადა იგი არს მკჳდრობა, ყოველთა მოხარულთა შენდამი:

წმიდათა უპირატესო პატიოსანო სამკაულო ზეცისა წესთაო, მოციქულთა…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

წმიდათა უპირატესო პატიოსანო სამკაულო ზეცისა წესთაო, მოციქულთა საგალობელო წინასწარ-მეტყუჱლთა სიქადულო, ჩუჱნი ესე შეიწირე გალობაჲ დედოფალო:

ვადიდებ ჯუარსა შენსა ქე҃, რომლისა მიერ მომეც…

აღჳვსენითსა ზედა, დასდებელნი მიცუალებულთანი, ჴმა გ. ნიშითა ჯუარისა შენისათა უ҃ო.

ვადიდებ ჯუარსა შენსა ქე҃, რომლისა მიერ მომეც ცხოვრებაჲ და საშუჱბელი, მადიდებელთა შენთა და გევედრებით ქე҃, ჩუჱნგან მიცუალებულთა განუსუჱნე, ყოველთა წმიდათა შენთა თანა:

მხოლოო მოწყალეო, რომელსა გაქუს უფსკრული, სახიერებისა უსაზღურო…

ნეტარ-არს, რომელი გამოირჩიე, და შეიწყნარე უ҃ო, და სახსენებელი მათი იყოს თესლითი თესლადმდე.

მხოლოო მოწყალეო, რომელსა გაქუს უფსკრული, სახიერებისა უსაზღურო, და უწყი ბუნება კაცთა, რომელი შეჰქმენ, ჩუჱნგან მიცუალებულთა განუსუჱნე, ყოველთა წმიდათა შენთა თანა:

მკუდართაებრ დაიძინე, და მკუდარნი აღადგინე, ვითარცა ღთ҃-ხარ…

სულმან მათმან კეთილთა შინა განისუჱნოს და ნათესავმან მათმან დაიმკჳდროს ქუჱყანა.

მკუდართაებრ დაიძინე, და მკუდარნი აღადგინე, ვითარცა ღთ҃-ხარ და გადიდებენ, ამისთჳს გევედრებით, ჩუჱნცა უღირსნი ესე, ჩუჱნგან მიცუალბულთა განუსუჱნე, ყოველთა წმიდათა თანა:

ნათლისა საღმრთოჲსა, მტჳრთუჱლად სასანთლედ, შენ გიცნობთ წმიდაო…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა. მსგავსი.

ნათლისა საღმრთოჲსა, მტჳრთუჱლად სასანთლედ, შენ გიცნობთ წმიდაო დედოფალო ევედრე ძესა შენსა, კაცთ-მოყუარესა, ჩუჱნგან მიცუალებულთა განსუჱნებად, ყოველთა წმიდათა მისთა თანა,

შეურაცხ-ჰყო რა მცნება შენი, ადამ უ҃ო სამოთხით…

შაბათსა მომიჴსენენი, ჴმა გ.

შეურაცხ-ჰყო რა მცნება შენი, ადამ უ҃ო სამოთხით ექსორიაჰყავ ხოლო ავაზაკი მოწყალეო რომელმან, აღგიარა ჯუარსა ზედა, მას შინა დაამკჳდრე და ღაღადებდა, მომიჴსენე მაცხოვარ, სასუფეველსა შენსა.

ცეცხლსა მწარეთა ტანჯუათასა, შეითხიენით რა ღუაწლით-შემოსილნო ქე҃სნო, ცუარი ზეგარდამო გაგრილობდა თქუჱნ, და განგაძლიერებდა ღირსნო, თავს-დებად ტანჯუასა ჴორცთა თქუჱნთასა. ვინაცა ყოველი ვნება, კაცთა თქუჱნ მიერ აღსუბუქნების:

მღუდელ-მთავარნი წინასწარ-მეტყუჱლნი დიდებულნი მამანი, ღირსნი და მღუდელნი, რომელთა იღუაწეს სარწმუნოებით, და დაამჴუჱს საცთური მტერისა, და ზეცისა დიდებასა ღირს-იქმნნეს, მათითა მეოხებითა მაცხოვარ გუაცხოვნენ მონანი შენნი:

სადა ბრწყინავს ნათელი შენი, საყოფელსა რჩეულთა შენთასა ღო҃, სადა იგი არს შუჱბაჲ სამარადისო. ამიერ სოფლით განსრულნი, მუნ დააწესენ და შეუნდუჱნ, ცოდუანი და ბრალნი მათნი, რათა გადიდებდენ შენ:

სამთა შინა გუამთა თაყუანის-ვჰსცემდეთ მხოლოსა, ერთმთავრობასა მორწმუნენი…

დიდება. სამებისა.

სამთა შინა გუამთა თაყუანის-ვჰსცემდეთ მხოლოსა, ერთმთავრობასა მორწმუნენი, და დიდების-ვმეტყუჱლებდეთ ერთსა ღუთაებისასა, რათა ღირს-ვიქმნნეთ მიმთხუჱვად მოტევებასა, ცოდუათასა, და დავიმკჳდროთ სუფევაჲ მგალობელთა განუზომელისა სახიერებისა მისისათა:

ნათელი და მლხინებელი, და მჴსნელი ყოველთა შენგან…

აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

ნათელი და მლხინებელი, და მჴსნელი ყოველთა შენგან გამოგჳბრწყინდა, ღი҃უ-მიმადლებულო დედოფალო, მისა მიმართ მეოხ გუჱყავ, რათა ვიჴსნნეთ დღესა მას განკითხჳსასა რომელი სარწმუნოებით გიგალობთ შენ მარადის:

ღი҃სა მამისა, ჯერჩინებითა და სულისა-წმიდისა მადლითა, ჭეშმარიტად…

სერობისად, გალობანი წმიდისა ღი҃ს-მშობლისანი. გალობა ა. ჴმა გ. სძლისპირი. უქმი ქუჱყანა.

ღი҃სა მამისა, ჯერჩინებითა და სულისა-წმიდისა მადლითა, ჭეშმარიტად დედასა ღი҃სასა, საღმრთოთა გალობითა, მორწმუნენი გჳრგჳნოსან-გყოფთ, სძალო ღი҃საო უხრწნელო, და უჴორცოთა თანა გაქებთ ცხოვრებასა ჩუჱნსა:

პირუჱლ ადამის, გუჱდით დამბადებელმან, დაჰბადა ძუჱლი ევა, ხოლო საშოთ ქალწულისათ ქე҃ მეუფე განკაცნა, უქცეველად და უხრწნელად, და განანათლა სოფელი, და იქმნა ახალ უწინარეს საუკუნეთა:

რომელმან საშო, ევასი მწუხარებითა შობად შჳლთა დასაჯა, საშოსა შენსა უხრწნელო, ულმობელად დაემკჳდრა, და თჳნიერ სალმობისა, დედობრივისა იშუა, და პირუჱლისა დედისა თანა-ნადებნი დაჰჴსნა:

ნიავ-ქართაგან, ბოროტთა ცოდჳსათა სასო წარკუჱთილებისა სიღრმეთა შინა დანთქმულნი, ლმობიერად გიღაღადებთ, უბიწო ღი҃სა დედაო, განმარინე დანთქმისაგან, რამეთუ შემდგომად ღი҃სა შენ ხარ სასოება ჩემი:

სძალო წმიდაო, წინასწარუჱ გამოგსახა კუჱრთხმან, ჰარონისმან რაჟამს…

გალობა გ. სძლისპირი. მოსავთა შენთა.

სძალო წმიდაო, წინასწარუჱ გამოგსახა კუჱრთხმან, ჰარონისმან რაჟამს, თჳნიერ ძირთა აღყუავილნა, და უთესლოდ შობა შენი ჰქადაგა:

წინასწარ გიცნა, წინასწარ-მეტყუჱლმან სძალო, სასაკმევლედ საღმრთოსა მის, სუნნელებისა რომელმანცა სუნნელ-ჰყო ყოველი სოფელი:

შენ გუაქუ მეოხად, სასოდ ზღუდედ და მფარუჱლად, ცოდჳლთა ღი҃სა დედაო, ნუ შეურაცხ-გუყოფ და ნუ გუარცხუჱნ, სძალო ყოვლად საგალოელო:

სიტყჳთ და საქმით, მართლ-აღსარებით გქადაგებს, ეკკლესია და პატივს-სცემს, ღი҃სა დედაო ხატსა შენსა, და მგმობართა შენთა შეაჩუჱნებს:

ღი҃ს-მშობელო, მთად საცნაურად სათნოებათა პირუჱლ სულითა გიხილა…

გალობა დ. სძლისპირი. ქე҃ ღო҃ რომელმან.

ღი҃ს-მშობელო, მთად საცნაურად სათნოებათა პირუჱლ სულითა გიხილა ამბაკომ ღი҃ს-მხილუჱლმან და ცხადად მოასწავა, ღი҃სა სიტყჳსა შენგან განჴორციელდა და ღაღადჰყო, თემანით მოვიდეს ღი҃, და აცხოვნნეს კაცნი:

მთად გქადაგა, გამოუკუჱთელად დედოფალო, დანიილ სულითა და მოასწავა სიწმიდე შენი, გამოუკულეველი, რომლისაგნ ლოდი უჴელოდ გამოეკუჱთა ქე҃ და დაამჴუნა ჯუარითა, კერპთა ბომონნი საცთურისანი:

საკჳრუჱლად, და პოხილად მთად გიწოდა შენ დავით, რამეთუ მხოლოდ შობილმან ძემან ღი҃სა მამისამან, შენ შორის სათნო იყო, დამკჳდრება უხრწნელო, და განკაცებული გამოვიდა შენგან, ამისთჳს, გიხაროდენსა გიღაღადებთ შენ:

სახიერი, და მჴურუალე მეოხი ხარ ყოველთა, ცოდჳლთა უღონოთა და სასო წარკუჱთილთა, ღი҃ს-მშობელო უხრწნელო, ჭირთა და ურუათა და შეცოდებათაგან გჳჴსნენ მონანი შენნი, და მტერთა უხილავთა მძლედ გამოგუაჩინენ ჩუჱნ:

შენ კუჱრთხმან იესესმან, გამოგიღო ყუავილი, უხრწნელებისა ქე҃…

გალობა ე. სძლისპირი. ჩუჱნბით ისაია.

შენ კუჱრთხმან იესესმან, გამოგიღო ყუავილი, უხრწნელებისა ქე҃, რომელმან მამისა და სულისა მიერ, წარმართთა ფლობა დაიპყრა, და მას წარმართნი ესუჱნ და ჰმონებენ, და შენ გნატრიან ტომნი და ნათესავნი მარიამ:

საყდართა დავითისთა, მეუფე დავითისი, მთავარი მშჳდობისა, შენგან განკაცებული დაჯდა ქალწულო, წმიდაო ჵ საკჳრუჱლი რომელმან, შემუსრნა ღუთაებრ ბრძოლანი, დედოფლად ყოველთა და დედად თჳსად გამოგაჩინა:

უხრწნელთა ჴორცთა შენთა, უთესლოსა შობასა, პირუჱლუჱ იტყოდა ისაია, და ღრუბლად სულ-მცირედ სახელ გდუა, რომლითა მოვიდა ღი҃ და ბნელი საცთურისა განსდევნა სძალო, და კერპნი ეგჳპტისანი შემუსრნა ღი҃ს-მშობელო:

სიტუა ჰსწორი მამისა, და სულისა წმიდისა, მუცლად-იღე სძალო, და ორითა ბუნებითა გჳშევ ღი҃, და კაცი, ორთა ნებათა და ორთა საქმეთა, მიერ შეერთებული, რომლისა ხატსა სარწმუნოებით თაყუანის-ვსცემთ:

ქებასა ქებათასა, სოლომონ, შენ ცხედრად სახელ-გდუა, ქალწულო…

გალობა ვ. სძლისპირი. სიღრმეთა ცოდჳსათა.

ქებასა ქებათასა, სოლომონ, შენ ცხედრად სახელ-გდუა, ქალწულო საგალობელო, რომელსა განისუჱნა, სიტყუამან განკაცებულმან, და იშუა შენგან, შეურევნეად ღი҃ და კაცი:

სავანე, და ტაძარ რჩეულ იქმენ, ქალწულო დიდებულო, სიტყჳსა უსხეულოსა, და ვითარცა პორფირნი, საღმრთონი მიიხუნა შენგან, ჴორცნი და სუფევს შუჱნიერებით, წარმართებელი:

ოქროსა, უშუჱნიერეს სძალო, შეერთებისა ღი҃სა, იქმენ და უპატიოსნეს, შენ მიერ დედოფალო ღთ҃მან კაცება მიიღო და აღიზარდა, კაცთა შორის, კაცთა ჴსნისათჳს:

ურიცხუთა ბრალთა და ცოდუათა ზღუა აღძულ-იქმნა ჩემ ზედა, და სასოწარკუჱთილებისა, სიღრმესა დამნთქამს მე, ჵ დედაო ღი҃საო, მეოხებითა შენითა მიჴსენ, ღელუა-გუჱმული:

ცეცხლისა მიერ და მაყულისა, შეუწუჱლმან მან საჴმილმან…

გალობა ზ. სძლისპირი. ღი҃სა სიტყუასა.

ცეცხლისა მიერ და მაყულისა, შეუწუჱლმან მან საჴმილმან, შენ ქალწულო, განცხადებულად გქადაგა, რომელმან ქალწულება და შობა შეაერთენ, და შეუწუჱლად დაიცუჱ ცეცხლისაგან ღუთაებისა:

გედეონის ცუარმან და საწმისმან, შეცუალებით მოასწავა, შობა შენი, წინათუჱ ღი҃სა დედაო, რამეთუ შენ მხოლომან, სიტყუა ღი҃სა იტჳრთე, და ჰშევ რა ჴორცითა არა გევნო ქალწულებასა:

ცეცლი შეცოდებათა ჩემთა, ალსა გეენიისასა, უფროს და უმრავლეს აღაგზნებს, და აღატყინებს, ხოლო შენ ღი҃ს-მშობელო, წყალობითა შენითა, დაშრიტე იგი და სინანულისა ნათლად მიმიძეღუ:

პატივს-ვჰსცემთ მსგავსებასა შენსა, და ხატსა ღი҃სა დედაო, ხოლო შენ ვთარცა პირმშოსა სახესა, თავსმდებსა და მხოლოსა, შუა-მდგომელად აღგძრავთ, ღი҃სა მიმართ უბიწოო სასოო განწირულთაო:

მამამან ღთ҃მან სათნო გიყო, სძლად უსძლოდ სულისა…

გალობა ჱ. სძლისპირი. მონებად ღი҃სა აღდ.

მამამან ღთ҃მან სათნო გიყო, სძლად უსძლოდ სულისა მიერ წმიდისა ქალწულო, სამკჳდრებელად ძისა მხოლოსა, ვითარცა რა შროშანი საწადელი, და ვარდი სუნნელი შორის ეკალთა, ბრწყინუალე სიკეთითა სათნოებათათა:

დედად გამოსჩნდი ძისა ღი҃სა, და ჯერ-ჩინებისა მამულისა სძალიქმენ სძალო, და ტაძარ უხრწნელ სულისა წმიდისა, დედად ღი҃სა იწოდე, უბიწოო, და ქალწულება წარუპარუჱლი, და საუკუნო დაიმარხე ქალწულო:

ზესთა ცნობისა და გონებისა, უნივთო ღი҃ და გამოუსახუჱლი, აუგებელი და მარტივი, ქალწულისა საშოსა, საკჳრუჱლად, შეიორკეცა და ზრქელ-იქმნა, ერთ-გუამად ვითარცა გამოისახჳს:

მშობელთა ბერწთა უბიწოთა, სჯულისა საღმრთოსა დამმარხუჱლთა, ქალწული…

გალობა თ. სძლისპირი. წერილთა მიერ სჯულისა.

მშობელთა ბერწთა უბიწოთა, სჯულისა საღმრთოსა დამმარხუჱლთა, ქალწული წმიდა აღმოაცენეს, იოაკიმ და ანნა, ხეთა წმიდათა ხილი წმიდა, სიბერესა მათსა, მშობელსა ღი҃სასა ადიდებენ:

ახალ და საღმრთო არს შობა, საღმრთოსა შობისა შენისა, რამეთუ მას შინა დაიწერა კაცობრივითა ხატითა, თითითა მამისათა, და სულისა შეწევნითა, ძე ღი҃სა დაუსაბამო და ღთ҃ად და კაცად აღჳარებთ ჩუჱნ:

შობისა თანა ქალწულება, დაიმარხე ღი҃სა დედაო, რამეთუ ზესთა ცნობისა ჰშევ, სიტყუა ჴორცითა სძალო მამულისა არსებისა, ყოვლად განუშორებელი, ამისთჳსცა თაყუანის-გცემთ, და სრულ-ვყოფთ გალობასა შენსა: