გულანი
საცდელი · 1.11.3
ხმა 3 · სამშაბათი 1 / 78ვნებანი სულიერნი, და ჴორციელნი აღძრუანი ჩემ ზედა…

ხმა 3 · სამშაბათი

რვა ხმა

პარაკლიტონი · დაახლ. 27 წთ

ვნებანი სულიერნი, და ჴორციელნი აღძრუანი ჩემ ზედა…

მწუხრად დასდებელნი სამეუფონი, მსგავსნი. ჴმა გ. დიდ-არს ძალი ჯუარისა.

ვნებანი სულიერნი, და ჴორციელნი აღძრუანი ჩემ ზედა, დამნთქმენ მე მაცხოვარო ჩემო, და სიღრმესა განწირულებისასა მიმზიდუჱნ მე არამედ ვითარცა იგი ზღუაჲ ოდესმე, ეგრეთუე ესეცა დააყუდე, და მყუდროებაჲ მომეც მე:

ვერ ვიკადრებ მე დასჯილი ესე, აღხილუად თუალთა ჩემთა, და მიხედუად სიმაღლედ მიმართ ცისად, სიმრავლითა ცოდუათა ჩემთათა ქუჱ-შთაჴდილი, ამისთჳს ვჴჰმობ ვითარცა მეზუჱრე, მოყვარე-იქმენ ჩემ ცოდჳლსა ზედა მაცხოვარ:

დიდ-არს და საშინელ მოსლუაჲ შენი მეუფეო, ოდეს იგი დასჯდე ჰყოფად მსჯავრისა მართლისა, მაშინ ნუ დამჰსჯი მე ცოდჳლსა, არამედ ვითარცა მოწყალემან შემინდუჱნ მე, და ყოფადისაგან მიჴსენ სატანჯუჱლისა:

გამოჰსჩნდი ვითარცა ცისკარი, განმანათლებელი ყოველთა კიდეთა გულთა…

სხუანი დასდებელნი წინა-მორბედისანი. მსგავსნივე.

გამოჰსჩნდი ვითარცა ცისკარი, განმანათლებელი ყოველთა კიდეთა გულთა მგალობელთა შენთასა ყოვლად დიდებულო, ვინაცა განანათლენ გონებანი ჩუჱნნი, და სულნი წინასწარ-მეტყუჱლო, რათა გადიდებდეთ შენ ნათლის-მცემელო მაცხოვრისაო:

ნუ დასცხრები ვედრებად სოფლისათჳს წინასწასრ-მეტყუჱლო სანატრელო, გევედრებით შენ ყოველნი, რათა მოვიღოთ მაღლით მადლი ღი҃სა, და შეუძლოთ შემუსრუად თავსა ბოროტსა სოფლის-მპყრობელისასა, რომელნი მარადის პატივს-ჰგცემთ შენ:

რაჟამს იგი ენებოს უ҃სა, განხრწნადისა ამის ტაძრისაგან განყოფად ჩემდა, მაშინ მეპოვე მე შუამდგომელად შემწედ და მფარუჱლად, იოანე წინასწარ-მეტყუჱლო და წინა-მორბედო, და აღმიყუანე მე დაუღამებელისა მიმართ ნათლისა:

ნუ დასცხრები ვედრებად სამწყსოსათჳს შენისა, და მეოხებითა…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა. მსგავსი.

ნუ დასცხრები ვედრებად სამწყსოსათჳს შენისა, და მეოხებითა შენითა ყოფადისაგან შიშისა გჳჴსნენ ჩუჱნ, და ყოვლისაგან გარე-მოდგომილისა ბოროტისა, და რისხჳსაგან სამეუფოჲსა განგუარინენ ღი҃ს-მშობელო მონანი შენნი:

მწუხრისა გალობასა, შევჰსწირავთ შენდა ქე҃ საკუმეველითა, და…

სტიქარონსა ზედა, დასდებელნი. სინანულისანი. ჴმა გ.

მწუხრისა გალობასა, შევჰსწირავთ შენდა ქე҃ საკუმეველითა, და შესხმითა სულიერითა გიღაღადებთ, შეიწყალენ მაცხოვარ სულნი ჩუჱნნი:

მაცხოვნე მე ღო҃ ჩემო, რამეთუ შენ-ხარ მაცხოვარი ყოველთა, რამეთუ ვნებათა ღელუა აღმაშფოთებს, და სიმძიმე უსჯულოებათა დამნთქამს მე, მომეც ჴელი შეწევნისა, და ნათელსა აღმომიყუანე მე სინანულისასა, ვითარცა მხოლო მოწყალე-ხარ და კაცთ-მოყუარე:

დიდ-არს ძალი მოწამეთა შენთა ქე҃, რამეთუ საფლავსა…

მოწამეთა.

დიდ-არს ძალი მოწამეთა შენთა ქე҃, რამეთუ საფლავსა შინა მდებარე-არიან, და სულთა უკეთურთა განსდევნიან, და დათრგუნეს მტერისა ჴელმწიფებაჲ, სარწმუნოებითა სამებისათა, და მჴნედ მოწყალე-იქმნნეს ღი҃ს-მსახურებისათჳს:

ღი҃ს-მშობელო სასოო ყოველთა მუჱდრებელთა შენთაო, შენგან სასოებაჲ…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

ღი҃ს-მშობელო სასოო ყოველთა მუჱდრებელთა შენთაო, შენგან სასოებაჲ გუაქუს, შენგან ვიქადით, შენდა მომართ-არს ყოველი სასოებაჲ ჩუჱნი, მეოხ-გუჱყავ შენგან შობილისა მიმართ სულთა ჩუჱნთათჳს.

ვიდრე ესე მწირ ხარ ქუჱყანასა ზედა, შეინანე…

სამშაბათსა ცისკრად, შემდგომად ა, სტიქოლოგიისა, წარდგომანი სინანულისანი. ჴმა გ.

ვიდრე ესე მწირ ხარ ქუჱყანასა ზედა, შეინანე სულო ჩემო, რამეთუ მიწაჲ საფლავსა შინა ვერ ინანის, და ცოდუათაგან ვერ განერების, უღაღადებდ ქე҃სა ღთ҃სა, ვჰსცოდე გულთ-მეცნიერო, პირუჱლ დასჯად ჩემდამდე შემიწყალე მე:

ვიდრემდის დაადგრები სულო ჩემო ცოდუათა შინა, ვიდრემდის…

უ҃ო ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ მე და ნუცა რისხჳთა შენითა მჰსწავლი მე:

ვიდრემდის დაადგრები სულო ჩემო ცოდუათა შინა, ვიდრემდის ადროებ სინანულისა მოგებასა, მოიჴსენე გონებითა შენითა მერმე იგი სასჯელი, ღაღად-ჰყავ უ҃ისა მიმართ, შეგცოდე უცოდუჱლო უ҃ო შემიწყალე მე:

შესავედრებელო და ძალო ჩუჱნო ღი҃ს-მშობელო, მტკიცეო შემწეო…

დიდება. აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

შესავედრებელო და ძალო ჩუჱნო ღი҃ს-მშობელო, მტკიცეო შემწეო სოფლისაო, მეოხებითა შენითა გჳჴსნენ მონანი შენნი ყოვლისაგან ჭირისა, მხოლოო კურთხეულო:

სიღრმე ცოდუათა ჩემთა შენ უწყი უ҃ო, მომეც…

შემდგომად ბ. სტიხოლოგიისა. წარდგომანი სინანულისანი. ჴმა გ.

სიღრმე ცოდუათა ჩემთა შენ უწყი უ҃ო, მომეც ჴელი შეწევნისა ვითარცა პეტრეს, და შემიწყალე მე:

რაჟამს იგი მოვიდეს სასჯელი მართალი, და მსაჯული…

მიწყალე მე უ҃ო, რამეთუ უძლურ ვარ, განმკურნე მე:

რაჟამს იგი მოვიდეს სასჯელი მართალი, და მსაჯული დაჯდეს ყოველთა, რაჲმე მისცე მიგებაჲ სულო ჩემო, ამისთჳსცა ჴმა-ჰყავ პირუჱლ აღსასრულისა, შეგცოდე ღო҃ მაცხოვნე მე:

ღი҃უ-სანატრელო დედაო უსძლოო, მოუძლურებული სული ჩემი განჰკურნე…

დიდება. აწდა. ღი҃ს-მშობლისა. შუჱნიერებისა ქალწულებისა.

ღი҃უ-სანატრელო დედაო უსძლოო, მოუძლურებული სული ჩემი განჰკურნე, რამეთუ ვივნებ ცოდუათა ჩემთაგან საწყალობელი, ამისთჳსცა გიღაღადებ შენ სულთქმითა გულისა ჩემისათა, მაცხოვნე მე მრავალ-მცოდუჱლი ესე ყოვლად უბიწოო, რათა კადნიერებით გიჴმობდე შენ, გიხაროდენ მიმადლებულო:

საფარუჱლსა ქუჱშე შენსა მოვივლტით, დსა სარწმუნოებით გიჴმობთ…

შემდგომად გ. სტიხოლოგიისა, წარდგომანი. ჴმა გ. საღმრთოსა სარწმუნოებისა.

საფარუჱლსა ქუჱშე შენსა მოვივლტით, დსა სარწმუნოებით გიჴმობთ სიღრმითა სულისათა, ღი҃უ-სანატრელო წინასწარმეტყუჱლო და წინამორბედო, ზედა დასხმისა და ბრძოლისა აღძრუაჲ, და უძლურებისა ღელუაჲ დააყუდე, და ამაო-ჰყუჱნ მტერისა ბოროტისა ჴელოვნებითი ზრახუაჲ, და გჳთხოვე ჩუჱნ დიდი წყალობაჲ:

ღუაწლით-შემოსილთა შენთა, საჴსენებელი უ҃ო უფროს განაბრწყინუჱ, ვითარცა…

დიდება შენდა, ღო҃ ჩუჱნო, დიდება შენდა: შუჱნიერებასა.

ღუაწლით-შემოსილთა შენთა, საჴსენებელი უ҃ო უფროს განაბრწყინუჱ, ვითარცა ყოვლად ზლიერმან, რამეთუ განამჴნუჱნ იგინი მიმსგავსებად ვნებათა შენთა, სძლეს ახოვნად ძალსა ბელიარისსა, ვინაცა მოიხუნეს მადლნი კურნებათანი, მათითა ოხითა კაცთ-მოყუარეო, მშჳდობაჲ მოჰმადლე ერდა შენსა:

კაცად კაცადი სადაცა ცხოვნდებოდის, სამართლად მიივლტინ მუნ…

დიდება. აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

კაცად კაცადი სადაცა ცხოვნდებოდის, სამართლად მიივლტინ მუნ, რომელიმცა უკუჱ იყო სხუა ესე ვითარი შესავედრებელი, ვითარ შენ ღი҃ს-მშობელო, რომელი ჰფარავ სულთა ჩუჱნთა:

რომელმან წამის-ყოფით, შეჰკრიბნა წყალნი შესაკრებელსა ერთსა მან…

სამშაბათსა კანონი სინანულისა. გალობა ა. ჴმა გ. სძლისპირი.

რომელმან წამის-ყოფით, შეჰკრიბნა წყალნი შესაკრებელსა ერთსა მან განუღო, მეწამული ზღუაჲ ერსა ისრაილისასა, ესე არს ღი҃ ჩუჱნი, დიდებული და ქებული მას მხოლოსა უგალობთ რომელიცა დიდებულ-არს:

პირუჱლ აღსასრულისა, ჵ მორწმუნენო, ვსტიროდეთ გულს-მოდგინედ თავთა…

ტროპარნი.

პირუჱლ აღსასრულისა, ჵ მორწმუნენო, ვსტიროდეთ გულს-მოდგინედ თავთა ჩუჱნთა, მოახლებულ-არს სიძე, და მოვალს მსაჯული, აღუანთნეთ საქმენი მსგავსად, ლამპართა ბრწყინუალეთა რათა ერთობით შევიდეთ, საღთოსა მას სასძლოსა:

რაჟამს გულს-მოდგინებით, სინანულითა, ჴმა-ჰყო ღი҃სა მიმართ ცხოვნდა მანასჱ, ვინათგან შეკრულმან საკრუჱლითა ღაღადჰყო მხოლოსა ღი҃სა მიმართ, ყოვლისა შემძლებელისა, მას ჰბაძევდ ჵ სულო, და შენცა ჰსცხონდე მოსწრაფედ:

და თუალთა აღმოჴდანი, ჴელთა მოჭრანი, და ენისა…

მოწამეთა.

და თუალთა აღმოჴდანი, ჴელთა მოჭრანი, და ენისა და ფერჴთა მოკუჱთანი, და წჳვთა და მკლავთა განთჳსუაჲ მოითმინნეს, ახოვნად მოწამეთა, ღუაწლით-შემოსილთა მჴნეთა, და მადლობდეს ქე҃სა, რომელიცა დიდებულ-არს:

სამარჴო ძუალთა თქუჱნთა, მორწმუნეთათჳს, სამკურნალოდ გამოჩნდა მარტჳლნო, ვინა იგი აღმოვივსებთ დაუწყუჱტელად, კურნებისა სულთა და ჴორცთა ჩუჱნთასა ნეტარნო, რომელნიცა ჯეროვნად გადიდებთ და გიგალობთ თქუჱნ:

რომელმან ტკბილი იგი, მანანაჲ ქე҃ჲ, იტჳრთე ჵ…

ღი҃ს-მშობლისა.

რომელმან ტკბილი იგი, მანანაჲ ქე҃ჲ, იტჳრთე ჵ ტაკუკო სულიერო, სიმწარისაგან სულთა მკულელთა ვნებათასა, განმათავისუფლე ყოვლად საგალობელო სძალო, რათა სარწმუნოებით, დიდების-გმეტყუჱლებდე შენ:

ბერწისაგან მუცლისა, სუნნელებითა, სავსეო ნაყოფითა ნაყოფიერ-ჰყავ აწ…

სხუა კანონი, წინა-მორბედისა მიმართ. ჴმა გ. გალობა ა. სძლისპირი.

ბერწისაგან მუცლისა, სუნნელებითა, სავსეო ნაყოფითა ნაყოფიერ-ჰყავ აწ უნივთოჲ სული ჩემი სანატრელო, და აღმოფხურენ ჩემგან ნაყოფნი იგი ვნებათანი, რათა სიხარულით, გიგალობდე წინა-მორბედო:

მზისა მის სიმართლისა, წინამორბედად, და მთიებად გამოსჩნდი ყოვლად ქებულო, მაუწყებელად მისსა მის გამოჩინებაჲსა, რომელმან იგი ყოველი სოფელი განანათლა, მას მხოლოსა ევედრე, ცხოვრებად სულთა ჩუჱნთათჳს:

რომელმან ცხოვრებაჲ ჯოჯოხეთისა შინათა მიახლებული, სულითა საღმრთოჲთა წინასწარ აუწყე წინასწარ-მეტყუჱლო, მომკუდარი სული ჩემი განაცხოველე მეოხებითა შენითა, და ვითარცა საფლავისაგან შეცოდებათასა აღადგინე, გევედრები დიდებულო წინა-მორბედო:

შენგან შობილსა ღი҃სა, ევედრე ჩუჱჳ҃თჳს, მადიდებელთა შენთა…

ღი҃ს-მშობლისა.

შენგან შობილსა ღი҃სა, ევედრე ჩუჱჳ҃თჳს, მადიდებელთა შენთა ღი҃ს-მშობელო, რომელნი ჭეშმარიტად დედად ღი҃სად გქადაგებთ, და ჴმასა მთავარ-ანგელოსისასა გიღაღადებთ, გიხაროდენ მიმადლებულო უ҃ი შენ თანა:

ეჰა ბერწო სულო ჩემო, და ნაყოფთაგან ცუდო…

გალობა გ. სძლისპირი.

ეჰა ბერწო სულო ჩემო, და ნაყოფთაგან ცუდო, აღყუავენ ღი҃სა მიერ, და ნაყოფიერი, ესრეთ ღაღადებდ არავინ არს წმიდა, არავინ არს მართალ, შენებრ უ҃ო:

სჯული საღმრთოჲ შეურაცხვჰყავ მე უგუნურმან ამან, და…

ტროპარნი.

სჯული საღმრთოჲ შეურაცხვჰყავ მე უგუნურმან ამან, და მეგულუჱბის დასჯაჲ, და თუ რამე ვქმნა მე, არა უწყი ჵ, მსაჯულო მართალო, წყალობით მომხედენ, და მაცხოვნე მე:

ნათელი-ხარ შემოქმედი, ყოველთავე ნათლითა, სიმართლისა ნათელი, აღმომიბრწყინუჱ მე, ქე҃ მაცხოვარ, და დაჰჴსნენ ვნებათა ჩემთა, სატანჯუჱლნი, მრავალ მოწყალე:

ქუჱყნისა მის მშჳდთასა, მკჳდრთა და სამოთხისა, ხეთა…

მოწამეთა.

ქუჱყნისა მის მშჳდთასა, მკჳდრთა და სამოთხისა, ხეთა ნაყოფიერთა, ბევრეულნი მბრძოლნი, სოფლის-მპყრობელნი, დასხნეს მოწამეთა, და სამებაჲ წმიდაჲ, სიმჴნით ჰქადაგეს:

მრავალთა მათ გუამთა შინა, ერთი სიმჴნჱ აჩუჱნეს წმიდათა მოწამეთა, და წყარო წყლისა მის, ცხოველისა იქმნნეს, და ტაკუკ და ბარძიმ საღმრთოსა, მადლისა მორწმუნეთათჳს:

ქალწულო სძალო უხრწნელო, მოწყალე-ჰყავ ძე შენი, მუჱდრებელთა…

ღი҃ს-მშობლისა.

ქალწულო სძალო უხრწნელო, მოწყალე-ჰყავ ძე შენი, მუჱდრებელთა შენთათჳს, და მადიდებელთა, ქე҃ს ღი҃სათა, და ბრალთა შენდობაჲ, გჳთხოვე უღირსთა ჵ დედოფალო:

ჴმა სიტყჳსა ღი҃სა იქმენ, ღირსო წინა-მორბედო, და…

სხუაჲ სძლისპირი იგივე.

ჴმა სიტყჳსა ღი҃სა იქმენ, ღირსო წინა-მორბედო, და აწ ჴმაჲ ვედრებათა, ჩუჱნთა შეისმინე, და შეწირე ღი҃სა მეუფისა მიმართ, და ბრალთა შენდობაჲ, მითხოვე მისგან:

შეგცოდე უ҃ო ვითარმედ, და უსჯულო-ვიქმენ, არამედ შენ სახიერ, ვედრებითა წინა-მორბედისათა, მომაქციე შენდა, და მომეც შენდობაჲ შეცოდებათა:

უდაბნოსა შინა შეცთომილსა გემოვნებითა, წარმიძეღუ გზად მიმართ სინანულისად, უდაბნოსა შინა აღზრდილსა, და წინა-მძღუარსა ახალთა ერთასა გევედრები შენ წინბა-მორბედო:

მოციქულისა თანა ღი҃რსო, ქალწულო ღი҃ს-მშობელო, მოწამეთა და…

ღი҃ს-მშობლისა.

მოციქულისა თანა ღი҃რსო, ქალწულო ღი҃ს-მშობელო, მოწამეთა და მღუდელთ-მოძღუართა, შენგან შობილსა ღთ҃სა, ევედრე მოცემად ჩუჱნ მოსავთა შენთა, შენდობა ცოდუათა, და ჴსნა ბრალთაგან:

ქე҃ ღო҃, ცანო კეთილთა შენთა დაჰფარნეს, რაჟამს…

გალობა დ. სძლისპირი.

ქე҃ ღო҃, ცანო კეთილთა შენთა დაჰფარნეს, რაჟამს კიდობნისა მისგან, სიწმიდისათ მოხუჱდი, სოფლად სიმდაბლით ჩუჱნთჳს, და ვითარცა ჩჩჳლი გიხილეს ღი҃ ყოველთა დაბადებულთა, აღივსო ყოველივე დიდებითა შენითა:

ქე҃ ღო҃, რომელმან კლდისაგან მყარისა, ერსა მას…

ტროპარნი.

ქე҃ ღო҃, რომელმან კლდისაგან მყარისა, ერსა მას ურჩსა და მაცილობელსა და წინა-აღმდგომსა, წყალი აღმოუცენე, აწცა კლდისა მსგავსისა და ულმობელისა სულისა ჩემისაგან, წყარონი განმწმედელნი ბრალთანი აღმოაცენენ:

ჵ მკურნალო, სნეულთაო გულისა ჩემისა, ვნებანი განჰკურნენ წამის-ყოფითა წყალობისათა, და წამალთა მიერ, ტკბილთა სინანულისათა შეხჳე იგი ვითარცა სახიერ-ხარ უ҃ო, რათა სარწმუნოებით გადიდებდე:

ჴორცთა მიმართ, სიყუარულისა გულის-სიტყუანი, სრულიად განიშორნეს ღუაწლით-შემოსილთა…

მოწამეთა.

ჴორცთა მიმართ, სიყუარულისა გულის-სიტყუანი, სრულიად განიშორნეს ღუაწლით-შემოსილთა მარტჳლთა, და მტანჯუჱლთა მათთა ნებსით, თჳსით ახოვნებით მისცნეს ჴორცნი მათნი, ვინაცა, საკუთარ მონა ქე҃სა იწოდნეს:

მრავალ-სახჱ, სალმობაჲ ტკივილთა თავს-იდევით, და მადლი მოიღეთ ახოვანნო მეუფისანო, ნიჭთაგან სულისათა, ვნებათა ჩუჱნთა მრავალ-ჟამეულსა სალმობასა და ტკივილსა განდევნად, აღივსო ყოველივე დიდებითა შენითა უ҃ო:

გიხაროდენ ჵ მრავალ-სახელო დედოფალო, რომლისაგან იშუა სიტყუაჲ…

ღი҃ს-მშობლისა.

გიხაროდენ ჵ მრავალ-სახელო დედოფალო, რომლისაგან იშუა სიტყუაჲ ღი҃სა და მიჴსნნა ჩუჱნ, ბოროტთა ვნებათაგან, გიხაროდენ ღრუბელო ნათლისაო რომელი განაქარუჱბ ბნელსა, ცოდუათა, და მედგრობათა ჩუჱნთა უჯეროთასა:

რომელი ღირს-იქმენ, ნათლის-ცემად მეუფისა ქე҃სა, წყალთა შინა…

სხუა სძლისპირი. მოსლჳსა.

რომელი ღირს-იქმენ, ნათლის-ცემად მეუფისა ქე҃სა, წყალთა შინა იორდანისათა, განანათლე სული ჩემი, დაბნელებული გულის-სიტყუათაგან:

სულთ-ითქუჱმდ შენ სულო, და მეუფისა მიმართ ღაღადებდ, შემიწყალე მე კაცთ-მოყუარეო, და ცეცხლისა მისგან მიჴსენ, ვედრებითა ნათლის-მცემელისათა:

ღელუათა მიერ მრავალთა ბოროტთა ვნებათათა დანთქმული, და გრიგალითა ბოროტად შეპყრობილი, და მარადის დანთქმული, განმარინე ჩუჱნ ნათლისმომცემელო, და სინანულისა წარმიძეღუ ლიმენათ.

დედაო ქე҃სო, უზესთაესო ხერუვიმთაო, მოსავნი შენნი დაგჳფარენ…

ღი҃ს-მშობლისა.

დედაო ქე҃სო, უზესთაესო ხერუვიმთაო, მოსავნი შენნი დაგჳფარენ ყოველთაგან განსაცდელთა, რამეთუ შენ გესავთ მიმადლებულოპ:

ჩუჱნებით ისაია, იხილა რა უ҃ი, საყდართა მჯდომარე…

გალობაჲ ე. სძლისპირი.

ჩუჱნებით ისაია, იხილა რა უ҃ი, საყდართა მჯდომარე, და გარე-შეცული ანგელოსთა მიერ ღაღადყო, ჵ უბადრუკსა რამეთუ ვიხილე ღი҃ ჴორცითა, ნათელი ბრწყინუალე და მთავარი მშჳდობისა:

მასხურე უსუპითა, სინანულისათა, და განმწმიდე ვნებათა მწიკულისაგან…

ტროპარნი.

მასხურე უსუპითა, სინანულისათა, და განმწმიდე ვნებათა მწიკულისაგან რათა გეჩუჱნო შენ წმიდად, ჟამსა მას განკითხჳსასა რაჟამს განიკითხჳდე დაბადებულთა, მსჰჯავრითა მით სიმართლისათა ყოვლად ძლიერო:

შეყროლდეს წყლულებანი ჩემნი ქე҃ და დალპეს, ბრალთა სიმრავლითა, და სული ჩემი ბოროტად იგუჱმების მკურნალო, განწირულთაო და მომცემელო ყოველთა კეთილთაო, განმჰკურნე და მაცხოვნე წყალობითა შენითა:

შეიმუსრნეს კეცისა, ჭურნი მიწისაგანნი, წმიდათა მარტჳლთანი, ქუჱყანასა…

მოწამეთა

შეიმუსრნეს კეცისა, ჭურნი მიწისაგანნი, წმიდათა მარტჳლთანი, ქუჱყანასა ზედა არამედ სიმტკიცე სულისა, მათისა სამღთო, უფროს და უმეტეს განძლიერდა, და შჳდ-წილ განბრწყინდა ძალითა ქე҃სითა:

დათხეულმან მან სისხლმან, წმიდათა მარტჳლთამან, წმიდა-ჰყო სოფელი, და მორწყნა სულნი ქე҃ს მორწმუნენი, და კუალად განაჴმნა ბილწნი, საზორუჱლნი იგი ეშმაკთანი, და მრღჳენი ღუარნი არა წმიდათა, მათ კერპთანი:

შობითა მით შენითა, სამღთოჲთა დაჰჴსენ წყევაჲ, პირუჱლისა…

ღი҃ს-მშობლისა.

შობითა მით შენითა, სამღთოჲთა დაჰჴსენ წყევაჲ, პირუჱლისა მამისა, და აღმოგჳცენე ჩუჱნ კურთხევისა, უფსკრულნი, და მდინარენი ყოვლად წმიდაო ქალწულო ღი҃ს-მშობელო, რომელნი სარწმუნოებით გაქებთ და გაკურთხევთ შენ:

ქუჱყანასა, ზედა შენ ვითარცა ანგელოსი, ყოვლად წმიდა…

სხუა სძლისპირი. ქუჱყანასა ზედა.

ქუჱყანასა, ზედა შენ ვითარცა ანგელოსი, ყოვლად წმიდა იქცეოდე ქე҃ს წინა-მორბედო, ამისთჳსცა გიგალობთ, და ჴსენებასა შენსა ვადიდებთ:

უფსკრულსა მას, ცოდჳსასა შთავრდომილი ესე გევედრები დიდო ნეტარებისა ქადაგო, აღმომიყუანე მიერ, და მაცხოვნე ჵ წინა-მორბედო:

შენ წინასწარ-მეტყუჱლთა გამოსჩნდი უმაღლეს, რამეთუ თჳთ იხილე ქადაგებული იგი წინასწარ-მეტყუჱლო რომელსა დაუცხრომელად ევედრე, რათა განანათლნეს სულნი ჩუჱნნი:

ცათა უვრცევლეს, იპოვა საშო შენი სძალო, რამეთუ…

ღი҃ს-მშობლისა.

ცათა უვრცევლეს, იპოვა საშო შენი სძალო, რამეთუ დაუტევნელი სიტყუა დაიტიე, და გჳშევ ჩუჱნ ღი҃ სრული, და კაცი ორითა ბუნებითა:

სიღრმეთა ცოდჳსათა მომიხუნეს მე, განმხრწნელთა სულისათა, არამედ…

გალობა ვ. სძლისპირი.

სიღრმეთა ცოდჳსათა მომიხუნეს მე, განმხრწნელთა სულისათა, არამედ შენ კაცთ-მოყუარე, მოჰყავ მარჯუჱნა შენი, და მსგავსად იონასსა მიჴსენ, და ვითარ პეტრჱ, დანთქმისაგან აღმომიყუანე:

მოვიწყალ, ცოდჳსა მახჳლითა, და ვსძე უქმად უსულოდ…

ტროპარნი.

მოვიწყალ, ცოდჳსა მახჳლითა, და ვსძე უქმად უსულოდ, არამედ რომელი ეგე, ჩემთჳს მოიწყალ ქე҃, ლახურითა ჯუარსა ზედა, გამნკურნბე მჴსნელო, მოწყალებითა შენთა წამლითა:

სულთ-ვითქუამ, და ცოდუათაგან არა, მოვიქცევი ყოვლადუჱ, ვსცრემლოჲ და სასჯელისა, მისგან არა ვჰსძრწი, რამეთუ ულმობელობითა, სნეულ-ვარ მწარედ მომაქციე მე, ღი҃სა სიტყუაო:

კრავთაებრ, არა უჴდებოდეთ თქუჱნ, და არცა ღაღადებდით…

მოწამეთა.

კრავთაებრ, არა უჴდებოდეთ თქუჱნ, და არცა ღაღადებდით, ყოვლად ქებულნო მარტჳლნო, დაკლუად რა მშჳდობით, და პირად პირადად ტანჯუად, და მიითუალეთ, მადლობით ღი҃რსნო, ქე҃ს ღი҃სათჳს:

მჴეცთა რა მიეცემოდეთ საჭმელად, და უფსკრულთა შთათხევად, იხარებდით თქუჱნ სულითა, ახოვანნო მარტჳლნო, ამისთჳს ქე҃მან ღთ҃მან, შეგაკმუნა მჴნენო გჳრგჳნთა მიერ, დაუჭნობელითა:

ჵ კარო, ცხოვნებულთაო სძალო, და ბჭეო საუფლოო…

ღი҃ს-მშობლისა.

ჵ კარო, ცხოვნებულთაო სძალო, და ბჭეო საუფლოო, რომელი განულო მხოლომან, ჩუჱნთჳს განკაცებულმან, განმიხუჱნ ჩუჱნ ბჭენი იგი სინანულისანი, საუკუნენი, შემსხმელთა შენთა:

დამკჳდრება იონასი, სიღრმესა მას შინა, სახედ ბუნებისა…

სხუა. სძლისპირი.

დამკჳდრება იონასი, სიღრმესა მას შინა, სახედ ბუნებისა ჩუჱნისა, მოესწავებოდა ჯოჯოხეთს შინა რომლისაგან მიჴსნენ ჩუჱნ მრავალ-მოწყალე:

რომელმან წყალთა მათ შინა, უ҃სა ნათელეც, მას ევედრე მოცემად ჩუჱნდა, ლმობიერებისა წყალი ნეტარო, განწმედად შეცოდებათა ჩუჱნთა:

უფსკრული მოწყალებისა, მოგიდრეკდა თავსა, წყალთა შინა რომელმან იგი, დაჰრთნა ზესკნელს წყალნი, მას ევედრე აწ, მოცემად ჩუჱნდა ცუარი წყალობისა:

მოახლებულ-არს სასუფეველი ცათა, შეინანეთ ჰჴმობდა წინა-მორბედი, რომლისა მიმთხუჱვად ღირსჰყუჱნ რომელნი სურჳლით პატივს-გცემენ შენ, და მოივლტიან საფარუჱლსა ქუჱშე შენსა პატიოსანსა:

რომელმან ავასხენ ჴორცნი, მეუფესა ქე҃ს, მიმადლებულო ღი҃ს-მშობელო…

ღი҃ს-მშობლისა.

რომელმან ავასხენ ჴორცნი, მეუფესა ქე҃ს, მიმადლებულო ღი҃ს-მშობელო, და გჳშევ ჩუჱნ ღი҃, დამბადებელი, მას ევწედრე ცხოვრებად სულთა ჩუჱნთათჳს:

ღი҃სა სიტყუასა რომელნიცა, ცეცხლსა შინა შეაცურივნა, სამნი…

გალობა ზ. სძლისპირი.

ღი҃სა სიტყუასა რომელნიცა, ცეცხლსა შინა შეაცურივნა, სამნი ყრმანი, ღი҃ს-მეტყუჱლნი და ქალწულმან შუა, შევამკობდეთ ყოველნი და ესრეთ ვღაღადებდეთ, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:

უხრწნელებისა სამოსელი, განმეძარცუა უბადრუკსა, რამეთუ შევიმოსენ საქმენი…

ტროპარნი.

უხრწნელებისა სამოსელი, განმეძარცუა უბადრუკსა, რამეთუ შევიმოსენ საქმენი ბოროტნი, ამისთჳს გიღაღადებ, ღო҃ კაცთ-მოყუარეო, სათნოებათა სამკაუ ლითა განმაბრწყინუჱ მე:

თუალითა მემრუშითა ვიწყალ, და უკრძალუჱლად შეხებითა, შევიგინე, და საძაგელ-ვიქმენ უბადრუკიმ წინაშე შენსა ქე҃, არამედ შემიწყნარე, მსგავსად უძღებისა მის და შემამკუჱ სათნოებითა:

ფუფუნებაჲ გამოუთქმელი, შეიყუარეთ მოწამენო, და გამოუთქმელნი ტანჯუანი…

მოწამეთა.

ფუფუნებაჲ გამოუთქმელი, შეიყუარეთ მოწამენო, და გამოუთქმელნი ტანჯუანი, თავს-ისხენით, უძლეველნო ბანაკნო, ქე҃ს მეუფისანო, ვინაცა სარწმუნოებით იქებით და იდიდებით:

ბრწყინუალებითა ტანჯუათათა, შეიმკუჱნით შუჱნიერად, და ელუარე-იქმნენით უფროს მზის-თუალისა, დიდებულნო მარტჳლნო, და ყოველი წყუდიადი, უღთოებისა განსდევნეთ წუჱყანით ქე҃ს ძალითა:

ვითარცა დედა მეუფისა, ღი҃სა ყოვლისა მპყრობელისა, შეპყრობილსა…

ღი҃ს-მშობლისა.

ვითარცა დედა მეუფისა, ღი҃სა ყოვლისა მპყრობელისა, შეპყრობილსა უმეცრებისა წყუდიადითა, და ცოდუათა ბნელითა, ქალწულო ღი҃ს-მშობელო, მექმენ მოღუაწე და განმარინე ყოველთა განსაცდელთაგან:

ვითარცა სანთელ-ხარ, მზისა მის სიმართლისა, განანათლე აწ…

სხუა. სძლისპირი. ვითარცა სამთა ყრმათა.

ვითარცა სანთელ-ხარ, მზისა მის სიმართლისა, განანათლე აწ სული ჩემი, ჵ ნათლის-მცემელო, დაბნელებული მწარედ, და ღირს-მჰყავ ღაღადებად, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:

ჟამსა განკითჳსასა, ვჰჴედავ და ვჰსძრწი რამეთუ, ტჳრთი ცოდუათა მძიმე მჰკიდავს, არამედ შენ ღირსო, ქე҃ს ნათლის-მცემელო, მსწრაფლ-მეწიე და მიჴსენ, ცეცხლისა მისგან უშრეტისა რომელი მიმელის:

შუამდგომელო ცხოვრებისა ჩემისაო, და შემწეო ჩემო წინა-მორბედო, მტერთაგან ხილულთა და უხილავთა მცევდ და მფარევდ მე, და ზეციერისა ზიარმჰყავ სუფევისა:

ქალწულო ღი҃ს-მშობელო, ძესა შენსა ევედრე, საუკუნოჲსა ცეცხლისაგან…

ღი҃ს-მშობლისა.

ქალწულო ღი҃ს-მშობელო, ძესა შენსა ევედრე, საუკუნოჲსა ცეცხლისაგან, ჴსნად მოსავთა შენთა, და პოვნად წყალობისა, რათა ესრეთ ვიტყოდეთ, კურთხეულ-არს დედოფალო შენგან შობილი მეუფე:

მონებად ღი҃სა აღდგომილნი, ყრმანი შეითხივნეს ცეცხლსა მიუახლებელსა…

გალობა ჱ. სძლისპირი.

მონებად ღი҃სა აღდგომილნი, ყრმანი შეითხივნეს ცეცხლსა მიუახლებელსა, და ალისაგან არა ევნოთ, და გალობით იტყოდეს, აკურთხევდით ყოველნი საქმენი უ҃სა, და ამაღლებდით მას უკუნისამდე:

ვინათგან არა მაქუნდა შიში, შენი დამკჳდრებულად გულსა…

ტროპარნი.

ვინათგან არა მაქუნდა შიში, შენი დამკჳდრებულად გულსა შინა ჩემსა, ყოველივე ჴორცთა გულის-თქმაჲ აღუასრულე მედგარმან, და მეშინის მსჯავრისა შენისაგან ქე҃, ნუ მომიძაგებ შენდა მოქცეულსა:

ქუჱყანისა მის კეთილისა, მკჳდრ გამოაჩინენ ჵ მრავალ-მოწყალეო, სადა იგი მკჳდრ არიან მშჳდნი, და განმწმიდე ცრემლითა, ქუჱყანისა ცოდუათაგან რომელი ეგე უცოდუჱლად იშევ ქუჱყანასა ზედა:

სისხლითა მით ჴორცთა თქუჱნთათა, შეიღებნეს ფერჴნი თქუჱნნი…

მოწამეთა.

სისხლითა მით ჴორცთა თქუჱნთათა, შეიღებნეს ფერჴნი თქუჱნნი ქე҃ს მოწამენო, დამცემელად მტერთა უხილავთა, და გზასა ზეცისასა წარმართებად შუჱნიერად ყოვლად-დიდებულნო, ქე҃ს ღი҃სა ჩუჱნისა მიერ მარტჳლნო:

განშიშულებულნი განხუჱდით წყობად, და ღუაწლთა დიდთა შებმა უყავთ მოწამენო, და ესრეთ განაქიქეთ მტერი, და განშიშულებული განბძარეთ, ამისთჳსცა გჳრგჳნოსანნი ცათა შინა, ჰსუფევთ წინაშე სამებისა წმიდისა:

შუჱნიერება ეგე საღმრთო, იაკობისი შუჱნიერმან მან სიკეთითა…

ღი҃ს-მშობლისა.

შუჱნიერება ეგე საღმრთო, იაკობისი შუჱნიერმან მან სიკეთითა, ქე҃მან ღთ҃მან შეგიყუარა, და შენ თანა დაემკჳდრა, უბიწოო, და კაცთა არსებაჲ განაშუჱნა, მაღალთა მათ საღმრთოთა ნიჭთა მიერ:

ცეცხლი იგი შემწუჱლი, უსხეულომან შეაცურია, და ღთ҃-შემოსილნი…

სხუა. სძლისპირი.

ცეცხლი იგი შემწუჱლი, უსხეულომან შეაცურია, და ღთ҃-შემოსილნი ყრმანი ღაღადებდეს, აკურთხევდით ყოველნი საქმენი უ҃სა უგალობდით, და უფროსად ამაღლებდით, მას უკუნისამდე:

ტარიგსა მას ღი҃სასა, რომელი ჰქადაგე ნეტარო, რომელმან აღიხუნა ცოდუანი სოფლისანი, ევედრე აწ, აღებად ტჳრთი ცოდუათა ჩემთა, და ღირს-ჰყოფად მის მიერსა დიდსა წყალობასა:

ცეცხლისა შემწუჱლსა, და ბნელისა გარესკნელისა, და ღრჭენისაგან კბილთასა მიჴსენ ქე҃, ვედრებითა, წმიდისა ნათლის-მცემელისა შენისათა, ვითარცა ხარ, მხოლო სახიერ და კაცთ-მოყვარე:

უნაყოფოთა და ცალიერთა სულითა, რომელიცა სინანულითა კეთილ-ნაყოფიერებისა უქადაგებდ, საღმრთოო წინასწარ-მეტყუჱლო უ҃ისაო, ეკლოვანი სული ჩემი განჰსწმიდე ყოველთაგან გემოთა, რათა აღუზარდო ჴუვილი კეთილთა საქმეთა:

დედაო ქე҃სო, მომფინე ჩემ ზედა წყალობაჲ, და…

ღი҃ს-მშობლისა.

დედაო ქე҃სო, მომფინე ჩემ ზედა წყალობაჲ, და მაცხოვნე მე რათა ესრეთ ვღაღადებდე, აკურთხევდით, ყოველნი საქმენი უ҃სა უგალობდით, და უფროსად, ამაღლებდით მას უკუნისამდე:

წერილთა მიერ სჯულისათა, მოგუჱსწავა ჩუჱნ მორწმუნეთა, ვითარმედ…

გალობა თ. სძლისპირი.

წერილთა მიერ სჯულისათა, მოგუჱსწავა ჩუჱნ მორწმუნეთა, ვითარმედ ყოველი წული, პირუჱლ საშოჲსა გამღებელი, წმიდა უ҃ისა იწოდოს, აჰა დღეს ვიხილეთ ჩუჱნ, პირმშო ზეცით და ქუჱყანით, და სარწმუნოებით ვადიდებთ:

აჰა ჟამი შეწყნარებული, და დღე უბიწო ლხინებისა…

ტროპარნი.

აჰა ჟამი შეწყნარებული, და დღე უბიწო ლხინებისა, მოიქეც ჵ სულო, და ჰქმენ ნაყოფი სინანულისა, რათა არა უნაყოფოდ, გპოოს ცულმან სიკუდილისამან, და მოგკუჱთოს და ლეღუსა მას უნაყოფოსა, თანა დაიწუა:

შუჱბათათჳს ვიშუჱბ ვითარცა, მდიდარი იგი რამეთუ სნეულ-ვარ, უწყალოებითა და ცეცხლი-ნ საგან საუკუნოსა არა მეშინის, ქჳსა მსგავსი სული ჩემი, მოალბე სახიერო, რათა ნუ უკუჱ სიკუდილისა, ყოველსა მოვიქცე დაბნელებული:

აღინიშნენით თქუჱნ სისხლითა საღმრთოთა ქე҃სითა მარტჳლნო, და…

მოწამეთა.

აღინიშნენით თქუჱნ სისხლითა საღმრთოთა ქე҃სითა მარტჳლნო, და ნიშთა მიერ მტერნი, ურწმუნონი მორწმუნე-ჰყუჱნით, და ერნი აურაცხელნი, ქე҃სა შესწირენით, და ღი҃ს-მეცნიერებისა, ნათლითა განაბრწყინუჱნით:

მარტჳლთაებრ საუფლოთა, აღლესულთა დაჰსჭრენით მტერნი, და იქმნენით ტაძარ შემწყნარებელ ნათელსა სამებისასა, და ლამპარ განმანათლებელ, კიდეთა სოფლისათა, და მოქალაქე ჭეშმარიტად, ზეცათა სიონისა მარტჳლნო:

ღრუბლად ნათლისად გიხილა შენ, წინათუჱ წინასწარ-მეტყუჱლმან რომლისაგან…

ღი҃ს-მშობლისა.

ღრუბლად ნათლისად გიხილა შენ, წინათუჱ წინასწარ-მეტყუჱლმან რომლისაგან გამოჩნდა, ქე҃ მეუფე და განანათლნა სძალო, პირუჱლ დაბნელებულნი სულნი, მას ევედრე წმიდაო, რათა ნისლი ცოდუათა ჩუჱნთა, განაბნიოს და განმანათლოს მე:

სიტყუა ღი҃სა უხილავი, უთესლოდ გჳშევ ჩუჱნ ქალწულო…

სხუა. სძლისპირი.

სიტყუა ღი҃სა უხილავი, უთესლოდ გჳშევ ჩუჱნ ქალწულო უბიწოო, რომელი ზეცას უდედოდ და ქუჱყანასა ზედა უმამოდ, რომელსა თაყუანის ვსცემთ, და შენ დაუცხრომელად გადიდებთ:

შთახედ სჯულისა აჩრდილსა შინა, დაიტიე ცისკარი მდიდარი საღმრთოჲსა მადლისა, და განანათლენ კიდენი ქუჱყანისანი ბრძენო, და განსდევნე ბნელი უგულის-ჴმოებისა, ამისთჳს პატივს-გცემთ შენ:

ვითარცა ქე҃ს მოწამე, და ნათლის-მცემელი და წინა-მორბედი მისი, და ჴმა მაღალი ქადაგი სინანულისა ნეტარო, და შუამდგომელი შენ, ორთა მათ სჯულთა მეოხ-გუჱყავ ჩუჱნ:

ჟამსა განსაკრთომელსა, ჟამსა საშინელსა, და ყოველსა დასჯისასა, მე დასჯილი ესე მიჴსენ ბრძენო რისხჳსაგან მოსალოდებელისა, რამეთუ გაქუს შენ მსმენელი ოხათა შენთა, ვითარცა მეგობარსა სიძისა სულთა ჩუჱნთა მაცხოვრისასა:

სიტყუასა მას უხილავსა, შენგან ჴორც შესხმულსა ქალწულო…

ღი҃ს-მშობლისა.

სიტყუასა მას უხილავსა, შენგან ჴორც შესხმულსა ქალწულო უბიწოო, ყოველთა თანა წმიდათა, ევედრე ცხოვრებად ჩუჱნდა, რომელნიცა მოვივლტით, საფარუჱლსა შენსა ღი҃ს-მშობელო:

განბნეული გონება ჩემი შემოჰკრიბე უ҃ო, და დაკორდებული…

აღჳვსენითსა ზედა. დასდებელნი სინანულისანი. ჴმა გ.

განბნეული გონება ჩემი შემოჰკრიბე უ҃ო, და დაკორდებული გული ჩემი განწმიდე, ვითარცა პეტრეს მომეც სინანული, ვითარცა მეზუჱრესა სულთქმაჲ, და ვითარცა მეძავსა ცრემლნი, რათა ჴმა-მაღლად გიღაღადებდე შენ ღო҃ მაცხოვნე მე, ვითარცა მხოლო სახიერ-ხარ და კაცთ-მოყუარე:

მრავალ-გზის რა ვგალობდი ენითა, ვიპოვი ცოდჳს მოქმედად გონებითა, რამეთუ პირითა გალობათა ვიტყოდი, ხოლო სულითა ძჳრთა ვიგემოვნებდი, არამედ ორკერძოვე განმკურნე ქე҃ ღო҃, სინანულისა მიერ და შემიწყალე მე:

მეფეთა და მძლავრთა შიში განიშორეს ქე҃ს მჴედართა…

მოწამეთა.

მეფეთა და მძლავრთა შიში განიშორეს ქე҃ს მჴედართა, და კადნიერებით და ახოვნებით იგი თავადი აღიარეს ყოველთა უ҃ი ღი҃ და მეუფე, და მეოხ-არიან სულთა ჩუჱნთათჳს:

უთესლოდ მუცლად-იღე სულისა მიერ წმიდისა, დიდების-გმეტყველებთ და…

დიდება. აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

უთესლოდ მუცლად-იღე სულისა მიერ წმიდისა, დიდების-გმეტყველებთ და გიგალობთ შენ გიხაროდენ ყოვლად წმიდაო ქალწულო:

შეურაცხ-ჰყო რა მცნება შენი, ადამ უ҃ო სამოთხით…

სამშაბათსა. მომიჴსენენი. ჴმა გ.

შეურაცხ-ჰყო რა მცნება შენი, ადამ უ҃ო სამოთხით ექსორიაჰყავ, ხოლო ავაზაკი მოწყალეო რომელმან, აღგიარა ჯუარსა ზედა, მას შინა დაამკჳდრე და ღაღადებდა, მომიჴსენე მაცხოვარ, სასუფეველსა შენსა:

სოფლისა ამის გემოთაგან, შევაგინე სული ჩემი საწყალობელი, და წყალობათა შენთა მოვივლტი და ვჰჴმობ, ქე҃ მხოლოპო რომელმან, უწყი დაფარულნი საქმენი ჩემნი, განმწმიდე წყალობითა შენითა მეუფეო:

რომელნი იქმენ შუამდგომელ, ძუჱლისა და ახლისა სჯულისა ნათლის-მცემელო, დაძუჱლებული ესე ვნებათაგან, განმაახლე და ღირს-მყავ მე, სლუად ალაგთა მათ სინანულისათა წრფელთა, კეთილად მიმყუანებელად, ქე҃ს სასუფეველად:

ღუაწლი კეთილი მოიღუაწეთ, და ბევრეულნი ტკივილნი მოითმინენით…

მოწამეთა.

ღუაწლი კეთილი მოიღუაწეთ, და ბევრეულნი ტკივილნი მოითმინენით, ახოვანნო მოწამენო ქე҃სნო, ვინაცა ყოველთავე, სენთა და სალმობათა განჰკურნებთ, ამისთჳს გადიდებ თქუჱნ, ღუაწლით შემოსილნო მარტჳლნო:

ნათელი და ცხოვრება, და ყოვლისა მოქმედ-არს ჭეშმარიტად…

დიდება.

ნათელი და ცხოვრება, და ყოვლისა მოქმედ-არს ჭეშმარიტად სამგუამოვანი ერთობა, რომელსა ვადიდებთ, რამეთუ მამა და ძე და სული, ერთობა და მპყრობელი ყოველთა, მეუფე და უ҃ი ერთი სამთა შინა იცნობების ღი҃:

ქალწულო წმიდაო შემიწყალე, და მომაქციე ალაგთა სინანულისათა…

აწდა.

ქალწულო წმიდაო შემიწყალე, და მომაქციე ალაგთა სინანულისათა, რომელი ცოდჳთა განუარისხებ ღთ҃სა, და ვითარცა სახიერ-ხარ, შემცუალე კეთილად და განმარინე, სატანჯუჱლთაგან რათა, ვაქებდე შეწევნასა შენსა:

მთად ჩრდილოდ გიხილა შენ, სულითა პირუჱლ, წინასწარ-მეტყუჱლმან…

სერობასა. გალობანი წმიდისა ღი҃ს-მშობლისანი. გალობა ა. ჴმა გ. სძლისპირი. რომელმან წამის-ყოფით.

მთად ჩრდილოდ გიხილა შენ, სულითა პირუჱლ, წინასწარ-მეტყუჱლმან ამბაკომ სძალო, გევედრები შემწუარი ესე ვნებათაგან, დამიფარე და აჩრდილთაგან სიკუდილისათა მიჴსენ, და ცოდუათა ბოროტთა, რომელნი მაჭირუჱბენ მე:

სხურებითა საღმრთოსა, მის სისხლისათა, რომელი გარდამოჴდა გუჱრდისაგან ძისა შენისა განბანენ წყლულებანი, გულისა ჩემისანი რათა გადიდებდე შენ, მარადის სანატრელსა, და წოვლად წმიდასა ქალწულსა:

სწორი მამისა სიტყუა, დამბადებელი, და განმამღრთობელი კაცთა არსებისა, გჳშევ ო҃ჳბიწოო რომლისაგან მითხოვე, ღონეთაგან მტერისათა მოუძლურებულსა ამას, რათა ღირს მჰყოს უღირსი, საღმრთოჲსა ნუგეშინის-ცემისა:

რომელი ეგე, მდიდარ-არს წყალობითა, მრავალ-მოწყალებითა, მისგან მითხოვე…

გალობა გ. სძლისპირი. რომელმან სიტყჳთ შექმენ.

რომელი ეგე, მდიდარ-არს წყალობითა, მრავალ-მოწყალებითა, მისგან მითხოვე ქალწულო, რათა შეგჳწყალნეს ჩუჱნ, შეცოდებულნი ვითარცა მოწყალე-არს:

ტაძარო ღი҃სა, დამბადებელისაო, და მკჳდრებად ჩემ შორის, ევედრე სულსა წმიდასა, რომელი ესე ქმნილ-ვარ ქუაბ ავაზაკთა, განმხრწნელთა სულისათა:

წამის-ყოფითა, საღმრთოთა ყოვლისავე, მპყრობელი მკლავთა ზედა, ატჳრთე ღი҃სა დედაო, მოიხილე ჩემ ზედა, და განმარინე ბრალთა და ვნებათაგან:

ქე҃ მაცხოვარ, რომელმან ვნებანი და წყლულებანი, და…

გალობა დ. სძლისპირი. ჰყავ სიყუარული.

ქე҃ მაცხოვარ, რომელმან ვნებანი და წყლულებანი, და სიკუდილი ნებსით თავს-იდევ, ავაზაკთაგან მოწყლული სული ჩემი, ოხითა ქალწულისათა განჰკურნე, ჵ მხოლოო მრავალ-მოწყალეო:

დამბადებელო, შექმნული ჴელთა შენთა საღმრთოთა, სიბოროტითა გუჱლისათა, გემოთა მიერ სოფლისათა მოწყლული, განმაახლე მშობელისა შენისა, ყოვლად წმიდისა მეოხებითა:

სიტყუა მამისა, ზესთა სიტყჳსა გჳშევ ქალწულო, რომელმან პირუტყობისაგან, იჴსნნა კაცნი მას ევედრე უბიწოო, რათა პირუტყობრივთა მათ ვნებათაგან, დამონებული, განმათავისუფლოს:

ჴორცთა ჩემთა ტკივილნი, და სულისა სალმობა, შესცუალე…

გალობა ე, სძლისპირი. ჩუჱნებით ისაია.

ჴორცთა ჩემთა ტკივილნი, და სულისა სალმობა, შესცუალე სიმრთელედ, და ურუათა ჩემთა ღრუბელნი განსდევნენ, ქალწულო ნათლისა ღრუბელო, და სიმართლე და ჰჴსნა ბრალთაგან, მომეც მგალობელსა და სურჳლით მაქებელსა შენსა:

მწედ და შუა-მდგომელად, ძისა შენისა მიმართ, აღგძრავთ ქალწულო, ყოვლითა ცოდჳთა აღუსებული ესე, და უნდო, თავს-მდებ მექმენ მე, და მომაქციე სძალო საღმრთოდ ცხოვრებად, და ჴელი აღმიპყარ და მიმიძეღუ სინანულად:

წმიდა-ჰყავ სული ჩემი, და განმინათლე გული, და სჳნიდისი სძალო, და საღმრთოსა დიდებისა ზიარ-ჰყავ იგი, რამეთუ, აჰა ესერა ყოველთა ვნებათა დაემონა, და შებღალულ-არს და სავსე ძჳრთაგან გონებაჲ ჩემი:

ზუავსა მას, ფარისეველსა წარუჴედ, ამპარტავანებითა და მარადის…

გალობა ვ. სძლისპირი. სიღრმეთა ცოდჳსათა.

ზუავსა მას, ფარისეველსა წარუჴედ, ამპარტავანებითა და მარადის შთავვარდები, ცოდჳსა მთხრებლსა შინა, ბოროტთა და მძჳნუარეთა, ღი҃სა დედაო, მოწყალე მექმენ, მე დაცემულსა:

რომლისა, ეგე მიდგომილება, და შობა საკჳრუჱლარს, საკჳრუჱლ-ჰყუჱნ აწ ჩემ ზედა, მოწყალებანი შენნი, რომელი უსჯულოებით, მიდგომილ ვიქმენ, და ვიშევ, და ვმონე ცოდუასა:

ვგოდებ, და ვტირ და ვიგლოვ მწარედ, რაჟამს სამსჯავრო იგი საზარელი მოვიჴსენო, რამეთუ ბრალთა დიდთა, ტჳრთი მკიდავს მე, ღი҃სა დედაო, მას ჟამსა მექმენ, შემწე და მფარუჱლ:

საქმეთაგან ცხოვრება, არა მაქუს მე დედოფალო, რამეთუ…

გალობა ზ, სძლისპირი. სამნი ყრმანი ბაბილონს.

საქმეთაგან ცხოვრება, არა მაქუს მე დედოფალო, რამეთუ ცოდუასა დავსძინებ ცოდუასა ზედა, და ბოროტთა ბოროტსა, ოხითა შენითა ჴელი აღმიპყარ, და მაცხოვნე მე:

სასჯელი კართა ზედა, სამსჯავრო განმზადებულარს, განემზადე სულო ჩემო გლახაკო და ჴმა-ჰყავ, რაჟამს განმსჯიდე ქე҃, ნუ დამსჯი ვედრებითა მშობელისა შენისათა:

მოვისთულენ მე ცოდჳსა, ნაყოფნი და მომკუდარ ვიქმენ, და მაქუს მე სული უნაყოფო და ვღაღადებ, ნაყოფიერ მყავ სძალო, რომელმან ნაყოფისა შენისა მიერ ხრწნილება უჩინო-ჰყავ:

ვითარცა ხარ ყოვლად კეთილი, და მიახლებული ყოველთა…

გალობა ჱ. სძლისპირი. მონებად ღისა აღდ.

ვითარცა ხარ ყოვლად კეთილი, და მიახლებული ყოველთა მეუფისა ქალწულო, სრულ-მჰყავ ყოვლითა კეთილითა, უდები და დაჴსნილი, რომელმანცა, ყოველივე ცხოვრება ჩემი, ცოდჳთა და ბრალითა აღუასრყულე:

ვითარცა იჴსენ მჴეცისაგან, ქე҃ ღო҃ წინასწარ-მეტყუჱლი საკჳრუჱლად, ეგრეთუჱ იჴსენ სული ჩემი, წარწყმედისა ძილითა შეპყრობილი, რამეთუ მაქუს მუჱდრებელად შენდა, უქორწინებელი მშობელი შენი:

შჳლებისა ღი҃სა სამოსლითა, ყოვლად შუჱნიერითა შემკული მპოეს მე, მომპოვნებელთა ბოროტისათა, და განმაშიშულეს მისგან, ღი҃ს-მშობელო, არამედ ოხითა შენითა, სინანულისა სამკაული შემმოსე:

განხრწნილი სულითა და გულითა, და კუალად გონებითა…

გალობა თ, სძლისპირი. წელილთა მიერ სჯულისა.

განხრწნილი სულითა და გულითა, და კუალად გონებითა, შეშინებული ცოდჳთა, და განშიშულებული კეთილთაგან, უბიწოო და უხრწნელო, სძალო შეგივრდები შენ, ნუ განმაგდებ მე არამედ, სათნოებათა მიერ შემამკუჱ:

განხრწნილი სულითა და გულითა, და კუალად გონებითა, შეშინებული ცოდჳთა, და განშიშულებული კეთილთაგან, უბიწოო და უხრწნელო, სძალო შეგივრდები შენ, ნუ განმაგდებ მე არამედ, სათნოებათა მიერ შემამკუჱ:

აღჳვსე ძჳრთაგან, აღჳვსე ბოროტითა და გულის-თქმითა, და ესენი განმაშორებენ შენგან ქე҃ ამისთჳს, სულთ-ვითქუამ და გიღაღადებ, მომმადლე სინანული, და ნუ განმაგდებ დედისა, შენისა ვედრებითა სახიერ:

მიჴსენ მეოხებითა შენითა, ყოვლად წმიდაო დედოფალო, ვნებათაგან მომაკუდინებელთა და გეენიისა, ხრწნილებისაგან რისხჳსა, და კაცთა უწესოთა და მტერთა უკეთურთაგან რამეთუ შენ ხარ სასო ჩემი: