ჵდიდებული საკჳრუჱლი, ქალწულმან ჰშუა და შობილი იგი…
მცირესა მწუხრსა ზედა. უ҃ო ღაღად-ვჰყავსა ზედა, დასდებელნი აღდგომისანი, რუა-ჴმისა გ, ხოლო განუაორებთ პირუჱლსა მუხლსა. დიდება, აწდა ღი҃ს-მშობლისა, დოღმატიკა. ჴმა გ.
ჵდიდებული საკჳრუჱლი, ქალწულმან ჰშუა და შობილი იგი ღთ҃-არს საუკუნეთა, ბრწყინუალე არს შობაჲ, და ძალი შობისა ზესთა ბუნებისა, ჵ საიდუმლო საშინელი, რომელი გონებათაგან მოუგონებელ-არს და ბუნებათა მიერ მიუწთომელ, ნეტარ-ხარ შენ უსძლოო სძალო, მიწისაგანისა ადამის ასულო, და ღი҃სა მაღლისა დედაო, რომელსა ევედრე შეწყალებად სულთა ჩუჱნთათჳს:
კიდობნად საცნაურად გიცნობთ, საუნჯედ ფიცართა ღი҃ვ-წერილთა ქალწულო…
სტიქარონსა ზედა, გერი ეგრეთ, ღი҃ს-მშობლისანი გ, მსგავსნი, ჴმა გ, ჯუარსა შენსა თაყუა. მუჴლი. მოვიჴსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა.
კიდობნად საცნაურად გიცნობთ, საუნჯედ ფიცართა ღი҃ვ-წერილთა ქალწულო, პირუჱლ იგავით მოსწავებულად, ხოლო აწ საქმეთა მიერ საცნაურად, რამეთუ სჯულის-მდებელი ჴორციელად გჳშევ ჩუჱნ, მას ევედრე სულთა ჩუჱნთათჳს:
ცად გამოგაჩინა ქუჱყანასა ზედა უბიწოო, საშოსა შინა…
მუჴლი. ისმინე ასულო და იჴილე და მოყავ ყური შენი.
ცად გამოგაჩინა ქუჱყანასა ზედა უბიწოო, საშოსა შინა შენსა დამკჳდრებულმან ღთ҃მან სიტყუამან, ჴორცთა მიმღებელმან ბუნებით უხილავმან, და უწჳმებ ყოველთა ჩუარსა უკუდავსა უქორწიონებელო:
გუაქუს უკუჱ ჴჰსნაჲ ვედრებითა შენითა, რომლითა ქალწულო…
მუჴლი. პირსა შენსა ლიტანიობენ მდიდარნი ერისანი.
გუაქუს უკუჱ ჴჰსნაჲ ვედრებითა შენითა, რომლითა ქალწულო განსაცდელისა და ბორბალისა ქარისა განუჱრებით ჩუჱნ განცდათაგან, და ამისთჳს ვითხოვთ დაუცხრომელად, რათა იოხდე, ცხოვრებად სულთა ჩუჱნთა:
ვიცით შენ მიერ ყოვლად უბიწოო მარიამ, კუალად…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა. ჴმა გ.
ვიცით შენ მიერ ყოვლად უბიწოო მარიამ, კუალად განახლებაჲ ბუნებისა კაცობრივისა, და ცხოვრებაჲ მეორედ, მუცელსა შინა შენსა შეზავებულსა, შემოქმედისაგან დაბადებულთასა, რომელმან აღგუადგინნა ჩუჱნ ჯოჯოხეთისაგან და სიკუდილისა, და ცხოვრებაჲ საუუნოჲ მოგუცა ჩუჱნ, რათა ვგალობდეთ შენდა მარადის ქალწულო, გიხაროდენ შემაერთებელო ზეციერთა თანა ქუჱნათაო, გიხაროდენ სასოებაო ყოველთა კიდეთა ქუჱყანისათაო, და შუამდგომელო და შემწეო, გიხაროდენ რომელმან აღდგომითა ძისა შენისათა განანათლენ ყოველნი, და მიეც სოფელსა დიდი წყალობაჲ:
ჯუარითა შენითა ქე҃ მაცხოვარ, დაჰხსნდა ძალი სიკუდილისა…
მწუხრად, დიდსა მწუხრსა ზედა, დასდებელნი აღდგომისანი, ჴმა გ.
ჯუარითა შენითა ქე҃ მაცხოვარ, დაჰხსნდა ძალი სიკუდილისა, და ეშმაკისა საცთური განჰქარდა, ხოლო კაცთა ნათესავნი სარწმუნოებით ჴსნილნი, გალობასა მარადის შენდა შესწირუჱნ:
განათლდა ყოველივე, აღდგომითა შენითა უ҃ო, და სამოთხე კუალად განეღო, ხოლო ყოველი დაბადებული შეგასხამს შენ, და გალობასა მარადის შენდა, შესწირუჱნ:
ვადიდებ მამისა და ძისა ძლიერებასა, და სულისა წმიდისა უგალობ ჴელმწიფებასა, განუყოფელსა დაუბადებელსა ღუთაებასა, სამებასა ერთ-არსებასა, რომელი სუფევს უკუნითი უკუნისამდე:
პატიოსანსა ჯუარსა შენსა თაყუანის-ვჰსცემთ ქე҃, და აღდგომასა…
სხუანი დასდებელნი. აღმოსავლურნი. ჴმა გ.
პატიოსანსა ჯუარსა შენსა თაყუანის-ვჰსცემთ ქე҃, და აღდგომასა შენსა უგალობთ და ვადიდებთ, რამეთუ წყლულებითა შენითა, ჩუჱნ ყოველნი განვიკურნენით:
უგალობთ მაცხოვარსა ქე҃სა ქალწულისაგან ჴორც-შესხმულსა, რამეთუ ჩუჱნთჳს ჯუარს-ეცუა, და მესამესა დღესა აღდგა, და მოგუანიჭა ჩუჱნ დიდი წყალობა:
ჯოჯოხეთად რა შთაჰჴდა უ҃ი, მას შინა მყოფთა ახარა და ჰრქუა, ნუ გეშინინ აწ რამეთუ მიძლევიეს სიკუდილსა, მე ვარ აღდგომა, და დავჰჴსნე სიკუდილისა ბჭენი:
უღირსად მდგომარენი ყოვლად უბიწოსა სახლსა შინა შენსა, აღუავლენთ მწუხრისა გალობასა სიღრმით გულისათ მჴმობელნი ქე҃ ღო҃, რომელმან განანათლე სოფელი სამისა დღისა აღდგომითა შენითა განარინე ერი შენი ჴელისაგან მტერთა შენთასა კაცთ-მოყუარე:
ვინ არა განჰკჳრდეს, ღი҃უ-ჴუჱნიერისა შობისა შენისათჳს ყოვლად…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
ვინ არა განჰკჳრდეს, ღი҃უ-ჴუჱნიერისა შობისა შენისათჳს ყოვლად ქებულო, რამეთუ ზესთა ხრწნილებისა ყოვლად უბიწოო, ჰშევ ძე უჟამო ჴორცითა, წინა საუკუნეთა უდედოდ შობილი მამისაგან, რომელმან არა შეიწყნარა ყოვლადუჱ ქცეულებაჲ, გინა შერწმყმა, გინა განყოფა, არამედ ორთავე ბუნებათა თჳთებანი უვნებელად დაჰმარხნა, ამისთჳსცა დედაო და ქალწულო, მას ევედრე ცხოვრებად სულთა ჩუჱნთათჳს, რომელნი მართლმადიდებლობით ღი҃ს-მშობლად აღგიარებთ შენ:
ქე҃ რომელმან ვნებითა შენითა დააბნელე მზე, და…
სტიქარონსა ზედა, დასდებელნი, ჴმა გ.
ქე҃ რომელმან ვნებითა შენითა დააბნელე მზე, და ნათლითა აღდგომისა შენისათა, განაბრწყინუჱ ყოველი სოფელი, შეიწირე ჩუჱნიცა ესე, სამწუხრო გალობა კაცთ-მოყუარე:
ცხოვრების-მომცემელმან აღდგომამან შენმან უ҃ო, ყოველი სოფელი განანათლა…
ალფა ვიტასაებრ.
ცხოვრების-მომცემელმან აღდგომამან შენმან უ҃ო, ყოველი სოფელი განანათლა, და თჳსნი დაბადებულნი განჴრწნილნი განაახლნა, ამისთჳს ადამის წყევისაგან ჴსნილნი გიღაღადებთ შენ, ყოვლად ძლიერო უ҃ო დიდება შენდა:
ღი҃ ხარ უცუალებელი, და ჴორცითა რა ივნე იცუალე, რომლისა დაბადებულთა ვერ-იტჳრთეს დამოკიდებულისა ხილუა, და შიშისაგან ძრწოდეს, და სულთქმით უგალობდეს შულგრძელებასა შენსა, ხოლო შენ მაცხოვარ ჰშთახედ ჯოჯოხეთად, და მესამესა დღესა აღსდეგ, და ცხოვრება სოფელსა მოანიჭე და დიდი წყალობა:
რათა ნათესავი ჩუჱნი სიკუდილისაგან იჴსნე ქე҃, სიკუდილი დაითმინე, და მესამესა დღესა მკუდრეთით აღსდეგ, და შენთანა აღადგინენ რომელთა ღუთად გიცნეს შენ, და სოფელი განანათლე, უ҃ო დიდება შენდა:
უთესლოდ მუცლად-იღე სულისა მიერ წმიდისა, ნებითა მამისათა…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
უთესლოდ მუცლად-იღე სულისა მიერ წმიდისა, ნებითა მამისათა ძე ღი҃სა, უდედო მამისაგან, პირუჱლ საუკუნეთა შობილი, ხოლო ჩუჱნთჳს შენგან უმამოდ განკაცებული, ჴორციელად გჳშევ ჩუჱნ, და ჩჩჳლსა სძესა აწოებდ, რომლისათჳსცა ნუ დააცადებ ვედრებად განთავისუფლებად ჭირთაგან სულთა ჩუჱნთა:
იხარებდინ ცანი და იშუჱბდინ ქუჱყანა რამეთუ ჰყო…
განსატევებელი, (რომელ-არს ტროპარი), ჴმა გ.
იხარებდინ ცანი და იშუჱბდინ ქუჱყანა რამეთუ ჰყო სიმტკიცე მკლავითა თჳსითა უ҃მან, დაჰსთრგუნა სიკუდილითა სიკუდილი, და პირმშო ექმნა შესუჱნებულთა, მუცლისაგან ჯოჯოხეთისა მიჴსნა ჩუჱნ, და მოანიჭა სოფელსა დიდი-წყალობა:
შენ შუამდგომელსა, ცხოვრებისა ჩუჱნისასა გიგალობთ ღი҃ს-მშობელო ქალწულო…
ღი҃ს-მშობლისა
შენ შუამდგომელსა, ცხოვრებისა ჩუჱნისასა გიგალობთ ღი҃ს-მშობელო ქალწულო, რამეთუ ჴორცითა მით, რომელ შენგან მიიხუნა ძემან შენმან და ღთ҃მან ჩუჱნმან, ჯუარითა ვნება თავს იდუა, და მიჴსნნა ჩუჱნ ვითარცა კაცთ-მოყუარე-არს:
გაქებ შენ სამებაო ერთო ღთ҃-მთავრობაო
კჳრიაკესა, შუაღამესა ზედა, კანონი სამებისა, რომლისა კიდურ-წერილობაჲ.
გაქებ შენ სამებაო ერთო ღთ҃-მთავრობაო.
მხოლოო სახიერო, უ҃ო-მთავარო, და ერთო სამებით ღთ҃-მთავრობაო…
მიტროფანესი. გალობა ა. ჴმა გ. სძლისპირი. რომელმან წამის-ყოფით.
მხოლოო სახიერო, უ҃ო-მთავარო, და ერთო სამებით ღთ҃-მთავრობაო, სამ-ბრწყინუალითა ნათლითა შენითა ღირს-მყავ რათა, დაუცხრომელად გიგალობდე ყოვლად ძლიერო ღო҃, რომელსა გადიდებენ სამ-წმიდაობით ანგელოსნი:
უსხეულოთა ბანაკნი, ღი҃უ-შუჱნიერად, ვითარცა შემოქმედსა და მიზეზსა, დაბადებულთასა სამ-ნათელსა გიგალობენ, სამებაო წმიდაო, რომელთა თანა ჩუჱნცა, მიწისაგანნი ესე გადიდებთ დაუცხრომელად:
ღი҃ს-მეტყუჱლნი ჯეროვნად, გამოსახჳთა, გონებად სიტყუად და სულად გადიდებენ, და უვნებელად შობასა შენსა მოასწავებენ, მამაო უშობელო, და სულისა გამოსლუასა, სამებაო ღო҃, ყოველთაო ერთ-მთავრობაო:
არსებაჲ კაცობრივი კაცთ-მოყუარებით, შეიმოსე სიტყუაო მამისაო, და…
ღი҃ს-მშობლისა.
არსებაჲ კაცობრივი კაცთ-მოყუარებით, შეიმოსე სიტყუაო მამისაო, და ერთ-ღუთაებისა ნათელი არსებით, და სამ-ბრწყინუალედ, გამოაბრწყინუჱ დედა შენი, უხრწნელი დიდებულ-ჰყავ, უფროს ყოველთა დაბადებულთა:
სამ-გზის დასხმითა, წყლისათა მსხუჱრპლთა ზედა, გამოსახა ილია…
გალობა გ. სძლისპირი. რომელმან სიტყჳთ.
სამ-გზის დასხმითა, წყლისათა მსხუჱრპლთა ზედა, გამოსახა ილია, სამებისა გუამოვნებაჲ, ერთ-არსებისთ ქებული უფალთ-მთავარი, ღი҃ ყოვლად ძლიერი:
კაცთა ბუნება, მოკუდავი გიგალობს შენ, ერთსა სამ-ბრწყინუალესა, ყოველთა დამბადებელსა, და იტყჳს მეუფეო, მრავალ-სახეთა, განსაცდელთაგან მიჴსენ:
ვეწამებით ჩუჱნ, წინასწარ-მეტყუჱლთა, და მოციქულთა მოძღურებასა, და მწყემსთა და ქადაგთასა, და ერთ-ღუთაებად სრულად, ღი҃ს-გმეტყუჱლებთ შენ, ყოვლად ძლიერო ღო҃:
საყდართა მათგან მაღალთა, გარდამოჰჴდა, სიტყუა კაცთ-მოყუარებით, და…
ღი҃ს-მშობლისა.
საყდართა მათგან მაღალთა, გარდამოჰჴდა, სიტყუა კაცთ-მოყუარებით, და კაცებაჲ აღამაღლა, შენ მიერ დედოფალო, და სამ-ბრწყინუალჱ ნათელი მოჰფინა კაცთა:
არსებით ერთო ღო҃ ქე҃, შობილო დაუსაბამოჲსა მამისაგან…
წარდგომა, ჴმა გ.
არსებით ერთო ღო҃ ქე҃, შობილო დაუსაბამოჲსა მამისაგან, და სულისა წმიდისა თანა ჰსწორო, შეგჳწყალენ მონანი შენნი, რამეთუ ყოველთავე შეგცოდეთ შენ, არამედ არა განდგომილ-ვართ შენგან, ამისთჳს გევედრებით სამებაო წმიდაო ვითარცა გაქუს ჴელმწიფებაჲ, დაბადებულსა შენსა ზედა, გჳჴსნენ ყოვლისა ბოროტისაგან:
ყოვლად არსი ღი҃ და უ҃ი, შენგან განჴორციელდა…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
ყოვლად არსი ღი҃ და უ҃ი, შენგან განჴორციელდა სახიერებისათჳს, ჩუჱნებრ არს ქმნილი, დადგრომილი რომელი იყო, ვინაცა ღთ҃-მამა-კაცად პატივის-მცემელნი მისნი ყოვლად უბიწოო შენ უქორწინებელსა ღი҃ს-მშობლად გქადაგებთ, და ვედიდებთ დიდსა საკჳრუჱლებასა უთესლოსა შობისა შენისასა:
ვითარცა მორჩნი, თანა არსნი ღი҃უ-დანერგულნი ძირთაგან მამულთა…
გალობა დ. სძლისპირი. ჰყავ სიყუარული.
ვითარცა მორჩნი, თანა არსნი ღი҃უ-დანერგულნი ძირთაგან მამულთა აღმოჰჴდეს, ძე მხოლოდ შობილი და სული წმიდა, და ყუავილნი თანა დაუსაბამონი, რამეთუ სამ-ნათელ-არს ღუთაება:
ვითარცა მორჩნი, თანა არსნი ღი҃უ-დანერგულნი ძირთაგან მამულთა აღმოჰჴდეს, ძე მხოლოდ შობილი და სული წმიდა, და ყუავილნი თანა დაუსაბამონი, რამეთუ სამ-ნათელ-არს ღუთაება:
ძალნი ცათანი დაუცხრომელად, გიგალობენ შენ გარე შეუწერელსა ღთ҃სა, მათ თანა ჩუჱნცა გადიდებთ და ვიტყჳთ, არსებით მიუწთომელო სამებაო, მონანი შენნი დაგჳცუჱნ წყალობით:
ჰყავ სიყუარული, სიმტკიცისა სიტყუაო ღი҃საო, რაჟამს უქცეველად…
ღი҃ს-მშობლისა.
ჰყავ სიყუარული, სიმტკიცისა სიტყუაო ღი҃საო, რაჟამს უქცეველად კაც-იქმენ, ჩუჱთჳს ქალწულისაგან და სამ-ბრწყინუალება, ერთი ღუთაებისა ჭეშმარიტად გუასწავე, დიდება ძალსა შენსა უ҃ო:
ჩუჱნებით ისაია, იხილა რა უ҃ი, უფლებათა ღი҃…
გალობა ე. სძლისპირი ჩუჱნებით ისაია.
ჩუჱნებით ისაია, იხილა რა უ҃ი, უფლებათა ღი҃, სამ-პირებით დიდებული სერაფიმთაგან, ჰქადაგა ჴმითა მაღლითა ღი҃ს-მეტყუჱლებით სამ-ნათელი ბუნებაჲ, ერთ-არსებისა სამ-გვამოვნად და სამ-ბრწყინუალებად:
ჩუჱნებით ისაია, იხილა რა უ҃ი, უფლებათა ღი҃, სამ-პირებით დიდებული სერაფიმთაგან, ჰქადგა ჴმითა მაღლითა ღი҃ს-მეტყუჱლებით სამ-ნათელი ბუნებაჲ, ერთ-არსებისა სამ-გვამოვნად და სამ-ბრწყინუალებად:
რომელმან ხილულთა, და უხილავთა ყოველთა ბუნებანი შეჰქმნენ, და არარაჲსაგან არსებად მოიყუანენ, მხოლოო, სამ-ბრწყინუალეო რომელნი, ერთ-ღუთაებად აღგიარებენ, ყოველთა განსაცდელთაგან იჴსნენ და ადიდენ:
სასძლოდ ნათლით-შემოსილ, გამოჰსჩნდი ქე҃ს ღი҃სა, ქაწლულო უბიწოო…
ღი҃ს-მშობლისა.
სასძლოდ ნათლით-შემოსილ, გამოჰსჩნდი ქე҃ს ღი҃სა, ქაწლულო უბიწოო, ამისთჳს გიგალობთ და სურჳიელად გნატრით შენ, რამეთუ შენგან იშუა ერთი სამებისაგანი, ორითა ბუნებითა და ორითა საქმითა:
ღირს-იქმნა, აბრაამ ხილუად ღი҃სა, რაჟამს იგი მწირობდა…
გალობით ვ. სძლისპირი. სიღრმეთა.
ღირს-იქმნა, აბრაამ ხილუად ღი҃სა, რაჟამს იგი მწირობდა, სახითა სამთა კაცთათა, და სამგუამოვნება თჳსი უჩუჱნა განცხადებულად, და მეუფება, ერთ უფლებით გამოუცხადა:
ღირს-იქმნა, აბრაამ ხილუად ღი҃სა, რაჟამს იგი მწირობდა, სახითა სამთა კაცთათა, და სამგუამოვნება თჳსი უჩუჱნა განცხადებულად, და მეუფება, ერთ უფლებით გამოუცხადა:
წარმართენ, გულნი მონათა შენთანი, ნათლად შეუხებელად, დიდებისა შენისა ქე҃, და ბრწყინუალებაჲ შენი, მოანიჭე სულთა ჩუჱნთა, რათა ვხედჳდეთ სიკეთესა შენსა საღმრთოსა:
განმიჴუჱნ, ბჭენი სინანულისანი, შენგან შობილისანი, ყოვლად წმიდაო…
ღი҃ს-მშობლისა.
განმიჴუჱნ, ბჭენი სინანულისანი, შენგან შობილისანი, ყოვლად წმიდაო ქალწულო, რათა სამ-მნათობსა მას ნათელსა ღუთაებისასა განჳცდიდე, და გადიდებდე შენ დედოფალო:
საღმრთოთა ბუნებითა ერთ-არსო, სამ-მზეო, სურჳლით გიგალობთ შენ…
წარდგომა, ჴმა გ. სძლისპირი. საღმრთოსა სარწმუ.
საღმრთოთა ბუნებითა ერთ-არსო, სამ-მზეო, სურჳლით გიგალობთ შენ, და სამ-წმიდაობისა ჴმითა გიღაღადებთ, წმიდა-არს მამა დაუსაბამო, წმიდა-არს ძე თანა დაუსაბამო, და წმიდა-არს სული წმიდა განუყოფელი ღი҃, და ყოველთა შემოქმედი და კაცთ-მოყუარე:
დიდი საკჳრუჱლი, რამეთუ ვითარიმე უკუჱ დამჭირულ-იქმნა, დაუტევნელი…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა. მსგავსნი.
დიდი საკჳრუჱლი, რამეთუ ვითარიმე უკუჱ დამჭირულ-იქმნა, დაუტევნელი საშოსა შინა შენსა, განხორციელდა, და გამოსჩნდა ვითარცა კაცი, არა თავს-მდებელი შერწყმისა, ანუ განყოფისა სამღთოჲსა და უქცეველისა ღუთაებისა, ყრმააო ყოვლად უბიწოო, ვინაცა ღი҃ს-მშობლად გქადაგებთ შენ მარადის სარწმუნოდ, და გადიდებთ:
ტაძრად გამომაჩინე, ღუთაებისა შენისა, სამ-ბრწყინუალისა მეუფეო, და…
გალობა ზ. სძლისპირი. ვითარცა სამთა ყრმათა.
ტაძრად გამომაჩინე, ღუთაებისა შენისა, სამ-ბრწყინუალისა მეუფეო, და ვნებათა წყუდიადსა, ზესთა აღმატებულ-მყავ, საღმრთოსა ნათლისა შენისა, ბრწყინუალისა ზიარებითა:
ძალსა ღუთაებისასა, ერთსა აღჳარებთ ჩუჱნ, სამთა შინა გუამოვნებათა, და განყოფილთა მათ, თჳთებათა წმიდათა, მამისა და ძისა, და სულისა წმიდისათა, და ვაკურთხევთ უკუნისამდე:
გამოუჩნდა აბრაამს ღი҃ სამ-გუამოვანი, ძუჱლ-ოდესმე მუხასა თანა მამბრესსა, სასყიდლად უცხოთმოყუარებისა წყალობით მიმცემელი მისდა ისაკისა, რომელსა ეწცა ვადიდებთ ვითარცა ღთ҃სა მამათა ჩუჱნთასა:
გამოჩნდა ქუჱყანასა, ზედა რაჟამს განკაცნა, შემოქმედი სახიერებით, ქალწულებრივისა, უხრწნელისა მუცლისა, და განაღთო კაცებაჲ, მარადის კურთხეულმან, ღთ҃მან მამათა ჩუჱნთამან:
დაუსაბამოჲსაგან, მამისა გამოუთქმელად, გამობრწყინდა ძე და სული…
გალობა ჱ. სძლისპირი. ცეცხლი იგი.
დაუსაბამოჲსაგან, მამისა გამოუთქმელად, გამობრწყინდა ძე და სული ცხოველი, პირუჱლ ჟამთა, და უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, და აჩუჱნეს, სამებისა ძალი და მთავრობაჲ:
დაუსაბამოჲსაგან, მამისა გამოუთქმელად, გამობრწყინდა ძე და სული ცხოველი, პირუჱლ ჟამთა, და უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, და აჩუჱნეს, სამებისა ძალი და მთავრობაჲ:
განანათლებ ბრწყინუალედ, ძალთა ზეცისათა გალობად, სამწმიდაობისა გალობითა, მამაო, და სიტყუაო და სულო სამძლიერებაო, მათ თანავე, ჩუჱნცა აღგამაღლებთ ღო҃ ღმერთთაო:
უწყებითა სამღთოჲთა, წინასწარ-მეტყუჱლნი პირუჱლუჱ ხედჳდეს, და შეასხმიდეს…
ღი҃ს-მშობლისა.
უწყებითა სამღთოჲთა, წინასწარ-მეტყუჱლნი პირუჱლუჱ ხედჳდეს, და შეასხმიდეს შობასა შენსა ღი҃ს-მშობელო, რომელმან უთესლოდ ჰშევ დამბადებელი შენი, მათ თანავე, გაქებთ და გადიდებთ უკუნისამდე:
სიტყუა ღი҃სა უხილავი, უთესლოდ გჳშევ ჩუჱნ ქალწულო…
გალობა თ. სძლის-პირი.
სიტყუა ღი҃სა უხილავი, უთესლოდ გჳშევ ჩუჱნ ქალწულო უბიწოო, რომელი ზეცას უდედოდ, და ქუჱყანასა ზედა უმამოდ, რომელსა თაყუანის-ვჰსცემთ, და შენ დაუცხრომელად გადიდებთ:
ხილუად დიდებისა შენისა, სამ-ბრწყინუალისა ვერ იკადრებენ ზეცისა ძალნი, არამედ ფრთითა იფარუჱნ, პირთა მათთა და დაუცხრომელად, გიგალობენ სახიერ, მათთანა ჩუჱნცა სამებით გადიდებთ:
ხილუად დიდებისა შენისა, სამ-ბრწყინუალისა ვერ იკადრებენ ზეცისა ძალნი, არამედ ფრთითა იფარუჱნ, პირთა მათთა და დაუცხრომელად, გიგალობენ სახიერ, მათთანა ჩუჱნცა სამებით გადიდებთ:
სურჳელად გიგალობთ შენ, რომელთა მოვიღეთ შენგან სული სიტყჳერი, ღო҃ ყოვლისა-მპყრობელო, ერთ-ბუნებად და სამ-გუამოვნებით, გულნი ჩუჱნნი შეზღუდენ, შიშითა შენითა ყოვლად ძლიერო:
ტაძრად გამომაჩინე მე, სამ-ბრწყინუალისა სამ-გუამოვნებისა შენისა, რათა…
ღი҃ს-მშობლისა.
ტაძრად გამომაჩინე მე, სამ-ბრწყინუალისა სამ-გუამოვნებისა შენისა, რათა სიწმიდით გმონებდე, დამბადებელო ყოველთაო, დედოფლისა ოხითა, რათა დაუცხრომელად გადიდებდე:
ქე҃ აღდგა მკუდრეთით, პირუჱლი იგი შესუჱნებულთა, პირმშო…
კჳრიაკესა, ცისკრად, შემდგომად ა. სტიხოლოგიისა, წარდგომანი აღდგომისანი, ჴმა გ.
ქე҃ აღდგა მკუდრეთით, პირუჱლი იგი შესუჱნებულთა, პირმშო დაბადებულთა, და შემოქმედი ყოველთა შექმნულთა, განხრწნილი იგი ბუნება ნათესავისა ჩუჱნისა მისთანა განაახლა, აღარა ჰსუფევ სიკუდილო, რამეთუ ყოველთა მეუფემან დაჰჴსნა სიმტკიცჱ შენი:
ჴორცითა გემო სიკუდილისა იხილე ქე҃, და სიმწარე…
აღსდეგ უ҃ო ღო҃ ჩუჱნო, ამაღლდინ ჴელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად.
ჴორცითა გემო სიკუდილისა იხილე ქე҃, და სიმწარე სიკუდილისა განჰკუჱთე აღდგომითა შენითა, და კაცი მის ზედა განაძლიერე, და პირუჱლისა წყევისა ძლეულებაჲ განაქარუჱ, სასოო ჩუჱნო უ҃ო დიდება შენდა:
შუჱნიერებასა ქალწულებისა შენისასა, და ბრწყინუალებასა სიწმიდისა შენისასა…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
შუჱნიერებასა ქალწულებისა შენისასა, და ბრწყინუალებასა სიწმიდისა შენისასა, გაბრიილ განჰკჳრდა და გიღაღადებდა შენ ღი҃ს-მშობელო, რომელი შესხმა მოგართუა შენ ღირსო, ანუ რა სახელ-გდუა შენ, უღონო ვარ და განვჰკრთები, ამისთჳს ვითარცა მებრძანა გიღაღადებ, გიხაროდენ მიმადლებულო უ҃ი შენთანა:
უცუალებელსა ღუთაებასა, და ნებსით ჴორცითა ვნებასა შენსა…
შემდგომად ბ. სტიხოლოგიისა, წარდგომანი, აღდგომისანი, ჴმა გ. შუჱნიერენასა.
უცუალებელსა ღუთაებასა, და ნებსით ჴორცითა ვნებასა შენსა უ҃ო, თევსა შორის თჳსსა განჰკრთომილი, ჯოჯოხეთი გოდებით ღაღადებდა, ვჰსძრწი ჴორცთაგან, უხრწნელისა აგებულებისაგან, განჳლევი უხილავისა ღუთაებისაგან, რომელი იგი ძლიერებით შემმუსრავს მე, ვინაცა სულნი რომელ მქონდეს მიმიხუნა, და უღაღადებდეს, ქე҃ ღო҃ ჩუჱნო დიდება აღდგომასა შენსა:
მიუწთომელი ჯუარცმა შენი, და გამოუთქმელი აღდგომა შენი…
აღგიარო შენ უ҃ო ყოვლითა გულითა ჩემითა და მიუთხრა მე ყოველი საკჳრუჱლებაჲ შენი.
მიუწთომელი ჯუარცმა შენი, და გამოუთქმელი აღდგომა შენი, ღი҃ს-მეტყუჱლეს ქადაგთა მათ შენთა ქე҃, რამეთუ სიკუდილი დაითმინე, და ჯოჯოხეთი წარმოსტყუჱნე, ხოლო კაცთა ნათესავსა უხრწნელებაჲ შეჰმოსე, ამისთჳსცა მადლობით გიღაღადებთ დიდება აღდგომასა შენსა:
მიუწთომელი და გარე-შეუწერელი, თანა არსი უხილავისა მამისა…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
მიუწთომელი და გარე-შეუწერელი, თანა არსი უხილავისა მამისა და სულისა, საშოსა შენსა საიდუმლოდ დაეტია ღი҃ს-მშობელო, და ერთად შეურევნელად სამებისა ღი҃სა, უწყით შენგან შობილი, საფლავსა შინა დადებულად, ამისთჳს მადლობით გიღაღადებთ, გიხაროდენ უბიწოო ქალწულო და დედაო:
განაჰკრთობდა ხილჳთა და შეაცურევდა სიტყჳთა, ელუარე იგი…
შემდგომად ნეტარ-არიანისა. გუნდნი ანგელოსთანი და იპაკო, ჴმა გ.
განაჰკრთობდა ხილჳთა და შეაცურევდა სიტყჳთა, ელუარე იგი ანგელოსი, რომელი მენელსაცხებლეთა ეტყოდა, საფლავსა შინა ეძიებდ ცხოველსა მას, ხრწნილებისა შემცუალებელსა, და ღუთაებით უცუალებელსა, უწყოდეთ რამეთუ აღდგა და დააცალიერნა საფლავნი, არქუთ ღთ҃სა ვითარ საშინელ-არიან, საქმენი შენნი, რომელთა მიერ აცხოვნე ნათესავი კაცთა:
შენ ქე҃ იჴსენ, ბაბილოვნით ტყუჱ იგი სიონისა…
აღსავალნი, ანტიფონი ა, ჴმა გ.
შენ ქე҃ იჴსენ, ბაბილოვნით ტყუჱ იგი სიონისა და მეცა, ვნებათა ჩემთაგან, ცხოვრებად მიმზიდე მჴსნელო:
რომელთა სთესონ, მოღუაწებაჲ ცრემლითა სამღთოთა მოიმკონ, მათ საუკუნოჲსა მის, ცხოვრებისა სიხარული ნაყოფად:
ყოველი ნიჭი, კეთილთა ვითარცა მამისა და ძისა…
დიდება, აწდა.
ყოველი ნიჭი, კეთილთა ვითარცა მამისა და ძისა თანა ბრწყინავს, წმიდისა სულისა, რომლითა ყოველი იძრჳსი ცხონდების:
არათუ უ҃მან, აღაშენოს სახლი სათნოებათა, ცუდ-არს შრომა…
ანტიფონი ბ.
არათუ უ҃მან, აღაშენოს სახლი სათნოებათა, ცუდ-არს შრომა ჩუჱნი ხოლო თუ, იგი ჰსცჳდეს სულსა ჩუჱნსა, ვერჳნ წარტყუჱნოს ქალაქი ჩუჱნი:
ნაყოფისაგან, მუცლისა სულითა შჳლ-ქმნილნი ქე҃სა, თანა ვითარცა რა მამისა, სასძლოსა მას ზეცათასა, წმიდანი მარადის იყოფებიან:
სულისა წმიდისა, მიერ იხილუჱბის ყოველი სიწმიდე, და…
დიდება, აწდა.
სულისა წმიდისა, მიერ იხილუჱბის ყოველი სიწმიდე, და სიბრძნე რამეთუ არს იქმს ყოველთა დაბადებულთა ამისთჳს, ვჰმონებთ რამეთუ ღთ҃-არს ვითარცა მამა და ძე:
რომელთა ეშინის, უ҃ისა სანატრელნი ალაგთა მათ, ვლენან…
ანტიფონი გ.
რომელთა ეშინის, უ҃ისა სანატრელნი ალაგთა მათ, ვლენან მცნებათა და ჰსჭამენ, ცხოველთა მათ საშუჱბლთა, და უოჴჭნოთა კეთილთა სამარადისოდ:
გარემოს ტაბლისა, შენისა რა ხედჳდე შჳლთა შენთა, შემკულთა რტოებითა კეთილთა, საქმეთათა მწყემსთ-მთავარო, იხარებ და იშუჱბ და მადლობდ ღთ҃სა:
წმიდისა სულისა, ყოველი სიმდიდრე დიდებისა, რომლისა მიერ…
დიდება, აწდა.
წმიდისა სულისა, ყოველი სიმდიდრე დიდებისა, რომლისა მიერ მიეცემის, მადლი და ცხოვრება ყოველთა, არსთა, და მამით და ძითურთ იდიდების:
თქუჱდ წარმართთა შორის, რამეთუ უ҃ი ჰსუფევს
წარდგომა, ჴმა გ.
თქუჱდ წარმართთა შორის, რამეთუ უ҃ი ჰსუფევს:
უგალობდით უ҃სა, გალობითა ახლითა
მუჴლი.
უგალობდით უ҃სა, გალობითა ახლითა:
ყოველი სული:
რომელმან წამის-ყოფით შეჰკრიბნა წყალნი შესაკრებელსა ერთსა მან…
სახარება საცისკრო, აღდგომისა და სხუა. კანონი აღდგომისა. გალობა ა. ჴმა გ. სძლისპირი.
რომელმან წამის-ყოფით შეჰკრიბნა წყალნი შესაკრებელსა ერთსა მან განუღო, მეწამული ზღუა ერსა ისრაილისასა, ესე არს ღი҃ ჩუჱნი, დიდებული და ქებული, მას მხოლოსა უგალობთ, რომელიცა დიდებულ-არს:
რომელმან საგუჱმელად, ჰრქუა ქუჱყანასა, გამოღებად ეკალი, ურჩთა…
ტოპარნი.
რომელმან საგუჱმელად, ჰრქუა ქუჱყანასა, გამოღებად ეკალი, ურჩთა მათთჳს, გჳრგჳნი ეკლისა შეიმოსა ჴელთაგან, უღთოთა ჰურიათა, რომელი ჯუარს-ეცუა ჩუჱნთჳს, მას მხოლოსა უგალობთ რომელიცა დიდებულ-არს:
მძლედ გამოსჩნდა სიკუდილისა რომელი იგი, სიკუდილსა ეშიშუოდა…
ღი҃ს-მშობლისა.
მძლედ გამოსჩნდა სიკუდილისა რომელი იგი, სიკუდილსა ეშიშუოდა ჴორციელად, ვნება დაითმინა ნებსით თჳსით ჴორცითა, ესე არს ღი҃ ჩუჱნი, რომელმან ესმაკი მოკლა, მას მხოლსა უგალობთ, რომელიცა დიდებულ-არს:
ვითარცა ჭეშმარიტად ღი҃ს-მშობელ ხარ, ყოველნი მორწმუნენი შენ, რომელმან, უთესლოდ მუცლად-იღე მოწყალე, და გჳშევ ჩუჱნ ჴორცითა, განუყოფელი ღი҃, ორითა ბუნებითა, მჴსნელად ჩუჱნ განწირულთა:
მონა-ქმნილი ნათესავი კაცთა, ცოდჳს-მოყუარისა მძლავრისა მიერ, სისხლითა…
სხუა, კანონი, ჯუარ-აღდგომისა. გალობა ა ჴმა გ. სძლისპირი. გალობით უგალობდეთ.
მონა-ქმნილი ნათესავი კაცთა, ცოდჳს-მოყუარისა მძლავრისა მიერ, სისხლითა სამღთოთა მოიყიდა ქე҃მან, და ღთ҃-მყოფელმან განაახლა იგი, რამეთუ დიდებულ-არს:
ვითარცა მოკუდავმან სიკუდილისა ჯერ-მჩინებელმან, მესაუნჯემან ცხოვრებისამან, სიკუდილისა გემო იხილა, და ვითარცა ბუნებით უკუდავმან მკუდარნი განაცხოველნა, რამეთუ დიდებულ-არს:
გიგალობ შენ მესამესა გალობასა ღი҃ს-მშობელო
სხუა, კანონი, ღი҃ს-მშობლისა. რომლისა კიდურ-წერილობაჲ.
გიგალობ შენ მესამესა გალობასა ღი҃ს-მშობელო.
ზეცისა და ქუჱყანისანი, ქუჱსკნელისათა, თანა თაყუანის-ცემენ, ღი҃სა…
სძლისპირთა თანა, ჴმა გ. სძლისპირი, იგივე. გალობით უგალობდეთ.
ზეცისა და ქუჱყანისანი, ქუჱსკნელისათა, თანა თაყუანის-ცემენ, ღი҃სა დედაო, ძესა შენსა რამეთუ დიდებულ-არს:
ჵ ცუალება საკჳრუჱლი, რამეთუ ჴორცნი ქალწულისაგან სძლისა, მიიხუნა ღთ҃მან, და საღმრთო სული მომცა ჩუჱნ, რამეთუ დიდებულ-არს:
რომელმან სიტყჳთ არა რასაგან, არსად შეჰქმნენ დაბადებულნი…
გალობ გ, სძლისპირი.
რომელმან სიტყჳთ არა რასაგან, არსად შეჰქმნენ დაბადებულნი, და განამტკიცენ სულითა, მპყრობელო ყოველთაო, განმაძლიერენ შენდამი მორწმუნენი:
ჯუარითა შენითა სირცხჳლეულ უკუჱ იქმნა უღმრთოჲ, ვითარმედ…
ტროპარნი.
ჯუარითა შენითა სირცხჳლეულ უკუჱ იქმნა უღმრთოჲ, ვითარმედ მთხრებლსა რომელი აღმოჰსთხარა შთავარდა, ხოლო აღდგომითა შენითა ქე҃, რქაჲ მდაბალთა ამაღლდა:
წარმართთა მიმართ ქადაგებამან, კეთილ-მსახურებისამან, ვითარცა წყალმან დაჰფარნა ზღუანი კაცთ-მოყუარე, რამეთუ აღდგომილმან საფლავით, განცხადებულ-ჰყავ ნათელი სამებისა:
ყოვლად დიდებული ითქუა შენთჳს, ქალაქო სულიერო მარადის…
ღი҃ს-მშობლისა.
ყოვლად დიდებული ითქუა შენთჳს, ქალაქო სულიერო მარადის მმეფეებლისაო, რამეთუ შენ მიერ დედოფალო, ღი҃ მყოფთა თანა ქუჱყანისათა იქცეოდა:
განმწმედელ გამოსჩნდი შენ ჯუარსა ყოვლად წმიდაო, კერპობილთა…
სხუა. სძლისპირი. მშჳლდი მტერთა.
განმწმედელ გამოსჩნდი შენ ჯუარსა ყოვლად წმიდაო, კერპობილთა არა წმიდებათა, რამეთუ ყოვლად სამღთომან მან იესომან, განიყრნა შენ ზედა ჴელნი თჳსნი:
რათა თაყუანის-გცემდენ შენ ყოველნი მორწმუნენი საფლავო შემწყნარებელო ცხოვრებისაო, დაეფლა შენ შორის, და აღდგა ქე҃ ჭეშმარიტი ღი҃ ჩუჱნი:
კუჱრთხად იესეს ძირით, გამოსრულმან ქალწულმან, გამოგიღო, ყუავილად…
სძლის-პირი, იგივე. ღი҃ს-შობლისა.
კუჱრთხად იესეს ძირით, გამოსრულმან ქალწულმან, გამოგიღო, ყუავილად ქე҃ ღო҃, თავო ცხოვრებისაო, და სუნნელ-ჰყო სოფელი:
რათა ზიარ სამღთოჲსა, ბუნებისა ჰყუნე კაცნი, დაგლახაკენ, ვიდრე ჴორცთამდე ჩუჱნთა, ქე҃ რომელნი სძალმან უბიწომან გიშენა:
ჰყავ სიყუარული, სიმტკიცისა ჩუჱნ თანა უ҃ო, და…
გალობა დ. სძლისპირი.
ჰყავ სიყუარული, სიმტკიცისა ჩუჱნ თანა უ҃ო, და ძე შენი მხოლოდ-შობილი, სოფლად მოავლინე და სიკუდიდ მიეც, ამისთჳსცა ქებით ვღაღადებთ შენდამი, დიდება ძალსა შენსა უ҃ო:
წლულებანი და გუჱმანი ქე҃ მიიღენ მოწყალებით, ხოლო…
ტროპარნი.
წლულებანი და გუჱმანი ქე҃ მიიღენ მოწყალებით, ხოლო წყინებაჲ და ყურიმლის-ცემანი დაითმინენ, და სულგრძელებით იტჳთენ ნერწყუანი, რომლითა ჰქმენ ცხოვრებაჲ ჩემი, დიდება ძალსა შნსა უ҃ო:
ჴორცითა მოკუდავითა ცხოვრებაო სიკუდილსა ეზიარე, ვნებისათჳს გლახაკთასა, და სულთქმისათჳს დავრდომილთა შენთასა, და განმხრწნელმან მხრწნელისამან აღადგინენ ყოველნი შენ თანა, ყოვლად დიდებულო, რამეთუ დიდებულხარ:
სამწყსო რომელი, იჴსენ ვნებითა შენითა ქე҃, მოიჴსენე…
ღი҃ს-მშობლისა.
სამწყსო რომელი, იჴსენ ვნებითა შენითა ქე҃, მოიჴსენე იგი სახიერ, ყოვლად დიდებულისა ქალწულისა, მშობელისა შენისა მეოხებითა, და გუაცხოვნენ ჩუჱნ ძლიერო:
ხატებისაებრ შენისა კაცთ-მოყუარე კაცისა შემოქმედმან, და ჯუარცმულმან…
სხუა. სძლისპირი. უცხო და საკჳრუჱლი
ხატებისაებრ შენისა კაცთ-მოყუარე კაცისა შემოქმედმან, და ჯუარცმულმან თხემისა ადგილსა ზედა აცხოვნე მომკუდარი ცოდჳთა გარდასლჳსათა:
მკუდარნი რომელნიცა შთანთქნა სიკუდილმან მოსცავე, ხოლო დაირღუა ჯოჯოხეთისაცა იგი განმხრწნელი სუფევაჲ, საფლავით აღდგომასა შენსა უ҃ო:
რომელმან აღსწონენ მთანი სასწორითა მეუფეო, მთისაგან ქალწულისა…
სძლისპირი, იგივე. ღი҃ს-მშობლისა.
რომელმან აღსწონენ მთანი სასწორითა მეუფეო, მთისაგან ქალწულისა, გამოკუჱთე ლოდი, რჩეული და საკიდური თჳნიერ ჴელისა, დიდება ძალსა შენსა უ҃ო:
სნეული ბუნებაჲ ჩუჱნი განჰკურნე მეუფეო, ძლიერი რა წამალი, შეაყავ საშოსა შინა, ქალწულისა წმიდისასა, რომელ-არს სიტყაო, დაუსაბამო ღუთაებაჲ შენი:
ნაწილ-ჩემდა ხარ ქე҃ გულისსათქმელ და საწადელ, რომელმან შემიერთე, გუამოვნებასა შენსა მუცელსა, ქალწულისასა სიტყუაო ღი҃საო, და ჴორცითა იწოდე გუამოვნებაჲ:
შენდა აღჳმსთობთ, წარუვალისა ნათლისა, მომეც ჩუჱნ კაცთ-მოყუარე…
გალობა ე. სძლისპირი.
შენდა აღჳმსთობთ, წარუვალისა ნათლისა, მომეც ჩუჱნ კაცთ-მოყუარე შენი მშჳდობაჲ, და ნათელსა მცნებათა შენთასა, მიძღოდე სლუად გზათა შენთა:
მსაჯულსა უსამართლოსა, შურითა ებრაელთათა მიეცი ყოვლისა მეცნიერო…
ტროპარნი.
მსაჯულსა უსამართლოსა, შურითა ებრაელთათა მიეცი ყოვლისა მეცნიერო, და მსაჯულო მართალო ყოვლისა ქუჱყანისაო, რომლითა იჴსენ ადამი ძუჱლისაგან დასჯისა:
მოეც მშჳდობაჲ შენი ქე҃ ეკკლესიათა შენთა, უძლეველითა ძალითა ჯუარისა შენისათა, აღდგომილო მკუდრეთით, და აცხოვნენ სულნი ჩუჱნნი:
კარავი წმიდა, რომელმან დაუტევნელი, ყოველთა დაბადებულთა, სიტყუა ღი҃სა, დაიტია და მშობელ და ქალწულ, ესე მხოლო გამოსჩნდა:
გუჱრდი შენი, სამღთო განეღო ლახურისა მიერ, და…
სხუა. სძლისპირი. ქუჱყანასა ზედა.
გუჱრდი შენი, სამღთო განეღო ლახურისა მიერ, და დაბადებულნი იჴსნენ, წყევისაგან ქე҃, და ღირს ჰყუჱნ კურთხევასა, სამარადისოსა კაცთ-მოყუარე:
ბუნებითა, სწორი ღუთაებისა მამისა, დაემკჳდრე ტაძარსა მას ჴორცთა ბუნებისასა, და აღადგინე იგი აღდგომითა შენითა მკუდრეთით:
ძე შენი სძალო ადამის, შემოქმედი და უ҃ი…
სხუა. სძლის-პირი. აღჳმსთობთ. ღი҃ს-მშობლისა.
ძე შენი სძალო ადამის, შემოქმედი და უ҃ი, არა არს დაბადებულ, დაღათუ ჴორცნი, სულიერნი შენ შორის დაჰბადნა თავისა თჳსისათჳს წყალობით:
სწორ-არს მამისა ძე შენი, სიტყუა ღი҃სა უბიწოო, და ერთგუამოვნებითა, და ბუნებითა ორი განუყოფელი სრული ღუთაებითა და კაცებითა ქე҃:
სიღრმეთა, ცოდჳსათა მომიცუჱს მე განმხრწნელთა სულისათა, არამედ…
გალობა ვ. სძლისპირი.
სიღრმეთა, ცოდჳსათა მომიცუჱს მე განმხრწნელთა სულისათა, არამედ შენ კაცთ-მოყუარე, მოჰყავ მარჯუჱნა შენი, და მსგავსად იონასსა მიჴსენ და ვითარ პეტრე, დანთქმისაგან აღმომიყუანე:
სიღრმეთა წყალობისა და მოწყალებისა შენისათა გარე მომიცუჱს…
ტროპარნი.
სიღრმეთა წყალობისა და მოწყალებისა შენისათა გარე მომიცუჱს მე, სახიერითა მით გარდამოსლჳთა შენითა, რამეთუ განჴორციელებულმან მეუფეო, და ხატ-მონისა-ქმნილმან განმამღლუჱ და შენ თანა მადიდე:
მიიღო სიკუდილი მომკულელმან, იხილა რა განცხოველებაჲ მომკუდრისა, ესენი უკუჱ არიან ხატნი აღდგომისა შენისანი ქე҃, და ძლევანი ყოვლად წმიდისა ვნებისა შენისანი:
უსძლოო, და უქორწინებელო სძალო, შენ მხოლო იქმენ…
ღი҃ს-მშობლისა.
უსძლოო, და უქორწინებელო სძალო, შენ მხოლო იქმენ, შუამდგომელ ღი҃სა და კაცთა, ძესა შენსა ევედრე, მოცემად მონათა შენთა ბრალთა შენდობაჲ, და მტერისა ვნებათაგან ჰჴსნაჲ:
წყლულებითა შენითა, წყლულნი დაძინებულნი, საფლავთაგან აღმოიყუანენ, მრავალ-მოწყალეო…
სხუა. სძლისპირი. დამკჳდრება იონასი.
წყლულებითა შენითა, წყლულნი დაძინებულნი, საფლავთაგან აღმოიყუანენ, მრავალ-მოწყალეო, მეცა გიჰჴმობ შენ, ხრწნილებისაგან და სიკუდილისა მიჰჴსენ ქე҃:
განგეხუნეს შენ მაცხოვარ, შიშით ბჭენი იგი, ჯოჯოხეთისანი დაჰჴშულნი, რაჟამს წარმოსტყუჱნე, და აღსდეგ მკუდრეთით და დედათა მიანიჭე სიხარული:
გამოისახჳს ქალწულისა მიერ, გამოუსახუჱლი ღი҃, და განკაცებასა…
სხუა, სძლისპირი. ღაღად-ვჰყავ სულთქმით. ღი҃ს-მშობლისა.
გამოისახჳს ქალწულისა მიერ, გამოუსახუჱლი ღი҃, და განკაცებასა, უცუალებელსა მიიღებს და უქცეველად ჰგიეს ღუთაებისაგან:
ცოდუათა უფსკრულისაგან მიჰჴსენ მე, და ქართაგან ვნებათასა დედაო ღი҃საო, რამეთუ შენ-ხარ მუჱდრებელთა, შენთა ნავთ-საყუდელი, და უფსკრული წყალობისა:
დღეს აღსდეგ საფლავისაგან მოწყალე, და გამომიჴსნენ ჩუჱნ…
კონდაკი. ჴმა გ. ქალწული დღეს.
დღეს აღსდეგ საფლავისაგან მოწყალე, და გამომიჴსნენ ჩუჱნ ბჭეთაგან სიკუდილისათა, დღეს ადამს უხარის, და განსცხრების ევა, წინასწარ-მეტყუჱლთა თანა და მამათ-მთავართა, და უგალობენ დაუცხრომელად სამღთოსა სიმტკიცესა ჴელმწიფებისა შენისასა:
ცანი და ქუჱყანა განსცხრებოდედ დღეს, და ქე҃სა…
იკოსი.
ცანი და ქუჱყანა განსცხრებოდედ დღეს, და ქე҃სა ღთ҃სა ერთბრძნობით უგალობდედ, რამეთუ კრულნი აღადგინნა საფლავთაგან, რომლითა თანად-იხარებს ყოველი დაბადებული მიმრთმელი ღირსთა გალობათა, შემოქმედისა ყოველთასა და მჴსნელისა ჩუჱნისა, რამეთუ თანა აღმადგინებელი კაცთა ჯოჯოხეთისაგან, დღეს თანა აღმადგინებს ზეცათა შინა ვითარცა ცხოვრების მომცემელი, და დამჰჴობილჰყოფს მტერისა სიმაღლესა, და ჯოჯოხეთისა ბჭეთა შეჰმუსრავს, სამღთოთა სიმტკიცითა ჴელმწიფებისა თჳსისათა:
ვითარცა სამთა ყრმათა, პირუჱლად განუქარუჱ, ალი იგი…
გალობა ზ. სძლისპირი.
ვითარცა სამთა ყრმათა, პირუჱლად განუქარუჱ, ალი იგი საჴუმილისა მის, ჩუჱნცა განგუანათლენ ღუთაებისა ნათლითა, და ღირს-მყუჱნ ღაღადებად, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:
კრეტსაბმელი, განაპო ჯუარცმასა შენსა ქე҃, და აჩუჱნე…
ტროპარნი.
კრეტსაბმელი, განაპო ჯუარცმასა შენსა ქე҃, და აჩუჱნე ჴსნაჲ მორწმუნეთა, დაუნჯებული დღეს წერილთაგან პირუჱლთა, რომელნი ღაღადებენ, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:
რაჟამს გუჱრდით მოიწყალ, წთოდეს წუჱთნი სამღთონი, ქუჱყანისა განსაწმედელად, განგებულებითა, სისხლი იგი და წყალი ცხოვრების-მომცემელი, და მორწმუნენი იტყჳან, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:
სულსა მას სახიერსა, მამისა თანა და ძისა…
სამებისა.
სულსა მას სახიერსა, მამისა თანა და ძისა, თაყუანის-ვჰსცემთ განუყოფელად, სამგუამოვნებასა, და ერთსა ღუთაებასა, უგალობთ და ვღაღადებთ, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:
არა ლიტონისა კაცისა ჯუარსა ზედა დამოკიდებულისა მზე…
სხუა. სძლის-პირი. მზუაობარ იყო მძლავრი.
არა ლიტონისა კაცისა ჯუარსა ზედა დამოკიდებულისა მზე მხედუჱლი, არამედ ღი҃სა განჴორციელებულისა ბნელ-იქმნების, რომელსა უგალობთ, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:
ძლიერი ღუთაებითა რომელი მოსცემს უხრწნელებასა შეიწყნარა რა ჯოჯოხეთმან საშინელმან, წარმოსთხივნა სულნი მგალობელნი, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:
საუნჯე მრავალ-ფარი კურთხევისა გამოჰსჩნდი ყოვლად უბიწოო, წმიდითა გულითა ღი҃ს-მშობლად აღმსარებელთა შენთა, რამეთუ შენგან განჴორციელდა ღი҃ მამათა ჩუჱნთაო:
უ҃ი დიდებისა, და მეუფე ძალთა ცისათა, მამისა…
სძლის-პირი, იგივე, ღი҃ს-მშობლისა.
უ҃ი დიდებისა, და მეუფე ძალთა ცისათა, მამისა თანა მოსაყდრე ქალწულისა, მკლავთა ზედა ტჳრთული, ვადიდოთ თაყუანის-ვჰსცეთ და ვაკურთხევდეთ უკუნისამდე:
მძჳნუარე არს სიუდილი, არამედ რაჟამს გეწყო შენ, ქალწულისა მიღებულთა, ჴორცთა, შემუსრე იგი მჴსნელო, რამეთუ ექმენ გუამ და სიმტკიცე და არადგინე მკუდრეთით:
ღი҃ს-მშობლად აღგიარებთ, ყოვლად წმიდაო ქალწულო, რამეთუ ერთი სამებისაგანი ჰშევ, ჴორცთა გუამოვნებითა, კურთხეულ-არს ნაყოფი წმიდა მუცლისა შენისა:
მონებად ღი҃სა აღდგომილნი, ყრმანი შეითხინეს ცეცხლა მიუახლებელსა…
გალობა ჱ. სძლისპირი.
მონებად ღი҃სა აღდგომილნი, ყრმანი შეითხინეს ცეცხლა მიუახლებელსა, და ალისაგან არა ევნო, და გალობით იტყოდეს, აკურთხევდით, ყოველნი საქმენი, უ҃სა და ამაღლებდით მას უკუნისამდე:
კრეტსაბმელი იგი ტაძრისა მის, განიპო რაჟამს დაენერგა…
ტროპარნი.
კრეტსაბმელი იგი ტაძრისა მის, განიპო რაჟამს დაენერგა ჯუარი შენი, მაცხოვარ ზედა გოლგოთას, და დაბადებულთა თქუჱს, აკურთხევდით, ყოველნი საქმენი, უ҃სა და ამაღლებდით მას უკუნისამდე:
აღსდეგ საფლავისაგან ქე҃, და დაცემული ცთომისა მიერ ძელითა წარმართე ძალითა საღმრთოთა მჴმობელნი და მეტყუჱლნი, აკურთხევდით, ყოველნი საქმენი, უ҃სა და ამაღლებდით მას უკუნისამდე:
ტაძარ ღი҃სა გამოსჩნდი დამტევნელ სულიერ და კიდობან…
ღი҃ს-მშობლისა.
ტაძარ ღი҃სა გამოსჩნდი დამტევნელ სულიერ და კიდობან, რამეთუ შემოქმედი დააგე კაცთა ყოვლად უბიწოო ღი҃ს-მშობელო, ვინა ღირსად ყოველთა საქმეთა გიგალობთ შენ და უფროსად აღგამაღლებთ ყოველსა შინა უკუნისამდე:
სიტყუა უვნებელ-იყო, რამეთუ ღუთაება უვნებელ-არს, ივნო ჴორცითა…
სხუა სძლისპირი. ცეცხლი იგი.
სიტყუა უვნებელ-იყო, რამეთუ ღუთაება უვნებელ-არს, ივნო ჴორცითა რომელსა უღაღადებთ, აკურთხევდით, ყოველნი საქმენი უ҃სა უგალობთით, და უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე:
მკუდართაებრ დაიძინე, და აღსდეგ ვითარცა უკუდავ-ხარ ქე҃, და იჴსნენ რომელნი ღაღადებენ, აკურთხევდით, ყოველნი საქმენი უ҃სა უგალობდით, და უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე:
სარწმუნოებით ვჰმონებთ, სამებასა ერთ-არსებასა, უგალობთ მორწემუნენი და…
სამებისა
სარწმუნოებით ვჰმონებთ, სამებასა ერთ-არსებასა, უგალობთ მორწემუნენი და ვღაღადებთ, აკურთხევდით, ყოველნი საქმენი უ҃სა უგალობდით, და უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე:
რომელნი აღემატე, ძალთა ზეცისათა ვითარცა დედა ღი҃სა…
სხუა სძლისპირი. სამნი ყრმანი ბაბილონს. ღი҃ს-მშობლისა.
რომელნი აღემატე, ძალთა ზეცისათა ვითარცა დედა ღი҃სა, ქალწულო და თჳნიერ მხოლოსა, ღი҃სა, ყოველთა უაღრეს იქმენ, ამისთჳს გაკურთხევთ კურთხეულო დედოფალო, და შენგან შობილსა ღთ҃სა, უფროსად აღუამაღლებთ მას უკუნისამდე:
სიკეთე ბუნებითი, ფრიად უშუჱნიერეს გამოაჩინე, ქალწულო რაჟამს ბუნებასა ჴორცთასა, ბრწყინუალება ღუთაებისა, შობითა შენითა ყოვლად უბიწოჲთა, შეჰმოსე ამისთჳს, ვაკურთხევთ ქალწულო ძესა შენსა:
ეჰა ახალი, და ღი҃ვ-შუჱნიერი საკჳრუჱლება, რამეთუ ქალწულისა…
გალობა თ. სძლისპირი.
ეჰა ახალი, და ღი҃ვ-შუჱნიერი საკჳრუჱლება, რამეთუ ქალწულისა, დაკრძალული იგი ბჭე, სიბრძნით განულო უ҃მან, უჴორცოდ შესლუასა, და ჴორც-შესხმული ღი҃, იხილუა გამოსლუასა, და ეგო ბჭე იგი დაჴშულადუჱ, რომელსა დაუცხრომელად, ვითარცა ღი҃ს-მშობელ არს ვადიდებთ:
საშინელ არს მიცემად შენდა შემოქმედისა, ძელსა ზედა ამაღლებულისა სიტყუაო ღი҃საო, რამეთუ ჴორცითა ვნებულსა ღთ҃სა მონათათჳს, და საფლავსა შინა უსულოდ მდებარესა. ხოლო ჯოჯოხეთისაგან მჴსნელსა მკუდართასა, შენ ქე҃, ვითარცა ყოვლად ძლიერსა გადიდებთ:
აცხოვნენ ქე҃ ხრწნილებისაგან პირუჱლნი მამანი, მკუდარმან საფლავსა დადებულმან, და ცხოვრებაჲ აღაყუავილე აღმადგინებელმან მკუდართამან, და ჴელ-პყრობილ-ჰყავ ბუნებაჲ კაცთა ნათლისა მიმართ, და სამღთო შეჰმოსე უხრწნელებაჲ, რომლისათჳს შენ წყაროსა ნათლისასა, მარადის ცხოველსა გადიდებთ:
ტაძარ და საყდარ გამოჰსჩნდი ღი҃სა, რომელსა შინა…
ღი҃ს-მშობლისა.
ტაძარ და საყდარ გამოჰსჩნდი ღი҃სა, რომელსა შინა დაემკჳდრა მყოფი მაღალთა შინა, რომელი იგი ჰშევ რა ქმრისა გამოუცდელად ყოვლად უბიწოო, არა განახუნა ყოვლითურთ კარნი ჴორცთა შენთანი, რომლისათჳს დაუცხრომელითა ოხითა შენითა უბიწოო, წარმართნი ბარბაროსნი ვიდრე დასასრულადმდე, მსწრაფლ დაუმორჩილენ მეფესა ჩუჱნსა:
პათივი აღმოუცენე კაცთა, ყოვლად უპატიოჲთა სიკუდილითა, რომლისა…
სხუა, სძლისპირი. წერილთა მიერ.
პათივი აღმოუცენე კაცთა, ყოვლად უპატიოჲთა სიკუდილითა, რომლისა იგი გემო იხილე, ჯუარცმისა მიერ მაცხოვარ არსებითა მოკუდავითა და უხრწნელებაჲ მომანიჭე მე, ქე҃ ვითარცა კაცთ-მოყუარემან:
მაცხოვნე მე ქე҃ აღდგომილმან საფლავით, ხოლო აღსდეგ რა მიმგუარე მამასა მშობელსა შენსა, და დამსჳ მარჯუჱნით მისსა, სახიერებისათჳს წყალობისა შენისა უ҃ო:
მოგუჱც მეოხად და მფარუჱლად, მშობელი შენი მეუფეო…
სძლისპირი. იგივე. ღი҃ს-მშობლისა.
მოგუჱც მეოხად და მფარუჱლად, მშობელი შენი მეუფეო, და მისითა მეოხებითა, მოგუფენ წყალობასა ჩუჱნ ზედა, და სულსა ყოვლად წმიდასა, რომელი მამისაგან გმოვალს ქე҃, და შენმიერი მოგუჱცემის, სამებისა მადიდებელთა:
ერსა შორის საზეპუროსა, და კრებულსა მორწმუნეთასა, არა არს საზღუარი გალობისა, და დიდებისა შენისა სძალო, ამისთჳს სურჳლსა ზედა, სურჳლსა შესძინებენ, საღმრთოსა და სულიერსა, და დედად ღი҃სად აღგიარებენ:
მოვედით ყოველნი მორწმუნენი, და გულის-ჴმა ვჰყოთ ძალი…
აქებდითსა ზედა, დასდებელნი აღდგმისანი, ჴმა გ.
მოვედით ყოველნი მორწმუნენი, და გულის-ჴმა ვჰყოთ ძალი საშინელისა საიდუმლოჲსა, რამეთუ ქე҃ მჴსნელი ჩუჱნი, დაუსაბამო სიტყუა, ჯუარს ეცუა ჩუჱნთჳს, და ნებსით დაეფლა, და აღდგა მკუდრეთით ცხოვრებად ყოველთა, მას თაყუანის-ვჰსცემდეთ:
მიუთხრეს ყოველი საკჳრუჱლება, მცუჱლთა შენთა უ҃ო, არამედ კრებულმან ამაოებისამან, აღავსო ქრთამითა მარჯუჱნა მათი, დაფარუად ჰგონებდეს აღდგომასა შენსა, რომელსა ყოველი სოფელი გადიდებს, შეგჳწყალენ ჩუჱნ:
სიხარულითა აღივსო ყოველი სოფელი, აღდგომისა ძალისა ცნობითა, რამეთუ მარიამ მაგდალენელა საფლავად რა მოვიდა, ჰპოვა ანგელოსი ლოდსა ზედა მჯდომარე, სამოსლითა ელუარითა და ჰრქუა მას, რასა ეძიებთ ცხოველსა მას მკუდართა თანა, არა არს აქა, არამედ აღდგა ვითარცა თქუა, წინაგიძღჳს თქუჱნ გალილეას:
ნათლითა შენითა უ҃ო, ვიხილეთ ნათელი კაცთ-მოყუარე, აღრასდეგ მკუდრეთით ცხოვრებაჲ ნათესავსა კაცთასა მოანიჭე, რათა ყოველნი დაბადებულნი გიგალობდენ, მხოლოო შეუცოდებელო შეგჳწყალენ ჩუჱნ:
გალობად ცისკრისა, მენელსაცხებლეთა დედათა ცრემლნი მოაქუნდეს უ҃ო…
სხუანი, დასდებელნი აღმოსავლურნი. ჴმა გ.
გალობად ცისკრისა, მენელსაცხებლეთა დედათა ცრემლნი მოაქუნდეს უ҃ო, რომელთა იგი სუნნელებისა ნელსაცხებელი ეტჳრთათ, და საფლავად შენდა მოიწივნეს, უჴრწნელთა ჴორცთა შენდა შემურუად მოსწრაფენი, ხოლო ანგელოსმან მჯდომარემან ლოდსა ზედა ახარა მათ, რასა ეძიებთ ცხოველსა მას მკუდართა თანა, რამეთუ სიკუდილი წარმოსტყუჱნა, და აღდგა ვითარცა ღთ҃-არს, და მოანიჭა ყოველთა დიდი-წყალობაჲ:
ელუარე ანგელოსი, საფლავსა ზედა ცხოვრების-მომცემელსა, ბრწყინუალითა ჴმითა მენელსაცხებლეთა დედათა ეტყოდა, დააცალიერნა მჴსნელმან საფლავნი წარმოტყუჱნა ჯოჯოხეთი, და აღდგა მესამესა დღესა, ვითარცა მხოლო სახიერ-არს და კაცთ-მოყუარე:
საფლავსა შინა გეძიებდა მაცხოვარ, მორავიდა ერთსა მას შაბათსა მარიამ მაგდალენელა, ხოლო ვითარ არა გპოვა, გოდებდა და ტირილით იტყოდა, ჵ მე მაცხოვარო ჩემო, წარპარულიქმენ ყოველთა მეუფეო, ხოლო ორნი ცხოველნი ანგელოსნი საფლავით გამო უღაღადებდეს, რასა სტირ ჵ დედა-კაცო, და მან ჰრქუა მათ ამისთჳს ვჰსტირ, რამეთუ აღიღეს უ҃ი ჩემი საფლავისაგან, და არა უწყი სადა დადუჱს იგი, და ვითარცა მოიქცა გიჴილა შენ, და მეყუსეულად ჴმა-ჰყო, უ҃ო ჩემო, და ღო҃ ჩემო დიდება შენდა:
ჰურიათა დაჰკრძალეს, სამარესა შინა ცხოვრებაჲ, ხოლო ავაზაკმან განაპო, სიტყჳთა საშუჱბელი ჰჴმობდა და იტყოდა, რომელი ჩემთჳს ჩემთანა დამოკიდებულ-იყო ძელსა ზედა, და ვხედევდ მე საყდართა მამისა თანა მჯდომარედ, რამეთუ იგი არს, ქე҃ მაცხოვარი ჩუჱნი, რომელსა აქუს დიდი-წყალობაჲ:
შეურაცხჰყო რა მცნება შენი, ადამ უ҃ო სამოთხით…
დიდება, გერი ცისკრისა, და აწდა უმეტესად კურთხეულ-ხარ შენ, დიდება მაღალთა შინა, გრძლად. და განტევება. ლიტურღიასა ზედა. მომიჴსენენი, ჴმა გ.
შეურაცხჰყო რა მცნება შენი, ადამ უ҃ო სამოთხით ექსორიაჰყავ, ხოლო ავაზაკი მოწყალეო რომელმან, აღგიარა ჯუარსა ზედა, მას შინა დაამკჳდრე და ღაღადებდა, მომიჴსენე მაცხოვარ, სასუფეველსა შენსა:
ცოდუათა ჩუჱნთათჳს წყევითა და სიკუდილითა დავისაჯენით არამედ, ცხოვრების-მომცემელო ღო҃ ჩუჱნო, უცოდუჱლმან რა ივნე ჩუჱნთჳს, მოკუდავნი განმაცხოველენ და ვღაღადებთ, მომიჴსენე მაცხოვარ სასუფეველსა შენსა:
აღრასდეგ მკუდრეთით აღმადგინენ, ვნებათა ჩემთაგან აღდგომითა შენითა ქე҃, ხოლო ყოველი ძალი სიკუდილისა, შემუსრე ძლიერებითა, შენითა და მორწმუნეთა ღაღად-ჰყუჱს, მომიჴსენენ მაცხოვარ სასუფეველსა შენსა:
სამისა დღისა დაფლჳთა შენითა, მკუდარნი ჯოჯოხეთს შინა ვითარცა ღთ҃მან ცხოვრების-მოქმედმან თანა აღადგინენ, და ჩუჱნ ყოველთა უხრწნელება აღმოგჳცენე ვითარცა სახიერმან, სარწმნოებით მარადის მჰჴმობელთა, მოგჳჴსენენ ჩუჱნცა, სასუფეველსა შენსა:
მენელსაცხებლეთა დედათა, პირუჱლად ეჩუჱნე აღრასდეგ მკუდრეთით იესო, და გიხაროდენ არქუ ყოვლად ძლიერო, და ხარებად მოციქულთა, წარავლინენ აღდგომისათჳს შენისა, და ყოველი მწუხარებაჲ მათი შეჰსცუალე სიხარულად:
მოასწავებდა მოსე მთასა ზედა ჯუარსა განპყრობითა ჴელთათა, და ჰსძლევდა ამალეკსა, გარნა ჩუჱნ სარწმუნოებით ეშმაკთა ზედა, საჭურუჱლად ძლიერად მომღებელნი მისნი სარწმუნოებით ვჰჴმობთ ყოველნი, მოგჳჴსენენ ჩუჱნცა სასუფეველსა შენსა:
მამასა და ძესა და სულსა წმიდასა უგალობდეთ…
დიდება, სამებისა.
მამასა და ძესა და სულსა წმიდასა უგალობდეთ მორწმუნენი, მხოლოსა ღთ҃სა, მხოლოსა უ҃სა, რამეთუ ვითარცა ერთისაგან მზისა სამ-მცხინუარისა არს სამება, და განანათლებს ყოველთა მჴმობელთა, მოგჳჴსენენ ჩუჱნცა სასუფეველსა შენსა:
გიხაროდენ ბჭეო ღი҃საო, რომელი განვლო დამბადებელმან და…
აწდა, ღი҃ს-მშობლისა.
გიხაროდენ ბჭეო ღი҃საო, რომელი განვლო დამბადებელმან და დაგიცუა, დაკრძალულად გიხაროდენ ღრუბელო, სულ-მცირეო რომელსა მოგყავს ქე҃, გიხაროდენ კიბეო ცად აღწევნულო, გიხაროდენ მთაო ღი҃საო, ჭეშმარიტად გამოუკულეველო:
საჩინოო მნათობო, სძალო წმიდაო, სახელ დიდო მარიამ…
გალობანი წმიდისა ღი҃ს-მშობლისანი. გალობა ა. ჴმა გ. სძლისპირი. რომელმან წამის ყოფით.
საჩინოო მნათობო, სძალო წმიდაო, სახელ დიდო მარიამ ღი҃ს-მშობელო. დავითის ასულო, ხერუვიმთა უმაღლესო, შუჱნიერებაო იაკობისო, ცათა უვრცელესო, დიდ-არს დიდება შენი და ყოველნი მორწმუნენი გნატრით:
საჩინოო მნათობო, სძალო წმიდაო, სახელ დიდო მარიამ ღი҃ს-მშობელო. დავითის ასულო, ხერუვიმთა უმაღლესო, შუჱნიერებაო იაკობისო, ცათა უვრცელესო, დიდ-არს დიდება შენი და ყოველნი მორწმუნენი გნატრით:
წინა საუკუნეთა განსაზღურებულო ქალწულო მეუფისა დიდისა, პორფირად უხრწნელად რომელი აღსასრულსა, ჟამთასა შეიმოსა, და ტყავისა სამოსელი, ადამისი დაჰფარა მეცა დამიფარე უხრწნელო:
რომელმან გარდაართხნა, ცანი ვითარცა კარავნი მკლავთა ზედა იტჳრთე სძალო, უსძლოო მსგავსად ჩჳლთა გარე შემოუწერელი, ღი҃ უცუალებელი, და გამოუკუჱთელი, მას ევედრე ჴსნად ჩუჱნდა ვნებათა მძლავრებისაგან:
ცეცხლისფერთა მათ, გუნდთა მეუფე იშუა, შენგან ღი҃სა…
გალობა გ. სძლისპირი. რომელმან სიტყჳთ არა-რა.
ცეცხლისფერთა მათ, გუნდთა მეუფე იშუა, შენგან ღი҃სა დედაო, და გყო შენ დედოფალ მათდა ამისთჳს გევედრები, მიჴსენ ოხითა შენითა ვნებათაგან:
ცეცხლისფერთა მათ, გუნდთა მეუფე იშუა, შენგან ღი҃სა დედაო, და გყო შენ დედოფალ მათდა ამისთჳს გევედრები, მიჴსენ ოხითა შენითა ვნებათაგან:
ბრწყინუალებისა, საღმრთოსა სასანთლე ხარ, და მნათობი სოფლისა, ამისთჳს გევედრები შენ, სძალო ბნელი სულისა, ჩემისა დაჰხსენ ვედრებითა შენითა:
ჴორციელთა მათ, ვნებათა ღელჳსაგან, მიჴსენ ყოვლად წმიდაო, მსწრაფლ მონა შენი უჴმარი, რომელმან მყუდროება ცხოვრებისა, და უვნებელობისა ჰშევ:
ბრძოლა მძჳნუარე, გულის-თქმათა აღიძრა ჩემ ზედა. და…
გალობა დ. სძლისპირი. ჰყავ სიყუარული
ბრძოლა მძჳნუარე, გულის-თქმათა აღიძრა ჩემ ზედა. და შეუცავს მას სული ჩემი, საღმრთოსა მშჳდობისა მშობელო სძალო, მშჳდობა შენი მომმადლე მონასა შენსა და დაჰჴსენ აღძრუა ვნებათა ჩემთა:
ბრძოლა მძჳნუარე, გულის-თქმათა აღიძრა ჩემ ზედა. და შეუცავს მას სული ჩემი, საღმრთოსა მშჳდობისა მშობელო სძალო, მშჳდობა შენი მომმადლე მონასა შენსა და დაჰჴსენ აღძრუა ვნებათა ჩემთა:
შენ ხარ ტაკუკი, მტჳრთუჱლი საღმრთოსა მანანასა, რომელმან გჳშევ ქე҃ ღი҃. ამისთჳს შევსწირავ შენდა ვედრებასა, სული ჩემი მომყმარი გამოზარდე, წყალთა მიერ სულისა წმიდისათა:
მირონი წმიდა სოფელსა აღმოუცენე სძალო, და სუნნელ-ჰყავ ყოველი ქუჱყანა, ამისთჳს გევედრები ყოვლად წმიდაო, იჴსენ მწჳრისა მისგან ვნებათასა, სული ჩემი ოხითა შენითა:
საჴსრად, ჩუჱნდა იქმნა ქალწულო განკაცება ძისა შენისა…
გალობა ე. სძლისპირი. ქუჱყანასა ზედა უხილა.
საჴსრად, ჩუჱნდა იქმნა ქალწულო განკაცება ძისა შენისა, და ხრწნილებისაგან იჴსნა ნათესავი კაცთა, მიჴსენ მეცა ქალწულო ხორცთა ზრახჳსაგან და ვნებისა:
ვედრებათა, შენთა ცეცხლითა შესწუჱნ სძალო, ყოველნივე ეკალნი ვნებათა და გულის-თქმათანი, რამეთუ შენ ხარ მარწუხი, საუფლოსა მის ნაკუჱრცხალისა:
შუჱნიერი, სამკაული მაქუნდა სათნოებათა, არამედ მედგრობითა ჩემითა განმეძარცუა, ხოლო შენ ღი҃ს-მშობელო, ოხითა შენითა კუალად შემამკუჱ:
სულისა, ჩემისა საფუძუჱლი, მტერისა მანქანებათა, ბოროტთა შეარყიეს…
გალობა ვ. სძლისპირი. სიღრმეთა ცოდჳსათა.
სულისა, ჩემისა საფუძუჱლი, მტერისა მანქანებათა, ბოროტთა შეარყიეს, არამედ შენ ქალწულო მეოხებითა შენითა ვითარცა ქე҃ს ღი҃სა მშობელმან, დამამტკიცე მე:
სულისა, ჩემისა საფუძუჱლი, მტერისა მანქანებათა, ბოროტთა შეარყიეს, არამედ შენ ქალწულო მეოხებითა შენითა ვითარცა ქე҃ს ღი҃სა მშობელმან, დამამტკიცე მე:
მხოლომან, რომელი იშუა შენგან, მოგცა შენ მორწმუნეთა, მცუჱლად ზღუდედ და მფარუჱლად, ამისთჳს გევედრები, მეცა დამიფარე უხრწნელო მარჯუჱნითა მით მოწყალებათა შენთათა ღირსო:
დაჰჴსენ შენ, თანა-ნადები კაცთა, რაჟამს ჰშევ მარგარიტი, უსასყიდლო ღი҃ს-მშობელო დაჰჴსნენ ბრალთაცა ჩემთა, და შეცოდებათა საკრუჱლნი, და ვნებათა და მწუხარებათა ჩემთა ურუანი:
ეშმაკთა უკეთურთა, ბანაკმან მომიცუა მე, და ვნებათა…
გალობა ზ. სძლისპირი. ვითარცა სამთა ყრმათა.
ეშმაკთა უკეთურთა, ბანაკმან მომიცუა მე, და ვნებათა მწყობრმან ურიცხუმან, არამედ ვითარცა ჰშევ ძლიერი ბრძოლასა, ქალწულო ღი҃ს-მშობელო, მიჴსენ ჭირთა და ურუათაგან, რომელთა გარე მოუცავ მე:
ეშმაკთა უკეთურთა, ბანაკმან მომიცუა მე, და ვნებათა მწყობრმან ურიცხუმან, არამედ ვითარცა ჰშევ ძლიერი ბრძოლასა, ქალწულო ღი҃ს-მშობელო, მიჴსენ ჭირთა და ურუათაგან, რომელთა გარე მოუცავ მე:
ხერუვიმთა წმიდათაგან შეუხებელი ღი҃, და საშინელი ანგელოსთა, შენგან იშუა სძალო და კაცნი განაახლნა. და მეცა გევედრები, უხილავთა მტერთაგან, საშინელ-მყავ და შეუხებელ:
ვნებათა უყისაგან, ჴორცთასა განმარინე, და განსაცდელთა საეშმაკოთა რომელმან ჰშევ მჴსნელი, კაცთა ნათესავისა, კარავო მაღლისაო და ტაძარო წმიდაო ღი҃სა დიდებისაო უბიწოო:
სიბრძნე ღი҃სა ქალწულო, რომელმან ზეცისანი და ქუჱყანისანნი…
გალობა ჱ. სძლისპირი. ცეცხლი იგი შემწუ.
სიბრძნე ღი҃სა ქალწულო, რომელმან ზეცისანი და ქუჱყანისანნი, არსებად მოიყუანნა ჰშევ ღი҃ს-მშობელო, ბუნებათა და ცნობათა უაღრეს, ამისთჳს გევედრები, მომეც სიტყუა, სიბრძნისა რათა გიგალობდე შენ:
სიბრძნე ღი҃სა ქალწულო, რომელმან ზეცისანი და ქუჱყანისანნი, არსებად მოიყუანნა ჰშევ ღი҃ს-მშობელო, ბუნებათა და ცნობათა უაღრეს, ამისთჳს გევედრები, მომეც სიტყუა, სიბრძნისა რათა გიგალობდე შენ:
ცუარითა მით რომელი, ვითარცა წჳმა საწმისსა ზედა, საშოდ შენდა გარდამოჴდა ზეცით ქალწულო, სული ჩემი, მორწყე და დაშრიტე საჴმილი ვნებათა, და ცოდუათა რათა გაკურთხევდე უკუნისამდე:
სულთა და ჴორცთა, ჩემთა კურნებასა გევედრები შენ, ჵ დედოფალო დაბადებულთაო, და ვნებათა ჩემთა ბოროტთა გამოჴსნასა ვითხოვ შენ მიერ, რამეთუ შენ ხარ, მკურნალი კაცთა უბიწოო:
ცოდუათა შინა განფრდილსა, სამოსელი წმიდა შემმოსე ოხითა…
გალობა თ. სძლისპირი. სიტყუა ღი҃სა უხითა.
ცოდუათა შინა განფრდილსა, სამოსელი წმიდა შემმოსე ოხითა შენითა, ქსელო საღმრთოო რომლისაგან, საღმრთო სამოსელი უქსოვა, სულმან წმიდათაგან ღებული:
ცოდუათა შინა განფრდილსა, სამოსელი წმიდა შემმოსე ოხითა შენითა, ქსელო საღმრთოო რომლისაგან, საღმრთო სამოსელი უქსოვა, სულმან წმიდათაგან ღებული:
შემაერთე ძესა შენსა, და საკუთარ მყავ მისსა საღმრთოთა ცხოვრებითა, მეოხებითა შენითა, გევედრები ყოვლად წმიდაო, სძალო რომლისაგან, ბუნება ჩუჱნი დაიწინდა ღთ҃მან:
ვნებათა ჩემთა აღძრუანი, ბოროტნი მოაკუდინენ მეოხებითა შენითა, რომელმან უხრწნელებისა წყარო ქე҃ ღი҃ უშევ კაცთა, და ხრწნილებისა მისგან წარწყმედელისა, გჳჴსნენ ქალწულო: