გულანი
საცდელი · 1.11.3
ხმა 3 · ორშაბათი 1 / 79შეგცოდე შენ უ҃ო ღო҃ ჩემო შეგცოდე შენ…

ხმა 3 · ორშაბათი

რვა ხმა

პარაკლიტონი · დაახლ. 25 წთ

შეგცოდე შენ უ҃ო ღო҃ ჩემო შეგცოდე შენ…

დასდებელნი, სამეუფონი, მსგავსნი, ჴმა გ. მაცხოვნე მე უ҃ო ღო҃ ჩემო.

შეგცოდე შენ უ҃ო ღო҃ ჩემო შეგცოდე შენ, მოწყალე მექმენ მე და ნუ განმაგდებ, ნუცა წარმწყმედ მე სიტყუაო ღი҃საო, არამედ ვითარცა მხოლომან სულგრძელმან და მრავალ-მოწყალემან მონანული ესე შემიწყალე, და დამამტკიცე მე ქმნად სიმართლეთა შენთა მაცხოვარ ვითარცა მხოლო სახიერ-ხარ:

ისწრაფე უ҃ო განრინებად ჩემდა, ჴელთაგან წინა-აღმდგომთასა, რამეთუ მე ნებსით დავემონე მაცთურსა, და განვსდეგ მცნებათაგან შენთა მოწყალეო, მომეც მე ჟამი სინანულისა, და ნათლისა მიმართ სინანულისა აღმომიყუანენ, რათა ვჰსტიროდე დაცემათა ჩემთა მაცხოვარ:

განარინე უ҃ო სული ჩემი რათა არა განფიცხნეს, და წყარონი ცრემლთანი მომცენ მე, ტირილად საძაგელთა ცოდუათა ჩემთა, ხოლო განმანათლე მე მჯდომარჱ ბნელსა შინა, და ნათელი ცნობისა შენისა მომეც მე მაცხოვარო ჩემო, რათა ვიდოდე წმიდათა შინა მცნებათა შენთა:

უჴორცოთა ბანაკნი დაჰბადენ მეუფეო, სახიერებისა შენისა ქადაგად…

სხუანი, დასდებელნი უჴორცოთანი, ჴმა გ. დიდ-არს ძალი ჯუარისა.

უჴორცოთა ბანაკნი დაჰბადენ მეუფეო, სახიერებისა შენისა ქადაგად ჴმა-მაღლად, და არა რაჲსაგან არსად მოიყუანენ, რათა აქებდენ დაუცხრომელად დიდებასა შენსა:

დიდ-არს ძლიერება ქე҃ ანგელოსთა კრებულისა, რამეთუ უჴორცო არიან, და სოფელსა მოვლიან მსგავსად ელჳსა, და მოჰფენენ მშჳდობასა ეკკლესიათა, და მეოხ-არიან ცხოვრებად სულთა ჩუჱნთათჳს:

ძალნო ჴელმწიფებანო, ანგელოსნო საყდარნო, მთავრობანო მთავარ-ანგელოსნო, ხერუვიმ სერაფიმნო ღი҃უ-ბრწყინუალენო, უფლებათა თანა ევედრენით ჩუჱნთჳს ღთ҃სა, და ითხოვეთ მშჳდობაჲ სოფლისა:

დიდთა ქუჱლის-მოქმედებათა შენთა მცნობელნი უბიწოო, ძესა შენსა…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა. მსგავსივე.

დიდთა ქუჱლის-მოქმედებათა შენთა მცნობელნი უბიწოო, ძესა შენსა ვადიდებთ ანგელოსთა თანა რომელმან ჯერ-იჩინა შობად საშოჲთ შენით ჴორცითა, უმწუჱრუალესისათჳს სახიერებისა, და აღადგინა ნათესავი კაცთა:

მწუხრისა გალობასა, შევსწირავთ შენდა ქე҃ საკუმეველითა, და…

სტიქარონსა ზედა, დასდებელნი სინანულისანი, ჴმა გ.

მწუხრისა გალობასა, შევსწირავთ შენდა ქე҃ საკუმეველითა, და შესხმითა სულიერითა გიღაღადებთ, შეიწყალენ მაცხოვარ სულნი ჩუჱნნი:

მაცხოვნე მე ღო҃ ჩემო, რამეთუ შენ-ხარ მაცხოვარი ყოველთა, რამეთუ ვნებათა ღელუა აღმაშფოთებს, და სიმძიმე უსჯულოებათა დამნთქავს მე, მომეც ჴელი შეწევნისა, და ნათელსა აღმომიყუანე მე სინანულისასა, ვითარცა მხოლო მოწყალე-ხარ და კაცთ-მოყუარე:

დიდ-არს ძალი ძლიერისა ჯუარისა უ҃ო რომელი აღემართა…

მოწამეთა.

დიდ-არს ძალი ძლიერისა ჯუარისა უ҃ო რომელი აღემართა ზედა გოლგოთას, და სასწაულთა იქმს ყოველსა სოფელსა შინა, და გამოირჩივნა მეთევზურთაგან მოციქულნი, და წარმართთაგან მოწამენი, რათა მეოხ-იყუნენ სულთა ჩუჱნთათჳს:

წმიდათა უპირატესო პატიოსანო სამკაულო ზეცისა წესთაო, მოციქულთა…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

წმიდათა უპირატესო პატიოსანო სამკაულო ზეცისა წესთაო, მოციქულთა საგალობელო, წინასწარ-მეტყუჱლთა სიქადულო, ჩუჱნიცა ესე ვედრება შეიწირე დედოფალო:

სამებაო ერთ-არსებაო და განუყოფელო, მხოლოო სამ-გუამოვანო თანა…

ორშაბათსა გალობანი სამებისანი. ჴმა გ.

სამებაო ერთ-არსებაო და განუყოფელო, მხოლოო სამ-გუამოვანო თანა სამარადისოო, შენ ვითარცა ღთ҃სა ანგელოსთა გალობასა გიღაღადებთ წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, შენ ღო҃ ჩუჱნო, ღი҃ს-მშობელისა მიერ შეგჳწყალენ ჩუჱნ:

მამასა დაუსაბამოსა, და ძესა თანა დაუსაბამოსა, და სულსა წმიდასა თანა სამარადისოსა, ერთსა ღუთაებასა ხერუვიმთაებრ უღაღადებთ, წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, შენ ღო҃ ჩუჱნო, ღი҃ს-მშობელისა მიერ შეგჳწყალენ ჩუჱნ:

მეყუსეულად მსაჯული იგი მოვიდეს, და თითოეულისა საქმენი განშიშულდენ, არამედ შიშით ვღაღად-ვჰყოთ შუა-ღამესა, წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, შენ ღო҃ ჩუჱნო, ღი҃ს-მშობელისა მიერ შეგჳწყალენ ჩუჱნ:

ვიდრე ესე მწირ-ხარ ქუჱყანასა ზედა, შეინანე სუ;ლო…

ორშაბათსა ცისკრად, შემდგომად ა სტიხოლოგიისა, წარდგომანი სინანულისანი, ჴმა გ.

ვიდრე ესე მწირ-ხარ ქუჱყანასა ზედა, შეინანე სუ;ლო ჩემო, რამეთუ მიწა საფლავსა შინა ვერ ინანის, და ცოდუათაგან ვერ განერების, უღაღადებდ ქე҃სა ღთ҃სა, ვჰსცოდე გულთ-მეცნიერო, პირუჱლ დასჯად ჩემდამდე, შემიწყალე მე:

ვიდრემდის დაადგრები სულო ჩემო ცოდუათა შინა, ვიდრემდის…

უ҃ო ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ მე და ნუცა რისხჳთა შენითა მჰსწავლი მე:

ვიდრემდის დაადგრები სულო ჩემო ცოდუათა შინა, ვიდრემდის ადროებ სინანულისა მოგებასა, მოიჴსენე გონებითა შენითა მერმე იგი სასჯელი, ღაღადყავ უ҃ისა მიმართ, შეგცოდე უცოდუჱლო უ҃ო შემიწყალე მე:

გიხაროდენ მარიამ დედაო და ქალწულო, მთაო წმიდაო…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

გიხაროდენ მარიამ დედაო და ქალწულო, მთაო წმიდაო ედემს შინა სამოთხეო, რომლისაგან იშუა ქე҃ ღი҃ ჩუჱნი, და ცხოვრებაჲ სოფელსა აღმოუბრწინვა:

განსჯასა მას საშინელსა, თჳნიერ შემასმენელისა ვიმხილები, თჳნიერ…

შცემდგომად ბ სტიხოლოგიისა წარდგომანი სინანულისანი, ჴმა გ.

განსჯასა მას საშინელსა, თჳნიერ შემასმენელისა ვიმხილები, თჳნიერ მოწამეთასა დავისაჯები, რამეთუ წიგნნი გულთანი განეხუმიან, და საქმენი დაფარულთანი გამოცხადნებიან, პირუჱლ ყოვლისა სოფლისა განსაკითხავისა მის სამსჯავროჲსა, და გამოძიებადმდე საქმეთა ჩემთა ბოროტთა, ღო҃ მილხინე ცოდჳლსა ამას, და მაცხოვნე მე:

საშინელი სამსჯავრო, მიმელის მე უ҃ო, რამეთუ დაღათუ…

მიწყალე მე უ҃ო, რამეთუ უძლურ ვარ, განმკურნე მე:

საშინელი სამსჯავრო, მიმელის მე უ҃ო, რამეთუ დაღათუ მე ვდუმნე, საქმენი ჩემნი შემწამებენ მე, არამედ მომაქციე შეცთომილი ესე, ქე҃ ღო҃ და მაცხოვნე მე:

სამღთო სამკჳდრებელ-იქმენ სიტყჳსა, მხოლოო ყოვლად წმიდაო დედაო…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა. საღმრთოსა სარწმუნოებისა.

სამღთო სამკჳდრებელ-იქმენ სიტყჳსა, მხოლოო ყოვლად წმიდაო დედაო და ქალწულო, სიწმიდითა ანგელოსთა უმაღლესო, უფროს ყოველთა შეცოდებითა მე მტუჱრ-ქმნილი, და ჴორცითა შეგინებული, განმწმიდე ვედრებათა შენთა საღმრთოთა წყლითა, და მომმადლე წმიდაო დიდი-წყალობაჲ:

ზეცისა და ქუჱყანისანი სიტყჳთ მოიყუანენ, ვითარცა ყოვლად…

შემდგომად გ. სტიხოლოგიისა, წარდგომა, ჴმა გ. შუჱნიერებასა.

ზეცისა და ქუჱყანისანი სიტყჳთ მოიყუანენ, ვითარცა ყოვლად ძლიერმან, რომლისათჳს ანგელოსთა გუნდნი ძრწოლით წინაშე მდგომარენი, დაუცხრომელად ქებასა შენდა შეჰსწირუჱნ მეუფეო, და განაბრწყინუჱბენ ყოველთა კიდეთა ნათლითა შენითა, და მათთანა ჩუჱნცა ვღაღადებთ, გჳჴსნენ ჩუჱნ კეთილ-ნაწლეობითა შენითა:

სიმჴნე მოთმინებისა თქუჱნისა, მძლე-ექმნა მანქანებათა ბოროტთა დასაბამისა…

დიდება შენდა, ღო҃ ჩუჱნო, დიდება შენდა: მოწამეთა.

სიმჴნე მოთმინებისა თქუჱნისა, მძლე-ექმნა მანქანებათა ბოროტთა დასაბამისა მტერისათა, ღუაწლით შემოსილნო ყოვლად ქებულნო, ამისთჳსცა საუკუნოსა მას ნეტარებასა ღირს-იქმნენით, არამედ ევედრენით ღთ҃სა რათა აცხოვნოს, სამწყსოჲ ქე҃ს მოყუარისა ერისა, ვითარცა ხართ მოწამენი ჭეშმარიტებისანი:

ზეცისანი ძრწოლით განკჳრდეს, და ქუჱყანისანი სიხარულით იხარებდეს…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშ҃ბლისა. შუჱნიერებასა.

ზეცისანი ძრწოლით განკჳრდეს, და ქუჱყანისანი სიხარულით იხარებდეს, რაჟამს ჴმა იგი უხრწნელი მოიწია შენ ზედა ღი҃ს-მშობელო, რამეთუ ერთი კრება გამოუბრწყინდა ორთავე, რათა პირუჱლ ქმნილი ხრწნილებისაგან განთავისუფლდეს, ამისთჳს ანგელოსთა თანა გიღაღასდებთ, გიხაროდენ წმიდაო ქალწულო და დედაო:

ღთ҃სა რომელმან იჴსნა პირუჱლ, ერი ზღჳსაგან და…

ორშაბათსა კანონი სინანულისა. გალობა ა. ჴმა გ. სძლისპირი.

ღთ҃სა რომელმან იჴსნა პირუჱლ, ერი ზღჳსაგან და დაანთქა ფარაო, წინა-აღმდგომი, მას მხოლოსა უგალობთ რომელიცა დიდებულ-არს:

ბევრეულთა ბრალთაგან მიჴსენ ჵ უცოდუჱლო, რომელნი იგი…

ტროპარი.

ბევრეულთა ბრალთაგან მიჴსენ ჵ უცოდუჱლო, რომელნი იგი ვჰქმენ მე უგუნურებით, და მსგავსად მეძჳსა მის, მომცენ ცრემლნი სინანულისანი:

ქუაბ-ავაზაკთა ქმნილი ესე, ცოდუათა მიერ, სათნოებათა მიერ, მყავ ტაძარ შენდა, რომელი კაცთ-მოყუარებით იშევ ქუაბსა შინა ქე҃:

მენავეთ მოძღურებითა საღმრთოჲთა წიაღულეთ ღელუაჲ, სატანჯუჱლთა მარტჳლნო…

მოწამეთა.

მენავეთ მოძღურებითა საღმრთოჲთა წიაღულეთ ღელუაჲ, სატანჯუჱლთა მარტჳლნო, ღი҃უსულიერნო, და ნავთ-სადგურთა შუჱბათასა შეევედრეთნით:

მადლითა სულისა წმიდისათა, განათლებულნი კერპთა ბილწსა წყუდიადსა, სიბრძნით განერნეს, და ნათელსა საღმრთოსა მკჳდრ-იქმნნეს ყოვლად ქებულნი

ყოვლად წმიდაო ქალწულო, ცოდჳლთა მჴსნელო, და ჴსნილთა…

ღი҃ს-მშობლისა.

ყოვლად წმიდაო ქალწულო, ცოდჳლთა მჴსნელო, და ჴსნილთა სიმკტიცეო, მეოხებითა შენითა, მომეც სინანული შეცოდებულსა ამას:

ვიქმ მესამესა გალობასა უხორცოთა მიმართ

სხუა, კანონი უჴორცოთა მიმართ, რომლისა კიდურ-წერილობაჲ.

ვიქმ მესამესა გალობასა უხორცოთა მიმართ.

ნათელო დაუსაბამოო, და მომცემელო მყოფისა ნათლისაო ქე҃…

გალობა ა. ჴმა გ. სძლისპირი. გალობით უგალობდეთ.

ნათელო დაუსაბამოო, და მომცემელო მყოფისა ნათლისაო ქე҃ ღო҃, გულის-სიტყუაჲ ჩემი განანათლე, შუამდგომელობითა ძალთა შენთათა:

ანგელოს-შუჱნიერ მოხარულნი ანგელოსთა გუნდნი, ყოვლად მდიდრითა ზიარებითა, შუჱნიერითა მცხინუარებათა შენთა მიერ, საიდუმლოდ ელუარე-იქმნებიან:

ვითარცა სახიერმან ცხოველს-მყოფელმან, კეთილის-მოქმედმან სულმან გამოსრულმან მამისაგან, ძალნი ზეციერნი დაამტკიცნა, შეუხებელთა მიერ მადლთა საღმრთოთა:

წესთ-მთავარო უჴორცოთა გუნდთაო, გაბრიილ საღმრთო, აწცა ყოვლად…

ღი҃ს-მშობლისა.

წესთ-მთავარო უჴორცოთა გუნდთაო, გაბრიილ საღმრთო, აწცა ყოვლად მდიდარი ჴმა სახარულევანი, სახარულევანისა მიმართ ჴმა-ჰყავ, გიხაროდენ ყოვლად უბიწოო:

განამტკიცენ უ҃ო, გონებანი ჩემნი, ნათლითა მით დაუღამებელითა…

გალობა გ. შძლისპირი.

განამტკიცენ უ҃ო, გონებანი ჩემნი, ნათლითა მით დაუღამებელითა, რათა გადიდებდეთ შენ, მჴსნელსა უკუნისამდე:

ვითარცა იგი იჴსენ, პეტრჱ დანთქმისაგან, კაცთ-მოყუარე ეგრეთუჱ…

ტროპარნი.

ვითარცა იგი იჴსენ, პეტრჱ დანთქმისაგან, კაცთ-მოყუარე ეგრეთუჱ მიჴსენ მეცა, და ბრალთა სიღრმისაგან, აღმომიყუანე ქე҃:

მომაკუდინა მე მტერმან, და მომკლა ცოდჳთა, არამედ შენ, სახიერო უ҃ო, კუალად განმაცხოველე, სინანულისა მიერ:

ცეცხლითა უნივთოჲთა, უნივთო სიყუარული, ქე҃ს ღი҃ სა…

მოწამეთა.

ცეცხლითა უნივთოჲთა, უნივთო სიყუარული, ქე҃ს ღი҃ სა, აღატყინეთ მარტჳლნო, რაჟამს ნივთიერითა, ცეცხლითა დაიწუჱნით:

მოწამეთა გუჱმულთა, მტერისა საბრჴენი, და გუჱმათა მისთა სივერაგენი, სრულიად უჩინო-ჰყუჱნ, და გჳრგჳნთა ღირს-იქმნნეს:

დიდებულო მარიამ, უფლებული ესე, ვნებათაგან განმხრწნელნთა სულისათა…

ღი҃ს-მშობლისა.

დიდებულო მარიამ, უფლებული ესე, ვნებათაგან განმხრწნელნთა სულისათა, განმათავისუფლე მე ვედრებითა შენითა:

მშჳლდი მტერთა შეჰმუსრე, და ფარები შეფქუჱნ, ძლიერებით…

სხუა. სძლისპირი.

მშჳლდი მტერთა შეჰმუსრე, და ფარები შეფქუჱნ, ძლიერებით ქე҃ დამბადებელო, განმაძლიერებელო, ჩუჱნო დიდება შენდა:

ნაკადულად მომდინარედ, და მდინარედ სიტკბოებისა, გამოაჩინენ სახიერო ანგელოსთა გუნდნი, ცისკრითა დაფარულისა საიდუმლოჲსა შენისათა მცხინუარექმნილნი:

რათა აჩუჱნნე ცხადად საუნჯენი სიმდიდრისა შენისანი, ძლიერებითა მეუფეო ქე҃, დიდებისა შენისა ზიარ-ჰყუჱნ ძალნი გონიერნი:

ძრწოლით შენდა მსახურად, ანგელოსნი ბრწყინუალენი შენ წინაშე მდგომარენი არიან, და გალობენ მარადის, ძალსა შენსა ქე҃ მარადის აურაცხელსა და ძლიერსა:

ყოვლითურთ მიიღო შენგან უცუალებელად კაცებაჲ, მეუფემან ყოველთამან…

ღი҃ს-მშობლისა.

ყოვლითურთ მიიღო შენგან უცუალებელად კაცებაჲ, მეუფემან ყოველთამან ღი҃სა დედაო, და წყაროდ მადლისად გამოგაჩინა შენ:

ცანი შუჱნიერებამან შენმან დაჰფარნა ქე҃, რაჟამს არა…

გალობა დ. სძლისპირი.

ცანი შუჱნიერებამან შენმან დაჰფარნა ქე҃, რაჟამს არა ნატაცებად, შერაცხე სწორ ღი҃სა, არამედ იქმენ მსგავს კაცთა, რომელნი ეტყჳან დიდება ძალსა შენსა უ҃ო:

განმჴსენ უ҃ო კრულებისაგან ვნებათასა, და სინანულითა, და…

ტროპარნი.

განმჴსენ უ҃ო კრულებისაგან ვნებათასა, და სინანულითა, და გლოვითა განმამტკიცე, და ზიარ-მყავ კეთილთა შენთა, რათა ვღაღადებდე დიდება ძალსა შენსა უ҃ო:

მომფინე ნათელი ბრწყინუალჱ სინანულისა, მზეო სიმართლისაო, ქე҃ ღო҃ ჩემო, და ბოროტთა ჩემთა ბნელი უკუნი განსდევნე, რათა ვადიდებდე ძალსა შენსა:

ნაკუჱრცხლად მოტყინარედ გამოსჩნდით თქუჱნ მოწამენო, და უღთოებისა…

მოწამეთა.

ნაკუჱრცხლად მოტყინარედ გამოსჩნდით თქუჱნ მოწამენო, და უღთოებისა ნივთი, ალუად გარდააქციეთ, და დაბნელებულნი სულნი, საღმრთოჲთა ნათლითა, ღუაწლთა თქუჱნთათა განანათლენით:

სიკუდილსა ქე҃სსა მობაძავ-ექმნენით მარტჳლნო, და პირად პირადთა, ტკივილთა განეწყუჱნით, ამისთჳსცა დაიმკჳდრეთ, საღმრთო ნეტარებაჲ, წინაშე მისსა ყოვლად ქებულნო:

მომეც უბიწოო სძალო, ჭეშმარიტი სინანული, და დააცხრუჱნ…

ღი҃ს-მშობლისა.

მომეც უბიწოო სძალო, ჭეშმარიტი სინანული, და დააცხრუჱნ ვნებათა ჩემთა, ღელუანი მძჳნუარენი, ღი҃ს-მშობელო დიდებულო, რომელი ვღაღადებ დიდება ძესა შენსა ქალწულო:

ღრუბელნო რომელთა სამ-მზეობითი ნათელ-ცისკროვნებაჲ მოგიღებიესთ, იქმნენით თქუჱნ…

სხუა. სძლისპირი. უცხო და საკჳრუჱლი.

ღრუბელნო რომელთა სამ-მზეობითი ნათელ-ცისკროვნებაჲ მოგიღებიესთ, იქმნენით თქუჱნ საღთოჲთა მადლითა სავსე, და სამებისა მიერ განჰშუჱნდით, წარმართებულნი ძალითა სულისათა:

სოფელსა შინა წარიგზავნებიან მათდა, რომელთა იგი ჰრწამნნ შენდა მომართ მაცხოვარ, ვითარცა მფარუჱლნი ცხოვრებისანი ანგელოსნი მცუჱლნი კეთილ მსახურთა მონათა შენთანი:

განათლდებიან საიდუმლოდ ანგელოსნი, წმიდითა მიახლებითა და ღთ҃თ-მთავრითა მცხინუარებითა შენითა, მხმობელნი დიდება, ძალსა შენსა კაცთ-მოყუარე:

სასანთლენო გუნდნო დაუცხრომელად, ნათლითა მიუახლებელითა საღმრთოჲსა ღუთაებისათა მიუწდომელად განმდიდრებულნო, საღმრთოჲთა ნათლითა ჩუჱნცა განგუანათლეთ წესნო ანგელოსთანო:

ვითარცა მონაჲ ვედრებად მოვივლტი საფარუჱლსა ქუჱშე შენსა…

ღი҃ს-მშობლისა.

ვითარცა მონაჲ ვედრებად მოვივლტი საფარუჱლსა ქუჱშე შენსა ყოვლად უბიწოო, მიჴსენ მე ღი҃ს-მშობელო ვნებათა აღშფოთებისაგან, რომელმან ჰშევ მიზეზი უვნებელობისა:

აღჳმსთობთ შენდამი ქე҃, ჭეშმარიტისა ცისკრისა, რომელი აღმობრყინდი…

გალობა ე. სძლისპირი.

აღჳმსთობთ შენდამი ქე҃, ჭეშმარიტისა ცისკრისა, რომელი აღმობრყინდი, მამისა მიერ, განახლებისათჳს, კიდეთა სოფლისათა ბრწყინუალებითა:

ნუ დამადგინებ შიშუჱლსა, წინაშე საყდართა შენთა, საქმეთაგან…

ტროპარნი.

ნუ დამადგინებ შიშუჱლსა, წინაშე საყდართა შენთა, საქმეთაგან კეთილთა, მრავალ-მოწყალე, არამედ შემმოსე მე სინანულითა საღმრთოთა საქმეთა მიერ:

ვიწყალ ცოდუათა მახჳლითა, და სასო წარკუჱთილებისა, სიღრმესა შთავვარდი მე, ნუ შეურაცხ-მყოფ, არამედ განმკურნე, სინანულისა წამლითა კაცთ-მოყუარე:

დაფრჩხილებთა ხუჱტილთა, და მახჳლითა დაჭრილთა, და საგუჱმელთა…

მოწამეთა.

დაფრჩხილებთა ხუჱტილთა, და მახჳლითა დაჭრილთა, და საგუჱმელთა მიერ, განლეულთა, და განკაფულთა მარტჳლნო, არა მოუდრიკენით კერპთა მუჴლნი თქუჱნნი:

ვნებათა მათ თქუჱნთა მიერ, შეიმკუჱბის ყოველი სოფელი, წმიდანო მოწამენო, და განშუჱნდების სასუფეველი ცათა, ღუაწლთა თქუჱნთა ნათლითა ბრწყინუალითა:

რომელმან ანგელოსისა, ხარებითა ჰშევ უ҃ი, და ქალწულადუჱ…

ღი҃ს-მშობლისა.

რომელმან ანგელოსისა, ხარებითა ჰშევ უ҃ი, და ქალწულადუჱ ეგე, პირუტყუჱბრივთა ვნებათაგან მიჴსენ მე, რათა გაქებდე საღმრთოჲთა გალობითა:

მამასა ძით და სულით, სამმცხინუარითა ნათლითა განათლებულნი…

სხუა. სძლისპირი. ქუჱყანასა ზედა უხილავო.

მამასა ძით და სულით, სამმცხინუარითა ნათლითა განათლებულნი უგალობდით ერთსა ღუთაებასა, ანგელოსთა მჴედრობათა თანა:

ერთისა მიმართ დასაბამისა ყოვლად დაუსაბამოჲსა ასწავებენ პატივის-ცემად სერაფიმნი მგალობელნი, ცხადად სამ-წმიდაობითისა ჴმისანი, სულითა საღმრთოთა განათლებულნი ანგელოსნი:

უთესლოდ შობად ცხოვრების-მომცემელისა, გახარა შენ ყრმააო მთავარ-ანგელსმან…

ღი҃ს-მშობლისა.

უთესლოდ შობად ცხოვრების-მომცემელისა, გახარა შენ ყრმააო მთავარ-ანგელსმან გაბრიილ, ღი҃ს-მშობელო ყოვლად უბიწოო ზეცით გარდამოსრულმან:

ღაღად-ვჰყავ სულთქმით დაუდუმებელად, მოწყალისა მიმართ ღი҃სა, და…

გალობა ვ. სძლისპირი.

ღაღად-ვჰყავ სულთქმით დაუდუმებელად, მოწყალისა მიმართ ღი҃სა, და ისმინა ჩემი, მთით სიწმიდისათ მისისა, და განხრწნისაგან იჴსნა ცხოვრებაჲ ჩემი:

ავმაღლდი მსგავსად ფარისველისა და მიერ მწარედ დავეცი…

ტროპარნი.

ავმაღლდი მსგავსად ფარისველისა და მიერ მწარედ დავეცი, და მეცინის მტერი, და დაამჴუ ჯუარითა, და შემიწყალე ქე҃ მე დაცემული ესე:

ცოდჳს-მოყუარე-ვიქმენ უფროს, ყოვეთა, და წარუაგე სულ-გრძელებაჲ, შენნი უგულისჴმოდ, და წულთა მოუდრეკელვარ მომაქციე ქე҃, წყალობითა შენითა:

ყოვლად ბრძენთა მარტჳლთა უგუნურნი, მძლავრნი ცეცხლითა დაჰსჯიდეს…

მოწამეთა.

ყოვლად ბრძენთა მარტჳლთა უგუნურნი, მძლავრნი ცეცხლითა დაჰსჯიდეს, და თჳთო სახეთა ორღანოთა განთეულნი, თანა მკჳდრ ღი҃სა, გამოჰსჩნდეს შეშმარიტად:

სტადიონი სავსე მოღუაწებითა, და ტანჯუათა სიმწარითა, განჰულეთ მოწამენო, და სძლეთ მტერსა უკეთურსა, და ქე҃ს ღი҃საგან, გჳრგჳნოსან-იქმნენით:

კიდობანსა და ტაპეზსა წმიდასა, და სალხინებელსა ჩუჱნსა…

ღი҃ს-მშობლისა.

კიდობანსა და ტაპეზსა წმიდასა, და სალხინებელსა ჩუჱნსა, ტაძარსა სულიერსა, და ოქროსა სასანთლესა, და დედასა ღი҃სასა უგალობდეთ ჩუჱნ ერნო:

დამკჳდრება იონასი, სიღრმესა მას შინა სახედ ბუნებისა…

სხუა სძლის-პირი.

დამკჳდრება იონასი, სიღრმესა მას შინა სახედ ბუნებისა ჩუჱნისა, მოესწავებოდა ჯოჯოხეთს შინა. რომლისაგან მიჴსნენ ჩუჱნ მრავალ-მოწყალე:

პირუჱლსა და ყოვლად ძლიერსა ღთ҃ მთავრობისა მცხინუარებასა, უ҃სა უგალობენ ძლიერად მჰჴმობელნი მთავარ-ანგელოსნი, და ანგელოსნი, მთავრობათა თანა და ჴელმწიფებათა და ძალთა ჴმითა დაუდუმებელითა:

რომელმან გონიერი სოფელი, შესაბამითა წესითა წესიერად განაშუჱნე უხილავად, ჯერ-იჩინე კეთილ-წესიერებისა მის მიმსგავსებად პაიოსანი ეკკლესია შენ:

შენ წყაროდ კურნებათა მარადის მომდინარედ, შენ შორის…

ღი҃ს-მშობლისა.

შენ წყაროდ კურნებათა მარადის მომდინარედ, შენ შორის დამკჳდრებულმან გამოგაჩინა სიტყუამან, სულისა ჩემისა უკუჱ წყლულებანი ღი҃ს-მშობელო ქალწულო განჰკურნენ:

სამნი ყრმანი ბაბილონს, სამებასა მიემსგავსნეს, და დაშრიტეს…

გალობა ზ. სძლისპირი.

სამნი ყრმანი ბაბილონს, სამებასა მიემსგავსნეს, და დაშრიტეს სიმძაფრე საჴუმილისა მის, და გალობით იტყოდეს, კურთხეულ ხარ შენ უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:

ჟამნი მოახლებულ-არს, და სიკუდილი მოწევნულ-არს, აჩუჱნე სულო…

ტროპარნი.

ჟამნი მოახლებულ-არს, და სიკუდილი მოწევნულ-არს, აჩუჱნე სულო სინანულისა ნაყოფი, პირუჱლ კართა დაჴშუადმდე, და ღაღადებდ ქე҃ს მიმართ უ҃ო შემიწყალე მე:

ანეულ-ვჰყუნეთ ერქუნითა, სინანულისათა გულნი რათა მოვიხუნეთ ნაყოფნი სულიერნი, და საქმენი კეთილნი, შევსწირნეთ ქე҃სა მუშაკისა მის სამღთოჲსა:

უღთოთა დამცემელნო, და მორწმუნეთა შემწენო, გლახაკთა განმამდიდრებელნო…

მოწამეთა.

უღთოთა დამცემელნო, და მორწმუნეთა შემწენო, გლახაკთა განმამდიდრებელნო მარტჳლნო უძლური სული ჩემი, და უღონო კეთილთაგან, განამდიდრეთ სათნოებითა:

რომელმან განამართლე, მეზუჱრე რაჟამს სულთ-ითქუნა ჩემიცა უნდო ესე სულთქმაჲ შეიწირე, მოწამეთა ოხითა, რომელთა გადიდეს შენ მჴსნელო, ასოთა თჳსთა მიერ:

წყაროო რომელნიცა, წყალი შენდობისა გჳშევ, განაჰჴმენ ღუარნი…

ღი҃ს-მშობლისა.

წყაროო რომელნიცა, წყალი შენდობისა გჳშევ, განაჰჴმენ ღუარნი ცოდუათა ჩემთანი, და წჳმაჲ ცრემლთა მომეც, რათა მარადის გადიდებდე ღი҃სა დედაო:

მტკიცითა გონებითა და ახოვნითა თუალითა მხედუჱლნი, დასაბამ…

სხუა სძლისპირი. მზუაობარ იყო მძლა.

მტკიცითა გონებითა და ახოვნითა თუალითა მხედუჱლნი, დასაბამ მთავრისა ბრწყინუალებისა, ზიარებისა მიერ ნათელ-მეორე იქმნებით თქუჱნ, გუნდნო ანგელოსთანო მჴმობელნი, კურთხეულ ხარ შენ უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:

მიუდრეკელითა სურჳლითა, და უცუალებელითა სიყუარულითა შეპყრობილნი, სიკეთეთა მიერ შემოქმედისათა, ზიარებისა მიერ მთიებ-მეორე იქმნებით, გუნდნო ანგელოსთანო მჰჴმობელნი, კურთხეულ ხარ შენ უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:

განჰჴორციელებული ჰშევ ღი҃ს-მშობელო სიტყუა დაუსაბამოჲ, უდედოდ მამისაგან…

ღი҃ს-მშობლისა.

განჰჴორციელებული ჰშევ ღი҃ს-მშობელო სიტყუა დაუსაბამოჲ, უდედოდ მამისაგან პირუჱლ საუკუნო იგი საღმრთოჲთა შობითა, კურთხეულ არს დედოფალო ნაყოფი მუცლისა შენისა:

ცეცხლი იგი შემწუჱლი, უსხეულომან შეაცურია, და ღთ҃-შემოსილნი…

გალობა ჱ. სძლისპირი.

ცეცხლი იგი შემწუჱლი, უსხეულომან შეაცურია, და ღთ҃-შემოსილნი ყრმანი ღაღადებდეს, აკურთხევდით, ყოველნი საქმენი უ҃სა უგალობდით, და უფროსად, ამაღლებდით მას უკუნისამდე:

მამულითა წყევითა, იქმნა მონა ქამ სიცილისათჳს, და…

ტროპარნი.

მამულითა წყევითა, იქმნა მონა ქამ სიცილისათჳს, და შენ ვნებათა დამონებულო სულო ჩემო, და უწესოდ, და უაღჳროდ სიცილითა აღუსებულო, ვითარ არა, გეშინის მამისაგან ზეცათასა:

განცოფებულმან კაინ, ძმის მკულელობაჲ მწარე მოიგო, მისსა მსგავს-იქმენ უბადრუკო სულო ჩემო, და არა სხუა, არამედ თავი თჳსი მოჰკალ გულის-თქმითა, და შუჱბითა, და საცთურითა ამის სოფლისათა:

ანთრაკთა ბრწყინუალეთა, და ჭურთა წმიდათა პატიოსანთა, ლამპართა…

მოწამეთა.

ანთრაკთა ბრწყინუალეთა, და ჭურთა წმიდათა პატიოსანთა, ლამპართა ელუარეთა ღი҃სა მადლითა, ქე҃ს ღი҃სა, მარტჳლთა მოვედით ერნო შევასხმიდეთ, და ჯეროვნად, ვადიდებდეთ ახოვნებათა მათთა:

რომელმან ყოვლად ბრძენთა, მარტჳლთა შენთა სისხლი ვითარცა, საკუმეველი შეიწირე ღი҃სა სიტყუაო, ვედრებითა, მათითა სინანულით მუჱდრებელნი შენნი, შეგჳწყალენ, ვითარცა სახიერ-ხარ და კაცთ-მოყუარე:

ცოდუათა სიმრავლითა, ჯოჯოხეთსა მივეახლე მე, და უაღრეს-ვიქმენ…

ღი҃ს-მშობლისა.

ცოდუათა სიმრავლითა, ჯოჯოხეთსა მივეახლე მე, და უაღრეს-ვიქმენ ყოველთა ცოდჳლთა, არამედ შენ, ჵ დედაო ღი҃სა მრავალ-მოწყალისაო, შემიწყალე, და მაცხოვნე და მიჴსენ გევედრები:

ვითარცა ყოველთა შემოქმედმან მოიგონენ ანგელოსნი, და აჰა…

სხუა სძლისპირი იგივე.

ვითარცა ყოველთა შემოქმედმან მოიგონენ ანგელოსნი, და აჰა წარმოდგეს შენდა შიშით მჴმობელნი, აკურთხევდით, ყოველნი საქმენი უ҃სა უგალობდით, და უფროსად, ამაღლებდით მას უკუნისამდე:

ზიარებითა საღმრთოჲსა ცეცხლისათა, ვითარცა ალ-ქმნილნი, ჰჴმობენ გონიერნი ზეცათანი, აკურთხევდით, ყოველნი საქმენი უ҃სა უგალობდით, და უფროსად, ამაღლებდით მას უკუნისამდე:

უნივთონი და გონიერნი ანგელოსნი, უწინარეს დაჰბადენ ყოველთა ხილულთა, დაუცხრომელად შენდა მჰჴმობელნი, აკურთხევდით, ყოველნი საქმენი უ҃სა უგალობდით, და უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე:

სიტყუაჲ მამისა უაღრეს სიტყჳსა ჰშევ განჴორციელებული, რომელსა…

ღი҃ს-მშობლისა.

სიტყუაჲ მამისა უაღრეს სიტყჳსა ჰშევ განჴორციელებული, რომელსა უგალობენ ყოველნი საქმენი ვითარცა უ҃სა, და უფროსად აღამაღლებენ მას უკუნისამდე:

წერილთა მიერ სჯულისათა, მოგუჱსწავა ჩუჱნ მორწმუნეთა ვითარმედ…

გალობა თ. სძლისპირი.

წერილთა მიერ სჯულისათა, მოგუჱსწავა ჩუჱნ მორწმუნეთა ვითარმედ ყოველი წული, პირუჱლ საშოჲსა განმღებელი, წმიდაჲ უ҃ისა იწოდოს, აჰა დღეს ვიხილეთ ჩუჱნ, პირმშო ზეცით და ქუჱყანით და სარწმუნოებით ვადიდებთ:

იაკობ პირმშოებაჲ მოიგო, მარხჳთა ხოლო ესავ წარწყმდა…

ტროპარნი.

იაკობ პირმშოებაჲ მოიგო, მარხჳთა ხოლო ესავ წარწყმდა, ნაყროვანებითა რამეთუ არა შეიკრძალა მუცელი, ვითარ ბოროტ არს ნაყროვანებაჲ, და პატიოსან მარხუაჲ, იხილე ჵ სულო ჩემო, და შეიტკბენ კეთილნი საქმენი:

დიდითა მით მოთმინებითა, დიდად გჳრგჳნოსან იქმნა იობი, რამეთუ განსაცდელთა ღუარნი, მძჳნუარენი სასტიკად რა, ეკუჱთნეს ვერ შეარყიეს, სიმტკიცჱ იგი მისი, მას ჰბაძევდ სულო ჩემო, რათა ერეოდე განსაცდელთა:

იწდუნეს ცეცხლითა სულისათა, ახოვანნი ქე҃ს მარტჳლნი, და…

მოწამეთა.

იწდუნეს ცეცხლითა სულისათა, ახოვანნი ქე҃ს მარტჳლნი, და ვითარცა მახჳლითა, ზეგარდამო ჭედილთა ბანაკნი, წინა-აღმდგომთანი მოსწყჳდნეს, და ძლევა შემოსილნი, გჳრგჳნოსან იქმნნეს ჴელთაგან, ღი҃სა ყოველთა მეუფისათა:

რიცხუო წმიდათაო ურიცხუო, ურიცხუთა ბრალთა ჩემთა სიმრავლჱ, აღჴოცეთ ვედრებითა თქუჱნითა ქე҃ს მიმართ, რომელნიცა შეიწყნარნა, ურიცხუნი ღუაწლნი თქუჱნნი, და მჴედრობასა ცათასა, აურაცხელსა თანა აღგრაცხნა:

ნათლითა საღმრთოჲსა პალატო, სძალო მჰყავ მე ტაძარ…

ღი҃ს-მშობლისა.

ნათლითა საღმრთოჲსა პალატო, სძალო მჰყავ მე ტაძარ ნათლისა, ბჭეო განუღებელო, განმიხუჱნ სინანულისა ბჭენი, სიწმიდისა ქუჱყანაო ქუჱყანასა მშჳდთასა, მკჳდრ-მჰყავ და უფლებისაგან, ვნებათასა თავისუფალ მყავ:

ყოვლად წმიდისა შობისა, შენისა ტკბილითა მით ისრითა…

სხუა სძლისპირი.

ყოვლად წმიდისა შობისა, შენისა ტკბილითა მით ისრითა, მოწყლულნი და შენისა მის, საწადელისა მიერ და სასურუჱლისა სიკეთისა გენგმერილნი, ანგელოსთა ქებითა, ვითარცა დედასა ღი҃სასა, ღირსად და სამართლად გადიდებთ:

ნათლისა დიდისა და პირუჱლისა წინაშე მდგომარენი გუნდნი, უძლიერეს მეოხ-იქმნენით ჩუჱნ ყოველთათჳს, რომელნიცა ძალისაებრ გადიდებთ სამღთონო ანგელოსნო ღი҃სანო:

ძლიერებითა თანა სწორსა სამებასა, რომელნიცა ბრწყინუალედ ღირსად ადიდებთ, და ბრწყინუალებითა მისითა განათლებულ-ხართ, განათლებად ღირსგუყუჱნით რომელნიცა პატივით გადიდებთ თქუჱნ:

შენ გიცნობთ ყოველნი საფუძუჱლად ცხოვრებისა ჩუჱნისა, რამეთუ…

ღი҃ს-მშობლისა.

შენ გიცნობთ ყოველნი საფუძუჱლად ცხოვრებისა ჩუჱნისა, რამეთუ ყოვლად წმიდამან შობილმან შენგან, სისხლითა ღთ҃მოქმედებითითა აცხოვნნა მგალობელნი შენნი ღი҃ს-მშობელო, და სარწმუნოებით მადიდებელნი:

განბნეული გონებაჲ ჩემი შემოჰკრიბე უ҃ო, და დაკორდებული…

აღჳვსენითსა ზედა, დასდებელნი სინანულისანი. ჴმა გ.

განბნეული გონებაჲ ჩემი შემოჰკრიბე უ҃ო, და დაკორდებული გული ჩემი განსწმიდე, ვითარცა პეტრეს მომეც სინანული, ვითარცა მეზუჱრესა სულთქმაჲ, და ვითარცა მეძავსა ცრემლნი, რათა ჴმა-მაღლად გიღაღადებდე შენ, ღო҃ მაცხოვნე მე, ვითარცა მხოლო სახიერ-ხარ და კაცთ-მოყუარე:

მრავალ-გზის რა ვგალობდი ენითა, ვიპოვი ცოდჳს-მოქმედად გონებითა, რამეთუ პირითა გალობათა ვიტყოდი, ხოლო სულითა ძჳრთა ვიგემოვნებდი, არამედ ერთკერძოვე განმკურნე ქე҃ ღო҃, სინანულისა მიერ და შემიწყალე მე:

წმიდათა მოწამეთა ღუაწლით შემოსილსა საჴსენებელსა, მოვედით ერნო ყოველნი პატივს-ვჰსცემდეთ, რამეთუ სახილუჱლ იქმნნეს ანგელოსთა და კაცთა, და ძლევისა გჳრგჳნნი მოიხუნეს, და მეოხ-არიან სულთა ჩუჱნთათჳს:

უმაღლესო ზეციერთა ანგელოსთაო, კაცთაგან ქუჱყანასა ზედა მყოფთა…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა. დიდ-არს ძალი ჯურისა.

უმაღლესო ზეციერთა ანგელოსთაო, კაცთაგან ქუჱყანასა ზედა მყოფთა შეიწირე ვედრებაჲ, ყოველთა უწმიდესო დედოფალო, აცხოვნენ სარწმუნოებით ჭეშმარიტად ღი҃ს-მშობლად აღმსარებელნი შენნი:

შეურაცხყო რა მცნება შენი, ადამ უ҃ო სამოთხით…

ორშაბათსა, მომიჴსენენი. ჴმა გ.

შეურაცხყო რა მცნება შენი, ადამ უ҃ო სამოთხით ექსორიაჰყავ, ხოლო ავაზაკი მოწყალეო რომელმან, აღგიარე ჯუარსა ზედა, მას შინა დაამკჳდრე და ღაღადებდა, მომიჴსენე მაცხოვარ, სასუფეველსა შენსა:

ბოროტთა ჩემთა სიმრავლენი, ქე҃ ღო҃ წყალობითა შენითა დაივიწყენ, და მაცხოვნე მე დღესა მას განკითხჳსასა, და ნუ დამჰსჯი სახიერო, არამედ მიჴსენ სატანჯუჱლთაგან, რათა უგალობდე შენთა, წყალობათა უფსკრულთა:

ხერუვიმნო და სერაფიმნო, საყდარნო მთავარ-ანგელოსნო, ძალნო და მთავრობანო, უფლებანო ანგელოსნო და ჴელმწიფებანო, ევედრენით დამბადებელსა რათა დაივიწყნეს ცოდუანი ჩემნი, რაჟამს განიკითხჳდეს, ქუჱყანასა კაცთ-მოყუარებით:

სისხლთაგან თჳსთა წმიდათა, ღებული პორფირი შეიმოსეს მარტჳლთა…

მოწამეთა.

სისხლთაგან თჳსთა წმიდათა, ღებული პორფირი შეიმოსეს მარტჳლთა, და ღი҃სა თანა სუფევად ღირს-იქმნნეს, და ჩუჱნთჳს ევედრებიან, და ითხოვენ ცოდუათა შენდობასა, რომელნიცა მჴურუალედ გალობით ვადიდებთ მათ:

სამ-გუამოვნებით ცნობილსა, ერთსა ღთ҃სა უგალობდეთ სარწმუნოებით, მამასა…

დიდება.

სამ-გუამოვნებით ცნობილსა, ერთსა ღთ҃სა უგალობდეთ სარწმუნოებით, მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, და ანგელოსთა გალობასა, დაუცხრომელად ჴმითა უღაღადებდეთ, წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, ღო҃ ჩუჱნო იჴსენ სოფელი შენი.

ღრუბელო ნათლით-შემოსილო, რომელმან ნათელი ნათლისაგან შობილი გჳშევ…

აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

ღრუბელო ნათლით-შემოსილო, რომელმან ნათელი ნათლისაგან შობილი გჳშევ, დაბნელებული ესე ვნებათაგან, და გემოთა სოფლისათა განმანათლე მომაქციე და ღირსმყავ, მიმთხუჱვად დიდებასა, კეთილად ცხოვრებულთასა:

საცნაურმან ღრუბელმან, ზეცისა იგი ბრწყინუალებისა შარავანდედი, სინანულისა…

სერობისად გალობანი, წმიდისა. ღი҃ს-მშობლისანი. გალობა ა, ჴმა გ. სძლისპირი. რომელმან წამის-ყოფით.

საცნაურმან ღრუბელმან, ზეცისა იგი ბრწყინუალებისა შარავანდედი, სინანულისა აღმოგჳბრწყინუა და ბნელი ცოდჳსა განსდევნა ღი҃ს-მშობელმან უბიწომან, მცუჱლმან სულთა ჩუჱნთამან, და განანათლნა ცის-კიდენი:

საცნაურმან ღრუბელმან, ზეცისა იგი ბრწყინუალებისა შარავანდედი, სინანულისა აღმოგჳბრწყინუა და ბნელი ცოდჳსა განსდევნა ღი҃ს-მშობელმან უბიწომან, მცუჱლმან სულთა ჩუჱნთამან, და განანათლნა ცის-კიდენი:

საღმრთო ცეცხლი სიტყჳსა, საშოსა შენსა, შეიწყნარე და ნათლითა საღმრთოთა, დაიცევ შეუწუჱლად ღი҃ს-მშობელო ქალწულო, და საუკუნოდ ქალწულად და დედოფლად გამოსჩნდი, დამცუჱლად სულთა ჩუჱნთა ამისთჳსცა გნატრით შენ:

მსწრაფლ შესავედრებელად, და ზღუდედ მტკიცედ, და ნავთ-საყუდელად მყუდროდ ცხოვრებისად, შენ მოგიგებთ ყოველნი დედაო ღი҃საო, რომელნი ვიღელუჱბით განსაცდელთა ზღუასა შინა, და ვიჴსნებით ჭირთაგან, და განსაცდელთა სიმრავლისა:

ტარიგო უბიწოო, რომელმან კრავი ღი҃სა ბრალთა ჩუჱნთა…

გალობა გ. სძლისპირი. განამტკიცენ უ҃ო.

ტარიგო უბიწოო, რომელმან კრავი ღი҃სა ბრალთა ჩუჱნთა აღმხუმელი ჰშევ ქალწულო, და სენთა და ტკივილთა, აცხოვნე სამწყსო შენი:

შენ ქალწულო ზეცისა, ტევანი გამოიღე, და აღავსე, ტაკუკი სინანულისა, და უწდიე ცოდჳლთა, სასმელი შენდობისა:

ბრალთა ჩემთა ქალწულო, დაჰჴშენ შესავალნი, და წარმიძეღუ, სინანულისა გზასა, და მომმადლე მე ღირსო, მოტევება ცოდუათა:

დანთქმულნი ზღუასა შინა, ცოდჳსასა ნავითა, და ღელუათა განხრწნასა მიცემულნი ოხათა შენთა ტკბილსა, ნავთ-სადგურსა მოვივლტით:

მრავალ-მოწყალე, წყალობა მაჩუჱნე ქალწულო, რამეთუ ყოველთა მწყალობელისა…

გალობა დ. სძლისპირი. ცანი შუჱნიერებამან.

მრავალ-მოწყალე, წყალობა მაჩუჱნე ქალწულო, რამეთუ ყოველთა მწყალობელისა იწოდე დედად, და შეიწყალე ცოდჳლი, რათა ვღაღადებდე, დიდება ძესა შენსა ქალწულო:

ღამესა შინა ცოდჳსასა შეცთომილი ესე, განმანათლე ჵ ქალწულო, ყოვლად საგალობელო, რომელმან გჳშევ ნათელი, საღმრთოჲ და ვღაღადებთ, დიდება ძესა შენსა ქალწულო:

სასოო სოფლისაო სძალო, მონათა შენთათჳს ყოველთა მეუფესა, ქე҃სა ევედრე ღირსო რათა მოგუმადლოს წყალობა, რომელნი უგალობთ, დიდება ძესა შენსა ქალწულო:

ძალი მაღლისა აგრილობდა, საშოსა შენსა ქალწულო, და…

გალობა ე. სძლისპირი. აღჳმსთბთ შენდამი.

ძალი მაღლისა აგრილობდა, საშოსა შენსა ქალწულო, და ყო იგი დამტევნელ, ღი҃სა მაღლისა, დაუტევნელისა, და დედად ცხოვრებისად მაცხოვრად ჩუჱნსა:

ძალი მაღლისა აგრილობდა, საშოსა შენსა ქალწულო, და ყო იგი დამტევნელ, ღი҃სა მაღლისა, დაუტევნელისა, და დედად ცხოვრებისად მაცხოვრად ჩუჱნსა:

ძალად საღმრთოდ ცხოვრებისად, ჩემისა მაქუ შენ ქალწულო, და ნიავ-ქართა მათგან, ბნელისათა, და ცოდჳსა სიღრმეთა არა მეშინის წმიდაო დედოფალო:

მიურულებელითა თუალითა, მოწყალებათა შენთათა, დაჴსნილი და მძინარე, აღმჭურე წყობად, ცოდჳსა სპარაზენთა, და ძედ ნათლისად გამომაჩინე ქალწულო:

დაჴსნდების მეოხებითა შენითა, ბნელი ცოდუათა ქალწულო, რამეთუ…

გალობა ვ. სძლისპირი. ღაღად-ვჰყავ სულთქმით.

დაჴსნდების მეოხებითა შენითა, ბნელი ცოდუათა ქალწულო, რამეთუ ნათელმან შენგან აღმობრწინუებულმან, განჰსდევნა ბნელი ცოდუათა ალმურისა:

დაჴსნდების მეოხებითა შენითა, ბნელი ცოდუათა ქალწულო, რამეთუ ნათელმან შენგან აღმობრწინუებულმან, განჰსდევნა ბნელი ცოდუათა ალმურისა:

უუდავი მოწყალება გაქუს ქალწულო, და სიტკბოება უზომო, ნუ უგულებელს მყოფ, ჵ სასოო სოფლისაო, მომკუდარსა ამას, გემოთა მიერ ცოდჳსათა:

შენდამი დამიცს სასოება, და მოველი ლხინებასა, ყოვლად სახიერო, მეოხებითა შენითა, მოწყალე მექმენ, ღი҃ს-მშობელო ქალწულო:

მზე სიმართლისა ქე҃, შენგან აღმობრწყინდა სძალო, და…

გალობა ზ, სძლისპირი. სამნი ყრმანი ბაბილონს.

მზე სიმართლისა ქე҃, შენგან აღმობრწყინდა სძალო, და განანათლნა გონებანი ჩუჱნნი, და გუასწავა გალობად, კურთხეულ-ხარ უ҃ო, ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:

შეიმკუჱბის სოფელი, მიდგომილებითა შენითა, და განშუჱნდების შობითა შენითა სძალო, და ჴმატკბილად გადიდებს, და სარწმუნოებით აღამაღლებს ქე҃სა ღთ҃სა უკუნისამდე:

ისარნი ცოდჳსანი, აღლესნა ჩემთჳს ბელიარ, და გესლითა ცოდჳსათა, მომკლავს მე, შემწე მექმენ ქალწულო, და დაჰჴსნენ ღონენი მისნი რათა გაკურთხევდე შენ:

შთანთქმად ჩემდა აზმნობს მტერი, ცოდჳსა მიერ სძალო…

გალობა ჱ. სძლისპირი. რომელმან ანგელოსებრივისა.

შთანთქმად ჩემდა აზმნობს მტერი, ცოდჳსა მიერ სძალო, არამედ განმარინე, სიბოროტისა მისისაგან, რათა გაკურთხევდე შენ, ღი҃ს-მშობელო ქალწულო:

ღამე ბნელი ცოდუათა დამფარავს მე ქალწულო, რამეთუ არა მაქუს მე, ლამპარი ქუჱლის-საქმეთა მიერ, აღნთებული მნათობად, და სასძლოთ განვვარდები:

რომელი იშუა მამისაგან წინა-საუკუნეთა, აღსასრულსა ჟამთასა, შენგან გამობრწყინდა ჴორცითა, არამედ შენ დაგიცუა, შემდგომად შობისა ქალწულადუჱ:

რომელნი სარწმუნოებით, საფარუჱლსა შენსა მოივლტიან, ფრთითა მეოხებათა…

გალობა თ. სძლისპირი. ღი҃ს-მშობელსა უბიწო.

რომელნი სარწმუნოებით, საფარუჱლსა შენსა მოივლტიან, ფრთითა მეოხებათა შენთათა, დაიფარენ ქალწულო, სასოო სულთა ჩუჱნთაო:

ძჳრ ძჳრთა ცოდუათა შინა სული, ჩემი გლახაკი, მოიწყლა, და უკურნებელად მწყდარი მდებარე არს. მეოხებათა შენთა წამლითა, განმკურნე ქალწულო:

გიხაროდენ დიდებისა, ღი҃სა საღმრთოო სულიერო ტაძარო, გიხაროდენ სინანულისა საჭურუჱლო, გიხაროდენ რომლისა მიერ ცოდჳლნი ვცხონდებით სძალო: