განათლდა დაბადებული პატიოსნითა სისხლითა შენითა მხოლოო სულ-გრძელო…
მწუხრად, დასდებელნი, მსგავსნი, ჴმა გ. დიდ-არს ძალი ჯუარისა.
განათლდა დაბადებული პატიოსნითა სისხლითა შენითა მხოლოო სულ-გრძელო, და წყლითა გუჱრდით შენით გარდამომდინარითა, განჰჴმეს მდინარენი მრავალ-ღუთაებისანი, ხოლო ადამ იჴსნა დაცემისაგან ჯურცმითა შენითა სიყუაო:
უზესთაესი ყოვლისა პატივისა კაცთმოყუარე, უპატიო-იქმენ ჩუჱთჳს და ჰსუ ნაღუჱლი, და ჯუარი დაითმინე ნებსით, რათა ყოვლისაგან ხრწნილებისა განათავსუფლო სიკუდილითა შენითა კაცთა ნათესავი, მხოლოო ქუჱლის-მოქმედო:
ძელსა ზედა დამოეკიდე ნებსით ყოვლად სახიერო, და მსხუჱრპლად მამისა მიმართ შეიწირე ჩუჱნთჳს, და აღჴოცენ მსხუჱრპლნი კერპთანი, და სიმტკიცჱ ეშმაკისა დაჰჴსენ მეუფეო საუკუნეთაო:
ნათლისა საღმრთოჲსა ღრუბელო, ღი҃უ-მიმადლებულო ქალწულო კურთხეულო გამომიბრწყინუჱ…
სხუანი, დასდეელნი. ღი҃ს-მშობლისანი. ჯუარის-სახედ.
ნათლისა საღმრთოჲსა ღრუბელო, ღი҃უ-მიმადლებულო ქალწულო კურთხეულო გამომიბრწყინუჱ მე ნათელი სინანულისა, ბნელსა შინა ცოდჳსასა უჯეროდ შეპყრობილსა, და მიჴსენ მეოხებითა შენითა ცეცხლისა მისგან გეენიისა, და ბნელისა მისგან გარესკნელისა, და ნათელსა წარუვალსა ღირშ-მყავ რომელი ესე მოვივლტჳ საფარუჱლსა შენსა:
რომელმანცა ჯერ-მჩინებელი წყალობისა ჰშევ ყოვლად წმიდაო ქალწულო, მისსა მიმართ ოხაჲ შეჰწირე, რათა მოწყალეექმნას გლახაკსა სულსა ჩემსა, რომელიცა უფსკრულსა შინა ბრძოლითა, მტერისათა დანთქმულ-არს წარწყმედისასა ჭეშმარიტად, და ნუ მოიძაგებ ვედრებასა ჩემსა, ნუცა გარე მიიქცევ მონისა შენისაგან, აურაცხელთა წყალობათა შენთა ღი҃ს-მშობელო:
რომელმან ედემს შინა აცთუნა ადამი, რათა ჰსუროდამცა ღთ҃ყოფად, მანუჱ მომინადირა მეცა, და გზისაგან ჭეშმარიტისა გარდამაქცია, და შთამაგდო უვალსა შინა უფსკრულსა მრავალთა ცოდუათასა, და იქადის უბადრუკი მხედავს რა ბოროტად, ღელუა-გუჱმულსა, შენ უკუჱ ვითარცა სახიერმან ქალწულო, საჭურუჱლთა ლოცუათა შენთათა განჰსდევნე იგი, და მახეთაგან მისთა მიჴსენ მე:
ხედევდი რა შენგან შობილსა, ყოვლად უბიწოო ძელსა…
დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა. დიდ-არს ძალი ჯუარისა.
ხედევდი რა შენგან შობილსა, ყოვლად უბიწოო ძელსა ზედა დამოკიდებულსა, ჰჴმობდ მღაღადებელი, უსატრფიალესო ძეო ჩემო, სადა დაჰჴდა სიკეთჱ შენი ნათელ-შემოსილი, რომლითა კეთილ-ჰყავ ნათესავი კაცთა:
ჯუარსა შენსა პატიოსანსა თაყუანის-ვჰსცემთ ქე҃, მფარუჱლსა სოფლისასა…
სტიქარონსა ზედა, დასდებელნი ჯუარისანი, ჴმა გ.
ჯუარსა შენსა პატიოსანსა თაყუანის-ვჰსცემთ ქე҃, მფარუჱლსა სოფლისასა, და ცხოვრებასა ჩუჱნ ცოდჳლთასა, დიდსა სალხინებელსა, მეფეთა ძლევასა, და სიქადულსა ყოვლისა სოფლისასა:
ძელმან ურჩებისამან, სოფელსა სიკუდილი აღმოუცენა, ხოლო ძელმან ჯუარისა შენისამან ცხოვრებაჲ და უხრწნელებაჲ, ამისთჳს თაყუანის-გცემთ შენ ჯუარცმულსა უ҃სა, გამოჩნდინ ჩუჱნ ზედა ნათელი პირისა შენისა უ҃ო:
დიდ-არს ძალი ძლიერისა ჯუარისა შენისა უ҃ო, რომელი…
მოწამეთა.
დიდ-არს ძალი ძლიერისა ჯუარისა შენისა უ҃ო, რომელი აღემართა ზედა გოლგოთას, და სასწაულთა იქმს რჩელთა სოფელსა შინა, და გამოირჩივნა მეთევზურთაგან მოციქულნი, და წარმართთაგან მოწამენი, რათა მეოხ-იყუნეს სულთა ჩუჱნთათჳს:
სოფელი შეწყალებულ-იქმნა სიტყუაო ჯუარცმითა შენითა, ხოლო დაბადებულნი…
დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.
სოფელი შეწყალებულ-იქმნა სიტყუაო ჯუარცმითა შენითა, ხოლო დაბადებულნი განათლდეს, და წარმართთა ცხოვრება ჰპოვეს მეუფეო ღაღადებდა ყოვლად წმიდა, ხოლო აწ მე განჳპები გხედავ რა შენ ნებსით ვნებულსა:
ჯუარი რა დაენერგა ქუჱყანასა ზედა, და მისწუთა…
პარასკევსა ცისკრად, შემდგომად ა. სტიხოლოგიისა, წარდგომანი ჯუარისანი, ჴმა გ.
ჯუარი რა დაენერგა ქუჱყანასა ზედა, და მისწუთა იგი ცათა, არათუ ვითარმცა ძელი მისწუთა ცათა სიმაღლესა, არამედ ძლიერებაჲ შენი სახიერ, რომელმან, მის მიერ სრულ-ჰყავ ყოველივე, უ҃ო დიდება შენდა:
საროსა ფიჭუსა და ნაძუსა ზედა, ამაღლდი შენ…
აღამაღლებდით უ҃სა, ღთ҃სა ჩუჱნსა, და თაყუანის-ჰსცემდით კუარცხლბეკსა ფერჴთა მისთასა, რამეთუ წმიდა არს:
საროსა ფიჭუსა და ნაძუსა ზედა, ამაღლდი შენ ტარიგო ღი҃საო, რათა იჴსნნე რომელნი ნებსით, თაყუანის-სცემენ ჯუარცმასა შენსა, ქე҃ ღო҃ დიდება შენდა:
იხარებს დაბადებული ყოველი, მხედუჱლი შენი სულგრძელო ჯუარსა…
დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა. შუჱნიერებასა
იხარებს დაბადებული ყოველი, მხედუჱლი შენი სულგრძელო ჯუარსა ზედა ამაღლებულისა, უხწნელი და ყოვლად უბიწო ჰჴმობდა ტარიგი, ვითარმედ შენ მიერ უკბილესო ძეო ჩემო მიიღებს ჴსნასა, და ძელითა განჰკურნებ, ძელისაგან ქმნილსა მას წყევასა გარნა მე აწ განჳღები შინაგნით რამეთუ ვერ დავითმენ ხედუად შენდა მომკუდრისა:
აურაცხელი ჴელმწიფება შენნი, და ნებსით ჯუარ-ცმა შენი…
შემდგომად ბ. სტიხოლოგიისა, წარდგომანი ჯუარისანი, ჴმა გ. შუჱნიერებასა.
აურაცხელი ჴელმწიფება შენნი, და ნებსით ჯუარ-ცმა შენი, იხილეს რა ანგელოსთა მჴედრობამან განჰკრთეს, ვითარ უხილავი ღი҃ ჴორცითა იგუჱმებოდე, რამეთუ გენება ჰჴსნა კაცთა ხრწნილებისაგან, ამის-თჳს გიღაღადებთ შენ ცხოვრების-მომცემელო უ҃ო, დიდება წყალობათა შენთა:
ინებე რა ვნებაჲ და სიკუდილი ჯუარითა, გულსა…
ხოლო ღთ҃მან, მეუფემან ჩუჱნმან, წინა-საუკუნეთამან, შეჰქმნა ცხოვრება შორის ქუჱყანისა:
ინებე რა ვნებაჲ და სიკუდილი ჯუარითა, გულსა ქუჱყანისასა დაჰმარხე იგი, ხოლო რაჟამს ჴორცითა დაემსჭუალე მას ზედა მაცხოვარ, მზემან ბრწყინუალებაჲ თჳსი დაიფარა, და ავაზაკმან გიხილა რა ჯურსა ზედა, აღგიარა და ღაღადებდა, მომიჴსენე მე სახიერ და სარწმუნოებით სამოთხე დაიმკჳდრა:
უქორწინებელი და საღმრთო ტარიგი, ჰხედჳდა რა ტარიგსა…
დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა. მსგავსივე.
უქორწინებელი და საღმრთო ტარიგი, ჰხედჳდა რა ტარიგსა თჳსსა ნებსით ჯუარსა ზედა ვნებისა დამთმენელად, ვაჲ ჩემდა იტყოდა ძეო ჩემო, ვითარიმე უცხო საიდუმლო არს ესე, ვითარ უკუდავი მიიღებ სიკუდილსა უგალობ სიტყუაო სულგრძელებასა შენსა, და ვადიდებ უზომოსა სახიერებასა შენსა:
რომელი ჯუარს-ეცუ ნათესავისათჳს კაცთასა, და არა განრისხენ…
შემდგომად გ. სტიხოლოგიისა, წარდგომანი ჯუარისანი, ჴმა გ.
რომელი ჯუარს-ეცუ ნათესავისათჳს კაცთასა, და არა განრისხენ, იჴსენ ხრწნილებისაგან ცხოვრებაჲ, ჩუჱნი უ҃ო, და გუაცხოვნენ ჩუჱნ:
სიმჴნე მოთმინებისა, თქუჱნისა, მძლე-ექმნა მანქანებათა, ბოროტთა დასაბამისა…
დიდება შენდა, ღო҃ ჩუჱნო, დიდება შენდა: მოწამეთა.
სიმჴნე მოთმინებისა, თქუჱნისა, მძლე-ექმნა მანქანებათა, ბოროტთა დასაბამისა მტერისათა, ღუაწლით-შემოსილნო ყოვლად ქებულნო, ამისთჳსცა საუკუნოსა მას ნეტარებასა ღირს-იქმნენით, არამედ ევედრენით ღთ҃სა, რათა აცხოვნოს სამწყსოჲ ქე҃ს-მოყუარისა ერისა, ვითარცა ხართ მოწამენი ჭეშმარიტებისანი:
შიშნეულ-იქმნნეს ზეცისანი, და ძრწოდეს შიშით ქუჱყანისანი, რაჟამს…
დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა. შუჱნიერებასა.
შიშნეულ-იქმნნეს ზეცისანი, და ძრწოდეს შიშით ქუჱყანისანი, რაჟამს ამაღლდი ჯუარსა ზედა ნებსით უცოდუჱლო, მზე დაბნელდა და მთოვარე ბნელ-იქმნა, მაშინ დედაჲ შენი გოდებით ღაღადებდა, რაჲმესა ვხედავ უკუჱ ამას ძეო ჩემო, ვითარ მხოლოჲ ყოველთათჳს თავს-იდებ:
სიქადულ მორწმუნეთა, და დიდება ჯუარი არს
პარასკევსა კანონი ჯუარისა, რომლისა კიდურ-წერილობაჲ.
სიქადულ მორწმუნეთა, და დიდება ჯუარი არს.
უქმი ქუჱყანა, სამკჳდრებელი ზღუათა, იხილა მზემან პირუჱლ…
იოსებ. გალობა ა. ჴმა გ. სძლისპირი.
უქმი ქუჱყანა, სამკჳდრებელი ზღუათა, იხილა მზემან პირუჱლ, რაჟამს აღზღუდნეს ღელუანი, და შეჰყინდეს ორკერძოვე, და ერი ღი҃სა წიაღ-სრული სიხარულით ღაღადებდა, უგალობდეთ უ҃სა, რომელიცა დიდებულ-არს:
ზღჳსა ღელუანი, კუჱრთხითა მით აღზღუდენ, და განიყუანე…
ტროპარი.
ზღჳსა ღელუანი, კუჱრთხითა მით აღზღუდენ, და განიყუანე ერი, და გამოსახე ჯუარი შენი, რომლისა მიერ განაპე, ზღუაჲ უღმრთოებისა სახიერ, ხოლო ღი҃ს-მსახურებისა, ქუჱყანად განიყუანენ მადიდებელნი შენნი:
უფსკრულნი შეჰქმნენ, სიტყჳთა ყოვლად ზლიერო, და დაჰრთენ წყალთა ზესკნელნი, და ქუჱყანა კუალად მჴსნელო, წყალთა ზედა დაჰკიდე, ხოლო დამოეკიდე რა ძელსა, შეჰკრენ ყოველნი ხილულნი, და მორწმუნენი განამტკიცენ შიშითა შენითა:
მადლით შჳლ ღი҃სა, იწოდენით მარტჳლნო, და მკჳდრ…
მოწამეთა.
მადლით შჳლ ღი҃სა, იწოდენით მარტჳლნო, და მკჳდრ სასუფეველისა, და ზეცათა სიონისა, და იერუსალიმისა, სადა იგი გჳრგჳნოსანნი, ღი҃უ-ბრწყინუალედ ღაღადებთ, უგალობდეთ უ҃სა, რომელიცა დიდებულ-არს:
ჴელთა და ფერჴთა მოჭრაჲ დაითმინეთ თქუჱნ, წმიდანო მოწამენო, და გუჱმანი მძჳნუარენი, და საჴუმილი განმლეველიმ, და არა უარ-ჰყავთ ქე҃ჲ, ყოველთა დამბადებელი, და წადიერებით მას მხოლოსა უგალობდით თქუჱნ:
ჵ შუჱნიერო, ქალწულებითა სძალო, შენგან შობილი ღი҃…
ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.
ჵ შუჱნიერო, ქალწულებითა სძალო, შენგან შობილი ღი҃, იხილე რა ჯუარსა ზედა, გოდებით ჰჴმობდ მისა მიმართ, ღო҃ მრავალ-მწყალეო, და დიდებისა მეუფეო, ვითარ გევნების ვითარ კაცსა რომელიცა დიდებულ-ხარ:
საცნაურმან ღრუბელმან, ზეცისა იგი, ბრწყუალებისა შარავანდედნი, სინანულისანი…
სხუა, კანონი ყოვლად წმიდისა, ღი҃ს-მშობლისა, ჴმა იგივე. სძლისპირი. რომელმან წამის-ყოფით.
საცნაურმან ღრუბელმან, ზეცისა იგი, ბრწყუალებისა შარავანდედნი, სინანულისანი აღმოგჳბრწყინუა და ბნელი, ცოდჳსა განჰსდევნა ღი҃ს-მშობელმან უბიწომა, მცუჱლმან სულთა ჩუჱნთამან, და განანათლნა ცისკიდენი:
საღმრთო ცეცხლი სიტყჳსა, საშოსა შენსა, შეიწყნარე და ნათლითა საღმრთოჲთა, დაიცევ შეუწუელად ღი҃ს-მშობელო ქალწულო, და საუკუნოდ ქალწულად და დედოფლად გამოჰსჩნდი, და მცუჱლად სულთა ჩუჱნთა, ამისთჳსცა გნატრით შენ:
მსწრაფლ შესავედრებელად, და ზღუდედ მკიცედ, და ნავთ საყუდელად მყუდროდ ცხოვრებისად, შენ მოგიგებთ ყოველნი დედაო ღი҃საო, რომელნი ვიღელუჱბით განსაცდელთა ზღუასა შინა, და ვიჴსნებით ჭირთაგან და განსაცდელთა სიმრავლისა:
მოსავთა შენთა, დამამტკიცებელო ქე҃ ღო҃, დაატკიცე ეკკლესიაჲ…
გალობა გ. სძლისპირი.
მოსავთა შენთა, დამამტკიცებელო ქე҃ ღო҃, დაატკიცე ეკკლესიაჲ, შენი რომელი მოიყიდე, სისხლითა შენითა წმიდითა:
გუამითა ამით, კაცობრივითა უ҃ო, ჯუარცმაჲ საყუჱდრელი თავსიდევ…
ტროპარი.
გუამითა ამით, კაცობრივითა უ҃ო, ჯუარცმაჲ საყუჱდრელი თავსიდევ მომატყუჱბელი დიდებისა, ძრწოლით მადიდებელთა შენთა:
განთავისუფლდეს, დაბადებულნი წყევისაგან, იქმენ რა წყევასა ქუჱშე, დამბადებელო და ჯუარითა, კურთხევჲ საუკუნოჲ მოჰმადლე:
მსხემ და წარმავალ, იქმნენით ქუჱყანისაგან, და ზეცათა…
მოწამეთა.
მსხემ და წარმავალ, იქმნენით ქუჱყანისაგან, და ზეცათა მოქალაქე, და ქე҃ს ღი҃სა თანა მკჳდრ და თანა ნერგ წმიდანო, მარტჳლნო:
ძლიერებისა, ბეჭდად აქუნდა ჯუარი ქე҃სი, და ყოველი ძლიერებჲ, მტერისა დასცეს და შეჰმუსრეს, ახოვანთა წმიდათა მარტჳლთა:
და შემდგომად, შობისა ქალწულად ჰგიე, რამეთუ ღი҃…
ღი҃ს-მშობლისა.
და შემდგომად, შობისა ქალწულად ჰგიე, რამეთუ ღი҃ ჴორც-შესხმული, ჰშევ უბიწოო რომელიცა, ჯუარსა დაემსჭუალა განზახჳთ:
განამტკიცენ უ҃ო, გონებანი ჩუჱნნი, ნათლითა მით დაუღამებელითა…
სხუა. სძლისპირი.
განამტკიცენ უ҃ო, გონებანი ჩუჱნნი, ნათლითა მით დაუღამებელითა, რათა გადიდებდეთ შენ, მჴსნელსა უკუნისამდე:
ტარიგო უბიწო, რომელმან კრავი ღი҃სა ბრალთა ჩუჱნთა აღმხმელი ჰშევ ქალწულო, და სენთა და ტკივილთა, აცხოვნე სამწყსოჲ შენი:
შენ ქალწულო ზეცისა, ტევანი გამოიღე, და აღავსე, ტაკუკი სინანულისა, და უწდიე ცოდჳლთა, სასუმელი შენდობისა:
დანთქმულნი ზღუასა შინა, ცოდჳსა ნავითა, და ღელუათა განხრწნასა მიცემულნი, ოხათა შენთა ტკბილსა, ნავთ-სადგურსა მოვივლტით:
ქე҃ ღო҃, ცანი კეთილთა შენთა დაჰფარნეს, რაჟამს…
გალობა დ. სძლისპირი.
ქე҃ ღო҃, ცანი კეთილთა შენთა დაჰფარნეს, რაჟამს კიდობნისა მისგან, სიწმიდისათ მოხუჱდი, სოფლად სიმდაბლით ჩუჱნთჳს, და ვითარცა ჩჩჳლი გიხილეს შენ ღი҃ ყოველთა დაბადებულთა, აღივსო ყოველივე დიდებითა შენითა:
ქე҃ ღო҃, ადამი დაცემისაგან აღადგინე, იქმენ რა…
ტროპარნი.
ქე҃ ღო҃, ადამი დაცემისაგან აღადგინე, იქმენ რა ნებსით თჳსით ადამ მეორე და ჴელნი, თჳსნი ჯუარსა შემჰსჭუალენ, და ლელწმითა იგუჱმე, და ძმრისა და ნავღლისა გემო იხილე ვადიდებთ, სიმაღლესა წყალობათა შენთასა:
ვითარცა რა, ცხოვარი კლუად მიიგუარე ქე҃, სიტყჳსაებრ, წინასწარ-მეტყუჱლისა და არა ჰჴმობდი, და არცა ღაღადებდი, რამეთუ ნებსით ჯუარს-ეცუ, რათა ნებსით დაცემულნი იგი აცხოვნნე, აღივსო, ყოველივე დიდებითა შენითა:
ანეულ-ჰყუნეს, სულნი სარწმუნოებითა მარტჳლთა, და ტანჯუათა მოთმინებისა…
მოქამეთა.
ანეულ-ჰყუნეს, სულნი სარწმუნოებითა მარტჳლთა, და ტანჯუათა მოთმინებისა თესლი დასთესეს მჴნეთა, ხოლო წამებისა, მრავალ-წილი ნაყოფი მოისთულეს, რომლითა ზრდიან მორწმუნეთა ერსა, ვინაცა სამარადისოდ იდიდებიან:
იწდუნეს მჴნენი, მარტჳლნი სატანჯუჱლთა მიერ, განჭედილნი სასოებითა ფუფუნებათათა, და ფართოებასა მას, ზეცათა სასუფეველისასა, აღიწივნეს რათა განავრცონ პირი, სიმჴნეთა, მათთა მაქებელთა და მგალობელთა:
ვითარცა რა, მარწუხმან ნაკუჱრცხალი საღმრთოჲ, არა შემწუჱლი…
ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.
ვითარცა რა, მარწუხმან ნაკუჱრცხალი საღმრთოჲ, არა შემწუჱლი არამედ განმანათლებელი, შეიწყნარე სძალო, რომელი იგი იხილე რა ჯუარცმულად ტირილითა სიმწარისათა, ადიდებდ აურაცხელსა სიმდაბლესა მისსა:
მრავალ-მოწყალე წყალობაჲ მაჩუჱნე ქალწულო, რამეთუ ყოველთა მწყალობელისა…
სხუა. სძლისპირი. ცანი შუჱნიერებამან.
მრავალ-მოწყალე წყალობაჲ მაჩუჱნე ქალწულო, რამეთუ ყოველთა მწყალობელისა იწოდე დედად, და შემიწყალე ცოდჳლი, რათა ვღაღადებდე, დიდება ძესა შენსა ქალწულო:
ღამესა შინა ცოდჳსასა შეცთომილი ესე, განმანათლე ჵ ქალწულო, ყოვლად საგალობელო, რომელმან გჳშევ ნათელი, საღმრთო და ვღაღადებთ, დიდება ძესა შენსა ქალწულო:
სასოო სოფლისაო, სძალო მონათა შენთათჳს ყოველთა მეუფესა, ქე҃სა ევედრე ღირსო, რათა მოგუმადლოს წყალობაჲ, რომელნი უგალობთ, დიდება ძესა შენსა ქალწულო:
ჩუჱნებით ისაია, იხილა რა უ҃ი, საყდართა მჯდომარე…
გალობა ე. სძლის-პირი.
ჩუჱნებით ისაია, იხილა რა უ҃ი, საყდართა მჯდომარე, და გარე-შეცული ანგელოსთა მიერ, ღაღადყო, ჵ უბადრუკსა რამეთუ, ვიხილე ღი҃ ჴორცითა, ნათელი ბრწყინუალე, და მთავარი მშჳდობისა:
განმისუჱნე მე ქე҃, ცოდჳსა და ბრალთაგან, და…
ტროპარნი.
განმისუჱნე მე ქე҃, ცოდჳსა და ბრალთაგან, და მაშურალსა ამას, შეისუჱნე რა ჯუარსა ზედა სახიერ, და მოსპე, ყუჱდრებაჲ ჩუჱნი ყუჱდრებათა მათ მიერ რომელ თავს-ისხენ, უგალობ ჯუარცმასა შენსა, და საღმრთოსა ვნებასა:
აღანთენ ჯუარსა ზედა, ვითარცა რა სანთელნი, ჴორცნი შენნი მჴსნელო, და წარწყმედილი იგი დრაქმაჲ მოიძიე, და მისსა, პოვნასა ზედა მოუწოდე ძალთა ზეცისათა, უგალობ სიმტკიცესა ძლიერებისა შენისასა:
განიბძარა მაცთური, და მდებარე არს იგი, მარტჳლთა…
მოწამეთა.
განიბძარა მაცთური, და მდებარე არს იგი, მარტჳლთა ნეტართა, საღმრთოთა ფერჴთა ქუჱშე მკუდრად და უძრავად, ხოლო მათ, სიხარულითა მიუწთომელითა აღუსებულთა, ზეცისა ძალთა სუფევაჲ მიენიჭა:
ფიცხელთა სატანჯუჱლთა, და ჭირთა და ურუათა, ყინელისა მიერ, და წყლულებათა ძჳრ ძჳრად განყინულნი მარტჳლნი, ზაფხულსა, ფუფუნებისასა ზეცათა სუფევისასა აღჳდეს, და მჴურუალედ მეოხად მორწმუნეთა გამოსჩნდეს:
რომელმან გუჱრდისაგან, ადამისა დაბადა, ევაჲ ქე҃მან სძალო…
ჯუა-ღი҃ს-მშობლისა.
რომელმან გუჱრდისაგან, ადამისა დაბადა, ევაჲ ქე҃მან სძალო, იხილე რა ძელსა ზედა გუჱრდ-განღებული, ღაღად-ჰყავ, დედობრივითა ურჳთა მოწყლულმან ჵ ძეო ჩემო, ვითარ გეუფლა სიკუდილი ცხოვრებასა უკუდავსა:
ძალი მაღლისა აგრილობდა, საშოსა შენსა ქალწულო, და…
სხუა. სძლისპირი. აღჳმსთობთ.
ძალი მაღლისა აგრილობდა, საშოსა შენსა ქალწულო, და ჰყო იგი დამტევნელ, ღი҃სა მაღლისა, დაუტევნელისა, და დედად ცხოვრებისად მაცხოვრად ჩუჱნდა:
ძალად საღმრთოდ ცხოვრებისად, ჩემისად მაქუ შენ ქალწულო, და ნიავქართა მათგან, ბნელისათა, და ცოდჳსა სიღრმეთა არა მეშინის წმიდაო დედოფალო:
ქალწულებისა ორნატად, უშრომელად გიცნობს სოფელი, ჵ უქორწინებელო…
ღი҃ს-მშობლისა.
ქალწულებისა ორნატად, უშრომელად გიცნობს სოფელი, ჵ უქორწინებელო, რომლისა მიერ, იშუა გამოუთქმელად, მუშაკი ყოველთა დამბადებელი:
ჴმა-ვჰყავ შენდამი, დამძიმებულმან ტჳრთითა ცოდუათა ჩემთათა, შეისმინე…
გალობა ვ. სძლისპირი.
ჴმა-ვჰყავ შენდამი, დამძიმებულმან ტჳრთითა ცოდუათა ჩემთათა, შეისმინე ჩემი, და წყალობა-ჰყავ მაცხოვარო:
ნებსით დაიკალ, ვითარცა კრავი ქე҃ ღო҃ რათა…
ტროპარნი.
ნებსით დაიკალ, ვითარცა კრავი ქე҃ ღო҃ რათა ხისა მიერ, ჭამითა მომწყდარნი, პირუჱლსავე ცხოვრებასა ღირს-ჰყუნე:
რაჟამს ამაღლდი, ჯუარსა ზედა დაეც სიმაღლჱ ეშმაკთა ხოლო ამაღლდა სიმრავლჱ, მორწმუნეთა და გადიდებს ქე҃:
სისხლთა პორფირი, ლირად-პირადი შეიმოსეს მოწამეთა, და აწ წიაშე ღი҃სა, გჳრგჳნოსანი სუფევენ:
ქე҃ს მჴედართა, ნაწილნი აღმოუცენებენ კურნებისა მადლითა, ყოველთა სნეულთა, და სულთა ბოროტთა აოტებენ:
კაცთა ბუნებაჲ, ვერ მისწუთების საიდუმლოთა შენთა ქალწულო…
ღი҃ს-მშობლისა.
კაცთა ბუნებაჲ, ვერ მისწუთების საიდუმლოთა შენთა ქალწულო, რამეთუ ღი҃ ჰშევ ბუნებათა უზესთაესი:
ღარად-ვჰყავ სულთქმით დაუდუმებელად, მოწყალისა მიმართ ღი҃სა, და…
სჴუა. სძლისპირი.
ღარად-ვჰყავ სულთქმით დაუდუმებელად, მოწყალისა მიმართ ღი҃სა, და ისმინა ჩემი, მთით სიწმიდისათ მისისათ, და განხრწნისაგან იჴსნა ცხოვრებაჲ ჩემი:
მჰსჯავრ-დასჯისა მექმნნეს მე საქმენი ჩემნი, ხოლო რაჟამს დაემსჭუალე, ჯუარსა ზედა ქე҃, განმართლებისა სიმდიდრჱ, მოატყუ სოფელსა და მე დავრდომილი მიჴსენ:
დაჰჴსნდების მეოხებითა შენითა, ბნელი ცოდუათა ქალწულო, რამეთუ ნათელმა, შენგან აღმობრწყინუჱბულმან, განდევნა ბნელი ცოდუათა არმურისა:
შენდამი დამიცს სასოებაჲ, და მოველი ლხინებასა ყოვლად…
ღი҃ს-მშობლისა.
შენდამი დამიცს სასოებაჲ, და მოველი ლხინებასა ყოვლად სახიერო, მეოხებითა შენითა, მოწყალე-მექმენ, ღი҃ს-შობელო ქალწულო:
ღი҃სა სიტყუასა რომელმანცა, ცეცხლსა შინა შეაცურივნა, სამნი…
გალობა ზ. სძლისპირი.
ღი҃სა სიტყუასა რომელმანცა, ცეცხლსა შინა შეაცურივნა, სამნი ყრმანი, ღი҃ს-მეტყუჱლნი და ქალწულმან შუა, შევამკბდეთ ყოველნი და ესრეთ ვღაღადებდეთ კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:
საროსა ფიჭუსა და ნაძუსა ზედა, ჯუარს-ეუ ერთი…
ტროპარნი
საროსა ფიჭუსა და ნაძუსა ზედა, ჯუარს-ეუ ერთი სამებისა, და ბევრელთა ვნებათა დამონებულნი, თავის-უფალ-ჰყუჱნ ქე҃, და ზეცად აღამაღლენ, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:
სისხლითა შენითა წმიდითა, განსწმიდენ დაბადებულნი, სისხლთა მათგან, საზორუჱლთა საეშმაკოთა, და დაჰჴსენ შენ ზორუანი, კერპთა მწიკულევანთანი, რაჟამს დაიკალ მჴსნელო ვითარცა ტარიგი უმანკოჲ:
ვითარცა სუჱტი შეუძრუჱლნი, დგეს წინაშე უსჯულოთასა, მარტჳლნი…
მოწამეთა.
ვითარცა სუჱტი შეუძრუჱლნი, დგეს წინაშე უსჯულოთასა, მარტჳლნი, და შეჰსძრეს და დააკუჱთეს საცთური, და განამტკიცნეს გულნი მორწმუნეთანი და თქუჱს, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:
არა შეიწუჱნით ცეცხლითა, მოღუაწენო ქე҃სნო გჳრგჳნ-შემოსილნო, რამეთუ უმჴურუალეს ცეცხლისა მოგეგოთ სურჳლი მგალობელთა, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:
მუცლად-ღებაჲ მიუწთომელი, და შობაჲ გამოუკულეველი, შენ მხოლოსა…
ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.
მუცლად-ღებაჲ მიუწთომელი, და შობაჲ გამოუკულეველი, შენ მხოლოსა, მოგემადლა ღი҃სა დედაო, რამეთუ ჰშევ ჴორცითა მეუფჱ დიდებისა, რომელმან ჯუარცმაჲ და სიკუდილი, თავს-იდუა ჴსნისა ჩუჱნისათჳს:
მზე სიმართლისა ქე҃ჲ, შენგან აღმობრწყინდა სძალო, და…
სხუა. სძლისპირი. სამნი ყრმანი.
მზე სიმართლისა ქე҃ჲ, შენგან აღმობრწყინდა სძალო, და განანათლნა გონებანი ჩუჱნნი, და გუასწავა გალობად, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:
შეიმკუჱბის სოფელი, მიდგომილებითა შენითა, და განშუჱნდების შობითა შენითა, სძალო, და ჴმა-ტკბილად გადიდებს, და სარწმუნოებით აღგამაღლებს ქე҃სა ღთ҃სა:
დამბადებელმან ღთ҃მან და ყოვლად ძლიერმან უ҃მან, ბუნებაჲ ჩუჱნი შენგან მიიღო ქალწულო, და ღთ҃-ჰყო ჭეშმარიტად, და მამისა თანა მჯდომარე-არს მაღალთა შინა:
მონებად ღი҃სა აღდგომილნი, ყრმანი შეითხინეს ცეცხლსა მიუახლებელსა…
გალობა ჱ. სძლისპირი.
მონებად ღი҃სა აღდგომილნი, ყრმანი შეითხინეს ცეცხლსა მიუახლებელსა, და ალისგან არა ევნოთ, და გალობით იტყოდეს, აკურთხევდით ყოველნი, საქმენი უ҃სა, და ამაღლებდით მას უკუნისამდე:
ერმან ურჩმან და უსჯულომან, ნებსით დამორჩილებითა ვნებად…
ტროპარნი.
ერმან ურჩმან და უსჯულომან, ნებსით დამორჩილებითა ვნებად მოსრული ქე҃, ჯუარცმად და სიკუდილად დაგსაჯეს, რათა მომწყდარნი იგი, აღადგინნე და ცხოველს-ჰყუნე მგალობლად შენდა, და აღგამაღლებდენ შენ უკუნისამდე:
განიპყრენ ჴელნი ჯუარსა ზედა, ქე҃ ღო҃ რათა განჰკურნე ჴელნი იგი, ადამისნი ურჩებით დაჴსნილნი, ხოლო რაჟამს გიხილა, ბრწყინუალება თჳსი დაიფარა მზის-თუალმან, და ძრწოდეს ყოველნი დაბადებულნი:
უბიწოთა მით ახოვნებითა, ღუაწლთა თჳსთათა დაჰსხნეს წყობანი, უღმრთონი, ღუაწლით-შემოსილთა მარტჳლთა, და კურნებათა მადლნი უშურუჱლნი, აღმოუცენნეს მორწმუნეთა, და ეკკლესიაჲ აღავსეს სიხარულითა:
ქე҃ს ვნებათა მობაძავნო, და საღმრთოთა მცნებათა აღმასრულებელნო, ანგელოსთა მოდასენო, და ზეცისა ქალაქისა, მოქალაქედ აღწერილნო, ქე҃ს მოწამენო მეოხ-გუჱყუჱნით მადიდებელთა თქუჱნთა:
ტაკუკად ოქროჲსა და ტაბლად, სასანთლედ კუჱრთხად მთად…
ღი҃ს-მშობლისა.
ტაკუკად ოქროჲსა და ტაბლად, სასანთლედ კუჱრთხად მთად ღი҃სად და ღრუბლად ნათლისად, პალატად მეუფისა და საყდრად, ცეცხლისად ღი҃ს-მშობელო, სახელგდებთ შენ, და კუალად შემდგომად, შობისა, ქალწულადუჱ უბიწოდ დადგრომილად:
რომელმან ანგელოსებრივისა ხატისა მჰსგავსად, ცეცხლსა შინა ხილჳთა…
სჴუა. სძლისპირი.
რომელმან ანგელოსებრივისა ხატისა მჰსგავსად, ცეცხლსა შინა ხილჳთა ყრმანი იჴსნნა საჴუმილისაგან აკურთხევდით ყოველი საქმენი უ҃ისანი უ҃სა:
ჯუარსა ზედა ჰქმნა ქე҃მან ღთ҃მან ცხოვრებაჲ ღი҃ს-მშობელო…
ტროპარნი.
ჯუარსა ზედა ჰქმნა ქე҃მან ღთ҃მან ცხოვრებაჲ ღი҃ს-მშობელო ქალწულო, და გჳბრძანებს გალობად მისსა, აკურთხევდით ყოველნი, საქმენი უ҃ისანი უ҃სა:
შთანთქმად ჩემდა აზმნებს მტერი ცოდჳსა მიერ სძალო, არამედ განმარინე სიბოროტისა მისისაგან რათა გაკურთხევდე შენ, ღი҃ს-მშობელო ქალწულო:
ღამე ბნელი ცოდუათა დამფარავს მე ქალწულო, რამეთუ არა მაქუს მე, ლამპარი ქუჱლის-საქმეთა მიერ აღნთებული მნათობად და სასძლოთ განუარდები:
წერილთა მიერ სჯულისათა მოგუჱსწავა ჩუჱნ მორწმუნეთა, ვითარმედ…
გალობა თ. სძლისპირი.
წერილთა მიერ სჯულისათა მოგუჱსწავა ჩუჱნ მორწმუნეთა, ვითარმედ ყოველი წული, პირუჱლ საშოსა განმღებელი, წმიდა უ҃ისა იწოდოს, აჰა დღეს ვიხილეთ ჩუჱნ, პირმშო ზეცით და ქუჱყანით, და სარწმუნოებით ვადიდებთ:
რომელმან პირუჱლი ქუჱყანა, არა რასა ზედა დაჰკიდე, უყესა შინა ცოდჳსასა შთაფლული ესე აღმომიყუანე სახიერებით რაჟამს, ძელსა დამოეკიდე, და უპატიოდ სიკუდილითა, პატივმეც მე მრავალ-მოწყალე:
ჴორცთა ბუნებათა იხილუჱ ჯუარცმულად ღი҃ უხილავი, რათა იჴსნე სოფელი, მტერთა უხილავთაგან სახიერ, და რათა გამოაჩინნე, ქუჱყანისანი ზეცად, დიდების-ვმეტყუჱლებთ შენსა, განუზომელსა ჴელმწიფებასა:
მჴედრობაო ყოვლად ქებულო, რჩეულთა წმიდათა ბანაკო, სამოთხეო…
მოწამეთა.
მჴედრობაო ყოვლად ქებულო, რჩეულთა წმიდათა ბანაკო, სამოთხეო რომელსა შინა, მდგომარე არს-ხჱ ცხოვრებისა, ეკკლესიაო ერ-მრავალო, დიდო შესავედრებელო, მოწამედ ქე҃ს მჴსნელისა გამოსჩნდით სამგზისსანატრელნო:
რომელნი ეგე მდგომარე-ხართ, წინაშე საყდართა ღი҃სათა, მომიჴსენენით მომჴსენებელნი სიმჴნეთა თქუჱნთანი, უძლეველნო მოწამენო, რომელნი ეგე ჰბრწყინავთ, ნათლითა სამებისათა, რათა ვჰპოოთ ბრალთა შენდობაჲ:
რაჟამს გიხილეს მნათობთა, ჯუარსა ზედა ჵ ძეო…
ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.
რაჟამს გიხილეს მნათობთა, ჯუარსა ზედა ჵ ძეო ჩემო, დაივსნეს მეყუსეულად, და ვითარ არა დაჰჴსნდა ჰურიათა, სიბორგილჱ განცოფებული, რომელთა წინა-მძღუარი, ცხოვრებისა სიკუდილად მიგცეს, სულთქმით გოდებდა ღი҃ს-მშობელი:
ღი҃ს-მშობელსა უბიწოსა, რომელმან იტჳრთა მკლავთა ზედა, მჴსნელი…
სხუა. სძლისპირი.
ღი҃ს-მშობელსა უბიწოსა, რომელმან იტჳრთა მკლავთა ზედა, მჴსნელი დაბადებულთა მსგავსად ჩჩჳლთა, გალობით ვადიდებდეთ, რომელმანცა აცხოვნა სულნი ჩუჱნნი:
რომელნი სარწმუნოებით, საფარუჱლსა შენსა მოივლტიან, ფრთითა მეოხებათა შენთათა, დაიფარენ ქალწულო სასოო სულთა ჩუჱნთაო:
განმარტენ მკლავნი ჯუარსა ზედა, საღმრთონი ნებსით თჳსით და ჴელნი, ადამისნი ურჩებით განრთხმულნი ედემს შინა განჰკურნენ, წყალობით ქე҃ და გადიდებდა:
ძჳრ ძჳრთა ცოდუათა შინა, სული ჩემი გლახაკი მოიწყლა, და უკურნებელად მწყდარი მდებარე-არს. მეოხებათა შენთა, წამლითა განმკურნე ქალწულო:
გიხაროდენ დიდებისა, ღი҃სა საღმრთოთ სულიერო ტაძარო, გიხაროდენ სინანულისა საჭურუჱლო, გიხაროდენ რომლისა მიერ ცოდჳლნი ვჰსცხონდებით სძალო:
ჯუარის-სახედ რა მოსე მთასა ზედა, ჴელნი განიპყრნის…
აღჳვსენითსა ზედა, დასდებელნი ჯუარისანი, ჴმა გ.
ჯუარის-სახედ რა მოსე მთასა ზედა, ჴელნი განიპყრნის სიმაღლედ ამალეკი იძლიის ხოლო შენ მაცხოვარ ჴელნი რა განიპყრენ პატიოსანსა ჯუარსა ზედა, წიაღთა შენთა შემიტკბე, და მიჴსენ მონებისაგან მტერისა და მომეც ნიშად ცხოვრებისად, რათა განუჱრე მშჳლდსა მტერთა ჩემთასა, ამისთჳს სიტყუაო ღი҃საო, თაყუანის-ვჰსცემ ჯუარსა შენსა პატიოსანსა:
შურითა განჴდილ-ვიქმენ საშუჱბელისაგან, და დაცემითა ბოროტითა დავეცი, არამედ არა უგულებელს-მყავ მეუფეო, მიმღებელმან ჩემთჳს ჩემისა მჰსგავსებისამან, ხოლო ჯუარს-ეცუ და მაცხოვნე მე, და დიდებასა შინა შემიყუანე, მხსნელო ჩემო დიდება შენდა:
წმიდათა მოწამეთა ღუაწლით-შემოსილთა საჴსენებელსა, მოვედით ესნო ყოველნი…
მოწამეთა.
წმიდათა მოწამეთა ღუაწლით-შემოსილთა საჴსენებელსა, მოვედით ესნო ყოველნი პატივს-ვჰსცემდეთ, რამეთუ სახილუჱლიქმნნეს ანგელოსთა და კაცთა, და ძლევისა გჳრგჳნნი მოიხუნეს, და მეოხ არიან სულთა ჩუჱნთათჳს:
ცრემლთა შინა დაინთქმოდა ყოვლად უბიწო, სულთ-ითქმიდა გოდებდა…
დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა. დიდ-არს ძალი ჯუარისა.
ცრემლთა შინა დაინთქმოდა ყოვლად უბიწო, სულთ-ითქმიდა გოდებდა და ჰჴმობდა სიღრმით გულისა თჳსისათ, ნათელო უტკბილესო იესო ჩემო, რომელმანცა შექმნენ სიტყჳთ ყოველნი, ვითარიმე მკუდარი, და უსულოჲ აწ იხილუჱბი ჯუარსა ზედა:
შეურაცხ-ჰყო რა მცნება შენი, ადამ უ҃ო სამოთხით…
პარასკევსა მომიჴსენენი, ჴმა გ.
შეურაცხ-ჰყო რა მცნება შენი, ადამ უ҃ო სამოთხით ექსორიაჰყავ, ხოლო ავაზაკი მოწყალეო რომელმან, აღგიარა ჯუარსა ზედა, მას შინა დაამკჳდრე და ღაღადებდა მომიჴსენე მაცხოვარ, სასუფეველსა შენსა:
გხედჳდა რა ჯუარსა ზედა, მზეო დაუვალო მზე ბნელად გარდაიქცა, კლდენი განსქდეს და ქუჱყანაჲ შეიძრა და კრეტსამელი განიპო, რამეთუ ვერ იტჳრთეს მათ მაცხოვარ, უმსჯავროდ დასჯაჲ შენი, მოუკლებელო უ҃ო დიდება შენდა:
ყოველთათჳს მოხუჱდ სიკუდილად, ყოველთა ცხოვრებაო ქე҃ ღო҃ ჩუჱნო, რათა ვნებათა შენთა მიერ საღმრთოთა, ხისა მიერ მომწყდარნი ცხოველ-ჰყუნე, და სამოთხისა მკჳდრად გამოაჩინნე, ამისთჳს მორწმუნენი, ვნებათა შენთა ვადიდებთ:
რომელმან მოსპო ყუჱდრებაჲ ჩუჱნი, ვნებათა მისთა ვნებითა…
მოწამეთა.
რომელმან მოსპო ყუჱდრებაჲ ჩუჱნი, ვნებათა მისთა ვნებითა ემსგავსენით წმიდანო, და მრავალთა ტანჯუათა განეწყუჱნით, და ახოვნად დაამჴჳთ მტერი, და ზეცისა სუფევასა ღირს-იქმნენით, ამისთჳს ღი҃უ-შუჱნიერად, იდიდებით წმიდანო:
მამასა, და ძესა, და სულსა წრფელსა ნუგეშინის-მცემელსა…
დიდება.
მამასა, და ძესა, და სულსა წრფელსა ნუგეშინის-მცემელსა, ყოველნი სარწმუნოებით თაყუანის-ვჰსცემდეთ ერთ-მთავარსა დიდებულსა, ღი҃უ-შუჱნიერად უგალობდეთ, კეთილ-მსახურე-ნ ბით, მართლ-მადიდებელნი, და გულის-ჴმის-ყოფით ვჰჴმობდეთ, მომიჴსენენ ჩუჱნ სასუფეველსა შენსა:
ნებსით ვნებულსა ჴორცითა, ვხედევდ რა ჯუარსა ზედა…
აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
ნებსით ვნებულსა ჴორცითა, ვხედევდ რა ჯუარსა ზედა ქე҃სა ღთ҃სა, ყოვლითურთ აღივსე მწუხარებითა, და გოდებით ღაღადებდ, ჵ ძეო ჩემო ვითარ მოიკლჳ უმსჯავროდ, გარნა რამეთუ გნებავს, მოკუდავთა განცხოველებაჲ:
ზღუდე შეურყეველი, შევედრებულთა, და შესავედრებელი ღელუა გუჱმულთა…
სერობისად, გალობანი წმიდისა ღი҃ს-მშობელისანი. გალობა ა, ჴმა გ. სძლისპირი. რომელმან წამის ყოფით.
ზღუდე შეურყეველი, შევედრებულთა, და შესავედრებელი ღელუა გუჱმულთა, და მჴურუალე ჴელის-აღმპყრობელი ჭირუჱულთა, შენ ხარ ყოვლად წმიდაო ქალწულო ღი҃სა დედაო, და შენ მხოლოსა გიგალობთ, რომელიცა დიდებულ ხარ:
შენ ხარ ყოვლად წმიდაო კიბე ზეცათა, საღმრთო ჴიდი წიაღმყუანებელი, ქუჱყანისათა ზეცისა სასუფეველად, მონანი შენნი შეგჳწყალენ და შემწე გუჱყავ ჩუჱნ და გჳჴსნენ საცთურთაგან, და საბრჴეთა მტერისათა:
ტაძარო სულიერო, და საყოფელო, შემკულო სიწმიდითა და მადლითა, რომელსა შინა სათნო იყო მეუფემან, კაცთ-მოყუარემან მიღებად ბუნება კაცობრივი, ქალწულო დედოფალო შეგჳწყალენ მონანი შენნი:
ყოვლით კერძო მოცულნი, მწუხარებათა და მოულოდებელთა განსაცდელთაგან, შენდა მოვივლტით დედაო ძისა ღი҃საო, შენ შეგჳწყალენ სახიერო დედოფალო, რათა გიგალობდეთ შენ, შესხმითა სულიერითა:
შენსა გარეშე არავინ, მაქუს შესავედრებელი, სხუა ჵ…
გალობა გ. სძლისპირი. ეჰა ბერწო.
შენსა გარეშე არავინ, მაქუს შესავედრებელი, სხუა ჵ ღი҃სა დედაო. და შენ მიერ ვსძლევ მტერსა, და ვცხონდები მე, ოხითა შენითა, სიქადულო ჩემო, და ცხოვრებაო:
სიღრმედ სასო წარკუჱტისა, შთავვარდი უბადრუკი, ურიცხუთა ცოდუათათჳს, რომელნი წარმდებად, ვსცოდე ღი҃სა მიმართ, ტკბილითა თუალითა, მომხედენ ქალწულო და მომაქციე:
პირუჱლ დასჯისა დასჯილ ვარ, საქმეთა ჩემთა მიერ და ვერ ვიკადრებ თუალთა, ჩემთა ღი҃სა მიმართ აღჴილუად ზეცად, ცრემლით გევედრები, ქალწულო წმიდაო შემიწყალე მე:
უფსკრული ბრალთა დამფარავს, და ჭირთა ნიავქარი, და ღელუა განსაცდელთა, ჵ ყოვლად წმიდაო ღი҃სა დედაო, მსთუად მეწიე მიჴსენ, და აღმომიყუანე რამეთუ ძალგიცს:
უწესოდ ქცევითა განსაცდელთაგან, შეიწრებულსა, ნუ უგულებელს-მყოფ ქალწულო…
გალობა დ. სძლისპირი. მოსლჳსა შენისა.
უწესოდ ქცევითა განსაცდელთაგან, შეიწრებულსა, ნუ უგულებელს-მყოფ ქალწულო, არამედ ტკბილითა თუალითა, მომხედენ ვითარცა მოწყალე ხარ:
ჵ სძალო წმიდაო, სულთა და ჴორცთა მაცთური მტერი, წარწყმედისა მთხრებლსა შთამაგდებს, ისწრაფე შეწევნად ჩუჱნდა და შერისხჳთ წარჰსდევნე იგი ჩემგან:
შევაგინე სძალო ხატება ღი҃სა მე უბადრუკმან, და შევბღალე მე სული ჩემი, მწჳრითა გულის-თქმათათა, შემიწყალე და ღირს მყავ სინანულსა:
სასოება ჩემი, შენ ხარ ქალწულო ყოვლად წმიდაო, და შეგივრდები სარწმუნოებით, შემიწყალე მონა შენი, და ნუ განმაგდებ პირისა შენისაგან:
ბნელსა შინა, ცხოვრებისა ამის ცოდუათასა, მჯდომარე და…
გალობა ე. სძლისპირი. ქუჱყანასა ზედა.
ბნელსა შინა, ცხოვრებისა ამის ცოდუათასა, მჯდომარე და სასო წარკუჱთილებითა დანთქმული, განმანათლე ქალწულო, ნათლითა სინანულისათა:
მომიცუჱს მე, ჭირთა და ურუათა ნიავქარმან, არამედ რომელმან ჰშევ ღი҃ ღი҃სა დედაო, წყალობითა შენითა მიჴსენ მათგან და შემიწყალე მე:
უჴორცოთა, ავაზაკთა მიერ მწარედ მოვიწყალ, წარტმდებებითა ჩემითა უბადრუკი ესე, სიტკბოებით განმკურნე ზეთითა წყალობათა შენთათა:
დაცემულსა, ამას ვნებათა დამონებულსა, და შეცოდებულსა ნუ უგულებელს მყოფ ქალწულო, არამედ შემიწყალე და აღმმართე მე სინანულად:
გონება მოუქცეველი და ქცევა უერო, და გულის-სიტყუა…
გალობა ვ. სძლისპირი. დამკჳდრება იონასი.
გონება მოუქცეველი და ქცევა უერო, და გულის-სიტყუა მწიკულევანი, მაქუს მე უბადრუკსა ღი҃სა დედაო, შემიწყალე პირუჱლ აღსასრულისა:
დიდარს ძლიერება შენი, და სავსე მადლითა ოხა შენი დედაო ღი҃საო, ამისთჳს მოვივლთი, შენდა და ვითხოვ შენდობასა შეცოდებათა ჩემთასა:
ყოვლთა ნავთ-საყუდელო, და მცუჱლო ქალწულო, და შეცოდებულთა შენდობაო, ურიცხუთა ცოდუათა, მიერ განფრდილი, შემიწყალე და მომეც შენდობა:
ჵ სულო საწყალობელო, სიკუდილი ახლოს არს, და არა ზრუნავ არცა გეშინის არამედ განიფრთხუჱ, და ცრემლით ჰჴმობდი, უსასოთა სასოო სძალო მაცხოვნე:
მტკიცესა შეწევნასა, შენსა ვითხოვ ქალწულო, ჭირთა შინა…
გალობა ზ. სძლისპირი. ვითარცა სამთა ყრმთა.
მტკიცესა შეწევნასა, შენსა ვითხოვ ქალწულო, ჭირთა შინა და განსაცდელთა, ნუცა განვრდომილ ვარ, შენგან შეურაცხ ქმნილი, რათა გიღაღადებდე კურთხეულ-არს დედოფალო შობილი შენგან უ҃ი:
ენანი უჯერონი, უწესოთა კაცთანი აღძრნა ჩემ ზედა მოშურნემან, და ჰნებავს შთანთქმა ჩემი, ხოლო შენ დაჰყუჱნ სძალო, რათა გიღაღადებდე, კურთხეულ-არს დედოფალო შობილი შენგან უ҃ი:
სასძლო და საქორწინე, სამოსელი საქმეთა, კთილთა არა მმოსიეს მე, არამედ ოხითა, შენითა შემამუჱ მე, ქალწულო რათა ჴმა ვჰყო, კურთხეულ-არს დედოფალო შობილი შენგა უ҃ი:
მკიცეო მგლოვარეთა, ნუგეშინის-მცემელო, ჭირთა და ურუათაგან მიჴსენ მონა ესე შენი, და მომმადლე შენდობა. რათა გიღაღადებდე, კურთხეულ-არს დედოფალო შობილი შენგან უ҃ი:
გულის-სიტყუათა მიერ, არა წმიდათა მოწყლულ ვიქმენ, და…
გალობა ჱ.სძლისპირი. ცეცხლი იგი.
გულის-სიტყუათა მიერ, არა წმიდათა მოწყლულ ვიქმენ, და მწარედ ტკივნეული ვჴმობ შენდა მომართ დედოფალო, კაცთ-მოყუარებითა შენითა განმკურნე, და მაცხოვნე, სასოო ყოველთა განწირულთაო:
ჭირთა და განსაცდელთა, და ურუათა გარე მომიცუჱს, და დამნთქეს ქუჱსკნელთა ჯოჯოხეთისათა, ჵ ქალწულო, წმიდაო სწრაფე და აღმომიუანე, და შემუსრენ, ეშმაკნი მაჭირუჱბელნი ჩემნი:
ღი҃სა მიმართ თავსმდებად, მომიგიე ჵ დედოფალო, და ყოვლითურთ შენდა შევედრებულ ვარ, წყალობითა სიტკბოებისა შენისათა შემიწყალე კურთხეულო, და პირუჱლ სიკუდილისა მაცხოვნე:
სული ჩემი შევბღალე, ცოდჳთა და უძღებითა, და შევაგინე ყოველი ცხოვრება, არამედ შენ, ქალწულო წყაროთა წყალობათა შენთათა განმწმიდე, მე მწიკულისაგან ცოდუათა ჩემთასა:
ვითარ მოწყალე ვყო მსაჯული, მე უბადრუკმან დედოფალო…
გალობა თ. სძლისპირი. წერილთა მიე.
ვითარ მოწყალე ვყო მსაჯული, მე უბადრუკმან დედოფალო, რომელი ესე მეცნიერებით ვცოდავ და განვარისხებ მას, ანუ ვითარიმე ვაჩუჱნო რაჟამს განმიკითხჳდეს, გარნათუ შენ სახიერო, მომაქციე პირუჱლ სიკუდილისა:
ცოდუათა ჩემთათჳს ბოროტთა, მოწყლულ ვარ მე სულით და ჴორცით რომელნი იგი ვქმნენ ცხოვრებასა ამას ჩემსა, საწყალობელმან, ბოროტთა ჩუჱულებათა, წარმდებად მონებითა, ჵ ქალწულო სახიერო, მაცხოვნე წყალობითა შენითა:
სულისა ჩემისა მდევარნი, და წარწყმედად, ჩემდა მოსწრაფენი, რომელნი ეძიებენ ჴთაჴდად ჩემდა ცოცხლივ ჯოჯოხეთს, სძალო სირცხჳლეულ ჰყუჱნ და კდემულ, და დაანთქენ იგინი, მღჳმესა მას განხრწნისასა, და აჩრდილთა სიკუდილისათა:
შენდამი დამიცს სასოება, ცხოვრებისა ჩემისა ქალწულო, და არა მეშინის მე მტერთაგან უხილავთა და ხილულთა, რამეთუ მაცხორად ჩემდა, და ჴელის აღმპყროელად, მეოხება შენი წმიდა მომიგიეს ყოვლად დიდებულო: