ვედრებითა პატიოსანთა და საღმრთოთა მოციქულთა შენთათა, კაცთ-მოყუარე…
მწუხრად, დასდებელნი მოციქულთანი, მსგავსნი, ჴმა გ. დიდ-არს ძალი ჯუარისა.
ვედრებითა პატიოსანთა და საღმრთოთა მოციქულთა შენთათა, კაცთ-მოყუარე მოწყალე მხოლოო სახიერ, სიმდაბლჱ შენი მოეც მონათა შენთა, და იჴსნენ განსაცდელთაგან მგალობელნი შენნი, და სარწმუნოებით თაყუანის-მცემელნი:
ისართაგან მტერისათა მიჰჴსენით, მე, თავადისა ღი҃სა მხილუჱლნო, და სიბოროტჱ მათი აღხოცეთ ყოველივე, და შემაცურიეთ მე ცუარითა სულიერითა, შემ-წუარი სიცხითა ცოდუათათა, საღმრთონო კეთილის-მოქმედნო:
ყოველსა ქუჱყანასა განჰჴდა საღმრთო ეგე ჴმა თქუჱნი, მოციქულნო უ҃ისანო, და განანათლენით ბნელსა შინა მსხდომარენი, და მოჰგუარენით ღთ҃სა ვითარცა კეთილ-სუნნელებანი, მადიდებელნი თქუჱნნი:
მაცხოვარებად დიდად გამოსჩნდი, ჩუჱნ ყოველთად, ყოვლად სანატრელო…
სხუანი დასდებელნი, წმიდისა მიმართ, ნიკოლაოსისა, მსგავსივე.
მაცხოვარებად დიდად გამოსჩნდი, ჩუჱნ ყოველთად, ყოვლად სანატრელო ნიკოლოს, რამეთუ იჴსნი მონათა შენთა ყოველთა განსაცდელთაგან, და ზედა მოსლუათა და განცდათა და უძლურებათა, და გარე-მოდგომათა და მტერთა უხილავთა:
მოვიწყალ უბადრუკი კბენითა გუჱლისათა, და მდებარე-ვარ დაკუჱთებული მკუდრად უსულოდ, აღმადგინე მე მსწრაფლ მღჳძარითა მით ლოცჳთა შენითა, ყოვლად სანატრელო მღუდელ-მთავარო, რათა ვადიდებდე მსწრაფლ-მსმენელსა მადლსა შენსა:
ჟამსა სასჯელისასა, რომელსა შინა მეგულუჱბის წარდგომად საშინელისა მიმართ საყდრისა, მიცემად მიგებისა ქმნილთათჳს ჩემ-მიერ, შემწედ მეპოვე მაშინ მუდელ-მთავარო, მჴსნელ ჩემდა ბნელისაგან გევედრები შენ, რამეთუ გაქუს კადნიერებაჲ უ҃ისა მიმართ:
ყოველსა დაბადებულსა ზედა უ҃ო და დედოფალო, ვნებათა…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა. მსგავსივე.
ყოველსა დაბადებულსა ზედა უ҃ო და დედოფალო, ვნებათა დამონებული სული ჩემი მსწრაფლ განათავისუფლე ძალითა ოხათა შენთათა, და მსახურ-მჰყავ მე ძისა შენისა და ღი҃სა:
ყოველსა ქუჱყანასა განჰჴდა, ჴმაჲ თქუჱნი წმიდანო მოციქულნო…
სტიქარონსა ზედა, დასდებელნი. მოციქულთანი, ჴმა გ.
ყოველსა ქუჱყანასა განჰჴდა, ჴმაჲ თქუჱნი წმიდანო მოციქულნო, კერპთა საცთური დაჰჴსენით, ღი҃ს-მეცნიერება ჰქადაგეთ ესრეთ კეთილ-არს ღუაწლნი თქუჱნნი სანატრელნო, ამისთჳს უგალობთ და დიდების ვმეტყველებთ ჴსენებასა თქუჱნსა:
ქე҃ს ღი҃სა მცნებანი, უბრალოდ დაიმარხენით წმიდანო მოციქულნო, უსასყიდლოდ მიიღეთ და უსასყიდლოდ მისცემდით, და განჰკურნებთ ვნებასა სულთა და ჴორცთა ჩუჱნთასა. ვინაცა კადნიერება გაქუსთ, მას ევედრენით შეწყალებად სულთა ჩუჱნთათჳს:
მოწამეთა შენთა უ҃ო, სარწმუნოებითა დამყარებულთა, სასოებითა დამტკიცებულთა…
მოწამეთა:
მოწამეთა შენთა უ҃ო, სარწმუნოებითა დამყარებულთა, სასოებითა დამტკიცებულთა, სიყუარულითა ჯუარისა შენისათა, სულიერად შეყოფილთა, მძლავრებაჲ მტერისა შემუსრეს, და მიემთხჳვნეს გჳრგჳნთა, და უჴორცოთა თანა მეოხ-არიან სულთა ჩუჱნთათჳს:
ანგელოსთა სიხარულო, მოციქულთა დიდებაო, წინასწარ-მეტყუჱლთა სრულებაო, ხოლო…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა. დიდ-არს ძალი.
ანგელოსთა სიხარულო, მოციქულთა დიდებაო, წინასწარ-მეტყუჱლთა სრულებაო, ხოლო მორწმუნეთა კაცთა შუამდგომელო და წინა-მძღუარო,, თაყუანის-გცემთ შენ უბიწოო ქალწულო:
ჴსენება მოციქულთა შენთა უ҃ო, უფროსად განაბრწყინუჱ, ვითარცა…
ხუთ-შაბათსა ცისკრად, შემდგომად ა, სტიქოლოგიისა წარდგომანი მოციქულთანი, ჴმა გ. შუჱნიერებასა.
ჴსენება მოციქულთა შენთა უ҃ო, უფროსად განაბრწყინუჱ, ვითარცა ყოვლად ძლიერმან, რამეთუ განაძლიერენ იგინი მიბაძუად ვნებათა შენთა, და სძლეს ახოვნებით ძალსა ბელიარისსა, ვინაცა მიიხუნეს მადლნი კურნებათანი, მათითა მეოხებითა, მშჳდობაჲ მომადლე ერსა შენსა:
ყოველი ქუჱყანაჲ მორწყეს სიტყჳთა, და საღმრთოთა ენითა…
ყოველსა ქუჱყანასა განჴდა ჴმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი: საღმრთოსა სარწმუნოებასა.
ყოველი ქუჱყანაჲ მორწყეს სიტყჳთა, და საღმრთოთა ენითა მოციქულთა, და აღმოაცენეს თავ-წარსხმული სარწმუნოებისა, და აღავსნეს კიდენი ქუჱყანისანი, და ღუარძლი ურწმუნოებისა განჰფხურეს, და ყოველთა ქე҃ს ღი҃სა წარუძღუჱს, და ნათელსსცემდეს მათ, სამებისა მიმართ დაუსაბამოჲსა:
აურაცხელსა მდიდარსა მოწყალებასა შენსა, და უძლეველსა ძლიერებასა…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა. შუჱნიერებასა.
აურაცხელსა მდიდარსა მოწყალებასა შენსა, და უძლეველსა ძლიერებასა შენსა, მოვიჴსენებ გონებასა ჩემსა, და საფარუჱლსა შენსა მოვივლტი, რომელი ესე ბოროტითა უძლურებითა შეპყრობილ-ვარ, და ცრემლით სიღრმით გულისა ჩემისათ ვღაღადებ შენდამი, შემწე-მეყავ მე ღი҃ს-მშობელო ქალწულო, რამეთუ ხარ ყოვლისა სოფლისა შუამდგომელი:
მოვედით ყოველნი, უგალობდეთ მოციქულთა, ვითარცა მენავეთ-მოძღუართა და…
შემდგომად ბ. სტიხოლოგიისა წარდგომანი, მოციქულთანი, ჴმა გ. საღმრთოსა სარწმუნოებისა.
მოვედით ყოველნი, უგალობდეთ მოციქულთა, ვითარცა მენავეთ-მოძღუართა და წინამძღუართა, რამეთუ კერპთა საცთური განიოტეს, და ნათლად ცხოვრებისად აღმოგჳყუანნეს, და სამებისა დიდება გუასწავეს ამისთჳს ყოველნი მორწმუნენი საჴსენებელსა მათსა დიდებულსა, სარწმუნოებით აღუასრულებთ:
საქმითა მართლ-მადიდებლობისათა, განჰბრწყინდით მოციქულნო, ყოველი ურწმუნოებაჲ დაშრიტეთ…
ცანი უთხრობენ დიდებასა ღი҃სასა და ქმნულსა ჴელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო: მსგავსივე.
საქმითა მართლ-მადიდებლობისათა, განჰბრწყინდით მოციქულნო, ყოველი ურწმუნოებაჲ დაშრიტეთ, და მძლედ და ძლევა შემოსილად გამოსჩნდით, ღი҃სმსახურებითა ყოველნი განამდიდრენით, ეკკლესიანი დიდად შეამკუჱნით, და ღირსად ჰპოვეთ სასყიდელი შრომათა თქუჱნთა, ქე҃სა ღთ҃სა ევედრენით, მონიჭებად ჩუჱნდა დიდი-წყალობაჲ:
დამთქმული ზღუასა შინა ვნებათასა, უფსკრულისა მიმართ წყალობათა…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა. მსგავსივე.
დამთქმული ზღუასა შინა ვნებათასა, უფსკრულისა მიმართ წყალობათა შენთასა მოვივლტი ღი҃ს-მშობელო შემეწიე მე, მოყავ მაჯუჱნჱ შენი ყოვლად-უბიწოო მონისა მომართ შენისა და მაცხოვნე, ვითარცა ოდესმე ძემან შენმან აცხოვნა პეტრჱ, და შეიწყალე სული ჩემი დანთქმული, მოქცევსა შინა მრავალთა ცოდუათა დაცემათასა:
შენ ქადაგსა ჭეშმარიტებისასა, და ყოვლად ბრწყინუალესა მნათობსა…
შემდგომად გ. სტოხოლოგიისა წარდგომანი, ჴმა გ. საღმრთოსა სარწმუნოებისა.
შენ ქადაგსა ჭეშმარიტებისასა, და ყოვლად ბრწყინუალესა მნათობსა სოფლისასა, შემასხმელნი გიგალობთ ნიკოლოზ, და სარწმუნოებით მუჱდრებელნი გიღაღადებთ, ვითარცა განარინენ უბრალონი იგი სიკუდილისაგან, ეგრეთუჱ ჩუჱნცა გჳჴსნენ წმიდაო განსაცდელთაგან და ჭირთა, და ყოვლისაგან ბოროტისა და ძჳრის ხილჳსა:
ჰბრწყინავთ სარწმუნოებითა წმიდანო, ყოვლად ბრწყინუალენო მნათობნო ღი҃ს-მსახურებისანო…
დიდება შენდა, ღო҃ ჩუჱნო, დიდება შენდა: მოწამეთა.
ჰბრწყინავთ სარწმუნოებითა წმიდანო, ყოვლად ბრწყინუალენო მნათობნო ღი҃ს-მსახურებისანო, მკურნალნო მორწმუნეთანო, ღუაწლით-შემოსილნო ყოვლად ქებულნო, რამეთუ მძლავრთა ხუჱტასა არა შეშინდით, და კერპთა სიცბილი დააკუჱთეთ, ვინათგან გაქუნდათ საჭურუჱლად უძლეველად, ჯუარი ყოვლად ძლიერი, სიმტკიცჱ ჭეშმარიტებისა:
ყოვლად ოქროვნად საყდრად მეუფისა, და სამოთხედ ყოვლად-შუჱნიერად…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა. საღმრთოსა სარწმუნოებისა.
ყოვლად ოქროვნად საყდრად მეუფისა, და სამოთხედ ყოვლად-შუჱნიერად გამოჰსჩნდი ღის-მშობელო ყოვლად უბიწოო რამეთუ მტჳრთუჱლი ღი҃სა მუცელსა შინა შენსა განგუასუნნელებ ჩუჱნ მადლითა საღმრთოჲთა. ამისთჳს ჩუჱნ ყოველნი ჭეშმარიტად დედად ღი҃სა გქადაგებთ შენ მარადის, და გადიდებთ:
რომელმან წამის-ყოფით, შეჰკრიბნა წყალნი, შესაკრებელსა ერთსა მან…
ხუთ-შაბათსა ცისკრად, კანონი წმიდათა მოციქულთა. გალობა ა. ჴმა გ. სძლისპირი.
რომელმან წამის-ყოფით, შეჰკრიბნა წყალნი, შესაკრებელსა ერთსა მან განუღო, მეწამული ზღუა ერსა ისრაილისასა, ესე არს ღი҃ ჩუჱნი, დიდებული და ქებული, მას მხოლოსა უგალობთ რომელიცა დიდებულ-არს:
ეკკლესიისა სუჱტთა, და საფუძუჱლთა, სარწმუნოებისათა დამტკიცებულთა, და…
ტროპარნი.
ეკკლესიისა სუჱტთა, და საფუძუჱლთა, სარწმუნოებისათა დამტკიცებულთა, და ყოველთა მორწმუნეთა განმამტკიცებელთა, დიდებულთა მოციქულთა, მოვედით უგალობდეთ, რათა გუაცხოვნეს ღთ҃მან მეოხებითა მათითა:
მართლ მადიდებლობისა, სუჱტნო მტკიცენო, შებრკოლებული ესე მტერისაგან, და ქუჱყანად დაკუჱთებული და მომკუდარი, და სასო-წარკუჱთილი, აღმადგინეთ რათა ვჰპოო, შეცოდებათა ჩემთა, შენდობაჲ ჵ მოციქულნო:
პირუჱლ სასჯელისა მის, ჵ მართლ-მსაჯულო უძღები ესე დავჰსჯი თავსა ჩემსა, რამეთუ ურიცხუთა ცოდუათა თანა-მდებვარ, მაცხოვნე ვედრებითა, მოციქულთა შენთათა, სასო წარკუჱთილი ესე, რათა გიგალობდე შენ:
წმიდათა მოციქულთა, და მოწამეთა, და წინასწარ-მეტყუჱლთა, და…
ღი҃ს-მშობლისა:
წმიდათა მოციქულთა, და მოწამეთა, და წინასწარ-მეტყუჱლთა, და მართალთა თანა შენგან შობილსა ევედრე ღი҃ს-მშობელო, რათა მოაკუდინნეს ვნებანი ჴორცთა ჩემთანი, და მომანიჭოს მე ცხოვრებაჲ დაუსრულებელი:
ყოვლად ბრწყინუალესა, ლამპარსა დაუშრეტელსა, სუჱტსა ქუჱყნიერსა, და…
სხუა, კანონი, წმიდისა მიმართ ნიკოლოზისა. გალობა ა, ჴმა გ. სძლისპირი. უგალობდეთ უ҃სა.
ყოვლად ბრწყინუალესა, ლამპარსა დაუშრეტელსა, სუჱტსა ქუჱყნიერსა, და ლიმენად საღმრთოდ მომწოდებელსა, ღელჳთა სოფლისათა დანთქმულნი პატივს-ვჰსცემდეთ ყოველნი ნიკოლოზს, და სურჳლით ვნატრიდეთ:
ძალითა საღმრთოთა განძლიერებულმან ყოვლად ნეტარო, შური კეთილ-მსახურებისა გულის-ჴმის-ჰყოფისაებრ მოიგე, რომლისათჳს იჴსნენ გულუჱბადნი მოკლუად უბრალოდ, ვინა გევედრებით შენ, ყოვლისაგან უსამართლოჲსა განბოროტებისა გჳჴსნენ ჩუჱნ ნიკოლოზ:
ოხა შესწირე მამაო უ҃ისა მიმართ მოუკლებელად, რათა ცოდუათაგან, და ათისა ტანჯჳსა საუკუნოჲსა, და განსაცდელთაგან და ჭირთა გჳჴსნნეს ჩუჱნ, ვითარცა მხოლომან სახიერმან.
კიდობანსა საღმრთოსა დამტევნელსა სჯულისა მომცემელისასა, წარმჴდელსა ყოველთა…
ღი҃ს-მშობლისა.
კიდობანსა საღმრთოსა დამტევნელსა სჯულისა მომცემელისასა, წარმჴდელსა ყოველთა უსჯულოებათა ჩუჱნთასა, გამოუთქმელისათჳს, უფსკრულისა საღმრთოსა წყალობისა მისისა, მარიამს ყოვლად უბიწოს ერთ-ჴმობით უგალობდეთ:
რომელმან სიტყჳთ, არა რასაგან, არსად შექმნენ დაბადებულნი…
გალობა გ. სძლისპირი.
რომელმან სიტყჳთ, არა რასაგან, არსად შექმნენ დაბადებულნი და განამტკიცენ სულითა, მპყრობელო ყოველთაო, განმაძლიერენ შენდამი მორწმუნენი:
რომელთა ეგე, საღმრთოთა მოძღურებითა, განაშუჱნეთ სოფელი, საღმრთოთა…
ტროპარნი.
რომელთა ეგე, საღმრთოთა მოძღურებითა, განაშუჱნეთ სოფელი, საღმრთოთა საქმეთა მიერ, სული ჩემი აღავსეთ, გულის-სიტყჳთა, კეთილთა მოციქულნო:
ბევრეულთაგან, საცთურთა მტერისათა, და ჭირთა და ურუათა, და ყოველთა განსაცდელთა, მიჴსენით მოციქულნო, ქე҃ს ღი҃სანო, მადიდებელი თქუჱნი:
ვაჲმე ცოდჳლო, სულო ჩემო გლახაკო, რამეთუ განარისხებ, ღთ҃სა მარადის ცოდჳთა, და ვითარმე შეგინდოს, მჴსნელმან თჳნიერ, ბრალთა დაცადებისა:
კიბე რომელი, იხილა იაობმან, რომლითა გარდამოხდა, ღი҃…
ღი҃ს-მშობლისა.
კიბე რომელი, იხილა იაობმან, რომლითა გარდამოხდა, ღი҃ შენ-ხარ ღი҃ს-მშობელო, მას ევედრე ჴსნად ჩუჱნდა, და შეწყალებად, მოციქულთა თანა დღეს:
ეჰა ბერწო სულო ჩემო, და ნაყოფთაგან ცუდო…
სხუა, სძლისპირი.
ეჰა ბერწო სულო ჩემო, და ნაყოფთაგან ცუდო, აღყუავენ ღი҃სა მიერ, და ნაყოფიერი ესრეთ ღაღადებდ, არავინ-არს წმიდა არავინ-არს მართალ შენებრ უ҃ო:
გამოჰსჩნდი სულიერ აღლესულ მახჳლ ბრძენო, მომკუჱთელ ბოროტთა ღუარძლთა მწუალებელთასა, და კეთილთა საქმეთა ალაგთა საცხოვრებელ;თა, დამავაკებელ მორწმუნეთად, მამაო ნიკოლოზ:
შენ წყაროსა აღმომადინებელსა, კურნებათა ნაკადულთასა, გევედრებით წმიდაო განრცხად ბიწთა ვნებათა ჩუჱნ ყოველთასა, მეოხებითა შენითა, და ჰჴსნად განსაცდელთა და ჭირთაგან:
ძლიერთა მიერ ლოცუათა შენთა დაამჴუ მტერი და განაძლიერენ აწ მას ზედა მოუძლურებულნი გულის-სიტყუანი ჩუჱნნი, ვნებათა კუჱთებითა, მოწოდებითა წმიდათა ლოცუათა შენთათა, მამაო ნიკოლაოს:
ვერ შემძლებელ-არს გონება გულის ჴმის-ყოფად, უაღრეს გონებისა…
ღი҃ს-მშობლისა.
ვერ შემძლებელ-არს გონება გულის ჴმის-ყოფად, უაღრეს გონებისა შობასა საკჳრუჱლისა შობისა შენისასა, ღი҃ს-მშობელო ყოვლად-უბიწოო. ამისთჳს გევედრები შენ, გონება ჩემი მადლიერჰყავ მარადის დიდებად შენდა:
ჰყავ სიყუარული, სიმტკიცისა ჩუჱნ თანა უ҃ო, და…
გალობა დ. სძლისპირი.
ჰყავ სიყუარული, სიმტკიცისა ჩუჱნ თანა უ҃ო, და ძე შენი მხოლოდ-შობილი, სოფლად მოავლინე და სიკუდიდ მიეც ამისთჳსცა ქებით ვღაღადებთ შენდამი დიდება ძალსა შენსა უ҃ო:
მსგავსად ელუათა, და შარავანდედთასა განფინენ სოფლისა სავსებასა…
ტროპარნი:
მსგავსად ელუათა, და შარავანდედთასა განფინენ სოფლისა სავსებასა შინა, მოციქულნი შენნი ქე҃ მეუფეო, და უმეცრებისა ბნელი განსდევნე, და ქუჱყანაჲ ბრწყინუალედ განანათლე:
ზღუანი უფსკრულნი, ბოროტთა ცოდუათა ჩემთანი, დამთქმენ მე, და უჯეროთა გულის-თქმათა, ღელუანი შეაშთობენ სულსა ჩემსა, მოწაფეთა შენთა მეოხებითა, მიჴსენ სახიერ და განმარინე:
ვჰსძრწი და მეშინის, მეორედმოსლჳსა შენისაგან, რამეთუ სჳნიდისი ჩემი, მგუჱმს და შემასმენს პირუჱლ სასჯელისა მის, და დასჯის ულმობელობასა ჩემსა, ლმობიერ-მყავ ქე҃ მეუფეო:
ღი҃სა სიტყუაო, რომელი იშევ ქალწულისაგან, მისითა შუა-მდგომელობითა…
ღი҃ს-მშობლისა.
ღი҃სა სიტყუაო, რომელი იშევ ქალწულისაგან, მისითა შუა-მდგომელობითა, და ბრძენთა მოციქულთა შენთა ვედრებითა, ყოველთა ჭირთა და განსაცდელთაგან, გევედრებით იჴსნენ სულნი ჩუჱნნი:
ღი҃სა მიმართ შუა-მდგომელად წინა-დადებულ-გჰყოფენ მარადის ყოველნი მორწმუნენი…
სხუა. სძლისპირი. მთად ჩრდილოდ.
ღი҃სა მიმართ შუა-მდგომელად წინა-დადებულ-გჰყოფენ მარადის ყოველნი მორწმუნენი. ამისთჳს გევედრებით შენ განსაცდელთაგან ბოროტთა, და დაცემათა ცოდუათასა გჳჴსნენ ჩუჱნ მამაო:
გაქუს შენ წყალი ცხოველი გულსა შორის შენსა მადლისა უ҃ისა, და მარადის შეაცურევ ბრძენო სიცხითა ჭირისათა, და სიჴმელითა ცოდჳსათა განცდილთა, რომელთა ეგულუჱბის ბოროტად წარწყმედაჲ ყოვლად სანატრელო:
რომელმანცა იჴსნენ ოდესმე წარყუანებულნი სიკუდილად უმართლოდ ყოვლად სანატრელო, ჩუჱნცა გუაცხოვნენ აწ მაჭირუჱბელთაგან განმჴრწნელთა კაცთა, და ყოვლისაგან საეშმაკოსა საცთურისა:
სიტყუა რომელი განჴორციელდა მრავლითა სახიერებითა ჰშევ შენ…
ღი҃ს-მშობლისა.
სიტყუა რომელი განჴორციელდა მრავლითა სახიერებითა ჰშევ შენ იგი გამოუთქმელად, რომელსა ევედრე უბიწოო ჴსნად ყოველთა ჴორციელთაგან ვნებათა და ბიწთა, და ყოველთაგან იწროებათა სოფლისათა:
შენდა აღჳმჰსთობთ წარუალისა ნათლისა, მომეც ჩუჱნ კაცთ-მოყუარე…
გალობა ე. სძლისპირი.
შენდა აღჳმჰსთობთ წარუალისა ნათლისა, მომეც ჩუჱნ კაცთ-მოყუარე შენი მშჳდობაჲ, და ნათელსა მცნებათა შენთასა, მიძღოდე სლუად გზათა შენთა:
რაჟამს განკაცენ, ადამიანთათჳს ქე҃, ცად მეტყუჱლად გამოაჩინენ…
ტროპარნი.
რაჟამს განკაცენ, ადამიანთათჳს ქე҃, ცად მეტყუჱლად გამოაჩინენ მოციქულნი, დიდებისა, შენისა საღმრთოჲსა, მათ მიერ შეგჳწყალენ ჩუჱნ:
მეოხებითა, მოციქულთათა სახიერ, ყოველთა ძჳრთა და ჭირთა და ურუათაგან, და ყოველთა, საცთურთაგან გჳჴსნენ, სამწყსონი და მონანი შენნი:
ჵ უბადრუკო, სულო და უნაყოფოო, ვითარ წარმოუდგე საშინელსა მსაჯულსა, შეინანე და სათნოებათა ნაყოფნი, გამოიჴუჱნ შენ:
რომელი იგი გამოუთქმელად განკაცნა, უბიწოთა სისხლთა შენთაგან…
ღი҃ს-მშობლისა.
რომელი იგი გამოუთქმელად განკაცნა, უბიწოთა სისხლთა შენთაგან ქალწულო. მას ევედრე, და ითხოვე ჩუჱნ-თჳს, ლხინებაჲ ვითარცა ძისაგან:
ნათლისა წმიდისა წინაშე მდგომარემან, და მის-მიერ მარადის…
სხუა. სძლისპირი. შენდა აღჳმსთობ.
ნათლისა წმიდისა წინაშე მდგომარემან, და მის-მიერ მარადის, გამოსრულითა ცისკრითა განათლებულმან მამაო, განწმედაჲ გჳთხოვე ჩუჱნ და მშჳდობაჲ:
უფროს ყოველთა კაცთა განმარისხებელი შენი გონებითა უგულის-ჴმოჲთა, შემიწყალე ყოვლად სახიერო მჴურუალითა ლოცჳთა ნიკოლოზისათა:
რომელმან ესე წარულე მოწყინებასა შინა ცხოვრებაჲ ჩემი, გევედრები შენ მამაო ნიკოლოზ, აღადგინე სინანულისა მიერ შეგინებული გონება ჩემი:
ვითარცა მხოლომან ანგელოსთა სიხარულმან ღი҃ს-სახარულევანო, სიხარულითა აღავსე…
ღი҃ს-მშობლისათა.
ვითარცა მხოლომან ანგელოსთა სიხარულმან ღი҃ს-სახარულევანო, სიხარულითა აღავსე მწუხარჱ გონებაჲ ჩემი, და მცონარებითა დანთქმული:
სიღრმეთა, ცოდჳსათა მომიცუჱს მე, განმჴრწნელთა სულისათა, არამედ…
გალობა ვ. სძლისპირი.
სიღრმეთა, ცოდჳსათა მომიცუჱს მე, განმჴრწნელთა სულისათა, არამედ შენ კაცთ-მოყუარე, მოყავ მარჯუჱნა შენი, და მსგავსად იონასა მიჴსენ და ვითარ პეტრე, დანთქმისაგან აღმომიყუანე:
უფსკრულად, სიბრძნისა სულიერისა, ჰყუნა ქე҃მან კრებულნი წმიდათა…
ტროპარნი.
უფსკრულად, სიბრძნისა სულიერისა, ჰყუნა ქე҃მან კრებულნი წმიდათა მოციქულთანი, და სოფლისა სიბრძნეთა, ჴელნი უფსკრულნი განაჴმნა, და მორწმუნეთა, კრებულნი მორწყნა, და აღაყუავილნა:
სულთ-ითქუჱმდ, სულო და სცრემლეოდე, და ჰჴმობდ უ҃ისა მიმართ, შეგცოდე შენ მეუფეო, მოწყალეო მილხინე, ბრძენთა მოციქულთა შენთა მეოხებითა, და ნუ დამსჯი საწყალობელსა:
ეკუჱთნეს, ვნებათა მდინარენი, და გულისა ჩემისა, სახლი დასცეს არამედ თქუჱნ, მოციქულნო ქე҃სნო, განმაახლეთ შემუსრჳლი, და ცხოვრებისა, მიმართ საღმრთოჲსა, წარმიძეღჳთ მე:
კრებული, მოციქულთა უ҃ო, გევედრების მჴურუალედ, დედისა შენისა…
ღი҃ს-მშობლისა.
კრებული, მოციქულთა უ҃ო, გევედრების მჴურუალედ, დედისა შენისა თანა, ლხინებასა მოფენად, მონათა შენთა ზედა, მოწყალე-გუჱქმენ, კაცთ-მოყუარეო, და გუაცხოვნენ ჩუჱნ:
სიღრმენი ვნებათანი, და გრიგალნი წინა-აღმდგომთა ქართანი აღდგეს…
სხუა. სძლისპირი.
სიღრმენი ვნებათანი, და გრიგალნი წინა-აღმდგომთა ქართანი აღდგეს ჩემ ზედა, არამედ უსწრუჱ მაცხოვარ და მაცხოვნე, და ხრწნილებისაგან მიჴსენ მე, ვითარ იგი აცხოვნე ვეშპისაგან წინასწარ-მეტყუჱლი:
მოაკუდინენ ასონი კრძალულებისა მიერ, და მოიგე ცხოვრებაჲ დაუბერებელი, რომლისა ჩუჱნცა ზიარ-მყუჱნ ბრძენო ლოცჳთა შენითა, და განგუარინენ ბოროტისაგან ცოდჳსა:
აფრითა სამღუდელოჲთა ლოცუათა შენთათა, მოქცევისაგან განსაცდელთა, მრავალ-სახეთასა, და ცოდუათა სიღრმისაგან გჳჴსნენ ჩუჱნ, და მიგჳყუანე ლიმენად ცხოვრებისად ბრძენო მღუდელ-მთავარო:
შეამკევ საყდარი მირონ ლუკიისა, და სამკაულ მღუდელ-მთავართა გამოსჩნდი, არამედ მეოხებითა შენითა მსოფლიოთაგან განსაცდელთა უვნებელად გჳჴსნენ ჩუჱნ მღუდელ-მთავარო:
დამკჳდრებულმან საშოსა შინა შენსა სიტყუამან დედაო უბიწოო…
ღი҃ს-მშობლისა.
დამკჳდრებულმან საშოსა შინა შენსა სიტყუამან დედაო უბიწოო, ოდესმე კაცთა შორის დამკჳდრებული იგი ხრწნილება გარდასლჳსა, ვითარცა მხოლომან ღთ҃მან გარე განსდევნა სახიერებითა წყალობისათა:
ღი҃სა სიტყუასა რომელმანცა, ცეცხლსა შინა შეაცურივნა, სამნი…
გალობა ზ. სძლისპირი.
ღი҃სა სიტყუასა რომელმანცა, ცეცხლსა შინა შეაცურივნა, სამნი ყრმანი, ღი҃ს-მეტყუჱლნი, და ქალწულმან შუა, შევამკობდეთ ყოველნი და ესრეთ ვღაღადებდეთ, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:
ნათელმან სოფლისამან ქე҃, ნათლად გამოგაჩინა თქუჱნ, ნათლით-შემოსილნო…
ტროპარნი.
ნათელმან სოფლისამან ქე҃, ნათლად გამოგაჩინა თქუჱნ, ნათლით-შემოსილნო წმიდანო მოციქულნო, და ბნელი საცთურისა, თქუჱნ მიერ განაქარუა, და განანათლა ბრწყინუალედ გულნი მორწმუნეთანი:
ჩუჱნთჳს შემზადებულნი საბრჴენი, მჴდომისანი შემუსრენით თქუჱნ, ღი҃ს-მეტყუჱლნო, მოციქულნო და ალაგნი, სინანულისანი ჩუჱნ კეთილად განგჳღენით, რომელნი ესე მოვივლტით თქუჱნდა და გევედრებით:
დაყროლებული სული ჩემი, ჴორციელთა ვნებათაგან, ვითარცა საღმრთოჲთა მარილითა შეანელეთ, წმიდანო მოციქულნო სათნოებათა მიერ, და სიმპალჱ მისი მადლთა სუნნელებითა აღავსეთ:
შუჱნიერებაო საღმრთოო, ყოველთა ნათესავთაო, კეთილთა საქმეთა მიერ…
ღი҃ს-მშობლისა.
შუჱნიერებაო საღმრთოო, ყოველთა ნათესავთაო, კეთილთა საქმეთა მიერ განმაშუჱნე მე, და მოციქულთა თანა ევედრე ძესა შენსა, რომელი განკაცნა უბიწოთა მათ სისხლთა შენაგან:
წარწყმედელი ერთა უ҃ისათა, არიოს უგუნური მოაშთუჱ ძარღჳთა…
სჴუა. სძლისპირი. სამნი ყრმანი.
წარწყმედელი ერთა უ҃ისათა, არიოს უგუნური მოაშთუჱ ძარღჳთა სიტყუათა შენთათა, ვითარცა ჭეშმარიტმან მწყემს-მთავარმან მამაო ნიკოლოზ:
უბიწოდ წარულე ყოვლად წმიდა ცხოვრებაჲ შენი, და აწ მყოფ-ხარ წმიდათა თანა მამაო ნიკოლოზ, და გარდამოუვლინებ განწმედასა და განათლებასა რომელნი პატივით გნატრიან შენ:
ვითარცა მჴსნელსა განმზადებულსა, და ვითარცა შემწესა მჴურუალესა, მოგიწოდთ შენ მამაო ნიკოლოზ, ვნებათაგან გჳჴსნენ ჩუჱნ, და ანაზდათაგან განსაცდელთა ჩუჱნ ზედა მოსრულთა:
რომელმან ესე დავაბნელე სული უკრძალუჱლობისა მიერ, განანათლე…
ღი҃ს-მშობლისა.
რომელმან ესე დავაბნელე სული უკრძალუჱლობისა მიერ, განანათლე უბიწოო ნათლისა მშობელო, და აღანთე ლამპარი გულისა ჩემისა, რათა გულსმოდგინებითა კეთილთა გადიდებდე შენ:
მონებად ღი҃სა აღდგომილნი, ყრმანი შეითხინეს ცეცხლსა მიუახლებელსა…
გალობა ჱ. სძლისპირი.
მონებად ღი҃სა აღდგომილნი, ყრმანი შეითხინეს ცეცხლსა მიუახლებელსა, და ალისაგან არა ევნოთ და გალობით იტყოდეს, აკურთხევდით, ყოველნი საქმენი უ҃სა, და ამაღლებდით მას უკუნისამდე:
მტერისა მიერ ბოროტისა, მოვიწყალ ლახურითა ვნებათათა და…
ტროპარნი.
მტერისა მიერ ბოროტისა, მოვიწყალ ლახურითა ვნებათათა და განჳგმირე, ულმობელობითა გულისათა, მოციქულნო წმიდანო, განმკურნეთ მე, უღონო და სასოწარკუჱთილი, რამეთუ თქუჱნ-ხართ სულთა და ჴორცთა მკურნალი:
ქადაგთა წმიდათა ქადაგებაჲ, განეფინა ყოველთა კიდეთა რომლითა, ასწავეს ერთა საკჳრუჱლად, სამებაჲ ერთარსებაჲ, ერთბუნებად და ერთ-უფლებად და ერთ-მთავრობად, უკუნითი უკუნისამდე და მერმეცა:
ფრიად შეცოდებული ესე, და სულგრძელებისა საღმრთოჲსა დამტკეპნელი, ბრალთავე შინა დადგრომილი, მომაქციე სახიერ, რომელმანცა, უწყი დიდი ესე მედგრობაჲ ჩემი, და ბოროტთა საქმეთა სიყუარული:
მარწუხო საღმრთოო რომელმან, ცეცხლი ღუთაებისა გამოუთქმელად, შეიწყნარე…
ღი҃ს-მშობლისა.
მარწუხო საღმრთოო რომელმან, ცეცხლი ღუთაებისა გამოუთქმელად, შეიწყნარე, ვნებათა ჩემთა მოტყინარენი, ნაკუჱრცხალნი დაშრიტენ, ვედრებათა, შენთა ცუარითა უბიწოო, და წმიდათა მოციქულთა ოხითა:
რომელი ანგელოზთაგან მაღალთა შინა დიდებულ-არს ღი҃ დაუდუმებელად…
სხუა. სძლისპირი.
რომელი ანგელოზთაგან მაღალთა შინა დიდებულ-არს ღი҃ დაუდუმებელად, ცანი ცათანი, ქუჱყანა და მთანი და ბორცუნი და სიღრმენი, და ყოველი ნათესავი კაცთა, გალობით აკურთხევდით მას ვითარცა შემოქმედსა და მჴსნელსა, და უფროსად ამაღლებდით ყოველსა შინა უკუნისამდე:
ქუჱყანაჲ მშჳდთა დაიმკჳდრე, რამეთუ მშჳდ უკუჱ იქმენ…
ტროპარნი.
ქუჱყანაჲ მშჳდთა დაიმკჳდრე, რამეთუ მშჳდ უკუჱ იქმენ ღირსო, ამისთჳს გევედრები შენ სარწმუნოებით, დაამშჳდენ ჩემ ზედა მარადის აღძრუანი სამ-მღელუარენი ბოროტთანი:
ვითარცა იჴსნენ მჴედართმძღუანნი გულუჱბადნი იგი უბრალოდ მოკდომად, ეგრეთუჱ განბოროტებისაგან კაცთა ბოროტთასა გჳჴსნენ ჩუჱნ, და ყოვლისაგან საცთურისა საეშმაკოსა ჵ ნიკოლოზ, მაცხოვრისა მიმართ ვედრებითა შენითა:
შენ რომელმან აჩუჱნე გზაჲ კაცთა მართალი და საცხოვრებელი, მას ზედა წარგიძეღუ უკუჱ ცხოვრებასა ამას შინა მავალთა ნიკოლოზ, ლოცჳთა შენითა, რათა ერთბამად შევიდეთ ბჭეთა შინა ცხოვრებისათა:
ძალ და გალობაჲ ჩემდა-არს შენგან შობილი ყოვლად…
ღი҃ს-მშობლისა.
ძალ და გალობაჲ ჩემდა-არს შენგან შობილი ყოვლად უბიწოო, რომელსა წადიერად ევედრე ქალწულო, რათა განვსძლიერდე ვნებათა მიერ მე განრღუჱული ესე, და ვჰქმნნე საცხოვრებელნი ბრძანებანი მისნი:
წერილთა მიერ სჯულისათა, მოგუჱსწავა ჩუჱნ მორწმუნეთა, ვითარმედ…
გალობა თ. სძლის-პირი.
წერილთა მიერ სჯულისათა, მოგუჱსწავა ჩუჱნ მორწმუნეთა, ვითარმედ ყოველი წული, პირუჱლ საშოსა განმღებელი, წმიდა უ҃ისა იწოდოს, აჰა დღეს ვიხილეთ ჩუჱნ, პირმშო ზეცით და ქუჱყანით, და სარწმუნოებით ვადიდებთ:
რომელმან მოციქულთა შენთა, სიტყჳთა დაამტკიცე სოფელი, მათითა…
ტროპარნი.
რომელმან მოციქულთა შენთა, სიტყჳთა დაამტკიცე სოფელი, მათითა მეოხებითა, სუაო დაუსაბამოო, ვნებათაგან პირუტყუჱბრივითა, ძლიერად დაცემული, მოკიცხული და ტყუჱ-ქმნილი, მიჴსენ და წყალობით აღმადგინე:
დამონებულო ვნებათაო, და განფრდილო მათ შინა სულო ჩემო, შენთჳს ვნებულისა შეჰსწირე, ვედრებაჲ რათა განგარინოს, მოციქულთა ვედრებითა, რომელნიცა ებაძუნეს, ვნებათა მათ კაცთა ცხოვრებისა-თჳს:
რაჟამს იგი დასხდეთ განკითხუად ქე҃ს თანა ქე҃ს მოწაფენო, დასჯისა თანამდებსა ნუ დასჯით, მაშინ სულსა ჩემსა რომელი, შევბღალე მწარედ ცოდჳთა, ვითარცა სახიერნი, შემწენი და მჴსნელნი ჩემნი, და სოფლისა ჴელის-აღმპყრობელნი:
ქალწულო წმიდაო, ქალწულო უბიწოო ქე҃ს პალატო, ქალწულო…
ღი҃ს-მშობლისა.
ქალწულო წმიდაო, ქალწულო უბიწოო ქე҃ს პალატო, ქალწულო ყოვლად წმიდაო, წმიდათა უწმიდესსა ღთ҃სა, რომელი გჳშევ ჴორცითა, უაღრეს ბუნებათა, ევედრე მოციქულთა თანა, ჴსნისათჳს ყოვლისა სოფლისა:
მთასა ზედა სინასა, გიხილა მაყუალსა შინა მოსე…
სხუა. სძლისპირი.
მთასა ზედა სინასა, გიხილა მაყუალსა შინა მოსე, შეუწუჱლად მუცლად-მღებელი საშოსა შინა საღმრთოჲსა ცეცხლისა, ხოლო დანიილ გიხილა შენ მთად გამოუკუჱთელად, და ძირისაგან დავითისა კუჱრთხად აღყუავებულად გიღაღადა, შენ ისაია:
ვითარცა ზღუდედ საღმრთოდ და სიმტკიცედ, და კეთილად შესავედრებელად, ქუჱყნიერმან სოფელმან მოგიგო შენ, რამეთუ შუა-მდგომელობითა შენითა ვიჴსნებით მარადის, ყოვლისაგან განსაცდელისა და იწროებისა, მამაო ნიკოლოზ, ამისთჳსცა გაქებთ სარწმუნოდ და გნატრით შენ:
შეიწრებული მრავალთა მიერ გარე-მოდგომილებათა, მოვივლტი ფართოებისა მიმართ მჴურუალეთა, ლოცუათა შენთასა ყოვლად სანატრელო, შესცუალენ სულისა ჩემისა ტკივილნი გიგალობ შენ, და ღელუანი სასოწარკუჱთილებისანი დააყუდენ, და დაამშჳდენ შფოთნი, გონებისა ჩემისანი:
მოახლებულ-არს მოსლუაჲ შემოქმედისა, განსჯად ყოვლისა ქუჱყანისა, და განუმზადებელი განვჰკრთები ყოვლითურთ მე უბადრუკი ესე, მოვიჴსენებ რა მრავალთა ძჳრთა ჩემთა, უ҃ო სულგრძელო შემიწყალე მე, და მაცხოვნე მე საღმრთოთა ლოცჳთა ღირსისა შენისა ნიკოლოზისათა:
რომელი საცხოვრებელ განათლებად ჩემდა გამოსჩნდი მშობელო ნათლისაო…
ღი҃ს-მშობლისა.
რომელი საცხოვრებელ განათლებად ჩემდა გამოსჩნდი მშობელო ნათლისაო, განსდევნე სულისა ჩემისა ბნელი ესე ბოროტნი ღრუბელნი, რათა ძედ დღისა ვიქმნე, და ვიქმოდე ღირსთა მეოხებითა შენითა, და გალობისმეტყუჱლებისა მიერ ღირსად გნატრიდე შენ.
ყოველსა ქუჱყანასა განჴდა ჴმა თქუჱნი წმდანო მოციქულნო…
აღჳვსენითსა ზედა, დასდებელნი. მოციქულთანი, ჴმა გ.
ყოველსა ქუჱყანასა განჴდა ჴმა თქუჱნი წმდანო მოციქულნო, კერპთა საცთური დაჰჴსენით, ღი҃ს-მეცნიერებაჲ ჰქადაგეთ, ესრეთ კეთილ-არს ღუაწლნი თქუჱნნი სანატრელნო, ამისთჳს უგალობთ და დიდების-ვმეტყუჱლებთ ჴსენებასა თქუჱნსა:
ქე҃ს ღი҃სა მცნებანი, უბრალოდ დაიმარტენით წმიდანო მოციქულნო, უსასყიდლოდ მიიღეთ და უსასყიდლოდ მისცემდით, და განჰკურნებთ ვნებასა სულთა და ჴორცთა ჩუჱნთასა, ვინაცა კადნიერებაჲ გაქუსთ, მას ევედრენით შეწყალებად სულთა ჩუჱნთათჳს:
ძალნი წმიდათა ანგელოზთანი, განჰკჳრდეს ღუაწლსა მოწამეთასა, რამეთუ…
მოწამეთა.
ძალნი წმიდათა ანგელოზთანი, განჰკჳრდეს ღუაწლსა მოწამეთასა, რამეთუ ჴორცთა შინა მყოფთა ტანჯუაჲ შეურაცხ-ჰყუჱს, და მობაძავ-იქმნეს ვნებათა მაცხოვრისა ჩუჱნისათა, და მეოხ არიან სულთა ჩუჱნთათჳს:
წმიდათა უპირატესო, პატიოსანო სამკაულო ზეცისა წესთაო, მოციქულთა…
დიდება, აწდა, ღი҃ს-მშობლისა.
წმიდათა უპირატესო, პატიოსანო სამკაულო ზეცისა წესთაო, მოციქულთა საგალობელო, წინასწარ-მეტყუჱლთა სიქადულო, ჩუჱნიცა ესე ვედრებაჲ შეიწირე დედოფალო:
შეურაცხყო რა მცნება შენი, ადამ უ҃ო სამოთხით…
ხუთშაბათსა მომიხსენენი, ჴმა გ.
შეურაცხყო რა მცნება შენი, ადამ უ҃ო სამოთხით ექსორიაჰყავ, ხოლო ავაზაკი მოწყალეო რომელმან, აღგიარა ჯუარსა, ზედა, მას შინა დაამკჳდრე და ღაღადებდა, მომიჴსენე მაცხოვარ, სასუფეველსა შენსა:
საჭითა ჯუარისათა სიღრმით, უმეცრებისათ კაცნი აღმოიყუანენით, და კერპთა საცთური განაქარუჱთ ქუჱყანით, ყოვლად ქებულნო მოციქულნო, და უცთომელ-წინა-მძღუარ, ექმნენით ერთა, ამისთჳს ყოველი სოფელი გადიდებს:
ვითარცა რა შარავანდედთა, მზისა სიმართლისათა განათლებულთა, უღმრთოებისა ბნელი განიოტეთ, დიდებულნო მოციქულნო, და ნათლად ღი҃ს-მსახურებისა წარუძეღჳთ, ყოველთა მორწმუნეთა, ამისთჳს ღირსად პატივს-გცემთ:
სატანჯუჱლთა სასტიკებაჲ, სიმჴნით დაითმინეთ ყოვლად ქებულნო მარტჳლნო…
მოწამეთა.
სატანჯუჱლთა სასტიკებაჲ, სიმჴნით დაითმინეთ ყოვლად ქებულნო მარტჳლნო, ცუარი მადლობისა ზეცით-გარდამო შეიწყნარეთ, და ვითარცა ქე҃ს მსახურნი, მარადის განჰკურნებთ სალმობასა, ამისთჳს სარწმუნოებით, გადიდებთ ყოვლად სანატრელნო:
სამებისა სამღუდელონო მქადაგებელნო, პეტრე და პალე, მარკოს…
დიდება, სამებისა.
სამებისა სამღუდელონო მქადაგებელნო, პეტრე და პალე, მარკოს და ლუკა, მატთე, სიმონ, იაკობ, ანდრა, იოანე, თომა, ბართლომე, და ფილიპპე, ბრძენნო, წადიერად იოხეთ მარადის, ჰჴსნად ჩუჱნდა ყოვლისაგან გარე-მოდგომილებისა:
მოციქულთა შუჱნიერებაო, და წმიდათა მოწამეთა სიხარულო, ღი҃უ-მიმადლებულო…
აწდა, ღი҃ს-მშობლისა.
მოციქულთა შუჱნიერებაო, და წმიდათა მოწამეთა სიხარულო, ღი҃უ-მიმადლებულო დედოფალო ევედრე ჩუჱნთჳს უ҃სა, რათა ცოუათა შენდობაჲ მოგუანიჭოს, და საღმრთოჲსა დიდებისა, მკჳდრად გჳჩინნეს წყალოით:
სარწმუნოებით დედად ღი҃სად უბიწოდ, აღგიარებთ ქალწულო, და…
სერობისად. გალობანი წმიდისა ღი҃ს-მშოლისანი. გალობა ა. ჴმა გ. სძლისპირი. უქმი ქუჱყანა.
სარწმუნოებით დედად ღი҃სად უბიწოდ, აღგიარებთ ქალწულო, და ანგელოსთა თანა მიგიძღუანებთ გიხაროდენსა, რამეთუ შენ მხოლომან გჳშევ, სიხარული საუკუნო, ჭირთა და ურუათაგან გამომჴსნელი დედოფალო:
ნაკუჱრჩხალისა მის საღმრთოსა მარწუხო, რომელიცა იხილა ღი҃ს-მხილუჱლმან ისაია, და განწმიდნა საკჳრუჱლად, განმწმიდე სული და გონება, და ჴორცნი და საცნობელნი, ჩემნი რათა გაქებდე, მფარუჱლსა სულთა ჩუჱნთასა:
სულით და ჴორცით ისრითა ცოდჳსათა მოწყლულ ვარ მე მძჳნუარედ, და ყოვლითურთ შებღალულ ვარ, ბრალთა ჩემთა მწიკულითა, არამედ ჵ ღი҃სა დედაო სასოო განწირულთაო, განმკურნე მე წამლითა მოწყალებათა შენთათა:
მაპკურე სისხლი, ძისა შენისა გუჱრდისა, რათა მძლე…
გალობა გ. სძლისპირი. მოსავთა შენთა.
მაპკურე სისხლი, ძისა შენისა გუჱრდისა, რათა მძლე ვექმნე ეშმაკთა, ღი҃სა დედაო და მომმადლე უფსკრული წყალობათა შენთა:
მაპკურე სისხლი, ძისა შენისა გუჱრდისა, რათა მძლე ვექმნე ეშმაკთა, ღი҃სა დედაო და მომმადლე უფსკრული წყალობათა შენთა:
საჭურუჱლითა, ჯუარისათა შემჭურუჱ სძალო და სული ჩემი ცოდჳთა, შეგინებული განწმიდე, და ტაძრად საღმრთოდ გამომაჩინე:
ქე҃ს მცნებათა, ზედა დამამტკიცე ქალწულო, რათა არა შევირყიო, საცთურთა მათგან მტერისათა მონა და მადიდებელი შენი:
არა მაქუს მე, სინანულისა ნაყოფი სძალო, არცა…
გალობა დ. სძლისპირი. ქე҃ ღო҃ ცანი.
არა მაქუს მე, სინანულისა ნაყოფი სძალო, არცა ნება მოქცევისა, მეძიებელი არცა, ცხოვრება განწმედელი, არცა საქმენი კეთილნი, არცა ცრემლნი სავედრებელნი ამისთჳს შენდამი, მოვივლტი მომაქციე და მაცხოვნე:
დავემონე, არა წმიდათა გულის-სიტყუათა, და შევბღალე სული ჩემი, საქმეთა მიერ ბოროტთა, მე უბადრუკმან ამან და კუალად გუამი ჩემი, აურაცხელთა ცოდუათა მიერ ამისთჳს, სასოო სოფლისაო ქალწულო შენდა მოვივლტი:
ვითარცა გაქუს, ღი҃ს-მშობელო წყარო მოწყალებათა, უფსკრული მადლთა და სიმდიდრე სიტკბოებათა, ყოვლად მიუწდომელი, მოწყალე მექმენ გარდამატებულითა, წყალობითა შენითა დედოფალო, რომელან შეურაცხვჰყავ სიცოფით სჯული ღი҃სა:
მუცლად-იღე უთესოდ, მამისა თანა სწორი, ძე ღი҃სა…
გალობა ე. სძლისპირი. ჩუჱნებით ისაია.
მუცლად-იღე უთესოდ, მამისა თანა სწორი, ძე ღი҃სა დედაო, სულითა წმიდითა და ჰშევ ქალწულებით, ამისთჳს, გევედრები მე ბრალთა შინა შობილი და განფრდილი, განმწმიდე წყაროთა მეოხებათა შენთათა:
მუცლად-იღე უთესოდ, მამისა თანა სწორი, ძე ღი҃სა დედაო, სულითა წმიდითა და ჰშევ ქალწულებით, ამისთჳს, გევედრები მე ბრალთა შინა შობილი და განფრდილი, განმწმიდე წყაროთა მეოხებათა შენთათა:
სოფლის-მპყრობელი ბნელი, საქმითა უჯეროთა, და მონებითა მმძლავრობს, და შემიბრკობს და ჰნებავს წარწყმედა ჩემი, მშობელო, ცხოვრეისაო მიჴსენ მძლავრებისა მისისაგან, და ზაკულებათა მისთა უზესთაეს გამომაჩინე:
მარიამ მორწმუნეთა, დედოფალო წმიდაო, და სოფლისა მფარუჱლო, ვნებათა ბოროტთა დამონებული ესე, და ბრალთა, შინა განფრდილი განმათავისუფლე და აზნაურ-მყავ, და ძედ ნათლისა და დღისა გამომაჩინე:
შემიწყალე მე, რომელმან ჰშევ დამბადებელი ჩემი, და…
გალობა ვ, სძლისპირი. ჴმა ვჰყავ შენდამი.
შემიწყალე მე, რომელმან ჰშევ დამბადებელი ჩემი, და მიჴსენ ვნებათა, წყუდიადისაგან დედოფალო:
შემიწყალე მე, რომელმან ჰშევ დამბადებელი ჩემი, და მიჴსენ ვნებათა, წყუდიადისაგან დედოფალო:
მწუხარებათა, ნიავ-ქარისა და სიმწარისაგან მიჴსენ მე, დედაო ღი҃საო და ყოვლისაგან ზაკჳსა მტერთასა:
ბრალთა ჩემთათჳს, სასო წარკუჱთილი და განწირული მდებარე ვარ, ჴელი შეწევნისა, აღმიპყარ ქალწულო და მაცხოვნე მე:
ღამე ჭირთა და განსაცდელთა, ბრალთა ჩემთათჳს მეწია…
გალობა ზ. სძლისპირი. ღი҃სა სიტყუასა.
ღამე ჭირთა და განსაცდელთა, ბრალთა ჩემთათჳს მეწია, ხოლო ქალწულო მიჴსენ ოხითა შენითა, ჭირთა და ბოროტთაგან, და ურუათა მათ ჩემთა, რომელნი მომატყუჱს ცოუათა ჩემთა აურაცხელთა:
ღამე ჭირთა და განსაცდელთა, ბრალთა ჩემთათჳს მეწია, ხოლო ქალწულო მიჴსენ ოხითა შენითა, ჭირთა და ბოროტთაგან, და ურუათა მათ ჩემთა, რომელნი მომატყუჱს ცოუათა ჩემთა აურაცხელთა:
ვინმე არა მოგიგებს შემწედ, ჭირთა შინა და მაცხოვრად, მზრუნუჱლად და ჴელის-აღმპრყობელად ქალწულო, მფარუჱლად მეოხად და ზღუდედ სიმტკიცისად, და შუა-მდგომელად ღი҃სა მიმართ, შენგან შობილისა:
უწყი სიტკბოებათა შენთა, კაცთ-მოყუარება ქალწულო, და სიმშჳდე, და სახიერება და წყალობა, მეოხებათა შენთა, და შენ შეგივრდები, შენ განმარინე ყოველთა საძნაურთაგან დედოფალო:
უხრწნელებისა სამოსელი, რომელი შემმოსა ღთ҃მან ნათლის-ღებითა ქალწულო…
გალობა ჱ. სძლისპირი. მონებად ღი҃სა.
უხრწნელებისა სამოსელი, რომელი შემმოსა ღთ҃მან ნათლის-ღებითა ქალწულო, შევბღალე არა წმიდებითა, და ცრემლით შეგივრდები, განმაახლე, მე კუალად სინანულითა, და ქე҃ს ღი҃სა საღმრთოსა სისხლითა:
ქრისტიანეთა შენ ხარ მცუჱლი და შესავედრებელი ღელუა გუჱმულთა ქალწულო, და მწუხარეთა და მგლოვარეთა, ნუგეშინის-მცემელი, მეცა მიჴსენ, სასო წარკუჱთილი და განწირული, ჵ ღი҃ს-მშობელო სასოო სოფლისაო:
ჵ სულო ჩემო მოიჴსენე, დღე იგი და ჟამი განჩინებისა ოდეს იგი, დაჯდეს მსაჯული საყდართა ზედა და ქალწულსა ევედრე დედოფალო ჩემო, მიჴსენ ცოდჳლი მონა შენი, დასჯისა მისგან ულხინებელისა:
ურიცხვთა ბოროტთა ჩემთათჳს, სიღრმედ განსაცდელთა შთავვარდი, და…
გალობა თ. სძლისპირი. წერილთა მიერ სჯუ.
ურიცხვთა ბოროტთა ჩემთათჳს, სიღრმედ განსაცდელთა შთავვარდი, და ღელუანი მძჳნუარენი, მაჭირუჱბენ მე უბადრუკსა, და სასო წარკუჱთილებისა, უფსკრულად შთამაგდებენ მიჴსენ დედაო ღი҃საო, წარწყმედისაგან საწყალობელი:
შესაძრწუნებელთა საყდართა, ღი҃სათა ვითარ წარსდგე სულო, ანუ რომლითა თუალითა, მიხედავ პირსა ქე҃სსა, კეთილთაგან ცალიერო, არათუ შემწედ მოიგო, სახიერი დედოფალი, რათა წყალობით ჴელი აღგიპყრას:
მაცხოვნე ქალწულო წმიდაო, მაცხოვნე მე დედაო ღი҃საო, განვრდომილი ესე მწარედ, დიდებისაგან ქე҃ს ღი҃სა, და სიღრმესა ცოდუათასა, დანთქმული საშინელად, რომელსა არცა-ერთი რა, კეთილი მომიგიეს უსძლოო: