დაბადებულნი იცუალნეს სიტყუაო ჯუარცმითა შენითა, რამეთუ მზემან…
მწუხრად, დასდებელნი ჯუარისანი. მსგავსნი ჴმა გ. დიდ-არს ძალი ჯუარისა.
დაბადებულნი იცუალნეს სიტყუაო ჯუარცმითა შენითა, რამეთუ მზემან დაჰფარნა შარავანდედი თჳსი, და ტაძრისა კრეტსაბმელი განიღო, და ცხოვნდეს ყოველნი მორწმუნენი, რომლისათჳს ვადიდებთ უზომოსა სიმდიდრესა შენსა:
რომელმან ჴორცნი ჩუჱნნი მიიღენ მოწყალებით, ხოლო ღი҃ და მეუფე ძელსა ზედა შეემსჭუალე, და დაცემულნი აღმამაღლენ ჩუჱნ, აღმაღლებულმან ჴორცითა ვითარცა სათნო-იყავ, სახიერებისათჳს წყალობით:
ცუართა მიერ ღი҃ვ-მომდინარეთა სისხლისა და წყლისათა, კუალად აღეგო სოფელი, გუჱრდით შენით დათხეულისათა, რამეთუ წყლითა უკუჱ განჰბან უ҃ო ყოველთა ცოდუათა ვითარცა მოწყალე, ხოლო სისხლითა დაგჳწერ შენდობასა:
ცხედარსა ზედა უძლურებისასა მდებარე ვარ, რომელმან ცხოვრებისა…
სხუანი დასდებელნი ღი҃ს-მშობლისანი. მსგავსნივე.
ცხედარსა ზედა უძლურებისასა მდებარე ვარ, რომელმან ცხოვრებისა ჩუჱნისა ჟამნი უდებად აღუასრულენ, და მეშინის ჟამისაგან განსულისა ჩემისა, არამედ ვედრებითა შენითა აღმადგინე სინანულისა მიმართ, და მაცხოვნე ქალწულო:
წყლულებაჲ გულისა ჩემისა განჰკურნე წმიდაო, და განჰმართე გონებისა ჩემისა ცთომილებაჲ, და ღირს-მყავ გულითა წმიდითა გალობად შენდა, და თხოვნად მადლსა და პოვნად წყალობისა დღესა სასჯელისასა:
განაგდე სულო ჩემო მდაბალო, არა ადჳლად სატჳრთუჱლი ტჳრთი სიბოროტისა, და მოუჴედ ცრემლითა და უღაღადე წმიდასა ქალწულსა, ღირს-მყავ მე უღელსა სუბუქსა ტჳრთუად ძისა და ღი҃სა შენისასა:
მარტჳლმან განულო გული შენი ყოვლად წმიდაო, რაჟამს…
დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.
მარტჳლმან განულო გული შენი ყოვლად წმიდაო, რაჟამს იხილე ძე შენი ჯუარსა ზედა, და ღაღად-ჰყავ, ნუ უშჳლო-მყოფ მე ძეო ჩემო და ღო҃ ჩემო, რომელმან დამიცევ მე ქალწულად შემდგომად შობისა:
ჯუარსა შენსა პატიოსანსა თაყუანის-ვჰსცემთ ქე҃, მფარუჱლსა სოფლისასა…
სტიქარონსა ზედა. დასდებელნი ჯუარისანი. ჴმა გ.
ჯუარსა შენსა პატიოსანსა თაყუანის-ვჰსცემთ ქე҃, მფარუჱლსა სოფლისასა, და ცხოვრებასა ჩუჱნ ცოდჳლთასა, დიდსა სალხინებელსა, მეფეთა ძლევასა, და სიქადულსა ყოვლისა სოფლისასა:
ძელმან ურჩებისამან, სოფელსა სიკუდილი აღმოუცენა, ხოლო ძელმან ჯუარისა შენისამან ცხოვრებაჲ და უხრწნელებაჲ, ამისთჳს თაყუანის-გცემთ შენ ჯუარცმულსა უ҃ო, გამოჩნდინ ჩუჱნ ზედა ნათელი პირისა შენისა უ҃ო:
წინასწარ-მეტყუჱლთა და მოციქულთა ქე҃სთა და მოწამეთა, გუასწავეს გალობაჲ სამებისა ერთ-არსებისა, და განანათლნეს წარმართნი შეცთომილნი, და ზიარ ანგელოსთა ჰყუნეს ძენი კაცთანი:
ჯუარსა ზედა ამაღლებული შენ ქე҃ ჩემო გიხილა…
დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა. დიდ-არს ძალი.
ჯუარსა ზედა ამაღლებული შენ ქე҃ ჩემო გიხილა რა ტარიგმან მშობელმან შენმან, და უბიწომან დედამან, გოდებდა და ჰჴმობდა ტირილით, ნუ უშჳლო მყოფ რომელმან დამიცევ მე უბიწოდ შემდგომად შობისაცა:
ჯუარი რა დაენერგა ქუჱყანასა ზედა, და მისწუთა…
ოთხშაბათსა ცისკრად. შემდგომად ა. სტიხოლოღიისა. წარდგომანი ჯუარისანი. ჴმა გ.
ჯუარი რა დაენერგა ქუჱყანასა ზედა, და მისწუთა იგი ცათა, არათუ ვითარმცა ძელი მისწუთა ცათა სიმაღლესა, არამედ ძლიერებაჲ შენი სახიერ, რომელმან მის მიერ სრულ-ჰყავ ყოველივე, უ҃ო დიდება შენდა:
საროსა ფიჭუსა და ნაძუსა ზედა, ამაღლდი შენ…
აღამაღლებდით უ҃სა, ღთ҃სა ჩუჱნსა, და თაყუანის-ჰსცემდით კუარცხლბეკსა ფერჴთა მისთასა, რამეთუ წმიდა არს:
საროსა ფიჭუსა და ნაძუსა ზედა, ამაღლდი შენ ტარიგო ღი҃საო, რათა იჴსნნე რომელი თაყუანის-სცემენ, ნებსით ჯუარცმასა შენსა ქე҃ ღო҃ დიდება შენდა:
კუჱრთხად ძლიერებისად მოგჳგიეს, ჯუარი ძისა შენისა ღი҃ს-მშობელო…
დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.
კუჱრთხად ძლიერებისად მოგჳგიეს, ჯუარი ძისა შენისა ღი҃ს-მშობელო, და მის მიერ დავჰსცემთ ზახებასა მტერთასა, და დაუცხრომელად გადიდებთ:
რომელი ჯუარს-ეცუ ნათესავისათჳს კაცთასა, და არა განრისხენ…
შემდგომად ბ. სტიხოლოღიისა, წარდგომანი. ჴმა გ.
რომელი ჯუარს-ეცუ ნათესავისათჳს კაცთასა, და არა განრისხენ, იხსენ ხრწნილებისაგან ცხოვრებაჲ ჩუჱნი უ҃ო და გუაცხოვნენ ჩუჱნ:
აურაცხელი ჴელმწიფება შენი, და ნებსით ჯუარ-ცმა შენი…
ხოლო ღთ҃მან, მეუფემან ჩუჱნმან, წინა-საუკუნეთამან, შეჰქმნა ცხოვრება შორის ქუჱყანისა: შუჱნიერებასა.
აურაცხელი ჴელმწიფება შენი, და ნებსით ჯუარ-ცმა შენი, იხილეს რა ანგელოსთა მჴედრობამან განჰკრთეს, ვითარ უხილავი ღი҃ ჴორცითა იგუჱმებოდე, რამეთუ გენება ჰხსნა კაცთა ხრწნილებისაგან, ამისთჳს გიღაღადებთ შენ ცხოვრების მომცემელო უ҃ო დიდება წყალობათა შენთა:
ქორწინებისა გამოუცდელი, წმიდა დედა ქალწული, გხედჳდა რა…
დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა. მსგავსი.
ქორწინებისა გამოუცდელი, წმიდა დედა ქალწული, გხედჳდა რა შენ ძელსა ზედა მკუდრად მოკიდებულად, დედობრივ მგოდებელი იტყოდა რასათჳს ესე მოგაგო უსჯულომან ერმან ჰურიათამან, მრავალთა მათ დიდთა ნიჭთა შენთათჳს, ძეო სიტკბოებაო ჩემო, უგალობ და ვადიდებ შენსა გარდამოსლუასა:
ჯუარი დაითმინე უპატიოდ მეუფეო, რომელი უმაღლეს-ხარ ყოველთა…
შემდგომად გ. სტიხოლოღიისა. წარდგომანი ჯუარისანი. ჴმა გ. შუჱნიერებასა.
ჯუარი დაითმინე უპატიოდ მეუფეო, რომელი უმაღლეს-ხარ ყოველთა ქმნულთა, რათა პატივს-მცე მე, პირუჱლ ბოროტად უპატიო-ქმნილსა, ხოლო ლახურითა განგმერილ-იქმნა გუჱრდი შენი სულგრძელო, რამეთუ გენება ჴსნაჲ ხრწნილებისაგან დაბადებულისა შენისა, უგალობ მრავალსა სახიერებასა შენსა, და კეთილ-ნაწლეობასა კაცთ-მოყუარე:
შეიჭურუჱ საჭურუჱლი ჯუარისა, და შთაიცუთ ჯაჭჳ სარწმუნოებისა…
დიდება შენდა, ღო҃ ჩუჱნო, დიდება შენდა: მოწამეთა.
შეიჭურუჱ საჭურუჱლი ჯუარისა, და შთაიცუთ ჯაჭჳ სარწმუნოებისა, დაწყობილნი მტერთანი მოღუაწებითა დაამჴუჱნით, რამეთუ სასოებითა ცხოვრებისათა წადიერებით დაუთმეთ, ყოველთავე შინებასა და გუჱმასა მძლავრთასა, ამისთჳსცა გჳრგჳნნი მოიხუჱნით, ქე҃ს მოწამენო მჴნენო სულითა, ყოვლად ქებულნო:
ამაღლებული ძელსა ზედა ვითარცა გიხილა შენ მეუფეო…
დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა. მსგავსი.
ამაღლებული ძელსა ზედა ვითარცა გიხილა შენ მეუფეო, უქორწინებელმან და ყოვლად უბიწომან წმიდამან ქალწულმან, და დედამან შენმან ღაღადყო, ვაჲ ჩემდა ჵ უტკბილესო ძეო ჩემო, ვითარ შენ უსჯულომან კრებულმან ძელსა ზედა დაგჰსაჯა ყოველთა დამბადებელი და მეუფე, უგალობ უმწუჱრუალესსა სახიერებასა შენსა:
ტკივილნი დააყუდენ კაცთანი ტკივილთა მიერ სიტყუაო
ოთხშაბათსა კანონი ჯუარისა. რომლისა კიდურ-წერილობაჲ
ტკივილნი დააყუდენ კაცთანი ტკივილთა მიერ სიტყუაო.
რომელმან წამისყოფით შეჰკრიბნსა წყალნი, შესაკრებელსა ერთსა მან…
გალობა ა. ჴმა გ. აძლისპირი.
რომელმან წამისყოფით შეჰკრიბნსა წყალნი, შესაკრებელსა ერთსა მან განუღო, მეწამული ზღუა ერსა ისრაილისასა, ესეარს ღი҃ ჩუჱნი, დიდებული და ქებული, მას მხოლოსა უგალობთ, რომელიცა დიდებულ-არს:
მრავალ-სალმობიერნი ვნებანი დაჰჴსნენ, ვნებითა წმიდათა ჴორცთა შენთათა…
ტროპარნი.
მრავალ-სალმობიერნი ვნებანი დაჰჴსნენ, ვნებითა წმიდათა ჴორცთა შენთათა, და კაცნი იჴსნენ რომელნი მოწყლნა მაცთურმან, რომელნი იგი სარწმუნოებით თაყუანისცემენ, გამოუკულეველსა მას, განგებულებასა შენსა ქე҃:
რომელმან ცთუნებითა სამოთხეს შინა, შეჰკრა კაცი მცნებათა გარდასლჳთა, შეიკრა საკრუჱლითა განუჴსნელითა ქე҃, რომლითა ჴორც-შესხმული, შეიკარ ნებსით თჳსით, და განჰჴსნენ კრულებანი შეცოდებათა ჩემთანი:
ხედჳდეს რა მარტჳლნი, დაბადებულთა, დანთქმად მტერისა ცთუნებითა…
მოწამეთა.
ხედჳდეს რა მარტჳლნი, დაბადებულთა, დანთქმად მტერისა ცთუნებითა, ექმნნეს მორწმუნეთა ნავთ-საყუდელ დაუნთქმელ, და ყოველნი სპარაზენნი, მჴდომთანი მეწამულსა, სისხლთა მათთასა შინა დაანთქეს უძლეველთა:
ბანაკი მოწამეთა, ბანაკსა თანა, ზეცისათა ბრწყინუალედ შეერთებული, ელჳთა დაუბადებელისა ღი҃სათა, ყოვლადუჱ განათლდების, და მყოფთა ქუჱყანისათა, მადიდებელთა მათთა, ნიჭთა მიერ განაბრწყინუჱბს:
უაღრეს მჴედრობასა, ანგელოსთასა, გამოჰსჩნდი დედაო ქე҃ს ღი҃საო…
ღი҃ს-მშობლისა.
უაღრეს მჴედრობასა, ანგელოსთასა, გამოჰსჩნდი დედაო ქე҃ს ღი҃საო, რომელმან ჯუარცმითა და ვნებითა თჳსითა, აღმიყუანნა ზეცად იშუა რა შენგან ჴორცითა, და ძალთა ზეცისათა, შეგუაერთნა სახიერებით:
მესამესა გალობასა მივართუამ ღი҃ს-მშობელსა
სხუა კანონი, ყოვლად წმიდისა ღი҃ს-მშობლისა. რომლისა კიდურ-წერილობაჲ.
მესამესა გალობასა მივართუამ ღი҃ს-მშობელსა.
მთად ჩრდილოდ გიხილა შენ, სულითა პირუჱლ, წინასწარ-მეტყუჱლმან…
სძლისპირი. იგივე.
მთად ჩრდილოდ გიხილა შენ, სულითა პირუჱლ, წინასწარ-მეტყუჱლმან ამბაკომ სძალო, გევედრები შემწუარი ესე ვნებათაგან, დამიფარე და აჩრდილთაგან სიკუდილისათა მიჴსენ, და ცოდუათა ბოროტთა რომელნი მაჭირუჱბენ მე:
სხურებითა საღმრთოსა, მის სისხლისათა, რომელნი გარდამოჰჴდა გუჱრდისაგან ძისა შენისა განჰბანენ წყლულებანი, გულისა ჩემისანი რათა გადიდებდე შენ მარადის სანატრელსა, და ყოვლად წმიდასა ქალწულსა:
სწორი მამისა სიტყუაჲ, დამბადებელი, და განმამღრთობელი კაცთა არსებისა, გჳშევ უბიწოო რომლისაგან მითხოვე, ღონეთაგან მტერისათა მოუძლურებულსა ამას, რათა ღირსმჰყოს უღირსი, საღმრთოსა ნუგეშინის-ცემასა:
რომელმან სიტყჳთ არა რასაგან, არსად შეჰქმნენ დაბადებულნი…
გალობა გ. სძლისპირი.
რომელმან სიტყჳთ არა რასაგან, არსად შეჰქმნენ დაბადებულნი, და განამტკიცენ სულითა, მპყრობელო ყოველთაო, განმაძლიერენ შენდამი მორწმუნენი:
რომელი ეგე, ღუთაებისა ბუნებითა, უვნებელ-ხარ ჴორცითა, ვნებად…
ტროპარნი.
რომელი ეგე, ღუთაებისა ბუნებითა, უვნებელ-ხარ ჴორცითა, ვნებად რა მოხუჱდ წყალობით, ჰურიათა კრებულმან, მოგკლეს ძელითა, უკუდავ-მყოფელი ჩუჱნი:
რომელმან წყალთა ზედა დაჰკიდე ქუჱყანაჲ, ნებსით დამოეკიდე, ძელსა რათა აღმიყუანო, ზეცად რომელი ქუჱსკნელს, შთაჰჴედ ცოდჳთა, ქე҃ ყოვლად ძლიერო:
პირად პირადად, წყლულებითა შემკულნი, წინაშე ქე҃ ღი҃სა…
მოწამეთა.
პირად პირადად, წყლულებითა შემკულნი, წინაშე ქე҃ ღი҃სა, მდგომარე ხართ მოწამენო. და მის მიერ მოიღებთ, მადლთა და ნიჭთა, შრომათა მათ თქუჱნთა წილ:
მხიარულებით ტანჯუასა მისცნეს თავნი, მარტჳლთა და მაცთურსა გლოვა მწარე დაუმკჳდრეს, ხოლო ზეცისა ძალთა, მხიარულებაჲ საღმრთოჲ მიჰფინეს მჴნეთა:
რაჟამს იხილე, ძე შენი ჯუარსა ზედა, გოდებით…
ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.
რაჟამს იხილე, ძე შენი ჯუარსა ზედა, გოდებით ეტყოდე მას, ჵ მზეო დიდებისაო, დაჰხედ თუალთაგან ჩემთა, რათა დაჰსჯილნი, ბნელით განანათლნე:
რომელი იგი, მდიდარ-არს წყალობითა, და მრავალ მოწყალებითა…
სხუა სძლისპირი იგივე.
რომელი იგი, მდიდარ-არს წყალობითა, და მრავალ მოწყალებითა, მისგან მითხოვე ქალწულო, რათა შეგჳწყალნეს ჩუჱნ, შეცობდებულნი ვითარცა მოწყალე-არს:
ტაძარო ღი҃სა, დამბადებელისაო, დამკჳდრებად ჩემ-შორის, ევედრე სულსა წმიდასა, რომელი ესე ქმნილ-ვარ, ქუაბ ავაზაკთა, განმხრწნელთა სულისათა:
წამის-ყოფითა, საღმრთოჲთა ყოვლისავე, მპყრობელი მკლავთა ზედა, იტჳრთე ღი҃სა დედაო, მოიხილე ჩემსა, და განმარინე ბრალთა და ვნებათაგან:
ჰყავ სიყუარული, სიმტკიცისა ჩუჱნთა უ҃ო, და ძე…
გალობა დ. სძლისპირი.
ჰყავ სიყუარული, სიმტკიცისა ჩუჱნთა უ҃ო, და ძე შენი მხოლოდ-შობილი, სოფლად მოავლინე და და სიკუდიდ მიეც, ამისთჳსცა ქებით ვღაღადებთ შენდამი, დიდება ძალსა შენსა უ҃ო:
ჭეშმარიტებით, უაღრესმან ყოველთა პატივთამან, გინებაჲ უპატიოჲ თავს-იდევ…
ტროპარნი.
ჭეშმარიტებით, უაღრესმან ყოველთა პატივთამან, გინებაჲ უპატიოჲ თავს-იდევ, და ჯუარცმაჲ და სიკუდილი დაითმიონე, კიცხევისა და ბასრობისა თანა ქე҃, ჩემთჳს ცთომისა გინებულისა:
ნებსით თავს-იდევ, ეკლისა გჳრგჳნისა დადგმა უ҃ო, ვითარცა მეუფემან ჭეშმარიტმან, რათა პირუჱლი იგი გინებაჲ ცოდჳსა, ეკლოვანი და ბოროტი აღმოჰფხურა, დიდება ვნებათა შენთა ქე҃:
შეუმუსრუჱლად, ეგენით ტანჯუათა შინა მარტჳლნო, და საცთური…
მოწამეთა.
შეუმუსრუჱლად, ეგენით ტანჯუათა შინა მარტჳლნო, და საცთური მტერთა შეჰმუსრეთ, და ფერჴთა ქუჱშე თქუჱნთა დააკუჱთეთ, და დასთრგუნეთ მდიდრად მეტყუჱლი იგი, და განაცოფეთ სიცბილი მისი:
განხრწნადთა მიერ, ჴორცთა უხრწნელებაჲ საღმრთოჲ მოიგეთ, და ვნებათა ცხოველს-მყოფელთა, ვნებათა უვნებელისათა ებაძუჱნით, ყოვლად ქებულნო ქე҃ს მოწამენო, უჴორცოთა დასთა მოდასენო:
გრაგნილად საღმრთოდ, გიხილა სძალო წინასწარ-მეტყუჱლმან, რომელსა ზედა…
ღი҃ს-მშობლისა.
გრაგნილად საღმრთოდ, გიხილა სძალო წინასწარ-მეტყუჱლმან, რომელსა ზედა დაიწერა, თითითა მამისათა სიტყუაჲ უჟამოჲ, და პირისა მამისა ჴელით-წერილი, განხეთქა ჵ უხრწნელო:
ქე҃ მაცხოვარ, რომელმან ვნებანი და წყლულებანი, და…
სხუა სძლისპირი იგივე.
ქე҃ მაცხოვარ, რომელმან ვნებანი და წყლულებანი, და სიკუდილი ნებსით თავს-იდევ, ავაზაკთაგან მოწყლული სული ჩემი, ოხითა ქალწულისათა განჰკურნე, ჵ მხოლოო მრავალ-მოწყალეო:
დამბადებელო, შექმნული ჴელთა შენთა საღმრთოთა, სიბოროტითა გუჱლისათა, გემოთა მიერ სოფლისათა მოწყლული განმაახლე მშობელისა შენისა, ყოვლად წმიდისა მეოხებითა:
სიტყუა მამისა, ზესთა სიტყჳსა გჳშევ ქალწულო, რომელმან პირუტყუჱბისაგან, იჴსნა კაცნი ევედრე უ҃ბიწოო, რათა პირუტყუჱბრივთა მათ ვნებათაგან, დამონებული განმათავისუფლოს:
ნეშთა შენთაგან, კურნებასა აღმოუცენებ ქალწულო, ვითარცა ხარ შენ ყოვლითურთ, სავსჱ სიწმიდითა და ნათლითა, და გარდამოადინებ მირონსა სუნნელსა, ყოვლად წმიდაო სძალო ღი҃საო:
შენდა აღჳმსთობთ, წარუვალისა ნათლისა, მომეც ჩუჱნ კაცთ-მოყუარე…
გალობა ე. სძლისპირი.
შენდა აღჳმსთობთ, წარუვალისა ნათლისა, მომეც ჩუჱნ კაცთ-მოყუარე შენი მშჳდობაჲ, და ნათელსა მცნებათა შენთასა, მიძღოდე სლუად გზათა შენთა:
ვითარცა კრავი, დამოეკიდე ჯუარსა ზედა, და მსხუჱრპლად…
ტროპარნი.
ვითარცა კრავი, დამოეკიდე ჯუარსა ზედა, და მსხუჱრპლად მამისა შეიწირე ჩუჱნთჳს, და დააცხურენ მსხუჱრპლნი, საძაგელნი კერპთანი ყოვლად ძლიერო:
განღებითა მით, გუჱრდისათა აღმოგჳცენენ, ორნი მდინარენი, ცხოვრებისანი რომელნი, აღგიარებთ ერთად სამებისად, ორითა ნებითა და საქმითა:
ხარისხად მტკიცედ, და კლდედ უძრავად გპოვეს შენ…
მოწამეთა.
ხარისხად მტკიცედ, და კლდედ უძრავად გპოვეს შენ, სარწმუნოებითა ქე҃ მჴნეთა მარტჳლთა, და ვითარცა ანთრაკნი რჩეულნი, აღეშენნეს იგინი შენ ზედა:
ქე҃ს ძალითა, განძლიერებულთა ძალი, მაცთურისა დაამჴუჱთ მოწამენო, და ბრწყინუალედ, გჳრგჳნი ძლევისა, დაიდგით ქე҃ს მჴსნელისაგან:
ურჩებითა მით, პირუჱლითა განხრწნილი ესე, ბუნებაჲ ჩუჱნი…
ღი҃ს-მშობლისა.
ურჩებითა მით, პირუჱლითა განხრწნილი ესე, ბუნებაჲ ჩუჱნი უხრწნელად შობითა შენითა, განაახლე დედაო ღი҃საო, სულთა ჩუჱნთა სასოო:
ჴორცთა ჩემთა ტკივილნი, და სულისა სალმობაჲ, შეჰსცუალე…
სხუა სძლისპირი. ჩუჱნებით ისაია.
ჴორცთა ჩემთა ტკივილნი, და სულისა სალმობაჲ, შეჰსცუალე სიმრთელედ, და ურუათა ჩემთა ღრუბელნი განსდევნენ, ქალწულო ნათლისა ღრუბელო, და სიმრთელე და ჴსნა ბრალთაგან, მომეც მგალობელსა და სურჳლით მაქებელსა შენსა:
მწედ და შუამდგომელად, ძისა შენისა მიმართ, აწ აღგძრავ ქალწულო, ყოვლითა ცოდჳთა აღუსებული ესე, და უნდო, თავს-მდებ-მექმენ მე, და მომაქციე სძალო საღმრთოდ ცხოვრებად, და ჴელი აღმიპყარ და მიმიძეღუ სინანულად:
წმიდა-ჰყავ სული ჩემი, და განმინათლე გული და სჳნდისი სძალო, და საღმრთოსა დიდებისა ზიარ-ჰყავ იგი, რამეთუ აჰა ესერა ყოველთა ვნებათა დაემონა, და შებღალულ-არს და სავსე ძჳრთაგან გონება ჩემი:
სიღრმეთა ცოდჳსათა მომიცუჱს მე, განმხრწნელთა სულისათა, არამედ…
გალობა ვ. სძლისპირი.
სიღრმეთა ცოდჳსათა მომიცუჱს მე, განმხრწნელთა სულისათა, არამედ შენ კაცთ-მოყუარე, მოჰყავ მარჯუჱნა შენი, და მსგავსად იონასა მიჴსენ, და ვითარ პეტრე, დანთქმისაგან აღმომიყუანე:
ედემით, გამომჰჴადა მე გუჱლმან, მზაკუარმან მაცთუნა რა…
ტროპარნი.
ედემით, გამომჰჴადა მე გუჱლმან, მზაკუარმან მაცთუნა რა, საჭმლითა სიმწარისათა, ხოლო რაჟამს ჯუარს-ეცუა, ჩემთჳს უ҃ი კუალად, მაგო პირუჱლსა მას, საშუჱბელსა სამოთხისასა:
გუჱრდისა შენისა წყლულებითა, განიგუმირა მაცთური, უკურნებელად უ҃ო, ხოლო ჩუჱნ მორწმუნენი, განჳკურნენით წყლულებითა, რომლითა იგი, მოიწყალ ჩემთჳს, ყოვლად ძლიერო:
ვითარცა, პურნი შეიცხუჱნით თქუჱნ, ცეცხლითა მოწამენო, და…
მოწამეთა.
ვითარცა, პურნი შეიცხუჱნით თქუჱნ, ცეცხლითა მოწამენო, და ტაბლასა მეუფისა, ღი҃სა დაეგენით, და დაუსრულებელითა, სიხარულითა განბრწყინუჱბულნი, იხარებთ ზეცას:
განგჳყოფთ, წყალთა კურნებისათა, რომელი აღმოივსეთ, წყაროსა მისგან საღმრთოჲსა და ღუარსა ვნებათასა, განაჰჴმობთ მოწამენო, და მორწმუნეთა, კრებულსა მოჰრწყავთ, ღი҃სა მადლითა:
სიკუდილი, უ҃ისა რა იხილე, ჯურითა ღი҃ს-მშობელო, ტკივილითა…
ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.
სიკუდილი, უ҃ისა რა იხილე, ჯურითა ღი҃ს-მშობელო, ტკივილითა სულისათა, ჰგოდებდ ვითარცა დედაჲ, და ადიდებდ ვნებათა მისთა, მომატყუჱბელთა ცხოვრებისათა ყოვლად წმიდაო:
ზუავსა მას ფარისეველსა წარუჰჴედ, ამპარტავანებითა, და მარადის…
სხუა სძლისპირი. იგივე.
ზუავსა მას ფარისეველსა წარუჰჴედ, ამპარტავანებითა, და მარადის შთავვარდები, ცოდჳსა მთხრებლსა შინა, ბოროტთა და მძჳნუარეთა, ღი҃სა დედაო, მოწყალე-მექმენ, მე დაცემულსა:
რომლისა, ეგე მიდგომილებაჲ, და შობაჲ საკჳრუჱლ-არს, საკჳრუჱლ-ჰყუჱნ არ ჩემ ზედა, მოწყალებანი შენნი, რომელი უსჯულოებით მიდგომილ-ვიქმენ, და ვიშევ, და ვჰმონე ცოდუასა:
ვჰგოდებ და ვჰსტირ, და ვიგლოვ მწარედ, რაჟამს სამჰსჯავროჲ იგი, საზარელი მოვიჴსენო, რამეთუ ბრალთა დიდთა, ტჳრთი მკიდავს მე ღი҃სა დედაო, მას ჟამსა მექმენ, შემწე და მფარუჱლ:
სამნი ყრმანი ბაბილონს, სამებასა მიემსგავსნეს, და დაშრიტეს…
გალობა ზ. სძლისპირი.
სამნი ყრმანი ბაბილონს, სამებასა მიემსგავსნეს, და დაშრიტეს სიმძაფრჱ საჴმილისა მის, და გალობით იტყოდეს, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:
ტკივილთა შენთა მიერ, დააცხრუჱნ ტკივილნი ჩემნი, და…
ტროპარნი.
ტკივილთა შენთა მიერ, დააცხრუჱნ ტკივილნი ჩემნი, და უკუდავსა ცხოვრებასა დაამკჳდრენ, წმიდათა მათ ვნებათა, შენთა მადიდებელნი, ქე҃ მეუფეო ყოვლად ძლიერო:
რაჟამს დაბადებულთა, გიხილეს ჯუარსა დამსჭუალული, შეცუალებულნი ძრწოდეს და კლდენი განსქდეს, ქე҃ დამბადებელო, და მზისა ბრწყინუალებამან ნათელი დაიფარა:
ღი҃სა მორჩილებითა, უსჯულოთა ლიქნაჲ განაგდეს, და სტადიონსა…
მოწამეთა.
ღი҃სა მორჩილებითა, უსჯულოთა ლიქნაჲ განაგდეს, და სტადიონსა შინა სჯულიერად იღუაწეს, ახოვანთა მარტჳლთა. და დიდებით გჳრგჳნოსან-იქმნნეს ქე҃ს მეუფისაგან:
ნება საღმრთო გაქუნდა თქუჱნ, უმძაფრესი საჴუმილისა, და არა შეიწუჱნით საჴუმილისაგან, ახოვანნო მარტჳლნო, და ქე҃სა აკურთხევდით უკუნისამდე:
მდგომარე-იყავ სძალო, წინაშე ჯუარსა ქე҃სსა, ჰხედევდი რა…
ჯუაღ-ღი҃ს-მშობლისა.
მდგომარე-იყავ სძალო, წინაშე ჯუარსა ქე҃სსა, ჰხედევდი რა ვნებასა მისსა განგუმერილი ტკივილითა იტყოდე, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:
წინაშე სამსჯავროსა ქე҃სსა რაჟამს დაჰსჯად ვიქმნე ვითარცა…
ღი҃ს.
წინაშე სამსჯავროსა ქე҃სსა რაჟამს დაჰსჯად ვიქმნე ვითარცა დასჯილი, გამომიჩნდი მე უბიწოო, და მიჴსენ ყოვლისაგან განსაცდელისა, მჴურუალითა შუამდგომელობითა შენითა:
საქმეთაგან ცხოვრებაჲ, არა მაქუს მე დედოფალო, რამეთუ…
სხუა. სძლისპირი. იგივე.
საქმეთაგან ცხოვრებაჲ, არა მაქუს მე დედოფალო, რამეთუ ცოდუასა დავჰსძინებ ცოდუასა ზედა, და ბოროტთა ბოროტსა, ოხითა შენითა ჴელი აღმიპყარ და მაცხოვნე მე:
სასჯელი კართა ზედა, სამსჯავრო განმზადებულ-არს განემზადე სულო, ცემო გლახაკო და ჴმა-ჰყავ, რაჟამს განმჰსჯიდე ქე҃, ნუ დამჰსჯი ვედრებითა მშობელისა შენისათა:
მოვისთულენ მე ცოდჳსა, ნაყოფნი და მომკუდარ-ვიქმენ, და მაქუს მე სული უნაყოფოჲ და ვცღაღადებ, ნაყოფიერ-მყავ სძალო, რომელმან ნაყოფისა შენისა მიერ ხრწნილებაჲ უჩინო-ჰყავ:
მონებად ღი҃სა აღდგომილნი, ყრმანი შეითხინეს ცეცხლსა მიუახლებელსა…
გალობა ჱ. სძლისპირი.
მონებად ღი҃სა აღდგომილნი, ყრმანი შეითხინეს ცეცხლსა მიუახლებელსა, და ალისაგან არა ევნოთ და გალობით იტყოდეს აკურთხევდით, ყოველნი საქმენი უ҃სა, და ამაღლებდით მას უკუნისამდე:
ჯუარცმითა შენითა ქე҃ ღო҃, განგუჱღო სამოთხჱ და…
ტროპარნი.
ჯუარცმითა შენითა ქე҃ ღო҃, განგუჱღო სამოთხჱ და იქცევისმან მახჳლმან, გზასცა ლახუარსა რომლითა იგი, გუჱრდი შენი განეღო ქუჱლის-მოქმედ და თაყუანის-მცემელნი შენნი დაუბრკოლებელად შევალთ მას შინა:
ლახურითა შენითა წმიდითა, მოიკლა ქე҃ ღო҃ მაცთური და დაეცა, ხოლო ადამი დაცემული აღდგა, და ცხოვრებად აღჳდა, გაკურთხევდა, და გადიდებდა მრავალ-მოწყალე:
ღუაწლთა თქუჱნთა ბრწყინუალებითა, და სიმჴნეთა და ურიცხუთა…
მოწამეთა.
ღუაწლთა თქუჱნთა ბრწყინუალებითა, და სიმჴნეთა და ურიცხუთა საკჳრუჱლებათა, ჰბრწყინავს ყოველი სოფელი მარტჳლნო, და სენთა სიბნელესა, თანა წარულის, დაჴსნილი ჭირთა, და ურუათაგან აკურთხევს ღთ҃სა უკუნისამდე:
საშინელ-ქმნილი და განბასრებული, მდებარე-არს ფერჴთა ქუჱშე თქუჱნთა მარტჳლნო, რომელი იგი იქადოდა, ქუჱყანისა დაპყრობად, ხოლო ქე҃ საღმრთოთა მარჯუჱნითა შეამკობს, თავთა თქუჱნთა წმიდათა დიდებულნო:
ჟამიერად ჰშევ ჟამთა მფლობელი, რომელმან დაჰჴსნნა ძუჱლნი…
ღი҃ს-მშობლისა.
ჟამიერად ჰშევ ჟამთა მფლობელი, რომელმან დაჰჴსნნა ძუჱლნი კრულებანი ჩუჱნნი, საღმრთოთა საკრუჱლთა თჳსთა მიერ, ქალწულო უბიწოო, ხოლო ადამ, ნაშობითურთ შეკრა, ტკბილთა მათ სიყუარულისა თჳსისა საკრუჱლთაგან:
ვითარცა ხარ ყოვლად კეთილი, და მახლობელი ყოველთა…
სხუა. სძლისპირი. იგივე.
ვითარცა ხარ ყოვლად კეთილი, და მახლობელი ყოველთა მეუფისა ქალწულო, სრულ-მყავ ყოვლითა კეთილთა, უდები და დახსნილი, რომელმანცა ყოველივე ცხოვრებაჲ ჩემი, ცოდჳთა და ბრალითა აღუასრულე:
ვითარცა იჴსენ მჴეცისაგან, ქე҃ ღო҃ წინასწარ-მეტყუჱლი საკჳრუჱლად, ეგრეთვე იჴსენ სული ჩემი, წარწყმედილ ძილითა, შეპყრობილი, რამეთუ მაქუს მუჱდრებელად შენდა, უქორწინებელი მშობელი შენი:
შჳლებისა ღი҃სა სამოსლითა, ყოვლად შუჱნიერითა შემკული მპოვეს…
ღი҃ს-მშობლისა.
შჳლებისა ღი҃სა სამოსლითა, ყოვლად შუჱნიერითა შემკული მპოვეს მე, მომპოვნებელთა ბოროტისათა, და განმაშიშულეს მისგან, ღი҃ს-მშობელო, არამედ ოხითა შენითა, სინანულისა სამკაული შემმოსე:
წერილთა მიერ სჯულისათა მოგუჱსწავა ჩუჱნ მორწმუნეთა, ვითარმედ…
გალობა თ. სძლისპირი.
წერილთა მიერ სჯულისათა მოგუჱსწავა ჩუჱნ მორწმუნეთა, ვითარმედ ყოველი წული, პირუჱლ საშოსა განმღებელი, წმიდა უ҃ისა იწოდოს, აჰა დღეს ვიხილეთ ჩუჱნ, პირმშო ზეცით და ქუჱყანით, და სარწმუნოებით ვადიდებთ:
რათა ჰპოო დრაქმა იგი, რომელი წარჰსწყმიდა ურჩებითა…
ტროპარნი.
რათა ჰპოო დრაქმა იგი, რომელი წარჰსწყმიდა ურჩებითა, აღანთენ სახიერო ჯუარსა ზედა ჴორცნი შენნი, და ზიარ-ჰყუჱნ სიხარულსა, ზეცისა ძალნი შენნი, რომელთა თანა უ҃ო დაუცხრომელად გადიდებთ შენ:
რაჟამს აღამაღლენ, მაცხოვარ, ჴელნი საღმრთონი ჯუარსა ზედა, ჴელნი ესე ჩემნი დაჴსნილნი, ვნებათა მიერ ბოროტთა, განაძლიერენ და მუჴლნი, უძლურნი განამტკიცენ, სრბად ახოვნად გზათა შენთა, ამისთჳს მადლობით გადიდებთ:
ტანჯუათა ცეცხლითა შემწუართა, მარტჳლთა შენთა მეუფეო, აქუნდი…
მოწამეთა.
ტანჯუათა ცეცხლითა შემწუართა, მარტჳლთა შენთა მეუფეო, აქუნდი შენ წყაროდ ცხოვრებისად ამისთჳს, სრბა მათი მხიარულებით, გჳრგჳნთათჳს, უხრწნელთა აღასრულეს წადიერად, და გალობით გადიდებდეს შენ:
სიმრავლე წმიდათა მარტჳლთა, და ბანაკი წმიდა მოწამეთა, გევედრებიან მჴსნელო ერისათჳს და კრებულისა შენისა, ფრიად განმარისხებელისა, წყალობითა შენითა, აჴოცენ ცოდუანი მათნი, ვითარცა ხარ მრავალ-მოწყალე:
სიბრძნჱ და ბრწყინუალებაჲ მამისა, ჰშევ ხატითა ადამისითა…
ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.
სიბრძნჱ და ბრწყინუალებაჲ მამისა, ჰშევ ხატითა ადამისითა, რომლისა ჯუარცმაჲ ვერ დაითმინა, ხილუად მზის-თუალმან სძალო, და დაბნელდა ხოლო სიბნელე, კერპთა ბილწთა განქარდა, ამისთჳს ღი҃რსო მორწმუნენი, ძისა შენისა თანა გადიდებთ:
განჴრწნილი სულითა და გულითა, და კუალად განხრწნილი…
სხუა, სძლის-პირი. იგივე.
განჴრწნილი სულითა და გულითა, და კუალად განხრწნილი გონებითა, შეგინებული ცოდჳთა, და განშიშულებული კეთილთაგან, უბიწო და უხრწნელო, სძალო შეგივრდები შენ, ნუ განმაგდებ მე არამედ, სათნოებათა მიერ შემამკუჱ:
აღჳვსე ძჳრთაგან, აღჳვსე ბოროტითა და გულის-თქმითა, და ესენი განმაშორებენ შენგან ქე҃ ამისთჳს, სულთ-ვითქუამთ და გიღაღადებ, მომმადლე სინანული, და ნუ განმაგდებ დედისა, შენისა ვედრებითა სახიერ:
მიჴსენ მეოხებითა შენითა, ყოვლად წმიდაო დედოფალო, ვნედათაგან მომაკუდინებელთა და გეენიისაგან, ხრწნილებისაგან და რისხჳსა, და კაცთა უწესოთა, და მტერთა უკეთურთაგან, რამეთუ შენ ხარ სასო ჩემი:
ვითარცა დედა ღი҃სა, ევედრე შენგან შობილსა უ҃სა ღთ҃სა და მეუფესა, ჰჴსნად ყოვლისაგან რისხჳსა, და ბოროტისაგან ჩუჱულებისა მონისა, შენისა უბიწოო, რომელი გესავ შენ საშოჲთგან დედისა ჩემისათ დედოფალო:
შურითა განჰჴდილ-ვიქმენ საშუჱბელისაგან და დაცემითა ბოროტითა დავეცი…
აღჳვსენითსა ზედა, დასდებელნი, ჯუარისანი, ჴმა გ.
შურითა განჰჴდილ-ვიქმენ საშუჱბელისაგან და დაცემითა ბოროტითა დავეცი, არამედ არა უგულებელს-მყავ მეუფეო, მიმღებელმან ჩემთჳს, ჩემისა მსგავსებისამან, ხოლო ჯუარსეცუ და მაცხოვნე მე, და დიდებასა შინა შემიყუანე, მჴსნელო ჩემო დიდება შენდა:
ჯუარის-სახედ რა მოსე, მთასა ზედა ჴელნი განიპყრნის სიმაღლედ ამალეკი იძლიის, ხოლო შენ მაცხოვარ, ჴელნი რა განიპყრენ პატიოსანსა, ჯუარსა ზედა, წიაღთა შენთა შემიტკბე, და მიჴსენ მონებისაგან მტერისა, და მომეც ნიშად ცხოვრებისად, რალა განუჱრე მშჳლდსა მტერთა ჩემთასა, ამისთჳს სიტყუაო ღი҃საო, თაყუანის-ვჰსცემთ ჯუარსა შენსა პატიოსანსა:
ვითარცა მნათობნი ბრწყინავთ სოფელსა შინა, შემდგომად სიკუდილისაცა…
მოწამეთა.
ვითარცა მნათობნი ბრწყინავთ სოფელსა შინა, შემდგომად სიკუდილისაცა წმიდანო მოწამენო, რამეთუ ღუაწლი კეთილი მოიღუაწეთ, და კადნიერებაჲ მოიგეთ ქე҃ს მიმართ, მას ევედრენით შეწყალებად სულთა ჩუჱნთათჳს:
გხედჳდა რა შენ მოკიდებულად, ძელსა ზედა ყოვლად…
დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.
გხედჳდა რა შენ მოკიდებულად, ძელსა ზედა ყოვლად უბიწო, ქე҃ ჩემო ყოვლად სახიერო, გოდებით ჰჴმობდა დედობრივ, ძეო ჩემო, ყოვლად საყუარელო, ვითარ კრებულმან უსჯულომან ძელსა ზედა დაგსაჯეს შენ:
შეურაცხ-ჰყო რა მცნება შენი, ადამ უ҃ო სამოთხით…
ოთხშაბათსა, მომიჴსენენი, ჴმა გ.
შეურაცხ-ჰყო რა მცნება შენი, ადამ უ҃ო სამოთხით ექსორიაჰყავ, ხოლო ავაზაკი მოწყალეო რომელმან, აღგიარა ჯუარსა ზედა, მას შინა დაამკჳდრე და ღაღადებდა, მომიჴსენე მაცხოვარ, სასუფეველსა შენსა:
ჯუარს-ეცუ და გუჱრდით მოიწყალ ქე҃, და ორნი მდინარენი ცხოვრებისანი აღმომიცენენ და მაცხოვნე ამისთჳს უგალობთ ვნებათა, და ვადიდებთ მოწყალებათა შენთა, მომიჴსენე მაცხოვარ, სასუფეველსა შენსა:
უსჯულოთა თანა შეირაცხე, და უსჯულოებანი კაცთანი, აღჰჴოცენ ქე҃, ეკალთა მიერ გჳრგჳნოსან-იქმენ, და ეკალნი ცოდჳსანი, აღმოჰფხურენ პირუჱლ-შექმნულისანის ამისთჳს სარწმუნოებით, ვაქებთ წყალობათა შენთა:
ვნებათა ქე҃სთა მობაძავნო, ახოვანნო მოწამენო ყოვლად-ქებულნო, მტერისა…
მოწამეთა.
ვნებათა ქე҃სთა მობაძავნო, ახოვანნო მოწამენო ყოვლად-ქებულნო, მტერისა საცთური დაჰჴსენით თქუჱნ, ძალითა ზეგარდამოჲთა და საღმრთოსა დიდებასა ღირს-იქმნენით, ვედრებად ნუ დასცხრებით, ჩუჱნ მაქებელთა თქუჱნთათჳს:
სამ-გუამოვნებაო მხოლო, და განუყოფელო, სამებაო ყოვლისა მპყრობელო…
დიდება.
სამ-გუამოვნებაო მხოლო, და განუყოფელო, სამებაო ყოვლისა მპყრობელო, არსებით ერთო, და ძლიერო მგალობელნი შენნი დაიფარენ ყოვლისაგან მტერთა ვნებისა, და სუფევასა შენსა ღირს-ჰყუჱნ, რომელნიცა მიემთხჳვნეს კეთილითა მოქალაქობითა:
ჯუარსა ზედა რა იხილე, შენგან განჰჴორციელებული უბიწოო…
აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.
ჯუარსა ზედა რა იხილე, შენგან განჰჴორციელებული უბიწოო, ღი҃ს-მშობელო გოდებით ღაღადებდი, ჵ რა ესე მოგაგო ერმან, უსჯულომან ძეო ჩემო, რამეთუ ცხოვრებაჲ და აღდგომაჲ, ყოველთა სიკუდილად მიგცეს:
წარწყმედული ვნებათა, და გულის-თქმათა, ბოროტთაგან სული ჩემი…
სერობისად. გალობანი წმიდისა ღი҃ს-მშობელისანი. გალობა ა. ჴმა გ. სძლისპირი. რომელმან წამის-ყოფით.
წარწყმედული ვნებათა, და გულის-თქმათა, ბოროტთაგან სული ჩემი დედაო, ღი҃სა მაღლისაო განმინათლე ნათლითა მით, მადლისა შენისათა. და მძიმენი იგი ნივთნი, მრავალთა მათ ცოდუათა, ჩემთანი შენ განაბნიენ:
ყოველთა განწირულთა სასოო, დიდო და დაცემულთა აღმადგინებელო, რომელმან ნათელი ღუთაებისა მუცლად იღე, სული ჩემი ცოდჳთა, დაბნელებული განმინათლე, და შემიყუანე უსძლოო მეცა სასძლოსა ზეცათასა:
აღავსე სული ჩემი, შენ მიერითა, ნათლითა ღი҃ს-მშობელო და განჰკურნე, მოწყლული ისრითა ბოროტთა ვნებათათა, და ღირს-მყავ ცხოვრებასა ძისა შენისა სათნოსა, რათა ჰვპოო წყალობა, მის მიერ დღესა მას დიდსა:
ლოცუა ჩემი ქალწულო, შეიწირე დღეს, და აღჴოცენ შეცოდებანი ჩემნი, რამეთუ შენ ექმენ მიზეზ ცხოვრებისა სოფელსა, და შენ მიერ მოგუჱცა ყოველთა კაცთა კეთილი, რაჟამს გჳშევ უ҃ი დამბადებელი ყოველთა:
უზესთაეს ცნობათა, მუცლად ღებითა, და შობითა შენითა ღი҃ს-მშობელო, ბჭენი ზეცათანი განგუჱჴუნეს ამისთჳსცა, გევედრებით ღირს მყუჱნ შესლუად საუკუნეთა, მათ ზეცისა სავანეთა, რათა მჴურუალედ გაქებდეთ:
ბნელითა მით ცოდჳსათა შეკრული სული ჩემი, და…
გალობა გ. სძლისპირი. ეჰა ბერწ.
ბნელითა მით ცოდჳსათა შეკრული სული ჩემი, და სიღრმედ ჯოჯოხეთისა, შთასრული ქალწულო, აღმომიყუანე, და მომცენ საქმენი, სინანულისანი და მაცხოვნე მე:
აღმადგინე დაცემული, წმიდაო ღი҃ს-მშობელო, და შემუსურილი გული, და სულთქმა მჴურუალე, და ნაკადულნი, ცრემლთანი, მომმადლენ, რათა ვტიროდე მე, ცოდუათა ჩემთა:
ისმინე ვედრება ჩემი, და მოჰმადლე სიწმიდე ცოდჳლსა სულსა ჩემსა, და სურჳლი ღი҃სა, და სიყუარული მოქალაქობისა, მის ანგელოზთასა, და მაცხოვნე მე:
შენდა მომართ ღი҃ს-მშობელო, არს სასოება ჩემი, და ვერ სადა მეუფლოს, სასო წარკუჱთილება, რამეთუ უწყი, მოწყალება შენი, და ძალი შენისა მეოხებისა:
ეკლოვანთა მათ ვნებათა, ალაგთა შთავრდომილი და გზისა მის საღმრთოსა, ცთომილი ქალწულო, მომაქციე მე, გზათა მიმართ წრფელთა, და დამაგე ღთ҃სა ჵ ღი҃ს-მშობელო:
ნათელი ღუთაებისა, გჳშევ გამოუთქმელად ამისთჳს, გევედრები შენ…
გალობა დ. სძლისპირი. მოსლჳსა შენისა.
ნათელი ღუთაებისა, გჳშევ გამოუთქმელად ამისთჳს, გევედრები შენ განჰკურნენ, ჩემნი სულისა წყლულებანი, სისხლითა ქე҃ს ძისა შენისათა:
ჰყავ შემწე ჩემდა, სძალო ღი҃საო და მომივლინე, სიმრავლე შენთა მოწყალებათა და სული ჩემი წმიდა ჰყავ რამეთუ შენდა მომართ მოვივლტი მე:
ღირს-მყავ მე ოხითა, შენითა ზეცისა საშუჱბელთა, და კეთილთა მათ საუკუნეთა, წმიდათა თანა და მარტჳლთა, სადა არა არს მწუხარება და სულთქმა:
მოვივლტი მე შენდა, ღი҃ს-მშობელო მიჴსენ მე მტერისაგან, და ღელუათა მათგან ცოდჳსათა, და ნავთსაყუდელსა შენსა, მყუდროსა მიმიძეღუ დედოფალო:
რამეთუ შენ მაქუ მე ჵ, დედაო ღი҃საო მეოხად, და ბრძოლათა ეშმაკისათა, და ზღუდესა ცოდჳსასა, გარდავხდები მეოხებითა შენითა:
თანა-მიყოლითა გულის-სიტყუათა, ბოროტთათა, შევბღალე ნათლის-ღებისაგან მოცემული კუართი…
გალობა ე. სძლისპირი. ქუჱყანასა ზედა.
თანა-მიყოლითა გულის-სიტყუათა, ბოროტთათა, შევბღალე ნათლის-ღებისაგან მოცემული კუართი, ხოლო შენ ღი҃ს-მშობელო, ნათლისა სამოსელი შემმოსე:
იქმენ ღი҃ს-მშობელო ჴელის აღმპყრობელ ჩემდა დღესა მას, რამეთუ შენ ხარ სასო ჩემი და ყოვლითა გულითა, შენდა მომართ მოვივლტი, და გევედრები ნუ განმაგდებ მე:
საღმრთოთა მათ საქმეთა უცხო ვარ ღი҃ს-მშობელო და ცოდუათა ჩემთა მიერ მივეცემი ცეცხლად, არამედ შენ დედაო ღი҃საო მიჴსენ სატანჯუჱლთა მათგან:
მომკუდარი სულითა ცოდუათა ჩემთა სიმრავლისაგან, ცხოველ მყავ მშობელო ყოველთა მეუფისაო, და განახლებითა მით საღმრთოთა უხრწნელებად შემცუალე.
შორს განვვარდი ღი҃საგან, ბოროტად ქცევითა, და მონა…
გალობა ვ. სძლისპირი. დამჳდრება.
შორს განვვარდი ღი҃საგან, ბოროტად ქცევითა, და მონა ვიქმენ გულის-თქმათა, და ყოვლისაგანუჱ, სათნოებისა, უცხო ვარ ღი҃ს-მშობელო შენ მომაქციე:
უდებ-ვიქმენ აღსულებად, მცნებათა ღი҃სათა, და შორს ვიქმენ ცხოვრებისაგან, მივიახლე სიკუდილსა, და გევედრები სინანულად მომაქციე ღი҃ს-მშობელო:
ბოროტ არიან საქმენი ჩემნი და უკეთურ, და დიდარს მოწყალება შენი, ღი҃ს-მშობელო სძლევდინ, წყალობა შენი ცოდუათა ჩემთა აურაცხელობასა:
ეჰა რომელმან ჰშევ ქე҃, მაცხოვარი ჩემი, შემიწყალე მე დედოფალო, განმკურნე და მიჴსნ, ვნებათა ჩემთა, მძლავრებისაგან რომელნი წარმტყუჱნუჱნ მე:
ლოცუა ჩემი ისმინე, და დამიცევ ქალწულო, მონა…
გალობა ზ. სძლისპირი. ვითარცა სათა ყრმათა.
ლოცუა ჩემი ისმინე, და დამიცევ ქალწულო, მონა შენი რომელი შენსა, საფარუჱლსა მოვივლტი, განმწმიდე ცოდუათაგან, რათა ესრეთ ვიტყოდი, კურთხეულ-არს დედოფალო შობილი შენგან უ҃ი:
უმეტეს ხარ ყოველთა, დაბადებულთა ღირსო, და ყოვლითურთ ნათელ შემოსილ, რომელმან ნათელი, ღუთაეისა მუცლად-იღე, რომელსა უღაღადებთ, კურთხეულ-არს დედოფალო შობილი შენგან უ҃ი:
მოჰფინე დღეს ჩემ ზედა, სახიერება შენი, ღი҃ს-მშობელო და აღმომიყუანე, უფსკრულისა მისგან, დიდისა ცოდუათასა, რათა ესრეთ ვიტყოდი, კურთხეულ-არს დედოფალო შობილი შენგან უ҃ი:
უხრწნელო ღი҃ს-მშობელო შენდა მომართ მოვივლტი, მიჴსენ ისართა მათგა მტერისათა, და მეოხებითა, შენითა შემზღუდე მე, რათა ესრეთ ვიტყოდი, კურთხეულ-არს დედოფალო შობილი შენგან უ҃ი:
მაცხოვარმან ქე҃მან, რომელი იგი შეან იშუა, გყო…
გალობა ჱ. სძლისპირი. ცეცხლი იგი.
მაცხოვარმან ქე҃მან, რომელი იგი შეან იშუა, გყო შენ ზღუდე მორწმუნეთა რომელნიცა, მოივლტიან, შენდა იჴსნი ყოველთაგან განსაცდეთა, ამისთჳსცა, აღგამაღლებთ შენ უკუნისამდე:
მოქალაქობისაგან, საღმრთოსა დავეცი ქალწულო, ღი҃ს-მშობელო და მონა ვიქმენ ცოდჳსა, და განვვარდი, აზნაურებისაგან ქე҃ს მიერისა, არამედ აწ შედა მოვივლტი ნუ განმაგდებ მე:
აღამაღლე წმიდაო, დედოფალო ვედრება ჩუჱნი, შენგან შობილისა ქე҃ ღი҃სა მიმართ, რათა მიჴსნნეს, საუკუნეთა მათგან მწარეთა სატანჯუჱლთა,და მომმადლოს აურაცხელი დიდი წალობა:
დედოფალო წმიდაო, მოჰფინე ჩემ ზედა ნათელი შენი, და მიჴსენ ბნელისა მისგან ცოდუათასა, და შესცუალენ, ჩემთა მათ ვნებათა ღელუანი მყუდრობად და ღირს-მყავ მე, წყალობასა ძისა შენისასა:
ლმობიერად გევედრები, რომელმან გჳშევ ჩუჱნ ჭეშმარიტი იგი…
გალობა თ. სძლისპირი. სიტყუა ღი҃სა.
ლმობიერად გევედრები, რომელმან გჳშევ ჩუჱნ ჭეშმარიტი იგი ღი҃, შენდობა ცოდუათა მისგან, გჳთხოვე ჩუჱნ დედოფალო, და საუკუნოსა მის, უშრეტისა ცეცხლისაგან გჳჴსნენ:
ეჰა ქალწულო წმიდაო, აღმძარცუჱ ცოდუათა ჩემთა მწიკულევანება, და ბრწყინუალე სამოსელი, სიწმიდისა შემმოსე მე, და მადლი შენი დიდი, მომეც მადიდებელსა შენსა:
მოეც გლახაკსა სულსა ჩემსა, ძალი სულიერი წმიდაო ღი҃ს-მშობელო, და საჭურუჱლი ჯუარისა, რათა მძლე ვექმნე ეშმაკთა, და წყლულებანი ჩემთა, ცთომანი წყალობით განჰკურნენ:
ექმენ სულსა ჩემსა გოდოლ, სიმტკიცისა გუნდსა ეშმაკთასა მაოტებელი ღი҃ს-მშობელო და ვნებათა, ჩემთა სიმრავლე განჰსდევნე, და მადლი სიწმიდისა მომანიჭე და დიდი წყალობა: