რაჟამს მოხჳდე დიდებითა შენითა, ანგელოსთა თანა წმიდათა…
მწუხრად, უ҃ო ღაღად-ვჰყავსა ზედა დასდებელნი სამეუფონი, მსგავსნი, ჴმა ბ. რაჟამს ძელისაგან.
რაჟამს მოხჳდე დიდებითა შენითა, ანგელოსთა თანა წმიდათა ქე҃ განსჯად ყოველთა, და წარმოდგენ შენდა შიშუჱლნი ყოველნი, მიცემად მიგებისა ქმნილთათჳს, მაშინ ცხოვართა შენთა თანა აღმრაცხე სიტყუაო, და მომიტევენ მე ცოდუანი ჩემნი, რომელნი იგი ვჰქმენ ცხოვრებასა შინა უგუნურად:
განჰჴსნენ საკრუჱლნი, ვნებათა ჩუჱნთანი, და განჰკურნენ წყლულებანი სულისა ჩუჱნისანი, მხოლოო კაცთ-მოყუარე, მომეც მე ცრემლნი სინანულისანი, და გული ჩემი დაბნელებული განანათლე. და მიჴსენ მე ბოროტისა გარე-მოდგომილებისაგან, და ვრცელ-ღელუათაგან მრავალთა, და განსაცდელთა ღირად პირადთა, საშინელისა მტერისა და სოფლის-მპყრობელისათა:
შეიწყნარე ჵ სულო ჩემო, გონებასა შინა საშინელი იგი ჟამი სასჯელისა, რაჟამს იგი შეიპყრას შიშმან ყოველნი დაბადებულნი, და მაღალი დაჯდეს საყდარსა ზედა, და ითხოვდეს სიტყჳს-გებასა ჩუჱნ მიერ ქმნილთათჳს, ისწრაფე ვედრებად მსაჯულისა მიმართ მგალობელმან, შეგცოდე შენ უ҃ო, მაცხოვნე მე:
სიყრმითგან ჩემით საძაგელთა მიერ ვნებათა, და უკრძალუჱლობათა…
სხუანი. დასდებელნი. ღი҃ს-მშობლისანი, ჴმა ბ.
სიყრმითგან ჩემით საძაგელთა მიერ ვნებათა, და უკრძალუჱლობათა მრავალთა მონა-ქმნილმან, ხატისა ღი҃საებრი სრულებაჲ შევაგინე, და განუჰკრთები ყოვლად საგალობელო ყოფადისაგან სასჯელისა, რაჟამს იგი წარუსდგე ძისა შენისა მიმართ და ღი҃სა, აწ უკუჱ პირუჱლ აღსასრულისა მომეც მე განწმედაჲ ვნებათა ჩემთა, და ცოდუათა მოტევებაჲ:
მეშინის სამსჯავროჲსა და ცეცხლისაგან საუკუნოჲსა სწავლისა, და ვედრებითა მიუთუალუჱლისა ჭეშმარიტისა მჰსჯავრისა, და ღრჭენისაგან კბილთასა, და მძჳნუარისაგან მატლისა დაუძინებელისა ამისთჳს ტკივნეულითა გულითა გევედრები ქალწულო უბიწოო, საშინელისა დაჰსჯისაგან მიჴსენ მე:
რაჟამს იგი ეგულუჱბოდეს სულსა ჩემსა, ჴორციელთაგან საკრუჱლთა, და ცხოვრებისაგან განშორებად მაშინ წარმომიდეგ მე დედოფალო, და უჴორცოთა მტერთა დაჰჴსენ განზრახუანი, და ღაწუნი მათნი შემუსრენ, მეძიებელთანი უწყალოდ შთანთქმად ჩემდა. რათა წარვჰჴდე დაუბრკოლებელად სძალო ღი҃საო, ჰაერთა ზედა მდგომარეთა მთავართა ბნელისათა:
წარჴდა სახე სჯულთა მათ პირუჱლთა, და გამოჩნდა…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
წარჴდა სახე სჯულთა მათ პირუჱლთა, და გამოჩნდა მადლი დღეს, და ვითარცა მაყუალი, არა შეწუა ცეცხლმან აღგებულმან, ეგრეთუჱ ქალწული ეგო ქალწულად, უვნებელად შემდგომად შობისა, სუჱტისა მის წილ ცეცხლისა, მზე სიმართლისა, მოსესწილ ქე҃ გამოსჩნდა, მაცხოვრად სულთა ჩუჱნთათჳს:
წმიდათა მოწამეთა მეოხებითა, ჩუჱნთჳს, და ქე҃ს გალობითა…
სტიქარონსა ზედა, დასდებელნი, მოწამეთანი, ჴმა ბ
წმიდათა მოწამეთა მეოხებითა, ჩუჱნთჳს, და ქე҃ს გალობითა, ყოველი საცთური კერპთა დადუმნა, და კაცთა ნათესავი სარწმუნოებით ცხონდების:
გუნდი მარტჳლთა, წინა-აღუდგა მძლავრთა, და ეტყოდა ჩუჱნ ძალთა მეუფისა მჴედარნი ვართ, და არა მეშინის ცეცხლისა და მახჳლისაგან, არცა უარ-ვჰყოფთ ჩუჱნ ძალსა მას სამებისასა უკუნისამდე:
დიდ-არს დიდება რომელ მოიგეთ, წმიდანო მოწამენო სარწმუნოებით, რამეთუ არა ტანჯჳთა ხოლო ერეოდეთ მტერსა, არამედ შემდგომად სიკუდილისაცა სულთა ბოროტთა განსდევნით, და სნეულთა განჰკურნებთ, მკურნალნო სულთა და ჴორცთანო, მეოხ-გუჱყუჱნით უ҃ისა მიმართ, შეწყალებად სულთა ჩუჱნთათჳს:
ვითარცა ყუავილი დაჭნების, და ვითარცა სიზმარი წარჴდების…
ნეტარ-არს, რომელი გამოირჩიე, და შეიწყნარე უ҃ო, და სახსენებელი მათი იყოს თესლითი თესლადმდე. მიცუალებულთა.
ვითარცა ყუავილი დაჭნების, და ვითარცა სიზმარი წარჴდების და განიბნევის ყოველი კაცი, და კუალად ჴმა-ჰყოს რა საყჳრმან, ვითარცა ძრჳსაგან აღდგენ მკუდარნი ყოველნი, შემთხუჱვად შენდა ქე҃ ღო҃, მაშინ მეუფეო, რომელნი მისცუალენ ჩუჱნგან, წმიდათა შენთა საყოფელსა, დააწესენ სულნი მათნი სახიერო:
ყოველნი სასოებაჲ ჩემი, შენდა მომართ დამიცს დედაო…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
ყოველნი სასოებაჲ ჩემი, შენდა მომართ დამიცს დედაო ღი҃საო, დამიფარე საფარუჱლსა ქუჱშე შენსა:
რომელმან განაბრწყინუჱნ, წმიდანი შენნი, უფროს ოქროჲსა, და…
შაბათსა ცისკრად, შემდგომად ა. სტიქოლოგიისა, წარდგომანი მოწამეთანი, ჴმა ბ.
რომელმან განაბრწყინუჱნ, წმიდანი შენნი, უფროს ოქროჲსა, და ადიდენ ღირსნი შენნი სახიერ, მათითა მეოხებითა ქე҃ ღო҃, მშჳდობა-ჰყავ ცხოვრებისათჳს ჩუჱნისა, ვითარცა კაცთ-მოყუარე-ხარ, და ლოცუა ჩუჱნი წარმართე ვითარცა საკუმეველი, მხოლოო რომელი დიდებულ-ხარ წმიდათა შორის:
ღუაწლით-შემოსილნო უ҃ისანო, ნეტარ-არს ქუჱყანა რომელი განიპობა სისხლითა…
საკჳრუჱლ არს ღი҃ წმიდათა შორის მისთა, ღი҃ ისრაილისა:
ღუაწლით-შემოსილნო უ҃ისანო, ნეტარ-არს ქუჱყანა რომელი განიპობა სისხლითა თქუჱნითა, და წმიდა არიან საყოფელნი რომელთა შეიწყნარნეს ნაწილნი თქუჱნნი, რამეთუ სტადიონსა შინა მტერი განაქიქეთ, და კადნიერებით ჰქადაგეთ ქჱ҃, მას ვითარცა სახიერსა ევედრენით, ცხოვრებისათჳს სულთა ჩუჱნთასა:
წმიდანო დიდებულნო მოციქულნო წინასწარ-მეტყუჱლნო, მღუდელთ-მოძღუარნო მოწამენო და…
წმიდათა, რომელნი არიან ქუჱყანასა მისსა, საკჳრუჱლ-ჰყო ღთ҃მან ყოველივე ნება მისი მათ შორის:
წმიდანო დიდებულნო მოციქულნო წინასწარ-მეტყუჱლნო, მღუდელთ-მოძღუარნო მოწამენო და ნეტარნო მამანო, რომელთა ღუაწლი კეთილად მოიღუაწეთ, და სარწმუნოებაჲ დაიმარხეთ, კადნიერებაჲ გაქუსთ მაცხოვრისა წინაშე, მას ევედრენით სანატრელნო ცხოვრებისათჳს სულთა ჩუჱნთასა:
ყოველივე საიდუმლო შენი ღი҃ს-მშობელო, ზესთა გონებისა, არს…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
ყოველივე საიდუმლო შენი ღი҃ს-მშობელო, ზესთა გონებისა, არს და ზესთა დიდებისა, სიწმიდით დაბეჭდული და ქალწულებით დაცული, დედად იცნობე უტყუჱლად, რამეთუ ღი҃ ჰშევ უცუალებელად, მას ევედრე ცხოვრებად სულთა ჩუჱნთა-თჳს:
შენ რომელმან შეჰმოსენ ცანი ღრუბლითა, შეგიმოსეს წმიდათა…
შემდგომად ნეტარ-არიანისა, წარდგომანი, მოწამეთა. ჴმა ბ.
შენ რომელმან შეჰმოსენ ცანი ღრუბლითა, შეგიმოსეს წმიდათა სოფელსა შინა, ვინაცა ტანჯუანი უსჯულოთანი მოითმინნეს, და საცთური კერპთა უჩინო-ჰყუჱს, მათითა მეოხებითა ჩუჱნცა განმათავისუფლენ, უჩინოთა მტერთაგან მაცხოვარ, და გუაცხოვნენ ჩუჱნ:
რომელი ცხოველთა და მკუდართა, ვითარცა ღი҃ უფლებ…
სულმან მათმან კეთილთა შინა განისუჱნოს და ნათესავმან მათმან დაიმკჳდროს ქუჱყანა. მიცუალებულთა. სახიერებისა წყარო.
რომელი ცხოველთა და მკუდართა, ვითარცა ღი҃ უფლებ ყოველთა ჴელმწიფებით ცხოვრების-მომცემელო, შეიწირე ვედრებაჲ მონათა შენთა, აჩუჱნე მოწყალებაჲ შენი კაცთ-მოყუარე და მიეც მიტევებაჲ სულთა, რომელნი სასოებით მოიცუალნეს შენდა კეთილ-ნაწლეობისათჳს შენისა ვითარცა სახიერმან:
მოიჴსენენ უ҃ო ვითარცა სახიერ-ხარ, წყალობით მონანი შენნი…
ნეტარ-არს, რომელი გამოირჩიე, და შეიწყნარე უ҃ო, და სახსენებელი მათი იყოს თესლითი თესლადმდე.
მოიჴსენენ უ҃ო ვითარცა სახიერ-ხარ, წყალობით მონანი შენნი რაოდენნიცა რა სოფელსა შინა გცოდეს შეუნდუჱნ, რამეთუ არა ვინ-არს უცოდუჱლ, გარნა შენ მხოლო რომელსა ძალ-გიძს, მიცუალებულთა მიცემად განსუჱნებაჲ.
წმიდაო დედაო უხრწნელისა ნათლისაო, ანგელოსთა გალობითა გაქებთ…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
წმიდაო დედაო უხრწნელისა ნათლისაო, ანგელოსთა გალობითა გაქებთ და გადიდებთ შენ, მეოხ-გუჱყავ ჩუჱნ:
გალობისა მოსიანისა შემწყნარებელმან ღაღად-ჰყავ სულო ჩემო, შემწე…
შაბათსა, კანონი მოწამეთა, და მიცუალებულთა. გალობა ა. ჴმა ბ. სძლისპირი.
გალობისა მოსიანისა შემწყნარებელმან ღაღად-ჰყავ სულო ჩემო, შემწე და მფარუჱლ-მეყავნ მე მაცხოვარებად ჩემდა, ესე ღი҃ ჩემი და ვადიდო ესე:
დევნულებანი მძჳნუარენი, და წყლულებანი მრავალნი, მოთმინებით მიიღეთ…
ტროპარნი.
დევნულებანი მძჳნუარენი, და წყლულებანი მრავალნი, მოთმინებით მიიღეთ მოღუაწენო, და ყოველი საცთური კიდეთაგან განჰსდევნეთ საღმრთოთა ძალითა:
მსახურნი ღი҃სანი, და მღუდელ-მთავარნი, ნათლითა გონიერითა ცხად ელუარე-ქმნილნი, ნათლისა მიმართ კეთილ-მსახურებითისა წარუძღუჱს ყოველთა, კეთილმსახურთა სავსებისადმი:
გონებისა ამპარტავანისა დამამდაბლებელნი ღირსნო, მიიწიენით ქუჱყანისა მიმართ კეთილისა, ხოლო ამაღლებულნი სამღთოთა მიერ სახეთა, მდაბალთა ყოველთა მარადის შემწე-ექმნებით:
უბრწყინუალესისა ნათლისა და საუკუნოჲსა სიხარულისა, ზიარად გამოაჩინენ…
მიცუალებულთა.
უბრწყინუალესისა ნათლისა და საუკუნოჲსა სიხარულისა, ზიარად გამოაჩინენ ვითარცა ღთ҃მან, რომელნი მისცუალენ ჟამიერთა ამათგან, მონანი შენნი მორწმუნენი, ყოვლად სახიერო ღო҃ ჩუჱნო:
მარხჳთა ძლიერად მოღუაწეთა, დაამჴუჱს მტერი მოთმინებით, პატიოსანთა…
ღი҃ს-მშობლისა.
მარხჳთა ძლიერად მოღუაწეთა, დაამჴუჱს მტერი მოთმინებით, პატიოსანთა დედათა და აწ მოხარულნი წინაშე შენსა მდგომარე არიან ღი҃ს-მშობელო:
მიცუალებულთა მიმართ შევჰსთხზავ მეორესა გალობასა
სხუა კანონი მიცუალებულთა. რომლისა კიდურ-წერილობაჲ.
მიცუალებულთა მიმართ შევჰსთხზავ მეორესა გალობასა.
სიკუდილი დაჰსთრგუნე, სიკუდილითა შენითა, და სამღთოისა ცხოვრებისა…
გალობა ა. ჴმა ბ. სძლისპირი. რომელმან განაჴმო
სიკუდილი დაჰსთრგუნე, სიკუდილითა შენითა, და სამღთოისა ცხოვრებისა უკუდავებაჲ მოგუმადლე, რომელი მიანიჭე, ჵ სახიერო ღო҃ სულთა მიცუალებულთა, მარტჳლთა ოხითა, და შენდობაჲ მიეც მათ:
რომელი მარადის მიჰმადლებ წყალობასა, მდიდრად რომელნი ღი҃ს-მსახურებით ეძიებდენ შენგან, სახელსა შენსა მაცხოვარ, და საკჳრუჱლსა კარავსა და საყოფელთა შენთა, მიეც განსუჱნებაჲ, სულთა მიცუალებულთა:
იქმენ სიკუდილისა, მძლე უძლეველ და შეჰკარ და მიჰჴსნენ მისგან მეუფეო და აწცა გევედრებით ღირს-ჰყუჱნ მიცუალებულნი, ბრწყინუალებისა შენისა სამღთოსა ზიარებასა, და მიეც შენდობაჲ, შეცოდებათა მათთა:
შერყეული ცნობაჲ, ჩემი ღი҃სა დედაო, დაამტკიცე სამღთოთა…
ღი҃ს-მშობლისა.
შერყეული ცნობაჲ, ჩემი ღი҃სა დედაო, დაამტკიცე სამღთოთა მათ ბრძანებათა ზედა, უბიწოო საშოჲთ შენით, შობილისა ღი҃სათა რომელმან განაქარუა, ჯოჯოხეთისა ბნელი, სუფევაჲ და მთავრობაჲ:
უნაყოფოჲ გონებაჲ ჩემი, ნაყოფიერად გამოაჩინე ღო҃, და…
გალობა გ. სძლისპირი.
უნაყოფოჲ გონებაჲ ჩემი, ნაყოფიერად გამოაჩინე ღო҃, და შემწეო მოქმედო კეთილთაო, სახიერებითა შენითა:
მოტყინარეთა ცეცხლითა ქე҃ს სიყუარულისათა, ჵ მომთმინენო ვნებისანო…
ტროპარნი.
მოტყინარეთა ცეცხლითა ქე҃ს სიყუარულისათა, ჵ მომთმინენო ვნებისანო, მოტყინარეობაჲ ტანჯუათა დაჰშრიტეთ, შეცურეულთა ყოველთა-მოქმედისა სულისა მიერ:
უწმიდესნო მღუდელ-მთავარნო ქე҃სნო, და პატიოსანნო კრებულნო ღირსთანო, ჩუჱნ ყოველთათჳს ევედრებით ღთ҃სა კაცთმოყუარებესა:
იდიდა გუნდი უსამღუდელოესი სამღთოთა წინასწარ-მეტყუჱლთა, და სიმრავლე ძლიერად ვნებულთა დედათა დიდებასა მიემთხჳა:
მომკუდარმან ჯუარსა ზედა ქე҃, მიანიჭე მომკუდართა უკუდავებაჲ, რომლისა მიმთხუჱვად ღირს-ჰყუჱნ სარწმუნოებით შენდა მოსრულნი:
ყოველთა თანა წინასწარ-მეტყუჱლთა, და განწმედილთა დედათა, ევედრე…
ღი҃ს-მშობლისა.
ყოველთა თანა წინასწარ-მეტყუჱლთა, და განწმედილთა დედათა, ევედრე აწ გულს-მოდგინედ ღთ҃სა ქალწულო, შენ მიერ შობილსა შეწყალებად ჩუჱნდა:
კლდესა ზედა სარწმუნოებისასა დამამტკიცე და განავრცე პირი…
სხუა, სძლისპირი.
კლდესა ზედა სარწმუნოებისასა დამამტკიცე და განავრცე პირი ჩემი ზედა მტერთა ჩემთა, და ახარე სულსა ჩემსა, რათა ჴმა-ვჰყო შენდა მომართ მხოლოო, რამთუ არავინ-არს წმიდა, შენსა გარეშე ღი҃სა ჩუჱნისა:
შუჱნიერებისა მის შენისა ბრწყინუალებითა, სარწმუნოებით დაძინებულთა განათლებაჲ, სათნო-იყავ მეუფეო, რომელი მდიდარ-ხარ მოწყალებითა, მარტჳლთა შენთა ვედრებითა, და ღირს-ჰყუჱნ რჩეულთა შენთა თანა:
ადგილთა განსუჱნებისათა ვითარცა მოწყალე-ხარ, წიაღთა შინა აბრაამ რჩეულისა შენისათა, ღირს-ჰყუჱნ შუჱბად მიცუალებულნი, რათა ჴმა-ჰყონ შენდა მომართ მხოლოო, რამეთუ არავინ-არს წმიდა, შენსა გარეშე ღი҃სა ჩუჱნისა:
რომელნი მისცუალენ განზრახჳთა შენითა ქე҃, სასძლოთა შინა ზეცისათა დააწესენ, ბრძენთა მათ ქალწულთა თანა და ლამპრითა ბრწყინუალითა შემთხუჱვად შენდა ღირს-ჰყუჱნ მონანი შენნი, მეუფეო მხოლოო კაცთ-მოყუარეო:
მომკუდარი ესე და მიწად მიქცეული აღმადგინე და…
ღი҃ს-მშობლისა.
მომკუდარი ესე და მიწად მიქცეული აღმადგინე და აღმომიყუანე ქუესკნელით ჯოჯოხეთით, ჰშევ რა ცხოვრების-მომცემელი, რომლისათჳსცა დედად ღი҃სად გქადაგებთ, და სარწმუნოებით პატივს-გცემთ, ქალწულო ყოვლად საგალობელო:
ქალწულისაგან შობისა შენისა წინამხედუჱლი წინასწარ-მეტყუჱლი, მჰჴმობელი ჰქადაგებდა…
გალობა დ. სძლისპირი
ქალწულისაგან შობისა შენისა წინამხედუჱლი წინასწარ-მეტყუჱლი, მჰჴმობელი ჰქადაგებდა, სმენაჲ შენი მესმა და შემეშინა, რამეთუ სამჴრით და მთით წმიდით ჩრდილოჲთ მოხუჱდ ქე҃:
ვნებათა ქე҃სთა კეთილად მიმსგავსებულნი, ღი҃უ-დიდებულნი ვნებათა მოთმინენი…
ტროპარნი.
ვნებათა ქე҃სთა კეთილად მიმსგავსებულნი, ღი҃უ-დიდებულნი ვნებათა მოთმინენი, დაბძარულნი მრავალთა მიერ ტანჯუათა იხარებდეს, საუკუნოთა მხედუჱლნი მოსაგებელთანი, რომელთა მიმღებელნი ინეტარებიან მარადის:
სჯულთა სულისათა დამცუჱლთა, მღუდელ-მთავართა, ყოვლად ბრძნად დამწყსენით უკუჱ ერნი ვითარცა ყოვლად პატიოსანთა მესაჭეთა სამღთოისა მიმართ ლიმენასა, და გარდაცუალებულნი შფოთთაგან მსოფლიოთა, მიხუჱდთ მუდროჲსა მიმართ ცხოვრებისა:
მწირ-გამოჰსჩნდით ქუჱყანასა ზედა მამანო, გარდამცუალებელნი ცხოვრებისა თქუჱნისანი ცათა შინა, ვითარცა წერილ-არს ბრძნად კეთილ-პატიოსნად, რომელთა ჴორციელნი ვნებანი აღლაგმენით ტკივილითა კრძალულებისათა ძალითა ქე҃სითა:
რომელნიცა იგი წარიყუანენ მეუფეო ცხოვრებისაგან ჟამიერსა, მრავალ-რიცხჳ იგი სიმრავლჱ, მართლ-მადიდებელსა სარწმუნოებასა შინა მსახურნი შენნი სიტყუაო, ყოველთა ცხოვნებულთა სიმრავლეთა მიმართ შემაერთებელმან მათმან, ღირს-ჰყუჱ იგინი ცხოვრებასა საუკუნესა:
რომელნი იგი სურჳელ-იყუნეს სიკუდილისა მიმართ სამღთოჲსა შუამდგომელი ცხოვრებისა მიმართ დაუსრულებელისა, შენ მიერ ღირს-იქმნნეს სასურუჱლსა, ყოვლად უბიწოო დედოფალო უბიწოო ღი҃ს-მშობელო პატიოსანნი დედანი, მუჱდრებელნი ჩუჱნთჳს ძისა შენისა მიმართ და ღი҃სა:
მთად ჩრდილოვნად კეთილთა მიერ საქმეთა, გხედჳდა შენ…
ღი҃ს-მშობელისა.
მთად ჩრდილოვნად კეთილთა მიერ საქმეთა, გხედჳდა შენ წინასწარ-მეტყუჱლი ამბაკომ ღი҃ს-მშობელო, რომლისაგან გამოჩნდა ღი҃ გამოუთქმელად, კეთილთა მიერ საქმეთა, და მფარუჱლი იგი ცათა, და მაცხოვარი ხრწნილებისაგან ნათესავისა კაცთასა:
რომელნი სარწმუნოებით, ცხოვნდებოდეს მოწყალე, სასოებით და სიყუარულით…
სხუა. სძლისპირი. მთისაგან უჴელოდ.
რომელნი სარწმუნოებით, ცხოვნდებოდეს მოწყალე, სასოებით და სიყუარულით, ღირს-ჰყუჱნ სამღთოსა დიდებასა შენსა, დიდებულთა მარტჳლთა, შენთა მეოხებითა მხოლოო ტკბილო კაცთ-მოყუარეო:
საშუჱბელსა მდინარესა, ასუამ რჩეულთა შენთა, სამარადისოდ უ҃ო, აწცა შესუჱნებულნი ესე, მათ თანა დააწესენ, და წყალთა ზედა შენდობისათა გამოზარდენ ქე҃:
ცხოველთა და მკუდართა ზედა, ჰჴელმწიფებ მეუფეო, და მიწისაგან ქუჱყანით, აღადგინებ დაძინებულთა, აწცა შესუჱნებულნი, ეზოთა შენთა დაამკჳდრენ და განუსუჱნე:
პირუჱლი უბადრუკებაჲ ევას შეცოდებისა, განჰკურნე უბიწოო, ჰშევ…
ღი҃ს-მშობლისა.
პირუჱლი უბადრუკებაჲ ევას შეცოდებისა, განჰკურნე უბიწოო, ჰშევ რა შემოქმედი რომელმან, ცოდჳთა დაცემულნი, აღმართნა წყალობით ღი҃ს-მშობელო ქალწულო:
ნისლი სულისა ჩემისა განსდევნე მაცხოვარო ჩემო, ნათლითა…
გალობა ე. სძლისპირი.
ნისლი სულისა ჩემისა განსდევნე მაცხოვარო ჩემო, ნათლითა მცნებათა შენთათა, და ცისკროვან-მჰყავ მე, ვითარცა მხოლომან მეუფემან მშჳდობისამან:
მოყუარეთა შენთა მოწყალეო, მოიძულნეს ყოველნი ესე სოფლიერნი…
ტროპარნი.
მოყუარეთა შენთა მოწყალეო, მოიძულნეს ყოველნი ესე სოფლიერნი და ვითარცა მჴნენი მოღუაწენი ტანჯუათა აღერინნეს, უარ-ყოფითა ჴორცთათა:
მღუდელ-მთავარნო და წინასწარ-მეტყუჱლნო, ღირსნო ღთ҃-შემოსილნო, ღირსნო ღთ҃-შემოსილნო, განანათლებთ სოფელსა შარავანდედითა სულიერითა, და დაჰჴსნით ბნელსა ვნებათასა:
მამანი ღირსნი, წინასწარ-მეტყუჱლნი, და მღუდელ-მთავარნი, და მარადის დიდებულნი დედანი, შენ მეუფისა ყოველთასა, გულს-მოდგინედ მეოხ არიან ჩუჱნთჳს:
გევედრებით შენ სიტყუაო, რომელნიცა მიიღენ ჩუჱნგან, გუნდსა რჩეულთა შენთასა აღრაცხენ, და უაღრესისა ცხოვრებისა ზიარად გამოაჩინენ:
ყოვლად წმიდაო ქალწულო დედაო, სიქადულო მოწამეთაო, და…
ღი҃ს-მშობლისა.
ყოვლად წმიდაო ქალწულო დედაო, სიქადულო მოწამეთაო, და ღირსთა, და მართალთაო, განგუარინენ ჩუჱნ ყოვლისაგან ტანჯჳსა ბოროტისა:
ჩუჱნ მომწყდარნი ცოდჳთა, აღმადგინენ უფსკრულთაგან ჯოჯოხეთისათა, და…
სხუა. სძლისპირი. ნათლისა მომცემელო.
ჩუჱნ მომწყდარნი ცოდჳთა, აღმადგინენ უფსკრულთაგან ჯოჯოხეთისათა, და ჴელთაგან სიკუდილისათა, მიჴსენ სახიერ და გამოაჩჲნენ, ბრწყინუალენი წმიდათა შენთა მოწამეთა მჴედრობანი:
ქე҃ რომელი მოხვედ მჴსნელად ჩუჱნდა მიცუალებულნი სულნი, ლაზარეს თანა წიაღთა აბრაამისთა დაამკჳდრენ წყალობით, რომელთა იგი შენდა მომართ აქუნდა სასოებაჲ:
შუამდგომელ და მოციქულ, მშჳდობისა შენისა იქმენ მეუფეო, და შენდა მომართ იგი მრავალ-ჟამეული მხედრობაჲ ჩუჱნი დაჰჴსენ და აწცა მონათა შენთა წყალობით განუსუჱნე:
ერნი მოსავნი შენნი, და საფარუჱლსა წმიდასა შენსა…
ღი҃ს-მშობლისა.
ერნი მოსავნი შენნი, და საფარუჱლსა წმიდასა შენსა შევედრებულნი, ცხონდებიან ჭეშმარიტად ღი҃ს-მშობელო რამეთუ ცხოვრებაჲ სოფლისა ჰშევ, და ცხოველს-მყოფელი ყოველთა მოწყალებით:
სიღრმესა შინა ცოდჳსასა შეპყრობილი მაცხოვარ, და მოქცევასა…
გალობა ვ. სძლისპირი.
სიღრმესა შინა ცოდჳსასა შეპყრობილი მაცხოვარ, და მოქცევასა შინა სოფლისასა ღელუა-გუჱმული, ვითარცა იგი იონაჲ მჴეცისაგან, მეცა ვნებათაგან აღმომიყუანე და მაცხოვნე:
გულითა განძლიერებულთა მოღუაწეთა, ჭურჳლთა წინა-აღდგომად მტერისა დაამჴუჱს…
ტროპარნი.
გულითა განძლიერებულთა მოღუაწეთა, ჭურჳლთა წინა-აღდგომად მტერისა დაამჴუჱს იგი, და ღი҃სა მიერ მიიღნეს გჳრგჳნნი ძლევისან, და აწ ევედრებიან წადიერად ყოველთათჳს ნაშობთა ქუჱყანისათა:
მღუდელ-მთავართა ღი҃სათა სარწმუნოდ პატივს-ვჰსცემდეთ, და ღირსთა მისთა ვნატრიდეთ, რათა ვჰსცხოვნდეთ ვედრებითა მათითა, ყოვლისაგან რისხჳსა და ჭირისა, და სივერაგეთაგან მტერისათა:
ივნო გუნდმან სამღთომან დედათამან და მარხჳთა ღთ҃სა სათნო-ეყო, და მიემთხჳა ზეციერსა სუფევასა, რომელთა მეოხებითა შეიწყალე ღო҃ სოფელი შენი:
რომელმან შეჰქმენ კაცი, ცხოვრების-მომცემელო ქე҃, ქუჱყანისაგან, რომელიცა მისცუალენ ჩუჱნგან განუსუჱნე, და მიეც შენდობაჲ სიბოროტეთა მათთა, ვითარცა მოწყალემან და კაცთ-მოყუარემან:
განსწმიდენ წმიდაო ღი҃ს-მშობელო გულის-სიტყუანი ჩუჱნნი, და გონებაჲ…
ღი҃ს-მშობლისა.
განსწმიდენ წმიდაო ღი҃ს-მშობელო გულის-სიტყუანი ჩუჱნნი, და გონებაჲ განაძლიერე და გუაცხოვნენ ჩუჱნ მოუწყლუჱლად სიბოროტისა ისართაგან, რომელნი ვადიდებთ დიდებასა შენსა ყოვლად საგალობელო:
ღი҃სა მიმართ ვღაღადებთ მწუხარებით ყოველნი ვითარცა იგი…
სხუა. სძლისპირი.
ღი҃სა მიმართ ვღაღადებთ მწუხარებით ყოველნი ვითარცა იგი, იონა წინასწარ-მეტყუჱლი, აღმომიყუანენ ღელუათაგან განმხრწნელთა, მხოლოო სახიერო გევედრებით:
სამღთოსა მას, და გამოუთქმელსა ბრწყინუალებასა, რომელსა შინა, ბრწყინუჱნ მოწამეთა კრებლნი, მუნ დააწესენ, სულნი მიცუალებულთანი ყოვლად ძლიერითა ნებითა შენითა:
განბრწყინუჱბად, ნათლითა დიდებისა შენისათა, ღირს-ჰყუჱნ უ҃ო, რომელთა დაუტევეს ცხოვრებაჲ, და ბრწყინუალებასა, შენისა უხრწნელისა, სასოებითა მიიცუალნეს სახიერ:
უბიწოო, დედოფალო მუჱდრებელთა შენთა, წადიერებით მსწრაფლ მიჰფინე…
ღი҃ს-მშობლისა.
უბიწოო, დედოფალო მუჱდრებელთა შენთა, წადიერებით მსწრაფლ მიჰფინე შეწევნაჲ შენი, რომელმან გჳშევ ქე҃ დამბადებელი, ცხოვრებისა და სიკუდილისა:
ყრმანი მობაძავნი ხერუვიმთანი, იშუჱბდეს საჴუმილსა შინა მგალობელნი…
გალობა ზ. სძლისპირი.
ყრმანი მობაძავნი ხერუვიმთანი, იშუჱბდეს საჴუმილსა შინა მგალობელნი, კურთხეულ-ხარ ღო҃ ვითარმედ ჭეშმარიტებითა და მსჯავრითა მოაწიე ესე ყოველი ცოდუათათჳს ჩუჱნთა, ყოვლად საგალობელო, და უფროსად დიდებულო ყოველსა შინა უკუნისამდე:
დაამჴუჱს მტერი წმიდათა მოთმინებისა მიერ, მოთმინებითა ყოვლისა განსაცდელისა ბოროტთა ტანჯუათასა, რამეთუ ჭეშმარიტად შეიყუარეს მათ ღი҃ ვნებული ცოდუათათჳს ჩუჱნთა, რომელთა ვედრებითა გუაცხოვნენ ყოველნი სიტყუაო, განსაცდელთაგან და ურუათა მადიდებელნი შენნი:
ნათელ-სახილუჱლნო მღუდელ-მთავარნო, და ღირსნო, და წინასწარ-მეტყუჱლნო, და მღუდელ-მოწამეთა ღირსად დიდებულო სიმრავლეო, და წმიდათა დედათა განწმედილო კრებულო, ვნებასა შინა და მარხუასა მჴნედ აღმობრწყინუჱბულო, მარადის ჰყავთ უკუჱ ჩუჱნთჳს მეოხებაჲ ღი҃სა მიმართ შეგჳწყალნეს ჩუჱნ:
სიმრავლჱ მოწამეთა გევედრების შენ ქე҃ კეთილის-მომცემელო, ყოველთაგან ჭირთა და მწუხარებათა, და ბოროტთაგან განსაცდელთა, და ყოველთა შეცოდებათა და ვნებისა, მაცხოვნე სიტყვაო მე წარწყმედული ესე:
სადა იგი წარჰჴდა სალმობა მწუხარება და სულთქმა, სადა ბრწყინავს ნათელი პირისა შენისა ქე҃, და სადაცა კრებულნი წმიდათანი განჰსცხრებიან, დააწესენ ყოველნი შენდა მიცუალებულთა სულნი კაცთ-მოყუარე, და უგულებელს ჰყუჱნ ყოველნი შეცოდებანი მათნი ვითარცა მხოლომან კაცთ-მოყუარემან:
მოწამეთა თანა ყოვლად უბიწოო, და ღირსთა თანა…
ღი҃ს-მშობლისა.
მოწამეთა თანა ყოვლად უბიწოო, და ღირსთა თანა მამათა, და წინასწარ-მეტყუჱლთა ყოველთა, და წმიდათა თანა დედათა, წმიდათა შორის მხოლოსა განსუჱნებულსა ევედრე, განწმედად ჩუჱნ ყოველთა, რომელნიცა წმიდაო წმიდითა ჴმითა დიდების-გმეტყუჱლებენ შენ, ყოველსა შინა უკუნისამდე:
რომელი ეგე იყავ და ხარ მარადის, გარდამოჰხედ…
სხუა. სძლისპირი. ბრძანებამან უსჯულოსა.
რომელი ეგე იყავ და ხარ მარადის, გარდამოჰხედ ცხოვრებად, კაცთა ნათესავისა ქე҃, რომლისათჳსცა მოწამენი გევედრებიან, მორწმუნეთა მიცუალებულთა, ქუჱყანასა მშჳდთასა განუსუჱნე:
სიკუდილითა სიკუდილი მოაკუდინე, რაჟამს იქმენ მხოლოო, მხოლო მუდართა თანა თავისუფალ და აწ ცოდჳსა სიკუდილისაგან მეუფეო, იჴსნენ მონანი შენნი და ჰყუჱნ, მკჳდრ სასუფეველისა ზეცათასა:
დიდ-არს და ფრიად მოწყალებაჲ შენი და უფსკრულ განუზომელ, ზღუა კაცთ-მოყუარებისა შენისა, ცოდუათა შენდობაჲ მიმადლე მიცუალებულთა და მადლითა შენითა ქე҃, განწმედილად გამოაჩინენ იგინი:
სასანთლე-იქმენ სამღთოსა დიდებისა, და ხატი და ბრწყინუალებაჲ…
ღი҃ს-მშობლისა.
სასანთლე-იქმენ სამღთოსა დიდებისა, და ხატი და ბრწყინუალებაჲ, მამისა ჴორცითა გჳშევ ჩუჱნ, რომელმან დაჰჴსნა წყუდიადი ჯოჯოხეთისა სძალო, ღი҃უ-მიმადლებულო ნათლითა, ბრწყინუალითა ღუთაებისა თჳსისათა:
მაყვლოვანსა შინა მოსეს მიმართ საკჳრუჱლებათა ქალწულისასა, მთასა…
გალობა ჱ. სძლისპირი.
მაყვლოვანსა შინა მოსეს მიმართ საკჳრუჱლებათა ქალწულისასა, მთასა ზედა სინასა მოსწავებულსა, უგალობდით აკურთხევდით, და უფროსად ამაღლებდით ყოველსა შინა უკუნისამდე:
დინებამან სისხლთა თქუჱნთამან, მოღუაწენო უ҃ისანო, განჰსწმიდა ყოველი…
ტროპარნი.
დინებამან სისხლთა თქუჱნთამან, მოღუაწენო უ҃ისანო, განჰსწმიდა ყოველი დაბადებლი, და განაჴმო ცხადად გარდაცემაჲ საცთურისა, და დაათრო მდიდრად სულნი მორწმუნეთანი:
გამოჩნდა გუნდი მმარხუჱლთა, ხოლო კრებული მღუდელ-მთავართა, და წმიდათა დედათა, და წინასწარ-მეტყუჱლთა დიდებულთა, ერთ-პატივი იგი ანგელოზთა, ანგელოსებრ მცხოვრებელთა სულითა ქუჱყანასა ზედა:
გჳჴსნენით ჩუჱნ ყოველი ისართაგან მტერისათა შემსხმელნი თქუჱნნი, ვნებათა მოთმინენო უ҃ისანო, მღუდელ-მთავარნო და წინასწარ-მეტყუჱლნო, და სიმრავლეო ღირსთა, და დედათა წმიდათაო:
რომელნიცა იგი მიიღენ ჩუჱნგან, დააწესენ მაცხოვარ წიაღთა შინა აბრაამისთა, და ყოველთა თანა ჰრჩეულთა განუსუჱნე, მომცემელმან ყოველთა შეცოდებათა მათთა ჰჴსნისამან, ვითარცა ყოვლად მოწყალემან:
ღი҃ს-მშობელო უბიწოო, ყოველთა თანა წმიდათა წინასწარ-მეტყუჱლთა, და…
ღი҃ს-მშობლისა.
ღი҃ს-მშობელო უბიწოო, ყოველთა თანა წმიდათა წინასწარ-მეტყუჱლთა, და მოწამეთა, და ღირსთა, და წმიდათა დედათა, და მღუდელ-მოწამეთა, შეწყალებად ჩუჱნდა მაცხოვარსა, ევედრე:
საკჳრუჱლი დიდებული, ბაბილონს შინა სახუმილმან, აჩუჱნა ცუარისა…
სხუა. სძლისპირი.
საკჳრუჱლი დიდებული, ბაბილონს შინა სახუმილმან, აჩუჱნა ცუარისა ცურევითა რამეთუ ყრმანი იჴსნნა, ალისაგან შემწუჱლისა, და მოსწყჳდნა ქალდეველნი, წამის-ყოფითა სულ-გრძელისათა, რომელსა ვაკურთხევთ ჩუჱნ, და აღუამაღლებთ მას უკუნისამდე:
გჳჩუჱნე ჩუჱნ სიკუდილისა, უსახურისა გამოსავალნი, ვითარცა რა…
ტროპარი.
გჳჩუჱნე ჩუჱნ სიკუდილისა, უსახურისა გამოსავალნი, ვითარცა რა ღთ҃მან უკუდავმან, სამღთოთა ძალითა შენითა შესავალნი, ცხოვრებისანი გუაუწყენ, ღი҃ვ-შუჱნიერად ყოვლად ძლიერო, რომელსა ჯეროვნად, მიემთჴჳვნეს აწ მოწამენი შენნი:
სიკეთისა და ბრწყინუალებისა, შენისა შუჱბად ღირს-ჰყუჱნ, მიცუალებულნი ქე҃ ღო҃, და უკანასკნელი უშუჱრებაჲ, ცოდჳსა განჰსძარცუჱ, და წმიდა-ჰყუჱნ ცოდუათაგან, ვითარცა კაცთ-მოყუარემან უ҃მან, რამეთუ შენ მხოლო-ხარ, რომელი უცხოდ გამოჰსცნდი ცოდჳსაგან:
აღმადგინენ ქე҃ ღო҃, შთასრულნი მიწად სიკუდილისა მიერ შენისა და მოდუმადლე ცხოვრებაჲ და შუჱბაჲ დაუსრულებელი, და სიხარული უოხჭნოჲ, რომლისა მკჳდრად, გამოაჩინენ მიცუალებულთა სულნი, ვითარცა მოწყალე-ხარ და კაცთ-მოყუარე:
დიდ-არს და საშინელ სძალო, საიდუმლო საკჳრუჱლი უხრწნელისა…
ღი҃ს-მშობლისა.
დიდ-არს და საშინელ სძალო, საიდუმლო საკჳრუჱლი უხრწნელისა შობისა შენისა, რამეთუ ღი҃ ჰშევ რომელსა სიკუდილი ვერ ეუფლა, და სამარემან ვერ დაჰჴსნა, ამისთჳსცა ყოვლად წმიდაო, ყოველნი ნათესავნი გაკურთხევთ და გადიდებთ მარადის:
უზედთაეს ბუნებათა ჴორცითა მუცლად-ღებულსა საშოსა შინა, მამისაგან…
გალობა თ. სძლისპირი.
უზედთაეს ბუნებათა ჴორცითა მუცლად-ღებულსა საშოსა შინა, მამისაგან უჟამოდ წინათ-აღმობრწყინუჱბულსა სიტყუასა, გალობითა დაუცხრომელითა მორწმუნენო ვადიდებდეთ:
მტკიცედ ვნებათა ზედა, და ძლიერ მტერთა ზედა…
ტროპარნი.
მტკიცედ ვნებათა ზედა, და ძლიერ მტერთა ზედა, გამოჰსჩნდით ვნებისა მოთმინენო, და მიიღეთ ძლევაჲ ჰსჯულიერმოღუაწეთა, და გჳრგჳნოსან-იქმნენით ღი҃სა მიერ:
ვითარცა მღუდელ-მმოქმედებულთა ღი҃სათა, და მწყემსისა კეთილისა მსგავს-ქმნილთა, და ღირსად დამწყსენით ცხოვარნი მისნი, მღუდელთმთავარნო ღი҃უდიდებულნო:
ღირსთა თანა მმარხუჱლთა, და წინასწარ-მეტყუჱლთა სამღუდელოთა, პატივს-ვჰსცემდეთ სიმრავლესა ვნებულთა დედათასა, მარხჳთა დამამჴობელთა მტერისათა:
სიმრავლე ყოვლად დიდებული წმიდათა შენთა ქე҃, დაუცხრომელად გევედრების შენ, რომელნიცა მისცუალენ სარწმუნოებასა შინა უ҃ო, ზიარ-გამოაჩინენ საუკუნესა ცხოვრებასა:
წყალობის-მოყუარისა ღი҃სა ჴორცითა მშობელო, ყოველთა წმიდათა თანა…
ღი҃ს-მშობლისა.
წყალობის-მოყუარისა ღი҃სა ჴორცითა მშობელო, ყოველთა წმიდათა თანა მარადის ევედრე მას, ჰჴსნად ჩუჱნდა განსაცდელთაგან, დედაო ქალწულო უბიწოო:
ვერ შემძლებელ-ვართ, დიდებად შენდა, ჯერისაებრ ქუჱყანისანი, და…
სხუა. სძლისპირი.
ვერ შემძლებელ-ვართ, დიდებად შენდა, ჯერისაებრ ქუჱყანისანი, და მოუძლურდებიან ზეცისანი ღი҃ს-მშობელო, რამეთუ უზესთაე-იქმენ, შეიწირე სარწმუნოებაჲ ჩუჱნი, უწყით სიყუარული შენი და ვითარცა ნათელსა ქრისტიანობისასა გადიდებთ:
ჵ ცხოველთა და მკუდართა მფლობელო, და ცხოვრების…
ტროპარნი.
ჵ ცხოველთა და მკუდართა მფლობელო, და ცხოვრების მომცემელო ქე҃, ქუჱყანით შენ წინაშე მიცუალებულთა სულთა, ცათა შინა მიმადლე ნაწილი, და ბრწყინუალებაჲ წმიდათა მოწამეთა, და ყოველთა სათნოებათა შენთა, ფუფუნებასა დაამკჳდრენ და მიეც განსუჱნებაჲ:
ღო҃ მხოლოო ყოვლად ძლიერო, რომელმან პირუჱლ არსებაჲ მომეც, და კუალად უმჯობესი განახლებაჲ მომანიჭე, წიაღთა ყოვლად საწადელთა, აბრაამ მამათ-მთავრისათა ღირს-ჰყუჱნ, მიცუალებულნი მონანი შენნი, და დაამკჳდრენ ნათელსა პირისა შენისასა:
ყოვლითურთ სიტკბოება-ხარ ქე҃, და ბრწყინუალებაჲ საწადელი, და კეთილი განუძღომელი მიმღებელთაგან, ღუარი საშუჱბელთა მათ შენთა, და წყალი შენდობისა მიცუალებულთა, ასუ ჵ ყოვლად სახიერო, რათა გიგალობდენ და გადიდებდენ დაუცხრომელად:
ჯეროვნად და სამართლად გნატრით შენ, მორწმუნენი ქალწულო…
ღი҃ს-მშობლისა.
ჯეროვნად და სამართლად გნატრით შენ, მორწმუნენი ქალწულო ღი҃ს-მშობელო, სიტყუათა მათ შენთაებრ წმიდათა და ღი҃უსულიერთა რამეთუ შენ მხოლომან უშევ, ქუჱყანისათა ცხოვრებაჲ მძლე სიკუდილისა, და დამჴსნელი ჯოჯოხეთისა, და განმანათლებელი ყოვლისა სოფლისა დედოფალო:
ჯუარი ქე҃სი აღიღეს წმიდათა მოწამეთა, საჭურუჱლად და…
აღჳვსენითსა ზედა, დასდებელნი მოწამეთანი, ჴმა ბ.
ჯუარი ქე҃სი აღიღეს წმიდათა მოწამეთა, საჭურუჱლად და ყოველი ძალი ეშმაკისა დაამჴუჱს გჳრგჳნი ზეცით მოიგეს ზღუდე და მფარუჱლ-იქმნეს ჩუჱნთჳს მეოხებითა:
წმიდათა შენთა სიმრავლე, გევედრების შენ ქე҃, შეგჳწყალენ…
ნეტარ-არს, რომელი გამოირჩიე, და შეიწყნარე უ҃ო
წმიდათა შენთა სიმრავლე, გევედრების შენ ქე҃, შეგჳწყალენ და გუაცხოვნენ ჩუჱნ ვითარცა კაცთ-მოყუარე-ხარ:
ყოველნი ქალაქნი და სოფელნი პატივს-სცემენ ნაწილთა თქუჱნთა…
სულმან მათმან კეთილთა შინა განისუჱნოს და ნათესავმან მათმან დაიმკჳდროს ქუჱყანა
ყოველნი ქალაქნი და სოფელნი პატივს-სცემენ ნაწილთა თქუჱნთა, ღუაწლით-შემოსილნო მარტჳლნო, რამეთუ თქუჱნ სჯულიერად იღუაწეთ, და გჳრგჳნი ზეცით მოიღეთ, და ამისთჳს მღუდელთა ხართ სიქადულ, და მეფეთა ძლევაჲ, და ეკკლესიათა შუჱნიერება:
ჵ ვითარიმე ღუაწლი აქუს სულსა განრავიდოდეს ჴორცთაგან…
და სახსენებელი მათი იყოს თესლითი თესლადმდე მიცუალებულთა.
ჵ ვითარიმე ღუაწლი აქუს სულსა განრავიდოდეს ჴორცთაგან, ჵ მე მაშინ იგი ვითარ სცრემლოინ, და არავინ-არს მწყალობელ მისსა, ანგელოსთა მიმართ მიხედავნ, და ურგებად ევედრებინ, კაცთა მიმართ ჴელთა განმარტებნ, და არავინ-არს შემწე მისსა, ვინაცა საყუარელნო ძმანო ჩემნო, გულის-ჴმა-ვჰყოთ წული ესე ცხოვრებაჲ ჩუჱნი, და მიცუალებულთათჳს განსუჱნებაჲ, ვითხოოთ ქე҃სგან, და სულთა ჩუჱნთათჳს დიდი-წყალობა:
ყოველი ცხოვრებაჲ ჩემი, ვსცხოვრე ბოროტსა შინა უბადრუმან…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა. რაჟამს ძელისაგან.
ყოველი ცხოვრებაჲ ჩემი, ვსცხოვრე ბოროტსა შინა უბადრუმან, და აწ აღუჱსრულები არა მქონებელი საქმეთა კეთილთა, ხოლო მხედუჱლი მოახლებულისა ჩემდა სიკუდილისა ვჰსძრწი სასჯელისაგან ძისა შენისა, და ღი҃სა ყოვლად უბიწოო, მაშინ შემიწყალე მე და მუნაჲსა იძულებისაგან გამომიტაცე, და მაცხოვნე მე დედოფალო:
მძჳნუარე ხრწნილება სიუდილისა სიკუდილითა შენითა დაჰხსენ მეუფეო…
ხოლო უკუჱთუ იგალობების ალლილუია, ვიტყჳთ დასდებელთა მოწამეთასა, აქებდითსა ზედა, ხოლო აღჳვსენითსა ზედა ამათ, ჴმა ბ. რაჟამს ძელისაგან.
მძჳნუარე ხრწნილება სიუდილისა სიკუდილითა შენითა დაჰხსენ მეუფეო, და აღმოგჳცენე ცხოვრება საუკუნო, და მკუდართა აღდგომა მიანიჭე, ამისთჳს გევედრებით შენ ქე҃ მაცხოვარ, განუსუჱნე მიცუალებულთა, და უკუდავსა დიდებასა შენსა, ესენი დააწესენ მრავალ-მოწყალე:
რათა იზიარნე კაცნი სამღთოსა, სუფევასა შენსა სიკუდილი დაითმინე, ნებსით თჳსით მაცხოვარ ამისთჳს გევედრებით, წყალობისა შენისა ზიარ-ჰყუჱნ, სარწმუნოებით შენდა მიცუალებულნი, და ტკბილისა მის სიკეთისა, შენისა ღირს-მყუჱნ კაცთ-მოყუარე, რათა მარადის ხედჳდენ დიდებასა შენსა:
ქადებასა საძრწუნსა, და საშინელსა საყდარსა შენსა ქე҃ წინაშე წარდგომადნი მკუდარნი, მოელიან მართალსა განჩინებასა შენსა, ოდეს იგ მიიღონ სამღთოჲ მართლ-მსაჯულობაჲ შენი, მაშინ უკუჱ მაცხოვარ მონათა შენთა სარწმუნოებით შენდა მიცუალებულთა განუსუჱნე, სადა იგი არს გუნდი წმიდათა, და სიხარული გამოუთქმელი:
მოვედით დედასა ნათლისასა, დაუდუმებელითა გალობითა ყოველნი ვადიდებდეთ…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა. მსგავსივე.
მოვედით დედასა ნათლისასა, დაუდუმებელითა გალობითა ყოველნი ვადიდებდეთ, რამეთუ მისგან იშუა ცხოვრებაჲ ჩუჱნი, და გიხაროდენსა შევჰსწირჳდეთ ვითარცა მხოლოსა მშობელსა ყოველთა უმთავრესისასა, რომელი საუკუნეთა ღი҃ არს, გიხაროდენ რომელმან ევაჲ კვალად აგე სიხარულსა, გიხაროდენ ყოვლად წმიდაო ქალწულო უქორწინებელო:
ჴმასა მას ავაზაკისასა, შევსწირავთ შენდა და გევედრებით…
შაბათსა, მომიჴსენენი. ჴმა ბ.
ჴმასა მას ავაზაკისასა, შევსწირავთ შენდა და გევედრებით მომიჴსენენ ჩუჱნ უ҃ო, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენითა:
ქე҃ს მეუფისა ვნებათა, მიემსგავსენით მოწამენო, თჳთო სახეთაგან ვნებათა, მარადის განჰკურნებდეთ კაცთა ნათესავსა:
მოციქულნი და მოწამენი, წინასწარ҃-მეტყუჱლნი და მამანი, მღუდელთ-მოჴღუართა და მღუჱდელთა თანა, ითხოვენ სულთა ჩუჱნთათჳს დიდსა წყალობასა:
წმიდათა თანა განუსუჱნე, სარწმუნოებით დაძინებულთა, სულთა მონათა შენთასა, გევედრებით კაცთ-მოყუარეო უ҃ო:
ჵ ყოვლად არსო სამებაო, შეიწყალენ რომელნი პატივს-გცემენ…
დიდება. სამებისა.
ჵ ყოვლად არსო სამებაო, შეიწყალენ რომელნი პატივს-გცემენ შენ, და საცთურისაგან მტერისა, და მახეთა იჴსნენ მარადის:
ვედრებასა მონათა შენთასა, ნუ უგულებელს-ჰყოფ უბიწოო, რათა…
აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
ვედრებასა მონათა შენთასა, ნუ უგულებელს-ჰყოფ უბიწოო, რათა გჳჴსნნეს დანთქმისაგან, და ჭირთა და მწუხარებათა და ურუათა:
ქალწულო ყოვლად უბიწოო, ურჩებითა ღი҃სათა, წყევასა შთავრდომილი…
სერობისად, გალობანი წმიდისა ღი҃ს-მშობლისანი. გალობა ა. ჴმა ბ. სძლისპირი. ღელუათა დაან.
ქალწულო ყოვლად უბიწოო, ურჩებითა ღი҃სათა, წყევასა შთავრდომილი ბუნება კაცთა, ქე҃ს ღი҃სა შობითა, კურთხევითა გჳრგჳნოსან ჰყავ და იჴსენ ხრწნილებისა მისგან, ამისთჳს ყოველნი გნატრით სიხარულით:
ქალწულო ყოვლად უბიწოო, ურჩებითა ღი҃სათა, წყევასა შთავრდომილი ბუნება კაცთა, ქე҃ს ღი҃სა შობითა, კურთხევითა გჳრგჳნოსან ჰყავ და იჴსენ ხრწნილებისა მისგან, ამისთჳს ყოველნი გნატრით სიხარულით:
მომწყდარნი ხისა გემოს ხილჳთა, ძელისა მიერ ცხოვრებისა მივემთხჳენით სძალო, ქე҃ს მჴსნელისა მიერ, რომელი ზესთა ცნობისა განკაცნა შენგან, რომელსა ევედრე, ცხოვრებისათჳს სულთა ჩუჱნთასა:
ცად პირმეტყუჱლად გამოსჩნდი შენ, და ცათა შემოქმედი, სიტყუა საშოსა დაიტიე ქალწულო, რომელმანცა დაჰბადა, ყოველივე ცათა შინა და ქუჱყანასა ზედა, მას ევედრე ჩუჱნთჳს, ლმობიერებით დედაო ღი҃საო:
სარწმუნოებით და წადიერად მუჱდრებელთა შენთა, დაუწყუჱდელთა კურნებათა…
გალობა გ. სძლისპირი. კლდესა ზედა.
სარწმუნოებით და წადიერად მუჱდრებელთა შენთა, დაუწყუჱდელთა კურნებათა აღმოუცენებ, განკურნენ სულისა ჩემისა, წყლულებანი ქალწულო უბიწოო, და სალმობანი უკურნებელნი, დედოფალო ყოვლად საგალობელო:
სარწმუნოებით და წადიერად მუჱდრებელთა შენთა, დაუწყუჱდელთა კურნებათა აღმოუცენებ, განკურნენ სულისა ჩემისა, წყლულებანი ქალწულო უბიწოო, და სალმობანი უკურნებელნი, დედოფალო ყოვლად საგალობელო:
რომელმან ყოველნივე დაჰბადა, წამის ყოფითა, კაცება შეიმოსა საშოსა შენისაგან ღი҃ს-მშობელო დედოფალო, მას მხოლოსა, უგალობთ და უღაღადებთ, რამეთუ არავინ არს წმიდა შენსა გარეშე ღი҃სა ჩუჱნისა:
შენ შორის იხილუნეს სლუანი ღი҃სა და მეუფისანი, რომელი იგი ჰშევ ჴორცითა გამოუთქმელად, ქალწულო საგალობელო, მას მხოლოსა უგალობთ და უღაღადებთ, რამეთუ არავინ არს წმიდა შენსა გარეშე ღი҃სა ჩუჱნისა:
მცნებათა-ებრ, საღთოთა წარმართე ცხოვრება ჩემი, შენგან შობილისათა…
გალობა დ. სძლისპირი. მოხუჱდ ჩუჱნდა.
მცნებათა-ებრ, საღთოთა წარმართე ცხოვრება ჩემი, შენგან შობილისათა, და ნათელსა მისსა მიმიძეღუ, სათნოებათა მიერ, ქალწულო ღი҃ს-მშობელო სძალო ღი҃საო:
მცნებათა-ებრ, საღთოთა წარმართე ცხოვრება ჩემი, შენგან შობილისათა, და ნათელსა მისსა მიმიძეღუ, სათნოებათა მიერ, ქალწულო ღი҃ს-მშობელო სძალო ღი҃საო:
სიკუდილისა, სასმელი მიწდია მე, უბადრუკსა ევა, ღი҃სა დედაო, ხოლო შენ კუალად ცხოველს-მყოფელ მყავ, ჰყავ რა ცხოველმყოფელი, მომწყდართა ამისთჳს გიგალობთ დედოფალო:
განკურნებად, პირუჱლსა მას ურჩებასა ევასსა, შენ უბიწოსა შორის, დაემკჳდრა მხოლოდ შობილი, და დაცემული ესე, ყოვლითურთ განმაახლა მრავალ-მოწყალემან:
გონება ჩემი განაბრწყინუჱ სძალო, მწარედ დაბნელებული ცოდჳსა…
გალობა ე. სძლისპირი. შენ მნათობთა.
გონება ჩემი განაბრწყინუჱ სძალო, მწარედ დაბნელებული ცოდჳსა მიერ, ბრწყინუალებითა შენითა, და ცოდჳსა და უმეცრებისა წყუდიადი, განჰსდევნე ჩემგან ღი҃ს-მშობელო ქალწულო, რამეთუ შენსა გარეშე, ზღუდე და მფარუჱლი არავინ ვიცით:
გონება ჩემი განაბრწყინუჱ სძალო, მწარედ დაბნელებული ცოდჳსა მიერ, ბრწყინუალებითა შენითა, და ცოდჳსა და უმეცრებისა წყუდიადი, განჰსდევნე ჩემგან ღი҃ს-მშობელო ქალწულო, რამეთუ შენსა გარეშე, ზღუდე და მფარუჱლი არავინ ვიცით:
თანა-ნადები პირველისა დედისა, დედაო ღი҃საო გარდაიჴადე, ჰშევ რა ქე҃ მჴსნელი სოფლისა, ამისთჳს გნატრით უბიწოო სძალო, და ქალწულო ყოვლად საგალობელო, რამეთუ სასო და მფარუჱლი, სულთა ჩუჱნთა შენ-ხარ მარადის:
ყოვლითურთ მსგავსება ჩუჱნი სათნო იყო შენგან რა ჴორცნი შეისჴნა ქალწულო, ღი҃ს-მშობელო დედოფალო, პირუჱლ საუკუნეთა მამისაგან შობილმან, და იშუა შენგან ყოვლად უბიწოო, ჭეშმარიტად ღი҃ და კაცი ორითა ბუნებითა სრულითა:
შობითა მით შენითა ღი҃ს-მშობელო, ადამ დაცემული აღადგინე…
გალობა ვ. სძლისპირი. ღელუამან ცოდჳსამან.
შობითა მით შენითა ღი҃ს-მშობელო, ადამ დაცემული აღადგინე ნათესავითურთ. მეცა უბადრუკი ესე ხრწნილებისაგან აღმადგინე ქალწულო:
შობითა მით შენითა ღი҃ს-მშობელო, ადამ დაცემული აღადგინე ნათესავითურთ. მეცა უბადრუკი ესე ხრწნილებისაგან აღმადგინე ქალწულო:
შენდა მომართ დამიც სასოება, ცხოვრებისა ჩემისა ჵ დედაო ღი҃საო, და შენ მოგიგებ წინამძღურად, და სიმტკიცედ და ძალად და მფარუჱლად:
მაცხოვნე მეოხებითა შენითა, რომელი ესე შენდა მოვივლტი ყოვლად უხრწნელო, რამეთუ ძალ-გიცს ყოველივე, ვითარცა დედასა ქე҃ს ღი҃სასა:
ნავთ-სადგურისა შენისა მწუდროსა მიმართ, წარმართე ცხოვრება ჩემი…
გალობა ზ. სძლისპირი. ბრძანებამან უსჯულ.
ნავთ-სადგურისა შენისა მწუდროსა მიმართ, წარმართე ცხოვრება ჩემი, რომელმან ჰშევ წყარო ცხოვრებისა, მომცემელი კეთილთა და ნიჭთა სრულთა სძალო, ღი҃ გარეშეუწერელი, განმკითხუჱლი ყოველთა და გულთ-მეცნიერი:
იქმენ სიმაღლე, დამდაბლებულთა სძალო, და აღდგომა დაცემულთა, რამეთუ ჰშევ ღი҃ მაღალი, ჴორცშესხმული საშოსა შენისაგან წმიდისა, ამისთჳს სარწმუნოებით, დედად ღი҃სად აღგიარებთ ქალწულო:
მძლავრება სიუდილისა უსახური დააცხურე, ჰშევ რა ცხოვრება საღმრთო, დედოფალო ყოვლად წმიდაო. ამისთჳს წყაროდ კურნებისად აღგიარებთ და მადლობით ვღაღადებთ, და ვიტყჳთ კურთხეულ-ხარ დედათა შორის:
ნაყოფი წმიდა მუცლისა შენისა, უხრწნელის ცხოვრებისა მიზეზ…
გალობა ჱ. სძლისპირი. საჴმილი იგი ცეცხლ.
ნაყოფი წმიდა მუცლისა შენისა, უხრწნელის ცხოვრებისა მიზეზ მექმნა, ღი҃ს-მშობელო ქალწულო და შუჱბისა სამარადისოსა, ამისთჳს გიღაღადებ მთავარ-ანგელოსისა, ჴმასა გიხაროდენ დედოფალო:
ყოველი ტომნი კაცთანი წმიდაო, უკუნითი უკუნისამდე გნატრიან, რამეთუ შემოქმედი საუკუნეთა, ჩჩჳლებრ იტჳრთე, რომელმან სათნო იჩინა, არსება ჟამიერი, შემოსად საშოსაგან შენისა:
ძე მხოლო სწორი, მამისა ბუნებითი, იქმნა სწორ კაცთა აგებულებისა, დედისაგან და ქალწულადვე, წმიდად დაიცუა, ამისთჳს აღგიარებთ, დედად ღი҃სა მაღლისად, და აღუამაღლებთ უკუნისამდე:
წინათუჱ განიცადეს წინასწარმეტყუჱლებისა თუალითა, ყოველთა წინასწარ-მეტყუჱლთა და…
გალობა თ. სძლისპირი. დაუსაბამოსაგან მამის.
წინათუჱ განიცადეს წინასწარმეტყუჱლებისა თუალითა, ყოველთა წინასწარ-მეტყუჱლთა და წინათუჱ გქადაგეს, დედად ღი҃სად ყოველთა დამბადებელისა, და შემოქმედისა, ამისთჳს დიდებულო ღი҃ს-მშობლად აღგიარებთ შენ:
სასძლოდ იწოდე ზესთა ცნობისა, განკაცებულისა სიტყჳსა, შემკული პირად პირადად სათნოებათა მიერ, ღი҃ს-მშობელო, ქალწულო ყოვლად უბიწოო, ამითჳს ჯეროვნად, დედა ღი҃სად გქადაგებთ, და სარწმუნოებით გადიდებთ:
ვითარცა საწმისმან შეიწყნარე, წჳმა ზეცისა სძალო, და დამათრუჱნ ჩუჱნ წყაროთა უკუდავებისათა დიდებულო, რომელნი ღთ҃ად აღჳარებთ მას, და სარწმუნოებით გალობით, გადიდებთ შენ, სასოსა ყოვლისა სოფლისასა: