გულანი
საცდელი · 1.11.3
ხმა 2 · ხუთშაბათი 1 / 69სიტყჳსა ქუჱყანასა ზედა განცხადებულისა ქადაგ სამღთო გამოჰსჩნდით…

ხმა 2 · ხუთშაბათი

რვა ხმა

პარაკლიტონი · დაახლ. 26 წთ

სიტყჳსა ქუჱყანასა ზედა განცხადებულისა ქადაგ სამღთო გამოჰსჩნდით…

მწუხრად, დასდებელნი, მოციქულთანი, მგავსნი, ჴმა ბ. რაჟამს ძელისაგან.

სიტყჳსა ქუჱყანასა ზედა განცხადებულისა ქადაგ სამღთო გამოჰსჩნდით, და ყოველთა ასწავეთ კეთილ-მსახურებაჲ და მართლ-მადიდებლობაჲ სამღთოთა სიტყუათა განაცხადეთ, რომლითა შორად განსდევეთ ეკკლესიისაგან ქე҃სისა წუალებაჲ, ამისთჳს ვითარცა მღუდელ-მოქმედთა სამებისათა, მარადის-მყოფთა სავანეთა შინა ყოველნი შეიყუანენით სანატრელნო:

წესნი ანგლოსთანი აღიტყუჱლუჱნ ჴელთა მოხარულნი, მაღალთა შინა ხედუჱნ რა წმიდათა მოწაფეთა, მრავალთა კადნიერებითა ქადაგთა განჴორციელებისა უ҃ისათა, და ყოველთა მიმართ მჰჴმობელთა, ესე არს ღი҃ ჩუჱნი მყოფი პირუჱლ საუკუნეთა, რომელმანცა ნებსით მიიხუნა ჴორცნი, მამისა უკუჱ თანა მოსაყდრემან, და სულისა სამღთოსა ერთ-პატივმან:

ყოვლისა სოფლისა მონადირენო, მონადირებული სული ჩემი სივერაგითა მტერისათა, მსწრაფლ განათავისუფლეთ, და განწირულებითა ვნებული ესე მაცხოვნეთ მე, რამეთუ შემძლებელ-ხართ ჰყოფად რათა აღმოვაცენნე ნაყოფნი სინანულისანი, და ცეცხლისა გეენიისაგან არა განცდილ-ვიქმნე, და ღირს-ვიქმნე ზეცისა სუფევასა:

მრავალთა მიერ განცდათა შეპრობილი, და სამ-მღელუარეობითა ცხოვრებისათა…

სხუანი, დასდებენი, წმიდისა. ნიკოლოზისა, მსგავსნივე.

მრავალთა მიერ განცდათა შეპრობილი, და სამ-მღელუარეობითა ცხოვრებისათა და ზრუნჳთა გარემოცული და ღელუათაგან გარემოდგომილთა დანთქმული, დავსდებ შენ ზედა ყოველსა სასოებასა მამაო ნიკო-ლოზ, ჴსნაჲ მომეც მე ყოველთაგან ბოროტთა მეოხებითა, შენითა ნეტარო, მეუფისა მიმართ და ღი҃სა ჩუჱნისა:

წყუდიადი ბნელი განწირულებისა, და ნისლი უმეცრებისა დამფარავს, ჭირი დაუცხრომელი აღმაშფოთებს, ხოლო შიში განსაცდელისა ყოველთაგან, გარე მომადგების მე გევედრები შენ ღი҃უ სანატრელო მაცხოვნე მე, რამეთუ შენ მივი შუა-მდგომელად უ҃ისა მიმართ, შეწევნაჲ შენი მამაო ნიკოლოზ, გარდამომივლინე მე მუჱდრებელსა შენსა:

მადლისა მქონებელი ღი҃სა მიერ, ყოველთა მოლტოლჳლთა საფარუჱლისა ქუჱშე შენისა მოსცემ კურნებასა წმიდაო ნიკოლოზ, და განჰჴდი საეშმაკოთა კადნიერებათა უძლურთა, ხოლო ყოველთა შეეწევი შუა-მდგომელობითა შენითა, რომლისათჳს ჩუჱნცა გევედრებით იოხედ უ҃ისა მიმართ, რათა გჳჴსნას ჩუჱნ ყოვლისაგან განსაცდელისა მეოხებითა შენითა:

სიმტკიცე ყოველი ცხოვრებისა ჩემისა, და შესავედრებელი შენ…

დიდება, აწდსა. ღი҃ს-მშობლისა. მსგავსივე.

სიმტკიცე ყოველი ცხოვრებისა ჩემისა, და შესავედრებელი შენ ხარ ყოვლად უბიწოო დედაო, და შენ უკუჱ ხარ შემწე ყოველთა შენდამი მუჱდრებელთა, ნუმცა ცუდ-იქმნების სასოებაჲ, მონათა შენთა შუამდგომელობისა მიმართ შენისა, რამეთუ გაქუს შენ კადნიერებაჲ უ҃ისა მიმართ, ვინა ნუ დასცხრები დედოფალო, დაცუად მონათა შენთა:

დიდებულ-ჰყავ ქე҃ მაცხოვარე, სოფელსა შინა თავთა მათ…

სტიქარონსა ზედა დასდებელნი, მოციქულთანი, ჴმა ბ.

დიდებულ-ჰყავ ქე҃ მაცხოვარე, სოფელსა შინა თავთა მათ მოციქულთა სახელები, ისწავნეს ზეცისა საიდუმლონი გამოუთქმელნი, და მოსცნეს ქუჱყანისათა ლხინებანი, და აჩრდილნი ხოლო მათნი, ვნებათა და სალმობათა განჰკურნებდეს, რომელი ეგე მეთევზურთა მიერ საკჳრუჱლ-მოქმედებდ, და ჰურიათაგანთა მიერ ღი҃ს-მეტყუჱლებდ, სიტყუათა მათ მადლისათა აწცა მათ მიერ მოწყალეო უ҃ო, მომეც ჩუჱნ დიდი-წყალობაჲ:

უჯეროთა საქმეთა მიერ, ყოვლით-კერძო შეიწრებულნი, შენდა მოვივლტით ჭეშმარიტისა ღი҃სა, და ჴმასა მოწაფეთა შენთასა, შენდა შევჰსწირავთ და ვიტყჳთ, გუაცხოვნენ ჩუჱნ მოძღუარ რამეთუ წარუსწყმდებით, უჩუჱნე აწცა მეუფეო მტერთა ჩუჱნთა გევედრებით, რამეთუ ჰფარავ ერსა შენსა და იჴსნი ჭირთაგან ვედრებითა დიდთა მოციქულთა შენთათა, და უგულებელს-ჰყოფ ცოდუათა მათთა, მრავლითა სახიერებითა შენითა:

დიდ-არს დიდებაჲ რომელ მოიგეთ, წმიდანო მოწამენო სარწმუნოებით…

მოწამეთა.

დიდ-არს დიდებაჲ რომელ მოიგეთ, წმიდანო მოწამენო სარწმუნოებით, რამეთუ არა ტანჯჳთა ხოლო ერეოდეთ მტერსა, არამედ შემდგომად სიკუდილისაცა, სულთა ბოროტთა განსდევნით, და სნეულთა განჰკურნებთ, მეოხ-გუჱყუჱნით უ҃ისა მიმართ, შეწყალებად სულთა ჩუჱნთათჳს:

ყოველთა ზედა სარწმუნოებით შენდა მოლტოლჳლთა, მტკიცითა მარჯუჱნითა…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა. რაჟამს ძელი.

ყოველთა ზედა სარწმუნოებით შენდა მოლტოლჳლთა, მტკიცითა მარჯუჱნითა შენითა დედოფლებ ყოვლად სახიერო, ვითარმედ სხუა შუამდგომელი ღი҃სა მიმართ არა გჳვის ცოდჳლთა განსაცდელთა შინა და ჭირთა, შებრკოლებათა მიერ მრავალთა, მარადის შეიწრებულთა ამათ დედაო ღი҃სა მაღლისაო, ამისთჳს გევედრებით შენ ყოვლისაგან გარე-მოდგომილისა ბოროტისა გუაცხოვნენ მონანი შენნი:

რომელმან მეთევზურნი განაბრძნუჱნ უფროს რიტორთასა და ყოველსა…

ხუთშაბათსა ცისკრად, შემდგომად ა. სტიხოლოგიისა, წარდგომანი მოციქულთანი. ჴმა ბ.

რომელმან მეთევზურნი განაბრძნუჱნ უფროს რიტორთასა და ყოველსა ქუჱყანასა ქადაგად წარავლინენ, გამოუთქმელითა კაცთ-მოყუარებითა შენითა ქე҃, მათ მიერ დაამტკიცე ეკკლესიაჲ შენი, და კურთხევა შენი გარდამოუვლინე მორწმუნეთა შენთა, ვითარცა მხოლო სახიერ-ხარ და კაცთ-მოყუარე:

მეთევზურთა მოინადირნეს წარმართნი, და კიდეთა ქუჱყანისათა თაყუანისცემაჲ…

ყოველსა ქუჱყანასა განჴდა ჴმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი:

მეთევზურთა მოინადირნეს წარმართნი, და კიდეთა ქუჱყანისათა თაყუანისცემაჲ შენი ასწავეს, მამისა თანა და სულისა ქე҃ ღო҃, მათ მიერ დაამტკიცე ეკკლესიაჲ შენი, და მორწმუნეთა გარდამოუვლინე ზეცით, მაცხოვარებაჲ შენი, ვითარცა მხოლო სახიერ-ხარ და კაცთ-მოყუარე:

სამღთოსა ბუნებისა ზიარ-ვიქმნენით, შენ მიერ ღი҃ს-მშობელო მარადის…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

სამღთოსა ბუნებისა ზიარ-ვიქმნენით, შენ მიერ ღი҃ს-მშობელო მარადის ქალწულო, რამეთუ ღი҃ გჳშევ ჩუჱნ ხორც-შესხმული ამისთჳს ჯერისაებრ ღირსად გადიდებთ:

წყალობით გლახაკ-ქმნილმან ღთ҃მან, თქუჱნ მდიდარნი წარგავლინნა სოფლად…

შემდგომად ბ, სტიხოლოგიისა წარდგომანი მოციქულთანი, ჴმა ბ, სახიერებისა წყარო-ხარ.

წყალობით გლახაკ-ქმნილმან ღთ҃მან, თქუჱნ მდიდარნი წარგავლინნა სოფლად, განცხადებად და ქადაგებად სიმდიდრისა ზეციერისა ყოვლისა მიმართ სოფლისა, რომლითა მდიდარნი სამღთოთა სარწმუნოებითა ვადიდებთ პატივითა პატიოსანსა ჴსენებასა თქუჱნსა მოციქულნო:

სიბრძნისა ღი҃სა მოწაფენო და თჳთ მხილუჱლნო, მბრძენნი…

ცანი უთხრობენ დიდებასა ღი҃სასა და ქმნულსა ჴელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო:

სიბრძნისა ღი҃სა მოწაფენო და თჳთ მხილუჱლნო, მბრძენნი და რიტორნი ვითარცა არა ბრძენნი უდარესისა, მარტივითა ქადაგებითა წარმართნი განაბრძნუჱნით სამღთონო მოციქულნო მართლ-მადიდებლობისა აღსარებითა შემოქმედისა მხოლოსა და უ҃ისა:

შემწე ჭირთა შინა, და მფარუჱლ იწროებათა, ხოლო…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

შემწე ჭირთა შინა, და მფარუჱლ იწროებათა, ხოლო მკურნალ ტკივილთა უკურნებელთა, ყოველთა სასოებისა მათისა შენდა დამდებელთა, შენ-ხარ ღი҃ს-მშობელო ყოვლად-საგალობელო, ამისთჳს გევედრებით დაუცხრომელად, იოხე ჩუჱნთჳს უ҃ისა მიმართ:

შარავანდედითა სასწაულთათა ნიკოლოზ, განანათლებ ყოველსა მზესა ქუჱშესა…

შემდგომად გ, სტიხოლოგიისა წარდგომანი, ჴმა ბ.

შარავანდედითა სასწაულთათა ნიკოლოზ, განანათლებ ყოველსა მზესა ქუჱშესა, და დაჰჴსნი ბნელსა ჭირთასა, და განსაცდელთა ზედა მოსლუასა განსდევნი, ვითარცა უმჴურუალესი შუამდგომელი:

წმიდანო დიდებულნო მოციქულნო წინაწარ-მეტყუჱლნო, მოწამენო და ნეტარნო…

დიდება შენდა, ღო҃ ჳუჱნო, დიდება შენდა.

წმიდანო დიდებულნო მოციქულნო წინაწარ-მეტყუჱლნო, მოწამენო და ნეტარნო მამანო, რომელთა ღუაწლი კეთილად მოიღუაწეთ, და სარწმუნოებაჲ დაიმარხეთ, კადნიერება გაქუსთ მაცხოვრისა წინაშე, მას ევედრენით სანატრელნო ცხოვრებისათჳს სულთა ჩუჱნთასა:

მხოლოო უთესლოდ მშობელო ღი҃საო და ყოვლისაგან ბიწისა…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

მხოლოო უთესლოდ მშობელო ღი҃საო და ყოვლისაგან ბიწისა უბიწოდ განცხადებულო, შევრდომილი შენდა შიშით და სარწმუნოებით ვღაღადებ, ვნებათაგან და ტკივილთა მძიმეთა და იძულებისა მიჴსენ მე:

ზღჳსა ღელუათა, მძჳნუარეთა წიაღჴდეს, დაულტოლუჱლად, ისრაილნი პირუჱლად…

ხუთშაბათსა, კანონი წმიდათა მიმართ მოციქულთა. გალობა ა, ჴმა ბ. სძლისპირი.

ზღჳსა ღელუათა, მძჳნუარეთა წიაღჴდეს, დაულტოლუჱლად, ისრაილნი პირუჱლად, ძლიერებითა, მარჯუჱნითა ღი҃სათა, და სიღრმეთა მათ დაჰფარნეს მეგჳპტელნი, და საფლავ-ექნნეს წყალნი ბანაკსა, მათსა:

განათლებულნო, უ҃ისა მოციქულნო, ბრწყინუალებისა, საუფლოჲსა ელუანო, განმანათლეთ…

ტროპარნი.

განათლებულნო, უ҃ისა მოციქულნო, ბრწყინუალებისა, საუფლოჲსა ელუანო, განმანათლეთ მე დაბნელებული ესე, გულის-თქმათაგან, რომელმან ყოველივე, ცხოვრებაჲ უდებებით გარდავიჴადე:

ჵ მეგობარნო, და ქე҃ს მოციქულნო, საკუთარ-ქმნილი, მტერისა ვნებათაგან, მიჴსენით მისგან, და აღსძართ სული ჩემი, რათა შევიტკბო, სიყუარული ქე҃სი, რომელმან შემიყუარნა სახიერებით:

გლახაკო სულო, პირუჱლ აღსასრულისა, ჰგოდებ თავსა, შენსა მკუდარსა ცოდჳთა, რათა რომელმან, ლაზარე აღადგინა, ოთხისა დღისა, აღგადგინოს წყალობით, მეოხებითა დიდთა მოციქულთათა:

რომელმან გჳშევ, სახიერი უ҃ი, ღი҃სა დედაო, ვნებათაგან…

ღი҃ს-მშობლისა.

რომელმან გჳშევ, სახიერი უ҃ი, ღი҃სა დედაო, ვნებათაგან ტყუჱ-ქმნილთა, ამათ გამოჴსნაჲ, გჳთხოვე უბიწოო, მოციქულთა და წმიდათა მოწამეთა, წინასწარ-მეტყუჱლთა თანა და მართალთა:

შენ ნიკოლოზ, გიგალობთ სამღთოსა გალობასა

სხუა, კანონი წმიდისა მიმართ ნიკოლოზისა. რომლისა კიდურ-წერილობაჲ.

შენ ნიკოლოზ, გიგალობთ სამღთოსა გალობასა.

გჳრგჳნოსანი, ქე҃ს ღი҃სა საყდართა, წინაშე სდგა შენ…

გალობა ა. ჴმა ბ. სძლისპირი. იგივე.

გჳრგჳნოსანი, ქე҃ს ღი҃სა საყდართა, წინაშე სდგა შენ, ნეტარო ნიკოლოზ, ზეცისა ძალთა, თანა განბრწყინუჱბული, განსდევნე ბნელი, გონებისა ჩემისა, რათა შევასხმიდე ჴსენებასა შენსა:

ქე҃მან ღთ҃მან, მადიდებელთა თჳსთა მადიდებელმან, გადიდა შენ წმიდაო, და მორწმუნეთა, ზღუდედ გამოგაჩინა და მუჱდრებელთა, შენთა იჴსნის შენ მიერ, და შიშით და სიხარულით გიგალობენ:

სწორებაჲ ღთ҃ისა, მაოცნა უბადრუკსა, გუჱლმან ბოროტმან, და…

ღი҃ს-მშობლისა.

სწორებაჲ ღთ҃ისა, მაოცნა უბადრუკსა, გუჱლმან ბოროტმან, და ტყუჱმყო მე ღი҃საგან, ხოლო შენ მიერ, განუთავისუფლდი სძალო, და ჭეშმარიტად, ღმერთ-ვიქმენ უბიწოო, რამეთუ ჰშევ შენ განმამღთობელი ჩემი:

განჴსნილნი ძუჱლთა კრულებათა, ჩუჱნთაგან, დაჴსნილნი მჴეცთა შუა-მძჳნუარეთაგან…

გალობა გ. სძლისპირი.

განჴსნილნი ძუჱლთა კრულებათა, ჩუჱნთაგან, დაჴსნილნი მჴეცთა შუა-მძჳნუარეთაგან, მხიარულებით, აღებითა პირთათა სიტყუასა ღთ҃სა, სიტყჳთა ჴმიანითა სარწმუნოებით და ქებით ვადიდებდეთ:

ღი҃სა მამისა, სიბრძნჱ მოძღურად გაქუნდათ თქუჱნ, დიდებულნო…

ტროპარნი.

ღი҃სა მამისა, სიბრძნჱ მოძღურად გაქუნდათ თქუჱნ, დიდებულნო და სულითა წმიდითა, წარმართთა იგი, სიბრძნჱ განაცოფეთ თქუჱნ ყოვლად ქებულნო ღი҃ს-მხილუჱლნო ნეტარნო და ღი҃ს-მეტყუჱლნო, თავნო მოციქულთანო:

ბერწობაჲ ესე უძლურისა სულისა, ჩემისა ქე҃ს მოციქულნო დაჰჴსნენით, და შჳლ-მრავალმყავთ, სათნოებათა მიერ, ღი҃სა სათნოთა, ვითარცა ხართ სიტყჳსა თუალით-მხილუჱლნი, ჵ სამ-გზის სანატრელნო:

გესლისა მისგან, ბოროტისა გუჱლისა, მწარედ მოწყლული განმჰკურნე სახიერო, მეოხებითა, მოციქულთა შენთათა და მოაკუდინე, მტერი ჩემი მოშურნე და მაცხოვნე მე, ქუჱლის-მოქმედ მოწყალე:

_ჵ_ დედოფალო ევედრე სახიერსა, ყოვლად ძლიერსა ღთ҃სა…

ღი҃ს-მშობლისა.

_ჵ_ დედოფალო ევედრე სახიერსა, ყოვლად ძლიერსა ღთ҃სა დამბადებელსა, კრებულსა თანა მოციქულთასა ქებით შემსხმელთა შენთა, ჰჴსნად ყოველთა ჭირთაგან და განსაცდელთა, რათა გადიდებდეთ შენ:

ქე҃ს მჴსნელისა, იქმენ ერთგულ მოწაფე, ღთ҃-შემოსილო ნეტარო…

სხუა. სძლისპირი. იგივე.

ქე҃ს მჴსნელისა, იქმენ ერთგულ მოწაფე, ღთ҃-შემოსილო ნეტარო ნიკოლოზ, და აცხოვნებ ჵ მათ, რომელნი მოივლტიან შენდა მჴურუალედ, და იჴსნი ჭირთა და განსაცდელთაგან, და მწარისა სიკუდილისა:

გჳლხინე მჴსნელო, მონათა ამათ შენთა და მოტევებაჲ, ცოდუათა მოგუანიჭე, მეოხებითა ნიკოლოზ, მღუდელ-მთავრისა შენისათა, ვითარცა ხარ სახიერ და კაცთ-მოყუარე, და გჳჴსნენ ბოროტთაგან:

დააცხრუჱ აღძრუა, ვნებათა ამათ ჩემთა ღირსო, ღი҃სა…

ღი҃ს-მშობლისა.

დააცხრუჱ აღძრუა, ვნებათა ამათ ჩემთა ღირსო, ღი҃სა დედაო, და დააყუდე ღელუაჲ, გულის სიტყუათა, ჩემთა შეგინებულთა ყოვლად წმიდაო, და წარმართე კეთილად ცხოვრებაჲ ჩემი, ცხოვრებისა მშობელო:

საქმენი შენნი ვითარცა განიცადნა, ღაღაჰყო ჴმითა წინასწარ-მეტყუჱლმან…

გალობა დ. სძლისპირი.

საქმენი შენნი ვითარცა განიცადნა, ღაღაჰყო ჴმითა წინასწარ-მეტყუჱლმან, დღეს მესმა მე სმენა, კაცთა განახლებისა, და დამიკჳრდა შენი, სიმდაბლით მოსლუაჲ, რათა შემუსრო ძლიერება მჴდომისა:

დამდნარი ესე დღითი დღე სიყმილითა, უკუდავებისა საზრდელითა…

ტროპარნი.

დამდნარი ესე დღითი დღე სიყმილითა, უკუდავებისა საზრდელითა განმაძღე, კაცთ-მოყუარეო, სამღთოთა ვედრებითა, მოციქულთა შენთათა რომელთა იგი, ჴმა წმიდაჲ განჴდა კიდეთა სოფლისათა:

სოფლისა ამის ზღუასა ზედა ივლინნეს, მსგავსად ჰუნეთა მოციქულნი შენნი, კაცთ-მოყუარეო, რომელთა იგი აღძრნეს, მარილიანნი იგი, მწარენი წყალნი, ურწმუნოებისანი და დაატკბნეს:

რომელთა ეგე უქადაგეთ ბნელისა, მყოფთა წარმართთა მზე სიმართლისა ქე҃, ცოდჳსა ბნელსა, მდებარჱ განმანათლეთ, და უქმქმნენით ბოროტნი, გულის-სიტყუანი, გულისაგან ჩემისა მოციქულნო:

ღი҃სა დედაო ყოვლად საგალობელო, რომელმან გჳშევ სიტყუაჲ…

ღი҃ს-მშობლისა.

ღი҃სა დედაო ყოვლად საგალობელო, რომელმან გჳშევ სიტყუაჲ დამბადებელი, მგალობელთათჳს, შენთა ოხაჲ შეწირე მისსა მიმართ წმიდათა, და დიდებულთა, მოციქულთა თანა რათა გჳჴსნნეს ჭირთაგან:

შეეყავ წმიდად ელუათა სულისათა, და იქმენ ელუარე…

სხუა. სძლისპირი. იგივე.

შეეყავ წმიდად ელუათა სულისათა, და იქმენ ელუარე სანატრელო მამაო, და განანათლებ, კიდეთა სოფლისათა, ყოველთა შეეწევი, და ყოველთავე, მჴურუალედ მუჱდრებელთა შენთა შენთა აცხოვნებ:

განბრწყინდი სათნოებათა ელურებითა, და იქმენ მობაძავ მეუფისა შენისა, ღთ҃-შემოსილო, და განანათლებ სულთა, შიშით და ლმობიერად, მადიდებელთა, და მუჱდრებელთა სიწმიდისა შენისათა:

ვითარცა იგი იჴსნენ სიკუდილისაგან, სამნი მთავარნი სიკუდილად მიცემულნი, ეგრეთუჱ მეცა, ყოველთა ურუათაგან, გამომიჴსენ, ნეტარო, ქე҃ს მსახურო, და განსაცდელნი და ჭირნი თანა წარმჴადენ:

ჵ მოვიდა შენდა შემოქმედი ყოველთა ჴორცთა შესხმად…

ღი҃ს-მშობელისა.

ჵ მოვიდა შენდა შემოქმედი ყოველთა ჴორცთა შესხმად ღი҃ს-მშობელო დედოფალო, და მოწყალებით, მაცხოვნა მე ყოვლითურთ, შეცოდებული კაცი, ამისთჳს ვიტყჳ, გიხაროდენ ყოვლად უბიწოო სძალო:

განვიბანენით, ჴორცითა სულთა თანა მწიკულისა მისგან საცთურთა…

გალობა ე. სძლისპირი.

განვიბანენით, ჴორცითა სულთა თანა მწიკულისა მისგან საცთურთა მტერისათა, და წარუჱმართენით ჩუჱნ მცნებათა გზასა, რომელი მიმიყუანებს ჩუჱნ, ცხოვრებასა მას, განწმედილთასა ჩინებულთა ღი҃სათა:

მწყემსმან მან დიდმან, სამღთონი მოწაფენი, თჳსნი ვითარცა…

ტროპარნი.

მწყემსმან მან დიდმან, სამღთონი მოწაფენი, თჳსნი ვითარცა ცხოვარნი შორის მგელთა, წარავლინნა ქადაგებად ხოლო მათ, მგელნი იგი ჭეშმარიტად კრავად შეჰსცუალნეს, ნათლის-ღებისა მიერ და მოძღურებისა:

განანათლენით, ნათლითა მით სამღთოჲთა, წყუდიადსა საცთურთასა დანთქმულნი გულნი, ჵ მოციქულნო ამისთჳს გევედრები, გულისთქმათაგან განმხრწნელთა სულისათა, დაბნელებული განმანათლეთ ნეტარნო:

ჵ უბადრუკო, ცოდჳლო სულო ჩემო, პირუჱლ სიკუდილისა ისწრაფე შეინანე, და ჰჴმობდ ღი҃სა მიმართ შეგცოდე სახიერო, შემინდევ მოციქულთა ვედრებითა, და მაცხოვნე მე ვითარცა კაცთ-მოყუარე ხარ:

ბრწყინუალებითა, შენითა განმანათლე, სამკჳდრებელო სამღთოჲსა ნათლისაო, წყუდიადითა…

ღი҃ს-მშობლისა.

ბრწყინუალებითა, შენითა განმანათლე, სამკჳდრებელო სამღთოჲსა ნათლისაო, წყუდიადითა ბრალთათა დაბნელებული, და მოციქულთა თანა მეოხ-მეყავ, რათა ყოვლისა ჭირისაგან ვიჴსნა უბიწოო:

განშუჱნებულმან, სამღთოჲთა ცხოვრებითა, დასჯილნი იგი უ სჟავროდ…

სხუა. სძლისპირი იგივე.

განშუჱნებულმან, სამღთოჲთა ცხოვრებითა, დასჯილნი იგი უ სჟავროდ სიკუდილითა, წარმოუდეგ და მსწრაფლ განათავისუფლენ, ღთ҃-შემოსილო, სამ-გზის სანატრელო მამაო, რომელნი შენ მიერ ევედრებოდეს ღთ҃სა:

ზეცათა შინა, სამღთოთა დიდებასა, გამოუთქმელსა ხედავ მამათ-მთავარო, და იშუჱბ ნათლითა მით უსხეულოჲთა, და მიჴსენ ჩუჱნ მეოხებითა შენითა, მსახურო ქე҃სო პირუჱლად ქებულო:

რათა აცხოვნო, დაბადებული შენი, დაფლული ვნებათა შინა…

ღი҃ს-მშობლისა.

რათა აცხოვნო, დაბადებული შენი, დაფლული ვნებათა შინა მრავალ-სახეთა, საიდუმლოდ ძალთაგან ზეცისათა გარდამოჴედ, და იშევ ქალწულისაგან, და დაჰჴსნენ სალმობანი სიკუდილისანი:

წინასწარ-მეტყუჱლმან მან, მუცლისა სიმჴურუალე, ზღჳსა მჴეცისა, სამ-დღე…

გალობანი ვ. სძლის-პირი.

წინასწარ-მეტყუჱლმან მან, მუცლისა სიმჴურუალე, ზღჳსა მჴეცისა, სამ-დღე თავს-იდუა, და მოასწავა, მეორედ შობაჲ კაცთა, ჴსნისათჳს ყოფადისა, მუცლისა მისგან, ვეშაპისა მის რომელი, მოკლა მჴსნელმან:

მდინარენო სამღთონო, წყლისა ცხოველისანო, დამწუარი ესე გულის-თქმათაგან…

ტროპარნი.

მდინარენო სამღთონო, წყლისა ცხოველისანო, დამწუარი ესე გულის-თქმათაგან, ცოდჳსათა სული ჩემი განაგრილეთ, მოციქულნო ქე҃სნო, ყოვლად წმიდანო, რათა გადიდებდე თქუჱნ ღი҃უ-განბრძნობილნო:

დიდებასა ღი҃სასა, მიუთხრობთ ყოველთა, ვითარცა ცანი, ჵ მოციქულნო, განათლებულნო, ღი҃უგანბრწყინუჱბულნო, რომლისა მსახურებად მეოხებითა, თქუჱნითა, ღირს-მყუჱნით ყოვლად ქებულნო:

ღელუა-გუჱმული ძჳრთა, ცოდუათა ზღუასა შინა, შენდა მოვივლტი მმართებელისა, ყოველთა დაბადებულთასა უ҃ო, მოციქულთა ოხითა, ნავთ-საყუდელსა, ცხოვრებისასა წარმიძეღუ გევედრები:

ზეცისა ძალთა თანა, და წინასწარ-მეტყუჱლთა, და მოციქულთა…

ღი҃ს-მშობლისა.

ზეცისა ძალთა თანა, და წინასწარ-მეტყუჱლთა, და მოციქულთა, და მოწამეთა ჩუჱნთჳს ევედრე ქე҃სა ძესა შენსა, ჴსნად ყოველთა ჭირთაგან, და განსაცდელთა, ყოვლად წმიდაო ქალწულო სძალო ღი҃საო:

ძლევისა გჳრგჳნითა, ვითარცა ღუაწლისა-მძლჱ, გჳრგჳნოსან-გყო, ქე҃მან ღთ҃მან…

სხუა. სძლისპირი. იგივე.

ძლევისა გჳრგჳნითა, ვითარცა ღუაწლისა-მძლჱ, გჳრგჳნოსან-გყო, ქე҃მან ღთ҃მან, ღთ҃-შემოსილო მამაო ნიკოლოზ, და წმიდა თავი შენი, სამკაულითა, თუალთ-შეუდგამითა განაშუჱნა ღირსო:

ჵ ღირსო მღუდელთ-მოძღუარო, ცოდუათაგან მომკუდარი, და ვნებათაგან, ღელუა-გუჱმული, მაცხოვნე და მიმიძეღუ ნავთ-საყუდელსა, სამღთოთა მცნებათასა, რამეთუ შენ ხარ, მყუდრო ნავთ-საყუდელი ღელუა გუჱმულთა:

შენდამი სასოებაჲ ჩემი დამიცს ქალწულო, ღი҃სა დედაო…

ღი҃ს-მშობლისა.

შენდამი სასოებაჲ ჩემი დამიცს ქალწულო, ღი҃სა დედაო, ყოვლად წმიდაო, რამეთუ შენ ხარ ძალი ცხოვრებისა ჩემისა, და ზღუდე სიმტკიცისა, შემიწყალე მე, სასოო ყოველთა ქრისტიანეთაო:

რომელმან პირუჱლ, ალი საჴუმილისა მის, მძაფრი დაშრიტა…

გალობა ზ. სძლისპირი.

რომელმან პირუჱლ, ალი საჴუმილისა მის, მძაფრი დაშრიტა, და ღირსნი ყრმანი იჴსნნა, აქა დღეს საშოჲ, ქალწულისა დაიცუა შობასა მისსა, შეუწუჱლად რომელსა უღაღადებთ ჩუჱნ, ღო҃ შენ კურთხეულ-ხარ:

აღტყინებულთა, ცეცხლითა სულისათა, საცთურისა ნაკუჱრცხალნი დაშრიტენით, და…

ტროპარნი.

აღტყინებულთა, ცეცხლითა სულისათა, საცთურისა ნაკუჱრცხალნი დაშრიტენით, და სიყუარული, ქე҃სი გონებასა, მორწმუნეთასა, საჴუმილებრ აღატყინეთ, ამისთჳს გნატრით და გაქებთ მოციქულნო:

მოიძულეთ თქუჱნ, სოფელი მოციქულნო, და სოფლად მუსრული ქე҃ შეიყუარეთ, რომლისა მიმართ ოხაჲ ჩუჱნთჳს შეჰსწირეთ, რათა ყოველთა ბოროტთა სოფლისათა, უაღრეს მყოს მე ვედრებითა თქუჱნითა:

ჵ მართლ-მსაჯულო, და გულთა განმკითხუჱლო, და დაფარულთა ბრალთა ჩემთა მხილუჱლო, ნუ დამსჯი ჟამსა განსჯისა შენისასა, ნუცა წარმავლენ, ცეცხლად დაუშრეტელად მეოხებითა მოციქულთა შენთათა:

არა შეიწჳ, ცეცხლისაგან სამღთოჲსა, რომელი იგი გჳშევ გამოუთქმელად უსძლოო სძალო, ქალწულო ღი҃ს-მშობელო, მისგან მითხოვე, მოციქულთა კრებულსა თანა, რათა ცეცხლისაგან, საუკუნოჲსა მიჴსნას:

მახჳლითა მით, განსაცდელთათა მწარედ, ვიწერტები და განჳლევი…

სხუა. სძლისპირი იგივე

მახჳლითა მით, განსაცდელთათა მწარედ, ვიწერტები და განჳლევი, და სალმობანი, სიკუდილისანი მეწივნეს, და შეპყრობილ-ვარ, ურუათაგან, არამედ მეოხებითა შენითა მიხსენ ნეტარო:

ბრწყინუალებითა, ღუთაებისათა, ჰნათობ, სამ-გზის სანატრელო მამაო ნიკოლოზ, მწუხარებათა, ბნელითა შეპყრობილნი, და ჭირუჱულნი, გჳჴსნენ და განგუანათლენ მღაღადებელნი, ღო҃ შენ კურთხეულ-ხარ:

ევედრე სძალო, ქე҃სა ღთ҃სა ჩუჱნსა, რათა განფრდილნი…

ღი҃ს-მშობლისა.

ევედრე სძალო, ქე҃სა ღთ҃სა ჩუჱნსა, რათა განფრდილნი ესე ცოდუათაგან, გჳჴსნნეს წყალობით, სისხლითა მით სამღთოთა, საფრჴეთა მათგან გუჱლისა გულარძნილისათა, რამეთუ შენ ხარ, სასო ყოვლისა სოფლისა:

დაბადებულნი გამოსჩნდეს თავისუფლად, და ძედ ნათლისად იწოდნეს…

გალობა ჱ. სძლისპირი.

დაბადებულნი გამოსჩნდეს თავისუფლად, და ძედ ნათლისად იწოდნეს განწირულნი, და მიზეზი იგი ბნელისა მგლოვარე არს, და ჭეშმარიტად, აღყუავილნა მიზეზი წარმართთა ჴსნისა სასოწარკუჱთილნი დღეს:

სახედ ცეცხლისა, გარდამოჰჴდა თქუჱნ ზედა, სული ცხოველი…

ტროპარნი.

სახედ ცეცხლისა, გარდამოჰჴდა თქუჱნ ზედა, სული ცხოველი ნუგეშინის-მცემელი, და აღგატყინნა, შემწუჱლად ურწმუნოთა, და მორწმუნეთა, განათლებად ბრწყინუალედ სიტყჳსა ღი҃სა, სამღთონო მოციქულნო:

ღელუა-გუჱმული, ვნებათა ბოროტთაგან, უკურნებელი სული ჩემი განჰკურნე, და განმინათლე, გული დაბნელებული, და განმიბრწყინუჱ მედგრობითა დაჴსნილი გონებაჲ ქე҃, მოციქულთა ოხითა:

სულთ-ითქუჱმდ სულო, და მჴურუალედ სტიროდე და თავი შენი იგლოვე გულს-მოდგინედ, ვიდრე მოსლუადმდე, გლოვისა მის მწარისა, და უღაღადებდ დამბადებელსა შენსა, შემიწყალე მე მოციქულთა ოხითა:

ცეცხლმან რომელმან, არა განლინა ყრმანი, უჴრწნელი შობაჲ…

ღი҃ს-მშობლისა.

ცეცხლმან რომელმან, არა განლინა ყრმანი, უჴრწნელი შობაჲ შენი მოასწავა სძალო, საგალობელო, ამისთჳს გევედრები, მეოხ-მეყავ მე, მოციქულთა და წინასწარ-მეტყუჱლთა თანა ჴსნად ცეცხლისაგან:

ვითარცა ტკბილმან, და მოწყალემან მამამან, სიღრმისაგან განსაცდელთასა…

სხუა. სძლისპირი. იგივე.

ვითარცა ტკბილმან, და მოწყალემან მამამან, სიღრმისაგან განსაცდელთასა გჳჴსნენ ჩუჱნ, რომელთა ესე მძჳნუარედ შეუცავთ ჩუჱნ, მეოხებითა, შენითა ღირსო ქე҃ს მჴსნელისა მიმართ ნეტარო ნიკოლოზ:

საიდუმლოთა, სამღთოთა შეჰსწირევდი, სათნოდ ღი҃სა ზესთა ცნობისა ვითარცა, მღუდელი სარწმუნო, და მღუდელთ-მოძღუარი დიდი, შუა-მდგომელი, შორის ღი҃სა და კაცთა წმიდათა მსახური მობაძავი მჴსნელისა:

მოუძლურდების, ვნებული სული ჩემი, და დაიჴსნების უბადრუკი…

ღი҃ს-მშობლისა.

მოუძლურდების, ვნებული სული ჩემი, და დაიჴსნების უბადრუკი გონებაჲ ჩემი, ვნებათა მათგან, აღდგომილთა ჩემ ზედა, მრავალსახეთა, არამედ ჵ ქალწულო განჰკურნე იგი, და მიჴსენ ხრწნილებისაგან:

უზესთაეს-არს ბუნებასა კაცთასა სძალო წმიდაო და დედაო…

გალობა თ. სძლისპირი.

უზესთაეს-არს ბუნებასა კაცთასა სძალო წმიდაო და დედაო უსძლოო დიდება შენი, და ქება ჯერისაებრ, ხოლო ჩუჱნ წადიერნი არა დავსდუმნეთ მსგავსად ძალისა ჩუჱნისა ქებად შენდა:

დასჯილი ესე, და უცხო კეთილთაგან, და ბრძანებათა…

ტროპარნი.

დასჯილი ესე, და უცხო კეთილთაგან, და ბრძანებათა შენთა გარდამავალი, და საცთურითა, ეშმაკთათა განფრდილი, მომაქციე მე ქე҃ ყოვლად ძლიერო, მეოხებითა მოციქულთა შენთათა:

ჵ მოციქულნო, დიდნო და სანატრელნო, და მოწაფენო, და ქადაგნო ქე҃სნო, განმარინეთ მე, ყოველთა ვნებათაგან, ყოვლისა რისხჳსა და ყოვლისა ცოდჳსა, და ურჩებისა და ყოველთა ძჳრთაგან:

სული მაქუს ურჩი, და გონებაჲ დასჯილი, და სჳნიდისი ვნებათაგან ტყუჱ ქმნილი, და ცოდუათაგან მწარედ შეგინებული, და გულის-თქმათაგან დაბნელებული, ჵ მოწყალეო წყალობით შემიწყალე:

გუნდმან წმიდათა, მოციქულთამან სძალო, განთქუჱს კიდეთა, სოფლისათა…

ღი҃ს-მშობლისა.

გუნდმან წმიდათა, მოციქულთამან სძალო, განთქუჱს კიდეთა, სოფლისათა დიდებაჲ, ძისა შენისა, და ჴმამაღლად ჰქადაგეს, მათ თანა მეოხ-გუჱყავ რათა განუჱრნეთ, სატანჯუჱლთაგან მადიდებელნი შენნი:

მადლითა ნათლითა, განათლებული ღირსო, მნათობ სოფლისა, იქმენ…

სხუა. სძლისპირი. იგივე.

მადლითა ნათლითა, განათლებული ღირსო, მნათობ სოფლისა, იქმენ ჭეშმარიტებით, ვნებათა დაჰჴსნი, ღელუათა დააყუდებ, განაძღებ სიყმილითა შეიწრებულთა, საკჳრუჱლებით, მამაო ნიკოლოზ:

რომელი ეგე, იშუჱბ სასუფეველსა, და სამებისა, დიდებასა განიცდი, ზეცით გარდამო, მოგუხედენ მგალობელთა, შენთა ნეტარო მამაო საწადელო, და ყოვლისავე ჭირისაგან გჳოხენ:

სიბრძნე და ძალი, და სიტყუა გუამოვანი, სწორი მამისა და სულისა წმიდისა, სისხლთა მათ შენთა უხრწნელთაგან განჰკაცნა, უაღრესო ხერუვიმთაო ქალწულო, შემსხმელთა შენთა ოხად ნუ დაიდუმებ:

დიდებულ-ჰყავ ქე҃ მაცხოვარ, სოფელსა შინა თავთა მათ…

აღჳვსენითსა ზედა, დასდებელნი მოციქულთანი, ჴმა ბ.

დიდებულ-ჰყავ ქე҃ მაცხოვარ, სოფელსა შინა თავთა მათ მოციქულთა სახელები, ისწავნეს ზეცისა საიდუმლონი გამოუთქმელნი, და მოსცნეს ქუჱყანისათა ლხინებანი, და აჩრდილნი ხოლო მათნი ვნებათა და სალმობათა განჰკურნებდეს, რომელი ეგე მეთევზურთა მიერ საჳრუჱლთმოქმედებდ, და ურიათაგანთა მიერ ღი҃ს-მეტყუჱლებდ, სიტყუათა მათ მადლისათა, აწცა მათ მიერ მოწყალეო უ҃ო, მომეც ჩუჱნ დიდი წყალობაჲ;

უჯეროთა საქმეთა მიერ, ყოვლით-კერძო შეიწრებულნი, შენდა მოვივლტით ჭეშმარიტისა ღი҃სა, და ჴმასა მოწაფეთა შენთასა, შენდა შევჰსწირავთ და ვიტყჳთ, გუაცხოვნენ ჩუჱნ მოძღუარ რამეთუ წარუსწყმდებით, უჩუჱნე აწცა მეუფეო მტერთა ჩუჱნთა გევედრებით, რამეთუ ჰფარავ ერსა შენსა და იჴსნი ჭირთაგან, ვედრებითა დიდთა მოციქულთა შენთათა, და უგულებელს-ჰყოფ ცოდუათა მათთა, მრავლითა სახიერებითა შენითა:

ყოველნი ქალაქნი და სოფელნი პატივს-სცემენ ღირსად, პატიოსანთა…

მოწამეთა.

ყოველნი ქალაქნი და სოფელნი პატივს-სცემენ ღირსად, პატიოსანთა ნაწილთა თქუჱნთა ღუაწლით-შემოსილნო მარტჳლნო, რამეთუ თქუჱნ სჯულიერად იღუაწეთ, და გჳრგჳნი ზეცით მოიღეთ, და ამისთჳს ხართ მღუდელთა სიქადულ, და მეფეთა ძლევა, და ეკკლესიათა შუჱნიერება:

ჭირუჱულთა შენ-ხარ სიხარულ, და ყოველთა მიმძლავრებულთა ზედა…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა. რაჟამს ძელისაგან.

ჭირუჱულთა შენ-ხარ სიხარულ, და ყოველთა მიმძლავრებულთა ზედა მდგომელ, გლახაკთა ცხოვრება, უცხოთა შემწყნარებელ, და ღელუა-გუჱმულთა ნავთ-საყუდელ, სნეულთა ლხინება და დაწუნებულთა შემწე, და ნათელ ბრმათა დედოალო, დედაო ღი҃სა მაღლისაო, მეოხ გუჱყავ და გუაცხოვნენ, მონანი შენნი:

ჴმასა მას ავაზაკისასა, შევჰსწირავთ შენდა, და გევედრებით…

ხუთშაბათსა, მომიჴსენენი, ჴმა ბ.

ჴმასა მას ავაზაკისასა, შევჰსწირავთ შენდა, და გევედრებით, მომიჴსენენ ჩუჱნ უ҃ო, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენითა:

სოფლისა სავსებაჲ მოირბინეთ, და ბნელისაგან უღთოებისა, იჴსენით კაცთა ნათესავი, მოციქულნო ყოვლად ბრძენნო ღთ҃-შემოსილნო:

ბადითა სამღთოჲსა მადლისათა, უფსკრულისაგან ამაოებისა მოწაფენო უ҃ისანო, ყოველი სოფელი აღმოიყუანეთ:

რომელთა იგი სრბაჲ აღასრულეს, და სარწმუნოებაჲ დაიმარხეს…

მოწამეთა.

რომელთა იგი სრბაჲ აღასრულეს, და სარწმუნოებაჲ დაიმარხეს, და საცთურისა მძლედ გამოსჩნდეს, ქე҃ს მოწამეთა ერთბამად ვადიდებდეთ:

თანა-სწორ მოქმედსა ძესა მშობელისასა, სულისა თანა მქადაგებელნი…

დიდება.

თანა-სწორ მოქმედსა ძესა მშობელისასა, სულისა თანა მქადაგებელნი, უგალობდეთ სამებასა დაუბადებელსა:

მოციქულთა შუჱნიერება, მოწამეთა სიქადულ და სიხარულ, შენ…

აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

მოციქულთა შუჱნიერება, მოწამეთა სიქადულ და სიხარულ, შენ ხარ წმიდაო ქალწულო, და მაცხოვარ ყოველთა ქრისტიანეთა:

რომელნი ღირსად, ღი҃ს-მშობლად უბიწოდ აღგიარებენ, სულიერთა და…

სერობისად. გალობანი წმიდისა ღი҃ს-მშობლისანი. გალობა ა. ჴმა ბ. სძლისპირი. მოვედით ერნო.

რომელნი ღირსად, ღი҃ს-მშობლად უბიწოდ აღგიარებენ, სულიერთა და ჴორციელთა, ჭირთა და სალმობათა, და განსაცდელთაგან იჴსნენ, რომელნი გიგალობენ, ღი҃ს-მშობელო ქალწულო:

უ҃ისა დედად, შენ გიცით მომცელად ჩუჱნდა მადლისა, ამისთჳსცა შენდა მოვივლტით, დაგჳფარენ ღი҃ს-მშობელო საფარუჱლითა მაგით, მადლისა შენისათა, რომელნი გიგალობენ შენ:

მგალობელთათჳს, ევედრე შენგან შობილსა ქე҃სა, რომელი განჴორციელდა, ყოვლად უბიწოსა, საშოსა შენისაგან, წმიდა მყუნეს ცოდუათაგან და ყოვლისა ვნებისა:

ერი მორწმუნე, აღგიარებს შესავედრებელად, და ზღუდედ მტკიცედ ქალწულო, მჴსნელად ჭირუჱულთა, მოგიგებთ ღი҃სა მიმართ, შენ დიდებულო ღირსო, მეუფისა მშობელო:

ლოცჳთა და ვედრებითა შენითა ქალწულო გჳთხოვე ქე҃სგან…

გალობა გ. სძლისპირი. განმაძლიერენ.

ლოცჳთა და ვედრებითა შენითა ქალწულო გჳთხოვე ქე҃სგან, შენგან შობილისა მოტევება ბრალთა ჩუჱნთა, და დაგჳფარენ ჩუჱნ განსაცდელთაგან:

ლოცჳთა და ვედრებითა შენითა ქალწულო გჳთხოვე ქე҃სგან, შენგან შობილისა მოტევება ბრალთა ჩუჱნთა, და დაგჳფარენ ჩუჱნ განსაცდელთაგან:

ითხოვე ჩუჱნთჳს წარმართება ცხოვრებისა ღი҃საგან, ქალწულო სასოო დამფარუჱლო, და შესავედრებელო ჩუჱნო, მიჴსნენ ჭირისაგან სძალო ღი҃საო:

მამისაგან გამოსრული სიტყუა და სიბრძნე რომელი იტჳრთე წიაღითა ქალწულო, საცთურისაგან მტერისათა, ითხოვე მისგან დღეს, გამოჴსნა ჩუჱნი:

უძლურებათა და ჭირთა სულიერთა და ჴორციელთაგან, კურნება…

გალობა დ. სძლისპირი. მესმა უ҃ო განგება.

უძლურებათა და ჭირთა სულიერთა და ჴორციელთაგან, კურნება გჳთხოვე ძისა შენისაგან ქალწულო:

იჴსნენ ქალწულო წმიდაო, ღელუა-გუჱმულნი საცთურთაგან ეშმაკისათა, და დაგუამტკიცენ ჩუჱნ, სიყუარულსა ქე҃სსა:

ვნებანი ჩემნი აღძრულნი, მტერისაგან დააცხურენ ყოვლად წმიდაო, და გჳძღოდე, ჭეშმარიტებისა გზასა:

ლხინება ჰყავ ღი҃სა დედაო, აღძრუათა და განსაცდელთაგან, მოსავთა შენთათჳს საგალობელო:

ტყუჱობისაგან მწარისა, იჴსნენ სულნი ჩუჱნნი ღი҃სა დედაო და წარმიძეღუ ჩუჱნ, გზასა საუკუნოსა:

ისართა და საცთურთა პირად პირადთაგან მტერისათა გუჱმულნი…

გალობა ე. სძლისპირი. ნათლისა.

ისართა და საცთურთა პირად პირადთაგან მტერისათა გუჱმულნი, შენდა მოვივლტით განსაცდელთაგან, გჳჴსნენ ვითარცა ხარ დედა ღი҃სა, რომელნი გესავთ შენ ღი҃ს-მშობელო ქალწულო:

აღსასრულსა ჟამთასა, იტჳრთე ძე ღი҃სა მხოლოდ შობილი ღირსო, და უზესთაეს იქმენ ხერუვიმთა, რამეთუ შენგან კაც-იქმნა, ღი҃ მას ევედრე ჴსნად სულთა ჩუჱნთათჳს:

ნათლისა მომცემელი, და საუკუნეთა შემოქმედი იტჳრთე, წიაღითა ქალწულო რომელი მოვიდა მაცხოვრად ყოველთა, რომელნი აღგიარებენ შენ ყოვლად წმიდაო:

შემუსრჳლნი გულითა, და დამდაბლებულნი სულითა შეგივრდებით, ქალწულო რომელმან იტჳრთე, მჴსნელი ყოველთა დაბადებულთა, მისსა მიმართ მეოხ გუჱყავ სულთა ჩუჱნთათჳს:

ექმენ ნავთ-საყუდელ ცხოვრებისა, ღელუა გუჱმულთა საცთურთა მათგან…

გალობა ვ. სძლისპირი. ღელუამან ცოდჳსამან.

ექმენ ნავთ-საყუდელ ცხოვრებისა, ღელუა გუჱმულთა საცთურთა მათგან სოფლისათა, გევედრებით დედოფალო, წინამძღუარ ექმენ სულთა ჩუჱნთა ღი҃სა მიმართ:

ნეტარებისა ჴმასა მართალთასა, დავაკლდი და სამოსელი საქორწინე განმეძარცუა, არამედ შენ ღი҃ს-მშობელო, შემამკუჱ მადლითა და ნიჭთა საღმრთოთა:

დაკლულ-ვიქმენ ზეცისა ნიჭთაგან და შეძრწუნებული უნდოდ დავეცი არამედ, აწ აღმადგინე ქალწულო, ღი҃ს-მშობელო სძალო უბიწოო:

აღმომაცენებელო ცხოვრებისაო, მოღუაწებასა შენსა ღირს-მყავ არა ღირსი ესე, მშობელო მეუფისაო, რომელმან იჴსნა სოფელი საცთურისაგან:

ივნე ჴორცითა რომელი განჴორციელდი ქალწულისაგან, და განხეთქე…

გალობა ზ. სძლისპირი. ხატისა მისთჳს.

ივნე ჴორცითა რომელი განჴორციელდი ქალწულისაგან, და განხეთქე შენ ჴელით წერილი ადამ მამისა ჩუჱნისა, და აწ ვედრებითა მშობელისა შენისათა, გჳჴსნენ რომელნი ვღაღადებთ და ვიტყჳთ, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო, ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:

ჴსნისა მომატყუჱბელი და სასო კეთილთა მოსალოდებელთა, შენ ხარ ქალწულო და გევედრებით თანა მზრუნუჱლ მექმნენ ჩუჱნ, ჭირთა და განსაცდელთა რომელნი, უგალობთ ძესა შენსა და ვღაღადებთ, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:

საცთურსა ბნელსა და წყუდიადსა, ცოდჳსასა შთავრდომილი, და განწირული აღმომიყუანე, რათა არა მეწიოს ბნელი მომფინე ნათელი შენი, რათა განათლებულმან ღაღადვჰყო და ვთქუა კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო ღო҃:

ნათლისღება უბიწო შევაგინე უდებებითა ჩემითა, და სამოსელი, ნათლისა მცნებათა გარდასლჳთა განმეძარცუა, არამედ აწ მოვილტჳ შენდა ქალწულო და ვითხოვ სამოსელსა, მას გონიერებისასა, მოღუაწე მექმენ სძალო ღი҃საო:

ეუფლა პირუჱლ სიუდილი და განუარდა დიდებისაგან ადამ, ხოლო იჴსნა დღეს, შობითა შენითა ყოვლად წმიდითა ქალწულო, მიჴსნენ ჩუჱნცა განსაცდელთაგან მტერისათა, და ღირს-მყუჱნ გალობად შენდა, კურთხეულ-ხარ რომელმან გჳშევ, ჴორციელად დამბადებელი:

ნებამან გულის-თქმათამან, შთამაგდო ბნელსა შინა წყუდიადისასა, არამედ…

გალობა ჱ. სძლისპირი. საჴმილად გარდამო.

ნებამან გულის-თქმათამან, შთამაგდო ბნელსა შინა წყუდიადისასა, არამედ შენ ქალწულო, ნუგეშინის-მცემელ მექმენ მე, და განანათლე სული ჩემი, რათა გაკურთხევდე უკუნისამდე:

ქალწულო ზღუდე მექმენ ჩუჱნ, საფარუჱლ-სიმტკიცისა, და ძალ-მწე ჭირთა შინა, რომელნი გევედრებით გჳჴსნენ ვნებათაგან, სულიერთა და ჴორციელთა, რათა უგალობდეთ ღთ҃სა:

აღგიარებთ შენ წყაროდ, უხრწნელად უკუდავებისად, ღი҃ს-მშობელო ქალწულო, რომელმან გჳშევ სიტყუა მამისა და მან მიჴსნნა ჩუჱნ, სიკუდილისაგან რომელნი უგალობთ, და აღვამაღლებთ აწ და უკუნისამდე:

ლხინებისა მდინარე გუჱქმენ ღი҃ს-მშობელო წყაროო კურნებისაო, და გჳთხოვე მოტევება ცოდუათა, რომელნი უგალობთ შენგან შობილსა, და აღუამაღლებთ აწ და უკუნისამდე:

წმიდაო ღი҃სა დედაო ყოველი სასოებაჲ, ჩუჱნი შენ-ხარ…

გალობა თ. სძლისპირი. სიტყუასა ზეცით.

წმიდაო ღი҃სა დედაო ყოველი სასოებაჲ, ჩუჱნი შენ-ხარ და შენდა მოვილტჳთ, გუაცხოვნენ ჩუჱნ ქალწულო უსძლოო, და აწ ევედრე ჩუჱნთჳს, მოცემად სულთა ჩუჱნთათჳს წყალობა, რომელნი დაუცხრომელად გალობით გადიდებთ შენ:

უბიწოო ღი҃ს-მშობელო, გამოჰსჩნდი სულთა ჩუჱნთა, დაბნელებულთა განმანათლებელად, ნათლითა მით, მიუწდომელითა, რომელი გამობრწყინდა, საშოსაგან შენისა წმიდისა, რომლისა თანა შენ დღეს ჩუჱნ ყოველნი გადიდებთ:

ლოდი მთისაგან უჴელოდ, გამოეკუჱთა შენგან პირუჱლ საუკუნეთა, მამისაგან, შობილი ძე, კაც-იქმნა შენ მიერ, და წყაროდ კურნებისად, გამოგაჩინა შენ მორწმუნეთათჳს, რომელნი სიხარულით ვაქებთ შობასა შენსა:

უზესთაეს-არს ყოველთა, ბუნებითა ცნობისა, საიდუმლო იგი საკჳრუჱლი, უცხო შობა, შენი უბიწოო, რაჟამს ღი҃ ჴორცითა სოფელსა უჰშევ თანა-სწორი მამისა, რომლისა თანა, შენ დღეს ჩუჱნ ყოველნი გადიდებთ: