მომეც მე გულის-ჴმის-ყოფაჲ სინანულისა, მოეც შემუსრჳლებაჲ მდაბალსა…
მწუხრად დასდებელნი, სამეუფონი მსგავსნი, ჴმა ბ. რაჟამს ძელისაგან.
მომეც მე გულის-ჴმის-ყოფაჲ სინანულისა, მოეც შემუსრჳლებაჲ მდაბალსა სულსა ჩემსა, აღმადგინე მე ძილისაგან მიმყოვრებულისა ცოდჳლისა, წყუდიადი მედგრობისა განსდევნე, და ბნელი განწირულებისა, რათა განფრთხობილი მე მდაბალი ესე, შეგეერთო შენ სიტყუაო ღი҃საო, და ვიდოდე ნებისაებრ შენისა:
მხოლოო კეთილ-ნაწლეო ქე҃, მხოლოო სახიერო და უმანოო, სიტყუაო ღი҃საო, შეგივრდები შენ და გევედრები და შენდამი ვღაღადებ, შეგცოდე მაცხოვნე მე წარწყმედული ესე წყალობითა შენითა, რათა გულითა გიღაღადებდე მმადლობელი, მომეც მე უ҃ო მოტევებაჲ ცოდუათა და დიდი წყალობაჲ:
ყოველნი რომელნიცა ვჰსცოდენ წინაშე შენსა ღო҃ ჩემო, სიტყუით და საქმით და მოგონებით ყოველთა განვაცხადებ და ყოველთა საჩინო-ვჰყოფ შენდა, რამეთუ დღენი და ღამენი და ყოველი ჟამნი ცხოვრებისა ჩემისა წარუვლე სიბოროტესა შინა, ამისთჳსცა შევრდომილი გიღაღადებ შენ, მეუფეო ჩემო მაცხოვარ, გცოდე შემიწყალე და მაცხოვნე:
მოვედით უგალობდეთ გალობითა სულიერითა, ანგელოსთ-მთავართა, რამეთუ ყოველნი…
სჴუანი. დასდებელნი, უჴორცოთანი, მსგავსივე, ჴმა ბ.
მოვედით უგალობდეთ გალობითა სულიერითა, ანგელოსთ-მთავართა, რამეთუ ყოველნი ესე უჴორცოთა წესთა პირუჱლ მდგომარენი არიან, წინამძღუარ და მთავარ-ანგელოს, ვითარ იგი ჯერ-ჩინებისა ღი҃სა გამომაცხადებელ გამოჩნდა, გაბრიილ, ხოლო სჯულისა მოსეანისა მსახურ ჰყოფად იცნობების ანგელოსთ-მთავარი მიქაელ:
გიხაროდენ უჴორცოთა პირუჱლ მდგომარეო, გიხაროდენ უნივთოსა გუნდისა ანგელოსთ-მთავარო, მსახურო გამოუთქმელისა ღი҃საო მიქაელ ყოვლად სანატრელო, თჳთ-მხილუჱლო მაღალთაო, გევედრებით გ҃ჳჴსნენ შენდამი მოლტოლჳლნი, ყოველთაგან განსაცდელთა და ურუათა, რამეთუ შენ შუამდგომელად ღი҃სა მიმართ მოგჳგიე ყოველთა:
გიხაროდენ ანგელოსთა მთავარო, და გამოუთქმელთა საიდუმლოთა ღი҃სათა მსახურო, წინა-მძღუარო და პირუჱლ მდგომარეო უჴორცოთა წესთაო, გაბრიილ ყოვლად დიდებულო, საშინელისა საიდუმლოჲსა და მიუწთომელისა ჯერ-ჩინებისა ღი҃სა განმაცხადებელო, რამეთუ შენ მოსრულმან უმწუჱრუალესი გარდამოსლუა ღი҃სა ცხოვრებად, ჩუჱნდა გუახარე:
ჟამსა განკითხჳსასა განჳცდი, და ვხედავ სიმრავლესა ცოდუათა…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობელისა.
ჟამსა განკითხჳსასა განჳცდი, და ვხედავ სიმრავლესა ცოდუათა ჩემთასა, და რაჲმე მიუგო ანუ რაჲ ვჰყო, არა უწყი, ვაჲმე სირცხჳლისა მისთჳს მერმისა, ცრემლით გევედრები დედოფალო, განჰბანე წყლულებაჲ სულისა ჩემისა, რომელმან მარგალიტი წმიდაჲ ქე҃ ღი҃ გჳშევ, და მაცხოვნე უძღები ესე:
ვჰსცოდე შენდა მაცხოვარ, ვითარცა უძღებმან შჳლმან, შემიწყნარე…
სტიქარონსა ზედა, დასდებელნი. სინანულისანი, ჴმა ბ.
ვჰსცოდე შენდა მაცხოვარ, ვითარცა უძღებმან შჳლმან, შემიწყნარე მე მამაო მონანული ესე, და შემიწყალე მე ღო҃:
ვჰჴმობ შენდამი სახიერ მეზუჱრისა ჴმასა, მილხინე ვითარცა იგი მას, და შემიწყალე მე ღო҃:
რომელთა ქუჱყანისა საშუჱბელი, არა ინებეს, ღუაწლისა-მძლენი ზეცისა…
მოწამეთა.
რომელთა ქუჱყანისა საშუჱბელი, არა ინებეს, ღუაწლისა-მძლენი ზეცისა კეთილთა ღირს-იქმნნეს და ანგელოსთა თანა მოქალაქე-იქმნნეს, უ҃ო ოხითა მათითა შეგჳწყალენ და გუაცხოვნენ ჩუჱნ:
ბჭეო განუვლელო, საიდუმლოდ დაბეჭდულო, კურთხეულო ღი҃ს-მშობელო ქალწულო…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
ბჭეო განუვლელო, საიდუმლოდ დაბეჭდულო, კურთხეულო ღი҃ს-მშობელო ქალწულო, მიიღე ვედრებაჲ ჩუჱნი, და შესწირე ძისა მიმართ შენისა და ღი҃სა, რათა აცხოვნნეს შენ მიერ სულნი ჩუჱნნი:
ზეცისა ძალთა მიმსგავსებულნი, ქუჱყანასა ზედა ძლევისა გალობასა…
ორშაბათსა. გალობანი სამებისანი. ჴმა ბ.
ზეცისა ძალთა მიმსგავსებულნი, ქუჱყანასა ზედა ძლევისა გალობასა შევსწირავთ შენდა სახიერ, წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, შენ ღო҃ ჩუჱნო, ღი҃ს-მშობელისა მიერ შეგჳწყალენ ჩუჱნ:
დაუბადებელო ბუნებაო, რომელი ყოველთა შემოქმედი-ხარ, ბაგენი ჩემნი აღაჴუჱნ, რათა მიუთხრობდე ქებასა შენსა და ვიტყოდე, წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, შენ ღო҃ ჩუჱნო, ღი҃ს-მშობელისა მიერ შეგ҃ჳწყალენ ჩუჱნ:
ცხედრისაგან და ძილისა, აღმადგინე მე უ҃ო, გონება ჩემი განანათლე, და გული და ბაგენი ჩემნი აღაჴუჱნ ქებად შენდა წმიდაო სამებაო, წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, შენ ღო҃ ჩუჱნო, ღი҃ს-მშობელისა მიერ შეგჳწყალენ ჩუჱნ:
ვითარცა წყალნი ზღჳსანი აღდგეს ჩემ ზედა უსჯულოებანი…
ორ-შაბათსა ცისკრად, შემდგომად ა. სტიხოლოგიისა წარდგომანი სინანულისანი, ჴმა ბ.
ვითარცა წყალნი ზღჳსანი აღდგეს ჩემ ზედა უსჯულოებანი ჩემნი, და ვითარცა ნავი ღელუა-გუჱმული ეგრეთ ვიგუჱმები მრავალთაგან ცოდუათა, არამედ ნავთ-საყუდელად მყუდროდ მიმიძეღუ სინანულად, ქე҃ ღო҃ და შემიწყალე მე:
მე ვარ ხე იგი უნაყოფოჲ, რომელსა არა…
უ҃ო ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ მე და ნუცა რისხჳთა შენითა მჰსწავლი მე:
მე ვარ ხე იგი უნაყოფოჲ, რომელსა არა მაქუს ყოვლადუჱ ლმობიერებისა ნაყოფი, მოკუჱთისაგან მეშინის, და ცეცხლისა მისგან ვძრწი უშრეტისა, ამისთჳს გევედრები უწინარეს აღსრულებისა, და სასჯელად მიცემისა, მომაქციე მაცხოვარ და მაცხოვნე მე:
სახიერებისა წყარო-ხარ შენ, წყალობასა შენსა ღირს-მყუჱნ, ღი҃ს-მშობელო…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა
სახიერებისა წყარო-ხარ შენ, წყალობასა შენსა ღირს-მყუჱნ, ღი҃ს-მშობელო, მოხედენ ერსა შეცოდებულსა ყოვლად წმიდა, და აჩუჱნე მარადის ძლიერებაჲ შენი რამეთუ შენ გესავთ და გიხაროდენსა გიღაღადებთ, ვითარცა იგი ოდესმე, უჴორცოთა მთავარმან გაბრიელ გიღაღადა:
შემიწყალე მე თქუა დავით, ხოლო მე გიჴმობ…
შემდგომად ბ. სტიხლგიისა, წარდგომანი სინანულისანი, ჴმა ბ.
შემიწყალე მე თქუა დავით, ხოლო მე გიჴმობ შენ, შეგცოდე მაცხოვარ განჰსწმიდენ ცოდუანი ჩემნი სინანულითა, და შემიწყალე მე:
შემიწყალე მე ღო҃ შემიწყალე მეორისა ცოდჳსათჳს დავით…
მიწყალე მე უ҃ო, რამეთუ უძლურ ვარ, განმკურნე მე:
შემიწყალე მე ღო҃ შემიწყალე მეორისა ცოდჳსათჳს დავით გოდებდა, ხოლო მე ბევრეულთა ცოდუათათჳს შეგივრდები, იგი ცრემლითა სარეცელსა თჳსსა დაალტობდა, ხოლო მე ცუარიცა ერთი არა მაქუს, ამისთჳს განწირული ესე ვღაღადებ, შემიწყალე ღო҃ დიდითა წყალობითა შენითა:
შენ გადიდებთ ღი҃ს-მშობელო, და ვღაღადებთ გიხაროდენ, ნათლისა…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
შენ გადიდებთ ღი҃ს-მშობელო, და ვღაღადებთ გიხაროდენ, ნათლისა წარუვალისა ღრუბელო, რომელმან იტჳრთე წიაღითა უ҃ი დიდებისა:
უხორცოთა გუნდნი ყოვლად წმიდანი, გევედრებიან შენ ღთ҃სა…
შემდგომად გ. სტიხოლოგიისა, წარდგომანი, ჴმა ბ. მსგავსი. სახიერებისა წყარო ხარ.
უხორცოთა გუნდნი ყოვლად წმიდანი, გევედრებიან შენ ღთ҃სა სახიერსა, და მეუფესა რიდებად ჩუჱნდა ჟამსა შინა დასჯისასა, და ჰჴსნად ჩუჱნდა მწარისაგან ტანჯჳსა, ეშმაკთა სიბოროტისა, და ვნებათა სიბნელისა, და ყოვლისა პატიჟისა, რომელნი სიყუარულით მოვივლტით საფარუჱლისა, მომართ შენისა:
შენ რომელმან შემოსენ ცანი ღრუბლითა, შეგიმოსეს წმიდათა…
დიდება შენდა, ღო҃ ჩუჱნო, დიდება შენდა. მოწამეთა.
შენ რომელმან შემოსენ ცანი ღრუბლითა, შეგიმოსეს წმიდათა სოფელსა შინა, ვინაცა ტანჯუანი უსჯულოთანი მოითმინნეს, და საცთური კერპთა უჩინო-ჰყუჱს, მათითა მეოხებითა ჩუჱნცა განმათავისუფლენ უჩინოთა მტერთგან, მაცხოვარ და გუაცხოვნენ ჩუჱნ:
ვითარიმე უკუჱ დედაჲ იცნობა ქალწულად, ხოლო ვითარიმე…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
ვითარიმე უკუჱ დედაჲ იცნობა ქალწულად, ხოლო ვითარიმე ქალწული იცნობა დედად, ყოველნივე საიდუმლონი შენნი ყოვლად დიდებულ-არიან ღი҃ს-მშობელო, ამისთჳს შენ ყოველნი სარწმუნოებით გადიდებთ:
მომეც მე წჳმაჲ ცრემლთა ღი҃სა სიტყუაო
ორშაბათსა, კანონი სინანულისა. რომლისა კიდურ-წერილობაჲ.
მომეც მე წჳმაჲ ცრემლთა ღი҃სა სიტყუაო.
ზღჳსა ღელუათა, მძჳნუარეთა წიაღჰჴდეს, დაულტოლუჱლად, ისრაილნი პირუჱლად…
იოსებ. გალობა ა, ჴმა ბ. სძლისპირი
ზღჳსა ღელუათა, მძჳნუარეთა წიაღჰჴდეს, დაულტოლუჱლად, ისრაილნი პირუჱლად, ძლიერებითა, მარჯუჱნისა ღი҃სათა, და სიღრმეთა მათ, დაჰფარნეს მეგჳპტელნი, და საფლავ-ექმნნეს წყალნი, ბანაკსა მათსა:
რომელი ეგე იშევ ქალწულისაგან, და ვითარცა ჰსთქუ…
ტროპარნი
რომელი ეგე იშევ ქალწულისაგან, და ვითარცა ჰსთქუ, არა მართალთა მოხუჱდ, წოდებად ქე҃, არამედ ცოდჳლთათჳს, რათა აცხოვნნე, სინანულისა მიერ, ფრიად ცოდჳლი ესე მომაქციე მე:
მე ხოლო მხოლო, დავემონე ცოდუასა, და მე მხოლომან, განუხუჱნ კარნი მწარედ, ვნებათა მწყობრსა, მხოლოო სახიერო, მომაქციე და მაცხოვნე მოწყალებით, და ღირს-მყავ აღსრულებად მცნებათა შენთა:
საყდართა შენთა, თუალთ-შეუდგამთა ქე҃, წინაშე დგანან, გჳრგჳნითა…
მოწამეთა.
საყდართა შენთა, თუალთ-შეუდგამთა ქე҃, წინაშე დგანან, გჳრგჳნითა შემკულნი, წმიდანი შენნი რომელთა დასცნეს მტერნი, და წყობათა მათ, მათთა სიმჴნით მძლე-ექმნნეს, და უკუდავები-მ თა განმდიდრებულ-იქმნნეს:
სამარადისოდ, კურნებისა წყაროსა, აღმოგჳცენებენ, ახოვანნი მარტჳლნი, და ჴორცთა ჩუჱნთა, ვნებათა მდინარესა სულისა მიერ, წმიდისა განაჴმობენ, და სულთა უკეთურთა განიოტებენ:
რომელმან წყაროჲ, უვნებელობისა ჰშევ, მოწყლული ესე, ვნებათა…
ღი҃ს-მშობლისა.
რომელმან წყაროჲ, უვნებელობისა ჰშევ, მოწყლული ესე, ვნებათა ბოროტთაგან, განმკურნე სძალო, ღი҃უ-მიმადლებულო, და ცეცხლისა მისგან, საუკუნოსა მიჴსენ, რამეთუ შენ ხარ სასო და ძალი ჩემი:
უგალობ ქებასა გუნდსა, ანგელოსებითსა
სხუა. კანონი უჴორცოთა მიმართ. რომლისა კიდურ-წერილობაჲ.
უგალობ ქებასა გუნდსა, ანგელოსებითსა.
ნაკუჱრცხლად სამღთოდ, მოტყინარედ ცეცხლითა ღუთაებისათა, უჴორცოთა მჴედრობანი…
გალობა ა. ჴმა ბ. მოვედით ერნო.
ნაკუჱრცხლად სამღთოდ, მოტყინარედ ცეცხლითა ღუთაებისათა, უჴორცოთა მჴედრობანი, გამოაჩინენ ქე҃ ღო҃ მგალობლად შენდა, ძლევისა გალობითა, რამეთუ დიდებულ-ხარ:
ძალი უხრწნელი, და დიდებაჲ უკუდავი, მოუგიეს შენ მიერ მონიჭებული, ანგელოსთა კრებულსა ქე҃ და გიგალობენ, ძლევისა გალობითა, რამეთუ დიდებულ-ხარ:
ბუნებითისა, შუჱნიერებისა სახედ და იგავად ნათლის-ფერად და ბრწყინუალედ, იხილნუჱს ანგელოსნი, ქე҃ს მეუფისანი, და უხილავი სიწმიდჱ, ხილულისაგან ცხად-ჰყუეს:
ძალნი ცათანი, შენგან უაღრეს ბუნებათა შობილსა, ადიდებენ…
ღი҃ს-მშობლისა.
ძალნი ცათანი, შენგან უაღრეს ბუნებათა შობილსა, ადიდებენ ღი҃ს-მშობელო, რამეთუ დამბადებელი, მათი ჰშევ რომელსა, ძლევისა გალობითა, ჩუჱნ ყოველნი უგალობთ:
განჴსნილნი ძუჱლთა, კრულებათა ჩუჱნთაგან, და ჴსნილნი მჴეცთა…
გალობა გ. სძლისპირი.
განჴსნილნი ძუჱლთა, კრულებათა ჩუჱნთაგან, და ჴსნილნი მჴეცთა შუა-მძჳნუარეთაგან, მხიარულებით აღებითა პირთათა სიტყუასა ღთ҃სა, სიტყჳთა ჴმიანითა სარწმუნოებით, და ქებით ვადიდებდეთ:
რომელი იშევ საშოსაგან წმიდისა, ქე҃ მაცხოვარ, სული…
ტროპარნი.
რომელი იშევ საშოსაგან წმიდისა, ქე҃ მაცხოვარ, სული ჩემი განხრწნილი, ვნებათაგან, სინანულისა მიერ განახლებულჰყავ, და აღასვე ნათლითა წარუვალითა, კეთილთა საქმეთათა:
ვერჩდი ზრახუასა მტერისა ჩემისასა, და აღჳვსე მე ყოვლითა ცოდჳთა, და განგამწარე, უგუნურმან წარმდებად ტკბილი უ҃ი, კაცთ-მოყვარე სულგრძელი და სახიერი, ნუ მომიძაგებ ქე҃:
ქე҃ს ჯუარითა აღჭურჳლთა მარტჳლთა, და უძლეველთა მჴედართა…
მოწამეთა.
ქე҃ს ჯუარითა აღჭურჳლთა მარტჳლთა, და უძლეველთა მჴედართა მოწამეთა, ვითარცა კლდეთა და გოდოლთა მტკიცეთა დაურღუჱველთა, და სცნეს ძნელოვანნი საცთურისანი, და დააკუჱთნეს ბომონნი:
ძალმან სამღთომან, უძლურებასა, თქუჱნსა, სამღთო შეჰმოსა ძლიერებაჲ მარტჳლნო, და განგამტკიცნა, და სრულიად წარჰსწყმიდეთ ძალი მჴდომისა, და დასცენით ბანაკნი მისნი ბოროტნი, გჳთხოვეთ ჩუჱნ წყალობაჲ:
სასაკმევლეო, ოქროჲსა წმიდისაო, სუნნელებაო, სოფლისაო მარიამ, ვნებათა…
ღი҃ს-მშობლისა.
სასაკმევლეო, ოქროჲსა წმიდისაო, სუნნელებაო, სოფლისაო მარიამ, ვნებათა ჩემთა, სიმყრალჱ განიოტე და შერყეული, ბრძოლითა მტერისათა დამტკიცებულ-მყავ, ქე҃ს მცნებათა ზედა:
მშჳლდი ძლიერთა შემუსრე ძალითა შენითა უ҃ო, და…
სხუა. სძლისპირი.
მშჳლდი ძლიერთა შემუსრე ძალითა შენითა უ҃ო, და უძლურთა ძალითა ექმენ, სიმტკიცედ და ძალად ქე҃, და დამცემელ ძალთა, წინა-აღმდგომთა:
ღთ҃მან ბუნებით უკუდავმან დაბადნა არა რასაგან, მჴედრობანი ანგელოსთანი, და მადლითა მით მისითა, უკუდავ-ჰყუნა იგინი სახიერებით:
აწ მდგომარე-ხართ ნათელსა წინაშე ღი҃სასა და ხედავთ, მარადის პირსა მისსა ტკბილსა, ევედრენით მას ცხოვრებად, ჩუჱნთჳს ანგელოსთა, დასნო წმიდანო:
ჟამიერ-იქმნა შენგან მიმადლებულო შემოქმედი, ჟამთა და მეუფჱ…
ღი҃ს-მშობლისანი.
ჟამიერ-იქმნა შენგან მიმადლებულო შემოქმედი, ჟამთა და მეუფჱ ყოველთა, და ეგო უცუალებელად, ღუთაებასა თჳსსა, ჵ ღი҃ს-მშობელო:
საქმენი შენნი ვითარცა განიცადნა, ღაღადჰყო ჴმითა წინასწარ-მეტყუელმან…
გალობა დ. სძლისპირი.
საქმენი შენნი ვითარცა განიცადნა, ღაღადჰყო ჴმითა წინასწარ-მეტყუელმან, დღეს მესმა მე სმენაჲ კაცთა განახლებისა, და დამიკჳრდა შენი, სამდაბლით მოსლუაჲ, რათა შეჰმუსრო ძლიერებაჲ მჴდომისა:
უყესა შინა ცოდუათასა დავეფალ, და სიკეთჱ იგი ზეგარდამოჲ წარვჰსწყმიდე, და ტანჯუათაგან, მეშინის მე ამისთჳს გევედრები სახიერ, სინანულისა, ბრწყინუალებითა შეამუჱ სული ჩემი:
ზრახუათა მიერ ბოროტთა უკეთურმან, განმიპარა მე შენგან დამბადებელო, და საზრდელ თჳსსა, მყო მე საწყალობელი მიჴსენ კბილთაგან მისთა, ყოვლად ძლიერო, და სინანულისა მიერ შემიტკბე:
მექმნენ მე ჟამნი ცხოვრებისა ჩემისანი, სავაჭრო წარწყმედისა უბადრუკსა ამას, არამედ მსგავსად, მეძჳსა მის რომელი, ერთსა წამსა აცხოვნე, მაცხოვნე მეცა, სინანულითა მხოლოო კაცთ-ოყუარე:
უსჯლოებისა წინა-მრღუარი მაცთური, ქე҃ს მარტჳლთა აიძულებდა გებად…
მოწამეთა.
უსჯლოებისა წინა-მრღუარი მაცთური, ქე҃ს მარტჳლთა აიძულებდა გებად, კერპთა უჴმოთა, და ძეგლთა უსულოთა არამედ განქიქნა სიცბილი მისი, რამეთუ ღუთად იცნეს მათ წმიდა სამება:
ერთ-არსებასა ერთ-ბუნებად ჰმონებდით, და სამ-გუამოვნებით, და ერთ-ღუთაებით…
ღი҃ს-მშობლისა.
ერთ-არსებასა ერთ-ბუნებად ჰმონებდით, და სამ-გუამოვნებით, და ერთ-ღუთაებით აღიარებდით, ყოველთა შემოქმედად ხოლო დაბადებულთა, არა ჰმსახურეთ ვინაცა ურიცხუნი ტანჯუანი თავს-ისხენით:
წმიდათა მათ, სისხლთა შენთაგან განჰკაცნა, და კაცთა შეერთო ღი҃ მხოლოჲ სძალო, და მონანულნი ცოდჳთა განკაფულნი მოიზიდნა ცხოვრებად, და ვედრებითა შენითა მარადის მოწალე-ექმნების:
მეოხად ჩუჱნდა მოვავლენთ, უჴორცოთა დასსა რომელთა მიერ…
სხუა. სძლისპირი. მესმა უ҃ო.
მეოხად ჩუჱნდა მოვავლენთ, უჴორცოთა დასსა რომელთა მიერ, გუაცხოვნენ მჴსნელო და ცოდუათაგან გჳჴსნენ:
გონებანი იგი სამღთონი, ზესთა ბუნებისა ხილუათა მიერ, ღი҃სა მიერ განათლდებიან მარადის:
ზეცისა წესთა ბანაკნი, სამღთოთა სულითა განშუჱნებულნი, უქცეველად დაიცუჱბიან მარადის:
ისაია გქადაგებდა, დედად ღი҃სად მიმადლებულო უსძლოო, და…
ღი҃ს-მშობლისა.
ისაია გქადაგებდა, დედად ღი҃სად მიმადლებულო უსძლოო, და ქალწულადუჱ წმიდად დადგრომილად:
განჳბანენით, ჴორცითა სულთათანა, მწიკულისა მისგან საცთურთა მტერისათა…
გალობა ე. სძლის-პირი.
განჳბანენით, ჴორცითა სულთათანა, მწიკულისა მისგან საცთურთა მტერისათა, და წარუჱმართენით ჩუჱნ მცნებათა გზასა, რომელი მიმიყუანებს ჩუჱნ ცხოვრებასა მას, განწმედილთასა ჩინებულთა ღი҃სათა:
რომელმან თუალნი ბრმათანი აღუხილუჱნ, სული ჩემი დაბნელებული…
ტროპარნი
რომელმან თუალნი ბრმათანი აღუხილუჱნ, სული ჩემი დაბნელებული განანათლე, და მღჳძარებისა ძლიერებაჲ შეჰმოსე, და საქმედ კეთილისა აღჭურე იგი, და ძილი მცონარებისა განაშორე:
განჰკურნე ქე҃, ცოდჳსა შუათაგან, მწარედ მოწყლული გლახაკი სული ჩემი, რომელმან ეგე ჴელთა ავაზაკთასა, შთავრდომილი იგი განჰკურნე მოწყალებით, და მიღუაწე მსგავსად მისსა განწირული:
მარტჳლთა გუნდმან, ღი҃უ-განათლებულმან მან, გუნდი უსჯულოთა სირცხჳლეულ-ჰყო…
მოწამეთა:
მარტჳლთა გუნდმან, ღი҃უ-განათლებულმან მან, გუნდი უსჯულოთა სირცხჳლეულ-ჰყო, მრავალ-ფერთა ტკივილითა მოთმინებითა, ხოლო აწ ანგელოსთა კრებულსა თანა, წინაშე საყდართა ქე҃სთა იხარებენ:
ბრწყინუაქლებასა, მას მოთმინებათასა, მიფენითა კიდეთა ქუჱყანისათა, ვარსკულავად მრავალ-მნათობად გამოსჩნდით თქუჱნ ჵ განათლებულნო ქე҃ს მოწამენო, და განანათლებთ სულსა მორწმუნეთასა:
ახლად ყრმად გჳშევ, ჩუჱნ სიტყუაჲ შემოქმედი, და ძე მხოლო თანა-მოსაყდრჱ მამისა, ორითა ნებითა და საქმითა სძალო, ვითარცა ღი҃ და კაცი ჭეშმარიტი, მისა მიმართ მეოხ-გუჱყავ უბიწოო:
ყოვლად დიდებულითა, ბრწყინუალებითა ღთ҃-მთავრობისათა ჰბრწყინუჱნ, ხერუვიმ სერაფიმნი…
სხუა. სძლისპირი. მზე სიმართლისა.
ყოვლად დიდებულითა, ბრწყინუალებითა ღთ҃-მთავრობისათა ჰბრწყინუჱნ, ხერუვიმ სერაფიმნი საყდართა თანა წმიდათა აღმატებულთა, და მსგავსად ღი҃სა შემდგომთა განანათლებენ:
ვითარცა მომცემელმან, ყოველთა ნათელთამან სიტყუაო ღი҃საო, სარკედ ნათლისა შემწყნარებელად, მადლობით შენისა ბრწყინუალებისა, უჴორცოთა ძალნი დაჰბადენ გამოუთქმელად:
სახიერებაჲ და მჴსნელი, მწუხარებასა მას პირუჱლთა მამათასა…
ღი҃ს-მშობლისა.
სახიერებაჲ და მჴსნელი, მწუხარებასა მას პირუჱლთა მამათასა, მთავარ-ანგელოსმან გაბრიილ მოგართუა შენ უბიწო სძალო ღი҃საო, და გეტყოდა გიხაროდენ უ҃ი შენ თანა:
წინასწარ-მეტუჱლმან მან, მუცლისა სიმჴურუალე, ზღჳსა მჴეცისა, სამ-დღე…
გალობა ვ. სძლისპირი.
წინასწარ-მეტუჱლმან მან, მუცლისა სიმჴურუალე, ზღჳსა მჴეცისა, სამ-დღე თავს-იდუა, და მოასწავა, მეორედ შობაჲ კაცთა, ჴსნისათჳს ყოფადისა, მუცლისა მისგან, ვეშაპისა მის რომელი მოკლა მჴსნელმან:
განრღუჱულ-ვიქმენ მწარედ, ზაკჳთა მტერისათა, და დაცემულვარ, ცხედარსა…
ტროპარნი.
განრღუჱულ-ვიქმენ მწარედ, ზაკჳთა მტერისათა, და დაცემულვარ, ცხედარსა ზედა სასო-წარკუჱთილებისასა უბადრუკი, რომელმან განრღუჱულნი სიტყჳთ განჰკურნენ, განმკურნე ქე҃ მეცა და აღმადგინე:
ღელუათა ცოდჳსათა, და ქართა მტერისათა, შემაშფოთებელთა, შთამთქეს უწყალოდ და ღელუა-გუჱმული ესე და განწირული, გიღაღადებ მაცხოვნე, ვითარცა პეტრჱ, და მიჴსენ განხრწნისაგან ჵ კაცთ-მოყუარე:
სჯულთა ბუნებისათა, ზესთა ექმნენით მჴნენო, და ბუნებისა…
მოწამეთა.
სჯულთა ბუნებისათა, ზესთა ექმნენით მჴნენო, და ბუნებისა, უზესთაესნი ღუაწლნი მოითმინენით ქე҃ს მჴედარნო, ამისთჳსცა კეთილთა, უზესთაესთა, ბუნებისათა ღირს-იქმნენით მიმთხუჱვად:
ვითარცა რა კეთილნი, ვითარცა შუჱნიერნი, და საწადელნი, შუჱნიერისა და ყოველთა წმიდა მყოფელისა ღი҃სა, შეიწირენით ღირსნო, ქე҃ს მარტჳლნო, მისგან გჳთხოვეთ ჩუჱნ დიდი წყალობაჲ:
ყოველთავე ტომთაგან გამოგირჩია ღთ҃მან, შუჱნიერებაჲ, იაკობისი და…
ღი҃ს-მშობლისა.
ყოველთავე ტომთაგან გამოგირჩია ღთ҃მან, შუჱნიერებაჲ, იაკობისი და შეგიყუარა შენ ყოვლად უბიწოო, და შენგან აღმობრწყინდა, დამბადებელი, ქალწულო და განანათლნა დაბადებულნი:
ღი҃სა მიმართ, ვღაღადებთ მწუხარებით ყოველნი, ვითარცა იგი…
სხუა. სძლისპირი.
ღი҃სა მიმართ, ვღაღადებთ მწუხარებით ყოველნი, ვითარცა იგი, იონაჲ წინასწა-მეტყუჱლი, აღმომიყუანენ ღელუათაგან განმხრწნელთა, მხოლოო სახიერო გევედრებით:
დიდებისა, და ბრწყინუალებისა შენისა ქე҃, სამკჳდრებელნი, ნათლისა…
ტროპარნი.
დიდებისა, და ბრწყინუალებისა შენისა ქე҃, სამკჳდრებელნი, ნათლისა შენისა ელჳთა, ნათლად ელუარედ, ჰგიან სამარდისოდ, ძალნი ზეცისანი ყოვლად წმიდანი:
სერაფიმნი, განმჴნობილნი ძალითა სულისათა, ჰჴმობენ ჴმა-მაღლად, სამ-წმიდასა გალობასა, და გუასწავებენ, სამებისა წმიდისა, ერთსა ბუნებასა სამ-გუამოვანსა:
ვითარ იგი, ეფუცა უ҃ი პირუჱლ დავითს ჭეშმარიტებით…
ღი҃ს-მშობლისა.
ვითარ იგი, ეფუცა უ҃ი პირუჱლ დავითს ჭეშმარიტებით, სრულჰყო სძალო რამეთუ იშუა, ცათა მეუფჱ საშოჲსა შენისაგან, და აცხოვნა მან ნათესავი კაცთა:
რომელმან პირუჱლ, ალი საჴუმილისა მის, მძაფრი დაშრიტა…
გალობა ზ. სძლისპირი.
რომელმან პირუჱლ, ალი საჴუმილისა მის, მძაფრი დაშრიტა, და ღირსნი ყრმანი იჴსნნა, აქა დღეს საშოჲ, ქალწულისა დაიცუა შობასა მისსა, შეუწუჱლად რომელსა უღაღადებთ ჩუჱნ, ღო҃ შენ კურთხეულ-ხარ:
გულარძნილებითა, გულისა ჩემისათა, და ეშმაკთა ბრძოლითა წიაღთა…
ტროპარნი.
გულარძნილებითა, გულისა ჩემისათა, და ეშმაკთა ბრძოლითა წიაღთა შენთა, განუჱშორე მე მსგავსად უძღებისა მის, და ყოვლითავე, სირცხჳლითა აღჳვსე, ნუ მომიძაგებ, ქე҃ ცოდჳლსა ამას:
დაქცევისაგან, იჴსნენ შენ ნინეველნი ოდესმე შეინანეს რა ქე҃ ღო҃, კაცთ-მოყუარეო, ეგრთუჱ სული ჩემი, შეგინებული ურიცხუთა ცოდუათაგან, და მოქცეული, იჴსენ სატანჯუჱლთაგან:
იწყლა ბოროტად, მომწყლუჱლი ჴორცთა თქუჱნთა, ქე҃ს მჴედარნო…
მოწამეთა.
იწყლა ბოროტად, მომწყლუჱლი ჴორცთა თქუჱნთა, ქე҃ს მჴედარნო, და ეგო უკურნებელად, ხოლო წყლულთა მათ, თქუჱნთაგან წყლულებანი, უკურნებელნი ქე҃ს მორწმუნეთანი, განიკურნნეს და ეშმაკნი განიჴადნეს:
არცა მჴეცთაგან, არცა სატანჯუჱლთა, არცა ცეცხლისა, და არცა მახჳლისა, არცა ნასხამთა, და მჴსნელთა ორღანოთა, და განმტჳნუჱლთა, შეჰსძრწუნდით მოწამენო, არამედ სიმჴნით, ყოველთა ერეოდეთ:
უნივთოსა მის, ნათლისა სამკჳდრებელ, იქმნა სახჱ შენი…
ღი҃ს-მშობლისა.
უნივთოსა მის, ნათლისა სამკჳდრებელ, იქმნა სახჱ შენი ღი҃სა დედაო, რომელმან იგი, ღი҃ს-მეცნიერებისა ბრწყინუალებითა, უღმრთოებისა ბნელი, სოფლით განჰხადა, და მოგუცა სინანული:
დიდებულსა საყდარსა, შენსა გარემოს დგანან, ანგელოსთა კრებულნი…
სხუა. სძლისპირი. რომელი დაემკჳდრე.
დიდებულსა საყდარსა, შენსა გარემოს დგანან, ანგელოსთა კრებულნი, და დაუცხრომელად ჰჴმობენ, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:
ვითარცა გიჴილეს შენ, ზეცად ამაღლებული, ანგელოსთა კრებულმან, ჴორცითა აღახუჱნით, ბჭენი ჰჴმობდეს ჴმა-ტკბილად, მამათა ჩუჱნთა ღო҃:
წინასწარ-მეტყუჱლთა, და სჯულისა თავად სძალო, გქადაგა შენ…
ღი҃ს.
წინასწარ-მეტყუჱლთა, და სჯულისა თავად სძალო, გქადაგა შენ, გაბრიილ და ჰჴმობდა, შენგან იშუჱს სიტყუაჲ ღი҃სა ქალწულო:
დაბადებულნი გამოსჩნდეს, თავის-უფლად, და ძედ ნათლისად იწოდნეს…
გალობა ჱ. სძლისპირი.
დაბადებულნი გამოსჩნდეს, თავის-უფლად, და ძედ ნათლისად იწოდნეს განწირულნი, და მიზეზი იგი ბნელისა მგლოვარე არს, და ჭეშმარიტად, აღყუავილნა მიზეზი წარმართთა ჴსნისა, სასოწაკუჱთილნი დღეს:
სივერაგითა, მტერისათა დავეცი, და ჰშთავვარდი მახეთა მისთა…
ტროპარნი.
სივერაგითა, მტერისათა დავეცი, და ჰშთავვარდი მახეთა მისთა და დავემონე, და წარწყმედისა ჩემისათჳს იქადის, არამედ მიჴსენ, მიმძლავრებულთა გამომჴსნელო სახიერ, რათა გაკურთხევდე შენ:
განუჴსნელთაგან, საკრუჱლთა ვნებათასა, შეკრული ესე განმჴსენ რომელმან განჰხსნენ, საუკუნითგან, შეკრულთა განუჴსნელნი, კრულებანი და ღირს-მყავ სრბად გზათა ცხოვრებისათა ქე҃, რათა გაკურთხევდე შენ:
მომპოვნებელნი, ყოველთა ბოროტთანი ბეჭთა სულისა ჩემისათა შეჰმუსრუჱნ…
მოწამეთა.
მომპოვნებელნი, ყოველთა ბოროტთანი ბეჭთა სულისა ჩემისათა შეჰმუსრუჱნ, ქე҃ს ვნებათა, ზიარნო მოწამენო, და მობაძავნო, ჯუარცმისა მისისანო მიჰჴსენით მათგან ახოვანნო მარტჳლნო:
კერპთა მაცთურთა, არა მოუდრიკენით, ღი҃ს-მსახურებით აღზრდილნი მუჴლნი თქუჱნნი, და მსგავსად ყრმათა საჴუმილსა შეთხეულნი, შეიცურიენით, მოწამენო და არა განილიენით და აკურთხევდით ღთ҃სა:
მრავალთა მათგან, ბრძოლთა მტერისათა, ცოდჳლი სული ჩემი…
ღი҃ს-მშობლისა.
მრავალთა მათგან, ბრძოლთა მტერისათა, ცოდჳლი სული ჩემი და დაღონებული, მეოხებითა შენითა ძლიერითა, ღი҃სა დედაო, განჰკურნე, აღადგინე და ლმობიერ-ჰყავ, რათა გაკურთხევდე შენ:
ხატსა ოქროჲსასა პირუჱლ, არა უგეს სამთა ყრმათა…
სხუა. სძლისპირი.
ხატსა ოქროჲსასა პირუჱლ, არა უგეს სამთა ყრმათა უბიწოთა, ამისთჳს ღირს-იქმნნეს ხილუად ხატსა ღი҃სასა, საჴუმილსა შინა და უგალობდეს, ყოველნი არსნი აკურთხევდით უ҃სა:
ხატად პირ-მეტყუჱლად ბრწყინუალედ, სახიერებისა შენისა დაჰბადენ, ანგელოსნი ქე҃ ღო҃ და აღმასრულებელად, მცნებათა შენთა და თანა შემწედ, მორწმუნეთა მადიდებელთა შენთა:
ზეცისა მოქალაქობა, შეამკუჱ ქე҃ ღო҃ სათნოებითა, ანგელოსთა ღთ҃-მთავრობისათა და განაბრწყინუჱნ, და დაუცხრომელად გიგალობენ, და აღგამაღლებენ შენ უკუნისამდე:
რომელსა აღამაღლებენ, ხერუვიმ სერაფიმნი ქე҃სა ღთ҃სა, მიქაელ და გაბრიილ ყოველთა დასთა თანა, გალობით აკურთხევენ მარადის, და ღი҃ს-მეტყუჱლებენ ღი҃უ-შუჱნიერად:
ჭეშმარიტად და სამართლად, ყოვლისავე სიბრძნით დამბადებელმან, შეგიყუარა…
ღი҃ს-მშობლისა.
ჭეშმარიტად და სამართლად, ყოვლისავე სიბრძნით დამბადებელმან, შეგიყუარა ყოვლად დიდებულო ღი҃ს-მშობელო, ვითარცა საუნჱ ნათლისა, და იშუა შენგან ღი҃ და კაცი სრული:
უზესთაეს-არს ბუნებასა კაცთასა, სძალო წმიდაო და დედაო…
გალობა თ. სძლისპირი
უზესთაეს-არს ბუნებასა კაცთასა, სძალო წმიდაო და დედაო უსძლოო, დიდება შენი და ქება ჯერისა-ებრ, ხოლო ჩუჱნ წადიერნი არა დავდუმნეთ, მსგავსად ძალისა ჩუჱნისა ქებად შენდა:
აჰა ესე არს ჟამი მოღუაწებისა, რასათჳს გძინავს…
ტროპარნი.
აჰა ესე არს ჟამი მოღუაწებისა, რასათჳს გძინავს უდებო სულო ჩემო, აღდეგ შეამკუჱ, ლამპარი შენი ცრემლთა, ნაკადულითა რათა შეჴჳდე ქე҃ს, თანა სასძლოსა სიძისა უკუდავისასა:
ჵ რაბამ დიდარს, და საზარელ საყდარი, შენი უ҃ო, და გამომაცხადებელი, შიშულად ყოველთა, დაფარულთა საქმეთა, ჵ ვითარ ძნელ-არს განჩინება ცოდჳლთა, მომეც მოქცევაჲ, ღო҃ და ნუ დამჰსჯი მე:
ტარიგისა და მწყემსისა ქე҃ს ღი҃სა, ყოვლად წმიდითა…
მოწამეთა:
ტარიგისა და მწყემსისა ქე҃ს ღი҃სა, ყოვლად წმიდითა, სისხლითა აღიბეჭდნეს, ღუაწლისა-მძლენი, წმიდანი მოწამენი, და მსგავსად კრავთა უმანკოთა შეიწირნეს, და ეკკლესიაჲ პირმშოთა განაბრწყინუჱს:
უნათლეს მზისა, განჰბრწყინდით ღუაწლთა მიერ, და მორწმუნეთა კრებულსა განანათლებთ, და ყოველსავე, სიბნელესა განჰსდევნით, ჵ ახოვანნო, მოწამენო ამისთჳს, სარწმუნოებით, გნატრით და გადიდებთ თქუჱნ:
შემიწყალე მე, შემიწყალე უ҃ო, და ნუ დამჰსჯი…
ღი҃ს-მშობლისა.
შემიწყალე მე, შემიწყალე უ҃ო, და ნუ დამჰსჯი მე, რაჟამს განმიკითხჳდე, ნუცა რისცჳთა, შენითა მამხილებ მე, მეოხებითა მშობელისა შენისათა, და ანგელოსთა, და ღირსთა მართტჳლთათა:
რომელმან მუცელსა დაიტიე, ღი҃ დაუტევნელი, და უშევ…
სხუა. სძლისპირი.
რომელმან მუცელსა დაიტიე, ღი҃ დაუტევნელი, და უშევ სოფელსა სიხარული, შენ გადიდებთ ღი҃ს-მშობელო ქალწულო:
ნათლით-შემოსილნი ეჩუჱნნეს, მოციქულთა უ҃ო, ანგელოსნი და აუწყეს მათ მეორედ, მოსლუაჲ შენი ზეცით საშინელებით:
ყოველი ბუნებაჲ პირ-მერტყუჱლი, ნათლისაგან შენისა, მეორედ ნათლად გამოაჩინე, მოწყალებით ქე҃ და განაშუჱნე:
განიცადა განათლებული, სიწმიდჱ შენი სძალო, გაბრიილ და…
ღი҃ს-მშობლისა.
განიცადა განათლებული, სიწმიდჱ შენი სძალო, გაბრიილ და განკჳრუჱბით ჴმა-ჰყო, გიხაროდენ მშობელო მაღლისაო:
ქმნილთა მათ ჩემ მიერ ბოროტთა გულის-ჴმა-ვჰყოფ, და…
აღჳვსენითსა ზედა, დასდებელნი, სინანულისანი, ჴმა ბ.
ქმნილთა მათ ჩემ მიერ ბოროტთა გულის-ჴმა-ვჰყოფ, და წყალობათა შენთა მომართ მოვივლტი მბაძუჱლ-ქმნილი მეზუჱრისა, და მეძჳსა მეცრემლოვისა, და უძღებისა ძისა, ამისთჳს შეგივრდები შენ მოწყალეო, პირუჱლ ვიდრე მსაჯო მე, მრიდე ღო҃ და შემიწყალე:
უსჯულოებანი ჩემნი უგულებელს-ჰყუჱნ უ҃ო, რომელი იშევ ქალწულისაგან, და გული ჩემი განსწმიდე, და ჰყავ იგი ტაძრად სულისა შენისა წმიდისა, და ნუ განმაგდებ მე პირისაგან, რომელსა გაქუს აურაცხელი დიდი-წყალობაჲ:
ქე҃სთჳს ივნეთ ვიდრე სიკუდიდმდე, ჵ ღუაწლით-შემოსილნო მარტჳლნო…
მოწამეთა.
ქე҃სთჳს ივნეთ ვიდრე სიკუდიდმდე, ჵ ღუაწლით-შემოსილნო მარტჳლნო, და სულნი თქუჱნნი არიან ცათა შინა ჴელთა ღი҃სათა, ხოლო ნაწილნი თქუჱნნი პატივს-იცემებიან, ყოველსა შინა სოფელსა, და მღუდელნი და მეფენი თაყუანის-ცემენ, და ყოველი ერი სიხარულით ვღაღადებთ, პატიოსან-არს წინაშე უ҃ისა, სიკუდილი წმიდათა მისთა:
ვითარცა ზეთის-ხილმან ნაყოფიერმან ქალწულო, აღმოაცენე შენ ნაყოფი…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
ვითარცა ზეთის-ხილმან ნაყოფიერმან ქალწულო, აღმოაცენე შენ ნაყოფი, ცხოვრებისა, ნაყოფიერი მშჳდობა დიდი, და მდიდარი წყალობა:
ჴმასა მას ავაზაკისასა, შევჰსწირავთ შენდა და გევედრებით…
ორშაბათსა, მომიჴსენენი, ჴმა ბ.
ჴმასა მას ავაზაკისასა, შევჰსწირავთ შენდა და გევედრებით მომიჴსენენ ჩუჱნ უ҃ო, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენითა:
სიმრავლე ურიცხუთა ცოდუათა ჩემთა, უგულებელს-ჰყავ კაცთ-მოყუარე, და ღირს-მჰყავ მე მრავალ-მოწყალე, ზეცისა სამღთოსა მის ბრწყინუალებისა:
ყოველნი მჴედრობანი ცათანი, შიშით გმსახურებენ ძლიერო, ღო҃ რომელთა მეოხებითა, გუაცხოვნენ ჩუჱნ ვითარცა კაცთ-მოყუარე-ხარ:
მეოხებითა მოწამეთა შენთათა იესო ყოვლად სახიერო, მოწყალე-ექმენ…
მოწამეთა.
მეოხებითა მოწამეთა შენთათა იესო ყოვლად სახიერო, მოწყალე-ექმენ მონათა მომართ შენთა, ჟამსა შინა განჰსჯისასა:
მამასა მხოლოსა ვადიდებდეთ, და ძესა მხოლოსა თაყუანის-ვჰსცემდეთ…
დიდება.
მამასა მხოლოსა ვადიდებდეთ, და ძესა მხოლოსა თაყუანის-ვჰსცემდეთ, და სულსა მხოლოსა ყოველნი, ერთბამად მადლობით და შიშით უგალობდეთ:
ნაყოფმან მუცლისა შენისამან, ნაყოფისა მიერ დაცემულნი, მოქალაქედ…
აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
ნაყოფმან მუცლისა შენისამან, ნაყოფისა მიერ დაცემულნი, მოქალაქედ სამოთხისა კუალად გამოაჩინა ქალწულო:
აღმოჰჴდა შენგან მზე ბრწყინუალე რომელი წინა საუკუნეთა…
სერობისად გალობანი, წმიდისა ღი҃ს-მშობელისანი. გალობა ა. ჴმა ბ. სძლისპირი. ღელუათა დაან.
აღმოჰჴდა შენგან მზე ბრწყინუალე რომელი წინა საუკუნეთა, იშუა მამისაგან ნათლისა, ღი҃ს-მშობელო ქალწულო, და ღი҃ს-მსახურებისა ბრწყინუალებითა, განანათლნა კაცნი, ჴორცთა ბუნებითა, გარე-შეცულმან:
ხისაგან ცნობადისა მომწყდარნი, ძელისა მისგან ცხოვრებისა,, რომელი იგი შენგან აღმოსცენდა, უზესთაეს ცნობათა, განვცხოველდით და ვცხოვნდით ღი҃სა დედაო, რომელსა ევედრე, ცხოვრებისათჳს სულთა ჩუჱნთასა:
ცად პირ-მეტყუჱლად გამოსჩნდი სძალო, იტჳრთე რა შემოქმედი, ცათა და ქუჱყანისა ზესთა ცნობისა, და შემდგომად შობისა, ქალწულადუჱ წმიდად და უბიწოდ დაადგერ, რომლისა ვედრებად ნუ დასცხრები ჴსნად სულთა ჩუჱნთათჳს:
სწორება ღი҃სა მაოცნა მტერმან, და დამბადებელისაგან განმაშორა, და ტყუჱ-მყო ყოვლად ბოროტმან, ხოლო შენგან შობითა, აღმოვიწოდე და ღთ҃-ვიქმენ ჭეშმარიტად, რამეთუ შენ მიერ იშუა ქალწულო განმამღთობელი ჩემი:
პატივ-ვჰსცემდეთ უბიწოსა დედასა და ქალწულსა, რომელმან გჳშუა…
გალობა გ. სძლისპირი. აღყუავილნა შროშ.
პატივ-ვჰსცემდეთ უბიწოსა დედასა და ქალწულსა, რომელმან გჳშუა ცხოვრება, და განმაცხოველებელი სოფლისა, და იჴსნის სულთა ჩუჱნთა, ვედრებითა თჳსითა:
აღმობრწყინდი, შორის ეკალთა ვითარცა შროშანი წმიდა, ღი҃სა დედაო ქალწულო, და ქალწულებისა სუნნელებითა, სუნნელჰყუჱნ ცისკიდენი, და აღავსენ ნათლითა:
დააყუდე აღტეხა ვნებათა ჩემთა დედოფალო, და წარმართენ ცხოვრებისა ჩემისა ალაგნი და საქმენი, რომელმან ჰშევ უ҃ი, დამბადებელი ჩემი:
ყოველივე, განმანათლებელი და დაუსაბამო, მამისა თანა მფლობელი, გჳშევ ჴორცითა უბიწოო, ამისთჳსცა ღი҃ს-მშობლად, აღგიარებთ შენ:
განჰკურნებად, პირუჱლსა მას გარდასლუასა ევასსა, დაემკჳდრა უ҃ი…
გალობა დ. სძლისპირი. მოხუჱდ ჩუჱნდა ქალწული.
განჰკურნებად, პირუჱლსა მას გარდასლუასა ევასსა, დაემკჳდრა უ҃ი შენ შორის, და შემიმოსა მე, ქალწულო უბიწოო, და აღმადგინა დაცემული და განმაახლა:
სიკუდილისა, ნაყოფითა მომაკუდინა მე ევა, ხოლო შენ ღი҃ს-მშობელო, არსებითისა ცხოვრებისა, შობითა აღმადგინე, ამისთჳს გიღაღადებ დიდება ძალსა შენსა:
შემოქმედი, დაბადებულთა განკაცნა შენ მიერ, და მაცხოვნა წყალობით, ყოვლითურთ განხრწნილი ესე, ღი҃სა დედაო უსძლოო, ამისთჳს ღი҃ს-მშობლად აღგიარებთ შენ:
ბუნებითი, ცხოვრება ჰშევ ღი҃ს-მშობელო ქალწულო რომელმან წყალობათა, თჳსთა ურიცხუთა სიმაღლითა ადამიანნი იჴსნნა, და ხატი თჳსი განხრწნილი განაახლა:
ერთი გუამი ორითა ბუნებითა, გჳშევ გამოუთქმელად კურთხეულო…
გალობა ე. სძლისპირი. შენ მნათობთა ნათლი.
ერთი გუამი ორითა ბუნებითა, გჳშევ გამოუთქმელად კურთხეულო, სიტყუა ღი҃სა განკაცებული, აურაცხელითა წყალობითა ღი҃ს-მშობელო, მას ევედრე მგალობელთა შენთათჳს, რათა გჳჴსნნეს და შეგუზღუდნეს, მადლობით მადიდებელნი შენნი:
შენ მიერ ღი҃ს-მშობელო ცხოვრება, აღმოუბრწყინდა ყოველსა სოფელსა, და სიკუდილისა დამონებულნი, აღიყუანნა ცხოვრებასა საუკუნესა, რომელნი ღაღადებენ და იტყჳან, რამეთუ შენსა გარეშე, ღი҃ ჩუჱნ არავინ ვიცით:
რათა დაფლული ვნებათა შინა, ხატი შენი მოიძიო უ҃ო, და შეაერთო ზეცისათა განჰკაცენ ქალწულისაგან და იშევ ჴორცითა, და აცხოვნე ადამ ნათესავითურთ, რამეთუ შენ ხარ მეუფე, სახიერი და მრავალ-მოწყალე:
სასოო სოფლისაო დედოფალო, ყოველივე სასოება ჩემი, შენდა მომართ დამიც უძლურსა, მექმენ მფარუჱლ და ნავთ-საყუდელ და ჴელის-აღმპყრობელ, და განმარინე განსაცდელთაგან, რამეთუ შენ ხარ ჭირუჱულთა, მარადის ნუგეშინის-მცემელი:
რომელმან გარდაართხნა ცანი სიტყჳთა, ცათა უვრცელესად ცად…
გალობა ვ. სძლისპირი. ღელუამან ცოდჳსამან.
რომელმან გარდაართხნა ცანი სიტყჳთა, ცათა უვრცელესად ცად გამოგაჩინა სძალო, და შენგან გამოგჳბრწყინდა, და აცხოვნა ყოველი სოფელი:
საიდუმლო ეუწყებოდეს შენთჳს, იგავთა მიერ სულიერთა წინასწარ-მეტყუჱლთა, და წინასწარმეტყველებდეს, და შობასა შენსა ბრწყინუალედ იტყოდეს:
გამოუთქმელარს მიდგომილება შენი და გამოუთარგმანებელ წმიდა შობა შენი და მიუწთომელ ქალწულება, ყოველთა მიერ მორწმუნეთა ღი҃ს-მშობელო:
სასოება ცხოვრებისა ჩემისა შენდა მომართ დამიც დედაო და ქალწულო, და საწუთოსა ურუათა, ზეშთა ვექმნები შეწევნითა შენითა:
წმიდა მუცლადღება და უბიწო შობა, და ქალწულად…
გალობა ზ. სძლისპირი. ბრძანებამან უსჯულ.
წმიდა მუცლადღება და უბიწო შობა, და ქალწულად დადგრომა, შენ მხოლომან მოიგე სძალო, რამეთუ ღი҃ ყოველთა ჰშევ გამოუთქმელად განკაცებული, მორწმუნეთა მხსნელად მოსრული, და მაცხოვარი დაბადებულთა:
ღრუბელმან ნათლისამან მზე სიმართლისა, ჰშევ და ქალწულად ეგე, რომელმან ჩუჱნთჳს სიზრქე ჴორცთა, შეიმოსა და კაც-იქმნა თჳნიერ ცოდჳსა, რომელსა უღაღადებთ, ღო҃ საუკუნეთაო კურთხეულ-ხარ:
წარმართე ცხოვრება ჩუჱნი უბიწოო, მყუდროდ ნავთ-საყუდელად, სამღთოსა ნებისა შენისა, რომელმან ჰშევ ღი҃ უფსკრული ყოველთა კეთილთა, და აღმავსებელი მორწმუნეთა, ღუთაებრ სიტკბოებითა და წყალობითა:
უთესლოთა მით შობითა შენითა დაჰჴსენ, მძლავრება სიკუდილისა, ჰშევ რა ცხოვრება საუკუნო, ქალწულო უბიწო უსძლოო ღი҃ს-მშობელო, ამისთჳს ღირსად და სამართლად, წყაროდ უკუდავებისად აღგიარებთ შენ:
რათა პირუჱლი, წყევა უჩინო ჰყო, პირუჱლისა დედისა…
გალობა ჱ. სძლისპირი. საჴმილი იგი.
რათა პირუჱლი, წყევა უჩინო ჰყო, პირუჱლისა დედისა დაჰჴსნდა, სასჯელი სიკუდილისა, ქალწულისაგან დედისა იშევ და ყოველთა მოგუანიჭე, სიტყუაო მამისაო, უკუდავება და ცხოვრება უოხჭნო:
საშოსა შინა, შენსა უბიწოო, კაცობრივსა ბუნებასა შეერთო, ღუთაებისა ბუნება, და ჟამთა მონება ჯერ იჩინა, ჟამთა დამბადებელმან, ამისთჳს ღი҃ს-მშობელო, შიშით და ძრწოლით გადიდებთ:
გამოგჳბრწყინდა, შენგან ღი҃ს-მშობელო, ქალწულო ბრწყინუალე მზე სიმართლისა, და ნათლითა სამღთოთა განანათლნა დაბადებულნი განკაცნა რა მაღალი. რომელსა უღაღადებთ, და დიდების ვმეტყუჱლებთ უკუნისამდე:
ბრწყინუალება და დიდება მამისა და სიტყუა რომელი პირუჱლითგან იყო, თანა დაუსაბამო ყოველთა დაბადებულთა ექმნა, პირმშო შენგან შობითა, ქალწულო უბიწოო, და ღთ҃-ჰყო კაცება განკაცებითა:
სასძლოდ იწოდე სიტყჳსა ღი҃სა განკაცებულისა ქალწულო, სათნოებათა…
გალობა თ. სძლისპირი. დაუსაბამოსაგან მა.
სასძლოდ იწოდე სიტყჳსა ღი҃სა განკაცებულისა ქალწულო, სათნოებათა მიერ შემოსილად და შემკულად, ამისთჳსცა, ღი҃ს-მშობლად აღგიარებთ შენ დედაო ღი҃საო, უაღრეს ბუნებათა, მშობლად და კუალად ქალწულად:
ადგილად წმიდად და ტაძრად საღმრთოსა დიდებისა იწოდე, და ჴორცთა მიმართ სიტყჳსა შეერთებისა სავანედ, და შენ შორის შეიერთნეს პირუჱლ ბუნებით, განყოფილნი სძალო, ამისთჳსცა უბიწოო, ღი҃ს-მშობლად აღგიარებთ შენ:
პირუჱლისა მის შობისაებრ ზეცას უდედო სიტყუა, ჩუჱნთჳს კაც-იქმნა და იშუა შენგან უმამოდ სძალო, ორითა მით ბუნებითა ღი҃ და კაცი, და ორთა ნებათა, და ორთა საქმეთა მიერ, სარწმუნო ჰყო შენგან ჴორცთა შესხმა:
წინასწარ-მხილუჱლითა თუალითა შორითუჱ განიცადეს, და წინათუჱ გქადაგეს, დედად ღი҃სად, და წინათუჱ გქადაგეს, დედად ღი҃სად, ყოველთა დამბადებელისა, და შემოქმედისა, ყოვლად საგალობელო, ღი҃ს-მშობელო ქე҃ს დედაო: