გულანი
საცდელი · 1.11.3
ხმა 2 · ოთხშაბათი 1 / 72მაცხოვარ ჯუარსა ზედა შემჰსჭუალული, მზემან რა გიხილა…

ხმა 2 · ოთხშაბათი

რვა ხმა

პარაკლიტონი · დაახლ. 27 წთ

მაცხოვარ ჯუარსა ზედა შემჰსჭუალული, მზემან რა გიხილა…

მწუხრად, დასდებელნი ჯუარისანი, მსგავსნი, ჴმა ბ. რაჟამს ძელისაგან.

მაცხოვარ ჯუარსა ზედა შემჰსჭუალული, მზემან რა გიხილა დაბნელდა შიშისაგან შენისა, და კრეტ-საბნელი ტაძრისა განიღო, ხოლო ქუჱყანა იძროდა, და ეგრეთუჱ კლდენი განსქდეს შიშით, ხილუად ვერ თავს-მდებელნი ცხოვრების-მომცემელისა თჳსისა და ღი҃სა ძელსა ზედა დამსჭუალულისა ნებსით უმსჯავროდ, წყინებაჲ უსჯულოთაგან:

ყოვლითურთ დამჰჴობით და ყოვლითურთ მოწყლულ-იქმნა, და მდებარე არს დაცემითა საკჳრუჱლითა გუჱლი ყოვლად ბოროტი, რაჟამს ამაღლდი ძელსა ზედა კაცთ-მოყუარე, ხოლო ადამ წყევისაგან განიჴსნა, და ცხონდა პირუჱლ დასჯილი იგი, ვინაცა გევედრებით გჳჴსნენ ჩუჱნ ყოველნი მოწყალეო, და სასუფეველსა შენსა ღირს-მყუჱნ:

მხოლოო უცოდუჱლო მეუფეო, გეგულუჱბის სჯად გარდამოსლუასა მას შენსა, მაშინ უკუჱ გამოსჩნდეს გჳრგჳნი ეკლისა მაცხოვარ, აღმჰჴოცელი ეკალთა უსამართლოებათა ჩემთასა, და აღმსპობელი ძალითა შენითა, რომელი მოსცემს ყოველთა სარწმუნოებით თაყუანის-მცემელთა ვნებათა შენთასა, ცნობასა სახიერებისა შენისასა:

სიმდიდრე გლახაკთა და მოღუაწე, და მზრდელი უღონოთა…

სხუანი. დასდებელნი. ღი҃ს-მშობლისანი. მსგავსნივე.

სიმდიდრე გლახაკთა და მოღუაწე, და მზრდელი უღონოთა და შესავედრებელი: და მჴსნელი ობოლთა შენ-ხარ დედაო ღი҃საო, შენ გევედრებით ჭირუჱულნი ესე, წმიდაო წმიდათაო გჳჴსნენ და განგუარინენ, ყოველთაგან ჭირთა და ურუათა, და აღგჳპყარ ჴელი წყალობისა, რამეთუ შენ-ხარ სასო ყოველთა ქრისტიანეთა:

აღჳდეს ჭეშმარიტად უსჯულოებანი ჩემნი თავსა ჩემსა, და განმრავლდეს მძიმენი უსამართლოებანი ჩემნი, რამეთუ ვჰქმენ ძნიად სატჳრთუჱლნი და უზომონი ცოდუანი უბადრუკმან, და განმართებისათჳს ჩემისა არა სადა ვიგონებდ, შენ უკუჱ ყოვლად წმიდაო ქალწულო, მხოლოო შეცოდებულთა წარმართებაო, მჴურუალითა შუამდგომელობითა შენითა მაცხოვნე მე:

მილტოლჳლი ვითარცა ლიმენად, საფარუჱლსა ქუჱშე შენსა წმიდაო ქალწულო დედაო უბიწოო, გევედრები უკუჱ მოწყალე-მექმენ, და ნუ განმაგდებ მე, არამედ მიჴსენ მონაჲ შენი, ზედა მოსრულთაგან მწუხარებითა, სახიერო დედაო, ღი҃სა მიმართ მაღლისა ვაებითა დაუცხრომელად, და ყოვლისაგან გარე მოდგომილისა, ბოროტისა ცხოვრებად მონათა შენთა:

ტევანი იგი ყოვლად მწიფჱ, რომელი გაქუნდა უმუშაკოდ…

დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.

ტევანი იგი ყოვლად მწიფჱ, რომელი გაქუნდა უმუშაკოდ ნაყოფად საშოსა შინა შენსა წმიდაო, იხილე რა დამოკიდებული ძელსა ზედა, გოდებით ღაღადებდი და ჰჴმობდი, აცურიე სიტკბოებაჲ ძეო ჩემო, რომლითა განიდევნოს ყოველი სიმთურალჱ ვნებათა, ქუჱლის-მოქმედო ჩემთჳს, მშობელისა შენისა, ვედრებულიქმენ სახიერებითა შენითა:

მაცხოვნე მე ქე҃ მაცხოვარ, ძალითა ჯუარისათა, ვითარცა…

სტიქარონსა ზედა დასდებელნი ჯუარისანი, ჴმა ბ.

მაცხოვნე მე ქე҃ მაცხოვარ, ძალითა ჯუარისათა, ვითარცა იჴსენ პეტრჱ ზღუასა შინა და შემიწყალე მე ღო҃:

ძელი ჯუარისა შენისა ქე҃ ღო҃, ძელად ცხოვრებისად მომანიჭენ ჩუჱნ მორწმუნეთა შენთა, და მის-მიერ განაქარუჱ, რომელსა იგი აქუნდა სიმტკიცჱ სიკუდილისა, და განმაცხოველენ ჩუჱნ მომწყდარნი ცოდჳთა, ამისთჳს გიღაღადებთ შენ, კეთილისმყოფელო ყოველთაო, უ҃ო დიდება შენდა:

გუნდი მარტჳლთა, წინა-აღუდგა მძლავრთა, და ეტყოდა, ჩუჱნ…

მოწამეთა

გუნდი მარტჳლთა, წინა-აღუდგა მძლავრთა, და ეტყოდა, ჩუჱნ ძალთა მეუფისა მჴედარნი-ვართ, და არა მეშინის ცეცხლისა და მახჳლისაგან, არცა უარ-ვჰყოფთ ჩუჱნ ძალსა მას სამებისასა უკუნისამდე:

წყლულებაჲ მრავალი დაითმინე, ჯუარცმასა ძისა და ღი҃სა…

დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა. რაჟამს ძელისაგან.

წყლულებაჲ მრავალი დაითმინე, ჯუარცმასა ძისა და ღი҃სა შენისასა ყოვლად წმიდაო, ცრემლით სულთ-ითქუჱმდ და ღაღადებდ, ჵ მე შჳლო ტკბილო, ვითარ უბრალოდ დაგსაჯეს, რომელსა გენება ჴსნაჲ ადამის ტომთა, ამისთჳს ყოვლად წმიდაო ქალწულო, მორწმუნენი გევედრებით, შენ, მოწყალეჰყავ იგი ჩუჱნ ზედა:

ჰქმენ ცხოვრებაჲ შორის ქუჱყანისა ქე҃ ღო҃, ჯუარსა…

ოთხშაბათსა ცისკრად შემდგომად ა სტიხოლოგიისა. წარდგომანი ჯუარისანი. ჴმა ბ.

ჰქმენ ცხოვრებაჲ შორის ქუჱყანისა ქე҃ ღო҃, ჯუარსა ზედა რა უხრწნელნი ჴელნი შენნი განიპყრენ, რათა ყოველნი წარმართნი შემოჰკრიბე, უ҃ო დიდება შენდა:

სახიერებისა შენისა ცხოველს-მყოფელსა ჯუარსა, რომელი მომეც ჩუჱნ…

აღამაღლებდით უ҃სა, ღთ҃სა ჩუჱნსა, და თაყუანის-ჰსცემდით კუარცხლბეკსა ფერჴთა მისთასა, რამეთუ წმიდა არს:

სახიერებისა შენისა ცხოველს-მყოფელსა ჯუარსა, რომელი მომეც ჩუჱნ უღირსთა უ҃ო, მეოხებად შენდა მიგიპყრობთ, აცხოვნენ მეფენი და ქალაქი შენი, რომელნი გევედრებიან ღი҃ს-მშობელისა მიერ, მხოლოო კაცთ-მოყუარეო:

ქალწული დედა შენი გხედჳდა თანა ქე҃, ჯუარსა…

დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.

ქალწული დედა შენი გხედჳდა თანა ქე҃, ჯუარსა ზედა დამოკიდებულად განრთხმულსა, მწარედ ჰგოდებდა და იტყოდა, ძეო ჩემო, რა არს უკუჱ საშინელი ესე საიდუმლო, რომელი ყოველთა მიანიჭებ ცხოვრებასა საუკუნესა, ვითარ ჯუარითა სიკუდილსა თავს-იდებ, შეურაცხებით:

უხრწნელსა ხატსა შენსა თაყუანის-ვჰსცემთ ქუჱლის-მოქმედ, და ვითხოვთ…

შემდგომად ბ. სტიხოლოგიისა, წარდგომანი ჯუარისანი, ჴმა ბ.

უხრწნელსა ხატსა შენსა თაყუანის-ვჰსცემთ ქუჱლის-მოქმედ, და ვითხოვთ მოტევებასა ცოდუათა ჩუჱნთასა, ქე҃ ღო҃ განზრახჳთ სათნო-იყავ აღსლუაჲ ჯუარსა ზედა, რათა იჴსნნე რომელნი შეჰქმნენ მონებისაგან მტერისა, ვინაცა მადლობით გიღაღადებთ, სიხარულითა აღმავსენ ყოველნი, ვითარ მაცხოვარმან ჩუჱნმან, მოსრულმან ცხოვრებად ყოვლისა სოფლისა:

რომელმან ჯუარისა მიერ განანათლე ყოველი ქუჱყანაჲ, და…

ხოლო ღთ҃მან, მეუფემან ჩუჱნმან, წინა-საუკუნეთამან, შეჰქმნა ცხოვრება შორის ქუჱყანისა:

რომელმან ჯუარისა მიერ განანათლე ყოველი ქუჱყანაჲ, და ცოდჳლთა მოუწოდე სინანულად, ნუ განმყოფ სამწყსოსა შენისაგან მწყემსო კეთილო, არამედ მომიძიე მეცა წარწყმედული ესე ქე҃ მეუფეო, და წმიდასა მას სამწყსოსა შენსა თანა შემრაცხე ქე҃ ღო҃, მხოლოო მოწყალეო და კაცთ-მოყუარეო:

წინაშე ჯუარისა შენისა დგა, რომელმან უთესლოთ გშუა…

დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.

წინაშე ჯუარისა შენისა დგა, რომელმან უთესლოთ გშუა შენ ქე҃, და ვერ ითმენდა, ხილუად უსამართლოდ დასჯასა, გოდებდა და ტირილით გიჴმობდა შენ, ვითარ დაისაჯები რომელი ბუნებით უვნებელ-ხარ ტკბილო ძეო ჩემო, უგალობ უკანასკნელსა სახიერებასა შენსა:

ვითარცა ავაზაკი აღგიარებ, და გიღაღადებ შენ სახიერო…

შემდგომად გ, სტიხოლოგიისა წარდგომანი, ჯუარისანი, ჴმა ბ.

ვითარცა ავაზაკი აღგიარებ, და გიღაღადებ შენ სახიერო, მომიჴსენე მე უ҃ო სასუფეველსა შენსა, და მის თანა შემრაცხე, რომელმან ნებსით ჩუჱნთჳს ვნებაჲ დაითმინე:

ღუაწლით-შემოსილნო უ҃ისანო, ნეტარ-არს ქუჱყანა რომელი განიპოხა სისხლითა…

დიდება შენდა, ღო҃ ჩუჱნო, დიდება შენდა: მოწამეთა.

ღუაწლით-შემოსილნო უ҃ისანო, ნეტარ-არს ქუჱყანა რომელი განიპოხა სისხლითა თქუჱნითა, და წმიდა არიან საყოფელნი, რომელთა შეიწყნარნეს ნაწილნი თქუჱნნი, რამეთუ სტადიონსა შინა მტერი განაქიქეთ, და კადნიერებით ჰქადაგეთ ქე҃ჲ, მას ვითარცა სახიერსა ევედრენით, ცხოვრებისათჳს სულთა ჩუჱნთასა:

_ჵ_ საკჳრუჱლი ახალი ჰჴმობდა ყოვლად უბიწო, ჯუარსა…

დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა. ჴმა ბ. მაღალთა შინა მყო.

_ჵ_ საკჳრუჱლი ახალი ჰჴმობდა ყოვლად უბიწო, ჯუარსა ზედა მხედუჱლი ძისა დამსჭუალულისა, ვითარ ნებთა მიერ ყოველთა მპყობელი თავს-იდებს, ვნებასა, და ვითარცა ბრალეული დაისჯების, რომელი მოსცემს ყოველთა მოტევებასა ცოდუათასა:

დაცემა არს ეშმაკთა მდგომარეობაჲ ჯუარისა

ოთხშაბათსა, კანონი ჯურისა, რომლისა კიდურ-წერილობაჲ.

დაცემა არს ეშმაკთა მდგომარეობაჲ ჯუარისა.

ზღჳსა ღელუათა მძჳნუარეთა წიაღჰჴდეს, დაულტოლუჱლად, ისრაილნი პირუჱლად…

იოსებ. გალობა ა. ჴმა ბ. სძლის-პირი.

ზღჳსა ღელუათა მძჳნუარეთა წიაღჰჴდეს, დაულტოლუჱლად, ისრაილნი პირუჱლად, ძლიერებითა, მარჯუჱნისა ღი҃სათა, და სიღრმეთა მათ, დაჰფარნეს მეგჳპტელნი, და საფლავ-ექმნნეს, წყალნი ბანაკსა მათსა:

რაჟამს გარდაჴდა, მცნებასა მჴსნელისასა, პირუჱლ შექმნული, ხისაგან…

ტროპარნი.

რაჟამს გარდაჴდა, მცნებასა მჴსნელისასა, პირუჱლ შექმნული, ხისაგან ცნობადისა, მოისთლო მწარე სიკუდილისა სასუმელი, ხოლო შენ ქე҃, რაჟამს მოჰკუჱდ ჯუარითა, მოეც უკუდავებაჲ კაცთა ნათესავსა:

აღემართა რა, ჯუარი სოფელსა შინა, დაეცა მძლავრი, ზვაობაჲ ეშმაკისა, განიბნია ყოველი ძალი მისი, და სამოთხედუჱ, კუალად ვეგენით კაცნი, დიდება ღთ҃სა დიდებით დიდებულსა:

ვითარცა კრავნი, და ვერძნი სიტყჳერნი, ნებსით დაკლულნი…

მოწამეთა.

ვითარცა კრავნი, და ვერძნი სიტყჳერნი, ნებსით დაკლულნი, და უწყალოდ დაჭრილნი, შეიწირენით მარტჳლო ქე҃ს ღი҃სა, და ყკკლესიაჲ პირმშოთა განაბრწინუჱთ, ყოვლად ქებულნო და სამგზის სანატრელნო:

ახოვან-იყო, წყობაჲ თქუჱნი მარტჳლნო, რომლითა მტერნი, უხილავნი დასცენით, დაჭრა მძჳნუარედ, მახჳლითა და დაწვა, ცეცხლისა მიერ, და წყლისა მიითუალეთ, და სანატრელად სრულ-ჰყავთ, სრბაჲ თქუჱნი ღირსნო:

ღირსთა კრებუმან, ჯეროვნად სახელ-გდუჱს შენ, ბჭედ განუვლელად…

ღი҃ს-მშობლისა.

ღირსთა კრებუმან, ჯეროვნად სახელ-გდუჱს შენ, ბჭედ განუვლელად, და ქუჱყანად რჩეულად, ღი҃სა დედაო, და მთად წმიდად რომელსა, ლოდი უჴელოდ, გამოეკუჱთა ქე҃, რომელმან ნებსით ჯუარცმაჲ თავს-იდუა ჩუჱნთჳს:

ალფა ვიტა, ბოლოთა ასოთაგან

სხუა, კანონი ყოვლად წმიდისა მიმართ ღი҃ს-მშობელისა. რომლისა კიდურ-წერილობაჲ.

ალფა ვიტა, ბოლოთა ასოთაგან.

ვითარ ბრწყინუალე და ყოვლად შუჱნიერი, გამოგირჩია, შორის…

გალობა ა. ჴმა ბ სძლისპირი. იგივე.

ვითარ ბრწყინუალე და ყოვლად შუჱნიერი, გამოგირჩია, შორის დედათა ღთ҃მან, და დაემკჳდრა, შენ შორის უბიწოო, რომლისა მიმართ ვედრებად ნუ დასცხრები რათა მიჴსნნეს ბრალთაგან შემსხმელნი შენნი:

დასდეგ მარჯუჱნით, ძისა და მეუფისა, შენისა სძალო ვითარცა დედოფალი, სიტყჳსა მისებრ, დავით მგალობელისა, მისგან მითხოე რათა ღირს-მყოს მაჯუჱნით, მისსა დღესა მას განკითხჳსასა ღირსო:

საქმეთა მიერ, უჯეროთა უქმქმნილი, კაცთა ბუნებაჲ, ყოვლითურთ განაახე, ცუარი ზეცისა, ჰშევ რა ღი҃სა დედაო, დაკორდებულნი, ორნატნი ჩემნი სძალო, ნაყოფიერ-ჰყუჱნ შეწევნითა შენითა:

განჴსნილნი ძუჱლთა კრულებათა, ჩუჱნთაგან, და ჴსნილნი მჴეცთა…

გალობა გ. სძლისპირი.

განჴსნილნი ძუჱლთა კრულებათა, ჩუჱნთაგან, და ჴსნილნი მჴეცთა შუა-მძჳნუარეთაგან, მხიარულებით, აღებითა პირთათა სიტყუასა ღთ҃სა, სიტყჳთა ჴმიანითა სარწმუნოებით, და ქებით ვადიდებდეთ:

ჯუარცმასა შენსა შეარყიენ უ҃ო, დაბადებულნი, არამედ დაამტკიცენ…

ტროპარნი.

ჯუარცმასა შენსა შეარყიენ უ҃ო, დაბადებულნი, არამედ დაამტკიცენ, ძლიერებისა, შენისა მგალობელნი და სიმდაბლისა, გარდამატებულისა, და უსაზღუროჲსა, მორწმუნეთა კრებულნი:

განუღე კაცთა, სამოთხჱ მეუფეო, და შეიყუანე მას შინა ავაზაკი, რომელმან იცნა, სიმდიდრჱ წყალობათა, შენთა სამღთოთა, და დაუსრულებელი სუფევაჲ შენი, ღო҃ ყოვლად ძლიერო:

აღყუავნა გუნდი მარტჳლთა დიდებული, ღელეთა შინა წამებისათა…

მოწამეთა.

აღყუავნა გუნდი მარტჳლთა დიდებული, ღელეთა შინა წამებისათა ვრცელთა, ვითარცა ვარდი, სუნნელი შუჱნიერი, და სუნ-მყრალობაჲ საცთურისა განჰჴადეს, მორწმუნეთა გულნი განასუნნელნეს:

დიდნო მნათობნო, ყოვლისა სოფლისანო, და მორწმუნეთა მაცხოვარნო წმიდანო, ბრწყინუალებითა, სულისა წმიდისათა შემსხმელნი თქუჱნნი, განგუანათლენით ღირსნო, რომელნი გნატრით ჯეროვნად და გევედრებით:

შეეწუჱბოდეს ნაწლევნი ტკივილითა, ძელსა ზედა ხედჳდა რა…

ჯუა-ღი҃ს-მშობლისა.

შეეწუჱბოდეს ნაწლევნი ტკივილითა, ძელსა ზედა ხედჳდა რა დამსჭუალულსა, ღი҃სა სიტყუასა, ყოვლად უბიწო სძალი, და სიკუდილისა, ნებსით შემწყნარებელსა, ცხოვრებისათჳს კაცთა ნათესავისა:

დამბადებელმან შემიმოსა მე კაცი, ყოვლად უხრწნელო საშოსა…

სხუა. სძლისპირი. იგივე.

დამბადებელმან შემიმოსა მე კაცი, ყოვლად უხრწნელო საშოსა შენისაგან, და სამოსელი, უხრწნელებისა მომცა განშიშულებულსა, ბოროტთა საქმეთაგან მრავალ-სახეთა ქალწულო კურთხეულო:

წმიდა წმიდათა სიტყუაჲ ღი҃სა, ჰშევ სძალო, რომლისა მიმართ ვედრებად ნუ დასცხრები, გულის-თქმათაგან, შეურაცხ-ქმნილსა სულსა ჩემსა გლახაკსა, მოწყალებით მოხედუად და შეწყალებად, და ჴსნად განსაცდელთაგან:

დავრდომილისა გონებისა ჩემისა, გული მოწყლული გესლისაგან გუჱლისა, და სული ჩემი, დაცემული განჰკურნე ყოვლად წმიდაო, წამლითა ძლიერითა მადლთა შენთათა, იღუაწე და აცხოვნე:

საქმენი შენნი ვითარცა განიცადნა, ღაღადყო ჴმითა წინასწარ-მეტყუჱლმან…

გალობა დ. სძლისპირი.

საქმენი შენნი ვითარცა განიცადნა, ღაღადყო ჴმითა წინასწარ-მეტყუჱლმან, დღეს მესმა მე სმენაჲ, კაცთა განახლებისა, და დამიკჳრდა შენი, სიმდაბლით მოსლუაჲ, რათა შეჰმუსრო ძლიერებაჲ მჴდომისა:

ძელსა ზედა რა ამაღლდი მეუფეო, განაქიქენ შენ…

ტროპარნი.

ძელსა ზედა რა ამაღლდი მეუფეო, განაქიქენ შენ მწარენი მთავრობანი, ეშმაკისანი, და წყევაჲ უჩინო-ჰყავ ამისთჳსცა გადიდებთ, ჩუჱნ ცხოვნებულნი, შენ მიერ მხოლოო ყოვლისა მპყრობელო:

ჯუარსა ზედა რა, განიპყრენ ჴელნი შენნი, მზემან ნათელი თჳსი და ბრწყინუალებაჲ, მყის დაიფარა, კლდენი და მთანი განსქდეს, და განიპო ტაძრისა, ეზოჲ სახიერ, დიდება ძალსა შენსა ყოვლად ძლიერო:

მოკლულთა მტერნი, მოაკუდინეთ სრულიად, და ფუცხჳთა ხუჱტილთა…

მოწამეთა.

მოკლულთა მტერნი, მოაკუდინეთ სრულიად, და ფუცხჳთა ხუჱტილთა მოკუდავებისა სიზრქჱ განაგდეთ, მარტჳლნო დიდებულნო, და სამღთოჲ, ნეტარებაჲ, შეიმოსეთ თქუჱნ, და აწ მეოხხართ მგალობელთა, თქუჱნთათჳს:

შემუსრნეს განკჳრუჱბით მოწამეთა, თავნი ძალთა მათ ყოვლად უკეთურთანი, თავთა მათ მათთა წმიდათა წარკუჱთითა, და დიდებაჲ უოხჭნოჲ, სამარადისოჲ, დაიმკჳდრეს და წინაშე ღი҃სა ჰსუფვენ:

საშოჲთ შენით აღმობრწყინდა უბიწოო, მამისა ღი҃სა ბრწყინუალებაჲ…

ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.

საშოჲთ შენით აღმობრწყინდა უბიწოო, მამისა ღი҃სა ბრწყინუალებაჲ და ხატი, და განანათლა, ჯუარცმითა მით თჳსითა, ქუჱყანაჲ სავსებითურთ, ღი҃სა დედაო, და ეშმაკთა ბნელი წყუდიადი წარსდევნა:

სინანულისა ცვარი მაცურიე სძალო, განმწმედელი საჴუმილსა გულის-თქმათასა…

სხუა. სძლისპირი, იგივე.

სინანულისა ცვარი მაცურიე სძალო, განმწმედელი საჴუმილსა გულის-თქმათასა, და ცთომილთა მათ, მწუხარებათა ჩემთა, საქანელსა დაცხრომად, და მედგრობათა, ჩემთა უჩინო-ყოფად ღი҃სა დედაო:

მოწყლულსა მახჳლითა, გულის-თქმათათა, და დაცემულსა სენითა წრტიალითა, ყოვლად წმიდა, ნუ უგულებელს-მყოფ მე, არამედ ჯუარ-ცმულისა, ძისა და ღი҃სა შენისა, სისხლითა და ლახურითა განმკურნე:

ყოველთა დაბადებულთა დედოფალო, მე ბოროტად დაგლახაკებული ესე, მადლითა სამღთოთა, ღირს-მჰყავ ჵ უბიწოო, რათა გადიდებდე შენ, ვითარცა ტკბილსა, და სახიერსა ჴელის აღმპყრობელსა ჩემსა:

განვიბანენით, ჴორცითა სულთა თანა მწიკულისა მისგან საცთურთა…

გალობა ე. სძლისპირი

განვიბანენით, ჴორცითა სულთა თანა მწიკულისა მისგან საცთურთა მტერისათა, და წარუჱმართენით ჩუჱნ მცნებათა გზასა, რომელი მიმიყუანებს, ჩუჱნ ცხოვრებასა მას, განწმედილთასა ჩინებულთა ღი҃სათა:

ძელისა ჯუარსა, ამაღლდი მეუფეო, და შესძრენ საფუძუჱლნი…

ტროპარნი.

ძელისა ჯუარსა, ამაღლდი მეუფეო, და შესძრენ საფუძუჱლნი ქუჱყაისანი, ხოლო ლახურითა რა განეღო გუჱრდი შენი, ვეშაპი იგი გულარძნილი მოაკუდინე, და წყარო ცხოვრებისა აღმოგჳცენე:

შეცთომილისა, და დამონებულისა, ჴელთა შენთა ქმნულსა ვერ იტჳრთე ხილუად, ამისთჳს განიპყრენ ჴელნი ჯუარსა ზედა, სიტყუაო ღი҃სა და მოაკუდინე მტერი, და ძელითა მომწყდარი განაცხოველე:

ქე҃ს მსახურნი, სარწმუნონი მონანი და მჴურუალედ შემწენი…

მოწაეთა.

ქე҃ს მსახურნი, სარწმუნონი მონანი და მჴურუალედ შემწენი მორწმუნეთანი, ყუავილნი მრავალფერნი პატიოსანნი, და სავანენი სულისა წმიდისანი, ღირსნი მარტჳლნი სამართლად იქებიან:

გუნდმან წმიდამან, მოწამეთა შენთამან, სჯულიერად მოღუაწებითა უ҃ო სჯულის-მდებელო მხოლოო სახიერო, უსჯულოთა არცხჳნეს ძალითა შენითა, და ძლევა-შემოსილნი გჳრგჳნოსან-იქმნნეს:

ქალწულად ეგე, უბიწოო ქალწულო, შემდგომად შობისა შენისა…

ღი҃ს-მშობლისა.

ქალწულად ეგე, უბიწოო ქალწულო, შემდგომად შობისა შენისა უბიწოჲსა, რამეთუ ღი҃ და კაცი იშუა შენგან, რომლისა ჯუარცმაჲ რა განიცადე სძალო, ნაწლევთა ტკივილითა გოდებდი მწარედ:

რომელმან გჳშევ, გზაჲ ცხოვრებისა ქე҃ჲ, წარმიძეღუ მე…

სხუა. სძლისპირი. იგივე.

რომელმან გჳშევ, გზაჲ ცხოვრებისა ქე҃ჲ, წარმიძეღუ მე გზასა წრფელსა ღი҃ს-მშობელო, რომელი ესე უგზოთა და კაპან҃თა, და მთხრებლთა ბოროტთა შთავიბნევი ვითარცა, პირუტყჳ უგულის-ჴმო და შევიმუსრჳ:

უცხო-ვჰყავ თავი, ჩემი უგუნურებით, ღი҃საგან და უდებებით ვსცხოვნდებოდე, მარადის შეცთომილი შორსა სოფელსა, არამედ მომაქციე და მაცხოვნე, მეოხებითა შენითა ღი҃ს-მშობელო:

მდინარეთაგან, შენთა ცხოველს-მყოფელთა, მონაჲ შენი, დამათრუჱ ქალწულო უხრწნელო, ცეცხლითა გულის-თქმათათა განლეული, და დაბნელებული კუჱთებითა მტერთათა, და აღმავსე მადლითა ზეგარდამოჲთა:

წინასწარ-მეტყუჱლმან მან, მუცლისა სიმჴურუალე, ზღჳსა მჴეცისა, სამ-დღე…

გალობა ვ. სძლისპირი.

წინასწარ-მეტყუჱლმან მან, მუცლისა სიმჴურუალე, ზღჳსა მჴეცისა, სამ-დღე თავს-იდჳ და მოასწავა, მეორედ შობაჲ კაცთა, ჴსნისათჳს ყოფადისა, მუცლისა მისგან, ვეშაპისა მის რომელი მოკლა მჴსნელმან:

თავსა ზედა ყრმათასა, დასხნა ოდესმე ჴელნი სახედ…

ტროპარნი.

თავსა ზედა ყრმათასა, დასხნა ოდესმე ჴელნი სახედ ჯუარისა, დიდმან იაკობ და წინათუჱ, გამოსახა ჯუარი შენი, ქე҃ რომლისა მიერ იჴსენ სოფელი, მტერისაგან განრაიპყრენ რა ჴელნი ჯუარსა ზედა:

ყოველთა მეუფეო, ქე҃ და რა ემსჭუალე, ნებსით ჴორცითა, ძელისა ჯუარსა მეუფებაჲ ცოდჳსა განჰჴადე ჩუჱნგან, და ადამ განდევნილი, სამოთხისაგან, მუნუჱ კუალად აგე სახიერებით:

საწერტელთა მათ მიერ, სამღთოთა შემკობილთა, ქე҃ს მჴედართა…

მოწამეთა.

საწერტელთა მათ მიერ, სამღთოთა შემკობილთა, ქე҃ს მჴედართა, განშუჱნებულთა ზეცისა სამკაულთა შუჱნიერებითა, ყოვლითურთ სასურუჱლთა, სარწმუნოებით, მჴუუალითა გონებითა ვადიდებდეთ:

დაუშრეტლად აქუნდეს ლამპარნი სულიერნი, ქე҃ს მარტჳლთა, რამეთუ მდიდრად მორწყნეს სისხლითა, და სიხარულით შევიდეს, სასძლოსა ზეცათასა, საუკუნესა, ქე҃ს, მჴსნელისა თანა და იხარებენ:

უგალობთ ძესა შენსა, ყოვლად საგალობელო, ღი҃სა დედაო…

ღი҃ს-მშობლისა.

უგალობთ ძესა შენსა, ყოვლად საგალობელო, ღი҃სა დედაო, რომელმან იგი ძელითა მოკლა წინა-აღმდგომი მტერი, და იჴსნნა პატიჟთაგან, ვნებათა მისთა პატივის-მცემელნი და მგალობელნი:

ნუმცა ვიქმნები მტერთა, სიხარულ და საცინელ, სამსჯავროსა…

სხვა. სძლისპირი. იგივე.

ნუმცა ვიქმნები მტერთა, სიხარულ და საცინელ, სამსჯავროსა მას, საუკუნესა არამედ წყალობით, მომხედენ სძალო, მსაჯულსა სახიერსა, ევედრე ცხოვრებისათჳს სულთა ჩუჱნთასა:

გულის-სიტყუათა მიერ, განგარისხებ უ҃ო, და უწესოთა, საქმეთა მიერ და სალხინებელად, აღვსძრავ მეოხებასა, დედისა შენისასა, მიჴსენ მაცხოვნე, და შემიწყალე შეცოდებული ესე:

დასჯისაგან მიჴსენ მე, ყოვლად საგალობელო, ღი҃სა დედაო, რომელი ესე თავით თჳსით, დასჯილ-ვარ ცოდუათა მიერ, დღესა მას საშინელსა სასჯელისასა, ვითარცა დედამან მსაჯულისამან:

რომელმან პირუჱლ, ალი საჴუმილისა მის, მძაფრი დაშრიტა…

გალობა ზ. სძლისპირი.

რომელმან პირუჱლ, ალი საჴუმილისა მის, მძაფრი დაშრიტა, და ღირსნი ყრმანი იჴსნნა, აქა დღეს საშოჲ, ქალწულისა დაიცუა შობასა მისსა, შეუწუჱლად რომელსა, უღაღადებთ ჩუჱნ, ღო҃ შენ კურთხეულ-ხარ:

მახჳლი იგი, იქცევისა გზა-მცემს მე ვინათგან განეღო…

ტროპარნი.

მახჳლი იგი, იქცევისა გზა-მცემს მე ვინათგან განეღო ლახურითა გვერდი შენი ტკბილო უ҃ო, ამისთჳსცა ვადიდებ, და თაყუანის-ვჰსცემ, განმაცხოველებელითა, ვნებათა შენთა, და ჯუარსა დამსჭუალუასა:

პირუჱლ გუჱლისა, ძელისა ამაღლებამან, მოსეს მიერ ჯუარცმაჲ მჴსნელისა გამოსახა, რომელმან გუჱლი მზაკვარი მოაკუდინა, და გარდასლჳთა, მცნებათათა, მომწყდარნი, განმაცხოველნა, და მიჴსნნა ხრწნილებისაგან:

ზიარებითა, სამღთოთა იწოდენით, ძედ ღი҃სა დაუსაბამოსა მამისა…

მოწამეთა.

ზიარებითა, სამღთოთა იწოდენით, ძედ ღი҃სა დაუსაბამოსა მამისა, ძისა მხოლოსა, ვნებათა მსგავსებითა, ქე҃ს მჴედარნო, ვინაჲცა ძმად სახელ-გდუათ, და თანა მკჳდრად, სუფევისა მისისა:

ჯუარსა დამჰსჭუალუა, და ლახურითა განგმერა, და ცეცხლითა და მახჳლითა განბძარუა, და წყლითა განცდა, და ურმის-თუალთა დაკრუა მჴნეთა მარტჳლთა, მადლობით მიითუალეს და ღაღადებდეს, ღო҃ შენ კურთხეულ-ხარ:

სამღთო ტევანი, რომელი უშრომელად, აღმოაცენე ქალწულო უბიწოო…

ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.

სამღთო ტევანი, რომელი უშრომელად, აღმოაცენე ქალწულო უბიწოო რაჟამს იხილე, ჯუარსა ზედა ვნებულად, ესრეთ იტყოდე, ჵ ძეო სასურუჱლო, სისხლსა და წყალსა, ცხოველს-მყოფელსა მოგუცელ:

ძალ და ცხოვრება, ჩემდა და საგალობელ, შემწე…

სხუა. სძლის-პირი. იგივე.

ძალ და ცხოვრება, ჩემდა და საგალობელ, შემწე უბრძოლუჱლ, და ზღუდე სიმტკიცისა, ხარ დედოფალო, ებრძოლე მბრძოლთა მათ ჩემთა, გევედრები შენ, რომელნიცა მარადის, მეძიებენ მე, მოკლუად და მაცხოვნე მე:

ქალწულებრივთა, სისხლთა შენთაგან სძალო, ღი҃ განკაცებული ჰშევ და განამღთუჱ, კაცთა ბუნებაჲ, აწ მეცა, ვნებათაგან შეგინებლი და განფრდილი მტერისა, საბრჴეთა მიერ, მიჴსენ, ყოვლად წმიდაო:

ყოვლად წმიდაო, დედოფალო საჴუმილმან, წინასწარუჱ გამოსახა შობაჲ შენი, რამეთუ ყრმანი, შეუწუჱლად დაიცუნა, ვითარცა ცეცხლმან, სამღთომან საშოჲ, შენი და გევედრები მე, მიჴსენ მე ცეცხლისაგან:

დაბადებულნი გამოსჩნდნეს, თავისუფლად, და ძედ ნათლისად იწოდნეს…

გალობად ჱ. სძლისპირი.

დაბადებულნი გამოსჩნდნეს, თავისუფლად, და ძედ ნათლისად იწოდნეს განწირულნი, და მიზეზი იგი ბნელისა მგლოვარე არს, და ჭეშმარიტად, აღყუავილნა მიზეზი, წარმართთა ჴსნისა, სასო წარკუჱთილნი დღეს:

სისხლისა მიერ, შენისა ქე҃ ღო҃ რომელი გუჱრდით…

ტროპარნი.

სისხლისა მიერ, შენისა ქე҃ ღო҃ რომელი გუჱრდით, შენით აღმოგჳცენე, განწმდა სოფელი, და მრავალ ღუთაებისა, ჴევნები განჴმა, ხოლო წვიმანი ტკბილნი, ხორშაკთა დამჴსნელნი მდიდრად წარმოაჩინეს:

ნათელნი თჳსი, დაიფარა მზის-თუალმან, რამეთუ განჰკრთა, ჯუარცმისაგან შენისა, და კლდენი განსქდეს, და ქუჱსკნელი შეძრწუნდა, ხოლო მართალთა, სულებმან აღიმღერნეს, სასოებითა, საუკუნოდ ჴსნისათა:

მტუერი ნაწილთა, წმიდათა მოწამეთა, კურნებასა აღმოდის, მორწმუნეთათჳს…

მოწამეთა.

მტუერი ნაწილთა, წმიდათა მოწამეთა, კურნებასა აღმოდის, მორწმუნეთათჳს, და წუთნი მათნი, ჰკურნებენ სალმობათა, უკურნებელთა, ვინაცა ვჰხმობთ მადლობით, ვითარ საკჳრუჱლ-არს ღი҃ წმიდათა შორის:

მჴეცთა შუანი, და სიავთა დუღილი ყინელი მძიმე და სიცხე განმლეველი, ფრჩხილთა აღმოფხურა, და შეწყუდევა დილეგთა, და სიკუდილისა, სიმწარჱ მიითუალეთ, მჴნენო მარტჳლნო და ქე҃ს თანა ჰსუფევთ:

ნებსით კაცებაჲ, შენგან მიიღო სძალო, ჯუარცმა თავს-იდუა…

ღი҃ს-მშობლისა.

ნებსით კაცებაჲ, შენგან მიიღო სძალო, ჯუარცმა თავს-იდუა, და წყევაჲ სახელ-ედუა, რომელმან მიჴსნნა, წყევისაგან სჯულისა, მიმადლებულო, ყოვლად ძლიერმან ძემან, და ღთ҃მან შენმან, და აცხოვნა სოფელი:

მოშურნე იქმნემ კეთილთა სულო ჩემო, მოღუაწებითა და…

სხუა. სძლის-პირი. იგივე.

მოშურნე იქმნემ კეთილთა სულო ჩემო, მოღუაწებითა და ბოროტთა განეშორე, რამეთუ გაქუს შენ, მეოხად დედაჲ ღი҃სა, სასოჲ ყოველთა, და ურცხუჱნელი შემწე და მწყალობელი, და კეთილთა მოყუარე:

დაჰჴსენ საკრუჱლი, პირუჱლისა დასჯისაჲ ჵ ღი҃ს-მშობელო, ადამის ნათესავთა, დაჰჴსენ კრულებაჲ, გულისაცა ჩემისა, და საკრუჱლითა, სიყუარულისა ღი҃სათა შემკარ მე მტკიცედ, რათა გადიდებდე შენ:

რომელმან გჳშევ, ბრწყინუალებაჲ მამისა, უშუჱრებისა მისთჳს ცოდუათასა, შეწუხებული გული ჩემი აღავსე, სიხარულითა, და საუკუნოჲსა დიდებისა ზიარ-მყავ, რათა გადიდებდე შენ:

უზესთაეს-არს ბუნებასა კაცთასა, სძალო წმიდაო და დედაო…

გალობა თ. სძლისპირი.

უზესთაეს-არს ბუნებასა კაცთასა, სძალო წმიდაო და დედაო უსძლოო, დიდება შენი და ქება ჯერისაებრ, ხოლო ჩუჱნ წადიერნი არა დავსდუმნეთ, მსგავსად ძალისა ჩუჱნისა ქებად შენდა:

შემისრჳლებაჲ, ჩემი და სიგლახაკჱ, განჰკურნე მჴსნელო, წყალობითა…

ტროპარნი.

შემისრჳლებაჲ, ჩემი და სიგლახაკჱ, განჰკურნე მჴსნელო, წყალობითა შენითა, და ხატი შენი, ვნებათა დაფლული, განსწმიდე, ღო҃ ცხოვრებისა ჩემისაო, ვნებათა შენთა მიერ ცხოველსმყოფელთა:

ამაღლდი ნებსით, საროსა ზედა ჩუჱნთჳს, და ფიჭუსა და ნაძუსა, სახიერ მოწყალებით, ერთი ნებითა და ორითა საქმითა, რათა აცხოვნო ადამი ნათესავითურთ:

ჯაჭუად შთაგეცუათ, საჭურუჱლი ჯუარისა, მჴნენო მარტჳლნო, და…

მოწამეთა.

ჯაჭუად შთაგეცუათ, საჭურუჱლი ჯუარისა, მჴნენო მარტჳლნო, და არა მოიწყლენით, ისართა მათგან, მტერისათა ბოროტთა, ვინაცა იქმნა იგი სამღერელ თქუჱნდა, ვითარცა სირი უნდოჲ და შეურაცხი:

წადიერებით, შეიწყნარა მიწამან, მჴნენო მარტჳლნო, წმიდანი სისხლნი თქუჱნნი, და ცეცხლისფერთა გუნდთა თანა მდგომარე-ხართ წინაშე ღი҃სა, ეკკლესიათა სუჱტნო:

განხრწნილნი იგი, ბუნებაჲ ადამისი, განახლდა შენგან, ჰშევ…

ღი҃ს-მშობლისა.

განხრწნილნი იგი, ბუნებაჲ ადამისი, განახლდა შენგან, ჰშევ რა დამბადებელი, უაღრეს წესთა, ბუნებისათა სძალო, რომელი იგი იხილე რა ვნებული, გოდებით ჰჴმობდი ქალწულო და იგლოვდი:

გემოს-ხილჳთა, უჯეროჲთა სიკუდილი, მოისთლო ადამ, მწარედ ძელისა…

სხუა, სძლისპირი. იგივე.

გემოს-ხილჳთა, უჯეროჲთა სიკუდილი, მოისთლო ადამ, მწარედ ძელისა მიერ, ხოლო ძელსა რა დაემჰსჭუალა ძჱ შენი, და სიტკბოებაჲ უკუდავებისა მოგუმადლა, ღი҃სა დედაო, ამისთჳს გადიდებთ შენ:

ჵ დედოფალო, მეუფისა მშობელო, ზესთა სიტყჳსა, რომელმან მეუფებაჲ, ჯოჯოხეთისა, დაჰჴსნა და განაქარუა, მას ევედრე რათა მგალობელნი შენნი, სასუფეველსა ცათასა დააწესნეს:

დაატკბე გული, ჩემი საწყალობელი, ჵ დედოფალო, განბოროტებული, გემოთა მიერ, ვითარცა სახიერმან, და ყოვლად სახიერისა ღი҃სა მშობელმან და ღირს-მჰყავ შესლუად ბჭეთა ცხოვრებისათა:

ჯუარცმასა ღაღადებდეს, რომელნი შენთა კეთილთაგან მარადის იშუჱბდეს…

აღჳვსენითსა ზედა, დასდებელნი, ჯუარისანი, ჴმა ბ.

ჯუარცმასა ღაღადებდეს, რომელნი შენთა კეთილთაგან მარადის იშუჱბდეს, და ძჳრის-მოქმედსა კეთილის-მოქმედისა წილ გამოითხოვდეს, მკულელნი იგი მართალთანი, ხოლო შენ სდუმენ ქე҃, და თავს-იდებდ მათსა წარმდებობასა, რათამცა ივნე და გუაცხოვნე ჩუჱნ, ვითარცა კაცთ-მოყუარე-ხარ:

ნებსით თჳსით დაგლახაკენ, ადამის სიგლახაკითა ქე҃ ღო҃, გარდამოჰჴედ რა ქუჱყანად, და განჰკაცენ ქალწულისაგან, და ჯუარცმაჲ დაითმინე, რათა ჩუჱნ განმათავისუფლნე მონებისაგან მტერისა, უ҃ო დიდება შენდა:

წმიდათა შენთა სიმრავლე, გევედრების შენ ქე҃ შეგჳწყალენ…

მოწამეთა.

წმიდათა შენთა სიმრავლე, გევედრების შენ ქე҃ შეგჳწყალენ და გუაცხოვნენ ჩუჱნ, ვითარცა კაცთ-მოყუარე-ხარ:

რაჟამს იგი ერთა უსჯულოთა მაცხოვარ, ცხოვრებაჲ ეგე…

დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა. რაჟამს ძელისაგან.

რაჟამს იგი ერთა უსჯულოთა მაცხოვარ, ცხოვრებაჲ ეგე ყოველთა ძელსა ზედა აღგამაღლეს, მაშინ წმიდა და ყოვლად უბიწო დედა შენი, წინაშე მდგომარე მგოდებელი ჰჴმობდა, შჳლო ჩემო ტკბილო, თუალთა ჩემთა ნათელო, ვაჲ ჩემდა ვითარ ძჳრის-მოქმედთა შორის ჯუარსა ზედა შემსჭუალუაჲ თავს-იდევ, რომელმან ქუჱყანაჲ დაჰკიდე წყალთა ზედა:

ჴმასა მას ავაზაკისასა, შევჰსწირავთ შენდა და გევედრებით…

ოთხშაბათსა, მომიხსენენი, ჴმა ბ.

ჴმასა მას ავაზაკისასა, შევჰსწირავთ შენდა და გევედრებით, მომიჴსენენ ჩუჱნ უ҃ო, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენითა:

ჯუარსა ზედა რა ამაღლდი ჩუჱნთჳს, შენთანა აღამაღლე მაცხოვარ, ყოველივე კაცთა ბუნებაჲ, და დაუცხრომელად გალობით გადიდებთ:

ადამის-ბრალთა ჴელით-წერილი ლაჴურითა შენითა განხეთქე ქე҃, და წიგნსა შინა ცხოველთასა, ადამიანნი, აღწერენ კაცთ-მოყუარე:

მობაძავ მისსა იწოდენით თქუჱნ, რომელმან ჯუარცმაჲ ჩუჱნთჳს…

მოწამეთა.

მობაძავ მისსა იწოდენით თქუჱნ, რომელმან ჯუარცმაჲ ჩუჱნთჳს დაითმინა ღუაწლისა-მძლენო მოწამენო, და ზიარ დიდებისა მისისა იქმნენით:

მამასა მხოოსა ვადიდედეთ, და ძესა მხოლოსა თაყუანის-ვსცემდეთ…

დიდებაჲ.

მამასა მხოოსა ვადიდედეთ, და ძესა მხოლოსა თაყუანის-ვსცემდეთ, და სულსა მხოლოსა ყოველნი, ერთბამად მადლობით და შიშით უგალობდეთ:

იხილე რა ჯუარსა ზედა უსძლოო, უთესოდ შობილი…

აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

იხილე რა ჯუარსა ზედა უსძლოო, უთესოდ შობილი შენგან ქე҃ ღი҃, ცრემლთა ცხელთა ნაკადულითა, ადიდებდ და უგალობდ სულგრძელებასა მისსა:

შემსგავსებული, სიწმიდისა შენისა შესხმა არა მაქუს, უხრწნელო…

სერობისად. გალობანი წმიდისა ღი҃ს-მშობელისანი. გალობა ა. ჴმა ბ. სძლისპირი. ზღჳსა ღელუათა.

შემსგავსებული, სიწმიდისა შენისა შესხმა არა მაქუს, უხრწნელო ღი҃ს-მშობელო, რამეთუ, დამნთქამს ბნელი ბოროტთა ჩემთა, და დამფარავს მე, არმური ბრალთა ჩემთა, სულთქმა ჩემი მიითუალე ჵ ქალწულო:

შენდა მოვივლტი, წმიდაო დედოფალო, და საფარუჱლსა შენსა შევევედრები, ვჰსცოდე წარმდებად, და განუარისხე ღი҃, საწყალობელმან, ამისთჳს გევედრები, რათა დამაგო ვედრებითა შენითა:

შენ-ხარ ქალწულო, სალხინებელი კაცთა, და საყუდელი, შენდამი მოლტოლჳლთა, ამისთჳს მეცა ცოდჳლი შეგივრდები, რათა აცხოვნო, გლახაკი სული ჩემი, რამეთუ ძალგჳცს ყოველი ღი҃ს-მშობელო:

ჴელსა ურიცხუსა ავაზათასა სძალო, შთავრდომილ-ვიქმენ და მოვიწყალ…

გალობა გ. სძლისპირი. განჴსნილნი ძუჱლ.

ჴელსა ურიცხუსა ავაზათასა სძალო, შთავრდომილ-ვიქმენ და მოვიწყალ უწყალოდ საწყალობელი, და ყოვლითურთ განწირული ვძე უღუაწოდ, ნუ უგულებელს-მყოფ მე ცოდჳლსა ამას, და სასო წარკუჱთილსა:

ჴელსა ურიცხუსა ავაზათასა სძალო, შთავრდომილ-ვიქმენ და მოვიწყალ უწყალოდ საწყალობელი, და ყოვლითურთ განწირული ვძე უღუაწოდ, ნუ უგულებელს-მყოფ მე ცოდჳლსა ამას, და სასო წარკუჱთილსა:

ვითარცა იგი, პირუჱლ აცთუნა გუჱლმან, პირუჱლი მამა ადამი დედოფალო, ეგრევე მეცა ტყუჱმყო საწყალობელი და განმაშიშულა, და მოწყლა სული ჩემი ცოდუათა მიერ, შემიწყალე უსძლოო:

ცოდუათა ჩემთა, აღგიარებ ქალწულო, სასოო ჩემო მფარუჱლო და შემწეო, და გევედრები, აღჴოცენ მოწყალებით, რათა ქე҃მან, სამსჯავროსა მას თჳსსა გასსაკრთომელსა, არა მამხილნეს რისხჳთ:

უკურნებელთა სენთაგან შეპყრობილსა, და კეთილთაგან ყოვლითურთ ცალიერსა…

გალობა დ. სძლისპირი. საქმენი შენნი.

უკურნებელთა სენთაგან შეპყრობილსა, და კეთილთაგან ყოვლითურთ ცალიერსა ნუ მომიძაგებ, არამედ მდიდართა მათ, ნიჭთა შენთა ოქროთა, განმამდიდრე მე, და მომხედენ სიტკბოებით დედოფალო:

უკურნებელთა სენთაგან შეპყრობილსა, და კეთილთაგან ყოვლითურთ ცალიერსა ნუ მომიძაგებ, არამედ მდიდართა მათ, ნიჭთა შენთა ოქროთა, განმამდიდრე მე, და მომხედენ სიტკბოებით დედოფალო:

შიშუჱლ-ვიქმენ მე ყოველთაგან კეთილთა და აღსავსე-ვარ ყოვლითა ბოროტითა, უძჳრეს-ვიქმენ, ყოველთა, დაცემულთა პირუჱლთა და შემდგომად ღირს-მყავ მოგებად, ორთავე სინანულსა ღი҃სა დედაო:

აღუჱმატე მე მეძავსა მას ცოდჳთა, და ავაზაკსა წარვჴედ სიბოროტითა, სიტყჳთ და საქმით, არამედ ორთავე მათ, სინანული მომმადლე ვიდრე განსლუადმდე ჩემდა ამიერ სოფლით ღი҃სა დედაო:

რომელმან საღმრთო, ნათელი წარუვალი, მყოფთა ქუჱყანისათა გამოუბრწყინუჱ…

გალობა ე. სძლისპირი. განჳბანენით.

რომელმან საღმრთო, ნათელი წარუვალი, მყოფთა ქუჱყანისათა გამოუბრწყინუჱ, სული ჩემი დაბნელებული განანათლე, და ყოველი ბნელი გონებისა ჩემისა, და გულისაგან განსდევნე, ღი҃სა დედაო:

რომელმან საღმრთო, ნათელი წარუვალი, მყოფთა ქუჱყანისათა გამოუბრწყინუჱ, სული ჩემი დაბნელებული განანათლე, და ყოველი ბნელი გონებისა ჩემისა, და გულისაგან განსდევნე, ღი҃სა დედაო:

დამფარავს ღამე, საძაგელთა საქმეთა, და წყუდიადი ბნელი ბილწთა გულის-თქმათა, და ლმობიერად ვღაღადებ შენდა მომართ, ნათლად საღმრთოდ წარმიძეღუ ქე҃ს ღი҃სა, კეთილთა მიერ საქმეთა დედოფალო:

ლმობიერ იქმენ, ჩემ ზედა დედოფალო, ვითარცა ქე҃ უძღებსა შჳლსა ზედა, და მსგავსად მისსა შემიტკბე სახიერო, რამეთუ მისთანა ცრემლით გიღაღადებ, მაცხოვნე მე მეოხებითა შენითა:

ცოდუათა მთხრებლსა შინა, შთავარდი უბადრუკი, და დაფარულთა…

გალობა ვ. სძლისპირი. წინასწარ-მეტყუჱლმან მან.

ცოდუათა მთხრებლსა შინა, შთავარდი უბადრუკი, და დაფარულთა, მხედუჱლსა ღთ҃სა ვერ მივხედავ, შიშითა შეპყრობილი, ამისთჳს დედოფალო, ყოვლად წმიდაო, შენ შეგივრდები მიღუაწე განწირული:

დაფარნეს სახედუჱლნი, გულისა ჩემისანი, გარდარეულთა, ცოდუათა ჩემთა და დამნთქმენ მწარედ, ღელუანი ვნებათანი, ამისთჳს გევედრები, ღი҃სა დედაო მიჴსენ მათგან მეოხებითა შენითა:

მიხილავსმცა ქალწულო, შუჱნიერება იგი, შენი ბრწყინუალე, და საწადელი რაჟამს ჴორცთა მათ, ჩემთა განუჱყოფოდე, რაოდენ ჯერიჩინო, რათა ამიერ, მოვიღო გულსავსება ბრალთა შენდობისა:

ისწრაფვის მტერი, შთანთქმად ჩემდა უწყალოდ, და ყოველითკერძო…

გალობა ზ. სძლისპირი. რომელმან პირუჱლ.

ისწრაფვის მტერი, შთანთქმად ჩემდა უწყალოდ, და ყოველითკერძო დამირწყამს მე საბრჴეთა, და სწრაფისაგან სამღთოთა საქმეთასა, მომამედგრებს მე, არამედ მსთუად მეწიენ, წყალობა შენი მე, და მიჴსენ დედოფალო:

შეამრღუჱვს გულსა, ჩემსა და შეაგინებს, გონებასა ჩემსა მტერი უკეთური, და მთხრებლსა შინა, სასოწარკუჱთისასა, დამნთქამს უწყალოდ, ამისთჳს გიღაღადებ ღი҃სა დედაო, მიჴსენ მისგან წყალობით:

განუკრძალუჱლად, პოვა გონება ჩემი, მტერმან უეთურმან და მომკლა სულითა არამედ ძალი საღმრთო შთამაცუ ქალწულო და ღირს-მყავ ძლევად მისსა, რათა მოვიღო ბრალთა შენდობა, წარწყმედული ჩემ მიერ:

დაღონებული, ურიცხვთა ცოდუათაგან, ვერ ვიკადრებ აწ აღხილუად…

გალობა ჱ. სძლისპირი. დაბადებულნი გამოჩნ.

დაღონებული, ურიცხვთა ცოდუათაგან, ვერ ვიკადრებ აწ აღხილუად თუალთა ზეცად, ღი҃სა დედაო ამისთჳს გევედრები მე დაცემული, ესე შემიწყალე და აღმადგინე, და ღირს-მყავ სინანულსა:

რისხჳსა მისგან, რომლისაგან მეშინის, ქე҃ს მჴსნელისა მიჴსენ ჵ დედოფალო, და რაჟამს იგი ჰყოფდეს განსჯასა ჩემსა, ჴელიაღმიპყარ, და მარცხენით თიკანთა ნაწილისაგან, მიჴსენ ყოვლად წმიდაო:

მომკუდარი ესე, ურიცხუთა ცოდუათაგან, მეოხებითა შენითა აღმადგინე, სძალო ღი҃საო, და ყოველთა საცთურთა, მოშურნისათა, მომკლუჱლთა სულისათა თანა წარმჴადე, და დაჰჴსნენ ღონენი მისნი:

ჵ კეთილთაგან უცხო სულო ჩემო, ვითარ წარსწყმიდე შუჱნიერება შენი, ვითარ უარჰყუჱნ აღთქმანი იგი შენნი რომელ აღუთქუჱნ, ღა҃ და აღირჩიენ ვნებათა ნივთნი, აწ შეუვრდი ქალწულსა:

საქმეთა მიერ ბოროტთა საცნობელნი, შევაგინენ, და აღჳვსე…

გალობა თ. სძლისპირი. უზესთაეს არს და.

საქმეთა მიერ ბოროტთა საცნობელნი, შევაგინენ, და აღჳვსე ცოდჳთა, არამედ ვესავ მოწყალებათა შენთა, მომმადლე ჟამი სინანულისა სძალო, რათა მჴურუალედ ცრემლით გადიდებდე შენ:

დაფარულნი რა კაცად კაცადისანი, განცხადებოდინ შენ განმამართლე მაშინ, ღი҃სა დედაო, რამეთუ ძალგიც ესე, და ღირს-მყავ ნათელსა ოხითა შენითა, და სიხარულსა გამოუთქმელსა სძალო:

აღემატე შენ ქალწულო ღი҃ს-მშობელო, ზეცისა ძალთა და ადამიანთა, თჳნიერ ხოლო ღი҃სა შემოქმედისა, უცოდჳლესსა ყოველთა ცოდჳლთასა, ნუ მომიძაგებ, არამედ მაცხოვნე მე:

პირუჱლ მოსლუადმდე, ჟამსა სიკუდილისასა, მომეც სახიერ სინანული მჴურუალე, და სიწმიდე და სიყუარული, და ცრემლნი და სამწყსოსა შენსა შემრთე მეოხებითა, ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა: