ა
ა.
მაცხოვარ ჯუარსა ზედა შემსჭუალული, მზემან რა გიხილა…
მწუხრად, დასდებელნი სამეუფონი ჯუარისანი, მსგავსნი. ჴმა ბ. რაჟამს ძელისაგან.
მაცხოვარ ჯუარსა ზედა შემსჭუალული, მზემან რა გიხილა დაბნელდა შიშისაგან შენისა, და კრეტსაბმელი ტაძრისა განიპო, ხოლო ქუჱყანაჲ იძროდა, და ეგრეთუჱ კლდენი განსქდეს შიშით, ხილუად ვერ თავს-მდებელნი ცხოვრების-მომცემელისა, თჳსისა და ღი҃სა, ძელსა ზედა დამსჭუალულისა ნებსით უმსჯავროდ, წყინებაჲ უსჯულოთაგან:
ყოვლითურთ დამჴობილ, და ყოვლითურთ მოწყლულ-იქმნა, და მდებარე არს დაცემითა საკჳრუჱლითა გუჱლი ყოვლად ბოროტი, რაჟამს ამაღლდი ძელსა ზედა კაცთ-მოყუარე, ხოლო ადამ წყევისაგან განიჴსნა, და ცხოვნდა პირუჱლ დასჯილი იგი, ვინაცა გევედრებით, გჳჴსნენ ჩუჱნ ყოველნი მოწყალეო, და სასუფეველსა შენსა ღირს-მყუჱნ:
რაჟამს იგი უსჯულომან ერმან შენ მაცხოვარ, ცხოვრებაჲ ეგე ყოველთა ძელსა დამოგკიდა, მაშინ დაბადებული ყოველი ძრწოდა შიშისაგან, შეიმუსრა სუფევაჲ ყოველი ჯოჯოხეთისა, და სიკუდილისა სიმტკიცჱ სამღთოთა ძალითა შენითა, და პირუჱლი იგი მამაჲ ადამ მოხარული ჰჴმობდა შენდამი, დიდება სიმდაბლესა შენსა კაცთ-მოყუარე:
ვედრებაჲ მონათა შენთა შეიწყნარე, და მოგუჱც ჩუჱნ…
სხუანი. დასდებელნი ღი҃ს-მშობლისანი მსგავსნივე.
ვედრებაჲ მონათა შენთა შეიწყნარე, და მოგუჱც ჩუჱნ წყარონი ცრემლთანი, და განბანენ ბიწნი ცოდუათა ჩუჱნთანი ყოვლად უბიწოო, და დაშრიტენ ალი საუკუნოჲსა და მოუთმენელისა ცეცხლისა, რამეთუ შენ ყოვლითა გულითა რომელნი გხადიან დედად ღი҃სად ვედრებასა აღუსრულებ:
გრიგალითა გულის-სიტყუათა ბოროტთათა, და სამ-მღელუარეობითა სოფლისათა ღელუა-გუჱმული, ხოლო ბოროტისა მის სოფლის-მპყრობელისა, უჴმართა მობერჳთა გარე-მოცული გიღაღადებ ქალწულო, ისწრაფე განრინებად ჩემდა განსაცდელთაგან რომლითა შეპყრობილ-ვარ, რათა გმადლობდე გულითა, და დიდებასა შენსა მიუთხროდბე ყოველთა მორწმუნეთა ღი҃უ-მიმადლებულო:
იხილე ჭირი ჩემი, და მწუხარებაჲ აღშფოთებულისა სულისა ჩემისა, და გულისა ჩემისა მოუძლურებაჲ დედოფალო, და განზრახუანი მტერთა უხილავთანი დაარღჳენ, გარე-შემზღუდუჱლთა, ფრიად მომცუჱლთა ჩემთა, რამეთუ შენ მშობელო ღი҃საო, განსაცდელთა შინა მყოფთა, შემძლებელ-ხარ მიცემად ჰჴსნისა:
ეჰა სახიერებასა შენსა, ეჰა კეთილ-მოწლეობასა შენსა, ეჰა…
დიდბა, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა. მსგავსივე.
ეჰა სახიერებასა შენსა, ეჰა კეთილ-მოწლეობასა შენსა, ეჰა მრავალსა სიმდაბლესა და სულ-გრძელებასა შენსა სიტყუაო დაუსაბამოო, ჰჴმობდა ქალწული გოდებით, ვითარმე უკუჱ სათნო-იყავ უკ҃უდავმან მოკდომად, ვხედავ დიდსა საიდუმლოსა, ამისთჳსცა თაყუანის-ვჰსცემ ვნებათა შენთა, რომელნიცა ნებსით მიიღენ:
მაცხოვნე მე ქე҃ მაცხოვარ, ძალითა ჯუარისათა, ვითარცა…
სტიქარონსა ზედა, დასდებელნი ჯუარისანი, ჴმა ბ.
მაცხოვნე მე ქე҃ მაცხოვარ, ძალითა ჯუარისათა, ვითარცა იჴსენ პეტრე ზღუასა შინა, და შემიწყალე მე ღო҃:
ძელი ჯუარისა შენისა ქე҃ ღო҃, ძელად ცხოვრებისად მომანიჭენ ჩუჱნ მორწმუნეთა შენთა, და მის მიერ განაქარუჱ, რომელსა იგი აქუნდა სიმტკიცჱ სიკუდილისა, და განმაცხოველენ ჩუჱნ მომწყდარნი ცოდჳთა, ამისთჳს გიღაღადეთ შენ, კეთილის-მყოფელო, ყოველთაო, უ҃ო დიდება შენდა:
რომელთა ქუჱყანისა საშუჱბელი, არა ინებეს, ღუაწლისა-მძლენი ზეცისა…
მოწამეთა.
რომელთა ქუჱყანისა საშუჱბელი, არა ინებეს, ღუაწლისა-მძლენი ზეცისა კეთილთა ღირს-იქმნნეს, და ანგელოსთა თანა მოქალაქე იქმნეს უ҃ო ოხითა მათითა, შეგჳწყალენ და გუაცხოვნენ ჩუჱნ:
ტევანი იგი ყოვლად მწიფჱ, რომელი გაქუნდა უმუშაკოდ…
დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა. მსგავსი. რაჟამს ძელისა.
ტევანი იგი ყოვლად მწიფჱ, რომელი გაქუნდა უმუშაკოდ ნაყოფად საშოსა შინა შენსა წმიდაო, იხილე რა დამოკიდებული ძელსა ზედა, გოდებით ღაღადებდი და ჰჴმობდი, აცურიე სიტბოებაჲ ძეო ჩემო, რომლითა განიდევნოს ყოველი სიმთრუალჱ ვნებათა, ქუჱლის-მოქმედო ჩემთჳს მშობელისა შენისა, ვედრებულ იქმენ სახიერებითა შენითა:
ჰქმენ ცხოვრებაჲ შორის ქუჱყანისა ქე҃ ღო҃, ჯუარსა…
პარასკევსა ცისკრად. შემდგომად ა სტიქოლოგისა, წარდომანი ჯუარსანი. ჴმა ბ.
ჰქმენ ცხოვრებაჲ შორის ქუჱყანისა ქე҃ ღო҃, ჯუარსა ზედა რა უხრწნელი ჴელნი შენნი განიპყრენ, რათა ყოველნი წარმართნი შემოკრიბნე, უ҃ო დიდება შენდა:
სახიერებისა შენისა ცხოველს-მყოფელსა ჯუარსა, რომელი მომეც ჩუჱნ…
აღამაღლებდით უ҃სა, ღთ҃სა ჩუჱნსა, და თაყუანის-ჰსცემდით კუარცხლბეკსა ფერჴთა მისთასა, რამეთუ წმიდა არს:
სახიერებისა შენისა ცხოველს-მყოფელსა ჯუარსა, რომელი მომეც ჩუჱნ უღირსთა უ҃ო, მეოხებად შენდა მიგიპყრობთ, აცხოვნენ მეფენი და ქალაქი შენი, რომელნი გევედრებიან ღი҃ს-მშობელისა მერ, მხოლოო კაცთ-მოყუარე:
ჰხედჳდა რა ქე҃სა, მომკუდარსა მტირალი ღაღადებდა, ტარიგი…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა. სახიერებისა წყარო ხარ
ჰხედჳდა რა ქე҃სა, მომკუდარსა მტირალი ღაღადებდა, ტარიგი და ქალწული, ჵ მკულელობასა უსჯულოთასა, დაჰფარენ უკუჱ შარავანდედნი შენნი მზეო, რამეთუ შემოქმედი ყოველთა ნებსით მოიკულის, და იხილუჱბის ვითარცა დასჯილი, უჴორცოთა ძალთა მხოლოჲ უ҃ი:
უხრწნელსა ხატსა შენსა თაყვანის-ვჰსცემთ ქუჱლის-მოქმედ, და ვითხოვთ…
შემდგომად ბ, სტიქოლოგიისა, წარდგომანი ჯუარისანი, ჴმა ბ.
უხრწნელსა ხატსა შენსა თაყვანის-ვჰსცემთ ქუჱლის-მოქმედ, და ვითხოვთ მოტევებასა ცოდუათა ჩუჱნთასა, ქე҃ ღო҃ განზრახჳთ სათნო-იყავ აღსლუა ჯუარსა ზედა, რათა იჴსნნე რომელნი შეჰქმნენ მონებისაგან მტერისა, ვინაცა მადლობით გიღაღადებთ, სიხარულითა აღმავსენ ყოველნი ვითარ მაცხოვარმან ჩუჱნმან, მოსრულმან ცხოვრებად ყოვლისა სოფლისა:
რომელმან ჯუარისა მიერ განანათლე ყოველი ქუჱყანაჲ, და…
ხოლო ღთ҃მან, მეუფემან ჩუჱნმან, წინა-საუკუნეთამან, შეჰქმნა ცხოვრება შორის ქუჱყანისა:
რომელმან ჯუარისა მიერ განანათლე ყოველი ქუჱყანაჲ, და ცოდჳლთა მოუწოდე სინანულად, ნუ განმჰყოფ მე სამწყსოსა შენისაგან, მწყემსო კეთილო, არამედ მომიძიე მეცა წარწყმედული ესე ქე҃ მეუფეო. და წმიდასა მას სამწყსოსა შენსა თანა შემრაცხე ქე҃ ღო҃, მხოლოო მოწყალეო და კაცთ-მოყუარეო:
უფროსად კურთხეულ-ხარ შენ ღი҃ს-მშობელო ქალწულო, და გაქებთ…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
უფროსად კურთხეულ-ხარ შენ ღი҃ს-მშობელო ქალწულო, და გაქებთ შენ, რამეთუ ჯუარითა ძისა შენისათა დაიჴსნა ჯოჯოხეთი, მოიკლა სიკუდილითა სიკუდილი, მკუდარნი აღუსდეგით და ცხოვრებასა ღირს-ვიქმნენით, და სამოთხე მოვიღეთ პირუჱლი იგი საშუჱბელი, ამისთჳსცა მადლობით უღაღადებთ, ვითარცა მპყრობელსა ქე҃სა ღთ҃სა ჩუჱნსა, მხოლოსა მრავალ-მოწყალესა:
ვითარცა ავაზაკი აღგიარებ, და გიღაღადებ შენ სახიერო…
შემდგომად გ, სტიქოლოგიისა, წარდგომანი ჯუარისანი. ჴმა ბ.
ვითარცა ავაზაკი აღგიარებ, და გიღაღადებ შენ სახიერო, მომიჴსენე მე უ҃ო სასუფეველსა შენსა, და მისთანა შემრაცხე, რომელმან ნებსით ჩუჱნთჳს ვნებაჲ დაითმინე:
შენ რომელმან შეჰმოსენ ცანი ღრუბლითა, შეგიმოსეს წმიდათა…
დიდება შენდა, ღო҃ ჩუჱნო, დიდება შენდა: მოწამეთა.
შენ რომელმან შეჰმოსენ ცანი ღრუბლითა, შეგიმოსეს წმიდათა სოფელსა შინა, ვინაცა ტანჯუანი უსჯულოთანი მოითმინნეს, და საცთური კერპთა უჩინო-ჰყუჱს, მათითა მეოხებითა ჩუჱნცა განმათავისუფლენ, უჩინოთა მტერთაგან მაცხოვარ და გუაცხოვნენ ჩუჱნ:
წინაშე ჯუარისა შენისა დგა, რომელმან უთესლოდ გშუა…
დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.
წინაშე ჯუარისა შენისა დგა, რომელმან უთესლოდ გშუა შენ ქე҃, და ვერ ითმენდა ხილუად უსამართლოდ დასჯასა, გოდებდა და ტირილით გიჴმობდა შენ, ვითარ დაისაჯები რომელი ბუნებით უვნებელ-ხარ ტკბილო ძეო ჩემო, უგალობ უმწუჱრუალესსა სახიერებასა შენსა:
ამაღლებასა ჯუარისასა დაეცა საეშმაკო საცთური
პარასკევსა, კანონი ჯუარისა. რომლისა კიდურ-წერილობაჲ.
ამაღლებასა ჯუარისასა დაეცა საეშმაკო საცთური.
ზღჳსა ღელუათა, მძჳნუარეთა წიაღჰჴდეს, დაულტოლუჱლად, ისრაილნი პირუჱლად…
იოსებ. გალობა ა, ჴმა ბ. სძლისპირი.
ზღჳსა ღელუათა, მძჳნუარეთა წიაღჰჴდეს, დაულტოლუჱლად, ისრაილნი პირუჱლად, ძლიერებითა, მარჯუჱნისა ღი҃სათა, და სიღრმეთა მათ, დაჰფარნეს მეგჳპტელნი, და საფლავ-ექმნნეს წყალნი ბანაკსა მათსა:
ჯუარცმა თავს-იდევ, და სამსჭუალთა განწონა, შეურაცხებით, ჯუარსა…
ტროპარნი.
ჯუარცმა თავს-იდევ, და სამსჭუალთა განწონა, შეურაცხებით, ჯუარსა ზედა სიტყუაო, რათა პატივი, სამღთო შემოსო კაცთა, რომელნი იგი, აქებენ და შეასხმენ, ნებსით ვნებათა შენთა დიდებულთა:
განიპყრენ ჴელნი, ჯუარსა ზედა მაცხოვარ, რომელმან ცანი, ვითარცა კამარანი, სიტყჳთ მოჰსდრიკენ, და შემოჰკრიბენ ერნი, და ნათესავნი, რომელნი ადიდებენ ვნებათა შენთა განმაცხოველებელთა:
აღიღეს ჯუარი, მჴართა ზედა მარტჳლთა, და ჯუარცმულისა…
მოწამეთა.
აღიღეს ჯუარი, მჴართა ზედა მარტჳლთა, და ჯუარცმულისა, შემდგომი აღირჩიეს, და ვნებათა მათ, მისთა თანა ხატ-ექმნნეს, და ყოველივე, სიმწარე სატანჯუჱლთა, მხურუალედ და წადიერად მოითმინნეს:
გუნდმან წმიდათა, ანგელოსთამან აქნა რაჟამს იხილნეს, ღუაწლნი თქუჱნნი მარტჳლნო, და გოდებითა, და გლოვითა აღავსნეს, მტერთა ბანაკნი, ჵ ყოვლად შუჱნიერნო, და ღი҃უ-განბრძნობილნო ქე҃ს მოწამენო:
წინასწარ თქმული, წინასწარმეტყუჱლებით, სიმეონისნი, აღესრულა შენ ზედა…
ღი҃ს-მშობლისა.
წინასწარ თქმული, წინასწარმეტყუჱლებით, სიმეონისნი, აღესრულა შენ ზედა, ღი҃სა დედაო, და იხილე რა ვნებაჲ, ძისა შენისა, და განვლო გული შენი, მახჳლმან მწუხარებისამან უბიწოო:
რომელნი მოივლტიან შენდა იჴსნენ ქალწულო
სხუა. კანონი, ყოვლად წმიდისა ღი҃ს-მშობლისა, რომლისა კიდურ წერილობაჲ.
რომელნი მოივლტიან შენდა იჴსნენ ქალწულო.
რომელნი ღირსად, ღი҃ს-მშობლად უბიწოდ აღგიარებენ, სულიერთა და…
გალობა ა, ჴმა ბ. სძლისპირი. მოვედით ერნო.
რომელნი ღირსად, ღი҃ს-მშობლად უბიწოდ აღგიარებენ, სულიერთა და ჴორციელთა, ჭირთა და სალმობათა და განსაცდელთაგან იჴსნენ, რომელნი გიგალობენ ღი҃ს-მშობელო ქალწულო:
უ҃ისა დედად, შენ გიცნობთ მომცემელად ჩუჱნდა მადლისა, ამისთჳსცა შენდა, მოვივლტით, დაგჳფარენ ღი҃ს-მშობელო, საფარუჱლითა მაგით, მადლისა შენისათა, რომელნი გიგალობთ შენ:
მგალობელთათჳს, ევედრე შენგან შობილსა ქე҃სა, რომელი განჴორციელდა, ყოვლად უბიწოსა, საშოსა შენისაგან, რათა წმიდა-მყუჱნ ცოდუათაგან, და ყოვლისა ვნებისა:
ერი მორწმუნე, აღგიარებს შესავედრებელად, და ზღუდედ მტკიცედ ქალწულო, მჴსნელად ჭირუჱულთა მოგიგებს, ღი҃სა მიმართ, შენ დიდებულო ღირსო მშობელო მეუფისაო:
განჴსნილნი ძუჱლთა კრულებათა ჩუჱნთაგან, დაჴსნილნი მჴეცთა შუა-მძჳნუარეთაგან…
გალობა გ. სძლისპირი.
განჴსნილნი ძუჱლთა კრულებათა ჩუჱნთაგან, დაჴსნილნი მჴეცთა შუა-მძჳნუარეთაგან მხიარულებით, აღებითა პირთათა სიტყუასა ღთ҃სა, სიტყჳთა ჴმიანითა, სარწმუნოებით და ქებით ვადიდებდეთ:
უხრწნელებისა ტევანმან დამჰსჭუალულმან, ძელისა ჯუარსა ღჳნოჲ მახარებელი…
ტროპარნი.
უხრწნელებისა ტევანმან დამჰსჭუალულმან, ძელისა ჯუარსა ღჳნოჲ მახარებელი გულთა, გჳწდია და მთურალობაჲ ბოროტი ცოდუათა ჩუჱნთა, დააცხრო მადლთა მიერ, თჳსთა სამღთოთა, მჴსნელმან სულთა ჩუჱნთამან:
ნებსით ამაღლდი ჯუარსა ზედა იესო, და ყოველივე ეშმაკთა სიბოროტჱ, დაანთქ ქუჱსკნელთა, ხოლო კაცნი დანთქმულნი წარსაწყმედელსა, ნებათა მათთა მიერ ბოროტთა მჴსნელო, აღამაღლენ ზესკნელთა:
აღეტყინენით სურჳლითა სამღთოჲთა, და ცეცხლისაგან არა შეჰსრწუნდით…
მოწამეთა.
აღეტყინენით სურჳლითა სამღთოჲთა, და ცეცხლისაგან არა შეჰსრწუნდით მჴნენო, რამეთუ ნიჭთა, უკუდავთა მოღებასა განიცდიდით და სიხარულსა მარადის დაულევნელსა, და ნათელსა სამღთოსა:
თჳსთაგან სისხლთა ჵ ღუაწლით შემოსილნო, ღებული პორფირი ბრწყინუალედ შეიმოსეთ, და მარჯუჱნითა, თქუჱნითა გაქუნდათ ღირსნო ვითარცა კუჱრთხი, სამეუფოჲ ბრწყინუალე ჯუარი ქე҃სი, და სუფევთ ქე҃ს თანა:
ზეცისა წესნი პატივს-გცემენ ქალწულო, რამეთუ ჰშევ შემოქმედი…
ღი҃ს-მშობლისა.
ზეცისა წესნი პატივს-გცემენ ქალწულო, რამეთუ ჰშევ შემოქმედი ყოველთა რომელმან განჰჴსნნა, კრულნი ხრწნილებისაგან და სიკუდილისა, და შეკრნა მორწმუნენი სიყუარულითა, თჳსითა საუფლოჲთა:
განმაძლიერენ მოსავნი შენნი უ҃ო რომელმან, ჯუარითა მოჰკალ…
სხუა. სძლისპირი.
განმაძლიერენ მოსავნი შენნი უ҃ო რომელმან, ჯუარითა მოჰკალ ცოდუა ჩუჱნი, და დანერგე შიში შენი, გულთა შინა ჩუჱნთა, შენ კაცთ-მოყუარე:
ლოცჳთა და ვედრებითა შენითა, ქალწულო გჳთხოვე ქე҃სგან, შენგან შობილისა, მოტევებაჲ ბრალთა ჩუჱნთა, და დაგჳფარენ ჩუჱნ, განსაცდელთაგან:
ნუ უგულებელს-მჰყოფ მუჱდრებელთა შენთა ქალწულო რომელნი, გიგალობთ სიღრმითა გულისათა, და საფარუჱლსა შენსა, ყოვლად უბიწოო, დამიფარენ ჩუჱნ:
ითხოვე ჩუჱნთჳს წარმართებაჲ ცხოვრებისა ღი҃საგან, ქალწულო სასოო და მფარუჱლო, და შესავედრებელო ჩუჱნო, მიჴსნენ ჭირისაგან, სძალო ღი҃საო:
მამისაგან გამოსრული სიტყუა და სიბრძნე, რომელი იტჳრთე…
ღი҃ს-მშობლისა.
მამისაგან გამოსრული სიტყუა და სიბრძნე, რომელი იტჳრთე წიაღითა ქალწულო, საცთურთაგან მტერისათა, ითხოვე მისგან დღეს, გამოჴსნაჲ ჩუჱნი:
საქმენი შენნი ვითარცა განიცადნა, ღაღადყო ჴმითა წინასწარ-მეტყუჱლმან…
გალობა დ. სძლისპირი.
საქმენი შენნი ვითარცა განიცადნა, ღაღადყო ჴმითა წინასწარ-მეტყუჱლმან, დღეს მესმა მე სმენაჲ, კაცთა განახლებისა, და დამიკჳრდა შენი სიმდაბლით მოსლუაჲ, რათა შეჰმუსრო ძლიერებაჲ მჴდომისა:
დამოეკიდე ძელსა ზედა რომელმან, წყალთა ზედა სიტყჳთ…
ტროპარნი.
დამოეკიდე ძელსა ზედა რომელმან, წყალთა ზედა სიტყჳთ დაჰკიდე ქუჱყანაჲ, ყოვლად ძლიერო, და ლახურითა განეპო, გუჱრდი შენი და მიერ, სისხლი და წყალი, გარდამოეცა მჴსნელად დაბადებულთა:
წყლულებაჲ ჩემი განიკურნა სახიერ, მოწყლჳთა წმიდისა გუჱრდისა შენისათა, ხოლო მონისა, ყურიმლისცემითა, აზნაურებაჲ მომეც, და ძმრისა სუმითა, ხისა მის გემოს-ხილუაჲ შემინდუჱ ქე:
ტანჯუათა მიერ ჰსტანჯეთ გუჱლი გულარძნილი, ხოლო ნაგუჱმთა…
მოწამეთა.
ტანჯუათა მიერ ჰსტანჯეთ გუჱლი გულარძნილი, ხოლო ნაგუჱმთა გულისა ჩემისათა, ჰკურნებთ მარტჳლნო, და მადლთა მდინარესა, მდიდრად აღმოგჳცენებთ, წყაროთა მათგან, ცხოვრებისათა ჵ ყოვლად ქებულნო:
ყოვლითურთ მოსწყალთ მტერი და მოაკუდინეთ, წყლულებათა მიერ სისხლგარდამომდინარეთა, და ურმისთუალთა, მიერ და მახჳლისა, და ტანჯუათა მწარეთა, დაჭრილთა მჴნენო, ღუაწლით-შემოსილნო, ქე҃ს მოწამენო:
ყოვლად უბოწოთა მათ სისხლთა შენთაგან, განკაცნა სიტყუა…
ღი҃ს-მშობლისა.
ყოვლად უბოწოთა მათ სისხლთა შენთაგან, განკაცნა სიტყუა ღი҃სა დაუსაბამო, ყოვლად წმიდაო, რომელი იხილე რა, ჯუარსა ზედა ვნებული მწარედ სტიროდე, და წყლულებათა მისთა ადიდებდ სძალო:
უძლურებათა და ჭირთა, სულიერთა და ჴორციელთა, კურნებაჲ…
სხუა. სძლისპირი. მესმა უ҃ო.
უძლურებათა და ჭირთა, სულიერთა და ჴორციელთა, კურნებაჲ გჳთხოვე, ძისა შენისაგან ქალწულო:
იჴსნენ ქალწულო ღელუა-გუჱმულნი, საცთურისაგან ეშმაკისათა, და დაგუამტკიცენ ქე҃ს სიყუარულსა:
ვნებანი ჩუენნი აღძრულნი, მტერისაგან დააცხრუჱნ ყოვლად წმიდაო, და გჳძღოდე ჭეშმარიტებისა გზასა:
ლხინება-ჰყავ ღი҃სა დედაო, აღძრუათა და განსაცდელთაგან, მოსავთა შენთათჳს საგალობელო:
ტყუჱობისაგან მტერთასა, იჴსნენ სულნი ჩუჱნნი ღი҃სა დედაო, და წარმიძეღუ ჩუჱნ გზასა საუკუნესა:
განჳბანენით, ჴორცითა სულთათა, მწიკულისა მისგან საცთურთა მტერისათა…
გალობა ე. სძლისპირი.
განჳბანენით, ჴორცითა სულთათა, მწიკულისა მისგან საცთურთა მტერისათა, და წარუჱმართენით ჩუჱნ მცნებათა გზასა, რომელი მიმიყუანებს ჩუჱნ ცხოვრწებასა მას, განწმედილთასა ჩინებულთა ღი҃სათა:
სახიერებით, ჯუარცმა თავს-იდევ მჴსნელო, და სიღრმით ბოროტთათ…
ტროპარნი.
სახიერებით, ჯუარცმა თავს-იდევ მჴსნელო, და სიღრმით ბოროტთათ აღმომიყუანე, მე მამისა თანა მოსაყდრეობითა, პატივმეც მე უპატიო-ქმნილსა ამას, ნებსითითა მით ურჩებითა ჩემითა:
ეკალთა მიერ, შეთხზული რა გჳრგჳნი, დაიდგ რომელმან ქუჱყანა გჳრგჳნოსან-ჰყავ, ყუავილითა ვნებათა ჩემთა ეკალნი, აღმოფხურენ ძირითურთ სიტყუაო, ღი҃საო, და ცნობაჲ შენი დანერგე გულსა ჩემსა:
რომელმან იგი, უძლურებასა ჩემსა, შთააცუა ძალი, ნებსით…
მოწამეთა.
რომელმან იგი, უძლურებასა ჩემსა, შთააცუა ძალი, ნებსით განკაცებითა, მის მიერ განძლიერებულთა მარტჳლნო, მტერთა უხილავთა ძალი და ზახებაჲ, სრულიად შემუსრეთ და უჩინო-ჰყავთ:
დიდად იღუაწეთ, თქუჱნ ქუჱყანასა ზედა, ყოვლად უძლეველნი ქე҃ს მოწამენო, და დიდებაჲ დიდი ჰპოვეთ ცათა შინა, და რომელნი ესე ქებით შეგასხამთ თქუჱნ, გჳჴსნენით ჭირთა და განსაცდელთაგან ურიცხუთა:
რომელი ბეჭთა, ზედა ხერუვმთასა ცათა შინა მჯდომარე…
ღი҃ს-მშობლისა.
რომელი ბეჭთა, ზედა ხერუვმთასა ცათა შინა მჯდომარე არს ქე҃ მეუფე, წიაღთა შენთა დაისაყდრა უსძლოო და ჯუარცმითა თჳსითა ხრწნილებისაგან, იჴსნნა და აცხოვნნა ადამიანნი:
ისართა და საცთურთა, პირად პირადთაგან მტერისათა გუჱმულნი…
სხუა. სძლსპირი. ნათლისა მოგ.
ისართა და საცთურთა, პირად პირადთაგან მტერისათა გუჱმულნი, შენდა მოვივლტით განსაცდელთაგან გჳჴსნენ ვითარცა ხარ დედა ღი҃სა, რომელნი გესავთ ღი҃ს-მშობელო ქალწულო:
აღსასრულსა ჟამთასა, იტჳრთე ძჱ ღი҃სა მხოლოდ შობილი ღირსო და უზესთაეს-იქმენ ხერუვიმთა რამეთუ შენგან კაც-იქმნა, ღი҃ მას ევედრე ჴსნად სულთა ჩუჱნთათჳს:
ნათლისა მომცემელი, და საუკუნეთა შემოქმდი იტჳრთე, წიაღთა ქალწულო, რომელი იგი მოვიდა მაცხოვრად ყოველთა, რომელნი აღიარებენ შენ ყოვლად წმინდაო:
შემუსრჳლნი გულითა, და დამდაბლებულნი სულითა, შეგივრდებით, ქალწულო, რამეთუ იტჳრთე მჴსნელი ყოველთა დაბადბულთა, მისა მიმართ მეოხ-გუჱყავ სულთა ჩუჱნთათჳს:
წინასწარ-მეტყუჱლმან მან, მუცლისა სიმჴურუალე, ზღჳსა მჴეცისა, სამდღე…
გალობა ვ. სძლისპირი.
წინასწარ-მეტყუჱლმან მან, მუცლისა სიმჴურუალე, ზღჳსა მჴეცისა, სამდღე თავს-იდუა, და მოასწავა მეორედ შობაჲ კაცთა, ჴსნისათჳს ყოფადისა, მუცლისა მისგან ვეშაპისა მის რომელი მოკლა მჴსნელმან:
ბეჭნი მისცენ შენ გუჱმად, და ღაწუნი ყურიმლის-ცემად…
ტროპარნი.
ბეჭნი მისცენ შენ გუჱმად, და ღაწუნი ყურიმლის-ცემად, ყოვლად ძლიერო, და პირი შენი სირცხჳლსა ნერწჳსასა, რათა მაცხოვნო მედგარი და მცონარი, და ბრალთა მიერ, და ცოდუათა ფრიად საარებული:
ვითარცა კრავი დაკლუად, მიიგუარე შენ ქე҃, რათა მიჴსნა მე შუათა მათგან უხილავისა, მგელისა განმხრწნელისათა, და ღირს-მყო დიდებასა, საუკუნოსა, დიდება ჯუარცმასა შენსა დიდებულსა:
სჯულთა სამეუფოთა დამცუჱლიქმნნეს მარტჳლნი, ყოვლად წმიდანი, და…
მოწამეთა
სჯულთა სამეუფოთა დამცუჱლიქმნნეს მარტჳლნი, ყოვლად წმიდანი, და უსჯულოთა ზრახუანი იგი, უღთონი განიშორნეს, და სიკუდილისა მიერ, უკუდავი იგი, და საუკუნოჲ ცხოვრებაჲ დაიმკჳდრეს:
განეყუჱნით მარტჳლნო, მჴნენო მხიარულებთ, მტერთა ბოროტთა, და საუფლოჲთა საჭურუჱლითა, ესენი დაამჴუჱნით, და გჳრგჳნნი უხრწნელნი, ქე҃ს ღი҃საგან მოიხუჱნით, და სუფევთ მის წინაშე:
რათა განაღთოს კაცი, იშუა შენგან ქაწულო, სიტყუა…
ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.
რათა განაღთოს კაცი, იშუა შენგან ქაწულო, სიტყუა მამისა, დაუსაბამო ჯუარს-ეცუა და გემო, სიკუდილისა იხილა, და მოკლა მკლუჱლი ჩუჱნი, რომელმან იგი, შურითა მომაკუდინა მე ედემს შინა:
ღელუამან ცოდჳსამა მომიცუა მე, და მრავალსა მოწყალბასა…
სხუა. სძლისპირი.
ღელუამან ცოდჳსამა მომიცუა მე, და მრავალსა მოწყალბასა შენსა მოვივლტი, აღმომიყუანე სახიერ დანთქმისაგან ღო҃ ჩემო გევედრები:
ექმენ ნავთ-საყუდელ ცხოვრებისა, ღელუა-გუჱმულთა საცთურთა მათგან სოფლისათა, გევედრებით დედოფალო, წინამძღუარ-ექმენ სულთა ჩუჱნთა ღი҃სა მიმართ:
ნეტარებისა ჴმასა მართალთასა, დავაკლდი და სამოსელი საქორწინე განმეძარცუა, არამედ შენ ღი҃ს-მშობელო, შემამკუჱ ნიჭითა და მადლითა სამღთოჲთა:
დაკლებულ-ვიქმენ ზეცისა ნიჭთაგან, და შეძრწუნებულ უნდოდ და დავეცი არამედ, აწ აღმადგინე ქალწულო, ღი҃ს-მშობელო სძალო ყოვლად უბიოო:
აღმომაცენებელო ცხოვრებისაო, მოღუაწებასა შენსა ღირს-მყავ არა ღირსი ესე, მშობელო მეუფისაო, რომელმან იჴსნა სოფელი სათურისაგა:
რომელმან პირუჱლ ალი საჴუმილისა მის, მძაფრი დაშრიტა…
გალობა ზ. სძლიპირი.
რომელმან პირუჱლ ალი საჴუმილისა მის, მძაფრი დაშრიტა, და ღირსნი ყრმანი იჴსნნა, აქა დღეს საშოჲ, ქალწულისა დაიცუა შობასა მისსა, შეუწუჱლად რომელსა უღაღადებთ ჩუჱნ ღო҃ შენ კურთხეულ-ხარ:
ნებსით ვნებითა, ყოველთა აღდგომაო, მე ურჩებითა დაცემული…
ტროპარნი.
ნებსით ვნებითა, ყოველთა აღდგომაო, მე ურჩებითა დაცემული, აღმმართე, და მბრძოლი ჩემი, დაეც აღუდგომელად, ყოვლად ძლიერო, და სრულიად მოაკუდინე, და უქმ-ჰქმენ იგი, დიდება ძალსა შენსა:
განმჰსჭუალე ცოდუაჲ, იგი პირუჱლ ქმნილისა, სამჰსჭუალითა ჴელთა შენთათა ქე҃ ღო҃, ხოლო ლერწმისა, ცემითა დაგჳწერე, აზნაურებაჲ, ადამის ნათესავთა, დიდება შენთა წყალობათა უფსკრულსა:
დაიბძარუოდეს, ჴორცნი მოწამეთანი, ჴელითა ღი҃ს-მკულელთა, მათ უსჯულოთათა…
მოწამეთა.
დაიბძარუოდეს, ჴორცნი მოწამეთანი, ჴელითა ღი҃ს-მკულელთა, მათ უსჯულოთათა, ხოლო სულითა ეგნეს განუყოფელად, ქე҃ს ღი҃საგან, და განბძარეს მათ მტერი, ახოვნებათა მათთა მიერ და მოჰკლეს:
ჯუარცმული ქე҃ჲ, აქუნდა ზღუდე და ძალად, მარტჳლთა უძლეველსა მჴედრობასა, და მოსასრუჱლი, ბანაკი მტერთა მოჰსრეს, და სანატრელი, ცხოვრებაჲ მოივაჭრეს, და ფუფუნებაჲ, უოხჭნოჲ დაიმკჳდეს:
გამოჰსჩნდი საყდრად, და პალატად ბწყიუალედ, მეუფისა დიდისად…
ღი҃ს-მშობლისა.
გამოჰსჩნდი საყდრად, და პალატად ბწყიუალედ, მეუფისა დიდისად ღი҃სა დედაო რომელსა ზედა, მჯდომარემან აღმაჰრთნა, ადამიანნი, პირუჱლთა ცთომათაგან, და მოსაყდრე ჰყუნა, მამისა ღი҃სა თანა:
ივნე ჴორცითა რომელი განჴორციელდი ქალწულისაგან, და განხეთქე…
სხუა სძლისპირი ხატისა მისთჳს
ივნე ჴორცითა რომელი განჴორციელდი ქალწულისაგან, და განხეთქე შენ, ჴელით-წერილი ადამ მამისა ჩუჱნისა და აწ ვედრებითა მშობელისა შენისათა, გჳჴსნენ რომელნი ვღაღადებთ და ვიტყჳთ, კურთხეულხარ შენ უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:
ჴსნისა მომატყუჱბელი ა სასო კეთილთა მოსალოდებელთა, შენ-ხარ ქალწულო, და გევედრებით თანა მზრუნუჱლ-მექმენ ჩუჱნ, ჭირთა და განსაცდელთა რომელნი, უგალობთ ძესა შენა და ვღაღადებთ, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო, ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:
საცთურსა ბნელსა და წუდიადსა ცოდჳსასა შთავრდომილი, და განწირული აღმომიყუანე რათა არა მეწიოს ბნელი, მომჰფინე ნათელი შენი, რათა განათლებულმან ღაღად-ვჰყო და ვჰსთქუა, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო, ღო҃ მამთა ჩუჱნთაო:
ნათლის-ღებაჲ უბიწოჲ შევაგინე, უდებებითა ჩემითა, და სამოსელი ნათლისა მცნებათა გარდასლჳთა განმეძარცუა, არამედ აწ მოვივლტი შენდა ქალწულო და ვითხოვ სამოსელსა, მას გონიერებისასა მოღუაწე-მექმენ სძალო ღი҃საო:
ეუფლა პირუჱლ სიკუდილისა და განუარდა დიდებისაგან ადამი, ხოლო იჴსნა დღეს, შობითა შენითა ყოვლად წმიდითა ქალწულო მიჴსნენ ჩუჱცა განსაცდეთაგან, მტერისათა და ღირს-მყუჱნ გალობად შენდა. კურთხეულ-ხარ რომელმან გჳშევ ჴორციელად დამბადებელი:
დაბადებულნი გამოსჩნდეს თავისუფლად, და ძედ ნათლისად იწოდნეს…
გალობა ჱ. სძლის-პირი.
დაბადებულნი გამოსჩნდეს თავისუფლად, და ძედ ნათლისად იწოდნეს განწირულნი, და მიზეზი გი ბნელისა მგლოვარ-არს. და ჭეშმარიტად, აღყუავილნა მიზეზი წარმართთა ჴსნისა, სასოწარკუეთილნი დღეს:
ერმან უღთომან, და ბოროტისმოქმედმან, შორის უღთოთა ჯუარს-გაცუჱს…
ტროპარნი
ერმან უღთომან, და ბოროტისმოქმედმან, შორის უღთოთა ჯუარს-გაცუჱს სახიერო, და მჴსნელი ბრალთა, ჩუჱნთა ურჩებსათა, რომელსა გაქებს, ცაჲ და ქუჱყანა მჴსნელო და უგალობნ, სულ-გრძელებასა შენსა:
შეჰღებენ ქე҃, თითნი შენნი სისხლითა, დარაემსჭუალე ჯუარსა და სისხლი იგი, ეშმაკთა მიმართ, საზორუჱლნი დააცხრუჱნ, ამისთჳს გაქებს, ღო҃ ყოვლად ძლიერო ყოველი სული, და ძრწოლით აღგამაღლებს:
წყალთა ცხოველთა, აღსავსე იყუნეს, ქე҃ს მჴედარნი და ღუარნი საცთურთანი, განაჴმნეს მჴნეთა, და სისხლთა მდინარითა, მორწყეს ქუჱყანაჲ, და მგალობელთა მათთა ზეცით მოჰფენენ, მადლთა უფსკრულსა ვრცელსა:
ურიცხუმან სიმრავლემან სისხლთა თქუჱნთამან წმიდანო დაშრიტა ცეცხლი უღთოებისა და ელინებრი მრავალ-ღუთაებისა დაჰჴსნა საცთური, ხოლო ყოველნი მორწმუნენი განანათლნა მგალობელნი, უგალობდით ყოველნი დაბადებულნი უ҃სა და ამაღლებდით მას უკუნისამდე:
სძალმან წმიდამან, ქალწულებით მშობელმან, მოციქულთა და მოწამეთა…
ღი҃ს-მშობლისა.
სძალმან წმიდამან, ქალწულებით მშობელმან, მოციქულთა და მოწამეთა გჳრგჳნმან, ტარიგი ღი҃სა, გიხილა ძელსა ზედა, დამჰსჭუალული, და ღაღადებდა გოდებით, და ადიდებდა სულ-გრძელებასა შენსა:
საჴმილად გარდამოსრულსა, ყრმათა ებრაელთათჳს ღთ҃სა რომელმან, ცეცხლი…
სხუა. სძლისპირი.
საჴმილად გარდამოსრულსა, ყრმათა ებრაელთათჳს ღთ҃სა რომელმან, ცეცხლი ცუარად შეჰსცუალა აკურთხევდით ყოველნი საქმენი უ҃ისანი უ҃სა, და ამაღლებდით მას უკუნისამდე:
ნებამან გულის-თქმათამან შთამაგდო ბნელსა შინა წყუდიადისასა, არამედ…
ტროპარნი.
ნებამან გულის-თქმათამან შთამაგდო ბნელსა შინა წყუდიადისასა, არამედ შენ ქალწულო ნუგეშინის-მცემელ-მექმენ მე, და განანათლე სული ჩემი, რათა გაკურთხევდე შენ:
ქალწულო ზღუდე-მექმენ ჩუჱნ, საფარუჱლ სიმტკიცისა და ძალ-მწე ჭირთა შინა, რომელნი გევედრებით გჳჴსნენ ვნებათაგან, სულიერთა და ჴორციელთა, რათა უგალობდეთ ქე҃სა ღთ҃სა:
აღგიარებთ შენ წყაროდ უკუდავებისად, ღი҃ს-მშობელო ქალწულო, რომელმან გჳშევ ჩუჱნ, სიტყუა მამისა და მან მიჴსნნა ჩუჱნ, სიკუდილისაგან რომელნი უგალობთ, და აღუამაღლებთ აწ და უკუნისამდე:
ლხინებისა მდინარე-გუჱქმენ, ღი҃ს-მშობელო წყაროო კურნებისაო, და გჳთხოვე მოტევებაჲ ცოდუათა რომელნი უგალობთ შენგან შობილსა ქე҃სა, და აღუამაღლებთ მას უკუნისამდე:
უზესთაეს არს ბუნებასა კაცთასა, სძალო წმიდაო და…
გალობა თ. სძლისპირი
უზესთაეს არს ბუნებასა კაცთასა, სძალო წმიდაო და დედაო უსძლოო, დიდება შენი და ქება ჯერისაებრ, ხოლო ჩუჱნ წადიერნი არა დავჰსდუმნეთ, მსგავსად ძალისა ჩუჱნისა ქებად შენდა:
ვნებათა შენთა, სახედ გამოჩნდა ისაკი, და საკრუჱლთაგან…
ტროპარნი.
ვნებათა შენთა, სახედ გამოჩნდა ისაკი, და საკრუჱლთაგან, განიჴსნა კრულებითა, ნერგსა საბერკესა, დამოკიდებულისა, მის ვერძისათა, და განტევებულიქმნა, ხოლო შენ ქე҃ ნებსით დაკლუაჲ თავს-იდევ:
შუჱნიერ-იყავ, უფროს ძეთა კაცთასა, ხოლო ივნე რა, ჯუარსა ზედა ჴორცითა, არცა სიკეთე, არცა სახე გაქუნდა შენ, რომლითა შეამკუჱ კაცთა უშუჱრებაჲ ქე҃, დიდება შენთა წყალობათა უფსკრულსა:
მკჳდრად გამოჰსჩნდით, ზეცათა სიონისა, და ანგელოსთა, თანა…
მოწამეთა.
მკჳდრად გამოჰსჩნდით, ზეცათა სიონისა, და ანგელოსთა, თანა მოქალაქე, და ეკკლესიაჲ, პირმშოთა განაბრჭყინუჱთ, და ბრწყინავთ ნათლითა სამღთოთა მოწამენო, გჳრგჳნოსანნი და ყოვლად შუჱნიერნი:
ჵ მეგობარნო მისნო რომელმან იგი, ზესთა ცნობისა, შეგიყუარნა მიჴსენით, ზაკულისაგან, ჴორცთა სიყუარულისა, ქე҃ს მარტჳლნო, და სიწმიდე და სინათლე, და მოტევებაჲ ბრალთა მითხოვეთ ღირსნო:
მნათობთა იგი, სრბა და შუჱნიერებაჲ, ჯუარცმასა შენსა…
ღი҃ს-მშობლისა.
მნათობთა იგი, სრბა და შუჱნიერებაჲ, ჯუარცმასა შენსა, დასცხრა და განეშორა, ღი҃სა სიტყუაო, მზეო სიმართლისაო ხოლო ქალწული მაწაფითურთ ქალწულით, ჰჴმობდა გოდებით, აღუამაღლებთ აწ და უკუნისამდე:
სიტყუასა ზეცით-მოსრულსა ღი҃სა, მიერ მამისა, სიბრძნით განახლებად…
სხუა. სძლის-პირი.
სიტყუასა ზეცით-მოსრულსა ღი҃სა, მიერ მამისა, სიბრძნით განახლებად ადამისა ჴორც-შესხმულსა, ღი҃ს-მშობელისაგან უზესთაეს ცნობათა ჩუჱნ მორწმუნენი სარწმუნოებით, მშობელსა მისსა თანა, გალობით მას ვადიდებდეთ:
წმიდაო ღი҃სა დედაო, ყოველი სასოებაჲ ჩუჱნი შენ-ხარ და შენდა მოვივლტით, გუაცხოვნენ ჩუჱნ, ქალწულო უსძლოო, და აწ ევედრე ჩუჱნთჳს, მოცემად სულთა ჩუჱნთათჳს წყალობაჲ, რომელნი დაუცხრომელად გალობით გადიდებთ შენ:
უბიწოო ღი҃ს-მშობელო, გამოჰსჩნდი სულთა ჩუჱნთა, დაბნელებულთა განმათავისუფლებელად, ნათლითა მით, მიუწთომელითა, რომელი გამობრწყინდა, საშოჲსაგან შენისა წმიდისა, რომლისა თანა შენ დღეს ჩუჱნ ყოველნი გადიდებთ:
ლოდი მთისაგან უჴელოდ, გამოეკუჱთა შენგან, პირუჱლ საუკუნეთა მამისაგან, შობილი ძე, კაც-იქმნა შენ მიერ, და წყაროდ კურნებისად, გამოგაჩინა შენ მორწმუნეთათჳს, რომელნი სიხარულით, ვაქებთ შობასა შენსა:
უზესთაეს-არს ყოველთა ბუნებათა ცნობისა, საიდუმლო იგი საკჳრუჱლი, უცხო შობა, შენი უბიწოო, რაჟამს ღი҃ ჴორცითა, სოფელსა უშევ თანასწორი მამისა, რომლისა თანა, შენ დღეს ჩუჱნ ყოველნი გადიდებთ:
ჯუარცმასა ღაღადებდეს რომელნი შენთა კეთილთაგან მარადის იშუჱბდეს…
აღჳვსენითსა ზედა, დასდებელნი, ჯუარისანი, ჴმა ბ.
ჯუარცმასა ღაღადებდეს რომელნი შენთა კეთილთაგან მარადის იშუჱბდეს, და ძჳრის-მოქმედსა კეთილის-მოქმედისა წილ, გამოითხოვდეს მკულელნი იგი მართალთანი, ხოლო შენ სდუმენ ქე҃ და თავს-იდებდ მათსა მას წარმდებებასა, რათამცა ივნე და გუაცხოვნნე ჩუჱნ, ვითარცა კაცთ-მოყუარე-ხარ:
ნებსით თჳსით დაგლახაკენ, ადამის სიგლახაკითა ქე҃ ღო҃, გარდამოჴედ რა ქუჱყანად, და განჰკაცენ ქალწულისაგან, და ჯუარცმა დაითმინე, რათა ჩუჱნ განმათავისუფლნე მონებისაგან მტერისა, უ҃ო დიდება შენდა:
ქე҃სთჳს ივნეთ ვიდრე სიკუდიდმდე, ჵ ღუაწლით-შემოსილნო მარტჳლნო…
მოწამეთა.
ქე҃სთჳს ივნეთ ვიდრე სიკუდიდმდე, ჵ ღუაწლით-შემოსილნო მარტჳლნო, და სულნი თქუჱნნი არიან ცათა შინა ჴელთა ღი҃სათა, ხოლო ნაწილნი თქუჱნნი პატივ-იცემებიან, ყოველსა შინა სოფელსა, და მღუდელნი და მეფენი თაყუანის-ჰსცემენ, და ყოველი ერი სიხარულით ვღაღადებთ პატიოსან-არს წინაშე უ҃ისა სიუვდილი წმიდათა მისთა:
გხედჳდა რა ძელსა ზედა ტარიგსა თჳსსა ტარიგი…
დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა. რაჟამს ძელისაგან.
გხედჳდა რა ძელსა ზედა ტარიგსა თჳსსა ტარიგი, იცემდა მკერდსა და ტიროდა, და გოდებით იტყოდა, ვითარ უკუჱ მოჰკუდები ძეო ჩემო, მნებებელი განხეთქად ჴელით-წერილსა პირუჱლ-ქმნულისა ადამისსა, ჴსნად სიუდილისაგან ყოვლისა კაცებისა, დიდება განგებულებასა შენსა კაცთ-მოყუარე:
ჴმასა მას ავაზაკისასა, შევჰსწირავთ შენდა და გევედრებით…
პარასკევსა მომიჴსენენი, ჴმა ბ.
ჴმასა მას ავაზაკისასა, შევჰსწირავთ შენდა და გევედრებით, მომიჴსენენ ჩუჱნ უ҃ო, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენითა:
ჯუარს-ეცუ თხემისა ადგილსა ქე҃ და აცხოვნენ კაცნი უცოდუჱლო, ხრწნილებისაგან და სიკუდილისა, ხოლო თავი მტერისა სრულიად შემუსრე:
აღმოფხუარ ძირითურთ მეუფეო, სიბოროტისა ეკალი და კუროს-თავი, რაჟამს ეკლისა გჳრგჳნი, ნებსით სახიერებით დაიდგ სულ-გრძელო:
შემუსრჳთა თქუჱნითა მოწამენო, ყოველივე ძლიერებაჲ მტერთა, შეჰმუსრეთ…
მოწამეთა.
შემუსრჳთა თქუჱნითა მოწამენო, ყოველივე ძლიერებაჲ მტერთა, შეჰმუსრეთ და უჩინოყავთ, და გჳრგჳნი ძლევისა შეიმოსეთ:
პკურებითა სამღთოჲსა სისხლისათა, მორწმუნენი განათლებულნი, ერთსა სამთა…
დიდება.
პკურებითა სამღთოჲსა სისხლისათა, მორწმუნენი განათლებულნი, ერთსა სამთა პირთა შინა პატივს-ვჰსცემთ ღუთაებასა:
ვითარცა რა კრავსა უმანკოსა, ძელსა ზედა დამოკიდებულსა…
ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.
ვითარცა რა კრავსა უმანკოსა, ძელსა ზედა დამოკიდებულსა, ჰხედევდ უბიწოო ქე҃სა, და გოდებით მხურუალედ ადიდებდი:
ჵ ყოველთა ჭირუჱულთა შემწეო, და მფარუჱლო ქრისტიანეთაო…
სერობისად. გალობანი წმიდისა ღი҃ს-მშობელისანი. გალობა ა. ჴმა ბ. სძლი.ვსპირი. განაპო სიღრმე.
ჵ ყოველთა ჭირუჱულთა შემწეო, და მფარუჱლო ქრისტიანეთაო, და მწუხარეთა ნათელო ღი҃ს-მშობელო მადლი შენი იყავ მფარუჱლ ჩემდა რომელნი სურჳლით გიგალობთ შენ:
მტერთა უხილავთა და ხილულთა, მიჴსენ ჩუჱნ ვედრებითა შენითა, რომელნი შენდა მოვივლტით ღი҃ს-მშობელო, და დაჰჴსნენ ზრახუა მბრძოლთა ჩემთა, სულიერთა და ჴორციელთა:
ცუდ-ჰყავ განზრახუა იგი ამაო და ცილის-წამება მტერთა ჩუჱნთა რომელნი ესე ვითხოვთ შენგან ვედრებით, ღი҃სა დედაო უბიწოო, რათა გალობით გადიდებდეთ შენ:
განმარინენ ჭირთაგან მოწევნილთა, და მოწევნადთა ღი҃სა დედაო, რომელნი მოვივლტით საფარუჱლსა შენსა, და სასოებით ვჰჴმობთ შენდამი, თანა წარგუჴადე ღელუა განსაცდელთა:
მტერთა ბოროტთა განზრახუა და მძჳნუარება ეშმაკთა, აღდგომილი…
გალობა გ. სძლისპირი. რომელმან მოსცა:
მტერთა ბოროტთა განზრახუა და მძჳნუარება ეშმაკთა, აღდგომილი განაქარუჱ ღი҃ს-მშობელო ქალწულო, და ნუ დააცადებ ფარუად ჩუჱნდა სურჳლით, მადიდებელთა შენთა, რამეთუ შენ-ხარ სასო ქრისტიანეთა:
თუალითა მოწყალითა, მოგუხედენ ყოვლად წმიდაო, და გჳჴსნენ ყოველთა განსაცდელთა და ჭირთაგან დედოფალო, და უხილავთა და ხილულთა, მტერთა და წინა აღმდგომთა, დაჰჴსენ ზახება სასოო განწირულთაო:
მტერთა ჩემთა მრისხანებაჲ და მძჳნუარე გულის-წყრომა, ვითარცა ცეცხლი, დაშრიტე ცუარითა მეოხებათა შენთათა, რომელნი ძმაცუჱნ მოსრუასა ჩუჱნსა, დედაო ძისა ღი҃საო, და განმარინენ ჩუჱნ მუჱდრებელნი შენნი:
ცეცხლითა მით საღმრთოთა განბრწყინუჱბულო ლამპარო, და ნათელო სოფლისაო, ყოვლად წმიდაო ღი҃ს-მშობელო, ბნელითა მწუხარებითათა, შეპყრობილი მონა შენი, განმანათლე და მომეც წყალობა შენი:
ცხოვრებისა მიზეზო, და მეოხო და მფარუჱლო, სურჳლით…
გალობა დ. სძლისპირი. სმენა მესმა.
ცხოვრებისა მიზეზო, და მეოხო და მფარუჱლო, სურჳლით მაქებელთა შენთაო, ქალწულო, თანა მზრუნუჱლ მოღუაწე და ჴელის-აღმპყწობელ გუჱქმენ, ურუათა და მწუხარებათა, და განსაცდელთა და ჭირთა, მოწევნულთა, დამჴსნელ და მაცხოვარ კურთხეულო:
არა ვართ ჩუჱნ უსასო, მოწყალებათა შენთაგან, ფიცხელთა ბრძოლათა და ჭირთაგან ქალწულო, შეიწრებულნი ესე და შე-ცულნი და შეშთობილნი, მსწრაფლ-მეწიენ წყალობა შენი და ღელუათაგან სასტიკთა, განმარინენ მუჱდრებელნი შენნი ყოვლად წმიდაო:
დაამჴუ და დაამდაბლე, სილაღით ძუაობა მტერთა, და განზრახუა ბოროტი მჴდომთა მათ უმღთოთა, და ძლევა მოგუმადლე ჩუჱნ, რომელნი გევედრებით შენ, და სიხარულითა აღმავსენ, ჭირუჱულნი მონანი შენნი, დედოფალო, დედაო ქე҃ს მჴსნელისაო:
რომელნი შეწევნასა, შენსა არა ესჳდეს სძალო, ჴდომითა და შურითა აღივსენ უღმრთონი, და აღლესნეს ენანი მონათა შენთა ზედა, დათხევად სისხლთა უბრალოსა, და დაჰჴსენ ზრახუა მათი და შემუსრენ, ქედნი მათნი ზვაობით ამაღლებულნი:
ზეცისა ძალთა კრებულნი შენ გადიდებენ, უხრწნელო ქალწულო…
გალობა ე. სძლისპირი. იესო მთავარი მშჳდო.
ზეცისა ძალთა კრებულნი შენ გადიდებენ, უხრწნელო ქალწულო სძალო ღი҃სა მაღლისაო, რამეთუ შენგან გამობრწყინდა მაცხოვარ, კაცთა ნათესავისა, და მან მოკლა მძლავრი სიკუდილი, და თჳსითა მორწმუნეთა, აჩუჱნა, ძლევა ჯუარითა და მშჳდობა მოგუმადლა:
ძლიერი იგი და მსწრაფლი შეწევნა შენი, დედაო ღი҃საო მტერთაგან შეუხებელი უძლურთა ამათ, მონათა შენთა მოგუმადლე, და მახჳლითა მით, მეოხებათა შენთათა მჴდომნი ჩუჱნნი იოტენ, და დაჰჴსენ სილაღე მათი და მშჳდობა მოგუმადლე:
თანამდები ბრალთა პირუჱლი დედა ევა, ქე҃ს მეუფისა შობითა იჴსენ ქალწულო, და კაცთა ბუნება, განხრწნილი უხრწნლჰყავ ღირსო, ამისთჳს ვედრებით ვითხოვთ, შენგან კურთხეულო ჭირი და ურუა ჩუჱნი სიხარულად გარდასცუალე და მშჳდობა მოგუმადლე:
ქუჱსკნელისა სიღრმით აღმომიყუანენ სძალო, დანთქმულნი ცთომითა და ზეცისა დიდებასა, კუალად ღირს-მყუჱნ შესლუად, განსხმულნი ურჩებითა, სამოთხით წმიდაო, ამისთჳს გევედრებით შენ ყოველთა ურუათაგან და ჭირთა და განსაცდელთა, გჳჴსნენ შემსხმელნი შენნი:
კაცთა ნათესავსა უოხჭნოსა, სიხარულისა მომატყუჱბელ ექმენ დედოფალო…
გალობა ვ. სძლისპირი. იონა დანთქმულმან.
კაცთა ნათესავსა უოხჭნოსა, სიხარულისა მომატყუჱბელ ექმენ დედოფალო, და სალმობათა უკურნებელთა მწუხარება დააცხრუჱ, ჩუჱნიცა მწუხარება, სიხარულად გარდასცუალე, და გჳჴსნენ ღონეთაგან მტერისათა:
მტერთა მზაკუარება განაქარუჱ, და ძჳრის ზრახუა და წინა-აღდგომა მათი დაჰჴსნენ, ღი҃სა დედაო და გჳჴსნენ ყოველნი მუჱდრებელნი შენნი, ჭირთა მათგან მოწევნულთა, და მოწევნადთა ჩუჱნ ზედა სასოო და მჴსნელო განწირულთაო:
ცოდჳსა ბრალთაგან მოცულ-ვარ და განსაცდელთაგან შეიწრებულ და გევედრები, ჴელი აღმიპყარ ძლიერისა მის შეწევნისა შენისა, ღი҃ს-მშობელო დედოფალო და აღმომიყუანე დანთქმული, ოხითა შენითა კურთხეულო:
უხრწნელად ჰშევ ღი҃ და შემდგომად შობისა ქალწულადუჱ ეგე უქორწინებელო, ჵ საკჳრუჱლი დიდებული შენ შორის აღსრულებული, უფროს ბუნებისა შობაჲ, და ქალწულება უბიწო, ცხოვრება დაბადებულთაო:
ცოდუათა ჩემთა, საკრუჱლნი განხეთქენ ღი҃სა დედაო, და…
გალობა ზ. სძლისპირი. ყრმანი წმიდანი.
ცოდუათა ჩემთა, საკრუჱლნი განხეთქენ ღი҃სა დედაო, და წარმიმართე მე ალაგთა წრფელთა სინანულისათა, და ლმობიერ-ჰყავ ფიცხელი გული ჩემი, რათა მადლობით, ძესა შენსა უღაღადებდე და ვიტყოდე, კურთხეულ-ხარ, უფროსად ამაღლებულო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:
ღი҃სა სიტყუაო, რომელმან უბიწო მშობელი შენი, შესავედრებელად მტკიცედ და შუა-მდგომელად მოგუმადლე, მჴსნელად ჭირთა და ურუათაგან ბოროტთა, აწცა დაგჳცუჱნ, ოხითა მისითა რათა გიღაღადებდეთ, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთა:
ღი҃სა სიტყუაო, წინა-აღმდგომთა მტერთაგან გჳჴსნენ ჩუჱნ მეოხებითა მშობელისა შენისა უბიწოსათა, და მჴდომნი ჩუჱნნი იოხენ რათა გალობა ღი҃უ-სულიერი, წადიერებით შევჰსწიროთ შენდა და ვიტყოდეთ, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:
ტაძრად შემკულად, და საუნჯედ დიდებისა საღმრთოსა და სიმდიდრედ სულიერად, გიცნობთ სძალო ღი҃სა მაღლისაო, და შენ მიერ ცხოვნებულნი ვადიდებთ, ქე҃სა ღთ҃სა, და გალობით უღაღადებთ და მადლობით ვიტყჳთ, კურთხეულ-ხარ შენ უფროსად ამაღლებულო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:
სასოო და ძალო ჩემო, და სიქადულო მარადის…
გალობა ჱ. სძლისპირი. საკჳრუჱლი დიდებული.
სასოო და ძალო ჩემო, და სიქადულო მარადის, ყოველთა მოსავთა შენთაო, და ნუგეშინის-მცემელო, ყოველთა ჭირუჱულთაო, ღი҃ს-მშობელო დედოფალო, გჳთხოვე ჩუჱნ ძისა შენისაგან, რათა გარე წარმჴადნეს, განსაცდელთა ღელუანი მონათა შენთა:
სასოო განწირულთაო, და ნავთსადგურო მყუდროო, ყოველთა ღელუა გუჱმულთაო, თუალითა მოწყალითა, სიტკბოებით მოგუხედენ ჩუჱნ, და მოგუფინე მადლი შენი, და ფარუა ქე҃ს მეუფისა, რომელსა ვაკურთჴევთ ჩუჱნ და აღუამაღლებთ მას უკუნისამდე:
რომელნი ცრემლით ლმობიერად, გხადიან მარადის ჵ წმიდაო ქალწულო, ღი҃ს-მშობელო, ყოველთა ჭირთა და სალმობათა, და ბრალთაგან, გამომიჴსნენ ვედრებითა, შენითა ძისა შენისა მიმართ, რომელსა ვაკურთხევთ და აღუამაღლებთ უკუნისამდე:
ყოველსა თესლებსა შორის, სანატრელ-ხარ ქალწულო, რამეთუ შენგან გამობრწყინდა, მაცხოვარი სოფლისა, ძე ღი҃სა დაუსაბამოჲ, და აცხოვნნა მოწყალებით, ადამიანნი და ღთ҃-ჰყო კაცება, რომელსა ვაკურთხევთ და აღუამაღლებთ მას უკუნისამდე:
უტყუ-ჰყავ ენა ძჳრის მეტყუჱლი და დადუმენ ბაგენი…
გალობა თ. სძლისპირი. ვერ-შემძლებელ ვართ.
უტყუ-ჰყავ ენა ძჳრის მეტყუჱლი და დადუმენ ბაგენი მზაკუარნი, და პირი უსჯულო დაუყავ მტერთა უკეთურთა, რომელნი ზრახუჱნ ჩუჱნთჳს ბოროტსა. ხოლო ჩუჱნ მორწმუნენი შენნი გუაცხოვნენ, ღი҃ს-მშობელო დიდებულო, და დაგჳფარენ ყოველთა ჭირთა, და განსაცდელთაგან:
შემწედ ჩუჱნდა გხადით დედოფალო, რომელნი განსაცდელთა ფიცხელთა, და ჭირთა შთავრდომილ-ვართ ისმინე და ჴელი აღგჳპყარ, და გჳჴსნენ ყოველთა ურუათა, და მტერთა უხილავთა და ხილულთა, რამეთუ შემდგომად ღი҃სა სხუა მჴსნელი არავინ გუაქუს შენსა გარეშე ღი҃ს-მშობელო:
შეუწევნელთა სასოებაო, განწირულთა ჴელის-აღმპყრობელო, ნუ გარე მიგუაქცევ სირცხჳლეულთა, და კდემულთა რომელნი ესე შენდა მოვილტჳთ, არამედ წყალობით გჳღუწიდ და გუფარევდ, და გჳჴსნიდ განსაცდელთაგან, რათა მადლობით გადიდებდეთ ღი҃ს-მშობელო ქალწულო:
უხრწნელო სძალო შენ გევედრებით, და შეგივრდებით მონანი, შენნი, და ცრემლით შევსწირავთ, წმიდათა ამათ სიტყუათა მიითუალე ვედრება ჩუჱნნი, და გჳჴსნენ ყოველთა განსაცდელთა, და ჟამსა მას განსჯისასა განგუარინენ, საუკუნეთა მათგან მწარეთა სატანყ҃უჱლთა: