გულანი
საცდელი · 1.11.3
ხმა 2 · სამშაბათი 1 / 80მხოლოო უცოდუჱლო ქე҃, მხოლოო წყაროო სახიერებისაო, იხილე…

ხმა 2 · სამშაბათი

რვა ხმა

პარაკლიტონი · დაახლ. 31 წთ

მხოლოო უცოდუჱლო ქე҃, მხოლოო წყაროო სახიერებისაო, იხილე…

მწუხრად დასდებელნი. მსგავსნი სამეუფონი, ჴმა ბ. რაჟამს ძელისაგან.

მხოლოო უცოდუჱლო ქე҃, მხოლოო წყაროო სახიერებისაო, იხილე იწროებაჲ ჩემი, იხილე ჭირი ჩემი და წყლულებანი, ნაგუჱმთა ჩემთანი განჰსწმიდენ ყოველნი, და წყალობითა შენითა მაცხოვნე მონაჲ შენი, რათა განუსდევნნე შორად ღრუბელნი მცონარებისანი, და გადიდებდე შენ ყოვლად სახიერსა მაცხოვარსა ჩემსა:

იხილე ჵ სულო ჩემო, და განიხილენ საქმენი შენნი, ვითარ ყოვლად შეგინებულ-არიან, იხილე სიშიშულჱ შენ მხოლოსა, და რამეთუ გეგულუჱბის განშორებად ღი҃საგან და ანგელოსთა, და დაუსრულებელისა მიმართ სატანჯუჱლისა შთაგდებად, განიღჳძე აღსდეგ ისწრაფე, და ღაღად-ჰყავ შეგცოდე მაცხოვარ, მომეც მე შენდობაჲ, და მაცხოვნნე მე:

ჴორცნი შევაგინენ ბოროტად, და განვხრწენ სული და გული გულის-ზრახჳთა მწიკულევანითა, და ყოველნი საგრძნობელნი ჩემნი მოვსწყლენ, თუალნი შევაგინენ, და შევბღალენ ყურნი, სიტყჳთა ბიწიან-ვჰყავ ენაჲ, და ყოველნივე მქონან სირცხჳლეულად, ვინაცა შევრდომით გიჴმობ შენ მეუფეო ქე҃, შეგცოდე, შეგცოდე შენ, შემინდე და მაცხოვნე:

ისწრაფე და მიჴსენ მე განსაცდელისაგან, დიდებულო უ҃ისა…

სხუანი. დასდებელნი, წინა-მორბედისანი, მსგავსნივე.

ისწრაფე და მიჴსენ მე განსაცდელისაგან, დიდებულო უ҃ისა წინა-მორბედო გევედრები შენ, რამეთუ ამაოდ აღდგეს ჩემ ზედა მწარედ მბრძოლნი ჩემნი ეშმაკნი, მეძიებელნი წარტაცებად სულსა ჩემ-მონისა შენისასა, ვითარცა მფრინუჱლისა საწყალობელისა ამის, ნუ დამიტევებ სრულიად რათა გულის-ჴმაჰყონ მათ ყოვლად სანატრელო, ვითარმედ შენ-ხარ შესავედრებელი ჩემი:

შენ მორჩმან უნაყოფოსამან ყოვლად წმიდაო, შუჱნიერმან აღყუავილებამან უდაბნოჲსამან, და შუჱნიერმან მერცხალმან, იადონმან კეთილ-ჴმოვანმან, და ტრედმან ოქროვანმან, მარადის უნაყოფოჲ უბადრუკი სული ჩემი, კეთილად ნაყოფიერად გამოაჩინე კეთილთა საქმეთა, რათა ჴუვილისა აღმომაცენებელი ღი҃უ-სანატრელო მოგართუმიდე შენ სამღთოსა ქებასა:

მიჴსენ მე საუკუნოჲსაგან ცეცხლისა, ბნელისა განუნათლებელისა, და მწუხარებისა, და ყოვლისა ჭირისა, ყოვლისა ბოროტისა ვნებისა, და ყოვლისა იწროებისა, გევედრები შენ სანატრელო წინა-მორბედო, თჳთ დასჯილი შეცოდებითა, და გამომაჩინე ზიარად ნაწილსა ცხოვნებულთასა, სადა იგი არს სიხარული და შუჱბა წმიდათა გამოუთქმელი:

ჭირთა და განსაცდელთა ურუანი, და ვნებათა სიმრავლენი…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

ჭირთა და განსაცდელთა ურუანი, და ვნებათა სიმრავლენი ჰმძლავრობენ სულსა ჩემსა, ქალწულო წმიდაო დედაო ქე҃ს ღი҃საო, განმავლე ზღუაჲ ესე ამის ცხოვრებისა, და ღელუათა მისთა სიმრავჱ დააყუდე, და ნავთ-სადგურად სინანულისა, და განსუჱნებისად მიმიძეღუ, სამღთოსა საფარუჱლსა შენსა შევედრებულსა:

ვჰსცოდე შენდა მაცხოვარ ვითარცა უძღებმან შჳლმან, შემიწყნარე…

სტიქარონსა ზედა. დასდებელნი სინანულისანი. ჴმა ბ.

ვჰსცოდე შენდა მაცხოვარ ვითარცა უძღებმან შჳლმან, შემიწყნარე მე მამაო მონანული ესე, და შემიწყალე მე ღო҃:

ვჰჴმობ შენდამი სახიერ მეზუჱრისა ჴმასა, მილხინე მე ვითარცა იგი მას და შემიწყალე მე ღო҃:

წმიდათა მოწამეთა მეოხებითა ჩუჱნთჳს, და ქე҃ს გალობითა…

მოწამეთა.

წმიდათა მოწამეთა მეოხებითა ჩუჱნთჳს, და ქე҃ს გალობითა ყოველი საცთური კერპთა დადუმნა, და კაცთა ნათესავი სარწმუნოებით ცხონდების:

ყოველი სასოებაჲ ჩემი შენდამი დამიცს დედაო ღი҃საო…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

ყოველი სასოებაჲ ჩემი შენდამი დამიცს დედაო ღი҃საო, დამიფარე საფარუჱლსა ქუჱშე შენსა:

გულის-ჴმა-ჰყავ სულო ჩემო, საშინელი დღე განკითჳსა, და…

სამშაბათსა ცისკრად. შემდგომად ა, სტიხოლოგიისა, წარდგომანი სინანულისანი, ჴმა ბ.

გულის-ჴმა-ჰყავ სულო ჩემო, საშინელი დღე განკითჳსა, და შეჰსძრწუნდი მოსაგებელისა მისგან საუკუნოსა ტანჯჳსა, და სინანულით ღაღად-ჰყავ ცრემლით შეგცოდე ღო҃, შემიწყალე მე:

განჳკითხჳდე რა სჳნიდისისა ჩემისა გულის-ზრახუათა ვისაჯები, და…

უ҃ო ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ მე და ნუცა რისხჳთა შენითა მჰსწავლი მე:

განჳკითხჳდე რა სჳნიდისისა ჩემისა გულის-ზრახუათა ვისაჯები, და მეშინის შენისა საშინელისა სამსჯავროჲსაგან უ҃ო, რამეთუ საქმეთა ჩემთაგან არა არს ცხოვრებაჲ, არამედ ვითარცა გაქუს მდიდარი კეთილ-ნაწლეობაჲ, შემიწყალე ქე҃ ღო҃, და მაცხოვნე მე:

შენ გადიდებთ ღი҃ს-მშობელო და გიღაღადებთ, გიხაროდენ კუჱრთხო…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

შენ გადიდებთ ღი҃ს-მშობელო და გიღაღადებთ, გიხაროდენ კუჱრთხო რომლისაგან ღი҃ უთესლოდ აღმოგჳცენდა, და წარსწყმიდა ძელისა მიერ სიკუდილი:

შემიწყალე მე თქვა დავით, ხოლო მე გიჴმობ…

შემდგომად ბ სტიხოლოგიისა, წარდგომანი სინანულისანი. ჴმა ბ.

შემიწყალე მე თქვა დავით, ხოლო მე გიჴმობ შენ, შეგცოდე მაცხოვარ განსწმიდენ ცოდუანი ჩემნი სინანულითა, და შემიწყალე მე:

შემიწყალე მე ღო҃ შემიწყალე მე, ორისა ცოდჳსათჳს…

მიწყალე მე უ҃ო, რამეთუ უძლურ ვარ, განმკურნე მე:

შემიწყალე მე ღო҃ შემიწყალე მე, ორისა ცოდჳსათჳს დავით გოდებდა, ხოლო მე ბევრეულთა ცოდუათათჳს შეგივრდები, იგი ცრემლითა სარეცელსა თჳსსა დაალტობდა, ხოლო მე ცუარიცა ერთი არა მაქუს, ამისთჳს განწირული ესე ვღაღადებ, შემიწყალე ღო҃ დიდითა წყალობითა შენითა:

ღი҃ს-მშობელო ნუ უგულებელსმყოფ მე, რომელსა მიჴმს შეწევნაჲ…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

ღი҃ს-მშობელო ნუ უგულებელსმყოფ მე, რომელსა მიჴმს შეწევნაჲ შენი, რამეთუ შენ გესავს სული ჩემი, შემიწყალე მე:

კეთილ-ნაწლეობისა უშურუჱლსა, წყაროსა რომელი იორდანისა ნაკადულთა შინა…

შემდგომად გ სტიხოლოგიისა, წარდგომანი, ჴმა ბ. სახიერებისა წყარო ხარ.

კეთილ-ნაწლეობისა უშურუჱლსა, წყაროსა რომელი იორდანისა ნაკადულთა შინა დარღუნილჰყავ იოანე, ლმობიერად უკუჱ ევედრე მას გევედრები, მრავლითა ვნებითა სიღრმესა შინა სოფლისასა მარადის ბოროტად დანთქმული, ცხოვრებისა მიმართ ლიმენასა ჴელ-პყრობილ-მყავ მითუალულითა ვდრებითა შენითა:

რომელმან განაბრწყინუჱნ წმიდანი შენნი უფროს ოქროჲსა, და…

დიდება შენდა, ღო҃ ჩუჱნო, დიდება შენდა:

რომელმან განაბრწყინუჱნ წმიდანი შენნი უფროს ოქროჲსა, და ადიდენ ღირსნი შენნი სახიერ, მათითა მეოხებითა ქე҃ ღო҃, მშჳდობა-ჰყავ ცხოვრებისათჳს ჩუჱნისა, ვითარცა კაცთ-მოყუარე-ხარ, და ლოცუაჲ ჩუჱნი წარმართე ვითარცა საკუმეველი, მხოლოო რომელი დიდებულ-ხარ წმიდათა შორის:

ვის ესმა ანუ ვინ იხილა დედაჲ, მშობელი…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

ვის ესმა ანუ ვინ იხილა დედაჲ, მშობელი დამბადებელისა, თჳსისა და უთესლოდ მაწოვნებელი, და მზრდელი ყოველთა მზრდელისა, ეჰა საკჳრუჱლი, საყდრად მეუფისა გამოჩნდა მუცელი შენი მიმადლებულო სძალო, მეოხ-გუჱყავ ჰჴსნად სულთა ჩუჱნთათჳს:

განაპო სიღრმე ზღჳსა ბრძანებით, და ჴმელად განიყუანნა…

სამშაბათსა, კანონი სინანულისა. გალობა ა. ჴმა ბ. სძლისპირი.

განაპო სიღრმე ზღჳსა ბრძანებით, და ჴმელად განიყუანნა რჩეულნი, ხოლო მას შინა დაანთქა მტერნი თჳსნი, ძლიეარმან ძალითა ბრძოლასა, უ҃მან რამეთუ დიდებულარს:

ვჰსტიროდეთ ჩუჱნ ძმანო თავთა თჳსთა, პირუჱლ ამიერ…

ტროპარნი

ვჰსტიროდეთ ჩუჱნ ძმანო თავთა თჳსთა, პირუჱლ ამიერ განსლჳსა მწარედ, რათა, ცრემლთა მათ მიერ კეთილთა განუჱრნეთ, ტირილისა მისგან ტანჯუათასა, ურგებისა და ამაოჲსა:

ბევრ-გზის აღგითქუ სინანული ქე҃, და ულმობელობითა სულისათა, კუალად ცოდუათა და ბრალთა შთავვარდი მე, არამედ უძლურებაჲ ჩემი, შეიწყალე ღო҃ და მაცხოვნე მე:

ღუაწლით-შემოსილნო უ҃ისანო, რომელთა საჴუმილი სატანჯუჱლთა, შეცურევითა სამღთოთა…

მოწამეთა.

ღუაწლით-შემოსილნო უ҃ისანო, რომელთა საჴუმილი სატანჯუჱლთა, შეცურევითა სამღთოთა სიმჴნით მიითუალეთ, ვნებათა შინა შთავრდომილი, ესე გეენისიგან მიჴსენით:

ძალითა სამღთოთა განმჴმობილნი, უძლეველად გამოჰსჩნდით მტერთა, მიმართ, და ერეოდეთ უძლურსა ძალსა მათსა, ქე҃ს მოწამენო ყოვლად ქებულნო, და დაიდგთ გჳრგჳნი დიდებისა:

მარწუხო მოტყინარეო რომელი, ოდესმე გიხილა ისაია, გულისა…

ღი҃ს-მშობლისა.

მარწუხო მოტყინარეო რომელი, ოდესმე გიხილა ისაია, გულისა ჩემისა ვნებანი ნივთიერნი, დაწუჱნთ და სრულიად განლიენ, ქალწულო და დედაო ღი҃საო:

ნათლის-მცემელო შეიწირე ვედრებაჲ ჩემი

სხუა, კანონი წინა-მორბედისა. რომლისა კიდურ-წერილობაჲ.

ნათლის-მცემელო შეიწირე ვედრებაჲ ჩემი.

ნათლის-მცემელო მეუფისაო, ჴორციელთა გემოთა შინა დანთქმული გუნებაჲ…

იოსებ. გალობა ა. ჴმა ბ. სძლისპირი. ღელუათა დაანთქა.

ნათლის-მცემელო მეუფისაო, ჴორციელთა გემოთა შინა დანთქმული გუნებაჲ ჩემი იჴსენ, და ვნებათა ღელუანი, განძჳნებულნი ჩემ ზედა დააყუდენ, რათა ცხოვნებული, სიხარულით გიგალობდე დიდებულო:

ვითარცა მთიები ბრწყინუალე, სამღთოსა აღმოსავალისა წინა ჰრბიოდე წინა-მორბედო, რომლისაგან ითხოვე, დაბნელებულისა გულისა ჩემისა, განათლებაჲ ღირსო, და დაჰჴსნენ მძლავრებანი ეშმაკთანი:

ნათელ-ეც ოდესმე ყოვლად ბრძენო, მდინარესა შინა უფსკრულსა ყოვლისა ცოდჳსა წარმღუნელსა, ამისთჳს გევედრები, ღუარნი შეცოდებათა ჩემთანი განაჴმენ, ვედრებათა შენთა, სამღთოთა შუა-მდგომელობითა ღირსო:

ყოვლად წმიდისა ქალწულისა, ნათესავ გეწოდა ნეტარო წინა-მორბედო…

ღი҃ს-მშობლისა.

ყოვლად წმიდისა ქალწულისა, ნათესავ გეწოდა ნეტარო წინა-მორბედო რომლისა თანა, გაქებთ და გევედრებით სამღთოსა ტაძარსა შინა შენსა მდგომარენი, გამოგუაჩინენ ჩუჱნ, ტაძრად უბიწოდ სულისა წმიდისა:

რომელმან მოსცა ძლევაჲ მეფესა ჩუჱნსა უ҃მან, და…

გალობა გ. სძლისპირი.

რომელმან მოსცა ძლევაჲ მეფესა ჩუჱნსა უ҃მან, და აღამაღლა რქაჲ ცხებულისა, და ადიდა ეკკლესიაჲ თჳსი, მართლ-მადიდებლობასა შინა, ამას უღაღადებდეთ, არავინარს წმიდა ვითარ ღი҃ ჩუჱნი:

დაჰხსნილობისა ძილითა დამძიმდა სული ჩემი, აღადგინე, და…

ტროპარნი.

დაჰხსნილობისა ძილითა დამძიმდა სული ჩემი, აღადგინე, და განაფრთხუჱ მეუფეო სინანულისა მიერ აღსრულებად მცნებათა შენთა, რათა მადლობით ვიტყოდე, არავინარს წმიდა ვითარ ღი҃ ჩუჱნი:

დღესა მას საშინელსა ნუ მაჩუჱნებ მე უ҃ო, სირცხჳლეულსა, და დასჯილსა არამედ პირუჱლ სიკუდილისა, მომაქციე და მაცხოვნე მე, და მიჴსენ სატანჯუჱლთაგან, და ღირს-მყავ მარჯუჱნით რჩეულთა შენთა თანა:

რომელნი ვნებათა ქე҃სთა თანა ხატექმნენით, ღუაწლით-შემოსილნო, მარტჳლნო…

მოწამეთა.

რომელნი ვნებათა ქე҃სთა თანა ხატექმნენით, ღუაწლით-შემოსილნო, მარტჳლნო ახოვნად მოღუაწებითა სულისა ჩემისა ვნებანი, ბოროტნი განიოტენით, და შენდობაჲ ცოდუათა მითხოვენ ღი҃საგან:

რათა ღირს-იქმნეთ ცათა შინა წარუვალთა კეთილთა, ქუჱყანასა, ზედა ახოვნად იღუაწეთ ღუაწლით-შემოსილნო, და ყოველნივე სატანჯუჱლნი, გუჱმანი მოითმინენით, ჩუჱნთჳს ოხად ნუ დააცადებთ ქე҃ს მიმართ:

ყოველთა მზრდელსა დედობრივ აწოებდ სძესა სძალო, და…

ღი҃ს-მშობლისა.

ყოველთა მზრდელსა დედობრივ აწოებდ სძესა სძალო, და მტჳრთუჱლი, ყოველთა წიაღთა გიპყრიეს ყოვლად უხრწნელო, ჵ საკჳრუჱლი დიდებული, ამისთჳსცა გიღაღადებთ, არავინ-არს წმიდა შენებრ დედათა, შორის უსძლოო:

კლდესა ზედა, სარწმუნოებისასა დამამტიცე, და განავრცე პირი…

სხუა. სძლისპირი.

კლდესა ზედა, სარწმუნოებისასა დამამტიცე, და განავრცე პირი ჩემი ზედა მტერთა ჩემთა, და ახარე სულსა ჩემსა რათა ჴმა-ვჰყო შენდა მომართ მხოლოო, რამეთუ არავინარს წმიდა, შენსა გარეშე ღი҃სა ჩუჱნისა:

განჰკურნენ წყლულებანი სულისა ჩემისანი, და გონებაჲ ჩემი დაბნელებული განანათლე, უ҃ისა წინამორბედო, ყოვლად წმიდითა ვედრებითა შენითა, და ყოველთა ვნებათაგან და განსაცდელთა განმარინე მე:

ბერწობაჲ მშობელისა დაჰჴსენ შობითა შენითა, ჵ წინაწარ-მეტყუჱლო ნეტარო გულიცა ჩემი, ბერწ-ქმნილი მეოხებითა, შენითა ნაყოფიერჰყავ რათა, სათნოებათა უბიწოთა, მორჩნი სამღთონი აღმოაცენნეს:

სამღთოსა ტაძრისა შენისა აღმაშენებელი, ზეცისა ტალავართა მკჳდრად გამოაჩინე, ხოლო სახლისა შენისა, სიწმიდით მსახურნი და მგალობელნი, ჰყუჱნ ტაძარ სულისა წმიდისა, წინა-მორბედო და ნათლის-მცემელო:

საშოთ გამო კრთომით თაყუანისსცა წინა-მორბედმან, ღთ҃სა შენ…

ღი҃ს-მშობლისა.

საშოთ გამო კრთომით თაყუანისსცა წინა-მორბედმან, ღთ҃სა შენ მიერ ტჳრთულსა ღი҃უ-მიმადლებულო, მისსა მიმართ მეოხ-გუჱყავ, რათა ვედრებითა შენითა სძალო, გჳჴსნნეს ჩუჱნ ყოველთა ჭირთაგან, და ურუათა და მწუხარებათა:

საქმენი შენნი ვითარცა განიცადნა, ღაღადჰყო ჴმითა წინასწარ-მეტყუჱლმან…

გალობა დ. სძლისპირი.

საქმენი შენნი ვითარცა განიცადნა, ღაღადჰყო ჴმითა წინასწარ-მეტყუჱლმან, დღეს მესმა მე სმენაჲ, კაცთა განახლებისა, და დამიკჳრდა შენი, სიმდაბლით მოსლუაჲ, რათა შეჰმუსრო ძლიერებაჲ მჴდომისა:

ყოვლითურთ წარტყუჱნილსა, და დაგლახაკებულსა, მხედავს მტერი ბოროტი…

ტროპარნი.

ყოვლითურთ წარტყუჱნილსა, და დაგლახაკებულსა, მხედავს მტერი ბოროტი და სავსე ზაკჳთა, იხარებს და განსცხრების წარწყმედისა ჩემისათჳს, ჵ უ҃ო დიდებისაო, სიმდიდრეო გლახაკთაო, მისთა მათგან, საბრჴეთა მიჴსენ და მაცხოვნე მე:

ჴელნი და თუალნი ჩემნი, შევაგინენ მეუფეო, საქმითა უჯეროთა და აღუსძრენ მე რისხუად, მოწყალებანი, შენნი და წარუაგენ სულგრძელებანი, შენნი კადნიერებით ბილწმან, მოიხილე სახიერო, და მაცხოვნე, და შემიწყალე მე მონაჲ შენი:

ჵ ვითარ საკჳრუჱლ-არს, ღი҃ წმიდათა შორის, რომელსა…

მოწამეთა.

ჵ ვითარ საკჳრუჱლ-არს, ღი҃ წმიდათა შორის, რომელსა იგი ერჩდეს და დაამჴუნეს კერპნი და დაიმკჳდრეს სივრცჱ სამოთხისა ფუფუნებათა, რომლისაგან იგი განუარდა, ადამ პირუჱლ ურჩებითა, ესე ამათ, მორჩილებითა განისაკუთრეს:

სისხლთა თქუჱნთა წმიდათა, დათხევითა მოწამენო, ოდესმე საზორუჱლნი სისხლთა დაჰჴსნენით, წარწმედელად კაცთა შეწირულნი უგუნურთაგან, არა წმიდათა ეშმაკთა მიმართ, ამისთჳსცა სანატრელ-ხართ, ყოველთაგან, ჵ მარტჳლნო ყოვლად დიდებულო:

უწყებულთა სულითა, წინასწარ-მეტყუჱლთა სძალო, დიდებულმან კრებულმან საიდუმლო…

ღი҃ს-მშობლისა.

უწყებულთა სულითა, წინასწარ-მეტყუჱლთა სძალო, დიდებულმან კრებულმან საიდუმლო იგი, შობისა შენისა უზესთაესი ბუნებათა, პირად პირადად გამოსახეს, იგავთა მიერ წმიდათა, რომელთაცა აღსრულებასა ვხედავთ ბრწყინუალედ:

რომელმანცა, მოდრიკნა ცანი და ჴორცნი შეისხნა, მოიდრიკა…

სხუა. სძლისპირი. მოხუჱდ ჩუჱნდა.

რომელმანცა, მოდრიკნა ცანი და ჴორცნი შეისხნა, მოიდრიკა მან თავი, ჴელსა ქუჱშე შენსა ნეტარო, რომლითა შემზღუდე მე, და სამღთო სიმდაბლჱ შეჰმოსე გულსა ჩემსა:

უდაბნონი, განაშუჱნენ მას შინა ქცევითა, ქე҃ს წინა-მორბედო, ამისთჳს გიღაღადებ, უქმი სული ჩემი შეამკუჱ, ყოველთა სამღთოთა მცნებათა შენთა აღსრულებითა:

მოიკალ შენ, უმჵსჯავროდ სამღთოსა სჯულისათჳს ღირსო, ამისთჳს გევედრები, მე სჯულისა გარდამავალი და ეშმაკთა ძლეული, მიჴსენ საბრჴეთა მისთაგან წინა-მორბედო:

აღაშენე, თავი შენი სავანედ სამებისა, ღირსო წინა-მორბედო, და აწ ზეცისა სავანეთა შინა დამკჳდრებულ-ხარ ტაძრისა შენისა აღმმართებელი ღირს-მყავ შენ თანა:

მოიხილე, უძლურსა ამას ზედა უბიწოო, და დაჰჴსნენ…

ღი҃ს-მშობლისა.

მოიხილე, უძლურსა ამას ზედა უბიწოო, და დაჰჴსნენ სალმობანი, ბოროტნი ვნებათა ჩემთანი, რათა გიგალობდე შენ, რომელსა გაქებს ცა და ქუჱყანა ღირსო:

იესო მთავარი მშჳდობისა მოვიდა, დღეს დაჰჴსნად პატიჟთა…

გალობა ე. სძლისპირი.

იესო მთავარი მშჳდობისა მოვიდა, დღეს დაჰჴსნად პატიჟთა ადამ პირუჱლ ქმნილისა, და ჴელნი რომლითა, შეჰქმნა შემჰსჭუალა ჯუარსა, და მით მოკლა მტერი, ნათესავისა ჩუჱნისა და თჳსთა მორწმუნეთა, აჩუჱნა ძლევაჲ ჯუარითა, და მშჳდობაჲ მოჰმადლა:

ცოდუათა დავჰსძინებ მარადის ცოდუასა ზედა, უგუნურებით და…

ტროპარნი.

ცოდუათა დავჰსძინებ მარადის ცოდუასა ზედა, უგუნურებით და წარმდებებით მედგარი, და ახილუა არა არს სიკუდილსა ჩემსა, ვაჲმე უბადრუსა ვითარ ვეჩუჱნო ქე҃სა, ვითარ წარვსდგე საყდართა, მისთა წინაშე დასჯილი, პირუჱლ განკითხჳსა მის:

წარმდებებით სლჳთა სოფლისა, ზღუასა შინა, ვითარ ნავი დავინთქ და წარუჰსწყმიდე ტჳრთი, კეთილთა მათ შენთა რომელი მომეც ქე҃, და აწ გიღაღადებ, დაგლახაკებული ესე, ნუ შეურაცხ-მჰყოფ ქე҃, არამედ მოწყალე-მექმენ, და კუალად მაცხოვნე:

ქუჱყანისა დიდება წარმავალი ამაო სიმჴნით შეურაცხ-ჰყავთ ღუაწლისა-მძლენო…

მოწამეთა.

ქუჱყანისა დიდება წარმავალი ამაო სიმჴნით შეურაცხ-ჰყავთ ღუაწლისა-მძლენო ღირსნო, და ზეცისა დიდებასა მიემთხჳენით, და ქე҃ს მჴსნელისა, წინაშე ჰსუფევთ მარადის, ახოვანნო მარტჳლნო, ჩუჱნ მგალობელთა თქუჱნთათჳს ოხად ნუ დააცადებთ:

ჴორცთა სიყუარულისაგან გონებაჲ თქუენი, სრულიად განაშორეთ ჵ ღუაწლით-შემოსილნო, და სატანჯუჱლნი შეიტკბენით, სარწმუნოებით, და ტრფიალებითა სამღთოთა ფრთოვან-ქმნილნი, ქე҃ს ღი҃სა საკუთარ-იქმნენით თქუჱნ უძლეველნო, და ჰფარავთ მგალობელთა:

პირუჱლუჱ გიხილა შენ სულითა დანიილ, მთად დიდად…

ღი҃ს-მშობლისა.

პირუჱლუჱ გიხილა შენ სულითა დანიილ, მთად დიდად და წმიდად ღი҃ს-მშობელო, ქალწულო რომლისაგან გამოეკუჱთა ლოდი უჴელოდ, და დამუსრნა კერპნი, ყოვლად ბილწთა ეშმაკთანი, და დაიპყრა სოფელი, და სუფევისა მისისა, სუფევაჲ საუკუნოჲ:

წყალთა მათ შინა იორდანისათა, ნათელ-ეც ქე҃სა წინა-მორბედო…

სხუა, სძლისპირი. შენ მნათობთა.

წყალთა მათ შინა იორდანისათა, ნათელ-ეც ქე҃სა წინა-მორბედო, უხრწნელებისა მდინარესა, რომლისა მიმართ ვედრებითა ვნებათა ჩემთა, მორევნი განახმენ ხოლო საშუჱბელთა, ღუარნი აღმომიცენენ მე, და შუჱბაჲ მართალთა დამიმკჳდრე:

ვჰგოდებ და განჳლევი მე შიშითა, მივჰხედნე რა ბოროტთა საქმეთა ჩემთა, და მერმესა მას სამჰსჯავროსა, და თუალ-უხუავსა და საშინელსა საყდარსა შენსა, მოწყალეო ღო҃ შემიწყალე მე, წინა-მორბედისა შენისა ვედრებითა და მეოხებითა:

შენანებითა შეცოდებათათა, სჯულსა ცხოვრებისასა ასწავებდ ერსა, წინასწარ-მეტყუჱლო წმიდაო, და შუამდგომელ-იქმენ სჯულისა და მადლისა, ამისთჳს გევედრებით წინა-მორბედო, სინანულისა წესითა, განგუაბრწყინუჱნ მუჱდრებელნი შენნი:

მეოხებითა ნათლის-მცემელისათა, მომეც ჟამი სინანულისა ქე҃, რომელმან ესე ამაოდ და უდებებით წარუაგე ცხოვრებაჲ ჩემი, და მსოფლიოსა მის ქადაგებისა მიერ, მოქცევაჲ ჩემი განაგე, და შემძლე შეწყალებულთა შენთა:

ზაკჳთა და ძმაცჳთა მტერისათა, მოვკუჱდ დედოფალო ყოვლად…

ღი҃ს-მშობლისა.

ზაკჳთა და ძმაცჳთა მტერისათა, მოვკუჱდ დედოფალო ყოვლად წმიდაო, არამედ განმაცხოველე, რომელმან გჳშევ ცხოვრებაჲ დაუსაბამოჲ, რათა გადიდებდე ყოვლად საგალობელო, ქე҃ს მჴსნელისა დედაო, სასოო ყოვლად განწირულთაო:

იონა დანთქმულმან, ზღუასა შინა, პირუჱლ ვეშაპისა მის…

გალობა ვ. სძლისპირი.

იონა დანთქმულმან, ზღუასა შინა, პირუჱლ ვეშაპისა მის, წინასწარუჱ გამოსახა, დაფლუაჲ მჴსნელისა, სამისა დღისა, და აღდგომაჲ, უჴრწნელად, და განუცხადა მან სახჱ, დიდებულისა ვნებისა, ცხოვრების მომცემელი ყოვეთა:

ვითარცა პირუჱლად ქანანელი, გიღაღადებ ძეო ღი҃საო შემიწყალე…

ტროპარნი.

ვითარცა პირუჱლად ქანანელი, გიღაღადებ ძეო ღი҃საო შემიწყალე მე, რამეთუ სული, ჩემი ბოროტად იგუჱმების მტერისაგან და არა ჰნებავს თავისა თჳსისა გულის-ჴმის-ჰყოფაჲ, და განგდებაჲ ბოროტთა საქმეთა:

აღმძრავს მე უზომოჲ და ურიცხჳ, ღელუაჲ ვნებათა და ნიავქარი ცოდუათა ჩემთა, ქე҃ მაცხოვარ, ვითარცა იგი შეჰრისხენ ქართა და ზღუათა, და იჴსნენ წმიდანი იგი მოწაფენი შენნი და მოციქულნი, მეცა აღმომიყუანე და მაცხოვნე:

განჰკრთეს ანგელოსთა უჴორცოთა, კრებულნი მოთმინებასა თქუჱნსა ჴორცითა…

მოწამეთა.

განჰკრთეს ანგელოსთა უჴორცოთა, კრებულნი მოთმინებასა თქუჱნსა ჴორცითა მარტჳლნო, ღუაწლისა-მძლენო, და ადიდეს მომცემელი მოთმინებისა, და ძლევისა და გჳრგჳნთა, ნიჭთა და მოსაგებელთა, ყოვლად ქებულნო დიდებულნო:

სისხლთა თქუჱნთა მიერ პკურებულნი, და თუალ-დაგურემულნი და ყინელითა განკაფულნი და შემუსრჳლნი, და მრავალ-ფერთა ტანჯუათა მიერ დასჯილნი, საუკუნოსა შუჱბასა და ფუფუნებასა ღირს-იქმნენით, მოწამენო ღუაწლისა-მძლენო:

ვითარცა ტრაპეზმან დაიტიე, პური იგი საიდუმლოჲ დედოფალო…

ღი҃ს-მშობლისა.

ვითარცა ტრაპეზმან დაიტიე, პური იგი საიდუმლოჲ დედოფალო წმიდაო, რომლისა ესე მჭამელთა არღარა სადა გუშიოდის საუკუნოდ, რამეთუ შენ დედად ღი҃სად და მზრდელად აღგიაებთ სძალო, და სარწმუნოებით გადიდებთ:

ღელუამან ცოდჳსამან მომიცუა მე, და მრავალსა მოწყალებასა…

სხუა სძლისპირი.

ღელუამან ცოდჳსამან მომიცუა მე, და მრავალსა მოწყალებასა შენსა მოვივლტი, აღმომყუანე სახიერ, დანთქმისაგან ღო҃ ჩემო გევედრები:

მქადაგებელო სიტყჳსა ღი҃საო, ჴმანი მუჱდრებელთა შენთანი შეისმინენ, და გვთხოვე შენდობაჲ ბრალთა, სურჳლით მადიდებელთა და მგალობელთა:

ცოუათა ჩემთა ტჳრთი განაბნიე, და შემუსრვილებაჲ სულისა ჩემისა განჰკურნე, და ზესთა სასოებისა მაცხოვნე ოხითა შენითა იოანე:

რომელსა ნათელ-ეც წინა-მობედო, ევედრე ჴსნად ჩუჱნდა ჴელისაგან მტერთასა, და განჰმარტენ მისა მიმართ, ჴელნი შენნი წმიდანი რათა მაცხოვნოს:

ჰრული მცონარებისა შემაშთობს მე, და ძილი ცოდჳსა…

ღი҃ს-მშობლისა.

ჰრული მცონარებისა შემაშთობს მე, და ძილი ცოდჳსა დაამძიმებს გულსა ჩემსა, მღჳძარედ თხოვითა შენითა, აღმადგინე ქალწულო და მაცხოვნე მე:

ყრმანი წმიდანი, საჴუმილსა ცეცხლისასა, შეითხივნეს, და შეცურეულნი…

გალობა თ. სძლისპირი.

ყრმანი წმიდანი, საჴუმილსა ცეცხლისასა, შეითხივნეს, და შეცურეულნი სულითა უვნებელად დაიცუჱბოდეს, მოსლჳთა ანგელოსისა ღი҃სათა, და სიხარულით, განბრწყინუჱბულნი ღაღადებდეს და იტყოდეს, კურთხეულ-ხარ შენ უფროსად ამაღლებულო, ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:

პირუტყუჱბრივთა, გულის-თქმათა მიერ წარტყუჱნულ-ვიქმენ, და წარმდებად ცხოვრებითა…

ტროპარნი.

პირუტყუჱბრივთა, გულის-თქმათა მიერ წარტყუჱნულ-ვიქმენ, და წარმდებად ცხოვრებითა სჯული შენი სეურაცხ-ვჰყავ ქე҃, და ამაო ვიქმენ ულმობელობითა, საწყალობელი, უფროს ყოველთა კაცთა ქუჱყანასა ზედა ნუ დამაგდებ მე წარწყმედად ჵ კაცთ-მოყუარე ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:

აჰა ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდეგ, ვთარცა დავით ღაღადებს და ვიშევ ქუჱყანასა ზედა და მსგავსად მონისა განმამწარებელისა, განგამწარე შენ, მხოლო სახიერი ღი҃ მრავლმოწყალე, ნუ მიმიშუჱბ მე, წარწყმედად ჵ კაცთ-მოყუარე, არამედ წყალობით მაცხოვნე:

გუნდმან წმიდამან, ღუაწლისამძლეთამან ყოვლად ქებულმან, სიმჴნით იღუაწეს…

მოწამეთა.

გუნდმან წმიდამან, ღუაწლისამძლეთამან ყოვლად ქებულმან, სიმჴნით იღუაწეს და ვითარცა ახოვანნი გჳრგჳნოსან იქმნნეს, მარჯუჱნისაგან ცხოველს-მოფელისა, რამეთუ ერთი, ღი҃ მხოლო ჭეშმარიტი შეიყუარეს, და ცათა შინა იხარებენ და იშუჱბენ, ნათელსა შინა სამღთოსა:

თუალ-აღმოჴდილნი, და დაკლებულნი ჴელთა და ფერხთაგან, ზეცისა გზასა კეთილად ჰრბიოდეს ღირსნი მოწამენი, და უბრკმეს გზათა მაცთურისათა, რომელი იგი, უკეთურებით ისწრაფდა დაბრკოლებად მათდა, მეოხებითა, მათითა გუაცხოვნენ ქე҃, ძრწოლით მგალობელნი შენნი:

ზესთა ცნობისა, შობასა შენსა მარიამ უბიწოო, ხერუვმნი…

ღი҃ს-მშობლისა.

ზესთა ცნობისა, შობასა შენსა მარიამ უბიწოო, ხერუვმნი ადიდებენ, და სერაფიმნი უგალობენ საყდარნი ჴელმწფებანი და უფლებანი, თაყუანის-სცემენ, რამეთუ შენ მხოლომან ჰშევ ღი҃, ჴორცითა რომელსა ჩუჱნთჳს ევედრე რათა შენთა შესხმელთა მოგუცეს წყალობაჲ:

თხოვათა შენთა მახჳლითა აღმოფხუარ, ვნებათა ჩემთა ძირნი…

სხუა. სძლისპირი. ბრძანებამან.

თხოვათა შენთა მახჳლითა აღმოფხუარ, ვნებათა ჩემთა ძირნი, წინა-მორბედო და დანერგე გონებასა შინა ჩემსა სამღთო უვნებელბაჲ, და შიში ღი҃სა ყოვლად წმიდაჲ, და უცხო-მყავ ყოვლისა ბიროტისაგან:

რომელმან ეგე ნათელ-ეც წყალთა შინა, ქე҃სა მეუფესა, რომელმან დაჰრთნა წყლითა ზესკნელნი, მისგან მითხოვე წყალი სამღთოჲ ლმობიერებისა, დიდებულო წინა-მორბედო, და თუალთა ჩემთა მოცემად წყაროჲ ცრემლთა:

რომელმან ჰქადაგე ქე҃ კრავი ღი҃სა, ცოდუათა სოფლისათა, აღმხმელი ჵ წინა-მორბედო, ითხოვე მისგან რათა მიჴსნნეს ნაწილისა მისგან, თიკანთასა და აღმრაცხოს მე, მარჯუჱნითთა მისთა ცხოვართა თანა:

ბერწმან საშომან გამოგიღო ქალწულო, რომელმან გამოიღე, სიტყუაჲ…

ღი҃ს-მშობლისა.

ბერწმან საშომან გამოგიღო ქალწულო, რომელმან გამოიღე, სიტყუაჲ ღი҃სა განკაცებული, რომელი იცნა საშოთგამო დიდმან იოანე, ბერწისა ნაყოფმან წმიდამან, და მხიარულებით თაყუანის-სცა:

საკჳრუჱლი დიდებული, ბაბილონს შინა საჴუმილმან, აჩუჱნა ცუარისა…

გალობა ჱ. სძლისპირი.

საკჳრუჱლი დიდებული, ბაბილონს შინა საჴუმილმან, აჩუჱნა ცუარისა ცურევითა, რამეთუ ყრმანი იჴსნნა ალისაგან შემწუჱლისა, და მოსწყჳდნა ქალდეველნი, წამისყოფითა სულგრძელისათა, რომელსა ვაკურთხევთ ჩუჱნ, და აღვამაღლებთ მას უკუნისამდე:

რათა განმამღრთუნე სახიერ, ჴორცნი შეისხენ წყალობით, ხოლო…

ტროპარნი.

რათა განმამღრთუნე სახიერ, ჴორცნი შეისხენ წყალობით, ხოლო მე უბადრუმან ამან, და დაბნელებულმან გემოთა და გულის-თქმათაგან, ყოვლად არა გულის-ჴმა-ვჰყავ, უფსკრული წყალობათა შენთა, არამედ მომაქციე, ქე҃ ღო҃ ყოველთა ცხოვრებაო:

ქე҃ ღო҃ მწყემსო კეთილო, სული ჩემი შეცთომილი, მთათა ზედა გარდასლჳსათა მოაქციე და აცხოვნე ვითარცა სახიერ-ხარ, რათა არა სრულიად დამნთქას მე, მტერმან წარმწყმედელმან, რომელი გაკურთხევ შენ, და აღგამაღლებ უკუნისამდე:

დავჰსდგეთ ერთბამად ახოვნად, ღაღადებდეს ბრწყინუალედ, ურთიერთარს მოღუაწენი…

მოწამეთა.

დავჰსდგეთ ერთბამად ახოვნად, ღაღადებდეს ბრწყინუალედ, ურთიერთარს მოღუაწენი შუჱნიერნი, იგუჱმებოდეს რა უწყალოდ უსჯულოთა მიერ აჰა ესერა უ҃ი, მოგჳპყრობს ძლევისა გჳრგჳნსა, და საუკუნეთა მათ, ფუფუნებათა დაგჳმკჳდრებს ჩუჱნ:

მტერი ბოროტი მოაშთუჱთ, ძლიერითა მით ძაძჳთა, მოთმინებათა მათ თქუჱნთათა, მოთმინებათა მათ თქუჱნთათა, რომელი ზაკჳთ აზმნობდა ცთუნებასა თქუჱნსა, და სამოთხჱ საშუჱბელისა, დაიმკჳდრეთ თქუჱნ ღთ҃-შემოსილნო, წმიდანო მოწამენო, და მარტჳლნო ღუაწლით-შემოსილნო:

რათა ღთ҃-ჰყოს ბუნებაჲ ჩუჱნი, ქე҃მან ღთ҃მან განკაცნა…

ღი҃ს-მშობლისა.

რათა ღთ҃-ჰყოს ბუნებაჲ ჩუჱნი, ქე҃მან ღთ҃მან განკაცნა, ყოვლად წმიდათა სისხლთა შენთაგან, დედაო მეუფისაო ღი҃ს-მშობელო ქალწულო, და ყოვლითურთ შეიმოსა მოკუდავი ესე ბუნებაჲ ჩუჱნი, მას ევედრე წმიდაო, ჩუჱნთჳს რომელნი გიგალობთ შენ:

საჴუმილი იგი, ცეცხლისა ბაბილონს პირუჱლად განეზოგა ღი҃სა…

სხუა. სძლისპირი.

საჴუმილი იგი, ცეცხლისა ბაბილონს პირუჱლად განეზოგა ღი҃სა მიერ, რამეთუ ქალდეველნი, ალისა მისისაგან შეიწუნეს ხოლო ყრმანი, შეცურეულნი, იტყოდეს აკურთხევდით საქმენი უ҃ისანი უ҃სა:

მომეც მარჯუჱნე, დაცემულსა ამას, რომელმან ეგე განმარტე მარჯუჱნე, თავსა მეუფისასა, წინა-მორბედო და ნათელ-ეც წყლითა, განბანენ ცოდუანი ჩემნი, და ყოვლითურთ განმწმიდე, სინანულითა და მაცხოვნე მე:

გაქუს სინანულისა, ჟამი სულო ჩემო, მცონარებისა ღრმაჲ ძილი განაგდე, და მოსწრაფედ განიფრთხუჱ, და უღაღადებდ მეუფესა, მოწყალეო შემიწყალე, ვედრებითა წმიდისა, წინა-მორბედისა შენისათა:

ვნებათა ღუარნი და ცოდჳსა წყალნი, ვიდრე სულად ჩემდადმდე შევიდეს, ქე҃ს წინა-მორბედო, შემწე-მეყავ და გამომიჴსენ მე, რომელმან წყალთა შინა, განბანე წყალობისა და სახიერებისა მყუდრო, უფსკრული:

ჵ მე მრავალთა, ბოროტთა მოქმედსა, ვაჲმე რომელმან განუარისხე ღი҃, სახიერი და ტკბილი, ქე҃ს ნათლის-მცემელო შემეწიე, და მომმადლე მე შენდობაჲ, თანა ნადებთა ჩემთა და აღჰჴოცენ სიმრავლენი ბრალთა ჩემთანი:

რომელმან ჴორცითა, ჰშევ ღი҃ მაღალი, ვნებათაგან დაცემული…

ღი҃ს-მშობლისა.

რომელმან ჴორცითა, ჰშევ ღი҃ მაღალი, ვნებათაგან დაცემული აღმმართე, და სიგლახაკისაგან კეთილთა საქმეთასა აღმამაღლე, და განმამდიდრე ქალწულო, სათნოებათა მიერ, რათა ცხონებული გადიდებდე შენ:

ვერ შემძლებელ-ვართ დიდებად, შენდა, ჯერისაებრ ქუჱყანისანი, და…

გალობა თ. სძლისპირი.

ვერ შემძლებელ-ვართ დიდებად, შენდა, ჯერისაებრ ქუჱყანისანი, და მოუძლურდებიან ზეცისანი ღი҃ს-მშობელო, რამეთუ უზესთაეს იქმენ, შეიწირე სარწმუნოებაჲ ჩუჱნი, უწყით სიყუარული შენი, და ვითარცა ნათელსა ქრისტიანობისასა გადიდებთ:

საზარელთა მათ საყდართა შენთა, წინაშე განსჯაჲ მეგულუჱბის…

ტროპარნი.

საზარელთა მათ საყდართა შენთა, წინაშე განსჯაჲ მეგულუჱბის მე, და არა ვჰსრძწი საშინელებისა მისგან მათისა, ვინაცა ყოველთა ჟამთა, გარდავიჴდი უდებებით და მედგრობით, მომაქციე მე მხოლოო, ფრიად შეცოდებული ესე ვითარ იგი მანასე:

აურაცხელთა ბოროტთა ჩემთა, ღუარნი დააცხრუჱნ ყოვლად ძლიერო, და მომცენ ნაკადულნი ცრემლთანი რათა განჳბანნე, ცოდუათა ჩემთა ბილწებანი, რომელნი შემემთხჳვნეს მედგარსა ამას, და მაცხოვნე მე სახიერო, და განმამართლე რომელმან განამართლე მეძავი იგი:

ყოვლად ბრწყინუალე საჴსენებელი, მოწამეთა უნათლეს მზისა, აღმობრწყინდა…

მოწამეთა.

ყოვლად ბრწყინუალე საჴსენებელი, მოწამეთა უნათლეს მზისა, აღმობრწყინდა და ყოველი სოფელი განანათლა, და წარდევნა წყუდიადი კერპთა და სულთა განმხრწნელთა ვნებათა ბნელი, მადიდებელთა მათთაგან, განჰჴადა და მადლითა სულისა წმიდისათა აღავსო:

გუნდი უბიწო მჴედრობა სამღთო, მწყობრი რჩეული ბანაკი წმიდა, სპარაზენობა ძლიერი წმიდათა მოწამეთა, და სიმრავლე სამგზის სანატრელი, მჴედრობათა ზეცისა შეერთო, ოხითა მათითა ქე҃, ღირს-მყუჱნ ცოდჳლნი ესე, ზეცათა სასუფეველსა შენსა:

ელუარითა მით ბრწყინუალებითა, შენგან შობილისა ღი҃სათა, ქალწულო…

ღი҃ს-მშობლისა.

ელუარითა მით ბრწყინუალებითა, შენგან შობილისა ღი҃სათა, ქალწულო ღი҃ს-მშობელო განგუანათლენ ჩუჱნ, რომელნიცა სარწმუნოებით, და სურჳლით პატივ-გცემთ შენ დიდებულო, და წყუდიადისაგან ბნელისა, საქმეთა ჩუჱნთასა გჳჴსნენ, დღესა მას სასჯელისასა:

დაუსაბამოსაგან, მამისა ძე ღი҃სა გამოჩნდა, ქალწულისაგან, მჴსნელად…

სხუა. სძლისპირი.

დაუსაბამოსაგან, მამისა ძე ღი҃სა გამოჩნდა, ქალწულისაგან, მჴსნელად ჩუჱნდა განჴორციელდა, განგუანათლებს, დაბნელებულთა და შემოჰკრებს ერთად განბნეულთა, რათა სარწმუნოებით მშობელსა მისსა ვადიდებდეთ:

მიჴსენ მე უყისაგან ცოდუათასა, მრავალ-მოწყალე, ვედრებითა წინა-მორბედისა…

ტროპარნი.

მიჴსენ მე უყისაგან ცოდუათასა, მრავალ-მოწყალე, ვედრებითა წინა-მორბედისა შენისათა, რომელმანცა, გქადაგა ყოველსა სოფელსა, აღმხმელად ცოდუათა, კაცთასა სახიერო, და მომეც შენდობაჲ ცოდუათა:

ვითარცა რა ვარდი მეწამული და სარო სუნნელი, და შროშანი შუჱნიერი, და მირონი სამღთო, საქმეთა მათ, ჩემთა სიმყრალისა დამჰჴსნელად, მომიგიე ღირსო, ქე҃ს წინა-მორბედო და ნუ დამაგდებ მე მოსავსა შენსა:

უნაყოფოთა საქმეთაგან ბერწ-მყავ მე ყოვლად ქებულო, და სათნოებათა შჳლ-მრავლობაჲ მომმადლე, რათა ვიქმნე, შჳლ ღი҃სა და ზიარ შუჱბისა, მის საუკუნოჲსა, და პირმშოთა კრებულსა, თანა აღრაცხილ და თანა მკჳდრ:

ჩუჱნ მოყუარეთა შენთა, და სურჳლით პატივის-მცემელთა, და სამღთოსა ტაძარსა შინა შენსა შუჱბულთა მოგუჱც ზეცით დაჰჴსნაჲ სიბოროტეთა, წინა-მორბედო უ҃ისაო, და ცხოვრებისა წარმართებაჲ და შეცოდებათა ჰჴსნაჲ:

წამის-ყოფით მტჳრთუჱლი ყოველთა იხილე რა ტჳრთული, საშოსა…

ღი҃ს-მშობლისა.

წამის-ყოფით მტჳრთუჱლი ყოველთა იხილე რა ტჳრთული, საშოსა შინა ღი҃სა დედისასა თაყუანისეც, იოანე, და აწ მისთანა მეოხ-გუჱყავ, რათა შეიწყალნეს, ურიცხუთა ცოდუათაგან, შეცოდებულნი სულნი ჩუჱნნი:

ყოველთავე წარუჰჴედ უსჯულოებითა, და ვისმე დავემოწაფო სინანულითა…

აღჳვსენითსა ზედა, დასდებელნი, სინანულისანი, ჴმა ბ.

ყოველთავე წარუჰჴედ უსჯულოებითა, და ვისმე დავემოწაფო სინანულითა, უკეთუ სულთვითქუნე მსგავსად მეზუჱრისა, უწყი რამეთუ სიმძიმე ვექმნები ცოდუათა, უკეთუ ვსცრემლეოდე ვითარ მეძავი, შევაგინებ ცრემლითა ქუჱყანასა, არამედ მომეც მე შენდობაჲ შენდობათა ღო҃ და შემიწყალე მე:

უსჯულოებანი ჩემნი უგულებელს ყუჱნ უ҃ო რომელი იშევ ქალწულისაგან, და გული ჩემი განსწმიდე, და ჰყავ იგი ტაძრად სულისა შენისა წმიდისა, და ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან, რომელსა გაქუს აურაცხელი დიდი-წყალობაჲ:

ჯუარი ქე҃სი აღიღეს წმიდათა მოწამეთა საჭურუჱლად უძლეველად…

მოწამეთა.

ჯუარი ქე҃სი აღიღეს წმიდათა მოწამეთა საჭურუჱლად უძლეველად, და ყოველი ძალი ეშმაკისა დაამჴუჱს, გჳრგჳნი ზეცით მოიგეს, ზღუდე და მფარუჱლ-იქმნეს ჩუჱნთჳს მეოხებითა:

გიხაროდენ მარიამ, ღი҃ს-მშობელო ტაძარო დაურღუჱველო, ხოლო უფროს…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

გიხაროდენ მარიამ, ღი҃ს-მშობელო ტაძარო დაურღუჱველო, ხოლო უფროს წმიდაო, ვითარცა ჰჴმობს წინასწარ-მეტყუჱლი, წმიდა არს ტაძარი შენი, საკჳრუჱლ სიმართლითა:

ჴმასა მას ავაზაკისასა, შევსწირავთ შენდა და გევედრებით…

სამშაბათსა მომიჴსენენი, ჴმა ბ.

ჴმასა მას ავაზაკისასა, შევსწირავთ შენდა და გევედრებით, მომიჴსენენ ჩუჱნ უ҃ო, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენითა:

ავაზაკსა აღუჱმატე, და უძღებსა ვნებითა, შემიწყნარე მე მაცხოვარ თჳთ დასჯილი:

უფსკრულსა მოწყალებისასა, ნათელ-ეს წყალთა შინა წინა-მორბედო, უფსკრული ცოდუათა ჩემთა, ლოცჳთა შენითა განაჴმე ღთ҃-შემოსილო:

რომელთა საცთურისა ღუარნი, სისხლთა მდინარითა განაჴმენით, ღუაწლით…

მოწამეთა.

რომელთა საცთურისა ღუარნი, სისხლთა მდინარითა განაჴმენით, ღუაწლით შემოსილნო ქე҃სნო, განაჴმენით ღუარნიცა ბრალთა ჩუჱნთანი:

რიტორთა კაცთა გონება ვითარცა წერილარს, ვერ შემძლებელ-არს…

დიდება.

რიტორთა კაცთა გონება ვითარცა წერილარს, ვერ შემძლებელ-არს გალობად სამღთოსა ერთ-მთავრობისა სამ-გუამოვნებითისა:

მშობელსა შეუწუჱდელად ღი҃სა ყოვლად დაუსაბამოჲსასა, საქებელითა გალობითა…

აწდა.

მშობელსა შეუწუჱდელად ღი҃სა ყოვლად დაუსაბამოჲსასა, საქებელითა გალობითა ყოველნი დაუცხრომელად უგალობდეთ:

ვითარცა უწყი ბუნებისა ჩუჱნისა, უძლურება ქე҃ კაცთ-მოყუარე…

სერობისად. გალობანი წმიდისა ღი҃ს-მშობლისანი. გალობა ა. ჴმა ბ. სძლისპირი. განაპო სიღრმე.

ვითარცა უწყი ბუნებისა ჩუჱნისა, უძლურება ქე҃ კაცთ-მოყუარე, ჴელი წყალობისა აღგჳპყარ ჭირუჱულთა, რამეთუ შენ-ხარ სიხარული, და მხიარულება ჩუჱნ ყოველთა:

შერყეული ბრალთა სიმრავლითა, და ბრძოლითა მტერთა ბოროტთა, მეოხებითა შენითა ღი҃ს-მშობელო აღმავსე მე სიხარულითა, და დამამტკიცე სასოებითა:

შთავარდი სიღრმესა ბოროტთასა, და ცხოვრება ჩემი წარმიწირავს, მიჴსენ ქალწულო სასო-წარკუჱთილი ესე, და სამღთოთა საქმეთა სიმაღლედ, აღმიყუანე ყოვლად დიდებულო:

გამოუთქმელმან სიმდიდრემან შენმან მეუფეო, აღმოუცენა კაცთა სიმდიდრე…

გალობა გ. სძლისპირი. იესო მთავარი მშჳდობი.

გამოუთქმელმან სიმდიდრემან შენმან მეუფეო, აღმოუცენა კაცთა სიმდიდრე სიტკბოებისა რომლითა, მარადის მოგუხედავ და გუწყალობ, და გჳჴსნი ბოროტთაგან, და თანა წარგუჴდი პატიჟსა ბრალთა ჩუჱნთასა:

გამოუთქმელმან სიმდიდრემან შენმან მეუფეო, აღმოუცენა კაცთა სიმდიდრე სიტკბოებისა რომლითა, მარადის მოგუხედავ და გუწყალობ, და გჳჴსნი ბოროტთაგან, და თანა წარგუჴდი

ურუათაგან საწუთოსათა შერყეული ესე სასოებისა შენისა სიმტკიცესა ზედა დამამტკიცე ოხითა შენითა ქალწულო, და მწუხარება ესე ჩემი, შეურყეველად სიხარულად შეჰსცუალე:

მრავალ-მოწყალებითა, მით წყალობათა შენთათა, მოხუჱდ ჵ კაცთ-მოყუარე…

გალობა დ. სძლისპირი. სმენა მესმა.

მრავალ-მოწყალებითა, მით წყალობათა შენთათა, მოხუჱდ ჵ კაცთ-მოყუარე რომლითა აცხოვნე, და იჴსნენ ქმნული შენი მძლავრებისაგან მტერისა, და მარადის იღუწი და სწყალობ, და მარადის იღუწი და სწყალობ, ამისთჳსცა გიღაღადებ ძალსა შენსა დიდება მრავალ-მოწყალე:

უფსკრულად წყალობათა სამღთოთა გიცნობთ უჴრწნელო, და მადლთა სულიერთა მდინარედ მღელუარედ, წყალთა მიერ კურნებისათა მომრწყუჱლად ცისკიდეთა, და სარწმუნოებით მგალობელთა შენთა მაცხოვრად და ვიტყჳთ, ძალსა შენსა დიდება: პატიჟსა ბრალთა ჩუჱნთასა:

რომელმან ჰშევ სიბრძნე არსებითი ღი҃სა დედაო, მეცნიერებითთა და უმეცრებითთა ცოდუათაგან მიჴსენ მე ნათლითა სათნოებათათა, განმაბრწყინუჱ და წარმიძეღუ, ნათლად წარუვალად ქე҃ს მეუფისა:

მწუხარება პირუჱლი, გარდასცუალე სიხარულად, შობითა შენითა ქალწულო წმიდაო, და აღავსენ სიხარულითა ტომნი ადამისნი, და აწცა ძჳრთა სალმობანი, მადიდებელთა შენთანი, სიხარულად სამღთოდ შესცუალენ ყოვლად წმიდაო:

უყისაგან მწჳრისა ვნებათასა, და მრავალთა მწუხარებათაგან მიჴსენ…

გალობა ე. სძლისპირი. რომელმან მოსცა ძლევა.

უყისაგან მწჳრისა ვნებათასა, და მრავალთა მწუხარებათაგან მიჴსენ ქე҃, და სიწმიდედ უვნებელობისა სამღთოსა, აღამამაღლე მჴსნელო, და სიხარულსა ზეცისა, სასუფეველისასა, ღირს-მყავ მრავალ-მოწყალე, და მშჳდობა მომმადლე:

უყისაგან მწჳრისა ვნებათასა, და მრავალთა მწუხარებათაგან მიჴსენ ქე҃, და სიწმიდედ უვნებელობისა სამღთოსა, აღამამაღლე მჴსნელო, და სიხარულსა ზეცისა, სასუფეველისასა, ღირს-მყავ მრავალ-მოწყალე, და მშჳდობა მომმადლე:

მრავალთა მათ წყლულებათაგან მტერისათა, მომწყდარი და დაცემული დაყროლებული, კაცთ-მოყუარებისა შენისა საუკუნითა, მიღუაწე ქალწულო, და განმკურნე ვედრებათა შენთა წამლითა სძალო, და მეოხებათა შენთა, მშჳდობა სამღთო მომმადლე:

საღმრთოთა საქმეთა სიმაღლით დავეცი მე, და შირთა მრავალთა და მწუხარებათა მთხრებლსა განუცდელსა შთავვარდი უბადრუკი, და ცრემლით ვღაღადებ, შენდამი ღი҃სა დედაო აღმომიყუანე მიერ, და სიმაღლედ სათნოებათა აღმამაღლე წყალობით:

ჴელთა შენთა ქმნილი შეგჳწყალენ, და გუაცხოვნენ წყლულებისა…

გალობა ვ. სძლისპირი. იონა დათქმული.

ჴელთა შენთა ქმნილი შეგჳწყალენ, და გუაცხოვნენ წყლულებისა ხოლო შენისათჳს, ჵ კაცთ-მოყუარე და ნუ მარცხუჱნ სასოებისაგან ჩუჱნისა, არამედ გჳჴსნენ ჭირთა და ურუათა მრავალ-ფერთა, ვითარცა მრავალ მოწყალე-ხარ:

ჴელთა შენთა ქმნილი შეგჳწყალენ, და გუაცხოვნენ წყლულებისა ხოლო შენისათჳს, ჵ კაცთ-მოყუარე და ნუ მარცხუჱნ სასოებისაგან ჩუჱნისა, არამედ გჳჴსნენ ჭირთა და ურუათა მრავალ-ფერთა, ვითარცა მრავალ მოწყალე-ხარ:

საცნაურად ღრუბლად ღი҃უ-ბრწყინუალედ, მაგრილობელად მორწმუნეთა შეგმზადა ქე҃მან, სძალო წმიდაო, და წჳმად შემაცურეველად დამწუართა ცოდჳთა, და შენ მიერ მოვიღეთ ყოველთა ნათელი ბრწყინუალე განმანათლებელი სულთა ჩუჱნთა:

რომელმან ერთობად მოიყუანენ, ანგელოსნი და კაცნი, და დაჰჴსენ შუა-კედელი იგი მტერობისა, და დააგენ განდგომილნი შობითა შენითა ჩუჱნცა შეცოდებულნი ესე კეთილთა მიერ საქმეთა, დამაგენ ღი҃სა ჵ კურთხეულო:

დიდ არს და მაღალ, სასწაულთა მათ შენთა…

გალობა ზ. სძლისპირი. ყრმანი წმიდანი.

დიდ არს და მაღალ, სასწაულთა მათ შენთა დიდებულება, რომელსა აღასრულებ მორწმუნეთა შენთა შორის უ҃ო. და აწცა საკჳრუჱლ ჰყავ კაცთ-მოყუარე, წყალობა შენი, მონათა ამათ შენთა და გჳჴსნენ ჩუჱნ, ვნებათაგან და ურუათა და განსაცდელთაგან, ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:

ნაწუჱთნი ცრემლთა, ჩემთანი მსგავსად მირონისა შესწირენ, წინაშე ქე҃სსა ყოვლად წმიდაო ღი҃ს-მშობელო ქალწულო, და სულთქმანი სულისა ჩემისანი, სუნად სუნნელად, და მსჴუჱრპლად შეწირულად ლოცუანი ჩუჱნნი, და მოხედჳსა, სამღთოსა ღირს-მყავ უსძლოო, და სუნნელებითა აღმავსე:

ქე҃მან ღთ҃მან, აურაცხელითა მოწყალებითა, მცუჱლად და მწყალობლად კაცთა ნათესავისა გამოგაჩინა, ღი҃ს-მშობელო ქალწულო უბიწოო, და ჭეშმარიტად, შენ-ხარ შემწე ყოველთა ქრისტიანეთა, და განწირულთა, სასოება ურცხუჱნელი, და ცოდჳლთა სალხინებელი:

ჵ დამბადებელო ჩემო, რომელი ეგე გულთა, და…

გალობა ჱ. სძლისპირი. საკჳრუჱლი დიდებული.

ჵ დამბადებელო ჩემო, რომელი ეგე გულთა, და თირკმელთა განიკითხავ უხილავად, გონებისა ესე დაფარული წუხილი ჩემი ვითარცა ცეცხლი მძაფრი, დაშრიტე ქე҃ მეუფეო, ცუარითა ურიცხუთა მათ, მოწყალებათა და წყალობათა შენთათა:

დიდებისაგან სამღთოსა, ჭეშმარიტისა განუარდი, და განხრწნადთა დიდებათა ძლიერებითა, და უპატიოთა ვნებათა მონებასა შთავარდი ღი҃ს-მშობელო დედოფალო, კეთილთა საქმეთა დიდებითა შემამკუჱ მონა შენი, რამეთუ შენ ხარ სიხარული სოფლისა:

აღმომიყუანე უსძლოო ცოდუათა ჩემთა ქუჱსკნელით, და ჭირთაგან ჯოჯოხეთისათა, და საქმეთა კეთილთა სიმაღლედ აღმომიყუანე, ვითარცა ხარ დედა ღი҃სა, მაღლისა უაღრეს ბუნებათა, რომელი აღამაღლებს, ყოველთა რომელნი დედად ღი҃სად გხადიან:

თჳსისა სახიერებისაგან, ვედრებული მოსდერკ წყალობად, შეცოდებულთა მონათა…

გალობა თ. სძლისპირი. ვერ შემძლებელ ვართ.

თჳსისა სახიერებისაგან, ვედრებული მოსდერკ წყალობად, შეცოდებულთა მონათა შენთათჳს რამეთუ, უგულებელს-ჰყოფ ცოდუათა, და შეინანებ ბოროტისყოფასა ჩუჱნსა რამეთუ მოწყალე-ხარ, და შემნდობელ შეცოდებათა ჩუჱნთა, მრავალ-მოწყალე:

ზედას ზედათა მწუხარებათაგანი სულისა ჩემისა ძალი დაჴსნილ-არს, არამედ განამტკიცე ესე ძალითა შენითა, და საღმრთოჲთა მეოხებითა, ყოვლად წმიდაო ღი҃ს-მშობელო ქალწულო, და აღმავსე სიხარულითა, რათა დაუცხრომელად გაქებდე და გიგალობდე შენ:

ღირს-მყავ გალობად შენდა უხრწნელო, გულითა და გონებითა წმიდითა, რათა საღმრთოჲთა შუა-მდგომელობითა შენითა, სიწმიდით ვიხილოთ ღი҃, და შევიდე სიხარულსა საღმრთოსა, და დიდებასა წმიდათასა, მონა და მადიდებელი, დიდებისა შენისა უსძლოო: