გულანი
საცდელი · 1.11.3
ხმა 2 · კვირა 1 / 100ეჰა დიდებულისა ამის საიდუმლოსა, საკჳრუჱლებათა მხედუჱლი ვქადაგებ…

ხმა 2 · კვირა

რვა ხმა

პარაკლიტონი · დაახლ. 39 წთ

ეჰა დიდებულისა ამის საიდუმლოსა, საკჳრუჱლებათა მხედუჱლი ვქადაგებ…

მცირესა მწუხრსა ზედა. უ҃ო ღაღად-ვჰყავსა ზედა, დასდებელნი აღდგომისანი, რუა-ჴმისა ბ, ხოლო განუაორებთ პირუჱლსა მუხლსა. დიდება, აწდა ღი҃ს-მშობლისა, დოღმატიკა. ჴმა ბ.

ეჰა დიდებულისა ამის საიდუმლოსა, საკჳრუჱლებათა მხედუჱლი ვქადაგებ ღუთაებასა, რამეთუ ემმანუილ განახუნა უკუჱ ბჭენი ბუნებისანი ვითარცა კაცთ-მოყუარემან, ხოლო ქალწულებისა კლიტენი არა დაჰჴსნნა ვითარცა ღთ҃მან არამედ ესრეთ გამოვიდა საშოჲთ, ვითარ იგი შევიდა სმენით, ესრეთ განჰჴორციელდა ვითარცა მუცლად-ღებულ-იქმნა, უვნებელად შევიდა, და გამოუთქმელად გამოვიდა, წინაწარ-მეტყუჱლისაებრ მეტყუჱლისა. ბჭე ესე დაჴშულ-იყოს და არცა ერთი ვინ განჳდეს მიერ, გარნა მხოლო უ҃ი ღი҃ ისრაილისა, რომელსა აქუს დიდი წყალობაჲ: წარდგომა. უჳ҃ი სუფევს. მუხლი. და რამეთუ დაამყარა ღთ҃მან. მუჴლი. სახლსა შენსა შუჱნის სიწმიდე, უ҃ო. _შემდგომად_

ბ. რაჟამს ძელისაგან. მუჴლი. მოვიჴსენო სახელი შენი

მუჴლთა, გერი და ეგრეთ, ღი҃ს-მშობლისანი, მსგავსნი, ჴმა

ბ. რაჟამს ძელისაგან. მუჴლი. მოვიჴსენო სახელი შენი.

ჭირუჱულთა შენ ხარ სიხარული, და ყოველთა მიმძლავრებულთა ზედა მდგომელი, გლახაკთა ცხოვრება უცხოთა შემწყნარებელი, და ღელუა-გუჱმულთა ნავთ საყუდელი, სნეულთა ლხინება, და დაწუნებულთა შემწე, და ნათელი ბრმათა დედოფალო, დედაო ღი҃სა მაღლისაო, მეოხ-გუჱყავ და გუაცხოვნენ, მონანი შენნი: მუხლი. ისმინე, ასულო და.

ყოველი უსჯულოება და ცოდუაჲ, ურიდად და წარმდებებით აღუასრულე უძღებმან, და ყოვლისა ტანჯჳსა თან-მდებ-ვიქმენ უბადრუკი, სინანულად მომაქციე უსძლოო, რათა არა დავისაჯო საუკუნესა მას, რამეთუ შენ გესავ მეოხად, და შენ გხადი ჴელის-აღმპყრობელად, ნუ მარცხუჱნ მოსავსა შენსა სძალო ღი҃საო: მუჴლი. პირსა შენსა.

არა ვინ გუაქუს სხუა შესავედრებელი უბიწოო, შემოქმედისა მიმართ და მეუფისა თჳნიერ შენსა ღი҃სა სძალო, ნუ განგუაგდებ ჩუჱნ მჴურუალისაგან შუამდგომელობისა შენისა, და ნუცა გუარცხუჱნ სურჳლით მოლტოლჳლთა საფარუჱლსა ქუჱშე შენსა დედაო ღი҃სა ჩუჱნისაო, არამედ ისწრაფე და მოგუჱც შეწევნაჲ შენი და აწინდელისაგან გუაცხოვნენ რისხჳსა:

ვინმე გაქებდეს შენ ჯერისაებრ, და გნატრიდეს ყრმააო…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა. ჴმა ბ.

ვინმე გაქებდეს შენ ჯერისაებრ, და გნატრიდეს ყრმააო სძალო ღი҃საო, რამეთუ იქმნა შენ მიერ ჰჴსნაჲ სოფლისა, მადლობით უკუჱ ვჰჴმობთ მეტყუჱლი შენდა, გიხაროდენ განმამღრთობელო ადამისო, და შემკრებელო განბნეულთაო, გიხაროდენ განმანათლებელო ნათესავისა ჩუჱნისაო, ნათელ-შემოსილითა აღდგომითა ძისა შენისა და ღი҃სა კ҃ჩუჱნისათა, რამეთუ შენ ნათესავი ქრისტიანეთა გნატრით დაუცხრომელად:

და ესრეთ შემდგომი მცირეს მწუხრისა

და ესრეთ შემდგომი მცირეს მწუხრისა.

პირუჱლ საუკუნეთა მამისაგან შობილსა, ღი҃სა სიტყუასა განხორციელებულსა…

მზუხრად, დიდსა მწუხრზედ. უ҃ო ღაღად-ვჰყავსა ზედა, აღჳღებთ დასდებელთა ი. და ვგალობთ დასდებელთა აღდომისა რუა-ჴმისათა გ. და ანატოლიკათა, (რომელ-არს აღმოსავლურთა) დ. და თთუჱნისათა გ, ანუ დ, ანუ ვ, უკეთუ იდღესასწაულებოდეს წმიდაჲ. დიდება. თთუჱნისა. აწდა პირუჱლი ღი҃ს-მშობლისა, ჴმისა. დასდებელნი აღდგომისანი ჴმა ბ.

პირუჱლ საუკუნეთა მამისაგან შობილსა, ღი҃სა სიტყუასა განხორციელებულსა, ქალწულისა მარიამისგან მოვედით თაყუანის-ვჰსცეთ, რამეთუ ჯურისა თავს-მდებელი საფლავად მიეცა, ვითარცა თჳთ ინება, და აღდგა რა მკუდრეთით, მაცხოვნა მე შეცთომილი კაცი:

ქე҃მან მაცხოვარმან ჩუჱან, ჩუჱნ ძლით ჴელით-წერილი შემსჭუალჳთა ჯუარსა აღჴოცა, და სიმტკიცჱ, სიკუდილისა განაქარუა, თაყუანისვჰსცემთ მისსა მესამისა დღისა აღდგომასა:

მთავარ-ანგელოსთა თანა უგალობდეთ ქე҃ს აღდგომასა, რამეთუ ესე არს მჴსნელი და მაცხოვარი სულთა ჩუჱნთა, და დიდებითა საშინელითა, ჴელმწიფებითა და ძლიერებითა, კუალად მომავალ-არს განკითჴუად სოფლისა, რომელი დაჰბადა:

შენ ჯუარცმული და დაფლული მეუფე, ანგელოსმან გქადაგა…

სხუანი დასდებენი. აღმოსავლურნი, ჴმა ბ.

შენ ჯუარცმული და დაფლული მეუფე, ანგელოსმან გქადაგა მაცხოვარ, და ეტყოდა დედათა მათ, მოვედით და იხილეთ სადა დაიდუა უ҃ი, რამეთუ აღდგა ვითარცა თქუა, ვითარცა ყოვლად ძლიერი, ამისთჳს თაყუანის-გცემთ შენ მხოლოსა უკუდავსა ცხოვრების მომცემელო, ქე҃ ღო҃ ჩუჱნო დიდება შენდა:

ჯუარითა შენითა განაქარუჱ წყევაჲ იგი ძელისა, და დაფლჳთა შენითა მოაკუდინე სიკუდილისა ძალი, ხოლო აღდგომითა შენითა განანათლე კაცთა ნათესავი, ამისთჳსცა გიღაღადებთ ქუჱლის მოქმედო ქე҃ ღო҃ ჩუჱნო დიდება შენდა:

განგეხუნეს შენ უ҃ო შიშით ბჭენი სიკუდილისანი, და მეკარეთა ჯოჯოხეთისათა გიხილეს და შეძრწუნდეს, რამეთუ ბჭენი რუალისანი შეჰმუსრენ, და მოქლონი რკინისანი შეჰფქუჱნ შენ, და აღმომიყუანენ ჩუჱნ ბნელისაგან, და აჩრდილთა სიკუდილისათა, და კრულებანი ჩუჱნი განხეთქენ:

ცხოვრებისა გალობასა ვგალობდეთ და პირთაგან ჩუჱნთა შევსწირჳდეთ, მოვედით ყოველნი სახლსა უ҃ისასა შეუვრდეთ და ვიტყოდეთ, რომელი ჯუარს-ეცუ ძელსა ზედა, და აღსდეგ მკუდრეთით, და განისუჱნებ წიაღთა მამისათა, ლხინება-ჰყავ შეცოდებათა ჩუჱნთათჳს:

წარჴდა სახე სჯულთა მათ პირუჱლთა, და გამოჩნდა…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მობლისა.

წარჴდა სახე სჯულთა მათ პირუჱლთა, და გამოჩნდა მადლი დღეს, და ვითარცა მაყვალი, არა შეწუა ცეცხლმან აღგზებულმან, ეგრეთუჱ ქალწული ეგო ქალწულად, უვნებელად შემდგომად შობისა, სუჱტისა მის წილ ცეცხლისა, მზე სიმართლისა, მოსეს წილ ქე҃ გამოჩნდა, მაცხოვრად სულთა ჩუჱნთათჳს:

აღდგომამან შენმან ქე҃ მაცხოვარ, ყოველი სოფელი განანათლა…

სტიქარონსა ზედა დასდებელნი. ჴმა ბ.

აღდგომამან შენმან ქე҃ მაცხოვარ, ყოველი სოფელი განანათლა, და აღმოუწოდა თჳსსა დაბადებულსა, ყოვლად ძლიერო უ҃ო დიდება შენდა:

ძელისა მიერ განაქარუჱ წყევაჲ ძელისა მაცხოვარ, და…

და სხუანი დასდებელნი. ალფა ვიტასაებრ.

ძელისა მიერ განაქარუჱ წყევაჲ ძელისა მაცხოვარ, და ძალი სიკუდილისა დაფლჳთა შენითა მოაკუდინე, და განანათლე ნათესავი ჩუჱნი აღდგომითა შენითა, ამისთჳსცა გიღაღადებთ შენ, ქუჱლის-მოქმედო უ҃ო დიდება შენდა:

ჯუარსა ზედა რა დაემსჭუალე ქე҃, შესცუალე შუჱნიერებაჲ დაბადებულთა, ხოლო მჴედართა მათ უწყალოებაჲ აჩუჱნეს, და ლახურითა გუჱრდი შენი განაღეს, და ჰურიათა დაბეჭდუაჲ საფლავისა ითხოეს, რამეთუ ვერ გულის-ჴმა-ჰყუჱს ჴელმწიფება შენი, არამედ რომელმან მოწყალებითა წყალობისა შენისათა დაფლუა დაითმინე, და მესამესა დღესა აღსდეგ უ҃ო დიდება შენდა:

ქე҃ ცხოვრების-მომცემელო, ნებსით ვნებაჲ დაითმინე მოუდავთათჳს, და ჯოჯოხეთად შთახედ ძლიერო, და რომელნი იგი მოელოდეს შთასლუასა შენსა მოსტაცენ იგინი ჯოჯოხეთსა, ვითარცა მჴეცსა მძჳნუარესა, და ჯოჯოხეთისა წილ სამოთხე მიანიჭე სამკჳდრებელად, ამისთჳს ჩუჱნცა რომელნი ვადიდებთ, მესამისა დღისა აღდგომასა შენსა, მოგუანიჭე ლხინებაჲ ცოდუათა, და სამოთხისა მკჳდრ-ჰყოფად ღირს-მყუჱნ, დიდითა შენითა წყალობითა:

ჵ სასწაული ახალი, ყოველთა პირუჱლ ქმნულთა საკჳრუჱლებათა…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

ჵ სასწაული ახალი, ყოველთა პირუჱლ ქმნულთა საკჳრუჱლებათა უაღრესი, რამეთუ ვინ სადა იხილა დედა უმამაკაცოდ მშობელი, და წიაღთა მტჳრთუჱლი, ყოველთა დაბადებულთა მტჳრთუჱლისა, ღი҃სა არს განზრახუაჲ ესე შობილისა, რომელი მსგავსად ჩჩჳლთა უბიწოო მკლავთა ზედა გეტჳრთა, და დედობრივი კადნიერებაჲ მოგიგიეს, მისსა მიმართ ნუ დასცხრები მეოხებად პატივის-მცემელთა შენთათჳს, შეწყალებად და ცხოვრებად და წმიდა-ჰყოფად ჩუჱნდა:

რაჟამს ჰშთაჴედ საფლავად, ცხოვრებაჲ ეგე უკუდავი, მაშინ…

ტროპარი, ჴმა ბ.

რაჟამს ჰშთაჴედ საფლავად, ცხოვრებაჲ ეგე უკუდავი, მაშინ ჯოჯოხეთი შეაძრწუნუჱ, ელჳთა მით ღუთაებისა შენისათა, ხოლო რაჟამს მკუდარნი ქუჱსკნელით აღმოიყუანენ, მაშინ ყოველნი ძალნი ცათანი ღაღადებდენ, ცხოვრების მომცემელო, ქე҃ ღო҃ დიდება შენდა:

ყოველივე საიდუმლო შენი ღი҃ს-მშობელო, ზესთა გონებისა არს…

ღი҃ს-მშობლისა

ყოველივე საიდუმლო შენი ღი҃ს-მშობელო, ზესთა გონებისა არს და ზესთა დიდებისა, სიწმიდით დაბეჭდული და ქალწულებით დაცული, დედად იცნობე უტყუჱლად, რამეთუ ღი҃ ჰშევ უცუალებელად, მას ევედრე ცხოვრებად სულთა ჩუჱნთათჳს:

სამობითსა ღთ҃-მთავრობითსა, ნათელსა ვგალობთ

შუა-ღამესა ზედა. კანონი სამებისა, რომლისა კიდურ-წერილობაჲ.

სამობითსა ღთ҃-მთავრობითსა, ნათელსა ვგალობთ.

სამებასა ერთ-ღუთაებასა, ქებით უგალობდეთ და ვიტყოდეთ, წყალობისა…

გალობა ა, ჴმა ბ. სძლისპირი. ღელუათა დაანთ.

სამებასა ერთ-ღუთაებასა, ქებით უგალობდეთ და ვიტყოდეთ, წყალობისა უფსკრულო მიუწთომელო, ვითარცა გაქუს ბუნებით, სიმრავლჱ მადლთა და ნიშთა ურიცხუთა, მგალობელნი შენნი აცხოვნენ, ვითარცა კაცთ-მოყუარე-ხარ:

ვითარცა წყარო-ხარ და ძირი, უმიზეზოჲ ძისა და ღი҃სა ერთარსისა ღუთაებისა მამაო სამმნათობიერებით, გული ჩემი განაბრწყინუჱ ზიარებითა, ღი҃უბრწყინუალისა მის, ნათლისა შენისათა ყოვლად-ძლიერო:

სამ-მნათობო, ღთ҃-მთავრობაო, ყოველი წყუდიადი ცოდუათა და ვნებათა ჩემთა განაბნიე, მცხინუარითა ნათლითა ტკბილისა მის ზიაებისა შენისათა, და გამომაჩინე ტაძრად უხრწნელად დიდებისა შენისა:

ღუარი მძჳნუარჱ ხრწნილებისა, აღძრული ბუნებასა ზედა ჩუჱნსა…

ღი҃ს-მშობლისა.

ღუარი მძჳნუარჱ ხრწნილებისა, აღძრული ბუნებასა ზედა ჩუჱნსა, უწესოთა მით ცთომითა, პირუჱლ შექმნულისათა, დააცხრო ქე҃მან შენგან შობითა სძალო, და სამღთო ნათელი, სამებისა გუასწავა კაცთ-მოყუარებით:

ერთობითა ბუნებისათა ღთ҃-მთავარო, სწორებით პატივს-ჰგცემთ შენ, პირებით…

გალობა გ. კლდესა ზედა.

ერთობითა ბუნებისათა ღთ҃-მთავარო, სწორებით პატივს-ჰგცემთ შენ, პირებით რამეთუ, ცხვრებაჲ ცხოვრებისაგან, და ცხოვრებაჲ უვნებელად გამოვიდა, და ვნებაჲ არა შემოვიდა, არამედ ერთ-ღუთაებად ჰგიე მოწყალე:

უჴორცონი მჴედრობანი ზეცათანი, დაჰბადენ, სარკედ შუჱნიერად სიკეთისა შენისა, სამებაო ერთ-არსებაო, და დაუცხრომელად გიგალობენ, ჩუჱნცა მიწისაგანნი ღირს-მყუჱნ შეწირუად შენდა ქებულებასა:

კლდესა ზედა სარწმუნოებისასა დაამტკიცე, და განვრცე სიყუარულისა შენისა უფსკრულითა, სული და გონებაჲ, ჩემი სამებაო სამ-მნათობიერო, რამეთუ შენ-ხარ ღი҃ ჩუჱნი, და ნუ მარცხუჱნ ჩუჱნ მოსავთა შენთა:

რომელმან პირუჱლ ყოველნი არსებად მოიყუანნა, საშოსა შენსა…

ღი҃ს-მშობლისა.

რომელმან პირუჱლ ყოველნი არსებად მოიყუანნა, საშოსა შენსა არსებაჲ მიიღო ღი҃ს-მშობელო, წყალობათა უფსკრულმან ღთ҃მან, და ნათელი სამ-მნათობიერი, ჩუჱნ ყოველთა აღმოგჳბრწყინუა, ერთ-ღუთაებისა და უფლებისა:

დამბადებელო პირუჱლ ქმნულისა ადამისო უ҃ო, რომელი პირუჱლუჱ…

წარდგომა, ჴმა ბ.

დამბადებელო პირუჱლ ქმნულისა ადამისო უ҃ო, რომელი პირუჱლუჱ ეტყოდე, თანა მოსაყდრესა ძესა და სულსა წმიდასა, ვქმნეთ კაცი მსგავსად და ხატად ჩუჱნდა, რომელი სიბრძნით ყოველთავე განაგებ ჩუჱნცა დაგჳფარენ მღაღადებელნი რომელნი ვიტყჳთ, დამბადებელო და ღო҃ ჩუჱნო დიდება შენდა:

რაჟამს სათნო-იყო ღთ҃მან ჩუჱნდა მომართ მოსლუად, მაშინ…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

რაჟამს სათნო-იყო ღთ҃მან ჩუჱნდა მომართ მოსლუად, მაშინ ყოვლად უბიწოო დაემკჳდრა უწმიდესსა საშოსა შინა შენსა, და აცხოვნა შენ მიერ შეზავებულებაჲ კაცთა მომნიჭებელმან ყოველთა და ზეციერისა სუფევისამან, ამისთჳს გიგალობთ შენ ღი҃ს-მშობელო წმიდაო, გიხაროდენ ჵ დედოფალო:

განცდად შენდა, ვერ შემძლებელ-არიან ანგელოსნი, ღო҃ სამ-გუამოვანო…

გალობა დ. მოხუჱდ ჩუჱნდა.

განცდად შენდა, ვერ შემძლებელ-არიან ანგელოსნი, ღო҃ სამ-გუამოვანო, არამედ ძრწოლით გიგალობენ, ჩუჱნცა მიწისაგანნი, ღირს-მყუჱნ დიდებად სახიერებისა შენისა:

ვითარცა რა კაცთა ბუნებისა დამბადებელი, ხედავ უძლურებასა, ჩუჱნსა ყოვლად ძლიერო ღო҃, არამედ შემიწყალე, და ცხოვრებად სამღთოდ მიმიძეღუ მონასა შენსა:

ერთ-არსებით, სამ-ხატოვნებასა სამებისასა, განუყოფელად უგალობთ, გუამოვნებითა განყოფილად, ხოლო შეერთებულად, განზრახჳთა დიდებითა და ღუთაებითა:

ტაძრად წმიდად, გპოვა ღი҃ს-მშობელო დამბადებელმან, პირუჱლ საუკუნითგან…

ღი҃ს-მშობლისა.

ტაძრად წმიდად, გპოვა ღი҃ს-მშობელო დამბადებელმან, პირუჱლ საუკუნითგან, საყდრად ღი҃სად გამორჩეულო, შენ შორის დაიმკჳდრა, და განაახლა კაცთა ბუნებაჲ კაცთ-მოყუარებით:

ვითარცა ყოველთა დაბადებულთა, მიჰფენ მშჳდობის-მომცემელთა ელუათა, მეუფეო…

გალობა ე. შენ მნათობთა.

ვითარცა ყოველთა დაბადებულთა, მიჰფენ მშჳდობის-მომცემელთა ელუათა, მეუფეო მშჳდობისაო, შემზღუდე მე სამღთოთა მშჳდობითა შენითა, რამეთუ შენ-ხარ ცხოვრება და მშჳდობა, ყოველთა დაბადებულთა, და სხუა ღი҃ ჩუჱნ არავინ ვიცით:

ეჩუჱნე რა მოსეს მაყვლოვანსა შინა, ანგელოსად მამისა იწოდე ქე҃, რომლითაცა გამოსახე, ჩუჱნთჳს განკაცებისა შენისა საიდუმლოჲ, რომლისა მიერ ყოველთა უქადაგე, სიმტკიცჱ სამ-გუამოვანისა, და ერთ-ღუთაებისა სამებისა წმიდისა:

სამარადისოსა მას დიდებასა, და ბუნებითსა სახიერებასა, წინაგიყოფთ სახიერო, ერთ-არსებით სამებაო დამბადებელო, დიდებისა შენისა ხილუად ღირს-მყუჱნ ჩუჱნ, თაყუანის-მცემელნი შენნი, სამ-ბრწყინუალისა და უხილავისა:

მპყრობელო ყოველთა საუკუნეთა, სიტყვა ღი҃სა ბუნებით დაუსაბამო…

ღი҃ს-მშობლისა.

მპყრობელო ყოველთა საუკუნეთა, სიტყვა ღი҃სა ბუნებით დაუსაბამო, საშოსა შენსა დაეტია, ქალწულო დედოფალო წმიდაო გამოუთქმელად, და კაცთა ბუნებაჲ აღამაღლა ზეცად, ერთისა მეუფებისა, სამ-გუამოვნებით თაყუანის-ცემად:

ჯერ-მჩინებელო წყალობისაო, და ღო҃ სამ-ბრწყინუალეო მონანი შენნი…

გალობა ვ. ღელუამან.

ჯერ-მჩინებელო წყალობისაო, და ღო҃ სამ-ბრწყინუალეო მონანი შენნი, ცოდუათაგან გამოიჴსნენ, ვნებათა ჭირთა და მწუხარებათაგან:

უფსკრულითა სიტკბოებისათა, განუზომელი და მიუწთომელი ნათელი, ზეგარდამო მომანიჭე, სამ-ბრწყინუალისა ღუთაებისა შენისა:

უთესლოდ განკაცნა შენგან ქალწულო, და ყოვლითურთ შეიმოსა…

ღი҃ს-მშობლისა.

უთესლოდ განკაცნა შენგან ქალწულო, და ყოვლითურთ შეიმოსა კაცებაჲ მაღალმან, ზესთა კაცთა ბუნებისა, და სამ-ბრწყინუალითა ნათლითა განმანათლა:

მოწყალებისა ვრცელო უფსკრულო, შეგჳწყალენ ჩუჱნ წყალობითა შენითა…

წარდგომა, ჴმა ბ. სახიერებისა.

მოწყალებისა ვრცელო უფსკრულო, შეგჳწყალენ ჩუჱნ წყალობითა შენითა, მოხედენ ერსა შენსა რომელნი გადიდებენ შენ, შეიწირე ვედრებაჲ ჩუჱნი რომელნი გევედრებით, სამებაო დაუსაბამოო, ერთ-ღუთაებით გაქებთ ყოველთა ღთ҃სა, ცოდუათა შენდობაჲ მოგუანიჭენ ჩუჱნ:

ყოველთავე სწყალობ სახიერო ქალწულო, სარწმუნოებით შევედრებულთა, მტკიცეო…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

ყოველთავე სწყალობ სახიერო ქალწულო, სარწმუნოებით შევედრებულთა, მტკიცეო შესავედრებელო ჩუჱნო, რამეთუ სხუა შუა-მდგომელი არავინ გუაქუს, ჭირთა და მწუხარებათათჳს ჩუჱნ ცოდჳლთა და დაღონებულთა ბრალთა მიერ, დედაო ღი҃სა მაღლისაო, გჳჴსნენ ჭირთა და ურუათაგან მონანი შენნი:

ჰმართებ მარადის ანგელოსთა მჴედრობასა კეთილსა ზედა, რამეთუ…

გალობა ზ. ხატისა მისთჳს.

ჰმართებ მარადის ანგელოსთა მჴედრობასა კეთილსა ზედა, რამეთუ მხოლო, სამ-გუამოვანი ღუთაება-ხარ უცუალებელი, აჩუჱნე გონებაჲცა ჩემი, მიუდრეკელად რათა მარადის გადიდებდე შენ, მჴურუალითა გულითა, და გიგალობდე სიწმიდით:

მწყობრნი უნივთონი განბრწყინუჱბულნი ნათლითა შენითა ღო҃, სამ-გუამოვანო, და სამ-ბრწყინუალეო ნათელ მეორე იქმნებიან მარადის, მეცა მცხინუარებისა შენისა, ზიარებასა ღირს-მყავ ვითარცა შემოქმედმან, ნათლისამან სამ-ბრწყინუალემან, ღთ҃მან მამათა ჩუჱნთამან:

წარმართებად ჩუჱნდა, და ზეცად ამაღლებად ნუ დააცადებ…

ღი҃სმშობლისა.

წარმართებად ჩუჱნდა, და ზეცად ამაღლებად ნუ დააცადებ, ქე҃ სახიერ, რომელი გამოუთქმელითა კაცთ-მოყუარებითა, განჰკაცენ ქალწულისაგან, და ღთ҃-ჰყავ კაცთა ბუნებაჲ და საყდართა დიდებისათა, მამისა თანა დასჳ, ღო҃ მამათა ჩუჱნთაო

სამებაო ერთ-ასებაო, მარადის უცუალებელო თჳთებითა, ყოველი სიბოროტჱ…

გალობა ჱ. საჴმილად გარდა.

სამებაო ერთ-ასებაო, მარადის უცუალებელო თჳთებითა, ყოველი სიბოროტჱ წინა-აღმდგომთა დაჰჴსენ და დაგჳფარენ მონანი შენნი, უვნებელად ყოველთა მეუფეო:

სიბრძნით და ყოვლად ძლიერად, გარე-შეუწერელო ერთ-ღუთაებაო, დაჰბადე სოფელი და ჰმართებ და განაგებ მას, წარმართე გონებაჲცა ჩემი დიდებად შენდა ანგელოსთა თანა:

მიუწთომელო სიბრძნეო, და სიტყუაო მამისაო არა სცუალე, უცუალებელი ბუნებაჲ კაც იქმენ რა ქალწულისაგან, და სამებაჲ ერთ-არსებაჲ გუასწავე, მფლობელად ყოველთა საუკუნეთა:

ნათლისაგან მამისა დაუსაბამოჲსა ძე თანა დაუსაბამოჲ აღმობრწყნდა…

გალობა თ. რომელმან ჰშევ.

ნათლისაგან მამისა დაუსაბამოჲსა ძე თანა დაუსაბამოჲ აღმობრწყნდა, და თანა არსი, სული წმიდაჲ გამოვიდა, ამისთჳსცა, გამოუთქმელად და უვნებელად გურწამს, შობაჲ ძისა და გამოსლუაჲ, სულისა გამოუთქმელი:

გამობრწყინდი გულსა, შინა მგალობელთა შენთა სამ-მნათობიერო ღო҃, სამ-ბრწყინუალითა ნათლითა შენითა, და მოეც მათ, აღსრულებაჲ ნებისა შენისა, კეთილისა და სრულისა, დიდებად და გალობად შენდა:

გამოუთქმელ-ხარ ბუნებით, და მიუწთომელ-არს სიღრმე წყალობათა შენთა ღო҃, ვითარცა შეიწყალე ბუნებაჲ კაცთა, ეგრეთვე აწ, შეგჳწყალენ ჩუჱნ მონანი შენნი და გჳჴსნენ, ცოდუათა და განსაცდელთაგან, სამებაო წმიდაო:

ღო҃ ყოვლად ძლიერო, სამ-გუამოვნებით დიდებულო სამ-ხატოვანო, გჳჴსნენ…

ღი҃ს-მშობლისა.

ღო҃ ყოვლად ძლიერო, სამ-გუამოვნებით დიდებულო სამ-ხატოვანო, გჳჴსნენ ჩუჱნ ყოველთა განსაცდელთაგან, და ვნებათა, რამეთუ ცხოვარნი სამწყსოჲსა შენისანი ვართ, ღი҃ს-მშობლისა ოხითა, ძრწოლით თაყუანის-მცემელნი შენნი:

შუჱნიერმან იოსებ ძელისაგან, გარდამოჴსნა, უხრწნელნი იგი ჴორცნი…

დ. შემდგომად ა. სტიხოლოგიისა, წარდგომანი აღდგომისანი. ჴმა ბ.

შუჱნიერმან იოსებ ძელისაგან, გარდამოჴსნა, უხრწნელნი იგი ჴორცნი შენნი, და არმენაკითა წმიდითა წარგრაგნა, სუნნელებითა შემურჳლი ახალსა საფლავსა დაგდუა, გარნა მესამესა დღესა აღსდეგ უ҃ო მომცემელი სოფლისად დიდსა წყალობასა:

მენელსაცხებლეთა დედათა საფლავსა ზედა ანგელოსი უღაღადებდა, ნელსაცხებელი…

აღსდეგ უ҃ო ღო҃ ჩუჱნო, ამაღლდინ ჴელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად.

მენელსაცხებლეთა დედათა საფლავსა ზედა ანგელოსი უღაღადებდა, ნელსაცხებელი მომკუდართათჳს საჴმარ-არს, ხოლო ქე҃ ხრწნილებისაგან უცხოიქმნა, არამედ ღაღადებდით აღდგა უ҃ი, და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობა:

უფროსად კურთხეულ-ხარ შენ ღი҃ს-მშობელო ქალწულო, და გაქებთ…

დიდება, აწდა. ღი҃ს.

უფროსად კურთხეულ-ხარ შენ ღი҃ს-მშობელო ქალწულო, და გაქებთ შენ, რამეთუ ჯუარითა ძისა შენისაჲთა დაიხსნა ჯოჯოხეთი, მოიკლა სიკუდილითა სიკუდილი, მკუდარნი აღვსდეგით, და ცხოვრებასა ღირს-ვიქმნენით, და სამოთხჱ მოვიღეთ პირუჱლი იგი საშუჱბელი, ამისთჳსცა მადლობით უღაღადებთ, ვითარცა მპყრობელსა ქე҃სა ღთ҃სა ჩუჱნსა, მხოლოსა მრავალ-მოწყალესა:

ლოდი საფლავისა დაბეჭდუად არა დააყენე, და კლდე…

შემდგომად ბ სტიხოლოგიისა, წარდგომა, ჴმა ბ.

ლოდი საფლავისა დაბეჭდუად არა დააყენე, და კლდე სარწმუნოებისა, აღდგომისა ყოველთა მოგუმადლე, უ҃ო დიდება შენდა:

მოწაფეთა შენთა კრებული მჴსნელო, მენელ-საცხებლეთა დედათა თანა…

აღგიარო შენ უ҃ო ყოვლითა გულითა ჩემითა და მიუთხრა მე ყოველი საკჳრუჱლებაჲ შენი

მოწაფეთა შენთა კრებული მჴსნელო, მენელ-საცხებლეთა დედათა თანა, ერთბამად მხიარულ-არს და ზოგადსა დღესასწაულსა, დღესასწაულობენ ღი҃უ-შუჱნიერად, დიდებად და პატივად აღდგომისა შენისა, მათ მიერ გევედრებით კაცთ-მოყუარე, მშჳდობაჲ მოეც სოფელსა, და ერსა შენსა მოჰმადლე დიდი-წყალობა:

უმეტესად კურთხეულ-ხარ შენ ყოვლად წმიდაო ღი҃ს-მშობელო ქალწულო…

დიდება, აწდა. ღი҃ს.

უმეტესად კურთხეულ-ხარ შენ ყოვლად წმიდაო ღი҃ს-მშობელო ქალწულო, რამეთუ შენგან შობილისა მიერ ჴორცითა, ჯოჯოხეთი წარმოიტყუჱნა, ადამ გამოიჴსნა ევა განთავისუფლდა, წყევა პირუჱლი განქარდა, სიკუდილი მოიკლა და ჩუჱნ განუჰსცხოველდით, ამისთჳსცა ვღაღადებთ და ვიტყჳთ, კურთხეულ-არს ქე҃ ღი҃ ჩუჱნი რომელმან ესრეთ სათნო-იჩინა:

შემდგომად ვნებისა წარჳდეს დედანი, საფლავად შემურუად ჴორცთა…

შემდგომად ნეტარ-არიანისა. იპაკოჲ, ჴმა ბ.

შემდგომად ვნებისა წარჳდეს დედანი, საფლავად შემურუად ჴორცთა შენთა ქე҃ ღო҃, და საფლავსა შინა იხილეს ანგელოსნი და განჰკრთეს, რამეთუ ჴმა ესმოდა მათ მიერ, ვითარმედ აღდგა უ҃ი, და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაჲ:

ზეცად მიმართ თუალთა გულისა, ჩემისათა აღჳხილავ, მაცხოვარ…

აღსავალნი, ანტიფონი ა. ჴმა ბ.

ზეცად მიმართ თუალთა გულისა, ჩემისათა აღჳხილავ, მაცხოვარ შენდა მომართ მაცხოვნე, მე შენითა მით გამობრწყინუჱბითა:

შეგჳწყალენ ჩუჱნ რომელნი ესე შეგცოდებთ ფრიად ყოველსა ჟამსა, და მოგუჱც პირუჱლ სიკუდილისა ჵ, ღო҃ ჩუჱნო ჟამი სინანულისა:

სული წმიდა მეუფე არს და მფლობელ, განცხოველებად…

დიდება, აწდა.

სული წმიდა მეუფე არს და მფლობელ, განცხოველებად არსთა, და წმიდა-ყოფად რამეთუ ღთ҃-არს, და თანა არს მამისა და სიტყჳსა:

არა-თუმცა უ҃ი იყო, ჩუჱნ თანა ვინმცა უძლო…

ანტიფონი ბ, ჴმა ბ.

არა-თუმცა უ҃ი იყო, ჩუჱნ თანა ვინმცა უძლო, განრომად საფრხეთა და ღონეთაგან, მტერისა მის კაცის მკულელისათა:

შუათა მათთა ნუ მიმცემ ჩუჱნ, მჴსნელო მონათა შენთა, რამეთუ მსგავსად ლომთა იღრჭენენ, კბილთა მათთა ჩუჱნ ზედა მტერნი ჩუჱნნი:

სულისა წმიდისა დიდება და პატივი, რამეთუ დაბადებულთა…

დიდება, აწდა.

სულისა წმიდისა დიდება და პატივი, რამეთუ დაბადებულთა, ყოველთა ძალითურთ ღუთაებრ იპყრობს, და ჰმართებს მათ მამისა თანა ძითურთ:

მსგავს არიან მთისა მის წმიდისა, რომელნი ესუჱნ…

ანტიფონი გ. ჴმა ბ

მსგავს არიან მთისა მის წმიდისა, რომელნი ესუჱნ უ҃სა, რომელნი არა შეირყევიან, ბრძოლათაგან მძლავრთა ბელიარისთა:

უსჯულოებად ჴეელთა, ნუ განიმარტებენ, ღი҃ს-მოყუარენი რამეთუ არა დაუტეობს უ҃ი, კუერთხსა ცოდჳლთასა, ნაწილსა ზედა მართალთასა:

სულისაგან წმიდისა, აღმოდის ყოველი, სიბრძნჱ ვინა იგი…

დიდება, აწდა.

სულისაგან წმიდისა, აღმოდის ყოველი, სიბრძნჱ ვინა იგი მიეცემის მადლი, მოციქულთა და მარტჳლთა, ღუაწლითა შეამკობს, და წინასწარმეტყუჱლთა ხილჳთა:

წარდგომა.

განიღჳძე უ҃ო, ღო҃ ჩემო ბრძანებითა მით, რომელ ამცენ, და კრებული ერთა გარე მოგადგეს შენ:

მუჴლი.

უჳ҃ო ღო҃ ჩემო, შენ გესავ, მაცხოვნე მე.

ყოველი სული.

აღდგომა ქე҃სი ვიხილეთ

სახარება აღდგომისა.

აღდგომა ქე҃სი ვიხილეთ.

ღელუათა დაანთქა პირუჱლად, ფარაო ეტლებითურთ, და აღჭურჳლნი…

კანონი აღდგომისა. გალობა ა. ჴმა ბ. სძლისპირი.

ღელუათა დაანთქა პირუჱლად, ფარაო ეტლებითურთ, და აღჭურჳლნი ძლიერად სპარაზენნი, სიტუამან მამისამან, რომელი განჴორციელდა ჩუჱნ ცოდჳლთათჳს, რომელსა უგალობთ, უ҃ო დიდებულო დიდებულ-ხარ:

მთავარი იგი ამის სოფლისა, რომელმან დამიმონა ჩუჱნ…

ტროპარნი.

მთავარი იგი ამის სოფლისა, რომელმან დამიმონა ჩუჱნ, გარდასლჳთა მცნებათა შენთათა ღო҃, ჯუარითა დასაჯე შენ, რაჟამს გეწყო ვითარცა კაცსა დაეცა, ჴელმწიფებისაგან, თჳსისა და ემხილა უძლურებაჲ:

მჴსნელად ნათესავისა კაცთასა, გამოჰსჩნდი შენ მაცხოვარ, მორახუჱდ ქუჱყანად მაღლით სიმდაბლით, რამეთუ აღდგომითა შენითა დაჰჴსენ საკრუჱლნი სიკუდილისანი, რომელსა გიგალობთ, უ҃ო დიდებულო დიდებულ-ხარ:

უზესთაეს-ხარ ყოვლად წმიდაო, ყოველთა დაბადებულთა ხილულთა და…

ღი҃ს-მშობლისა.

უზესთაეს-ხარ ყოვლად წმიდაო, ყოველთა დაბადებულთა ხილულთა და უხილავთა ღი҃ს-მშობელო, რამეთუ შემოქმედი, მათი მუცლისა შენისაგან განჴორციელდა, ვითარცა ინება, ცხოვრებისათჳს სულთა ჩუჱნთასა:

უგალობ ქებასა ცხოვრება-შემოსილსა სიტყუასა

სხუა. კანონი ჯუარ-აღდგომისა. რომლისა კიდურ-წერილობაჲ.

უგალობ ქებასა ცხოვრება-შემოსილსა სიტყუასა.

ძალი უძლურთა, აღდგომა დაცემულთა, და უხრწნელება მკუდართა…

სძლისპირთა თანა. გალობა ა. ჴმა ბ. უვალი იგი უჩუჱველი.

ძალი უძლურთა, აღდგომა დაცემულთა, და უხრწნელება მკუდართა იქმენ ქე҃, ვნებითა ჴორცთა შენთათა, რამეთუ დიდებულ-ხარ:

შეიწყალა ხატი დაცემული, და აღადგინა შემუსრჳლი, შემოქმედმან ღთ҃მან და განმაახლებელმან, და მკუდარ-ქმნილმან ყოველნი განაცხოველნა, რამეთუ დიდებულ-არს:

უგალობ ქებასა ცხოვრება-შემოსილსა ქალწულსა. 1

სხუა. კანონი წმიდისა მიმართ. ღი҃ს-მშობლისა. რომლისა კიდურ-წერილობაჲ.

უგალობ ქებასა ცხოვრება-შემოსილსა ქალწულსა. 1

უნივთომან კიბემან, და უცხომან და უქმმან წიაღსლუამან…

გალობა ა. ჴმა ბ. სძლის-პირი იგივე. ღი҃ს-მშობლისა.

უნივთომან კიბემან, და უცხომან და უქმმან წიაღსლუამან, ზღჳსამან, შობაჲ შენი მოასწავა, უსძლოო ღი҃ს-მშობელო, რომელჯუარ ღდგომის კანონის სძლის-პირებს რომ უჩუჱნ, ბერძულში ასე უჩენდა, და ჩუჱნ კიდურზედ დაგჳწერია, რომლის სძლისპირებისა მებრცა ითქმიან იგინი, და ღი҃ს-მშობლის კანონის შძლის-პირებიც იგივე არს, ვთარ იგი უჩუჱნს: სა უგალობთ ჩუჱნ, რამეთუ დიდებულ-არს:

სრულმან გუამოვნებამან, და ძლიერებამან და სიბრძნემან ღი҃სა მამისამან, განკაცებულმან შენ მიერ, უხრწნელო ღი҃ს-მშობელო, ჩუჱნთჳს შობაჲ თავს-იდუა, რამეთუ დიდებულ-არს:

განულო ბჭჱ იგი წმიდაჲ, უვალი და დაჴშული საშოსა შენსა სძალო, სიმართლისა მზემან ქე҃მან, და სოფელი აღავსო, ნათლითა ბრწყინუალითა, რამეთუ დიდებულ-არს:

აღყუავილნა, შროშნის-სახედ მოსლჳთა შენითა ქე҃, რომელ არს…

გალობა გ. სძლისპირი.

აღყუავილნა, შროშნის-სახედ მოსლჳთა შენითა ქე҃, რომელ არს ბერწი წარმართთა, ეკკლესია და იქმნა იგი შჳლ მრავალ, რომელსა შინა, განაძლიერენ გულნი ჩუჱნნი:

ყოველნივე, განცჳფრებულიყუნეს ვნებასა მას შენსა, გიხილეს რა…

ტროპარნი.

ყოველნივე, განცჳფრებულიყუნეს ვნებასა მას შენსა, გიხილეს რა შენ მაცხოვარ, განბასრებული უსჯულოთაგან, რომელმან ღუთაებით დაჰბადე ყოველივე:

მიწისაგან, ხატად შენდა შემჰქმენ ჴელითა შენითა, ხოლო რაჟამს კუალად ვეგე, მუნუჱ მიწად ცოდჳთა და სიკუდილითა შემოხუჱდ ჯოჯოხეთად, ღო҃ და აღმადგინე:

გუნდნი იგი, ზეცათანი განაკჳრუნა შობამან, შენმან ყოვლად-უბიწოო…

ღი҃ს-მშობლისა.

გუნდნი იგი, ზეცათანი განაკჳრუნა შობამან, შენმან ყოვლად-უბიწოო, და გულნი კაცთანი შეაძრწუნნა, ამისთჳსცა, ღი҃ს-მშობლად აღგიარებთ შენ:

ყოველთა უმაღლესი ქე҃, დაკლებულ-იქმნა მცირედ-რაჲმე ვნებითა ჴორციელითა…

სხუა. სძლისპირი. მშჳლდი ძლი.

ყოველთა უმაღლესი ქე҃, დაკლებულ-იქმნა მცირედ-რაჲმე ვნებითა ჴორციელითა, ბუნებისა ანგელოსთასა:

მომკუდარი და უსჯულოთა თანა შერაცხილი, მცხინუარე დიდებისა გჳრგჳნითა ქე҃, გამოუჩნდი დედათა აღდგომისა მიერ:

მეუფე ძალთა და ჟამთა და წელთა უაღრესი…

სძლის-პირი. იგივე. ღი҃ს-მშობლისა.

მეუფე ძალთა და ჟამთა და წელთა უაღრესი ქე҃, შენგან განხორციელდა, ქალწულო ღი҃სა დედაო, რომელმან დაჰბადნა საუკუნენი:

უგალობდეთ ჩუჱნ საშოსა წმიდასა მტჳრთუჱლსა ქე҃სსა, რომლისა მიერ კუალად ეგო, პირუჱლსა პატივსა ადამი, და აწ მოქალაქობს, ზეცათა შინა:

მოხუჱდ ჩუჱნდა, ქალწულისაგან არა ანგელოსი, არამედ თჳთ…

გალობა დ. სძლისპირი.

მოხუჱდ ჩუჱნდა, ქალწულისაგან არა ანგელოსი, არამედ თჳთ უ҃ი, განხორციელებული ღი҃, და მიჴსნენ ჩუჱნ ყოვლითურთ, რომელნი ვღაღადებთ დიდება ძალსა შენსა:

წარსდეგ ღი҃, დასასჯელად წინაშე მსაჯულისა, უჴმობელი დუმრიად…

ტროპარნი.

წარსდეგ ღი҃, დასასჯელად წინაშე მსაჯულისა, უჴმობელი დუმრიად და წარმართთა მოეც ცხოვრებაჲ, ვნებითა ჯუარცმისათა, ჴსნაჲ აღმოუცენე ყოველთა მორწმუნეთა:

წლულებითა, შენითა მტერისა მახჳლსა მოაკლდა, და ქუჱსკნელად შთასლჳთა, ჯოჯოხეთი აღოჴრდა დღეს, და მტერთა ძლიერება, მოუძლურდა ძალითა შენითა უ҃ო:

შენ გიცნობთ ჩუჱნ, მყუდროდ ნავთ-საყუდელად დედოფალო, და…

ღი҃ს-მშობლისა.

შენ გიცნობთ ჩუჱნ, მყუდროდ ნავთ-საყუდელად დედოფალო, და ზღუდედ სიმტკიცისა, დაურღუჱველად ღი҃ს-მშობელო, და მეოხად მიგავლენთ, წინაშე ძისა შენისა და ღი҃სა ჩუჱნისა:

მხედუჱლმან ძელსა ზედა შენ დამჰსჭუალულმან, ქალწულმან ქე҃…

სხუა. სძლისპირი. მესმა ქე҃.

მხედუჱლმან ძელსა ზედა შენ დამჰსჭუალულმან, ქალწულმან ქე҃, თჳნიერ სალმობისა მშობელმან შენმან, დაითმინა ტკივილნი დედობრივნი:

ზლეულ-იქმნა სიკუდილი, რამეთუ მკუდარი წარმოსტყუჱნავს ჯოჯოხეთისა ბჭეთა, რაჟამს ყოვლისა შემჭამელი იგი დარღუჱულ-იქმნა, და უაღრეს ბუნებისა ყოველივე მომანიჭა მე:

აჰა ესერა ამაღლდა, სამღთო მთაჲ მეუფისა, და…

სძლისპირი. იგივე. ღი҃ს-მშობლისა.

აჰა ესერა ამაღლდა, სამღთო მთაჲ მეუფისა, და სახლი ღი҃სა ჩუჱნისა, უზესთაეს ცასა ცათასა, დედოფალი უბიწო, და უაღრეს იქმნა მჴედრობათა ცისათა:

სჯულთა მათ ბუნებისათა, უზესთაეს ჰშევ სძალო, მფლობელი დაბადებულთა, და ჭეშმარიტად სახელისაებრ, იქმენ დედა, მჴსნელისა, და აღმატებულ ყოველსავე სჯულსა ქებათასა:

შუამდგომელ-იქმენ ღი҃სა და კაცთა ქე҃ ღო҃ ჩუჱნო…

გალობა ე. სძლისპირი.

შუამდგომელ-იქმენ ღი҃სა და კაცთა ქე҃ ღო҃ ჩუჱნო, და შენ მიერ განუჱრენით, ბნელისაგან ღამისა წყუდიადისა, და ღირს-ვიქმნენით ნათელსა მამისა შენისასა:

სახედ ლელწმისა, შემუსრე ძელი იგი საცთურებისა, რაჟამს ამაღლდი საროსა ფიჭუსა და ნაძუსა ზედა, და ჯუარითა მიჴსნენ ჩუჱნ მორწმუნენი მტერისაგან:

მღჳმესა ბნელსა, დაგდუჱს შენ ვითარცა მკუდარი ქე҃ ღო҃, არამედ წყლულნი რომელ დაძინებულ-იყუნეს სამარებსა, შენ თანა აღადგინენ, ძლიერებით ქუჱლის-მოქმედ:

ევედრე ძესა, შენსა და ღთ҃სა ჩუჱნსა ყოვლად…

ღი҃ს-მშობლისა.

ევედრე ძესა, შენსა და ღთ҃სა ჩუჱნსა ყოვლად უბიწოო, რათა მოგუანიჭოს ჩუჱნ გამოჴსნაჲ, უღლისაგან მტერთა ჩუჱნთასა, და მეფესა ჩუჱნსა მოჰმადლოს ძლევაჲ, ბარბაროზთა:

უვარ-ჰყო ოდესმე ადამ მარხუა, და გემოჲ იხილა…

სხუა. სძლისპირი. მზე სიმართლისა ქე҃.

უვარ-ჰყო ოდესმე ადამ მარხუა, და გემოჲ იხილა ხისა სიკუდილ-შემოსილისა, გარნა ცოდუა იგი მისი აღჴოცა ჯუარცმულმან მეორემან ადამ:

ბუნებითა კაცობრივითა, ვნებულ და მკუდარ-იქმნა უვნებელი ღუთაებითა უნივთოჲთა, უხრწნელ-მყოფელი მოკუდავთა ქე҃, და აღმადგინებელი ქუჱსკნელისაგან ჯოჯოხეთისა:

სიხარულისა ცუარსა, და სიტკბოებასა აცურევდით ღრუბელნო, რამეთუ…

სძლისპირი. იგივე. ღი҃ს-მშობლისა.

სიხარულისა ცუარსა, და სიტკბოებასა აცურევდით ღრუბელნო, რამეთუ ყრმა იშუა და ძე მოგუჱცა შემოქმედი, საუკუნეთა და ღი҃ ჩუჱნი განკაცნა ქალწულისაგან:

არა ღი҃უ-შუჱნიერი, ჴორცთა ჩემთა და ცხოვრებისა მოეფინა, და ცოდჳსა იგი მჭმუნუარე ზამთარი დაჴსნა, იშუა რა ქალწულისაგან, მაღალი აღსასრულსა ჟამთასა წყალობით:

ღელუამან ცოდჳსამან მომიცუა მე, და მრავალსა მოწყალებასა…

გალობა ვ. სძლისპირი.

ღელუამან ცოდჳსამან მომიცუა მე, და მრავალსა მოწყალებასა შენსა მოვივლტი, აღმომიყუანე სახიერ, დანთქმისაგან ღო҃ ჩემო გევედრები:

მსგავსად ძჳრის-მოქმედთა, დაისაჯა მართალი უსჯულოთაგან ჯუარსა დამსჭუალჳთა, და მორწმუნეთა მიჰმადლა, ჯუარითა თჳსითა შენდობაჲ ცოდუათა:

ადამ პირუჱლისა კაცისა მიერ, სიკუდილი შემოჰჴდა სოფლად ძეთათჳს კაცთასა ხოლო ადამ მეორისაგან, რომელ-არს ძე ღი҃სა მოგუჱცა აღდგომაჲ:

უსძლოო ქალწულებით მუცლად-იღე, და უთესლოდ გჳშევ ჩუჱნ…

ღი҃ს-მშობლისა.

უსძლოო ქალწულებით მუცლად-იღე, და უთესლოდ გჳშევ ჩუჱნ ზეცისა მეუფე, და დაადგერ ქალწულადუჱ და ჩუჱნ მოგუასწავე ღუთაებაჲ მისი:

მცუჱლად ხისა მის ცხოვრებისა, დაადგინე ხერუვიმი, დაცემულისათჳს…

სხუა. სძლისპირი. ჴმა სიტყუა.

მცუჱლად ხისა მის ცხოვრებისა, დაადგინე ხერუვიმი, დაცემულისათჳს, გარნა გიხილეს რა შენ აღეჴუნეს კარნი, რამეთუ გამოჰსჩნდი მჩუჱნებელ გზისა ავაზაკისა მიმართ სამოთხეს შინა:

ცალიერ უკუჱ იქმნა და დამჴობილ ჯოჯოხეთი, ერთისა ვისმე სიკუდილითა, რამეთუ რომელიცა იგი სიმდიდრე მრავალი დაეუნჯა, იგი ყოველი ერთმან ჩუჱნ ყოველთათჳს ქე҃მან წარმოაცალიერა:

კაცთა ბუნება მონა-ქმნილი, ცოდჳსა სძალო უბიწოო, განთავისუფლდა…

სძლისპირი. იგივე. ღი҃ს-მშობლისა.

კაცთა ბუნება მონა-ქმნილი, ცოდჳსა სძალო უბიწოო, განთავისუფლდა ტყუჱობისაგან, შენ მიერ რაჟამს ძე შენი, მისთჳს ჯუარს-ეცუა წყალობით:

გიღაღადებთ მონანი შენნი, ჭეშმარიტო ღი҃სა დედაო, რომელთა ესე ვჰსცოდეთ წარმდებად, გჳჴსნენ ბრალთაგან და ცოდუათა, რამეთუ გაქუს შენ კადნიერებაჲ:

აღსდეგ საფლავით, მაცხოვარ ყოვლად ძლიერო, და ჯოჯოხეთმან…

კონდაკი. ჴმა ბ.

აღსდეგ საფლავით, მაცხოვარ ყოვლად ძლიერო, და ჯოჯოხეთმან რა იხილა, საკჳრუჱლება ესე განცჳფრდა, ხოლო მკუდარნი შენ მიერ განცხოველდეს, და აღდგეს შენ თანა, ამისთჳსცა უხარის ყოველსა დაბადეულსა, და ადამ მხიარულ-არს, და ყოველი სოფელი მაცხოვარო ჩუჱნო გიგალობს შენ მარადის:

შენ ხარ ქე҃ ნათელი დაბნელებულთა, შენ ხარ…

იკოსი.

შენ ხარ ქე҃ ნათელი დაბნელებულთა, შენ ხარ აღდგომაჲ დაცემულთა, და ცხოველს-მყოფელი მოკუდავთა რომელმან მოჰკალ სიმტკიცჱ სიკუდილისა, და შეჰმუსრენ ბჭენი ჯოჯოხეთისანი, და აღადგინენ მკუდარნი დავიწყებულნი, ამისთჳსცა რომელთა ვიხილეთ ნიში აღდგომისა შენისა გადიდებთ შენ მხოლოსა, და ჩუჱნ თანა იხარებს ყოველი დაბადებული, აღდგომისა შენისათჳს კაცთ-მოყუარე, და ყოველნი ღი҃სვმეტყუჱლებთ და უგალობთ, წყალობათა შენთა უფსკრულსა, და სიმდაბლესა შენსა აურაცხელსა:

ბრძანებამან უსჯულოსა მძლავრისამან, უფროსად მოტყინარე, აღაგზნა საჴუმილი…

ხოლო ყოველი სოფელი, მაცხოვარო ჩემო გიგალობს შენ მარადის. გალობა ზ. სძლისპირი.

ბრძანებამან უსჯულოსა მძლავრისამან, უფროსად მოტყინარე, აღაგზნა საჴუმილი ყრმათათჳს, და ღთ҃მან ყოველთამან ასხურა ცუარი ზეცით, სამთა მათ მგალობელთა რომელ იგი არს კურთხეულ უკუნისამდე:

არა სათნო-იყავ მრავალ-მოწყალეო ხილუად მიმძლავრებული, კაცი სიკუდილისა ჴელთაგან, არამედ გარდამოჰჴედ და იჴსენ შენ ჯუარითა, ამისთჳს გიღაღადებთ, ღო҃ საუკუნეთაო კურთხეულ-ხარ:

მძლავრისა მის და მონისა ბოროტისა, მოხუჱდ ჴელთ-გდებად მჴსნელო, და გიხილეს რა მეკარეთა, ჯოჯოხეთისათა შემოსილი სამოსლითა, შურისძიებისათა დადნეს, და განსქდა მუცელი ჯოჯოხეთისა:

გიცნობთ შენ წმიდათა უწმიდესად, ვითარცა მხოლოსა მშობელსა…

ღი҃ს-მშობლისა.

გიცნობთ შენ წმიდათა უწმიდესად, ვითარცა მხოლოსა მშობელსა უცუალებელისა ღი҃სასა, ქალწულო უბიწოო დედაო უსძლოო, რამეთუ ყოველთა მორწმუნეთა უხრწნელებაჲ აღმოუცენე სამღთოთა შობითა შენითა:

დასაჯა ოდესმე ურჩებამან პირუჱლი იგი მამაჲ, არამედ…

სხუა. სძლისპირი. ბრძენთ-მთავრად.

დასაჯა ოდესმე ურჩებამან პირუჱლი იგი მამაჲ, არამედ ნებსით დასჯილ-იქმნა, შეცოდებათა გარდასლჳსა დამჴსნელი, ყოვლად სამღთო იგი მამათა ღი҃, უფროსად დიდებული:

აცხოვნე მოწყლული ენითა, შურითა კაცის მკულელისათა, ედემს შინა შინა ნებსითითა კბენილებითა, რამეთუ განჰკურნე იგი ნებსით ვნებითა, ყოვლად სამღთომან მამათა ღთ҃მან, და უფროსად დიდებულმან:

მავალსა აჩრდილთა შინა სიკუდილისათა ნათლად აღმომიწოდე ბნელ-სახილუჱლისაგან ჯოჯოხეთისა, ელვარებითა ღუთაებისათა შემმოსელმან, ყოვლად სამღთოდ:

იხილა ჩუჱნებით და იგავით ღამესა შინა იაკობ…

სძლისპირი. იგივე. ღი҃ს-მშობლისა.

იხილა ჩუჱნებით და იგავით ღამესა შინა იაკობ, მოსლუაჲ უ҃ისა, ხოლო შენ მიერ სძალო გამოუჩნდა ბრწყინუალედ, უნათლეს მზისა მგალობელთა, რომელსა უღაღადებთ და ვიტყჳთ, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო ღო҃, მამათა ჩუჱნთაო:

გამოუთქმელისა მის შენ შორის განკაცებისა იგავად, სძალო ღი҃საო, რკინობაჲ იგი იაკობისი გამოისახა, რამეთუ შენ მიერ შეერთო, კაცთა უბიწოო ღი҃ ღთ҃თა და უ҃ი, უფლებათა დაუსაბამო, და განანათლა სოფელი:

ბილწ-არს და შეგინებულ, რომელი არა აღიარებდეს მტკიცედ…

ღი҃ს-მშობლისა.

ბილწ-არს და შეგინებულ, რომელი არა აღიარებდეს მტკიცედ, და გულს-მოდგინედ, ერთად სამებისაგანად ქალწულისა შობილსა, შეუორგულებელად პირითა და ენითა, არა უგალობდეს და იტყოდეს, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:

საჴუმილი იგი ცეცხლისა ბაბილონს, პირუჱლად განეზოგა ღი҃სა…

გალობა ჱ. სძლისპირი.

საჴუმილი იგი ცეცხლისა ბაბილონს, პირუჱლად განეზოგა ღი҃სა მიერ, რამეთუ ქალდეველნი, ალისა მისისაგან შეიწუნეს, ხოლო ყრმანი შეცურეულნი, იტყოდეს აკურთხევდით, საქმენი უ҃ისანი უ҃სა, და ამაღლებდით მას უკუნისამდე:

რაჟამს იხილა, ანგელოსთა კრებულმან, გუამი შენი სისხლითა შეღებული, შიშით ზარგანჴდილიქმნეს მრავლისა მისგან სულგრძელებისა, და განკჳრუჱბულნი, ესრეთ იტყოდეს აკურთხევდით, საქმენი უ҃ისანი უ҃სა, და ამაღლებდით მას უკუნისამდე:

შემმოსე ქე҃, აღდგომითა შენითა, უხრწნელითა განხრწნილსა უხრწნელებაჲ, ამისთჳს სიხარულით, ერი შენი რჩეული მაცხოვარ, მადლობით გიღაღადებს შენ, საქმენი უ҃ისანი აკურთხევდით უ҃სა:

შენ მამისა განუშორებელი, საშოსა შინა ღთ҃-მამა-კაცად უთესლოდ…

ღი҃ს-მშობლისა.

შენ მამისა განუშორებელი, საშოსა შინა ღთ҃-მამა-კაცად უთესლოდ მუცლად-იღე, და ჰშევ გამოუთქმელად ღი҃ს-მშობელო ყოვლად უბიწოო, ამისთჳს გიცნობთ შენ ცხოვრებად ჩუჱნ ყოველთა:

იხილუჱ შემსჭუალულად ჯუარსა ზედა, მდიდარი ეგე წყალობითა…

სხუა. სძლისპირი. ხატსა ოქროსასა.

იხილუჱ შემსჭუალულად ჯუარსა ზედა, მდიდარი ეგე წყალობითა, ნებსით დაფლულ-იქმენ და აღსდეგ მესამესა დღესა, და იჴსენ ყოველნი კაცნი კაცთ-მოყუარე სარწმუნოებით მგალობელნი, უ҃სა უგალობდით ყოველი დაბადებულნი, და უფროსად ამაღლებდით მას ყოველსა შინა უკუნისამდე:

რათა იჴსნე ხრწნილებისაგან, რომელი იგი შეჰქმენ ქე҃ ძალითა შენითა სამღთოთა, ჰშთაჴედ ქუჱსკნელთა შინა სიტყუაო ღი҃საო, და უხრწნელ ჰყავ იგი და ზიარ მარადის არსისა დიდებისა შენისა, მჴმობელი, უგალობდით ყოველი დაბადებული, და უფროსად ამაღლებდით ქე҃სა უკუნისამდე:

გამოსჩნდა ქუჱყანასა ზედა, შენ მიერ და კაცთა…

სძლისპირი. იგივე. ღი҃ს-მშობლისა.

გამოსჩნდა ქუჱყანასა ზედა, შენ მიერ და კაცთა შორის იქცეოდა, მიუწთომელი სახიერებითა და ძლიერებითა, რომელსა უგალობთ ღი҃ს-მშობელო, და აღუამაღლებთ მას უკუნისამდე:

გიგალობთ შენ დედოფალო, და ჭეშმარიტად დედად ღი҃სად გქადაგებთ, რამეთუ ერთი სამებისაგანი ჰშევ ჴორცითა, რომელსა, მამისა თანა და სულისა, აღუამაღლებთ და ვაკურთხევთ უკუნისამდე:

დაუსაბამოსაგან მამისა ძჱ ღი҃სა გამოსჩნდა, ქალწულისაგან მჴსნელად…

გალობა თ. სძლისპირი.

დაუსაბამოსაგან მამისა ძჱ ღი҃სა გამოსჩნდა, ქალწულისაგან მჴსნელად ჩუჱნდა განჴორციელდა, განგუანათლებს დაბნელებულთა და შემოჰკრებს ერთად განბნეულთა, რათა სარწმუნოებით მშობელსა მისსა ვადიდებთ:

ვითარცა რა სამოთხესა დაენერგა ჯუარი შენი, სადიდებელად, სამ-გზის წმიდა გოლგოთას, და წყლითა და სამღთოთა სისხლითა რომელი, გუჱრდით შენით მჴსნელო, გარდამოეცა მოირწყო, და ცხოვრებაჲ აღაყუავილა:

დაეცა ძლიერებაჲ რაჟამს ჯუარს-ეცუ უძლეველო, და შეწყობილი იგი ჯოჯოხეთს ბუნებაჲ კაცობრივი, აღმოიყუანე და საყდართა მამისათა დასჳ, რომლითა მომავალ-ხარ, განკითხუად ცხოველთა და მკუდართა:

ერთობასა სამ-რიცხუჱდსა, სამებასა ერთ-არსებასა, მართლ-მადიდებლობით მგალობელნი მორწმუნენი ვადიდებთ, განუკუჱთელსა ყოვლად სამღთოსა ბუნებასა, სამ-ბრწყინუალესა დაუღამებელსა ცისკარსა, ერთსა უხრწნელებასა ჩუჱნსა ნათლისა აღმომაბრწყინუჱბელსა:

დასჯილთა შორის ვითარცა ტარიგი, ამაღლებულ-იქმენ ქე҃ ჯუარსა…

სხვა. სძლისპირი. სიტყუასა ზეცით.

დასჯილთა შორის ვითარცა ტარიგი, ამაღლებულ-იქმენ ქე҃ ჯუარსა ზედა თხემისა, ადგილსა და ლახურითა გუჱრდ-განღებულმან მოგუანიჭე ჩუჱნ, ცხოვრებაჲ მიწიერთა ვითარცა სახიერმან, სარწმუნოებით, პატივის მცემელთა სამღთოსა აღდგომისა შენისათა:

რომელმან სიკუდილითა თჳსითა, სიმტკიცჱ სიკუდილისა დაჰჴსნა ძალისა მიერ, ღთ҃სა ყოველნი მორწმუნენი თაყუანის-ვსცემდეთ, რამეთუ მან საუკუნითგანნი აღადგინნა მკუდარნი, და მოსცემს ყოველთა ცხოვრებასა და აღდგომასა:

კუჱრთხად ძლიერებად, აღმოუცენდა საშოთ შენით, სიტყუა ღი҃სა…

სხუა. სძლისპირი ღი҃ს-მშობლისა ყოვლითურთ-ხარ საწადე.

კუჱრთხად ძლიერებად, აღმოუცენდა საშოთ შენით, სიტყუა ღი҃სა ქალწულო ბუნებასა ჩუჱნსა დაძუჱლებულსა, და ესე ჯოჯოხეთით ვარ. აღმოიყუანა წყალობით, ამისთჳს უბიწოო, ვითარცა ღი҃ს-მშობელ-ხარ გადიდებთ:

რომელი სათნო-იყავ, ჭეშმარიტებით დედად შენდა, მიითუალე ვედრება მისი, ჩუჱნთჳს და აღმავსენ სიტკბოებით, და მოგჳტევენ ცოდუათა ჩუჱნთა თანა-ნადებნი, ღო҃ ყოვლად ძლიერო, რათა მადლობით გადიდებდეთ შენ:

ყოველი სული, და ყოველი დაბადებული, შენ გადიდებს…

აქებდითსა ზედა, დასდებელნი აღდგომისანი, ჴმა ბ.

ყოველი სული, და ყოველი დაბადებული, შენ გადიდებს უ҃ო, რამეთუ ჯუარისა მიერ სიკუდილი წარმოსტყუჱნე, რათა უჩუჱნო ერთა მუდრეთით აღდგომაჲ შენი, ვითარცა მხოლო კაცთ-მოყუარე-ხარ:

თქუთღა უკუჱ ჵ ჰურიანო, ვითარ მჴედართა წარჰსწყმიდეს მეუფჱ რომელსა ჰსცჳდეს, ანუ რასა ლოდმან არა დაჰმარხა კლდჱ ცხოვრებისა, ანუ დაფლული მოგუჱცით, ანუ აღდგომილსა თაყუანის-ეცით, და სთქუთ ჩუჱნ თანა, დიდება სიმრავლესა წყალობათა შენთასა, მაცხოვარო უ҃ო დიდება შენდა:

გიხაროდენ ერნო და მხიაულიყუჱნით, ანგელოსი ჯდა ლოდსა ზედა საფლავისასა, და მან გუახარა ჩუჱნ და თქუა, ვითარმედ აღდგა ქე҃ მკუდრეთით, მაცხოვარი სოფლისა, და აღავსო ყოველივე სუნნელებითა, გიხაროდენ ერნო და მხიარულ-იყუჱნით:

ანგელოსმან პირუჱლ მუცლად-ღებისა შენისა უ҃ო, გიხაროდენი სახარულევანსა მოართუა, ანგელოსმანუჱ, ლოდი დიდებულსა საფლავსა შენსა აღდგომასა გარდააგორუა, მან მწუხარებისა წილ, სიხარულისა სასწაული გუაუწყა, ხოლო ამან სიკუდილისა წილ, ცხოვრების მომცემელი ღი҃ გჳქადაგა ჩუჱნ, ამისთჳს გიღაღადებთ შენ, ქუჱლის-მოქმედო ყოელთაო, უ҃ო დიდება შენდა:

ნელსაცხებელი შეჰზავეს ცრემლითა, საფლავსა შესა ზედა დედათა…

სხუანი, დასდებელნი. აღმოსავლურნი, ჴმა ბ.

ნელსაცხებელი შეჰზავეს ცრემლითა, საფლავსა შესა ზედა დედათა, ხოლო აღივსნეს სიხარულითა პირნი მათნი, რაჟამს ჰრქუჱს მათ აღდგა უ҃ი მკუდრეთით:

აქებდით ერნი და ნათესავნი ქე҃სა ღთ҃სა ჩუჱნსა, რომელმან ჯუარცმა ნებსით დაითმინა, და სამ-დღე ქუჱსკნელად ჰშთავიდა, და თაყუანის-ცემდით მისსა მკუდრეთით აღდგომასა, რომლისა მიერ განათლდეს ყოველნი კიდენი ქუჱყანისანი:

ჯუარს-ეცუ და დაეფალ, ვითარცა ინებე ქე҃ ღო҃, ხოლო წარმოსტყუჱნე სიკუდილი, და აღსდეგ დიდებით ვითარცა ღი҃ და მეუფჱ, და მოანიჭე სოფელსა ცხოვრებაჲ საუკუნო და დიდი წყალობა:

ჭეშმარიტად ჵ უსჯულონო, დარაჰბეჭდეთ ლოდსა მას, უაღრესთა საკჳრუჱლებათა ღირსმჰყუჱნით ჩუჱნ, და იციან ესე მცუჱლთა მათ, რამეთუ დღეს გამოვიდა უ҃ი სამარით, და ეტყოდა მათ რათა თქუან, ვითარმედ ვიდრეღა ჩუჱნ მეძინა, მოვიდეს მოწაფენი მისნი და წარიპარეს იგი, და ვინმცა წარიპარა იგი, მკუდარი უფროსღა და შიშუჱლი, არამედ თავადი აღდგა, თჳთ ჴელმწიფებით ვითარცა ღთ҃-არს და დაუტევა ტილონი საფლავსა შინა, და საფლავი თჳსი, მოვედით და იხილეთ ჵ ჰურიანო, რამეთუ არა განტეხნა ბეჭედნი, რომელმან სიკუდილი დათრგუნა, და ნათესავსა კაცთასა დაუსრულებელი ცხოვრებაჲ მოანიჭა, და დიდი-წყალობაჲ:

ჴმასა მას ავაზაკისასა, შევჰსწირავთ შენდა და გევედრებით…

ლიტურღიასაზედა, სამხრად. მომიხსენენი, ჴმა ბ.

ჴმასა მას ავაზაკისასა, შევჰსწირავთ შენდა და გევედრებით, მომიჴსენენ ჩუჱნ უ҃ო, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენითა:

ჯუარსა შენსა მიგიპყრობთ სახიერ, ცოდუათა ჩუჱნთა შესანდობელად, რომელი ჩუჱნთჳს დაითმინე, კაცთ-მოყუარეო ღო҃ შეგჳწყალენ ჩუჱნ:

თაყუანის-ვსცემთ ჩუჱნ მეუფეო, დაფლუასა შენსა და აღდგომასა, რომელთა მიერ ხრწნილებისაგან, იჴსენ სოფელი ვითარცა მოწყალე-ხარ:

სიკუდილითა შენითა უ҃ო, სიკუდილი დანთქმულ-იქმნა, ხოლო აღდგომითა შენითა მაცხოვარო სოფელი აცხოვნე:

მიეგებე მენელ-საცხებლეთა აღდგომილი საფლავით, და მოწაფეთა აუწყე თქმად აღდგომისა შენისა:

ბნელსა შინა მძინარეთა, უქუჱსკნელესთა შინა ჯოჯოხეთისათა, გიხილეს რა შენ ნათელი, აღდგეს ქე҃:

მამასა მხოლოსა ვადიდებდეთ, და ძესა მხოლოსა თაყუანისვსცემდეთ…

დიდება.

მამასა მხოლოსა ვადიდებდეთ, და ძესა მხოლოსა თაყუანისვსცემდეთ და სულსა მხოლოსა ყოველნი, ერთბამად მადლობით და შიშით უგალობდეთ:

გიხაროდენ საყდარო ცეცხ-სახილუჱლო, გიხაროდენ სძალო უსძლოო, გიხაროდენ…

აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

გიხაროდენ საყდარო ცეცხ-სახილუჱლო, გიხაროდენ სძალო უსძლოო, გიხაროდენ ღი҃სა კაცთა მომართ მშობელო ქალწულო:

მოვედით ერნო, მორწმუნენო ვაქებდეთ, ღირსსა ქალწულსა, ქე҃ს…

გალობა ა. ჴმა ბ. სძლისპირი. ზღჳსა ღელუათა.

მოვედით ერნო, მორწმუნენო ვაქებდეთ, ღირსსა ქალწულსა, ქე҃ს ღი҃სა მშობელსა, რომელი იგი მარადის ევედრების, და მოწყალე ჰყოფს, ყოველთა ცოდჳლთათჳს ქე҃სა და იჴსნის კაცთა ნათესავსა:

მამულისა მის, დიდებისა ბეჭედმან, შენგან მიიღო, განხრწნილისა ხატისა, აგებულება ღი҃ს-მშობელო ქალწულო და განაახლა და დიდებულ-ჰყო იგი, და განამღთო და ზეცად აღამაღლა:

უმაღლეს-იქმენ, კამარათა ცისათა, და უზესთაეს, ხერუვიმ სერაფიმთა, რამეთუ ღი҃, გარე-შეუწერელი, ღი҃სა დედაო, დაიტიე საშოსა, ჵ საკჳრუჱლი ცნობათა უაღრესი:

დამხსნელი ბრალთა, ცოდჳსათა გჳშევ ჩუჱნ, ქე҃ მჴსნელი ქალწულო, და განდგომილნი საკუთარ გუყუჱნ მამისა, და უზესთაეს, ცათა ამაღლებულ-ჰყავ, მოკუდავი ბუნება კაცთა, კაცთ-მოყუარებით:

განხრწნილი ბრალთა ჩემთა ცოდჳსა მიერ და განწირული…

გალობა გ. სძლისპირი. განჴსნილნი ძუჱლ.

განხრწნილი ბრალთა ჩემთა ცოდჳსა მიერ და განწირული უსჯულოებისა, სამარეთაგან ცოდჳსათა, მიჴსენ და აღმადგინე, რამეთუ შენ-ხარ სასო ღელუა გუჱმეულთა, ქალწულო ღი҃ს-მშობელო:

ალმურმან ბნელმან და მოქცევამან სასტიკმან, ბრალთა ჩემთამან მძჳნუარედ დამფარეს მე, ყოვლად წმიდაო, მყუდროდ ნავთ-საყუდელად სინანულად სინანულისა, წარმიმართე უღირსსა მონასა შენსა, და მიჴსენ დანთქმისაგან:

სულთა მომსრუჱლმან და მტერმან მართალთამან, განმიპარა მე და ზაკჳთ განმაშიშულა საწყალობელი, ხოლო შენ ქე҃ მჴსნელო მოტევებისა, სამოსელი ბრწყინუალე შთამაცუ და კუართი, წმიდა სინანულისა:

რომელნი შენსა საფარუჱლსა მოვივლტით, და ნავთ-საყუდელსა წყალობათა შენთასა, შევევედრებით, გჳჴსნენ ბრალთაგან ძჳრთა და განსაცდელთა, გუაცხოვნენ ვედრებათა შენთა ოხითა, სასოო სოფლისაო:

შენ შორის სძალო ცხოვრებისა ჩუჱნისა, თავი აღყუავნა…

გალობა დ. სძლისპირი. საქმენი შენნი ვითარცა გან.

შენ შორის სძალო ცხოვრებისა ჩუჱნისა, თავი აღყუავნა და უფროს აღემატა შუჱნიერება მისი, რომლისა მიერ ვიჴსნენით პირუჱლისა, მისგან წყევისა, და შენ დედასა ნათლისასა გადიდებთ:

წყუდიადი ბრალთა, მძჳნუარედ დამფარავს მე, და პერად აღძრულნი სამნაკეცნი ღელუანი, შემაშფოთებენ მე ამისთჳს გევედრები ქალწულო კურთხეულო, განმანათლე მე, ნათლითა უბიწოსა ცხოვრებისათა:

სინანულისა კარი ხარ ღი҃ს-მშობელო, ბჭე ცხოვრებისა დაუსრულებელისა, შემწყნარებელი, ცოდჳლთა მონანულთა, და ცხოვრებად უოხჭნოდ, მიმყუანებელი და მაცხოვარი მადიდებელთა შენთა:

ყინელი ბრალთა განსდევნე დედოფალო, და ზამთარი მძიმე უმღთოებისა დაჰჴსენ, ჰშევ რა ზაფხული, და არე ცხოვრებისა ქე҃ დამბადებელი ყოვლად უხრწნელო, სასოო ყოველთა ქრისტიანეთაო:

მსწრაფლ-შეწევნა და ფარუა შენ მიერი, მომივლინე უძღებსა…

გალობა ე. სძლისპირი. განჳბანენით.

მსწრაფლ-შეწევნა და ფარუა შენ მიერი, მომივლინე უძღებსა მონასა შენსა, დედაო ღი҃საო ყოვლად უბიწოო, დიდო შემწეო ყოვლისა სოფლისაო, და შუამდგომელო ღი҃სა და კაცთაო:

ძალნი ცათანი, დიდების-მეტყუჱლებენ, უბიწოო ქალწულო სძალო ღი҃საო, რამეთუ სიტყუა დამბადებელი მათი შენგან გამობრწყინდა ღრუბლისა სულმცირისა, და ჰყო მშჳდობა ცასა და ქუჱყანასა:

თანა-ნადები პირუჱლისა ევასი, შენ მიერ დაიჴსნა ქალწულო წმიდაო, და განახლდა კაცთა ბუნება განხრწნილი, და შეცოდებათა ზღუდე განიკუჱთა, ჰშევ რა მეუფე ქე҃ სიტყუა მამისა:

აღმომიყუანე, მე სიღრმით განსაცდელთათ, რომელსა გაქუს უფსკრული, მოწყალებისა და საჭეთ მპყრობელობითა შენითა, შემიყუანე ნავთ-საყუდელსა მყუდროსა, ღი҃სა სიტყუა დედაო უბიწოო:

მოიხილე წყალობით დედაო მჴსნელისაო საგალობელო, ჩემსა ამას…

გალობა ვ. სძლისპირი. წინასწარ-მეტყუჱლმან.

მოიხილე წყალობით დედაო მჴსნელისაო საგალობელო, ჩემსა ამას ზედა მწარესა ცოდუათაგნ სიბოროტესა, და განჰკურნე სულისა ჩემისა სენი, და განრღუჱულება უკურნებელი:

მომხედენ სიტკბოებით მეოხებათა შენთა, მოწყალებითა, და კურნებითა მოწყლულსა ავაზაკთა მიერ ბოროტთა, გულის-თქმათა ჩემთასა, რამეთუ შენსა, წყალობასა ვესავ ღი҃სა დედაო:

სიმტკიცე ცხოვრებისა ქე҃ გჳშევ ქალწულო, და განგჳახლე სინანულისა ტაძარი სამღთო ყოვლად პატიოსანი, და გუჱქმენ ჩუჱნ გზა წრფელ, მოწყალებისა, და მომცემელი საუკუნეთა კეთილთა:

მოგართუა შენ გაბრიილ, გიხაროდენი სძალო, სიხარულისა მომატყუჱბელო და პირუჱლისა მის წყევისა დამჴსნელო, რამეთუ ჭეშმარიტად შენ-ხარ საუნჯე, მადლთა და ნიჭთა სამღთოთა ღი҃ს-მშობელო:

ცოდუათა ჩემთა, საკრუჱლნი განუჴსნელნი, და ჴელ-ბორკილნი საქმეთა…

გალობა ზ. სძლისპირი. რომელმან პირუჱლ.

ცოდუათა ჩემთა, საკრუჱლნი განუჴსნელნი, და ჴელ-ბორკილნი საქმეთა მათ ჩემთანი, მეოხებითა, შენითა ძლიერითა დაჰჴსნენ ქალწულო, რათა უღაღადებდე ქე҃სა ღთ҃სა, ღო҃ შენ კურთხეულ-ხარ:

რომელმან საშო, უხრწნელი ქალწულისა, სალხინებელად კაცთა გამოაჩინე, ღი҃სა სიტყუაო ჴორც-შესხმითა შენითა, ყოვლად წმიდითა, და აცხოვნე მის მიერ, ადამ შჳლითურთ ღო҃ შენ კურთხეულ-ხარ:

საბრჴეთა მათგან, მტერისათა მიჴსენ მე, სიტყუაო ღი҃საო დაუსაბამოო, მეოხებითა, მშობელისა შენისა უბიწოსათა, ვითარცა სახიერ-ხარ და კაცთ-მოყუარე, ღო҃ ყოვლად ძლიერო:

ქალწულებისა, საუნჯედ გიცნობთ სძალო, და სიმდიდრედ სამღთოდ ყოვლისა სოფლისა, და სასოებად სამღთოთა მათ კეთილთა საუკუნეთა, ნუ დამივიწყებ, შენთა მადიდებელთა, და ქებით მგალობელთა:

უხრწნელებისა ჩუჱნდა მომატყუჱბელო, და ცხოვრებაო ქუჱყანისა ტომთაო…

გალობა ჱ. სძლისპირი. დაბადებულნი.

უხრწნელებისა ჩუჱნდა მომატყუჱბელო, და ცხოვრებაო ქუჱყანისა ტომთაო, შენ საცნაურო ტარიგო უბიწოო, რომელმან გჳშევ, უხრწნელად კრავი ღი҃სა, ნუ დამაგდებ მე მადიდებელსა შენსა:

შობამან შენმან სამღთომან განგუაახლნა, და ძედ ნათლისა და დღისა გამოგუაჩინნა, და ცხოვნებულნი, შენ მიერ უღაღადებთ, ღი҃სა დედაო, გუაცხოვნენ ქე҃ ღო҃ მეოხებითა, დედისა შენისათა:

ქალწულებრივთა წიაღთაგან ქალწულო, აღმოგჳცენე წყარო ცხოველს მყოფელი, და შენდობისა წყალი წყაროთა მათგან, კურნებისათა, მოგუფინე მორწმუნეთა და გიღაღადებთ, უფროსად კურთხეულ-ხარ შენ:

ტევანი იგი მწიფე უკუდავებისა, გამოიღე შენ ქალწულო ღი҃ს-მშობელო, რამეთუ შენ-ხარ კიდეთა სოფლისათა დამატკბობელი, ვენაჴი ყოვლად წმიდა აღმავსებელი, კაცთა კეთილთა მიერ:

ნუ შეურაცხ მყოფ, და ნუ უგულებელს-მყოფ, ცოდუათა…

გალობა თ. სძლისპირი. უზესთაეს.

ნუ შეურაცხ მყოფ, და ნუ უგულებელს-მყოფ, ცოდუათა მიერ მრავალთა დაცემულსა, ვითარცა ხარ შენ კურნებათა უფსკრული, და წყარო კეთილთა დაუსრულებელთა, ღი҃სა დედაო ქალწულო ღი҃ს-მშობელო.

საგალობელო, და ყოვლად დიდებულო, ღი҃სა დედაო, და ცათა უვრცელესო, მოწყალებათა, შენთა შევედრებულსა, ნუ განმაგდებ წყალობიისაგან შენისა და ნუ მარცხუენ მე, მოსავსა შენსა:

შეწევნა შენი, მომივლინე ქალწულო, მონასა შენსა, და მიჴსენ ბნელისაგან და წყუდიადისა, ვნებათა მათ ჩემთასა, რამეთუ ჰშევ შენ ნათელი წარუვალი, და ბრწყინუალება ღი҃სა მამისა ქე҃:

შევხწირავთ შენდა, მადლობისა ქებასა, სძალო წმიდაო დედაო უსძლოო და თაყუანის-ვჰსცემთ შენთა მოწყალებათა, რამეთუ შენ მიერ ვპოეთ ჩუჱნ ცხოვრება, და დიდებასა სამღთოსა ღირს-ვიქმნენით: