გულანი
საცდელი · 1.11.3
ხმა 1 · შაბათი 1 / 84მოკუდა პირუჱლ ჭამითა ხისათა განზრახჳსა მიერ გუჱლისა…

ხმა 1 · შაბათი

რვა ხმა

პარაკლიტონი · დაახლ. 32 წთ

მოკუდა პირუჱლ ჭამითა ხისათა განზრახჳსა მიერ გუჱლისა…

მწუხრად, თთუჱნისა, და წმიდისა სამხოლოსისა, (ესე იგი არს მის სავანისა, ანუ მონასტრისა) ხოლო უკუჱთუ არა აქუნდეს სათთუჱოსა, მსგავსნი ესე, ჴმა ა, ყოვლად ქებულნო მოწამენო.

მოკუდა პირუჱლ ჭამითა ხისათა განზრახჳსა მიერ გუჱლისა, და განიდევნა და მოაკლდა სამღთოსა დიდებასა შენსა უბადრუკი ადამ პირუჱლი იგი მამა, რომლისათჳს მოვჰკუჱდ მე ცოდუათაგან უბადრუკი, გარნა შენ კაცთ-მოყუარე მხოლო სახიერ-ხარ, სამოთხისა მკჳდრადვე კვალად გამომაჩინე მე:

ყოვლისავე დამტევებელმან სულო, მოიღე უკუჱ გონებასა შინა შენსა ჟამი უკანასკნელი, და განსლჳსა მიმართ განჰმზადე თავი შენი, რათა არა უცნაურად მოსრულმან მან სიკუდილმან მპოვნელმან განუმზადებელ წარგიტაცოს შენ, იღვიძებდ უკუჱ და ილოცევდ უ҃ისა მიმართ, და გოდებდ დაუცხრომელად:

მოაკუდინე ზედა მოსლუაჲ ესე ვნებათა ვრცელ-ღელუათა ჩემთა, და უჯერონი აღძრუანი გულისა ჩემისანი დაუსაბამოო ღო҃, დააყუდენ სამღთოჲთა ძალითა შენითა, ვითარცა კეთილ-ნაწლევმან, მომცემელმან ჩემდა ცოდუათა მოტევებისამან, ვითარცა მოწყალემან, ვითარცა სახიერმან, და ვითარცა კაცთ მოყუარემან, მრავლისა მისთჳს სახიერებისა შენისა:

ღი҃სა სძალო წმიდაო, მყავ მე წმიდა, უბიწო…

სხუანი დასდებელნი ღი҃ს-მშობლისანი, მსგავსნივე.

ღი҃სა სძალო წმიდაო, მყავ მე წმიდა, უბიწო, მრთელ-გონებითა, მყუდრო, მშჳდ, კრძალულ, მართალ, კეთილ-მსახურ, უზაკუჱლ, მღჳძარე, მრთელ-ცნობიერ, მოთმინე, უმანკო, მორჩილ, მდაბალ, უშფოთუჱლ, არა რაჲმესა მქონებელ ბრალისა, და დაუსჯელ, და ამათ თანა ზიარცა სამოთხისა:

გამოსჩნდა ჩემ შორის ალი საძაგისა უსჯულოებისა, მომპოვნებელი ცნობათა, წინა-მძღუარი ვნებათა, და მძღუარ გულის-თქმათა მიმართ, მოყუარე ურცხჳნოებისა, და ბოროტისა უკრძალუჱლობისა შუა-მდგომელ, რომელთაცა მოგონებითა ვგემოვნებ მე, გარნა შენ ყოვლად უბიწოო, ყოვლისაგან დასჯისა მიჴსენ მე:

ღელუა-გუჱმულ-მყოფენ მე ფრიად, საშინელნი იგი ზედა მოსლუანი ცოდუათანი, და სალმობანი ჯოჯოხეთისანი გარე-მომადგენ მე, ხოლო მახეთა სიკუდილისათა გარე-შეუზღუდიეს სული ჩემი, კეთილ-ნაწლეო დედოფალო გიგალობ შენ ლმობითა სულისა ჩემისათა, ისწრაფე გამოყუანებად ჩემდა, განწირულებისაგან სიკუდილისა, და ტანჯჳსაგან ჯოჯოხეთისა:

ყოვლისა სოფლისა დიდებასა, კაცთაგან გამოსრულსა, და მეუფისა…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

ყოვლისა სოფლისა დიდებასა, კაცთაგან გამოსრულსა, და მეუფისა მშობელსა, ზეცისა ბჭესა უგალობდეთ, მარიამს ქალწულსა, უჴორცოთა საქებელსა, და მორწმუნეთა სამკაულსა, ესე მხოლო გამოჩნდა, ცად და ტაძრად ღუთაებისა, ამანვე შუაკედელი მტერობისა დაჰჴსნა, და მშჳდობა მოგუართუა, და სასუფეველი განგჳღო, ესე მხოლო გუაქუნდინ ჩუჱნ, სარწმუნოებისა სიმტკიცედ, და მისგან შობილი უ҃ი, გუაქუს ჩუჱნ წილ მბრძოლად და მაცხოვრად, განძლიერდით უკუჱ გაძლიერდით ერნო ღი҃სანო, რ҃ იგი ჰბრძავს მტერთა ჩუჱნთა, და აცხოვნებს სულთა ჩუჱნთა, ვითარცა კაცთ-მოყუარე არს:

სტადიონსა შინა აღსარებამან წმიდანო, ეშმაკთა ძალნი შეაძრწუნნა…

სტიქარონსა ზედა დასდებელნი, მოწამეთანი, ჴმა ა.

სტადიონსა შინა აღსარებამან წმიდანო, ეშმაკთა ძალნი შეაძრწუნნა, და ცთომისაგან კაცნი გამოიჴსნნა, ვინაცა თავნი რა წარგეკუჱთებოდეს ღაღადებით, იყავნ უ҃ო, მსხუჱრპლი ესე სულთა ჩუჱნთა შეწირულ წინაშე შენსა, რამეთუ შენითა სურჳლითა შეურაცხვჰყავთ, საწუთო ესე ცხოვრება კაცთ-მოყუარე:

ეჰა კეთილისა მის ვაჭრობისა თქუჱნისა წმიდანო, რაეთუ სისხლნი მისცენით და ცანი დაიმკჳდრენი, და საწუთოსა განცდილნი საუკუნოდ მხიარულ-ხართ ჭეშმარიტად კეთილ-არს, ვაჭრობა თქუჱნი, რამეთუ განხრწნადნი დაუტევენით და უხრწნელნი მოიგენით, და ანგელოსთა თანა ჰგალობთ და ადიდებთ დაუდუმებელად, სამებასა ერთ-არსებასა:

ყოვლად ქებულნო მოწამენო ღირსნო, თქუჱნ არათუ ქუჱყანამან დაგფარნა, არამედ ცათა შეგიწყნარნეს, და განგეხუნეს თქუჱნ ბჭენი და შინაგან რა შეხუჱდით, იშუჱბთ ძელითა მით ცხოვრებისათა, ქე҃სა ღთ҃სა ევედრენით მონიჭებად სულთა ჩუჱნთა, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ:

რომელი შვებაჲ სოფლისა დაადგრების თჳნიერ მწუხარებისა, რომელი…

შესუჱნებულთა. მუჴლი. ნეტარ-არს, რომელი გამოირჩიე, და შეიწყნარე უ҃ო, და სახსენებელი მათი იყოს თესლითი თესლადმდე.

რომელი შვებაჲ სოფლისა დაადგრების თჳნიერ მწუხარებისა, რომელი დიდებაჲ ჰგიეს ქუჱყანასა ზედა შეუცუალებელად, ყოველივე აჩრდილისა უუძლურეს-არს, ყოველივე სიზმრისა უმაცთურეს-არს, ერთი წამი, და ამას ყოველსა სიკუდილი უჩინოჰყოფს, არამედ ნათელსა პირისა შენისასა ქე҃, და სიტკბოებასა შენისა შუჱნიერებისასა, რომელნი გამოირჩიენ განუსუჱნე, ვითარცა კაცთ-მოყუარე ხარ:

გიხაროდენ ჩუჱნ მიერ წმიდაო ღი҃ს-მშობელო ქალწულო, პატიოსანო…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

გიხაროდენ ჩუჱნ მიერ წმიდაო ღი҃ს-მშობელო ქალწულო, პატიოსანო ჭურო ყოვლისა სოფლისაო, სანთელო დაუშრეტელო, დამტევნელო დაუტევნელისაო, ზღუდეო უბრძოლუჱლო, გიხაროდენ რომლისაგან იშუა კრავი ღი҃სა, აღმღებელი ყოვლისა სოფლისა ცოდუათა:

რაჟამს ვგალობთ ალლილუიასა უ҃ო ღაღად-ვჰყავსა ზედა მოწამეთა…

რაჟამს ვგალობთ ალლილუიასა უ҃ო ღაღად-ვჰყავსა ზედა მოწამეთა, ხოლო სტიქარონსა ზედა ვიტყჳთ ა დასდებელსა მოწამეთასა, და ბ, შესუჱნებულთასა.

ვითარცა კეთილთა მჴედართა, ერთ-გონიერებით გრწმენათ წმიდანო, და…

შაბათსა ცისკრად, შემდგომად ა, სტიხოლოგიისა წარდგომანი მოწამეთანი, ჴმა ა.

ვითარცა კეთილთა მჴედართა, ერთ-გონიერებით გრწმენათ წმიდანო, და მძლავრთა შინებისაგან არა შეჰსძრწუნდით, არამედ წადიერებით მოუჴედით ქე҃სა, და აღიღეთ პატიოსანი ჯუარი მისი, და სრულ-ჰყავთ სრბაჲ თქუჱნი, და ძლევაჲ ზეცით შეიწყნარეთ, დიდება განმაძლიერებელსა თქუჱნსა, დიდება გჳრგჳნოსან-მყოფელსა თქუჱნსა, დიდება რომელი იქმს თქუჱნ მიერ ყოველთა ზედა კურნებათა:

წყლულებანი იგი უ҃ო წმიდათა შენთანი, რომელი შენთჳს…

საკჳრუჱლ-არს ღი҃ წმიდათა შორის მისთა, ღი҃ ისრაილისა.

წყლულებანი იგი უ҃ო წმიდათა შენთანი, რომელი შენთჳს თავს-ისხნეს, მიიხუჱნ აწ მეოხებად ჩუჱნთჳს, და ყოველნივე სენნი ჩუჱნნი განჰკურნენ კაცთ-მოყუარე გევედრები:

ქე҃ს მოწამეთა ვევედრნეთ, რამეთუ ცხოვრებისათჳს ჩუჱნისა მეოხ-არიან…

წმიდათა რომელნი არიან ქუჱყანასა მისსა, საკჳრუჱლ-ჰყო უ҃მან ყოველივე ნება მისი მათ შორის.

ქე҃ს მოწამეთა ვევედრნეთ, რამეთუ ცხოვრებისათჳს ჩუჱნისა მეოხ-არიან იგინი, და ყოველნი მივისწრაფდეთ მათდა სარწმუნოებით, რამეთუ მდიდრად მოგუცემენ ესენი მადლსა კურნებათასა, და სდევნიან გუნდსა ეშმაკთასა, ვითარცა მცუჱლნი სარწმუნოებისა ჩუჱნისანი:

გაბრიილ გიღაღადა ქალწულსა გიხაროდენ, ხოლო ჴმასა მას…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

გაბრიილ გიღაღადა ქალწულსა გიხაროდენ, ხოლო ჴმასა მას თანა განჴორციელდა ყოველთა მეუფჱ, შენ შორის წმიდასა მაგას კიდობანსა, ვითარცა თქუა მართალმან დავით, იხილუჱ უვრცევლეს ცათა იტჳრთე რა დამბადებელი შენი, დიდება რომელი დაემკჳდრა შენთანა, დიდება რომელი გამოვიდა შეგა, დიდება რომელმან განმათავისუფლნა ჩუჱნ, შობითა თჳსითა შენგან:

ღუაწლთა სიქადულად და გჳრგჳნთა პატივად, ღუაწლით-შემოსილთა მარტჳლთა…

შემდგომად ბ, სტიხოლოგიისა, წარდგომა, მოწამეთა, ჴმა ა.

ღუაწლთა სიქადულად და გჳრგჳნთა პატივად, ღუაწლით-შემოსილთა მარტჳლთა შეგიმოსეს შენ უ҃ო, რამეთუ ტანჯუათა თმენითა უღმრთოთა ერეოდეს, და სამღთოთა ძალითა ზეცით-გარდამო ძლევაჲ შეიმოსეს, მათითა მეოხებითა მომმადლე ჩუჱნ შენი დიდი-წყალობაჲ:

შენ ქე҃ განმაქარუჱბელმან სიკუდილისა სიმტიცისამან, უხრწნელებაჲ ქუჱყანისაგანთა…

სულმან მათმან კეთილთა შინა განისუჱნოს და ნათესავმან მათმან დაიმკჳდროს ქუჱყანა.

შენ ქე҃ განმაქარუჱბელმან სიკუდილისა სიმტიცისამან, უხრწნელებაჲ ქუჱყანისაგანთა უწყაროე, და რომელთაცა ჰრწამსთ შენდა მომართ არა მოკუდებიან, არამედ მარადის შენ მიერ ცხოველ-არიან, რომლისათჳს განუსუჱნე უ҃ო სულთა მონათა შენთასა, და დააწესენ იგინი წმიდათა შენთა თანა, მიმნიჭებელმან მათდა შენდობისა და აღდგომისამან:

ადგილსა ნათლისასა, და გუნდსა შორის მართალთასა, განუსუჱნე…

ნეტარ-არს, რომელი გამოირჩიე, და შეიწყნარე უ҃ო, და სახსენებელი მათი იყოს თესლითი თესლადმდე. მსგავსი. მჴედარნი რომელნი.

ადგილსა ნათლისასა, და გუნდსა შორის მართალთასა, განუსუჱნე მაცხოვარო, შენდა მიცუალებულთა, რამეთუ შენ გესჳდეს კაცთ-მოყუარე, შეიწირე ვედრებაჲ მამათათჳს და შჳლთა, რომელთაცა აღუასრულებთ ჴსენებასა, და განამართლენ იგინი ვითარცა მრავალ-მოწყალემან:

საკჳრუჱლსა საკჳრუჱლებათასა მიმადლებულო, შენ შორის ხედავს ყოველი…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

საკჳრუჱლსა საკჳრუჱლებათასა მიმადლებულო, შენ შორის ხედავს ყოველი დაბადებული და იხარებს, რამეთუ მუცლად-იღე უთესლოდ და ჰშევ გამოუთქმელად, როელსა მთავრობანი ანგელოსთანი ვერ მიხედუჱნ, მას ევედრე ღი҃ს-მშობელო სულთა ჩუჱნთათჳს:

მარჯუჱნა შენი უძლეველი, ღი҃ვ-შუჱნიერი ღირსად საგალობელ-არს, რომლითა…

შაბათსა ცისკრად, კანონი წინასწარ-მეტყუჱლთა, და მოწამეთა. გალობა ა, ჴმა ა. სძლისპირი.

მარჯუჱნა შენი უძლეველი, ღი҃ვ-შუჱნიერი ღირსად საგალობელ-არს, რომლითა შენ უკუდაო, ძლიერებით აოტენ მტერნი იგი, და ისრაილთათჳს, განუმზადე გზაჲ ზღუასა მეწამულსა:

ჴელთა მიერსა საწინასწარმეტყუჱლოთა გამოხატულ-იქმენ რომელსა ჴელითა გიპყრიეს…

ტროპარნი.

ჴელთა მიერსა საწინასწარმეტყუჱლოთა გამოხატულ-იქმენ რომელსა ჴელითა გიპყრიეს კიდენი, რომელთაგან შემოჰკრებ ყოველთა, ჴელით-წერილი ცოდუათა ჩუჱნთა განხეთქე, სიტყუაო ღი҃საო, და ჴელთაგან მტერისათა გამომიტაცე მე:

სისხლითა ღუაწლთა თქუჱნთათა, განჰჴმა ზღუაჲ იგი მრავალ-ღუთაებისა, უსჯულოებათაცა ჩემთა მდინარენი განაჴმენით სანატრელნო, სამღთოთა წჳმითა, ლოცუათა თქუჱნთათა:

ღრუბელო ღუაწლთაო ნათელ-სახილუჱლო, ევედრე მზესა ქალწულებრისაგან ღრუბლისა აღმობრწყინუჱბულსა, ბნელთა ღრუბელთა გულთა ჩუჱნთასა განდევნად, და გეენიისაგან ჰჴსნად:

მოღებად სამღთოთა მცჳნუარებათა, ღირს-მყოფელთა გონებისათა, მიიღეთ ნათელი, ქადაგნო საცნაურისა აღმოსავალისანო დიდებულნო წინასწარ-მეტყველნო, განმანათლებელნო სულთა ჩუჱნთანო:

ნებსით თჳსისთ დაცემულსა გულის-თქმათა მიერ ბოროტთა დამონებულსა…

ღი҃ს-მშობლისა.

ნებსით თჳსისთ დაცემულსა გულის-თქმათა მიერ ბოროტთა დამონებულსა, და მედგრობითა ჩემითა მტერთა მიერ მოწყლულსა სასიკუდინედ, ნუ უგულებელს-მყოფ, არამედ მაცხოვნე ჵ დედოფალო:

სარწმუნოებით დაძინებულთა, პირუჱლსა გალობასა მივართუამ

მეორე კანონი შესუჱნებულთა, ხოლო მისი იგი კიდურ-წერილობაჲ.

სარწმუნოებით დაძინებულთა, პირუჱლსა გალობასა მივართუამ.

რომელმან ბჭენი, და მოქლონი მტკიცენი, სიკუდილისანი შეჰმუსრენ…

გალობა ა, ჴმა ა. სძლისპირი. სასწაულითა.

რომელმან ბჭენი, და მოქლონი მტკიცენი, სიკუდილისანი შეჰმუსრენ სიკუდილითა შენითა მჴსნელო, ბჭენი ცხოვრებისანი, და უკუდავებისანი, განუხუჱნ სულთა შესუჱნებულთა ოხითა მარტჳლთათა:

შთახედ სიკუდილად, ცხოვრების-მომცემელო, რათა ღირს-მყუნე ჩუჱნ სამღთოსა ცხოვრებისა, და საუნჯენი მისნი დაჰხსნენ, და მიხსნენ, შუათა მათ მისთაგან, აწცა მოწყალე მიცუალებულთა, მიჰმადლე განსუჱნებაჲ:

ხრწნილებაჲ ჩუჱნი შეიმოსე სახიერ, და უხრწნელებითა შენითა შეამკევ, და უკუდავსა მას, და სამ-გზის სანატრელსა, შუჱბასა აღამაღლე, სადა იგი ღირს-ჰყუჱნ დამკჳდრებად, რომელნი შეივედრენ:

ვაქებდეთ ერნო, რომელმან სიტყუაჲ ღი҃სა, განკაცებული გჳშუა…

ღი҃ს-მშობლისა.

ვაქებდეთ ერნო, რომელმან სიტყუაჲ ღი҃სა, განკაცებული გჳშუა რამეთუ ესე, გზა ცხოვრებისა გუჱქმნა მოკუდავთა ამათ, და ზეცად აღგუამაღლნა, რომელსა ვითარცა ღი҃ს-მშობელსა, გალობით უგალობდეთ:

შენ მხოლოო როელმან უწყი, უძლურება კაცთა ბუნებისა…

გალობა გ. სძლისპირი.

შენ მხოლოო როელმან უწყი, უძლურება კაცთა ბუნებისა, და წყალობით შეიმოსე, შენ შემმოსე მე ძალი მაღლით-გარდამო, რათა ჴმა-ვჰყო წმიდა-არს, ტაძარი სულიერი, სადიდებელი შენი კაცთ-მოყუარე:

რომელნი ეგე იქმნენით სამკჳდრებელ სულისა წმიდისა ბრძენნო…

ტროპარნი.

რომელნი ეგე იქმნენით სამკჳდრებელ სულისა წმიდისა ბრძენნო წინასწარ-მეტყუჱლნო, ჩუჱნდა გარდამოსლუა სიტყჳსა ღი҃სა წინათ გუაუწყეთ, ამისთჳსცა ევედრენით, მონიჭებად ნათელი და დიდი წყალობაჲ, სარწმუნოებით პატივის-მცემელთა თქუჱნთასა:

ფიცართა ზედა გულთა თქუჱნთასა, სჯული ცხოვრებითი გამოსახული შეიწყნარე სარწმუნოებით, ამისთჳს ქუჱ მდებარე სჯულსა ცოდჳსასა სამღთოთა აღმოწოდებითა, ღი҃ს-მეტყუჱლნო წინასწარ-მეტყუჱლნო აღმომიყუანეთ.

უღთო იგი მძლავრთა სიფიცხჱ, ახოვნად დასთრგუნეთ, ღი҃სა…

მოწამეთა.

უღთო იგი მძლავრთა სიფიცხჱ, ახოვნად დასთრგუნეთ, ღი҃სა მიმართ ამაღლებულნო მოწამენო, ამისთჳს გიღაღადებ, ჩემ ზედა ამაღლებული და ამპარტავანი გუჱლი, დაამჴუჱთ ლოცჳთა თქუჱნითა:

სამღთოთა ვნებათა ზიარნო, და ყოფადისა სუფევისა მემკჳდრენო, მოწამენო ყოვლად ქებულნო, ვნებათაგან ჴორცნი ჩემნი განათავისუფლენით, და ყოფადისაგან სასჯელისა, და გეენიისაგან მიჴსენით, ლოცჳთა თქუჱნითა უ҃ისა მიმართ:

კარაო ცათა უვრცევლესო, ერნი შენნი შეკრებულნი ტაძარსა…

ღი҃ს-მშობლისა.

კარაო ცათა უვრცევლესო, ერნი შენნი შეკრებულნი ტაძარსა ამას ქებად შენდა, სასძლოსა უნივთოთა ზიარ-ჰყუჱნ, მჴურუალითა მეოხებითა შენითა, შენგან შობილისა ქე҃ს მიმართ, მეუფისა ყოველთასა და უ҃სა:

ვითარცა მხოლო მოწყალე-ხარ სახიერ, სარწმუნოებით შენდა მიცუალებულნი…

სხუა. სძლისპირი. ღო҃ მოხედენ.

ვითარცა მხოლო მოწყალე-ხარ სახიერ, სარწმუნოებით შენდა მიცუალებულნი, დააწესენ ზეცისა სამკჳდრებელსა, სადა იგი არს შუჱბაჲ გამოუთქმელი, და მოწამეთა გუნდი წმიდა იხარებს:

შენ მხოლო იქმენი კაც თჳნიერ ცოდჳსა, და შენ მხოლომან აღიხუჱნ მოწყალებით, ცოდუანი სოფლისანი ამისთჳს ვითხოვთ, განუსუჱნე სახიერ შესუჱნებულთა წმიდათა თანა, სამოთხისა შუჱბასა:

დაჰხსენ სიკუდილი, და ცხოვრებაჲ უოხჭნოჲ აღმოუცენე მორწმუნეთა უ҃ო, რომელსა შინა ღირსჰყუჱნ დაძინებულნი, და დაივიწყენ ცოდუანი მათნი და მიეც შენდობაჲ ბრალთა უკუდაო მეუფეო:

სიწმიდით გჳშევ, სიტყუაჲ დამბადებელი, განკაცებული ჩუჱნთჳს ღი҃სა…

ღი҃ს-მშობლისა.

სიწმიდით გჳშევ, სიტყუაჲ დამბადებელი, განკაცებული ჩუჱნთჳს ღი҃სა დედაო, რომელმან შემუსრა ძალი სიკუდილისა და ცხოვრებაჲ უოხჭნოჲ მოგუცა მოკუდავთა, და აღდგომისა, პატივსა მიზიარნა:

შენ მთად ჩრდილოვნად, მაღლისა მიერ ღი҃სა გიხილა…

გალობა დ. სძლისპირი.

შენ მთად ჩრდილოვნად, მაღლისა მიერ ღი҃სა გიხილა თუალითა წინა-მხედუჱლითა ამბაკომ, და ღაღადებდა გამოსლუასა შენგან წმიდისა ისრაილისასა, ცხოვრებად, ჩუჱნდა და განახლებად:

მნათობად სულითა ცხოვრებისათა მცხინუარენი, და კიდეთა ქუჱყანისათა…

ტროპარნი.

მნათობად სულითა ცხოვრებისათა მცხინუარენი, და კიდეთა ქუჱყანისათა განმანათლებელნი, საცნაურად გამოსჩნდით წინასწარ-მეტყუჱლნო, ამისთჳს ვღაღადებთ, მეოხებითა თქუჱნითა დაცულ-ჰყავთ ლამპარი სულისა ჩუჱნისა დაუშრეტელად:

წყალობად სავსედ წყალთა სულიერთა, ცხოვრებისა მადინებელთა გამოსჩნდით, დამათრობელად ქუჱყანისა წინასწარ-მეტყუჱლნო სამღთონო, განჴმელი გული ჩემი სიცხისაგან ცოდუათასა განაგრილეთ:

ნაკადულითა სისხლთა თქუჱნთათა, დაშრიტეთ ნაკუჱრცხალნი ყოვლად ქებულნო…

მოწამეთა.

ნაკადულითა სისხლთა თქუჱნთათა, დაშრიტეთ ნაკუჱრცხალნი ყოვლად ქებულნო, წინა-აღდგომად უღთოებისა ბრძენნო მოღუაწენო, მე შემწუარი განჴურუჱბითა ბოროტითა, ცუარითა სულიერითა შემაცურიეთ:

მოწამეთა ქე҃ ჩემო შენთჳს მოღუაწეთა, და მძლეთა მტერთასა, მეოხებათა წინა-დაგიდებ, მტერთაგან ხილულთა და უხილავთა, რომელნი ეძიებენ მარადის მოკლუასა ჩემსა, მიჴსენ ვითარცა სახიერმან:

ტაძრად დიდებისა მცნობელნი შენნი ყოვლად უბიწოო, ტაძარსა…

ღი҃ს-მშობლისა.

ტაძრად დიდებისა მცნობელნი შენნი ყოვლად უბიწოო, ტაძარსა შინა შენსა პატიოსანსა შემოკრებულნი მორწმუნენი, შეწევნასა შენსა ვითხოვთ ღი҃ვ-შუჱნიერად, ყოვლად წმიდაო ქალწულო, რამეთუ წმიდითა მეოხებითა შენითა ვჰსცხოვნდებით:

უძლეველითა, ძალითა ქე҃ ღო҃, მოაკუდინე შენ ჯოჯოხეთისა…

სხუა. სძლისპირი. პირუჱლ აუწყა.

უძლეველითა, ძალითა ქე҃ ღო҃, მოაკუდინე შენ ჯოჯოხეთისა ძალი, შეირაცხე რა მკუდართა თანა მოწყალე, რომლისა იგი დასჯისაგან იჴსნენი შესუჱნებულნი, ოხითა წმიდათათა:

რომელი ეგე ხარ ყოველთა მეუფე, ადამიანნი იჴსნენ მათთჳს ჯუარცმითა ამისთჳსცა, გევედრებით მოწყალეო, მიცუალებულთა, განსუჱნებაჲ მიმადლე, და მიტევებაჲ ცოდუათა მიანიჭე:

დაფლუაჲ თავს-იდევ, და სიკუდილი მოწყალე, და საფლავთა მყოფნი და ჯოჯოხეთს დასჯილნი განაცხოველენ, და აწ მიცუალებულნი, ღირს-ჰყუჱნ მაცხოვარ, უკუდავსა ცხოვრებასა, და შენდობასა მხოლოო კაცთ-მოყუარე:

ცხოვნდეს შობითა, შენითა მორწმუნენი, ღი҃სა დედაო ქალწულო…

ღი҃ს-მშობლისა.

ცხოვნდეს შობითა, შენითა მორწმუნენი, ღი҃სა დედაო ქალწულო უბიწოო, რამეთუ ჰშევ შენ ცხოვრებაჲ ბუნებითი, რომელმან დაჰჴსნა სიკუდილისა მძლავრებაჲ და ცხოვრებისა, ბჭენი განუხუნა კაცთა:

შენ რომელმან, განანათლე მოსლჳთა შენითა ქე҃, და…

გალობა ე. სძლისპირი.

შენ რომელმან, განანათლე მოსლჳთა შენითა ქე҃, და განჰსწმიდენ, კიდენი ქუჱყანისანი ჯუარითა, განანათლენ გულნიცა, მგალობელთა შენთანი, ნათლითა მეცნიერებისა შენისათა:

რომელნი აჩრდილთა, სჯულისათა კეთილ-მსახურებით განშუჱნდით, და ნათელი…

ტროპარნი.

რომელნი აჩრდილთა, სჯულისათა კეთილ-მსახურებით განშუჱნდით, და ნათელი სამღთოჲსა მადლისა აუწყეთ, წყუდიადი ცოდჳსა სიკუდილ-შემოსილისა განსდევნეთ ჩემგან, დიდებულნო წინასწარ-მეტყუჱლნო უ҃ისანო:

ღამითგან აღმსთობილი უ҃ისა მიმართ ღი҃ს-მხილუჱლი განათლდა ისაიაჲ, და ნათელი შენი გუაუწყა ჩუჱნ, რომლისათჳს გევედრები განანათლე სული ჩემი მეოხებითა მისითა:

განრთხმულთა და ჴორცთა გუჱმითა მოწყლულთა, ღუაწლით-შემოსილნო ყოვლად…

მოწამეთა.

განრთხმულთა და ჴორცთა გუჱმითა მოწყლულთა, ღუაწლით-შემოსილნო ყოვლად ქებულნო, ადიდეთ ღი҃ ასოთა შინა თქუჱნთა, რომელსა ევედრენით მიმთხუჱვად ჩემდა დიდებასა ღი҃სასა:

დასდევ გულსა შორის ჩემსა შიში შენი, რათა აღმოუტეო სული ცხოვრებისა ჩემისა ღო҃ ყოვლად სახიერო, მეოხებითა ვნებისა მოთმინეთა შენთათა, რომელთა შეგიყუარეს შენ ყოვლითა გულითა:

მცნობელნი შენნი, ნებითა თჳსითა ყოველთა შემოქმედისა, მოლტოლჳლნი…

ღი҃ს-მშობლისა.

მცნობელნი შენნი, ნებითა თჳსითა ყოველთა შემოქმედისა, მოლტოლჳლნი ტაძარსა შინა შენსა ვითხოვთ შეწევნასა შენსა ქალწულო, რათა მივემთხჳვნეთ მოტევებასა ცოდუათასა:

თავს-იდევ მჴსნელო, სიკუდილი განკურნებად გესლსა მომსრუჱლსა სიკუდილისა…

სხუა. სძლისპირი. საცთურთა ბნელთა.

თავს-იდევ მჴსნელო, სიკუდილი განკურნებად გესლსა მომსრუჱლსა სიკუდილისა კბილთასა, და საწერტელი სიკუდილისა შეჰმუსრე, და აწ ვედრებითა მოწამეთა შენთათა, სულთა, მიცუალებულთა მიეც ცხოვრებაჲ:

ქე҃ მაცხოვარ, რომელმან იჴსნენ კაცნი, სიკუდილისაგან, სიკუდილითა შენითა, სულნი მონათა შენთა მორწმუნეთანი მკჳდრ-ჰყუჱნ წმიდათა საყოფელსა საღმრთოსა, სადათ, იგი წარხდა ყოველი სალმობაჲ:

ვითარცა იგი მიანიჭე სამოთხე, ავაზაკსა მას მორწმუნესა მაცხოვარ, ეგრეთვე სულნი მორწმუნეთა შენთანი, პირმშოთა თანა განსუჱნებასა ღირს-ჰყუჱნ, და ბრალთა მათთა მიტევებაჲ მიჰმადლე:

გჳჴსნენ მონანი შენნი ღისა დედაო, და ნავთ-სადგურსა…

ღი҃ს-მშობლისა.

გჳჴსნენ მონანი შენნი ღისა დედაო, და ნავთ-სადგურსა სამღთოსა ნებისასა, დედობრივითა ვედრებითა შენითა, სიტკბოებით და მოწყალებით წარუძეღუ, სძალო, ყოვლად წმიდაო კურთხეულო:

მომიცუნა ჩუჱნ სიღრმემან ღელუათამან, და არა ვინ-არს…

გალობა ვ. სძლისპირი.

მომიცუნა ჩუჱნ სიღრმემან ღელუათამან, და არა ვინ-არს მჴსნელ ჩუჱნდა, და ვიქმნენით ჩუჱნ ვითარცა ცხოვარნი კლუადნი, არამედ იჴსენ ერი შენი უ҃ო შენ ხარ სასო, და ნუგეშინის-მცემელი განწირულთა:

ზღუასა შინა, ცხოვრებისასა ღელუა-გუჱმული და ვეშაპისა მიმართ…

ტროპარნი.

ზღუასა შინა, ცხოვრებისასა ღელუა-გუჱმული და ვეშაპისა მიმართ ცოდუათასა მიგდებული, ვითარცა იონაჲ ხრწნილებისაგან, აღმომიყუანე მე უცოდუჱლო ქე҃, და მყუდროსა მიმართ ცხოვრებისა ლიმენად წარმიმართე:

გუნდი წინასწარ-მეტყუჱლთა გევედრების შენ სჯულითა განათლებული, და სჯულისა მსახური, შენ ქე҃ განსუჱნებულსა მათ ზედა, რათა მისცე ყოველთა ცოდუათა მიტევებაჲ, ვითარცა ყოვლად სახიერმან:

გუჱმითა და წყლულებითა გარე-შეცულთა არა უარ-ჰყავთ ქე҃ჲ…

მოწამეთა

გუჱმითა და წყლულებითა გარე-შეცულთა არა უარ-ჰყავთ ქე҃ჲ ყოვლად სანატრელნო, რომლისათჳს მტერისა სივერაგითა გარე-შეცული მიჴსენით მე, ღი҃სა მიმართ მეოხებითა თქუჱნითა:

სიკეთითა, ღუაწლთათა განშუჱნებულნი, შუჱნიერებასა ყოველთასა ქე҃სა მიეახლენით ყოვლად ქებულნო, ამისთჳს გევედრებით, საძაგელებაჲ ცოდუათა ჩუჱნთა განჰსწმიდეთ, მეოხებითა თქუჱნითა:

მარიამ, უბიწოო სიტყჳსა ღი҃სა დამტევნელო ვნებათა მიერ…

ღი҃ს-მშობლისა.

მარიამ, უბიწოო სიტყჳსა ღი҃სა დამტევნელო ვნებათა მიერ შეგინებული სული ჩემი, ტაძარ უბიწო ჰყავ სულისა წმიდისა, რათა გიგალობდე და გადიდებდე შენ ყოვლად საგალობელო:

მიეც მოწყალე სულთა მიცუალებულთა, შენდობაჲ ბრალთა, და…

სხუა. სძლისპირი. შთაჴდა იონა.

მიეც მოწყალე სულთა მიცუალებულთა, შენდობაჲ ბრალთა, და შუჱბაჲ საუკუნოჲ, ნათელსა შინა პირისა შენისასა, რომელი იგი ბრწყინავს მარტჳლთა ზედა, და განანათლებს უაღრეს ბუნებათა:

სისჴლითა მაგით გუჱრდისა შენისათა ყოვლად ძლიერო მოიყიდე სოფელი, აწცა ძალითა ვნებათა მათ შენთათა, აცხოვნენ სულნი მორწმუნეთა შენთანი, რომელი ეგე იქმენ საჴსარ ყოველთა:

რომელმან პირუჱლ დამბადე მიწისაგან, და პატივმეც სულითა უკუდავითა, ხოლო მიწად რა მივიქეც უბადრუკი, კუალად მეორედ განმაახლე ბრწყინუალედ, შესუჱნებულთა მიჰმადლე განსუჱნებაჲ:

სასძლოსა შინა ნათლისასა უ҃ო, სარწმუნოებით დაძინებულნი მკჳდრ-ჰყუჱნ, და ბრალთა მათთა სიმრავლჱ დაივიწყე, ვითარცა ხარ სახიერ და მოწყალე, და მიტევებაჲ ცოდუათა მიანიჭე:

შენ გიგალობთ ჩუჱნ ქალწულო კურთხეულო, რომლისა მიერ…

ღი҃ს-მშობლისა.

შენ გიგალობთ ჩუჱნ ქალწულო კურთხეულო, რომლისა მიერ აღმობრწყინდა მზე იგი, ყოვლად ბრწყინუალჱ სამღთოსა სიმართლისა, რამეთუ შენ იქმენ მიზეზ ცხოვრებისა, დასჯილთა მათთჳს, სიკუდილისა აჩრდილთა:

შენ ცეცხლად, საცნაურად ღი҃ს-მშობელო, გიცნობთ ყოველნი მორწმუნენი…

გალობა ზ. სძლისპირი.

შენ ცეცხლად, საცნაურად ღი҃ს-მშობელო, გიცნობთ ყოველნი მორწმუნენი, ვითარცა რა სამნი ყრმანი, იჴსნნა უფროსად ამაღლებულმან ღთ҃მან, ჩუჱნ ყოველნი განგუათავისუფლნა, და მკლავითა მაღლითა აღმადგინნა, ქებულმან მამათა ჩუჱნთა, ღთ҃მან, და მარადის კურთხეულმან:

გუნდი საწინასწარ-მეტყუჱლო ყოვლად განწმედილი გევედრების შენ უ҃ო…

ტროპარნი.

გუნდი საწინასწარ-მეტყუჱლო ყოვლად განწმედილი გევედრების შენ უ҃ო, რათა აკურთხო კურთხევითა სულიერითა ყოველნი, დიდების-მეტყუჱლნი შენნი და მჰჴმობელნი, ქებულო მამათა ჩუჱნთა ღო҃, და უფროსად დიდებულო, მარადის კურთხეულ-ხარ:

მძლენო ცეცხლისა ბუნებისანო, ცუარითა ზეციერითა ყრმანო სამღთონო, ცეცხლისაგან დაუშრეტელისა მიჴსენით მე, მგალობელი და მჰჴმობელი, ქებულო მამათა ჩუჱნთა ღო҃, და უფროსად დიდებულო, მარადის კურთხეულ-ხარ:

მარტჳლებითითა ღუაწლითა განშუჱნებულნი, დიდებასა ღი҃სასა მიემთხჳენით, საუკუნოსა…

მოწამეთა.

მარტჳლებითითა ღუაწლითა განშუჱნებულნი, დიდებასა ღი҃სასა მიემთხჳენით, საუკუნოსა დიდებასა ღირს-მყუჱნით ჩუჱნ მოწამენო დიდებულნო, კეთილ-შუჱნიერად მგალობელნი, ქებულო მამათა ჩუჱნთა ღო҃, და უფროსად დიდებულო, მარადის კურთხეულ-ხარ:

ზედ-მიმართებთა ლომთათა დამამშჳდებელთა, სიყუარულითა თქუჱნითა უ҃ისა მიმართ, ზედმომართებული გუჱლი ჩუჱნდა დააყუდეთ უკუჱ მარტჳლნო, და აცხოვნენით ღი҃ვ-გონიერად მგალობელნი, ქებულო მამათა ჩუჱნთა ღო҃, მარადის კურთხეულ-ხარ:

შენგან შობილისა მიმართ უ҃ისა, შუა-მდგომელ იყავ ყდ҃…

ღი҃ს-მშობლისა.

შენგან შობილისა მიმართ უ҃ისა, შუა-მდგომელ იყავ ყდ҃ წო҃ ქალწულო, რათა გეენიისაგან და ცეცხლისა გჳჴსნნეს ჩუჱნ და ღირს-გუყუნეს სუფევასა თჳსსა მჴმობელნი, ქებულო მამათა ჩუჱნთა ღო҃, და უფროსად დიდებულო, მარადის კურთხეულ-ხარ:

ბრწყინუალებითა, ნათლისა შენისათა, განაბრწყინუჱნ უ҃ო, ღელუათაგან ამის…

სხუა. სძლისპირი. სიყუარულითა ყოველთა.

ბრწყინუალებითა, ნათლისა შენისათა, განაბრწყინუჱნ უ҃ო, ღელუათაგან ამის სოფლისათა, შენდა მიცუალებულნი, და დააწესენ მარტჳლთა შენთა თანა გალობად შენდა ქე҃ უკუნისამდე:

მეორე ადამ, ადამის შემოქმედი, ჭეშმარიტად გამოსჩნდი, და წყევაჲ იგი ადამიანთა, განაქარუჱ მხოლომან, აწცა სახიერ, მიჰმადლე სულთა მიცუალებულთა, ფუფუნებაჲ იგი სამოთხისაჲ:

რომელმან უწყი, ბუნებისა ჩუჱნისა, უძლურებაჲ სახიერ, სულნი რომელმან მისცუალენ, დააწესენ, სადა იგი მიხედავს, სამღთოჲ ნათელი, პირისა შენისა დაუვალი, დიდებულო მამათა ღო҃:

შობამან შენმან, დაჰხსნა სჯულისა წესთა, აცრდილნი და…

ღი҃ს-მშობლისა.

შობამან შენმან, დაჰხსნა სჯულისა წესთა, აცრდილნი და სახენი, ღი҃ს-მშობელო რამეთუ შენ მიერ, მოგუჱფინა ნათელი, სამღთო ბრწყინუალჱ, და მიჴსნა შეცოდებათა ჩუჱნთა, ბნელისა და წყუდიადისაგან:

საჴმილსა რა შეთხეულ-იყუნეს, ყრმანი ისრაიტელნი, ვითარცა ბრძმედისა…

გალობა ჱ. სძლისპირი.

საჴმილსა რა შეთხეულ-იყუნეს, ყრმანი ისრაიტელნი, ვითარცა ბრძმედისა მიერ გამოდნობილი ოქროჲ, განბრწყინდეს და იტყოდეს აკურთხევდით, ყოველნი საქმენი უ҃სა უგალობდით, და ამაღლებდით მას უკუნისამდე:

რომელნი განცდილ, და ქე҃სთჳს უმჰსჯავროდ განდევნილ-იქმნენით წინასწარ-მეტყუჱლნო, განცდისაგან და დევნულებისა გჳჴსნენით ჩუჱნ მგალობელნი, აკურთხევდით ყოველნი საქმენი უ҃სა უგალობდით, და ამაღლებდით მას უკუნისამდე:

ნიჭთა სამღთოთა დამტევნელო, ღი҃ს-მეტყუჱლნო წინასწარ-მეტყუჱლნო იოხეთ უ҃ისა მიმართ სულისა წმიდისა ტაძარ-ყოფად ჩუჱნ მგალობელთა, აკურთხევდით ყოველნი საქმენი უ҃სა უგალობდით, და ამაღლებდით მას უკუნისამდე:

შეკრულთა ყოველნი სიბოროტენი მტერისანი განხეთქეთ, ამისთჳს საკრუჱლითა ცოდჳსათა შეკრულნი განგუხსენით ჩუჱნ, მოწამენო ბრძენნო მგალობელნი აკურთხევდით, ყოველნი საქმენი უ҃სა უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე:

ნათლისა მომცემელისა ღი҃სა მშობელო ქალწულო, თუალნი გულისა…

ღი҃ს-მშობლისა.

ნათლისა მომცემელისა ღი҃სა მშობელო ქალწულო, თუალნი გულისა ჩემისანი განანათლენ, ნათლითა სამღთოჲსა ცნობისათა გალობად აკურთხევდით, ყოველნი საქმენი უ҃სა უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე:

მოწყალებათა შენთა ცუარითა ქე҃, ბიწი ყოველი შენდა…

სხუა. სძლისპირი. ყრმანი ბაბილონს.

მოწყალებათა შენთა ცუარითა ქე҃, ბიწი ყოველი შენდა მიცუალებულთა, მონათა შენთა განჰბანე სახიერო, და სამღთოთა მათ ბანაკთა ზეცისათა, თანა აღრაცხენ რათა გაკურთხევდენ შენ:

სარწმუნოებით, შესუჱნებულთა სულნი, ღირს-ჰყუჱნ მარჯუჱნით შენსა დადგომად ქე҃, მეოხებითა მოწამეთა შენთათა, და ნაწილისა მისგან მარცხენეთასა, იჴსენ სახიერ, რათა გაკურთჴევდენ შენ:

რომელსა ეგე ყოველი ჴელმწიფებაჲ, სიკუდილისა და ცხოვრებისა გაქუს ქე҃, ღი҃ს-მსახურებით დაძინებულთა სულნი, ბრწყინუალებასა ნათლისა შენისასა, ღირს-ჰყუჱნ მკჳდრ-ყოფად, რათა გაკურთხევდენ შენ:

იქმენ ქალწულო ცხოვრებისა ჩუჱნისა მიზეზ და წყარო…

ღი҃ს-მშობლისა.

იქმენ ქალწულო ცხოვრებისა ჩუჱნისა მიზეზ და წყარო და საუკუნოჲსა მის, ბრწყინვალებისა დაუსრულებელისა, მომატყუჱბელ-გუჱქმენ შობითა შენითა, ამისთჳს ქებით აღგამაღლებთ მარადის:

სახედ მუცლად-ღებისა შენისა უბიწოო მოესწავა საიდუმლოჲ, მაყუალი…

გალობა თ. სძლისპირი.

სახედ მუცლად-ღებისა შენისა უბიწოო მოესწავა საიდუმლოჲ, მაყუალი მგზებარჱ ცეცხლითა, რომელი არა, შეიწუჱბოდა და აწ გევედრები დაშრიტე ღი҃ს-მშობელო, ალი ცოდუათა რათა გადიდებდე:

რათა ტაძართა შინა წმიდათასა გამოაჩინო ქე҃ გარდამოსლუაჲ…

ტროპარნი.

რათა ტაძართა შინა წმიდათასა გამოაჩინო ქე҃ გარდამოსლუაჲ შენი, ჭურად პატიოსნად გამოაჩინენ წინასწარ-მეტყუჱლნი შენნი, რომელთა მიერ ცნობილიქმნნეს ყოფადნი, მათთანა უკუჱ გევედრებით ცოდუათა მოტევებისა მონიჭებად ჩუჱნდა:

გამოუჩნდი წინასწარ-მეტყუელთა მეუფეო, ვითარცა ძალედუათ ხედუად მცხინუარებისა შენისა, რომელთა ოხითა ღირს-გუყუჱნ ჩუჱნ ხილუად გამოუთქმელისა ბრწყინუალებისა შენისა ვნებათაგან ცოდუათასა განწმენდელმან სულთა ჩუჱნთამან:

ჴორცთა წყლუად მიმცემელთა მოჰსწყალთ უკუჱ სიმრავლჱ ეშმაკთა…

მოწამეთა.

ჴორცთა წყლუად მიმცემელთა მოჰსწყალთ უკუჱ სიმრავლჱ ეშმაკთა, შეურყეველისა განზრახჳსა დამცუელთა მოწამენო, ამისთჳს მოწყლული სული ჩემი ისრითა ცოდჳსათა, ლოცჳთა თქუჱნითა განჰკურნენით:

ტკივილი ვნებათა თქუჱნთა მოწამენო წმიდანო, კეთილ-მსახურებისა მტკიცენი წინა-მბრძოლნო, მოსცემს კურნებასა, ამისთჳსცა სულისა ჩემისა, მძიმე იგი ტკივილი, და გულისა ჩემისა ფიცხელნი წყლულებანი, მეოხებითა თქუჱნითა განჰკურნენით:

განჰკრთების მჴედრობა ზეციერი, მხედუჱლი მამისა ბრწყინუალებისა ჴელთა…

ღი҃ს-მშობლისა.

განჰკრთების მჴედრობა ზეციერი, მხედუჱლი მამისა ბრწყინუალებისა ჴელთა ზედა შენთა ყოვლად უბიწოო, გამოუთქმელად ტჳრთულისა, და კაცობრივისა მსგავსებისა თავსა ზედა თჳსსა მქონებელისა, რათა განამღთუნეს მოკუდავნი:

კაცთ-მოყუარეო, ღო҃ და მოწყალეო, მოწყალე-მექმენ ქმნულსა ჴელთა…

სხუა. სძლისპირი. ჯერ არს დუმილი.

კაცთ-მოყუარეო, ღო҃ და მოწყალეო, მოწყალე-მექმენ ქმნულსა ჴელთა, შენთასა და განუსუჱნე, ზეცისა სავანეთა, სარწმუნოებით შენდა მიცუალებულთა, და მოწამეთა, დიდებისა ზიარ-ჰყუჱნ:

ვითარცა გაქუს შენ, უფსკრული წყალობისა, შეცოდებათა და ბრალთა მძლჱ სახიერ, რომელნი იგი, მისცუალენ განუსუჱნე, ლაზარეს თანა აბრაამის წიაღთა, მჳდრ-ჰყუჱნ იგინი, ბრწყინუალებასა შენსა:

ექმენ მაცხოვარ, და მჴსნელ ადამიანთა, ვნებითა შენითა წმიდითა ამისთჳს, რომელნი იგი ჩუჱნგან გამოირჩიენ, საუკუნეთა შუჱბათა დაამკჳდრენ, და ბრწყინუალება, ღუთაებისა მიჰფინე:

უზესთაეს-არს საკჳრუჱლებაჲ, შენი ყოვლისავე მზესა ქუჱშე ხილულისა…

ღი҃ს-მშობელო.

უზესთაეს-არს საკჳრუჱლებაჲ, შენი ყოვლისავე მზესა ქუჱშე ხილულისა, ღთ҃ისა დედაო, რამეთუ შენ მხოლომან, გჳშევ ღი҃ და ქალწულადუჱ დაადგერ, ამისთჳს ძრწოლით ვაქებთ შობასა შენსა:

მხოლოო წმიდათა შორის განსუჱნებულო, ღო҃ წინასწარ-მეტყუჱლთა მოციქულთა…

განმანათლებელი. რომელმან ცისა სამყარო.

მხოლოო წმიდათა შორის განსუჱნებულო, ღო҃ წინასწარ-მეტყუჱლთა მოციქულთა და მღუდელ-მთავართა, მოწამეთა და ყოველთა წმიდათა მეოხებითა, მგალობელნი შენნი აცხოვნენ:

რომელი ცხოველთა და მკუდართა ზედა ჴელმწიფებ ვითარცა…

მსგავსივე.

რომელი ცხოველთა და მკუდართა ზედა ჴელმწიფებ ვითარცა ღი҃, განუსუჱნე მონათა შენთა, საყოფელთა რჩეულთა შენთასა, რამეთუ დაღაცათუ შეგცოდეს, არამედ არა განდგეს შენგან:

წყალობისა უფსკრულო ღი҃ს-მშობელო, ყოვლისაგან ჭირისა იჴსნენ მონანი…

ღი҃ს-მშობლისა. მსგავსივე.

წყალობისა უფსკრულო ღი҃ს-მშობელო, ყოვლისაგან ჭირისა იჴსნენ მონანი შენნი, მოციქულთა თანა წმიდათა მოწამეთა და წინასწარ-მეტყუჱლთა, მვედრებელმან ძისა შენისამან:

ღუაწლით-შემოსილთა ქე҃თა მოვედით ერნო ყოველნი პატივს-ვჰსცემდეთ, გალობითა…

აქებდითსა ზედა, დასდებელნი მოწამეთანი. ჴმა ა.

ღუაწლით-შემოსილთა ქე҃თა მოვედით ერნო ყოველნი პატივს-ვჰსცემდეთ, გალობითა და შესხმითა სულიერითა, ნათელთა სოფლისათა და ქადაგთა სარწმუნოებისათა, რომელთაგან აღმოდის მორწმუნეთათჳს კურნებაჲ, მათითა მეოხებითა ქე҃ ღო҃ ჩუჱნო, მშჳდობაჲ მოანიჭე სოფელსა შენსა, და სულთა ჩუჱნთა დიდი წყალობაჲ:

ესე მჴედარნი მეუფისა დიდისანი, წინა-აღუდგეს ბრძანებასა მძლავრთასა, მჴნედ შეურაცხ-ჰყუნეს სატანჯველნი, საცთური ყოველი დაჰთრგუნეს, და ღირსებით გჳრგჳნოსან-იქმნნეს, და ითხოვენ მაცხოვრისაგან, მშჳდობასა და დიდსა წყალობასა სულთა ჩუჱნთათჳს:

თქუჱნ ყოვლად ქებულნო მარტჳლნო, არცა ჭირმან, არცა იწროებამან, არცა სიყმილმან, არცა დევნულებამან, არცა გუჱმათა, არცა მძჳნუარებამან მჴეცთამან, არცა მახჳლმან, არცა ცეცხლისა ზარმან შეგიძლო თქუჱნ განშორებად ღთ҃ისაგან, უფროსღა სურჳლითა მისითა, ვითარცა უცხოთა ჴორცითა იღუაწეთ, ბუნება დაივიწყეთ, სიკუდილი შეურაცხ-ყავთ, ვინაჲცა ღირსად ტკივილთა თქუჱნთა სასყიდელი მოისთულეთ, და ზეცათა სასუფეველისა მკჳდრად გამოსჩნდით, მეოხ გუჱყუჱნით სულთა ჩუჱნთათჳს გევედრებიოთ:

იხარებდით მოწამენი უ҃ისა მიერ, რამეთუ ღუაწლი კეთილი მოიღუაწეთ წინა-აღუდექით მეფეთა, და მძლავრთა ერეოდეთ, ცეცხლისა და მახჳლისაგან არა შეჰშინდით, და მჴეცთა ველურებისაგან რომელნი შესჭამდეს ჴორცთა თქუჱნთა, არამედ ქე҃სა, ანგელოსთა თანა გალობასა შეჰსწირევდით, და ზეცით-გარდამო გჳრგჳნნი მოიხუჱნით, ითხოვეთ მონიჭებად მშჳდობაჲ სოფელსა, და სულთა ჩუჱნთა დიდი წყალობაჲ:

საქმით აჩუჱნე მაცხოვარო ჩუჱნო ვითარმედ შენ-ხარ აღდგომაჲ…

მიცუალებულთა.

საქმით აჩუჱნე მაცხოვარო ჩუჱნო ვითარმედ შენ-ხარ აღდგომაჲ ჩუჱნი, სიტყჳთ სიტყუაო მამისაო ლაზარეს მკუდრეთით აღმოუწოდე ჴელმწიფედ ბრძანებითა, მაშინ მოქლონი საუკუნენი შეიმუსრნეს, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი შეძრწუნებულ-იქმნნეს შენგან, მაშინუჱ ძილსა მიემსგავსა სიკუდილი კაცთა, არამედ მოხუჱდ არა დასჯად დაბადებულისა შენისა, არამედ ცხოვრებად რომელნი, გამოირჩიენ განუსუჱნე ვითარცა კაცთ-მოყუარემან:

გიხაროდენ მარიამ ღი҃ს-მშობელო, რამეთუ შევ მეუფჱ, მაცხოვარი…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა. მსგავსი

გიხაროდენ მარიამ ღი҃ს-მშობელო, რამეთუ შევ მეუფჱ, მაცხოვარი და შემოქმედი ყოველთა საუკუნესა:

შენნი ქე҃ მონანი აღსწერენ წიგნსა შინა ცხოველთასა

აღჳვსენითსა ზედა დასდებელნი, მსგავსნივე. ქმნილი უ҃ისა თეოფანესი. რომლისა კიდურ-წერილობაჲ.

შენნი ქე҃ მონანი აღსწერენ წიგნსა შინა ცხოველთასა:

გევედრებით ქე҃ შენსა მას ტკბილსა ზიარებასა ღირს-ჰყუჱნ…

ყ҃ არიან ყოველთა ზედა დასდებელთა მებრ ამისა, ჴმა ა. ყოვლად ქებულნო მოწამენო.

გევედრებით ქე҃ შენსა მას ტკბილსა ზიარებასა ღირს-ჰყუჱნ მიცუალებულთა სულნი და დაამკჳდრენ, მართალთა სადგურსა, ზეცისა საყოფელსა სავანეთა წმიდათასა, მოწყალებითა შენითა და დაივიწყენ შეცოდებანი მათნი, და მიმადლე მაცხოვარ განსუჱნებაჲ:

არავინ-არს ყოვლად უცოდველ, კაცთაგანი არავინ-არს არამედ, გარნა…

მუჴლი. ნეტარ-არს რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე უ҃ლო:

არავინ-არს ყოვლად უცოდველ, კაცთაგანი არავინ-არს არამედ, გარნა შენ მხოლო უკუდავი მეუფჱ ამისთჳს მონანი, შენნი ნათელსა დააწესენ სახიერ, კრებულსა თანა ანგელოსთასა, მოწყალებითა შენითა და მიეც მათ მოტევებაჲ ცოდუათა:

ზესთა ხილულთასა არიან, აღთქმანი შენნი მჴსნელო, რომელნი…

სულმან მათმან კეთილთა შინა განისუჱნოს და ნათესავმან მათმან დაიმკჳდრონ ქუჱყანა.

ზესთა ხილულთასა არიან, აღთქმანი შენნი მჴსნელო, რომელნი თუალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა, და გულსა არა მოუჴდა, რომელთა საწადელსა ზიარებასა, მიმთხუჱვად ღირს-ჰყუჱნ, შენდა შევედრებულნი ჵ ყოვლად ძლიერო, და მიჰმადლე ცხოვრებაჲ საუკუნოჲ:

ჯუარითა შენითა მოხარულნი რომელნი ესჳდეს ჯუარსა შენსა…

და საჴსენებელი მათი, თესლითი თესლადმდე.

ჯუარითა შენითა მოხარულნი რომელნი ესჳდეს ჯუარსა შენსა, მონანი შენნი შენდა მოიცუალნეს კაცთ-მოყუარე, რომელთაცა აწ ჰჴსნად ცოდუათა მათთა მიანიჭე ჯუარი შენი, და სისხლი დათხეული ცხოვრებისათჳს სოფლისა, მოწყალებითა შენითა შემნდობელმან ცოდუათა მათთამან, და განმანათლებელმან მათმან ნათლითა პირისა შენისათა.

ქე҃სა ევედრე ქალწულო, ცოდუათა შენდობისა მოცემად მონათა…

დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა. მსგავსივე.

ქე҃სა ევედრე ქალწულო, ცოდუათა შენდობისა მოცემად მონათა შენთა რომელთა გქადაგეს, მართლმადიდებლობით, და აღგიარეს ჭეშმარიტად ღი҃ს-მშობლად, ბრწყინუალებასა და შუჱნიერებასა წმიდათასა ღირს-ჰყუჱნ, და მიჰმადლე სასუფეველი ცათა:

საჭმლისა მიერ გამოჰჴადა მტერმან ადამი სამოთხით, ხოლო…

შაბათსა, მომიხსენენი, ჴმა ა,

საჭმლისა მიერ გამოჰჴადა მტერმან ადამი სამოთხით, ხოლო ჯურისა მიერ ავაზაკი შეიყუანა ქე҃მან მას შინა, რომელი ჰჴმობდა მომიჴსენე მე უ҃ო, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენითა:

მწყობრი მარტჳლთა ურიცხჳ, მღუდელთ-მოძღვართა ბრძენთა და წინასწარ-მეტყუჱლთა, და წმიდათა დედათა, ბრწყინუალჱ კრებული, გევედრების, ჩუჱნთჳს ქე҃ მეუფეო, მათ მიერ მოგუჱც შენდობაჲ ცოდუათა, ვითარცა ხარ მრავალ-მოწყალე:

რომელთა სრულ-ჰყავთ სრბაჲ თქუჱნი, ყოვლად შუჱნიერი მოღვაწენო ქე҃სნო მღუდელთ-მოძღუართა და მღუდელთა, და მარტჳლთა, თანა და წმიდათა წინასწარ-მეტყუჱლთა გუნდსა, ქალაქსა ზეცათა ანგელოსთა თანა, დამკჳდრებულ ხართ მოხარული:

დააწესენ ქე҃ ღო҃, რომელნი მისცუალენ ნათელსა წარუვალსა, და ცოდუანი და ბრალნი, დაივიწყენ, სახიერო, და განსუჱნებაჲ მიჰმადლე, რათა ვადიდებდეთ ქუჱლის-მოქმედო ღო҃, ურიცხვთა წყალობათა შენთა:

მამისა თანა დაუსაბამოსა, სულით წმიდითურთ ქე҃ ღო҃…

დიდება, სამებისა.

მამისა თანა დაუსაბამოსა, სულით წმიდითურთ ქე҃ ღო҃, ვადიდებთ ყოველნი, კაცთ-მოყუარებასა შენსა მგალობელნი, მომიჴსენენ მონანი შენნი, ჟამსა შინა სასჯელისასა უ҃ო:

ვითარცა პალატსა ვრცელსა, და საყდარსა ღთ҃ისა, დიდებისასა…

აწდა. ღი҃ს-მშობლისა.

ვითარცა პალატსა ვრცელსა, და საყდარსა ღთ҃ისა, დიდებისასა სძალო, და ღრუბელსა წმიდათასა ნათლით-შემოსილსა, გიგალობთ შენ მორწმუნენი წადიერად, დაჰჴსენ ბნელი წყუდიადი ბრალთა ჩუჱნთა შუა-მდგომელობითა შენითა:

კაცთ-მოყუარებისა შენისა, გარდამატებული სიმდიდრჱ ქე҃, აჩუჱნე და…

სერობისად. გალობანი წმიდისა ღი҃ს-მშობლისანი. გალობა ა. ჴმა ა. სძლის-პირი. მონებისა მისგან.

კაცთ-მოყუარებისა შენისა, გარდამატებული სიმდიდრჱ ქე҃, აჩუჱნე და უძლურებასა კაცთასა ძალად მტკიცედ, და მფარუჱლად ზესთა ბუნებისა, მოეც მშობელი შენი მრავალ მოწყალე:

დაძუჱლებული ბუნებაჲ ჩუჱნი, შენ მიერ განაახლა ქე҃მან ღთ҃მან, და განჰკურნნა შემუსრჳლებაჲ, მისი ღი҃სა დედაო, და ოხითა შენითა სამღთოთა, აცხოვნებს წყალობით მადიდებელთა შენთა:

ჵ ღრუბელო ყოვლად ბრწყინუალეო რომელმან ჰშევ მზის-თუალი დიდებისა, ღრუბელნი ვნებათა ჩემთანი, განჰსდევნენ სულისაგან, ჩემისა და ნათლითა სამღთოთა, უვნებელობისათა განმაბრწყინუჱ სძალო:

ჴსნილნი საცთურისაგან, კერპთასა უგალობთ სიმდაბლესა შენსა, მიუწთომელსა…

გალობა გ. სძლისპირი. წინა საუკუნეთა.

ჴსნილნი საცთურისაგან, კერპთასა უგალობთ სიმდაბლესა შენსა, მიუწთომელსა ქე҃ ღო҃ და მშობელსა შენსა, ქალწულსა აღუსძრავთ მეოხებათ ჩუჱნთჳს, რათა ჭირთა და განსაცდელთაგან, დამიფარნეს მის მიერ:

ვნებათა უყისგან, განჰსწმიდენ თუალნი სულისა ჩემისანი, დედობრივითა მეოხებითა შენითა ქალწულო, და უვნებელობისა ნათლითა, შემკული ღირს-მჰყავ ნათელსა ხილუად ქე҃ს მეუფისასა:

ბუნებისა ჩუჱნისა, უძლურისა ძალად და შესავედრებელად, გამოგაჩინა ძემან შენმან ქალწულო და განაძლიერა იგი სამღთოთა ძალითა, და აცხოვნებს მათ რომელნი ქებით, გიგალობენ ქალწულო:

მრავალთა მოწყალებათა შენთათჳს, სახიერ-იქმენ ქე҃ და სიტკბოებით…

გალობა დ. სძლისპირი. კუჱრთხი ჲესეს.

მრავალთა მოწყალებათა შენთათჳს, სახიერ-იქმენ ქე҃ და სიტკბოებით მოიხილე ჩუჱნ ზედა, და ნუ იხილავ ჩუჱნთა აურაცხელთა ბრალთა, არამედ ვითარცა კაცთ-მოყუარე-ხარ, შემწე გუჱქმენ და გჳჴსნენ ყოველთა, ჭირთა და ურუათაგან:

ყოველთა მადლთა მიერ შეგამკო, ქე҃მან დედოფალო, და ძალთა მიერ აღმატებულმან, გადიდა დიდებულო, და ძლიერებაჲ შენი, განჰფინა კიდეთა სოფლისათა და შენ მიერ აღავსნა კაცთა ნათესავნი მადლითა:

სამღთოთა წყალთა მიერ სძალო, მეოხებისა შენისათა მარადის დაშრეტ საჴმილსა, ჭირთა და ვნებათასა, და მადლთა ნიავითა, და ცუარითა შეუაცურევ საცნაურად, და კეთილთა საქმეთა ბრწყინუალებითა, განგუაბრწყინუჱბ ჩუჱნ:

ძალითა შენითა ძლიერითა ქე҃, მთავარ და წინა…

გალობა ე. სძლისპირი. ღი҃ ხარ მშჳდობისა.

ძალითა შენითა ძლიერითა ქე҃, მთავარ და წინა მბრძოლ-ექმენ, ერსა შენსა, და სძლე მბრძოლთა ზახებასა და შემუსრენ მჴსნელო, და ძლევაჲ მომადლე სახიერ, რომელნი ძრწოლით გადიდებენ უ҃ო, და ღთ҃ად და კაცად აღგიარებენ:

კეთილთა უქმობითა მომკუდარ არს ძალი, სულისა ჩემისა მოქმედი კეთილისა, ხოლო შენ ღი҃ს-მშობელო განაცხოველე იგი, მეოხებითა შენითა, რათა მოიგოს სინანული და ცრემლი, და იქმნეს სათნო ძისა შენისა:

შობილმან შენგან ანგელოსნი და კაცნი, ერთბამად მოიყუანნა ღი҃ს-მშობელო, და ვედრებითა შენითა შეიწყალებს ცოდჳლთა, და სიკუდილისა, რომელნი დედად ღი҃სად აღგიარებენ ყოვლად წმიდაო:

ზესთა ყოვლისა, ბუნებისა არს ქე҃, სიმრავლჱ წყალობისა…

გალობა ვ. სძლისპირი. პირუჱლ იონა.

ზესთა ყოვლისა, ბუნებისა არს ქე҃, სიმრავლჱ წყალობისა შენისა, რომელი იგი, აჩუჱნე ჩუჱნთჳს სახიერ რამეთუ, ჴორცნი შეისხენ ქალწულისაგან სძლისა, მას ევედრე, აწცა ნუ თანა წარგუჴდი, ოხითა მისითა და ვედრებითა:

რომელი ესე, დავეცი ყოვლისაგან, საქმეთა სასოებისა ქალწულო, უტყუჱლისა, შეწევნისა შენისა მოვივლტი რომლითა ცხოვრებისა ჩემისა სასოებასა, მტკიცედ, ფრთოვან-ჰყოფ ღი҃ს-მშობელო, და ზესთა ვექმნები მწუხარებათა:

ღელუა გუჱმულთა, მყუდროდ ნავთ საყუდელად, მოგანიჭა შენ ქე҃მან დედოფალო, და სამნაკეცთა, განსაცდელთა და ვნებათა დანთქმისაგან, უღელუოსა მას ნავთ სადგურსა შეიყუანებს, შენთა, სიწმიდით მგალობელთა, და სარწმუნოებით აღმსარებელთა:

განაახლებ სახიერ, და შესცუალებ წესსა ბუნებათასა, შესცუალე…

გალობა ზ. სძლისპირი. ყრმანი სარწმუნოებით.

განაახლებ სახიერ, და შესცუალებ წესსა ბუნებათასა, შესცუალე მწუხარებაჲცა ჩუჱნი, მხიარულებად კაცთ-მოყუარე, რამეთუ შენ მხოლო ხარ შეწუხებულთა, სიხარული და მჴსნელი, და მაცხოვარი:

ცნობათა უაღრესმან, განგებულებამან მეუფისამან, უზესთაეს სასოებისა, მოგ҃უცა მორწმუნეთა ქალწულო, ძალ-მწე და აღმასრულებელად თხოვათა მათთა, იშუა რა იგი შენგან ზესთა სიტყჳსა:

შთავვარდი მე მწართა, და მოულოდებელთა მწუხარებათა, ცოდუათა ჩემთა სიმრავლითა, და მოგიგებ შენ თანა შემწედ, და მეოხად შენგან შობილისა ღი҃ სა მიმართ, რამეთუ ტკბილარს იგი მონანულთათჳს:

რომელი სნეულთა მოხუჱდ განკურნებად, და სისხლი შენი…

გალობა ჱ. სძლისპირი. საჴმილი შეცურეული.

რომელი სნეულთა მოხუჱდ განკურნებად, და სისხლი შენი პატიოსანი, მიეც საჴსრად სოფლისა, ქე҃ ღო҃ ყოვლად ძლიერო, განჰკურნენ ვნებანი სულთა და ჴორცთა ჩუჱნთანი და განსაცდელთაგან, გჳჴსნენ და ვიტყჳთ აკურთხევდით საქმენი უ҃ისანი უ҃სა და ამაღლებდით მას უკუნისამდე:

გამოგაჩინა ღთ҃მან ქალწულო ჴიდად ღელუათაგან წიაღმყუანებელად, ჭირთა და ურუათასა, და მოქცევისამან ბოროტთასა, უღელუოსა მის ნავთ საყუდელისა მიმართ, რომელნი სარწმუნოებით უგალობენ აკურთხევდით საქმენი უ҃ისანი უ҃სა და ამაღლებდით მას უკუნისამდე:

შერყეული სიმრავლითა ცოდუათათა, და ურჳთა მწუხარებათათა, სასო წარკუჱთილებად, და სიღრმედ წარწყმედისად შთასრული, შეწევნისა შენისა სასოებითა სძალო, დამამტკიცე რათა, გიგალობდე შენ კურთხეულო, სასოო ყოვლისა სოფლისაო, და უფროსად აღგამაღლებდე შენ უკუნისამდე:

ვითარცა გაქუს, უფსკრული წყალობისა ქე҃, ყოვლად მიუწთომელი…

გალობა თ. სძლისპირი. დაუკჳრდა საიდუმლო.

ვითარცა გაქუს, უფსკრული წყალობისა ქე҃, ყოვლად მიუწთომელი, მოგუფინე მადიდებელთა შენთა, რომელი დამდაბლდი ჩუჱნთჳს, ვიდრე ხატადმდე მონებისა რათა, კაცთ-მოყუარებით განაღთო კაცთა ბუნებაჲ:

მადლი სამღთო, ღი҃ს-მეცნიერებისა სძალო, უაღრეს, ბუნებათა, შენ მიერ მოგუმადლა ქე҃მან ღთ҃მან, და მარადის აღაორძინებს, ქუჱლისმოქმედებათა თჳსთა ჩუჱნ ზედა, და მხიარულგუჰყოფს ქალწულო შემსხმელთა შენთა:

მბრძოლმან ჩუჱნმან, განმაშიშულა მე უბადრუკი კეთილთა საქმეთაგან, ხოლო შენ დედოფალო წმიდაო, სამღთოთა საქმეთა მიერ, უძლეველ-მყავ წყობასა შინა გჳრგჳნითა გჳრგჳნოსან-ჰყავ: